#57127051 · 7 Nov 2020, 23:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | 36+36ჯამში QUOTE ძაბვა რამდენი აქვს გამომავალი მაგ პანელს?...
|
ორი გამომავალი აქვს თუ ორი პანელია ვერ მივხვდი?
დაპარალებაც შეიძლება ოღონდ ჩერეზ დიოდებით. მიიღებ 36 ვოლტს ორმაგი ამპერით ან იქნება 72 ვოლტი ნაკლები ამპერით, თუმცა საერთო ჯამში სიმძლავრე იგივეა. 36 ვოლტის შემთხვევაში აკუმულიატორები ბევრი არ დაგჭირდება. 24 ვოლტზე შეკრავ აკუმულიატორების ბანკას და ინვერტორიც ამ ძაბვაზე იმუშავებს.... მანდ მუდმივად არ იქნება ძაბვა 36 ვოლტი, ისედაც ითამაშებს ძაბვის შუალედი მზიან ამინდში, მაგრამ უნდა შეირჩეს ისეთი ძაბვის შუალედი რომ იმ სიდიდის ძაბვა იყოს მთელი დღის განმავლობაში, საშუალო მაჩვენებელზე ცოტა ნაკლებს აიღებ. შეიძლება 20 ვოლტზე მოგიწიოს აკუმულიატორების შეკვრა, და შესაბამისად ინვერტორიც ამ ძაბვაზე იმუშავებს. ეხლა ასე ზეპირად გამიჭირდება ყველაზე კარგი ნიშნული რომელი იქნება, უნდა დაგეგმო სად აყენებ რა ადგილზე და დაადო იმ ადგილზე დატესტო მთელი დღის განმავლობაში გქონდეს მიერთებული ტესტერი ძაბვის აღმნიშვნელზე და ამოწმო ყოველ საათში ყოველ ნახევარ საათში რა ძაბვას გიჩვენებს ჩაიწერე და მერე ჩანაწერებიდან აიღებ საშუალო მაჩვენებელზე ცოტა ნაკლები და მაგ ძაბვის სიდიდეზე იწყობა აკუმულიატორების შეკვრაც, მისი დასამუხტი მოწყობილობაც და ინვერტორიც.... თუ დაიჭირა 24 ვოლტი და მეტი მაშინ რათქმაუნდა მისგან მიღებული მ.ქ.კ. -იც შესაბამისად მაღალი გექნება, 36 ვოლტი მასეთი მაჩვენებელი არამგონია დილიდან საღამომდე გქონდეს შეიძლება მომენტში გქონდეს მაგრამ არა დილიდან საღამომდე, მოკლედ როგორც აგიხსენი ასე ხდება წესით. ხო კიდე პანელი პირდაპირ არ ერთდება აკუმულიატორებზე, გინდა სპეციალური დასამუხტი მოწყობილობა ლითიუმის აკუმულიატორებისთვის. მაგ სატენებშიც გაგარკვევ არ არის პრობლემა.
This post has been edited by procesora on 7 Nov 2020, 23:56
|