forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> 32 bit VS 64 bit
barnabeka
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 289
წევრი No.: 183769
რეგისტრ.: 25-March 14

გამოგზავნილია: 18 Dec 2014, 17:09  #43198328      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ ფორუმელებო ესეიგი მე რაც გავიგე ძაან ტერმინოლოგიული სიტყვებით ლაპარაკობს ეს კაცი https://class.coursera.org/hwswinterface-002/lecture და ასე რო ცოტა დახმარება მჭირდება და ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. ესეიგი 32 ბიტიან პროციკას შეუძლია დაამუშაოს ორობითი თანრიგის 2^32 ერთეული ანუ 4294967296-ცალი 1-ანი და 0-იანი და 2^64 ბიტიან პროცესორებში ანუ 8 ბაიტიან პროცესორებში შესაძლებელია დამუშავდეს 2^64 (18 ექსაბაიტი)ორობითი თანრიგის ერთეული ანუ 0-იანები და 1 -იანები. თითოეულ ბაიტს აქვს თავისის მისამართები დამუშავებისას ანუ თანრიგები ნაწილდება 32 ბიტიან პროცესორში: გამოყოფილია 4 ბაიტიანი ეგრედწოდებული Words რომლებიც ვერ გავიგე ქართულად და ვერ გადმოვთარგმნე (ეს კომპიუტერული ტერმინოლოგია ძაან ჩახლართული რაღაცაა biggrin.gif) ხოლო 64 ბიტიან მანქანაში ანუ 8 ბაიტიანებში გამოყოფილია 8 ბაიტიანი word-ები ორობითი თანრიგის ციფრების დასამუშავებლად. ეს იყო რაც გავიგე და მითხარით და შემისწორეთ ოღონდ ვინაც იცით smile.gif თუ რამე არასწორად გავიგე. ახლა რა მაინტერესებს ეს კარგი გასაგებია ორობითი სისტემის დედაარსი ან არის მაღალი ვოლტაჟი არის 1-იანი თუ არის დაბალი ვოლტაჟი არის 0-იანი, მაინტერესებს რაა რაშია საჭირო ეგრედწოდებული ჰექსადეციმეტრული (HEXDecimal) ციფრები ანუ ეს 0,1,2,3,4,5,6,7,8,9,A,B,C,D,E,F ანუ 16 თანრიგის იგივე 16-ობითი რიცხვები, პროცესორს მაგათთან შეხება არააქ და რა დროს გამოიყენება თვითონ პროგრამულ ენაში წერისას??? ხო და კიდე რამდენ ხანს უნდება 32ბიტიანი პროცესორი 32 ბიტის ოდენობის რიცხვების გადამუშავებას??

This post has been edited by barnabeka on 18 Dec 2014, 17:49


--------------------
Geniuses is one percent inspiration and nintynine percent perspiration
Delfistyaosani
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2969
წევრი No.: 30434
რეგისტრ.: 24-February 07

გამოგზავნილია: 18 Dec 2014, 17:42  #43198631      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
barnabeka

ვაბშე ვერ გავიგე რა დაწერე მარა თემის სათაურიდან გამომდინარე რამდენ ბიტიანია პროცი ეს არი ძირითადი რეგისტრების ზომა რომლებიც მონაწილეობენ ოპერაციებში (მაგალითად მიმატება რო გააკეთო integer-ის რიცხვი გადაგაქვს მაგალითად EAX-ში, უმატებ მეორე რეგისტრის მნიშვნელობას ან ოპერატიულის მისამართიდან) და ახდენს გავლენას მაქსიმალურ ოპერატიულ მეხსიერებაზე. რა თქმა უნდა 32 ბიტიან პროცესორზე უპრობლემოდ გააკეთებ 64 128 და ნებისმიერი ზომის ცვლადებზე ოპერაციებს მაგრამ მოგიწევს ნაწილნაწილ დაამუშაო და 3-4ჯერ შეგინელდება გამოთვლები სუ ცოტა. იყო რაღაც extension რომ 32 ბიტიანი პროცი აღიქვამდა 4GB ოპერატიულზე მეტს მაგრამ საგრძნობლად ნელი. იგივე 8 ბიტიან პროცესორებს აქვთ 16 ბიტიანი memory space მაგრამ ზოგს რამდენიმე ციკლი უწევს ზოგი ჰიბრიდულია და რამდენიმე რეგისტრი 16 ბიტიანი აქვს (მაგალითად atmel avr).


--------------------
*****************************************************************************
Intel i7 4790
Asrock Z87-Pro4
Patriot Viper 2x4GB DDR3 2133
ZOTAC GTX 1060 6GB
OCZ GameXstream 550W
Thermaltake Core v71
Razer Arctosa
Logitech G502
Dell S2716DG 144Hz G-Sync 2K
posthuman
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1429
წევრი No.: 159351
რეგისტრ.: 13-January 13

გამოგზავნილია: 18 Dec 2014, 19:29  #43199517      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
დაამუშაოს  2^32 ერთეული ანუ 4294967296-ცალი 1-ანი და 0-იანი

არა, მაგდენი ბაიტი. 1-ანი ან 0-იანი - ეგ ბიტია. "დაამუშაოს"-ში თუ ვიგულისხმებთ დაამისამართოს.

QUOTE
(HEXDecimal) ციფრები ანუ ეს 0,1,2,3,4,5,6,7,8,9,A,B,C,D,E,F ანუ 16 თანრიგის იგივე 16-ობითი რიცხვები, პროცესორს მაგათთან შეხება არააქ და რა დროს გამოიყენება თვითონ პროგრამულ ენაში წერისას???

პროგრამისტვის კომფორტისთვისაა ეგ, ისევე როგორ 10-ობითი რიცხვები.
და 10-ობითზე მოხერხებულია უფრო ზოგ შემთხვევაში, როცა გინდა ზუსტად იცოდე რომელ ბიტში რა ჩაიწერება(რადგან 16 არის 2-ის ხარისხი და 16-ობითის 1 ციფრი ყოველთვის უდრის 2-ობითის 4 ციფრს). მაგალითად ფერის მნიშვნელობისთვის, 16-ობითში FF0000 იქნება წითელი, 00FF00 მწვანე, FFFF00 ყვითელი (თუ ვიგულისხმებთ რომ პირველ ბაიტში იწერება წითელი, მეორეში მწვანე და მესამეში ლურჯი). ადამიანისთვის ეგ ადვილია აღსაქმელია მასე გამოყოფილი როა. 10-ობითში ჩაწერილი ეგ რიცხვები რაღაც უაზრო დიდი რიცხვები იქნებოდა.

QUOTE
რამდენ ხანს უნდება 32ბიტიანი პროცესორი 32 ბიტის ოდენობის რიცხვების გადამუშავებას??

გააჩნია კომპიუტერს.
მგონი შენ არასწორად გაიგე. 32 ბიტიანი პროცესორი არ ნიშნავს რომ ერთაბაშად 2^32 ბაიტის დამუშავება შეუძლია, ეგ ნიშნავს რომ დამისამართება, ანუ მისამართის აღება შეუძლია 2^32 ბაიტიდან 1-1 ბაიტის. თუ 2^32ბაიტზე დიდი RAM გაქ, ის ბაიტები, რომლების მისამართიც, ანუ ნომრებიც 2^32-ზე მეტია, მიუწვდომელია პროცესორისთვის.
იმიტომ რომ ამ პროცესორის რეგისტრებში 32 ბიტი ეტევა და ვერ ჩაწერ შიგნით ბაიტის მისამართს რომელიც 2^32ზე მეტია, შესაბამისად მასეთ ბაიტს ვერც წაიკითხავ ვერც ჩაწერ.

This post has been edited by posthuman on 18 Dec 2014, 19:59
barnabeka
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 289
წევრი No.: 183769
რეგისტრ.: 25-March 14

გამოგზავნილია: 19 Dec 2014, 09:58  #43204482      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეგ სად ისწავლეთ თქვენ ძმურად დამიდეთ რა ლინკი ან რამე ეგეთი ქართული თუ სადმე მოიპოვება თუ არადა ინგლისურიც იყოს პროგრამირების სწავლამინდა სანამ უშუალოდ ენის სწავლაზე გადავალ მინდა software hardware დამოკიდებულებაში გავერკვიო ზუსტად ინგლისური იმიტომაა ცუდი რომ კომპიუტერული ტერმინოლოოგიით ლაპარაკობენ და ზოგ რაღაცას ვერ ვხვდები . მადლობა წინასწარ
Shredinger
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2026
წევრი No.: 166416
რეგისტრ.: 30-April 13

გამოგზავნილია: 19 Dec 2014, 11:31  #43205035      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
barnabeka
გავლილი მაქვს ეგ კურსი თანაც 2 ჯერ.
მანდ ბევრი რამე გაუგებარია დღემდე რაღაცეები ვერ გავიგე მაგრამ კარგად არის მაინც ახსნილი ცოტა უნდა დააპაუზო და დაუფიქრდე თან გუგლშიც მოძებნო.

ასემბლერი ყველაზე მეტად მაქედან ვისწავლე.
barnabeka
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 289
წევრი No.: 183769
რეგისტრ.: 25-March 14

გამოგზავნილია: 19 Dec 2014, 13:48  #43206131      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Shredinger
შენ პროგრამერი ხარ??? სად სწავლობდი და რა შანსი მაქ იმის რო დამოუკიდებლად ვისწავლი მაგრად მაინტერესებს ხან რას მივედ მოვედები ხან რას

This post has been edited by barnabeka on 19 Dec 2014, 13:48
Shredinger
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2026
წევრი No.: 166416
რეგისტრ.: 30-April 13

გამოგზავნილია: 19 Dec 2014, 22:07  #43210340      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
barnabeka
QUOTE
შენ პროგრამერი ხარ???

ეგრეც ვერ ვიტყოდი. თუმცა ვითვლები.

QUOTE
სად სწავლობდი

პროგრამირებას,კომპიუტერულ მეცნიერებას არსად. სახლში,ჩემით,დამოუკიდებლად.

QUOTE
რა შანსი მაქ იმის რო დამოუკიდებლად ვისწავლი

პროგრამისტების 70-80% ს დამოუკიდებლად აქვს ნასწავლი. დანარჩენ პროცენტს სადღაც მიიღო განათლება და პლიუს საკუთარ თავთანაც მუშაობდა.

საერთო ჯამში რათქმაუნდა,პროგრამისტი 99% თვითონ,დამოუკიდებლად სწავლობს.

QUOTE
მაგრად მაინტერესებს ხან რას მივედ მოვედები ხან რას

არაუშავს.გადაგივლის.

ეგ კურსი ცოტა მშრალია,ბევრი თეორიაა თუმცა მაინც კარგია დასაწყისისთვის.
Janrae
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 162
წევრი No.: 206448
რეგისტრ.: 15-August 15

გამოგზავნილია: 27 Sep 2015, 13:02  #45791475      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Delfistyaosani
QUOTE
ვაბშე ვერ გავიგე რა დაწერე


შენ ვერც ვერასდროს ვერ იგებდი ვინც რას წერდა
1. არ ხარ ქართველი და შენი სომეხი ხაჩიკა "__________"

2. მაგდენი logic და გონება არ გაქვს
Anitta
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 13
წევრი No.: 209663
რეგისტრ.: 2-November 15

გამოგზავნილია: 2 Nov 2015, 02:51  #46108220      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (barnabeka @ 18 Dec 2014, 17:09 )
გამარჯობათ ფორუმელებო ესეიგი მე რაც გავიგე ძაან ტერმინოლოგიული სიტყვებით ლაპარაკობს ეს კაცი https://class.coursera.org/hwswinterface-002/lecture და ასე რო ცოტა დახმარება მჭირდება და ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. ესეიგი 32 ბიტიან პროციკას შეუძლია დაამუშაოს ორობითი თანრიგის 2^32 ერთეული ანუ 4294967296-ცალი 1-ანი და 0-იანი და 2^64 ბიტიან პროცესორებში ანუ 8 ბაიტიან პროცესორებში შესაძლებელია დამუშავდეს 2^64 (18 ექსაბაიტი)ორობითი თანრიგის ერთეული ანუ 0-იანები და 1 -იანები. თითოეულ ბაიტს აქვს თავისის მისამართები დამუშავებისას ანუ თანრიგები ნაწილდება 32 ბიტიან პროცესორში: გამოყოფილია 4 ბაიტიანი ეგრედწოდებული Words რომლებიც ვერ გავიგე ქართულად და ვერ გადმოვთარგმნე (ეს კომპიუტერული ტერმინოლოგია ძაან ჩახლართული რაღაცაა biggrin.gif) ხოლო 64 ბიტიან მანქანაში ანუ 8 ბაიტიანებში გამოყოფილია 8 ბაიტიანი word-ები ორობითი თანრიგის ციფრების დასამუშავებლად. ეს იყო რაც გავიგე და მითხარით და შემისწორეთ ოღონდ ვინაც იცით smile.gif თუ რამე არასწორად გავიგე. ახლა რა მაინტერესებს ეს კარგი გასაგებია ორობითი სისტემის დედაარსი ან არის მაღალი ვოლტაჟი არის 1-იანი თუ არის დაბალი ვოლტაჟი არის 0-იანი, მაინტერესებს რაა რაშია საჭირო ეგრედწოდებული ჰექსადეციმეტრული (HEXDecimal) ციფრები ანუ ეს 0,1,2,3,4,5,6,7,8,9,A,B,C,D,E,F ანუ 16 თანრიგის იგივე 16-ობითი რიცხვები, პროცესორს მაგათთან შეხება არააქ და რა დროს გამოიყენება თვითონ პროგრამულ ენაში წერისას??? ხო და კიდე რამდენ ხანს უნდება 32ბიტიანი პროცესორი 32 ბიტის ოდენობის რიცხვების გადამუშავებას??

ისე აბურდულად წერია, შეკითხვები ვერ გამოვყავი ერთმანეთისგან. რაც გავიგე გიპასუხებ.
1. word - არის ბიტური პროცესების რაოდენობა პროცესორში.(შეძლებისდაგვარად ქართულად). 16bit = WORD, 32bit = DWORD, 64bit = QWORD.
2. 32bit სისტემაში ყველა მისამართი არის 4 ბაიტიანი, 64bit-ანში 8 ბაიტიანი.
ქვეშეკითხვა: რა არის მისამართი? - Low level programming-ში აღმოჩნდება, რომ თურმე ყველა ცვლადს თავისი რაღაც მისამართი ჰქონია RAM-ში ან Stack-ში. ანუ,
CODE
int a = 69;
წარმოიდგინე ყუთი, სახელად - a, რომელშიც წერია 69. ხოდა, თურმე, არსებობს რაღაც &a, ანუ სხვა ყუთი, რომელშიც წერია მისამართი, თუ სად უნდა მივიდეთ, რომ ის 69 წავიკითხოთ. &a - 32bit სისტემაზე იქნება 4 ბაიტი, 64-იანზე 8 ბაიტი.
3. Hex number-ებს რაც შეეხება, 1 Hex არის - 4 Bit, 2 Hex - 8 Bit ანუ 1 Byte. ხოდა, როგორც ვიცი ეს ჰექს რიცხვები შემოღებულია იმისთვის, რომ უფრო მოსახერხებელი იყოს ორობითი ჩანაწერის გამოტანა ადამიანურ ენაზე. მეტი ჩაღრმავებით ვერ გავერკვიე რა საჭიროა, კოდის წერისას არამგონია ვინმეს დიდად გამოადგეს მაგის ცოდნა.

პ.ს. ალბათ ვისაც ესენი აინტერესებდა იმისთვის დაგვიანებულია ჩემი პასუხი, მარა იქნებ კიდევ ვინმე დაინტერესდეს.. რავიცი
შაქროII
პაპაჲლენდერი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 41194
წევრი No.: 4564
რეგისტრ.: 12-March 04

გამოგზავნილია: 28 Mar 2016, 02:30  #47396697      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · msn
QUOTE
რა არის მისამართი?

წარმოიდგინე არის რაღაც დალაგებული.
ყოველ ერთ რვეულს ქვია სახელი.
მაგალითად 1 რვა ადამიანი "ბარსა"
მეორე რვა ადამიანი "ბუთხუზი"
საიდანაც იწყება "ბარსა" ის რიცხვი ორბითში არის "ბარსას" მიასამართი smile.gif ამ ადამაინებში რომლებიც 8-8-ად არიან დაყოფილი

ჰექს=ჰექსადეციმალ=ტექვსმეტობითი=2^4

როგრც ვითვილით ათობით და ცეკვაში ითვლიან რვაობით ეგრე მეხსიერება მისამარტებს ითვლიან რვაობით ანუ რვა-რვა ბიტობით.
8 ბიტი=1 ბაიტი.
32 ნულიანი და ერთიანი რომ არ წერო წერენ ტექვსმეტობითში ან ათობითში.
32 ბიტიანის ათობითში ცაწერის მაგალითია აპი მისამართი 192.168.1.1 smile.gif მასკი 255:255:255:0=11111111:11111111:11111111:00000000
32 ბიტ=4*8ბიტ= 2^8:2^2^8:2^8

This post has been edited by შაქროII on 28 Mar 2016, 02:39


--------------------
მოედღვნებაო დრაგი კარგისა
ასეთი ყოფილა ბედი ქართლისა
...
ნაცია თუ ქოცია,
ყველა დასახოცია
__________________________
პატივისცემ(ატყეპ)ით
შაქრო პაპა
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0221 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]