forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> პროგრამირების სფეროს ტერმინები მშობლიურ ენაზე, გააზიარეთ
shinauri
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 464
წევრი No.: 68310
რეგისტრ.: 27-July 08

გამოგზავნილია: 16 Mar 2013, 20:19  #35629561      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პირადად მე ყოველგავრი ინსტიტუტის, უნივერსიტეტის თუ რეპიტიტორის გარეშე განვლე პროგრამირების შემსწავლელი გზა, ამიტომ ჩემი ტერმინოლოგია დამყარებულია, ან რუსულ ან ინგლისურ ტერმინოლოგიაზე, ძალიან მინდა ხოლმე ამ ტერმინების ქართული შესატყვისიც ვიცოდე, მაგრამ ვინაიდან აკადენიური განათლება არ მაქვს , შესაბამისად ამ ტერმინებსაც არ ვიცნობ. მინდა შემოგთავაზოთ ჩემდაგვარ სიტუაციაში მყოფთ ჩვენ-ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ხარვეზის საკუთარ თავში აღმოფხვრისთვის. ამისათვის გთავაზობთ შემდეგს : ახლა მე დავწერ რამოდენიმე ჩემთვიის ცნობილ ტერმინს ქართულის შესატყვისით და შემდეგს ვინც ამ იდეას გააგრძელებს ვთხოვ, დააკოპიროს ჩემი ტერმინები, მიაწეროს ბოლოში თავისი და მხოლოდ ამის შემდეგ დაპოსტოს. ხოლო ვინც მესამე იქნება დააკოპიროს მეორის მიერ დაპოსტილი ტერმინები და ა.შ. ეს მისთვის, რომ გაფანტული არ გამოვიდეს ტერმინები მთელს პოსტზე და ყველაზე აქტუალური ნაწილი ბოლო პოსტში იძებნებოდს. გმადლობთ წინასწარ ქართული საქმის კეთებისთვის.
P.S.
1) თუ ვინმეს თარგმანი არასწორი იყო მომდევნო იტოვებს უფლებას შეცვალოს ეს თარგმანი ყოველგავარი ზედმეტი გარჩევის გარეშე.
2) თუ ვინმეს აინტერესებს რამე კონკრეტული ტერმინი წერს მას ინგილისურად , შემდეგ ტირე, შემდეგ კითხვის ნიშანი. ვისაც ეცოდინება ამ სიტყვის ქართული შესატყვისი კითხვის ნიშანს ცვლის თარგმანით, თუარადა ეს კითხვისნიშნიანი ტერმინი გადააქვს თავის პოსტში, რათა იქნებ შემდეგმა შეძლოს მისი გაზიარება.


1. pattern - თარგი;
2. layer - შრე;
3. Application - ?;

ვაა იმდენი ვიფიქრე ტექსტზე, რომ თავად ტერმინები აღარ მახსენდება smile.gif . აბა ახლა თქვენ იცით.
VanoM
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1116
წევრი No.: 72306
რეგისტრ.: 26-October 08

გამოგზავნილია: 16 Mar 2013, 20:35  #35629789      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
shinauri

მე ვფიქრობ, რომ არაფრის მომტანი შრომა იქნება. პრაქტიკაში არავინ გამოიყენებს.

ჯერ ერთი მიჩვეული ვარ ამ ტერმინების გამოყენებას და მეორეც, არაპრაქტიკულია.
ნებისმიერ დოკუმენტაციაში, წიგნში და ა.შ. გამოყენებულია მისი ორიგინალური მნიშვნელობა. ვინმემ თარგი რომ ახსენოს... დამაბენეველია უბრალოდ.


--------------------
The right man in the wrong place can make all the difference in the world.
iMaximuSi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11171
წევრი No.: 100077
რეგისტრ.: 16-September 09

გამოგზავნილია: 16 Mar 2013, 21:19  #35630395      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ხარვეზის საკუთარ თავში აღმოფხვრისთვის

ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენ არაქართულ სიტყვას ვიყენებთ ეგ მოვაგვაროთ ჯობია, არაა ეს ქართული კომპიუტერისთვის შექმნილი ენა და რა ვქნათ ეხლა

პს. სწრაფმარჭვი facepalm.gif სწრაფმარჭვი
shinauri
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 464
წევრი No.: 68310
რეგისტრ.: 27-July 08

გამოგზავნილია: 16 Mar 2013, 21:33  #35630620      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (VanoM @ 16 Mar 2013, 20:35 )
shinauri

მე ვფიქრობ, რომ არაფრის მომტანი შრომა იქნება. პრაქტიკაში არავინ გამოიყენებს.

ჯერ ერთი მიჩვეული ვარ ამ ტერმინების გამოყენებას და მეორეც, არაპრაქტიკულია.
ნებისმიერ დოკუმენტაციაში, წიგნში და ა.შ. გამოყენებულია მისი ორიგინალური მნიშვნელობა. ვინმემ თარგი რომ ახსენოს... დამაბენეველია უბრალოდ.

გამოყენებით მეც მასე ვიყენებ, მაგრამ ზოგი რაღაც საუბრის დროს ცუდად მხვდება ყურში და ქართულად მისი შესატყვისობის უკმარისობას განვიცდი. ამაცე დროს რუსებს თუ აქვთ თავის ენაზე შესატყვისობები, ჩვენს შემთხვევაში რატოა არაფრის მომტანი შრომა ვერ ვხვდები.
თან მე უკვე ავღნიშნე , რომ ჩემი ცოდნა აკადემიური ხასიათის არაა და პრინციპში თუ ვინმე ქართული აკადემიის კურსდამთავრებული იტყვის , რომ არ ღირს, მეც შვებით ამოვისუნთქებდი, მაგრამ მაინც გული დამწყდებოდა რომ ქართული შესატყვისი არ გვექნებოდა თუნდაც "სწრაფმარჭვი".
iMaximuSi სულხან საბას ლექსიკონისთვის თუ გადაგიხედია ოდესმე, მაგ სიტყვაზე უარესაც ნახავდი, მაგრამ ის სულხანსაბასეული ლექსიკონის სიტყვები მირჩევნია ყველა დანარჩენის იმიტომ , რომ ჩემი სულისაა, იმ ენისაა , რომელზეც ვაზროვნებ.

This post has been edited by shinauri on 16 Mar 2013, 21:38
iMaximuSi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11171
წევრი No.: 100077
რეგისტრ.: 16-September 09

გამოგზავნილია: 16 Mar 2013, 21:52  #35630910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
shinauri
QUOTE
iMaximuSi სულხან საბას ლექსიკონისთვის თუ გადაგიხედია ოდესმე, მაგ სიტყვაზე უარესაც ნახავდი, მაგრამ ის სულხანსაბასეული ლექსიკონის სიტყვები მირჩევნია ყველა დანარჩენის იმიტომ , რომ ჩემი სულისაა, იმ ენისაა , რომელზეც ვაზროვნებ.

მოდი სიმართლე თქვი გარდა ამ სფეროსი ცხოვრებაში ბარბარიზმებს არ იყენებ სულ სულხან საბას ლექსიკონით საუბრობ?

არ ჟღერს კარგად ეს ტექნიკურ კომპიუტერული სიტყვები ქართულად და ნამდვილად არ მირჩევნია ვიღაცის მოგონილი სწრაფმარჭვი და თუნდაც გაცილებით ნორმალური სახელები გამოვიყენო იმიტომ რომ ვერ ვხედავ ამის ვერანაირ აუცილებლობას, არაფერს ამით არ ვმატებთ ქართულ ენას. რუსული მოგყავს მაგალითად და ჟღერადობას დაუკვირდი აბა რომელი უფრო ტექნიკური ენაა
VanoM
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1116
წევრი No.: 72306
რეგისტრ.: 26-October 08

გამოგზავნილია: 16 Mar 2013, 22:25  #35631455      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ამაცე დროს რუსებს თუ აქვთ თავის ენაზე შესატყვისობები, ჩვენს შემთხვევაში რატოა არაფრის მომტანი შრომა ვერ ვხვდები.


სახელმწიფო ინტერესი უნდა იყოს. რუსებს აქვთ ეგ ინტერესი, ჩვენ არა. რამდენიმე მონდომებული ადამიანმა შეიძლება ჩამოწეროს ლექსიკონი, მაგრამ იქნება მხოლოდ ლექსიკონი და არავინ გამოიყენებს.

პ.ს. "ინტერნეტის ტერმინები ქართულად გამოყენებულ წიგნებსა და ლექსიკონებში" ასეთი ფაილი მაქვს, საიდან გადმოვწერე აღარ მახსოვს, ინტერნეტშიც ვეღარ ვიპოვნე. აქ ავტვირთე http://allshares.ge/download.php?id=3793763F67 ზოგიერთი სიტყვა პირდაპირ არის "ნათარგმნი" და მემგონი ეს უფრო მოსახერხებელია, ბევრ მომხმარებელს უჭირს განსხვავებული სიტყვის გარჩევა. თუნდაც მენიუში იგივე ადგილას ეწეროს.
shinauri
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 464
წევრი No.: 68310
რეგისტრ.: 27-July 08

გამოგზავნილია: 16 Mar 2013, 22:41  #35631734      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაცო რატომ მეჩხუბებით მე ხომ არ გთავაზობთ, ჩვენ გამოვიგონოთ და სტანდარტად მივიღოთ თქო. თავშივე ავღნიშნე არ მაქვს მე აკადემიური განათლება ამ სფეროში მიღებული და თუ არსებობს ქართულ აკადემიურ სივრცეში მსგავსი ტერმინები , ამ ტერმინების დაფიქსირება გთხოვეთ. თუ არ არსებობს კარგათ ვიყოთ ყველა, თუმცა კიდევ ვიმეორებ მაგრად დამწყდება გული.

ჩემს მიერ მოყვანილი ორი ტერმინიდან
1. pattern - თარგი;
2. layer - შრე;
პირველზე ვერ დავდებ თავს , რომ ულამაზესად ჟღერს, მაგრამ მეორე არაფრით ჩამოუვარდება არც ინლისურ და არც რუსულ ჟღერადობას. ეს ორი იმიტომ მოვიყვანე, რომ ქართულ პოსტებში ხშირად შემხვედრია, დანარჩენი პრინციპში ვერც გავიხსენე.

iMaximuSi
რუსული ისევე კარგად ვიცი, როგორც ქართული, პრინციპში უკეთესადაც, ვინაიდან ჩემი რუსული ლექსიკონი ზუსტად ამ ტექნიკური ტერმინებით მეტია smile.gif, მაგრამ აზროვნებით მაინც ქართული სიტყვებით ვაზროვნებ.
VanoM
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1116
წევრი No.: 72306
რეგისტრ.: 26-October 08

გამოგზავნილია: 17 Mar 2013, 00:33  #35633556      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
shinauri

მიპინული ყოფილა მეზობელ განყოფილებაში ტ ე რ მ ი ნ ე ბ ი wink.gif

pattern - მირჩევნია ვთქვა/დავწერო პატერნი, ვიდრე თარგი.
layer - შრე კარგი სიტყვაა
Application - აპლიკაცია მისაღებია ჩემთვის.

QUOTE
არ მაქვს მე აკადემიური განათლება ამ სფეროში მიღებული

ჩათვალე რომ არც მე... ეგ არაფერს ნიშნავს. სტანდარტი არ არსებობს, შესაბამისად ვისაც როგორ მიაჩნია სწორად, ისე წარმოთქვამს.

ერთადერთი რაც უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ეს არის GUI-ში გამოყენებული ტერმინოლოგიის დახვეწა და რაიმე სტანდარტის/ლექსიკონის შექმნა.
პროგრამისტი პროგრამის დაწერის დროს layer-ს როგორ წარმოთქვამს, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია დანარჩენებს გააგებინოს და შექმნას პროდუქტი.
Lapis
შაშვი მგალობელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2007
წევრი No.: 113995
რეგისტრ.: 16-April 10

გამოგზავნილია: 19 Mar 2013, 13:24  #35665981      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shinauri
QUOTE
1. pattern - თარგი;

შაბლონი

ისე კი ზემოთ იუზერებს ვეთანხმები რომ არაფრის მომტანი შრომა იქნება.


ეგრე მეგობრებო მაგიდაც კი არაა ქართული სიტყვა ))
მოდუნდით

This post has been edited by Lapis on 19 Mar 2013, 13:25


--------------------
You say you want blood but drink piss all day

****
აქ იყო ხელმოწერა ჯიმი ლევიზე, აღარაა.
Farel0x
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3840
წევრი No.: 119928
რეგისტრ.: 22-August 10

გამოგზავნილია: 19 Mar 2013, 15:21  #35667498      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
და არც რადიოა ქართული სიტყვა.
///////////////////////////////
shinauri
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 464
წევრი No.: 68310
რეგისტრ.: 27-July 08

გამოგზავნილია: 21 Mar 2013, 00:30  #35689092      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არც ქართველები ვეკუთვნით დიდი ხანია საკუთარ თავს აბა დაფიქრდით!
კაი ბატონო. ორი პატარა მყავს და ზღაპრების N რაოდენობით მოფიქრება მიწევს ყოველ საღამო და არც თქვენთვის დამეზარება პატარა ზღაპრის მოფიქრება. დავუშვათ და ერთ მშვენიერ დღეს ღმერთმა ინება და წარღვნად ინგლისურის გაქრობა ისურვა, დაახლოებით ისე როგორც ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დროს არ დაანება თავი გლობალიზაციას. ამ დამაფიქრებელი ფაქტიტად გამომდინარე (მართლა დამაფიქრებელი ფატია, მითუმეტეს ჩვენს რეალობაში, შეხედეთ რა დონეზე დგას ინგლისური- საკუთარზე უარს გვათქმევინებს, და რატომ იყო ასეთივე ფაქტი დაფიქსირეებული ბიბლიაში. დაფიქრდით! ). გამოდის , რომ შენ მე და მას (პროგრამისტებს ანუ) აღარ გვახსოვს რას ნიშნავს aplication, pattern, layer... ვაახ არადა ხომ აზრზე ვარ რა არის, მარა ეს სიტყვა არ ვიცი როგორაა დარჩენილ ენაზე, ანუ ენაზე - რომელიც "დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა...." . კაი პაწი ხომ არ გეძინება ან არ დაიღალე, მაშინ დაიძინე და მამიკო ხვალ მოგიყვება დარჩენილი ზღაპრის ნაწილს, მანამ მოგიყვება სანამ არ გაითავისებ - const ena, mamuli, sarcmunoeba = tornike, demetre, tamari, daviti....
რადიო მაგარი გამოგონებაა, ვინც შეაგინოს ან დაწყევლოს ენაც გაუხმეს, მარა , ქართველის მსგავსი ჯერ არ გამოუგონიათ, მე ვგულისხმობ ქართველს, ანუ ქართველს ვგულისხმობ, სწორედ , რომ ქართველს ვგულისხმობ, აი ქართველზე მაქვს საუბარი ზუსტად .....

This post has been edited by shinauri on 21 Mar 2013, 00:40
iuiuiuzeri
მოტივაციის მაძიებელი


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 615
წევრი No.: 145983
რეგისტრ.: 2-April 12

გამოგზავნილია: 21 Mar 2013, 00:38  #35689214      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shinauri
QUOTE
ღმერთმა ინება და წარღვნად ინგლისურის გაქრობა ისურვა

ჯობია ღმერთი უფრო მწარედ წაგვეღადავოს და მაგალითად კომპიუტერი გააქროს
მერე ნახეთ პროგრამისტების დაბნეულობა
iMaximuSi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11171
წევრი No.: 100077
რეგისტრ.: 16-September 09

გამოგზავნილია: 21 Mar 2013, 00:42  #35689266      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
შეხედეთ რა დონეზე დგას ინგლისური- საკუთარზე უარს გვათქმევინებს

biggrin.gif სხვათაშორის სულით და გულით მეზიზღება ინგლისური მიუხედავდ იმისა რომ რაღაც ტერმინებს ვიყენებ( თან არასწორად წარმოვთქვამ biggrin.gif )
მაგრამ მაინც ვიტყვი, დამისაბუთე რომ ყველა სხვა შემთხვევაშიც ებრძვი ბარბარიზმებს და ყველაფერ "ინგლისურს" და მერე თუ გინდა შენი ლექსიკონი მოიფიქრე ქართული შესატყვისების და ვისწავლი.
shinauri
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 464
წევრი No.: 68310
რეგისტრ.: 27-July 08

გამოგზავნილია: 21 Mar 2013, 00:43  #35689280      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (iuiuiuzeri @ 21 Mar 2013, 00:38 )
shinauri
QUOTE
ღმერთმა ინება და წარღვნად ინგლისურის გაქრობა ისურვა

ჯობია ღმერთი უფრო მწარედ წაგვეღადავოს და მაგალითად კომპიუტერი გააქროს
მერე ნახეთ პროგრამისტების დაბნეულობა

ეგ ძალიან მწარე იქნება smile.gif, რას ერჩი პროგრამირება დარჩეს რა, მე მაგალიტად ხატვა არ მეხერხება, არც ძერწვა, არც სიმღერა, ერთი ვცეკვავდი ძალიან მაგრად მარა არ გამოვიყენე, ხოდა ჩემი ხელოვნების გამოხატვა პროგრამირებით ხდება, იყოს ნუ ერჩი smile.gif.
* * *
iMaximuSi
არანაირად არ ვებრძვი ინგლისურს, ინგლისური ძალიან ლამაზი ენაა იმიტომ რომ შექსპირისაა თუნდაც, ვინც მაგის განადგურება და დავიწყება ისურვოს, დავიწყებულიმც იქნეს სამარადისოდ. დარწმუნებულიც ვარ შექსპირის ხათრით არც ღმერთი მოუვლენს ასეთ განსასჯელს ინგლისურს (თუმცა თავად ინგლისის სახელმწიფო ძალიან მეზიზღება, მისგან მოდის ყოველი ცუდი და დღესაც ის დგას მსოფლიო უბედურების გამომწვევ "შტურვალთან"). უბრალოდ უნდა შევიგნოთ , რომ "დამარხილ არს ენაი ქართული....". მართლა ასეა რა, არაა "გამეძავებული ენა", არც შეგნებაა გამეძავებული, არც სულისკვეთება და საკმარისია იგი მთელი არსებით შეიგრძნო, რომ ან აბო გახდე, ან წმინდა ნონო, ან ანდრია ...

This post has been edited by shinauri on 21 Mar 2013, 01:07
Alien_Piglet
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2294
წევრი No.: 154748
რეგისტრ.: 3-October 12

გამოგზავნილია: 27 Mar 2013, 13:13  #35772848      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (shinauri @ 21 Mar 2013, 00:30 )
არც ქართველები ვეკუთვნით დიდი ხანია საკუთარ თავს აბა დაფიქრდით!
კაი ბატონო. ორი პატარა მყავს და ზღაპრების N რაოდენობით მოფიქრება მიწევს ყოველ საღამო და არც თქვენთვის დამეზარება პატარა ზღაპრის მოფიქრება. დავუშვათ და ერთ მშვენიერ დღეს ღმერთმა ინება და წარღვნად ინგლისურის გაქრობა ისურვა, დაახლოებით ისე როგორც ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დროს არ დაანება თავი გლობალიზაციას. ამ დამაფიქრებელი ფაქტიტად გამომდინარე (მართლა დამაფიქრებელი ფატია, მითუმეტეს ჩვენს რეალობაში, შეხედეთ რა დონეზე დგას ინგლისური- საკუთარზე უარს გვათქმევინებს, და რატომ იყო ასეთივე ფაქტი დაფიქსირეებული ბიბლიაში. დაფიქრდით! ). გამოდის , რომ შენ მე და მას (პროგრამისტებს ანუ) აღარ გვახსოვს რას ნიშნავს aplication, pattern, layer... ვაახ არადა ხომ აზრზე ვარ რა არის, მარა ეს სიტყვა არ ვიცი როგორაა დარჩენილ ენაზე, ანუ ენაზე - რომელიც "დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა...." . კაი პაწი ხომ არ გეძინება ან არ დაიღალე, მაშინ დაიძინე და მამიკო ხვალ მოგიყვება დარჩენილი ზღაპრის ნაწილს, მანამ მოგიყვება სანამ არ გაითავისებ - const ena, mamuli, sarcmunoeba = tornike, demetre, tamari, daviti....
რადიო მაგარი გამოგონებაა, ვინც შეაგინოს ან დაწყევლოს ენაც გაუხმეს, მარა , ქართველის მსგავსი ჯერ არ გამოუგონიათ, მე ვგულისხმობ ქართველს, ანუ ქართველს ვგულისხმობ, სწორედ , რომ ქართველს ვგულისხმობ, აი ქართველზე მაქვს საუბარი ზუსტად .....

და რა შუაშია აქ ინგლისური ენა?

ჩვენ რომ ტერმინოლოგიის მოფიქრება და დამკვიდრება გვეზარება, ეგ ჩვენი ბრალია, ზუსტადაც ჩვენ თავს ვეკუთვნით ამ საკითხში და საკუთარი ნებით ვიღებთ ამ ტერმინოლოგიას. ინგლისელები სახლში კი არ გვიცვივდებიან, ინგლისური სიტყვები გადმოიღეთო.
უამრავი ტერმინია ლათინურ/ბერძნული წარმოშობის, რომლებიც ჩვენ გვაქვს გადმოღებული, კიდევ სხვებს აქვთ გადაღებული, მაგრამ ზოგს არ აქვს. იაპონური ერთი მაგალითია. ანთროპოლოგიას დაარქმევდით რამეს ქართულად/ აი იაპონურად ჯინრიუიგაკუ ქვია biggrin.gif ევროპაშიც რომ ჩავიჭყიტოთ, ჩეხურში შემხვედრია ეგეთი სიტყვები, რომლებიც ძირითადად ყველგან საერთაშორისო ფუძითაა გავრცელებული (მაგ, ობსერვატორია), მათ კი თავიანთი ვარიანტი აქვთ.
ზუსტადაც ჩვენ თავს ვეკუთვნით და ყველაფერი ჩვენი ბრალია.

პ.ს. სულხან-საბასაც არ ენდოთ მთლად. სიტყვის კონა-ში ერთი ტონა ბერძნული სიტყვებია, რომლებსაც უცხოური წარმოშობა მითითებული არ აქვს, მაშინ, როცა სომხურ, აზერბაიჯანულ და კიდევ ზოგ სხვა წარმოშობის (ე.წ. უცხოთა ენები) სიტყვებს დემონსტრაციულად აქვს მიწერილი, რომ შემოსული სიტყვებია.

პ.ს. მე "ლეიერ"-ის მაგივრად ყოველთვის "ფენას" ვიყენებ ხოლმე biggrin.gif


--------------------
ბაფთისტების დიდი ნაწილი მართლაც რომ ათეისტი, იგივე იეღოველია. - მიხეილ რძე
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0247 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]