Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სილამაზე და მოდა > კონტურული (პერმანენტული) მაკიაჟი


Posted by: eka_johanna 29 Jul 2010, 12:02




კონტურული (პერმანენტული) მაკიაჟი - ესთეტიკური მედიცინისა და ბოდი-არტის არაჩვეულებრივი კომბინაციაა. ყველა კონტური,
ფერი და ფორმა თქვენს გემოვნებას უსვამს ხაზს - ბზინვარე ტუჩის გამოკვეთილი ხაზი, მოქნილი წარბი, მაკიაჟის გამა...

პერმანენტული მაკიაჟის გამორჩეული ეფექტით შესაძლებელია:

•ტუჩის, ქუთუთოს, წარბის კონტურის გამოკვეთა და მისი შენარჩუნება 2-3 წლის განმავლობაში
•ტუჩის, წარბისა და თვალის ასიმეტრიის გაქრობა
•ქუთუთოს ფორმის შეცვლა
•ტუჩის ზომის გადიდება და ბზინვარების მომატება



პროცედურამდე პროცედურის შემდეგ

ქალები, ზოგადად, დიდ დროს ატარებენ სარკესთან და მისი უმეტესი ნაწილი მაკიაჟზე ეხარჯებათ. არადა მათთვის, ვინც ცხოვრების აქტიურ წესს
მისდევს, მაკიაჟისგან გამოთავისუფლებულ დროს მართლაც ოქროს ფასი აქვს. კოსმეტოლოგიის ბოლო მიღწევები, კერძოდ კი კონტურული მაკიაჟი,
საშუალებას მოგცემთ, დაზოგოთ დრო და ყველაგან და ყოველთვის საუკეთესო ფორმაში იყოთ.

პერმანენტული მაკიაჟი არის კანქვეშა მიკროპიგმენტაცია, რომლის დროსაც კანის დერმულ შრეში სხვადასხვა ფერის მცენარეული წარმოშობის პიგმენტი
შეჰყავთ. პიგმენტი ჰიპოალერგიულია და გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს. კოსმეტოლოგი დაგეხმარებათ, შეარჩიოთ პიგმენტის ფერი
თქვენი კანისა და თმის ფერის შესაბამისად..

კონტურული მაკიაჟი განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც კოსმეტიკური საშუალებების მიმართ ალერგია აქვს, ან კონტაქტურ ლინზებს ატარებს.
"მედის" ექიმი-კოსმეტოლოგები კონტურული მაკიაჟისთვის მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური ფირმების პროდუქციას იყენებენ.




user posted image

Posted by: E N J I 29 Jul 2010, 14:33
საშინელებაა მთელი 2 წელი ერთიდაიგივე კონტური გაქ თვალზე და ტუჩზე. რავიცი მე არ მომწონს
smile.gif

Posted by: gadya 29 Jul 2010, 14:43
E N J I
QUOTE
საშინელებაა მთელი 2 წელი ერთიდაიგივე კონტური გაქ თვალზე და ტუჩზე. რავიცი მე არ მომწონს

+1 მეც მასეთი დამოკიდებულება მაქვს
თუმცა არის კატეგორია მართლა რომელსაც თვალის კონტური სულ აქვს, ფორმისთვის biggrin.gif
მაგათთვის მისწრება
QUOTE
ტუჩის, წარბისა და თვალის ასიმეტრიის გაქრობა

Posted by: GlamourGirl 29 Jul 2010, 14:51
eka_johanna
შენ ისიც გეცოდინება თბილისში ყველაზე ნორმალური პირობები (ფასი, ჰიგიენა, არ დამახინჯება და ა.შ.) სილამაზის რომელ ცენტრს აქვს, მედიში საშინელი ფასი მითხრეს, თვალის კონტურის გაკეთებას ვფიქრობ ...

Posted by: eka_johanna 29 Jul 2010, 15:30


E N J I
gadya


ვისაც უხდება ძალიან კარგია, უშნო ადამიანს მაინც არ გაალამაზებს biggrin.gif

და ფერს თუ მიცემ თვალს ან ტუჩს რატოა საშინელება ?


GlamourGirl


იაფად არსად არ ვიცი , მედიში რა ღირსო რა გითხრეს ? მეც თვალზე მინდა სულ მშორდება ფანქარი

დროც არ მაქვს წასმა მოშორება შესწორების ისეთი დაკავებული ვარ

Posted by: butterfly616 29 Jul 2010, 18:07
ესთეტიკ სერვისში აკეთებენ, და როგორც ვიცი კარგად; 250 ღირს თვალიც და ტუჩიც

Posted by: GlamourGirl 30 Jul 2010, 01:58
eka_johanna
მედიში 500 ლარი მითხრეს თვალზე კონტური rolleyes.gif

Posted by: Addict 30 Jul 2010, 20:16
მე არ მელამაზება ეგეთი მაკიაჟი. მხოლოდ კონტური ხომ არ მესმევა ტუჩზე? საცხი მაინც საჭიროა და სადაც საცხს იყენებ კონტურის შემოვლებას რაღა უნდა.

Posted by: eka_johanna 31 Jul 2010, 13:57
QUOTE (Addict @ 30 Jul 2010, 20:16 )
მხოლოდ კონტური ხომ არ მესმევა ტუჩზე?





შენ ალბათ უფერული ტუჩები გაქვს და მაგიტომ


biggrin.gif

Posted by: Addict 31 Jul 2010, 22:19
QUOTE (eka_johanna @ 31 Jul 2010, 13:57 )
QUOTE (Addict @ 30 Jul 2010, 20:16 )
მხოლოდ  კონტური ხომ არ  მესმევა  ტუჩზე?





შენ ალბათ უფერული ტუჩები გაქვს და მაგიტომ


biggrin.gif

ლოოოოლ მე მაქვს უფერულიი? lol.gif lol.gif lol.gif lol.gif უმშვენიერესი ტუჩები მაქვს ფორმაც და სისქეც yes.gif

Posted by: tamritamo 10 Aug 2010, 16:41
butterfly616
QUOTE
ესთეტიკ სერვისში აკეთებენ, და როგორც ვიცი კარგად; 250 ღირს თვალიც და ტუჩიც

საკონტაქტო ნომერს ხომ ვერ მომწერდი პმ-ში? smile.gif

Posted by: makarena 10 Aug 2010, 17:47
ამაზე არის თემა გოგოებო

http://forum.ge/?f=99&showtopic=33823781

Posted by: blacksmith 7 Nov 2014, 17:00
ტუჩის და წარბის Permament Make Up ერთად 170 ლარი
- წარბები 110ლარი
-ტუჩი 100 ლარი ტელ:568812233

Posted by: lilu777 2 Jan 2015, 14:53
მე წარბი და თვალი მინდა ყოველ დილით რომ არ ვისვა. 8 წელია ისედაც სულ მისვია თვალზე ლაინერი. ტუჩი ისედაც სქელი მაქვს არ მჭირდება ხაზის გასმა, მაგრამ ცოტა მეშინია. ნეტავ მანახა ადამიანი ვისაც გაკეთებული აქვს. თანამოვლენები და უარყოფიჱი მაინტერესებს

Posted by: QERBI 2 Jan 2015, 17:09
სიამოვნებით გავიკეთებდი თვალზე, მაგრამ ცოტა მეშინია. user.gif

Posted by: gramatikikina 2 Jan 2015, 17:18
სადღაც 7-8 წლის წინ გავიკეთე წარბზე პატარა ადგილზე შევიწორე და ოდნავ ისევ მემჩნევა ეხლაც. ანუ რამე შეცდომა რომ დაუშვან, მოგიწევთ მაგის ყურება დიდ ხანს.
თან კმაყოფილიც არ ვიყავი. თმის ღერებივით უნდა ჩაემატებინა სამი ხაზი და ჯერ ნაცრისფერი გამოუვიდა და თან სქელი ხაზები გააკეთა
და მე რომ არ მეთქვა, თმის ღერებივით მინდა მეთქი, მიფერადებდა იმ ერთ ადგილს მთლიანად :დ
მაგათ იმედზე ვერ იქნები, რომ რამეს თავისით მოტვინავენ. არათუ გირჩიონ რამე სასარგებლო.

Posted by: CHLOE" 22 Jun 2015, 16:31
სად აკეთებენ კარგად მირჩიეთ რა ))

ლა ბელე, მედი, ესთეტიკ სერვის, კიდე რავი...

Posted by: QERBI 24 Jun 2015, 19:21
კონტური და დაფერვა მინდა გავიკეთო ტუჩზე, იმედია, 2 დღე ეყოფა მოსაშუშებლად.

Posted by: CHLOE" 25 Jun 2015, 03:00
QERBI
სად იკეთებ?? დაწერე მერე შედეგი , მეც მინდა და ვერ გადავწყვიტე სად ,,

Posted by: QERBI 25 Jun 2015, 18:28
CHLOE"
,,მედიში'' ვაპირებ, შედეგზე დავწერ, რომ გავიკეთებ.

Posted by: dikka 5 Jul 2015, 01:14
QERBI
რამოდენიმე დღის წინ მითხრეს რომ დროებით ვერ აკეთებენ ,,მედი" ში, აპარატი გვაქვს შესაკეთებლად გაგზავნილიო. ამათან დაკავშირებით ინფო ხომ არ გაქვს? დარეკე ჩაეწერე?

Posted by: CHLOE" 7 Jul 2015, 00:29
მე გადავწყვიტე Ja dore ში, ჩემმა მაგობარმა გაიკეთა,ძალიან მომწონს და ვნახოთ ))

Posted by: Somebody_me 9 Jul 2015, 15:08
CHLOE"
QERBI

როგორი კმაყოფილი დარჩებით დაწერეთ რა, მეც დაინტერესებული ვარ ))

Posted by: QERBI 22 Jul 2015, 16:54
dikka
Somebody_me
ესენი ახლა ვნახე.
გადავიფიქრე სექტემბრამდე გაკეთება.

Posted by: gvvanci 25 Nov 2016, 18:16
ესთეტიკური ცენტრი ეძებს პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტს, თუ ვინმემ იცით იქნებ დამიწეროთ ნომერი. <3

Posted by: tamomelua 24 Apr 2017, 19:18
მე სილამაზის სახლში გავიკეთე მაიკოსთან და ძალიან მომწონს. მეორე კოსმეტოლოგიც ყავთ მგონი მაგრამ იმას არ ვიცნობ

Posted by: sashka-gogo 18 Jul 2017, 15:42

tamomelua


სად არის ეგ მომწერე რა მისამართი ან ტელი...
ლოტუსში გავიკეთე და საზიზღრობაა იქ არ მიხვიდეთ

Posted by: Egyptian 11 Jun 2019, 10:30
როგორი ჩაძირული თემაა
5 დღის წინ გავიკეთე თვალის ლაინერი და შავი ფუფხები მაქვს ცოტა.......

Posted by: Хельга 12 Jun 2019, 12:46
QUOTE (Egyptian @ 11 Jun 2019, 10:30 )

5 დღის წინ გავიკეთე თვალის ლაინერი და შავი ფუფხები მაქვს ცოტა.......



მე შრამი დამრჩა, ლოტუსში გავიკეთე ადრე, ვიღაც უნიჭო ირინასთან

Posted by: Somebody_me 12 Jun 2019, 12:51
Egyptian

სად გაიკეთე? კმაყოფილი ხარ?

Posted by: Egyptian 13 Jun 2019, 15:42
ჰელგა
QUOTE
მე შრამი დამრჩა, ლოტუსში გავიკეთე ადრე, ვიღაც უნიჭო ირინასთან

თვალზე დაგრჩა შრამიიი?? რანაირად :/
Somebody_me
QUOTE
სად გაიკეთე? კმაყოფილი ხარ?

ესთეტიკ სტუდიაში გავიკეთე, ირინა ქვია იმ გოგოს და გვარი ზუსტად არ ვიცი
მგონი სააკაშვილი.
კმაყოფილი ვარ ჯერ-ჯერობით, ცოტა ფუფხი კიდე მაქვს და ეს რო მომცილდება იმედია პიგმენტიც არ აყვება.......
ისე ინდივიდუალურია, ჩემმა თანამშრომელმაც გაიკეთა ოღონდ სხვაგან და იმან 1 კვირაში გადამივიდაო, მარტო "სტრელკები" დარჩა

Posted by: Хельга 13 Jun 2019, 16:12
QUOTE (Egyptian @ 13 Jun 2019, 15:42 )

თვალზე დაგრჩა შრამიიი?? რანაირად :/



გავიკეთე პერმანენტული მაკიაჟი თვალზე, თავიდან კარგი იყო,
პერიოდი რომ გამივიდა და შავი ფერი გადავიდა მაქვს თეთრად შრამივით
დარჩენილი, დამეზარა რომ მეჩივლა, მაგის ნერვები არ მქონდა
ირინა ქვია, ცხვირნაოპერაციები ქალია, ადრე ლოტუსში მუშაობდა, ახლა
რაღაც გახსნა თავისი, დასაჭერია

Posted by: Egyptian 13 Jun 2019, 17:51
ჰელგა
wow.gif მინიმუმ უნდა მისულიყავი და გენახებინა თავის ნამოქმედარი.....
ძალიან მკვეთრად ჩანს თუ მარტო შენ ამჩნევ?

Posted by: Somebody_me 16 Jul 2019, 10:56
QUOTE
თვალზე დაგრჩა შრამიიი?? რანაირად :/


სხვათაშორის სხვებისგანაც მსმენია sleep.gif

Posted by: sაlოmეa 7 Aug 2019, 16:06
ტუჩის დაფერვს ვინც ფიქრობთ
გირჩევთ პენამენტჯორჯიაში ფალიაშვილზე ელზას
საოცარი გოგოა, ძალიან კმაყოფილი ვარ
თან ეხა აქცია აქვთ და 150 ლარი ღირს (მერე კორექცია 100 ლარი)
ძლივს ვიპოვე მართლა თავის საქმის პროფესიონალი ექიმი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)