forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Notification. საჭირო ინფორმაცია ექსპერტებს, (.NET-ის მიმართულებით ექსპერტებზეა საუბარი)
ეზეკი
11000


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2099
წევრი No.: 7569
რეგისტრ.: 30-November 04

  გამოგზავნილია: 20 Sep 2011, 18:29  #27464789      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ხარ ექსპერტი პროგრამირებაში და კონკრეტულად .NET-ის, ან ASP.NET-ის მიმართულებით?

გაქვს სამსახური და ნორმალური ან კარგი (ძირითადად ბანკების შემთხვევაში) ანაზღაურება?

თვლი რომ შენი სამსახური სტაბილურია და ამის იმედად აღებული გაქვს სესხ(ებ)ი, ერთ ან რამდენიმე ბანკში?

ვერ იცლი ახალი ტექნოლოგიების გასარჩევად, დროის უქონლობის გამო?

მაშინ ეს პოსტი სწორედ შენ გეხება.

მეც ვარ პროგრამისტი, საშუალო დონის, საშუალო ანაზღაურებით და როგორც ჩემ კოლეგებს მსურს შეგატყობინოთ შემდეგი ინფორმაცია. მალე, ძალიან მალე, მოთხოვნები და საჭიროებები შეიცვლება, ქართულ ბაზარზე მაქვს ლაპარაკი ამ შემთხვევაში. ყველას გირჩევთ რაც შეიძლება სწრაფად გამოყოთ დრო ახალი ტექნოლოგიის გასარჩევად.
ვამბობ ტექნოლოგიის და არა ტექნოლოგიების, რადგან .NET-ის პროგრამისტებისთვის არის შექმნილი ეს თემა. ბაზარზე შემოდის ტექნოლოგია, რომელიც მაქსიმალურად მოკლე დროში გაძლევს საკმაოდ დიდ შედეგს, ტექნოლოგია გათვლილია როგორც ბიზნეს, ასევე მულტიმედია აპლიკაციებზე, არის ვებ-ტექნოლოგია და ეშვება ClientSide, deployment-ი არის საკმაოდ მარტივი (გასათვალისწინებელია ორგანიზაციებისთვის)

ყველას გთხოვთ გადახედოთ ამ თემებს:
http://www.silverlight.net/moving-from-windows-forms

http://www.silverlight.net/moving-from-aspnet

Happy Codding

This post has been edited by ეზეკი on 20 Sep 2011, 18:30


--------------------
Jok.FM - 0-sum radio!
VanoM
1O


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1045
წევრი No.: 72306
რეგისტრ.: 26-October 08

გამოგზავნილია: 21 Sep 2011, 20:04  #27481716      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავიბენი მეთქი რა სიახლეა. silverlight 5-ს გულისხმობ ალბათ თორემ რაღა დროის სიახლეა ეგ ტექნოლოგია.

QUOTE
მალე, ძალიან მალე, მოთხოვნები და საჭიროებები შეიცვლება, ქართულ ბაზარზე მაქვს ლაპარაკი ამ შემთხვევაში.


საიდან ეს ინფორმაცია? თუ საიდუმლო არ არის რა თქმა უნდა.


--------------------
The right man in the wrong place can make all the difference in the world.
ეზეკი
11000


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2099
წევრი No.: 7569
რეგისტრ.: 30-November 04

გამოგზავნილია: 22 Sep 2011, 03:58  #27488835      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
VanoM
Silverlight-ს ვგულისხმობ კი, ამ ინფორმაციას კი ვამბობ სამ რამეზე დაყრდნობით:

1. ჩვენი ორგანიზაცია უკვე წელიწად ნახევარზე მეტია რაც Research & Development-ით არის დაკავებული SL ტექნოლოგიასთან დაკავშირებით და შედეგი არის გასაოცარი. მართლა საოცარი Performance + UX -ის მიღწევა შეიძლება დროის საოცრად მოკლე ხანში. მოკლე დროს ვამბობ იმიტომ რომ ყველაფერი შედარებითია, ამ შემთხვევაში ვადარებ იგივეს აწყობას html5-ზე.

2. ჩვენთან უკვე მოვიდა რამდენიმე ორგანიზაცია, ქართულ ორგანიზაციაზეა ლაპარაკი, რომელსაც გადაწყვეტილი ქონდა რომ თავისი პროდუქტი SL-ზე სურდა მიეღო, ჩვენ მართლა გაკვირვებული დავრჩით რადგან როგორც წესი ჩვენ გვიწევდა ხოლმე ორგანიზაციებისთვის SL-ის გაცნობა

3. ჩემი აზრი ქართულ ბაზარზე: შედარებას მოვიყვანდი fb-ზე რეკლამების განთავსებას. განათავსა ერთმა, მეორემ და საშინელი სისწრაფით აიტაცეს ნუ თითქმის ყველა აქაურმა ორგანიზაციამ. ვფიქრობ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება ამ ტექნოლოგიაზე IMHO
იოსები
სუპერ მემბერი :P


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1504
წევრი No.: 2694
რეგისტრ.: 14-September 03

გამოგზავნილია: 22 Sep 2011, 14:18  #27492495      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
ეზეკი

QUOTE
ამ შემთხვევაში ვადარებ იგივეს აწყობას html5-ზე.


არ გაგიტყდეს მაგრამ, სულ მცირე ექსპერტი უნდა იყო HTML5 - სა და frontend engineering - ში მსგავსი შედარება რომ გააკეთო wink.gif

QUOTE
UX


ცალკე და ძალიან რთული დისციპლინაა. ამ სფეროშიც ექსპერტიც ხარ?

QUOTE
ვამბობ ტექნოლოგიის და არა ტექნოლოგიების, რადგან .NET-ის პროგრამისტებისთვის არის შექმნილი ეს თემა. ბაზარზე შემოდის ტექნოლოგია, რომელიც მაქსიმალურად მოკლე დროში გაძლევს საკმაოდ დიდ შედეგს, ტექნოლოგია გათვლილია როგორც ბიზნეს, ასევე მულტიმედია აპლიკაციებზე, არის ვებ-ტექნოლოგია და ეშვება ClientSide, deployment-ი არის საკმაოდ მარტივი (გასათვალისწინებელია ორგანიზაციებისთვის)


ემანდ M$ - მა ბეჭი არ ამოიგდოს შემთხვევით როგორც WebForms - ის შემთხვევაში მოუვიდა smile.gif

P.S.
საწყენად არ გიწერ არაფერს ეზეკ, უბრალოდ ზედმეტად ხმამაღალ განცხადებებს აკეთებ თანაც ძალიან გლობალური მასშტაბით 2kiss.gif


--------------------
https://github.com/ioseb, http://www.code.ge, RFC6861
------------------------------------------------------
And when I say geeks, I don’t mean ordinary web professionals like you and me. I mean geeks who make the rest of us look like Grandma on the first day She’s Got Mail.™
Lekso-Dav
ZZZZZZZ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4052
წევრი No.: 43573
რეგისტრ.: 8-October 07

გამოგზავნილია: 22 Sep 2011, 14:42  #27492826      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეზეკი
ჩვეულებრივი ე-კომერციის ვებსაიტი (ან სხვა) ვისაც უნდა იმას რაში სჭირდება სილვერლაითის გამოყენება? ნუ კარგი იმაში გეთანხმები რომ ვიდოუს ფორმებს და ეგეთებს ჩაძირავს მაგრამ ASP.NET და სხვა ვებ ტექნოლოგიებს რა მოუვა ეგ კიდევ საკითხავია rolleyes.gif

This post has been edited by Lekso-Dav on 22 Sep 2011, 14:43
ეზეკი
11000


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2099
წევრი No.: 7569
რეგისტრ.: 30-November 04

გამოგზავნილია: 22 Sep 2011, 16:05  #27493960      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
იოსები
არაფერი არ მწყენია შენ პოსტში smile.gif
ეს თემაც არ გამიხსნია მე დისკურსიისთვის, როგორც ავღნიშნე სათაურშივე .NET-ის პროგრამისტებისთვის მინდოდა გარკვეული ინფორმაციის მიწოდება.
არც ექსპერტობაზე მაქვს პრეტენზია HTML-ის მიმართულებით, ამასთანავე ვთვლი რომ საკმაოდ ძნელია იყო პროგრამისტი რომელიც ფლობს რამდენიმე მიმართულებას მაღალ დონეზე.

შედარებები რის მიხედვითაც გაკეთდა ჩამოვწერე წინა პოსტში. ამასთანავე დავამატებ, რომ მე მყავს, საკმაოდ მაღალი დონის html პროგრამისტი მეგობრები, როგორც საქართველოში, ჩვენ ორგანიზაციაში, ასევე საზღვარგარეთ. შედარებებიც სწორედ მათთან ერთად კეთდებოდა.

P.S. ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე, ყველაფერს მაინც დრო გვიჩვენებს. მთავარია გვიანი არ აღმოჩნდეს მერე, სწორედ ამ მიზნით დავაფიქსირე ჩემი აზრი.

Happy Silverlighting
gioalhaz
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2497
წევრი No.: 1238
რეგისტრ.: 12-September 02

გამოგზავნილია: 28 Sep 2011, 12:54  #27584275      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბიჯო, ეს სტატიები არის 2010 წლის 1 დეკემბრის. როგორც მესმის არაფერი ახალი არ არის.
რად ატეხე ასეთი ალიაქოთი ? smile.gif


--------------------
კომპიუტერი ადამიანი არ არის, ამიტომ შეცდომებს უშვებს ხოლმე
Gode
ასტეროიდი ბ612


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8313
წევრი No.: 1340
რეგისტრ.: 19-October 02

გამოგზავნილია: 28 Sep 2011, 13:05  #27584439      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
სანამ Linux-ის native support-ი არ იქნება, retail ამბებში, მსოფლიო მასშტაბით, სილვერის html5-თან დაჯახება უბრალოდ არასწორია. enterprise-ში კიბატონო, მაგრამ ეჭვი მეპარება სტენფორდის უნივერსიტეტმა სილვერლაითზე შეცვალოს უცებ მთელი თავისი საიტი. ვაფშე სტენფორდში .NET-ს მემგონი არც ასწავლიან user.gif

ASP.NET-ი კი თავის მხრივ არ უდრის html5-ს, ამიტო ASP.NET თუ მეტ-ნაკლებად საკმარისად ნაგავია, ეგ არ ნიშნავს რომ სხვა ყველაფერი რაც html-ს ეხება ასევე ნაგავია. თუ ვლაპარაკობთ საქართველოში რაში იხდიან ფულს, ბაზარი არაა, სილვერის ტენდენცია ნელ-ნელა წინ მოდის და ალბათ მეტ-ნალკებად მართლა ჩაანაცვლებს კიდეც asp.net-ს და მამენტ მე ამ ტენდენციას მივესალმები. თუ თემის პათოსს გავითვალისწინებთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რო "ვინც დღეს asp.net-ით ჭამთ პურს, ცოტა მიმოიხედეთ, იმიტო რო ხვალ შეილება უჭმელები დარჩეთ" მეტ-ნაკლებად ალბათ ჭკუასთან ახლოსაა (თუმცა 1 და 2 წლის ამბავი რო ეგ არაა და ვერაა აქედანვე ჩანს). მეორეს მხრივ თუ განვაზოგადებთ "ვინც ვებით ჭამთ პურს სილვერს მიხედეთ, მშივრები არ დარჩეთ" ნამეტანი ხმამაღალი განცხადებაა მემგონი user.gif მესამეც ბაზარს უნდა გაანალიზება და არა ტექნოლოგიებით ცალმხრივი აღფრთოვანება. მაგრამ ბაზრის ანალიზი ძალიან დიდი და ღრმა თემაა, მითუმეტეს ჩვენნაირ უცნაურ ქვეყანაში, სადაც ბაზარი შეიძლება ერთ დღეს შეიცვალოს რომელიმე მინისტრის ჭკუაზე smile.gif

ამიტო მე ესე ვიტყოდი: მიაწექით იმას, რაშიც ფულს იხდიან + რაშიც თავს კომფორტულად გრძნობთ, მაგრამ თვალი ადევნეთ მიმდინარე ტენდენციებს, ჯერ ერთი შეილება დღეს რაშიც ფულს იხდიან ხვალ აღარ გადაიხადონ, მეორეც ერთი შეიძლება რამე ისეთს წააწყდეთ, რაშიც თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ smile.gif

P.S. და საერთოდაც არსებობს ერთი მარტივი პრინციპი: Use right tolls in right place და არც მწვადი დაიწვება და არც შამფური. ეგრე ვფიქრობ მე, მარა შეილება ვცდები user.gif


--------------------
http://www.gode.ge შინაარსიანი ბლოგი
Gode
ასტეროიდი ბ612


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8313
წევრი No.: 1340
რეგისტრ.: 19-October 02

გამოგზავნილია: 1 Dec 2011, 11:57  #28559039      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
საკმაოდ საინტერესო სტატია სილვერლაითის მომავალზე. ცხადია ეს ინფორმაცია არც ადასტურებს და არც უარყოფს არაფერს, მაგრამ საინტერესო საფიქრალს კი გვაძლევს სილვერის დეველოპერებს, დეტალები იხილეთ ბმულზე: Will there be a Silverlight 6 (and does it matter)?

P.S. სტატიის ავტორი Mary Jo Foley, ძალიან ავტორიტეტული ქალბატონი Microsoft-ის მიმართულებით.
Snowman
|͇̿V͇̿I͇̿P͇̿|


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4075
წევრი No.: 11866
რეგისტრ.: 29-July 05

გამოგზავნილია: 1 Dec 2011, 12:42  #28559616      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Gode
მაგ სტატიას მეც გავეცანი და მეც ჩამაფიქრა. ეხლა შეიძლება ვინმემ მიტხრას შენ საერთოდ მკვდარ ტექნოლოგიას იყენებო, მაგრამ მე ამ მომენტში WPF + PRISM4 ამაზე ვმუშაობ და ეს ზუსტად ის საკითხია როდესაც მიზნისთვის საჭირო ინსტრუმენტების შერჩევა მომიწია. აქ მართლა გლობალურად არის გაშლილი თემა, მაგრამ მოდი ამ სტატიას კიდევ დავუმატებ ერთ სიახლეს WinRT. და HTML5 ეს ორი ერტად ჯერ კიდევ ბოლომდე მგონი არ გვაქვს გაცნობიერებული სადამდე შეიძლება მივიდნენ ამიტომ თუ შოტას სტატიას ცოტა ყურადღებით გავაანალიზებთ და WinRT ს არსებობასაც არ ვაიგნორებთ საფიქრალი მართლა გვაქვს საით გადაიხაროს სამომავლო გეგმები.


--------------------
We loved with a love that was more than love.
------------------------------------------------------
Keep on the sunny side of the life.
Gode
ასტეროიდი ბ612


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8313
წევრი No.: 1340
რეგისტრ.: 19-October 02

გამოგზავნილია: 1 Dec 2011, 17:29  #28564058      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Snowman
ეუფ ეგ WinRT რაღა ჭირია, ეხლა წავიკითხე. გაატრაკეს საქმე რა, არ გაცლიან მუშაობას gigi.gif
Snowman
|͇̿V͇̿I͇̿P͇̿|


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4075
წევრი No.: 11866
რეგისტრ.: 29-July 05

გამოგზავნილია: 1 Dec 2011, 20:39  #28566946      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Gode
QUOTE
ეუფ ეგ WinRT რაღა ჭირია, ეხლა წავიკითხე. გაატრაკეს საქმე რა, არ გაცლიან მუშაობას

ეჰ შენ ეგათქვი რა რარაცას აითვისებ ააწყობ სქემას მუშაობის და უცებ ეს. თან პატარა ბავშვები ხო აღარ ვართ ეს ოხერი რაც ასაკში შედიხარ ადამიანი ხო უფრო გიჭირს სიახლის ათვისება? რიავიცი რიავიცი აბა მეც ეს WinRT გამომეჩხირა უშნოდ და ცოტა მოსვენება დამიკარგა.
MOLA
Alcoholic From ქიზიყი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21001
წევრი No.: 13863
რეგისტრ.: 23-October 05

გამოგზავნილია: 17 Dec 2011, 16:58  #28801378      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბოლობოლო რა გაირკვა? სილვერლაითი გადაგვარჩენს შიმშილისაგან??

თუ როგორაა ჩვენი საქმე ?


--------------------
Legendary

იმენნა ქიზიყელი

–––

________________________
___|____|___|___| ___|____|_
_|____|_____|____|____|____
___|____|___|____|____|____
Kirchi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7224
წევრი No.: 4820
რეგისტრ.: 7-April 04

გამოგზავნილია: 30 Dec 2011, 14:13  #28985896      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SL-ის მიმართებაში ძალიან კარგი არის ის რომ WPF-თან მიახლოვებული და თავსებადია XAML - ასევე თვით სილვერლაითი არის .NET -ის შეკვეცილი ვერსია და ისევე როგორც .NET MF მსგავსი APIს მქონე
ანუ უნდა გიზაროდეს ის რომ გამოცდილება რომელსაც შეიძენ ერთ ერთზე მუშაობისას ტყვილა არ დაიკარგება -
თუმცა მთავარია ტვინი ხარშავდეს - და კონკრეტულად რომელ ენაზე შეასრულებ ეგ სხვაა

SL თუ არ გაგრძელდა გამიტყდება - იმიტომ რომ ერთ მხრივ მე ვხედავდი მასში ბიზნეს აპლიკაციებისთვის გარკვეულ ფასს
თუმცა ეს საკამათოა მართლაც და WPF-იც არაა ცუდი ალტერნატივა დეპლოიმენტის სიმარტივის გამონაკლისით

ასევე MS მა ჩაიფსა SL მულტიპლატფორმულად ქცევის მცდელობებში
რადგან არც Linux და მსგავსები, არც ეფლის iPad/iPhone და საერთოდ სმარტფონები უჭერენ მას მხარს

მოკლედ ბურუსშია SL მომავალი - ეს ფაქტია biggrin.gif


--------------------

Blog: http://blog.devarchive.net
Youtube: http://www.youtube.com/user/kirchikgmailcom
mcnamara
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4629
წევრი No.: 9922
რეგისტრ.: 5-May 05

გამოგზავნილია: 30 Dec 2011, 16:29  #28987652      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kirchi
SL-ის მომავალი კი ბურუსშია მაგრამ XAML-ის არა smile.gif Windows 8-ზე XAML-ში ხდება ძირითადად UI-ს აწყობა.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0243 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]