» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Вселенная Метро -საერთო სათაურია წიგნების იმ კრებულისა, რომელთა მოქმედებაც დიმიტრი გლუხოვსკის მიერ შექმნილ დისტოპიურ მომავალში ვითარდება.
ყველაფერი დაიწყო მეტრო 2033-ით. წიგნი 2005 წელს გამოიცა და იმავე წელსვე "ევროკონ"-ზე წლის საუკეთესო დებიუტად დასახელდა. სამ თვეზე ნაკლებ დროში გამოცემის ტირაჟმა ასი ათასს მიაღწია. ასი ათასივე ეგზემპლარი სრულად გაიყიდა და იმავე რაოდენობის წიგნები ხელახლა გამოიცა. ერთ-ერთი პრეზენტაცია კავშირგაბმულობის სამინისტროს მიწისქვეშა ბუნკერში გაიმართა, ტაგანკაზე. რომანი საფუძვლად დაედო ამავე სახელწოდების კომპიუტერულ თამაშს.
ისტორია მოგვითხრობს ატომური ომის შემდგომ დედამიწაზე. სადაც ყველაფერი განადგურებულია, ზედაპირი დაფარულია რადიაციული ნარჩენებით და რადიაციის წიაღში დაბადებული მონსტრებით, ადამიანთა გადარჩენილი ნაწილი კი მოსკოვის მეტროს აფარებს თავს. ზედაპირზე მხოლოდ განსაკუთრებული სიმამაცის ხალხი ადის, ისიც ცოტა ხნით. მათი ნაწილი უკან ვეღარ ბრუნდება. ისინი არიან გმირები და მათზე თხზავენ ლეგენდებს. მათ მეტროელები სტალკერებს უწოდებენ. რადგან მეტროში დაბადებულმა თაობამ აღარც კი იცის ისეთი პროფესიების შესახებ, როგორებიცაა მეზღვაური და მფრინავი, ბავშვებს ერთადერთ საოცნებო საქმედ სტალკერობა დარჩენიათ. ამ ბავშვთაგანია წიგნის მთავარი გმირიც - არტიომი. არტიომიც ჩვეულებრივი მეტროში გაზრდილი ახალგაზრდაა, რომელსაც მშობლები ადრე დაეღუპა, რომელიც დედის სახეს ვერ იხსენებს და რომელიც მამობილთან ერთად იზრდება. მეტრო 2033 მთალიანად არტიომის ხაზს მიჰყვება. ის არის ერთგვარი მისიონერული პერსონაჟი, რომელმაც უნდა იხსნას მშობლიური მეტრო მონსტრების და "შავების" შემოტევისგან. თუმცა, ზედაპირზე ასვლის ცდუნება ყველაფერს თავდაყირა აყენებს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პირველი წიგნის შემდეგ გლუხოვსკიმ დაწერა მოთხრობა "არტიომის ევანგელიე", რომელიც შემდგომ გამოცემებში მეტრო 2033-ს ეპილოგად მიება. მეორე წიგნი კი - მეტრო 2034, საერთოდ აცდენილია პირველის სიუჟეტისგან. აქ უკვე სხვა პერსონაჟებზე კეთდება აქცენტი, თუმცა დასასრული იმდენად ძლიერია, რომ ცალკე ქვე-სიქუელს მოითხოვს.
ცოტა ხნის წინ კი, ძიმამ გაგვახარა და მეტრო 2035-ის (რომელსაც აგერ უკვე 10 წელია ველოდებით) პირველი თავები გამოაქვეყნა ლიტრესზე. მალევე ყდის დიზაინიც გვაჩვენა და ახლა ყველანი მოუთმენლად ველით ტრილოგიის დასკვნითი ნაწილის გამოსვლას. სასიხარულოა, რომ მესამე წიგნი პირდაპირ მიბმულია მეტრო 2033-ის ეპილოგს და არტიომიც უკვე გაზრდილი და დაკაცებული გვიბრუნდება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სასიხარულო ამბავია, რომ მაისის ბოლოს გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" გამოსცემს მეტრო 2033-ს სრულად (ეპილოგითურთ) და ემზადება შემდეგი ნაწილების გამოსაცემადაც.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თავად "მეტროს სამყარო" კი სხვადასხვა ავტორების წიგნების ერთიანობაა. ყველა წიგნი სხვადასხვა პერსონაჟების და ქალაქების შესახებ მოგვითხრობს. აქ არის ისტორიები სანტკ-პეტერბურგის, ლონდონის და სხვა დიდი ქალაქების მეტროში გადარჩენილ ადამიანებზე.
მაშ ასე.
პირველ თემას მეტროზე გახსნილად ვაცხადებ!
p.s. მეტრო 2035-ის პირველი თავები უფასოდ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:
http://www.litres.ru/dmitriy-gluhovskiy/ მხოლოდ რეგისტრაციაა აუცილებელი.
.