Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > ბესიკ ხარანაული ნიბელის პრემიაზე წარადგინეს


Posted by: patriciia 8 Dec 2010, 14:33
ძალიან, ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ადამიანს

Posted by: nick_el_son 8 Dec 2010, 14:37
QUOTE
ნიბელის პრემიაზე

ეგ რამე ახალია? spy.gif


Posted by: :)) 8 Dec 2010, 14:38
nick_el_son
QUOTE
ეგ რამე ახალია?


შეეშალა, რა მოხდა მერე wink.gif.

QUOTE
ბესიკ ხარანაული

QUOTE
ძალიან, ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ადამიანს


და წარდგენის მიზეზი? user.gif.


Posted by: patriciia 8 Dec 2010, 14:48
nick_el_son
QUOTE
ეგ რამე ახალია?

უკაცრავად, სათვალე ვერ ვიპოვე და შემეშალა sad.gif

Posted by: irusha 8 Dec 2010, 14:51
QUOTE
ძალიან, ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ადამიანს


მეც... მეც... აი, მთელი გულით... jump.gif


QUOTE
და წარდგენის მიზეზი?


))


Posted by: earth 8 Dec 2010, 14:57
ვააააააა


აბა ინფო საიდან ??? spy.gif

Posted by: teo_charkviani 8 Dec 2010, 14:59
ვა რა კარგია ! ძალიან საყვარელი ადამიანი

წარმატებები!

Posted by: patriciia 8 Dec 2010, 16:27
earth
QUOTE
აბა ინფო საიდან ???

ტევედან
თვითონაც იყო საპატრიარქოს დილის პროგრმაში
ხარანაული ერთ-ერთ უიშვიათესი ნაღდია Fეიქებით სავსე ქვეყანაში
მიხარია, რომ არსებობს
ჩემთვის სიხარულის მიზეზია მაგ კაცის არსებობა ქართულ სინამდვილეში

Posted by: earth 8 Dec 2010, 16:33
QUOTE
თვითონაც იყო საპატრიარქოს დილის პროგრმაში

გასაგებიააა


ვა მაგარია,
გამიხარდა


წარმატებები აბა love.gif

Posted by: marilis_ 8 Dec 2010, 18:12
ვა, რა მაგარია!!!!
და სხვა ვინ წარადგინესო, ეგეც ხომ არ უთქვამთ,
დავგუგლე და ვერაფერი ვნახე

Posted by: :)) 8 Dec 2010, 18:15
irusha
QUOTE
))


ბლინ. დამცინი? user.gif.
უნდა ვიცოდე ვინ არის ეს ადამიანი?
არ ვიცი და ხო შეიძლება დაცინვის ნაცვლად უბრალოდ, რომ გამარკვიო? :mad;.

Posted by: Ocelot 8 Dec 2010, 18:17
რა ჩაიდინა ასეთი? biggrin.gif და საერთოდ, რა ენებზეა ნათარგმნი?

Posted by: ANNNA 8 Dec 2010, 18:22
რა დამსახურების გამო წარადგინეს ვერ ვხვდები

Posted by: მაწო 8 Dec 2010, 18:22
მეც მინდა მილიონი biggrin.gif რა დავწერო? biggrin.gif

Posted by: the_lizard_king 8 Dec 2010, 18:24
ადეც იყო ამაზე ლაპარაკი და სისულელე გამოდგა. ნამდვილად იცით?
Ocelot
QUOTE
რა ჩაიდინა ასეთი?

ქართული თავისუფალი ლექსის ერთ-ერთი ფუძემდებელია
ნათარგმნია, რაც ნამდვილად ვიცი ინგლისურად და ფრანგულად.

Posted by: Ocelot 8 Dec 2010, 18:27
QUOTE
ქართული თავისუფალი ლექსის ერთ-ერთი ფუძემდებელია

აბა ჩაუხუტებიათ ნობელი და ეგაა biggrin.gif

Posted by: marilis_ 8 Dec 2010, 18:28
smile.gif)
Ocelot
ANNNA
მაწო
ნუ ენამწარობთ, მეგობრებო,
არ არის ლამაზი biggrin.gif

Posted by: ANNNA 8 Dec 2010, 18:28
თავისუფალი ლექსი საერთოდ ლექსად რატომ ითვლება მიკვირს

Posted by: the_lizard_king 8 Dec 2010, 18:29
ANNNA
QUOTE
თავისუფალი ლექსი საერთოდ ლექსად რატომ ითვლება მიკვირს

gigi.gif

Posted by: nakash 8 Dec 2010, 18:31
ნეტაი მიცენ...
რაც საქართველოში პოეტებია (განს მაგისი თაობის) ყველა გულის შეტევით დაიხოცება...


ნუ სომხეთში რომ საერთოდ დემოგრაფიული კატასტროფა შეიძლება მოხდეს მაგაზე არაფერს ვლაპარაკობ lol.gif


მაგრამ არ მიცემენ ალბათ... sad.gif

Posted by: marilis_ 8 Dec 2010, 18:33
QUOTE (nakash @ 8 Dec 2010, 18:31 )
ნეტაი მიცენ...
რაც საქართველოში პოეტებია (განს მაგისი თაობის) ყველა გულის შეტევით დაიხოცება...


ნუ სომხეთში რომ საერთოდ დემოგრაფიული კატასტროფა შეიძლება მოხდეს მაგაზე არაფერს ვლაპარაკობ lol.gif


მაგრამ არ მიცემენ ალბათ... sad.gif


მე იმას ვფიქრობ, კიდევ კაი, ცხონებული ოთარა არაა ცოცხალი! biggrin.gif


Posted by: nakash 8 Dec 2010, 18:35
marilis_
QUOTE
დავგუგლე და ვერაფერი ვნახე

გვიმალავენ... დანარჩენ პოეტებს უფრთხილდებიან biggrin.gif
QUOTE
მე იმას ვფიქრობ, კიდევ კაი, ცხონებული ოთარა არაა ცოცხალი! biggrin.gif

ჭილაძე? ეგეც მასე არალეგალურად იყო წარდგენილი ნობელზე ხო? biggrin.gif

Posted by: აღასპერი 8 Dec 2010, 18:38
marilis_



tongue.gif

Posted by: Ocelot 8 Dec 2010, 18:38
marilis_
სად ნახე ენამწარობა? boli.gif პროსტა იქ რო წარგადგინონ ვიღაცას ხო უნდა ქონდე წაკითხული biggrin.gif ხოდა დავინტერესდი რა ენებზე იყო ნათარგმნი. ვინ კითხულობს ნეტა მას ევროპაში და ამერიკაში biggrin.gif


ბესიკ, შეგვეხე biggrin.gif ნობელი დაიდოს ბლიად! ქვეყანას მოუტანოს ღირსება boli.gif

Posted by: nakash 8 Dec 2010, 18:41
Ocelot
QUOTE
იქ რო წარგადგინონ ვიღაცას ხო უნდა ქონდე წაკითხული

ეგ მოთხოვნა ამოღებულია...
მარტო ტერიტორიული მთლიანობა გვიშლის პაწა ხელს biggrin.gif

Posted by: :)) 8 Dec 2010, 18:44
Ocelot
QUOTE
სად ნახე ენამწარობა?


lol.gif.
მეც რო დამაბრალეს biggrin.gif.
არადა პირველად გავიგე ამ კაცის გვარ-სახელი biggrin.gif.
და დამცინეს რასქვია აქამდე არ იცოდიო user.gif.

QUOTE
ბესიკ, შეგვეხე


lol.gif.


QUOTE
ნობელი დაიდოს ბლიად! ქვეყანას მოუტანოს ღირსება


+1 biggrin.gif.


Posted by: Ocelot 8 Dec 2010, 18:44
nakash
QUOTE
ეგ მოთხოვნა ამოღებულია...

აბა მაშინ ჩვენც გვქონია შანსი biggrin.gif ე ბიჯო, იქნებ ვქნათ რამე, ერთობლივი ძალებით biggrin.gif ჭკუა გვაკლია თუ ინტელექტი? boli.gif

Posted by: Crøs 8 Dec 2010, 18:44
QUOTE
პროსტა იქ რო წარგადგინონ ვიღაცას ხო უნდა ქონდე წაკითხული

წაიკითხავენ და საქართველოშიც "მოდაში" იქნება yes.gif

აბა,ველით ბატონი ბესიკის წარმატებასwink.gif

Posted by: ANNNA 8 Dec 2010, 18:47
მაგაზე უკეთესი პოეტები არ წარუდგენიათ და ვერ ვხვდები ამიტომაც.
მისი ლექსები უფრო მოთხრობებს ჰგავს

Posted by: nakash 8 Dec 2010, 18:47
Ocelot
QUOTE
ჭკუა გვაკლია თუ ინტელექტი?

"ნიჭი ბიძიკო ნიჭი..." biggrin.gif

არადა მართლა ძალიან კარგი პოეტია ხარანაული...
პროსტა თარგმანში რამდენად იგრძნობა არ ვიცი

Posted by: ANNNA 8 Dec 2010, 18:50
დადეთ აბა რომელიმე ლექსი.

nakash

მაგის ლექსების თარგმნა პირიქით მე მგონია რო ადვილი იქნება

Posted by: Ocelot 8 Dec 2010, 18:51
cros
QUOTE
წაიკითხავენ და საქართველოშიც "მოდაში" იქნება

ისედაც მოდაშია biggrin.gif

nakash
QUOTE
"ნიჭი ბიძიკო ნიჭი..."

ეგეც ამოღებულია biggrin.gif


ხვალ იგეგმება ბესოს მხარდამჭერთა აქცია. რუსთაველი კვლავ გადაიკეტება და დაიდგება კარვები, რომლებიც არ დაიშლება პრემიის მინიჭებამდე. თუ არ მისცეს, მერე უკვე აქტივისტები სტოკჰოლმისკენ დაიძრებიან boli.gif

Posted by: აღასპერი 8 Dec 2010, 18:53
ANNNA

http://forum.ge/?showtopic=33851828&hl=%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%99+%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98

Posted by: marilis_ 8 Dec 2010, 19:03
nakash
QUOTE
ჭილაძე? ეგეც მასე არალეგალურად იყო წარდგენილი ნობელზე ხო? biggrin.gif

ლეგალურად იყო, თუ არალეგალურად არ ვიცი,
მაგრამ მაგის სიკვდლის შემდეგ გამოქვეყნებულ (გამომქვეყნებელს გაუხმა ხელი biggrin.gif) ჩანაწერებს რომ გადავხედე,
კაი კუშტი და ბოღმიანი ადამიანის შთაბეჭდილებას კი ტოვებდა biggrin.gif

Posted by: ANNNA 8 Dec 2010, 19:04
თავისუფალსა და თეთრ ლექსს შორის რა განსხვავებაა?

Posted by: marilis_ 8 Dec 2010, 19:09
ANNNA
QUOTE
დადეთ აბა რომელიმე ლექსი.

შენით რომ მოძებნო, რამე მარცხი მოგივა, თუ
გუგლი რა არის ეგეც არ გსმენია აქამდე?

Posted by: ANNNA 8 Dec 2010, 19:55
marilis_

QUOTE
გუგლი რა არის ეგეც არ გსმენია აქამდე?


არა sad.gif

Posted by: ვივიანა 8 Dec 2010, 20:09
დიდად არ ვგიჟდები ამ კაცზე... smile.gif

და მიზეზი რა არის წარდგენის?? არ დააკონკრეტეს?? smile.gif

Posted by: აჯღაბუჯღა 8 Dec 2010, 20:12
ცოდა დამღლელია ჩემთვის მისი პოეზია, თუმცა ცუდი ნამდვილად არ არის.
პოეზიაში რაღაცა უცნაური მაქსიმალიზმი დამემართა, რა ვქნა.

Posted by: nakash 8 Dec 2010, 20:22
vivianna
QUOTE
და მიზეზი რა არის წარდგენის?? არ დააკონკრეტეს??

ლეიბორისტების წინასაარჩევნო პეროგრამა დაუწერია და წარადგინეს....



ფიზიკის დარგში boli.gif

Posted by: ვივიანა 8 Dec 2010, 20:32
nakash
biggrin.gif არც ეგაა გამორიცხულიი biggrin.gif



Posted by: Dafne 8 Dec 2010, 20:34
nakash
QUOTE
ფიზიკის დარგში

ყოველთვის ძლიერი სკოლა გვქონდა მაგ დარგში. გვეკუთვნის!
ბესიკი ჯერ კიდევ მისი დიდების გარიჟრაჟზე მახსოვს, დუბნის მოკირწყლულ ბილიკებზე ველოსიპედით მოსეირნე. ბირთვულ ამბებში ტოლს ვინ დაუდებს. აიღებს ეგ პრემიას. მამულიშვილური ჟროანტელი მივლის, ცრემლს ვერ ვიკავებ...

Posted by: shprotisbanka 8 Dec 2010, 20:37
QUOTE
დიდად არ ვგიჟდები ამ კაცზე...

როგორც პოეტზე არც მე smile.gif
როგორც ადამიანი მომწონს,განსაკუთრებით წითელ ზონაში რო იყო ადრე მის მერე,გვახარია ეჩალიჩებოდა რო როგორმე მისგან საბჭოთა სინამდვილესთან მებრძოლი გმირი გამოეყვანა და ამან კულტურულად უთხარი წადი ბიძია შენს გზაზეო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: NIII_ 9 Dec 2010, 00:05
QUOTE
დიდად არ ვგიჟდები ამ კაცზე...


როგორც პოეტზე არც მე


ვახ,რა უცნაურია.. პოეზია გიყვარდეს და ეს კაცი - არა sad.gif

Posted by: caram-l 9 Dec 2010, 01:03
წყაროდ ეს გამოდგება?

http://armuri1.blogspot.com/2010/12/blog-post_08.html

Posted by: patriciia 9 Dec 2010, 09:34
caram-l
QUOTE
წყაროდ ეს გამოდგება?

ხო, მეც ეგ ვნახე
თვითონაც ილაპარაკა
მოვუსმინე
მოვუსმინე
მოვუსმინე
მოუსმინეთ თქვენც
მე რომ მოვუსმინე, საჩემოს ლაპარაკობდა და იქნებ თქვენც აღმოაჩინოთ სათქვენო
დარწმუნებული ვარ, სათქვენოსაც ლაპარაკობდა
რა ცოტას ლაპარაკობს, რა აბნეულ-დაბნეულად, but he says so much, so much with it.......

Posted by: shprotisbanka 10 Dec 2010, 14:49
patriciia
QUOTE
but he says so much, so much with it.......

ეგეც მაგან თქვა biggrin.gif?
თუ ამით უნდა მივხვდეთ რო ინგლისური იცი smile.gif?

Posted by: pretty 10 Dec 2010, 15:43
QUOTE
ბესიკ ხარანაული ნიბელის პრემიაზე წარადგინეს, არაჩვეულებრივი კაცი


spy.gif

ქართული პროზის საგანძურის მომდევნო ტომს ველი tongue.gif

Posted by: patriciia 10 Dec 2010, 19:21
shprotisbanka
QUOTE
თუ ამით უნდა მივხვდეთ რო ინგლისური იცი

რაც აქ ხალხი ინგლისურად წერს, ჩემი გაგიკვირდა, შე კაცო?! biggrin.gif

Posted by: Solveig 10 Dec 2010, 19:57
nakash
QUOTE
ნეტაი მიცენ...
რაც საქართველოში პოეტებია (განს მაგისი თაობის) ყველა გულის შეტევით დაიხოცება...


ნუ სომხეთში რომ საერთოდ დემოგრაფიული კატასტროფა შეიძლება მოხდეს მაგაზე არაფერს ვლაპარაკობ

biggrin.gif

რას ამბობ, კაცო, სომხებისა ამბავი რომ ვიცით, რაც ნობელანტი ყოფილა ლიტერატურაში, ყველას გამოუნახავენ სომხურ ფესვებს.
განსაკუთრებით, ფრანგებს და ამერიკელებს (ახლა, თაგორის, ვესლავა შიმბორსკას ან სელმა ლაგერლოფის სომხობა ძნელი დასაჯერებელია და.. biggrin.gif)

რაც შეეხება თემას-დიდად არ მიყვარს ხარანაულის პოეზია, მაგრამ ძალიან გამეხარდება, თუ ,მისცემენ.

თარგმანი კი ალბათ ძალიან რთული იქნება.

Posted by: minerva 10 Dec 2010, 23:35
QUOTE
ბესიკ ხარანაული ნიბელის პრემიაზე წარადგინეს, არაჩვეულებრივი კაცი


ძალიან გამეხარდა და ვგულშემატკივრობ smile.gif

Posted by: bukiscastle 7 Apr 2012, 23:02
“წიგნი ამბა ბესარიონისა“ ამის გამო ალბათ ?

Posted by: არწივი9 11 Jan 2018, 22:54
QUOTE (patriciia @ 8 Dec 2010, 15:27 )
earth
QUOTE
აბა ინფო საიდან ???

ტევედან
თვითონაც იყო საპატრიარქოს დილის პროგრმაში

რამდენადაც ვიცი ნობელის პრემიაზე წარდგენის ამბავი საიდუმლოდ რჩება 50 წლის განმავლობაში და ტვ-ში საიდან გაიგეს ამ ამბავზე?

Posted by: _Moxuci_ 11 Jan 2018, 23:06
არწივი9
QUOTE
რამდენადაც ვიცი ნობელის პრემიაზე წარდგენის ამბავი საიდუმლოდ რჩება 50 წლის განმავლობაში და ტვ-ში საიდან გაიგეს ამ ამბავზე?

გაჟონა შეიძლება ინფორმაციამ :დ

მაგალითად თამაზ ჭილაძე ყვებოდა, რომ ზურაბ ჟვანია იყო ჩემ ძმასთან მოსული და სიხარულით აცნობა, რომ ნობელის პრემიაზე წარადგინესო.

ოთარ ჭილაძე მართლაც იყო წარდგენილი და თანაც ორჯერ. ერთხელ სარამაგუმ აიღო იმ წელს და მეორედ აღარ მახსოვს ვინ წაგვართვა. ლევან ბერძენიშვილს თუ დავუჯერებთ საერთოდ არ ეკუთვნოდა იმ ტიპსო...

ბესიკ ხარანაულზე პირველად მესმის. ეს თემაც 8 წლის წინანდელია ახლა დავაკვირდი..

ისე ხარანაულის ლექსები მწარედ მახსოვს სკოლის ასაკიდან.

თუმცა მოგვიანებით დავაფასე.

Posted by: არწივი9 11 Jan 2018, 23:21
_Moxuci_
QUOTE
გაჟონა შეიძლება ინფორმაციამ

ნობელის პრემია მგონი იმ დონის მოვლენა არაა რომ ვინმე მასზე წარადგინონ და ამ ამბავმა გაჟონოს smile.gif ჩვენთან შეიძლება უბანში ძმაკაცმა უბნელს უთხრას, იმან დეიდაშვილს და ა.შ. და ა.შ. givi.gif



QUOTE
მაგალითად თამაზ ჭილაძე ყვებოდა, რომ ზურაბ ჟვანია იყო ჩემ ძმასთან მოსული და სიხარულით აცნობა, რომ ნობელის პრემიაზე წარადგინესო.

ჰოდა ზურაბ ჟვანიას საიდან შეეძლო ეს სცოდნოდა? შვეციიდან ახარეს?

აი მსგავსი თემა სხვათაშორის:
https://forum.ge/?showtopic=34202427&hl
ასეთივე უსაფუძვლო


QUOTE
ისე ხარანაულის ლექსები მწარედ მახსოვს სკოლის ასაკიდან.

მაგას სკოლაში ასწავლიან? როდის მერე?

Posted by: _Moxuci_ 12 Jan 2018, 16:59
არწივი9
QUOTE
ნობელის პრემია მგონი იმ დონის მოვლენა არაა რომ ვინმე მასზე წარადგინონ და ამ ამბავმა გაჟონოს smile.gif ჩვენთან შეიძლება უბანში ძმაკაცმა უბნელს უთხრას, იმან დეიდაშვილს და ა.შ. და ა.შ.

QUOTE
ჰოდა ზურაბ ჟვანიას საიდან შეეძლო ეს სცოდნოდა? შვეციიდან ახარეს?

მაღრაძის და ხარანაულის შემთხვევაში ვერაფერს გეტყვი, მაგრამ აი ჭილაძეზე კი აგერ უფრო დეტალურად შეგიძლია უყურო:

https://youtu.be/WBNMi5s4E1U?t=908


QUOTE
ისე ხარანაულის ლექსები მწარედ მახსოვს სკოლის ასაკიდან.

მაგას სკოლაში ასწავლიან? როდის მერე?

მინიმუმ 1 ათწლეული მაინც იქნება. ყოველ შემთხვევაში მე მასწავლიდნენ სკოლაში და სკოლა კაი ხნის დამთავრებული მაქვს.

რამდენიმე იყო, მაგრამ მე ეს ერთი დამამახსოვრდა

https://www.lyrikline.org/de/gedichte/3450#.WliwDXl8eUk





Posted by: Menestrel 15 Jan 2018, 13:25

გალაკტიონის ქვეყანაში ხარანაულს რომ წარადგენენ ნობელის პრემიაზე, ცოტა უცნაური ამბავი კია.

მარა გალაკტიონის სრულყოფილად თარგმნა შეუძლებელი იყო თავის დროზეც და ახლაც, ხარანაულის - გაცილებით ადვილია.

თან, რაც ბობ დილანს მისცეს ეგ პრემია, იმის მერე ძალიან ალმაცერად ვუყურებ.

Posted by: Solveig 15 Jan 2018, 15:18
ამ თემას რაღა აზრი აქვს, მართლა ვერ ვხვდები. ან რა ამოსაწევი იყო? 7 წლის წინ ვიღაცამ რომ წარადგინა ხარანაული, ეგ არაფერს ნიშნავს. პრემია რომ არ მიუღია, ეგ ერთია და ისიც კი უცნობია, ოფიციალური ნომინანტების სიაში მოხვდა, თუ არა. თავად ხარანაულზე კი არის ცალკე თემა..

Posted by: HurricaneKat. 15 Jan 2018, 16:36
QUOTE
ოთარ ჭილაძე მართლაც იყო წარდგენილი და თანაც ორჯერ. ერთხელ სარამაგუმ აიღო იმ წელს

სარამაგუ და ჭილაძე ძალიან გვანან ერთმანეთს წერის სტილისტური და სტრუქტურული მანერით
სარამაგუს ჯანსაღი, გონებამახვილური სარკაზმი აქვს და ჭილაძის ამით ჯობნის ჩემი აზრით
გულდასაწყვეტი ისაა რომ ჩვენი პროზაიკოსებიდან მხოლოდ ჭილაძეს ქონდა რეალური შანსი აეღო ეს პრემია
იქაც 'ღირსეულმა' აჯობა, ობიექტურები თუ ვიქნებით user.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)