#49953422 · 17 Feb 2017, 16:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო მოგესალმებით
მე და კიდევ ბევრი ამ სფეროში მოღვაწე ადამიანი ვთვლით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის დებულებებთან შეუსაბამობაშია ფინ. მინისტრის ბრძანებაში განხილული ერთი მაგალითი. როგორ ხდება ასეთ დროს ამ საკითხის დარეგულირება უფრო ცივილური ფორმით, ვიდრე საგადასახადო აუდიტის მიერ თანხების დარიცხვა და შემდეგ სასამართლოში გასაჩივრებაა?
წარმოგიდგენთ თვით საკითხს: კანონში წერია:
"2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე, რომელზედაც საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდა განხორციელდა 2017 წლის 1 იანვრამდე (საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე), დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი."
ფინ. მინისტრის 996 ბრძანების 48'1 მუხლის მე-11 მაგალითში წერია:
მოცემულობა: 2016 წლის 25 დეკემბერს საწარმოები შეთანხმდნენ საქონლის მიწოდების თაობაზე. გამყიდველმა აიღო ვალდებულება 2017 წლის 1 ივნისამდე მყიდველისათვის მიეწოდებინა სხვადასახვა დასახელების სულ 10 000 ლარის ღირებულების საოფისე ინვენტარი. მხარეების მიერ განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი, საქონლის რაოდენობა, ღირებულება და საქონლის მიწოდება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. მყიდველმა გამყიდველს 2016 წლის 27 დეკემბერს საკომპენსაციო თანხის სახით გადაუხადა 4 000 ლარი, ხოლო 2017 წლის 27 იანვარს – 6000 ლარი. საქონლის მიწოდება გამყიდველმა განახორციელა 2017 წლის 30 მაისს.
შეფასება:
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 98-ე ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული საკომპენსაციო თანხის ნაწილის მიმართ გავრცელდება 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები და დღგ-ით დაიბეგრება საქონლის მიწოდების (2017 წლის მაისი) საანგარიშო პერიოდში, ხოლო, 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ მიღებული საკომპენსაციო თანხის ნაწილი დღგ-ით დაიბეგრება მიღების საანგარიშო პერიოდში.
--------------------
Only Easy Day Was Yesterday
|