#98944 · 15 Nov 2002, 14:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუკი ვინმეს გაქვთ Russian Apache-სთან მუშაობის გამოცდილება იქნებ დამეხმაროთ კოდირების პრობლემის დაძლევაში.
სერვერზე მაქვს CGI სკრიპტი, რომელიც ახდენს კონტენტის დამუშავებას. სკრიპტი განთავსებულია CGI-BIN დირექტორიაში. პრობლემა მაქვს UNICOD-თან, რომელიც როგორც ჩანს აპაჩეს რუსული მოდულის ბრალია - სკრიპტს არაფრით არ უნდა უნიკოდ ფორმატში სკრიპტის მიერ გენერირებული გვერდების გამოტანა, რომელზეც ტექსტის შესაყვანი ფორმებია განთავსებული.
საწყის ეტაპზე ვცადე Charset disable. ამან მოხსნა სკრიპტის მიერ შექმნილ ფაილებში უნიკოდის კირილიცაზე კონვერტაციის პრობლემა (აღსანიშნავია, რომ სტანდარტულ HTML-ში, რომელსაც ეს სკრიპტი ქმნის დოკუმენტების დირექტორიაში, არანაირი პრობლემა აღარ მაქვს - ხოლო მანამდე კი უნიკოდი კირილიცის (!) ათობითი სიმბოლოების ფორმატში კონვერტირდებოდა), მაგრამ შესაბამის ადგილებზე ჩარსეტის მითითების მიუხედავად სკრიპტის მიერ დინამიურად გენერირებული გვერდები მაინც კირილიცაში გამოდიოდა. ვცადე Charset, by extension, by url, source და სხვა ბრძანებების მიცემა - არაფერმა იმუშავა. არც CGI-ში SETLOCALES მითითებამ უშველა.
ეხლა მიხდება ტექსტის შესაყვანი ფორმების ბრაუზერში ხელით უნიკოდში გადაყვანა მათი ყოველი გახსნისას.
არის კიდევ სხვა საშუალებები?
--------------------
Tired, Wired, Expired.
|