მოდერ მე მაპარიე, ძალიან რომ არ მჭირდებოდეს, ამ თემას წესების დარღვევით არ გავხანიდი.
ესე იგი, ვარ უცხოეთში, 2005-2009 ვსწავლობდი ჭავჭავაძის(ვაკის პარკთან) უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, დავამთავრე, დიპლომიც ავიღე, მაგრამ უკვე აქეთ ვიყავი და მშობლებმა აიღეს დიპლომი,გამომიგზავნეს და თან მაქვს.
ვაპირებ მაგისტრატურაში საბუთების შეტანას, აქ საერთაშორისო კომერციაზე, უცხო ენების (რუსული,ინგლისური,გერმანული) გქმოყენებით,მომთხოვეს ნიშნების ფურცელი, რამეთუ სულ სხვა განხრით ვაპირებ სწავლას,
დავრეკე უნიში და მითხრეს რომ აუცილებელია ნოტარიუსული მინდობოლობა რათა გასც3ნ ჩემს მშობლებზე ეს ნიშნ3ბის ფურცელი, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ პასპორტზეც და პირადობაზეც გამივიდა ვადა 1 თვის წინ და ნოტარიუსი უარს ამბობს მინდობილობის გაკეთებაზე,
დეკანის მოადგილე ნინო კახაძემ მითცრა რომ არქივშია 2009 წლისებიო და განცხადება დაწერე რექტორის(გიგა ზედანია) სახელზეო ( განცხადება იხილეთ ქვემოთ).
დავწერე გუშინ და დღეს დილით მომივიდა უარი მხოლოდ
''სამწუხაროდ უნივერსიტეტი მოკლებულია ამ შემთხვევაში გაგიწიოთ დახმარება.''
და ეჭვი მაქვს რექტორს არც ანახეს,
ადამიანებო თუ ვინმეს გაქვთ შესაძლებლობა , დამეხმარეთ , ან რექტორთან დამაკავშირეთ ან თუ ვინმე შეძლებთ ისე დამეხმარეთ,
ნიშნების ფურცელია ანდერძი ხომ არაა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორს, ბ-ნ. გიგა ზედანიას,
ამავე უნივერსიტეტის 2009
წლის კურსდამთავრებული,
ანრი აფრიამაშვილის
განცხადება
მე, ანრი აფრიამაშვილი ( პირ.ნომ: 01************* ), ამჟამად მცხოვრები საფრანგეთის ქალაქ ******. 2009 წლის
ფილოსოფიისა და სოც.მეცნიერების ფაკულტეტის კურს დამთავრებული, გთხოვთ, გასცეთ ჩემი სასწავლო წლების
( 2005-2009 ) მიმდინარეობისას მიღებული შეფასებების ნუსხა ( ე.წ. ნიშნების ფურცელი, დოკუმენტის ან
დანართის სახით ), რათა შევძლო ამა წლის მარტის თვეში ამავე ქალაქში მდებარე RENNES 2 -ს უნივერსიტეტში
სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია.
ჩემი ადგილსამყოფელიდან გამომდინარე, ჩემთვის შეუძლებელია წარვსდგე თქვენს წინაშე ზემოთხსენებული
ნუსხის ან დოკუმენტის მისაღებად, და რამეთუ, ჩემს პირადობის მოწმობას და პასტპორტსაც აქვს მოქმედების
ვადა გასული,შეუძლებელი გახდა ნოტარიოსული დამოწმებით ჩემი მშობლის სახელზე მინდობილობის გაკეთება
აღნიშნული საბუთის მისაღებად.
უმორჩილესად გთხოვთ, ნუ შემიქმნით დაბრკოლებას, გამოიჩინოთ გულისხმიერება, გასცეთ ე.წ. ნიშნების
ფურცელი ჩემი მშობლის ( ამირან აფრიამაშვილი, დაბადებული *********) სახელზე და ხელი შემიწყოთ ჩემი
პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაში.
გიგზავნით დამატებით ჩემი პასპორტის და დიპლომის ციფრულ ასლს. პიროვნების ავთენტურობის დასადგენად
შემიძლია გაგესაუბროთ Skype-ს საშუალებით.
პატივისცემით, ანრი აფრიამაშვილი. 06/02/20017
anrinio@gmail.com
სათრანგეთი
This post has been edited by Eagle_one on 7 Feb 2017, 15:14