Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > სამშობიაროები,


Posted by: ლიკლიკა 27 Jan 2015, 21:02
წინა თემები

http://forum.ge/?f=97&showtopic=34555958&st=0

http://forum.ge/?f=97&showtopic=34619119&st=0


Posted by: სიყვა 2 Feb 2015, 01:34
ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ და პმ მირჩიეთ ფიზიოლოგიური გაყუჩებით ვინც იმშობიარეთ
მადლობა წინასწარ love.gif

Posted by: beqnesa 11 Feb 2015, 11:28
მეჩვენება თუ ჩაჩავაშI ფასები მომატებულია?? მეუღლე მივიყვანე ორშაბათს აღრიცხვაზე და თვალში მომხვდა მომატებული ფასები

Posted by: Disnay 12 Feb 2015, 18:27
დღეს მეც ვიყავი და რაღაც მეძვირა... სხვა ფასები მახსოვდა... საკეისრო 1 კაციან პალატაში 2000 მდე ურტყავს

Posted by: marituna 16 Feb 2015, 02:34
გამარჯობა გოგოებო, მშვიდობიანი მშობიარობა თქვენ და მე smile.gif
წინა თემაში ათულიას პოსტი ვნახე, საპატრიარქოს სამშობიაროზე, პირველი მანდ გავაჩინე, ვერ ვიტყვი რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, მაჰრამ მშვიდობიანად გამომიშვეს და მადლობის მეტი, რა მეთქმის.
მაშინ ვერაზე იყო, გადაიტანეს ეხლა, რა პირობებია?
სოფო ჯაში ისევ მუშაობს მანდ?

Posted by: anigio 16 Feb 2015, 11:31
გამარჯობათ გოგონებო 37 კვირის ორსული ვარ და პირველი ბავშვია,ძალიან ვნერვიულობ,გაგუასთან გადავწყვიტე მშობიარობა და თქვენი აზრი მაინტერესებს ამ კლინიკის მომსახურებასთან დაკავშირებით და როგორი კმაყოფილები ხართ?გთხოვთ მირჩიოთ ვისაც გიმშობიარიათ აქ.........

Posted by: etonk 17 Feb 2015, 06:03
QUOTE (anigio @ 16 Feb 2015, 11:31 )
გამარჯობათ გოგონებო 37 კვირის ორსული ვარ და პირველი ბავშვია,ძალიან ვნერვიულობ,გაგუასთან გადავწყვიტე მშობიარობა და თქვენი აზრი მაინტერესებს ამ კლინიკის მომსახურებასთან დაკავშირებით და როგორი კმაყოფილები ხართ?გთხოვთ მირჩიოთ ვისაც გიმშობიარიათ აქ.........

მეეც 37 კვირის ვარ და მეც მანდ ვაპირებ smile.gif ექიმი ვინ გყავს? მგონი კარგი კლინიკაა ჩემს გარშემო ყვე;ა აქებს და რავი...... war.gif war.gif

Posted by: anigio 17 Feb 2015, 12:28
გაგუასთან,თითონ გაგუა მამაჩემის ახლობელია მაგრამ მაინც მენერვიულება იქ დამხმარე პერსონალი როგორი ყავთთქო........ როდის დაგიბარეს ბოლო ვიზიტზე?მე 25ში უნდა მივიდე თუ იქამდე არ დამეწყო და იმედია დამათვალიერებინებენ პალატას.ბუნებრივად აპირებ? smile.gif

Posted by: fsiqea 18 Feb 2015, 17:58
ჯანმრთელობის სახლზე დაწერეთ რა შთაბეჭდილებები და ფასიც

Posted by: etonk 19 Feb 2015, 14:26
QUOTE (anigio @ 17 Feb 2015, 12:28 )
გაგუასთან,თითონ გაგუა მამაჩემის ახლობელია მაგრამ მაინც მენერვიულება იქ დამხმარე პერსონალი როგორი ყავთთქო........ როდის დაგიბარეს ბოლო ვიზიტზე?მე 25ში უნდა მივიდე თუ იქამდე არ დამეწყო და იმედია დამათვალიერებინებენ პალატას.ბუნებრივად აპირებ? smile.gif

კიი ბუნებრივად ,,რავი მე ვიკავი უკვე ბოლოზე და ველოდები ყოველდღე...თუ არაფერიო მაშინ 8 შიი უნდა მივიდე და დავწვე smile.gif მეანი არ ამიყვანია..რავი ბევრი კარგი მესმის მაგ კლინიკაზე და ვნახოტ მგონი კარგია smile.gif

Posted by: marg0 19 Feb 2015, 14:31
fsiqea

მშობიარობის შემდგომ შთაბეჭდილებებს ვერ დაგიწერ ჯერ, მაგრამ ფასებს კი biggrin.gif

ფიზიოლოგიური ღირს 1550 + 150(თუ გაუტკივარება გინდა)

საკეისრო 1600 + 270მდე დაახლოებით (ეს 270 წინასაკეისრო ანალიზებია )

პალატები ყველა ერთადგილიანია 2kiss.gif

Posted by: anigio 19 Feb 2015, 16:40
etonk
ხოოო...იმედია კარგად ვიმშობიარებთ ჩემი უკვე 3.700ია და მშობიარობის ბოლო დღე 5 მარტი მითხრეს მე თითონ სუსტი გოგო ვარ და არ ვიცი რა ვქნა sad.gif

Posted by: fsiqea 20 Feb 2015, 14:11
marg0
მადლობაა
* * *
მანდ აპირებ მშობიარობას? მე მანდ გადავწყვიტე და წინასწარ ვაგროვებ ინფ :-*

Posted by: marg0 20 Feb 2015, 15:20
fsiqea

კი, მანდ ვაპირებ smile.gif

Posted by: Mako :) 20 Feb 2015, 15:55
თუ იცით ჯანმრთელობის სახლში საკეისროს დროს ბავშვს მამის მკერდზე აწვენენ?

Posted by: etonk 21 Feb 2015, 02:38
QUOTE (anigio @ 19 Feb 2015, 16:40 )
etonk
ხოოო...იმედია კარგად ვიმშობიარებთ ჩემი უკვე 3.700ია და მშობიარობის ბოლო დღე 5 მარტი მითხრეს მე თითონ სუსტი გოგო ვარ და არ ვიცი რა ვქნა sad.gif

თუ რამე პრობლემა არგაქ სეერიოზული არ იფიქრო საკეისროზე დამიჯერე..ჩემსას დაჟე ჭიპლარი აქ შემოხვეული მაგრამ ექიმს ველაპარაკე და არ არი საჭიროო არ მინდოდა არაფრით საკეისრო..მერე რა რო პატარა ხარ გააჩენდა ნუფიქრობ ცუდზზე..აი ნახავ ძალიან ადვილად ჩაივლის ყველაფერი smile.gif

Posted by: eleven 21 Feb 2015, 11:43
გოგოებო, სახელმწიფო მშობიარობაზე ისევ ანაზღაურებს რაღაც თანხის

პ.ს. გაგუაში ბარკალაია იყო მეანი, აღარაა?

Posted by: garfield1 21 Feb 2015, 11:48
eleven
ბიბიდაში გადავიდა როგორც ვიცი


ჯან.სახლს რაც შეეხება,მე გაიკეთე მანდ პირველი საკეისრო და მეორეზეც მანდ მივდივარ მაისში,უზომოდ კმაყოფილი ვარ ყველაფრით

Posted by: eleven 21 Feb 2015, 11:51
გოგოებო, სახელმწიფო მშობიარობაზე ისევ ანაზღაურებს რაღაც თანხის? რამდენს?

პ.ს. გაგუაში მეანი- ვახტანგ ბარკალაია იყო და აღარაა?

Posted by: garfield1 21 Feb 2015, 11:56
eleven
500 ფიზიოლოგიურზე და 800 საკეისროზე
ოღონდ კერძოდ არ უნდა იყო დაზღვეული

ბარკალაია ბიბიდაშია

Posted by: eleven 21 Feb 2015, 13:43
რატო? გაგუაში იყ. მე ვიმშობიარე პირველზე მაგასთან.

Posted by: garfield1 21 Feb 2015, 13:52
eleven
რატომ გადავიდა არ ვიცი ნამდვილად,აქაური პოსტებიდან მახსოვს რომ ბიბიდაში გადავიდა

Posted by: eleven 21 Feb 2015, 14:02
მადლობა smile.gif ვინმემ იცით საიტი აქვს თუ არა ბიბიდას?

Posted by: Semper_Fidelis 21 Feb 2015, 17:21
Mako smile.gif


კიი ჯანმრთელობის სახლში საკეისროს დროს ბავშვს მამას გულზე აწვენენ smile.gif

Posted by: garfield1 21 Feb 2015, 17:33
Semper_Fidelis
არ აწვენენ,ბოლო რამდენიმე წელია ნამდვილად არ აწვენენ,არც კი ასწრებენ ვინმეს,რომელ დაწვენაზეა ლაპარაკი
ქორიძეს აქვს ასეთი მიდგომა ,ფიზიოლოგიურის მერეც კი არ აწვენენ დედას

Posted by: marguerite 21 Feb 2015, 18:32
eleven
ბიბიდაში გადავიდა ვახო.
სამშობიარო პირობები, მე როგორც ვიცი, ბიბიდაში უკეთესია.

---------------
თუ ოდესმე მეორე დავაპირე, სადაც ვახო იქნება, იქ წავალ მეც biggrin.gif

Posted by: eleven 21 Feb 2015, 19:30
გილზ, ისევ ორი კითხვა მაქვს.

ვთვათ გაგუაში ექიმი არ ავიყვანე და მივედი მშობიარე, ბებია ქალი. გარდა ვინმე მეანი იქნება?

პირველ მშობიარობაზე ჩაჭრა ჩახევა არ მქონია, ჰოდა მეორეზე მექნება თუ არა მაგით განისაზღვრება? თუ ბავშVების წონაშI დიდი განსხვავება არ იქნება
* * *
marguerite

შენ პირველი როდის გააჩინე? საკეისრო თU ფიზიოლოგიური?

Posted by: marguerite 21 Feb 2015, 23:38
eleven
3,5 წლის წინ, საკეისროთი.

-----------------

Posted by: villain 24 Feb 2015, 15:15
გამარჯობათ, ჩაჩავაში პალატების ფასები ხომ არ იცით? და ზურაბ დარახველიძესთან ხომ არ გიმშობიარიათ რომელიმეს?

Posted by: tlikina 24 Feb 2015, 15:59
villain
მე Gავაჩინე ორჯერ ზურასთან, Bოლოს იანვარში. Iზომოდ კმაყოფილი ვარ. 2 ადგილიანი ავიღე, 910 იანი. 1060 იანს ჯობია ჩემი Aზრით

Posted by: villain 24 Feb 2015, 16:01
QUOTE (tlikina @ 24 Feb 2015, 15:59 )
villain
მე Gავაჩინე ორჯერ ზურასთან, Bოლოს იანვარში. Iზომოდ კმაყოფილი ვარ. 2 ადგილიანი ავიღე, 910 იანი. 1060 იანს ჯობია ჩემი Aზრით

მადლობაა :* მე ერთ ადგილიანი მინდა და ხო არ იცი ფასები შემთხვევით?

Posted by: tlikina 25 Feb 2015, 14:55
villain
Aრ ვიცი, ა. Mიკითხია სიმართლე გითრა. Iსე ფასები მომატებულია, გაუტკივარება 250 ლატი, ზურას აყვანა Fიზიოლოგიური 350 ლარი

Posted by: TT+ 25 Feb 2015, 18:53
eleven

კი აფინანსებს, 500 ან 800 ლარს
800 ლარი იმ შემთხვევაში თუ საკეისროს საჭიროება არსებობს

garfield1
მეორე როდის გააჩინე?
მე მიწევს მარტის შუა რიცხვებში და არც კი მიკითხავს ჯანმრთელობის სახლში ფასი საკეისრო კვეთის smile.gif
5 წლის წინ ყველაზე ძვირი იყო და დარწმუნებული ვარ ახლაც ეგრე იქნება sad.gif
მაგრამ მაგ კომფორტს ვერ გავცვლი.

***
ისე ერთი უცნაური კითხვა უნდა დავსვა: ჯანმრთელობის სახლში ინტერნეტი არის? ლეპტოპს შემატანინებენ პალატაში?
რაღაც პროექტს ვუშვებთ და ჩემდა სამწუხაროდ ზუსტად ეგ პერიოდი ემთხვევა და არ ვიცი კომპის გარეშე რა გავაკეთო sad.gif


Posted by: garfield1 25 Feb 2015, 19:46
TT+
კი არის ინტერნეტი ,პლანშეტებიც აქვთ და თუ ეტყვი მოგიტანენ. მე მქონდა ლეპტოპი წაღებული და ვმუშაობდი
ფასს რაც შეეხება მე 2013-ის ივლისში გავაჩინე პირველი და მაისში ვაჩენ მეორეს
1665 ღირს საკეისრო და 277 წინასაკეისრო ანალიზები. ჯერ არ შეცვლილა და იმედია ეგენიც დოლარის კურსს არ გაყვებიან უსასრულობაში,რავიცი
დაზღვევა არ გაქვს ?

Posted by: kkatrin 25 Feb 2015, 21:52
გოგოებო ცოტა ჩაინიკური კითხვა უნდა დავსვა მაგრამ მაინც, აბა მშობიარობა უფასოაო? რომელიმე გარკვეულ კლინეკებშია უფასო ? 1200 ლარიდან მხოლოდ 500 ანაზგაურებენ? ეგ რა უფასო გამოდის?

Posted by: blblbl 25 Feb 2015, 22:02
kkatrin
500ლარიანში თუ იმსობიარებ უფასოა და 1200იანში თუ გინდა უკვე შენი კომფორტია biggrin.gif ნუ კარგი არააა მაგრამ ეგეც საქმეა

Posted by: kkatrin 25 Feb 2015, 22:13
ააა გასაგებია,და 500 ლარიანი სამსჰობიაროებიც არის ესეიგი ხო? რომელია ეგეტი სამსჰობიარო? მე 2012 ვიმსჰობიარე 1 სამშობიაროში ანუ შარაშიძის სამედიცინო ცენტრში ნახალოვკაში 1200 დამიჯდა.

Posted by: blblbl 25 Feb 2015, 22:22
kkatrin
ნამდვილად ვიცი რომ პირველ სამშობიაროში სრულიად უფასოდ შეგიძლია მშობიარობა 4კაციანში თუ დაწვები,გაგუაშიც ასეა მგონი და კიდევ რამდენიმეში.

Posted by: Ssalome 25 Feb 2015, 22:26
garfield1
QUOTE
,ფიზიოლოგიურის მერეც კი არ აწვენენ დედას

მე გავაჩინე ფიზიოლოგიურად სექტემბრის ბოლოს და დამაწვინეს გულზე wink.gif

Posted by: garfield1 25 Feb 2015, 22:57
Ssalome
ხო ? კარგია,ჩემმა მეგობარმა რომ გააჩინა არ დააწვინეს,არაა საჭიროო

Posted by: bukuna 26 Feb 2015, 00:04
Mეც ბარკალაიას მივყვები ბიბიდაში smile.gif უმაგრესი ექიმია. Aმ დღეებში უნდა გავიდე და ფასებსაც შევხედავ

Posted by: ratom86 2 Mar 2015, 22:47
ირაკლი მაჭარაძე როგორია?იქნებ დაწეროთ პირადი გამოცდილება?

Posted by: KeP 6 9 Mar 2015, 00:55
blblbl
რამდენჯერმე მომხვდა თვალში პოსტები გაგუაზე, ბარკალაია და ნუკრი მანჯგალაძე გადადიან?
ხო მშვიდობაა ? biggrin.gif

Posted by: marituna 9 Mar 2015, 01:47
მეან გინეკოლოგი, სოფო ჯაში ხომ არ გაგიგიათ ვინმეს? 2009 საპატრიარქოს სამშობიაროში მუშაობდა, სად მუშაობს ეხლა?

Posted by: katka 9 Mar 2015, 12:27
KeP 6
QUOTE
რამდენჯერმე მომხვდა თვალში პოსტები გაგუაზე, ბარკალაია და ნუკრი მანჯგალაძე გადადიან?
ხო მშვიდობაა ?

მანჯგალაძე როდის გადავიდა?სექტემბერში გავაჩინე მაგასთან გაგუაში

Posted by: ლუნა 10 Mar 2015, 14:52
kkatrin

როგორ ხარ? მეორეს ხომ არ ელოდები? wink.gif

მე მეორე ბავშვზე შარაშიძეში 4 კაციანში ვიყავი და კაპიკი არ გადამიხდია მთლიანად სახელმწიფომ დააფინანსა..
ოღონდ არც ექიმი ამიყვანია და არც გაუტკივარება გამიკეთებია, ამეების ჩათვლით რათქმაუნდა დაემატება თანხა.

Posted by: kkatrin 11 Mar 2015, 16:48
ლუნა
კარგად საყვარელო შენ როგორ ხარ ? არ ჯერ არ ვარ მაგრამ მაინც ვარკვევ რაღაცეებს წინასწარ biggrin.gif

Posted by: khatia_s 14 Mar 2015, 14:45
ბიბიდაში როგორი პირობებია დაწერეთ გთხოვთ. ბარკალაიასთან გავაჩინე პირველი გაგუაში და ახლ როგორც ვიცი ბიბიდაშია გადასული .

Posted by: baby2 14 Mar 2015, 20:37
გამარჯობა, გოგოებო!!

"ლანცეტში" ხომ არ გაგიჩენიათ ვინმეს? ან ხომ არ გაგიგიათ რომ ვინმე სულიერს გაეჩინოს? smile.gif დღეს დავათვალიერე, ნორმალური კლინიკა ჩანს, ახალი და გაკრიალებული. პაციენტებიც არ ყავთ ბევრი, სიწყნარეა. ოთახებიც დიდი, ნათელი, კარგი სააბაზანოთი.

უბრალოდ ვინმეს მინდა დაველაპარაკო, ვინც იქ გააჩინა smile.gif შთაბეჭდილებები მაინტერესებს.

"იმედის კლინიკა" მქონდა გადაწყვეტილი და ახლა ვფიქრობ..

Posted by: khatia_s 14 Mar 2015, 20:43
ლანცეტი ახალი გახსნილია და კეთილმოწყობილი კლინიკა უნდა იყოს . ექიმებზე არაფერი მსმენია სამწუხაროდ sad.gif თუ რომელიმემ გააჩინეთ ლანცეთში დაწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები გთხოვთ.
* * *
ახალ სიცოცხლეზეც დაწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები გთხოვთ .

Posted by: ratom86 17 Mar 2015, 20:47
http://www.hera2011.ge/indexhera.php?id_pages=34
ეს ნახეთ რა, პირდაპირ გადმოუკოპირებიათ "აღებული ვაუჩერით ორსული დგება აღრიცხვაზე ,,იმედის კლინიკის” ქალთა კონსულტაციაში "
ეს უწერია ჰერას, რომ აღრიცხვაზე დადექით იმედის კლინიკაშიო,
http://www.imediclinic.com/43254304431443114304-43134317431643214323431443224304433043124304.html
ესეც ანალოგიური ლინკი,
არადა ნორმალური შთაბეჭდილება მაქვს ჰერაზე და არ მინდა გამიქარწყლდეს aba.gif

Posted by: revolte 24 Mar 2015, 15:02
დავით გაგუას კლინიკაში ვფიქრობ საკეისროს გაგუასთან

რამდენად კმაყოფილები ხართ ,ვისაც შეხება გქონიათ ამ კლინიკასტან?

Posted by: Nufi 24 Mar 2015, 16:05
გოგოებო ჩაჩავაში ვინ არის კარგი მეან-გინეკოლოგი?

Posted by: Hypotenuse 24 Mar 2015, 17:29
"იმედის კლინიკის" განხილვა ღირს საერთოდ? ვინმეს თუ გიმშობიარიათ, ვისთან და რამდენად კმაყოფილი იყავით?

Posted by: qeetii 24 Mar 2015, 18:10
Hypotenuse
მე ვიმშობიარე და ძალიან კმაყოფილი ვარ. მაია მჭედლიძე მყავდა აყვანილი

Posted by: catherin 24 Mar 2015, 18:34
Hypotenuse
მე გავიკეთე საკეისრო იმედში.მეც მჭედლიძე მყავდა აყვანილი.დიდად არ გადავირიე,მაგრამ ეხლა რომ მეორეს ვაჩენდე,ექსპერიმენტებს არ ჩავატარებდი და ისევ იმედში მივიდოდი smile.gif vip პალატები მომწონს შორიდან.ღირს მგონი გარკვევა.

Posted by: khatia_s 25 Mar 2015, 00:08
QUOTE (revolte @ 24 Mar 2015, 15:02 )
დავით გაგუას კლინიკაში ვფიქრობ საკეისროს გაგუასთან

რამდენად კმაყოფილები ხართ ,ვისაც შეხება გქონიათ ამ კლინიკასტან?

გაგუაში პირველი გავაჩინე ბარკალაიასთან და ძალიან კმაყოფილი ვარ . მეორესაც მანდ ვაპირებ .

Posted by: Mafanya 25 Mar 2015, 09:50
ratom86
QUOTE
არადა ნორმალური შთაბეჭდილება მაქვს ჰერაზე და არ მინდა გამიქარწყლდეს aba.gif

კონტენტზე ვინც მუშაობს არ ყოფილა მოწოდების სიმაღლეზე პროფესიონალიზმით, მაგრამ კლინიკა მართლა ნორმალურია. მე ერთი გაგუაში გავაჩინე, მეორე ჰერაში, გაგუა არ მომეწონა და ჰერა ნორმალური კლინიკაა, სოსო მყავდა აყვანილი და თუ კიდევ გადავწყვეტ გაჩენას ისევ მანდ მივალ.

Posted by: Ekusha_Ekusha 26 Mar 2015, 19:02
ჰერა მეც მომწონს , ნორმალური სიტუაცია იყო მე რომ გავაჩინე და მეორეზე როცა ვიფიქრებ ისევ ჰერაში გავაჩენ : ) სოსო მყავდა მეც აყვანილი და კმაყოფილი ვარ ყურადღებით და Yველაფრით...

Posted by: ვერონიკა 26 Mar 2015, 19:08
გოგოებო, მაინტერესებს ბაიები თუ გაგიგიათ ორთაჭალაში, მეოთხე სამშობიაროს ნია ონიაშვილმა გახსნა და ძალიან აქებენ. ჩემმა ორმა მეგობარმა იმშობიარეს და პირობებითაც კმაყოფილები არიან. ეს ნია როგორი ქალია, ღირს გარისკვა?

Posted by: mashusha 26 Mar 2015, 19:14
ვერონიკა


მე მგონი ახლახანს გაიხსნა და იაფიც არის ხო?
ჩემმა ტანამშრომლის ცოლმა იმშობიარა სადღაც 3 -4 კვირიის წინ და ძალიან კმაყოფილი იყო ეს კაცი. სისუფტავეო, წესრიგიო, კარგი პერსონალიო. მე მგონი 500 ლარი დაუჯდა სულ.

Posted by: ვერონიკა 26 Mar 2015, 19:29
mashusha
QUOTE
მე მგონი ახლახანს გაიხსნა და იაფიც არის ხო?
ჩემმა ტანამშრომლის ცოლმა იმშობიარა სადღაც 3 -4 კვირიის წინ და ძალიან კმაყოფილი იყო ეს კაცი. სისუფტავეო, წესრიგიო, კარგი პერსონალიო. მე მგონი 500 ლარი დაუჯდა სულ.

კი იაფია ძალიან, თავისი ლუქსითა და ექიმის აყვანით, სასწაული ფასები აქვთ. ჩემა დაქალმა იმშობიარა ლუქსში და სამი დღე ქმარი თავისთან ჰყავდა. ძალიან კმაყოფილი დარჩა. თბილი პერსონალიაო.

Posted by: bukuna 26 Mar 2015, 19:41
Bიბიდას პირობები არ მომეწონა,ბარკალიას ხათრით მივედი.პალატასი არც ტელევიზორი,ვაიფაიც იშვიათად ძლივს იჭერდა,ბოლო კვება 17:30-ზე და სულ მშიოდა,შემოტააც არაო. Pერსონალი ყურდღებიანი ყავთ. Aრც ჰიგიენის ნივთებია საპნის გარდა.გაგუაში ყველაფერი იყო,პაკეტებიც,ფორმულაც,საჭმელიც. Xო,ხელოვნურს არ აძლევენ არავითარ შემთხვევაში,არადა გვიან მომივუდა რძე. Mოკლედ მე არ წავიდოდი რომ მცოდნოდა.უბრალოდ, ვახოს ხათრით,ძალიან ვენდობი

Posted by: khatia_s 1 Apr 2015, 23:49
გაგუაში ვინც გააჩინეთ ამ ბოლო დროს , გთხოვთ თქვენი შთაბეჭდილებები დაწეროთ.

Posted by: amoeka 3 Apr 2015, 01:50
გოგოებო ემბრიოშო ვინც იმშობიათ ბოლოს, თქვენი შთაბეჭდილებები დაწერეთ.
3წლის წინ მამდ ვიმშობიარე, ნეტა რამე ხომ არ შეიცვალა?

Posted by: revolte 3 Apr 2015, 02:00
amoeka

ემბრიოს მეც განვიხილავ და მაინტერესებს
არსენა ონიკაშვილს აქებენ მანდ როგორც ვიცი

Posted by: amoeka 3 Apr 2015, 02:02
revolte
მე არ მყოლია აყვანილი ექიმი და არც ახლა ვაპირებ.
მაშინ ძალიან მომეწონა,მაინტეტესებს ვინც ბოლოს იმშობიარა იმათი აზრები.

Posted by: revolte 3 Apr 2015, 02:07
amoeka
მე ცოტა რთული მდგომარეობა ამქვს,საკეისროც დამჭირდება და დრო რო მოვა ექიმის აყვანაც მომიწევს

მერამდენე თვეში ხარ? მალე გიწევს?

Posted by: makavel1 3 Apr 2015, 02:20
amoeka
2 ვე იქ გავაჩინე 2012 და 2013 ში, მესამეს რომ ველოდებოდე ისევ იქ წავიდოდი

Posted by: revolte 3 Apr 2015, 02:24
makavel1
ცოტა უფრო ვრცლად შეგვიძლია გვითხრა რითი ხარ კმაყოფილი და რითი არა? ან რომელ ექიმს უწევ რეკომენდაციას? ბავშვებს როგორ უვლიან და ა.შ

Posted by: ეთუნი 3 Apr 2015, 07:27
გოგოებო, მინი გამოკითხვა მინდა მოვაწყო, მშობიარობას ჯანმრთელობის სახლში თუ ჩაჩავაში მირჩევთ? და რომელში რომელ ექიმთან? ვმერყეობ ამ 2 შორის

Posted by: Pumpula 3 Apr 2015, 08:04
ეთუნი
Tu chachava mashin zurab daraxvelidze

Posted by: garfield1 3 Apr 2015, 08:16
ეთუნი
ჯანმრთელობის სახლი, ამირან ქორიძე

Posted by: amoeka 3 Apr 2015, 12:35
makavel1
აყვანილი გყავდა ექიმი? რამდენ საწოლიან პალატაში იწექი?
მე ვფიქრობ 1 იანში დავწვე. რას მირჩევთ?
იvნისის 23ში ველოდები, გრძელმკლავიანი ბოდეები 3-4 ცალი დამჭირდება?

Posted by: Mafanya 3 Apr 2015, 12:52
amoeka
გრძელმკლავიანი ვფიქრობ საერთოდ არ დაგჭირდება, მოსაცმელი უყიდე რამე გრძელმკლავიანი პირველი დღეებისთვის და მერე სულ მოკლემკლავიანი ბოდებით გეყოლება მთელი ზაფხული.

Posted by: Schneckchen 3 Apr 2015, 12:59
იმედში ვინმემ იმშობიარეთ ვიპ განყოფილებაში ? ჰერასა და იმედს შორის ვმერყეობ.

Posted by: garfield1 3 Apr 2015, 13:02
amoeka
მე აგერ ამ თვის ბოლოსკენ ველოდები სავარაუდოდ და გრძელმკლავიანი ერთი ბოდე და რამდენიმე თხელი მოსაცმელი მაქვს მარტო
მაგრამ ნუ მე ცოტა ვაფრენ მსგავს საკითხებში biggrin.gif

Posted by: mashusha 3 Apr 2015, 13:25
amoeka
QUOTE
იvნისის 23ში ველოდები, გრძელმკლავიანი ბოდეები 3-4 ცალი დამჭირდება?


მე 2 ცალს მაინც ვიყიდდი შენს ადგილას. ამბობენ წელს გრილი გაზაფხულ-ზაფხული იქნებაო. ამასტან, თბილისში ძალიან ხშირად მთელი ივნისის თვე წვიმს და გრილა. ახალშობილი ტემპერატურას ვერ ინარჩუნებს ისე როგორც ჩვენ, ამიტომ, თავიდან დახმარება სჭირდება. გქონდეს მაინც 2 ცალი ბოდე, ყოველი შემთხვევისთვის...

Posted by: duduna18 3 Apr 2015, 14:20
ჩაჩავას ვფიქრობ, თან სადღაც 5-6 თვიდან მინდა ავიყვანო მეანი.. დარახველიძეს აქებენ მანდ. არ ვიცი, ჯერ ვერ გადავწყვიტე და გამოცდილებმა მირჩიეთ ჩაჩავაზე რაიმე რა

Posted by: garfield1 3 Apr 2015, 14:40
duduna18
5-6 თვიდან რატომ ?
35-36 კვირის მერე მიდიან მეანთან. დარახველიძე კარგია ნამდვილად

Posted by: amoeka 3 Apr 2015, 14:45
mashusha
მადლობა, ასე ვიზავ smile.gif

* * *
garfield1
ქუდი არ დამჭირდება სავარაუდოდ ხო?

არადა მეორე ბავშვია მაგრამ თითქოს არ მახსოვს რა წავიღე მაშინ. ანდრია 21მაისს დაიბადაsmile.gif

Posted by: makavel1 3 Apr 2015, 14:59
amoeka
revolte
ლუქსში ვიყავი 2 ვეჯერ. ყურადღება და სისუფთავე კარგი, პირველზე არ გაყვდათ და მეორეზე ღამე გაყვდათ ბავშვები, ექიმები ყველანი კარგები არიან და ყველას ვუწევ რეკომენდაციას პედიატრი ძალიან კარგი ყავთ. ბავშვს ყოველდღე სინჯვდე წონიდნენ და ა.შ.

Posted by: amoeka 3 Apr 2015, 15:02
makavel1
ანუ ლუქსში დედა ან მეუღლე დარჩება ხო?
პირველი მეც მანდ გავაჩინე მართლა ყურადღებიანები არიან.
ახლა ნეტა როგორი ფასები აქვთ პალატების?

Posted by: makavel1 3 Apr 2015, 15:04
amoeka
კი ხან დედა რჩებოდა ხან ქმარი. იგივა მგონი ფასები დაა დაზღვევა საყოველათაო საკეისროს 800ლარს ანზღაურებს და მშობიარობას 500

Posted by: amoeka 3 Apr 2015, 15:14
makavel1
პოსტ სამშობიარო სტრესი მქონდა და 3 ადგილიან პალატაში ისე გამიჭირდა...
სულ მობილური ურეკავდა ერთ გოგოს ხან სულ ტიროდა და ა.შ 2 დღე ნახევარში გამოვიქეცი
მაგიტომ ვფიქრობ 1იანს ან ლუქსს smile.gif

Posted by: garfield1 3 Apr 2015, 16:13
amoeka
ქუდს სამშობიაროში აფარებდნენ ჩემსას და იმის მერე არ გამიკარებია,თან ზაფხულში,რავიცი არამგონია დაგჭირდეს

Posted by: kkatrin 3 Apr 2015, 16:21
Schneckchen
QUOTE
იმედში ვინმემ იმშობიარეთ ვიპ განყოფილებაში ? ჰერასა და იმედს შორის ვმერყეობ.

იმედში ჩემ ახლობელმა იმშობიარა და ძAან კმაყოფილი იყო.თან მყვებოდნენო.

Posted by: amoeka 3 Apr 2015, 16:47
garfield1
სამშობიაროში მე ვაფარებდიხოლმე, შემოვიდოდა პედიატრი და მოხდიდა, მის მერე არც მე დამიფარებია smile.gif

Posted by: blblbl 3 Apr 2015, 17:23
amoeka
დაგჭირდება სამშობიაროსთვის მერე აღარ,რომ იბადება პატარა რა ტემპერატურაც არ უნდა იყოს ქუდს და ნასკებს აცმევენ მაშინვე,მაგას მოგთხოვენ წინასწარვე რომ მისცე.მეორე დღიდან მოხდი

Posted by: ეთუნი 3 Apr 2015, 20:12
Pumpula გმადლობთ რჩევისთვის smile.gif


garfield1
აი შენს მშობიარობას იცი როგრო ველოდები, რომ დაწერო ამ ჯერად რა ხდება ჯანმრთელობის სახლში

Posted by: garfield1 3 Apr 2015, 20:27
ეთუნი
უი smile.gif
დავწერ აუცილებლად
მაშუშას არ დაუწერია ისე როგორი კმაყოფილია, კარგი იქნებოდა მისი აზრის მოსმენაც

Posted by: ratom86 3 Apr 2015, 20:47
QUOTE (Schneckchen @ 3 Apr 2015, 12:59 )
იმედში ვინმემ იმშობიარეთ ვიპ განყოფილებაში ? ჰერასა და იმედს შორის ვმერყეობ.

+1
მეც მაინტერესებს, ჰერას ლუქსი, ვინც იმშობიარეთ დაწერეთ როგორი პირობებია?

Posted by: Schneckchen 3 Apr 2015, 20:54
ratom86
ერთად გვიწევს თან biggrin.gif

Posted by: ratom86 3 Apr 2015, 21:19
QUOTE (Schneckchen @ 3 Apr 2015, 20:54 )
ratom86
ერთად გვიწევს თან biggrin.gif

bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: revolte 3 Apr 2015, 23:08
makavel1
მადლობა, ან ემბრიო ან გაგუა, არ ვიოცი რომელს ავირჩევ..ალბათ რომელსაც ჩემი გინეკოლოგი გაუწევს რეკომნედაციას,

Posted by: duduna18 3 Apr 2015, 23:49
garfield1 პირველია, თან გულის მანკზე ვარ ნაოპერაციევი და ვფრთხილობ რაღაცნაირად.. მადლობა :*

Posted by: BAZZILIO 4 Apr 2015, 04:42
გოგოებო, იმედში რომელ ექიმს გაუწევთ რეეკომენდაციას?

Posted by: Colors123 4 Apr 2015, 10:08
BAZZILIO
მაია მჭედლიძესთან იარა ჩემმა დაქალმა ძალიან კმაყოფილი იყო და მეც მასთან მივედი
ძალიან ყურადღებიანია ჯერჯერობით მომწონს biggrin.gif

Posted by: catherin 4 Apr 2015, 11:03
BAZZILIO
მაია მჭედლიძე მყავდა მეც.მომეწონა,სასიამოვნო,ყურადღებიანი ქალია.ეხლანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო მომწონს,რადგან არ გარისკა და საკეისრო გამაკეთებინა.მე ნაკერზე პრობლემა შემექმნა,მაგრამ ექიმის ბრალი რამდენად იყო,არ ვიცი,შეიძლება მე ვერ მოვუარე სათანადოდ.ზოგადად იმედის კმაყოფილი ვარ.ყურადღებიანი პერსონალი შემხვდა.სანიტრიდაან დაწყებლი ყველა ღიმილიანი სახით იყო და ჩემ გაუთავებელ კითხვებს შუაღამისასაც ამომწურავად პასუხობდნენ biggrin.gifცოტა სისუფთავეში იჭედებიან,მაგრამ ვიპში უკეთესი მდგომარეობა იქნება მაგ მხრივ.ჩემ დროს ჯერ არ იყო გახსნილი.კიდევ ის არ მოეწნა,რომ გამოწერისას ბავშვი გასინჯა პედიატრმა,ხელი მომაწერინეს,რომ ჯანმთელს მატანდნენ და 1 კვირაში პლიკლინიკაში აღრიცხვაზე რომ დავაყენე,აღმოჩნდა,რომ გულზე შული ქონდა,რაც წესით დაბადებიდან უნდა ქონოდა და აშკარად გამოეპარათ სამშობიაროში.

Posted by: qetusiaa_qetuu 4 Apr 2015, 11:22
გოგოებო ახალ სიცოცხლეზე რა აზრის ხართ?

Posted by: KeP 6 4 Apr 2015, 11:35
catherin
ხშირად ეგ შუილი ფიზიოლოგიურია და ნელნელა გაუვლის
ანუ პათოლოგია არაა, ექოზე გააკონტროლეთ
საყოველთაოთი უფასოდ ეკუთვნის ყველაფერი
ეტყობა ესე იყო, მაგრამ აუცილებლად Uნდა ეთქვათ მაინც

qetusiaa_qetuu

Posted by: catherin 4 Apr 2015, 11:39
KeP 6
კი,გადაუარა უკვე.ოდნავ ისმოდა ისედაც.უბრალოდ,კარგი იქნებოდა სამშობიაროშივე ეთქვათ.იმ მომენტში ძალიან გავბრაზდი იმედის პედიატრებზე smile.gif

Posted by: BAZZILIO 4 Apr 2015, 15:00
Colors123
catherin
მადლობა გოგოებო

Posted by: Chloe 7 Apr 2015, 13:37
garfield1
ეთუნი

მე გავაჩინე ფიზიოლოგიურად 31 მარტს ჯანმრთელიბის სახლში .
სამშობიარო ბლოკში ცოტა ცვლილებებია ინვენტარის კუთხით, საოპერაციოში არ ვიცი რა ხდება. კოსმეტიკური რემონტია გაკეთებულI მთლიანად თუმცა პალატებში საწოლი და ავეჯი ისევ იგივე დგას smile.gif
თვითონ პერსონალზე აღარ დავეწერ, როგორც ყოველთვის ყურადღებისნები არიან და ყველაფრრმა კარგად ჩაიარა.

Posted by: Nucarina 7 Apr 2015, 20:11
garfield1
მოკლედ მეც ესე გადავწყვიტე, შენ მშობიარობას ველოდები და მერე გადავწყვიტავ ჯანმრთელობის სახლზე smile.gif
აბა შენ იცი, შენ იმედზე ვართ smile.gif

Posted by: mashusha 8 Apr 2015, 19:48
ეთუნი
მე ვიმშობიარე ჯანმრთელობის სახლში.

დაგიწერ რა მომეწონა და რა არა.

პირველ რიგში ვიტყვი, რომ არაფრის წაღება არ დაგჭირდება. მე მივიტანე ჩემი ნივთები და პირველ დღეს უკან დამაბუნებინეს. ღამის პერანგი, ერთჯერადი ტრუსები, საფენები, ხალათები, რა ტქმა უნდა თეთრეული, ბავშვისტვის პამპერსები, საწოვარა აქვთ იქ. შენ თუ გინდა წაიღე შენი ღამის პერანგი.

კვებაა ოთხჯერადი, საკმაოდ კარგი,. არ გშია, ნორმალური მენიუა. პალატაში ტვ-იც გაქვს, კარგი გათბობაც, სისუფთავეა და ახალგარემონტებული. თუ ვტქვათ კუჭში გავსლის პრობლემა გაქვს მიკროოყნასაც იქ გაძლევენ : ))) ამას იმტიომ ვწერ რომ აქ გოგოებმა ტქვეს ჩვენ მიგვატანინეს მიკროეყნებიო. ინტერნეტიც უნდა იყოს რგორც მახსოვს, მე არ მქონდა ტავი და ლეპტოპი არ შემიტანია. მობილზე კორპორაციული ინტერნეტი მაქვს. ამიტომ, იმათი არ დამჭირვებია.

ექიმები შემოდიან ძალიან ხშირად და ამბავს კიტხულობენ. ყოველ დილას შემოდის ერთი ქალბატონი და გაიძულებს რომ ივარჯიშო მისი თანდასწრებით, რომ საშვილოსნოს დაწევა და სხვადასხვა პათოლოგია არ გამოიწვიოს საკეისრომ.

ბავშვი გაჰყავთ, კარგად ბანენ და უვლიან.

ეს დადებითები


რა არ მომეწონა

ჩემს პალატას გაფუჭებული ჰქონდა ზარი, ამიომ, ვერ ვრეკავდი როცა მჭირდებოდა ექთანი. წინასწარ გააარკვიე რომელ პალატაში შეყავხარ და ქინება თუ არა იქ ზარი. მე-2 და მე-4 პალატებს არ ჰქონდათ.

ბავშვები გაჰყავთ და თვითონაც შემოდიან, მაგრამ ხანდახან შეიძლება ,,დავიწყდეთ,, შემოსვლა და ვტქვათ 5 საათი შენტან იყოს ბავშვი, ანუ ჭამა ცაუვარდეს. ერთხელ ბავშვების მომვლევს ვუტხარი ხუთი საათია უკვე აქ არის და ჭამა არ უწევს ტქო, ექიმს გაუგია დერეფანი იდგა თურმ და ძალიან გაბრზდა, რას ჰქვია 5 საათია ბავში არ მოუკიტხათო. ნუ, მაინც განმეორდა მსგავსი, ამიტომ, ცოტა ყურადღებით ამ მხრივ. ისე შემდოიან გეკიტხებიან შემოგიყვანოთ თუ არაო, გაყავთ და აშ..

პირვე; დღეს გახვეული ჰყავთ ამიტომ ტანსცმელი არ სჭირდება. მეორე დღიდან გტხოვენ ბავშვის ჩასაცმელს და მიუტანე.

ქორიძე შემოდივია 2-3ჯერ მომიკიტხა, გადახვევებიც მან გამიკეთა. ტელეფონს გაძლევენ რომ გამოხვალ და თუ რამე გიჭირს ნებიმიერ დროს გპასუხობენ. ეს სახლში რომგამოხვალ მერე.

მეორე თუ მესამე დღეს ექოზე გაგიყვანენ და გააკონტროლებენ საშვილოსნოს მდგომარეობას. ესაა რა დდ

Posted by: Nucarina 8 Apr 2015, 23:24
mashusha
რა კარგი გოგო ხარ!
მოკლედ უარყოფითებში როგორც მივხვდი მარტო ზარის არ მუშაობაა და კიდევ ქალი რომელიც ვარჯიშს გაძალებს smile.gif
საკეისროზე არ ვიცი და ფიზიოლოგიურზე სხვა კლინიკებში საერთოდ არ გაყავთ ბავშვი და ხელოვნურ კვებაზე ლაპარაკიც არაა

Posted by: mashusha 8 Apr 2015, 23:40
Nucarina
QUOTE
კიდევ ქალი რომელიც ვარჯიშს გაძალებს


ო, არა, ეს დადებითია. ძალიან კარგი ქალია და ის ვარჯიშიც აუცილებელია საკეისროს შემდეგ.

,მასაჟისტი ირინა ჰყავთ, საყვარეი და თბილი ქალია, მაგრამ, ვაი, მტრის ძუძუებს არ ვუსურვებ ისეთებს აკეთებს : ))) იმ წუთას შვებაა, რადგან გამაგრებებს მკურნალობს, მაგრამ, ჯობია რომ შენი შეიყვანო. ამბობენ, წინასწარ ხდება ამაზე მოლაპარაკებაო. თუ ძალიან გაჭირდა, ირინას ქიით არ გაქვთ გზა...

QUOTE
ხელოვნურ კვებაზე ლაპარაკიც არაა



ეს დადებითში ჩავუწერო ჯანსახლს თუ უარყოფითში, არ ვიცი

ა,ბობენ, პატარები ეჩვევიან საწოვარას და ხელოვნურს და მერე ძუძუს აღარ ეკარებიანო. ჩემს ეს პრობლემა არ ჰქონია მაგრამ, სხვას აქვსო და რა ვიცი..

არადა, ეგებ არ გაქვს რძე, რა უნდა მისცენ პატარას?

Posted by: narkozeli 8 Apr 2015, 23:46
QUOTE
იმედში ვინმემ იმშობიარეთ ვიპ განყოფილებაში ?


ჩემმა დამ გააჩინა 30 მარტს და აღფრთოვანებულია მაგ VIP განყოფილებით.

მოკლედ კმაყოფილია ფრიად.ტკბილი მოგონებები აქვს biggrin.gif ემოციურია ძალიან და ასე ადვილად თუ გადაიტანდა ამ ყველაფერს,არ მეგონა biggrin.gif საკეისრო კვეთაც ძალიან მარტივად,მეორე დღიდან უპრობლემოდ დადიოდა,ბავშვსაც უვლიდა.ექთნებიც მეხმარებოდნენო.გარემო კარგიაო
მოკლედ კმაყოფილია იმედის კლინიკით (მე არ მიყვარს დიდად ეგ კლინიკა უნდა ვაღიარო) მაგრამ მთავარია რომ თვითონ კმაყოფილია
მეანი გიგა ყავდა გურასპაშვილი,თან გადმოყვა ლამის (თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო რომ ახლობელია ჩვენი) მოკლედ გაჩენიდან მეორე დღეს ამბობდა რა რთული მეგონა ეს ყველაფერი და თურმე ყველაფერი გაცილებით მარტივი ყოფილა,მეორესაც გავაჩენ მალეო givi.gif
საკეისრო კვეთა სიკვდილის ტოლფასი ეგონა ისე არ უნდოდა და ეშინოდა,ეხლა მაგის მომგონს ლოცავს givi.gif
მიხარია რომ ბედნიერი და კმაყოფილია bis.gif


p.s. ძუძუთი კვებაზე რა საშინელებები მქონდა აქ წაკითხული,მეგონა ყველა ასე იყო user.gif რძე აქვს ულევი,არც ძუძუს თავები აქვს გაღიზიანებული,არც მასაჟი და გამოწველები დასჭირვებია,არც რამე აწუხებს თფუ თფუ ჯვარი წერია biggrin.gif

Posted by: garfield1 9 Apr 2015, 00:14
mashusha
QUOTE
ა,ბობენ, პატარები ეჩვევიან საწოვარას და ხელოვნურს და მერე ძუძუს აღარ ეკარებიანო. ჩემს ეს პრობლემა არ ჰქონია მაგრამ, სხვას აქვსო და რა ვიცი..

უჰ კარგი რა, საკეისროს მერე გვიან დგება რძე და აბა ხო არ აშიმშIლებენ ბავშვს ის დღეები. ჩემიც ჯიუტობდა, არ უნდოდა ძუძუს ჩადება, მაგრამ ცოტა ვიწვალეთ და მიეჩვია.
Nucarina
QUOTE
კიდევ ქალი რომელიც ვარჯიშს გაძალებს

ვაიმე მაგ ქალის დამსახურებაა მეორე დღიდან ჩიტივით რომ ვიყავი, ძალიან დამეხმარა
narkozeli
QUOTE
გიგა ყავდა გურასპაშვილი,

მეც უნდა აღვნიშნო რომ საერთოდ არავაინ არაა ჩვენი და არც აყვანილი ყოლია ჩემ დას, მორიგე ეგ იყო მეორეზე რომ მშობიარობდა და აი ისე გადამყვა თანო, მსგავსი ყურადღებიანი ექიმი არ მინახავსო, ზოგადად ეგეთი ტიპია ალბათ

Posted by: kato_stropa 9 Apr 2015, 02:17
garfield1
QUOTE
ქორიძეს აქვს ასეთი მიდგომა ,ფიზიოლოგიურის მერეც კი არ აწვენენ დედას

სულ რომ ბოლო ექიმი იყოს ქორიძე,მაგის გამო არ წავალ მასთან sad.gif
მე ქმარი დავითანხმო სამშობიაროში დასრებაზე და იმან არ შემოუშვას და ბავშვიც არ დამაწვინოს გულზე? და პაშოლ ონ,სვოლაჩ! დაილია ექიმები?! იქნებ როგორ მჭირდება ქმრის გვერდში დგომა და მხარდაჭერა იმ მომენტში?!

Posted by: garfield1 9 Apr 2015, 06:08
kato_stropa
აქ დაწერეს გოგოებმა ,ფიზიოლოგიურის მერე დაგვიტოვეს ბავშვიო,დაგვაწვინესო გულზე ანუ.
ქმრის დასწრებას რაც შეეხება,მე არც კი განვიხილავდი მაგას,არ ვთვლი საჭიროდ,შესაბამისად პრობლემაც არ მქონია არანაირი და პრინციპში რომც მდომოდა,ქორიძეზე ურს არ ვიტყოდი მაინც გამო.
სხვა მეანის გაგონებაც კი არ მინდა

Posted by: kato_stropa 9 Apr 2015, 06:45
garfield1
მე ჯერ ისიც არ ვიცი,საკეისრო მომიწევს თუ ფიზიო,მაგარ მხარდაჭერა ჩემთვის მნიშვნელოვანია,იმიტომ რომ ბოლო მომენტში დავპანიკდები და გავხდები არაადეკვატური,ჩემ ქმარზე უკეთ კიდევ ვერც ქორიძე და ვერცერთი მეანი ვერ დამეხმარება (მორალურად biggrin.gif).შეიძლება არც მოხდეს ეგრე,მაგრამ ბავშვის დაწვენა და ქმარი გვერდით ძალიან,ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ხოდა ალბათ მაგ პრიორიტრტითაც შევარჩევ სამშობიაროს biggrin.gif

შენ ჯანსახლში აპირებ ხო?

Posted by: garfield1 9 Apr 2015, 09:47
kato_stropa
კი კი აუცილებლად,სხვა ვარიანტი არც განიხილება

Posted by: Nucarina 9 Apr 2015, 10:47
garfield1
mashusha
ხოდა მეც მაგას ვამბობ, მაშუშამ რაც უარყოფითებში ჩამოწერა, ზარის გარდა ჩემთვის არცერთი უარყოფითი არაათქო smile.gif ზარსაც რამეს მოვუვლი 2 ან 4 პალატაში თუ მოვხვდი lol.gif ეგ ყველაფერი მაინც მეორეხარისხოვანია, მთავარია მეანი და პერსონალის ყურადღება ჩემთვის.

Posted by: Chloe 9 Apr 2015, 11:28
mashusha
Nucarina
garfield1
kato_stropa
ბარემ ყველა ერთად მოგნიშნეთ smile.gif

მე ორივეჯერ დამაწვინეს ბავშვი გულზე. ჩემი ქმარი ორივეჯერ ესწრებოდა მშობიარობას ( ბლოკში რათაუნდა არ უშვებენ) .
ჩემს გოგოს სულ აქცევდნენ ყურადღებას და არცერთხელ დავიწყებიათ.
დამატებას უპრობლემოდ აძლევენ ,რაც პირიქით მე არ მომწონს. პირველს მუდმივად დამატებას აძლევდნენ და მერე ვერ გადავიყვანე ბუნებრივზე , წოვა უჭირდა. მეორეზე ვთხოვე დამატება არ მიეცათ და ითვალისწინებდნენ თუმცა როცა არ ყოფნიდა მაშIნ მაფრთხილებდნენ რომ სჭირდებოდა დამატება.

Posted by: mashusha 9 Apr 2015, 11:33
Nucarina
QUOTE
მთავარია მეანი და პერსონალის ყურადღება ჩემთვის.



ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ქორიძე სუპერია!

თუმცა, მორიდებით შემოგაპარბ, რომ ზარიც მნიშვნელოვანია თუ საკეისროს იკეთებ. რა არის იცი? პირველი 2-3 დღე გადატრიალება, ადგომა და სიარული გიჭირს. ძლივს წამოწვები და უცებ, ისევ უნდა ადგე. არ არის მარტივი. მე ბევრჯერ ვინატრე ზარი. ამიტომ, თუ საშუალებაა, შეეცადე ზარიან ოთხში მოხვდე. თუ არადა, მოგიწევს ატანა. ჩემს დროს გაფუებული იყო ზარები. არაა გამორიცხული რომ გააკეთეს უკვე.

ყურადღება და მომსახურება მართლა ძალიან კარგია. მე საჭმელებიც მომეწონა : ))))))))))))))))))))))


garfield1
QUOTE
უჰ კარგი რა, საკეისროს მერე გვიან დგება რძე და აბა ხო არ აშიმშIლებენ ბავშვს ის დღეები. ჩემიც ჯიუტობდა, არ უნდოდა ძუძუს ჩადება, მაგრამ ცოტა ვიწვალეთ და მიეჩვია.



გუშინ ვაპირებდი ამის დაწერას და დამავიწყდა. 18 დღის იყო ცემი ხელოვნურზე რომ გადავიყვანე. დღეს თვის და ერთი კვირისაა. ამ დილას დავინტერესდი ძუძუს ისევ თუ ცაუდებდა პირში დავცადე, ისე მეძგერა ..: )))) ბავშვეა ესეც რა. ჩემს ბიძაშვილს სოსკის გემო არ ჰქონდა გასინჯული და ძუძუს არაფრით იდებდა პირში, რაც ჩვენ ვიწვალეთ შეჩვევაზე...

Posted by: garfield1 9 Apr 2015, 11:39
Chloe
თუ არ უშვებდნენ ბლოკში როგორ ესწრებოდა ?

Posted by: mashusha 9 Apr 2015, 11:47
Chloe
QUOTE
მე ორივეჯერ დამაწვინეს ბავშვი გულზე. ჩემი ქმარი ორივეჯერ ესწრებოდა მშობიარობას ( ბლოკში რათაუნდა არ უშვებენ) .



ქორიძესთაN? მე საკეისრო გავიკეთე. პატარა საოპერაციოში ვიყავი, იქ სად უნდა დამდგარიყო ჩემი ქმარი, არც კი ვიცი. კარგია ქმარი რომ გიდგას გვერდით, მაგრამ, უყურადრბობა და მარტოობა არც ბლოკში მიგრძვნია. ძალიან მხირული და ყურადღებიანი ექთანი (ირინას შვილი მედგა გვერდით და ჩემს პატარას მუცლიდან ამოყვანის დროსაც კი გადაუღო სურატები ჩემი მობილით. მართლა უნიკალური ფოტოები მაქვს . მერე ქმარს დაურეკეო შემომიჩნდა და მოულოცე ბავშვის შეძენაო.) ანესთეზიოლოგიც თავს მევლებოდა. ოპერაციის დროს 200-ზე ამიია წნევამ (ან ოპერაციის შემდეგ, ზუსტად არ ვიცი, მე არ მიტხრეს.) ეს რომ ქმარს გაეგო, წარმომიდგენია რა დღეში ცავარდებოდა, თუმცა, მეც მომხრე ვარ ქმარი გვერდით გედგას ოპერაციის დროს. ფიზიოლოგიურზე ვფიქრობ, არაა საჭირო. ჩემი აზრია ეს, ვისაც უნდა დაისწროს.

Posted by: Chloe 9 Apr 2015, 12:35
garfield1
mashusha
მე გავაჩინე ფიზიოლოგიურად. სანამ უშუალოდ მშობიარობა დამექყწბოდა მანამდე ვიყავი სხვა ოთახში და იქ იყო ჩემი ქმარიც. ბლოკში , სადაც ატერილურია არ შემოუშვეს. მანდ დასწრება ალბათ უკვე ზედმეტია, მაგრამ ზოგს უნდა ბოლომდე დასწრება. გულზეც ნამდვილად დამაწვინეს , მე არაფერი მითქვამს.

Posted by: garfield1 9 Apr 2015, 12:57
Chloe
ააა მასე ხო,წინასამშობიარო პალატაში უშვებენ თუ მშობიარეს უნდა

Posted by: Nucarina 9 Apr 2015, 23:10
ქმრის დასწრება ნამდვილად არ მინდა, არც პირველზე შემოსულა და არც მინანია smile.gif წინასამშობიარო პალატაში ჯაანდაბას შემოვიდეს.
ფიზიოლოგიურად ვაპირებ და ვთხოვ გულზე დაწვენას, არა მგონია უარი მითხრან.
მაშუშას რჩევას გავითვალისწინებ და ზარიან პალატას მოვითხოვ! მგონი ყველა პრობლემა გადავჭერი lol.gif
რატომღაც სხვა ყველა დანარჩენ სამშობიაროზე გამიგია ცუდი ამბები, მგონი ქორიძე ერთადერთია ვისაც ყველა აქებს

Posted by: gzaabneuli 9 Apr 2015, 23:13
mashusha
ჩემს დროს 3 ჯერადი კვება იყო და სულ მშიოდა:-(

ქორიძე ერთხელ შემოვიდა.
სულ მინდა დავწერო მოგონებები და დრო ვერ გამოვნახე


ინტერნეტი არ იყო ჩემს დროს.

5 დღე მასაჟისტს ვითხოვდი და არ გვყავსო.


მთავარია მე და ჩემი ბარტყი მშვიდობით დავბრუნდით სახლში. დანარჩენი წვრილმანია.

Posted by: blblbl 9 Apr 2015, 23:15
Nucarina
არ დაგაწვენს გულზე რაც არ უნდა სთხოვო არ აწვენს არავის და ძალიან მიკვირს,ყველაინაირად მედიცინის თვალსაზრისით აუცილებელი და საწიროა ბავსვისთვის კანის კანთან კონტაქტი და ასეთი პროფესიოპნალი ამას რატომ ვერ იგებს მიკვირს,.არანაკლებ მნისნელოვანია ქმრის ყოფნაც ვისაც უნდა მათთვის

ისე გაითვალისწინე ერტი რამ,მანდ არ ჰყავთ ანესთეზიოლოგი,იძახებენ როცა სჭირდებათ და მოდის.ამიტომ გაუტკივარებას თუ აპირებ რომ მიხვალ მასინვე უტხარი გამოიძახონ,თორემ როცა დაგწირდება მერე რომ მოითხოვო,იქ თუ არ იყო სანამ მოვა შეიძლება დაგვიანდეს .


QUOTE
მგონი ქორიძე ერთადერთია ვისაც ყველა აქებს

ყველა ნამდვილად არ აქებს უკმაყოფილოებიც ჰყავს,მაგრამ აბსოლუტურად ყველას ჰყავს კმაყოფილიდ ა უკმაყოფილო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: garfield1 9 Apr 2015, 23:22
blblbl
გოგო ფიზიოლოგიურის დროს აწვენს როგორც აღმოჩნდა,წინა გვერდებზე დაწერეს გოგოებმა

Posted by: ratom86 9 Apr 2015, 23:23
QUOTE (ratom86 @ 3 Apr 2015, 20:47 )

მეც მაინტერესებს, ჰერას ლუქსი, ვინც იმშობიარეთ დაწერეთ როგორი პირობებია?

ეხლა გავიგე, ვისაც ლუქსი უნდა, იმ დღეს თუ თავისუფალი არ იქნება,
მოუწევს ერთპალატიანში ყოფნა.
ეს რა წესია facepalm.gif

Posted by: garfield1 9 Apr 2015, 23:26
ratom86
ერთადგილიანიც რომ არ იყოს თავისუფალი,მერე რას შვებიან ?

Posted by: ratom86 9 Apr 2015, 23:32
QUOTE (garfield1 @ 9 Apr 2015, 23:26 )
ratom86
ერთადგილიანიც რომ არ იყოს თავისუფალი,მერე რას შვებიან ?

მერე ალბათ ორადგილიანში lol.gif lol.gif

პ.ს ერთადგილიანი ბევრია მგონი,

Posted by: kato_stropa 9 Apr 2015, 23:37
ეს ქქორიძე ექიმია თუ კლინიკა? user.gif
მეგონა მეოთხე სამშობიაროს ეძახდნენ ქორიძეს

Posted by: gzaabneuli 9 Apr 2015, 23:41
kato_stropa
ქორიძე ექიმია.
სამშობიაროს ,,ჯამრთელობის სახლი'' ქვია

Posted by: garfield1 9 Apr 2015, 23:56
kato_stropa
მეოთხე სამშობიარო არის დავით-შალვა ქორიძის სახელობის უბრალოდ
და ამ დავითის(შალვას) ძმაა ამირანი, ეს დავითი გარდაცვლილია ოღონდ

Posted by: mashusha 10 Apr 2015, 00:00
gzaabneuli
QUOTE
ჩემს დროს 3 ჯერადი კვება იყო და სულ მშიოდა:-(



შენი დრო სულ რაღაც 4 თვის წინ იყო, ასე არაა?

მე-4 კვება, მესამესტან ერტად შემოჰქონდათ. ანუ, თუ ჩაი იყო და ფაფა ყველთან ერთად (დდდდ) მესამე, იქვე იდო ფუნთუშა, კარაქი და მაწონი, ეს მეოთხეაო მეუბნებოდნენ.

ჩემთან უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინა ქორიძემ თუნდაც იმიტომ, რომ მშობიარობა მქონდა გართულებული. გადახვევაზეც კი კიტხულობდა ჩემი წნევის ამბებს. ანუ, ახსოვდა. ერთმა ექთანმა (ირინას შვილმა) მიტხრა, ისე შემეშინდა შენი მაღალი წნევა, რომ ბლოკიდან გამოვიქეციო.

რაც შეეხება მასაჟისტს, ამხსოვს რომ თვითონ მითხრეს მასაჟისტი გვყავსო და თუ გჭირდება მოგხედავსო. მოვითხოვე და შემოვიდა. რომ გამოვდიოდი, იმ დღესაც მოვითხოვე და აღარ შემოსულა. მგონი ტავი აარიდა მომსახურებას, არ ვიცი...

რაღაცეებით უკმაყოფილო ცხადია მეც ვარ. როცა ტანხას იხდი, ითხოვ შესაბამის მომსახურებას. ის რომ ზარი გაფუჭდა, ჩემი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. იზრუნონ იმაზე, რომ გაკეთდეს. გარკვეულ მომსახურებაში ვიხდით ცვენ კონკრეტულ ტანხას და ამ მომსახურების გამო ვირჩევთ კონკრეტულ საავადმყოფოებს, ხომ ასეა. ხოდა, რასაც გვპირდებიან, ის უნდა იყოს შესრულებული. თუ არაა, ან გადასახადი დააკლონ, ან იზრუნონ იმაზე რომ იყოს. მე ანალიზები რომ გამიკეთეს საკეისროს მე-2 დღეს აღმოჩნდა, რომ პროთრომბინი მქონდა მომატებული და მკურნალობა დამინიშნეს, კლექსანი მუცელში. ამის საფასური დამატებით გადავიხადე. ბევრი არა, მაგრამ, მაინც. ხოდა, მათაც დააკლონ თუ იმ პირობებს ვერ ასრულებენ, რასაც გთავაზობენ. არ ვწვრილმანდები, უბრალოდ, თუ გვინდა კაპიტალიზმი, ესაა, თუ არადა, მოტყუებულივით ხარ.

თუმცა, ისე არ გამომივიდეს, რომ უკმაყოფილო ვარ. უბრალოდ, ჩვენი ქვეყანაშია ასე, პრეტენზიას გამოტქვავ და ეგრევე მეწრილანის და ძუნწის ან სხვა მსგავსი ეპითეტით გამკობენ. 2 დღის წინ ვკიტხულობდი ფეისზე, ვიღაცას შიკ ბეებში კალიასკა უყიდია. წუნი გამოდგა. ამან ფულის უკან დაბრუნება მოიტხოვა და შიკ ებბედან მესიჯი ოუვიდა, შენ მათხოვარო 270 ლარს იხდი ბავშვის კალიასკაში და იმსაც უკან ითხოვო.. არ ესმის ხლხს, რასაც იხდი, იმის მომსახრება უნდა მივიღო სულად : )

Posted by: blblbl 10 Apr 2015, 00:01
garfield1
როდიდან?ორი თვის წინ არ აწვენდა ნამდვილად და სეიძლება გაუტრაკეს biggrin.gif

ratom86
garfield1
ლუიქსი თუ გინდა და დაკავებულია რომელიც თAვისუფალია იმას გილუქსებენ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: garfield1 10 Apr 2015, 00:06
mashusha
gzaabneuli
მე 2013-ში ვიყავი და აი როგორც მაშუშამ თქვა,მეოთხე კვება მესამესთან ერთად შემოქონდათ.
გადახვევებს ვერ მივხვდი და ამიხსენით რა

blblbl
რავიცი აი chloe-მ ეხლახანს გააჩინა და მანამდე saalome-მ დაწერა იანვარში თუ დეკემბერში დამაწვინეს ნამდვილადო.

Posted by: nopiahopi 10 Apr 2015, 00:09
ratom86
QUOTE
ეხლა გავიგე, ვისაც ლუქსი უნდა, იმ დღეს თუ თავისუფალი არ იქნება,
მოუწევს ერთპალატიანში ყოფნა.
ეს რა წესია

ეგ ყველგან ეგრეა,სადაც ცოტა ლუქსპალატები აქვთ sad.gif ჰერას 1ადგილიანი ძალიან პატარა პალატა იყო რაც ვნახე ..

Posted by: gzaabneuli 10 Apr 2015, 00:18
mashusha
ოქტომბრის ბოლოს ვიმშობიარე.

ბავშვს კარგად უვლიდნენ.
მე მე 2 სართულზე ვიყავი და ყველანი კარგები იყვნენ.


შენ რომელზე იყავი

garfield1

რავიცი მე სულ მშიოდა :-(

გადახვევები არ ვიცი რა არის.

Posted by: E_ko 10 Apr 2015, 00:29
QUOTE
გადახვევები არ ვიცი რა არის.

ალბათ იგულისხმა ნაკერის დამუშავება.

ნამდვილად სარემონტო იყო ჯან. სახლი, კარგია რომ გააკეთეს რემონტი.
საწოლის და ავეჯის საქმე როგორ არის? რაც მე იმ საწოლზე ძრომიალით ვივარჯიშე. გამოწერის წინა საღამოს აღმოვაჩინე რომ დაწევა შეიძლებოდა biggrin.gif

Posted by: garfield1 10 Apr 2015, 00:32
E_ko
საკეისროს ნაკერი არ დაუმუშავებიათ ჩემთვის,დიდი რაღაც დამაკრეს და მერვე დღეს მომხსნეს ნაკერი
მაგიტომ გამიკვირდა

Posted by: Chloe 10 Apr 2015, 00:35
blblbl
მე გავაჩინე 2014ში და ეხლა 31 მარტს. ბავშვი გაასუფთავეს და Dამაწვინეს გულზე. პირველად მალეე წაიყვანეს და Eხლა დიდი ხანი მეწვინა, სანამ კარგად არ მოწოვა ძუძუ.


......
მე ორივეჯერ ერთიდაიგივე პალატაში მოვხვდი. Mანდ როგორც ვიცი ყველა ერთ Aდგილიანია. მე ლუქსშI ვიყავი და ორივეჯერ თავისუფალი იყო.
ნამდვილად ყველაფრით კმაყოფილი ვარ და ამჯერად ვერაფერზე დავიწუწუნებ.
სხვაგან ვერც კი წარმონედგინა მშობიარობა. ანესთეზიოლოგი არის უმაგრესი, მე ორივეჯერ ნაკერების დადება დამჭირდა და ორივეჯერ ძალიან კარგად დამადეს. ასევე ძალიან მომწონს მანდ ექიმი მარიკა( გვარი არ მახსოვს) , ყველა ექთანი იყო ყურადღებიანი და ბავშვებში იყო ერთი ექთანი , რომელიც ძალიან ყურადღებიანი იყო ჩემი შვილის მიმართ. მოკლედ დანარჩენზე აღარ დავწერ.

E_ko

საწოლები იგივეა

Posted by: gzaabneuli 10 Apr 2015, 00:37
E_ko
არ დაუმუშავებიათ ჩემთვის.

აუ ოქტომბერში რწმონტი იყო და ყოველ ღამუს 11 საათზე ამტვრევდნენ რაღაცეებს. მეგონა ჩავვარდებოდი ჩემი საწოლიანად დაბლა.

თეთრწული ნორმალური იყო. საწოლიც იწეოდა დაბლა მაღლა. ავეჯიც ნორმალური.

ჩემს დროს სულ 3 მშობიარწ ვიყავით და რომელუ ოთახიც მომეწონა ის მომცეს. მითხრეს ლუქსიაო და მგონი ყველაზე დიდი პალატა იყო იმ სართულზე.


კიდევ მინდა მანდ. ძილი მომენატრა gigi.gif

Posted by: garfield1 10 Apr 2015, 00:41
Chloe
ხო მარიკა ძაან ყურადღებიანი ექიმია,მიყვარს მეც

Posted by: mashusha 10 Apr 2015, 00:43
gzaabneuli
QUOTE
მე მე 2 სართულზე ვიყავი და ყველანი კარგები იყვნენ.



ქმარი მეუბნება მე-2 სართულზე იყავიო. მე მესამე მახსოვს. ჩემს ზემო სართულზე იყო ქორიძის კაბინეტი. მახსოვს რომ ამბობდნენ ქვემოთაც არის პალატებიო.


E_ko
QUOTE
საწოლის და ავეჯის საქმე როგორ არის? რაც მე იმ საწოლზე ძრომიალით ვივარჯიშე. გამოწერის წინა საღამოს აღმოვაჩინე რომ დაწევა შეიძლებოდა


მოიცა, სიმაღლის დარეგულირება შეიძლებოდა? მე მხოლოდ თავს ვწევდი ზემოთ და ქვემოთ : ))

სხვათა შორს, პალატის სურათი მაქვს გადარEბული და დავდებ თუ გამომივიდა.
გადახვევაში ნაკერის დამუშავება ვიგულისხმე smile.gif)



Posted by: gzaabneuli 10 Apr 2015, 00:45
garfield1
მარიკა რომელია ცისფერთვალება?


Posted by: mashusha 10 Apr 2015, 00:47
http://www.radikal.ru



Posted by: garfield1 10 Apr 2015, 00:49
mashusha
და ნაკერს როდიდან ამუშავებენ?
თუ შენს ზემოთ იყო ქორიძის კაბინეტი,მესამეზე ყოფილხარ. მე მესამეზე ვიყავი მეხუთე პალატაში და ერთადერთი უარყოფითი რაც შემიძლია ვთქვა ისაა,რომ საჭმელების სუნი გამოდიოდა . სურათი ვნახე და ლუქსია ეგ
gzaabneuli
კი კი ეგ,კარგი ქალია ძალიან

Posted by: gzaabneuli 10 Apr 2015, 00:49
mashusha
ეს სუუუულ ბოლოში იყო მარცხნივ?

მოპურდაპირედ თეთრი ტყავის სამეულიანი პალატა იყო?

Posted by: mashusha 10 Apr 2015, 00:53
garfield1


ქორიძემ შეამოწმა ნაკერი და ტქვა მცირედი ჰემატომა უდა იყოსო. მე გავხსნიო (თუ რაღაც ამსდაგვარი) ნაკერსო და თუ რამეა ზედმეტი, გამოვაო, არ შეგეშინდესო. ეს მგონი გამოსვლის დღეს მოხდა, აღარ მახსოვს. მერე კიდევ დამიბარა მე-8 თუ მე-9 დღეს. მივედი და მკითხა, რამე გამოვიდაო, არა ტქო. დამიმუშავა ჭრილობა ზელიონკით, დამადო ახალ ბინკი და გადამიკრა. კიდევ ვაცადოთ, ვნახოთ თუ გამოვაო და მესამე დღეს დამიბარა. იმ დღეს ცოტა სისხლი და სიტხე გამოვიდა. მივედი და ვუთხარი, ამომიღო ძაფეხი და იბანავეო მითხრა, თან დამარიგა საღამოობით ახალი ბინტი გადაიკარი და მანამდე დაიმუშავე ზელიონკითო.. 2-3 ჯერვიყავი როგორც მახსოვს

http://www.radikal.ru



* * *
gzaabneuli
QUOTE
მოპურდაპირედ თეთრი ტყავის სამეულიანი პალატა იყო?



თეთრი ტყავის სამეული მახსოვს., მაგრამ სად იყო ეგ აღარ smile.gif)

ჩემი პალატის გვერდით იდგა ტყავის სამეულები, სადაც ექთნები კრიბებოდნენ

Posted by: garfield1 10 Apr 2015, 00:56
mashusha
ხო გასაგებია. ზოგადად სხვა სამშობიაროებისგან იმით განსხვავდება,რომ მანდ ნაკერს არ ამუშავებენ და ეგ გამიკვირდა ძალიან

Posted by: ratom86 10 Apr 2015, 00:59
ლუქსი რა ღირს ჯანმრთელობის სახლში?
ანუ ექიმის აყვანა+გაუტკივარება+ლუქსი, ვინმემ ხომ არ იცით?

Posted by: garfield1 10 Apr 2015, 01:00
ratom86
ყველა ლუქსია მანდ. 1550 ღირს და + 150 გაუტკივარება
ექიმის აყვანაც შედის,ქორიძეა ყველასთან

Posted by: mashusha 10 Apr 2015, 01:03
ratom86


რომელიმე არის ქოროძეში არალუქსი?

1550 გადავიხადე მე სპინალური ანესთეზიით საკეისროში

Posted by: ratom86 10 Apr 2015, 01:06
garfield1
mashusha
აჰა, გასაგებია, მეგონა სხვა პალატებიც იყო.

Posted by: garfield1 10 Apr 2015, 01:08
mashusha
თუ 1665?
და 277 წინასაკეისრო ანალიზები

Posted by: ratom86 10 Apr 2015, 01:10
ისე ქორიძე როგორც გავიგე, ძირითადად საკეისროებით არის განთქმული.

Posted by: mashusha 10 Apr 2015, 01:10
garfield1
QUOTE
თუ 1665?
და 277 წინასაკეისრო ანალიზები



ჰო, 1665

და 270 წინასაკეისრო.


Posted by: Pumpula 10 Apr 2015, 09:21
narkozeli
Giga dzalian kargi adamiania da ragacnairad damnashaved vgrdznib tavs mis cinashe..dzalian kuradgebiania da tbili

Posted by: KeP 6 10 Apr 2015, 18:11
რამდენს უნდა გაწვდეს ეს კაცი არ ვიცი
ქუჩაში რომ გამოდის ალბათ ქალები მოსდევენ biggrin.gif

http://www.ambebi.ge/faceambebi/128352-qgabrieli-ukve-sakhlshiaq-irakli-gharibashvili-yvelas-madlobas-ukhdis.html

Posted by: blblbl 10 Apr 2015, 18:54
KeP 6
ჰაჰ აი რა ს ნიშნავს მინისტრი,მე მანდ რომ შევედი გამომაგდეს არ შეიძლებაო lol.gif

Posted by: natikuna77 13 Apr 2015, 15:15
გოგოებო იმ პოსტს ვერ ვპოულობ სამშობიაროების დახასიათება რომ იყო ბევრი სამშობიარო იყო ჩამოწერილი და იქაური პირობები მჭირდება დამილინკეთ რააა.
* * *
mashusha
დავით ქორიძის სამშობიაროში იმშობიარე? როგორი პირობებია მანდ დამიწერეე

Posted by: blblbl 13 Apr 2015, 16:31
natikuna77
დავით ქორიძე არის მეოთხე სამშობიარო და პირობები არ ვარგა,ამირან ქორიძე ჯანმრთელობის სახლშია

Posted by: marguerite 13 Apr 2015, 16:38
QUOTE
დავით ქორიძე არის მეოთხე სამშობიარო და პირობები არ ვარგა

ფეისბუქ გვერდი ვნახე ამათი და სულაც არაა ცუდი პირობები, რემონტის და სისუფთავის თვალსაზრისით.


------------------------

Posted by: natikuna77 14 Apr 2015, 14:16
იმედის კლინიკაზე რას იტყვით ან ჰერაზე? სამშობიაროების დახასიატება იყო აქ და ვერ ვპოულობ იქნებ დამეხმაროთ გოგოებოო :/

Posted by: ლიზაკო 14 Apr 2015, 14:52
გოგოებო ემბრიოზე რა შეგიძლიათ თქვათ ან კარგი მეანი რომელია მანდ?

Posted by: niaaa82 17 Apr 2015, 17:11
გამარჯობა,
ვისაც არ დაგეზარებათ და პრაქტიკაში გაქვთ დამეხმაროთ იქნებ.

35 კვირაზე ვარ და ჰერაში ვარ აღრიცხვაზე ვაუჩერით. არ მომწონს მოკლედ იქაურობა, ექიმის გამოცვლაც ცოტა ცუდი ტონია უკვე... დანიშნულებები და წამლები დამინიშნეს ძალინ ბევრი, ისეთები მეც რომ მივხვდი რომ ზედმეტი იყო. მოკლედ ახლა ვფიქრობ სხვა სამშობიაროებზე და 2 მაქვს გეგმაში:

1) გაგუას კლინიკა, თინიკო გაგუსთან ვიყავი კონსულტაციაზე და თუ ვინემს გქონიათ შეხება იქნებ დამიწეროთ შთაბეჭდილებები ა, გოგოზე და
და
2) საპატრიარქოზე რა აზრის ხართ? და ნინო მაჭავარიანი ისევ იღებს მშბიარეესბ თუ იცით მანდ?

მადლობა წინასწარ

Posted by: KeP 6 17 Apr 2015, 17:23
niaaa82
QUOTE
1) გაგუას კლინიკა,  თინიკო გაგუსთან ვიყავი კონსულტაციაზე და თუ ვინემს გქონიათ  შეხება იქნებ დამიწეროთ შთაბეჭდილებები


ჩემ მშობიარობას დაესწრო. მე თვითონ გაგუა მყავდა აყვანილი და თინიკოც იქ იყო
ძალიან ყურადღებიანი გოგოა ... მეხმარებოდა.

ეხლახანს თანამშრომლის და იყო მისი პაციენტი და ისიც კმაყოფილია
რა თქმა უნდა მამამისივით გამოცდილი არ არის მაგრამ კარგია smile.gif
მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია

Posted by: blblbl 17 Apr 2015, 19:06
niaaa82
გაგუაში თითონ გაგუასთან იმშობიარე ,ექიმის სEცვლა სულაც არაა ცუდი ტონი ეგ შენი არჩევანია.თინიკოც კარგი ექიმია,რაც შეეხება საპატრიარქოს არ გინდა მანდ smile.gif

Posted by: marituna 17 Apr 2015, 22:11
blblbl
საპატრიარქოზე რატომ არ ვიფიქროთ?

Posted by: niaaa82 19 Apr 2015, 20:29
მადლობა პასუხისთვის : )
და გაუტკივარებას ვაპირებ სპინალურს და ანესთეზიოლოგები როგორი ყავთ გაგუაში? რომელთან გაქვთ გაკეთებული?
გიორგი ღონღაძე
ზვიად ნოზაძე
ესენი უწერიათ საიტზე

Posted by: kato_stropa 19 Apr 2015, 21:20
mashusha
QUOTE
1550 გადავიხადე მე სპინალური ანესთეზიით

garfield1
მაგას -600 ლარი გეგმიურად რაც გვეკუთვნის სახელმწიფოსგან,თუ არა?

Posted by: garfield1 19 Apr 2015, 21:22
kato_stropa
600 არა, 500 გეკუთვნის ფიზიოლოგიურზე და სხვაობას გადაიხდი

Posted by: kato_stropa 19 Apr 2015, 21:24
garfield1
ხო,600 საკეისროზე ვიგულისხმე

Posted by: garfield1 19 Apr 2015, 21:26
kato_stropa
საკეისროზე 800-ა smile.gif ოღონდ ჩვენება უნდა გქონდეს , ისე მხოლოდ 500-ს აანაზღაურებენ

Posted by: kato_stropa 19 Apr 2015, 21:30
garfield1
იცი რა მაინტერესებს,ჩვენება რას ნიშნავს,წინასწარ როცა იცი რომ გჭირდება თუ უცებ რომ იქმნება საჭიროება?
და წინასაკეისრო ანალიზებს რომ უღებენ გეგმიურად,უცებ რომ დასჭირდეს ადამიანს,ანალიზების გარეშე გაუკეთებენ?

Posted by: garfield1 19 Apr 2015, 21:34
kato_stropa
უცებ რომ დაჭირდეს აუცილებელ ანალიზებს აუღებენ იქვე, ალერგიულ სინჯებს და ასე შემდეგ.
ჩვენება შეიძლება წინასწარ იცოდე, მაგალითად თვალის პრობლემა, სიმფიზიტი , გადატანილი რომელიმე ავადმყოფობა ან ინფექცია, ან ხერხემლის პრობლემა თუ გქონდა, ან დისპლაზია და მოკლედ, უამრავი ჩვენებაა, ამ შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტი გაძლევს დასკვნას რომ ამ მიზეზით არ შეიძლება შენთვის მშობიარობა და გჭირდება საკეისრო.
ასევე შეიძლება უცებ დაგჭირდეს ჩარევა, მაგალითად თუ ბოლო წუთამდე არ მობრუნდა ბავშვი , გვერდულადაა ან ზის, ან თუ დაწყებულია მშობიარობა და ყელი არ იხსნება და ბავშის გულისცემა არასტაბილურია, ან წყლები დაღვრილია და აღმავალი ინფექციის საფრთხეა, აქაც ბევრი მიზეზია რის გამოც შეიძლება საკეისრო გახდეს საჭირო

Posted by: khatia_s 21 Apr 2015, 21:00
დავარაშვილი რომელ კლინიკაში გადავიდა ხომ არ იცით? ბიბიდაში აღარ არისო.

Posted by: HAG 21 Apr 2015, 21:43
გოგოებო რომელი სამშობიაროა სადაც ქმარს უპრობლემოდ და ყოველგვარი გართულების გარეშე დაასწრებენ სრულად მშობიარობაზე, მარტო წინასამშობიარო პალატას არ ვგულისხმობ, ბლოკშიც და შემდეგ ლუქსშიც რომ ქონდეს დარჩენის შესაძლებლობა და გულზეც რომ გაწვენდეს.

სულერთია ვინ იქნება მეანი და რომელი სამშობიარო იქნება, თუ ეს პირობები არ დააკმაყოფილა დანარჩენი არ მაინტერესებს war.gif

განსაკუთრებით შეშინებული ვარ მას შემდეგ რაც ჩემს მეგობარს ეგრე დაპირდნენ წინასწარ შეთანხმებული იყო რომ ქმარი ესწრებოდა და ბოლო მომენტში არ შეუშვეს sad.gif მე რომ ეგეთი რამე გამიკეთონ, ისეთი არანორმალური ვარ, წამოვალ ან რომ არ გამომიშვან სერიოზულად ვუჩივლებ, როგორი კმაყოფილიც არ უნდა დავრჩე შემდგომ. აი ძალიან ვბრაზდები ასეთ თავხედობაზე ექიმების მხრიდან, როცა შეთანხმებას არღვევენ. რა გავაკეთო? sad.gif

Posted by: E_ko 21 Apr 2015, 21:52
HAG
ეგრე გარანტიას ვერცერთი სამშობიარო და ვერცერთი ექიმი ვერ მოგცემს. წერილობითი შეთანხმებაც რომ დადოთ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო შეიძლება მაინც არ ან ვერ დაასწრონ მეუღლე.
და რომ უჩივლო რას გახდები? ან სად უნდა უჩივლო?

Posted by: HAG 21 Apr 2015, 21:55
E_ko

რა სისულელეა. სახლში ვიმშობიარებ sad.gif წერილობით შეთანხმებას დავადებინებ და აუცილებლად ვუჩივლებ თუ დაარღვევს პირობას, არ ვიცი გამორიცხულია, თუ უნდა რომ რამენაირად ისტერიკაში არ ჩავუვარდე და არ ვამშობიარო იქით რაც არ ყავს მუცელში, არავითარი შანსი არ აქვს პროსტა. რაღაც საშნელებებს ჩავიდენ თავისი ხელით გამომიშვებენ იქიდან. მაგრამ თუ ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა ვიქნები ბულკი. მართლა დავემუქრები

Posted by: E_ko 21 Apr 2015, 22:06
HAG
წინასწარ გაარკვიე მაშინ ყველაფერი, კარანტინია ხანდახან და მაშინ არ დაასწრებენ და იმედია არ დაგემთხვევა ეგეთი პერიოდი.

Posted by: garfield1 21 Apr 2015, 22:11
HAG
არის ეგეთი სამშობიაროები სადაც ასწრებენ ქმარს, მერე ლუქსშიც ტოვებენ ღამე, მაგრამ უშუალოდ მშობიარობის დროს, ჭინთვები რომ იწყება და ბავშვი რომ გამოდის, გარეთ უშვებს ყველა, ასე რომ რავიცი იცოდე მაინც

Posted by: E_ko 21 Apr 2015, 22:15
garfield1
QUOTE
HAG
არის ეგეთი სამშობიაროები სადაც ასწრებენ ქმარს, მერე ლუქსშიც ტოვებენ ღამე, მაგრამ უშუალოდ მშობიარობის დროს, ჭინთვები რომ იწყება და ბავშვი რომ გამოდის, გარეთ უშვებს ყველა, ასე რომ რავიცი იცოდე მაინც

როგორ თუ უშვებენ? გაგუაში ასწრებენ ტკივილებსაც და ჭინთვებსაც და ბავშვის დაბადებასაც.

Posted by: garfield1 21 Apr 2015, 22:17
E_ko
გაგუაში არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ ჩაჩავაში, ჰერაში ვიცი რომ მაგ მომენტში უშვებენ ბლოკიდან ქმარს და მერე შეიძლება ჭიპლარი გადააჭრევინონ

Posted by: HAG 21 Apr 2015, 22:18
garfield1
QUOTE
ჭინთვები რომ იწყება და ბავშვი რომ გამოდის, გარეთ უშვებს ყველა, ასე რომ რავიცი იცოდე მაინც


გამორიცხულია )))) მართლა! აუცილებლად გავარკვევ წინასწარ და მართლა სახლში ვიმშობიარებ yes.gif კი გასაგებია რომ მორალური მხარდაჭერაა და მინდა ჩემს გვერდით იყოს, მაგრამ ძაან მნიშნელოვანია იმ მომენტის გაზიარება რაც ბავშვის გაჩენა და პირველი ტირილია, მანდ თუ არ დაასწრეს ძაან არაადეკვატურია.

ჩაჩავას კლინიკის ვებზე ვკითხულობდი და ჭიპლარსაც კი აჭრევინებენ. sleep.gif აუცილებლად დაველაპარაკები წინასწარ ექიმს

E_ko
QUOTE
როგორ თუ უშვებენ? გაგუაში ასწრებენ ტკივილებსაც და ჭინთვებსაც და ბავშვის დაბადებასაც.

მოკლედ უნდა გავიარო რამდენიმესთან კონსულტავია ამ თემაზე.

პ.ს. სამშობიაროების პირობების დათვალიერება შესაძებელია? თუ არ შემიშვებენ facepalm.gif

Posted by: garfield1 21 Apr 2015, 22:24
HAG
QUOTE
ჩაჩავას კლინიკის ვებზე ვკითხულობდი და ჭიპლარსაც კი აჭრევინებენ.

ხოდა მაგას ვამბობ მეც, ბოლოს უშვებენ გარეთ და უკვე გაჩენილი რომაა მერე აბრუნებენ ბლოკში და ჭიპლარის გადაჭრაც შეუძლია თუ უნდა

სამშობიაროების დათვალიერებაც შეგიძლია

Posted by: E_ko 21 Apr 2015, 22:34
HAG
თU რა მე არ ხდება გაგუაში ასწრებენ.
სამშობიაროს დათვალიერება არსად არაა პრობლემა.

Posted by: HAG 21 Apr 2015, 22:38
garfield1
E_ko

დავათვალიერებ კიდეც და გავარკვევ ალბათ ვის როგორი პირადი გამოცდილება აქვს დასწრება არ დასწრებასთან დაკავშირებით. მე ზოგადად უმშვიდესი და ძალიან გაწონასწორებული ადამიანი ვარ და ტკივილის ძალიან მაღალი ზღვარი მაქვს, მაგრამ პრინციპული ვარ ძალიან, როცა რაღაც პირადი პოხონდრიის გამო იწყებენ ხოლმე ექიმები რაღაცის არგაკეთებებს აი მანდ შეიძლება საოცრებები ჩავიდინო )))) თორე თუ გართულდა გასაგებია რომ არსად დედამიწაზე არ ასწრებენ არავის და გაყავთ ბლოკიდან. ამიტომ მინდა პირადი გამოცდილების მოსმენა.

ბარაკალაიაზე ჰო არ იცით, ძალიან ბევრი აქებს, ჩემს გარშემოც, მაგრამ არავის არც ქონია ჩემს მეგობრებს სურვილი რომ ქმარი დასწრებოდა და ამიტომ არ ვიცი როგორი დამოკიდებულება აქვს ამასთან დაკავშირებით

Posted by: blblbl 21 Apr 2015, 22:51
HAG
გაგუაში დაასწრებენ ქმარსაც და კიდევ ერთს ვისაც გინდა ანუ ორი კაცის დასწრების უფლება გაქვს ,როცა მოითხოვ იმ მომენტიდან ბოლო წუთამდე იქნება შენთან.ოღონდ თუ კარანტინი იქნება იმ დროს როდესაც შენ მშობიარობს აბსოლუტურად არცერტი სამშობიარო არ შემოუშვებს არავის,გინდა იჩივლე და გინდა ქუჩაში გააჩინე ,ამ დროს სხვა პაციენტებს დაბავშვებს ექმნებატ საფრთხე და სენს გაო არავინ დაარღვევს ამას .კარანტინი თუ არაა უპრობლემოდ იქნება ყველაფერი ისე როგორც ამბობ.


პირადად დავესწარი ორჯერ მსობიარობას გაგუაში,დაწყების წუთიდან ბოლომდე იქ ვიყავი,ჭინთვებზე ხელიც მეჭირა და დაბადების მერე საპროცედუროშიც ვიყავი ბავსვთან როცა აწესრიგებდნენ,მე როცა მინდოდა მაშინ გამოვედი

Posted by: HAG 21 Apr 2015, 23:04
blblbl
დედაჩემი ჩაჩავაში არ შევიდა ეგრე 1984 წელს იმიტომ რომ კარანტინი იყო ჩაჩავაში და პირველში მამაჩემი შეუშვეს. ასე რომ გასაგებია კარანტინის დროს რომ არ უშვებენ, მაგრამ კარანტინის დროს არ შევალ იმ სამშობიაროში თუ კარანტინი იქნება, აუცილებლად მექნება რამდენიმე სათადარიგო ვერსია.

ეგ ძალიან კარგი ინფოა გაგუაზე, ბარაკალაიაზე ჰო არ იცი როგორი დამოკიდებულება აქვს?

Posted by: blblbl 21 Apr 2015, 23:05
HAG
წარმოდგენა არ მაქვს ბარკალაიაზე,თუმცა არ გირჩევ რავიცი უხეში ტიპია და ზედმეტად რისკიანი
* * *
QUOTE
მაგრამ კარანტინის დროს არ ვიმშობიარებ, აუცილებლად მექნება რამდენიმე სათადარიგო ვერსია.

მშობიარობა თუ დაგეწყო ვერ გადადდებ და ვერ შეიკავებ ხოდა რავიცი

Posted by: garfield1 22 Apr 2015, 00:00
HAG
ბარკალაია ბიბიდაშია,გაგუაში აღარაა და მე პირადად კარგი არაფერი გამიგია მაგ კაცზე

Posted by: HAG 22 Apr 2015, 00:07
garfield1
შეგიძლია უფრო მეტი ინფორმაცია რომ მომწერო, კონკრეტულად რა გაგიგია? ბიბიდაში რომ არის ვიცი, მე ბიბიდას პირობები არ მომწონს დიდად, მაგრამ ბარკალაიას ბევრი აქებს გარშემო. ვიცი რომ ეგრე ყველას ყავს კმაყოფილი და უკმაყოფილო, მაგრამ უარყოფითი მხარეც მაინტერესებს

blblbl
რეგისტრაციამდე ჰო გავიგებ რომ კარანტინია და არ გავივლი რეგისტრაცია, რა პრობლემაა, წავალ სათადარიგო სამშობიაროში და გამოვაძახებინებ იმ ექიმს რომელიც მენდომება

Posted by: garfield1 22 Apr 2015, 00:17
HAG
ანუ მე ვისგანაც კი გამიგია რამე მაგ კაცზე,ძირითადად უარყოფითი. უხეშია ძაან,ზედმეტად რისკიანი,შეიძლება ჯდომით იყოს ბავშვი ან თავით ზემოთ და მაინც გამშობიაროს,მოკლედ რავიცი,შეიძლება მე შემხვდა ყველა მაგ კაცის უკმაყოფილო

Posted by: HAG 22 Apr 2015, 00:20
garfield1
ვა რა საინტერესოა, არადა ჩემ მეგობარს ძაან უბრალო მიზეზით გაუკეთა საკეისრო, არ გაიხსნა არაფრით 2 თითზე მეტად. ძალიან ბევრი უბრალოდ ჩაჭრიდა. არც დამაჩქარებელმა უშველა და არაფერმა და საკეისრო გაუკეთა. ნუ ჩემთვის ყველა აზრი საინტერესოა ობიექტურობისთვის

Posted by: khatia_s 22 Apr 2015, 00:49
ბარკალაია არის უძლიერესი, პირველი ვახოსთან გავაჩინე და სულ მამა შვილოს მეძახდა , ნაყოფი დიდი ოყო და ვახოს დამსახურებაა , რომ ჯანმრთელი და უვნებელი დაიბადა ჩემი შვილი. მეორეს გაჩენაც ვახოსთან მინდა , მაგრამ ბიბიდას პირობები არ მომწონს . . .

Posted by: marguerite 22 Apr 2015, 00:56
HAG
დედაჩემი ამშობიარა ვახომ.
მე _საკეისრო გამიკეთა. უპრობლემოდ ჩაიარა ოპერაციამ და ნაკერი მაქვს ისეთი, გამადიდებლით თუ არ დააკვირდი, ვერ დაინახავ.

ოდესმე თუ გადავწყეტ მეორე ბავშვს, ვახოსთან მივალ, სადაც არ უნდა იყოს.
უხეშობას რაც შეეხება, ერთი-ორი კი დაცოფა მომსახურე პერსონალი, მაგრამ იმსახურებდნენ, ჩემი მოკრძალებული აზრით.

Posted by: khatia_s 22 Apr 2015, 01:10
დავარაშვილი ხსნის ახალ კლინიკას და ვახოც თუ თან წაიყვანა არც დავფიქრდები და ისევ ვახოსთან გავაჩენ.

Posted by: natuluka 22 Apr 2015, 09:25
HAG
QUOTE
ვა რა საინტერესოა, არადა ჩემ მეგობარს ძაან უბრალო მიზეზით გაუკეთა საკეისრო, არ გაიხსნა არაფრით 2 თითზე მეტად.

ეგ უბრალო მიზეზია? 2 თითზე გახსნილს არავინ არ ჭრის, ყველა საკეისროს აკეთებს, როცა ყელი არ იხსნება.

ეტყობა პირველ ბავშვს ელოდები თორე არ იფიქრებდი ეგრე რომ მშობიარობა დაწყებული აქეთ-იქით ირბენდი სამშობიაროებში smile.gif

Posted by: tlikina 22 Apr 2015, 13:00
garfield1
HAG
ჩაჩავაში გავაჩინე იანვარში, 150 ლარი გადავიხადე და ვიმშობიარე ბლოკ-პალატაში, ვიყავი მარტო Dა ქმატი იყო თავიდან Bოლომდე სანამ ბოლოს Pალატაში Aრ გადამიყვანეს. Gაუშვეს მხOლოდ გაუტკივარებას რო. Mიკეთებდნენ ის წუთები.

Posted by: HAG 23 Apr 2015, 08:24
marguerite
khatia_s
ჰო ჩემმა ორმა მეგობარმა გააჩინა, ერთმა ორივე ვახოსთან და ერთმა საკეისრო გაიკეთა და ორივე კმაყოფილია, რა რთული ყოფილა არჩევა.

natuluka
QUOTE
ეტყობა პირველ ბავშვს ელოდები თორე არ იფიქრებდი ეგრე რომ მშობიარობა დაწყებული აქეთ-იქით ირბენდი სამშობიაროებში

აქეთ იქეთ არ ვირბენ წინასწარ ავიღებ თადარიგს რამდენიმე სამშობიაროზე და თუ ერთგან კარანტინი იქნება ზუსტად მეცოდინება სად უნდა წავიდე smile.gif

Posted by: ninitini 23 Apr 2015, 08:59
ახალ სიცოცხლეში ვინმემ იმშობიარეთ ამ ბოლო დროს?
ვინ ყავთ მანდ კარგი მეანი?

Posted by: natuluka 23 Apr 2015, 09:26
HAG
თითქმის ყოველთვის კარანტინი ერთდოულად არის ხოლმე სამშობიაროებში smile.gif

Posted by: KeP 6 23 Apr 2015, 11:02
HAG
marguerite

ვახო კარგი ექიმია ნამდვილად. ჩემი რამდენიმე ნაცნობიც ამშობიარა და ყველას კარგად ექცეოდა, კმაყოფილები არიან
ეგ მეც გაამხსენდა მამა-შვილოს ეძახდა ამათაც biggrin.gif
მაგრამ თანამშრომელმა თქვა მე უხეშად მექცეოდაო sad.gif

ეგეც და ნუკრი მანჯგალაძეც საკმაოდ რისკიანები არიან თუმცა გამოცდილები
გამიგია ჯდომით ბავშვზეც ამშობიარებენ (ყველას არა მაგრამ გამიგია შემთხვევებიც)
ერთი ჩემი ძველი თანამშრომელი იყო, წარმატებით კი დასრულდა მაგრამ რა ვიცი ჩემთვის მაინც სარისკოა sad.gif(

Posted by: GNI100 23 Apr 2015, 11:33
გოგოებო

ყოფილი მე8 საავადმყოფოს ახალი სამშობიარო ხომ არ იცით ვინმემ? რა პირობებია? ექიმები ვინ არიან?

Posted by: maribella 25 Apr 2015, 17:50
გოგოებო,
ახალი სიცოცხლე და ჰერა, ვინმეს თU გაქვთ გამოცდილება გამიზიარეთ რა, როგორი პერსონალი და პირობები და ა.შ აქვთ ??

Posted by: natikuna77 28 Apr 2015, 14:45
გაგუას კლინიკაში ვინც იმშობიარეთ დამიწერეთ რამდენად კმაყოფილები ხართ გოგოებოოოო

Posted by: marituna 28 Apr 2015, 15:04
tlikina
150 ლარი რაში გადაიხადე?
ექიმი გყავდა აყვანილი?
პირობები მოგეწონა?
რამდენ დღეში გამოგწერეს?

Posted by: marinini25 28 Apr 2015, 15:15
Iმედის კლინიკაში საკეისრო თუ ვინმეს გაგიკეთებიათ ფეხზე ბინტებს აკრავენ თუ იცით?

Posted by: garfield1 28 Apr 2015, 15:22
marinini25
წესით ყველგან უნდა შემოგახვიონ ბინტი ან სპეციალური გეტრი ჩაგაცვან

Posted by: mashusha 28 Apr 2015, 17:30
marinini25
QUOTE
Iმედის კლინიკაში საკეისრო თუ ვინმეს გაგიკეთებიათ ფეხზე ბინტებს აკრავენ თუ იცით?


მე ჯანსახლში ვიმშობიარე და ჩემით მივტან სპეც წინდები, რომელიც მომდევნო 35 დღეც მეცა. მგონი მითხრეს უნდა იყიდოო

Posted by: marinini25 28 Apr 2015, 18:23
mashusha
garfield1
მადლობა გოგოებო. 3 წლის უკან საკეისრო არ სემოუხვევიათ და ეხლა მაინტერესებდა.

Posted by: tlikina 28 Apr 2015, 21:59
marituna
Eქიმი მყავდა აყვანილი, ის ცალკე თანხაა.
Dამატებით გადავიხადე 150 ლარი ბლოკ Pალატაში. ვიყავი მარტო ქმართან Eრთად, რომელიც სუულ თავიდან Bოლომდე იყო. PირობებI იდეალური. საკუთარი აბაზანაც მქონდა.
3 ღამე ვიყავი. მე Yველაფრით კმაყოფილი ვარ, ორივე ბავშვი მანდ გავაჩინე

Posted by: marituna 28 Apr 2015, 22:09
tlikina
ექიმი ვინ გყავდა, რამდენი გადაუხადე?
ბლოკ პალატის ემატება 150 ლარი, 550 ლარს?

Posted by: tlikina 28 Apr 2015, 22:25
marituna
Dარახველიძე. 350 ლარი, 910 ლარიან პალატაში Vიწექი. 250 გაუტკივარება და150 ბლოკ პალატა. 1660 ჯამში ყველაფერი.

Iსე 2 ადგილიანს თუ აპირებ , 1040 იანს 910 იანი ჯობია . Oრივეგან ვიწექი

Posted by: jonagold 29 Apr 2015, 16:31
გოგოებო რომელ კვირაზე უნდა გადავწყვიტო საბოლოოდ მშობიარობის ადგილი და პირობები?? 27 კვირაში ვარ ახლაა

* * *
ფიზიოლოგიურად ვაპირებ და სად მირჩევთ?
jump.gif jump.gif

Posted by: natikuna77 29 Apr 2015, 18:28
jonagold ეხლავე შეგიძლია შეარჩიო სასურველი სამშობიარო პირობების მიხედვით. მე 30 კვირის ვარ და უკვე მოფიქრებული მაქვს სადაც ვიმშობიარებ გაგუაში ვაპირებ ძალიან აქებენ დაჟე ექიმიც არ აჰყავთ მანდ იმდენად კარგები არიან ყველა რომ არაა აუცილებელიო ძალიან ყურადღებიანები არიანო რავიცი აბა
kiss.gif

Posted by: qetusiaa_qetuu 29 Apr 2015, 20:05
natikuna77
მეც ეგრე ვიცი რომ იმდენად კარგი პერსონალი ყავთ ექიმის აყვანა აუცილებელი არ არისო.. დაწერე მერე რამდენად კმაყოფილი იქნები მეც მანდ ვაპირებ და თან არც ექიმის აყვანა არ მინდა და მაინტერესებს სწორად ვიქცეი თუ არა

Posted by: missislindgreni 29 Apr 2015, 20:09
natikuna77
qetusiaa_qetuu

გოგოებო და გაგუაში საკეისროზე უპრობლემოდ დამთანხმდებიან? ამ 2-3 წლის წინ გააჩინა მანდ ჩემმა ნაცნობმა და არაფრით საკეისრო არ გაუკეთა ექიმმა. არ ვიცი ოღონდ რომელი ექიმი იყო.. კი დატანჯა გოგო ეხლაც კოშმარივით ახსენდება

Posted by: garfield1 29 Apr 2015, 21:06
missislindgreni
გაგუა არამგონია დაგთანხმდეს და სხვა არ ვიცი.
ისეთი ექიმი ნახე ვინც დაგთანხმდება

Posted by: blblbl 29 Apr 2015, 21:23
missislindgreni
კი დაგთანხმდება ცოტა წუწუნებს მაგრამ უარს ნამდვილად არ გეუბნება,ჩემმა რამდნეიმე მეგობარმა გაიკეთა სურვილით უპრობლემოდ,მე რომა რ გაგიკEტო წახვალდ ა სხვაგან გაიკეთებ და რა აზრი აქვს უარის თქმასო biggrin.gif

Posted by: jonagold 30 Apr 2015, 09:19
natikuna77
მადლობა, გავითვალისწინებ რჩევას,
love.gif
და წინასწარ მისვლა არ დამჭირდება?

Posted by: KeP 6 30 Apr 2015, 14:25
https://www.facebook.com/media/set/?set=a.783803611641691.1073741876.196283900393668&type=3

ჯერ არაფერს ვაპირებ და ზოგადად იმედიანად ვარ ესეთი ხალხი რომ არსებობს smile.gif
ბერუკაშვილმა კი იწვალა ჩემს მშობიარობაზე, კილომეტრიანი ნაკერი დამადო
კამკამიძეც კარგად მახსოვს ნეონატოლოგი, მაგრამ ყველაზე კარგად მაინც ბატონი გიორგი ღონღაძე დამამახსოვრდა smile.gif))) ანესთეზიოლოგი

Posted by: tataku1 30 Apr 2015, 18:47
გოგოებო თუ იცით გაგუაში რომელი პალატა უნდა ავიღო რომ დარჩენა შეეძლოს ვინმეს? ლუქსში შეიძლება ვინმე დარჩეს? ან ლუქსში და ვიაიპი პალატებში რა განსხვავებაა??

Posted by: marituna 30 Apr 2015, 23:34
tlikina
რა მაინტერესებს კიდევ, თეთრეული ჩემი უნდა მივიტანო? ნებისმიერ პაკეტზე?

Posted by: tlikina 1 May 2015, 13:23
marituna
არა, მე არ მიმიტანია. სუფთა თეთრეულია, Iსეთი როGორიც კარგ სასტუმროში

Posted by: T-E-0 1 May 2015, 13:29
გოგოებო ემბრიოზე რა აზრის ხართ? ხომ არ გაქვთ გამოცდილება და საკეისროს მანდ კარგად ვინ აკეთებს? მირჩიეთ რა რამე

Posted by: ninia84 1 May 2015, 15:06
T-E-0
ემბრიოში მე გავიკეთე 2 საკეისრო, ორივე საშა ფალავანდიშვილთან და უზომოდ კმაყოფილი ვარ ყველაფრით. ბოლო საკეისროდან 2 წელი გავიდა და იმედია, არაფერი შეიცვლებოდა ცუდისკენ smile.gif))

Posted by: T-E-0 1 May 2015, 15:45
ninia84
მადლობა ჩემო კარგო. მე ჰერასა და ემბრიოს შორის ვფიქრობ და ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი smile.gif

Posted by: katka 1 May 2015, 15:58
natikuna77
qetusiaa_qetuu
მე გავიკეთე საკეისრო გაგუაში სქტემბერში.ორი სიტყვით დავწერ.
პირველი ორი ბავშვი პირველ სამშობიაროში გავაჩინე და მესამეზე რატომღაც აღარ მომინდა იქ და წავედი გაგუაში.ნუკრი მანჯგალაძე მყავდა აყვანილი,პირველ რიგში მასზე დავწერ,შეყვარებული ვარ მაგ კაცზე,უმაგრესი როგორც ადამიანი და როგორც პროფესიონალი.მეორე საკეისრო ცოტა გამირთულდა,ამიტომ ძალიან გვეშინოდა,მაგრამ 5 იანზე გააკეთა ყველაფერი.
რაც შეეხება პირობებს.ძალიან მადლობელი ვარ ნანულის,ლეგენდები დადიოდა მაგ ქალზე,მაგრამ რავიცი ისეთი ყურადღება გამოიჩინა რა გითხრათ.განსაკუთრებით მომეწონა ბავშვის ექთნები,პირველ დღეს ისე მტკიოდა ლოგინიდან ვერ ვდგებოდი,ამიტომ ბავშვი იყო სულ მათთან,ყურადრება არ მოუკლიათ,დანარჩენ ორ დღესაც ყველაფერს თვითონ უკეთებდნენ.მორიგე ექთნები მართლა თან გადამყვნენ,მითუმეტესს შაბათ-კვირა დაემთხვა ჩემი იქ ყოფნა და ისე მომხედეს უექიმობა არ მიგვრძვნია.ხო ლუქსი მქონდა აღებული და ზუსტად ექთნების წინ იყო და რომ დაინახეს როგორ ცუდად ვიყავი პირველ დღეს დაძახებაც არ ჭირდებოდატ ისე შემოდიოდნენ.
მოკლედ მე კმაყოფილი ვარ,განსაკუთრებით კი უმაგრესი ნუკრი მანჯგალაძის

Posted by: qetusiaa_qetuu 1 May 2015, 17:08
katka
ექიმის აყვანა თუ გადავწყიტე მეც ნუკრიზე ვფიქრობ.. ისე როგორი კაცია უხეში და მკაცრი ხო არაა? ცოტა ისეთი ვიდი აქვს და biggrin.gif

Posted by: KeP 6 1 May 2015, 17:13
qetusiaa_qetuu
katka

ყველა ამბობს რომ ნუკრი ძალიან კარგი თბილი კაცია smile.gif ჩემი თანამშრომელი დღემდე ემადლიერება, წლების წინ იმშობიარა
საკმაოდ მძიმე შემთხვევებსაც ამშობიარებს, ჯდომით რომაა ბავშვი და ა.შ.

QUOTE
ძალიან მადლობელი ვარ ნანულის,ლეგენდები დადიოდა მაგ ქალზე

ეგ არის ექთნების წამალი biggrin.gif თუ რამე არ მოგეწონა ეგრევე უნდა ახსენო მაგის სახელი და დაპანიკდებიან
ჩემს დროს ჩვეულებრივად იყვნენ ექთნები, არაფერი განსაკუთრებული ... კარგია თუ გააქტიურდნენ smile.gif

Posted by: katka 1 May 2015, 17:19
qetusiaa_qetuu
მასეთი ვიდის მიუხედავად სასწაულად თბილი და იუმორის მქონეა.

Posted by: Mafanya 1 May 2015, 17:38
katka
QUOTE
რომ დაინახეს როგორ ცუდად ვიყავი პირველ დღეს დაძახებაც არ ჭირდებოდატ ისე შემოდიოდნენ.

ძალიანაც კარგი მომსახურება თუ გააუმჯობესეს. მეც პირველი საკეისრო გაგუაში გავიკეთე და კარგად ვიყავი, რა ვიცი, მე2 დღეს დავდიოდი ჩვეულებრივად და ერთი ექთანი არ მინახავს შემოსული იგივე ლუქსის პალატაში რომელიც მათი ოთახის გვერდზე იყო. გამოსაცლველად რომ მიმყავდა არ გინდა შენც ისწავლო გამოცვლაო ერთმა ჭკვიანმა მკითხა. არც დაუბანიათ იქ ყოფნისას, მარტო ჭიპლარს უმუშავებდნენ.

Posted by: katka 1 May 2015, 17:46
Mafanya
ეტყობა მე გამიმართლა არ ვიცი,თან ეს ნანული ყოველდღე მეკითხებოდა ვინმეს უკმაყოფილო ხომ არ ვიყავი

Posted by: Mafanya 1 May 2015, 18:23
katka
როგორც ჩანს ჩემნაირი უკმაყოფილო ბევრი იყო და მერე სერვისი გააუმჯობესეს.
ბავშვს ბანდნენ?

Posted by: katka 1 May 2015, 18:34
Mafanya
ერთხელ დაბანეს მთლიანად და მერე ტაკოს ბანდნენ ან სველი სალფეტკით უწმინდავდნენ,ყოველ ჩასვრაზე არ ბანდნენ,მაგრამ ისე არა რომ მარტო სველი სალფეტკით გაეწმინდათ,თან მეორე დღეს უკვე შემეძლო სიარული და ვბანდი ხოლმე მე თვითონ

Posted by: Hypotenuse 23 May 2015, 12:48
ვინც ჰერაში სოსოსთან გაიკეთეთ საკეისრო, დაწერეთ როგორი კმაყოფილები ხართ? ან ნაკერი ეხლა როგორ გაქვთ? მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს smile.gif

Posted by: missislindgreni 23 May 2015, 15:55
მოგესალმებით, აქაც ვიკითხავ smile.gif იმედის კლინიკაზე რამე იცით? როგორი პირობებია? ვინმე აქებს? აძაგებს? საკეისროს გაკეთებას ვაპირებ და ღირს მისვლა?

Posted by: anchoancho123 23 May 2015, 17:09
missislindgreni
გოგო ჩემმა მეგობრებმა გააჩეინეს ფიზიოლოგიურად და ძაან კმაყოფილები არიან, ეხლა მანდ დავდივარ კოსულტაციაზე თამარ მაჩIტიძესთან მაგრამ საკეისროს გაკეთება მინდა და თუ გავიკეთე უეჭველი ქორიძესთან

Posted by: Mafanya 23 May 2015, 21:30
Hypotenuse
QUOTE
ვინც ჰერაში სოსოსთან გაიკეთეთ საკეისრო, დაწერეთ როგორი კმაყოფილები ხართ? ან ნაკერი ეხლა როგორ გაქვთ?

მე გავიკეთე 1 წლის წინ, სოსოთიც და კლინიკითაც კმაყოფილი ვარ, ნაკერიც კარგად მაქვს, პოსტ-ოპერაციული ამბები ძაან ინდივიდუალურია, მაგრამ სოსომ ძაან დამნდობი საკეისრო იცის, მე2 გავიკეთE მაგასთან და უფრო პატარაზე გამჭრა ვიდრე პირველ საკეისროზე ვიყავი გაჭრილი. ანუ ძაან პატარა ნაკერი მაქვს. შიდა ნაკერებიც და გარეც თვითონ დამადო.

Posted by: Hypotenuse 23 May 2015, 21:49
Mafanya
კიდევ რაღაცეებს გკითხავ, წინასაკეისრო ანალიზები დაახლოებით რამდენი დაგიჯდა? ანუ სამშობიარო თანხის გარდა კიდევ რამდენი უნდა გავითვალისწინო? რომელ პალატაშია იყავი? მე 1-იანს ვფიქრობ, თუ იქნა თავისუფალი smile.gif

Posted by: missislindgreni 24 May 2015, 02:03
anchoancho123

ქორიძესთან ჯან. სახლში ჰო? თუ მეშლება?

Posted by: niniele18 25 May 2015, 04:09
ჩაჩავაზე რასიტყვიიტ ნორმალური ყურადღებას აქცევენ? Vინმეს გაუტკივარება თუ გაგიკეტებიათ, იცით რა მაინტერესებს, როცა დზლიერი ტკივილი დაგეწყება მერე გიკეთებენო და რატომ თავიდანვე არ აკეთებენ თუ იცით?

Posted by: marituna 25 May 2015, 10:53
niniele18
ჩაჩავაში ვიმშობიარე 17 ში, ვერ ვიტყვი, რომ ზედ გადამყვნენ. თუმცა არც უყურადღებობას ვუჩიოდი.

Posted by: qetusiaa_qetuu 25 May 2015, 13:37
ღუდუშაურში როგორი ანესთეზიოლოგი ყავთ ხო არ იცით?

Posted by: N-Economist 25 May 2015, 14:55
QUOTE (qetusiaa_qetuu @ 25 May 2015, 13:37 )
ღუდუშაურში როგორი ანესთეზიოლოგი ყავთ ხო არ იცით?

ანესთეზიოლოგი ალბათ ბევრი ეყოლებათ, ყველალ არ ვიცი როგორია, მაგრამ მე შემხვდა ქალი, სახელი არ მახსოვს, არანაირი უკმაყოფილების საფუძველი არ მაქვს ნამდვილად მის მიმართ

Posted by: niniele18 26 May 2015, 20:27
გოგოებო ახალი სიცოცხლე, თუ გაგუა? რომელს მირჩევთ?

Posted by: wkna 13 Jun 2015, 12:55
გამარჯობა, ლანცეტზე მაინტერესებს ინფორმაცია ვინმეს ხომ არ გქონიათ შეხება ? ჩემი ექიმი არის მანდ და მითხრა კარგიაო,მაგრამ მიანც მაინტერესებს აზრი ვისაც გამოცდილი აქვს,წინასწარ დიდი მადლობა ^_^

Posted by: amoeka 13 Jun 2015, 20:25
გოგოებო ემბრიოს ანუ ახლა უნივერსი დაარქვეს, ბოლოს ვინც იმშობიარეთ შთაბეჭდილებები დაწერეთ და ფასებიც

Posted by: სიყვა 7 Sep 2015, 23:04
გოგოებო ჰერაში ვინც იმშობიარეთ იქნებ დაწეროთ მამას როდის ანახებენ ბავშვს?

Posted by: ai-t-ai 7 Sep 2015, 23:12
ჯანმრთელობის სახლში ბავშვებს უშვებენ დედებთან? (უფროს შვილებს ვგულისხმობ).

Posted by: garfield1 7 Sep 2015, 23:13
ai-t-ai
გააჩნია რამხელაა,პატარებს არ უშვებდნენ აქამდე
ისე პატარა თუა ,არც ღირს მიყვანა,დაისტრესება

Posted by: ai-t-ai 7 Sep 2015, 23:18
garfield1

4 წლის არის...

Posted by: garfield1 7 Sep 2015, 23:33
ai-t-ai
არამგონია შეუშვან

Posted by: nopiahopi 8 Sep 2015, 00:08
სიყვა
QUOTE
გოგოებო ჰერაში ვინც იმშობიარეთ იქნებ დაწეროთ მამას როდის ანახებენ ბავშვს?

გულზე რომ მეწვინა,და გამკერ გამომკერეს ჩახევა და ყველაფერს მორჩნენ, მერე შემოუშვეს და ნახა მამიკომ ჩემზე დაკოსებული ბაია smile.gif მერე უკვე ნახვის საათების დროს მხოლოდ. 2 წლის წინ იყო ასე და ახლა არ ვიცი

Posted by: north 11 Sep 2015, 21:43
გოგოებო, ვინც ჯანმრთელობის სახლში გააჩინეთ, მთლიანად ბანაობის უფლება რამდენ ხანში მოგცეს?

Posted by: Hypotenuse 12 Sep 2015, 20:17
სიყვა
მე საკეისრო გავიკეთე და მამას დააწვინეს , მერე უკვე ნახვის საათის დროს შემოუშვეს.

Posted by: Indian Summer 12 Sep 2015, 22:06
ჰერაზე რა აზრის ხართ გოგოებო? ნელ-ნელა ვიწყებ სამშობიაროზე ფიქრს.. chups.gif

Posted by: nopiahopi 12 Sep 2015, 22:21
Indian Summer
QUOTE
ჰერაზე რა აზრის ხართ გოგოებო? ნელ-ნელა ვიწყებ სამშობიაროზე ფიქრს..

მე კმაყოფილი ვარ smile.gif ალბათ მეორესაც მანდ გავაჩენ გაზაფხულზე , ნაცნობ და კარგ სიტუაციაში smile.gif სისუფთავე, კვება, ყურადღება ნორმალური იყო ყველაფერი.
ფასებიც მშვენიერი smile.gif ღმერთმა არავის დააჭირვოს და ბავშვთა რეანიმაციაც აქვთ

Posted by: Indian Summer 12 Sep 2015, 22:27
sopiasopi
და ქმარს თუ ასწრებენ თავიდან ბოლომდე?^^

Posted by: nopiahopi 12 Sep 2015, 22:34
Indian Summer
QUOTE
და ქმარს თუ ასწრებენ თავიდან ბოლომდე?^^

მე დედა დამესწრო, ქმარმა ვერ გაუძლო ჩემს ყურებას, სანამ გაუტკივარებას გავიკეთებდი biggrin.gif

Posted by: Furby 12 Sep 2015, 23:22
sopiasopi
გეცოდინება ე.ი. ჰერაში 1 ადგილიანებიც აქვთ ხო ალბათ? და დარჩენა შეიძლება ვინმესი? ნუ მეუღლე, დედა.

Posted by: Hypotenuse 12 Sep 2015, 23:32
Furby
ერთადგილიანში ვერავის დაიტოვებ. მაგას ორიანი გირჩევნია, 1-იანი ძალიან პატარაა, 2-იანი დიდი ოთახი იყო

Indian Summer
მშობიარობის მოგონებებში მიწერია მე ჰერაზე, თუ არ გეზარება იქ ნახე smile.gif ეხლა მობილურით ვარ თორე დაგიკოპირებდი smile.gif

Posted by: Furby 12 Sep 2015, 23:36
Hypotenuse
მადლობა ინფოსთვის.
ანუ ან სივიწროვეში მარტო, ან მეორე ნამშობიარევიც და ორნი.

Posted by: Hypotenuse 12 Sep 2015, 23:56
Furby
ხო, ესე გამოდის wink.gif

Posted by: Iron Butterfly 13 Sep 2015, 00:00
დავარაშვილის კლინიკაზე რა აზრის ხართ, რა მოგონებები გაქვთ ან გამოცდილება ან ყურმოკრული ინფო

Posted by: Furby 13 Sep 2015, 00:11
Iron Butterfly
დავარაშვილთან გააჩინა დეიდაშვილმა. ( სანამ აცალ კლინიკას გააკეთებდა ) ნუ მშობიარის დედა არ იყო კმაყოფილი, ექიმია თვითონ.
წელს გააჩინა მეგობარმა ახალში და კმაყოფილია ფრიად. კლინიკით და ექიმით. ნუ გაუტკივარებამ რომ არ გაუყუჩა ეგ არ მოეწონა, მაგრამ ეგ რისი ან ისი ბრალი იყო ვერ გაიგებ. ორგანიზმზეა.
კიდევ ახლობელმა 2 გააჩინა მასთან და დღემდე მისი ფანია. ეგ რომ არა ვერ დაიბადებოდნენ ჩემი შვილებიო.
ზოგადად კი როგორც ყველას კმაყოფილიც და უკმაყოფილოც ბლომად ეყოლება.

Posted by: Iron Butterfly 13 Sep 2015, 00:15
Furby
http://ptpress.ge/index.php?year=1784&magazine_id=-1&topic_id=6591#.VfSHfRGqqko აი ეს დავგუგლე sad.gif

Posted by: Furby 13 Sep 2015, 00:21
Iron Butterfly
ვერ გავხსენი მობილით ვარ. ახალი კლინიკის ლინკია?

Posted by: tikotiko10 13 Sep 2015, 00:24
დარახველიძესთან ვინ იმშობიარააა???

Posted by: Hypotenuse 13 Sep 2015, 03:03
Furby
ხო, ესე გამოდის wink.gif

Posted by: nopiahopi 13 Sep 2015, 16:53
Furby
ვინმეს დატოვება თუ გინდა,ლუქსი უნდა აიგო. საკმაოდ დიდია და ტროიკასავით რაღაცაც იდგა და დაწვება იქ ვინმე. მე გირჩევ სამშობიაროების მონახულებას პირადად ადგილზე smile.gif მე ეგრე მივედი ჰერაში და დამათვალიერებინეს უპრობლემოდ biggrin.gif

Posted by: Furby 13 Sep 2015, 17:23
sopiasopi
მადლობა, კი ვაპირებ ადგილზე ნახვას. რატომღაც არ მეგონა ლუქსი თუ ქონდა ჰერას. smile.gif) :*

Posted by: nopiahopi 13 Sep 2015, 22:39
Furby
3 წლის დიღომში გადავიდნენ და გაფართოვდნენ smile.gif

Posted by: Indian Summer 13 Sep 2015, 23:41
sopiasopi
QUOTE
მე დედა დამესწრო, ქმარმა ვერ გაუძლო ჩემს ყურებას, სანამ გაუტკივარებას გავიკეთებდი

ბოლომდე დაესწრო ხო? აქ წინა გვერდებზე წერდნენ რომ ვინც არ უნდა დაესწროს ჭინთვების დროს აგდებენო..
Hypotenuse
QUOTE
მშობიარობის მოგონებებში მიწერია მე ჰერაზე, თუ არ გეზარება იქ ნახე  ეხლა მობილურით ვარ თორე დაგიკოპირებდი

მახსოვს შენი მოგონებები, ადრე წავიკითე ^^


Posted by: Furby 13 Sep 2015, 23:41
sopiasopi
ჰო დიღომში რომ არიან ეგ კი ვიცოდი smile.gif ლუქსის არსებობა მომეწონა, ვნახოთ აბა...

Posted by: nopiahopi 14 Sep 2015, 00:16
Indian Summer
QUOTE
ბოლომდე დაესწრო ხო? აქ წინა გვერდებზე წერდნენ რომ ვინც არ უნდა დაესწროს ჭინთვების დროს აგდებენო

მე შემთხვევით ნაცნობი მეანი შემხვდა მორიგე და შეიძლება მაგიტო დაასწრო ბოლომდე? მარა მახსოვს რომ ჩემს პალატაში მეორე გოგოსაც დაასწრეს ქმარი.. ვცდები ნეტა??

მე თან ბლოკ- პალატაში ვიმშობიარე,ანუ სამშობიაროში მისვლის წუთიდან იქ გამამწესეს. თან ერთადგილიანებია ეს ბლოკპალატები,ანუ შენთან ერთად არავინ მშობიარობს. შეიძლება მაგიტომაც დაასწრეს დედა ბოლომდე. ჩვეულებრივი ბლოკი 2 ადგილიანებია და ალბათ იქ რომ ვყოფილიყავი,სულ არ მომინდებოდა ვიღაცის ქმარი დასწრებოდა ჩემს გასაჭირს და შესაბამისად ალბათ გარეთ გაუშვებდნენ..
მოკლედ ამის გარკვევა სამშობიაროში ჯობს წინასწარ,შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ smile.gif

Posted by: Indian Summer 14 Sep 2015, 00:18
sopiasopi
ძალიან გვინდა მე და ჩემს ქმარს რომ თავიდან ბოლომდე დაესწროს და იმედია დატოვებენ..

Posted by: ninikei13 14 Sep 2015, 12:59
sopiasopi
2იანი ბლოკი როგორია? ორი ქალი მშობიარობს ბოლომდე? ეს რა კოშმარია?! როგორ უნდა მოვიქცე რომ მსგავს სიტუაციაში არ აღმოვჩნდე?

Posted by: nopiahopi 14 Sep 2015, 14:29
ninikei13
უმრავლესობა სამშობიაროებში 2 იანი ბლოკებია. ანუ იმის შანსი არის რომ სხვამაც იმშობიაროს შენთან ერთად თუ ყველა ბლოკი დაკავებული იქნება. მაგრამ შეგიძლია ამის ნაცვლად ბლოკ-პალატა აიღო,სადაც მხოლოდ შენ იქნები მშობიარე.

Posted by: Furby 14 Sep 2015, 15:15
sopiasopi
ვაიმე და შანსი რომ ბლოკ პალატაში აღმოვჩნდები ალბათ არც ისე დიდია sad.gif თუ დაკავებული იქნება ყველა ხომ არ გამოაძევებენ ვინმეს ... და რა გამოდის, თუ პალატა ლუქსი მინდა, ბლოკში ორი მშობიარე ერთად ვიქნებით ... არ მხიბლავს ;(

Posted by: nopiahopi 14 Sep 2015, 16:23
Furby
ჩვენ რა გვაქვს საწუწუნო,ჩვენი დედები 8 და 10 კაციან ბლოკებში იყვნენ smile.gif) ბევრი ბლოკია,არამგონია ყველა დაკავებული იყოს. დაჟე 2 კაციან ბლოკებშიც იშვიათად უწევთ ერთად მშობიარობაო. ისე რა თქმა უნდა ცალკე ჯობია.იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი,სხვისი კივილ-წივილი უფრო დაგთრგუნავს და დაგაპანიკებს

Posted by: ninikei13 14 Sep 2015, 16:33
Furby
sopiasopi
ჯერ ხომ არ მინდა სხვის კივილს ვუსმინო და დავითრგუნო და მეორეც ჩემი ქმარი მინდა რომ იყოს ჩემთან,განწყობილი ვარ უკვე რომ ჩემ გვერდით იქნება და მაგის გამო რომ გამოუშვან ნამდვილად არ მინდა

Posted by: nopiahopi 14 Sep 2015, 16:40
ninikei13
მეც ეგრე მინდოდა,მარა ისე დამამშვიდეს,ბევრი ბლოკია და არ მოგიწევს ვინმესთან ერთადო. მარა მაინც ბლოკ პალატის აღება ჯობია თავის დაზღვევის მიზნით.

Posted by: ninikei13 14 Sep 2015, 16:46
sopiasopi
ბლოკ პალატა ვიპ-ში ითვლება? დაზღვევა მგონი არ მინაზღაურებს ვიპს და მაგიტომ ვკითხულობ

Posted by: nopiahopi 14 Sep 2015, 17:37
ninikei13
დაზღვევა არ ვიცი თუ მოქმედებს ბლოკ-პალატაზე. ბლოკ პალატაში მხოლოდ მშობიარობა ხდება. რომ გააჩენ, მერე შენ ირჩევ თუ გინდა ლუქსში დაწვები,თუ გინდა 4ადგილიანში.

Posted by: ninikei13 14 Sep 2015, 18:00
sopiasopi
გასაგებია.მადლობა :*

Posted by: Furby 14 Sep 2015, 19:23
sopiasopi
დიდი მადლობა სოფია, გავერკვიე smile.gif ესე იგი მინდა ბლოკ პალატადა ლუქსი

Posted by: buskito 19 Sep 2015, 20:02
გამარჯობათ გოგოებო.ახალი ვარ.როგორ ხართ?გაგუაში ვაპირებ მშობიარობას და რას მეტყვით აბაა?

Posted by: ratom86 19 Sep 2015, 20:23
buskito
უახლოეს 2 დღეში ვიმშობიარებ გაგუაში და დავწერ პირობებს.

Posted by: ai-t-ai 19 Sep 2015, 23:54
გოგოებო, ვინც ჯან.სახლში საკეისრო გაიკეთეთ, რამდენი დღით ადრე დაგინიშნათ ოპერაცია ქორიძემ? რომელ კვირაზე გაიკეთეთ?

Posted by: buskito 22 Sep 2015, 14:04
ratom86

მოუთმენლად გელოდებიიი...

აბა შენ იცი,მშვიდობიანი და ბედნიერი მშობიარობაა kiss.gif

Posted by: garfield1 22 Sep 2015, 14:09
ai-t-ai
თითქმის 39 კვირაზე

Posted by: buskito 24 Sep 2015, 10:13
ratom86
აქაც გილოცავ.რომ მოიცლი გაგუას პირობები დამიწერეე smile.gif
* * *
ratom86
აქაც გილოცავ.რომ მოიცლი გაგუას პირობები დამიწერეე smile.gif

Posted by: makaterinam 25 Sep 2015, 15:20
მოგესალმებით მეგობრებო, პირველად მიწევს მშობიარობა მალე და ჰერაში ვფიქრობ ღოღობერიძესთან. გთხოვთ თქვენი მოსაზრებები რომ გამიზიაროთ. წინასწარ მადლობა ყველას smile.gif

Posted by: ai-t-ai 25 Sep 2015, 17:19
garfield1
ნეტავ დამთანხმდება ორი კვირით ადრე რომ გავიკეთო?

Posted by: manine2013 25 Sep 2015, 19:11
garfield1
ძალიან მომეწონა ჯანმრთელობის სახლი დიდი პლიუსი ჩემგან. რა მინდოდა ჩაჩავაში პირველზე ვერ მომინელებია ჯერაც smile.gif ისეთი ყურადღებიანია ყველა
ai-t-ai

14 -ში მქონდა დდ და 5-ში დავნიშნეთ საკეისრო. 38 კვირის ვიქნები ზუსტად

Posted by: Tako var 25 Sep 2015, 20:30
გამაჯობათ ოგოებო მაინტერესებს იმედის კლინიკაზე რა აზრის ხართ ვინმეს თუ გიმშობიქიათ და მიჩევთ თუ არა

Posted by: ratom86 25 Sep 2015, 20:32
buskito
ე.ი საიტზე რაც აქვთ ზუსტად იგივე ფასებია რეალურადაც, დამატებით არაფერს არ იხდი
ანუ იხდი პალატის თანხას+თუ გაუტკივარება გინდა+ექიმის აყვანა,
რაც შეეხება ექიმებს ყველა ყურადღებიანია, თუ ექიმის აყვანა არ გინდა, მორიგე ექიმი მაქსიმალურად მოგაქცევს ყურადღებას,
სიტუაციის გართულების დროს გაგუაც ერთვება, უბრალოდ ცნობილ ექიმს ბევრი პაციენტი ყავს და შენ გათვალე ეხლა რა და როგორ, მე უკმაყოფილო არ ვარ ჩემი ექიმის, უბრალოდ მინდოდა ხშირად შემოსულიყო ჩემთან, მაგრამ 4 რომ მშობიარობს ერთდროულად და 4-ვე ს გაგუა ყავს აყვანილი, როგორ გინდა მოთხოვო ექიმს სულ აქ დაჯექიო. (თან 11 საათი biggrin.gif )
ექთნები, სანიტრები,უმრავლესობა კარგია-1-2 ცოტა ნერვიულია და არ შეგეშინდეს smile.gif)),
ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ ბავშვი ძირითადად არის დედასთან, რომ მოთხოვო ექთნებს, დიდხანს მაინც არ დაიტოვებენ,(გამონაკლისია 1-ლი დღე) ბავშვთა ოთახში ახალშობილი გაგყავს მხოლოდ გამოსაცვლელად ან დამატებითი საკვების მისაცემად.
რაც შეეხება პალატებს, დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან(თუ არ ჩავთვლით დამატებით სავარძლებს biggrin.gif ) პირობებით (მაგ.ერთიანი და ლუქსი) უბრალოდ უპირატესობა ისაა, რომ შეგიძლია ვინმე დაიტოვო, 1 იანს და 2 იანს შორის განსხვავება მხოლოდ ერთ საწოლშია, კვება ნორმალურია,

რამე თუ გაინტერესებს დამატებით, მკითხე.


პ.ს მკერდის პრობლემებთან დაკავშირებით იქ არავის მიმართო, შენი მასაჟისტი შეიყვანე, რაც იქ გოგოების წამებას ვუყურე.......

Posted by: ninikei13 25 Sep 2015, 20:35
ratom86
შეგაყვანინებენ შენ მასაჟისტს?მნახველების ამბავი როგორაა? და ბლოკში მარტო თუ მშობიარობ? ხომ არაა იმის შანსი რომ ვინმესთან ერთად მომიწევს? ქმრის დასწრება მინდა მე

Posted by: ratom86 25 Sep 2015, 20:48
ninikei13
თუ შეათანხმებ ადმინისტრაციასთან, შეგაყვანინებენ მასაჟისტს, მშობიარობის შემდეგ მნახველები შესასვლელთან გნახულობენ, თუ 2,3,4 იანი პალატაა, სხვა შემთხვევაში პალატაში შეგყავს.
ბლოკში მარტო მშობიარობ, კი, ერთ მსურველს შეუძლია დაგესწროს, მეც ქმარი მესწრებოდა.

Posted by: ninikei13 25 Sep 2015, 20:49
ratom86
გაიხარე.თუ რამე შეგაწუხებ :*

Posted by: ratom86 25 Sep 2015, 20:52
ninikei13
ოკ, რა პრობლემაა, მარტივ მშობიარობას გისურვებ bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: Tako var 25 Sep 2015, 21:47
გამარჯობათ გოგოებოო
იმედის კლინიკაზე არავინ არაფერს არ საუბრობთ რატო? არავის არ გიმშობიარიათ ან არავინ არ აპირებთ მშობიატობას?

Posted by: mmn 25 Sep 2015, 22:48
Tako var
მე ვაპირებ ლიკა ლუაშვილი მყავს აყვანილი ძალიან ბევრი მშობიარე ყავს საათიანი რიგებია მის კართან შესბამისად ძალიან კარგი პროფესიონალი და თბილი ქალია. სიტუაცია ძალიან მომეწონა გაგუა ვნახე, ვნახე ემბრიო და ჰერა ყურადღებითა და სისუფთავით ყველას მირჩევნია. გინეკოლოგიც მირჩიეს და საბოლოოდ იმედის კლინიკა გადავწყვიტე

Posted by: pacuka1234 26 Sep 2015, 12:26
გოგოებო ვინ გაიკეთეთ დარახველიძესთან საკესრო და კმაყოფილი ხართ თუ არა სამშობიაროთი და ექიმით?

Posted by: buskito 26 Sep 2015, 13:08
ratom86
აჰა გასაგებია.კიდევ გაგუაში წასაღები ნივთების შესახებ მაინტერესებს,თუ არ შეწუხდები დამიწერე მოკლედ smile.gif

Posted by: happy-go-lucky 26 Sep 2015, 13:19
Tako var
მე ვფიქრობ იმედზე. ეხლა კლინიკაშI ვიწექი და ტველა ისე აქებდნენ, იქიდან მოსული პაციენტები.

მაგრამ მე მაინც ვაპირებ რომ ექიმებს დაველაპარაკო, 4 ექიმზე ვფიქრობ სხვადასხვა სამშOბიაროშI და რომელიც მომეწონება, ვინც უფრო მომეფერებაsmile.gif) იქ გადავწყვეტ. არვ ერთI ექიმის პროფესიონალიზმსო ეჭVი არ მეპარება.

Posted by: ratom86 26 Sep 2015, 13:32
buskito
ოკ, ე.ი შეიძლება რამე გამომრჩეს, მაგრამ ძირითადს დავწერ,
პერანგი( წინ რომ იხსნება)
ხალათი
მეძუძურის ლიფი
ჩუსტები(აბაზანის, ოთახის)
ერთჯერადი ტრუსები
პირსახოცები(დიდი, პატარა)
ტანსაცმელი(წამოსასვლელი)
პირადი ჰიგიენის ნივთები(კბილის ჯაგრისი და ა.შ)
ჰიგიენური საფენები(მე მქონდა წაღებული ჩვეულებრივ ზედაპირიანი, მაგრამ იქ მაძლევდნენ სქელ საფენებს, რომელიც უფრო კარგად ვიხმარე)
მკერდის საფენები

ბავშვის
4 ბოდე
2 ფეხიანი, 2 უფეხო შარვალი,
2 ზედა ჩასაცმელი
3 ნასკი,
2 ქუდი
ხელთათმანები
ბავშვის ჰიგიენური საფენები(თუმცა იქაც აძლევენ)
დასაფენი და გადასაფარებელი
ბოთლი
ფოტოაპარატს და სხვა ნივთებს აღარ ჩამოვთვლი, შენი სურვილით რასაც გინდა წაიღებ.
მგონი მეტი არაფერი წამიღია.

Posted by: your~absence 26 Sep 2015, 15:43
ratom86
ერთჯერადი ტრუსები ვერსად ვერ ვნახე და სად შეიძინე შეგიძლია მითხრა?
მადლობა 2kiss.gif

Posted by: anuka2009 26 Sep 2015, 16:10
pacuka1234
მე გავიკეთე. ჩაჩავა არის ძალიან კარგი სამშობიარო და დარახველიძე კარგი პროფესიონალი. კარგო არჩევანია. ფაქტიურდ სიკვდილს გდამარჩინა, ნაკერი ცოტა მომიჩხლართა.

Posted by: base 26 Sep 2015, 18:40
mmn როდისთვის გიწევს მშობიარობა?
* * *
იმედის კლინიკაზე პირადი გამოცდილებით ვერავინ ვერაფერს მერტყვით?

იმდენად ვღელავ და მეშინია, ხან ვფიქრობ, მზად ვარ მთელი ცხოვრება მუცლით ვატარო, ოღონდ გადავდო გაჩენის პროცესი. ეს რათქმაუნდა, ხუმრობით.

თუმცა, ჩემი ბიჭი რომ არ შემოუშვან ან გვერდით სხვის მშობიარობას ვადევნებდე თვალს,მართლა არ ვიცი როგორ გადავიტან ამ ყველაფერს.

ასე რომ სანამ დრო მაქვს,გამოიჩინეთ სიკეთე და მირჩიეთ რაიმე.
კონსულტაციებზე იმედის კლინიკაში დავდივარ, სახლთანაა ორ ნაბიჯში.. მაგრამ სხვა სამშობიაროებსაც აქტიურად განვიხილავ..

Posted by: buskito 26 Sep 2015, 19:23
ratom86
მადლობაა...გაიხარეე kiss.gif

Posted by: mmn 26 Sep 2015, 19:32
base
5 ში დამინიშნეს საკეისრო. იმედის კლინიკაზე მშობიარობის მოგონებებში ვერ ვიპოვე მოგონებები ამიტომ ახლობლების რჩევით ყველა კმაყოფილია ვინც მანდ იმშობიარა. თან ის მომწონს რომ არფფრის წაღება არ გიწევს ყველაფერი აქვთ რაც საჭიროა

Posted by: base 26 Sep 2015, 19:40
mmn გადმოცემით, ვიღაცასთან ვიღაცის ნათქვამის მიხედვით მეც მითხრეს რომ კარგია..თან რამოდენიმე სხვადასხვა ადამიანმა.

საკეისრო თავად აირჩიე თუ გჭირდება?

Posted by: mmn 26 Sep 2015, 20:49
base
არა დამჭირდა( ფიზიოლოგიურზე მეტად მეშინია საკეისროსი

Posted by: base 26 Sep 2015, 20:53
mmn შეგიძლია მითხრა რატომ დაგჭირდა?
დაბალი მიმაგრება მაქვს მე ამ ეტაპზე (24) და ნეტავ მე რა მელის )
მე არც კი ვიცი რომლის უფრო მეშენია.

Posted by: mmn 26 Sep 2015, 20:55
base
არა დამჭირდა( ფიზიოლოგიურზე მეტად მეშინია საკეისროსი

Posted by: base 26 Sep 2015, 22:30
mmn მგონი იგივე დაიპოსტა..

Posted by: mmn 27 Sep 2015, 00:14
base
მე ტყუპები მყავს თან თავით ქვემოთ აღარ არიან და ამიტომ.
ტყუპებზე ძირითადად საკეისროს ნიშნავენ.
ყელიც დამოკლებული მაქვს 25მმ და მცირეწყლიანობაც

Posted by: base 27 Sep 2015, 09:37
mmn ვაიჰ.. ტყუპები ))) წარმატებას გისურვებ <3 <3 ალბათ როგორი გაბერილი ხარ )


შემოიარე მშობიარობის მერე და გვაცნობე როგორ ჩაივლის ყველაფერი და როგორ მოგეწონება კლინიკა, ექიმები..
საკეისროზე მეუღლეს არ ასწრებენ ხო საქართველოში??

Posted by: ratom86 27 Sep 2015, 13:13
QUOTE (your~absence @ 26 Sep 2015, 15:43 )
ratom86
ერთჯერადი ტრუსები ვერსად ვერ ვნახე და სად შეიძინე შეგიძლია მითხრა?
მადლობა 2kiss.gif

გაგუას კლინიკა სადაცაა, პირველ სართულზე რომ აფთიაქია იქ ვიყიდე.

Posted by: mmn 27 Sep 2015, 14:39
კი კი აუცილებლად დავწერ. base
მე ვერავინ მესწრება დაქალის და ნათესავის დასწრება არ მინდა ამიტომ არც მიკითხავს
ვნერვიულობ მაგრამ რავქნა.
ექიმის და კლინიკის შერჩევა რა რთული ყოფილა

Posted by: Furby 30 Sep 2015, 22:38
გოგოებო ჯანმრთელობის სახლის ფასები და ზოგადად პირობები ვერ ვნახე საიტზე. მობილით ვარ და არ ვიცი ამას დავაბრალო თუ რას. და ხომ არ იცით ვინმემ რა ხდება და როგორ? პალატები, სამშობიარო ბლოკი, ფასები, კვება ... კიდევ რაც არის

Posted by: ninikei13 30 Sep 2015, 22:47
Furby
გარფილდია მაგის ექსპერტი biggrin.gif ჯან სახლის

Posted by: Furby 30 Sep 2015, 22:52
ninikei13
biggrin.gif მადლობა biggrin.gif
garfield1
Expert Hellpp smile.gif

ფიზილოგიურად მინდა ისე

Posted by: ninikei13 30 Sep 2015, 23:01
Furby
მე ვიცი რომ ქორიძე ძალიან კარგია საკეისროს ამბებში და ფიზიოლოგიურზე არ ვიცი.ვიცნობ ხალხს კიდეც და ყველა ნაკეისრალია

Posted by: Furby 30 Sep 2015, 23:08
ninikei13
საკეისროზე ვიცი მეც ხო და ფიზიო მაინტერესებს. ბევრს ვფიქრობ მგონი

Posted by: garfield1 30 Sep 2015, 23:46
Furby
1550 ღირს ფიზიოლოგიური+150 გაუტკივარება
თუ გაუტკივარებას გეგმავ წინასწარ უნდა შეუთანხმდე. ეპუდურალურს ვინც აკეთებს ადგილზე არაა ხოლმე და ურეკავენ. უცებ რომ გადაწყვიტო ეგრე ვერ გაგიკეთებენ
პალატები ყველა ერთადგილიანია ,ქორიძე გამშობიარებს ყველა ვარიანტში ,ან თუ ქორიძე წასულია ზურა მურღულია იღებს მშობიარეებს და არანაკლებია ამირანზე. საჭმელს პალატაში მოგართმევენ დღეში ოთხჯერ. ღამე გაყავთ ბავშვი .მნახველები დღეში ორი ადაიანი 2-8 საათამდე. ღამე არავის დატოვება არ შეიძლება. მშობიარობაზეც არ ასწრებს არავის. ნუ ეკა კახიანი დაესწრო თავისი შვილის მშობიარობას მაგრამ ეგ არ ითვლება biggrin.gif

Posted by: mziako 1 Oct 2015, 13:56
ემბრიოში საკეისროთი ვინც იმშობიარეთ როგორი პირობები დაწერეთ რა smile.gif სავარაუდდოდ მანდ უნდა ვიმშობიარო და ნამყოფიც არ ვარ ძაან მაინტერესებს

Posted by: Furby 1 Oct 2015, 14:20
garfield1
მადლობაა, და ექიმის აყვანა შედის ალბათ ხო? საიტზე უწერიათ მგონი მასე თუ სადღაც წავიკითხე. ანუ ცალკე აღარ იხდი-ო

Posted by: garfield1 1 Oct 2015, 14:22
Furby
კი კი მაგ ფასში შედის,ცალკე არ იხდი არაფერს

Posted by: your~absence 5 Oct 2015, 19:22
ახლა ვწევარ ემბრიოტოქსში. 2 დღის წინ ვიმშობიარე. ამ სამშობიაროთი ვინც არის კმაყოფილი უბრალოდ დამიწერეთ ჩამომოთვალეთ კონკრეტულად რით ხართ ან იყავით კმაყოფილი. მარტო ჩემი ბავშვი მიხარია და ის მიხარია რომ დღეში სამჯერ მაჭმევენ. სხვა სტანდარტული სამშობიაროებიც ასეთი კოშმარია ნეტა? (ჩაჩავას და კიდევ არვიცი მაგის დონის რომელია მაგათ არ ვთვლი. მანდ სავარაუდოდ უკეთესობაა)

Posted by: mziako 5 Oct 2015, 19:54
your~absence

რავიცი იმდენი კმაყოფილიც ყავს და უკმაყოფილოც მაგ სამშობიაროს ვეღარ გადავწყვიტე რავქნა. ჩემი თვალით უნდა ვნახო ერთი მოვიდე smile.gif გილოცავ პატარას ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს :* ბუნებრივად იმშობიარე? ექიმი ვინ იყო? მანდ ცისანა გიორგაძესთან ვაპირებ მშობიარობას და ერთი არავინ შემხვდა მაგის პაციენტი რომ გამოვკითხო ყველაფერი კარგად smile.gif

Posted by: your~absence 5 Oct 2015, 20:11
mziako

კი, ფიზიოლოგიურად. მე ცისანასთან არ მიმშობიარია. სხვა ექიმი მყავდა.

Posted by: ai-t-ai 12 Oct 2015, 18:27
გამარჯობა, გოგოებო smile.gif

ორი დღის წინ გავიკეთე საკეისრო ჯანმრთელობის სახლში, ჯერ ისევ აქ ვარ smile.gif
პირველად 4 წლის წინ ვიმშობიარე აქ და იმდენად მოხიბლული დავრჩი, რომ მეორეზეც აქ მოვედი.
აღმოვაჩინე რომ ამ პერიოდში ბევრი ცვლილება შეუტანიათ და მგონი მესამეს ისევ ამ სამშობიაროს გამო გავაჩენ smile.gif


Posted by: garfield1 12 Oct 2015, 18:31
ai-t-ai
მეც იგივე ვთქვი ზუსტად მეორე საკეისრო რომ გავიკეთე

Posted by: droeba 12 Oct 2015, 19:04
მე ჩაჩავაში ვიმშობიარე ორივეჯერ და ძალიან კმაყოფილი ვარეე...ექიმით პირველ რიგში ...მე კომერციულში ვიყავი და ძალიან თბილი გარემოა smile.gif))

Posted by: Furby 13 Oct 2015, 17:05
garfield1
ai-t-ai
ჯან. სახლში თუ გავაჩინე თქვენი რეკომენდაციებით და პოსტებიდან მიღებული გადაწყვეტილება იქნება.
არცერთ სამშობიაროზე მგონი ასე აღტაცებით არ საუბრობენ

Posted by: ai-t-ai 13 Oct 2015, 17:23
Furby

ვფიქრობ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ.
ფასი ამართლებს ხარისხს საბედნიეროდ smile.gif
წარმატებები
love.gif

Posted by: Furby 13 Oct 2015, 17:25
ai-t-ai
მადლობა,
ბედნიერი დედიკო ყოფილიყავი შენს პაწაწოებთან ერთად :*

Posted by: ninikei13 13 Oct 2015, 18:01
Furby
აი ფიზიოლოგიურზე რატომ არ შეგვხვდა არავინ, ნუ მე ისედაც მარტო არ მინდა და ეგ გამორიცხავს.

Posted by: ai-t-ai 13 Oct 2015, 18:33
Furby
მადლობა
2kiss.gif

ninikei13
2დან 8 საათამდე შეგიძლია ორი მნახველი გყავდეს smile.gif

Posted by: ninikei13 13 Oct 2015, 18:38
ai-t-ai
არაა,ფიზიოლოგიურზე არ ასწრებს თქო და მარტო კიდევ ვერ წარმომიდგენია.ეგ ვიგულისხმე smile.gif მნახველები ყველაზე ნაკლებად მედარდება,არ მინდა smile.gif))

Posted by: ai-t-ai 13 Oct 2015, 18:39
ninikei13
არასწორად გავიგე smile.gif

Posted by: Furby 13 Oct 2015, 19:57
ninikei13
ეგ კიდე სულ რომ მავიწყდება smile.gif მაგრამ რავიცი აბა იქნებ დავთმო სამშობიაროს და ქორიძის ხათრით.

ვნახოთ, კიდე ვფიქრობ ჯერ

Posted by: Kus@ 14 Oct 2015, 14:09
მეც ორი შვილი ჯანმრთელობის სახლში გავაჩინე ბ-ნ ამირან ქორიძესთან. ახლა მესამეს ველოდები. სხვა სამშობიაროს გაგონებაც არ მინდა იმდენად კარგი სიტუაციაა ყველა მხრივ...

Posted by: Furby 14 Oct 2015, 15:34
Kus@
საკეისროთი გააჩინე თუ ფიზიოლოგიურად?

Posted by: manine2013 14 Oct 2015, 19:47
Furby
მე ვიცი ორი ფორუმელი აღარ პოსტავენ ეხლა რომლებმაც ფიზიოლოგიურად გააჩინეს და ძალიან კმაყოფილები არიან.მათი და გარფილდის პოსტებიდან და შეფასებებიდან გადავწყვიტე ჯან სახლი და არც ვნანობ. ბავშვს ჰქონდა პრობლემები და ყველაფერს აკეთებდნენ მისთვის. ძალიან ყურადღებიანი მედპერსონალია რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ცდილობენ რომ კმაყოფილი წახვიდე მათგან. წინა ჩაჩავაში გაკეთებული საკეისროსგან განსხვავებით აქ ძალიან გამიადვილდა რეაბილიტაცია.მეორე დღეს ამაყენეს და იმის მერე დავდიოდი ჩემით. ორი დღე დამატებით დაგვტოვეს ბავშვის გამო.დაჟე მე-8 დღეს ბავშვი კლინიკაში გახდა გადასაყვანი და იმ დღით კახეთში წავედი მანქანით და ჩამოვედი. საერთოდ არ გამჭირვებია საჭესთან ჯდომა. კმაყოფილი ვარ ძალიან. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. რომ არა პატარას პრობლემები ტკბილი მოგონებები მეწნებოდა.ერთადერთი მინუსი არის მადაჟისტი ირა. უფრთხილდით )) სპინალურზეც ვიტყვი ორ სიტყას. გამიგია ტკივილი რჩებაო და ნანემსარი სად მაქვს ისიც არ ვიცი. არანაირი ტკივილი არ მაქვს. ძალიან ვნანობ პირველი საკეისრო ნარკოზით რომ გავიკეთე. ვერ შევადარებ ერთმანეთს

Posted by: ninikei13 14 Oct 2015, 19:56
manine2013
მასაჟისტი რომ დაგჭირდეს მანდ არ მინდა ირა და ჩემსას მოვიყვანო თუ რა უნდა ქნა? sad.gif

Posted by: Furby 14 Oct 2015, 21:14
manine2013
მადლობა რა კარგი ინფოა, ანუ ბავშვთა განყოფილება არ აქვთო წერდნენ, ჟანგბადის ბალონებიც კი არაო და მაგას ვფიქრობდი. როგორც ამბობ მგონი ეგ პრობლემა არ უნდა იყოს.

მეც მაინტერესებს ჩემს მასაჟისტს არ შემაყვანინებენ? წინასწარ რომ შევუთანხმდე?

Posted by: blblbl 14 Oct 2015, 21:16
მე რაც ჩაჩავას კომერციული ვნახე,მას მერე მასზე კარგი სამშობიარო არ მეგულება,ფილმებში მინახავს მსგავსი მარტო biggrin.gif ნუ მე მაინც გაგუაში გავაჩენ მაგრამ ,ბევრად სჯობს გაგუას სამშობიაროს მაინც biggrin.gif Tan sanam me gavaCen iqneb gaakeTos gaguamac amse biggrin.gif

Posted by: manine2013 14 Oct 2015, 21:35
ninikei13
Furby
აღარ მიკითხავს ეგ სიმართლე გითხრათ. დოსტინექსის დალევა დავიწყე და მე თვითონ ვიწველიდი.
blblbl

* * *
ninikei13
Furby
აღარ მიკითხავს ეგ სიმართლე გითხრათ. დოსტინექსის დალევა დავიწყე და მე თვითონ ვიწველიდი. ინკუბატორი აქვთ და ფოროთერაპიის აპარატი. ლაბორატორიას იძახებენ საჭიროების შემთხვევაში. ნეიროსონოგრაფიაც აქვთ. ჟანგბადის ბალონები არ ვიცი.
blblbl
ჩაჩავას კომერციულში ვიწექი მაგრამ ჯან სახლთან ვერ მოვა ვერანაირად. ნერვებდაწყვწტილი წამოვესი იქიდან და ერთი თვე წელში ვერ ვიმართებოდი. სისუფთავე იყო და ბავშვსაც კარგად უვლიდნენ მაგრამ მე ძალიან არაკომფორტულად ვიგრძენი თავი. ჯერ მარტო ლაქტაციაზე მომიყვანდნენ ბავშვს და უნდა აჭამოო როცა არც რძე მქონდა და ვერ წოვდა აესეგად 40 სიცხეეები და ერთი თვე გადასხმები და ანტიბიოტიკები მივიღე. ოყნას რომ ჭირდებოდა და მე ვყიდულობდი მაგაზე არაფერს ვამბობ. და ძაან ცნობილმა ქირურგმა ისეთი ისეთი საშინელი ბაკერი დამადო ირიბად იყო გაჭრილი გაგიჟდა ქორიძემ რომ დაინახა რას ჰგავს ესო

Posted by: blblbl 14 Oct 2015, 21:50
manine2013
როდის გააჩინე?ახლახანს შეცვალეს ყველაფერის საერთოდ გადაკეთებულია,ნუ პალატები მომსახურება მსგვასი ამრტლა არ მინახავს არსად ,ბავშვებსაც ისე უვლიან თან ყვებოდნენ,სანახავად ვიყავი და შოკირებული წამოვედი,აი რაც დაწერე ამგის საპირისპირო ხდებოდა ახლა,ექიმს რაც შეეეხება მეოთხე საკეისრო ჩაატარ ა უპრობლემოდ და საუაბრიც არ მაქვს მაგაზე smile.gif

განსაკუთრებით ავღფრთოვანდი ციფრულ საათებზე,რომელიც ყველა ექიმს უკეთია ხელზე და ზედ ეწერება რომელი პალატიდან იძახებენ,ასევე ბავშვის კალიასკა საწოლზე,რომელიც მღერის,ირწევა და წონის biggrin.gif

Posted by: manine2013 14 Oct 2015, 22:33
blblbl
ორი წლის წინ მეყოლა. ძალიან კარგია. რაც უფრო გამოსწორდება სიტუაციები სამედიცინო დაწესებულებებში უკეთესი იქნება ჩვენთვის. რაც მთავარია პაციენტთან მოქცევის წესები დახვეწონ კარგი იქნება. ერთადერთი დაწესებულებაა ჯან სახლი საიდანაც ისე წამოვედი რომ არ მიჩხუბია მედ პერსონალთან. არადა არ ვარ ზოგადად ანჩხლი ))

Posted by: blblbl 14 Oct 2015, 22:49
manine2013
მე არ ვწოლილვარ მნახველი ვიყავი,მაგრამ ვინც იწვა ძალიან კმაყოფილია,ორი წლის წინაც იწვა და ამბობდა რომ საერტოდ შეცვლილიაო ამიტომ გითხარი შეიცვალათქო,თორემ მე პირველად ვნახე,აი ის კალიასკები არის საოცრება,სახლში უნდა ჰქონდეს ყველას :დდდ

Posted by: ninikei13 14 Oct 2015, 23:11
manine2013 გაიხარე მადლობა ინფოსთვის.
blblbl გაგუაზეც აბსოლიტურად განსხვავებული აზრები მოვისმინე აქ და ბრიგადაზეა,ექიმზე,გამართლებაზეა თუ რა ჯანდაბაა არ ვიცი biggrin.gif ვეღარ მიმიღია გადაწყვეტილება

Posted by: blblbl 14 Oct 2015, 23:34
ninikei13
ჩემთვის გაგუას გარდა მეანი არ არსებობს ვისაც ჩემ თავს და ბავშვს ვანდობ,ვგიჟდები მაგ კაცზე,ხო ნახე ჩჩAვას კლინიკაზე გადავირეი მაგრამ მაინც გაგუასთან წავალ biggrin.gif ყველა ჩემმა ახლობელმა მანდ გაჩინა და უზომოდ კმაყოფილებ არიან,რას გაიგებ,მე ჩაჩავაზეც მარტო ცუდი მესმოდა და კი გადავრიე ,მე ორჯერ დავესწარი მშობიარობას გაგუაში და აღფრთოვანებული ვარ ყველა იმ ცვლების ექიმით,ნუ დავითზე საუაბარიც არ მაქვს <3

Posted by: ninikei13 14 Oct 2015, 23:37
blblbl
ახლა კიდევ ეს პატარა ბიჭები რომ გამოვიდნენ არენაზე biggrin.gif ვიღაც ბესო თეთრაძეზე წავიკითხე კიდევ ნაცნობის საქებარი პოსტები smile.gif)))

Posted by: blblbl 15 Oct 2015, 00:02
ninikei13
მიდი დაათვალიერე ყველა სავარაუდო სადაც გინდა,გაესაუბრე ექიმებს და მერე გადაწყვიტე საით გაგიწევს გული

Posted by: Ekusha_Ekusha 16 Oct 2015, 08:58
sopiasopi

Indian Summer

მეც გაზაფხულზე მიწევს მშობიარობა, პირველი ჰერაში გავაჩინე და მეორესაც მანდ ვფიქრობ , ნორმალური სიტუაციაა, უკმაყოფილო არ ვყოფილვარ, ექიმებიც კარგი ყავთ ყურადღებიანები და რაც მთავარია საქმეს კარგად ეკიდებიან smile.gif

Posted by: nopiahopi 16 Oct 2015, 11:08
Ekusha_Ekusha
ჰოფა დავადგეთ ისევ ჰერას გაზაფხულზე smile.gif

Posted by: ninikei13 16 Oct 2015, 11:25
ჰერას და გაგუას გოგოებო biggrin.gif მშობიარობისას თავის რამეს გაცმევენ? თუ უნდა ვეძებო გასაფუჭებელი პერანგი?

Posted by: kkatrin 16 Oct 2015, 11:26
მეოთხე სამშობიაროზე რას იტყვით? ნორმალურია? მგონია შალვა დავით ქორიძე ქვია თუ ეგეთი რაღაცა. საიტიც არა აქვთ რომ ნორმალურად ვნახო ან ფასები გავიგო.

Posted by: Schneckchen 16 Oct 2015, 11:36
ninikei13
საკეისროს დროს ჩამაცვეს ჰერაში, და რომ დამთავრდა ოპერაცია მერეც გამომიცვალეს, ისევ თავისი ჩამაცვეს. მეორე დღიდან მეცვა ჩემი და არ გამფუჭებია smile.gif

Posted by: nopiahopi 16 Oct 2015, 11:47
ninikei13
ჰერაში ჩამაცვეს. ფიზიოლოგიურის დროს რაღაც ერთჯერადი პერანგივით იყო. მშობიარობის მერეც ჩამაცვეს თავიანთი,გაკრიალებული პერანგი. მეორე დღეს კი ჩავიცვი უკვე ჩემი საკუთარი

Posted by: ninikei13 16 Oct 2015, 11:49
Schneckchen
sopiasopi
მადლობა გოგოებო :* და ღილებიანი პიჟამოები არ მაქვს და მაიკა და შარვალი რომაა ისეთები ვიყიდე ახლაც და რა უჭირს ლაქტაციისთვის?

Posted by: Ekusha_Ekusha 16 Oct 2015, 12:34
ninikei13

ერთჯერადი პერანგი ჩამაცვეს და მშობიარობის მერეც თავიანთი,მეორე დღეს მეც გამოვიცვალე და ჩემი პერანგი ჩავიცვი smile.gif

* * *
გოგოებო რა უნდა გკითხოთ, ვისაც ჰერაში ყავს ექიმი აყვანილი , გინეკოლოგი, ვის მირჩევდით?

Posted by: nopiahopi 16 Oct 2015, 12:57
ninikei13
მთავარია ლაქტაციის დროს მოხერხებულად იყო და ისე იხსნებოდეს,რომ გახდა არ გჭირდებოდეს. ან თუ არ გაიხსნება,ადვილად რომ აიწიო.

Posted by: Hypotenuse 16 Oct 2015, 15:57
ninikei13
ჰერაში საკეისროს დროს, ერთჯერადი პერანგი მეცვა, პალატაში რომ გადამიყვანეს, ისევ თავისი პერანგი ჩამაცვეს(არა ერთჯერადი), მეორე დღეს რომ ავდექი, უკვე ჩემი ჩავიცვი smile.gif

Posted by: Furby 16 Oct 2015, 16:04
smile.gif აბა უკვე ერთ ან ორჯერ ნამშობიარებო დედიკოებო, ხალათები და პერანგები დიდად არ მიყვარს და პიჟამო (შარვალი და ზედა) ხომ არ შემიშლის ხელს სამშობიაროში? ვიღაც ამბობდა ექიმი რომ გსინჯავს პერანგი უფრო მოსახერხებელიაო. თქვენი გამოცდილებით?

Posted by: nopiahopi 16 Oct 2015, 16:44
Furby
QUOTE
აბა უკვე ერთ ან ორჯერ ნამშობიარებო დედიკოებო, ხალათები და პერანგები დიდად არ მიყვარს და პიჟამო (შარვალი და ზედა) ხომ არ შემიშლის ხელს სამშობიაროში? ვიღაც ამბობდა ექიმი რომ გსინჯავს პერანგი უფრო მოსახერხებელიაო. თქვენი გამოცდილებით?

პერანგი მაგიტოა მოსახერხებელი,ნაკლებად გიწევს ჩახდა- აწევა,თუნდაც ექიმის გასინჯვის დროს,ნაკერების დამუშავების დროს,და რაც მთავარია საპირფარეშოში biggrin.gif მე ისეთი დანგრეული ვიყავი მშობიარობის მერე,ლოგინში ვერ ვტრიალდებოდი,ზედმეტ მოძრაობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ჩუსტები 2 წყვილი მქონდა,ლოგინის ორივე მხარეს მედო. თუ მხარს ვიცვლიდი,უკან ვეღარ ვტრიალდებოდი და საითაც ვიყავი,იმ მხარეს ვდგებოდი biggrin.gif

ნუ თუ ჩემნაირი გაჭირვებული არ იქნები პოსტნამშობიარევი, მაგას რა ჯობია biggrin.gif

Posted by: Schneckchen 16 Oct 2015, 16:46
QUOTE (sopiasopi @ 16 Oct 2015, 16:44 )
ჩუსტები 2 წყვილი მქონდა,ლოგინის ორივე მხარეს მედო.

როგორ ვერ მოვიფიქრე ეგ, არადა რა საჭირო იყო, ეხლა რომ დავფიქრდი lol.gif

Posted by: Furby 16 Oct 2015, 16:46
sopiasopi

biggrin.gif იმედია შედარებით ცოტა ლაითად მაინ ვიქნები, მაგრამ ესე იგი ჯობია ნამდვილად რომ მასე ვიქონიო მეც biggrin.gif პერანგი და 2 წყვილი ჩუსწიკი smile.gif) მერე ხასიათში რომ არ გადამივიდეს

მადლობა რჩევისთვის smile.gif

Posted by: Indian Summer 16 Oct 2015, 17:14
Ekusha_Ekusha
მე დეკემბერში ველოდები.. გადავწყვიტე პრინციპში უკვე ჰერა..
როგორ მიხარია დადებითი პოსტები <3

Posted by: ninikei13 16 Oct 2015, 17:29
Furby მეც ამ პერანგის თემა მაქვს რა biggrin.gif შAრვლიანები მიყვარს ზამთარში და აი ექიმი რომ გსინჯავს სულ არ მიფიქრია მაგაზე sad.gif
sopiasopi biggrin.gif ძალიან სასაცილოდ თქვი biggrin.gif

Posted by: Furby 16 Oct 2015, 17:31
ninikei13
მომიწევს ერთი პერანგის ატანა რამდენიმე დღე sad.gif


Posted by: ninikei13 16 Oct 2015, 17:37
Furby
გრძელსახელოებიანი უნდა ვიპოვო და მოგრძოც.მცივანა ვარ ძალიან თორე ზაფხულში პირიქით სულ კაბები მაცვია.კაბა-პიჟამო რა biggrin.gif თან საიტებზე ისეთებია ხოლმე ამშობიაროში ვერ ჩაიცმევ,საოცარი წარწერებით ან სექსუალურები biggrin.gif ხო და აქ კიდევ სად ვეძიო

Posted by: Furby 16 Oct 2015, 17:39
ninikei13
არ დაგვცხება? ცხელა მგონი სამშობიაროებში biggrin.gif რაღაცნაირები ვნახე საიტებზე, ზოგი მკერდის ხაზზე იხსნება ელვა შესაკრავით და ზოგი მკერდის ჩაყოლებაზე ორივე მხარეს. მარტივად რომ აჭამო ბაიას smile.gif) ვიზუალურად არაფერი დიდი. კაბას გავდა რაღაცა და ის მომეწონა მარტო. პრენატალის ექნება ალბათ რამე ნორმის ფარგლებში. უნდა ვნახო.

Posted by: ninikei13 16 Oct 2015, 17:40
Furby
ეგენი ძალიან საშინელებებია ან ფასები აქვს საშინელი biggrin.gif პრენატალის 150 ლარიანი მედვეჟონკის მერე ჩემი ფეხი არ იქნება იქ biggrin.gif

Posted by: Furby 16 Oct 2015, 17:44
ninikei13
biggrin.gif biggrin.gif
პიჟამოს გრძელი ზედა რომ იყოს, რა უჭირს ვითომ smile.gif ღილებზე

Posted by: ninikei13 16 Oct 2015, 17:50
Furby
არაფერია ალბათ,შენ რაც მოგიხერხდება,თუ რამე ისევ ჩემ პიჟამო კაბებს წავიღებ,თუ ვერ ვნახე.ძალიან მოკლეები არაა.თუ გავიყინე შარვალს ამოვიცმევ biggrin.gif სახლშიც არავის აცვია სულ ღილებზე,იწევენ ზედებს და ისე აჭმევენ.მთელი ლაქტაცია ხომ ვერ ჩაიღილები biggrin.gif

Posted by: nopiahopi 16 Oct 2015, 17:52
Schneckchen
Furby
ninikei13

და ყველაზე მეტად იცით რა გამიჭირდა? აი ცხოვრებაში არ მივარჯიშია ვარ ისეთი ზარმაცი ვარ, ხოდა მშობიარობის დროს ხო დამეჭიმა ბარძაყების კუნთები, იმიტომ რომ უვარჯიშობით "გამხმარი " იყო biggrin.gif ჰოდა მეორე დღეს ექიმი რომ შემოვიდა გასასინჯად, ზურგზე ვიწექი, ფეხებმოკეცილი, და რომ მითხრა გაშალე ფეხები გაგსინჯავო, ტკივილისგან ვერ ვაშორებდი ერთმანეთს biggrin.gif თან მეცინებოდა, ვუბოდიშებდი ექიმს, თან სიმწრისგან ცრემლები მომდიოდა smile.gif როგორც იქნა ოოდნავ შევძელი ფეხის გაწევა biggrin.gif და აი ჩემ შემთხვევაში რა პიჟამოზე და მის აწევა-ჩაწევაზე იყო ლაპარაკი
biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ninikei13 16 Oct 2015, 17:53
sopiasopi
ამიტომ დავიწყე ფეხების გაკაჟება და უაზროდ სიარული სანამ ამინდები მაძლევს საშუალებას biggrin.gif მაგრამ ჩემი მტერი არაა,ამდენი ხნის სიზარმაცეს ორმა თვემ უშველოს biggrin.gif

Posted by: nopiahopi 16 Oct 2015, 17:55
ninikei13
სიარულით მთელი ორსულობა დავდიოდი, მაგრამ აი კუნთების ვარჯიში მაინც სხვაა smile.gif

Posted by: Furby 16 Oct 2015, 17:57
biggrin.gif ადრე ვვარჯიშობდი ხოლმე, ხან იოგა ხან აქვა აერობიკა ხან ის ხან ეს მოკლედ biggrin.gif და ეს ორი თვე სიარული ცოტა არ გამოაფხიზლებს მოდუნებულ კუნთებს ნეტავ?

სერიიდან "წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო"

Posted by: ninikei13 16 Oct 2015, 18:31
sopiasopi
Furby
გამართლებაზეა ეგეც, 200 კილოიანი ქალები აჩენენ ზოგჯერ 1 გაჭინთვაში.რიავი მე biggrin.gif

Posted by: nopiahopi 16 Oct 2015, 18:35
ninikei13
QUOTE
გამართლებაზეა ეგეც, 200 კილოიანი ქალები აჩენენ ზოგჯერ 1 გაჭინთვაში.რიავი მე

ორგანიზმზეა დამოკიდებული ნამდვილად და არა წონაზე smile.gif მე 64 ვიყავი მეცხრე თვეში, მარა სიგამხდრე არ ნიშნავს მოქნილობას biggrin.gif

Posted by: ninikei13 16 Oct 2015, 18:37
sopiasopi
200 კილო რომ ხარ რაღაც დარღვევაც გაქვს და ვერც მოქნილი ხარ და ვერ ორგანიზმი გექნება მწყობრში ეგ ვიგულისხმე და არა მაინდამაინც კილოობა biggrin.gif

Posted by: Indian Summer 16 Oct 2015, 18:58
ვაიმე sad.gif((( ოპერაცია რომ გამიკეთეს, ქირურგი გამოსულა ჩემს მშობლებთან და უთქვამს ასეთი სუსტი პრესის კუნთები მე ცხოვრებაში არ მინახავსო.. და როგორ გავიჭინთები საერთოდ? sad.gif(( ბარძაყის კუნთები ახლაც მტკივა ოდნავ დატვირთვაზე რაც ორსულად ვარ.. ვაიმე რა მეშველება.. ვერ გავაჩენ sad.gif((

Posted by: Ekusha_Ekusha 17 Oct 2015, 08:29
sopiasopi

QUOTE
ჰოფა დავადგეთ ისევ ჰერას გაზაფხულზე


გაზაფხულიც ისე მალე მოვა,უცბათ თვალის დახამხამებაში biggrin.gif

რა რიცხვში ელოდები?


Indian Summer

მეც მიხაროდა დადებითი პოსტები ჰერაზე , პირველზე როცა ვიყავი ფეხმძიმედ, დეკემბერში მეყოლა, 25 ში შობას, არც აპირებდა გამოსვლას და დამაჩქარებელი გამიკეთეს თორე იჯდა გემრიელად და თბილად : ))))))))

Posted by: nopiahopi 17 Oct 2015, 12:13
Ekusha_Ekusha
QUOTE
რა რიცხვში ელოდები?

მარტის ბოლოს smile.gif

Posted by: Indian Summer 17 Oct 2015, 15:31
Ekusha_Ekusha
ჩემი დდ 21 დეკემბერია და შეიძლება 25-ში გაჩნდეს ესეც love.gif ოღონდ ახალ წლამდე ქნას და biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Ekusha_Ekusha 17 Oct 2015, 16:00
sopiasopi

:*

Indian Summer

მე 18 დეკემბერს ველოდებოდი წესით და რიგით მაგრამ 25 ში დავურღვიეთ სიმშვიდე, ახალ წლამდე კი იფიქრებს,გაახარებს დედიკოს biggrin.gif



Posted by: nikanika93 19 Oct 2015, 13:10
მაინტერესებს საქართველოს საპარტიარქოს წმ. იოკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლზე რას იტყვით როგორი სამშობიაროა პირობები მედდები ყველაფერი მაინტერესებს გთხოვთ ვინც იქ იმშობიარეთ დაწერეთ კმაყოფილები ხართ თუ არა

Posted by: amoeka 19 Oct 2015, 14:02
nikanika93
ბევრი უკმაყოფილო პაციენტი ყავს მაგ სამშობიაროს როგორც ვიცი. დაპოსტავენ კიდევ გოგოები

Posted by: blblbl 19 Oct 2015, 14:06
nikanika93
არ მიხვიდე მანდ ,ბევრი კარგი სამშობიაროა მაგაზე მილიონჯერ კარგები smile.gif

Posted by: pacuka1234 19 Oct 2015, 16:27
გოგოებო ვინც დარახველიძესთან ხართ ნამყოფი,იმ დღისით სხვაგან გაკეთებული ეხო რომ მიუტანო მიიღებს ნეტაა?ჩაჩავა ტატიშვილის ეხოს ითხოვს ხოლმე საერთოდ ასე ვიცი.ან უნდა ჩავეწეროო ნეტაა ?უნდა ავიყანო

Posted by: anuka2009 19 Oct 2015, 20:56
pacuka1234
დარახვრლიძე არ იტხოვს მარტო კახას ეხოს. ტუ რამეში შეიტანა ეჭვი, მაშინ მოგტხოვა გდამოწმებას. ბარემ იმ დღეს თუ იკეტებ ჩაჩავაშივე გაიკეტე.

Posted by: ninikei13 19 Oct 2015, 23:25
გოგოებო,ჰერაში ფიზიოლოგიურზე 36 კვირაზე უნდა ავიყვანო მეანი? ქმრის დასწრებაზე,ერთიან ბლოკ-პალატაზე რომ შევუთანხმდები მერე რამე სიურპრიზი ხომ არ იქნება ნეტავ? ეს თვითონ მეანთან თანხმდება?

Posted by: pacuka1234 20 Oct 2015, 13:19
anuka2009
დილით ჩემს ექიმთან მინდა წასვლა იქ უნდა გავიკეთო და მერე მაგასთან უნდა მივიდე.დილით ხო საკეისროები აქვს და მერე მაგასთან მივალ ასე ორისკენ მვფიქრობ თან იმ დღის ეხოს ვაჩვენებ 3D აპარატი აქვთ ამათაც იმედია არ გამაკეთებინებს იქაც .ჩაწერა არ ხდება ხო?

Posted by: ninikei13 22 Oct 2015, 19:56
sopiasopi
შეიძლება გკითხე ადრე,ჰერაში მკერდის ამბები როგორაა? მანდაც არის მოსარიდებელი მასაჟისტები? biggrin.gif

Posted by: nopiahopi 22 Oct 2015, 20:09
ninikei13
QUOTE
შეიძლება გკითხე ადრე,ჰერაში მკერდის ამბები როგორაა? მანდაც არის მოსარიდებელი მასაჟისტები?

უი ეგ არ ვიცი, მე არ დამჭირვებია.. ისე არც შემოუთავაზებიათ

Posted by: gabrieli1234 22 Oct 2015, 22:48
გოგოებო ჰერაში ვისაც გაქვთ გაკეთებული საკეისრო შემეხმიანეთ რაა.ან ვისთან გაიკეთეთ ან კმაყოფილები ხართ თუ არა?

Posted by: Schneckchen 22 Oct 2015, 22:49
gabrieli1234
ნოდართან გავიკეთე და კმაყოფილი ვარ. მშობიარობის მოგონებებში მიწერია და თუ რამე გაინტერესებს მკითხე.

Posted by: gabrieli1234 23 Oct 2015, 13:56
Schneckchen
დიდი მადლობა.წავიკითხავ მოგონებებს და გკითხავ მერე 2kiss.gif

Posted by: ettmay 23 Oct 2015, 18:59
გამარჯობა გოგოებო smile.gif გარშემო ვისაც ვკითხე არავის არანაირი შეხება არ ჰქონია სამშობიარო სახლ "ახალ სიცოცხლესთან" და გადავწყიტე აქ მეკითხა და გთხოვთ არ დაიზაროთ, თუ ვინმეს გიმშობიარიათ ან აპირებთ მანდ მშობიარობას ან საერთოდ რაიმე შეხება გქონიათ მაგ სამშობიაროსთან გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება :* მადლობააა smile.gif))

Posted by: Roqsalana 25 Oct 2015, 00:25
ჰერაზე რა აზრის ხართ? პალატები როგორია? ყველაზე მთავარი, თუ იცით საკეისროს შემდეგ ბავშვს განახებენ თუ გაყავთ? გულზე არ გაწვენენო

Posted by: Mafanya 25 Oct 2015, 13:37
Roqsalana
მე გავაჩინე 2 წლის წინ მე2, სამშობიარო კარგია ნამდვილად, თუ რამე გრანდიოზული მოთხოვნები არ გაქვს. საკეისროს მერე გულზე არ გაწვენენ, არც მანდ და მე მგონი არც არსად საქართველოში, ჩემთვის არ დაუწვენიათ არც ჰერაში არც გაგუაში.

Posted by: Hypotenuse 26 Oct 2015, 00:30
Roqsalana
მე გავიკეთე სამი თვის წინ საკეისრო ჰერაში, ბავშვი რომ აიყვანეს, დამანახეს , გაიყვანეს და მამას დააწვინეს გულზე, მერე ისევ შემომიყვანეს და სახესთან მომიყვანეს და მიადებინეს ჩემზე ლოყები, ისეთი კარგი იყო... wink.gif

Posted by: Roqsalana 26 Oct 2015, 16:40
madloba gogoebo, sisuftave da yuradheba aris imedia herAshi. gansakutrebuli motxovnebi ar maqvs minda yuradgena mogvaqcion da suftad viyot.

sakeisros dros meugles ar aswrebeen?

Posted by: gabrieli1234 26 Oct 2015, 20:18
გოგოებო ვის გაქვთ ზალდასტანიშვილთან საკესრო გაკეთებული რომელ კვირაზე აკეთებს ნეტაა თუ ინდივიდუალურია?ან ვის რა ვადაზე გაქვთ გაკეთებული?

Posted by: benito777 28 Oct 2015, 23:25


შარაშიძის სამედიცინო ცენტრზე რას იტყვით გოგოებო?

როგორი პირობებია და პერსონალი ქალთა კონსულტაციაში?

Posted by: nopiahopi 5 Nov 2015, 09:46
მოკლედ ემბრიოსა და ჰერას შორის განსხვავება, რაც თვალში მომხვდა: ჰერაში იყო დიდი ნათელი სასადილო,სადაც ყველა ვეტეოდით თავისუფლად. ემბრიოში კი მოცყცქნული, 8 კაცი ეტევა ძლივძლიობით და პარტია- პარტია უნდა ჭამო, მეტი დასაჯდომი არაა!!

ემრიოში 4 კაციანი პალატა რაც ვნახე, პატარაა და არც კარადები დგას. ჰერაში ამაზე დიდ 2 კაციან პალატაში ვიწექი.

Posted by: Suleluka 24 Nov 2015, 21:50
ამ ბოლოს ვინც იმშობიარეთ ახალ სიცოცხლეში როგორი პირობებია?

3 წლის წინ ძალიან კმაყოფილი ვიყავი.

( პ.ს ჩემთვის არ მინდა smile.gif )

Posted by: algulga 26 Nov 2015, 03:41
Suleluka
QUOTE
( პ.ს ჩემთვის არ მინდა  )

ამანერვიულე biggrin.gif

მეთქი არ მიმიწერია ეს დღეები და ხო მშვიდობაათქო biggrin.gif

Posted by: ლუნა 26 Nov 2015, 13:31
benito777

ქალთა კონსულტაცია არ ვიცი მაგრამ ორჯერ ვიმშობიარე მანდ..
ნორმალური სამშობიაროა თუმცა ისევე როგორც ყველა კლინიკას უკმაყოფილო კლიენტებიც ჰყავს.
ჩემთვის ყურადღება არ მოუკლიათ მიუხედავად იმისა რომ ექიმი არ მყავდა აყვანილი, აუგს ნამდვილად ვერ ვიტყვი.

Posted by: benito777 27 Nov 2015, 23:54
ლუნა


მადლობა პასუხისთვის

Posted by: Suleluka 30 Nov 2015, 10:09
algulga
biggrin.gif
იმიტომ მოვაყოლე smile.gif))))

Posted by: E_ko 6 Dec 2015, 20:26
გაგუა საკეისროს დროს ასწრებს ვინმეს?
blblbl
შენ გეცოდინება smile.gif

Posted by: basti-bubuuu 13 Dec 2015, 03:37
ჩაჩავას ერთსაწოლიანიპალტა საკიროთი რა ღირს?

Posted by: blblbl 13 Dec 2015, 14:04
E_ko
კი ასწრებს უპრობლემოდ ,პირიქით მოხარულიაsmile.gif და მამასაც დააწვენს გულზე ბავშვს თუ უნდა

Posted by: nikali 16 Dec 2015, 13:45
მოგესალმებით, გაგუაში ვფიქრობ მშობიარობას. ვინც ბოლოს იყოს იქნებ მომწეროთ როგორი კმაყოფილები ხართ. გავიგე სარემონტო სამუშაოების ჩაუტარებიათ, ინდივიდუალური ბლოკები აქვთ.

Posted by: ellen86 18 Dec 2015, 10:45
ეხლა ვათავლიერებდი სამშობიარო ჰერას ფოტოებს და როგორც ვხვდები უშუალოდ პალატაში გამშობიარებენ?

პალატა გადაკეთდება სამშობაირო ბლოკადო და ცოტა ვერ გავიგე, ანუ ლოგინზე მშობიარობ და არა იმ სპეციალურ ბლოკის სკამზე?

Posted by: nopiahopi 18 Dec 2015, 11:41
ellen86
არა,ჩვეულებრივი სამშობიარო ბლოკებიცაა,და არის კიდევ ბლოკპალატა. ამ ბლოკპალატაში შეგიყვანენ სამშობიაროში მისვლისთანავე და იქნები მშობიარობის დასრულებამდე, დგას საწოლი,რომელიც კეთდება სკამად,როცა ჭინთვები დაგეწყება . მანამდე ჩვეულებრივ წევხარ კომფორტულად. მშობიარობის მერე კი პალატაში გადაგიყვანენ და იქნები იქ ბაიასთან ერთად

Posted by: ellen86 18 Dec 2015, 18:38
sopiasopi

ვაა უნდა დავათვალიეროო, ბლოკ პალატა როგორია ფოტოებზე ჩვეულებრივი ლოგინივით დგას და სულ არ აქვს ის ფეხების მისადები რაც სამშობაირო სკამს აქვს და რატომღაც ვფიქრობ რომ საკმაოდ კომფორტულია ის სამშობაირო სკამი ვიდრე ლოგინი სკამი.

smile.gif))მადლობა პასუხისათვის

Posted by: nopiahopi 18 Dec 2015, 18:58
ellen86
ჩვეულებრივი საწოლივითაა და მერე ქვედა ნაწილი ეხსნება და ფეხების შემოსადებები უკეთდება. კომფორტულია ძალიან. თან იმიტომაც ჯობია ბლოკ პალატა ჩვეულებრივს,რომ მხოლოდ შენ იქნები,სხვა მშობიარე არ გეყოლება გვერდით და არც შენი მშობიარობის ყურება მოუწევს სხვას.

Posted by: ellen86 22 Dec 2015, 18:10
sopiasopi


მადლობაა

პასუხისათვის

Posted by: nikolsona 23 Dec 2015, 10:18
გოგოებო, ჰერაში სოსო ღოღობერიძე თუ ნოდარ გომელაური ახალ სიცოცხლეში. რომელს მირჩევთ?
ახალ სიცოცხლეზე რა გსმენიათ? როგორია? ღიირს თუ არა?
თუ ჩაჩავას მივადგე smile.gif

Posted by: blblbl 23 Dec 2015, 15:03
nikolsona
ჰერა და სოსო ან ჩაჩავა smile.gif ნუ მაგ ორს შორის ჩაჩავა საუკეთესოა როგორც კლინიკა

Posted by: nikolsona 23 Dec 2015, 15:21
blblbl
კი ჩაჩავას ინტერიერი მომწონს. კი არის გაცილებით ძვირი. მაგრამ მთავარია ექიმი იყოს ძლიერი. მხოლოდ ინტერიერი--ცხოვრებას არ ვაპირებ )))ნუ სისუფთავე უნდა იყოს რა თქმა უნდა.

ახალ სიცოცხლეზე და ნოდარ გომელაურზე არავის გსმენიათ არაფერი?

Posted by: narkozeli 23 Dec 2015, 20:56
blblbl
nikolsona
QUOTE
ჩაჩავა საუკეთესოა როგორც კლინიკა

QUOTE
ჩაჩავას ინტერიერი მომწონს



მეც ასე მეგონა სანამ არ გამოჩნდა იმედის vip განყოფილება,ჩაჩავა მაგის ფონზე ხრუშჩოვკაა weep.gif

უსიმპატიურესი გარემოა vip-ში და თამამად ვამბობ რომ დღეს თბილისის არცერთ სამშობიაროს არააქვს მასეთი ჰაი კლასის პალატები,ინტერიერი და გარემო.

არადა იმედი როგორ მეჯავრებოდა ყოველთვის და ზუსტად იმ წერტილში ჩამცხო ზურგში,რაც ჩემი სუსტი წერტილია lol.gif მაღალი კლასის პალატები და გარემო მშვიდი,5*-იანი სასტუმროს ტიპის love.gif

Posted by: blblbl 23 Dec 2015, 21:11
narkozeli
ახალში ნამყოფი ხარ კომერციულში?სულ ცალკე როა?აი მაგაზე მაგარიო რა უნდა იყოს არ ვიცი,ექიმებს ხელებზე საათები,სადაც ეწერება რომელი პალატიდან იძახებენ,ბავშვების საწოლები სასეირნო ფუნქციით,რომელიც წონის,უკრავს და არწევს და აი არ ვიცი კიდევ რა ,საოცრებაა

პ.ს.მე მაიმც გაგუასტან მივალ biggrin.gif

Posted by: narkozeli 23 Dec 2015, 21:18
blblbl

ახალის ლუქსში აჩენს ჩემი დაქალი,3000 გელა უჯდება yes.gif

თუმცა ჩაჩავას,როგორც კლინიკას მე 100% ვენდობი,მიუხედავად ინტერიერისა (რომელიც ვთვლი რომ იმედის VIP-თან ვერ მივა ახლოს)

Posted by: nopiahopi 23 Dec 2015, 22:02
narkozeli
QUOTE
თუმცა ჩაჩავას,როგორც კლინიკას მე 100% ვენდობი,

მე პირიქით ვარ განწყობილი, ყველაზე ნაკლებ სანდოა ჩემს გარშემო მყოფი პაციენტების ისტორიებიდან გამომდინარე .. smile.gif

იმაზე არ ვდაობ რომ ცუდი და კარგი ყველგან ხდება, მაგრამ აი რომ ვიგებ ჩაჩავას, "რაღა დროის ჩაჩავაა" აზრი მომდის თავში biggrin.gif

ეს ჩემი სუბიექტური აზრი და განწყობაა smile.gif

Posted by: blblbl 23 Dec 2015, 22:11
sopiasopi
მე ვიყავი ზუსტად ასე სანამ მეგობართან არ მივედი სანახავად ,იქ დამთავრდა ჩემი ეგ სიძულვილი

Posted by: narkozeli 23 Dec 2015, 22:53
sopiasopi

მასე იმას გონია ვისაც არ ქონია დიდად შეხება და დეიდაშვილის მეზობლის დაქალისგან მოუსმენია რაღაც ჭორები,დაკვირვებული ვარ smile.gif

ბოლოსდაბოლოს ჩვენი მშობლები გაჩნდნენ იქ და ლამის კედლებმაც გამშობიარონ იმდენი წლის სამშობიაროა,ეგ მინუსი თუ იყო ნამდვილად არ ვიცოდი smile.gif
ჩემთვის პირადად დიდი მინუსი რაც აქვს ჩაჩავას არის ტუტუცური და უაზრო ფასები.
ორმაგი და სამმაგი ჯდება ფაქტიურად სხვა სამშობიაროებთან შედარებით,მატრაკვეცობის ზეიმი facepalm.gif

Posted by: trendy 23 Dec 2015, 23:07
sopiasopi
QUOTE
ყველაზე ნაკლებ სანდოა ჩემს გარშემო მყოფი პაციენტების ისტორიებიდან გამომდინარე ..

4დან 3 მყავს მანდ გაჩენილი, ყველა ჯერზე უმძიმესად,გეტვი რომ უძლიერესი ექიმები ყავთ!

Posted by: nopiahopi 24 Dec 2015, 01:26
narkozeli
ეგეც მნიშვნელოვანია, რომ უაზრო ფასები აქვთ sad.gif გარე პირისგან რა,საკუთარი მამიდაშვილის და მულის გამოცდილებიდან შემექნა რაღაც ცუდი წარმოდგენა. და არამარტო smile.gif ალბათ ოჯახიდანაც მოდის,რატომღაც არ სწყალობენ ჩემთან ჩაჩავას..


და ისიც მსმენია რომ რთული მშობიარობები მიუღიათ smile.gif

ამიტომ დავაკონკრეტე, რომ ჩემი სუბიექტური აზრიათქო smile.gif


trendy
ძალიან კარგი smile.gif
მივესალმები კარგ ამბებს ნებისმიერ სამშობიაროში smile.gif
პ.ს. 4 შვილის დედა!! გმირი ხარ ჩემთვის!!
იმედია მეც მეყოლება 3 მინიმუმ smile.gif

Posted by: nikolsona 24 Dec 2015, 09:55
narkozeli
მოკლედ, ახლა იმედი კიდე ))) არაა რააა ვსიო, ახალი სიცოცხლე ჰერა ან ჩაჩავა--არჩევანი უნდა გავაკეთო. თორე კიდე შორს წავალ _)))
blblbl
სადააა ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალე? smile.gifnarkozeli
რატომ ენდობი უფრო ჩაჩავას? უკეთესი ექიმები ჰყავსთ. ახალში, ახალ სიცოცხლეს გულისხმობ? 3000 ????? მე 500 ლარი დღეში მითრხეს ლუქსი, სურათებში დიდი არაფერი იყო. საკეისრო მომიწევს და 5 დღე არ უნდა2500 დაჯდება რაც მეძვირება მაგისთვის. ნოდარ გომელაურს მიქებენ მანდ



Posted by: garfield1 24 Dec 2015, 10:06
nikolsona
ახალში იგულისხმება ჩაჩავას ახალი განყოფილება

საკეისრო თუ გიწევს,მე ჯანმრთელობის სახლს გირჩევ. საუკეთესო პირობებია,ღამე არ შეიძლება არავის დატოვება ოღონდ,მაგრამ თვითონ უვლიან ბავშვებს არაჩვეულებრივად
ნოდარ გომელაური პირველად მესმის

Posted by: nikolsona 24 Dec 2015, 10:14
garfield1
ფასებს რომ გახავხედე ჰერაშია ყველაზე დაბალი ფასები რატომღაც http://hera2011.ge/indexhera.php?id_pages=4 ნეტა ექიმის აყვანა შედის? სურათები არ უდევთ.

Posted by: garfield1 24 Dec 2015, 10:27
nikolsona
ჰერაში ექიმის აყვანა 400 ან 500 ჯდება,ექიმს გააჩნია

ჯანსახლში ღირს 1665 ლარი და პალატაც შედის ერთადგილიანი,ექიმის აყვანაც და სხვა ყველა მომსახურება. თან საკეისროს მერე ბავშვის მოვლას პირველ დღეს მაინც ვერ შეძლებ და ეგ ერთადერთი სამშობიაროა სადაც ღამე გაყავთ ბავშვი

Posted by: nikolsona 24 Dec 2015, 10:37
garfield1
სხვაგან ყველაგან სულ შენთანაა ბავშვი? და ამ დროს 2 ადგილიანებში რა ხდება და თუნდაც 1 იანებში. როცა ვერ დგები, როგორ უნდა მოუარო?

Posted by: garfield1 24 Dec 2015, 10:45
nikolsona
ვერ გეტყვი,ალბათ გეხმარებიან,მაგრამ შენთანაა სულ.
არ ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში და არ ვიცი smile.gif

Posted by: nikolsona 24 Dec 2015, 10:47
garfield1
გაიხარე მადლობა

Posted by: Princess 24 Dec 2015, 11:01
nikolsona

2 ბავშვი მყავს გაჩენილი ჩაჩავაში 2012ში და 2013ში, საკეისროთი, ზურა დარახველიძესთან. დაჯდა დაახლოებით 2000ლარი 2 ადგილიანი პალატაში ვიყავი. ბავშვს უვლიან თითონ, ღამეც გაყავდათ რა თქმა უნდა. საჭმელიც მოაქვთ სანამ ადგომას შეძლებ.
ორსულობის დროსაც ჩაჩავაში დავდიოდი, ქეთი შანიძესთან.

Posted by: nikolsona 24 Dec 2015, 11:35
Princess
გაიხარე მადლობა პასუხისთვის. საკეისროთი გააჩინე თუ ჩვეულებრივიად. მე ტყუპები მყავს და ასკეისრო მიწევს. რამდენი დღე დამტოვებენ ნეტა

Posted by: Voila 24 Dec 2015, 16:37
nikolsona
QUOTE
გაიხარე მადლობა პასუხისთვის. საკეისროთი გააჩინე თუ ჩვეულებრივიად. მე ტყუპები მყავს და ასკეისრო მიწევს. რამდენი დღე დამტოვებენ ნეტა

ეგ დააზუსტე მეანთან, სადაც მიდიხარ... მეც ტყუპები მყავს, ვნახე დავარაშვილი და ორივე თავით არიანო, საკეისროზე ბოდიშიო, არც ერთმა არგუმენტმა არ გაჭრა biggrin.gif

Posted by: nikolsona 24 Dec 2015, 16:43
Voila
უიიი შენით მოგიწეეეევს ტყუპების გაჩენაა? ) დავარაშვილთან რა ღირს 1 საწოლიანი? ან ლუქსი. მოკლედ მარტო რომ იყო და + დავარაშვილის აყვანა. საკეისრო რა ღირს თუ იცი smile.gif
დავარაშვილთან ჩემმა დაქალმა გააჩნია ბუნებრივად, ოღონდ 1 და აფანატებს ამ კაცზე

Posted by: Princess 24 Dec 2015, 17:09
nikolsona
საკეისროთი გავაჩინე ორივე
მეოთხე დღეს გამოგვწერეს ჩვენ


Posted by: nikolsona 24 Dec 2015, 17:12
Princess
გასაგებიააა მადლობა. 5 დღე მეც მაქსიმუმია ვიცი. 2-3 დღეში მინდა გამოვძვრე ))))))))))))აჰაჰა

Posted by: Voila 24 Dec 2015, 17:21
nikolsona
საკეისრო 1570 ლარი + დავარაშვილის აყვანა 500 ლარი.
თუ აიღებ ნახევრად ლუქსს, რომელიც არის ერთადგილიანი, ღირს დამატებით 250 ლარი და 14:00-16:00 და 17:00-19:00 შუალედში შეგიძლია დედა და ქმარი შეიყვანო.
ლუქსში შეგიძლია დაიტოვო დედა (ქმარი არა). ღირს დამატებით 500 ლარი.
ფიზიოლოგიური უფრო ნაკლები ღირდა, და კი ვკითხე, მაგრამ ისეთი აფორიაქებული ვიყავი რომ საკეისროზე ვერ დავითანხმე, აღარ მახსოვს რა მითხრა biggrin.gif

დანარჩენი ჩვეულებრივი 2 ადგილიანი პალატებია.
გვაქვსო ყველაფერიო, ხალათი, ჩუსტები, კბილის ჯაგრისი, პასტა, შამპუნი და ა.შ. თუ გინდა შენი მოიტანეო.
ბავშვები შეხვეული გვყავსო, მაგრამ თუ გინდა მოიტანე შენი ტანსაცმელი და ჩააცვიო, როგორც გინდაო.
კვება 4 ჯერადი.

Posted by: nikolsona 24 Dec 2015, 17:31
Voila
აი კვებაზე ვჭედავ, ვერსად ვერაფერს ვერ ვჭამ, რომ მომიტანონ დედამ ან ქმარმა, ხომ მაჭმევენ მაგას?
QUOTE
ლუქსში შეგიძლია დაიტოვო დედა (ქმარი არა). ღირს დამატებით 500 ლარი.

ვაიმეეეეეეე რაამბავია, არ მიღირს მანდ მაგათი დატოვება ამ ფასად ))))))))))))
2 ადგილიანიც ნორმალურია, უბრალოდ გააჩნია ვის მომიწვენენ ))))) ეგაა

Posted by: nopiahopi 24 Dec 2015, 17:31
Voila
QUOTE
ლუქსში შეგიძლია დაიტოვო დედა (ქმარი არა). ღირს დამატებით 500 ლარი.

აი ეგ რა წესია ვერ ვხვდები. ჩემმა მეგობარმა მაგ მიზეზით გადაიფიქრა მანდ გაჩენა (არადა პირველი მანდ გააჩინა), ქმარს არ დაგატოვებინებთ, მდედრობითი სქესის დატოვება შეიძლება მარტოო.
რა მაგათი საქმეა ისე, ამ გოგოს უნდოდა ქმარი მიხმარებოდა, იმის ახსნა აღარ დაუწყია, რომ დედა არ ყავს და დედამთილის დატოვებას ქმარი ერჩივნა.

Posted by: Voila 24 Dec 2015, 17:55
nikolsona
QUOTE
აი კვებაზე ვჭედავ, ვერსად ვერაფერს ვერ ვჭამ, რომ მომიტანონ დედამ ან ქმარმა, ხომ მაჭმევენ მაგას?

არ მიკითხავს ეგ biggrin.gif ალბათ კი, ჩაჩავაში მოჰქონდათ 6 წლის წინ ჩემებს რაღაცეები სასუსნავები და კი ვჭამდი, არაფერს ამბობდნენ. იმედია არც ესენი ჭედავენ.

QUOTE
ვაიმეეეეეეე რაამბავია, არ მიღირს მანდ მაგათი დატოვება ამ ფასად ))))))))))))
2 ადგილიანიც ნორმალურია, უბრალოდ გააჩნია ვის მომიწვენენ ))))) ეგაა

ხო, მეც 2 ადგილიანს ავიღებ. ნახევრად ლუქსს აზრი არა აქვს, ლუქსში დედაჩემი ვერ დარჩება, უფროსი უნდა დავუტოვო სანამ იქ ვიქნები. მარტო კიდევ არ მინდა, იქნებ ცუდად გავხდე, ექთნის დამძახებელი ვინმე ხომ უნდა იყოს იქ biggrin.gif

sopiasopi
QUOTE
რა მაგათი საქმეა ისე, ამ გოგოს უნდოდა ქმარი მიხმარებოდა, იმის ახსნა აღარ დაუწყია, რომ დედა არ ყავს და დედამთილის დატოვებას ქმარი ერჩივნა.

კი, მართალი ხარ. მე ისიც არ მომეწონა, რომ არ დამათვალიერებინეს პალატები. საიტზეც არ უდევთ კონკრეტულად პალატები, მარტო ერთი სურათია. მესმის, რომ კარგი იქნება მაგრამ მაინც, ხომ ჯობია ნახო წინასწარ?


Posted by: Nykusa 24 Dec 2015, 18:18
Voila
QUOTE
ლუქსში შეგიძლია დაიტოვო დედა (ქმარი არა). ღირს დამატებით 500 ლარი.

ეს საააად? :შ


ლუქსის აღებას ჰერაში იმიტომ ვაპირებ,რომ ქმარი ვიყოლიო იქ mad.gif
თავიდან დედას ვფიქრობდი,მაგრამ უკვე ქმარი მინდა :დ ...

თან ახლა მივლინებაშია და ახლა უფრო ვიცი,რომ არც იმ 4 დღის გატარება მომინდება მისი იქ ყოფნის გარეშე და ექიმებს ვინ ეკითხებათ mad.gif mad.gif

Posted by: Voila 24 Dec 2015, 19:05
Nykusa
QUOTE
ეს საააად? :შ


ლუქსის აღებას ჰერაში იმიტომ ვაპირებ,რომ ქმარი ვიყოლიო იქ 

მე დავარაშვილზე ვწერდი smile.gif

Posted by: garfield1 24 Dec 2015, 19:23
Voila
ძაან გავბრაზდი , სახლში არ გავიკარე დედა და დედამთილი,სამშობიაროში რად მინდოდა,ან რა დისკრიმინაციაა ,მარტო ქალის დატოვება შეიძლება და კაცის არა,ემანდ ექთნებს ცუდად არავინ შეხედოს mad.gif

Posted by: Voila 24 Dec 2015, 19:50
garfield1
ხო, აშკარად ბევრი ხუშტური აქვთ. უბრალოდ მე არ მაქვს მაგაზე პრობლემა, თორემ მგონი არსად არ აქვთ ლუქსში ქმრის დარჩენაზე გართულება.

Posted by: Mafanya 24 Dec 2015, 19:57
რა საჭიროა ღამე ვინმეს დატოვება სამშობიაროში საერთოდ ვერ ვხვდები. ჰერაში დავინახე დილაადრიან პალატის ღია კარებში გაბანჯგვლული გულმოღეღილი მამრი და ძალიან უსიამოვნო სანახავი იყო. ახლა არ დამიწყოთ ნაკეისრალს არაფრის თავი არ მექნება და ა.შ. ქალი რომელიც ბავშვს აჩენს უკვე მინიმუმ იმ დონეზე დამოუკიდებელი უნდა იყოს რომ 3 ღამე დედიკოს და ქმარუკას გარეშე გაძლოს

Posted by: Voila 24 Dec 2015, 20:22
Mafanya
QUOTE
ჰერაში დავინახე დილაადრიან პალატის ღია კარებში გაბანჯგვლული გულმოღეღილი მამრი და ძალიან უსიამოვნო სანახავი იყო.

lol.gif

Posted by: garfield1 24 Dec 2015, 21:26
Mafanya
ხო ნუ საერთოდ რა საჭიროა ეგ კიდე ცალკე თემაა,მაგრამ რა დისკრიმინაციაა კაცო,თუ მაინცდამაინც ვინმეს დატოვებაზეა ლაპარაკი , ქმარი რატომ არ უნდა დატოვონ

Posted by: Schneckchen 24 Dec 2015, 23:25
QUOTE (Mafanya @ 24 Dec 2015, 19:57 )
. ჰერაში დავინახე დილაადრიან პალატის ღია კარებში გაბანჯგვლული გულმოღეღილი მამრი

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
+++++++++++++++++

Posted by: blblbl 24 Dec 2015, 23:57
nikolsona
ჩAჩAვაშI და დავარაშVილს ბამდვილად გერჩIვნოს ჰერაც და ჩAჩAვაც smile.gif

Posted by: ინფინიტი 25 Dec 2015, 00:12
Mafanya
+1

ჯერ რა საჭიროა საერთოდ
და თუ ასე ძალიან სჭირდება ვიღაცას თავზე მდგომი, მდედრობითი სქესის დაიყენოს
ის ლუქსი სადღაც სხვაგან ხომ არაა ჩადგმული, განცალკევებით, იმ განყოფილებაშივე მდებარეობს, სადაც ზოგი ხალათით დარბის, ზოგს ძუძუ არ უჩერდება ლიფში და ზოგს კიდევ კუჭის გამოსარეცხად მიაგორებენ. ნამდვილად არაა ქალი იმ "ვიდზე" სამშობიაროში , რომ ვიღაცის ქმარმა აუარ-ჩაუაროს და უხერხულობა არ იგრძნოს.
აი, ეს იქნება მიზეზი მაგ "დისკრიმინაციის"
სამშOბიარო არის სამშობიარო და არა ანტალიის სასტუმრო


Posted by: garfield1 25 Dec 2015, 01:07
ინფინიტი
ზოგადად გეთანხმები რომ საერთოდ არაა საჭირო ღამე ვინმეს დატოვება,რა უნდა აკეთონ ვერ ვხვდები მართლა,თუ არ შეგიძლია და ნაკეისრალი ხარ,ექიმები რა ჯანდაბას აკეთებენ,ფულს რაში იხდი,მაგრამ
დღის საათებში,როცა მნახველებს იღებენ,მაშინ ვერ გნახავს სხვისი ქმარი ხალათით დერეფანში? მაშინ არც სანახავად შეუშვან მამა,სწორი იქნება ? ორივეზე 5-5 დღე ვიყავი და საერთოდ არავინ მინახავს ექიმების და ექთნების გარდა ,ზოგს ქმარი აკითხავდა,ზოგს დედამთილი და ზოგს ბიძაშვილი. თვალი არ მომიკრავს არავისთვის.
და თუ ღამე ვინმეს დატოვება შეგიძლია პალატაში,სქესის მიხედვით არ უნდა გაარჩიონ ვის დატოვებ.

Posted by: Princess 25 Dec 2015, 10:33
garfield1
QUOTE
და თუ ღამე ვინმეს დატოვება შეგიძლია პალატაში,სქესის მიხედვით არ უნდა გაარჩიონ ვის დატოვებ

+1000

თუ დართულია ვინმეს დატოვება, ასე სქესის მიხედვით არჩევა რა არის მართლა
ისე არ მიმაჩნია საჭიროდ რომ ღამე ვინმე დარჩეს. ზარი გიდევს თავთან, დარეკავ და შემოვა ექთანი. რა უნდა გამიკეთოს ღამე ან მძინარე ქმარმა ან დედამ? არ მესმის

Posted by: Mafanya 25 Dec 2015, 11:12
თანასწორობის საკითხებზე გეთანხმებით კოლეგებო, მაგრამ თავზე დადგომები არ შემიძლია და რა ვქნა.
ორივეჯერ მოდიოდა მხოლოდ ქმარი სამსახურის მერე შემომივლიდა ცოტა ხნით და გაწერის დღეს დედაჩემი შემოვიდა რომ ნივთების ჩალაგებაში და ა.შ. მომხმარებოდა, პირველ ბავშვზე 12 სანტიმეტრიან ქუსლიანი ფეხსაცმელი მომიტანა 4 დღის ნაკეისრალს ჩუსტებით რომ ძლივს დავიჩხლართებოდი. მეორეზე ჭკუა ვიხმარე და წინასწარ მოვამზადე ჩემი ნივთები გაწერის დღისთვის, პარკში ჩავალაგე და დავსკოჩე რომ არ ენახა biggrin.gif
ჩემს უფროსი გოგო და მთელი შანტრაბა მოვიდა მე2 რომ გავაჩინე გამოწერის დროს და მარტო დედაჩემი რომ შემოვიდა და ის გარეთ დატოვეს დღემდე მაყვედრებს როგორ არ შემომიშვეს მეო.
თემასთან რა შუაში იყო მაგრამ გამახსენდა ახლა, ტკბილი მოგონებებით ავივსე love.gif

Posted by: ინფინიტი 25 Dec 2015, 12:26
garfield1
QUOTE
დღის საათებში,როცა მნახველებს იღებენ,მაშინ ვერ გნახავს სხვისი ქმარი ხალათით დერეფანში? მაშინ არც სანახავად შეუშვან მამა,სწორი იქნება ?

რა გითხრა აბა, მე ვხედავ განსხვავებას ქალთა სამშობიაროში მამრის რამდენიმედღიან ცხოვრებასა და განსაზღვრულ საათებში მნახველების მოსვლას შორის, როცა შემიძლია სულ არ გამოვიდე ოთახიდან ჩემი წინა დღეს გაჭინთული ფიზიონომიით. როგორც ჩანს, სხვებიც ხედავენ ამ განსხვავებას და იმიტომაც შემოიღეს ეგ წესი, თორემ ადრე მსგავსი შეზღუდვა არ არსებობდა, რამდენადაც ვიცი. ყველას თავის აზრი აქვს და ჩემი აზრი ესაა.

Posted by: garfield1 25 Dec 2015, 12:34
ინფინიტი
მარტო დავარაშვილთანაა ეგ შეზღუდვები,სხვაგან არა smile.gif
მე კიდევ ვიმეორებ,საერთოდ ვერ ვხვდები ღამე რატომ უნდა დარჩეს ვინმე,არ მესმის არანაირად

Posted by: ინფინიტი 25 Dec 2015, 12:48
garfield1
QUOTE
მარტო დავარაშვილთანაა ეგ შეზღუდვები,სხვაგან არა

აა, მეც გამიკვირდა. ვიცოდი, რომ იტოვებდნენ ხოლმე ქმრებს biggrin.gif

რავი, რატომ უნდა დარჩეს biggrin.gif და მით უმეტეს , კაცი რატომ უნდა ჩამოვსვა დეზებიანი მამალივით ამდენ დედლებში biggrin.gif

და მაგაში რატომ უნდა გადავიხადო ზედმეტი 500 ლარი თუ რაღაც. დავწვები ჩვეულებრივ ერთკაციან პალატაში, მოვიმშობიარებ, მოვშუშდები და წამოვალ. მე პატარა კაცი ვარ, დიდი მოთხოვნები არ მაქვს და დიდ ხარჯებს არ ვწევ არასდროს არაფერში biggrin.gif იმ ხუთას ლარად საწოლს უყიდი ბავშვს, ეტლს ან მანეჟ-საბან-გობანს, ან დახარჯავ რამეში. უამრავი წვრილმანი და მსხვილმანია საყიდელ-მოსაგვარებელი.

Posted by: nimmer 25 Dec 2015, 13:02
უცნაური წესია - არჩევანი უნდა მქონდეს მე დედას დავიტოვებ თუ ქმარს, ამიტომაც ვიხდი ზედმეტს არა?! და მე სამშობიაროში დარწმუნებული ვარ, სულ არ შემაწუხებს სხვისი ქმარი, ჩემი "პრობლემით" ვიქნები დაკავებული.მასე რომ შევხედოთ, კაცები სულ არ უნდა შევუშვათ საკუთარი ბავშვის სანახავად და რა წესია

Posted by: natuluka 25 Dec 2015, 14:20
მართლა მაინტერესებს, რა უნდა გაგიკეთოთ ქმარმა პალატაში ისეთი, რასაც ექთნები უკეთესად არ გააკეთებენ. არ ჯობია სამშობიაროში მარტო იყო და სახლში რომ დაბრუნდები დასვენებული ქმარი დაგხვდეს და მოგეხმაროს, ვიდრე 3-4 დღე ღამენათევი იყოს. ძალიან ეგოისტურად გამოგდით ვისაც პალატაში ქმარი უნდა დამხმარედ, მითუმეტეს, თუ პირველი ბავშვია, არა მგონია რომ კაცს ბავშვის და მელოგინეს მოვლა უკეთესად შეეძლოს მაგ დროს ვიდრე დედას და ექთანს.

Posted by: blblbl 25 Dec 2015, 14:34
რამის გასაკეთებლ;ად კი არ უნდათ ქმარი,უნდატ რომ გვერდით ყავდეთ და რა არის ამაში გასაკვირი არ მესმის,ვიღაცას არავინ არ უდნა ვიღაცას ქმარი უნდა და იm qმასაც უდნა რომ პირველივე დღეებიდან იყოს შვილთან იქნებ.მარტო დამხმარედ არ მოიაზრება ქმარი მგონი ეს რთული მისახვედრი არ უნდა იყოს,მე არ მენდომებოდა ალბათ არ ვიცი,დავწერ როცა დრო მოვა biggrin.gif მაგრამ არ მიკვირს ვისაც უნდა რომ იქ ჰყავდეს,ეგოისტობა საერთოდ რა მოსატანია

Posted by: garfield1 25 Dec 2015, 14:43
natuluka
ეგოისტობა რა შუაშია ვერ მივხვდი მართლა
საერთოდ რა საჭიროა დატოვება მართლა არ ვიცი ,მაგრამ თუ ასარჩევადაა საქმე,დედამ რატომ უნდა მომხედოს ან დედამთილმა,ბავშვს დედაც ყავს და მამაც და მიხედავენ როგორმე + ექიმები და ექთნები. იგივეს ვფიქრობ სახლში გაწერის შემდეგ დელეგაციების ჩარევაზე ბავშვის მოვლის ამბებში

Posted by: E_ko 25 Dec 2015, 14:53
აზრად არ მომსვლია რომ სამშობიაროში დედა ან ქმარი დამეტოვებინა, მშვენივრად ვიყავი 6 დღე, ქმარი მოდიოდა ერთი საათით საღამოს. ღამე ვერ ვიძინებდი და მორიგე ექთნებს ვეჭორავებოდი.
აბა მეორეს რომ გავაჩენ უნდა ვიძინო და ვიძინო, უნდა დავისვენო კარგად ის 5 დღე.

Posted by: natuluka 25 Dec 2015, 14:58
garfield1
ეგოისტობა იმ შუაშია, რომ იცნობ ისეთ კაცს, ვისაც უნდა სამშობიაროში 3 დღე ცხოვრება? როცა ქმარს იტოვებ, შენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ. ეხლა არ მითხრა რომ ერთნაირი უფლებები აქვს დედას და მამას და მამასაც უნდა ყოველი წუთის ბავშვთან ერთად გატარებაო.

Posted by: garfield1 25 Dec 2015, 15:09
natuluka
ხო რავიცი,ზოგს ისეთ კაცსაც ვიცნობ,"ვაიმე პატარაა ხელში როგორ ავიყვანო"-ს მიზეზით მთელი დღე ბირჟაზე დგანან,ტვს უყურებენ ჭიქა ყავის თანხლებით,ბავშვს კი ცოლი და დედა უვლიან,მერე ? რას ცვლის ეგ? ჩენთვის არაფერს და არანაირად არ ვისურვებდი იგივე სიტუაციაში ყოფნას.
და უფლებების გარდა,მოვალეობებიც აქვთ მამებს

Posted by: blblbl 25 Dec 2015, 15:16
natuluka
QUOTE

ეგოისტობა იმ შუაშია, რომ იცნობ ისეთ კაცს, ვისაც უნდა სამშობიაროში 3 დღე ცხოვრება? როცა ქმარს იტოვებ, შენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ

და შენი ქმარი თუ არაა ასეთი და შენს გარშემო რატომ გამორიცხავ იმას რომ ზუსტადაც უნდა იმ კაცს ცოლის და ახალდაბადებული სვილის გვერდით ყოფნა?ძაან დიდი ბოდიში რა რას ქვია საკუთAრ თავზე ვფიქრობ მარტო,ცხრა თვე მუცლით ატარებ,წვალებით აჩენ და ქმარი ტომ გინდა სამშობიაროში სამი დღე იყოს თურმე ეგოისიტ ხარ და საკუთAრ თA ვზე ფიქრონ?იმიტომ არის მერე ცალკე ოთახში რომ სძინავთ ქმრებს ბავშვის ტირილმა არ გააღვიძოს ღამე და არ შეწუხდეს,ბოდიში ახლა 3 ღამე ვეღარ გაძლოს
* * *
QUOTE
ეხლა არ მითხრა რომ ერთნაირი უფლებები აქვს დედას და მამას და მამასაც უნდა ყოველი წუთის ბავშვთან ერთად გატარებაო.

და არ უნდა უნდოდეს?აბა მარტო გაკეთებაა?როგორც დედა უვლის ისე უნდა მოუაროს თუ ვინმე არ უვლის ეს მისი და მისი ცოლის პრობლემაა,ასევევ ბავშვისაც,თორემ ზოგადად ასე უნდა იყოს ,თავიდანვე უნდა ცAერთოს,პამპერსიც გამოუცვალოს,აჭამოს კიდეც და ღამეც ადგეს მოსავლელად
* * *
კიდევ ვამბობ მე არ მენდომებოდა ქმრტის დატოვება,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინც იტოვებს ეგოისტია და კაცი ძალით უნდა დატოვოს.

Posted by: natuluka 25 Dec 2015, 15:40
QUOTE
და არ უნდა უნდოდეს?აბა მარტო გაკეთებაა?როგორც დედა უვლის ისე უნდა მოუაროს თუ ვინმე არ უვლის ეს მისი და მისი ცოლის პრობლემაა,ასევევ ბავშვისაც,თორემ ზოგადად ასე უნდა იყოს ,თავიდანვე უნდა ცAერთოს,პამპერსიც გამოუცვალოს,აჭამოს კიდეც და ღამეც ადგეს მოსავლელად

ამისათვის სამშობიაროში არსებობენ ექთნები და დედა, თუკი მას ეს შეუძლია სამშობიაროშივე, ეს ყველაფერი მამამ სახლში უნდა აკეთოს.


დედები წუწუნებთ აქ და ისეთ სამშობიეროს ეძებთ სადაც ბავშვს გაიყვანენ ღამე. და ეხლა აღმოჩნდა რომ 24 საათიანი რეჟიმით მამასაც სდომებია ბავშვის გვერდით ყოფნა სამშობიაროშივე. კარგით რააა biggrin.gif




Posted by: makavel1 25 Dec 2015, 15:55
ჩემს 2 ვე შვილზე ჩემი ქმარი იყო ჩემთან, ღამე მოდიოდა ხოლმე და დილით მიდიოდა რომ მე დამეძინა და ა.შ. რა ეგოისტი ვყოფილვარ smile.gif

Posted by: natuluka 25 Dec 2015, 16:03
makavel1
ქმარი რომ არ მოსულიყო ისე ვერ დაიძინებდი? სად იმშობიარე, პერსონალი არ ყავდა მაგ დაწესებულებას?

პ.ს ჩემმა ქმარმა ღამეები გამოიძინა სანამ სამშობიაროში ვიყავი და სამაგიეროდ მერე სახლში დამხვდა დასვენებული. მივლიდა და ათენებდა. . რა ვიცი, მე ესე მერჩივნა და ყველამ თქვენი საქმისა თვითონ იცით.

Posted by: makavel1 25 Dec 2015, 16:15
natuluka
QUOTE
ქმარი რომ არ მოსულიყო ისე ვერ დაიძინებდი?

შენ გაბარო ეხლა ანგარიშები რას ვიზამდი და რას არა? biggrin.gif

Posted by: Nykusa 25 Dec 2015, 16:17
Voila
QUOTE
მე დავარაშვილზე ვწერდი

კიდევ კარგი smile.gif... მე იმ მიზნით მინდა ლუქსი,რომ ქმარი მყავდეს ჩემთან...

ინფინიტი
QUOTE
ის ლუქსი სადღაც სხვაგან ხომ არაა ჩადგმული, განცალკევებით, იმ განყოფილებაშივე მდებარეობს, სადაც ზოგი ხალათით დარბის, ზოგს ძუძუ არ უჩერდება ლიფში და ზოგს კიდევ კუჭის გამოსარეცხად მიაგორებენ. ნამდვილად არაა ქალი იმ "ვიდზე" სამშობიაროში , რომ ვიღაცის ქმარმა აუარ-ჩაუაროს და უხერხულობა არ იგრძნოს.
აი, ეს იქნება მიზეზი მაგ "დისკრიმინაციის"

თუ იმ დონის იზოლირება არ არის,რომ სხვისმა ქმარმა დისკომფორტი არ შემიქმნას და სერთოდ ვერც ვნახო, მაშინ მესმის მიზეზი. ლუქსი საკმაოდ ძვირი ღირს და ვფიქრობ, უნდა იყოს ეს საკითხი უზრუნველყოფილი. თუ არ არის, მაშინ ლოგიკურია.. არც მე დავიტოვებ ჩემს ქმარს და არ შევუქმნი სხვას იმ გარემოც, რაც მე არ მესიამოვნებოდა ...

მაგრამ, საუბარი იმაზე - რა საჭიროა ქმარი სამშობიაროში???? ... ეს იუმორით იყო ნათქვამი თუ მართლა ასე ფიქრობთ? smile.gif

Posted by: Yin&Yang 25 Dec 2015, 17:35
blblbl
QUOTE
არის მერე ცალკე ოთახში რომ სძინავთ ქმრებს ბავშვის ტირილმა არ გააღვიძოს ღამე და არ შეწუხდეს,ბოდიში ახლა 3 ღამე ვეღარ გაძლოს
* * *

კი მაგრამ ,ეგ ქმრები ხომ არ იღებენ დეკრეტებს და შვებლებებს ან ტაიმ-აუტებს კერძო საქმეებიდან ? მაგათმა სამსახურში და საქმეებზეც ხომ ისევ უნდა იარონ და ოჯახში ფული მოიტანონ თუ არა ? კაციც რომ გამოუძინებელი და გამოშტერებული იქნება, ეს უფრო უკეთესია ოჯახისთვის ? თუ ორივე სახლში უნდა დაჯდეს პირველ თვეებში ? შენ როგორ წარმოგიდგენია?


QUOTE
და არ უნდა უნდოდეს?აბა მარტო გაკეთებაა?როგორც დედა უვლის ისე უნდა მოუაროს თუ ვინმე არ უვლის ეს მისი და მისი ცოლის პრობლემაა,ასევევ ბავშვისაც,თორემ ზოგადად ასე უნდა იყოს ,თავიდანვე უნდა ცAერთოს,პამპერსიც გამოუცვალოს,აჭამოს კიდეც და ღამეც ადგეს მოსავლელად

არც ერთ ქვეყანაში, ყველაზე განვითარებულში და ემანსიპირებულშიც, როგორც დედა ისე ვერ უვლის მამა და არც თხოვენ მგონი. ქალი და კაცი გასხვავდება ერთმანეთისგან ბიოლოგიურად და ნუ ვცდილობთ რა სრულ გადაკეთებას.

Posted by: ინფინიტი 25 Dec 2015, 17:46
Nykusa
QUOTE
თუ იმ დონის იზოლირება არ არის,რომ სხვისმა ქმარმა დისკომფორტი არ შემიქმნას და სერთოდ ვერც ვნახო, მაშინ მესმის მიზეზი. ლუქსი საკმაოდ ძვირი ღირს და ვფიქრობ, უნდა იყოს ეს საკითხი უზრუნველყოფილი. თუ არ არის, მაშინ ლოგიკურია.. არც მე დავიტოვებ ჩემს ქმარს და არ შევუქმნი სხვას იმ გარემოც, რაც მე არ მესიამოვნებოდა ...

კარგია, რომ სწორად მიმიხვდი biggrin.gif რა ვიცი, რანაირად უნდა იყოს იზოლირებული ლუქსი, სავარაუდოდ, იმავე დერეფანშია, რომლის გაყოლებაზეც ჩვეულებრივი პალატები მდებარეობს.

QUOTE
აგრამ, საუბარი იმაზე - რა საჭიროა ქმარი სამშობიაროში???? ... ეს იუმორით იყო ნათქვამი თუ მართლა ასე ფიქრობთ?

რა გასაკვირია, რომ ასე ვფიქრობდე biggrin.gif რა, არ აჩენს ხალხი უქმროდ თუ რაა მაინც გასაოცარი ამაში..
რატომ უნდა ვაწვალო ადამიანი, როცა არ მჭირდება მისი თავი. ყველაზე ბოგანო სამშობიაროშიც კი თითო ექთანი და ექიმი იქვე ტრიალებს და საჭიროების შემთხვევაში მოდის, კვება შედის მომსახურებაში და ბავშვიც გაჰყავთ, თუ ფეხზე ვერ დგები ნორმალურად. გავძლებ სამ დღეს როგორმე და წამოვალ. თვითონაც , როცა ოპერაცია გაიკეთა, არ დამტოვა იქ, როცა ყველას ცოლი ედგა თავზე ან დედა. დადიოდნენ მოკუნტულები დივანზე წოლით. კატეგორიულად მითხრა, წადი სახლში, დაიძინეო. მორჩა-გათავდა . რა უნდა კაცს სამშობიაროში სამი თუ ოთხი დღე, ვერ ვიგებ მართლა. ნუ ეს , კიდევ ვიმეორებ, ჩემი აზრია მხოლოდ და სხვას აქვს ტავის აზრი.

Posted by: Nykusa 25 Dec 2015, 17:59
ინფინიტი
QUOTE
რა ვიცი, რანაირად უნდა იყოს იზოლირებული ლუქსი, სავარაუდოდ, იმავე დერეფანშია, რომლის გაყოლებაზეც ჩვეულებრივი პალატები მდებარეობს.

ნუ თუ იმ დერეფანში მეორე დღით მეც მომიწევს სიარული მოკუნტულსკაცის კი არა,ქალის დანახვაც შეიძლება არ მესიამოვნოს...., წესით უნდა იყოს იზოლირებული და ეს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო. ჯერ არ ვიცი რა ხდება, პირველ ბავშვს ველოდები.
QUOTE
რა გასაკვირია, რომ ასე ვფიქრობდე  რა, არ აჩენს ხალხი უქმროდ თუ რაა მაინც გასაოცარი ამაში..

ხალხი უქმროდაც აჩენს და უმამოდაც ზრდს იმ გაგებით,რომ მამას წვლილი არ შეაქვს აღზრდაში და გვერდით ოთახში სძინავს smile.gif ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს თავის გზაზე და ყველას დამოკიდებულებას ვცემ ძალიან დიდ პატივს,ისევე როგორც შენს აზრს )


მაგრამ, ის,რომ მე სურვილი მაქვს მეუღლე ბავშვის დაბადების მომენტიდან იყოს ჩვენთან და ერთად მივიღოთ ის პირველი წუთები და პატარას რეაქცია/ქმედებები, ერთად გავიაზროთ რომ მე დედა ვარ და ის მამა და ეს წერტილა ჩვენი "ნამოქმედარია", სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქმარს მოვთხოვ მოკუნტული მატაროს, გვერდი მაცვლევინოს და სხვა უხერხულ საკითხებში დამეხმაროს ... ბოლო ოპერაციისას დაოჯახებული არ ვიყავი და დედა მყავდა ნახვის საათებში სულ ჩემთან, მაგრამ იმ დროსაც კი ექიმი ან ექთნები თუ შემოვიდოდნენ რაიმეს გასაკეთებლად, დედას ვთხოვდი გარეთ გასულიყო )) არათუ რაიმეში დამხმარებოდა.... ერთადერთმა ექთანმა თქვა, თუ მაინც აქ ხართ მუცლის კათეტერის შლანგი (რომელიც საწოლს გარეთ იყო გადმოგდებული) გაუსწორეთ ხოლმე რომ არ გაიკვანძოსო და შენიშვნაც მიიღო ჩემგანაც და იქვე მდგომი ჩემი ქირურგისგანაც, დედას კიდე ბოდიში მოუხადეს (მაშინ როცა დედასთვის ეს სულაც არ იყო პრობლემა). ამით ვამბო იმას,რომ როცა ვიხდი საკმაო თანხას ნებისმიერ პროცედურაში, ვითხოვ მაღალ მომსახურებასაც და იქ მე ქმარს დავიტოვებ თუ ბაბუას, ეს არ ჩაანაცვლებს ექიმისა და ექთნის მოვალეობებს არცერთი წამით და არცერთი წამით არ გავაკეთებინებ რაიმე მსგავსს ჩემს ქმარს. უხერხულ მომენტებში აუცილებლად გარეთ გავუშვებ და სხვა დანარჩენ მომენტებში ვიბედნიერებ მისი ჩემთან ყოფნით და ბაოს პირველივე დღეებიდან შევეჩვევით ერთად smile.gif
ნუ კაციც არის და ხასიათიც ალბათ. ზოგისთვის ბევრად მისაღები გარეთ ყოფნა უფრო იქნება და ძეობის აღნიშვნა : ))


პ.ს მე დაჟე ის გავაპროტესტე, საკეისროს მერე ქმარს ეძახიან გადასაწვენადო და ამაზე აუცილებლად უნდა დაველაპარაკო თუ დამჭირდება ჰერას,რომ მსგავსი ფაქტი გამორიცხონ )

Posted by: Voila 25 Dec 2015, 18:19
Yin&Yang
QUOTE
კი მაგრამ ,ეგ ქმრები ხომ არ იღებენ დეკრეტებს და შვებლებებს ან ტაიმ-აუტებს კერძო საქმეებიდან ? მაგათმა სამსახურში და საქმეებზეც ხომ ისევ უნდა იარონ და ოჯახში ფული მოიტანონ თუ არა ? კაციც რომ გამოუძინებელი და გამოშტერებული იქნება, ეს უფრო უკეთესია ოჯახისთვის ? თუ ორივე სახლში უნდა დაჯდეს პირველ თვეებში ? შენ როგორ წარმოგიდგენია?

მეც მაგ აზრის ვარ სიმართლე გითხრა.
პირველ შვილზე სამშობიარო ბლოკში გადაყვანამდე ჩემთან იყო, უშუალოდ მშობიარობას არ დასწრებია, არ უნდოდა, და ექიმების და ჩემს შემდეგ მაინც პირველმა ნახა შვილი, სანამ მე წვეთოვნები მედგა.
გარდა მაგისა, სახლშიც ცდილობდა ყველაფერში მომხმარებოდა, და მე ვცდილობდი არ შემეწუხებინა ღამე, ბავშვიც მშვიდი იყო საკმაოდ კიდევ კარგი. მეორე დღეს საჭესთან რომ უნდა დაჯდეს გამოუძინებელი და მთელი დღე საქმეებზე იაროს, ცოდო არაა? თორემ დასასვენებლადაც დაჰყავს მარტოს, როცა მე ვერ ვიღებ შვებულებას და ჩემზე არანაკლებად უვლის.
ეხლა მესამე თვეა წოლითი რეჟიმი მაქვს და ბავშვსაც და მეც ეგ გვივლის. მარტო სამშობიაროში დარჩენით ხომ არ გამოიხატება როგორი მამაა, მაგ დღეებში მაინც დაისვენოს biggrin.gif დედაჩემიც მოდის, მაგრამ ყველა საქმე და ყველა წვრილმანი მაგის მოსაგვარებელია განსაკუთრებით ბავშვთან დაკავშირებით.

Posted by: ინფინიტი 25 Dec 2015, 18:24
Nykusa
QUOTE
ნუ კაციც არის და ხასიათიც ალბათ. ზოგისთვის ბევრად მისაღები გარეთ ყოფნა უფრო იქნება და ძეობის აღნიშვნა :

არ გინდა რა ეგეთები , წიპა "ვინც ჭიპლარს გულისჯიბით არ ატარებს, ის კაპოტზე შამპანურს სვამს და ქვემოდან ღრიალებს".. შუალედურებიც არსებობს.
ცოლ-შვილის სიყვარული სამშობიაროში ზედმეტი 500 ლარის გადახდით და იქ ჯდომით არ გამოიხატება, რომ არიქა, ბაკაკოს პირველი კაკაშკა მამამაც ნახოს <3 მამას შეიძლება სამი დღე კი არა, სამი საათი არ ჰქონდეს თავისუფალი და დეკრეტს ვერ აიღებს, ბოდიში. ასე რომ, ეს ირიბად მისი სიყვარულ-თავდადების ეჭქვეშ დაყენება საჭირო არაა.



Yin&Yang
biggrin.gif biggrin.gif


Posted by: garfield1 25 Dec 2015, 18:33
Yin&Yang
მე მაგალითად,დეკრეტის დროს ისევე ვმუშაობდი როგორც მანამდე და არანაირად არ ვფიქრობ რომ ვინმეზე ნაკლებად დატვირთული და დაღლილი ვიყავი. მადლობა ღმერთს ორივე ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა და ერთი ღამე არ გაგვითენებია არც მე და არც ჩემ ქმარს,მაგრამ საჭირო რომ ყოფილიყო,თანაბრად გავინაწილებდით ამ საქმეს,ვიმორიგევებდით ან მოვიფიქრებდით რამეს.
რავიცი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ბავშვის მამას ეძინოს და ბებია უთევდეს ღამეს,სხვამ თავისი საქმის თვითონ იცის

Posted by: Nykusa 25 Dec 2015, 18:33
ინფინიტი
ვისთვის 500 ლარი ძალიან ბევრია რამისთვის და ვისთვის არც ისე. + სადაზღვევო გოლდ ბარატი და ჩათვალე თავი ქუდში გაქვს )
მე რადიკალიზმში არ ვვარდები. სიყვარულის ეჭვქვეშ დაყენებას არც ქონია ადგილი, მხოლოდ იმას ვამბობ,რომ ჩვენივე კომფორტისთვის იქნება ეს კარგი ) სურვილი მაქვს ამის უბრალოდ. რა თქმა უნდა, თუ ეს შესაძლებელი იქნება ორივესთვის, ერთპიროვნულად არ ვწყვეტ ) ...
არ ვკიცხავ საწინააღმდეგო აზრის ხალხს და ნურც აქეთ.. )


garfield1
აუ, ეს დღეები ვეკამათებოდი ჩემს ქმარს სამსახურის გრაფიკის გაზრდაზე, მოუწევდა ყოველ დღე დილის 9-დან საღამოს 7-მდე, მაშინ როცა ახლა უწევს ყოველ მეოთხე დღეს 24 სთ ..ანაზღაურებას არცერთი ვუჩივით,მაგრამ მაინც ვუჩიჩIნებდი და მე არც მიფიქრია ისე გამკიცხა ... და რა გინდა, 400 ლარის მომატებისთვის მარტო გაყოფო ხოლმე ბავშვთან სულ და მე ვერაფერი გავაკეთოო? ))) აღარფერი ვუთხარი, ჩემზე მეტი გათვალა აშკარად <3

Posted by: makavel1 25 Dec 2015, 19:04
QUOTE
რავიცი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ბავშვის მამას ეძინოს და ბებია უთევდეს ღამეს,სხვამ თავისი საქმის თვითონ იცის

ზუსტადაც.

Posted by: trendy 25 Dec 2015, 19:08
ინფინიტი
QUOTE
რა უნდა კაცს სამშობიაროში

რომ მომაბრუნეს ეგ ვიკითხე მეც))6 საათი დერეფანში გადი-გამოდიოდა ჩემი ქმარი))
garfield1
QUOTE
მადლობა ღმერთს ორივე ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა და ერთი ღამე არ გაგვითენებია არც მე და არც ჩემ ქმარ

ნეტავ არ წამეკითხა!!!

Posted by: ინფინიტი 25 Dec 2015, 19:14
Nykusa
QUOTE
ვისთვის 500 ლარი ძალიან ბევრია რამისთვის და ვისთვის არც ისე.


ვისთვის კიდევ - ცოტაც კი , მაგრამ ურჩევნია, დაზოგოს იმაზე, რაზეც აუცილებლად არ მიაჩნია და საქმეს მოახმაროს yes.gif

ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ამიტომ biggrin.gif მტავარია , ბოვში იყოს ჯანმრთელი biggrin.gif

trendy
QUOTE
რომ მომაბრუნეს ეგ ვიკითხე მეც))6 საათი დერეფანში გადი-გამოდიოდა ჩემი ქმარი))



გულწასული მოგაბრუნეს? ანუ მძიმე მშობიარობა გქონდა? mo.gif რა გულით უნდა დაეტოვებინე აბა !

QUOTE
ნეტავ არ წამეკითხა!!


lol.gif lol.gif

Posted by: trendy 25 Dec 2015, 19:17
ინფინიტი
გულწასული არა, მარილზე წასული,გაღმა, ცხვარმობმული და რა ვიცი))ეს ყველა ეპითეტი იქ გავიგე

Posted by: Nykusa 25 Dec 2015, 19:38
ინფინიტი
biggrin.gif მოკლედ რა თემიდან ბიუჯეტზე გადავედით :დდდ


მოკლედ )) ბოუჯეტი სხვა თემაა...
ჯამში მთავარი მართლაც ისაა,რომ ბავშვო იყოს ჯანმრEლი :დდდ :*

Posted by: Voila 25 Dec 2015, 19:39
trendy
კარგი რა, მეოთხე მშობიარობაც კი ესეთი მძიმე გქონდა?

Posted by: trendy 25 Dec 2015, 19:47
Voila
საშინელი.
რას ვიფიქრებდი

Posted by: Voila 25 Dec 2015, 19:57
trendy
მართლა უცნაურია. თან შუალედიც არაა დიდი როგორც მახსოვს, მესამესა და მეოთხეს შორის.

Posted by: trendy 25 Dec 2015, 20:03
Voila
არა რა უცნაური, სისხლი არ დედდება, საშვილოსნოს კედლებია ძალიან თხელი და საშვილოსნო თავიდან ჩასვეს, ამოტრიალდა თუ ამოვარდა.მოკლედ არ ვიცი, ნარკოზში ვიყავი.ამოკვეთაზე ფიქრობდნენ და ბოლოს შემცირდა დენა.თორემ თვითონ გაჩნაზე დიდად არ მიწვალია, მერე 5 წუთში დაიწყო ეს.950 მლ სისხლი დავკარგე და გამომწერეს 32 ჰემოგლობინით))ოღონდ ხელი მომაწერინეს , რომ სახლში განვაგრძობდი გადასხმებს, ისე 6 ღამე გამაჩერეს და მე-7 დღეს ვაიძულე გაწერა.

Posted by: Voila 25 Dec 2015, 20:28
trendy
რეები გადაგიტანია sad.gif ყოჩაღ შენ, რეებს გაუძელი... ეხლა როგორ ხარ?

Posted by: trendy 25 Dec 2015, 20:30
Voila
QUOTE
ეხლა როგორ ხარ?

ვითარცა ფაჩიკო)
სუსტად,უძილოდ და ანემიით.

Posted by: Voila 25 Dec 2015, 20:53
trendy
QUOTE
სუსტად,უძილოდ და ანემიით.

არც კი ვიცი რა გითხრა smile.gif და სისხლის რომ არ დედდებოდა, მანამდე იცოდი? ანალიზებს ხომ იკეთებდი და...

Posted by: trendy 25 Dec 2015, 20:55
Voila
ბოლო თვეში კლრქსანი მქონდა დანიშნული და მაგან შექმნა კიდევ ეს ფონი, ისე ვიცოდით, კი.

Posted by: Voila 25 Dec 2015, 21:12
trendy
კლექსანი მეც მაქვს დანიშნული, 2 დღეში ერთხელ ვიკეთებ. პროთრომბინი მქონდა ცოტა მაღალი და ეხლა ნორმაშია. და ანალიზებს 2 კვირაში ერთხელ.

ტყუპების გაჩენა მიწევს ფიზიოლოგიურად, საკეისროზე უარი მითხრა დავარაშვილმა, და თუ ამოვტრიალდი მეც იქ ეხლა... biggrin.gif

Posted by: trendy 25 Dec 2015, 21:26
მე უარყოფითი რეზუსი მაქვს. რა სქესის არიან?)

Posted by: Voila 25 Dec 2015, 21:29
trendy
მე კი მაქვს დადებითი, თუ აქვს მაგას მნიშვნელობა... ბიჭია ორივე. + უფროსიც smile.gif

Posted by: trendy 25 Dec 2015, 21:32
Voila
უარყოფითს ცუდი შედედება აქვს.შენ კარგად იქნები და ბავშვებიც,ჰოპც ჰოპც და გააჩენ)

Posted by: Voila 25 Dec 2015, 21:38
trendy
QUOTE
ჰოპც ჰოპც და გააჩენ

ხო, აი დავარაშვილმაც ეგ მითხრა, როგორ უნდა გავაჩინო 2 ერთად მეთქი და ისე მშვიდად მიპასუხა - 10 წუთით მეტი დაგჭირდებაო და ეგააო biggrin.gif ათასი მიზეზი ვეწუწუნე, და ტიპს ხმის ტონიც ვერ შევაცვლევინე, მშვიდი და მტკიცე უარი იყო საკეისროზე. ბოლოს დამინიშნა დამამშვიდებელი biggrin.gif

Posted by: ინფინიტი 26 Dec 2015, 00:22
trendy
help.gif

ეს რა კოშმარი მოყევი !

მადლობა ღმერთს, რომ ცოცხლად და ჯანმრთელად ხარ , რაის ფაჩიკო

თან შენ უცებ იცი ხოლმე ფაჩიკოობის უღლის გადაგდება <3

Posted by: SPC 26 Dec 2015, 01:34
აუ მე გამიტყდა სხვისი ქმარი smile.gif)) ძალიან უადგილოდ იყო აღმოცენებული. ჩემი რომ მოვიდა პალატიდან ვიფრინე smile.gif 2ნი ვწევართ მეთქი და არ შეიძლება-თქო შემოსვლა. დერეფანში გავიყვანე ბავშვი. ხოდა ამ ჩემმა თანაპალატელმა არც აცია არც აცხელა და მთელი ნახევარი დღით დამისვა თავისი ქმარი და დედა პალატაში. ბავშვისთვის უნდა მეჭმია მომეშალა ნერვები. ეს ოხერი, ხომ ხედავ რომ მე ანგარიშს გიწევ და არ გაყენებ თავზე არც ქმარს არც არავის, შენც ცოტა ხომ უნდა მოტვნო, იმას მაინც მიხვდე რომ შენი ქმრის თანდასწრებით ბავშვს ვერ ვაჭმევ.

Posted by: blblbl 26 Dec 2015, 02:20
Yin&Yang
იმ ქმარის მუშაობაზე მეტად ის დედა შეიძლება იღლებოდეს საქმით მთელი დღე სახლში და გამოუძინებელმა დილით კიდევ ბავშვს უდნა აუროს რაც,ყველა საქმეზე მეტად საპასუხისმგებლოა და დეკრეტი რომა ქსვ იამს არ ნიშნავს რომ დასვენებულია,სხვა ოთახში თუ აგდებ ქმარს მაშინ იმასაც ელოდე რომ სხვასთანა წავა და რავიცი ჩემს გარშემო ყველა მამა ჩარტულია ბავშვის მოვლაში და ეს ასეც უდან იყო საკმათო თუ იყო არც მეგონა

Posted by: nimmer 26 Dec 2015, 15:49
ინფინიტი
ძალიან ქარიზმატულად წერ ზოგადად. მარა ხან ისე სავსე ხარ სარკაზმით ისე სავსე რომ რა ვიცი chest.gif
* * *
ინფინიტი
აქ ხომ ქმრის ძალით დატოვებაზე არ იყო საუბარი, მე უფრო მშვიდად ვიგრძნობდი თავს ნაოპერაციევი ქმრის გვერდით თუ ვიქნებოდი, ასევე ალბათ ბევრის ქმარიც უფრო მშვიდად იქნებოდა ახალნამშობიარევი ცოლის გვერდით რომ შეძლებოდა ერთი ღამით მაინც ყოფნა, მაგრამ მთავარი ისააა რომ მეც და შენც უნდა გვქონდეს არჩევანის უფლება

Posted by: ninikei13 26 Dec 2015, 20:51
Mafanya
ჰერაში გავაჩინე და ქმარიც რჩებოდა ჩემთან.რა ვიცი გულმოღეღილი დერეფანში არ უვლია :დ მოვიდოდა საღამოს და ზეზეულად ეძინა მთელი ღამე.ქმრის გარეშე ყოფნა არაფერ შუაშია თან,ნაკერები მაქვს და ძლივს ვდგები და ვჯდები და მინდოდა ბავშვი მე მყოლოდა და იქ 10 ბავშვთან ერთად მთელი ღამე არ ეტირა და მეხმარებოდა.რაა იმაში გასაკვირი რომ ასეთი დროს ქმარი გვერდით იყოს?!

Posted by: ინფინიტი 27 Dec 2015, 00:43
nimmer
QUOTE
სარკაზმით ისე სავსე რომ რა ვიც

user.gif

QUOTE
მე უფრო მშვიდად ვიგრძნობდი თავს ნაოპერაციევი ქმრის გვერდით თუ ვიქნებოდი, ასევე ალბათ ბევრის ქმარიც უფრო მშვიდად იქნებოდა ახალნამშობიარევი ცოლის გვერდით რომ შეძლებოდა ერთი ღამით მაინც ყოფნა

ჩვენ ისე ძაან არ გვიყვარს ერთმანეთი, რომ მშვიდად ვერ ვიყოთ 2kiss.gif ვისაც ძალიან უყვარს, იმას უნდა ჰქონდეს
QUOTE
არჩევანის უფლება

და აქვს კიდეც. ხომ ტოვებენ ამ ქმრებს სხვა სამშობიაროებში და მილიონტრისტა სამშობიაროა , და მაინდამაინც დავარაშვილზე თუ მიუდგა საქმე ვინმეს, იქნებ შეეხვეწონ და ბებიაქალად გადაცმული შეაპარონ ან ლეჟანკა დაუდგან მოფარებულში mo.gif ზოგი იმხელა ჩემოდნით მიდის გასაჩენად, ერთ კომპაქტურ კაცს კი ჩატევ. რავი, სხვა რა ვთქვა, არ ვიცი sad.gif

Posted by: kato_stropa 27 Dec 2015, 01:45
QUOTE (makavel1 @ 25 Dec 2015, 16:15 )
natuluka
QUOTE
ქმარი რომ არ მოსულიყო ისე ვერ დაიძინებდი?

შენ გაბარო ეხლა ანგარიშები რას ვიზამდი და რას არა? biggrin.gif

gigi.gif
+1000
მე ისე მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო ღამეც, წუთებს ვითვლიდი ნახვის საათებამდე. ექთანი და დასაქმება რა შუაშია, ორივეს გვინდოდა. მშობიარობასაც დაესწრო, რაც მე ძალიან დამეხმარა მორაალურად და კარგი იქნებოდა, დარჩენა მოეხერხებინა, მაგრამ მუშაობდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეგ მომენტი არა დახმარების, არამედ თანადგომის ამბავში.

მითუმეტეს ლუქსები ჩემს სამშობიაროში შეტეხილშია და საერტოდ არაფერი ესაქმება იმ მხარეს არალუქსელს. პალატაში კიდევ, უნდა ხალათით ივლის და უნდა შარვალკოსტუმით biggrin.gif

Posted by: Nykusa 27 Dec 2015, 12:44
SPC
QUOTE
2ნი ვწევართ მეთქი და არ შეიძლება-თქო შემოსვლა

ეს სხვა თემაა smile.gif ლუქსზეა საუბარი,რომელსაც უმეტესობა იმიტომ ვირჩევთ,რომ ქმარი გვყავდეს თან )

nimmer
ninikei13
kato_stropa
კიდევ კარგი გამოჩნდით,თორე უკვე მეგონა ქმარს სადისტურად მოვექცეოდი ჩემთან დარჩენის თხოვნით givi.gif
არადა ორივეს სურვილია, პატარასთან ერთად ვიყოთ თავიდანვე ) სახლში უფრო გაუჭირდება ყოფნა უჩვენოდ, ესეც ზუსტად ვიცი ) ... მოკლედ დიდი ძალაა love.gif

Posted by: makavel1 28 Dec 2015, 03:52
kato_stropa
მე ისე ცუდად ვიყავი 1 ზე, ყველას ჯვარი წერია, მოსაბრუნებელი გავხდი იქიდან და მე მომიტევეთ თუ ქმარი მომინდა გვერდში biggrin.gif მეორეზე არ ვიყავი მოსაბრუნებელი მაგრამ თვითონ მეუღლეს უნდოდა და უნდა მეთქვა არ მოხვიდე მეთქი? biggrin.gif ზოგს დედა უსწორდება ზოგს ქმარი და ზოგს და, ზოგსაც არავინ, ასე რომ უმჯობესი იქნება ყველამ თავის არჩევანს მიხედოს სხვებისთვის რიტორიკული შეკითხვების დასმას.

Posted by: Princess 28 Dec 2015, 12:27
trendy
ეხლა წავიკითხე, რეები გადაგიტანია ((( არადა მეოთხე მშობიარობაა და მაინც ასეთი რთული
სად გაგიკეთეს ოპერაცია?

მეც დამეწყო ელენეზე სისხლის გათხელება, არადა სულ მაღალი მქონდა პროტრომბინი მანამდე. ძალიან ბევრი სისხლი დავკარგე ამის გამო. დარახველიძემ იყოჩაღა მაშინ ძAლიან.

Posted by: ellen86 4 Jan 2016, 17:21
მე ჰერას ვფიქრობ, ახალში არ ვარ ნამყოფი 6 წლის უკან ვიმშობიარე ვაკეში სოსოსთან და რავი ვიფიქრე ისევ მანდ მივალთქო, იმედია ნორმლაური სიტუაციაა დამხვდება.

რომელი პალატა ჯობია მანდ, ბევრმა მითხრა ერთ ადგილიანს ორიანი ჯობიაო, ძალიან პატარაა ერთ ადგილიანი ვერ გაინძრევიოო .

Posted by: ninikei13 4 Jan 2016, 17:37
ellen86
მე ლუქსში ვიყავი და კარგი იყო.ზოგადად კმაყოფილი ვარ.მანამდე 2 კაციანში შემიყვანეს მაგრამ აშკარად არის განსხვავება ლუქსსა და სტანდარტში.1იანი პატარებიაო გამიგია მეც,მაგრამ მაინც 1იანს ვარჩევდი smile.gif

Posted by: Nykusa 4 Jan 2016, 17:38
ninikei13
ჯამში 1700-ზზე ავიდა ხო ხარჯი?

Posted by: nimmer 4 Jan 2016, 17:43
ninikei13
საკეისრო ლუქსში რა ღირს ხომ არ იცი?

Posted by: xatatula 4 Jan 2016, 17:46
ninikei13
გოგო როცა მოიცლი შეგიძლია დაწერო რა ფასები იყო ჰერაში?საიტზე ყველაფერი ვერ ვიპოვე. ერთიანი 900 ღირს როგორც მახსოვს და ამას იხდი მთლიანად რამდენი დღეც წევხარ ხომ?
ნოდარის აყვანა რა ღირდა ცალკე და მშობიარობა+გაუტკივარება.
მოგაყარა კითხვები.

Posted by: ninikei13 4 Jan 2016, 17:55
Nykusa
nimmer
xatatula
საიტზე რაც წერია ფასები პალატების ეგაა,პლიუს ნოდარი 400 და გაუტკივარება 150.აცრის ფული გადავიხადეთ კიდევ ბავშვის,ფასიანი გავაკეთებინე მე.კი 900 ერთიანი,ლუქსი 1200.სულ იხდი მაგდენს რამდენი დღეც არ უნდა გაგაჩერონ

Posted by: saki_sali 5 Jan 2016, 00:56
გოგოებო თქვენი დახმარება მჭირდება. ვერ გადავწყბიტე საკეირსო დარახველიძესთამ გავიკეთო ჩაჩავაში თუ ქორიძესთან. დამეხმარეთ, ზოგი დარახველიძეს მეუბნება ზოგიც ქორიძეს sad.gif არადა 12 კვირის ვარ და ბარემ იქ დავდგები აღრიცხვაზე სადაც უნდა ვიმშობიარო და მე კიდევ ვფიქრობ sad.gif

Posted by: blblbl 5 Jan 2016, 01:27
saki_sali
ძალიან აკრგია ორივე,თუმცა მე რომ ვიყო შენს ადგილას და ამრტო ამ ორს შორის ვირჩევდი,დარახველიძესთან გავიკეთებდი

Posted by: glamo 5 Jan 2016, 04:43
saki_sali
მე გავიკეთე ქორიძესთან და დაუფიქრებლად გავიკეთებდი მეორესაც მასთან smile.gif ზუსტად მაგ ორ მეანს შორის ვირჩევდი. ზურამ ოკულისტის ცნობა ომთხოვა, ვიწრო მენჯი არ ჩათვალა დამაკმაყოფილებელ მიზეზად. ახლო მხედველი კი ვარ, მაგრამ ისეთი არა რომ საკეისროს ჩვენება ყოფილიყო. მოკლედ საჩალიჩო გამიხდა ეს ცნობა და ამან რაღაცნაირად როგორ გითხრა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს პასუხისმგებლობის აღებას მოერიდა და ჩემგან ,,გასაპრავებელი,, საბუთი სჭირდებოდა. არა და მეანი ჩაჩავაში მყავდა და აღრიცხვის დღიდან მითხრა რომ ვიწრო მენჯი მქონდა და 2,5 კილოზე მეტი ბავშვის გაჩენა ძალინ გამირთულდებოდა. მერე ამირანმაც რომ მნახა მანაც აღნიშნა ეს მენჯის ამბავი. თან 40 კვირის ვხდებოდი 1 რიცხვში და 24-ში დამინიშნა ზურამ საკეისრო. მოკლედ ბოლო
მომენტშიმაინც ამირანისკენ გამიწია გულმა, რაღაცნაირი ნდობა მქონდა, მშვიდად ვგრძნობდი თითქოს უფრო თავს. ამირანთან გადაწყდა 26-ში. მივედი, ჩამიყვანეს ექოზე და 2,500აჩვენა წონა :დ
მოვიდა ამირანი და გაზომა მუცელი, გამსინჯა და მითხრა. მშობიარობა დაწყებული არ არისო, მე შემიძლია გავაკეთო ოპერაციაო, მაგრამ გირჩევდი რომ ვაცადოთო. წონაც პატარა გვაჩვენაო, იყოს რამდენიმე დღე, მოძლოერდება, მოიმატებსო. ეგრევე დავთანხმდი, სად მეჩქარებოდა, აწყობდა ჩემს წრიპას მუცელში ყოფნა და ხომ არ დავაჩქარებდი smile.gif)) მოკლედ 1-ში გამიკეთა და დაიბადა 3,200. ექოსკოპია აშკარად შეცდა, 4 დღეში 700 გრამს ნამდვილად ვერ მოიმატებდა, ალბათ 300-400 მაქს. ძალიან კმაყოფილი დავრჩი ყველაფრით. სულ ვფიქრობდი ხოლმე 24-ში რომ
გამეკეთებინა იქნებოდა წრიპა ჩემი გოგო და ბევრად ადრე გამოაცუნცულებდნენ ვიდრე მისთვის აჯობებდა smile.gif
როგორც პროფესიონალზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი ზურაზე, უბრალოდ ჩემი ამბავი დავწერე. საკმაოდ კარგი ექიმია და მე ვფიქრობ არჩევანი ვოზეც არ უნდა გააკეთო ამ ორიდან ყველაფერი კარგად ჩაივლის smile.gif

Posted by: saki_sali 5 Jan 2016, 09:39
blblbl

glamo
პირველი ღუდუშაურში გავიკეთე, რეზო სხულუხიასთან. პრობლემა არანაირი შემქმნია, უბრალოდ საშინელი ანტისანიტარიაა და თან მომვლელები არ არიან ფაქტიურად. ჩემთან სულ დედა იყო და დიდად არც დამჭირვებია მათი დახმარება, მაგრამ საშინელი დისკომფორტი იყო. ახლა არჩევანს ვეღარ ვაკეთებ, მემგონი უფრო ქორიძისკენ გადავიხრები. მე მენჯის ამოვარდნილობა მქონდა და არავინ მირჩევს ისე მშობიარობას, ამიტომ ყველა ვარიანტში საკეისრო უნდა გავიკეთო. მოკლედ აღრიცხვაზე დავდგები სუჯაშვილთან და მერე ქორიძესთანაც გავიკეთებ. ფასები ხომ არ იცით ამირანთან? მითხრეს დაახლოებით 2000ლარამდე დაგიჯდებაო. და ჩაჩავა 3000 ლარამდეო. ფასში საკმაოდ დიდი სხვაობაა, მაგიტომაც ვფიქრობ. რავიცი

Posted by: glamo 5 Jan 2016, 10:12
saki_sali
ფასები არ ვიცი ნამდვილად, მე წლების წინ გავიკეთე. პირობებს რაც შეეხება ყველანაირად კარგი იყო. ექთნები, სისუფთავე, კვება, მახსოვს ბავშვს როგორ თბილად ექცეოდნენ, გაყავდათ, უვლიდნენ.

Posted by: garfield1 5 Jan 2016, 10:43
saki_sali
კი 2000მდე ჯდება ქორიძესთან
სუჯაშვილსაც აქებენ,ჩემი ექიმი ნუნუკა გელაშვილი იყო ორივე ორსულობაზე
ორი საკეისრო მაქვს ამირანთან გაკეთებული და მესამესაც მანდ გავიკეთებ როცა დამჭირდება. უზომოდ კმაყოფილი ვარ, თან მყვებოდა ყველა და ძალიან კარგად მახსენდება ყველაფერი
ჩაჩავასთან არ მქონია შეხება და ვერაფერს ვიტყვი,თუმცა ბევრისგან გამიგია,მარტო ზურას მადლობლები ვართ,თვითონ კლინიკაში მომსახურება არ უვარგათო

Posted by: Nykusa 5 Jan 2016, 10:54
ninikei13
QUOTE
აცრის ფული გადავიხადეთ კიდევ ბავშვის,ფასიანი გავაკეთებინე მე

რისი აცრის? მე ჰეპატიტზეც უნდა გავაკეთებინო დამატებითი ნემსი,რადგან მატარებელი ვარ.
განსხვავებაა ფასიანი და უფასო? აი, ეგ ხო არ ვიცოდი და დავაკლებდი რაღაცას იქ user.gif
რა ღირდა აცრა?

Posted by: Kus@ 6 Jan 2016, 23:59
ამირან ქორიძესთან რა თქმა უნდაა.. მთელ საქართველოში ცნობადი და აღიარებულია... 3 საკეისროს ვიკეთებ ამ თვეში და უზომოდ კმაყოფილი ვარ ყველაფრით

Posted by: ninikei13 7 Jan 2016, 00:11
Nykusa
ბეცეჟე.არ დააკლებდი ყველგან აკეთებენ მაგას სამშობიაროშივე :* უბრალოდ მე მკითხეს რომელი გავუკეთოთო 48 ლარი ღირდა მგონი ფასიანი და ისე წესით უქმდება ეს ფასიანი-უფასო აცრები და შენ დროს შეიძლება ყველა უფასო იყოს

Posted by: blblbl 7 Jan 2016, 01:29
ninikei13
eg beceje yvelgan ufasoa rogoc wesi da gaarkvie aba kargad,savaldebulo acraa da arc ekitxebian ise crian xolme ra fuli kaco

Posted by: garfield1 7 Jan 2016, 04:52
ninikei13
blblbl
ბ ჰეპატიტი იქნება, ბცჟ უფასოა
ბ ჰეპატიტს ზოგს უკეთებენ ზოგს არა, შემდეგ აცრებშიც შედის და ამიტომ სამშობიაროში რომ არ გაუკეთონ არაა პრობლემა

Posted by: ninikei13 7 Jan 2016, 07:01
garfield1
blblbl
ორივე გაუკეთეს.არც ჩამიხედავს რომელია ფასიანი ბ ჰეპატიტი ყოფილა ანუ

Posted by: nimmer 7 Jan 2016, 12:58
garfield1
2000-მდე ორიანში ჯდება?

Posted by: nopiahopi 7 Jan 2016, 13:21
nimmer
არა, ჯანმრთელობის სახლში
1იანია ყველა პალატა, როგორც ვიცი

Posted by: nimmer 7 Jan 2016, 13:30
sopiasopi
უი მართლა?!და დატოვება ვინმეს არ შეიძლება ალბათ ხო, სტუმრობის საათებია ჩვეულებრივი

Posted by: garfield1 7 Jan 2016, 14:18
nimmer
კი ყველა პალატა ერთიანია. მნახველები 2-8 საათამდე დღეში ორი კაცი მაქსიმუმ

Posted by: nimmer 7 Jan 2016, 14:41
garfield1
ქმრის და დედის გარდა იქ მე მაინც არავის სტუმრობა არ მინდა. ბავშვზე ღამით მისი ინიციატივით გეხმარებიან ხო? განსაკუთრებით პირველი ორი ღამე წარმომიდგენია საკეისროს მერე რთულად

Posted by: IkaMac 7 Jan 2016, 14:59
saki_sali
დავით კობეშავიძესთან იმედის კლინიკაში





.......................

Posted by: garfield1 7 Jan 2016, 15:05
nimmer
ღამით იმ შემთხვევაში ტოვებენ ბავშვს შენთან თუ შენ სთხოვ,ისე არა

Posted by: რცხიკვე 7 Jan 2016, 18:02
გამარჯობა, გილოცავთ შობა-ახალ წელს!

მეშვიდე თვეში ვარ და დავიწყეთ სამშობიაროზე ფიქრი... რომელს მირჩევდით, როგორც პროფესიონალიზმით, ასევე მეტ-ნაკლებად ნორმალური ფასებით რომ გამოირჩეოდეს ისეთს... ?

Posted by: IkaMac 7 Jan 2016, 18:38
რცხიკვე
QUOTE
დავით კობეშავიძესთან იმედის კლინიკაში


Posted by: რცხიკვე 7 Jan 2016, 19:39
IkaMac

ფასი თუ იცით - ფიზიოლოგიურის და / ან საკეისროსი?

Posted by: IkaMac 8 Jan 2016, 00:21
რცხიკვე
http://www.imediclinic.com/432143124304433443144308430843054312/-13

Posted by: რცხიკვე 8 Jan 2016, 17:29
IkaMac
მადლობაა.................................

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 15 Feb 2016, 13:28
31 კვირის ვარ და ჯერ კიდევ ვერ გადავწყვიტე სად ვიმშობიარო და ვერც იმას მივხვდი როგორ შევარჩიო სამშობიარო..
რაც მეტს ვეკითხები უფრო და უფრო მებნევა ტვინიიი, ყველა სხვადასხვას მეუბნება და რა წყალში გადავვარდე არვიცი biggrin.gif

ეხლა მაქვს ესეთი სია:

1) ჰერაში - ნოდართან ან სოსოთან (ყველაზე მეტმა ნაცნობმა აქ გააჩინა და მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილი იყო, თუმცა ნუ რაღაც შენიშვნები თავისთავად ჰქონდათ + გინეკოლოგმაც რეკომენდაცია გაუწია)
2) დავარაშვილთან - ჩემ გინეკოლოგს რომ ვკითხე რჩევა რეკომენდაცია გაუწია + ჩემს სახლთან 2 ნაბიჯშია და ესეც გარკვეულწილად პლიუსია
3) გაგუას კლინიკაში - თუ კი ვინმეს გაუჩენია რატომღაც ყველა მირჩევს რომ მანდ გავაჩინო, არადა შორთლისტშიც არ მქონდა შეტანილი biggrin.gif



იქნებ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება, რას ჯობია რომ მივაქციო ყურადღება შერჩევისას? დიდად პრეტენზიული არ ვარ smile.gif უბრალოდ მირჩევნია გადავწყვიტო რამე და სხვისი აზრი აღარ მოვისმინო თორე გავგიჟდები smile.gif

Posted by: Mafanya 15 Feb 2016, 14:50
mCvanE_shteFsEli_
QUOTE
გაგუას კლინიკაში - თუ კი ვინმეს გაუჩენია რატომღაც ყველა მირჩევს რომ მანდ გავაჩინო, არადა შორთლისტშიც არ მქონდა შეტანილი 

მე გავაჩინე პირველი გაგუასთან გაგუაში და მეორე ჰერაში სოსოსთან, პირველით ვარ სასტიკად უკმაყოფილო და მეორით ძალიან კმაყოფილი, გაგუამ შიდა ნაკერები დამადო და დამემშვიდობა, მერე სხვამ გააგრძელა, სოსომ თვითონ გააკეთა ყველაფერი, საკეისროს მერე დათო თვალით არ მინახავს, სოსო ყოველ დღე მნახულობდა,არა მარტო მე, ზოგადად ყველა მელოგინეს სინჯავს ყოველ დღე, მედ პერსონალიც ჰერაში ჯობდა და პულტიანი საწოლები არც ერთგან არ არის სამწუხაროდ biggrin.gif

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 15 Feb 2016, 15:36
Mafanya

მადლობა ინფოსთვის.. smile.gif
მეც რატომღაც თავიდანვე უფრო ჰერასკენ ვიხრებოდი, მაგრამ რამდენჯერაც სხვა კლინიკას შემიქებენ იმდენჯერ შემეცვლება ხოლმე დროებით აზრი მეც smile.gif
ალბათ ბოლოს ისევ ჰერაზე შევჩერდები

Posted by: akulina 16 Feb 2016, 17:05
mCvanE_shteFsEli_
მეც ჰერაში გავაჩინე სოსოსთან სოსოთი და მისი პერსონალით მე ფრიად კმაყოფილი ვარ მეორესაც მანდ ვაპირებ, კვებაც კარგი იყო, ყურადღებიანი იყო პერსონალი, ბავშვსაც უსიტყვოდ იტოვებდნენ თუ მჭირდებოდა, ერთადერთი საწოლი არ მომეწონა ნაკეისრალისთვის ისე რა უჭირდაsmile.gif

Posted by: lavie882 16 Feb 2016, 17:11
akulina
Mafanya

გოგოები ბავშვისთვის რა ნივთები მიმაქვს ჰერაში ?

Posted by: akulina 16 Feb 2016, 17:16
lavie882
ტანსაცმელები ქონდათ იქ თვითონ აცმევდნენ მაგრამ შეგიძლია წაიღო გამოსაყვანად მაინც დაგჭირდება

Posted by: lavie882 16 Feb 2016, 17:29
akulina

აჰა ,ანუ თუ პრეტენზია არ მაქვს, შემიძია მხოლოდ გამოსაყვანი ტანსაცმელი წავიღო, მადლობა :*

Posted by: ellen86 18 Feb 2016, 16:36
akulina

სისუფთავის მხრივ როგორი სიტუაციაა? პირველი ლექჩკომბინატში გავაჩინე ჰერაში, აქ არვიცი რა სიტუაციაა , ვითომ სისუფთავის მხრივ არ მოსწონთ და შენი აზრი მაინტერესებს.

Posted by: akulina 18 Feb 2016, 16:41
ellen86
ყოველდღე ალაგებდნენ და სისუფთავე იყო აბაზანაშიც

Posted by: ellen86 18 Feb 2016, 17:07
akulina


მადლობაა
............................

Posted by: akulina 18 Feb 2016, 17:14
ellen86
მე 2,5 წლის წინ ვიყავი და იმედია ეხლაც მასეა მეორესაც მანდ ვაპირებsmile.gif

Posted by: პატრიცია 20 Feb 2016, 14:51
akulina
საკეისროს დროს ჩემთვის პერანგის წაღება იქნება უფრო მოსახერხებელი, თუ პიჟამოებით გავალ ფონს???/

და სავარაუდოდ 5 დღე მაინც უნდა გავითვალისწინო ხომ??? ბავშვისთვის ბოდეების გარკ რაოდენობის წაღებაც მომიწევს არა???? და რამე დასაფარებელი უნდა ბავშვს???

Posted by: akulina 20 Feb 2016, 14:56
პატრიცია
პირველ დღეს თავის პერანგს გაცმევენ და მეორე დღეს მე თვითონ გამოვიცვალე პერანგი მქონდა წაღებული, სამშ გამიკეთეს და პარასკევს გამომწერეს თუ არაფერი არ გაწუხებთ 4 დღეა, ბავვს თვითონ აცმევდნენ და გამოსაყვანები მქონდა წაღებული და ბოლოს ჩავაცვი წამოვედით დასაფარებელიც თვითონ აქვთ. მე მეორე ზაგხულში მიწევს და შორტის წაღებას ვაპირებ, ძალიან ცხელოდა პირველი ოქტომბრის ბოლოს გავაჩინე და ჩუმად ვაღებდი ფანჯარას ისე მცხელოდა

Posted by: პატრიცია 20 Feb 2016, 15:05
akulina
აჰააა, ძალიან კარგი...ბავშვის რამეებში ვერ გავეკვიე ჯერ და შიშველი არ დარჩესთქო, ვფიქრობდი...წავიღებ რამდენიმეს და ისინიც მიაშველებენ თუ რამე...

აი პერანგის ამბავი კი მეფიქრება, პიჟამო შარვალს უფრო მოვიხერხებ მგონია და თუ ვნახე რამე ისეთ დაბალი წენით.. (ნაკერზე რომ არ მომედოს), შევიძენ..


Posted by: ninikei13 20 Feb 2016, 17:03
პატრიცია
ძალიან ბედნიერი ვიყავი ისინი რომ აცმევდნენ.მერე მაგეების რეცხვას და წაღებისას არჩევაზე ფიქრს ნამდვილად მერჩია.თან იქ დიდად არ მადარდებდა რა ეცვა.არ გაქვს თავიდან მაგის ძალ-ღონე.უცვლიდნენ მშვენივრად.ყველაფერი მათი იყო,პლედებიც,პილიონკებიც

Posted by: Furby 20 Feb 2016, 18:56
პატრიცია
პერანგის ნაცვლად მშვენივრად ვიხმარე საორსულო სპორტული შარვალი. რბილია და წელზეც არ აჭერს.

Posted by: პატრიცია 20 Feb 2016, 21:07
ninikei13
Furby
გავითვალისწინებ თქვენს გამოცდილებას love.gif

Posted by: nopiahopi 21 Feb 2016, 00:14
mCvanE_shteFsEli_
QUOTE
1) ჰერაში - ნოდართან ან სოსოთან (ყველაზე მეტმა ნაცნობმა აქ გააჩინა და მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილი იყო, თუმცა ნუ რაღაც შენიშვნები თავისთავად ჰქონდათ + გინეკოლოგმაც რეკომენდაცია გაუწია)
2) დავარაშვილთან - ჩემ გინეკოლოგს რომ ვკითხე რჩევა რეკომენდაცია გაუწია + ჩემს სახლთან 2 ნაბიჯშია და ესეც გარკვეულწილად პლიუსია
3) გაგუას კლინიკაში - თუ კი ვინმეს გაუჩენია რატომღაც ყველა მირჩევს რომ მანდ გავაჩინო, არადა შორთლისტშიც არ მქონდა შეტანილი  



ჩამონათვალიდან ჩემი ხმა ჰერას smile.gif

1)პირადად კმაყოფილი ვარ ჰერათი
2) დავარაშვილთან შეხება მქონია,მაგრამ სამშობიარო განყოფილებასთან არა,ამიტომ ვერაფერს გეტყვი, რაც არ ვიცი, არ ვიცი biggrin.gif
3) პირადად ჩემთვის გაგუა არც განიხილება არასდროს,მითუმეტეს ჰერასთან შედარებით. მე რითიც ვარ უკმაყოფილო,ისაა რომ მომატყუეს. და ეს უკვე დიდი მინუსია,როცა მედპერსონალი მთავარი ექიმის გადაწყვეტილებას აიგნორებს და პლიუს ამას, პაციენტს ატყუებს ძალიან მნიშვნელივან საკითხთან დაკავშირებით.

დავაკონკრეტებ,ჩემი პირადიდან მომყავს მაგალითი და ამიტომ ეს არ ნიშნავს,რომ არ ყავთ კმაყოფილი პაციენტები,რომლებისთვისაც მშვენივრად ჩაიარა ყველაფერმა smile.gif

Posted by: blblbl 21 Feb 2016, 01:05
mCvanE_shteFsEli_
1.ჰერაში თუ გააჩენ სოსოს გირჩევ კარგი ექიმია კლინიკაც კარგია
2.დავარაშვილი არის ძალიან კარგი პროფესიონალი,თუმცა რისკიანი საკმაოდ და საკეირსო არ უყვარს დიდად,სამშობიაროს რაც შეეხება ახლა ახალ სენობაში რომ გადავიდნენ ყველა არის ძააალიან კმაყპფილი მომსახურებით და თუ 2 ნაბიჯზეა სახლთან და ასე კონკრეტულად ექიმის ამოჩემება არ გაქვს ღირს დაფიქრება დიდი პლიუსია ეგ

3.გაგუა არის ის ექიმი,რომელის გარდაც არავისთან არ გავაჩენ ბავშვს biggrin.gif სხვა ექიმი არც კი განიხილება ჩემთვის biggrin.gif


Posted by: ratom86 21 Feb 2016, 15:36
blblbl
შეიძლება გკითხო რატომ?(მესამე პუნქტს ვგულისხმობ)

Posted by: FLOKKKI 21 Feb 2016, 15:39
იემდის კლინიკა რატომ გარიყეთ? biggrin.gif არადა პირველ ადგიზლე იმყოფება შობადობის კუთხით smile.gif

Posted by: blblbl 21 Feb 2016, 15:48
ratom86
ყოველთვის მომწონდა გაგუა,პლიus თითქმის ყველა ჩემმა ახლობელმა მანდ იმშობიარა და ყველა არის ძაალიან კმაყოფილი,ორ მშობიარობას დავესწარი,ერთზე ორი დღე ვიყავი კლინიკაში და აღფრთოვანებული ვარ ყველაფრით,ნუ გაგუაზე ხომ აღარ მაქვს ლაპარაკი,მსგავსი კარგი ექიმი არ მინხავს,ყურადღება,მშობიარესთან მიდგომა,ახსნა დამშვიდება,გვერდით გოგო იწვა ვისაც აყვანილი არ ჰყვდა ექიმი და ანალოგიური ყურადღება ჰქონდა იმასაც ნუ ეს პირადად რაც ვნახე და კიდევ უარმავი სხვა კარგი მაგალითი მაქვს

Posted by: სოფია_ლი 22 Feb 2016, 01:29
სალამი გოგოებო, გადავხედე რამოდენიმე გვერდს და ვერსად წავაწყდი, მეხუთე სამშობიაროსთან გქონიათ ვინმეს შეხება? ახლოს ვცხოვრობ და აქვე ვარ აღრიცხვაზე და აზრზე არ ვარ ღირს თუ არა მშობიარობაც აქ ან ექიმები და საერთოდ არაფრის აზრზე არ ვარ biggrin.gif

Posted by: blblbl 22 Feb 2016, 01:41
სოფია_ლი
არ მიხვიდე მანდ biggrin.gif ვინმე თუ მშობაირობს კიდევ არ ვიციარცერთი ცნობილი ექიმი არაა,არც პირობები აქვთ და გაყუჩებაქზე ოფიციალურად ჭედვა აქვს,ჯიუტად ამტკიცებენ რომ არ გიყუჩებს და სულ რომ მოკვდე არ გიკეთებენ არაფერს

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 22 Feb 2016, 11:36
sopiasopi
blblbl
მადლობა გოგოებო რჩევისთვის..

ე.ი. ჩემ თავს მგონი საშველი არ არის smile.gif
ვთქვათ დღეს გადავწყვიტავ ჰერას, მეორე დღეს ვინმე ნაცნობი გააჩენს გაგუაში და ისე დაიწყებს ქება-დიდებას რო უნდა გადავიფიქრო.. მერე ვფიქრობთ გაგუაზე და ეხლა ჰერაზე დაიწყებენ ისევ ქებას..

მემგონი საბოლოო ჯამში არიოლ-რეშკათი გადავწყვიტავ..

შემდეგი კვირიდან მივალ უკვე ორივეგან და დავათვალიერებ სიტუაციას და ექიმებსაც გავესაუბრები, იქნებ ეს დამეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში

Posted by: ellen86 22 Feb 2016, 11:39
mCvanE_shteFsEli_

მე პირველი გავაჩინე ჰერაში,5 წლის უკან. ეხლაც ჰერას ვფიქრობ რადგან ექსპერიმენტებსი თავი არ მაქვს, ამ დღეებში მივდივარ ახალ კლინიკაშ იქ არ ვყოფილვარ და დავწერ ჩემ აზრსაც. სოსოთან გავაჩინე პირველი და მეორეც მანდ ვაპირებ.


Posted by: სოფია_ლი 22 Feb 2016, 13:04
QUOTE (blblbl @ 22 Feb 2016, 02:41 )
სოფია_ლი
არ მიხვიდე მანდ biggrin.gif ვინმე თუ მშობაირობს კიდევ არ ვიციარცერთი ცნობილი ექიმი არაა,არც პირობები აქვთ და გაყუჩებაქზე ოფიციალურად ჭედვა აქვს,ჯიუტად ამტკიცებენ რომ არ გიყუჩებს და სულ რომ მოკვდე არ გიკეთებენ არაფერს

ანუ ჯერჯერობით აღრიცხვაზე აქ ვარ და რო რამე მერე თავისუფლად შემიძლია ავარჩიო სხვა კლინიკა მშობიარობისათვის ხომ?

Posted by: ninikei13 22 Feb 2016, 14:21
mCvanE_shteFsEli_
მე გირჩევ ექიმის მიხედვით გადაწყვიტო და არა პირობების,ორივეგან ნორმალური პირობებია

Posted by: blblbl 22 Feb 2016, 15:07
სოფია_ლი
კი უპრობლემოდ

mCvanE_shteFsEli_
მიდი დაათვალიერე ექიმებს გაესაუბრე და მიხვდები მერე თითონ

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 22 Feb 2016, 17:44
ninikei13

ხო მეც ექიმით მინდა არჩევა, პირობები დიდად არ მადარდებს, მაგრამ ჩემი პრობლემაც იმაშია რომ რო ვადარებ ფაქტიურად ექიმებსაც იდენტური რეიტინგი აქვთ და ეგ მაბნევს smile.gif

შემდეგი კვირიდან დავირაზმები და გავესაუბრები ყველას, ვისაც განვიხიალვ.. იმედი მაქვს ასე უფრო ნათელ სურათს დავინახავ და გული რამეს უფრო მიკარნახებს

ცოტა ისიც მაბნევს რო 35 კვირამდე არ მეცოდინება ჩაბრუნდა თუ არა ბავშვი და გარკვეულ წილად თუ საკეისრო მომიწევს ამ შემთხვევაში შეიძლება რომ არჩევანიც შესაბამისად შემეცვალოს..


blblbl
ellen86
ninikei13

მადლობა მხარდაჭერისთვის.. 2kiss.gif

Posted by: QoniCo 22 Feb 2016, 17:57
mCvanE_shteFsEli_
ჯობია შენ თვითონ მიხვიდე და დაათვალიერო... მე გაგუას კლინიკაში ვაპირებდი მშობიარობას, საცობი რომ ჩამომეშალა მივაკითხე გაგუას კლინიკას და ისე უგულოდ მომექცა მორიგე ექიმი, პირველი კოსმოსური სიჩქარით გამოვარდი, მეორე დღეს შუადღისას დავარაშვილის კლინიკას წავაწყდი ფბ-ზე და საღამოს წყლები რომ დავღვარე გაგუას კლინიკისკენ არც გამიხედავს, მივაკითხე დავარაშვილის კლინიკას და ძალიან კარგი ვქენი, საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს smile.gif

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 23 Feb 2016, 12:48
გოგოებო,

კიდევ ერთი რჩევა მინდა გკითხოთ..
ვფიქრობ რომ დაველოდო 35 კვირის ექოს (დავრუწმნდე რომ ბავშვი ჩატირალებულია და საკეისრო არ დამჭირდება) და ამის მერე მივიდე უკვე სამშობიაროში და გავესაუბრო შესაბამის მეანსაც.. როგორ ფიქრობთ დაგვიანებული ხო არ იქნება? ხომ არ ჯობია რომ მანამდე მქონდეს უკვე შერჩეული სამშობიაროც და მეანიც?


ninikei13
შენ რომელ კვირაზე აიყვანე ნოდარი?

Posted by: ninikei13 23 Feb 2016, 12:50
mCvanE_shteFsEli_
36-37ზე არაა დაგვიანებული.მეც 35ზე გავიკეთე ექო დამივედი

Posted by: ellen86 23 Feb 2016, 14:09
ვიყავი ჰერაში.

სოსოსთან გავაჩინე პირველი და შესაბამისად მეანით მაშინაც და ეხლაც კმაყოფილი ვარsmile.gif

სამშობაიროს რაც შეეხება, განსაკუთრებული არაფერი, ვიწრო კარიდორია და ჩამწკრივებული ოთახები, ერთი შეხედვით სისუფთავე, სამზარეულო სუფთა, მზიანი ოთახები.

2 იანი პალატა საკმაოდ დიდი, დუშკაბინით,, 1 ერთიანი ძალიან პატარაა ნუ ალბათ მაქსიმუმ 9-10. კვ.მ ორი ერტიანი გვერდიგვერდ და აქვს საერთო ტუალეტი და აბაზანა.

ლუქს პალატა საკმაოდ დიდი, დიდი კარადით, ტახტი კარგი საწოლი, და ერტი ადამინის დატოვების შესაძლებლობით. ვანა ტუალეტი .

მთლიანობაში ნუ ნორმლაური სიტუაციაა, მე 4 დღეს ვწერთ ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაშიო თუ ყველაფერი რიგზეაო,დ ა საკეისროს დროს ერთი დღით მეტხანს აჩერებენ.

Posted by: Katerina :-) 24 Feb 2016, 16:06
ellen86

გამარჯობა, სოსოს აყვანა რა ღირს ეხლა ხომ არ იცით? პირველი ბავშვი 1 სამშობიაროში გავაჩინე ნახალოვკაში, კმაყოფილი ვარ ყველაფრით, თუმცა ეხლა ჰერაზე უფრო მეფიქრება

Posted by: ellen86 24 Feb 2016, 16:16
mCvanE_shteFsEli_

მე აგერ 37 ზე მივედი მეანთან ეხლაც და პირველ ბავშვზე.

Katerina :-)

400 ლარიო

Posted by: Katerina :-) 24 Feb 2016, 16:43
ellen86

დიდი მადლობა! რა ამბავია.. :-)

Posted by: Nykusa 24 Feb 2016, 16:51
ellen86
QUOTE
2 იანი პალატა საკმაოდ დიდი, დუშკაბინით,,

მნახველების თემა როგორაა იკითხე?
ანუ ლუქსი რომ არ დამხვდეს და მომიწიოს ორიანში მშობიარობა (ლუქსი თუ არ იქნება, ერთიანს არ ავიღებ), არის იმის შანსი რომ მეორე გოგოს მნახველები დამადგეს თავზე ნებისმიერი დროის მონაკვეთით პალატაში?

Posted by: ninikei13 24 Feb 2016, 16:53
Nykusa
ნახვის საათებია როგორც ვიცი,მე ლუქსის მხრივ არ მქონდა ეგ პრობლემა,მაგრამ სხვა პალატებში უვადოდ და ნებისმიერ დროს არ შეუშვებენ ზუსტად ვიცი.

Posted by: akulina 24 Feb 2016, 16:55
Nykusa
გამოყოფილი საათია მნახველებისთვის დღე ქმარი რამეს თუ შემოგიგზავნის რომ დაგჭირდეს ისე ლუქსის გარდა სულ არ უშვებენ

Posted by: Nykusa 24 Feb 2016, 17:04
ninikei13
akulina
ანუ შეიძლება,რომ მეორე მწოლიარეს მნახველი შემოვიდეს პალატაში? sad.gif

თუ ორიანში მომიწევს ყოფნა, მე არ გავიკარებ პალატაში მნახველს და კალიდორი თუ რაღAც არის, სადაც შეიძლება მნახველის ნახვაო და იქ ვნახავ ქმარს, მაგრამ იმ მეორემ ხო შეიძლება პალატაში შემოიყვანოს ვიღაცა თუნდაც ცოტა ხნით....
ჯანდაბა (

ვოცნებობ თავისუფალი დამხვდეს ლუქსი (

Posted by: akulina 24 Feb 2016, 17:07
Nykusa
არის ეგ მომენტი მე ერთიანში ვიყავი და მშვენივრად არავინ მაწუხებდა

Posted by: ellen86 24 Feb 2016, 17:10
Nykusa

არ მიკითხავს , მაგრამ ეხლა მაგალიტად საერთოდ გამოკრული იყო კარზე რომ მნახველები აკრძალულია ვირუსების გამოოო.

ისე მე 1 ზე რომ ვიმშობიარე ჰერაში, კონკრეტული დრო იყო რაღაც 4-6 მდე მსგავსი და იმ მომენტში თუ მოვიდოდა ვინმე ისიც ძაან ცოტახანი რამდენიმე წუთი.

ორიანში როცა ვიყავი შემოდიოდა იმ გოგოს მნახველიც ჩემ ოთახში . შეგიძლია იმ საგორაო ლოგინით გამოაგორო მაგალიტად ტუ ორიანში ხარ და შუა კარიდორში ნახო.

ცოტა უსიამოვნო იყო რომ ვიწექი და იმ გოგოს მანხველი მოდიდოდა მე მაგალიტად გამოვდიოდი ოთახიდან.

Posted by: Nykusa 24 Feb 2016, 17:13
akulina
QUOTE
არის ეგ მომენტი მე ერთიანში ვიყავი და მშვენივრად არავინ მაწუხებდა

ერთიანს რატომღაც ვაპროტესტებ biggrin.gif ... ან ლუქსი მინდა ან თუ არ იქნება, ორიანი...
მაგრამ თუ ვიღაც შეიძლება დამადგეს თავზე იმ ორიანში, ისევ ერთიანს ავირჩევ. სხვა რა გზა მექნება sad.gif

ellen86
ეგ ვირუსების გამოა რომ არ უშვებენ თორე ისე ხო შეუშვებდნენ (
QUOTE
ორიანში როცა ვიყავი შემოდიოდა იმ გოგოს მნახველიც ჩემ ოთახში . შეგიძლია იმ საგორაო ლოგინით გამოაგორო მაგალიტად ტუ ორიანში ხარ და შუა კარიდორში ნახო.

ცოტა უსიამოვნო იყო რომ ვიწექი და იმ გოგოს მანხველი მოდიდოდა მე მაგალიტად გამოვდიოდი ოთახიდან.

აი, მაგაზე ვსაუბრობდი წეღან და მიმტკიცებდნენ მნახველს მარტო კალიდორში თუ ნახავს სხვა მწოლიარე, შენს პალატაში არ შემოუშვებენო. მე კიდე ეგრე ვიცი,რომ რაღაც მონაკვეთით უშვებენ და ვიღაცის ქმარი და ბაბუა რომ დამადგეს თავზე, ნამდვილად არ მაქვს არანაირი სურვილი.
ისევე როგორც მე არ დავაყენებ სხვას ჩემს ქმარს თავზე.. მაგრამ იქნება კი ის სხვა მწოლიარე ამ ლოგიკის? ...
ჰუჰ, მომეშალა ნერვები biggrin.gif

Posted by: ninikei13 24 Feb 2016, 17:14
Nykusa
კი ეგ ცუდი მომენტია,სხვისი მნახველი რა

Posted by: ellen86 24 Feb 2016, 17:35
Nykusa

ეხლა ნამდვიალდ არ ვიცი როგორაა, მე რომ გაავჩინეე პირველი მაშნ ოთახში შემოოდიოდნენ.

Posted by: Nykusa 24 Feb 2016, 17:37
ellen86
ninikei13
((( გასაგებია
:*

Posted by: Schneckchen 24 Feb 2016, 18:51
Nykusa
Otaxshi shemodian mnaxvelebi,ase rom tu egre kategoriulad ar ginda ertiani aige.

Posted by: Hypotenuse 24 Feb 2016, 22:39
ellen86
4-ე დღეს გიშვებენ საკეისროს დროს, ფიზიოლოგიურზე-მესამე smile.gif

Posted by: Katerina :-) 25 Feb 2016, 00:11
2-კაციან პალატაში ვიყავი პირველ ბაოზე და ძალიან კარგი გოგო იყო ჩემთან ერთად და მშვენივრად თანავცხოვრობდით ის რამოდენიმე დღე, ფეხბურთის ფინალსაც კი ვუყურე ოთახში :-) მიღების საათები 4-6-მდე იყო და სულ არ მეპრობლემებოდა მისი მნახველი, იმედია მას ჩემი. არც ერთი არ გავვარდნილვართ დერეფანში :-) ეხლა ძუძუს თუ აწოვებს ერთი, მაშინ არც არავინ შემოიჭრება ასე ჯიქურ... ასე ყველაფერზე ჩაკირკიტება რა საჭიროა ;-) ნუ შეიძლება მე ვარ უპრობლემო მაგ მხრივ, კაცია და გუნება... მარტო რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად მომწყინდებოდა უფრო.

Posted by: garfield1 25 Feb 2016, 00:16
Katerina :-)
ვაიმე რას ამბობ
ქმრის გარდა არავის ვუშვებდი და სხვისი მნახველი რომ დამენახა,ნევროზი მექნებოდა ზედ
ერთადგილიან პალატას არაფერი შეედრება

Posted by: Katerina :-) 25 Feb 2016, 00:27
garfield1

პირიქით, მე და ის გოგო ერთმანეთს რაღაცეებში ვეხმრებოდით დ არ იყო არანაირი დისკომფორტი. ხო რა ვიცი, მე არ მეპრობლემებოდა საერთოდ, ყველა ინდივიდუალურია... :-)

Posted by: ellen86 25 Feb 2016, 01:12
Hypotenuse
არვიცი მე ესე მითხრა ექთანმა 3 დღე ვაჩერებთ და მე 4 დღეს ეწერება ფიზ. მშობიარე, 1 დღით მეტი საკეოსრო.

Posted by: ilikeit 25 Feb 2016, 01:25
სოფია_ლი
blblbl
QUOTE
არც პირობები აქვთ და გაყუჩებაქზე ოფიციალურად ჭედვა აქვს,ჯიუტად ამტკიცებენ რომ არ გიყუჩებს და სულ რომ მოკვდე არ გიკეთებენ არაფერს

მართალია და ზუსტად ისეთივე სიტუაციაა პირველ სამშობიაროში
წინასწარ გეუბნებიან რომ ფეხებზე ჰკიდიათ შენ რა გინდა biggrin.gif
უხეშობაზე და უზრდელობაზე არაფერს ვამბობ..

Posted by: ninikei13 25 Feb 2016, 06:21
Katerina :-)
გაგიმართლაsmile.gif მეგობარს გოგო ყავდა ოთახში,ფანჯარას არ აღებინებდა.ზოგი როგორია არ იცი და ისეც გაწამებულ-გაწვალებულს შენთვის გირჩევნია და ესაა

Posted by: garfield1 25 Feb 2016, 08:58
Katerina :-)
დახმარება თუ მჭირდება პერსონალი რას მიკეთებს,ეხლა კიდე აქეთ დავეხმარო სხვას. ორი დღის გაცნობილთან კი არა,წლობით რომ ვიცნობ ისეთებთანაა რთული ერთად თუნდაც დასასვენებლად წასვლა,მითუმეტეს სამშობიაროში

Posted by: akulina 25 Feb 2016, 10:43
ellen86
საკეისროზე ჰერაში მეოთხე დღეს 1ზე გამომწერეს და ფიზიოლოგიურებს 3 დღეს წერდნენ თუ რამე გართულება არ აქვს ვინმეს რა თქმა უნდა

Posted by: happy-go-lucky 25 Feb 2016, 11:13
Katerina :-)
მე ზოგადად ძალიან პრეტენზიული ვარ, მაგრამ ჩემი თავის მიკვირს და ორიანი გადავწყვიტე.
მტავარია პალატაში მნახველები არ დაიშვებიან, ერტადერთი პრობლემა ეგ იყო ცემთვის.

და ისე, რომ ვფიქრდები, 6 დღე მარტო ყოფნას, ალბათ მირჩევნია ვინმესთან ერთად.

მართლაც კაცია და გუნება.
შენარჩუნებაზე რომკ ვიწექი ის 4 დღე 2 გოგო შევიცვალე და არც ერთზე არ მქონია პრობლემა (მეგონა რომ გამიჭირდებოდა ძალიან). მაგრამ რავი პრობლემა არ მქონია, ფანჯრის გაღებასაც ერთმანეთს ვუთანხმებდით, ვთხოვდი და რავი ქაჯი უნდა იყოს რო არ დაგეთანხმოს.



Posted by: Nykusa 25 Feb 2016, 11:22
Schneckchen
QUOTE
Otaxshi shemodian mnaxvelebi,ase rom tu egre kategoriulad ar ginda ertiani aige.

კი, ნამდვილად არ მინდა. ამიტომ, თუ ლუქსი არ დამხვდება, ერთიანს ავიღებ. იმედია იქნება ლუქსი თავისუფალი...
Katerina :-)
კაცია და ხასიათი : )
წიკი არ არის, ახალ ნამშობიარევს თუ ვიღაცის ქმრის და მამა-ბაბუის თავზე დაყუდების სურვილი არ მექნება.


ოპერაცია რომ გავიკეთე, არ იყო დრო პალატის დაგეგმვის და ა.შ... მომიწია 4 კაციანში წოლა და ეს იყო კოშმარი!!!! მიუხედავად იმისა, რომ პერსონალი იდეალური იყო და ოპერაციამაც კარგად ჩაიარა. მაგის მერე როგორ მივქარავ )))

Posted by: happy-go-lucky 25 Feb 2016, 11:23
Nykusa
ერთი რაღაც ევრ გავიგე, მნახველებს უშვბებენ პალატაში ? ცაჩავაში აკრზალულია, უნდა გახვიდე გარეთ შენ თვიუთონ. მხოლოდ 1 იანებში ან ლუქსშია შესაძლებელი.

Posted by: Nykusa 25 Feb 2016, 11:25
happy-go-lucky
ჰერაში უშვებენო sad.gif
ეგრე რომ იყოს,თუ ლუქსი არ დამხვდება, მეც 2იანში შევიდოდი.
ერთიანს რა აზრი აქვს, ღამით მაინც მარტო თუ უნდა ვიყო... ლუქსში ქმარი მეყოლება და ერთიანში მარტო არ მინდა ( მაგრამ ამ მნახველების გამო მომიწევს მგონი ერთიანი თუ არ დამხვდა ლუქსი.


Posted by: ninikei13 25 Feb 2016, 11:40

Nykusa მე გავიგონე სოსო ეუბნებოდა ვიღაც ცოლ-ქმარს 2იანზე გაგილუქსებთო და გაითვალისწინე,თუ ადგილი იქნა თავისუფალი შეიძლება შეგიშვან 2იანში მარტო

Posted by: Nykusa 25 Feb 2016, 11:42
ninikei13
ეეეე, რა კარგია smile.gif
გავითვალისწინებ. მადლობა

Posted by: Hypotenuse 25 Feb 2016, 12:29
ellen86
მე გავიკეთე ჰერაში საკეისრო და მეოთხე დღეს გამომწერეს, ანალიზები მეც და ბავშვსაც წესრიგში გვქონდა, 1-2 დატოვეს, ზოგს სიცხე ქონდა და ზოგის ბავშვს ბილირუბინი მომატებული. მოკლედ თუ პრობლემა არაა საკეისროზე 4-ე დღეს უშვებენ და ფიზიოლოგიურზე 3-ე, ეტყობა იმ ექთანს აერია wink.gif
* * *
Nykusa
ბოლოს ჰერაში რომ ვიყავი, განცხადება იყო გამოკრული- 17-18 საათამდე (როცა ნახვის საათია) მხოლოდ მეუღლეს და დედას უშვებენო. მე პირადად მშვენივრად ვიყავი 2-იანში, 1-იანი პალატა იმდენად პატარაა, რომ სურვილიც არ მქონია იქ შესვლის, ლუქსი კიდევ სულ დაკავებულია მანდ. შეიძლება მე არ ვარ პრეტენზიული, არც სხვისი მნახვეები ყოფილა ჩემთვის აუტანელი, 1 სთ-ია მხოლოდ და რა პორბლემაა?!

Posted by: Nykusa 25 Feb 2016, 13:17
Hypotenuse
QUOTE
1 სთ-ია მხოლოდ და რა პორბლემაა?!

როგორი მომენტია იცი? შეიძლება ისე ვიყო, საერთოდ არ გამაღიზიანოს იმ ერთი საათით სხვამ და შეიძლება ისე ვიყო, მამაჩემზეც გავღიზიანდე, არათუ სხვის მნახველზე.
ოპერაცია რომ გავიკეთე, კათეტერი დილითვე ამოვაღებინე (გამაფრთხილეს გაგიჭირდებაო, მაგრამ მაინც) და მქონდა ხშირი შარდვა, უნდა ავმდგარიყავი ძლივს და კედელ-კედელ ტუალეტისკენ. 1 საათით შემოდიოდნენ იქაც მნახველები და მთელი ერთი საათი ვიყავი საშინლად (თან მაინც და მაინც მაშინ მინდებოდა).
ყველას ვერ გავუშვებდი გარეთ. თუ ეგ მინდოდა, მაშინ უნდა ვყოფილიყავი ცალკე პალატაში.
არ მინდა იდენტური რამ მოხდეს, ან ბავშვს ვერ ვაჭამო იმის გამო,რომ იმ მომენტში ვიღაც არის, ან მე ვერ ავდგე ან რავიცი )


ლუქსი მინდა ძალიან. ერთიანი მეც მაგიტომ არ მინდა, რომ ძალიან პატარააო და + ვერავის დავიტოვებ sad.gif

Posted by: basti-bubuuu 25 Feb 2016, 14:05
მე ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ერთიანი ავიღე,თავიდან ვფიქრობდი ბევრს მეც მაგ თემაზე რომ იქნებ სხვასთან ერთად არ გამიჭირდესთქო მაგრა ასკარად სწორი გადაწყვეტილება მივიღე

Posted by: nimmer 25 Feb 2016, 14:12
basti-bubuuu
საკეისროს დროს რა გეცვა? როგორი პერანგია ამ დროს უფრო კომფორტული თუ იმათი გეცვა რამე?

Posted by: garfield1 25 Feb 2016, 17:19
nimmer
ერთჯერადი უნდა ჩაგაცვან თვითონ

Posted by: happy-go-lucky 25 Feb 2016, 17:34
nimmer
მე შენ გელოდები რომ მითხრა smile.gif
მეც მაინტერესებს , ვერ მივხვდი რა უნდა იყოს ჩემი...

Posted by: anuka2009 25 Feb 2016, 17:55
happy-go-lucky
nimmer
შეგიძლია იმატი სტერილური ჩაიცვათ. შემოგთავაზებენ თავად.

Posted by: basti-bubuuu 25 Feb 2016, 22:57
nimmer
იმათი მეცვა,ერთჯერადი არაა ოღონდ.ხალათიც აქვთ.პირველ დღეს მეც ეგ მეცვა

Posted by: nimmer 25 Feb 2016, 23:07
მადლობა გოგოებო და კიდევ ერთი შეკითხვა,საკეისროს მერე რამდენი ხანი გამოიყურები ისევ ორსულივითbiggrin.gif თუ ინდივიდუალურია ეგ?

Posted by: akulina 26 Feb 2016, 00:01
nimmer
ინდივიდუალურია ვინ როდის

Posted by: Hypotenuse 26 Feb 2016, 13:36
nimmer
მე ერთჯერადი ჩამაცვეს ჰერაში

Posted by: basti-bubuuu 26 Feb 2016, 13:50
nimmer
მე მეორე დღესვე არ გამოვიყურებოდი არც ერთი საკეისროს მერე ორსულივით,თუმცა გამხდარი არ ვარ.ჩემზე ბევრად გამხდარ გოგოებს ვხედავდი დიდი მუცლით მშობიარობის მერე,ზოგს საერთოდ არ ჰქონდა.ასე რომ ესეც ძალიან ინდივიდუალურია.2 თვეში ზუსტად იგივე მუცელი დამიბრუნდა რაც მქონდა.იმედია ახლაც ესე იქნება

Posted by: nimmer 26 Feb 2016, 14:17
basti-bubuuu
ხო,სიგამხდრეს მუცელთან არ აქვს კავშირი..ბავშვის ბოთლები წაღებული გქონდა ჩაჩავაში?

Posted by: happy-go-lucky 26 Feb 2016, 14:23
nimmer
ახლა დავრეკე ჩაჩავაში, ოპერაციის დროს ჩაგვაცმევენ თავისას. სტერილურს.
ჩვენ უნდა წავიღოთ ორი ცალი 5 მეტრიანი ვენების ბინტი (რატო არ ვიცი, ბინტები რო არ აქვთ ძაან უცნაურია biggrin.gif )

და ქმარმა საოპერაციოზე ცასაცმელი კომპლექტი , იქვე აფთიაქში smile.gif


Posted by: wkna 26 Feb 2016, 15:09
happy-go-lucky

გამარჯობა, მშობიარობის დროს მეც მეკეთა ბინტები და მე შევიძინე,თუმცა მე ძალიან ცუდ სამშობიაროში ვიმშობიარე.

თუმცა შენი გერჩივნოს ვერ ვენდობი სისუფთავით ვერცერთ სამშობიაროს უკვე.

Posted by: nimmer 26 Feb 2016, 15:31
happy-go-lucky
ვენების ბინტზე მეც ძალიან გამიკვირდა, ამხელა თანხას იხდი და ბინტი არ აქვთ biggrin.gif ვენების წინდები ვიყიდე ავერსში, ფასდაკლებით 43 ლარად
* * *
ბინტის ყიდვაც მინდოდა , მაგრამ როგორი გინდაო კონსულტანტმა და ეგ აღარ ვიცოდი სხვადასხვანაირი თუ იყო, უნდა ვიკითხო

Posted by: happy-go-lucky 26 Feb 2016, 15:43
nimmer
დავაზუსტე, იმენა ბინტი უნდათ 5 მეტრიანი.
წინდა მერე სახლში თუ გინდა იხმარეო.
მიმრებში მითხრეს წეღან .

Posted by: nimmer 26 Feb 2016, 15:49
happy-go-lucky
ხო, წინდა სახლისთვის ვიყიდე, სამშობიაროში არაპრაქტიკულია, დაისვრება, ბინტი ჯობია

Posted by: basti-bubuuu 26 Feb 2016, 23:36
nimmer
კი.ავენტის პატარა შუშის ბოთლი მქონდა

Posted by: John Jolie 1 Mar 2016, 11:50
იმედის კლინიკაზე რა აზრის ხართ? რაღAც ძაან ვენდობოდი და მერე ეს სტატია წავიკითხე და დავიზაფრე
მაია მჭედლიძესთან ვარ მე

http://primetimenews.ge/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B/

რა გავაკეთო აღAრ ვიცი
ნუ შემთხვევა ყველგან ხდება
ბედია თუ ღვთის ნება, რავი sad.gif ყველას ჯვარი გვწერია

Posted by: wkna 1 Mar 2016, 12:11
John Jolie

ვაიმე დავიზააფრეე sad.gif

ჩემმა მეგობარმა იმშობიარა და ნუ კმაყოფილიც არ არის ამ სამშობიაროსი...

დავარაშვილზე რა აზრის ხარ? ძალიან აქებენ

Posted by: ninikei13 1 Mar 2016, 12:41
wkna
ჩემმა მეგობარმა საკეისროთი გააჩინა 1 თვის წინ.კმაყოფილია ძალიან

Posted by: John Jolie 1 Mar 2016, 19:29
wkna
მე ვისაც ვკითხე, ყველა კმაყოფილი იყო მაგ იმედის კლინიკის და იმიტომ მივედი

Posted by: 15steps 5 Mar 2016, 20:37
ჩაჩავაში ვინ არის კარგი ექიმი? და ფასები თუ იცით დამილინკეთ..

Posted by: nuci17-89 5 Mar 2016, 20:53
ნუკრი ქსნელაშვილია უმაგრესი ჩაჩავაში

Posted by: happy-go-lucky 6 Mar 2016, 12:10
nuci17-89
მასთან ვაპირებ მიხარია რომ მესმის კარგი შეფასება. ზალიან ვღელავ. ბევრი ვიფიქრე ექიმის არჩევაზე.

15steps
ნუკრის აყვანა ღირს 400 ლარი საკეირსო, 350 ფიზიოლოგიური. მ პალატების ფასები შმიძლია გითხრა საკეისროზ 2 ადგილიანი 1635, 180, ერთიანი 2100 . არის კიდვ ძვირიანი და იაფიანი. საიტზე უდვთ პრაის ლისთი.

Posted by: 15steps 6 Mar 2016, 15:41
nuci17-89
happy-go-lucky
მადლობა

მედპერსონალი როგორი ყავთ თუ იცით და პედიატრები, ყურადღების მხრივ?

Posted by: qetqeta 6 Mar 2016, 17:45
მე ორივე ჰერაში გავაჩინე და უკმაყოფილესი ვარ
მაგარია ძალიან

Posted by: Dianiko 9 Mar 2016, 16:56
QUOTE (blblbl @ 21 Feb 2016, 01:05 )

3.გაგუა არის ის ექიმი,რომელის გარდაც არავისთან არ გავაჩენ ბავშვს biggrin.gif სხვა ექიმი არც კი განიხილება ჩემთვის biggrin.gif

აი, ზუსტად.

ჩემი და, ბიძაშვილები და ახლობლები, ყველა გაგუამ ამშობიარა და მის მეტი ჩემთვის სხვა ექიმი ამ საკითხში არ არსებობს.

უამრავი ადამიანი ტრიალებს ჩემს ირგვლივ, ვისაც სხვადასხვა კლინიკაში გაუჩენია, თუმცა, ყველაზე მსმენია უკმაყოფილო პაციენტების წუწუნი გაგუას გარდა.

Posted by: Mafanya 9 Mar 2016, 17:00
გაგუას უკმაყოფილო პაციენტი ვარ, უპრობლემო საკეისრო და შემდგომი პერიოდი მქონდა, თან ლუქსში ვიწექი მოყუჩებულში და კაციშვილს არ გავხსენებივარ, თუმცა პირველ დღეს ინტენსიურ თერაპიის პალატაშიც არ გამოუჩენიათ დიდი ყურადღება, 5 გოგო ერთხმად ვიწყებდით კნავილს რომ ექთანს გაეგონა დერეფანში, მაშინ როცა მუდმივად პალატაში უნდა იყვნენ და მოკლედ მაგაზე დაბალი დონის სამშობიარო თუ კიდევ არსებობს გულწრფელად მეცოდებიან ქართველი ქალები
პ.ს არ ვიღლები გაგუას კლინიკის კრიტიკით biggrin.gif

Posted by: Dianiko 9 Mar 2016, 17:36
QUOTE (Mafanya @ 9 Mar 2016, 17:00 )
გაგუას უკმაყოფილო პაციენტი ვარ, უპრობლემო საკეისრო და შემდგომი პერიოდი მქონდა, თან ლუქსში ვიწექი მოყუჩებულში და კაციშვილს არ გავხსენებივარ, თუმცა პირველ დღეს ინტენსიურ თერაპიის პალატაშიც არ გამოუჩენიათ დიდი ყურადღება, 5 გოგო ერთხმად ვიწყებდით კნავილს რომ ექთანს გაეგონა დერეფანში, მაშინ როცა მუდმივად პალატაში უნდა იყვნენ და მოკლედ მაგაზე დაბალი დონის სამშობიარო თუ კიდევ არსებობს გულწრფელად მეცოდებიან ქართველი ქალები
პ.ს არ ვიღლები გაგუას კლინიკის კრიტიკით biggrin.gif

ჩემთვის მთავარია მეანი და მშობიარობა როგორ ჩაივლის...
სხვა პერსონალი ყურადღებას მომაქცევს, სად წავა yes.gif

წაკითხული კრიტიკა დაახლოებით ისეთია - ადრე რომ ვიძახდი, ელვისში აღარ შევალ, მიმტანები თავს არ იწუხებენ და საშინელი მომსახურებაა თქო biggrin.gif

სამშობიაროს ცოტა უფრო სხვანაირად ვუყურებ, მთავარია, ჩემი პატარა მოევლინოს ამ ქვეყანას უპრობლემოდ და ორივე ჯანმრთლად ვიყოთ. პერსონალს აიტანს კაცი 4 დღეც და მეტიც.

Posted by: Nykusa 9 Mar 2016, 18:01
აუ, ჰერაზე რომ ამბობე, შენს ტანსაცმელს არ გამოიყენებენო.. ბავშვს ჩვეულებრივ ტანსაცმელს აცვამენ თავისას თუ გაკოჭლი ყავთ ? :დ .... გაკოჭილები მეცოდებიან და რო შევეჩვიო წინასწარ მინდა ვიცოდე :

Posted by: akulina 9 Mar 2016, 18:02
Nykusa
ჩვეულებრივს რა დროს გაკოჭვააsmile.gifბოდეები და ყველაფერი აქვთ

Posted by: Mafanya 9 Mar 2016, 18:30
Dianiko
QUOTE
ჩემთვის მთავარია მეანი და მშობიარობა როგორ ჩაივლის...
სხვა პერსონალი ყურადღებას მომაქცევს, სად წავა 


პირველი ბავშვია? biggrin.gif
გაგუას გარდა მილიონი კარგი მეანია, ბავშვი გაჩნდება და სირთულეები მერე იწყება, მომდევნო 3 თუ 4 დღე გამოქცევაზე ყოფნას მირჩევნია ისეთი ადგილას ვიმშობიარო სადაც არა მარტო მეანი არამედ პედიატრები, პერსონალიც ნორმალურია. თუმცა ყველას სხვადასხვა მოთხოვნები აქვს, ზოგისთვის ის არის საკმარისი რომ ოთახს ტუალეტი და ტელევიზორი აქვს და სელპაკი უფასოა wink.gif თუმცა არანაკლებ საჭიროა რომ ბავშვი გასინჯოს ყოველ დღე პედიატრმა, მკერდზე თუ პრობლემები გაქვს დაგეხმაროს, ელემენტარულად ბავშვს ძუძუ როგორ ჩაადებინო პირში გასწავლოს,ბავშვი არ დაუბანიათ გაგუაში 4 დღე, ძუნძგლიანი გამომატანეს, ახალი გაიდლაინებია აღარ ვბანთო smile.gif ექთანს ყველაფერზე რომ შეხსენება დაჭირდება, გამოძახებაზე მე3 დარეკვაზე რომ მოვა, უფროსი ექთანი 24 საათი რომ წიკვინებს დერეფანში smile.gif მძიმე მოგონებები ამეშალა ახლა. საკეისროს ნაკერიც არ იყო დიდად მოწოდების სიმაღლეზე, მოკლედ მე ვნანობ პირველი რომ მანდ გავაჩინე და პირდაპირ ჰერაში არ წავედი.

Posted by: ninikei13 9 Mar 2016, 18:33
Nykusa
არ კოჭავენ.აცმევენ biggrin.gif

Posted by: nimmer 9 Mar 2016, 18:48
Mafanya
+1 ჩაჩავადან გამოქცევაზე ვიყავი, მეანმა თავისი საქმე კი გააკეთა კარგად, მარა პერსონალი down1.gif

Posted by: Mafanya 9 Mar 2016, 18:55
nimmer
როგორ ნერვები მეშლება ამ კლინიკების მენეჯმენტზე, გადასარევი მეანები ყავთ, რემონტი ა.შ. და რიგითი ექიმები, ექთნები და სანიტრები როგორ აფუჭებენ საერთო შთაბეჭდილებას, ნუთუ ასეთი რთულია ელემენტარული სერვისის უზრუნველყოფა

Posted by: basti-bubuuu 9 Mar 2016, 19:06
nimmer
რა ხდებოდა ჩაჩავაში?ცოტა გამიკვირდა.ნუ ბოლომდე კმაყოფილი არც მე ვიყავი მაგრამ არც გამოქცევაზე ვყოფილვარ

Posted by: Nykusa 9 Mar 2016, 19:18
akulina
ninikei13
კიდე კაი :დ
რაღაც ორსულების გვერდი მაქვს დალაიქებული და იქ დებენ ახალშობილი გაკოჭილი ბავშვების ფოტოებს ეს დღეებია და მეთქი სამშობიაროს წესიააა :დ ....

Posted by: nuci17-89 9 Mar 2016, 23:39
თუ იცით დაწერეთ რა სოსო ღოღობერიძის აყვანა რა ჯდება და ფიზიოლოგიური მშობიარობისას თუ შეიძლება რავი რაც გამიგია სუ საკეისროებს აკეთებს თითქოს

Posted by: nopiahopi 9 Mar 2016, 23:47
nuci17-89
ფიზიოლოგიურზეც შეიძლება რა თქმა უნდა. ფასი არ ვიცი ახლა,ალბათ 350 ან 400. ჰერაში ბოლოს ნამყოფ გოგოებს ეცოდინებათ wink.gif

Posted by: ratom86 10 Mar 2016, 00:02
QUOTE (Mafanya @ 9 Mar 2016, 18:30 )
Dianiko
QUOTE
ჩემთვის მთავარია მეანი და მშობიარობა როგორ ჩაივლის...
სხვა პერსონალი ყურადღებას მომაქცევს, სად წავა 


პირველი ბავშვია? biggrin.gif
გაგუას გარდა მილიონი კარგი მეანია, ბავშვი გაჩნდება და სირთულეები მერე იწყება, მომდევნო 3 თუ 4 დღე გამოქცევაზე ყოფნას მირჩევნია ისეთი ადგილას ვიმშობიარო სადაც არა მარტო მეანი არამედ პედიატრები, პერსონალიც ნორმალურია. თუმცა ყველას სხვადასხვა მოთხოვნები აქვს, ზოგისთვის ის არის საკმარისი რომ ოთახს ტუალეტი და ტელევიზორი აქვს და სელპაკი უფასოა wink.gif თუმცა არანაკლებ საჭიროა რომ ბავშვი გასინჯოს ყოველ დღე პედიატრმა, მკერდზე თუ პრობლემები გაქვს დაგეხმაროს, ელემენტარულად ბავშვს ძუძუ როგორ ჩაადებინო პირში გასწავლოს

+1 გეთანხმები ყველაფერში. აზრზე არ ვიყავი ძუძუ როგორ უნდა ჩაედო ბავშვს,სამწუხაროდ წინასწარ არც მიფიქრია კონკრეტულად ამ საკითხზე, მასაჟისტი თვალით არ მინახავს, მაგრამ ის რაც ვნახე, საოცარი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, ერთი ექთანი ერთ-ერთ დედას ისე უჭერდა მკერდზე ხელს, ამ გოგოს კივილი მთელს კლინიკაში ისმოდა, მოითმინე მოითმინეო თან ეუბნებოდა, მერე საწველი აპარატი მისცა ეხლა ამით სცადეო და ამ გოგომ გააგრძელა კივილი, ნუ ტკიოდა და რა ექნა და მასაჟისტის თუ ნორმალური მასაჟისტის არარსებობის გამო იყო ასეთი სიტუაცია,
ბავშვის გასინჯვაზე და პედიატრებზე აღარაფერს ვიტყვი,
ერთადერთი, რაც კლინიკაში მომეწონა იყო ჩემი ექიმის პროფესიონალიზმი, ჰოდა არ ვიცი, გადაწონის თუ არა ეს ერთი ფაქტორი დანარჩენ ბევრს და მივალ თუ არა ისევ გაგუაში.
პ.ს
მაინტერესებს არსებობს ისეთი კლინიკა რომელსაც ყველაფერში 10 ქულას დაუწერთ?

Posted by: Nykusa 10 Mar 2016, 00:05
nuci17-89
400 ღირს.
ორივეზეა სოსო

Posted by: blblbl 10 Mar 2016, 01:06
Mafanya
QUOTE
მოკლედ მაგაზე დაბალი დონის სამშობიარო თუ კიდევ არსებობს გულწრფელად მეცოდებიან ქართველი ქალები

აი შეიძლება უკმაყოფილო იყო მაგრამ ეს ასე ნამდივილად არ არის ,არ ვიცი არც დებილები მყავს გარშემო,არც ისეთები ვინც დონე არ იცის რა არის და გასულები არ არიან ასე ვთქვათ და უზომოდ კმაყოფილები არიან ყველაფრით,ხოდა რავიცი,მესმის რომ ხარ უკმაყოფილო მაგრამ დაბალი დონის კლინიკა და ა.შ ნამდვილად არაა . პედაიტრი მართლა ყოველდე სინჯავდა ბავშვებს და დაბადების მომენტშიც თან გადაყვა,ბოლო ბოლო,ორი დღე წინასამშობიარო პალატაში გავატარე და მსგავსი პროფესიონალიზმი და ყურადღება თუ დაბალი დონეა მე არ ვიცი მაშინ smile.gif

Posted by: ellen86 10 Mar 2016, 01:53
blblbl
გამართლებაზეა, მე პირველი ჰერაში გავაჩინე 4 დღიდან 2საშინელი პერსონალი იყო, 2 ყურადღებიანი. ყველას იშვიათად უმართლებსsmile.gif)))რომ ყველა დღეს კარგი სიტუაცია იყოს
nuci17-89
400 მახოვს, ჰერაში ვაჩენ მეორესაც. სოსო ორივეზეა, ფიზიო და საკეისრო, უფრო ფიზიო.

Posted by: Mafanya 10 Mar 2016, 06:55
blblbl
იცი რა მომენტია ნინო? შეიძლება წინასამშობიარო დვიჟენიებში ყურადღებას იჩენენ რომ რამე არ მოხდეს და ბავშვი მშვიდობიანად მოევლინოს, მე რომ მეორე სხვა კლინიკაში არ გამეჩინა და შედარების საშუალება არ მქონოდა შეიძლება მეფიქრა რომ ეს სტანდარტული და ნორმალური ამბავია რაც გაგუაში ხდებოდა. მარტო ის მითხარი ის ნათელა თუ ნუნუკა შენ დროს არ წიკვინებდა დღე და ღამე დერეფანში და ჩხუბობდა? biggrin.gif აყვანილმა გაგუამ მოინახულა და გასინჯა საკუთარი პაციენტი მშობიარობის შემდგომ?

Posted by: anuka2009 10 Mar 2016, 11:02
Mafanya
QUOTE
ნათელა თუ ნუნუკა

ნანული!
ნანულის მენეჯმენტის ამარა რომ არიან, მაგიტომ აქვს ეგეთი სერვისი. ადრე გაგუა ხარისხზე მუშაობდა, მე რომ გავაჩინე მგასთან, ეგეთი ხარისხიანი არცერტი კლინიკა არ იყო. ხარისხიანი რა, რემონტიანი არ იყო უმეტეაი სამშობიარო. თავისი მარკეტინგულო ხრიკები ქონდათ- ბავშვის სურათი, შამპანური მამას. მაგრან ამ დროის მერე იმდენი რამ შეიცვალა. ახლა გადასულები არიან რაოდენობაზე- ხარისხი აქვთ დაკიდებული. მაინც ასკდება ხალხი, სახელი მაინც ამ ქალაქში ჭრის.

Posted by: natuluka 10 Mar 2016, 12:32
blblbl
მე თვითონ ჩაჩავაში გავაჩინე, და ჩემმა დაქალმა 3-ჯერ იმშობიარა გაგუაში. სამივეზე დავესწარი და შედარებაც კი არ შეიძლება. ძალიან დაბალი დონეა გაგუასთან ჩაჩავასთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ სამივეზე გაგუა აყვანილი ყავდა, ძალიან უყურადღებოდ იქცეოდნენ. მეორე მშობიარობა კინაღამ მე მივიღე, ბებია ქალი და გაგუა ძლივს შემოვიყვანე პალატაში, ადრეა ჯერ არ გააჩენსო გაიძახოდნენ. თავი ჩანს უკვე მეთქი გაგუას რომ ვუთხარი, კაი ხო მოვალოsmile.gif შემოვიდა იმ მომენტში ბავშვი რომ გაჩნდა უკვე, კარგი გოგო ხარო მიაძახა და გავიდა . ბავშვი მუცელზე რომ დააწვინეს, ჩაისვარა ბავშვმა და კარგად დასვარა ჩემი მეგობარი და ნახევარი საათი ვიხვეწებოდი მერე რომ რამე მომეცით რომ გავწმინდო მეთქი.

იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ საწოლი დაბლა არ იწეოდა და იმსიმაღლეზე იყო რომ სულ წვალებით ავსვი მშობიარე ზედ. წყლებს რომ ღვრიდა ქაღალდი ან რამე მაგდაგვარი მოვითხოვეთ და ხო კაი მოვიტანთო და გადაიკარგნენ smile.gif გასასინჯადაც კი არ შემოდიოდნენ ხოლმე.
საწოლს ხელის მოსაკიდებელიც კი არ ქონდა, არც ფეხების დასადები, და ძალიან გაუჭირდა ჩემ მეგობარს, თან ეჩხუბებოდნენ ხელები ფეხებზე მოიკიდე და გაქაჩეო.

ხო, კიდეც ერთიsmile.gif კედლებზე გამოკრული იყო წინა სამშობიარო ტკივილები რომ შეგისმუბუქდეს, რა ვარჯიშები უნდა გააკეთო კედელთან და ბურთით smile.gif და არც ბურთი იყო ოთახში და არც ეგეთი კედელი smile.gif ნერვების მოსაშლელად იყო ეტყობა ის რეკომენდაციები გაკრული და ისეთი პატარა ოთხი იყო რომ სიარულიც კი შეუძლებელი იყო

Posted by: Nykusa 10 Mar 2016, 12:35
QUOTE
კედლებზე გამოკრული იყო წინა სამშობიარო ტკივილები რომ შეგისმუბუქდეს, რა ვარჯიშები უნდა გააკეთო კედელთან და ბურთით  და არც ბურთი იყო ოთახში და არც ეგეთი კედელი

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nimmer 10 Mar 2016, 12:49
Mafanya
დარახველიძემ გამიკეთა საკეისრო, ძლიერია და თავისი საქმე კარგად გააკეთა,მაგრამ მერე აღარც უკითხავს ჩემი ამბავი, აყვანილი მყავდა რა თქმა უნდა.
basti-bubuuu
ჩაჩავაში ბევრი რამე არ მომეწონა, ინტენსიურიდან რომ გადამიყვანეს დილით მერე იმ დღეს არავინ დაინტერესებულა ჩემი მუცლის მდგომარეობით.ოპერაციიდან ორ საათში ჩემით გადავედი ლოგინიდან ლოგინზე, ექთანი იქვე კი იყო ისე, მარა ალბათ წელი ეტკინებოდა.უმეტესობა ექთნებისა გამოძახების მერე ისე შემოდიოდა ვითომ ვალი მქონდა მისი (სხვა გოგოებიც იგივეს ამბობდნენ, ზედმეტ პრეტენზიულობას ნუ დამაბრალებთ) ერთი გოგოს ბავშვი 5 საათი ტიროდა, არავინ შესულა. დავამატებ იმასაც რომ ორი ექთანი განსაკუთრებით ყურადღებიანი იყო, მიხაროდა იმათი სმენა. ხო კიდევ, არც ძუძუს ჩადებაზე დამმხმარებია ვინმე და არანაირი რჩევა მე იმათგან არ მიმიღია

Posted by: Nykusa 10 Mar 2016, 12:52
ninikei13
ჰერაშიც ეგ სიტუაციაა რასაც ახლა წერენ აქ გოგოები? ყურადღების მხრივ? .....................

Posted by: ninikei13 10 Mar 2016, 13:05
Nykusa
მე მორიგეები კარგები შემხვდნენ.დღის განმავლობაში იმდენჯერ კეთდებოდა შემოვლა,ნერვებიც კი მეშლებოდა,დაძინება მინდოდა და ათასჯერ მეკითხებოდნენ როგორ ხარო.პირველ ღამეს ექთნები იყვნენ ძალიან კარგები.შემდეგაც ნორმალური.ერთადერთი სანდროს ნაყლაპი რომ ქონდა წყალი, 2 დღე იმას აღებინებდა და რომ მამშვიდებდა პედიატრიულში ვიღაც ქალი რა განერვიულებსო ძალიან გავბრაზდი და მერე პედიატრთან შემიყვანა მოუსმინე რას გეტყვისო.რომ მივაფუცხუნე მერე სულ ღიმილით შემოდიოდა როგორააო.ბლოკში და მშობიარობისას რა ვიცი ყველათი ძალიან კმაყოფილი ვარ.ნუ ბავშვის მიხედვაზე რომ არ გიჟდებიან და ურჩევნიათ შენ გყავდეს ეგ ფაქტია,თუმცა რომ შეიყვან დატოვებითაც დაიტოვებენ.როცა რამე ისეთი პრობლემა არ გაქვს ჯანმრთელობის,ვინ რამდენჯერ გამიღიმებდა მაგის დარდი სულ არ მქონდა.ღამეც ჩემით გამოვუცვალე რომ შევედი იქ და ეძინათ.რაღაცეები არ უნდა გააპრობლემო ,ყველაფერი იდეალურად არსად არაა.მთავარია მშობიარობის დროს კარგად გაგიკეთონ ყველაფერი და ჯანმრთელი თუა ბავშვი ზედმეტი არც ჭირდება არაფერი.მე უპრობლემო ვიყავი მაგათთვის,ძუძუც თავისით ჩაიდო და არც კვებაზე შეწუხებულან და არაფერი.უკმაყოფილოებიც ვიცი თუმცა...ვიღაც ნესტიან აბაზანაზეც იწუწუნებდა,მაგრამ 3 დღე მარტო ვიყავი ჩემ ჭკუაზე,წყალი იყო ცხელი და მშვენივრად ვბანაობდი და ვწესრიგდებოდი ევრორემონტი თუ არაა რა ვუყო ახლა biggrin.gif

Posted by: Nykusa 10 Mar 2016, 13:11
ninikei13
აჰა....
ანუ მსგავსი საგანგაშო სიტუაცია არაა, რასაც ახლა სხვებზე წერდნენ .


ნუ ისე სხვების მიმიკების თვალიერება მართლა არ ღირს.

ძალიან კარგი ^_^

Posted by: Zahir 10 Mar 2016, 13:12
დავარაშვილთან რა ხდება ეხლა ხომ არ იცით? ფასებიც მაინტერესებს

Posted by: ninikei13 10 Mar 2016, 13:14
Nykusa
ჩემთვის სავსებით მისაღები იყო ყველაფერი და კარგად მახსენდება და ვიღაცამ შეიძლება სასწაულად დახატოს რამე.გააჩნია ვის როგორი შეხვდა და ასევე ვინ როგორ აღიქვამს მოვლენებს.რიავიცი მე შემდეგზეც ჰერაში მივალ ნოდარის გამო,ან სადაც ის წავა იქ biggrin.gif

Posted by: ratom86 10 Mar 2016, 13:24
QUOTE (natuluka @ 10 Mar 2016, 12:32 )
ხო, კიდეც ერთიsmile.gif კედლებზე გამოკრული იყო წინა სამშობიარო ტკივილები რომ შეგისმუბუქდეს, რა ვარჯიშები უნდა გააკეთო კედელთან და ბურთით smile.gif და არც ბურთი იყო ოთახში და არც ეგეთი კედელი smile.gif ნერვების მოსაშლელად იყო ეტყობა ის რეკომენდაციები გაკრული და ისეთი პატარა ოთხი იყო რომ სიარულიც კი შეუძლებელი იყო

როდის იყო ეგ? მე სექტემბერში ვიმშობიარე და ჩემთან იყო ბურთი და ეგეთი კედელი
უბრალოდ ნერვი არ მქონდა facepalm.gif

Posted by: akulina 10 Mar 2016, 13:32
Nykusa
ჰერაში ჩემს დროსაც ძალიან ყურადღებიანი პერსონალი იყო სოსო თვითონ შემოდიოდა ყოველ დღე და მსინჯავდა, ექთნებიც ჩემი დაძახების გარეშე მოდიოდნენ და მკითხულობდნენ სწავლითაც ბევრი რამე მასწავლეს როგორ ჩამედო ძუძუ, როგორ დამებანა და ა.შ რა ვიცი მე კმაყოფილი ვარ მეორეზეც მანდ ვაპირებ იმედია ისეთივე სიტუაცია დამხვდება

Posted by: nikolsona 10 Mar 2016, 13:59
Zahir
დავარაშვილტან ვიწექი. მე -19 კვირაზე მამსობიარა. ჩემი ექიმის დაუდევრობით დამოკლდა ყელი და ვერ გადამარჩინეს. დავითი ძალიან ყურადრებიანია. საათში ან ნახევარ საატსი ერთხელ დარბის და ეკითხება ყველას ვინ როგორ არის. ტკივილები რომ დამეწყო 2 წამში თავზე მედგა. მთელი ეს პერიოდი უამრავი ექიმი და ექტანი ყოველ წამს გვერდიდან არ მომშორებია. გადაკრიალლებული პალატები. სასწრაფოდ დამაწვინეს იმატი პერანგი მეცვა. მეორე დღეს ახალი მოვითხოვე, ეგრევე სემომიტანეს. ნუ რამდჯერაც მოვტხოვდი იმდენჯერ გამომიცვლიდნენ გადაკრილებული ტეთრეული. სულ ახალივით. სამსობიაროდ საუკეტესო პირობებია. ფასები არ ვიცი. მე სხვა მიზნით მოვხვდი მანდ, უდიდესი ტრაგედიით

Posted by: natuluka 10 Mar 2016, 14:00
ratom86
მესამე რამდენიმე თვის წინ იყო, ნოემბერში

Posted by: Zahir 10 Mar 2016, 14:12
2 მყავს დავარაშვილთან ბიბიდაში გაჩენილი და ეხლა მესამე ცოტა პრობლემურია პლაცენტა მომწიფდა დროზე ადრე 29 კვირაზე სერგომ 1-2 ხარისხი დამიწერა ნემსები გავიკეთე და ეხლა დათოსთანაც მინდა მივიდე ყოველ დღეა თუ იცი სამშობიაროში
* * *

Posted by: Nykusa 10 Mar 2016, 15:05
ninikei13
akulina
ძაალიან კარგი ^_^
ჰო, ისე ინდივიდუალურია ზოგჯერ რაღაცები.

Posted by: blblbl 10 Mar 2016, 15:19
QUOTE

ხო, კიდეც ერთი კედლებზე გამოკრული იყო წინა სამშობიარო ტკივილები რომ შეგისმუბუქდეს, რა ვარჯიშები უნდა გააკეთო კედელთან და ბურთით და არც ბურთი იყო ოთახში და არც ეგეთი კედელი  ნერვების მოსაშლელად იყო ეტყობა ის რეკომენდაციები გაკრული და ისეთი პატარა ოთხი იყო რომ სიარულიც კი შეუძლებელი იყო

oTaxic didi iyo da burtic იყო ვარდისფერი ,ნახევარ საათში ერთხელ გაგუა სემოდიოდა დანარჩენ დროს სხვა ექიმი,გვერდით გოგო იწვა აყვანილი არ ჰყავდა და ანალოგიურ ყურადღებაში იყო ისიც ზუსტად.რავიცი ამსე შენ ჩაჩავას აქებ და მეც ძალიან მომწონს ჩაჩავა,მაგრამ იმაზე უარესებს ყვება ხალხი რაც შენ ახლა გაგუაზე მოყევი,ასე რომ ვერ გაიგებ რა,დაბალი დონის ნამდვილად არაა იდევ ვამბობ,არც დონე გვაკლია მე და ცემს ახლობლებს და არც კარგის და ცუდის გარჩევა smile.gif

Posted by: natuluka 10 Mar 2016, 15:41
blblbl
QUOTE
დაბალი დონის ნამდვილად არაა იდევ ვამბობ,არც დონე გვაკლია მე და ცემს ახლობლებს და არც კარგის და ცუდის გარჩევა

სამშობიაროს დონე მშობიარის დონესთან რა კავშირშია? მე ვთქვი ეგეთი რამე? ან კიდევ ჩაჩავა კარგია თუ ცუდი ეგ რა კავშირშია გაგუას ხარისხთან?

გაგუასთან მე ისიც საშინელება მგონია სამშობიარო პალატები სადაც არის იმ დერეფანში ხალხი რომ იჭვრიტება. ეტყობა ნორმალური ოთახი სამივეჯერ დაკავებული იყო და სამივეჯერ ისეთ სამშობიარო ოთახში მოვხვდით სადაც ტუალეტიც არ იყო და მშობიარობა დაწყებულს დერეფანში უწევდა ტუალეტისთვის გამოსვლა, და დერეფნის ბოლოდან სხვა მშობიარის მნახველები რომ იჭვრიტებოდნენ , ნორმალურია ეს? ან ნორმალურია, რომ ვთქვი რომ მე უნდა დავესწრო მეთქი, პირდაპირ რომ შემიშვეს და იქით არიან ვინც მშობიარობსო ხელით რომ მიმანიშნეს და არც მიმიყვანეს ოთახამდე და სანამ იმ ოთახთან მივედი, სადაც ჩემი მეგობარი იწვა 3 მშობიარეს რომ შევუვარდი, იმიტომ რომ პალატის ნომერი არ ვიცოდი სადაც იყო

Posted by: nikolsona 10 Mar 2016, 15:43
Zahir
კი ყოველ დღესაა და ღამითაც მორბის ხოლმე თუ გამოიძახხეს. აქამდე ვისთან ხარ აღრიცხვაზე?

Posted by: Zahir 11 Mar 2016, 10:53
ეხლა ქალთა მე 8 კონსულტაციაში დავდივარ და მინდა დათომაც მნახოს

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 11 Mar 2016, 10:58
გოგოებო,

როგორ ხდებასამშობიაროს სესარჩევად მეანთან გასაუბრება და კლინიკის დათვალიერების პროცესი? ანუ თვითონ სამშობიაროში უნდა დავრეკო და ვიზიტზე ჩავეწერო კონკრეტულ მეანთან? და რო მივალ მერე იმას ვკითხო რაც კი რამე დამაინტერესებს პალატებთან დაკავშირებით თუ რამე სხვანაირად არის?
ამ ეს ვიზიტი იმას ხომ არ ნიშნავს უეჭველი რომ ეს მეანი ავიყვანე?

მინდა ჰერა/გაგუაში გავიარო შემდეგ კვირაში და გასაუბრების მერე გადავწყვიტო საბოლოოდ სად ვიმშობიარებ

Posted by: ninikei13 11 Mar 2016, 11:05
mCvanE_shteFsEli_
გაცვლა-გამოცვლის ბარათი არ უნდა მიუტანო მაშინ.მე თვითონ ექიმს დავურეკე და პალატებს იქვე მოითხოვ და განახებს ალბათ ვინმე.არ მგონია ექიმს ეცალოს მაგისთვის smile.gif

Posted by: Mafanya 11 Mar 2016, 11:13
mCvanE_shteFsEli_
ჰერაშიც და გაგუაშიც ექიმთან რომ მიხვალ ვიზიტის თანხას გადაგახდევინებენ, პალატები შეგიძლია ექიმის გარეშეც დაათვალიერო მიდი და თხოვე კლინიკაში და ექთნები გაჩვენებენ.

Posted by: akulina 11 Mar 2016, 11:19
mCvanE_shteFsEli_
ჰერაში რომელიმე ექთანი დაგათვალიერებინებს ოთახებს და მეანთან უნდა უთხრა რომ გასაუბრება გინდა და თუ ეცლება მიგიღებს

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 11 Mar 2016, 11:27
akulina
Mafanya
ninikei13

მადლბოა გოგოებო, ანუ დასათვალიერებლად ჩაწერა არ მჭირდება.. მაშინ ჯერ მივალ ვნახავ, თუ მეანსაც ეცლება იმ დღესვე გავესაუბრები და თუ არა მაშინ ჩავეწერები ცალკე ვიზიტზე smile.gif

Posted by: 15steps 11 Mar 2016, 14:40
მეც ვერ გადავწყვიტე სად რომელ კლინიკას მივაკითხო მგონი ყველგან ერთი სიტუაციაა ყურადღების მხრივ.. არა და მთავარი კი მშობიარობაა მარა მერე თუ მიგაგდეს ეგ რა გამოვიდა.. მეც გაგუაში გავაჩინე პირველი და მკერდზე პრობლემები მქონდა უყურადღებობისგან იმდენჯერ ვკითხე გამოსაწველი აპარატის ოთახში ექიმს მიშველეთ არ გამოდის რძე მეთქი
და გამომისტუმრებდნენ ერთი ორი ხელის მოჭერით.. რა ვქნა არ მინდა იგივე პრობლემა მქონდეს ისე მწარეთ მახსოვს ის დღეები ბოლოს ახლობელი აღმოვაჩინე და იმან მომიყვანა მასაჟისტი ბოლო ხმაზე ვწიოდი უკვე რძე გავსებულ გამაგრებულ ძუძუს რომ მიმასაჟებდა sad.gif

არ გამოასწორეს ეხლა ეს სიტუაცია? არ ყავთ მასაჟისტი? მარტო მატრასების გმოცვლა ხო არააა საქმე? ბავშვსაც გამოუწვეს იქაურობა.. ექთნებიც თუ გადაამზადეს? არა და პაატა მახარაშვილზე ვფიქრობ ავიყვანო ოღონდ ეს პრობლემები აღარ უნდა იყოს 6 წლის წინ რო იყო!

Posted by: ratom86 11 Mar 2016, 19:41
15steps
მასაჟისტის და ექთნების მხრივ იგივე სიტუაცია იყო რამდენიმე თვის წინ, ექიმები ძალიან კარგები არიან bis.gif

Posted by: happy-go-lucky 11 Mar 2016, 23:36
ჩაჩAვაშI ვარ, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. რაღAცეების შEხსენება წირდებათ, მაგრამ უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 12 Mar 2016, 20:31
Zahir


აიი ცხელცხელი დავარაშვილის ფასები, კალმით მიწერილს არ მიაქციო ყურადღება smile.gif

გაგუა/ჰერასთან შედარებით ძვირი გამოდის, მაგრამ მე მგონი აქ გავაჩენ smile.gif

Posted by: nopiahopi 12 Mar 2016, 22:58
mCvanE_shteFsEli_
მაკუნა აჩენს შენამდე (ამ თვის ბოლოს) დავარაშვილის კლინიკაში,ოღონდ დავარაშვილთან არა,სხვა მეანთან და გამოვკითხოთ მერე ბოლო მონაცემებით როგორი პირობები დახვდება და რაც დაგაინტერესებს მოკლედ smile.gif

Posted by: akulina 12 Mar 2016, 23:08
mCvanE_shteFsEli_
ჩემი გინეკოლოგი მეორე ადგილას მანდ მუშაობს და მითხრა რომ ძალიან კარგი პირობებიაო

Posted by: Zahir 13 Mar 2016, 00:46
QUOTE (mCvanE_shteFsEli_ @ 12 Mar 2016, 20:31 )
Zahir


აიი ცხელცხელი დავარაშვილის ფასები, კალმით მიწერილს არ მიაქციო ყურადღება smile.gif

გაგუა/ჰერასთან შედარებით ძვირი გამოდის, მაგრამ მე მგონი აქ გავაჩენ smile.gif

გაიხარე 2 დღეა ვწერ ფეისბუქ გვერძე და არაფერს მოასუხობენ, კიდე ცით რა მაინტრესებს საყოველთაოს 500 ლარი შემიძლია გამოვიყენო აქ?

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 13 Mar 2016, 22:40
Zahir

მგონი კი, მე არ მაქვს ეს საყოველთაო და ამიტომ დეტალურად აღარ მიკითხავს..
ჩემ შემთხევავში მაგალითად ჯიპიაის პარტნიორები არ არიან და ამიტომ ფორმა 100-ს წაღბა მომიწევს რომ მერე ამინაზღაურონ
* * *
sopiasopi
უი არვიცოდიი... კიი ნამდვილად მაინტერესებს მისი შთაბეჭდილება smile.gif მარა ისე ჩემი დაკვირვებით მეორე ბავშვზე ძირითადა ველას უფრო დაადებითი კი აქვს ხოლმე, ალბთ მოლოდინებიც ნაკლება და პლიუს ბევრ რამეში დახმარება აღარ გჭირდება

Posted by: nopiahopi 14 Mar 2016, 00:07
mCvanE_shteFsEli_
პირველი დავარაშვილის ძველ კლინიკაში,ბიბიდაში გააჩინა და კმაყოფილი იყო და ეს წესით უკეთესიც იქნება,ექიმები ძირითადად იგივე და ნუ ახალი გახსნილიც სუფთა და წკრიალა უნდა იყოს smile.gif

Posted by: georgian1961 14 Mar 2016, 03:36
რა მდგომარეობაა ახალ ღუდუშაურის სამშობიაროში რახდება იცით ვინმემ ?

Posted by: blblbl 14 Mar 2016, 03:48
georgian1961
თუ აუცილებლობას არ წარმოადგენსღუდუშაურს არც კი უნდა გაეკარო smile.gif

Posted by: Bobgure 14 Mar 2016, 04:04
კარგი კლინიკააააააააააააააააააააააააა

Posted by: georgian1961 14 Mar 2016, 04:06
ძალიან ახლობელი ადამიანი აპირებს ღუდუშაურში მშობიარობას და მეც რამდენიმე სხვადასსხვა აზრი გავიგე ამ კლინიკაზე.

იქნებ დაწეროთ რა ხდება, სპეციალისტები როგორია ვინც ერკვევით და ყოფილხართ

Posted by: 15steps 14 Mar 2016, 13:39
ფიზიოლოგიურად ვის გაუჩენია ნუკრი ქსნელაშვილთან, ჩაჩავაში? დაწერეთ გთხოვთ smile.gif
როგორი კმაყოფილები ხართ?

Posted by: Zahir 14 Mar 2016, 16:01
QUOTE (mCvanE_shteFsEli_ @ 13 Mar 2016, 22:40 )
Zahir

მგონი კი, მე არ მაქვს ეს საყოველთაო და ამიტომ დეტალურად აღარ მიკითხავს..
ჩემ შემთხევავში მაგალითად ჯიპიაის პარტნიორები არ არიან და ამიტომ ფორმა 100-ს წაღბა მომიწევს რომ მერე ამინაზღაურონ
* * *
sopiasopi
უი არვიცოდიი... კიი ნამდვილად მაინტერესებს მისი შთაბეჭდილება smile.gif მარა ისე ჩემი დაკვირვებით მეორე ბავშვზე ძირითადა ველას უფრო დაადებითი კი აქვს ხოლმე, ალბთ მოლოდინებიც ნაკლება და პლიუს ბევრ რამეში დახმარება აღარ გჭირდება

შენ დავარაშვილის აყვანას აპირებ თუ სხვა მეანი გინდა? ჩვეულებრივად შეხვედი სამშობიაროში დაგათვალიერებინეს? მე 18 აპრილიდან ველოდები და თუ დავამთხვიეთ ერთად აღმოვჩნდებით მანდ

Posted by: Bobgure 14 Mar 2016, 19:36
კარგი სამშობიაროა ღუდუშაური.

უბრალოდ ყველაზე მძიმე ორსულები მანდ არიან და შესაბამისად ლეტალობაც მაღალია და გამოკვეთილად ჩანს ხოლმე!

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 14 Mar 2016, 19:49
Zahir


კი დავარაშვილის აყვანას ვფიქრობ, ჯერ არ ამიყვანია.. ხოო მემგონი მართლა დავემთხვევით smile.gif
შენც დავარაშვილს აპირებ თუ ვინმე სხვას?
პალატები არ მაჩვენეს და სიმართლე გითხრა ეგ ფაქტი მომეწონა კიდეც smile.gif მე არ მესიამოვნებოდა რომ უცხო მნახველები ათვალიერებდნენ ჩემ პალატას და ამიტომ არც გამკვირვებია რომ მითხრას რომ მხოლოდ ფოტოებით შემიძლია ნახვა, რადგან პალატები დაკავებული იყო.

თავიდან ლუქსი მინდოდა მაგრამ ჯამში მგონი იმდენად ძვირი გამოდის რომ 2 კაციანს გადავყვეტ, უბრალოდ დეტალურად მინდა გავარკვიო ვიზიტორების ამბები ჯერ. თუ რამე ახალს გავიგებ მოგწერ. შეიძლება ამ კვირაშივე მოვასწრო დავარაშვილის აყვანა, ვნახოთ.

Posted by: blblbl 14 Mar 2016, 20:36
Bobgure
გ რა შუაშია სიბინძურეა დ. ყურადღებას არავინ გაქცევს გამაყუჩებელს ფიციალურად არ ცნობენ და გათბობა ცხელი წყალი არაა,ამას თუ კარგს ეძახი არ ვიცი

Posted by: Zahir 14 Mar 2016, 21:53
QUOTE (mCvanE_shteFsEli_ @ 14 Mar 2016, 19:49 )
Zahir


კი დავარაშვილის აყვანას ვფიქრობ, ჯერ არ ამიყვანია.. ხოო მემგონი მართლა დავემთხვევით smile.gif
შენც დავარაშვილს აპირებ თუ ვინმე სხვას?
პალატები არ მაჩვენეს და სიმართლე გითხრა ეგ ფაქტი მომეწონა კიდეც smile.gif მე არ მესიამოვნებოდა რომ უცხო მნახველები ათვალიერებდნენ ჩემ პალატას და ამიტომ არც გამკვირვებია რომ მითხრას რომ მხოლოდ ფოტოებით შემიძლია ნახვა, რადგან პალატები დაკავებული იყო.

თავიდან ლუქსი მინდოდა მაგრამ ჯამში მგონი იმდენად ძვირი გამოდის რომ 2 კაციანს გადავყვეტ, უბრალოდ დეტალურად მინდა გავარკვიო ვიზიტორების ამბები ჯერ. თუ რამე ახალს გავიგებ მოგწერ. შეიძლება ამ კვირაშივე მოვასწრო დავარაშვილის აყვანა, ვნახოთ.

კი დათოსთან მყავს 2 გაჩნილი ბიბიდაში და ეხლაც ავიყვან. ხო რა თუ რამე ახალს გაიგებ მომწერე რაა

Posted by: Bobgure 15 Mar 2016, 14:46
blblbl


კომფორტი სხვა თემაა და ბევრი რამაა გასაუმჯობესებელი,

მაგრამ მე გეუბნებით იქ არიან პროფესიონალი ექიმები და პაციენტები არიან ძალიან მძიმე ორსულები და მძიმე შემთხვევები, რაც შედეგზეც უფრო მეტად გამოკვეთილად ჩანს, სამწუხაროდ გამომდინარე აქედან ხშირია ლეტალობაც..



Posted by: saki_sali 17 Mar 2016, 13:02
georgian1961


Bobgure

ღუდუშაურში გავაჩინე პირველი. ექიმები და რეანიმაცია აქვთ ყველაზე მაგარი.
უბრალოდ მომსახურება, კომფორტი და მსგავსი ფაქტები, რაც საკეისროს მერე ვთვლი რომ აუცილებელია, აქვთ მინუს უსასრულობაში. რომ კვდებოდე, გასკდი რეკვით თუ გინდა, არავინ მოვა. ეს იმიტომ რომ მთელ განყოფილებაში,მთელ სართულზე მხოლოდ ორი დამხმარეა. გავაჩინე ექიმის გამო, რეზო სხულუხია. ახლა მეორეზე ვარ ორსულად, მილიონი რომ შემიგდოთ ღუდუშაურში, მიდი იმშობიარეო მანდ აღარ გავაჩენ ( რა თქმა უნდა თუ ყველაფერი კარგად მექნა და მათი რეანიმაცია არ დამჭირდა smile.gif )
სიბინძურე, საწოლები დანგრეული, ქვევით არ იწევა და ნაკეისრალს 3 მეტრიანი სიმაღლიდან მიწევდა გადმოხტომა, არავინ მოგაქცევს ყურადღებას. ვერ მოძრაობ და ბავშვს არავინ წაიყვანს, სულ შენთანაა. გახსენებაც არ მინდა იმ 4 დღის. გამოქცევაზე ვიყავი sad.gif
ერთხელ ვთხოვე რომ არ ვიცი ბავშვს როგორ უნდა ვაჭამო სწორადთქო, ან იქნებ ვინმე მომიყვანოთ ვინც ნახავს ჩემს სადინრებს რძე მოდის კარგად თუ არა და კონსულტაცია გამიწიოსთქო. ისეთი სახით შემომხედეს გეგონება საოცრებას ვთხოვდი, მერე სანიტარი მოვიდა და აიო, ფერადი რაც გაქვს ძუძუზეო ის მთლიანად უნდა ჩაუდო ბავშვსო. ყველაფერი კარგად გაქვსო და გავიდნენ. შოკისგან ვერაფერი ვთქვი. ასეთი ფაქტების მერე აღარც მაგათი ექიმები მინდა და არაფერი sad.gif

Posted by: ketiL 17 Mar 2016, 18:10
QUOTE
ფერადი რაც გაქვს ძუძუზეო ის მთლიანად უნდა ჩაუდო ბავშვსო. ყველაფერი კარგად გაქვსო და გავიდნენ


lol.gif lol.gif lol.gif
ნუ აი არ შეიძლება პატრონი ყავდეს ამ კლინიკებს და არ იყოს ასეთი მდგომარეობა?
cry.gif

Posted by: ANTISTEPLER 18 Mar 2016, 15:15
მოკლედ, ივნისში მიწევს მშობიარობა პირველზე და სრულიად გამოუცდელი ვარ.
ჩაჩავა, გაგუა ან ჰერას ვფიქრობ.
ჩაჩავაში ქსნელაშვილთან ვფიქრობდი - პალატები დავათვალიერე და მომეწონა მაგრამ ცოტა გაბერილი ფასებია,
გაგუაში ვიყავი და ძალიან ქაოსი იყო, შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ მგონია რომ უყურადღებო პერსონალი იქნება.
ჰერას ყველა აქებს ვინც იმშბიარა, ყურადღებიანი პერსონალიაო, თან სოსოს ავიყვან და პედიატრებიც კარგი ჰყავთო. ხვალ დავათვალიერება ჰერასაც.
აბა ველოდები აზრებს და გამოცდილებებს. smile.gif

Posted by: 15steps 18 Mar 2016, 17:33
ზუსტად ის სიმშვიდე მინდა რაც ჩაჩაავაში ვნახე . მშობიარობის მერე სიმშვიდე და ყურადღება აუცილებელია რაც ყველა პირობა აქვთ იქ.
მოკლედ ძალიან მომეწონა ჩაჩავას კლინიკა, ვნახოთ თუ გაამართლებს მოვლენებს. smile.gif



Posted by: trendy 18 Mar 2016, 18:21
blblbl
QUOTE
არც კი უნდა გაეკარო

ჩაჩავაზეც იგივეს არ ამბობდი?
ისე მისდგები ხოლმე ამ სამშობიარეებს, თითქოს ყოველ წელს მელოგინე იყო....

ANTISTEPLER
QUOTE
ჩაჩავაში ქსნელაშვილთან ვფიქრობდი

ნუკრი არის ძალიან კარგი მეანი.ორი გავაჩინე მაგასთან, გაბერილი ფასი შეიძელბა აქვთ, მაგრა, მშობიარობას ეხება ხომ საქმე და ხარ პროფესიონალების ხელში და შემდეგ ისეთ კომფორტში, რომ გავიწყებს მშობიარობის შემდგომ გაფარჩაკებულ მდგომარეობას))

Posted by: blblbl 18 Mar 2016, 18:48
trendy
კი 8 წლისნ არაკომერციულზე და იმასაც ავღნიშნავდი რომ პირადი მიზეზიც მქონდა ამის,ასე გულში თუ ჩაგრჩა ჩაჩავას ძაგება ეგეც უნდა გახსოვდეს . რაც შეეხება ღუდუშარუს შეგიძლია იხილო ზემოთ პოსტი smile.gif არ ვარ შენგან განსხვავები|თ ყოველ წელს მელოგინე ,მაგრამ ეგ იმას არ ნი|შნავს რომ პასუხის გაცემა არ შემიძლია

Posted by: trendy 18 Mar 2016, 21:54
blblbl
QUOTE
,მაგრამ ეგ იმას არ ნი|შნავს რომ პასუხის გაცემა არ შემიძლია


რის საფუძველზე იძლევი კომპეტენტურ პასუხებს?ექიმი შენ არ ხარ, ბავშვი არ გაგიჩენია.გარშემო ვიღაცა სულ აჩენს და ყველა სამშობიარო/საავადმყოფოში ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები.

QUOTE
არ ვარ შენგან განსხვავები|თ ყოველ წელს მელოგინე ,

ცუდად მადევნებ თვალს, ყოველ 5 წელში ვარ მე

Posted by: nimmer 19 Mar 2016, 00:04
trendy
ვისთვის კომფორტული გარემოა ვისთვის უყურადღებო პერსონალი

Posted by: happy-go-lucky 19 Mar 2016, 03:04
ANTISTEPLER
ჩაჩავათი მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ნუკრი მყავდა, ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული მის პროფესიონალიზმშI. ყურადღEბიანი საკმაოდ. ბოლომდე მშVიდობით დასრულდეს
ეს შEხოეცება შეკშVის ამბები და მერე უფრო თAმამად გირჩEვsmile.gif)

პერსონალით ძალიან კმაყოფილი ვარ მე პირადად. მეტი რა უნდა გაეკეთებინათ ვერც წარმომიდგენია. ისე კი ძალიან პრეტენზიული ვარ.
ფასები მართLაც საკმაოდ მაღAლია. 3200 დაჯდა ცემი საკეისრო.

Posted by: saki_sali 20 Mar 2016, 15:49
ჯანმრთელობის
სახლი
მაქვს გადაწყვეტილი, საკეისრო ქორიძესთან. რაღაცა აავინ არაფერს წერთ მათზე smile.gif მშვიდობაა ნეტა მანდ ?

Posted by: Ninito_ 20 Mar 2016, 16:25
saki_sali
ძალიან ძალიან კარგი სამშობიაროა,ორი საკეისრო მაქვს გაკეთებული და არაფერზე არ მაქვს პრეტენზია საერთოდ,უზომოდ კმაყოფილი ვარ და თვითონ ქორიძეც ძალიან ძლიერია

Posted by: ANTISTEPLER 21 Mar 2016, 12:27
დავით გაგუაზე რას მეტყვით გოგონებო? ვის როგორი გამოცდილება გაქვთ გაგუა რომ ავიყვანო?

Posted by: .ნინო 21 Mar 2016, 14:22
saki_sali

დიდი იმედი მაქვს, რომ ბუნებრივი მშობიარობა გამომივა, მაგრამ თუ საკეისროს საჭიროება დადგა, აუცილებლად ვიცი, რომ ქორიძესთან გავიკეთებ....

ჩემმა ახლობელმა საოცრებები გააკეთა და დღეს რომ ცოცხალია, პირდაპირ ქორიძის დამსახურებაა. მესამე საკეისროდან ზუსტად 8 თვეში დარჩა ორსულად, თან ტყუპებზე და საშვილოსნომ რომ გაუძლო, დღესაც არ გვჯერა. მაგრამ ის "გაპარული" ბურთები უკვე 6 თვის არიან და დედაც მშვენივრად გრძნობს თავს...


Posted by: nuci17-89 21 Mar 2016, 21:40
ჰერაში თუ ვინმე აპირებთ მშობიარობას დაწერეთ რა და ისიც ღოღობერიძის გარდა ვის აყვანას მირჩევდით მგონია რო სოსოს ძალიან ბევრი პაციენტი ყავს და ამიტომ მინდა ვინმე სხვა

Posted by: saki_sali 22 Mar 2016, 09:44
Ninito_
.ნინო
მადლობა გოგოებო

Posted by: ninikei13 22 Mar 2016, 09:55
nuci17-89
ნოდარ ზალდასტანიშვილი love.gif

Posted by: lelania 23 Mar 2016, 14:48
ღუდუშაურში არიან არაჩვეულებრივი, უძიერესი სპეციალისტები. თუ ვინმეს ნაადრევი მშობიარობის სიმპტომი აქვს, მითუმეტეს სხვაგან არც უნდა წავიდეს. პ.ს. პირობები და სიტუაცია ნამდვილად არასახარბიელო იყო ადრე, ეხლა არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად პროფესიონალების ხელში ხარ. ბატონ რეზო სულუხიაზე ხო საერთოდ ლაპრაკიც არ შეიძლება, უუუუმაგრესიიიი

Posted by: Tamu123tamu 24 Mar 2016, 15:34
ANTISTEPLER
ANTISTEPLER

Posted by: lavie882 24 Mar 2016, 15:36
nuci17-89

ხვალ მივდივარ სოსოთან, საკეისროს თარიღი უნდა ჩავნიშნოთ, 29 კვირაზე ვიყავი მისული და ძალიან მშვიდად, წყნარად მიპასუხა, ამომწურავად, საერთოდ არ ჩქარობდა, ასე რომ რავი მე უკმაყოფილო ჯერ-ჯერობით ნამდივლად ა რვარ smile.gif

Posted by: Tamu123tamu 24 Mar 2016, 15:39
ANTISTEPLER
მე ვიმშობიარე გაგუაში, თვითონ დათო მყავდა აყვანილი. საკმაოდ რთული მშობიარობა მქონდა, უზომოდ კმაყოფილი წამოვედი, თვითონ დათოსიც და ზოგადად მედ პერსონალის, ანესტეზიოლოგი გიორგი ღონღაძე (თუ არ ვცდები), ნანული - აი ყველა ძალიან კარგები იყვნენ. ყოველ დილით ყველა პაციენტს ნახულობდა, კითხულობდა რა მოსწონდა და რა არა, ბავშვსაც ძალიან კარგად უვლიდნენ, ბანდნენ კიდეც და რომ გაყავდათ ხან რომელ ექიმს ეწვინა გულზე და ეფერებოდა და ხან რომელს, არა მხოლოდ ჩემი შვილის სხვებიც. ამასთან, გამოწერის დილას 37 მომცა სიცხე და ვიდრე ყველა ანალიზი არ ამაღებინეს, არ მახსოვს ზუსტად რა ანალიზები, 3 თუ 4, მანამდე არ გამომწერეს (უფრო სწორად კიდევ ერთი დღე დამტოვეს), რა თქმა უნდა არაფერი გადამიხდია დამატებით.

Posted by: Perseus12 24 Mar 2016, 16:02
etonk
anigio
პერსონალი უხეში. მე საკეისრო გავიკეთე და ჩემს გასაგონად დავობდნენ ვისი ჯერი იყო შარდის გადაღვრის (კათეტერი გიყენია და ისე შარდავ პალატაში გადაყვანამდე). დამლაგებელი დაუკაკუნებლად უთენია წიხლით მიღებდა კარს. აბაზანაში არ მუშაობდა შხაპი და ტოლჩა რომელიც იყო განკუთვნილი დასაბანად იყო ძველი და ხაოიანი უკვე. ოთახები იმდენად ვიწრო, მე რომელსაც 2 კაციანი მქონდა გალუქსებული დამარტო ვიყავი შესული, მაინც ძლივს ვეტეოდი. სხვა გოგონა, რომელსაც იქ ახლობელი არ ყავდა ჩემგან განსხვავებით და მკერდი ასკდებოდა და მასაჟისტი ჭირდებოდა უყურადღებოდ იყო დატოვებული. ანესთეზიოლოგი კი ყავთ ყველაზე მაგარი საქართველოში.

Posted by: KeP 6 24 Mar 2016, 17:54
Tamu123tamu
QUOTE
ესტეზიოლოგი გიორგი ღონღაძე (თუ არ ვცდები), ნანული - აი ყველა ძალიან კარგები იყვნენ


ღონღაძე ერთერთი საუკეთესოა. ძალიან კარგია, მეც მაგან გამიკეთა სამი წლის წინ.
მეც დათო მყავდა აყვანილი და ჩემთვის პირადად არის დიდი იმედი ...
მიუხედავად იმისა რომ რამდენიმეს ფაქტიურად ერთად ამშობიარებდა და დარბოდა აქეთ იქით, მაინც არ მოუკლია არაფერი.
ნანული ხომ საერთოდ biggrin.gif თან დედაჩემის ახლობელი აღმოჩნდა და დამახვია ყველა თავზე biggrin.gif

Posted by: 15steps 28 Mar 2016, 00:56
Tamu123tamu
როდის იმშობიარე? აბაზანები თუ გამოასწორეს სისუფთავით?

Posted by: Tamu123tamu 30 Mar 2016, 15:59
15steps

1.5 წლის წინ, კი რავი, სისუფთავე იყო ნამდვილად. smile.gif

Posted by: demson 6 Apr 2016, 23:12
4 აპრილს გოგო შეგვეძინა ჰერაში smile.gif
სოსო ავიყვანეთ, რეალურად 2 ჯერ ვნახე ეგ ადამიანი, როცა პირველად მივედი და უშუალოდ მშობიარობის დროს. ორსულობა უპრობლემო იყო და პრინციპში სოსო უფრო დაზღვევის მიზნით ავიყვანეთ. რამე რო მოხდეს თქო. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, სოსო ფაქტიურად ზედამხედველის როლში იყო (რაშიც პრობლემას ვერ ვხედავ) თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, რა პრობლემაა სულ თავზე არაა საჭირო რომ ედგეს ჩემი აზრით.
მოკლედ საქმის 90% მეანმა (აკუშერკამ) გააკეთა ირა ერქვა, აი რასაც ქვია თავის საქმის პროფესიონალი და ძალიან კარგი ადამიანი. მშობიარობით კმაყოფილი ვარ (როგორც დამსწრე მამა smile.gif )

ეხლა რაც შეეხება ზოგადად ჰერას მედ პერსონალს:
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ე.წ. სმენას.
პირველი დღის სმენა ძალიან კარგები იყვნენ, მართლა ყურადღებიანი არ ეზარებოდათ შემოვლა და საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ.
მეორე დღის სმენა აი რასაც ქვია დაღლილები რაა! smile.gif რამეს თუ აკეთებდნენ, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, თავის ექიამიან დამლაგებლიანად. მეუღლემ სანამ არ დამირეკა და სანამ გრუზინულად არ შევჯორე (რაც არ მიყვარს ზოგადად) ბოდიალობდნენ იქეთ აქეთ.

მოკლედ სამშობიაროს ზოგადი შეფასება:
- მშობიარობის დროს გაგვიმართლა რომ ძალიან კარგი "აკუშერკა" გვყავდა და ისედაც ეტყობათ რომ ბლოკში ვინც არიან თავის საქმე იციან კარგად.
- სპინალური გაუტკივარება ძალიან კარგად გაუკეთეს, კარგი ანესტეზიოლოგი ყავთ.
- მშობიარობის შემდგომი ეტაპები გაცილებით უკეთესი შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ:
1. არ მოვიდნენ და არ ასწავლეს ბავშვს როგორ უნდა მოუარო (ანუ ის ძირითადი რაღაცეები რაც აუცილებელია დედისთვის რომ იცოდეს)
2. სისუფთავე პალატებში იყო საშუალო დონის, განსაკუთრებით სველ წერტილებში
3. სანამ არ გაიგეს რომ "პატრონიანი" მშობიარე იყო, არ დაფაცურდნენ.
4. გაწერისას, ნორმალურად არ შეამოწმეს, ექო მოვალეობის მოხდის მიზნით და ბანალური შეკითხვა: გოგონა რამე ხომ არ გაწუხებს smile.gif

საჭმელი კარგაო, მეუღლემ wink.gif
ხო სულ დამავიწყდა ყველაფერი ერთად 1450 ლარი დამიჯდა (იმედია ნაწილს მაინც ამინაზღაურებს დაზღევა smile.gif )

ეს არის ჩემი თვალით დანახული ჰერა და დანარჩენი თქვენ იცით
წარმატებები ყველას!!!

Posted by: Zahir 7 Apr 2016, 07:35
კაცის თვალით დანახული სულ სხვაა მაინც, ობიექტურად აფასებენ! ნეტა ბევრი მამიკო შემოდიოდეს და წერდეს ასე, წარმატებები!

Posted by: Carrie 8 Apr 2016, 15:15
გაგუას კლინიკაზე და პაატა მახარაშვილზე რას ფიქრობთ? ვინმეს თუ გყოლიათ აყვანილი?

Posted by: Ia-forumze 10 Apr 2016, 06:52
პირველი გაგუაში გავაჩინე
ადრე მშობიარობას ვარაუდობდნენ
გაგუას ვენდობოდი
მნახველები არ მინდოდა
კმაყოფილი წამოვედი
ყურადღებას მაქცევდნენ
პირობები იყო ჩვეულებრივი, სისუფთავე.

ახლა მეორეზე ვარ ორსულას, დიდი დრო გავიდა, თითქმის 6 წელი, გაცილებით მშვიდი და ცივსისხლიანი ვარ smile.gif))))

ამიტომ დღეს იმ ჭკუაზე ვარ, წავიდე ჩაჩავას ლუქსში, წამოვკოტრიალდე და გავატარო "ნეტარებაში" 3 დღე smile.gif)))

ხო, დამავიწყდა მეთქვა რომ გაგუაში რაც მნახველების შეშვება დაიწყეს, ძაან დომხალია. აღარ მიზიდავს, თუმცა დათო ძაან მიყვარს.

პს. ვინ გააჩინეთ ჩაჩავაში ბოლო პერიოდში?

Posted by: anuka2009 10 Apr 2016, 10:02
Ia-forumze
QUOTE
ამიტომ დღეს იმ ჭკუაზე ვარ, წავიდე ჩაჩავას ლუქსში, წამოვკოტრიალდე და გავატარო "ნეტარებაში" 3 დღე )))

გაასარევი გადაწყვეტილებაა სამედიცინო და არასამედიცინო თვალსაზრისით smile.gif.

Posted by: happy-go-lucky 10 Apr 2016, 19:45
Ia-forumze
მე გავაჩინე 1 თვის წინ. smile.gif

ყველაფერი სუპერ. ამას გეუბნება ძალიან პრეტენზიული ადამიანი biggrin.gif

თუ რამე კითXვები გაქვს, გიპასუხებ.

Posted by: basti-bubuuu 10 Apr 2016, 22:35

Ia-forumze

ნუ სუპერ არა მაგრამ მაგაზე უკეთესი არ არის საქართველოში

Posted by: katrini 14 Apr 2016, 12:13
გამარჯობათ გოგოებო, არაგეგმიურად და უცბად ავღმოჩნდი ღუდუშაურში სასწრაფო საკეისროს დიაგნოზით 29 კვირაზე. ვინაიდან ფორუმში თითქმის ყველა ლანძღავს ღუდუშაურს და პირადად მე ჩაჩავას ლუქსი უნდა ამეღო თავის დროზე ,ღუდუშაური წარმოდგენილი მქონდა რაღაც შავბნელი ჭუჭყიანი საავადმყოფო .ნუ რათქმაუნდა საკეისრომდე არაფრისთვის არც შემიხედავს ისეთ დღეში ვიყავი და წუთები წყვიტავდნენ ბავშვის მდგომარეობას , ხოლო ოპერაციის მერე დამაწვინეს ლუქსში და შემიძლია უკვე ავღწერო სიტუაცია:
ასე მგონია ეს სხვა ღუდუშაურია და არა ის რასაც აქ აღწერენ smile.gif
ლუქსი შედგება ორი ოთახისგან +აბაზანა ტუალეტი ,ყველფერი თითქმის ახალი ,სუფთა და თანამედროვე.
იმდენჯერ შემოდიან დღის განმავლობაში და ამოწმებენ მდგომარეობას ,რომ უკვე ვწუხდებოდიsmile.gif არანაირი წამლების მოტანა არ მჭირდებოდა ყველაფერი ადგილზე ქონდათ ,ალაგებდნენ სველი ტილოებით დილას და საღამოს ,სამჯერ მოქონდათ საჭმელი -საკმაოდ გემრიელი ,ნუ ეხლა შეიძლება დიდად არ იყო კულინარიული შედევრები ,მაგრამ ნაოპერაციევს მე პირადად მაკმაყოფილებდა.
ყველა სმენის ექთანი და ექიმი იყო ძალიან ყურადღებიანი და თბილი.
მოკლედ ვიყავი სასიამოვნოდ გაკვირვებული და ვერ ვხვდები რატომ წერენ საშინელ ისტორიებს ღუდუშაურზე?ფასიც საკეისრო სპინალური გაუტკივარებით 248 ლარი და ლუქსი ერთი ღამე 168 ლარი.5 დღე ჩემი აქ ყოფნა საბოლოოდ დაჯდა 850 ლარი და 30 ლარი კვება.
მართალია სხვა პალატები არ მინახავს,მაგრამ ლუქსი კერძოდ 423 ოთახი ძალიან მისაღებია.

Posted by: Mafanya 14 Apr 2016, 15:27
katrini
QUOTE
მართალია სხვა პალატები არ მინახავს,მაგრამ ლუქსი კერძოდ 423 ოთახი ძალიან მისაღებია.

მაგაშია საქმე, ლუქსი ერთია და გამართლება ან ნაცნობი გჭირდება იქ რომ მოხვდე, ჩემმა მეგობარმაც გააჩინა ღუდუშაურში ლუქსში იწვა და ძალიან კმაყოფილი იყო,მაგრამ აქ რაც დაიწერა ყველა ჩვეულებრივ რამდენიმეკაციან პალატებზეა ლაპარაკი.
ენივეი გილოცავ, ბედნიერი ყოვილიყავით დედა-შვილი!

Posted by: ket224 20 Apr 2016, 09:20
მე ვაპირებ ჩაჩავაში და იქნებ დაწეროთ .. როგორი პირობებია რისი წაღება დაგჭირდათ თქვენთვის და ბავშვისთვის, ყურადღება რამდენად არის და ბავშვს თვითონ უცვლიან ბანენ უვლიან თუ შენ .. ყველაფერი მაინტერესებს გთხოვთ დაწეროოოოთ

Posted by: nimmer 20 Apr 2016, 09:51
ket224
პირობები არაა ცუდი, ბავშვს იმ შემთხვევაში გამოუცვლიან და დაბანენ შენ თუ ეტყვი
ბავშვისთვის დაახლ. 5 ხელი ტანსაცმელი, შენთვის ხალათი, ჩუსტები (აბაზანისაც) პიჟამოები, ჰიგიენური საშუალებები, საფენებიც წაიღე, აქვთ, მარა განსაზღვრ. რაოდენობის

Posted by: happy-go-lucky 20 Apr 2016, 14:46
ket224
პირობები კარგია.
ჰიგიენის ამბავში, ყოველ დღე მიცვლიდნენ თეთრეულს, ყოველ დღე იატაკზე სველი ტილო-მტვერსასრუტი (ნუ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ დავწერ).
ბავშვს დაბანენ და უცვლიან, ოთონდ შენ ეუბნები. მე ბოლოდ მე-6 დღემდე მათ ვეძახდი, ცემით ვერ დავბანე დ აგამოვუცვალე. რომ უძახი მალე შემოდიან მართლა, და თან არანაირი როჟებით smile.gif

5 ხელი ტანსაცმელი მქონდა ბავშვოსთვის და არ მეყო, ზედები (ბოდეები) განსაკუთრებით, აღებინებდა სულ პირველი 24 სთ დგვჭირდა ის 5 ვე, და მერეც სულ ირებდა. ცემები წაღება გარეცხვა გაშრობას ვერ ასწრებდნენ.. ისე ე გირჩევდი ბავშვისთვის წინსაფარს, თუ ამოიღო, ძაან დაგეხმარება. მე არ მქონდა არც მიფიქრია და ხო გეუბნები ტავიტანჯეთ გამოცვლით..

მე ხალათის გარდა პიჟამოს სარვალიც მქონდა წაღებული და მაიკა, ანუ დღე უკვე ის შარვალი და მაისური ემცვა და ღამე პერანგი, მთელი დღე პერანგში ყოფნა ძაან დამღლელი და არასასიამოვნოა. საფერენბი ცემი მქონდა, ლუქსში ჰიგიენის საშუალებები არიას. (ჩუსტი, ხალათი, შამპუნი).


Posted by: ket224 21 Apr 2016, 09:53
მართალია რომ მანიკური არ შეიძლება გესვავს მშობიარობისასო ?
smile.gif))

Posted by: ladylike 21 Apr 2016, 11:57


გაგუას კლინიკა თუ ჰერა?


Posted by: pipiripipi 21 Apr 2016, 12:12
ket224
რაღაც მაგდაგვარი მეც გამიგია.. ფრჩხილის ფერით ხვდებიან როგორ მიდის მშობიარობაო თუ რაღაც.. biggrin.gif

Posted by: Ninito_ 21 Apr 2016, 12:16
pipiripipi
QUOTE
ფრჩხილის ფერით ხვდებიან როგორ მიდის მშობიარობაო თუ რაღაც.

lol.gif lol.gif შენ გაიხარე, რა კარგად გამეცინა

ket224
pipiripipi
ფიზიოლოგიურზე არ ვიცი როგორაა, მაგრამ საკეისროს დროს აუცილებელია რომ ლაქი მოშორებული გქონდეს, როცა რაღაც ცუდი ხდება ორგანიზმში, პირველი ფრჩხილებს ეტყობა და ამიტომ არ შეიძლება

Posted by: happy-go-lucky 21 Apr 2016, 14:40
pipiripipi
ket224
Ninito_
ფიზიოლოგიურის დროსაც აცილებენ მიმღებში.

Posted by: KeP 6 21 Apr 2016, 17:20
happy-go-lucky

რა საინტერესოა, საკეისროზე ვიცოდი და ფიზიოლოგიურზე მესვა მე ჩვბეულებრივად.

Posted by: lisbeth 21 Apr 2016, 22:40
QUOTE
ღუდუშაურში მშობიარობას

არ გირჩევთ smile.gif))) მე არ მიმშობიარია,ჩემი მეგობარი გამოიქცა იქიდან
ჰერაში გააჩინა კიდევ კაი

მე პირველ სამშობიაროში გავაჩინე
დღემდე როცა გავივლი ხოლმე არც ვიხედები იქითქენ,იმდენად საზიზღარია ყველა მოგონება იმ სამშობიაროსთან ..

Posted by: Katerina :-) 21 Apr 2016, 22:48
QUOTE (lisbeth @ 21 Apr 2016, 22:40 )


მე პირველ სამშობიაროში გავაჩინე
დღემდე როცა გავივლი ხოლმე არც ვიხედები იქითქენ,იმდენად საზიზღარია ყველა მოგონება იმ სამშობიაროსთან ..

მეც 1-ში გავაჩინე 2012-ში და რა ვიცი ძალიან ნორმალური სიტუაცია იყო, ალბათ რემონტამდე გააჩინეთ თქვენ

Posted by: lisbeth 21 Apr 2016, 22:50
QUOTE (Katerina :-) @ 21 Apr 2016, 22:48 )
QUOTE (lisbeth @ 21 Apr 2016, 22:40 )


მე პირველ სამშობიაროში გავაჩინე
დღემდე როცა გავივლი ხოლმე არც ვიხედები იქითქენ,იმდენად საზიზღარია ყველა მოგონება იმ სამშობიაროსთან ..

მეც 1-ში გავაჩინე 2012-ში და რა ვიცი ძალიან ნორმალური სიტუაცია იყო, ალბათ რემონტამდე გააჩინეთ თქვენ

2010 ში გავაჩინე
რემონტზე არა
იქ მომუშავე "ადამიანებზე" მაქვს ამ შემთხვევაში ლაპარაკი

Posted by: Katerina :-) 21 Apr 2016, 23:00
lisbeth

მაგ მხრივაც არ იყო პრობლემა, ნუ ზოგი ექთანი იყო უჟმური ალბათ როგორც ყველგან, ზოგი "ჟმური" :-) :-) ექიმიც ძალიან ყურადღებიანი, ნუ თან აყვანილიც მყავდა...

Posted by: lisbeth 21 Apr 2016, 23:16
QUOTE (Katerina :-) @ 21 Apr 2016, 23:00 )
lisbeth

მაგ მხრივაც არ იყო პრობლემა, ნუ ზოგი ექთანი იყო უჟმური ალბათ როგორც ყველგან, ზოგი "ჟმური" :-) :-) ექიმიც ძალიან ყურადღებიანი, ნუ თან აყვანილიც მყავდა...

მეც მყავდა აყვანილი
უჟმურობაზე არ არის,მეზარება ყველაფრის დაწერა
ერთს ვიტყვი სულ რომ მაგის მეტი წასასვლელი არ მქონდეს მანდ არც შევიხედავ მეორედ
არასოდეს
ერთადერთხელ გაიყვანა ბავშვი რომ ცოტა დამესვენა ,დამეძინა,ჩემსას დღე ეძინა და ღამე იღვიძებდა ანუ დღეც ვერ ვიძინებდი,ორკაციან პალატაში ვიყავი,ერთ საათში უკან მომიყვანა ტირისო,ღამე მეთვითონ დამყავდა დერეფანში,მერიდებოდა ჩემს გვერდით ვინც იწვა იმ გოგოსთან იმიტომ რომ იმისიც იღვიძებდა,არც ერთს არ გამოურთმევია ბავშვი,,არც ერთს ,აზრადაც არ მოსვლიათ
პასუხი რა იყო? "ბავშვი უნდა იყოს დედასთან,ჩვენთან ეგრე არის"დედა რომ გადავარდნაზეა სულ ცალ ფეხზე ეკიდათ
ჩემ თავზე მეშლება ნერვები რომ ხმა არ ამოვიღე ,თუმცა ერთხელ ამოვიღე და მიპასუხეს დედა ხარ უნდა შეეჩვიოო smile.gif) შევეჩვიე კიდეც,უბრალოდ ის პერიოდი როცა გამოუძინებელი ხარ,ახალნამშობიარები და ბავშვი საერთოდ არასოდეს არ გჭერია ხელში მანამდე,რავი უნდა მოგეხმარონ ,ჩემი აზრით,
მე თვითონ რომ ვბანდი ბავშვს და პამპერსსაც მე ვუცვლიდი ეგ ცალკე ამბავია კიდევ,მე რა ვიცოდი მერე გავიგე რმ ნორმალურ სამშობიაროებში პერსონალი აკეთებს ამას,არც მქონდა პრბლემა პამპერსის გამოცვლაზე და აშ
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით კანტორაა
არაფერი არ ეშველებათ
და ძალიან ბევრი კიდევ ,მაგრად მეზარება ყველაფრის დაწერა,ამ ძლივს დაძინებულ ბავშვებს დილით ბრახაბრუხით და წივილ კივილით რომ გვიღვიძებდნენ,განა ლაპარაკობდნენ დერეფნის ერთი ბოლოდან მეორეში ბღაოდნენ,ჩემთან ერთად რომ გოგო იწვა ის მეუბნებოდა არც მეგონა თუ ასეთ პატარა ბავშვებს ესმოდათო,კივილი და ბრახაბრუხი,ყოველ დილით,ერთადერთი ვოცნებობდი რომ დამეძინა,ცოტა ხანი მაინც,უძილობით გავგიჟდი კინაღამ,თორემ მაგათი ვირული საქციელი და სრული გულგრილობა მალევე დავიკიდე,მე თვითონ ვუვლიდი ჩემს შვილს
რომელი ერთი დავწერო
ჩემი გამოცდილებით არავის არ გირჩევთ მანდ შესვლას
ბოლოს ჩემს გვერდით რომ გოგო იყო იმის დედამთილს შეკამათება მოუვიდა ქვევით ვიღაცასთან,კარის წინ იდგნენ და დასცინოდნენ ამ გოგოს (სვანი იყო) შენც ხისთავიანი სვანი ხომ არ ხარ და აშ,ხმამაღლა ისე რომ გაეგო smile.gif)) აელეწა სახე ,ვთხოვე დაიკიდე,მაინც გადიხარ უკვე ამ კანტორიდან მეთქი,ტიროდა ლამის გოგო

მეზარება კიდევ ბევრი რამის დაწერა

Posted by: Katerina :-) 21 Apr 2016, 23:25
lisbeth

ნამდვილად ცუდი მოგონებები გქონია....

Posted by: ellen86 22 Apr 2016, 23:37
1 თვის წინ ვიმშობიარე ჰერაში.

კმაყოფილი ვარ.

ლუქსი მქონდა აღებული, დედაჩემი რჩებოდა. ბავშვი სულ მე მყავდა მაგრამ ჩემი სურვილით. თუ გინდა სულ არ შემოიყვან აჭმევ და გაატან. არც ღამე ბავშვის დატოვებაზე გეუბნებიან უარს. ხელოვნურს რაც შეეხება თუ დედა ეტყოდა რომ მიეცათ აძლევდნენ. კვება ნორმალური, სისუფთავე.

იცით რამ შემაწუხაა ერთადერთ>?smile.gif)))) ზედმეტმა ყურადღებამsmile.gif))დღეში 15 პერსონალი შემოდიოდა და მკითხულობდა ფაქტიურად ვერ დაიძინებ საღამოს 9 მდე smile.gif)))

Posted by: ninikei13 23 Apr 2016, 00:46
ellen86
QUOTE
პერსონალი შემოდიოდა და მკითხულობდა ფაქტიურად ვერ დაიძინებ საღამოს 9 მდე )

მეც biggrin.gif

Posted by: ellen86 25 Apr 2016, 09:56
ninikei13

smile.gif)) ძველ ჰერაში ვიმშობიარე 7 წლის წინ და იქ იმით ვიყავი უკმაყოფილოა რავინ ყურადღებას არ მაქცევდაა, ვეგდე ჩემთვის მეც და ბავშვიც და აქ იმით ვარ უკმაყოფილო რომ არ მომასვენეს ყურადღებით smile.gif))))))))) უმადური

Posted by: პატრიცია 1 May 2016, 20:00
ellen86
ninikei13
ჰერაზე ქებით მართლა არ დავიღლები...იმაზე მეტი დამხვდა, რასაც ველოდებოდი...

Posted by: ninikei13 1 May 2016, 20:45
პატრიცია
დაგვიწერე შენი მოგონებები რა smile.gif

Posted by: პატრიცია 1 May 2016, 21:39
ninikei13
ის დღე იმდენად რთული იყო ჩემთვის, ეხლა ფიქრებშიც კი გავურბივარ და არ მინდა გახსენება...sad.gif...არ მინდა სხვების "დაგრუზვა"...თუმცა, მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ჩემი გოჭუნა ჩემთანაა love.gif (სირთულე ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე....)
ალბათ, ცოტა მოგვიანებით შევძლებ ....

Posted by: გობალა 6 May 2016, 22:24
იმედის კლინიკაში მშობიარობა რა ღირს?
საიტზე ფიზიოლოგიური 750 უწერიათ და ჩემს ახლობელს 1100 უთხრა ექიმმა და რა პონტია? (+150 თუ ეპიდურულს გაიკეთებო)
მემგონი იმან თავისი თავის აყვანა მიAტვალა ... არადა არ უნდა ექიმის აყვანა ამ გოგოს და უხერხული ხო არაა უარი რომ უტხრას biggrin.gif
რა ამბავია 600 ლარის დამატება biggrin.gif კი არადა 750ის-გაყუჩებას აპირებს ეს

Posted by: blblbl 7 May 2016, 02:07
გობალა
მაგ კლინიკაში ექიმის აყვანის გარეშე ვინც იმშობიარეს,უკმაყოფილოები არიან და მგონი სჯობს რომ დააამატოს და აიყვანოს ,ხო კიდევ პალატებიც განსხვავდება ფასით და შეიძლება ეგ ფასი უთხრა კონკრეტულ პალატაზე

Posted by: nina444 7 May 2016, 05:49
გობალა
მე ვიმშობიარე მანდ და არ ვარ უკმაყოილო ლიკა ლუაშვილი მყავდა აყვნილი ანუ 750 რომ წერია + 150 ეს გუტკივარების და + 250 ექიმის აყვანა და მას - 800 ლარი რასაც სახელმწიფო გიინნსებს.ჯამში ხომ გამოვიდა 1150 ანუ ამ შემთხვევაში უწევს 400 ლარის დამატება ხოლოდ ეს ჩვეულებრივ პალატაში.და თუ ექიმის აყვნა არ უნდა გადაიხდის მხოლოდ 150 ლარს მაგრამ მნდ თუ დადინ გინეკოლოგთან ითებ რომ მისი მშობიარე ხრ თუ არ უნდა აყვნა უთხრას.ვინ არის მაგის გინეკოლოგი.მგ კლინიკის საიტზე შედი და ახსნილი ყველაფერი ფასებიც წერია

Posted by: tamarb500 8 May 2016, 19:07
ჩაჩავაში ნუკრი ქსნელაშვილი თუ იცით კიდეა?5 წლის წინ ავიყვანე უმაგრესი ექიმი მარრთლა.ვინმესს თუ გქონიათ ბოლო ხანებI შეხება და რა ჯდება კომეეციულში საკეისრო?

Posted by: happy-go-lucky 8 May 2016, 19:12
tamarb500
კი კიდეა მე გავიკეთE 1 თVის წინ.
მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ.
1635,1650 ან 18რაღამდრნი ჯედება ორ ადგილიანი. მარა მე რო მივედი ადგილი მხოლოდ 18რაღამდენიანში იყო ორიანი.
ექიმის აყვანა 400.
ლუქსი 3200 დამიჯდა.(დარჩენით).

Posted by: TEU 11 May 2016, 00:12
tamarb500
3 თვის წინ გამიკეთა საკეისრო და არსად წასვლას არ აპირებდა აშკარად smile.gif) biggrin.gif

ჯამში სადღაც 4000 მდე დაჯდა,400 ექიმის აყვანა ჯდება

ხო და დარჩენას რაც შეეხება ყოველ ღამე 105 ლარს იხდიდა ჩემი ქმარი,გაითვალისწინეთ ესეც wink.gif

Posted by: blblbl 11 May 2016, 00:13
TEU
QUOTE
ხო და დარჩენას რაც შეეხება ყოველ ღამე 105 ლარს იხდიდა ჩემი ქმარი,გაითვალისწინეთ ესეც

raa?es xom udna shediodes fasshi? biggrin.gif

Posted by: Ia-forumze 11 May 2016, 00:36
ჩაჩავაში ადგილი რო არ იყოს ლუქსში რას მიზამენ?

და მარტო 2 და მეტკაციანში იყოს შემიყვანენ?

გავაფრენ

Posted by: Ninito_ 11 May 2016, 00:42
Ia-forumze
ჯანმრთელობის სახლში მიდი smile.gif
სულ ერთადგილიანები აქვთ
დაისვენებ, დაიძინებ, ბავშვი გაყავთ ღამე, თან გყვებიან, ერთი ისაა რომ ღამე ვერ დაიტოვებ ვერავის

Posted by: Ia-forumze 11 May 2016, 00:43
Ninito_
არ მიყვარს მაქაურობა საშინლად

ვერ ვეგუები

Posted by: Ninito_ 11 May 2016, 00:46
Ia-forumze
უი რატომ ?
მე ისე მიყვარს, მესამეს თუ გავაჩენ ალბათ მაგ სამშობიაროს და ამირანის ხათრით

Posted by: happy-go-lucky 11 May 2016, 01:02
blblbl
TEU
3200 დაჯდა დარჩენოანად. მაგ 105 ლარიანად.

Posted by: blblbl 11 May 2016, 01:15
happy-go-lucky
დარჩენაზე არსად არ იხდი დამატებით რა წესია biggrin.gif

Posted by: narkozeli 11 May 2016, 09:31
Ia-forumze
QUOTE
ჩაჩავაში ადგილი რო არ იყოს ლუქსში რას მიზამენ?

და მარტო 2 და მეტკაციანში იყოს შემიყვანენ?

გავაფრენ


არა,
თუ ლუქსში არ იქნა,სუპერლუქსში შეგიშვებენ (ძაან მომწონს ეგ იდეა biggrin.gif love.gif),თუ არც სუპერლუქსი არ იქნება თავისუფალი, ერთ კაციანში ან ორკაციანს გაგილუქსებენ (ანუ მეორე საწოლს გაიტანენ და მარტო შენ იქნები)
თუ არც ერთ კაციან/ორკაციანები არ იქნა და შენ დაიჟინებ არ მინდა ორიანიო, აპარტამენტებში შეგიშვებენ (ჩემს ორ ნაცნობს მოუწია მასეsmile.gif
ასე რომ,მშვიდად იყავი,ძალიან ცოტაა იმის შანსი რომ დაიჩაგრო ულუქსობის გამო.
ჩაჩავაში ძალიან მომწონს საწოლები,გარემო,ინტერიერი,მიდგომა პერსონალის,რამდენიმე ძალიან კარგი ექიმი ყავთ და რავი ზოგადად თბილისში ამ წუთას ყველაზე კომფორტულ სამშობაიროდ ვთვლი (თუ კომფორტის თვალით შევხედავთ)
ყველაზე დიდი ნაკლი ფასი აქვს biggrin.gif
* * *
ჯან.სახლი არ მინდაო თქვი თორემ კომფორტის თვალსაზრისით ეგეც ძალიან კარგია.

Posted by: Ia-forumze 12 May 2016, 18:02
narkozeli
ხომ არ იცი რამდენ რამდენი აქვთ ლუქსები და სუპერ ლუქსები?


აი ჯანსახლს ვერაფრით შევეგუე sad.gif თან მორგის უკან რომ არის biggrin.gif მოქმედებს. რო შევდივარ სულ კომუისტების დაწესებულება მახსენდება, ისედაც გრ მაჟრიალებს. ზემოთ არ ვიცი რა ხდება.

Posted by: happy-go-lucky 12 May 2016, 19:06
უი მე ეხლა გავიგე რომ ჩაჩავას სუპერლუქსში ვყოფილვარ biggrin.gif
მარა პირველ ღამეს ორიანი გავალუქსებინე და იგივე სუპერლუსოს ფასი დაგვამატებინეს.. რავიცი..
ზაან კმაყოფილი კი ვარ.. ყველაფრით... მეანი ანესთEზილოგი ექთNები პირობები...

Posted by: narkozeli 12 May 2016, 19:08
Ia-forumze

2 ლუქსი და 2 სუპერლუქსია.
კიდევ 2 ისეთი ოთახია,ლუქსისგან დიდად არ განსხვავდებოდა,უბრალოდ მეორე საწოლი იდგა (სამედიცინო საწოლები,პულტით რომ იწევა ისეთები ორივე,საგორავებელი) აი მაგ 2 ოთახსაც გალუქსების პერსპტივა აქვს საჭიროების შემთხვევაში. დანარჩენებში ჩვეულებრივი საწოლებია და ეგ არ მომეწონა. ბავშვები ძირითადად ჰოლში ყავთ ხოლმე.ძალიან მშვიდი და ჰარმონიული გარემოა ალაგ-ალაგ წელშიმოკეცილ მშობიარის სეირნობას თუ არ ჩავთვლით.არც ტირილები ისმის,არც კივილები,რამაც მე პირადად მომხიბლა.სულ სხვა მხარესაა უშუალოდ სამშობიარო ბლოკები.

Posted by: Ia-forumze 12 May 2016, 20:41
narkozeli
გაგუაში ერთი ლუქსი იყო ერთი ვიაიპი და ერთიანი არ ვიცი რამდენი

2-2 ლუქსი და სუპერლუქსი არ ვიცი პრინციპში ბევრია თუ არა, იქითა თვეში მოვინახულებ კრგად ჯერ მაქვს დრო

ხომ არ იცი რამდენი მშობიარე ყავთ დღეში?

happy-go-lucky
ანუ სუპერლუქსი გინდოდა თუ რამე სხვა?

მერე გადაგიყვანეს მეორე დღეს?

Posted by: happy-go-lucky 12 May 2016, 20:41
narkozeli
კი კი ნამდვილად, ძაან სიმშვიდეა.
ნუ ბავშვის გამბული კივილი კი ისმოდა 1-2 ღამე, მაგრამ იმ ღამეს ჩემი ბავშვიც ღნაოდა გაუჩერებლად ამიტომ დიდად არ შემაწუხა biggrin.gif
* * *
Ia-forumze
გეტყვი რა მოხდა.
მე ავიღე 1850 ლარიანი 2 ადგილიანი. ძალინ კომფორტულია. იქ ვაპირებდი, ეგ გადავხიადეთ დ შევედი.
რომ მოსაღამოვდა მამაჩემმა რომ მნახა რა დღეშიც ვიყავი, დილამდე ვერ ავდგებოდი, ბავშვს ვერ მოვუვლიდი და საერთოდ რომ ავდგენოდი როგორ მოვუვლიდი საკითხავი ის იყო, ისე ვქნათ ვინმე დარჩესო, დაექთნებმა შემოგვთავაზეს ოთახს გაგილუქსებთო. გადავიხადეთ გალუქსების და 1 ადამინის დარჩენის და მეორე დღეს უკვე გადამიყვანეს იმ სხვა ოთახში.

Posted by: Ia-forumze 12 May 2016, 20:50
happy-go-lucky
1850 ლარიანი 2 ადგილიანი რომელია? ეგ ლყქსის ფასი არ არის?

Posted by: happy-go-lucky 12 May 2016, 21:27
აჰ მე საკეისროს ფასს ვამბობ, საკეისრო 2 იანია მაგ ფასად..

Posted by: narkozeli 12 May 2016, 21:46
Ia-forumze
ერთი ლუქსი ან გასალუქსებელი ვარიანტი რომ არ იყოს,არ მგონია მაინც.თუ არა და ბოლოსდაბოლოს აპარტამენტი თითქმის სულ ცარიელია და სანამ გათავისუფლდება,მანდ შეგიშვებენ: )
საშუალო სტატისტიკა ჯერ არ ვიცი (მეცოდინება რამდენიმდ თვეში)

happy-go-lucky
მე სუპერლუქსი ძაან მომწონს უბრალოდ მეძვირება ცოტა,თან თუ საკეისროს იკეთებ ადამიანი,მითუმეტეს. როგორი ნათელი და რაღცნაირად სიმპო ოთახია,არა სამშობიარო აურაა :დ თან სამედიცინო ნორმებში ზუსტად ჯდება და თან ლამაზი ინტერიერი.ლუქსი სადაა უფრო,მარა არც ლუქსზე ვიტყოდი უარს biggrin.gif
* * *
მალე მომიწევს სამშობიაროების კვლევა და სტატისტიკების კეთება და ალბათ მალე პერსონალზე კარგად მეცოდინება შიდა დეტალები biggrin.gif მერე უფრო თამამად ვიტყვი რაღაც-რაღაცეებს და იმედია გამოადგება ვინმეს.

Posted by: happy-go-lucky 15 May 2016, 01:52
narkozeli
კი ძვირია საკეირსო, ფიზიოლოგიური მგონია არც ისე გამოდის...


ისე კარგად მახსენდება ყველაფერი... ახლა ვგრძნობ იმ ბედნიერებას, ნუ მაშინ ვერ ვაცნობიერებდი :დ
ისიც კი მენატრება რომ დავბოღავდი ღამე დერეფანში, სიწყნარეში, ბავშვბი იყვნენ გამოფენილი, ცემი დედაცემს ჰყავდა და მე ,,დავსეირნობდი'' love.gif

Posted by: ovia 16 May 2016, 23:55
Gგოგოებო ემბრიოში რა ჯდება საკეირო ხომ არ იცით?

Posted by: tamarb500 23 May 2016, 09:00
მოიცა ნუკრი რომ ავიყვანო საკეისროზე და 2 კაციანში ვიყო 1600 ? თუ კიდე+ 400? და ზუსტად რომელ დღეებშია მე ევექსში დავდიოდი და ნუკრის აღარ შევხმიანებივარ 1 მშობიარობის მერე.მივალ და ჩვეულებრივ მიმიღებს.?

Posted by: გობალა 24 May 2016, 15:05
ლუქსები და სვეცკი ოთახები რად გინდათ გოგოებო? უფასო პალატას რით ჯობია? მე ესე მგონია მარტო გამოყრუვდება ადამიანი, ერთხელ გლანდების ოპერაცია გავიკეთე და მარტო ვიყავი პალატაში და ლამის გავრეკე, დეპრესიასი ცავვარდი sad.gif

Posted by: happy-go-lucky 24 May 2016, 15:24
გობალა
ოპერაციის მერე ისე ცუდად ვიყავი ვინმე რომ დამენახა და კიდე იმის ბავშვის ჩხავილი მომესმინა ვერ გავუძლებდი ნამდვილად. ცემის მოსმენა აღარ შემეძლო .
თან მე ლუქსი იმიტომ ავიღე რომ ცემები დარჩენილიყვნენ.

Posted by: ათულია 24 May 2016, 15:26
გობალა
QUOTE
მე ესე მგონია მარტო გამოყრუვდება ადამიანი

აუ კაი მასეც არ თქვა რა სანამ მომიზადეს სამკაციანში შემიყვანეს
უკაცრავად ერთი ხვრინავდა გაგანია 5 საათზე დღის და მეორე ისე უსიცრხვილოდ და იმხელა ხმაზე საუბრობდა და იდგა ყირაზე ყუმობა მერჩივნა
მე მაპატიეთ ეთკალციანი (ლუქსი) მირჩევნია

Posted by: გობალა 24 May 2016, 15:51
ა ლუქსში ოჯახის წევრი შეგყავს? კი არ ვიცოდი, მეთქი სულ მარტოა ადამიანი

QUOTE
მეორე ისე უსიცრხვილოდ და იმხელა ხმაზე საუბრობდა და იდგა ყირაზე ყუმობა მერჩივნ

ფუ ეგეთ თაქლელ ვირებს როგორ ვერ ვიტან sad.gif

Posted by: ათულია 24 May 2016, 15:52
გობალა
QUOTE
ა ლუქსში ოჯახის წევრი შეგყავს?

კი მე და მეუღლე რჩებოდა ღამე

Posted by: mashusha 24 May 2016, 16:24
გობალა
დამიჯერე, მშობიარობის შედარება ყელის ოპერაციასტან არასწორია.
ამ დროს გინდა შენი ოჯახის წევრები, შენებს გაუზიარო სიხარული, შენები მიიღო. უფრო ქმარი და დედა : )))
მერე, ბავშვი შემოყავთ, ხან წუწუნებს, ხან მშვიდადაა. არ გაქვს ხვისი ბავშვის და სხვისი ,მომლოცველების,, ნახვის ტავი.
იმას ტვ უნდა, შენ არ გინდა. იმას ფანჯარა დახურული უნდა, შენ ღია. იმას სინათლე ურჩევნია, შენ ბნელი : ))) ტელეფონზე ლაპარაკი გინდა და სხვას აწუხებ. თუ მაინც და მაინც გწყინდება, გამოდი დერეფანში და დაილაპარაკე სხვებტან , ან შედი სხვებტან : ))

Posted by: nanusia90 24 May 2016, 16:28
გოგოებო ჰერაში ვიკეთებ საკეისროს სპინალურით , ან 1მინდა ავიღო ან ლუქსი ვინმემ თუ გაიკეთეთ რა დამიჯდება რო ვიცოდე? და ასევე სოსოს აყვანა რაჯდება? მადლობა წინასწარ

Posted by: Ia-forumze 24 May 2016, 18:30
გობალა
QUOTE
ლუქსები და სვეცკი ოთახები რად გინდათ გოგოებო?

ჰეჰ, სვეცკი ოთახები smile.gif
სვეცკები ვართ და იმიტომ chups.gif

Posted by: nanusia90 24 May 2016, 21:40
არაფერი სვეცკი არ არის მანდ ლუქსი. უბრალოდ მარტო მრჩევნია და თან ნებისმიერ დროს მიიღებ მნახველებსო და მაგიტოოოოოო

Posted by: Nykusa 25 May 2016, 02:15
13 დღე ვიწექი ჰერაში და ერთი დღეც არ გამიშვია ისე, რომ იმაზე რომ არ მეფიქრა, ერთიანში რომ არ ვყოფილიყავი რა მეშველებოდა : )
ჩემი რთული მდგომარეობა არაფერ შუაშია....

ერთიანში ვიყავი და 3-4 გოგო გამოიცვალა მოზიარე ( ტუალეტი/აბაზანა) ერთიანში და აი ყვეეეეეელა ჭკუიდან მწევდა! ელემენტარულად, უნიტაზში ( რომელიც ვერ ერეოდა ბევრ ქაღალდს) რომ არ ჩაეყარათ სისხლიანი ქაღალდები, რომელიც უნიტაზშივე რჩებოდა და არ ირეცხებოდა, იმას ვერ ხვდებოდნენ:/ მაშინ როცა, იქვე ურნა იდგა და იმბურნაში ჩაგდებულ ქაღალდს კიდე სუფთა ქაღალდ ვაფენდი ზემოდან, რო ადამიანი არ შეწუხებულიყო რომ შევიდოდა... აბაზანაში კიდე დუში ხან ქვემოთ იყო დაგდებული ხან საპონს ედო ზემოდან (სხვის საპონს). გული მერევა ეგეთ რაღაცებზე...
წარმოდგენაც არ მინდა საერთონპალატაში რაბდამენართებოდა.... კი, შეიძლება ოქრო გოგოები შემცმხვედროდნენ, მაგრამ მაინც.... გვერდითვპალატიდან მაწუხებდა ადამიანი და სხვა რა უნდა ვთქვა....
მაშინ როცა მე ფეხზე ვერ ვიდექი ადამიანი და ოდნავი უსიამოვნო გარემ არ შემიქმნია არავისთვის.
ხო ჩაურეცხავი აბაზანა რომ მხვდებოდა ეგ არც მიკვირდა. არადა ელემენტარულად დუშის ნაკადი ეყოფოდა რო ახვისი ნაბანავები ქაფინარ დამხვედროდა :/
მოკლედ.......

კიდევ კარგიბერთიანი ავიღე... ერთიანში ისე დღისით ტოვებემ მნახველებს და ღამით არა. ნუ ჩემთან ღამითაც იყო დედა (გასაშლელ სავარძელზე წვებოდა საწყალი) , მაგრამ ეგ ჩემი მდგომარეობის გამო.


nanusia90
1150 არის ერთიანი და ლუქსი -1400. სოსო -400

Posted by: Ninito_ 25 May 2016, 04:38
Nykusa
საერთო აბაზანა რას ნიშნავს ვერ გავიგე ,ერთიანს საკუთარი არ ქონდა ?

Posted by: Nykusa 25 May 2016, 06:35
Ninito_
არა. ორი ერთიანი არის გვერდიგვერდ და ამორს აქვს საერთო აბაზანა და ტუალეტი.
რაც დათვალიერებისას არ უთქვამთ ისე.

Posted by: north 25 May 2016, 08:46
Nykusa
ძალიან მესმის შენი. აბაზანის გაყოფაზე ესე თეორიულად პრობლემა არ მაქვს, მაგრამ შენ როგორც გხვდებოდა, ნადვილად არ მომეწონებოდა.

პ.ს. ძალიან მაინტერესებს შენი ამბავი, ვერ მივაგენი იმ პოსტს თავიდან რომ დადე, რა პრობლემა შეგექმნა მშობიარობისას, ექიმის ბრალი იყო, ხო, როგორც მივხვდი?

Posted by: nanusia90 25 May 2016, 08:49
Nykusa
მადლობა ჩემო კარგო. მე რო ვიყავი კარგი ქალი ქალი იყო დამათვალიერებინა ამიხსნა დამითხრა რო ორს აქვთ საზიარო.აი მაგიტო არმინდა 2-3 და თუნდაც 4 პალატა ხო შეიძლება ვიღაცამ გაგარეკინოს. ეხლა შენ მითხარი როგორ ხარ? როგორაა შენი გოჭი? გამოგწრრეს ხო?

Posted by: Ninito_ 25 May 2016, 08:50
Nykusa
უიმე რას ამბობ, აბაზანის გაყოფა საშინელებაა, ერთიანს როგორ არ უნდა ქონდეს ცალკე

Posted by: mashusha 25 May 2016, 09:59
Nykusa
QUOTE
რა. ორი ერთიანი არის გვერდიგვერდ და ამორს აქვს საერთო აბაზანა და ტუალეტი.
რაც დათვალიერებისას არ უთქვამთ ისე.



შენ რაც გადაიტანე, საარაკოა რა!

ამიტომ მიყვარს და ვაპირებ მეორეც ამირან ქორიზესტან გავაჩინო, სადაც, არც ორი კაციანი პალატა არსებობს და არც აბანაზაში გივარდება ვინმე! იხდი თანხას და შესაბმისს იღებ თუ პროფესიონალიზმს, თუ მომსახურებას!

Posted by: Nykusa 25 May 2016, 11:02
north
მეც ვფიქრობდი რა უჭირს საერთოსთქო და შევედი, მაგრამ აჰა :შ
პრობლემა ის იყო, რომ სრული გახსნის დროსაც ვერ ვაჩენდი ბავშვს, რადგან 4.500 და 56 სმ დაიბადა, მე კი ვიძუალურად საკმაოდ პატარა და თხელი ვარ. უნდა გაკეთებულიყო საკეისრო, რაც მათი შეცდომის გამობარ მოხერხდა.........


nanusia90
სწორად ფიქრობ.
მე გამომწერეა (დავთანხმდი წამოსვლას რადგან ბავშვი კარგადაა და ამ დღეებში გაომაყოლებენ+ როცა მინდა ივდივარ სანახავად - არა მხოლოდ ნახვის საათებში და + მე ვაჭმევ ხოლმე). ნოკუშა ფაქიურად მხოლოდ ანალოზოს პააუხის ოლოდინის გაო წევს იქ და 2-3 დღეში უნდა წაოვივანოოოოო<3

Ninito_
საშინელება აღმოჩნდა ნამდვილად.
მაგრამ ხომ შეიძლება ნორმალირი იყო ქალი და ბორნალურად მოიქცე? ესენი რა ჯოშის იყვნენ არ ვიცი....

mashusha
მეცინება დაჟე სიმწრისგან ))) ( მერ გოგოებისგან კი გავიგე აქ საერთო რო იყო მაგრამ ერთ ადამიანსცრა უჭირსთQO ვფიქრობდი.)

ისე სისუფთავ, ყურადღEბა და კვება არც ამათ აკლდათ მართლა( პერსონალს ნუ)

Posted by: გობალა 25 May 2016, 13:02
Nykusa
QUOTE
მაგრამ ხომ შეიძლება ნორმალირი იყო ქალი და ბორნალურად მოიქცე? ესენი რა ჯოშის იყვნენ არ ვიცი....



ვაიმე კაი რა... ხალხს ელემენტარული კულტურა არ აქვს უმეტესობას
რომ კითხო, დიდი პწკვრიალა და მეოჯახეები არიან და იმისთანა სიბინძურეს გააკეთებენ, ყოველ გახსენებაზე რწყევით უნდა მოკვდე
აბაზანის ქაფს რომ არ ჩარეცხავ, რამდენიმე წამის საქმეა და სისხლიან ქაღალდს ან დავარცხნილ თმას ვინმეს დასანახად დატოვებ, რა ადამიანობაზეა ლაპარაკი საერთოდ... იმიტომაა საჯარო ტუალეტში რომ არ შეისვლება არსად-რახან სახლის ზღურბლს ფეხს გამოაბიჯებენ, უკვე კიდიათ და გონიათ რომ ყველაფერს უნდა მიაკუკონ და დააოხრონ
:ხ

Posted by: .ნინო 25 May 2016, 13:06
გობალა

ბევრი ვიცი, საზოგადოებრივ საპირფარეშოში, მათ შორის რესტორანშიც- ცასარეცხ ღილაკს არ იყნებენ. იმდენად "სუფთები არიან", ეზიზღებათ.... აი ისე ვცოფდები, ლამის გავგლიჯო ხოლმე smile.gif რა დააშავა დამლაგებელმა, მათი ჩაოხრებული რომ უნდა რეცხოს? sad.gif sad.gif

Posted by: Nykusa 25 May 2016, 14:40
გობალა
.ნინო
საზოგადოებრივში ყველას გვეზიზღება, მაგრამ თუნდაც ორსულობისას რადგან მომიწია 1-2ჯერ ქაღალდი სავიკავე და ქაღალდით დავაჭირე იმ ღილაკს... თორე ზიზღი ყველას გვაქვს ...

და სამშობიაროში ხო ერთი შესცლით არ იყო არა? მე კაი დიდხანს ვიყავი მაგრამ სხვებიც ხო მინიმუმ 3 დღე იქ არიან... თან თანმხლევი სულ ყავდათ ღამის გარდა და თუ თვითონ ვერ ახერხებდნენ (რა მოხერხება ურბის გამოყენებას უბდა) მათთვის მაინ ეთხოვათ...

ერთმა ისეთი გააკეთა დამლაგებელს ვუთხარი გეხვეწები შედი და გააფრთხილე და თუ გინდა თქვი რომ მეც გამაფრთხილე, რადგან არ იცი ცინ ქნათქო და გაგიჟდა ის ქალიც .


მოკლედ )

Posted by: .ნინო 25 May 2016, 18:36
Nykusa

მეც მასე ვარ ყველგან, ქაღალდს ვიყენებ და მერე ვაგდებ, მაგრამ ჩემს მერე იმაზე ბინძურად არ ვტოვებ გარემოს, ვიდრე ჩემს მისვლამდე იყო...

Posted by: nanusia90 25 May 2016, 23:09
Nykusaყველაფერი კარგად იქნებაა ჩემო კარგოოო. ღმერთი თქვენსკენ

Posted by: trendy 25 May 2016, 23:19
tamarb500
QUOTE
ჩაჩავაში ნუკრი ქსნელაშვილი თუ იცით კიდეა?

არის)Ia-forumze
როდის ელოდები?)როდესაც ლუქსი თავისუფალი არ არის, ორადგილიანში შედიხარ მარტო
გობალა
QUOTE
ლუქსები და სვეცკი ოთახები რად გინდათ გოგოებო?

მშობიარობის შემდეგ ფაჩიკოს გარმონად რომ გრძნობ ადამიანი თავს, კარგი პირობები თუ განუგეშებს.მაგ დროს სხვისი ტკივილის, წუწუნის და სხვა ბავშვის ტირილის მოსმენის თავი ცოტას აქვს.

Posted by: Ia-forumze 26 May 2016, 10:41
trendy
QUOTE
როდის ელოდები?)როდესაც ლუქსი თავისუფალი არ არის, ორადგილიანში შედიხარ მარტო

ოქტომბრის ბოლოდან და სტატისტიკის მოპოვებას ვცდილობ, როდის ჩნდება ბევრი ბავშვი smile.gif)
ორადგილიანი თვითონ ოთახი უფრო ბანძია ხო?
საიტზე რაც უდევთ საოცარი შპალერი და გადასაფარებლებია smile.gif)

ჯერ არ გადავსულვარ მაქეთ, შანიძის პაციენტი ვარ და ვიზიტზე რო მივალ მანდაც შევალ რომ ამიხსნან რა და როგორ.


Posted by: trendy 26 May 2016, 20:08
Ia-forumze
QUOTE
ორადგილიანი თვითონ ოთახი უფრო ბანძია ხო?

მანდ 11 წლის წინ ვიწექი)) ახალი ლუქსები დაამატეს, ბლოკის გვერდზე, გადასარევი პირობებით.მე ბოლოს რომ ვიყავი 18 მშობიარე იყო იმ დღეს და 19 ბავშვი გაჩნდა, ეგეთი ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა და ყველას ეყო ლუქსი ვისაც აღებული ჰქონდა)

Posted by: darkvision 28 May 2016, 21:05
გამარჯობა, იმედის კლინიკაში მშობიარობას მირჩევდით თუ არა? მეანის აყვანა მსურს მეექვსე თვიდან და ვინ არის ყველაზე საიმედო და ყურადღებიანი

Posted by: Ia-forumze 29 May 2016, 14:14
trendy
რამხელა სტაჟი გაქვს smile.gif))
თუ დაამატეს რაღა ჩემ დროს დაიწყება დემოგრაფიის აღზევება smile.gif))
ბევრი რო არ ვახურო სხვა ალტერნატივას მაინც ვერ ვხედავ.

ბავშვის გაყვანასთან როგორ არიან, რო თხოვო ან რამე გაიყვანენ ხო?

Posted by: Perseus12 30 May 2016, 13:21
ხომ არ იცით გაგუას ახალი სამშობიარო სახლი რომ შენდება, ან სად შენდება, ან როდის იხსნება?
2017 წლის მარტიდან გაიხსნებაო და პროექტი რომ ვნახე, როგორ შევიკავო იქამდე, თორემ სიამოვნებით ...

Posted by: Hаppy 31 May 2016, 21:41
Ia-forumze

18-ში ვიმშობიარე ჩაჩავაში, გადავსებული იყო მესამე სართული და სხვა განყოფილებაში, მეორე სართულზე შემიყვანეს ერთიანში. ძალიან კარგი ოთახი იყო. ხუთნი ვიყავით მეორე სართულზე, ვინც ზემოთ ვერ დავეტიეთ.

ბავშვის გაყვანა ღამით შემომთავაზეს თვითონ, მე ჩემთან მერჩივნა ყოფილიყო, არ ტიროდა მაინც. დღისითაც არ იქნება ალბათ პრობლემა, თუ დაგჭირდება.

Posted by: darkvision 1 Jun 2016, 06:36
მოკლედ გადავხედე პოსტებს და ვერსად ვერ ვნახე კლინიკა 'ახალი სიცოცხლის შესახებ რეკომენდაცია. არადა ძალიან მაინტერესებს რა სიტუაციაა იქ. იმედის კლინიკას როგორც ჩანს აქ ბევრი არ აქებს და მეც გული ამიცრუვდა. ეხლა ვფოქრობ სად მივიდე ჯანმრთელობის სახლში თუ ჰერაში და ვინ ავიყვანო

Posted by: Freezing moon 1 Jun 2016, 06:46
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის(მერვე სამშობიაროს) შესახებ იცით რამე ან დადიხართ ვინმე?

Posted by: Ia-forumze 6 Jun 2016, 18:37
დღეს ვიყავი ჩაჩავაში მოსანახულებლად

სურათებში უფრო კარგი ჩანდა smile.gif))) თუმცა სისუფთავე თვალშისაცემია, პრიალებდა ყველაფერი
პერსონალით თვალშისაცემი იყო, შემხვდა გოგო და მომატარა ყველაფერი ღიმილით, დავალების გარეშე.

აპარტამენტი და სუპერლუქსი - რო შევედი მაინც და მაინც გამოსვლა აღარ მომინდა smile.gif))))
ჩვეულებრივი ლუქსი საკმაოდ კარგი იყო, უბრალოდ ცოტა ბნელი ოთახები მომეჩვენა, ისეთ კუთხეშია.

ლუქსში თუ არ არის ადგილი, ზუსტად ლუქსისნაირი ოთახი მაჩვენეს ოღონდ უფრო ბანძი 2 საწოლით, აქედან ერთს გამოვიტანთო და ეგ ნორმალური იყო.
თუ ეგეც არ იქნაო ჩვეულებრივ 2-იანს გავალქუსებთო, შემახედა და საზიზღარი ოთახი იყო smile.gif)) რაღაც ბნელი, საშინელი შპალერით smile.gif)))) ან მე მომეჩვენა ასე საშინლად.

რა არ მომეწონა:
პირდაპირ შევჯლიგინდი დერეფანში ბახილების, ხალათის და პირბადის გარეშე.
ასევე შემიყვანეს/შემახედეს ნამშობიარების ოთახებში (მართალია მათი ნებართვით, მაგრამ მაინც)

საერთო ჯამში მაინც მომეწონა, მაგრამ უკეთესს ველოდი. შეიძლება აქაური ძალიან მაღალი შეფასებების გამო.

Posted by: tamarb500 6 Jun 2016, 20:06
ისე ესეთი ზვირი მარტო ჩაჩავაშია საკეიარო ყველგან ვიკითხე და ვნახე ფასები.არსად არაა ასე ძვირი საკეისრი.ის კიარა ჩაჩავას ფიზიოლოგიურის ფასები აქვს ახვას საკეისროზე.ორკაციანი 1650 დან მეზვირება თან როცა 400 ლარს ამატებ ექიმის.

Posted by: KeP 6 7 Jun 2016, 09:52
tamarb500

ცუდად არ ვამბობ, უბრალოდ რამე არის განსაკუთრებული ?
თუ რატომ არის ესე ძვირი ? სისუფთავე და კოფორტი უკვე მეტნაკლებად ყველგან არის.


Posted by: Ia-forumze 7 Jun 2016, 10:15
KeP 6
QUOTE
ცუდად არ ვამბობ, უბრალოდ რამე არის განსაკუთრებული ?
თუ რატომ არის ესე ძვირი ? სისუფთავე და კოფორტი უკვე მეტნაკლებად ყველგან არის.

მე რაც ვნახე (მიუხედავად იმისა, რომ მეტს ველოდი) ჩემი აზრით კომფორტი ყველაზე მაღალ დონეზეა

იმხელა არჩევანია სამშობიაროებში უკვე, ალბათ რთული არ უნდა იყოს ადამიანისთვის რომელიმეს შერჩევა.
ჩაჩავაში ლუქსები და ერთკაციანები უფრო ძვირია თორე დანარჩენები მემგონი დიდად არ განსხვადება.

Posted by: wkna 7 Jun 2016, 11:40
Ia-forumze


ჩაჩავას არ გირჩევ არანაირად,3 თვის წინ იმშობიარა ჩემმა ნათესავმა,მთელი ორსულობა დადიოდა ასევე ჩაჩავაში აღრიცხვაზე, ყველას ჯვარი სწერია და ბავშვი შეეძინა გულის მანკით,მაგ სამშობიაროში როგორც ორსულობის დროს ასევე მშობიარობის მერეც კი ვერ დაადგინეს სანამ ბავშვი არ გალურჯდა ვერ მიხვდნენ თუ რამე ჭირდა,ბავშვი აღარ იმატებდა და გულის ცემა ცოტა სუსტი აქვსო მაგრამ აზრადაც არ მოუიდათ რა ხდებოდა,ძალიან უყურადღებო ექიმები არიან,როგორც ეხოსკოპისტები ისე პედიატრები,ყველას ვეტყვი რომ მოერიდოს მანდ მისვლას.

Posted by: akulina 7 Jun 2016, 11:51
wkna
გულის მანკი ეხოზე ჩანს 24 კვირის მერე და როგორ არ უთხრეს თუ რამე საეჭვო იყო სხვასთან რატომ არ გადაამოწმა?ეხლა ბავშვი როგორ არის გადარჩა?

Posted by: Princess 7 Jun 2016, 11:57
Ia-forumze
2012ში 1 ადგილიანში ვიყავი, 2013ში 2ადგილიანში. დიდი განსხვავება მე ვერ ვნახე, გარდა იმისა რომ კიდევ ერთი გოგო იყო ჩემთან ერთად ოთახში თავისი პაწაწუნათი. შეიძლება კარგი გოგო შემხვდა და მაგიტომ არ შევწუხდი, არ ვიცი. სხვა ყველაფერი, პირობები, სისუფთავე, ვანა-ტუალეტი იგივენაირი იყო. არადა ფასში საკმაო განსხვავებაა.

დარახველიძესთან გავიკეთე 2ივე საკეისრო.

Posted by: minion90 7 Jun 2016, 12:00
Ia-forumze

დამეხმარა შენი ექსკურსია, მეც ჩაჩავას ლუქსს ვფიქრობ და მერე დავათვალიერებ მივალ, ჯერ დროა იქამდე..

მეანზე ხომ არ იცი რამე? დარახველიძესა და ქსენაშვილს შორის რომელი ჯობს?

Posted by: wkna 7 Jun 2016, 12:02
akulina

მაგიტომ ძალიან გაცოფებული ვარ მაგ სამშობიაროს ხსენება არ მინდა ! ერთხელ მაინც რომ დასაჯონ ექიმი ვინც ასე უგულოდ ეკიდება საქმეს ანთუ არიცის რატომ მუშაობს, შემდეგ უფრო ნაკლებად იქნება მსგავსი შემთხვევები.ბავშვი1 დღის იყო რომ გაუკეთეს ოპერაცია,ეხლაც მალე ისევ ოპერაცია უნდა გაუკეთონ,ბავშვი არის სტაბილურად მაგრამ ისევ ვერ მიეწოდება სისხლი კარგად sad.gif

ასეთი მძიმე ვითარება ჰქონია ბავშვს და ფიზიოლოგიურად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მშობიარობა,საერთოდ ვერაფერი ვერ გაიგეს,მეორე დღემდე,ბავშვი რომ იბადება პედიატრი ამოწმებს წესით,მანდ ეტყობა ან უცოდინარი პედიატრი ყავთ ან არც კი ამოწმებენ,საშინელ შედეგამდე შეიძლება მისულიყვნენ მაგათი უპასუხისმგებლობის გამო.არც კი უთქვამთ გადამოწმება და ფული რომ გაეკეთებინათ კიდევ,ექიმი ააყვანინეს ბოლოს და მაგაში ფული გადაახდევინეს.

Posted by: tamarb500 7 Jun 2016, 13:51
ქსნელაშვილი ჯობია მგონი.ისრ დარახველიძესაც აქებენ.მარა ნუკრი ყველანაირ რთულ მდგომარეობას ერგება.თან განყოფილების უფროსია მაინც.ძალიან გამიცდილია.

Posted by: tamari2992 10 Jun 2016, 05:04
იმედის კლინიკაზე ხომარ შეგიძლიათ მითხრათ ? პირველი გაგუაში გავაჩინე და ახლა იმედის კლინიკა მირჩიეს.

Posted by: soffia 10 Jun 2016, 14:23
tamari2992
ჩემმა რძალმა გაიკეთა სამი თვის წინ საკეისრო, ჩემმა მეგობარმაც მანდ იმშობიარა და ძალიან კმაყოფილები არიან. მითუმეტეს გართულება "ამოუხტა" ჩემ რძალს ოპერაციისას და ძალიან კარგად გაართვა ექიმმა თავი.

მე მაინც ქორიძეს გამო ჯან. სახლში ვაპირებ და ვინმე ხომ არ ყოფილხართ ბოლო დროს?

Posted by: Ia-forumze 10 Jun 2016, 14:47
minion90
QUOTE
დამეხმარა შენი ექსკურსია, მეც ჩაჩავას ლუქსს ვფიქრობ და მერე დავათვალიერებ მივალ, ჯერ დროა იქამდე..

მეანზე ხომ არ იცი რამე? დარახველიძესა და ქსენაშვილს შორის რომელი ჯობს?

ძალიან კარგი თუ დაგეხმარა

ისიც დაგეხმარება ალბათ დღეს მოსაცდელში რომ ვიყავი ის გოგო გაიჩითა ვინც დამათვალიერებინა და მოვიდა, მომიკითხა, ძალიან თბილად და გულისყურით. პერსონალი სავარაუდოდ ძალიან გაფრთხილებული და მონდომებულია, რომ გასიამოვნონ.

მე ზურაზე ვფიქრობ, გული რომლისკენაც გაგიწევს იმასთან მიდი, ორივე კარგი უნდა იყოს წესით. შენ ხასიათთან და მოთხოვნებთან რომელიც უფრო ახლოს არის.

Posted by: tamari2992 10 Jun 2016, 22:34
QUOTE (soffia @ 10 Jun 2016, 14:23 )
tamari2992
ჩემმა რძალმა გაიკეთა სამი თვის წინ საკეისრო, ჩემმა მეგობარმაც მანდ იმშობიარა და ძალიან კმაყოფილები არიან. მითუმეტეს გართულება "ამოუხტა" ჩემ რძალს ოპერაციისას და ძალიან კარგად გაართვა ექიმმა თავი.

მე მაინც ქორიძეს გამო ჯან. სახლში ვაპირებ და ვინმე ხომ არ ყოფილხართ ბოლო დროს?

სად, იმედის კლინიკაში თუ გაგუაში?
* * *
QUOTE (soffia @ 10 Jun 2016, 14:23 )
tamari2992
ჩემმა რძალმა გაიკეთა სამი თვის წინ საკეისრო, ჩემმა მეგობარმაც მანდ იმშობიარა და ძალიან კმაყოფილები არიან. მითუმეტეს გართულება "ამოუხტა" ჩემ რძალს ოპერაციისას და ძალიან კარგად გაართვა ექიმმა თავი.

მე მაინც ქორიძეს გამო ჯან. სახლში ვაპირებ და ვინმე ხომ არ ყოფილხართ ბოლო დროს?

სად- იმედის კლინიკში თუ გაგუასთან? და ექიმი ყავდათ? ქორიძესთან ჩემმა მეგობარმა გააჩინა 2 თვის წინ და ძალიან კმაყოფილია.

Posted by: soffia 11 Jun 2016, 14:00
tamari2992
იმედის კლინიკაში და ძალიან კმაყოფილია. ექიმი აყვანილი ყავდა, უბრალოდ სახელი არ მახსოვს. პირობებიც მოეწონა, ექიმიც და ექთნებიც.

Posted by: tamarb500 12 Jun 2016, 22:59
ერთი კითხვა გამიჩნდა თუ იცით ჩაჩავაში მიხვალ თუ არა იმ წამსვე გახდევინებენ? თუ რო გამოგწერენ? პირველზე ვეღარ ვიხსენებ როგორ ვქენი

Posted by: Perseus12 16 Jun 2016, 16:33
სამშობიარო ,,ბაიები" თუ გსმენიათ რამე ინფო, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე?

Posted by: Lady_Tofita 19 Jun 2016, 17:43
darkvision
მეც ძალიან მაინტერესებს და იმიტომ აქ შევედი. მაშინ აზრი არ აქვს რომ უკან წავიკითხო? smile.gif

Posted by: Perseus12 23 Jun 2016, 14:56
არც დავარაშვილის ახალ კლინიკაზე გაქვთ რამე ინფო? ანესთეზიოლოგი ვინ ჰყავთ, ნეონატოლოგი როგორია? სისუფთავე თუ მოწოდების სიმაღლეზე და ა.შ..

Posted by: akulina 23 Jun 2016, 15:10
Perseus12
სისუფთავე ვიცი რომ კარგია ახალი გარემონტებულია და კარგი გარემოა სხვა არ გამიგია

Posted by: Perseus12 23 Jun 2016, 15:19
akulina
ეგრე მეც ვიცი, პირველწყაროდან მაინტერესებდაsmile.gif ენივეი, მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

Posted by: akulina 23 Jun 2016, 15:23
Perseus12
ჩემმა მეგობარმა იმშობიარა ეხლა და ვიკითხავ და კიდე ჩემი გინეკოლოგი მუშაობს მეორე სამსახ მანდ და იმასაც გამოვკითხავ რომ ვნახავ და მოგწერ

Posted by: Perseus12 23 Jun 2016, 15:47
akulina
უკმაყოფილებები უნდა მაინტერესებს რომ შევადარო. დანარჩენი ვიკითხე რაც მაინტერესებდა, ანუ მეუღლეს ასწრებენ ოპერაციაზე, ჭიპლარსაც აჭერვინებენ თუ რამეა, 2 ადგილიანის გალუქსებაც შეიძლება, ანუ მარტო მე რომ შევიდე და დარჩეს ვინმე, მაგრამ ეს ვინმე ქალი უნდა იყოსო, ანუ დედა ალბათ და სულ არ მინდა იქ დედა, ქმარი უფრო კარგად მეხმარებოდა და მართობდა...

Posted by: nopiahopi 23 Jun 2016, 16:06
Perseus12
QUOTE
მაგრამ ეს ვინმე ქალი უნდა იყოსო, ანუ დედა ალბათ და სულ არ მინდა იქ დედა, ქმარი უფრო კარგად მეხმარებოდა და მართობდა...

მეგობარს უნდოდა ლუქსი (დეკემბერში), მაგრამ ქმრის დატოვებაზე უარი უთხრეს და მაგიტომ აღარ იმშობიარა მანდ..

QUOTE
2 ადგილიანის გალუქსებაც შეიძლება,


ლუქსიც არის და ნახევრადლუქსიც და არამგონია დაგჭირდეს 2ადგილიანის გალუქსება


2მა მეგობარმა იმშობიარა აპრილში ფიზიოლოგიურად და ზოგადად კამყოფილები არიან.

mCvanE_shteFsEli_დაგვიწერე მოგონებები, აინტერესებს ხალხს დეტალები smile.gif


QUOTE
სამშობიარო ,,ბაიები"

ახალია რამე? არ გამიგია ჯერჯერობით

Posted by: happy-go-lucky 23 Jun 2016, 19:46
tamarb500
იმ წამს გახდევინებენ smile.gif,მიმღებში სანამ მოგამზადებენ.

Posted by: Ia-forumze 23 Jun 2016, 20:22
happy-go-lucky
ჩაჩავაში?

წინასწარ იციან სად მოგათავსებენ?

Posted by: minion90 23 Jun 2016, 20:39
Ia-forumze
QUOTE
მე ზურაზე ვფიქრობ, გული რომლისკენაც გაგიწევს იმასთან მიდი, ორივე კარგი უნდა იყოს წესით. შენ ხასიათთან და მოთხოვნებთან რომელიც უფრო ახლოს არის.

გვიან ვნახე ეს პოსტი, ბევრი არაფერი გამიგია არცერთზე. არც კი ვიცი მე უფრო რომელი მომეწონება, ბუნებით მშიშარა და ემოციური ტიპი ვარ, ვერ გადამიწყვეტია ჩემთან რომელი უკეთ იმუშავებს

Posted by: happy-go-lucky 24 Jun 2016, 01:03
Ia-forumze
კი ჩაჩავაში.
წინასწარ იციან რას ნიშნავს? შEნ ხო იცი და ეტყვი და იმისას გადაიხდი. თუ ის არ იქნება სხვას შემოგტავაზებენ.

მე მაგალიტად მინდოდა 1600 ლარიან ორ ადგილიანში შესვლა მაგრამ თავისუფალი არ იყო და 1800 იანიაო და რას ვიზამდი. შევედი მანდ. ოღონდ მერე ლუქსში გადავედი , ოპერაციის მერე biggrin.gif

Posted by: minion90 24 Jun 2016, 09:11
happy-go-lucky

QUOTE
შEნ ხო იცი და ეტყვი და იმისას გადაიხდი.


და თუ კერძო დაზღვევაც მაქვს და სახელმწიფო დაზღვევაც ეგ როგორ ხდება მანდ? სახელმწიფო რიცხავს ხოლმე მეორე მესამე დღეს და მაგას გამოაკლებენ თუ?

Posted by: Tamu123tamu 24 Jun 2016, 09:12
minion90

მე მქონდა კერძოც და სახელმწიფოც, მარტო კერძომ ამინაზღაურა, როგორც ამიხსნეს სახელმწიფო დაზღვევა ავტომატურად უქმდებაო, როცა სხვა დაზღვევა გაქვსო sad.gif მაინც გაარკვიე, მე 3 წლის წინ ვიმშობიარე და შეიძლება შეიცვალა რამე

Posted by: minion90 24 Jun 2016, 09:29
Tamu123tamu
QUOTE
მე მქონდა კერძოც და სახელმწიფოც, მარტო კერძომ ამინაზღაურა, როგორც ამიხსნეს სახელმწიფო დაზღვევა ავტომატურად უქმდებაო, როცა სხვა დაზღვევა გაქვსო  მაინც გაარკვიე, მე 3 წლის წინ ვიმშობიარე და შეიძლება შეიცვალა რამე


არა არა ზუსტად ვიცი ორივე ანაზღაურებს smile.gif. ერთი თვის წინ გამოიყენეს ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა

Posted by: Ia-forumze 24 Jun 2016, 09:31
happy-go-lucky
QUOTE
კი ჩაჩავაში.
წინასწარ იციან რას ნიშნავს? შEნ ხო იცი და ეტყვი და იმისას გადაიხდი. თუ ის არ იქნება სხვას შემოგტავაზებენ.

არა რას ვგულისხმობ იცი?

მაგალითად ორი მშობიარე შევიდა, ორივეს ლუქსი უნდა, და დარჩენილია 1 ლუსი
რომელიც მოასწრებს მშობიარობას უმას ხო შეუშვებენ smile.gif)))

ხო და წინასწარ რო ლუქსი გადაგახდევინონ და მერე უფრო ცუდ ოთახში ამოყო თავი არ ტეხავს? smile.gif)))

Posted by: natuluka 24 Jun 2016, 10:01
Tamu123tamu
QUOTE
მე მქონდა კერძოც და სახელმწიფოც, მარტო კერძომ ამინაზღაურა, როგორც ამიხსნეს სახელმწიფო დაზღვევა ავტომატურად უქმდებაო, როცა სხვა დაზღვევა გაქვსო  მაინც გაარკვიე, მე 3 წლის წინ ვიმშობიარე და შეიძლება შეიცვალა რამე

ჩემს რძალს ქონდა კერძოც და სახელმწიფო დაზღვევაც და ორივემ აუნაზღაურა. ანუ საკეისრო გაიკეთა და 800 ლარი სახელმწიფო დაზღვევით დაიფარა და რაც დარჩა ის კერძო დაზღვევამ აუნაზღაურა.

შეიძლება რა ვარიანტია იცი? სახელმწიფოს ასანაზღაურებელი რომ გამოაკლდა ის თვითონ გადაიხადა და მერე სადაზღვევომ ჩემს მულს ჩაურიცხა და არა ჩაჩავას.

Posted by: Tamu123tamu 24 Jun 2016, 10:32
natuluka

ჰოო, არ ვიცი, მე არ ამინაზღაურა - 1250 ლარი უნდა გადამეხადა, სადაზღვევომ პსპ-მ ჩამირიცხა 900 და დანარჩენი მე გადავიხადე sad.gif, 2012 წელს და მაგიტომ დავწერე შეიძლება შეიცვალა რამეთქო.

Posted by: Perseus12 25 Jun 2016, 22:04
sopiasopi
ლუქსში და ნახევრად ლუქსში ერთი საწოლია და ამიტომ ვიკითხე.

Posted by: mashusha 25 Jun 2016, 23:07
Tamu123tamu
1,3 წლის წინ ფავაჩინე მე და სახელმწიფომაც ჩამირიცხა 800 ლარი და კერძომ მთლიანად დაფარა მშობიარობა... რა ვიცი, მე მცოლოდ აღრიცხვაზე დავდექი, სხვა არაფერი ფამიკეთებია.

Posted by: ma_ri 28 Jun 2016, 00:31
გოგოებო ღUდუშაურზე რას მეტყვით? ნაადრევი მშობიარობის რისკია და ჩემმა ექიმმა მითხრა ყველაზე კარგი აპარატები აქვთ დღენაკლი ბავშვებისთვისო..ვინმეს ხო არ გიმშობიარიათ ხომ არ იცით? მადლობა წინასწარ.

Posted by: soffia 28 Jun 2016, 11:02
mashusha
იცი რა მაინტერესებს მე, იქნებ გახსოვდეს, ანუ სახელმწიფო ამ თანხას შენ გირიცხავს თუ საერთო თანხას აკლდება და დაკლებულს იხდი? ანუ მე მიჯდება მშობიარობა 1750 ლარი წესით. ამას დააკლდება ის 500 ლარი თუ მე უნდა გადავიხადო სამშობიაროში სრულად და მერე აქეთ ჩამირიცხო სახელმწიფომ როგორც დეკრეტული.

Posted by: natuluka 28 Jun 2016, 16:13
soffia
ჩემთვის არ გიკითხავს, მაგრამ გიპასუხებ smile.gif
სახელმწიფო რასაც იხდის, ის სამშობიაროს ერიცხება და შენ პირდაპირ დაკლებულს გადაიხდი.

Posted by: soffia 29 Jun 2016, 12:06
natuluka
დიდი მადლობა <3

Posted by: xatushka 29 Jun 2016, 21:34
ma_ri
QUOTE
გოგოებო ღUდუშაურზე რას მეტყვით? ნაადრევი მშობიარობის რისკია და ჩემმა ექიმმა მითხრა ყველაზე კარგი აპარატები აქვთ დღენაკლი ბავშვებისთვისო..ვინმეს ხო არ გიმშობიარიათ ხომ არ იცით? მადლობა წინასწარ.

მე ვიმშობიარე 27 კვირაზე ღუდუშაურში, ძალიან კარგი აპარატებია მართლა და ჯობია იქ გააჩინო პირდაპირ, ვიდრე სხვა სამშობიაროდან გადაიყვანო ბავშვი, დრო იკარგება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
ექიმები ყავთ ძალიან კარგი, ჩემი ექიმი ნატა ფირცხალავაა, აი 10 შვილი რომ გავაჩინო და ყველა 10 თვიანი მაინც მასთან მივალ, უძლიერესი ექიმია. love.gif
არ ინერვიულო, ნაადრევი და ღუდუშაური რომ მესმოდა მაკანკალებდა შიშით, არც ისე ცუდი ყოფილა, ყველაფერი კარგად იქნება.

Posted by: ma_ri 30 Jun 2016, 08:29
xatushka
ძალიან ძალიან დიდი მადლობა smile.gif 33 კვირის ვარ უკვე და იქნებ ერთი კვირა მაინც გავქაჩო.. შორენა კიკვაძე მირჩია ჩემმა ექიმმა და ხო არ გაგიგია რამე ამ ექიმზე?

Posted by: happy-go-lucky 1 Jul 2016, 17:56
Ia-forumze
არა ფულს როცა იხდი უკვე იციან არის თუ არა ლუქსი, სულ ხო 1 მიმღებია და როცა გამზადებენ გეკითხებიან სად გინდა.
მე მაგალითად, იმ ღანმეს ლუქსი არ იყო, მაგრამ ორიანში შევედი დაა გამილუქსეს, სხვა აღარავინ შემოუშვეს და მეორე საწოლში იწვა ცემი ოჯახის წევრი ))
მეორე დღეს გადამიყვანეს ლუქსში. იქ უკვე გასაშლელი დივანი იდგა.

* * *
ma_ri
შორენა ჩაჩავაშიცაა, ერთ ერთი განყ ხელმზღვანელია.
მაგრამ მე ნატა ვიცი ძაან მაგარია ღუდუშაურში.
მე კი ერვები მომისალა შენარჩუნებაზე ვიყავი პატარა ორსული, მაგრამ ძაან მაგარი ექიმია! ესე ვიცი

Posted by: xatushka 1 Jul 2016, 19:53
ma_ri
QUOTE
ძალიან ძალიან დიდი მადლობა  33 კვირის ვარ უკვე და იქნებ ერთი კვირა მაინც გავქაჩო.. შორენა კიკვაძე მირჩია ჩემმა ექიმმა და ხო არ გაგიგია რამე ამ ექიმზე?

არა არ ვიცი შორენაზე არაფერი.
ნატათი ვარ ისეთი კმაყოფილი, რომ არც ვიხედებოდი სხვა ექიმებისკენ. აი მართლა უძლიერესია.

შენ უკვე დიდი ყოფილხარ, არ ინერვიულო, 500 გრამიანი ბავშვები ყავთ და კარგად არიან, შენ არაფერი გემუქრება. <3

Posted by: pipiripipi 1 Jul 2016, 22:36
xatushka
27 კვირაზე იმშობიარე? ეხლა რამდენის გყავს ბავშვი? რამდენი იყო წონაში?

Posted by: xatushka 1 Jul 2016, 23:51
pipiripipi
არა 27 კვირაზე, 1 კილო და 50 იყო, ახლა იზრდება ნელ-ნელა. love.gif

Posted by: pipiripipi 2 Jul 2016, 09:34
xatushka
რამდენისაა ეხლა? საყვარელიიი ^_^ ისე 27 კვირისთვის წონა საკმაოდ კარგია ხო?

Posted by: kato_stropa 2 Jul 2016, 12:07
xatushka
QUOTE
1 კილო და 50 იყო,

ვაიმე,პაწაწო love.gif როგორ მიხარია ესეთი კარგი ამბები

Posted by: xatushka 2 Jul 2016, 12:25
pipiripipi
QUOTE
რამდენისაა ეხლა? საყვარელიიი ^_^ ისე 27 კვირისთვის წონა საკმაოდ კარგია ხო?

კი, საკმაოდ მსუქანა იყო.
ჯერ 1 თვის ხდება, ინკუბატორში ცხოვრობს და სუქდება. მალე წამოვაცუნცულებ სახლში იმედია.

kato_stropa
QUOTE
ვაიმე,პაწაწო  როგორ მიხარია ესეთი კარგი ამბები

love.gif
ნაადრევის საშიშროება რომ მქონდა სულ ვეძებდი რამე ასეთ ამბავს.

Posted by: ninik0000000000 26 Jul 2016, 20:08
გამარჯობათ გოგოებოო :* :* ძალიან მინდა თქვენი დახმარება, 30 კვირის ვარ და ვფიქრობ სად ვიმშობიარო, ჩაჩავას ვფიქრობ და მირჩიეთ თუ არიან პროფესიონალები და რა გამოცდილება გაქვთ? რომელ ექიმს მირჩევთ ჩაჩავაში? <3 და კიდევ მირჩიეს თემქის სამშობიარო, მის ადგილზე რაღაც ახალი კლინიკა გაიხსნა და ძალიან კარგიაო

Posted by: blblbl 26 Jul 2016, 20:30
ma_ri
პირობბები ცუდია მაგრამ ბავშვისთვის საუკეთესოა და თუ ნაადრევია მაშინ სჯობს ,ნემსაძესთან არ მიხვიდე ოღონდ,ძალიან ძლიერი კია მარა მაინც smile.gifთუმცა 33 კვირა უკვე აღარაა ნაადრევი 35იდან ჩვეულებრივი სამშობიაროებიც მიგიღებენ

Posted by: droeba 26 Jul 2016, 21:19
QUOTE (ninik0000000000 @ 26 Jul 2016, 20:08 )
გამარჯობათ გოგოებოო :* :* ძალიან მინდა თქვენი დახმარება, 30 კვირის ვარ და ვფიქრობ სად ვიმშობიარო,  ჩაჩავას ვფიქრობ და მირჩიეთ თუ არიან პროფესიონალები და რა გამოცდილება გაქვთ?  რომელ ექიმს მირჩევთ ჩაჩავაში? <3 და კიდევ მირჩიეს თემქის სამშობიარო, მის ადგილზე რაღაც ახალი კლინიკა გაიხსნა და ძალიან კარგიაო

მე ორჯერ ვშობიარე ჩაჩავაში.ნუკრი ქსნელაშვილი იყო ჩემი ექიმი.ყველაზე კარგია,საყკეთესოა ჩაჩავაში.მე ორივეჯერ საკეისრო დამჭურდა ,ბავშვი იყო დიდი. ჩემმა დამ და ჩემმა 2მეგობარმაც მაგასთან იმშობიარეს ბუნებრივი მშობიარობით.ყველა ძალიან კმაყოფილი იყო smile.gif

ჩაჩავა მაინც სხვა დონეა რა ..

Posted by: minion90 26 Jul 2016, 21:25
droeba
აუ ჩაჩავას ვფიქრობ მეც და დარახველიძეზე და ქსენაშვილზე ვაგროვებ ინფოს. მინდა ცოტა ლმობიერი იყოს, ჩემნაირი პანიკიორი მშიშარა ბევრი ყოლიათ ვიცი, მაგრამ მინდა ჩემიც ესმოდეთ და ცდილობდნენ დამამშვიდონ biggrin.gif ბევრს ვითხოვ? sad.gif

Posted by: ninik0000000000 26 Jul 2016, 22:41
droeba
მადლობა ჩემო კარგო ინფორმაციისთვის, :* ახალგაზრდაა ნუკრი? გაოცდილება თუ აქვს ნეტა რთულ სიტუაციებში
* * *
minion90
თუ მოიპოვო ინფორმაცია რამე მეც მომაწოდე ))) მეც რაღაც შეშინებული ვარ პირველი მშობიარობაა და ვნერვიულობ, რამდენი კვირის ხარ? ნეტა ექიმი რამდენი ხნით ადრე უნდა აიყვანო?

Posted by: droeba 26 Jul 2016, 22:50
minion90
დარახველოძესაც აქებენ,მაგრამ ნუკრი საუკეთესოა ჩემი აზრით. smile.gif))

ninik0000000000

ალბათ 55 წლამდე იქნება.მაგას რომ გმოცდილება აქვს რავიცი.. მე თვითონ მეან გინეკოლოგებმაც კი ეგ მირჩიეს.მეც პანიკა ვარ და ექიმები წინაპრებიდან მოყოლე ული თუ არ გამოვიკვლიე,ისე ვერ ვენდობი ყველას biggrin.gif

ახლობრლმა მითხრა,მანდ რომ რამე რთული დიტუაციაა ნუკრის ეკითხება ყველაო.მოკლედ მაგარი ექიმია.

თავიდან რომ ვნახე ცოტა კი დავიძაბე,კაცია მაინც (დასტოინი) და შენი ჭირიმეს ძახილს არ დაგიწყებს,მაგრამ თავისი საქმე კარგად იცის.

რომ ვიმშობიარე,მერე სხვა ექიმები მოდიოდნენ,ანუ მანდ ეგრეა,მერე სხვა ექიმები გამოწმებენ ყოველ დღე ,მაგრამ ნუკრი სულ შემოდიოდა და მეკითხებოდა როგორ ხარო,ნაკერებსაც მისინჯავდა და ყურადღებით იყო,როცა ჩემს გვერძე დარახველიძის პაციენტი იწვა და ერთხელაც არ შემოსულა ექიმი მის მოსაკითხად.

ექიმის აყვანა 35 კვირიდან
ხდება როგორც მახსივს და მე სულ
მეშინოდა ნეტა მაქამდე მივაღწიო მეთქი :?))

Posted by: ninik0000000000 26 Jul 2016, 23:01
droeba
მშვენიერია, მეც მირჩევნია სერიოზული იყოს, თან ასაკიც შესაბამისი აქ, კარია რო გამოცდილებაც აქვს, მადლობა :*

Posted by: minion90 26 Jul 2016, 23:02
ninik0000000000
QUOTE
რამდენი კვირის ხარ? ნეტა ექიმი რამდენი ხნით ადრე უნდა აიყვანო?


20ის, შენ? ექიმი როგორც წესი 36 კვირიდან აჰყავთ.

თუ გავიგებ რამეს შეგატყობინებ :*

droeba
QUOTE
თავიდან რომ ვნახე ცოტა კი დავიძაბე,კაცია მაინც (დასტოინი) და შენი ჭირიმეს ძახილს არ დაგიწყებს,მაგრამ თავისი საქმე კარგად იცის.


ხო ანუ აი მინდა ცოტა ლმობიერი იყოს იმ კუთხით რომ ჩემიც ესმოდეს და კი არ მიბღვიროს, სწორად დამარიგოს რა ვქნა biggrin.gif

Posted by: droeba 26 Jul 2016, 23:24
არა ,დაბღვერით არ დაუბღვერია.უნრალოდ დინჯი კაცის და სერიოზულად გელაპარაკება. დაჟე მე ნემსები დამინიშნა ,ნემსების პანიკურად მეშინია და რომ ვუთხარი,არაა პრობლემაო,შემიცვალა წამლით .მერე სხვა დროსაც ნემსებს მინიშნავდა და ,თვითონ გაახსენდა,შენ ხომ ნემსის გეშინიაო და ისევ წამალი დამინიშნა.

რავიცი,მე მაგაზე კარგს ვერავის გირჩევთ.

ჩემი დაც მაგარი პანიკაა და სართოდ არაფერი ითქვამს რომ მშობიარობდა .ჩემი მეორე და ესწრებოდა და ის აწყნარებდა,ხოდა ამ მეორე დას უთხრა,შენ შვილო ექიმი ხომ არ ხარ,ამდენი რამე საიდან იციო ? biggrin.gif მაგარი კაცია

Posted by: ma_ri 26 Jul 2016, 23:58
ჩემი გოგო ჭკვიანად არის, 37-ე კვირაში ვართ და ჯერ არაფერს აპირებს,ამიტომ ღუდუშაური აღარ გვჭირდება smile.gif იმედის კლინიკას ვფიქრობ და რას ფიქრობთ?
ვინმეს თუ გაგიგიათ გივი მაყაშვილი?

Posted by: kote 3 Aug 2016, 12:54
Status update: ბიულეტენის დახურვაზე მისული საათი ველოდეთ ექიმს, რომლის გარდაც თურმე ვერავინ დამიხურავდა ბიულეტენს. და "მომსახურება" დაჯდა 25 ლარი, განმარტეს როგორც "განმეორებითი ვიზიტი", თუმცა მე არ მივსულვარ და ჩემს ქმარს რა გაუკეთეს ნეტა 25 ლარის, ან მისი ვიზიტი რატომაა ფასიანი და თუ ჩემი ვიზიტია აუცილებელი, მე რატომ არ დამიბარეს? HERA 2011 და ჩემო ძვირფასო ექიმო #სოსოღოღობერიძე, ვეცდები პირადი სენტიმენტებით არ დავტვირთო ტექსტი, მაგრამ სრულ დუმილს მაინც ვერ შევინარჩუნებ. მე არ ვიცი რა შინაარსს შეიცავს თქვენი ჰიპოკრატეს ფიცი, არც ის ვიცი სამართლებრივად როგორ რეგულირდება ის საკითხები, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ამ სამშობიაროს პერსონალს რეკომენდაციას აღარასოდეს გავუწევ, რომ თქვენ გაკლიათ ის მთავარი, რაც სრულიად შესაძლებელია არცერთ სამედიცინო სასწავლებლის სასწავლო პროგრამაში არ ზის, მაგრამ ეს ზის და უნდა იჯდეს ყველა ადამიანში, სანამ ის ჩამოყალიბდება ნებისმიერი დარგის პროფესიონალად. კრიტიკულ მდგომარეობაში ჩემი ფეხით მოსულმა მიმღებში საკმარისზე დიდხანს რომ ვიცადე და ძლივსგამოჩენილი მორიგე ისევ დავკარგე იმის გამო, რომ კალამის ხარისხი დაიწუნა და მის შესაცვლელად გავიდა, ასეთ წვრილმანებზე გამოკიდებას არ ვაპირებ. მორიგე ექიმს ხელში ეჭირა 5წუთის წინანდელი ექოსკოპიის პასუხი და მაინც მჭახედ რომ იკითხა "ნაყოფი ცოცხალია?" - ეს რომელ ადამიანობაში და პროფესიონალიზმში წერია, საინტერესოა. დალოცვილო, მხედავ რა მდგომარეობაში ვარ, წინ შავით თეთრზე გიწერია რომ ნაყოფს არაფერი სჭირს და მე მეკითხები, დედას, ბავშვი მუცელში მკვდარი მყავს თუ ცოცხალი? ნუ, არ გამოვეკიდოთ ამასაც. ქალბატონი მორიგე ექიმი ურეკავს ჩემს საყვარელ ექიმს სოსო ღოღობერიძეს, რომელიც ტელეფონში წაკითხული ექოსკოპიის პასუხით კმაყოფილდება და გადმომცემენ მის პროფესიონალურ აზრსა და მიდგომას ჩემი პრობლემისადმი: მიხსნიან, რომ გათენებამდე ვიმშობიარებ და ბავშვი არ გადარჩება. რომ მისი გადარჩენის შანსი 1%-ია. ჩემი საყვარელი ბატონი სოსო საჭიროდ არ თვლის, რომ მოვიდეს და ცალი თვალით მაინც შემომხედოს, იქნებ მისი გასინჯვით ეს შანსი 2-მდე, 20-მდე, 30-მდე გაიზარდოს... არა... ვბრუნდებით გვერდზე და "უიქენდს" არ ვიშხამებთ... მიდგამენ გინიპრალს და მეუბნებიან, რომ ეს მაინც არ მიშველის. ასევე მირჩევენ, რომ დავიძინო

Posted by: gogochka 3 Aug 2016, 13:21
kote
Mere ra moxda? Patara xo kargadaa?

Posted by: Nykusa 3 Aug 2016, 13:31
ღმერთო.......................................,


რა ჯანდაბა ხდება,რა არის ეს:@@@@@@@@@@



kote
ახლა როგორ ხართ?

Posted by: blblbl 3 Aug 2016, 14:39
kote
შოკი მაქვს,ფბზე წავიკითხე სრულ,ი ისოტირა .იმედია უჩივლებთ!!!


ძალიან გულით მინდა გამოვიდნენ ის იუსერები რომლებიც იმის გაგონებაზე რომ ჰერამ არასწროი დანიშნულება უთხრა ერტ ერთ გოგოს,.ისტერიკაში ჩავარდნენ ჰერაზე ცუდი არ თქბვათ არაფერი არ შეეხლებათო,აჰა ბატონო წინა გოგოების შემთხვავ თუ არ იყო საკმარისი რაც საბედნიეროდ კარგად დამთავრდა,ეს მაინც ხომ გასაგებია რომ დასაცავი ნადმვილად არაფრი სჭირს ჰერას სამწუხაროდ და მაღალ წნევაზე რომ სახლში არ უნდა გაეშვათ ზუსტად ესეც შეეშალათ და საშიშია :\


ძალიან დიდი იმედი მაქვს ეს ადამიანი 7უჩივლებს ჰერას და მოეთხოვბათ პასუხი
* * *
gogochka
Nykusa
https://www.facebook.com/Hera2011/posts/1066050640147150 აქ წერია ბოლომდე sad.gif

Posted by: Nykusa 3 Aug 2016, 14:54
blblbl
მადლობა ლინკისთვის.....




ვზლუქუნებ.....


იმ პალატაში ვეგდე მეც და იქ მესმკდა ბავშვების ტირილი,ოღონდ ნიკოსი არა.....
იქ მეუბნებოდნენ მეც 5 დღე დაველოდოთ ,კრიტიკის ფაზაა და ველოდოთო...
ერთადერთხელ ვიკითხე სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებათქო და გოგონა ბავშვი მესამე ფაზაზეა და 5 დღე თუ გაძლო ღვთის იმედით,მერე გადალახავს დ. მანამდე სიცოცხლისთვის უნდა იბრძოლოსო....

აღარც მიკითხავს მერე მსგავსი რამ....

მოვკვდი. განმიახლდა ყველაფერი. დავიწვი ამ გოგოს საცოდაობით......

მეც ჰერა,მეც ის დასაწვავი პალატა და მეც სოსო...... და აბსოლუტურად ჯანმრთელი და ჯანსაღი ბავშვი,ახლა რომ ნამცეცი არ ეტყობა იმ დპრობლემური დღეების... სიკვფილის ზღვარზე............ არც მინდა გახსენება.

Posted by: gogochka 3 Aug 2016, 16:00
Vaime gmerto..rato AR gaaketes mashinve sakeisro..ver vxvdebi ase rato moiqcnen sad.gif

Posted by: minion90 12 Aug 2016, 09:11
გოგოებო ვინმეს უახლოეს პერიოდში ხომ არ გაგიჩენიათ ჩაჩავაში.. მეგობარს აინტერესებს ოყნას თუ აკეთებენ, მშობიარობის დაწყებამდე. რამდენიმე სამშობიაროში აღარ აკეთებენ და..

Posted by: natuluka 12 Aug 2016, 09:17
minion90
ჩაჩავაში წლებია ოყნას არ აკეთებენ. პირველი 7 წლის წინ გავაჩინე მანდ და მაშინაც არ გაუკეთებიათ.

Posted by: minion90 12 Aug 2016, 10:12
natuluka
QUOTE
ჩაჩავაში წლებია ოყნას არ აკეთებენ. პირველი 7 წლის წინ გავაჩინე მანდ და მაშინაც არ გაუკეთებიათ.


და რა მაინტერესებს.. ორსულმა თავად უნდა იზრუნოს ამაზე სახლში, თუ როგორაა.. რაღაც არასასიამოვნო მომენტია ალბათ biggrin.gif

Posted by: Ia-forumze 12 Aug 2016, 10:23
minion90
მე გაგუაში გამიკეთეს
ახლა ჩაჩავაში ვაპირებ და სახლში გავიკეთებ (რადგან იქ არ აკეთებენ)

ჩემი გამოცდილებით დაცლილ კუჭზე ჯობია smile.gif)))))) თუმცა მერე ზურასაც ვკითხავ რა არის მიზეზი, რის გამოც აღარ კეთდება
არ მინდა იქ მარცხი

Posted by: minion90 12 Aug 2016, 10:25
Ia-forumze
QUOTE
მე გაგუაში გამიკეთეს
ახლა ჩაჩავაში ვაპირებ და სახლში გავიკეთებ (რადგან იქ არ აკეთებენ)

ჩემი გამოცდილებით დაცლილ კუჭზე ჯობია )))))) თუმცა მერე ზურასაც ვკითხავ რა არის მიზეზი, რის გამოც აღარ კეთდება
არ მინდა იქ მარცხი


ხო ახლა ჩემი დაქალი ელოდება ამ თვეში და იმას აინტერესებდა, მომზადებული მივიდეს თუარაა.. მერე მეც მანდ ვაპირებ და არც მე მინდა მარცხი :დ ისევ სახლში მოვაგვარებ თუ რამეა..

Posted by: happy-go-lucky 14 Aug 2016, 10:54
minion90
Ia-forumze
სანთელი გაიკეთეო მეანმა მითხრა, დილითო.
მე სანთელს არდავჯერდი და გლიცერინის ოყნა გავიკეტე წინა სარამსოაც და დილითაც!
მგონი ასე ჯობდა
* * *
სოსოზე უკვე შოკში ვარ...და ზალიან გაბარზებული!

Posted by: Parabola 7 Sep 2016, 15:48

მოგესალმებით!
შეიძლება საკეისროს თემაში უნდა დამეწერა..
მაინტერესებს თქვენი გამოცდილება სიმფიზიტზე
9 მმ იანი სიმფზი მაქვს და მეანი მშობიარობას მირჩევს, მესამეა წინა ორი ფიზიოლოგიურად გავაჩინე
მე ფაქრიურად ვერ ვმოძრაობ ბილო 2 თვეა
არ არის სარისკო გაჩენა?

Posted by: makuna1980 7 Sep 2016, 16:13
საშინელებაა რაც მოხდა sad.gif(((( ნამდვილად..... მე 3 წლის წინ გავაჩინე სოსოსთან და ნამდვილად არ მიგრძვნია არცერთი წუთით უყურადღებობა sad.gif((((( მისის დამსახურებაა რომ ორივენი ჯანმრთელად დავრჩით (პრობლემები მქონდა მშობიარობის დროს) sad.gif(((( მომიკვდა გული წაკითხვისას, რამხელა ტკივილია sad.gif

Posted by: Ia-forumze 7 Sep 2016, 20:29
Parabola
როგორც ვიცი 9 მმ საკეისროს ჩვენებაა
ვინაა მეანი?

Posted by: Parabola 8 Sep 2016, 12:59
Ia-forumze
ირინა ნანობაშვილი ,,ჰერაში''
საკეისრო ყველაზე მეტად მე არ მინდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ დაშლილი ვარ და სამშობიაროდ რესურსს ვერ ვპოულობ
12 მმ ზეც ამშობიარებენო, მაგრამ რისკი ხომ არის?

Posted by: blblbl 8 Sep 2016, 13:28
Parabola
საკეისროს ჩვენბაა და არ გარისკო არავითარ შემტხვევაში შეცვალე ექიმი თუ საჭირო გახდა,ამ ბოლო დროს ამ ჰერამ სულ გააფრინა იმხელა რისკებზე მიდიან და დედას დაბავშვს აზიანებენ,მერამდენე შემთხვევა მოხდა უკვე

Posted by: Parabola 8 Sep 2016, 15:31
blblbl


მადლობა რჩევისთვის
მეც მასე მგონია, რომ არ უნდა გავრისკო
თან ამას თუ დავუმატებ ხერხემლის მძინარე თიაქარს მით უმეტეს ალბათ

Posted by: natikuna77 9 Sep 2016, 01:30
Gamarjobat meoreze var orsulad jer ar mindoda magram ase moxda hoda
Gogoeboo imedis klinikashi vinc imshobiaret kmayofilebi xart?

Posted by: MELO_MELO 9 Sep 2016, 09:38
რა მინდოდა, რას შემოვბოდიალდი sad.gif

===
დღეს კიდევ ერთხელ, თავიდან, მომიკვდა ჩემი პატარა გოგო sad.gif


=======
სმგავს ფრაზაზე - "ახალგაზრდა ხარ, კიდევ გააჩენ (ჩემი პირველი შვილი იყო)", ისეთი სილა გავაწანი ექიმს, ზუსტად ვიცი არასდროს დაავიწყდება.. თუმცა, არც მე არასდროს დამავიწყდება მაგათი ცხოველობა...

Posted by: darkvision 12 Sep 2016, 17:56
გოგოებო ვის გიმშობიარიათ ღუდუშაურში, საკეისროს ვინ აკეთებს მანდ კარგად, მანდ გამაგზავნა ჩემმა მეანმა და თქვენი რეკომენდაციები მჭირდება ძალიან

Posted by: blblbl 12 Sep 2016, 18:00
darkvision
რა,მე პრობლემა გაქვს?თუ არ ამადნ რა გინდა რატომ გაგაგზავნეს?

Posted by: Me&U 12 Sep 2016, 18:58
QUOTE
Gogoeboo imedis klinikashi vinc imshobiaret kmayofilebi xart?


ჩემმა დამ იმშობიარა შარშან და კმაყოფილია. მეც მის ექიმთან დავდექი აღრიცხვაზე, ძაან აქებს (ეკა თედოზაშვილია). ძალიან ყურადღებიანი და საყვარელი ქალია. ჩემს დას მთელი მშობიარობა არ მოშორებია, აი მართლა თავთან ედგა თურმე, რასაც იშვიათად აკეთებენ (გასნაკუთრებით) ცნობილი მეანები.
ბევრ ექიმს აქებენ ისე იმედში (მაგ, ლიკა ლუაშვილი და კიდევ მრავალი სხვა).


Posted by: darkvision 12 Sep 2016, 19:24
blblbl
ორსულობის პერიოდში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია დამჭირდა, გარდა ამის ბილირუბინი მაქვს აწეული თუმცა ეგ თავიდანვე მქონდა და ჰემაში დღემდე ვმკურნალობ პლაზმოფერეზი+მედიკამენტები და ღუდუშაურში შორენა კიკვაძესთან მირჩია ჩემმა მეანმა მშობიარობა. მინდა ვიცოდე რამდენად კარგი სპეციალისტია, ბუნებრივია ვღელავ რადგან პირველი ორსულობაა და უკვე 34 კვირაში ვარ

Posted by: anuka2009 12 Sep 2016, 21:14
darkvision
ნუ ნერვიულობ.შორენა ძალიან კარგი სპეციალისტია. საოცრად მძიმე მდგომარეობაშუ შეიყვანეს ჩემი ჩვენი ახლობელი და სასწრაფო საკეისრო გაუკეთა + საშვილოსნოც შეუნარჩუნა. ასე რომ წარმატებები!

Posted by: darkvision 12 Sep 2016, 22:57
anuka2009
გმადლობ რომ დამამშვიდე, ძალიან მინდა რომ ყველაფერმა ნორმლურად ჩაიაროს, ერთი სული მაქვს როდის გავლთ ფინალში )

Posted by: mainc 12 Oct 2016, 14:27
გაგუაში ვინც იმშობიარეთ ბოლოს, იქნებ დაწეროთ, როგორი სიტუაციაა?

Posted by: taktakuna 12 Oct 2016, 14:38
darkvision
მე გამიკეთა მაგ კიკვაძემ, აქებენ კარგი ექიმიაო,მაგრამ მე არ მომეწონა,არ მაქვს კარგი მოგონება. ქალი რომ შიაღამისას შემოყვანილ პაციენტს,სასწრაფო საკეისროს გაილეთებს და ერთი არ მოაკითხავს მერე რას შვები აბა კვდები თუ გადარჩიო.ღუდუშაურში საკეისროზე ერტადერტი ნემსაძესთან თუ გავრისკავ რო რამე იყოს და დიმა იყო ბიჭი,ძალიან კარგი ექიმი,ყურადღებიანები,თან ყვებოდნენ თავის პაციენტებს, დღეშინრამოდენიმეჯერ შემოდიოდნენ,ამოწმებდნენ.

მოკლედ ჰერაში რომელი ჯობია საკეისროზე სოსო თუ ზალდასტანიშვილი?

Posted by: KeP 6 12 Oct 2016, 14:40
საკეისროს გავიკეთებდი ჯან.სახლში მაგრამ ანესთეზიოლოგი არ ყავდათ კარგი, ქალი რომ იყო.
არ მინდა გავრისკო. ეხლა რა სიტუაციაა ხომ არ იცით ?

Posted by: mainc 13 Oct 2016, 14:56
ჯანსახლში გავიკეთე, კარგი ქალი იყო ძაან, გამოცდილი ხელიც ჰქონდა.
უცებ, ზუსტ წერტილში, უმტკივნეულოდ გამიკეთა, არც რამე გართულება მოჰყოლია, არც წელის ტკივილი დაუტოვებია. არაფერი მახსენდება ცუდი. არც ჩემს ირგვლივ ვინც გაიკეთა, მათგან გამიგია რამე უარყოფითი.

Posted by: KeP 6 13 Oct 2016, 15:32
mainc
ოკ მადლობა, ჯერ შორსაა ჩემი მშობიარობა.
მაგრამ ტყუპია და ისეთ პანიკაში ვარ, აქედანვე ვგეგმავ ყველაფერს smile.gif

Posted by: lilja 13 Oct 2016, 15:53
KeP 6
QUOTE
მაგრამ ტყუპია და ისეთ პანიკაში ვარ, აქედანვე ვგეგმავ ყველაფერს

ვაიმე შენ ტყუპებს ელოდები? რა მაგარიაააა baby.gif baby.gif

Posted by: Dreamer_ta 15 Oct 2016, 10:09
mainc
მხოლოდ ეგ ქალი აკეთებს ანესთეზიას? სახელი და გვარი მითხრა იქნებ რომ ვიცოდე, მეც მანდ ვაპირებ და smile.gif

Posted by: Ninito_ 15 Oct 2016, 10:16
Dreamer_ta
ნესტან კვიციანი
მეც მაგან გამიკეთა ორჯერ და იგივეს ვიტყოდი რაც ზემოთ დაწერეს

Posted by: E_ko 15 Oct 2016, 14:46
KeP 6
QUOTE
საკეისროს გავიკეთებდი ჯან.სახლში მაგრამ ანესთეზიოლოგი არ ყავდათ კარგი, ქალი რომ იყო.

მეც მაწვალა, ბოლოს მაინც საერთო ნარკოზით გამიკეთეს საკეისრო.

Posted by: KeP 6 16 Oct 2016, 08:54
lilja
კი ტყუპებია smile.gifველოდები მაისის ბოლოსკენ მაგრამ ალბათ პირველ რიცხვებშI გავიკეთებ საკეისროს.

E_ko
Ninito_
Dreamer_ta
ნესტანია ნამდვილად. არ ვიცი, თითქოს ყველასგან ერთიდაიგივე ისმის.რამდენადაც ქორიძე კარგია, იმდენად მაგ ქალზე თავს ვიკავებ.
ჩემს გარშEმოც იყვნენ გოგოები, რომლებსაც სერიოზული წნევები ქონდათ და მერე ჰალიცუიანციები და ესე.... ყველაზე არაა მასე მაგრამ ბევრი გამიგია ნამდვილად.

ალბათ ისევ გაგუსთან გავიკეთებ, ან არ ვიცი, პირველზე გაგუამ ჩვეულებრივდ მამშობიარა და მგიტომ ვფიქრობ.

Posted by: Ninito_ 16 Oct 2016, 09:25
KeP 6
წნევები ერთერთი გვერდითი მოვლენაა მაგ გაუტკივარების
ნესტანი რა შუაშია
ნუ თან რავიცი,პირველივე ცდაზე ისე შეიყვანა წამალი,არაფერი გამიგია

Posted by: KeP 6 16 Oct 2016, 10:38
Ninito_
200 მდე რო უვარდება წნევა პაიენტს და ვერ არეგუილრებს,
ან ზოგად ნარკოზე ხდება გადაყვანა აუცილებელი, ან ვერ აკეთებს სპინალურს ან ან ან
და ბევრთან მომხდარა ეგ აბა ვისი ბრალია ... ეტყობა გამართლებაზეა ...
კარგია რომ შენთან მშვიდობიანად ჩაიარა. თან რამე რომ იყოს მირჩევნია დიღომში ვიყო ღუდუშაურთან ახლოს.


ღუდურში ვინ აკეთებს საეისროებს ხომ არ იცით ?
ეგეც საინტერესოა ... ტყუპზე მაინც საყურდღებოა...

Posted by: Ninito_ 16 Oct 2016, 10:45
KeP 6
რეზო სხულუხიას აქებენ
ანესთეზიის მომენტში გულისხმობ წნევის ავარდნას? ეგ არ ვიცი ნამდვილად

Posted by: blblbl 16 Oct 2016, 13:11
KeP 6
QUOTE
ჩემს გარშEმოც იყვნენ გოგოები, რომლებსაც სერიოზული წნევები ქონდა

მშობიარობის მერე თუ ჰქნდათ წნევები ეგ ანესთეზიის ბრალია და არა ანესთეიოლოგის,თუმცა ტყუპებზე ჩემი აზრით გაგუა სჯობს ან ემბრიო,იაშვილი იქვეა და ინკუბატორებია მაინც

Posted by: KeP 6 17 Oct 2016, 10:56
blblbl
Ninito_
დაბალწნევიანი ვარ და ცოტა თუ ამიწევს იყოს biggrin.gif რა მაცინებს არ ვიცი.
ყველაფარზე პანიკაში ვვარდები მგონი, მეორეა დ თან ტყუპია და რისკებს და საფრთხეებს რომ ვაცნობიერებ ....
ალბათ ისევ გაგუას მივმართავ რა ვიცი, ნაცადია biggrin.gif

Posted by: minion90 17 Oct 2016, 11:01
KeP 6
QUOTE
ყველაფარზე პანიკაში ვვარდები მგონი, მეორეა დ თან ტყუპია და რისკებს და საფრთხეებს რომ ვაცნობიერებ ....
ალბათ ისევ გაგუას მივმართავ რა ვიცი, ნაცადია


წინასწარ ნუ ხარ განწყობილი, რომ რადგან ტყუპებია აუცილებლად რაღაც სხვანაირად იქნება.. ჩემმა დაქალმა საკეისრო გაიკეთა 39 კვირაზე დაგეგმილად, არც კი აპირებდნენ თავისი ნებით ჯერ დაბადებას. არაა აუცილებელი გართულება smile.gif განეწყვე, რომ ბოლომდე იქნებიან მუცელში მშვენივრად შენი ბაიები, განწყობა ძალიან ბევრს შვრება smile.gif)))

Posted by: KeP 6 17 Oct 2016, 11:08
minion90
მადლობა smile.gif ხასიათის ცვლილებებიც არის ... მოკლედ. მუცელი როგორ ქონდა ? ალბათ გამისკდება. 1,75 ვარ და 59 კილო სიფრიფანა.
წინა ორსულობაზე 14 მოვიმატე და 8 ეგრევე დავიკელი. გაგუაში ვიმშობიარე და კარგი იყო, არ მქონია საკეისროს მხრივ რამე სხვამაირად ან ცუდად იყოს.

Posted by: minion90 17 Oct 2016, 11:23
KeP 6
QUOTE
მადლობა  ხასიათის ცვლილებებიც არის ... მოკლედ. მუცელი როგორ ქონდა ? ალბათ გამისკდება. 1,75 ვარ და 59 კილო სიფრიფანა.
წინა ორსულობაზე 14 მოვიმატე და 8 ეგრევე დავიკელი. გაგუაში ვიმშობიარე და კარგი იყო, არ მქონია საკეისროს მხრივ რამე სხვამაირად ან ცუდად იყოს.


ეს 1.65-ია და 50 კილო.. ძალიან გამხარი იყო და აი მარტო მუცელი ეზრდებოდა, სხვაგან არ მოუმატია არსად.. მუცელი ჰქონდა უზარმაზარიიი, აი გეგონებოდა გადატყდება წელშიო biggrin.gif მაგრამ განწყობა ჰქონდა ძალიან მაგარი, ერთი წამი არ უფიქრია გართულებაზე და ამიტომ 39 კვირაზე გაუკეთეს საკეისრო... smile.gif) ბავშვები, ერთი 3.050 კგ იყო, მეორე 2.650 smile.gif)) გაგუა კარგია კი მანდ რადგან ხარ მი9ჩვეული სიტუაციას აირჩიე ეგ.. და აუცილებლად განწყობაა გქონდეს იმის, რომ არაფერი არ გართულდება და მშვენივრად მიხვალ ბოლომდე შენი ტყუპიკოებით :-*

Posted by: KeP 6 17 Oct 2016, 11:25
minion90
მადლობა smile.gif
ხო რაღცნაირად ვენდობი გაგუას. რა კარგია ისე 39 მდე რომ მისულა.
ჩემი ბიჭი 40 კვირა და რაღც დღეებზე ძლივს გამოძვრა biggrin.gif

Posted by: minion90 17 Oct 2016, 11:31
KeP 6
QUOTE
ჩემი ბიჭი 40 კვირა და რაღც დღეებზე ძლივს გამოძვრა


ჰოდა არც ეს ფისოები იჩქარებენ, მასე განეწყვე :-* გგულშემატკივროობ :-*

Posted by: Ia-forumze 20 Oct 2016, 21:48
კიდევ ერთხელ ვითხოვ ჩაჩავაში ფიზიოლოგიურად
მშობიარე ადამიანების ყურადღებას smile.gif))))

მოკლედ პალატები და ა.შ ვიცი, ზურაც აყვანილი მყავს უკვე <3

ახლა მაინტერესებს შემდეგი რამ:
1. დამეწყო მშობიარობა
2. მივედი მიმღებში
3. მერე?

ანუ ჯერ სად შეყავხარ, მერე სად აყავხარ, სამშობიარო ბლოკები რომელ სართულზეა, როდის იცვლი და ყცელაფერი მაინტერესებს მიმდევრობით

Posted by: anuka2009 20 Oct 2016, 22:13
Ia-forumze
პირველ სართულზე მიმღებუვით ოთახი. იქ გამოგიცვლიან, გააფორმებწნ საბუთებს და აგაცილებწნ ლიფტით ბლოკამდე. wink.gif

Posted by: Ia-forumze 20 Oct 2016, 22:21
anuka2009
ანუ მიმღებიდან უკვე ხალათით
ავფართხუნდები? თავიანთ პერანგს
მანდ მაძლევენ?

ჩანთას ამატანინებენ თუ ჩემიანი მომყვება?

და ბლოკი პალატების სართულზეა?

Posted by: anuka2009 20 Oct 2016, 22:25
Ia-forumze
ვახ ვინა ხარ შენ. smile.gif
1.მიმღები ოთახის წინაა ლიფტი. გამოხვალ შეხვალ ახვალ.
2. თავიანთი პერანგი მე ზემოთ მომცეს. ჩემი შეიტანა სანიტარმა რომელ პალატაშიც უნდა ვყოფილიყავი იქ დამიდო.
3. ლიფტში ამაცილა მოხუცმა სანიტარმა. ჩანთა იმას მოქონდა. ბავსვის ტანსაცმელები საოპერაციო ბლოკში სეიტანა, დანარჩენები პალატაში.
კიდე რა გნებავთ, რა კითხვებუ გაქვთ smile.gifwink.gif

Posted by: minion90 20 Oct 2016, 22:56
Ia-forumze
ჩემს დაქალს საკუთარი პერანგი ეცვა, ის უშნო საავდმყოფოს პერანგი არ ჩაუცვამს. არც შეუთავაზებიათ. ჩუსტები, პერანგი და ხალათი დაბლა მიმღებში ჩაიცვა, მერე ავიდა მესამე სართულზე ბლოკში. ბლოკები და პალატები საპირისპირო მხარესა ერთმანეთისგან სხვადასხვა ასასვლელებით. ბავშვის ტანსაცმელი ერთი ხელი შეატანინეს ბლოკში, დანარჩენები წაიღეს პალატაში smile.gif.

Posted by: Ia-forumze 20 Oct 2016, 23:23
anuka2009
minion90
მადლობა smile.gif))))

ანუ მე შობიარობის დროს არ მქონდა გათვლილი პერნგი და
უნდა ვიყიდო თუ მაინც ჩემს ვიცმევ ჯერ.

და ხალათი თხელი მაქვს სითბო იქნებათქო, მაგრამ მიმღებიდან
ცივი დერეფანი უნდა გავიარო smile.gif)) პირველ სართულზე ცივა.

Posted by: happy-go-lucky 20 Oct 2016, 23:47
Ia-forumze
არც ისე ცივა, ტხელი ხალათიც გეყოფაsmile.gif) მარტის ცივ დღეებში გავაჩინე

Posted by: Ia-forumze 21 Oct 2016, 00:36
happy-go-lucky
კაცმა რომ მკითხოს მეც
მასე მგონია, მაგრამ რამდენიმე
ახალნამშობიარებს შევხედე და მაგან დამაიზმენა
სპორტული შარვალი ზედ თბილი ხალათები

Posted by: Katerina :-) 21 Oct 2016, 00:39
რახან ჩაჩავაძე მიდის დისკუსია, მეც ჩავერთვები რა :-) ხომ არ იცით 2კაციანი ოთახის მიახლოებითი ფასი და ანესთეზიოლოგი თუ ყავთ კარგი? კიდევ ბავშვი გაყავთ ხოლმე თუ მუდიმვად დედათანაა?

Posted by: Ia-forumze 21 Oct 2016, 00:46
Katerina :-)
აი ფასები
http://chachava.ge/index.php?page=1586&lang=geo#contect_wrap

ანესთეზიოლოგი არ ვიცი

ბავშვი როგორც ვიცი დედასთანაა ძირითადად
მაგრამ თუ გჭირდება გაიყვანენ

Posted by: anuka2009 21 Oct 2016, 09:49
Katerina :-)
ანესთეზიოლოგი ბევრი ყავთ კარგი, მე გორჩევ ირაკლი ღელაღუტაშვილს, ანესთეზიის განყ უფროსი, საუკათესოა.
Ia-forumze
შენც გაითვალისწონე ანესტეზიოლოგი

Posted by: Katerina :-) 21 Oct 2016, 12:28
QUOTE (anuka2009 @ 21 Oct 2016, 09:49 )
Katerina :-)
ანესთეზიოლოგი ბევრი ყავთ კარგი, მე გორჩევ ირაკლი ღელაღუტაშვილს, ანესთეზიის განყ უფროსი, საუკათესოა.

ანესთეზიოლოგიც ცალკე უნდა ავიყვანო, თუ როგორ ხდება არჩევა?

Posted by: anuka2009 21 Oct 2016, 12:53
Katerina :-)
ფული რომ არ გადამიხდია მახსოვს. ჩემმს ექიმს ვუთხარი მხოლოდ რომ მინდა ირაკლი ღელაღუტაშვილმა გამიკეტოს ტქო.

Posted by: nimmer 21 Oct 2016, 13:37
Katerina :-)
კი, აყვანა ხდება, მგონი 250 ლარი ღირს

Posted by: Ia-forumze 21 Oct 2016, 13:44
anuka2009
აუ პირველზე არ დამჭირვებია
და მეორეზე არც კი დავუშვი რო
შეიძლება დამჭირდეს, რატომ შემაშინე smile.gif))))))

Posted by: happy-go-lucky 21 Oct 2016, 16:52
Katerina :-)
Ia-forumze
ირაკლი ღელაღუტაშვილი, საუკეთესო. ცემნაირი პანიკიორი რო დააწყნარა (ბოლომდე მაინც ვერ დამაწყნარა ოღონდ biggrin.gif ), მე ზაან შისები მქონდა ანესთეზიის ოპერაცაიზე მეტად მაგის მეშინოდა, და ვერაფერი ვერ გავიგე მართლა.

აყვამნა 130 ღირს, ვიცოდი მაგ აკცის არსებობა ,მაგრამ არ ავიყვანე. სამუსაო დღე იყო და დაემტხვა ის იყო და მან გამიკეთა. მისი გვარი რომ გავიგე სიხარულით ცას ვეწიე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Katerina :-) 22 Oct 2016, 02:04
anuka2009
happy-go-lucky
Ia-forumze

მადლობა ინფოსთვის გოგოებო <3
* * *
QUOTE (Ia-forumze @ 21 Oct 2016, 13:44 )
anuka2009
აუ პირველზე არ დამჭირვებია
და მეორეზე არც კი დავუშვი რო
შეიძლება დამჭირდეს, რატომ შემაშინე smile.gif))))))

მეც არ დამჭირვებია პირველზე გაუტკივარება და ზუსტად ეხლა მიჩიჩინებდა დედაჩემი, რას ამოიჩემე ტყუილად რად გინდაო... ხოდა არ ვიცი მართლა, იდეაში მეორე ხომ უფრო ადვილი უნდა იყოს მაგ მხრივ, ბ რომ იმშობიარებ, დაწერე ამბები და გავითვალისწინებ შენს გამოცდილებას :-) აბა წარმატებებს გისურვებ და იოლ მშობიარობას!!!!! :-)

Posted by: Tantalia 9 Nov 2016, 12:28
რა რთული ყოფილა სამშობიაროს არჩევა, მაშინ როდესაც არ გყავს ფავორიტი მეანი facepalm.gif გაგუაში ვინც იმშობიარეთ ბოლო პერიოდში, როგორი პირობებია? ბავშვი გაყავთ თუ სულ შენთანაა? ან ორთაჭალაში მეოთხეში ხომ არ გიმშობიარიათ ვინმეს? მანდ რა ხდება?

Posted by: we are 3 10 Nov 2016, 13:06
4 სამშობიაროში(პინეო ) ზაზა სინაურიძესთAნ ვინმე ხომ Aრ აპირებს მშOბიარობას?.თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია ზაზაზე ან Iქნებ ვინმეს გყავდათ აყვანილი მეანად?

Posted by: Tantalia 10 Nov 2016, 13:56
we are 3
მეც მაინტერესებს მაგ სამშობიაროზე ამბები, ოღონდ მშობიარობას სინაურიძესთან არ ვაპირებ, სხვა მეანი მყავს შერჩეული, მაგრამ ზოგადად სამშობიაროს სიტუაცია მაინტერესებს smile.gif

Posted by: happy-go-lucky 11 Nov 2016, 10:28
დედაშვილობაში ხო არ იმშობიარეთ ვინმემ, პრიობები მაინტერესებს? ექიმი კი ვიცი up.gif

Posted by: Tantalia 11 Nov 2016, 10:45
happy-go-lucky
მე ვიყავი ექიმთან და სამშობიაროც დამათვალიერებინეს. პირობები ძალიან კარგია, სისუფთავე, სითბო.. ფასებიც ნორმალური. ფასები ამომიბეჭდეს კიდევაც, თუ დაგაინტერესებს მოგწერ smile.gif სახელი კი ქვია ძალიან უცნაური ისე smile.gif)))

Posted by: happy-go-lucky 11 Nov 2016, 11:49
Tantalia
ძალიან კარგი. ნუკრის ქსნელაშვილის აყვანა რა ღირს საკეისროზე და ერთ ადგილიანი დ ალუქსის ფასი თუ შეგჰიძლია მომქწრო ? დიდი მადლობა.

ნუკრი ისეთი მაგარია, სახელის გამო თავისშეკავება არ ღირს :დდ

Posted by: Tantalia 11 Nov 2016, 12:09
happy-go-lucky
მე გოგოტიშვილთან ვიყავი და 500 ლარი ღირს ფიზიოლოგიურზე აყვანა, სავარაუდოდ ნუკრიც ეგრე იქნება. ზოგადად ექიმის აყვანა 250-500 ღირს მაგ კლინიკაში smile.gif
საკეისრო-ლუქსი 1580, 1 საწოლიანი საკეისრო- 1280 ლარი.

Posted by: happy-go-lucky 11 Nov 2016, 12:27
Tantalia
პალატებს აკრგი ფასები აქვს, აყვანა ძვირი ყოფილა ( ჩაჩავას ვადარებ , იქ გავაჩინე ნუკრისთან)

Posted by: Tantalia 11 Nov 2016, 12:34
happy-go-lucky
მეც მგონია რომ ძვირია, თუმცა სხვა მეანთანაც ვიყავი და იმის აყვანა საერთოდ 600 ლარი ღირს smile.gif ძალიან ძვირია.

Posted by: happy-go-lucky 11 Nov 2016, 13:37
Tantalia
მაგ კლინიკაშივე? ვინ ღირს 600?

Posted by: Tantalia 11 Nov 2016, 13:56
happy-go-lucky მამუკა ნემსაძე, ღია გულში

Posted by: we are 3 11 Nov 2016, 21:33
QUOTE (Tantalia @ 10 Nov 2016, 13:56 )
we are 3
მეც მაინტერესებს მაგ სამშობიაროზე ამბები, ოღონდ მშობიარობას სინაურიძესთან არ ვაპირებ, სხვა მეანი მყავს შერჩეული, მაგრამ ზოგადად სამშობიაროს სიტუაცია მაინტერესებს smile.gif

4 სართულზე რომ Aრის ის დავათVალიერე.ყველა Pალატა 1 კაციანია,სისუფტავე,სიმშVიდე და Kარგი გარემოა მაგრამ მეტი ინფორმაცია მინდა Pერსონალზე.მანდ Kიდე არის სამშOბიარო, მე ის Aრ მინახავს და სავარაუდოდ იქიდანაც არიან ექიმები.მთავარი ექიმი ზაზა ყავთ.

Posted by: girl avenu 12 Nov 2016, 13:48
გოგოებო, ნუკრი ქსნელაშვილი საკეისროს აკეთება ჩვენების გარეშე და როგორ ნაკერს ადებს? ან ვინ იცით ისეთი ვინც ისეთ ნაკერს ადებს რო შავ ზოლად არ ემჩნევა?

Posted by: happy-go-lucky 12 Nov 2016, 13:57
girl avenu
რთულარ თAნხმდება, მაგრამ გამიკეთA. ნუ იმაზე მარტივად ვიდრე ველოდიsmile.gif)

ნაკერი სუპერ. თვითOნ ნუკრი ადებს და არა ასისტენტი, რაც კიდეც იფრო მეტი სიმშვიდის გარანტიაsmile.gif)
ნუ ჯერ ისევ წიტელია ცემს შემთხბევაში, დიდი ხნის გაკეთEბულებიც მინახავს საერტოდ არაფერი ეტყობა შავი ხაზი კი არა.

არ დავიღლები ამ კაცის ქებით.wink.gif

Posted by: MeBeforeYou 12 Nov 2016, 13:58
girl avenu
ნუკრი არ ვიცი, მაგრამ ამირან ქორიძე რომ ძალიან კარგ ნაკერს ადებს ვიცი და სამშობიაროც რომ ძალიან კარგია ესეც ვიცი.
წლებია არსებობს ჯანმრთელობის სახლი და წლებია მყარად ინარჩუნებს ძალიან კარგი სამშობიაროს სტატუსს.

თუ დეტალურად დაგაინტერესებს, ბევრმა გოგომ გააჩინა მანდ ბაო და უფრო დაგაკვალიანებენ.

Posted by: girl avenu 12 Nov 2016, 14:08
happy-go-lucky
MeBeforeYou
მადლობა გოგოებო, ჩაჩავაში დავდივარ გინეკოლოგთან და ჩაჩავაში მინდა რატომღაც მშობიარობა, უბრალოდ ბევრი კარგი მეანია და რომელი ავიყვანო არ ვიცი, ნუკრი, დარახველიძე, სოფო თამაზაშვილს აქებენ კიდე.

უფრო საკეისროსკენ ვიხრები და ამიტომ ვნერვიულობ წინასწარ ნაკერზე. rolleyes.gif smile.gif


happy-go-lucky შენ როდის გაგიკეთა საკეისრო და ჩვენების გარეშე გაგიკეთა?>

Posted by: Unico 12 Nov 2016, 14:24
girl avenu
QUOTE
ქსნელაშვილი

ეს მეანი გადავიდა ჩაჩავადან დედაშვილობაში ^^


Posted by: chuta 14 Nov 2016, 17:40
გოგოებო ჩაჩავაში ზურასთან ვინც გააჩინეთ, ნაკერებს თვითონ ადებს თუ ასისტენტი ვინმე?

Posted by: chuta 22 Nov 2016, 15:24
ჩაჩავა არ ყოფილა ჩემი დაზღვევის პროვაიდერი.

ეხლა იმედს და კობეშავიძის აყვანას ვფიქრობ და ვინმეს გამოცდილება ხომ არ გაქვთ როგორია?

Posted by: სალლი 22 Nov 2016, 19:43
chuta

მე ვარ 2-ჯერ ნამშობიარები იმედში (ერთი ფიზიოლოგიური და ერთი საკეისრო)
ახლაც მესამეშ მანდ ვაპირებ რამოდენიმე კვირაში, მაგრამ აყვანილი მყავს მაია მჭედლიძე
კინკრეტული კითხვები მომწერე თუ რამე გაინტერესებს და გიპასუხებ

Posted by: _DelgadA_ 22 Nov 2016, 22:57
დავარაშვილის კლინიკაზე და დავარაშვილზე ვის რა გამოცდილება გაქვთ?

დადებითი, უარყოფითი

ყველაფერი მაინტერესებს smile.gif

Posted by: wkna 23 Nov 2016, 14:50
_DelgadA_

დავარაშვილის კლინიკით და მომსახურებით ზოგადად ყველა კმაყოფილია smile.gif

მეც ძალიან დადებითად ვარ განწყობილი, მეც მაინტერესებს ვის რა გამოცდილება აქვს smile.gif

Posted by: chuta 24 Nov 2016, 15:56
სალლი

რას დამახვედრებენ იქ, რისი წაღება არ დამჭირდება?

ფიზიოლოგიურზეც მაია გყავდა აყვანილი?

კიდევ თუ ვიაიპი პალატა არ აიღე დათოს ვერ აიყვან ისეო და მართალია? facepalm.gif

Posted by: ოჩოპინტრე8 24 Nov 2016, 16:28
_DelgadA_
wkna
მე გავაჩინე დავარაშვილის კლინიკაში დავარაშვილთან და ძალიან ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით smile.gif

Posted by: Tantalia 24 Nov 2016, 16:55
chuta
QUOTE
კიდევ თუ ვიაიპი პალატა არ აიღე დათოს ვერ აიყვან ისეო და მართალია? 

მეც ეგრე მითხრეს დასათვალიერებლად რომ ვიყავი მისული smile.gif

Posted by: chuta 24 Nov 2016, 16:59
Tantalia

რა წესია.. facepalm.gif შენც მანდ აპირებ მშობიარობას? და ვისი აყვანა გინდა?

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 24 Nov 2016, 17:00
_DelgadA_
wkna

მოკლედ მე ცოტათი კმაყოფილი და ცოტათი უკმაყოფილო ვარ smile.gif დათოსგან უფრო მეტ ყურადღებას ველოდი მაგრამ შესაძლოა იმიტომაც დამაკლდა რომ საკმაოდ მარტივი მშობიარობა მქონდა, რავიცი.. ანუ მშობიარობის მერე სულ ერთხელ შემოიჭყიტა მე-2 თუ მე-3 დღეს როგორ ხარო და ნორმალურდ მეთქი და ეგ იყო სულ..
ზოგადად პერსონალი საკმაოდ ყურადღებიანი იყო, დღისით ხშირად შემოდიოდნენ და მკითხულობდნენ, მაგრამ ერთ ღამეს ბავშვი რომ ვერ გავაჩუმე ტირილისგან დიდად არ დამეხმარნენ სანამ მესამედ არ შევაკითხე უკვე მე რო ვტიროდი ისე.. ზოგადად მე ძალიან რთულად მახსოვს მშობიარობის შემდეგი პერიოდი და შეიძლება მაგის ფონზეც არის.
რავი უბრალოდ იქიდან გამომდინარე რომ თანხა საკმაოდ მაღალია სხვა სამშობაიროებთან შედარებით, მეც უფრო დიდი მოლოდინი მქონდა.. თუმცა მეორე შეიძლება მაინც მანდ დავგეგმო biggrin.gif

პ.ს. ჩემს მშობიარობის მოგონებებსაც შეგიძლიათ გადახედოთ ინფოსთვის

მე მქონდა ნახევრადლუქსი ნომერი და დავარაშვილი მყავდა აყვანილი, ჩემ დროს (აპრილში გავაჩინე) არ ჰქონდა ნომერს დათოსთან პირდაპირი კავშირი და ეხლა არვიცი თუ შეიცვალა.

ისე სისუფთავე იყო ძალიან, საჭმელი ნომერში შემოჰქონდათ და ყველაფერი გემრიელი იყო, 2 ზარი დამიტობეს რომელზეც თუ დავრეკავდი შესაბამისი ექიმი შემოვიდოდა (ჩემი ან ბავშვის, ამგრამ ბავშვის თურმე არ მუშაობდა biggrin.gif ). კომფორტის კუთხით პრობლემა ნამდვილად არ მქონია.

Posted by: Tantalia 24 Nov 2016, 17:24
chuta
პინეოში გადავწყვიტე, ყოფილ მე-4 ში ორთაჭალაში. ერთ სართულზე სასტუმროს ტიპის აპარტამენტები აქვთ, ქვედა სართული ჩვეულებრივი პალატებია smile.gif თამრიკო მაჭიტიძესთან ვიმშობიარებ მე, ისე სინაურიძეა მთავარი ექიმი

Posted by: chuta 24 Nov 2016, 17:25
Tantalia

რა ჯდება მანდ მშობიარობა?

Posted by: Tantalia 24 Nov 2016, 17:34
chuta
მოკვდავთა პალატებში თუ სასტუმროს ტიპისაში?

Posted by: tamuniku 24 Nov 2016, 18:29
Tantalia
სასტუმროს ტიპისაში რა ჯდება, სინაურიძის აყვანიანად?

Posted by: სალლი 24 Nov 2016, 21:15
chuta
QUOTE
რას დამახვედრებენ იქ, რისი წაღება არ დამჭირდება?

ფიზიოლოგიურზეც მაია გყავდა აყვანილი?

კიდევ თუ ვიაიპი პალატა არ აიღე დათოს ვერ აიყვან ისეო და მართალია?

არა ფიზიოლოგიურზეც და საკეიროზეც დათო მყავდა
მაია ახლა მყავს
დათოს აიყვან , ჭორია რო ვერ აიყვანო ამბობენ
დათო თუ აიყვანე ავტომატურად ვიპ პალატაში ხვდები, სადაც ვისაც უნდა ის დარჩება, წაღება აბსოლიტურად არაფრის არ დაგჭირდება
არც ჩუსტების არც კბილის პასტის არც არაფრის საერთოდ
თუ სხვა ვინმე აიყვანე შეგიძLია ცალკე აიღო ვიპ პალატა, მაგრამ შეგიძლია არც აიღო.
2 კაციანი პალატებია და ოთხიანიც, საკმაოდ დიდი ნათელი კონდიციონერით ტელევიზორით და ვაიფაით
დღეს დავათვალიერე და ძალიან მომეწონა

Posted by: wkna 25 Nov 2016, 10:51
mCvanE_shteFsEli_

მეც საკმაოდ რთულად მახსოვს მშობიარობა და სემდეგი პერიოდი მაგრამ სადაც მე ვიმშობიარე და შემდეგ ინფექციით უკან შემაბრუნეს 3 დღის გამოწერილი, და ისე გამომწერეს სსაერთოდ არც კი გამსინჯეს და არ შემხედეს biggrin.gif

მაგრამ ყველაფერი შედარებითია და თბილისში დავარაშვილზე უფრო სანდო კლინიკა ჯერ არ მეგულება რატომღაც თუმცა შეხება არ მქონია smile.gif

Posted by: ოჩოპინტრე8 25 Nov 2016, 11:12
mCvanE_shteFsEli_
მე მახსოვს შენი მოგონებები და ნამდვილად მარტივი მშობიარობა გქონდა smile.gif ვფიქრობ რომ , დავარაშვილის უყურადღებობა სწორედ ამით იყო განპირობებული smile.gif მეც აპრილში ვიმშობიარე smile.gif
wkna
ამ გადასახედიდან რომ ვაანალიზებ, ვფიქრობ , რომ განსაკუთრებული სირთულის მშობიარობა არც მე მქონია, თუმცა ვიმშობიარე ზუსტად 42 ე კვირაზე (რაც უკვე საყურადღებო იყო) და მშობიარობა გაგრძელდა 25 საათი დავარაშვილისგან ყურადღება არ მომკლებია, შემოდიოდა ძალიან ხშირად, მსინჯავდა თვითონ , მეხუმრებოდა, მამხნევებდა და ბოლოსკენ უკვე საერთოდ აღარ დამტოვა, სულ ჩემთან იყო, ხო ასევე რაც ძალიან იშვიათია , რომ გადიოდა ჩემი პალატიდან ყოველ ჯერზე თვითონ მიდიოდა ჩემებთან ,სიტუაციას უხსნიდა და ამშვიდებდა smile.gif მქონდა აღებული ლუქსი, დედაჩემი რჩებოდა ღამით ჩემთან, საკმაოდ პრეტენზიული ვარ სისუფთავის კუთხით და აი მართლა იდეალურად იყო ყველაფერი მაგ კუთხით, თვითონ პალატაც, დუშკაბინა და ტუალეტი, ბლოკი და ა.შ; თეთრეულს მიცვლიდნენ ყოველდღე, პერანგსაც, ჩუსტებსაც (თუმცა ჩუსტები არ ვარგა smile.gif ძააან ერთჯერადია და მალე იხევა), ტემპერატურა იყო იდეალური, საკვები უგემრიელესი , მთლიანად ვერასდროს ვერ ვჭამდიsmile.gif პერსონალი ძალიან თბილი და ყურადღებიანი, ბავშვის მოვლაზე ძალიან მეხმარებოდნენ. პირველ ღამეს გაიყვანეს, მეორე ღამეს დავიტოვე და ღამით ატირდა, სადღაც 2 წუთი რომ ვერ დავაწყნარე, თვითონ შემომაკითხეს, რატომ ტირისო, გაიყვანეს და დაამშვიდეს; რავიცი კიდევ რა დავწერო, თუ რამე დაგაინტერესებთ მკითხეთ და მოგიყვებით smile.gif წამოსვლისას ძალიან თბილად დამემშვიდობნენ და მოკლედ რავიცი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ზუსტად ვიცი, რომ ყველა ბავშვს მანდ გავაჩენ smile.gif ხოო გაუტკივარებაზე დამავიწყდა, გავიკეთე და ისე გამიკეთეს არც გამიგია არაფერი smile.gif ანუ ანესთეზიოლოგიც სუპერ .
ყველას გისურვებთ ძალიან მარტივ და მშვიდობიან მშობიარობას smile.gif

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 25 Nov 2016, 11:39
ოჩოპინტრე8

QUOTE
ანესთეზიოლოგიც სუპერ


კი ანესთეზიოლოგი მეც ძალიან მომეწონა, საერთოდ არ მიგრძვნია და თან გაკეთებისასაც ძალიან მშვიდად მესაუბრებოდა და მიხსნიდა ყველაფერს და მამზადებდა ჭინთვებისთვის მორალურად მარა რათ გინდა, მაინც ბატი გამოვდექი biggrin.gif
მოკლედ მთავარია ის ბებიაქალი არ შეგხვდეთ მე რო მყავდა და მეტი არაფერი არ იქნება სანერვიულო smile.gif იმედია ის საერთოდ გაუშვეს

wkna
QUOTE
მეც საკმაოდ რთულად მახსოვს მშობიარობა და სემდეგი პერიოდი მაგრამ სადაც მე ვიმშობიარე და შემდეგ ინფექციით უკან შემაბრუნეს 3 დღის გამოწერილი, და ისე გამომწერეს სსაერთოდ არც კი გამსინჯეს და არ შემხედეს 

facepalm.gif

წასაღებ ნივთებს რაც შეეხება, დედას რა ჭირდება ყველაფერი ჰქონდათ, უბრალოდ თუ შენ ნივთებს წაიღებ უფრო კომფორტულად იქნები მგონი, სხვა მხრივ ყველაფერი დაგხვდება.
ბავშვისთვის ტანსაცმელი შენ უნდა წაიღო.

Posted by: ოჩოპინტრე8 25 Nov 2016, 11:40
mCvanE_shteFsEli_
რომელი ბებიაქალი იყო, ხომ არ გახსოვს სახელი? smile.gif

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 25 Nov 2016, 11:52
კი კი როგორ არ მახსოვს smile.gif

user posted image

Posted by: ოჩოპინტრე8 25 Nov 2016, 11:59
mCvanE_shteFsEli_
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif ჰაააჰ, როგორ გამოჭიმე სურათიც :0 ვაიმე აი ეს ქალი საერთოდ არ მახსოვს sad.gif

ჩემი ია შანიძე იყო, სურათის ჩასმა არვიციი
rolleyes.gif

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 25 Nov 2016, 12:06
ოჩოპინტრე8
4 დღეში ერთხელ ენაცვლებიან და მაგიტომ არ გეხსომება, შენ იას ყველაზე მეტი ლაიქი და კომენტარი აქვს მგონი biggrin.gif

Posted by: Tantalia 25 Nov 2016, 12:31
tamuniku
1250$ ფიზიოლოგიური და თუ სწორად მახსოვს სინაურიძის აყვანაც შედის ამ თანხაში

Posted by: wkna 25 Nov 2016, 15:54
მე ვიმშობიარე ლანცეტში, და აი არავის არ ვურჩევ ფეხი არ შედგას არ შეცდეს, ექიმის გამო მივედი მანდ, თორე არც ვაპირებდი, და ძალიან უკმაყოფილო დავრჩი, თეთრეულის გამოცვლაზე მე ვეუბნებოდი გამომიცვალეთთქო და ყველაფერი ჩემი მქონდა წაღებული, თუმცა დამალგებელი დღეში ორჯერ შეოდიოდა, საჭმელი დიდი ვერაფერი smile.gif მოკლედ ლანცეტში არავინ იფიქროთ რაც არ უდა კარგი ექიმი იყოს !

დავით მიქაძის გამო მივედი მანდ, ლუქსი პალატა მქონდა ყველაზე კარგი რაც იყო მაგ სამშობიარში, ეს ექიმი აყვანილი მყავდა, დილით მივედი 1 წუთიანი შუალედები მქონდა და საღამოს 9 საათისკენ დამეწყო ტკივილები, გაუტკივარებაზე თავიდანვე ნათქვამი მქონდა მაგრამ დიდი ხანი მახვეწნინეს მე ვტიროდი რომ გამიეკთეთ მოვკვდებითქო და ჩემი ქმარი და ოჯახის წევრები ყველანი ეხვეწებოდნენ გაუკეთეთო და ბოლოს გამიკეთეს 1 საათის მერე,ხოდა ბოლოს საშინებელა თურმე სამშობიარო ბლოკში მელოდა, არც სისუფთავეს იცავნდნე და ნუ ბოლოს შედეგი იყო რომ უკან შემაბრუნეს აღმავალი ინფექციით, არც ამ ექიიმა არ მიიღო უშვალოდ ჩემი მშობიარობა როგორც მახსოვს სხვა ქალი მეჯდა biggrin.gif ხოდა ბოლოს ნაკერიც არ დამადო ერთადერთი მხოლოდ იმაში გადავუხადე აღმოჩნდა საბოლოოდ ფული რომ ჩამჭრა ოდნავ biggrin.gif





Posted by: marto 25 Nov 2016, 20:38
ჯერ არ გამიგია ლანცეტზე ვინმეს რამე კარგი ეთქვას

საერთოდ ახლოს არავინ უნდა გაეკაროს მაგ კლინიკას ისეთები მესმის

Posted by: natikuna77 2 Dec 2016, 00:41
me imedis klinikashi vapireb gogoebo maia mchedlidze myavs ayvanili. Sakeisros vapireb . Visac mastan gqoniat shexeba rogor nakers adebs ?

Posted by: სალლი 3 Dec 2016, 01:49
natikuna77
სამმა დაქალმა გაიკეთა მაიასთან
გინდა დამიჯერე გინდა არა სამივე მეორე დღეს ჩცეულებრივ დადიოდაყოველგვარი დისკომფორტის
გარეშე
მეც მაიასთან ვიკეთებ სულ მალე

Posted by: Eilin 3 Dec 2016, 15:26
მირჩიეთ გაგუას კლინიკა როგორია? ღიირს მანდ მშობიარობა? დაწერეთ თქვენი გამოცდილება

Posted by: annaninio 3 Dec 2016, 15:49
Eilin
მე ვიმშობიარე 3კვირის უკან და კმაყოფილი ვარ მთლიანობაში.

Posted by: mashusha 5 Dec 2016, 12:55
ახალი სიცოცხლე ვარგა?


30 ახალშობილი

Posted by: nat_ura 5 Dec 2016, 18:04
მე ვიმშობიარე ახალ სიცოცხლეში, ვარ კმაყოფილი. აყვანილი მყავდა ლია ჯანელიძე. თან გადამყვა. მშობიარობის დროს სულ ჩემთან იყო. ექთნები იყვნენ ძალიან თბილი. ერთი სულ მეფერებოდა მშობიარობის დროს. სისუფთავეა. კარგი პედიატრები იყვნენ. სულ მზად დასახმარებლად, დღეში ათჯერ ვიძხებდი პედიატრიულის ექთნებს. ყოველ დღე მსინჯავდა ლიაც და ალეკოც ( სამეანოს უფროსი). ქმარი ან ვინმე შეგიძლია დაესწროს.
ერთი რაც არ მომეწონა პალატაში უშვებდნენ მნახველებს. თავიდან, რომ ვაჩენდე არც დავფიქრდებოდი ისე მივიდოდი.

* * *
mashusha
ერთადერი რასაც შევცვლიდი ლუქსს ავიღებდი. თან იაფია ლუქსიც
მოგონებებშიც დავწერე. მოკლედ ისეთი კმაყოფილი ვარ, პირველი ჩაჩავაში მყავს გაჩენილი. ისიც არ იყო ცუდი, მარა აქ უფრო ყურადღებით იყვნენ.

Posted by: chuta 6 Dec 2016, 12:13
nat_ura

რა ღირს ლუქსი და ექიმის აყვანა?

Posted by: nat_ura 6 Dec 2016, 18:09
ფიზიოლოგიური 750
ლუქსი 300

ჩემი ექიმის 500

Posted by: chuta 7 Dec 2016, 14:04
სალლი

დათო რატო აღარ აიყვანე, მაია ჯობია?

Posted by: kapela_nino 12 Dec 2016, 14:05
გოგოებო გამარჯობა, იქნებ დამაკვალიანოთ ? ქალთა კონსულტაციაში ვარ აღრიცხვაზე და რა ვადაზე უნდა ავიყვანო ექიმი (გაგუას ვფიქრობ) , ახლა 31 კვირას ვარ.ქალთა კონსულტაციიდან რომ წამოვიღებ საბუთებს მერე თუ როგორ ხდება ვის გაქვთ გამოცდილება? თუ შემიძლია რომელიღაც კვირაზე უკვე მივიდე გაგუასთანაც დავდგე აღრიცხვაზე და მერე წამოვიღო ქალთა კონსულტაციიდან საბუთები . რას მირჩევთ როგორ ჯობია ?

Posted by: pearlgirl 12 Dec 2016, 14:09
kapela_nino
36 კვირაზე გამოგატანენ ქალთა კონსულტაციიდან გაცვლა-გამოცვლის ბარათს და მაგას მიუტან გაგუას, მანამდე შეგიძლია მიხვიდე ისე, აიყვანო ექიმად, ან პირდაპირ 36 კვირის მერე მიხვიდე.

Posted by: kapela_nino 12 Dec 2016, 14:42
pearlgirl
მადლობა . წინ დიდი ამბებია

Posted by: MBB 12 Dec 2016, 20:30
ნოდარ ზალდასტანიშვილთან ვინმეს გაქვთ საკეისრო გაკეთებული? ჰერაშია ეხლა

Posted by: saddasai 14 Dec 2016, 16:08
მოგესალმებით, ინეოს სამშობიაროზე რაინფორმაცია გაქვთ? ვინმემ ხო არ იკშობიარეთ მანდ?პირობები ძალიან მომწონს და მაინტერესებს ექიმი ვინ არის ყველაზე კარგი. და უარყოფითი რაბაქვს კლიიკას ?

Posted by: Nini_B 27 Dec 2016, 17:31
გოგოებო დავარაშვილის კლინიკაში ვინმეს თუ გიმშობიარიათ , რა სიტუაცია დაგხვდათ და რამდენად ყურადღებიანია პერსონალია. გთხოვთ მომწეროთ ძალიან მჭირდება თქვენი გამოცდილება

Posted by: ოჩოპინტრე8 28 Dec 2016, 12:33
Nini_B
მე ვიმშობიარე დავარაშვილის კლინიკაში დავარაშვილთან smile.gif 65- ე გვერდზე მიწერია smile.gif ნახე აბა და თუ დამატებით დაგაინტერესებს რამე , მკითხე რაც გინდა smile.gif

Posted by: Nini_B 4 Jan 2017, 12:28
მადლობა ინფოსთვის :) როგორც მივხვდი ექიმად დავარაშვილი გყავდა აყვანილი ხო? და კიდევ რომელი გაუტკივარება გაიკეთე და ვინ იყო ანესთეზიოლოგი, მადლობა წინასწარ , კარგი ამბების წაკითხვით ვმშვიდდები :)

Posted by: ოჩოპინტრე8 4 Jan 2017, 12:35
Nini_B
კი დავარაშვილი მყავდა smile.gif ეპიდურალური გაუტკივარება გავიკეთე, ანესთეზიოლოგი იყო ალექსანდრე მარგველაშვილი, ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსი ვინც არის, თუმცა ეგ აყვანილი არ მყოლიაsmile.gif მართლა არაფერი არ გამიგია გაუტკივარების გაკეთების დროს, ძალიან კარგად გამიკეთა, არც თვითონ უწვალია smile.gif ბებიაქალი იყო ია შანიძე, ეგ აყვანილი მყავდა, მანამდე მშობელთა სკოლაში დავდიოდით მე და ჩემი მეუღლე და ია იყო ერთ-ერთ გაკვეთილზე, მოგვეწონა უბრალოდ და გადავწყვიტეთ აგვეყვანა, თორემ ისე შეიძლება სხვებიც კარგები არიან smile.gif

Posted by: kapela_nino 4 Jan 2017, 12:36
რომელ სამშობიაროს მირჩევთ ? Dა ექიმს? Gაგუას ვფიქრობ მაგრამ ბოლომდე ვერ ვარ ჩამოყალიბებული.

Posted by: italiashka 4 Jan 2017, 13:07
გამარჯობა გოოგებო smile.gif

რა მაინტერესებს იცით? (ბევრი სხვადასხვა აზირ მოვისმინე ამის შესახებ და იქნებ აქ უფორ დამაკვალიანოთ),
მაქვს დაზღვევა, რომელიც მშობიარობის 800 ლარს ანაზღაურებს, ასევე საყოველთაო დაზღვევა, რომელიც 500 ლარს ანაზღაურებს მშობიარობისთვის. ამეების ერთად გამოყენება შემიძლია, თუ რადგან კერძო დაზღვევა მაქვს, ის 500 ლარი მიუქმდება?

კიდევ, ჯერ ცოტა ადრეა მაგრამ მაინც,

გაგუაში ვინმე რომ დარჩეს ჩემთან (მეუღლე, დედა) ამისთვის აქვს მნიშვნელობა რომელი ტიპის პალატას ავიღებ? ანუ ჩვეულებრივ 1 ადგილიანს თუ ლუქსს?

Posted by: pearlgirl 4 Jan 2017, 14:09
italiashka
QUOTE
ასევე საყოველთაო დაზღვევა, რომელიც 500 ლარს ანაზღაურებს მშობიარობისთვის. ა

დარეკე და გითხრეს რომ ხარ ბაზაში ხო?
თუ კი აგინაზღაურებბს უპრობლემოდ კერძო დაზღვევას დაემატება ეს.
ნაღდად, მე ეგრე ვიმშობიარე 2015ში.

Posted by: italiashka 4 Jan 2017, 14:13
pearlgirl

დავრეკე (დეკემბრის ბოლოს ) და მითხრეს რომ ბაზაში ვარ,
მაგრამ კერძო დაზღვევა ეხლა მიაქტიურდება იანვრიდან,
ანუ ვთქვათ, თებერვალში რომ დავრეკო, და მითხრან რომ ბაზაში ვარ, თავი ქუდში მაქვს ხომ?

Posted by: pearlgirl 4 Jan 2017, 14:15
italiashka
QUOTE
თებერვალში რომ დავრეკო, და მითხრან რომ ბაზაში ვარ, თავი ქუდში მაქვს ხომ?

კი

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 4 Jan 2017, 14:40
italiashka

მეც ისე ვიმშობიარე რომ მქონდა კერძო დაზღვევაც და საყოველთაოც და უპრობლემოდ ამინაზღუარეს ორივემ.

მეტსაც გეტყვი, საყოველთაოს სიაში არ ვიყავი და მშობიარობის წინ სიაში ჩამსვეს იმის მიუხედავად რომ კერძო დაზღვევა მქონდა, ერთადერთი რაც დამჭირდა არის რომ ადრე სადაც ვიყავი დაზღვერული იმის ცნობა მივიტანე რომ იქ აღარ ვარ დაზღვეული და იმ წუთშივე დამამატეს, არაფერი არ გადაუმოწმებიათ - ასე რომ თუ გითხრეს რომ სიაში ხარ, თავი ქუდში გაქვს ნადმვილად smile.gif

Posted by: italiashka 4 Jan 2017, 14:59
QUOTE (mCvanE_shteFsEli_ @ 4 Jan 2017, 14:40 )
italiashka

მეც ისე ვიმშობიარე რომ მქონდა კერძო დაზღვევაც და საყოველთაოც და უპრობლემოდ ამინაზღუარეს ორივემ.

მეტსაც გეტყვი, საყოველთაოს სიაში არ ვიყავი და მშობიარობის წინ სიაში ჩამსვეს იმის მიუხედავად რომ კერძო დაზღვევა მქონდა, ერთადერთი რაც დამჭირდა არის რომ ადრე სადაც ვიყავი დაზღვერული იმის ცნობა მივიტანე რომ იქ აღარ ვარ დაზღვეული და იმ წუთშივე დამამატეს, არაფერი არ გადაუმოწმებიათ - ასე რომ თუ გითხრეს რომ სიაში ხარ, თავი ქუდში გაქვს ნადმვილად smile.gif

love.gif love.gif

როგორ გამახარე ვერ წარმოიდგენ biggrin.gif

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 4 Jan 2017, 15:26
italiashka

მეც აქ მასწავლეს გოგოებმა ეს ხრიკები და კარგად გამომადგა smile.gif

Posted by: narkozeli 4 Jan 2017, 15:51
პაციენტები არაფერ შუაში ხართ რათქმაუნდა,მაგრამ მერე იტყვიან საყოველთაოში ცვლილებები არ არის შესატანიო facepalm.gif მარაზმშია გადასული,სად მიდის ბიუჯეტის ფულები :| კონტროლი-0. ისეთი ხალხი იჩაგრება,ვინც რეალურად არ უნდა იჩაგრებოდეს და ერთ თეთრს ვერ იღებენ მარაზმული ბაზის გამო სახელმწიფოსგან,მაშინ როცა ზოგიერთი ორმაგს იღებს. გადასახედია თავიდან ბოლომდე.


ეხლა კითხვა,გოგოებო ნატა ფირცხალავასთან ვინმეს ხომ არ გიმშობიარიათ ღუდუშაურში? ჩემს დას უწევს საკეისრო 30-ე კვირაზე. (მცირეწყლიანობის გამო)

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 4 Jan 2017, 16:12
narkozeli
QUOTE
პაციენტები არაფერ შუაში ხართ რათქმაუნდა,მაგრამ მერე იტყვიან საყოველთაოში ცვლილებები არ არის შესატანიო  მარაზმშია გადასული,სად მიდის ბიუჯეტის ფულები :| კონტროლი-0. ისეთი ხალხი იჩაგრება,ვინც რეალურად არ უნდა იჩაგრებოდეს და ერთ თეთრს ვერ იღებენ მარაზმული ბაზის გამო სახელმწიფოსგან,მაშინ როცა ზოგიერთი ორმაგს იღებს. გადასახედია თავიდან ბოლომდე.


მეც გეთანხმები, ძაან უაზროდ აქვთ, აქ რომ არ დაეწერათ გოგოებს ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ასე უაზროდ შეიძლება იყოს ეს სქემა აწყობილი, საერთოდ არაფერს არ ამოწმებენ - საერთოდ!!

Posted by: saddasai 4 Jan 2017, 19:41
გამარჯობა გოგოებო, ადრეც ვიკითხე და კიდევ ერთხელ გკითხავთ პინეოს სამშობიაროზე ხო არ გსმენიათ რამე? ან ხო არ იმშობიარეთ ვინმემ? ფოტოები დავათვარიელე და ძალიან მომეწონა, თან წყალში მშობიარიბაც აქვთ. გამიზიარეთ რა თქვენი აზრი რამე თუ იცით

Posted by: girl avenu 5 Jan 2017, 21:50
გამარჯობა გოგოებო, ჩაჩავაში ვის მირჩევთ კარგ მეანს?

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 9 Jan 2017, 00:00
იმედში ვერ მივხვდი მშობიარობა 750 ჯდება თუ 690? ორი სხვადასხვა ფასი მიჩვენა საიტმა

Posted by: KOMBAT 11 Jan 2017, 11:53
saddasai
QUOTE
გამარჯობა გოგოებო, ადრეც ვიკითხე და კიდევ ერთხელ გკითხავთ პინეოს სამშობიაროზე ხო არ გსმენიათ რამე? ან ხო არ იმშობიარეთ ვინმემ? ფოტოები დავათვარიელე და ძალიან მომეწონა, თან წყალში მშობიარიბაც აქვთ. გამიზიარეთ რა თქვენი აზრი რამე თუ იცით



26-ში მივდივარ პინეოში ექოზე და თან უნდა დავათვალიერო.

ჩემმა ექიმმა მითხრა რომ წყალშ მშობიარობა აქვთო მანდ და ძლიან მაინტერესებს ^^

Posted by: blblbl 11 Jan 2017, 12:30
saddasai
მილიონერი ტუ ხარ მიდი smile.gif უბრალოდ რატომ უნდა გადაიხადო უამრავი ფული სამ დღეში როცა სხვაგანც ბევრად კარგი ექიმები არიან და პირობებიც კარგია რავიცი biggrin.gif

Posted by: Future_mom 11 Jan 2017, 23:20
https://scontent-fra3-1.xx.fbcdn.net/v/t1.0-9/fr/cp0/e15/q65/15966276_1215228155229397_3944531566125339494_n.png.jpg?efg=eyJpIjoidCJ9&oh=284de5ca834814a3b3c35cfc42ce033d&oe=590EF35B


ჰერას ახალი ლუქსი ups.gif love.gif

Posted by: anuka2009 11 Jan 2017, 23:44
Future_mom

ეს ლუქსი არის უკვე ამ მდგომარეობაში? ეს რენდერია.

Posted by: Future_mom 11 Jan 2017, 23:54
anuka2009


კიი რემონტი ქონდათ და ეხლა დადეს ეს სურათი, ერთიანიც ძალიან კარგიაა

Posted by: italiashka 12 Jan 2017, 10:21
გოგოებო დავარაშვილის კლინიკაზე რას იტყვით?
ბევრი კარგი მოვისმინე ბოლო 2 დღეში და თქვენ რა აზრის ხართ მაინტერესებს smile.gif

Posted by: Nini_B 12 Jan 2017, 11:12
მეც ძიებაში ვარ , მართალია ჯერ აპრილამდე დრო მაქვს მაგრამ უკვე მეფიქრება sad.gif რატომღაც დავარაშვილის კლინიკაზე ვფიქრობ და დათოს ექიმად აყვანაზე, რაც ფორუმზე წავიკითხვე ყველა კარგად ახასიათებს. მათ ფბ. გვერზე ვიყავი და მესიმპათიურა იქაურობა

Posted by: italiashka 12 Jan 2017, 11:17
Nini_B
მე აპრილამდე კი არა ივნისამდე მაქვს დრო მაგრამ ვერ ვისვენებ წინასწარ თუ არ მექნება განსაზღვრული ყველაფერი biggrin.gif მეც ანალოგიურად, გუშინ ექიმთან რო ვიყავი, პაციენტს ეუბნებოდა ხვალ დავარაშვილის კლინიკაში ვიქნები და იქ მოდიო, რატომღაც შევედი ფბ გვერდზე და ძალიან მესიმპატიურა smile.gif)))

Posted by: KOMBAT 12 Jan 2017, 12:21
italiashka

დავარაშვილი არის ჩემი ფავორიტი :დდ უუუკარგესი კლინიკაა თავის ექიმებიან მომსახურებიანად, უბრალოდ ორმაგი ფასი აქვს. ძაააააალიან ძაააალიან ძვირია sad.gif

ჩემმა დაქალმა იმშობიარა ახლა მანდ საკეისროთი და აი გაგიჟებულია ისეთი კარგიაო :დდ სისუფთავეა და კომფორტი

Posted by: ოჩოპინტრე8 12 Jan 2017, 12:34
italiashka
65 - ე გვერდზე გვიწერია დავარაშვილზე მე და მწვანე შტეფსელს smile.gif) გადახედე აბაა

Posted by: italiashka 12 Jan 2017, 13:02
KOMBAT
აუ სადმე ონლაინ სივრცეში ფასები დევს?
ოჩოპინტრე8
მადლობა, ვნახავ <3

Posted by: KOMBAT 12 Jan 2017, 13:15
italiashka
QUOTE
აუ სადმე ონლაინ სივრცეში ფასები დევს?


- ფიზიოლოგიური მშობიარობა
სტანდარტულ ორკაციან პალატაში – 1170 ლარი
ტყუპი ნაყოფი – 1320 ლარი
ეპიდურული გაუტკივარება – 190 ლარი

- საკეისრო კვეთა
სტანდარტულ ორკაციან პალატაში – 1450 ლარი
ტყუპი ნაყოფი – 1570 ლარი

მგონი არ კოპირდება საიტი

ddc.ge არის მაგ კლინიკის საიტი და ჩამოშალე მომსახურება



http://ddc.ge/service/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/#1464688686635-101c80ba-62a2

Posted by: Tantalia 13 Jan 2017, 08:10
blblbl
პინეოს აქვს ჩვეულებრივი პალატები სადაც ფიზიოლოგიური 650 ლარიდან იწყება. საკეისრობ1080 თუ არ ვცდები. წყალში მშობიარობა პინეო ლაქშერის აქვს ( ლაქშერი განყოფილებისთვის ცალკე მთელი ერთი სართულია დათმობილი). ანუ არჩევანი შენზეა smile.gif 1 თვის წინ გავიკეთე საკეისრო.

Posted by: xatushka 13 Jan 2017, 16:03
narkozeli
ციტა გვიან გოასუხობ, შეიძლება იმშობიარა უკვე. მე ვიმშობიარე ნატასთან, აი 100% შეგიძლიათ ენდოთ, მართლა ძალიან ძლიერია. წარმატებები შენს დაიკოს და ბარტყს

Posted by: saddasai 13 Jan 2017, 17:39
QUOTE (blblbl @ 11 Jan 2017, 12:30 )
saddasai
მილიონერი ტუ ხარ მიდი smile.gif უბრალოდ რატომ უნდა გადაიხადო უამრავი ფული სამ დღეში როცა სხვაგანც ბევრად კარგი ექიმები არიან და პირობებიც კარგია რავიცი biggrin.gif

მილიონერი არა,მაგრამ კომფორტის მოყვარული ვარ. თან პირველი მშობიარობაა და მინდა ყველაფერი იდეალურად იყოს. გარდა ამისა, რაც ვნახე ჩაჩავას ლუქსის აღება და პინეო მგონი იივე ფასი ჯდება. დიდად არ განსხვავდება. smile.gif
* * *
QUOTE (Tantalia @ 13 Jan 2017, 08:10 )
blblbl
პინეოს აქვს ჩვეულებრივი პალატები სადაც ფიზიოლოგიური 650 ლარიდან იწყება. საკეისრობ1080 თუ არ ვცდები. წყალში მშობიარობა პინეო ლაქშერის აქვს ( ლაქშერი განყოფილებისთვის ცალკე მთელი ერთი სართულია დათმობილი). ანუ არჩევანი შენზეა smile.gif 1 თვის წინ გავიკეთე საკეისრო.

ჩვეულებრივი პალატები კოფორტულია? შეგიძლია მითხრა რითი ხარ კმაყოფილი და უკმაყოფილო, ძალიან დამეხმარებაsmile.gif) მე კაცმა მინდა მამშობიაროს, ორჯერ დავესწარი მეგობრის მშობიარობას და ორივეჯერ ქალი იყო, ხოდა ვფიქრბ მეისმეტად უხეშები არიან. პინეოში ვინ ყავთ კაცი მეან ხო არ იცი?
* * *
QUOTE (KOMBAT @ 11 Jan 2017, 11:53 )
saddasai
QUOTE
გამარჯობა გოგოებო, ადრეც ვიკითხე და კიდევ ერთხელ გკითხავთ პინეოს სამშობიაროზე ხო არ გსმენიათ რამე? ან ხო არ იმშობიარეთ ვინმემ? ფოტოები დავათვარიელე და ძალიან მომეწონა, თან წყალში მშობიარიბაც აქვთ. გამიზიარეთ რა თქვენი აზრი რამე თუ იცით



26-ში მივდივარ პინეოში ექოზე და თან უნდა დავათვალიერო.

ჩემმა ექიმმა მითხრა რომ წყალშ მშობიარობა აქვთო მანდ და ძლიან მაინტერესებს ^^

თუ შეძლებ რომ მიხვალ შენი შთაბეჭდილებები გაგვიზიარე smile.gif

Posted by: narkozeli 13 Jan 2017, 21:43
xatushka

დიდი მადლობა,ჯერჯერობით ისევ ღუდუშაურშია,28-ე კვირაში გადადის,იმედია ცოტ-ცოტა წავიწევთ კიდევ წინ და მერე უკვე იმათი იმედი მაქვს.

Posted by: anabanaankabanka 13 Jan 2017, 21:54
saddasai
არ გეწყინოს, მაგრამ გირჩევ კომფორტზე მეტად ექიმა მიაქციო ყურადღება smile.gif ”ვინმე კაც მეანთან” მიხვიდე იმის გამო, რომ
იქ კარგი პალატა აქვთ, არასწორი მგონია.

Posted by: saddasai 13 Jan 2017, 22:49
QUOTE (anabanaankabanka @ 13 Jan 2017, 21:54 )
saddasai
არ გეწყინოს, მაგრამ გირჩევ კომფორტზე მეტად ექიმა მიაქციო ყურადღება smile.gif ”ვინმე კაც მეანთან” მიხვიდე იმის გამო, რომ
იქ კარგი პალატა აქვთ, არასწორი მგონია.

გეთანხმები და მაგიტომ ვიკითხე ვინმეს გამოცდილება ხო არ ჰქონდა, როგორც პალატების კომფორტზე, ასევე მეანის გამოცდილებაზე და პროფესიონალიზმზე. წარმოდგენა არ მაქვს ვინ კარგი მეანია და ვინ არა, ამიტომ თქვენი რჩევების გათვალისწინება მინდა smile.gif

Posted by: _DelgadA_ 15 Jan 2017, 21:05
KOMBAT


ერთ ადგილიანი პალატები არ აქვთ თუ იცი დავარაშვილში?

Posted by: ოჩოპინტრე8 15 Jan 2017, 21:40
_DelgadA_
კი როგორ არაა, აქვთsmile.gif

Posted by: blblbl 15 Jan 2017, 22:20
saddasai
ისე სამშობიაროს მეანით უნდა ეძეწბდე და არა კომფორტით,მეანიც კი არ იცი ვინაა და მარტო იმიტომ გინდა რომ კომფორტია? ჩაჩAვაში ის მაინც იცი,ნუ უნდა იცოდე წესით,რომ ყველა ექიმი ერთმანეთზე უკეთესია smile.gif პინეოს ჩვეულებრივი პალარა ვაფშე სხვაა და ის სხვა

ხო კიდევ ექიმი ქალი იქნება თუ კაცი სიუხეშეს მაგით ვერ განსზღვრავ ეგ ხასიათზეა ადამიანის და არა სქესზე



Posted by: Dancer 16 Jan 2017, 12:52
დავარაშვილის სამშობიაროში ვინც იმშობიარეთ რა ნივთებს გაძლევთ სამშობიარო და რისი წაღება დაგჭირდათ თქვენ ?
საიტზე უწერიათ რომ ჰიგიენის ნივთებს ჩვენ ვაძლევთო და really ?
ხო კიდევ მშობიარობა ინდივიდუალურ ბლოკ-პალატაში ხდება თუ გვერდით კიდევ ვინმე ჩემნაირს უნდა ველოდო ?

Posted by: ოჩოპინტრე8 16 Jan 2017, 13:29
Dancer
ყველა ბლოკ პალატა ინდივიდუალურია smile.gif) არავინ არ იმშობიარებს შენთან ერთად smile.gif ჰიგიენის ნივთებს თვითონ გაძლევენ მართალია smile.gif შენ თუ გინდა მაინც შენი გქონდეს, წაიღებ smile.gif ერთადერთი ჩუსტები არ ვარგა, ერთჯერადია და მალე იხევა და გირჩევ რომ წაიღო, ჩვეულებრივიც და დუშისთვის smile.gif რეალურად მხოლოდ ბავშვის ნივთები უნდა წაიღო smile.gif

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 16 Jan 2017, 15:09
Dancer

მარტო მშობიარობ და კი, ყველანაირ ჰიგიენის ნივთებს გაძლევენ, თუმცა მე პირადად ჩემი საკუთარის წაღება მერჩივნა და ჩემ პერანგში თუ პიჟამოში უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს ვიდრე კლინიკის smile.gif თუმცა ესეც ინდივიდუალურია. ბავშვის ტანსაცმელი შენ უნდა წაიღო

Posted by: saddasai 18 Jan 2017, 21:04
QUOTE (blblbl @ 15 Jan 2017, 22:20 )
saddasai
ისე სამშობიაროს მეანით უნდა ეძეწბდე და არა კომფორტით,მეანიც კი არ იცი ვინაა და მარტო იმიტომ გინდა რომ კომფორტია? ჩაჩAვაში ის მაინც იცი,ნუ უნდა იცოდე წესით,რომ ყველა ექიმი ერთმანეთზე უკეთესია smile.gif პინეოს ჩვეულებრივი პალარა ვაფშე სხვაა და ის სხვა

ხო კიდევ ექიმი ქალი იქნება თუ კაცი სიუხეშეს მაგით ვერ განსზღვრავ ეგ ხასიათზეა ადამიანის და არა სქესზე

ჩაჩავაში დავდიოდი 4 თვე და აღარასოდეს ვაპირებ გავეკარო. საშIნელი მომსახურება აქვთ, მე პირადად ექიმი მყავდა საკმაოდ ცუდი (არ ვამბობს ცუდს მის ცოდნაზე, არ ვიცი) მაგრამ მსგავსი უყურადღებო და უხეში ექიმი არ შEმხვედრია.
შესაძლოა ვცდები, მაგრამ მხოლოდ მეანით ვერ დავკმაყოფილდები. ვცდილობ ორივე მოვძევნო, მეანიც და კომფორტიც. ვინაიდან კომფორტის და მომსახურების ნაკლებობაა ჩვენთან, ამიტომაც ვიკითხე პინეოზე. და მაინტერესებს ყველაფერი, მეანიც, მომსახურეობაც და ა.შ.
რაც შეეხება ქალს და კაც ექიმს, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და რა თქმა უნდა ყველაზე არ ვრცელდება. თუმცა, რასაც ვაკვირდები სამედიცინო სფეროში კაცები მეტად გულისხმიერები არიან (კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ ძAლიან სუბიექტური აზრია და ეს ვიცი)

Posted by: blblbl 18 Jan 2017, 22:18
saddasai
კონსულტაცია სხვაა ჩაჩAვაში და სამშობიაროს ექიმები სხვა,ამით ვერ შეადარებ,თუმცა როცა ცუდი გამოცდილება აგქვს ცოტა რთულია დაბრუნება გეთანხმები

Posted by: nikala_papa 19 Jan 2017, 08:09
იმედის სამშობიარო სახლი (დიდ დიღომში ) რას იტყვით მის შესახებ? რა აზრის ხართ??

და ზოგადად ბევრი ყურადღება სჭირდება (ანუ სავალდებულოა ყოველ თვე ანალიზების აღება ორსულისთვის ) და კიდე რას საჭიროებს ყურადღების მიზნით??

Posted by: kozeta123 19 Jan 2017, 13:55
გამარჯობა ველოდები პირველ შვილს მშობიარობას ვაპირებ დათო ლანდიასთან გავესაუბრე და ძალიან კმაყოფილი ვარ ასეთი ყურადღებიანი და თბილი ექიმი არ შემხვედრია და თქვენი აზრიც მაინტერესებს

Posted by: italiashka 19 Jan 2017, 14:01
QUOTE (nikala_papa @ 19 Jan 2017, 08:09 )
იმედის სამშობიარო სახლი (დიდ დიღომში ) რას იტყვით მის შესახებ? რა აზრის ხართ??

და ზოგადად ბევრი ყურადღება სჭირდება (ანუ სავალდებულოა ყოველ თვე ანალიზების აღება ორსულისთვის ) და კიდე რას საჭიროებს ყურადღების მიზნით??

იმედის სამშობიაროზე მეც მაინტერესებს ინფორმაცია,

მეორე კითხვას რაც შეეხება, ორსული აუცილებლად უნდა მივიდეს ექოთი უნდა მოხდეს ორსულობის დადასტურება და რომ ნაყოფი ნამდვილად საშვილოსნოშია მიმაგრებული. ამის შემდეგ 12 კვირამდე ვადაზე უნდა დადგეს აღრიცხვაზე, მივიდეს გინეკოლოგთან, დანარჩენს ის დაგაკვალიანებთ yes.gif

Posted by: Taxvunia 19 Jan 2017, 14:15
გოგოებო გაგუაზე თუ გაინტერესებთ მე ვიმშობიარე ორი თვის წინ მზად ვარ კითხვებზე პასუხოს გასაცემად

Posted by: kozeta123 19 Jan 2017, 16:46
საპატრიარქოს სამშობიაროზე რას მეტყვით უფრო კონკრეტულად დათო ლანდიაზე პირობებს არ დავეძებ ექიმი იყოს კარგი smile.gif არა რა თქმა უნრა დათოს ვენდობი თან მთელი ოჯახი მაგან გაგვაჩინა თუმცა თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს

Posted by: blblbl 19 Jan 2017, 19:42
kozeta123
კარგი ჯერ არავისგან არ გამიგია მაგ სამშობიაროზე :\\\ პლიუს პირობებს ნამდვილად უნდა აქცევდე ყურადღებას რადგან საჭიროა,არც ეგ ექიმი გამიგია,თუმცა მასზე ბევრად კარგებიც არიან დარწმუნებული ვარ,მის გამო რომ არ მიხვიდე მანდ,რავიცი მე პირადად არცერთშემთხვევაში არ წავიდოდი,სულ რომ ნათესავი მუშაობდეს

Posted by: italiashka 19 Jan 2017, 20:46
Taxvunia
მე მაინტერესებს გაგუაზე ყველაფერი,
რომელ პალატაში იყავი? ფიზიოლოგიურად გააჩინე თუ საკეისრო?
ღამე ტოვებენ ვინმეს? ქმარი მინდა რომ დარჩეს
რა გქონდა წაღებული? მოყევი ყველაფერი რა smile.gif

Posted by: Taxvunia 19 Jan 2017, 22:10
ესეგი გაგუაში ვიყავი ერთადგილიან პალატაში სადაც შეგიძლია დაიტოვო ერთი ადამიანიც. აყვანილი მყავდა პაატა მახარაშვილი და აი ძაან კმაყოფილი ვარ ყურადღებიანი და ნამდვილად პროფესიონალი ექიმია მითუმეტეს რაღაც გაუთვალისწინებელმა სირთულეებმაც იჩინა თავი მშობიარობის დროს.ვიმშობიარე ფიზიოლოგიურად გაუტკივარებით საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა . რაც შეეხება პირობები არის ნორმალური სისუფთავის მხრივ.კვება კარგი აქვთ ნამდვილად და ყურადღებაც იყო.საბოლოო ჯამში არ ვარ უკმაყოფილო.მშობიარობამდე გადავქექე მთელი ფორუმი და ზოგი უკმაყოფილო იყო გაგუასი და მეშინოდა ცოტა მაგ მხრივ მაგრამ მე ნამდვილად კმაყოფილი ვარ.
* * *
წასაღები ნივთები: იქ გახვედრებენ პამპერსს და ჰიგიენურ საფენებს შენთვის,ეგ შეგიძლია არ წაიღო.დანარჩენი ხალათი პერანგი პირადი ჰიგიენის ნივთები და ბავშვისთვის ტანსაცმელი . პერანგი უკეთესია ორი წაიღო ერთი მშობიარობის დროს რომ ჩაიცვა მე ერტი მქონდა და მშობიარობის დროს მოვიხოვე მოეცათ პერანგი . თუ დაგჭირდა მოგიტანენ მაგაზე არაა პრობლემა

Posted by: tin10nio 20 Jan 2017, 00:15
Taxvunia
მე მაინტერესებდა ,ფასების გამო მაწყობს გაგუა მაგრამ ,ბევრრი არ აქებდა. რა დაგიჯდა თუ შეგიძლია რომ მითხრა ერთ ადგილიანი ? და ორიანის ფასიც ხომ არ იციი ? ყურადღებიანია ექიმი ?
აყვანის შემდეგ ,მაგაზე ვდარდობ არ მიმაგდოს :/

რამდენ დღეში გამოგწერეს ? სასადილოში გადიოდით თვითონ ?
მეორეა და ისე ვნერვიულობ. პირველი როგორ დარჩება სახლშიი sad.gif ეპიდულსრულით გაიკეთე ალბათ ?
მე ვფიქრობ ნარკოზით გავვიკეთო.

Posted by: anabanaankabanka 20 Jan 2017, 00:26
მე გავიკეთე საკეისრო გაგუასთან ნოემბერში. თვითონ დათო გაგუასი ვარ იმდენად კმაყოფილი, სულ
რომ პირველყოფილი პირობები იყოს მაინც ავიტანდი 3 დღე როგორმე. თუმცა აუტანელი არაფერი იყო. ვერ ვიტყვი რომ 5 ვარსკვლავიანი რემონტია, მაგრამ სისუფთავე იყო ნამდვოლად. საჭმელი მშვენიერი, 3ჯერადი, პალატაში მოქონდათ. მე ლუქსში ვიწექი და თითო მნახველს უშვებდნენ ნებისმიერ დროს. პედიატრი ნახულობდა ბავშვს ყოველდღე. ბავშვთა ექთნები ვერ ვიტყვი ოთახში მივარდებოდნენ და მეხვეწებოდნენ მოგეხმარებიო, მაგრამ ნუ არაუშავდათ. რაც ჩემთვის მთავარია ანესთეზიოლოგით და გაგუათი ვარ ძალიან, ძალიან კმაყოფილი (ნარკოზით როგორც ვიცი უარს ამბობს გაგუა). ხო და კიდევ როგორც ვიცი მალე ახალ შენობაში გადადის , მესამე ბავDვზე იქ დამიბარა smile.gif

Posted by: marto 20 Jan 2017, 00:30


ჯანმრთელობის სახლის ფასები ხომ არ იცით ვინმემ? ინტერნეტში ვერსად მივაკვლიე მაგათ ფასებზე ინფოს

Posted by: mziako 20 Jan 2017, 01:05
nikala_papa
ძალიან კარგი სამშობიაროა მანდ ლიკა ლუაშვილს და კობეშავიძეს აქებენ. კი თვეში ერთხელ მაინც ჭირდება ვიზიტი ორსულს და 4 ან 5 ეხოსკოპია, თუ რამე არ აწუხებს არის სავალდებულო ანალიზები რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და იმის გარდა შეიძლება დასჭირდეს ანალიზები ჩიყვის, პროთრომბინი, შაქარი და ა.შ

Posted by: IFFY 20 Jan 2017, 11:22
Taxvunia
პირველი ჰერაში გავაჩინე და არაფერი შემატანინეს ჩუსტების გარდა. ერთჯერადი პერანგი, ზეწრები, პაკეტ-საფენები, ბავშვის ტანსაცმელი, ბოთლიც კი... ყველაფერი იქ ქონდათ. მე კი ჩემი მივიტანე მერე, მაგრამ თავიდან პირველადად არაფერი დამჭირვებია. კომფორტია მოულოდნელად რომ გიწევს სამშობიაროში გაქცევა.
ეხლა გაგუაში ვაპირებ და ესეიგი ჩანთით ვიარო ჯობია ხო? biggrin.gif biggrin.gif
* * *
tin10nio
ამ ლინკზეა ფასები და წინასწარ შეათანხმებ.
http://gaguaclinic.ge/index.php?id_pages=3

Posted by: Dreamer_ta 20 Jan 2017, 11:26
marto
საკეისრო კვეთა 1665 ლ ღირს + 300 ლარამდე ანალიზები. ბატონი ამირანის აყვანა ცალკე არ გჭირდებათ. ფიზიოლოგიური მშობიარობა 1550ლ ღირს, ასევე მოქმედებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევაც

ეს მომწერეს , ფბზე ვკითხე smile.gif

Posted by: Taxvunia 20 Jan 2017, 11:35
Tin10nio
სულ თუ სწორად მახსოვს 1350 დაჯდა, სადაღღვევომ გადაიხადა .280 ექიმი,150 ეპიდურალური გაუტკივარება. მესამე დღეს გამომწერეს მე. ექიმის აყვანა და ორადგილიანი 1050 ჯდებოდა როგორც მახსოვს. რაც შეეხება ექიმს სხვა არ ვიცი მაგრამ თვითონ პაატა როგორც თავის პაციენტს ყოველდღე შემოდიოდა დულოთ და მეკითხებოდა როგორ ვიყავით მე და ბავშვი. თვითონ გაგიაც დადის დილაობოთ პაციენტებთან ხანდახან. ნუ მე რაც ვიყავი იმ დღეებში ერთ დილით იყო მარტო.მეც ნოემბერში ვიმშობიარე და ექთნებზე მართლა მასეა ოთახში არ შემოგივარდებჯან მაგრამ რასაც მოითხოვ ყველაფერს აკეთებენ მე ღამეც დავუტოვე ბავშვი ცოტა ხნით უძილო რომ ვიყავი. ახალ შენობაში როგორცგავიგე თებერვალში გადადიან და ბევრად უკეთესი რემონტი ექნებათ.მაგრამ მთავარი ჩემთვისაც მეანი იყო და ის რომ ყველაფერს კარგად ჩაევლო.

Posted by: tin10nio 20 Jan 2017, 11:35
anabanaankabanka
დაზღვევა რამდენს აფინანსებს ხომ არ იცი ? საყოველთაო.
* * *
Taxvunia
მადლობააsmile.gif
მე ივლისში მიწევს და დიდად რომ ვთქვა მაღელვებს შენობა არ ,მთავარია ექიმი იყოს გამოცდილი. მეშინია ძალიან პირველი მშობიარობა საშინელი მქონდა.მაგრამ გაგუა თუ ნარკოზს არ აკეთებს მემგონი სხვაგან წავალ sad.gif
მინდა რომ მივიდე დავიძინო და გავიღვიძო ,საერთოდ გაგონება არ მინდა იქ პროცედურების sad.gif

Posted by: Taxvunia 20 Jan 2017, 11:41
მეც დიდი ჩანთით მივედი lol.gif თეთრეული აქვთ თავისი მაგის წაღებაც არ გინდათ. საყოველთაო 500 ბუნებრივზე და საკეისროზე 800 აფინანსებს. მე არ მაქვს საყოველთაო და კერძომ დამიფინანსა მთლიანად.

Posted by: IFFY 20 Jan 2017, 11:56
Taxvunia
საყოველთაო ყველას არ აქვს წესით? უი, ეგეც უნდა გავარკვიო sad.gif რამდენი დეტალია
* * *
მქონია საყოველთაო დაზღვევა. მინიმალური პაკეტია, მაგრამ მშობიარობას ჩვეულებრივ აფინანსებს 500 ლარით.

Posted by: Taxvunia 20 Jan 2017, 12:09
ხოო არ მაქვს,კერძო რომ მქონდა აღარ ჩამსვევს საყოველთაოში ესე ამიხსნეს biggrin.gif lol.gif

Posted by: nikala_papa 20 Jan 2017, 12:44
QUOTE (Taxvunia @ 20 Jan 2017, 10:41 )
მეც დიდი ჩანთით მივედი lol.gif თეთრეული აქვთ თავისი მაგის წაღებაც არ გინდათ. საყოველთაო 500 ბუნებრივზე და საკეისროზე 800 აფინანსებს. მე არ მაქვს საყოველთაო და კერძომ დამიფინანსა მთლიანად.

სად სად იქნებ გთხოვთ დაწეროთ კლინიკები და სამშობიარო სახლები მარტო ფასებით ვერ გაბიგებთ

Posted by: fixyou1 20 Jan 2017, 14:04
tin10nio
მეც გამოცდილი მეანის მიხედვით ვარჩევ სამშობიაროს, გაგუას და დარახველიძეს ვფიქრობ, მაგრამ
ჩაჩავა არაა იმედი ლ ის პროვაიდერი და ეგ როგორ იქნება ვერ ვხდები, ჯერ მე
უნდა გადავიხადოდ ამერე ამინაზღაურებენ?
ჰერა პროვაიდერიაა მაგრამ მანდ მეანია რ ვიცი ვინაა თქვენ თუ გქონიათ შეხება, ვის გაუწევდით რეკომენდაციას?

Posted by: pearlgirl 20 Jan 2017, 14:22
fixyou1
ჰერაში სოსო და ნოდარი ორივე ძლიერია.

Posted by: anuka2009 20 Jan 2017, 16:40
fixyou1
მშობიარე რომ შედის ჩაჩავას პსუხისმგებწი პირი რეკავს იმედი ლ ში და ტოვებს შეტყობინებას , რომ შემოსულია მშობუარე, აწერინებს საპასპორტო მონაცემებს და პირად ნომერს. იქედან ისინი აძლებენ დასტურს თანხაზე თუ რამდენით გეკუთვნის დაფინანსება. იხდი დარჩენილ თანხას და არა მთლიანად. ასეთია პროცწდურა.

Posted by: nikala_papa 20 Jan 2017, 18:33
QUOTE (anuka2009 @ 20 Jan 2017, 15:40 )
fixyou1
მშობიარე რომ შედის ჩაჩავას პსუხისმგებწი პირი რეკავს იმედი ლ ში და ტოვებს შეტყობინებას , რომ შემოსულია მშობუარე, აწერინებს საპასპორტო მონაცემებს და პირად ნომერს. იქედან ისინი აძლებენ დასტურს თანხაზე თუ რამდენით გეკუთვნის დაფინანსება. იხდი დარჩენილ თანხას და არა მთლიანად. ასეთია პროცწდურა.

ყველა სამშობიარეში ეგრა და ყველა დაზღვევას აფინანსებენ სახელმწიფო დაზღევაც აფინანსებს

Posted by: fixyou1 20 Jan 2017, 22:05
anuka2009
nikala_papa
აჰა მე ვიფიქრე რადგან პროვაიდერები არ არიან ნე უნდა გადავიხადო ჯერთქო.. მე საყოველთაოც მაქვს და ჯერ კერძო გადაიხდის ახალი წესის მიხედვით და დარჩენილს სახემწიფო დაამატებს ხო ასეაა??

Posted by: anabanaankabanka 20 Jan 2017, 23:20
fixyou1
სახწლმწიფო გადაიხდის მთლიანად 500 ფიზიოლოგიურზე და 800 საკეისროზე, დარჩენილს კერძო.
უი ახალი წესიო გიწერია და ეგ არ ვიცი, მე ნოემბერში გავაჩინე და ასე იყო

Posted by: anuka2009 21 Jan 2017, 00:16
fixyou1
აუცილევლად დაურელე სადაზღვევოსაც და კითხე. ძალიან ბევრი რამ იცვლება და მზად
რომ იყო.

Posted by: Future_mom 22 Jan 2017, 18:28

გოგოებო დახმარება მჭირდება თუ არ დაგეზარებაათ, ჰერა მაქვს გადაწყვეტილი და ფიზიოლოგიურის შემთხვევაში ყველა ვარიანტში ნოდარი. მაგრამ ბოლოს განვითარებული მოვლენებით მგონი საკეისრო მიწევს, და ამ შემთხვევაში ვის მირჩევთ? სოსო თუ ნოდარი? ფორუმზე სულ კაი ნაკერი კაი ნაკერი მესმის და ვისი ნაკერი ჯობია ხო არ იციით? biggrin.gif ორივე რომ პროფესიონალია ვიციი <3

Posted by: პატრიცია 22 Jan 2017, 21:36
Future_mom
მე სოსომ გამიკეტა და კმაყოფილი ვარ, თუმცა ნოდარზე იმდენი კარგი მესმის და იქ ყოფნისასაც ისე კარგი შდაბეწდილება დატოვა,მეორეზე ნოდარტან გავიკეტებ,ალბატ დაწერენ ნოდარის ნაკეისრალებიც....მეც მაინტერესებს საკეისროს ამბავში როგორია....

Posted by: fixyou1 22 Jan 2017, 21:43
anuka2009
კი გავარკვევ აუცილებლად, თან იმედი ლთან ცუდი გამოცილება მაქვს წარსულში smile.gif

დავარაშვილის კლინიკაზე რა გსმენიათ?

Posted by: Future_mom 22 Jan 2017, 21:53
პატრიცია


ხოო ნოდარიზე ყველა იმას ამბობს რო ყურადღეიანია ყველასთან, რთული მშობიარობაა თუ არა. და აი ნაკერზე და საკეისროზე არაფერი განსაკუთრებული არ წამიკითხავს ჯეერ sad.gif

Posted by: .ნინო 23 Jan 2017, 07:09
fixyou1
იმედი ლ დარეკო ჯობია და გაარკვიო. არაპროვაიდერში მე მარტო 800 ლარი ამინაზღაურეს საკეისროზე, დანარჩენი მე გადავიხადე, არადა ბარათზე 2000 ლარი ეწერა მშობიარობის ლიმიტი, მაგრამ ეგ თანხა მხოლოდ პროვაიდერში ანაზღაურდებაო :-(

თუმცა გააჩნია შენ რა პაკეტი გაქვს. მე სამსახურიდან მაქვს და საკმაოდ ბანძი პაკეტია.

Posted by: fixyou1 23 Jan 2017, 11:48
.ნინო
მოკლედ როგორც აწყობთ ისე აკეთებენ, მეც სამსახურის ვარსკვლავიანი დაზღვევა მაქვს.. გავარკვევ მაგას აუცილებლად, კარგია რომ დაწერე

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 25 Jan 2017, 19:17
მშობიარობის ლიმიტის გასწვრივ თუ 100% წერია მაშინ არაპროვაიდერშიც სრულად ანაზღაურდებაო მითხრეს. უბრალოდ ხელზე იხდი მერე ჩეკი მოგაქვს სადაზღვევოშიო

Posted by: chixuaxua 28 Jan 2017, 20:18
გოგოებო
ჯან. სახლში ვის გაგიჩენიათ ქორიძესთან ფიზიოლოგიურად?

Posted by: wkna 30 Jan 2017, 11:01
chixuaxua

ჩემმა ნათესავმა გაიკეთა მანდ საკეისრო და ძალიან კმაყოფილია ქორიძისაც და სამშობიაროსიც

Posted by: marg0 30 Jan 2017, 13:23
chixuaxua

მე გავაჩინე მანდ ფიზილოგიურად თითქმის 2 წლის წინ და ძალიან ძალიან ძალიან კმაყოფილი ვარ.

Posted by: chixuaxua 31 Jan 2017, 20:32
wkna
marg0
მადლობა jump.gif
ფასები ხომ არ შეგიძლიათ მითხრათ? ფიზიოლოგიური რა ჯდება, გაუტკივრებით და ქორიძით

Posted by: Ninito_ 31 Jan 2017, 20:39
chixuaxua
ქორიძის აყვანას ცალკე ფასი არ აქვს, ისევე როგორც პალატას
1550 +150 გაუტკივარება, მერე თუ არ შეიცვალა რამე

Posted by: chixuaxua 31 Jan 2017, 20:43
Ninito_
და ცალკე პალატაა ხო ერთკაციანი?
ღამე დარჩენა შეიძლება ვინმესი?

Posted by: Ninito_ 31 Jan 2017, 20:48
chixuaxua
ღამე დარჩენა არა და არც დაგჭირდება მართლა
ხო ყველა პალატა ერთადგილიანია

Posted by: Neno_ 31 Jan 2017, 20:56
chixuaxua
აუცილებლად შესასვლელის თავზე რომ ოთახებია, იქიდან აირჩიე - მოითხოვე, თუ შესაძლებელია biggrin.gif

კარგი პირობებია ნამდვილად, მეტი რაღა საჭიროა, ვერ წარმომიდგენია, თან ფასიც მისაღებია, სხვა სამშობიაროებიდან როგორ ვხვდები..


ისე კი, ქორიძე მგონი საერთოდ არ ნახულობს პაციენტებს ოპერაციის მერე biggrin.gif შეიძლება არცაა საჭირო, მარა მაინც ოპერაციაა და დიდი ამბავი, ჩამოიაროს - მოგვიკითხოს biggrin.gif თითქოს წერდნენ აქ გოგოები, რომ სხვაგან მოინახულეს მეანებმა?



Posted by: Ninito_ 31 Jan 2017, 21:01
Neno_
მე მნახა ორივეზე, ოპერაციის მეორე დღეს, მომიკითხა და წავიდა biggrin.gif

Posted by: Neno_ 31 Jan 2017, 21:02
Ninito_
QUOTE
მე მნახა ორივეზე, ოპერაციის მეორე დღეს, მომიკითხა და წავიდა

არ გადამრიო!

უყურე შენ?!

ნეტა ჩემს დროს თუ ნახა ვინმე, თუ მე დამჩაგრა? თვალი აღარ მომიკრავს ოპერაციის მერე, ოპერაციისასაც პირბადით იყო, ერთხელ რომ არ შევხვდროდი საკეისროს მოლაპარაკებაზე, ვერც ვიცნობდი ადამიანს სახეზე gigi.gif

Posted by: chixuaxua 31 Jan 2017, 21:03
Neno_
მე არ ვიკეთებ ოპერაციას, ფიზიოლოგიურად ვაჩენ (იმედია biggrin.gif) და ერთხელ მაინც დამხედოს biggrin.gif ეგ ოთახები სხვებს ჯობია?

Posted by: Ninito_ 31 Jan 2017, 21:05
Neno_
მერე აღარ შემოსულა, მაგრამ სხვები მაქცევდნენ ყურადღებას

Posted by: Neno_ 31 Jan 2017, 21:06
chixuaxua
QUOTE
მე არ ვიკეთებ ოპერაციას, ფიზიოლოგიურად ვაჩენ (იმედია biggrin.gif) და ერთხელ მაინც დამხედოს

მე ოპერაციაგანაკეთებს არ დამხედა და? biggrin.gif

QUOTE
ეგ ოთახები სხვებს ჯობია?

სავარაუდოდ, ბევრად სიწყნარეა და ღამე ძილი ყველაზე მნიშვნელოვანია მანდ ყოფნისას! თან ბალღი გაჰყავთ დილის 6-მდე და პოლნი კაიფია - უნდა მოდუნდე და ისიამოვნო biggrin.gif

საპირისპირო მხარის, ანუ უკანა გზისპირა ოთახი თუ შეგხვდა, მოგკლამს ტრაფიკის ხმა! თან ბენზინგასამართი სადგურია იქვე, თან მატარებლის ლიანდაგები და მოკლედ, არ გინდა no.gif

თუმცა, ეხლა ზამთარია და შეიძლება ფანჯრის გაღება არ დაგჭირდეს და შედარებით ჩაიხშობა ხმა, მარა მაინც ძალიან საშინელია, დამიჯერე biggrin.gif

თუ დატვირთული ქუჩის თავზე ცხოვრებას ხარ მიჩვეული, შეიძლება ვერც შენიშნო ისე biggrin.gif

Posted by: chixuaxua 31 Jan 2017, 21:09
Neno_
მაგაზე არ მიფიქრია biggrin.gif თუ თავისუფალი იქნება შევალ წყნარ ოთახებში biggrin.gif

Posted by: nino_sh 2 Feb 2017, 10:24
Neno_
Ninito_
მე არ ვუნახივარ

Posted by: chixuaxua 2 Feb 2017, 11:06
ქორიძე როგორია მშობიარობის დროს? მკაცრი და უხეში ხო არაა?
ვახ ძაან მერიდება ამ მამისტოლა კაცთან აპლაკვა givi.gif

Posted by: pearlgirl 2 Feb 2017, 11:09
chixuaxua
QUOTE
ვახ ძაან მერიდება ამ მამისტოლა კაცთან აპლაკვა

იმ მოცემულ მომენტში ეს თუ ვინმეს მოსვლია თავში რა ვიცი... smile.gif)))) ოღონდ დასრულდეს მშობიარობა და 100 კაცი იდგეს თუ გინდა smile.gif))))

Posted by: chixuaxua 2 Feb 2017, 11:19
pearlgirl
მანამდე ხო უნდა გაგსინჯოს გეგმიურად კაცო, სანამ ამბები დაიწყება biggrin.gif

Posted by: addicted 8 Feb 2017, 17:49
chixuaxua
ქორიძესთან ქმრის ამბავი ისევ ძველებურადაა ხო? არ უშვებს biggrin.gif




აუ, ვერაფერი მოვიფიქრე მე, სახლში გავაცენ მგონი sad.gif

Posted by: chixuaxua 10 Feb 2017, 08:16
addicted
სად არ უშვებს კაცო wow.gif მშობიარობაზე?

Posted by: blblbl 10 Feb 2017, 11:33
addicted
პაატა აღარ გინდა? biggrin.gif არა არ ასწრებს ქორიძე

Posted by: SRB100 13 Feb 2017, 17:10
გოგოებო, ჰერა როგორი სამშობიაროა?
დაზღვევით პროვაიდერები არიან ჰერა და ემბრიო, თან საკეისროს კანდიდატი ვარ და გაუწევდით რეკომენდაციას?

Posted by: tweety86 13 Feb 2017, 17:13
SRB100
კარგია ჰერა
ჩემი რძალი იკეთებს მარტის დასაწყისში მეორე საკეისროს სოსო ღოღობერიძესთან

მე მამშობიარა მაგან და კარგია. საკმაოდ იოლი მშობიარობა მქონდა

რატომ ხარ საკეისროს კანდიდატი? ჯერ რა იცი wink.gif


Posted by: pearlgirl 13 Feb 2017, 17:13
SRB100
QUOTE
ჰერა

კარგია თავისი სოსოთი და ნოდარითი. თან წელს უკვე გარემონტებულ-განახლებულია. იქვე აქვთ ბავშვთა რეანიმაციაც, ნურავის ნუ დაჭირვებოდეს მაგრამ მაინც.

Posted by: SRB100 13 Feb 2017, 17:23
tweety86
ახლომხედველი ვარ, დაბალი მინუსი მაქვს, მაგრამ თხელი ბადურები და ჭინთვების დროს შეიძლება ძალიან დაგაკლდესო ოფთალმოლოგმა და საკეისრო შეიძლება დაგჭირდესო.
ეხლა ჩავიტარებ ბადურების კვლევას და დაადგენენ ზუსტად.

მეც ბევრი კარგი მსმენია ჰერაზე, მაგრამ ამ ფორუმზე მაინც ყოველთვის კომპეტენტურ აზრებს ვკითხულობ ხოლმე და დავაზუსტე smile.gif

მადლობაა..

Posted by: tweety86 13 Feb 2017, 17:25
SRB100
გასაგებია

ჰერაში ასევე აქებენ ზალდასტანიშვილს pearlgirl იგივე დაწერა

Posted by: kettamik1 14 Feb 2017, 10:08
მოგესალმებით, გაგაცნიბთ სამშობიარო სახლ ,,ახალ სიცოცხლეს'' გაეცანით ჩვენს სიახლეებს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ ონლაინ ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 05 99 00 ან 2 500 700 (5801) (5802)

სამშობიარო სახლი ,,ახალი სიცოცხლე’’ გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას !

love.gif

https://www.facebook.com/akhalisicockhle/

Posted by: kettamik1 16 Feb 2017, 12:15
მოგესალმებით,გაგაცნობთ სამშობიარო სახლ ,, ახალ სიცოცხლეს'' !

გაეცანით ჩვენს სიახლეებს და პირობებს !

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ ონლაინ ან დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00 ან 2 500 700 (5801) (5802)

https://www.facebook.com/akhalisicockhle/

Posted by: addicted 22 Feb 2017, 16:00
blblbl
გოგო რას დაემსგავსა გაგუას კლინიკა, აი პრახადნოი დვორი გახდა. 2000 ლარი გადავიხადო და მანდ ვიმშობიარო, პარდონ, არ მინდა biggrin.gif ახალ შენობას თუ დროზე გახსნიან, ვიფიქრებ smile.gif))

tweety86
მომსახურე პერსონალზე რას იტყვით? ნოდარი მომწონს ძალიან, მაგრამ პერსონალი არ მიქეს. დაგაგლეჯენ ნერვებსო, მე კიდევ უნდა ამოვსხა მერე ოფოფები და მეზარება გამიშვი დამიჭირე biggrin.gif

Posted by: MELO_MELO 22 Feb 2017, 16:22
addicted
QUOTE
მაგრამ პერსონალი არ მიქეს.

სად, ჰერაში? spy.gif

Posted by: anuka2009 22 Feb 2017, 16:27
addicted
უახლს ამბებს გეტყვი smile.gif ანესთეზიოლოგი ყავთ უმაგრესი წერეთელი. პალატებზე ვიცი რომ ერთ მხარეს სადაც მზე ადგას არის არანორმალური სიცხე და მეორე მხარეს სიგრილე. smile.gif პერსონალზე არ უთქვამს არაფერი ცუდი. ერთი ის თქვა რომ მძინარე ქალთან შემორბოდნენ რამე ხომ არ გინდა გაღვიძებით და ეს არ მოეწონა biggrin.gif

Posted by: KOMBAT 22 Feb 2017, 19:09
გოგოებო, პინეოში ვინმეს რამე გამოცდილება გქონიათ?

Posted by: ninia84 23 Feb 2017, 12:42
SRB100
ემბრიოში გავიკეთე 2 საკეისრო ფალავანდიშვილთან, ოღონდ ბოლო 4 წლის წინ იყოsmile.gif) მაშინ ორივეზე ძალიან კმაყოფილი ვიყავი და ეხლა რა ხდება, სიმართლე გითხრა, არ ვიცი

Posted by: Ia-forumze 25 Feb 2017, 20:46
addicted
არც მე აღარ დავბრუნდი გაგუაში
ჩემ დროს სულ სხვა სიტუაცია იყო
და ძაან კმაყოფილი ვიყავი მაშინ.


მეორე ჩაჩავაში გავაჩინე, დარახველიძესთან
ლუქსი მქონდა აღებული, ინდ, სამშობიარო ბლოკში ვიყავი.
კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით....

ზურა, პირობები, ექთნები, დამოკიდებულება,
ყველაფერი იყო 5-იანზე

Posted by: happy-go-lucky 25 Feb 2017, 21:35
Ia-forumze
ცა და დედამიწა გაგუა და ჩაცავა.
მე ვიმშობიარე ცაცავაში და რამოდენიმე თვეში ტავზე მდგომი ვიყტავი გაგუაში. საოპერაციო კი არ,ა რა იყო არ ვიცი, ფართო, სიტუაცია. გარემო. გასვლა გამოვლა. რო ამხსენდება მე რომ შემიყვანეს საოპერაციოში ის გარემო, და გაგაუს საიპერაციო, არ აი ვიცი რაა. ღია კარები მიდი მოდიან ეთნები, ჰაი ჰუი, და მოკელდ რა :/
ისე ჰერა უარესიაო ეგრე ამბობენ და წარმომიდგენია რა არის biggrin.gif ვითომ გაგუა გაცილებიტ მაგარი ფართი დ აპირობებიაო ვიდრე გაგუაო))

Posted by: chixuaxua 25 Feb 2017, 23:00
ესე იგი, გადავიკითხე მთელი 74 გვერდი და ასე მგონია ყველა სამშობიაროში ვარ ნამყოფი biggrin.gif

მე თავად ჯანმრთელობის სახლი გადავწყვიტე, ფიზიოლოგიური ამირანთან smile.gif
დღეს ვიყავი პირველად მისული და მოკვდავი კითხვების დასმა დამავიწყდა

მაგალითად, რისი წაღება დამჭირდება ჩემთვის, პერანგი ტრალი ვალი ეგეთები
ბავშვის ტანსაცმელი უნდა წავიღო ხო?

გაუტკივარებაზე წინასწარ უნდა შევუთანხმდე? რომ გავაჩენ მერე ვიხდი თუ მანამდე?

Posted by: .ნინო 25 Feb 2017, 23:51
chixuaxua
ქორიძესთან გავიკეთე საკეისრო. აი სასტუმროში მეგონა თავი, ისე მივლიდნენ.

რომ მივედი თავიანთი, გასტერილებული ხალათი ჩამაცვეს და იმის მიუხედავად, რომ ბავშვისთვის ყველაფერი წაღებული მქონდა, მასაც თავიანთი ტანსაცმელი ჩააცვეს. მეორე დღიდან უკვე მეც და ბავშვსაც ჩემი მიტანილები გვეცვა.

პაკეტები შემოიტანეს, მაგრამ ცოტა იყო. ჩემი რომ არ მქონოდა, არ მეყოფოდა...

მოკლედ ყველაფერი აქვთ პირველი დღისთვის. ამიტომ არ ინერვიულო, თუ რამე გამოგრჩება, მეორე დღეს მიატანინებ შენებს.

ხო, კიდევ, ძალიან კარგი მენიუ ჰქონდათ... მაგრამ მე პირადად არ მყოფნიდა :-) დედაჩემს მაწონი მოჰქონდა ხოლმე და ღამე ჩუმად ვჭამდი :-D.

კიდევ ერთი-საშინლად მეზარებოდა დერეფანში გასვლა წყლის დასალევად, ამიტომ გირჩევ თავიდანვე წაიღო ბოთლით. როგორც კი ძუძუს ჩაიდებდა ბავშვი, ეგრევე საშინლად მწყურდებოდა...

Posted by: Dreamer_ta 26 Feb 2017, 00:10
.ნინო
მეც მანდ ვაჩენ და შეგიძლია მითხრა მნახველები შეზღუდულია ? ანუ საათობრივად მაინტერესებს smile.gif ზოგან ვიცი არის მნახველები მხოლოდ 6იდან 8მდე და ა.შ.

Posted by: tin10nio 26 Feb 2017, 01:04
მოიცა ჰერა ცუდია ? თითქოს ეგ გადავწყვიტე მე :-\

Posted by: Future_mom 26 Feb 2017, 01:07
tin10nio
მეც ჰერა მაქვს გადაწყვეტილი და ნოდარი, მაგრამ აქაც და მომავლებშიც ნახე ბოლო პოსტიი... არ ვიცი უკვე არადა 3 კვირა დამრჩაა

Posted by: tin10nio 27 Feb 2017, 00:55
უი არ მინახავს აბა ვნახო :/ არადა ჰერეზე ცუდი არ მსმენია აქამდე

Posted by: addicted 27 Feb 2017, 16:43
MELO_MELO
QUOTE
მაგრამ პერსონალი არ მიქეს.

სად, ჰერაში? 

ხო, ჰერაზე მითხრეს, რასაც ექიმი გასიამოვნებს, პერსონალი ამოგადენს ძმრად ცხვირშიო biggrin.gif

Ia-forumze
ახლანდელ გაგუას არც განვიხილავ biggrin.gif თუ მოასწრეს გადასვლა, მერე მივალ და დავათვალიერებ. ასეთი იქნება სულო https://www.facebook.com/GaguaClinic/posts/1364975523524494 აქ კი რენდერებია, მაგრამ რემონტის ფოტოები რომ მანახეს, იგივეა

Posted by: chixuaxua 6 Mar 2017, 11:51
გოგოებო, რომ წერთ ბავშვი ღამე გაყავთ და გძინავსო, ღამე რას აჭმევენ კი მარა, ძუძუზე არ გყავთ?
მე არ მინდა ხელოვნური აჭამონ ან ბოთლი მიაკარონ, შემომიყვანენ ყოველ ჭამაზე ღამე თუ ჩემთან უნდა მყავდეს?
ჯან სახლში

Posted by: fly30 6 Mar 2017, 12:16
chixuaxua
თუ ბავშვი ხელოვნურზე არაა, ღამე ძილი სამშობიაროში ჩემთვის ფანტასტიკის სფეროა და ასეც იყო, სულ ჩემთან სიახლოვეს ითხოვდა და იყო სულ ძუძუზე, ტიროდა და რა მექნა, ხსენიც არ ყოფნიდა ალბათ თავიდან.ბავშვსაც გააჩნია ისე. 1-2ჯერ ხელოვნურის დამატება თუ ძალიან იტირებს არაა პრობლემა, შენც ხომ გჭირდება ენერგია. მე არ მეძინა საერთოდ და გათიშული გამოვედი, ყველაფერი მტკიოდა უძილობისგან, 5 ღამე არ მეძინა და ასე არ უნდა გააკეთო რა თქმა უნდა

Posted by: chixuaxua 6 Mar 2017, 12:19
fly30
აი ვნახოთ, როგორ ვიქნები.
იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ძუძუ კარგად მოწოვოს და ძუძუზე იყოს, რომ ავიტან ღამე უძილობას (ახლაც ვერ მძინავს ღამე, მავარჯიშებს ეტყობა biggrin.gif )
საქმე იმაშია, რომ ბოთლიდან ადვილად წოვენ უფრო და მერე ძუძუზე ჭიდაობა სჭირდებათ

Posted by: Dreamer_ta 6 Mar 2017, 12:51
chixuaxua
მე პირველ ღამეს ვერ ვინძრეოდი და ბავშვსაც ვერ დავიჭერდი , ჭამაზე ზედმეტია საუბარი biggrin.gif ამიტომ მისცეს თავიდანვე ხელოვნური და ყოველღამე გაყავდათ. ძუძუ მაინც ვერ მივეცი ცუდი თავები მაქვს და სილიკონის თავებით ძაან წვალობდა ბაიაც და მეც, ამიტომ დავანებე თავი და ვიშრობ smile.gif მშობიარობის მერე მიხვდები შენ თვითონ რძე თუ გექნა და ეყო ბავშვს , არაა პრობლემა თუნდაც ხელოვნური რომ აჭამონ პირველ დღეს

Posted by: chixuaxua 6 Mar 2017, 13:07
Dreamer_ta
მე ფიზიოლოგიურად ვაჩენ და არ მგონია ეგრე ვერ გავინძრე, ანუ მაქსიმუმ დაღლილობის თემა იყოს რა.
გაშრობა გამორიცხულია, ისე მინდა რძეზე მყავდეს უეჭველი ბლომად რძე მექნება biggrin.gif
არ მინდა ხელოვნური აჭამონ, მერე ძუძუს აღარ მოკიდებს პირს sad.gif

Posted by: italiashka 6 Mar 2017, 13:55
გოგოებო, გაგუაში ვინც აპირებთ, თუ იცით ან ჭორის დონეზე მოგიკრავთ ყური, ახალ შენობაში რო გადავლენ, ხო არ გაზრდიან ფასებს?
მაგაAთმა თუ ფასები გაზარდეს, ალბათ უეჭველი ჩაჩავაზე ვიფიქრებ smile.gif

Posted by: Dreamer_ta 6 Mar 2017, 14:34
chixuaxua
კი ფიზიოს მერე მაგის პრობლემა არ გექნება smile.gif მთავარია რძე იყოს ბევრი რომ ბაია არ გაღიზიანდეს ჭამის დროს თორე პირს მოკიდებს ისეც და ასეც რომ მოშივდება biggrin.gif მე ცოტაც მქონდა თან და არ ყოფნიდა რასაც ჭამდა , 2 დღე კი ვეცადე

Posted by: chixuaxua 6 Mar 2017, 14:45
Dreamer_ta
ხო აი ვნახოთ, იმედია ყველაფერი ისე წავა როგორც წარმომიდგენია jump.gif

Posted by: ოჩოპინტრე8 6 Mar 2017, 14:51
chixuaxua
QUOTE
გაშრობა გამორიცხულია, ისე მინდა რძეზე მყავდეს უეჭველი ბლომად რძე მექნება
არ მინდა ხელოვნური აჭამონ, მერე ძუძუს აღარ მოკიდებს პირს

ეგრე ვიყავი ზუსტად, იმდენად მინდოდა ძუძუ ეჭამა, ყველაფრისთვის მზად ვიყავი, პირველ ღამეს გაიყვანეს და არც დავფიქრებულვარ რა აჭამეს ღამე, მერე გონს რომ მოვედი ცოტა, მივხვდი რომ ალბათ ხელოვნური აჭამეს, თუმცა არც უფიქრია, რომ ძუძუზე უარი ეთქვა smile.gif))))) ერთი ჭამით არ აიცრუებს გულს ძუძუზე ნუ გეშინია, შენი გამოძინება და დასვენება უფრო მნიშვნელოვანია მაგ დროს;
ძალიან ცუდი თავები მქონდა, ვერ წარმომიდგენია უფრო ცუდი sad.gif მაგრამ ტანჯვით წამებით გადავაგორეთ პირველი პერიოდი და დღემდე ძუძუზეა, 11 თვის ხდება მალე smile.gif

Posted by: Neno_ 6 Mar 2017, 15:46
chixuaxua
QUOTE
გოგოებო, რომ წერთ ბავშვი ღამე გაყავთ და გძინავსო, ღამე რას აჭმევენ კი მარა, ძუძუზე არ გყავთ?
მე არ მინდა ხელოვნური აჭამონ ან ბოთლი მიაკარონ, შემომიყვანენ ყოველ ჭამაზე ღამე თუ ჩემთან უნდა მყავდეს?
ჯან სახლში

რიას ამბობ, გოგოუუ smile.gif)

აუ, არ ვიცი, ჩემი ფაქტიურად სულ ხელოვნურზე იყო სამშობიაროში, სად იყო რძე, ხო გამიგიჟდებოდა ბავშვი, რძე მე მესამე მეოთხე დღეს მომივიდა და rolleyes.gif
თუმცა, მეც გამიგია, რომ ზოგ სამშობიაროში აშიმშილებენ ცუცქნებს და რავი, მე არ ვაშიმშილებდი არავითარში, ოღონდ არ დამიჯერო - პრაფანი ვარ მაინც biggrin.gif შემდგომში ძუძუთი კვებაში პრობლემა არ შეგვქმნია, მარა ყველას ეგრე არ უმართლებს ალბათ? აღარ იღებენ ძუძუსო და რავი.. ჯერ ძუძუს ვუდებდი, ცოტა ხანში რომ ტიროდა, საჭმელს ვამატებინებდი, ღამეც ხელოვნურზე იყო..

Posted by: GvanTsa1212 6 Mar 2017, 16:08
Dreamer_ta

შეგიძლია დაწერო, როგორ იშრობ? მეც გაშრობას ვაპირებ და მინდა მოვემზადო წინასწარ sad.gif

Posted by: chixuaxua 6 Mar 2017, 18:29
Neno_
კი აღარ იღებენ :/
და თან რძე რომ წამოვიდეს წოვა აუცილებელია, არ იშიმშილებს რა, რამდენიც საჭირო იქნბბა იმდენი რძე წამოვა biggrin.gif თავიდან რომ ხსენი მოდის ეგაა ისეთი სასარგებლო და კალორიული თურნე, ყოფნით პატარა კუჭებში biggrin.gif

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 7 Mar 2017, 16:15
სამ სხვადასხვა სამშობიაროში გავაჩინე ბავშვები. ყველას იმედი ჯობდა,მერე გაგუა, ჰერა კი ბანძია მთელი რიგი მიზეზების გამო

Posted by: pearlgirl 7 Mar 2017, 16:16
chixuaxua
მთელი სამშობიარო და სახლში მოსვლის პირველი დღე ხსენზე იყო ჩემი შვილი. გადასარევად გრძნობდა თავს. მერე მომივიდა რძე.

Posted by: -anano- 13 Mar 2017, 12:41
გოგოებო იმედში ვაპირებ მისვლას მეც და ხომ ვერ მირჩევდით რომელ გინეკოლოგთან დავდგე აღრიცხვაზე ? რეზუს უარყოფითი ვარ და ცოტა მაფიქრებს მაგი ამბავი smile.gif

Posted by: tikako6 14 Mar 2017, 09:34
italiashka
პარასკევს ვიყავი გაგუასთან,მე პირადადა არ მიკითხია,მაგრამ ვიღაცამ კითხა და 100 ლარი ემატება რაც იყო იმას,თავს ვერ დავდებ რომ ნამდვილად ასე იქნება

Posted by: chixuaxua 14 Mar 2017, 23:52
ჯანმრთელობის სახლში ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე მობილურის შეტანა შეიძლება?

Posted by: addicted 16 Mar 2017, 13:11
chixuaxua
გოგო სამშობიაროში მიდიხარ თუ ციხეში? biggrin.gif

Posted by: fixyou1 16 Mar 2017, 13:13
ra ici rashi gamogadgeba ?
ჰერა რატომ არ მოგეწონა შეგიძლია დაწერო? მე ვფიქრობ მანდ მშობიარობას ნოდართან და მაინტერესებს..

Posted by: -anano- 16 Mar 2017, 13:46
იმედის კლინიკა ჯობია თუ ახალი სოცოცხლე ? ვინმემ თუ იცით მირჩიეთ რა smile.gif თითქოს იმედი მქონდა გადაწყვეტილი მარა ახალი სიცოცხლეც მიქეს და დავიბენი biggrin.gif

Posted by: chixuaxua 17 Mar 2017, 09:56
addicted
აუ რეებს მეუბნება ზოგი იცი, მართლა ციხეში მგონია თავი lol.gif
ამდენი განსხვავებული ფიდბეკი არცერთ თემაზე არ მიმიღია მგონი biggrin.gif

Posted by: Unico 17 Mar 2017, 10:45
chixuaxua
Me chachavashi blokshi ar shematanines, tuumca tavad hqondat, lol. Ormagi standartebi.
Tan chemebis gafrtxileva ver movaswarida faqtiurad mowyvetili viyavit qalaqs. Palatashi chveulebrivad geqneba telefoni. Mgoni yvelgan asea.

Mament, samshobiaro blokshi telefonze metad televizori ufro mogewoneba, chven mase gavertet biggrin.gif

Posted by: happy-go-lucky 18 Mar 2017, 01:41
chixuaxua
addicted
ჩაჩავაში არ გატანინებენ. ცემმა ქმარმა სცადა შემოეპარებინა biggrin.gif მაგრამ ექთანმა ჯიბიდან ამოაცალა მაინც )))

უფ სამაგიეროდ გაგუაში ვიდეოები ვიღე ბავშვის ამოყვანის (თავზე მდგონი ვიყავი biggrin.gif )

Posted by: chixuaxua 18 Mar 2017, 14:04
Unico
happy-go-lucky
აბა თვითონ რომ აქვთ კარგია? biggrin.gif

Posted by: sopho_94 20 Mar 2017, 16:24
chixuaxua
მე მქონდა,არაფერი პრობლემა არ ყოფილა

Posted by: LTB1948 20 Mar 2017, 16:34
გოგოებო, რჩევა მჭირდება, სად სჯობს ტყუპებზე მშობიარობა? ანუ კარგი ნეონატალური განყოფილება სად აქვთ? ტყუპებისას ნაადრევი მშობიარობის რისკია და ინკუბატორი რომ ჰქონდეთ და კარგი ნეონატოლოგი პედიატრები?

Posted by: Ninito_ 20 Mar 2017, 16:43
LTB1948
ღუდუშაურს ქონდა აქამდე მხოლოდ
და ეხლა მამუკა ნემსაძემ გახსნა თემქაზე ყოფილ მეხუთე სამშობიაროში ახალი კლინიკა და იქ აქვთ ნეონატალური განყოფილება, ნაადრევებსაც იღებენ ჩვეულებრივად, ძალიან პატარა ახალშობილებიც ყავთ

Posted by: LTB1948 20 Mar 2017, 16:53
Ninito_
გმადლობ.

ისე ტყუპებზე მშობიარობის გამოცდილება ვისაც გაქვთ, სად გააჩინეთ?

Posted by: mashusha 20 Mar 2017, 16:58
LTB1948
ტყუპებზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ შენ წლების წინ მახსოვხარ წეროებიდან და გულწრფელად გამიხარდა შენი ამბავი. გილიცავ ჯანმრთელი და ბედნიერი ტყუპუკები შენ!

ისე, მიუხედავ ღუდუშაურზე არსებული საშიში ისტორიებისა, ჩემი აზრით ყველაზე მწტად გამოცდილები ეგენი იქნებიან..


Posted by: Voila 20 Mar 2017, 17:52
LTB1948
პირველ რიგში, გილოცავ, მახსოვს შენი ისტორიები დაახლოებით, და მიხარია შენი ამბავი smile.gif
ტყუპებზე მე ვიმშობიარე შარშან (ფიზიოლოგიურად) დავარაშვილთან. დავარაშვილის გამო, თორემ მეტნაკლებად ყველა სამშობიაროშია ეხლა ნორმალური პირობები.
მე კმაყოფილი ვიყავი, ყურადღებიანი პერსონალი იყო. თან იანვარი იყო, ვირუსების პერიოდი და ხალხს არ უშვებდნენ მნახველებს, და იყო სიწყნარე.

Posted by: chixuaxua 20 Mar 2017, 20:40
ღუდუშაურში სხვა განყოფილებებში რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ნეონატოლოგიური განყოფილება ახალი და გარემონტებული აქვთ (ფბ მაქვს დალაიქებული და ფოტოებით ვხვდები) და ცუდი არ არის
ჰერაც იღებს ნაადრევებს

Posted by: LTB1948 21 Mar 2017, 09:44
Voila
chixuaxua
გმადლობთ ინფორმაციისთვის. ისე ჰერას ბევრი აძაგებს წინა გვერდებზე, რა და ადრე ბევრი აქებდა. ეტყობა მოიშალა მანდაც წესრიგი

Posted by: MELO_MELO 21 Mar 2017, 10:56
LTB1948
QUOTE
გმადლობთ ინფორმაციისთვის. ისე ჰერას ბევრი აძაგებს წინა გვერდებზე, რა და ადრე ბევრი აქებდა. ეტყობა მოიშალა მანდაც წესრიგი


გილოცავ! მშვიდობით მიდი ბოლომდე...

მომავალ მშობლებში ნახე ბოლო გვერდები, ჰერაზე არის იქაც მიმოხილვა.

Posted by: iratta_26 21 Mar 2017, 11:07
LTB1948
ორსულად ხარ?????????? bis.gif

Posted by: LTB1948 21 Mar 2017, 13:48
MELO_MELO
iratta_26
გმადლობთ. კი ტყუპებს ველოდები. ჯერ ადრეა სამშობიაროზე ზრუნვა, მაგრამ ვცდილობ ყველაფერში გავერკვა, ხარჯები გადავანაწილო და ა.შ. ჯერ მაქვს დრო რომ გადაწყვეტილება მივიღო.

Posted by: iratta_26 21 Mar 2017, 14:32
LTB1948
როგორ მიხარიააა 2kiss.gif სულ ვფიქრობდი რომ აღარ ჩანდი რას შვევა მეთქი მკურნალობაზე.გილოცავ smile.gif მეც ტყუპებს ველოდები.

Posted by: LTB1948 21 Mar 2017, 14:36
iratta_26
გილოცავ, მშვიდობიანად ორსულობას და ბედნიერ დედობას გისურვებ

Posted by: tin10nio 22 Mar 2017, 00:29
ჰერას რეანიმაცია რომ აქვს ,აქ ერთმა ფორუმელმა.მითხრა მაგიტო მინდა მეც sad.gif რამე გართულება რომ მოყვეს მშობიარობას. ოღონდ იაშვილ-ჟვანიას ნუ გავიგებ.

Posted by: Mananaiko 22 Mar 2017, 01:05
tin10nio
მეც მანდ ვაჩენ და არჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ეგ იყო

Posted by: tin10nio 22 Mar 2017, 09:05
Mananaiko
ჰო უფრო მშვიდად ვიქნები. ოთხიამს ავირჩევ ალბათ.

Posted by: pearlgirl 22 Mar 2017, 09:11
tin10nio
ახალშობილთა რეანიმაცია ნამდვილად კარგი აქვთ, და სხვა ყველაფერიც. ნუ დაგაჭირვოს და პედიატრებს გაეგებათ მანდ, სამ პედიატრთან მქონდა მანდ შეხება და სამივე ძალიან მომეწონა. ორი ახხალგაზრდა იყო ერთი სადღაც 50 წლამდე. ერთ-ერთი ჩემი მეგობრის მეგობარია და ზუსტად ვიცი რა პროფესიონალიზმთაც უდგებიან მაგ ახალშობილთან რეანიმაციაში ბავშვებს.
ცვლები არიან ცოტა ისეთები, მშობიარობისას ეს სანიტარი ქალები მაგარი დებილურად მახსოვს, მომაბეზრეს თავი თავიანთი კომენტარებით. ეხლა ამის გამო თუ დაიწუნებ სამშობიაროს არ ვიცი,. smile.gif

Posted by: tin10nio 22 Mar 2017, 12:25
pearlgirl
არა გოგო მე თუ არ გამაბრაზეს ისეთი უპრეტენზიო ვარ აი არვიცი. ხმის ამომღები არა ვარ ბავშვი იყოს კარგად :დ გული მისკდება როგორ უნდა დავტოვო სამი დღე ლილე და შაბათ კვირა რომ დამემთხვეს ხო გავგიჟდი. შენ ვინ გამშობიარა ?

Posted by: pearlgirl 22 Mar 2017, 12:27
tin10nio
სოსომ. ნუ ნუკის ამბავი ორივემ ვიცით.
ნოდარი კარგია მანდ კიდე. ნინიქეი კმაყოფილია.

Posted by: tin10nio 22 Mar 2017, 13:05
pearlgirl
მემგონი მაინც ნოდარს ავირჩევ :/ გოგო არვიცი ნუკრის ამბები მე ან არ მახსოვს ,შენ გადაგხდა რამე ?

Posted by: pearlgirl 22 Mar 2017, 14:13
tin10nio
nykusha ს ნიკით რომ პოსტავს გოგო სოსოსთან იყო გართულება, მერე კი გამოძვრნენ.

მე არაფერი გადამხდენია, უპრობლემო მშობიარობა იყო, ჩემი გამოცდილება სოსოსთან ეგაა.

Posted by: nino_sh 22 Mar 2017, 16:43
LTB1948
QUOTE
გოგოებო, რჩევა მჭირდება, სად სჯობს ტყუპებზე მშობიარობა?

ეს რა ამბები ყოფილააა
გულით სულით გილოცავ
დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება
ღუდუშაურის ალტერნატივა არ იყო აქამდე ნაადრევის დროს-ნაადრევსაც გააჩია რამდენია ისე

Posted by: marianela 26 Mar 2017, 12:59
ჩაჩავას სამსაწოლიანი პალატები როგორია ვინმემ ხომ არ იცით?

Posted by: italiashka 26 Mar 2017, 15:03
გაგუას ახალი შენობის ფასები როდის იქნება ცნობილი, რა წესია რააა mad.gif

Posted by: Unico 26 Mar 2017, 15:56
marianela
შიგნით შევიჭყიტე ერთი ორჯერ, როცა კლინიკაშI ვიყავი. კარები ჰქონდათ ღია და ...

ჩვეულებრივი პალატებია, ჩვეულებრივი საწოლებით. მგონი ინდივიდუალური სამშობიარო ბლოკი არ აქვს. ანუ რამდენიმე მშობიარე მშობიარობს ერთ ბლოკში.

დანარჩენი არ ვიცი.

Posted by: nikala_papa 26 Mar 2017, 22:03
სამშობიარო სახლი ,,ახალი სიცოცხლე" რას იტყვით ვინ იმშობიარა და ვინ როგორი კმაყოფილი დარჩებით

Posted by: marianela 26 Mar 2017, 23:31
Unico
ესეიგი სხვასაც უნდა ვუყურო როგორ მშობიარობს?)) ვაიმეე, მასე ხო გავაფრენ))

Posted by: Unico 27 Mar 2017, 12:45
marianela
არაკომერციულები ჰქვიათ და მაგიტომ მგონი :დდდ


Posted by: nikala_papa 27 Mar 2017, 13:13
QUOTE (nikala_papa @ 26 Mar 2017, 21:03 )
სამშობიარო სახლი ,,ახალი სიცოცხლე" რას იტყვით ვინ იმშობიარა და ვინ როგორი კმაყოფილი დარჩებით

??????????

ვინმე მიპასუხებთ კითხვაზე თუ კიდე დავსვა კითხვა??

Posted by: GvanTsa1212 27 Mar 2017, 13:16
nikala_papa
2015 წელს, პირველ ორსულობაზე სამშობიაროს რომ ვარჩევდი, მანდაც ვიყავი, მაგრამ სიმართლე გითხრა, არაფერი საერთოდ.
ფასის და მომსახურების დონე საერთოდ სხვადასხვა ლეველზეა smile.gif
უფრო დიდი გამოცდილება მაგ სამშობიაროზე არ მომეპოვება, ჩემს გარშემოც არავის უმშობიარია მანდ ...

Posted by: nikala_papa 30 Mar 2017, 13:31
QUOTE (GvanTsa1212 @ 27 Mar 2017, 12:16 )
nikala_papa
2015 წელს, პირველ ორსულობაზე სამშობიაროს რომ ვარჩევდი, მანდაც ვიყავი, მაგრამ სიმართლე გითხრა, არაფერი საერთოდ.
ფასის და მომსახურების დონე საერთოდ სხვადასხვა ლეველზეა smile.gif
უფრო დიდი გამოცდილება მაგ სამშობიაროზე არ მომეპოვება, ჩემს გარშემოც არავის უმშობიარია მანდ ...

დღეს დღეობით რომელია
კაი
საუკეთესო
და
საშუალო
სამშობიაროები?

Posted by: Unico 30 Mar 2017, 17:38
nikala_papa
გააჩნია პრიორიტეტებს: კვება გაინტერესებს, ექთნები, მეანი და ბებიაქალი თუ სხვა რამ.

იმიტომ რომ ძვირიანი აპრიორი კარგს არ ნიშნავს. მაგრამ არც იაფიანი ნიშნავს რომ კარგია. ნუ იდეალური სამშობიარო არ არსებობს.

შედარებით ნორმალური სამშობიაროდან პირველ რიგში გაგუას კლინიკას და თუნდაც ჯანსახლს. ემბრიოს მიქებდა ჩემი დაქალი, უფრო სწორად ექთნები მაინცდამაინც არ უვარგათ, მაგრამ სხვა ყველაფერი მისაღებიაო.

ჩაჩავას კლინიკაც კარგია, უბრალოდ ძვირია user.gif


Posted by: nikala_papa 31 Mar 2017, 10:03
QUOTE (Unico @ 30 Mar 2017, 16:38 )
nikala_papa
გააჩნია პრიორიტეტებს: კვება გაინტერესებს, ექთნები, მეანი და ბებიაქალი თუ სხვა რამ.

იმიტომ რომ ძვირიანი აპრიორი კარგს არ ნიშნავს. მაგრამ არც იაფიანი ნიშნავს რომ კარგია. ნუ იდეალური სამშობიარო არ არსებობს.

შედარებით ნორმალური სამშობიაროდან პირველ რიგში გაგუას კლინიკას და თუნდაც ჯანსახლს. ემბრიოს მიქებდა ჩემი დაქალი, უფრო სწორად ექთნები მაინცდამაინც არ უვარგათ, მაგრამ სხვა ყველაფერი მისაღებიაო.

ჩაჩავას კლინიკაც კარგია, უბრალოდ ძვირია user.gif

იმედის კლინიკა მირჩიეს და ახალი სიცოცხლე..


ეხლა ზაფხულში ველოდებით და ახალი გაგუას კლინიკა მოესწრება ნეტა???

გლდანში მითხრეს კიდე ახალი სამშობიარო სახლი ყოფილა კაი პირობებით

Posted by: GvanTsa1212 31 Mar 2017, 10:30
nikala_papa
გააჩნია რა ფინანსური შესაძლებლობა გაქვს,
ცუდად არ გამიგო ოღონდ smile.gif))

QUOTE
იმედის კლინიკა მირჩიეს

მე ვიმშობიარე იმედის ვიპში და ძალიან, ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ და მეორესაც უპირობოდ მანდ ვაპირებ ...

თუ მზად ხარ ფინანსურად მე გირჩევდი იმედის ვიპს, ჯანსახლს, ჩაჩავას smile.gif
თავის დროზე ამ სამიდან გავაკეთე არჩევანი

Posted by: north 31 Mar 2017, 10:37
GvanTsa1212
შენი კრიტერიუმები რა იყო, რის მიხედვით აირჩიე იმედის ვიპ?

Posted by: GvanTsa1212 31 Mar 2017, 10:50
north
- პირველი ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი, ის რომ ჩემი მეან გინეკოლოგი მანდ არის
- იმიჯი საზოგადოებაში
- ჩემი სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი კლინიკაა
- მინდოდა 24 საათი მყოლოდა ვინმე და ვიპში ეს შესაძლებელია
- პირობები და კომფორტი

მე ძალიან კმაყოფილი წამოვედი smile.gif

Posted by: ოჩოპინტრე8 31 Mar 2017, 10:52
nikala_papa
მე დავარაშვილის კლინიკაში ვიმშობიარე და ძალიან კმაყოფილი ვარ, სხვა გამოცდილება არ მაქვს სამწუხაროდ smile.gif)

Posted by: chixuaxua 31 Mar 2017, 23:58
აი, აღფრთოვანებული ვარ ჯანმრთელობის სახლის პერსონალით: ექთნები, მედდები, სანიტრები, ერთმანეთზე უკეთესი. ისე თბილად და გულით გვივლიდნენ, რო რავი... მართლა გაოცებული დავრჩი smile.gif
ნუ ამირანი მარტო ოპერაციაზე ვნახე biggrin.gif ექიმებს არაუშავდათ, პედიატრის რეკომენდაციები დიდად არ მომეწონა

Posted by: megimia 1 Apr 2017, 14:56
QUOTE (marianela @ 26 Mar 2017, 23:31 )
Unico
ესეიგი სხვასაც უნდა ვუყურო როგორ მშობიარობს?)) ვაიმეე, მასე ხო გავაფრენ))

1 თვის წინ ვიმშობიარე ჩაჩავაში, 550 ლარიან პალატაში ვიწექი...რაც შეეხება სამშობიარო ბლოკს ინდივიდუალური იყო. ზოგადად კმაყოფილი ვარ, კარგი მორიგე ექიმი შემხვდა yes.gif

Posted by: GvanTsa1212 1 Apr 2017, 15:05
chixuaxua
QUOTE
პედიატრის რეკომენდაციები დიდად არ მომეწონა

რომელი პედიატრი შეგხვდა?


Posted by: takotatuli1989 1 Apr 2017, 15:33
chixuaxua
აუ მე ვფიქრობ რო ჯობია იქ იმშობიარო სადაც კაი პედიატრები ყავთ... და შეიძლება ჰერამ აჯობოს ჩემ თვალში ჯან საცლს მაგ პონჩი..

Posted by: chixuaxua 1 Apr 2017, 18:49
GvanTsa1212
ის თამრიკო არ იყო ცვლაში sad.gif ხათუნა ერქვა
takotatuli1989
მე მეანის მიხედვით ავარჩიე, პედიატრის მიხედვით არც გამხსენებია შერჩევა biggrin.gif

Posted by: takotatuli1989 1 Apr 2017, 19:12
chixuaxua
შენ იმდენი გალოდინა ბაომ კაი გაზრდილი იყო სადღა გახსოვდა პედიატრი :*

Posted by: .ნინო 1 Apr 2017, 19:25
chixuaxua
პედიატრებით მეც არ აღვფრთოვანდი. დანარჩენი მართლა უკმაყოფილესი ვარ. საოცრად მივლიდნენ.

takotatuli1989

ვფიქრობ როცა ბავშვი წესრიგშია და რისკი არ არის რაიმე პრობლემის, მეანის მიხედვით ჯობია არჩევა. რადგან ცუდ მეანს თავისუფლად "შეუძლია" პრობლემა შეუქმნას დედასაც და ბავშვსაც...

პ.ს. ჰერას არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ზოგადად ვთქვი. მე არ მქონია შეხება, მაგრამ აქ ხშირად აქებენ ჰერას მეანებსაც

Posted by: chixuaxua 1 Apr 2017, 19:40
takotatuli1989
აბა biggrin.gif კაპიტალურად იჯდა biggrin.gif
.ნინო
ისე ეფერებოდნენ თან ბავშვს რომ გული მიჩუყდებოდა biggrin.gif ერთი ბავშვთა მედდაა თეონა ჰქვია, კინაღამ სახლში წამოვიყვანე love.gif

Posted by: .ნინო 1 Apr 2017, 19:46
chixuaxua
რომელ სართულზე იწექი? მართლა ძალიან კარგი მედდები ყავთ. მე იქიდან ბავშვის ტირილი არ გამიგია, არადა 6 ყავდათ ერთდროულად ღამე. ცდილობდნენ ღამე არ დაეტოვებინათ და თვითონ ყოლოდათ.

Posted by: chixuaxua 1 Apr 2017, 19:53
.ნინო
მესამეზე, ოღონდ ბანძი პალატა შემხვდა, პირველი biggrin.gif

Posted by: .ნინო 1 Apr 2017, 20:34
chixuaxua

პირველი ბანძია? მეც მანდ ვიწექი :-D

Posted by: chixuaxua 1 Apr 2017, 21:07
.ნინო
სხვა პალატებში რომ ვიხედებოდი უფრო დიდი და უკეთესი იყო biggrin.gif მე არ ვიცოდი სხვა სართულებზეც თუ იყო პალატები

Posted by: mashusha 1 Apr 2017, 22:59
chixuaxua
.ნინო


გოგოებო, პედიატრი ვინ იყო? მეც ხო მანდ გავაჩინე და ვერ ვიხსენებ, რა არ მოგეწნათ?
მე ვნახე ამირანი. მეორე დილასვე შემოვიდა და მომიკითხა. ჩემი მდგომარეობა ნახა. მერე მე ცოტა გამითულდა ნაკერი, კანქვეშ სითხე ცამიდგა და სულ ეგ მპატრონობდა.

პედიატრმა მიტხრა რომ ბავშვის მდგომარეობა კარგი იყო,ჯანმრთელი ბავშვიაო, მაგრამ, ეს გადმოცემით ვიცი ტუ ვინმე ვნახე, ვერ ვიხსენებ : ) ერტი მახსოვს რომ მითხრეს ყურზე წაიყვანე 2 კვირაში, რაღაც უფასო პროგრამააო, მომცეს მიმართვა.
ექთნებმა კარგად ამიხსნეს როგორ უნდ დამებანა ბავშვი..
ამიხსნეს როგორ მომევლო ნაკერისთვის და რომ 40 დღე არ უნდა გამეხადა ის სასტიკი ჩულქი. გავიდა 40 დღე გავიხადე და მეგონა ვცხონდი. ეს იყო პირველი და უდიდესი ზეიმი ელენე დაბადების მერე, საოცარი შეგრძენება, დედობა დამავიწყა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Ninito_ 1 Apr 2017, 23:01
mashusha
რაღაც საბჭოურ რეკომენდაციებს იძლევა

Posted by: mashusha 1 Apr 2017, 23:13
Ninito_

არანაირი რეკომენდაცია არ მახსოვს...
მგონი ის მასწავლეს როგორ უნდა ამოვაბოყინებინო ბავსვს, მგონი...

Posted by: Neno_ 1 Apr 2017, 23:31
აუ მეც არ მახსოვს პედიატრი ცუდად. პირიქით, მარტო ის მახსოვს რომ მითხრა, ყველაფერი ჭამე არაფერი გეკრძალებაო და გამიკვირდა, მეთქი ყოჩაღ! biggrin.gif

არაფერი არ მახსოვს, ვინ რას მეუბნებოდა და როგორ მპატრონობდა. ესეთი არაფერი გამიგია, ამნეზია მჭირს მგონი - ძაან ეიფორიაში ვიყავი ალბათ.. ნუ ზოგადად , კარგი აურა რომ იყო და მომეწონა გარემო, ეს შეგრძნება მახსოვს ( ნუ ის დედა-შვილი ექთნებიც მახსოვს ცხადლივ. ადრეც მოვყევი biggrin.gif ))

გეტრებზე მეც 40 დღე მითხრეს, შუა ივლისში, საზიზღარი სიცხე იყო თან )) უზომოდ მეშინოდა თრომბის მარა მაინც 10 დღეში მოვისროლე, ვეღარ გავუძელი მეტი.. რა უცნაურია, რომ ყველგან განსხვავებული მიდგომაა ამ გეტრებზე!

Posted by: chixuaxua 2 Apr 2017, 02:02
Neno_
აუ მე კიდე ყავიდან დაწყებული ციტრუსით დამთავრებული ყველაფერი ამიკრძალა biggrin.gif

Posted by: marianela 2 Apr 2017, 10:05
megimia
ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკზე დამატებით თანხის გადახდა უნდა? მეგონა ფასიანი იყო. მთლიანად რამდენი დაგიჯდა მშობიარობა?

Posted by: fly30 2 Apr 2017, 12:37
Neno_
მეც ზუსტად ეგ მჭირს ჩაჩავაზე, ბევრი არაფერი მახსოვს, რაც მახსოვს არის ძალიან თბილი დამლაგებელი biggrin.gif და ერთი ფრაზა მთავარი ექიმისგან , როცა ვუთხარი საკეისრო ვიყავი ჩემი სურვილით "ვაიმე შვილო პატრონი არავინ გყავდაო" biggrin.gif

Posted by: Dreamer_ta 2 Apr 2017, 14:39
fly30
აუ საკეისრო რომ მოთხოვნით გავიკეთე მაგის შეცხადებით გული შემიწუხდა უკვე facepalm.gif სამშობიაროში ხო ყველა მაგას მეუბნებოდა რათ გინდოდა რათ გინდოდა , ახლა კიდე ბავშვი რომ მყავდა ნევროპათოლოგთან იმან დამიწყო ლექციები რატომ გაიკეთეო biggrin.gif გაკეთებული მაქვს აწი რაღა ეშველებათქო biggrin.gif ძალიან მეშლება ნერვები :/

Posted by: chixuaxua 2 Apr 2017, 14:59
Dreamer_ta
fly30
და რა მოხდა, რით დაიქცა ქვეყანაო biggrin.gif
მეც მოთხოვნით გამომივიდა, მაგრამ ოპერაციის მერე ამირანმა კიდე კაი მოითხოვაო, ისეთი სიტუაცია დაგვზვდა რომც დაგვეწყო ბუნებრივად მაინც საკეისროთი დავასრულებდითო

Posted by: happy-go-lucky 2 Apr 2017, 15:24
მე მოთXოვნით გავიკეთE ცAჩAვაში არავის ზსEუცხადებია. იმის გარდა რომ ხომ იცი სახელმწიფო მხოლოდ 500 ს დაგირიცხავსო.

ისე კარგად მახსენდება ჩაჩAვა ისე ცუდას ვიყავი და ექიმი და ძალიან ყურადღEBIANI DA თBILI EQთNEBI რომ არა არ ვიცი როგორ გადავიტანდი.

ცუდია ცემი ექიმი სხვაგან გადავიდა და მეორესე გავყვები იმ კლინიკაშI და გული მწყდება ჩაჩავაზე

Posted by: chixuaxua 2 Apr 2017, 19:41
Neno_
QUOTE
საპირისპირო მხარის, ანუ უკანა გზისპირა ოთახი თუ შეგხვდა, მოგკლამს ტრაფიკის ხმა! თან ბენზინგასამართი სადგურია იქვე, თან მატარებლის ლიანდაგები და მოკლედ, არ გინდა

ზუსტად ეს ოთახი შემხვდა lol.gif

Posted by: Neno_ 2 Apr 2017, 19:54
chixuaxua
QUOTE
ზუსტად ეს ოთახი შემხვდა

biggrin.gif დაგთარსე ფაქტიურად ))

Posted by: chixuaxua 2 Apr 2017, 19:57
Neno_
ხო მაგრამ მე არ მაქვს რეაქცია ხმაურში ძილზე, ქნუსა კი ხტებოდა ხოლმე მატარებელზე biggrin.gif

Posted by: blblbl 2 Apr 2017, 22:43
Dreamer_ta
კაცები რომ იწყებენ ამის თქმას,მინდა ყვეები მოვაყოლო კარებში :@ :დდდ

Posted by: Dreamer_ta 2 Apr 2017, 22:54
blblbl
ჯერ 1 თვე გავიდა და ალბათ კაცისგანაც მოვისმენ მალე , აქამდე არავინ გამოჩენილა მთქმელი biggrin.gif აი რა მიზანი აქვთ , თან უკვე გაკეთებულ საკეისროზე , მე გამჭრეს ეგენი ხომ არა : |

ხო ჯანმრთელობის სახლის კმაყოფილი ვარ ძალიან , ექთნებიც კარგები ყავთ და ბავშვის მომვლელებიც , პირობებიც ნორმ smile.gif გაოფება რომ არ გამომივიდეს biggrin.gif

Posted by: addicted 3 Apr 2017, 18:51
ჯან. სახლში ვინმემ ფიზიოლოგიურად გააჩინა?

ამტკივდა მუცელი, მივედი, გამსინჯეს, ყელი გაიხსნა, ვიმშობიარე.
ასეთი რამ არსებობს?

Posted by: Ninito_ 3 Apr 2017, 19:20
addicted
კი არსებობს რა თქმა უნდა smile.gif
მე პირადად ოთხ ბავშვს ვიცნობ ფიზიოლოგიურად რომ გაჩნდნენ ჯანსახლში

Posted by: chixuaxua 3 Apr 2017, 21:09
addicted
კი ჩემმა მეგობრებმა, ერთი ამირანმა ამშობიარა მეორე მეორე მეანმა, ზურა ჰქვია მგონი. ორივე ძაან კმაყოფილია.
მე კვირას ამტკივდა, მივედი დამხვდა მორიგე ბრიგადა ამირანიანად

Posted by: blblbl 3 Apr 2017, 21:13
addicted
სად აჩენ შენ? :*

Posted by: ქეთუ 4 Apr 2017, 12:23
პირველში არავის გაგიჩენიათ?


მე ვარ ეული? biggrin.gif

Posted by: north 4 Apr 2017, 12:24
ჩაჩავაში ვინც გააჩინეთ, პლიუსები და მინუსები დამიწერეთ რა

Posted by: addicted 4 Apr 2017, 18:58
blblbl
კიდევ არ ვიცი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ჯდომითაა+მცირეწყლიანობა, დღეს ჩემმა ექიმმა დროზე მონახე სად უნდა იმშობიაროო biggrin.gif

ჯან. სახლში კაცების ა,კ,ა მამების დისკრედიტაციის გამო არ მივადგამ ფეხს biggrin.gif

Posted by: Unico 4 Apr 2017, 21:13
north
მარტში გავაჩინე ფიზიოლოგიურით. ინდ ბლოკი, ერთკაციანი პალატა, ზურა, რომელიც ძალიან დამეხმარა, ბებიაქალი ნინო, რომლის დახმარებითაც ჩახევას გადავრჩი, ანესთეზია ჭინთვებამდე (არ ვიცი ეს როგორ მოხდა, აქამდე პირიქით ვიცოდი რო 4 თითის მერე კაპუტ გაუტკივარებაო. შეიძლება პირველად რომ ვშობიარობდი, მაგიტომ. ყოველ შემთხვევაში, გავიგე ჭორის დონეზე რომ ჩაჩავაში ყველა არ იქცევა ასეო), გადასარევი 5ჯერადი კვება, ნორმალური ექთნები (თუმცა ერთმა უჩემოდ აჭამა ერთხელ ხელოვნური. მეთქი აღარ მისცეთ და აღარც მიუციათ), ექიმები შემოვლაზე (მათ შორის ზურაც), მისინჯავდნენ ტემპ. და წნევას. ამიღეს სისხლი, შარდი, ბავშვსაც იგივე. გამოძახებით მედდები მალე მოდიოდნენ, ხანდახან თავისითაც შემოჰყოფდნენ თავს, რამე ხომ არ გინდაო.

მინუსები: მელოგინეთა გინეკოლოგი ზედაპირული. ზერელედ დამათვალიერა, სტანდარტული წამლები გამომიწერა; ექო ისეთთან გადამაღებინეს, ვისთანაც არ მინდოდა. ყოფილიყო გოცირიძე, მაგრამ არა biggrin.gif პედიატრებით ვერ მოვიხიბლე. ინფორმაციის მხრივ სიმწირე. კი მასწავლეს ძუძუ როგორ ჩამედო, მაგრამ საფენის გამოცვლა უნდოდა თუ არა, ჭამა რამდენჯერ,ეს არ მითხრეს. პედიატრმა აწოვეო, მარტ ეგ მითხრა. კი ვაწოვებდი, მაგრამ ღამე ოდნავ წაიტირებდა და მიზეზი არ ვიცოდი. ვიძახებდი ექთანს ღილაკით და გაზების წამალს ვაძლევდით. ახლაც არ ვიცი ახალშობილს პირველი სამი დღე გაზები აქვს თუ არა.მარტო ხსენს ჭამდა და...
აბაზანაში შამპუნი არ იყო, მაგრამ მე არ მომითხოვია.

Posted by: north 4 Apr 2017, 23:25
Unico
დიდი მადლობა. აყვანილი მარტო ექიმი გყავდა? ბებიაქალის გვარი ხომ არ გახსოვს? შენიანი ვინმე რჩებოდა?

Posted by: happy-go-lucky 4 Apr 2017, 23:37
north
ჩემზე პრეტენზიული არავინ მეგულება,
მაგრამ ამ ჩაჩავას მინუსი ვერ ბუნახე ისეთი კმაყოფილი ვარ

ექიმის სუპერ სუპერ - საკეისროს მერე ყოველ დღე ტავად მოდიოდა, ნახულობდა ნაკერს, მიმოწმებდა მუცელს, რაღაც არ მოწონდა შუადღესაც შემომიარა. - ნუკრი ქსნელაშვილი - სამწუხაროდ გადავიდა სხვაგან
ყოველ დღე დღის ექიმი მოდიოდა, ამოწმებდა, მაგრამ გამაგრებები მქონდა და თვითონ ვერ ირებდა გადაწყვეტილებებს აშკარად და ნუკრის ვაჩვენოთო ამბობდა ხოლმე..
ექტნები - აარაჩვეულებრივი ბრიგადა 5ვე ღამეს... ძუძუს ჩადება, ბავშვის სიტერიკების დროს დაწყნარება biggrin.gif ჩაბანვა, აყენება, ესა , ისე, ღიმილი, მოფერება არ მაკლდა)) ბავშვი გაყვდათ მაგრამ ძირითადად ცემტან იყო რადგან დედა რცებოდა ხოლმე ან ჩემი და და მათ ყავდათ ღამე.. (მაინც ისეთი დაღლილი გამოვედი)
გამიმაგრდა ძუძუები, მოფერება და საწველის რცევა, და საწველით გამოწველის სწავლება ))) დიდი რამე მეგონა მაშინ ხო იცით, რა ემოციურია მაგ დროს ადამიანი.. ეგეც რამე იყო..
ბავშვის მოვლა , ტაკობის დაბანვა, გამოცვლა (რეფლუქსი ჰქონდა საატში ერთხელ ვაცვლევინებდი), ღიმილიანი სახეებითმ არანაირი ჯღანვა..
პედიატრები - ზალიან კმაყოფილი.. ია დავითაია დეტალურად შეამოწმა , დამარიგა რაღაცეები.. ასევე ფატი.. ყოველ დღე მოდიოდნენ.. გაწერის დღეს ფატი იყო მორიგე დეატლებში გავიარეთ ყველაფერი (მარა მე ნევროზიანი ვარ რო მოვედი მრცევლის ეპდიატრი გამოვიზახე, მას გავამეორებინე ყველაფერი : )) )
კვება გადასარევი
და პირობები ზაიან კარგი, ლუქსში ვიყავი, მწვანეში არა, მეორეში. ხალათი სამპუნი, საპონი ამბები იყო, მარა არ გამომიყენებია მაგათი

არაჩვეულებრივი მოგონებები მაქვს, ოღონს აი ძააან ცუდად ვიყავი, და პერსონალი დამეხმარა საპცრად.

მეორეს გაცენა სხვაგან მომიწევს, ექიმია ცემთვის პირორიტეტია და გავყვები ჩემს კაცს

Posted by: chixuaxua 5 Apr 2017, 12:23
addicted
აი ეგ მართლა ძაან მინუსი ყოფილა, მაგრად გამიჭირდა ქმრის გარეშე, ვეტირებოდი ყოველ წასვლაზე biggrin.gif
საკეისროს იკეთებ?
* * *
ჩემი მოკლე მიმოხილვა ჯანმრთელობის სახლის შესახებ smile.gif
საერთო შეფასება 8/10
მშობიარობა დამეწყო კვირას, დასვენების დღეს. მიუხედავად ამისა, ამირან ქორიძით დაწყებული მთელი ბრიგადით დამთავრებული ყველა დამხვდა ადგილზე და გადაწყდა არაგეგმიური საკეისრო (ყელი არ მეხსნებოდა, წყლები აღარ მქონდა).

1. მეანი: საკეისრო ამირანმა და კიდევ ერთმა ექიმმა გამიკეთეს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ნაკერიც აღარ მტკივა და უშუალოდ ოპერაციის ძალიან კმაყოფილი ვარ. თვითონ ამირანი არცერთხელ არ შემოსულა სანახავად და მოსაკითხად biggrin.gif შეიძლება მარტო პრობლემურებს ნახულობს, არ ვიცი, მე მესიამოვნებოდა ყურადღება. ისე, ნდობით 100% ვენდობოდი და ეგ ძალიან დიდი კომფორტი იყო ჩემთვის. მეანის პროფესიონალიზმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთ დროს.
2. გაუტკივარება: ძალიან კმაყოფილი ვარ, არც ნემსის გაკეთება მიგრძვნია და არც ოპერაცია. ნესტან კვიციანი იყო ანესთეზიოლოგი, სპინალური გავიკეთე და ანესთეზიიდანაც მარტივად გამოვედი, მხოლოდ ვიკანკალე biggrin.gif
3. პალატა: მე შემხვდა მგონი ყველაზე ცუდი პალატა, პირველი, მესამე სართულზე biggrin.gif რასაც დერეფნიდან ვხედავდი უკეთესები იყო. მაგრამ მაგაზე დიდად არ გამიმახვილებია ყურადღება, ოთახის ზომა და კედლების ფერი პრიორიტეტი არ ყოფილა.დამხვდა ხალათი, პერანგი, პირსახოცი, ჩუსტები. თუმცა, ჩემი ვიხმარე ყველაფერი.
4. კვება: სამჯერადი, რაღაცნაირად ბაღის საჭმელებს ჰგავდა biggrin.gif ჩაი, ყველი+კარაქი+პური, წვნნიანები, სადილები, მაწონი და ეგეთები. ვჭამდი ყველაფერს, არადა ძალიან პრეტენზიული მჭამელი ვარ.
5. პერსონალი: 10/10! ძალიან თბილი და ყურადღებიანი ექიმები, სანიტრები, მედდები... ბავშვს უვლიდნენ ფანტასტიურად, ეფერებოდნენ, თან ყვებოდნენ. ძალიან კარგად გამახსენდებიან ეს გოგოები სულ smile.gif ერთი ბავშვთა მედდა იყო თეონა, სიამოვნებით წამოვიყვანდი სახლშიც biggrin.gif
6. ბავშვის ტანსაცმელი წაიღეთ, ჰქონდათ პილიონკები, პლედი, სოსკები, სადორბლეები... ბოთლი ჩემი მქონდა მიტანილი, თუმცა არც დამჭირვებია.
7. დიდი მინუსი: მშობიარობაზე არ ასწრებენ ქმარს და არც ღამე შეუძლია არავის დარჩენა. ჩემს თავზე გამოვცადე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მინუსი ყოფილა ეს biggrin.gif

იმედია ვინმეს დაგეხმარებათ ჩემი გამოცდილება smile.gif მეორე ბავშვიც შეიძლება მანდ გავაჩინო, მანამდე თუ არ შეიცვალა ბაზარზე სიტუაცია smile.gif

Posted by: Unico 5 Apr 2017, 13:31
north
კი, ბებიაქალიც აყვანილი მყავდა. ნინო ეგუტიძე, თუ გვარი სწორად მახსოვს. ზურა და ნინო შეხმატკბილებულად მუშაობდნენ :დდ

ახალგაზრდა ქალია smile.gif

დარჩენას რაც შეეხება, ინდ. ბლოკში ქმარი ბოლომდე დარჩა. ჰკიზტხეს რჩებიო პროცესზეო და კიო. პალატაში კი, ერთკაციანის შემთხვევაში, დილის 9 დან საღამოს 10მდეა. ღამე დარჩენა ფასიანია ლუქსისთვის, კაცი 105 ლარი.

ღამე ისედაც შემოდიოდნენ მედდები და არ დავიტოვე არავინ ჩემებიდან. დღე იყვნენ smile.gif

Posted by: Ninito_ 5 Apr 2017, 13:46
chixuaxua
QUOTE
4. კვება: სამჯერადი, რაღაცნაირად ბაღის საჭმელებს ჰგავდა  ჩაი, ყველი+კარაქი+პური, წვნნიანები, სადილები, მაწონი და ეგეთები. ვჭამდი ყველაფერს, არადა ძალიან პრეტენზიული მჭამელი ვარ.

აუ მეც biggrin.gif პირველ დღეს რომ ფუნთუშა და მაწონი მომიტანეს ხო საერთოდ ხინკლის გემოზე ვჭამე
არადა აი ისეთი პრეტენზიული ვარ, უარესი წარმოუდგენელია და მანდ ყველაფერს ვჭამდი გიჟივით biggrin.gif

ნუ დარჩენა რომ არ შეიძლება ეგ მე არ მაწუხებდა დიდად
და ყველაზე მეტად რაც მომწონს ისაა, მნახველების რაოდენობა რომაა შეზღუდული. უშუალოდ ოპერაციის დღესაც გავაფრთხილე რომ ქმრის და ჩემი ერთი დაქალის გარდა არავინ შემოუშვათთქო და არ ამოუყვანიათ არავინ და მერეც არ შევუწუხებივარ ზედმეტ მნახველებს. ჩაჩავაში მაგალითად ვიცი რომ შეზღუდვები არ არის მაგ ამბავში და მერე ან ვინმეს უნდა აწყენინო, არ მოხვიდეო რომ ეტყვი, ან შენ უნდა მოგეშალოს ნერვები

Posted by: Neno_ 5 Apr 2017, 14:30
chixuaxua
QUOTE
7. დიდი მინუსი: მშობიარობაზე არ ასწრებენ ქმარს და არც ღამე შეუძლია არავის დარჩენა. ჩემს თავზე გამოვცადე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მინუსი ყოფილა ეს biggrin.gif

ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა 8 საათი, რომ ყველა წასულიყო და დამესვენა, ზოგადად biggrin.gif ანუ, გააჩნია ახალნამშობიარებს და გააჩნია ქმარს gigi.gif იმის თქმა მინდა, რომ თუ სახლის სიტუაცია არ არის (ჩუსტებით, დივანით, ტელიკით და რავი, ეგეთი, ზოგს უჭირს ტანსაცმელში და "სტუმრად" მოსვენება - მე მიჭირს, დედაჩემს უჭირს, ქმარსაც უჭირს biggrin.gif)..

QUOTE
4. კვება: სამჯერადი, რაღაცნაირად ბაღის საჭმელებს ჰგავდა biggrin.gif ჩაი, ყველი+კარაქი+პური, წვნნიანები, სადილები, მაწონი და ეგეთები. ვჭამდი ყველაფერს, არადა ძალიან პრეტენზიული მჭამელი ვარ.

მეც ეგრე, გემრიელი კი იყო საჭმელი, მარა ძალიან საბავშვო/საბაზისო თუ რაღაცნაირი, მართლა ბაღური, ზუსტად თქვი - ალბათ ესეც უნდა იყოს biggrin.gif

QUOTE
2. გაუტკივარება: ძალიან კმაყოფილი ვარ, არც ნემსის გაკეთება მიგრძვნია და არც ოპერაცია. ნესტან კვიციანი იყო ანესთეზიოლოგი, სპინალური გავიკეთე და ანესთეზიიდანაც მარტივად გამოვედი, მხოლოდ ვიკანკალე biggrin.gif

აუ, მე ისე დებილურად ვიყავი ოპერაციისას sad.gif წნევა მიწევდა ან მაღლა ან დაბლა (უფრო დაბლა) და თავს ბაგა ბუგი გაჰქონდა და მე გონი მიმდიოდა, ვეუბნებოდი და რაღაც წამალს მიმატებნენ, მარა სანამ იმოქმედებდა, საშინლად მახსოვს ეგ შეგრძნებები! ნესტანს კარგი ხელი აქვს, მარა ცუდი ხასიათი smile.gif) აუ, ეს ეხლა ისე იპანიკებს, დასაძინებელი გაგვიხდებაო - ჩემზე გაბედა (პირველად რომ დამიწია წნევამ და მართლა ძალიან დავპანიკდი, უსასტიკესი შეგრძნებაა მართლა და რა უნდა მექნა?).. ხოდა, ძალიან დამპლურად მახსოვს ეს კომენტარი biggrin.gif

ხედავ შენ? არც შენთან შემოსულა ამირანი, მაიმახ! biggrin.gif

Posted by: Dreamer_ta 5 Apr 2017, 15:26
chixuaxua
Neno_
ჩემთან შემოვიდა ამირანი biggrin.gif biggrin.gif მესამე დღეს მშობიარობიდან , 1წუთით მოგვიკითხა და გავიდა

Posted by: chixuaxua 5 Apr 2017, 15:45
Ninito_
აუ მე ქმარს ვეტირებოდი ყოველ საღამოს, აი თავს ვერ ვაკონტროლებდი biggrin.gif
Neno_
მე კიდე ხელები რო მიკანკალებდა ამირანმა ხელში ჩამარტყა lol.gif რამხელა სითბო ტრიალებს მაგ საოპერაციოში givi.gif
Dreamer_ta
ვაა biggrin.gif ჩემთან ბოლო დღეს იყო, მარა აღწერა ქონდათ და მაგ პონტში biggrin.gif

Posted by: Ninito_ 5 Apr 2017, 15:50
chixuaxua
აუ მე ნენოსი არ იყოს ერთი სული მქონდა 8 საათი გამხდარიყო biggrin.gif

Posted by: ოჩოპინტრე8 5 Apr 2017, 15:54
chixuaxua
QUOTE
მე კიდე ხელები რო მიკანკალებდა ამირანმა ხელში ჩამარტყა  რამხელა სითბო ტრიალებს მაგ საოპერაციოში 

lol.gif lol.gif lol.gif ვაიმეეე smile.gif)
QUOTE
აუ მე ქმარს ვეტირებოდი ყოველ საღამოს, აი თავს ვერ ვაკონტროლებდი

მეც ზუსტად, დავარაშვილთან ღამე არ ტოვებენ მამრებს smile.gif მშობიარობას კი დაესწრო ჩვეულებრივ და საღამომდე იყო ხოლმე ჩემთან , მერე დედაჩემი მოდიოდა ღამე დასარჩენად და ქმარი მიდიოდაა, აი მართლა ვეტირებოდი პატარა ბავშვივით smile.gif

Posted by: mashusha 5 Apr 2017, 16:00
Ninito_
chixuaxua


მე ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა. აი, წასვლაზე რა რეაქცია მქონდა, არ მახსოვს : ))
მიხაროდა რომ მხოლოდ 2 ადამიანის შემოსვლა იყო ნებადართული-ქმარი, დედა!

საჭმელი ისე მომწონდა რომ ბოლომდე ვჭამდი კარაქს (!!!!!). ბაღის თუ უფრო სანატორიუმის კვება გამახსენა . ერთი სული მქონდა როდის გვაჭმევდნენ : ))

მე მგონი ყველა ერთ პალატაში მოხვდით იმიტომ რომ მეც სხვებისკენ გამირბოდა თვალი, ესენი რა კარგებია ტქო : ) ნუ ცუდი არც ცემი იყო, მაგრამ, სხვისი იყო უკეთესი : )))

Posted by: Neno_ 5 Apr 2017, 16:08
chixuaxua
QUOTE
მე კიდე ხელები რო მიკანკალებდა ამირანმა ხელში ჩამარტყა lol.gif რამხელა სითბო ტრიალებს მაგ საოპერაციოში givi.gif

ამოვწყდი gigi.gif


ჩემი პალატა იყო საუკეთესო, 1 ოთახიანი ხრუშჩოვკის ხელა მაინც იყო, ანუ ძალიან დიდი, დივანით და სავარძლებით, ნათელი და კარგი - სხვებთან რომ ვიხედებოდი, იმათთან შედარებით ოროთახიანს გავდა.. მაგრამ!!! არამომგენიან მხარეს და აზრი არ ჰქონდა მასეთ კარგობას biggrin.gif

მეორე სართულზე იყო (მე მგონი, იმიტომ რომ მე ვიფიქრე სულ 1 სართულია მელოგინეების თქო და აგე, მესამე სართულიც გამოჩნდა biggrin.gif) მე-2 პალატა biggrin.gif

Posted by: Ninito_ 5 Apr 2017, 16:13
Neno_
ლუქსია ეგ არადა და ხალხი 200 ლარს ამატებს მაგისთვის biggrin.gif
და თუ სხვა ადგილი არ არის მაშინ იგივე ფასად შეყავხარ მანდ.
მე მესამეზე ვიყავი ერთხელ მესამე პალატაში და ერთხელ მეხუთეში, ეზოს მხარეს იყო ორივე

Posted by: mashusha 5 Apr 2017, 16:29
Ninito_
QUOTE
ერთხელ მეხუთეში



მეც, მაგრამ, ეზოს მხარეს როდის იყო. ეს ფანჯარა ხომ ქუჩიდანაც ცანს...

Posted by: Ninito_ 5 Apr 2017, 16:36
mashusha
ქუჩიდან არ ჩანდა , მარტო ეზს გადაყურებდა ჩემი ფანჯრები ორივეჯერ. აშკარად მეხუთე მახსოვს, შეიძლება მეშლება . სასადილო რომელ სართულზეა ისე? პირველად მაგის მოპირდაპირედ ვიყავი ზუსტად და მეორედ მესამეზე მესამე ოთახში

Posted by: chixuaxua 5 Apr 2017, 16:41
მე კიდე მეგონა მარტო მესამეზე იყო პალატები biggrin.gif

Posted by: Ninito_ 5 Apr 2017, 16:42
chixuaxua
სასადილო მეორეზეა ანუ? აუ რა სკლეროზი მაქვს რა მეშველება biggrin.gif

Posted by: Neno_ 5 Apr 2017, 16:44
Ninito_
სასადილო არის ვაფშე? )) მე ვფიქრობდი ყველასთან ოთახში შეჰქონდათ საჭმელი biggrin.gif ჩემს სართულზე სასადილო არ მინახავს.. დავიბენით ეხლა biggrin.gif

Posted by: nopiahopi 5 Apr 2017, 16:46
Neno_
chixuaxua
Ninito_

QUOTE
სასადილო არის ვაფშე? )) მე ვფიქრობდი ყველასთან ოთახში შეჰქონდათ საჭმელი  ჩემს სართულზე სასადილო არ მინახავს.. დავიბენით ეხლა



დარწმუნებულები ხართ , რომ ერთ სამშობიაროზე საუბრობთ? biggrin.gif
biggrin.gif

Posted by: Ninito_ 5 Apr 2017, 16:47
Neno_
კი არის, პატარა, სადაც ამზადებენ. ყველასთან სათითაოდ შეაქვთ კი,სასადილოში საჭმელად არავინ შედის მანდ, ექთნების და სანიტრების გარდა, პირველად ზუსტად ჩემი ოთახის წინ იყო, ესეიგი მეორეზე ვყოფილვარ biggrin.gif

Posted by: Neno_ 5 Apr 2017, 16:50
Ninito_
მეორეზე ვერ იქნებოდი, მე ვიყავი ესე მახსოვს და არ იყო სასადილო/სამზარეულოს მსგავსი ოთახი, სამი სართულის კიბე აშკარად არ ჩამომივლია გამოწერის დღეს biggrin.gif

sopiasopi
კარგი კითხვაა biggrin.gif

Posted by: Ninito_ 5 Apr 2017, 16:54
Neno_
გოგო თუ არ შეხვედი შიგნით ისე არც ეტყობა რომ სამზარეულოა, უბრალოდ უფრო მძაფრი სუნია საჭმლის ახლომახლოს
სხვათაშორის სანდროზე რომ ვიყავი მანდ, ყველა სართულზე იყო ბავშვთა პალატა და ანაზე რომ ვიყავი რემონტი ქონდათ და მესამედან მეორეზე ჩავდიოდი რომ ბავშვი მენახა. ანუ რაღაცეები შეცვალეს ასე გამოდის. ძველი პოსტები უნდა ვნახო იქნებ ისე გავიხსენო , რა მეშველება sad.gif

Posted by: chixuaxua 5 Apr 2017, 17:04
Ninito_
ცოტაც მოითმინე და ლაივში გატესტავ biggrin.gif
მე არ ვიცი მეორეზეც მანდ მივალ თი არა. ვაფშე მეორე ძაან შორეულად ჟღერს ჯერ biggrin.gif

Posted by: italiashka 5 Apr 2017, 17:42
გაგუას ახალი შენობა გახსნეს დღეს
ნეტა ფასები როდის განახლდება საიტზე? :შ

Posted by: mashusha 6 Apr 2017, 08:22
chixuaxua


ორი.მიზეზია რის გამოც ისევ მაგათ ავირჩევდი
1. ამირანი
2. ერთკაციანი პალატები


Posted by: fixyou1 6 Apr 2017, 10:21
ჰერაშიც აღარ აკეთებენ ოყნას? კიდევ ტელეფონს ართმევენ? ჩაჩავაში ართმევენ და არ მომწონს ეგ ფაქტი.

Posted by: tin10nio 7 Apr 2017, 01:16
საჭმელებზე რომ წერთ როგორ მიკვირს :-D მე მააგაარი გურმანი ვარ თუ მშია ვჭამ მარა, ჩაი მაქვს დალეული ორჯერ,საერთოდ არ გამისინჯავს არაფერი. როგორც მოჰქონდათ ოთახში ,ისე მიჰქონდათ.

Posted by: nikala_papa 7 Apr 2017, 02:12
QUOTE (addicted @ 4 Apr 2017, 17:58 )
blblbl
დღეს ჩემმა ექიმმა დროზე მონახე სად უნდა იმშობიაროო biggrin.gif

ჯან. სახლში კაცების ა,კ,ა მამების დისკრედიტაციის გამო არ მივადგამ ფეხს biggrin.gif

უკაცრავად და რომელ თვეში ხართ? და როდისა რომელ თვეში უკვე პირადი ექიმის აყვანა სამშობიაროში smile.gif

Posted by: happy-go-lucky 7 Apr 2017, 10:33
tin10nio
აუ იმ სუპის გემო არ დამავიწყდება წყალწყალა სუპჩიკი რომ მომიტანეს ოპერაციის მერე.. დაწოლილმა ვჭამე და აზზრე ვერ მოვდივარ როგორ ვხვრიპე ბოლომდე )) ფეხებს სიევ ვერ ვგრძნობდი და ვერ წამოვიწიე ))

Posted by: Ninito_ 7 Apr 2017, 10:38
tin10nio
აბა მშიერი იყავი? თუ რას ჭამდი?

Posted by: pearlgirl 7 Apr 2017, 10:48
fixyou1
QUOTE
ჰერაშიც აღარ აკეთებენ ოყნას? კიდევ ტელეფონს ართმევენ?

მე 2015 ში ვიმშობიარე ჰერაში, მშობიარობის დროს შემეძლო ხელში მჭეროდა მობილური, ვის ქონდა მაგის თავი თორე. lol.gif გვერდით მედო კი, პრობლემა არ იყო.

ოყნას არა არ აკეთებენ.


tin10nio
Ninito_
ვაიმე მე გადავჭამე აბა იქაურობა biggrin.gif

Posted by: Ninito_ 7 Apr 2017, 10:49
pearlgirl
მეც, ყველაფერს ვჭამდი, ფაფებსაც კი, რომელსც ბავშვებს რომ ვუმზადებ გული მერევა biggrin.gif

Posted by: chixuaxua 7 Apr 2017, 10:54
Ninito_
აუ მანი ქაშას რო ეძახიან ეგ ისე გემრიელად ვჭამე, ახლაც ნერწყვები მომადგა user.gif

ოთხი დღიდან ორჯერ ჰქონდათ ღვიძლი ქათმის, რაც მაგრად მიკვირდა biggrin.gif ქმარს ვაჭმევდი, ეგ ღვიძლი ვერაფრით ვჭამე biggrin.gif

Posted by: blblbl 7 Apr 2017, 12:11
addicted
QUOTE

ჯდომითაა+მცირეწყლიანობა, დღეს ჩემმა ექიმმა დროზე მონახე სად უნდა იმშობიაროო 

ჯან. სახლში კაცების ა,კ,ა მამების დისკრედიტაციის გამო არ მივადგამ ფეხს

ჯან სახლში რომ არ მიხვალ ვიცი biggrin.gif რატომღაც რომ მხიოვიდე ისე ძაან სასაცილო იქნებოდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მიდი გოგო პაატასთან <3 თან გადავიდნენ ახალში უკვე,ანუ საკეისრო გჭირდება ხო თუ არის შანსი მობრუნების

Posted by: ninoniniko7 7 Apr 2017, 12:23
anigio
მე გაგუაში გავაჩინე ორივე ბავშვი და ძააან კმაყოფილი ვარ ყველაფრით. მითუმეტეს ექიმი არ მყავდა აყვანილი. ექთნებიც კარგები არიან, სანიტრებიც, სისუფთავეა, კვებაც კარგი აქვთ და რაც საჭიროა ყველაფერი არის.

Posted by: takotatuli1989 7 Apr 2017, 13:09
ეს ექიმის აყვანა ვინმეს რამეში ადგება?

Posted by: tin10nio 7 Apr 2017, 14:18
happy-go-lucky
Ninito_
pearlgirl
აი.საერთოდ არ მქონდა მადა. აი არაფრის დანახვა არ მინდოდდა ,არადა მიყვარს ჭამა მოგეხსენებათ :-D ეხლა მაინტერესებს რას ვიზავ :დ
* * *
takotatuli1989
მემგონი არავინ არ ადგება ექიიმი. თვითონ ეგ ექიმი არაფერს აკეთებს საერთოდ. მე დიდდი სიამოვნებით არ ავიყვანდი. მაგრამ საკეისრო მაქვს და აბა როგორ ვქნა თორე ტყუილი ფულის ყრა მგონია.

Posted by: addicted 7 Apr 2017, 18:43
nikala_papa
34 კვირა, მე8 თვე :დ 36 კვირაზე მეანთან 1 ვიზიტი აუცილებლად უნდა გქონდეს გავლილი.

blblbl
გახსნეს, მაგრამ არ გადასულან. 10დანო, მივალ დავხედავ, ფასებს შევადარებ და ავარჩევ მაგას და ჰერას შორის.

Posted by: Katerina :-) 8 Apr 2017, 12:20
QUOTE (ქეთუ @ 4 Apr 2017, 12:23 )
პირველში არავის გაგიჩენიათ?


მე ვარ ეული? biggrin.gif

მე გავაჩინე 2 თვის წინ :-) რა გაინტერესებთ აბა?

Posted by: trendy 8 Apr 2017, 13:12
addicted
გილოცავ)) სამშOბიაროს არჩევ?). ჩემი ექიმი ქსნელაშVილი გადასულა სხვაგან Dა ისე დამწყდა Gული,თIთQოს გასაჩEნი მყავს))

Posted by: anuka2009 9 Apr 2017, 19:40
გაგუას ახალი კლინიკა ვნახე და კარგია ძალიან. ინტერიერის ფერმა კი დამთრგუნა თავიდან მაგრამ მოკლედ კარგია. 100 კაციანი საწოლფონდით, ბლოკები, საოპერაციოები სუპერ. ფასებს უმატებენ ძალიან ცოტათი. უმნიშვბელოდ

Posted by: nopiahopi 9 Apr 2017, 23:35
pearlgirl
QUOTE
მე 2015 ში ვიმშობიარე ჰერაში, მშობიარობის დროს შემეძლო ხელში მჭეროდა მობილური, ვის ქონდა მაგის თავი თორე.  გვერდით მედო კი, პრობლემა არ იყო.

მე მშობიარობა რომ დამეწყო,სამშობაროში მობილურის ნაცვლად დამტენი წავიღე
:ძაან ადექვატური სმაილი: biggrin.gif biggrin.gif

Posted by: mashusha 10 Apr 2017, 11:57
sopiasopi
QUOTE
სამშობაროში მობილურის ნაცვლად დამტენი წავიღე



მე ისეთი დამჯდარი ტელეფონი შევიტანე რომ 3 სურათის გადაღება ძლივსრა სეძლო ექთანმა : )) ისიც აქეთ მეხვეწებოდა მიდი ქამრს დაურეკე, მომეცი ბავშს მუცლიდან ამოყვანის დროს სუათებს გადავუღებო, თორემ, მე არც დარეკვა გამხსენებია და არც გადაღება : )))

Posted by: mikaA87 14 Apr 2017, 14:40
გოგოებო, ჩაჩავაში თუ გეგმავთ მშობიარობას ვინმე?

Posted by: Nini_B 14 Apr 2017, 17:56
ფაქტიურად გადაწყვეტილი მაქვს smile.gif

Posted by: mikaA87 14 Apr 2017, 18:46
Nini_B
ჩაჩავაში? ვისთან?

Posted by: kuncula 15 Apr 2017, 17:38
ჩაჩავაში ავიყვანე სოფო თამაზაშვილი და არავის გყოლიათ? მე ზოგადად ძალიან პანიკიორი ვარ და მშვიდი ქალიაო, ეგ იყო ძირითადი კრიტერიუმი

Posted by: north 18 Apr 2017, 08:37
რა ჯდება ჩაჩავაშI ექიმის აყვანა?

Posted by: fly30 18 Apr 2017, 11:07
north
დარახველიძე 400 საკეისრო, 350 ფიზიოლოგიური

Posted by: ketiL 18 Apr 2017, 17:55
addicted

ჯანმრთელობის სახლში გავაჩინე მეც 11 თვის წინ და ზუსტად 8/10 შევაფასებდი.

1. ნაკერი ძალიან მარტივად შემიხორცდა, უპრობლემოდ. ამირანი მხოლოდ 1-ხელ. მესამე დღეს შემოვიდა და ისე გამსინჯა-არც მიგვრძნია დიდად. არადა დაპანიკებული ვიყავი ხალხისგან რო ოპერაციის მერე მტკივნეულია გასინჯვაო smile.gif
2. გაუტკივარება ნარკოზი გავიკეთე და მეორე დღემდე გადასარევად მეძინა smile.gif ალაგ-ალაგ მეღვიძებოდა და ჩემი ქმრის და ჩემი დის სახეებს ვხედავდი. რაღაცეებს მეკითხებოდნენ-ვპასუხობდი და ისევ ვაგრძელებდი ძილს
3. აი პალატამახსოვს ყველაზე საშინლააად!!!! მეორე სართულის 1 პალატა! ეს იყო სრული კოშმარი! საშინელი საწოლი! რომელიც მაღალზე იყო და ჩემმა ქმარმა დამიჭია დაბლა. მოუხერხებელი, ხმელი, რაღაც დაცერავებული biggrin.gif ოთახის ფერზე არსად გამიჭედია მარა მანდ ისეთი ფერი იყო აი შესვლის წამიდან დამეწყო ნერვოზი(არადა მომეირდა თავიდანვე მეთქვა სხვაგან გადამიყვანეთთქო). ნივთები იყო რაც გჭირდებოდა მაგრამ რაღაც ისეთ ვიდზე იყო (ნუ ბუნებრივია ალბათ ხშირი მოხმარებისგან და რეცხვა-ხარშვისგან biggrin.gif)-პირადი იქონიოს ყველამ სჯობს. ბავშვების ოთახთან მქონდა საერთო კედელი და 24 სთ გაბმული ტირილი მქონდა ყურებში. სულ მეგონა ჩემი ბავშვები ტიროდნენ sad.gif 6 ბავშვიდან 2 ჩემი იყო და აი არ მჯეროდა რომ 1 მაინც ჩემი არ ტიროდა biggrin.gif მოცუცნული ოთახი იყო, რომლის კარიც არ იკეტებოდა წესიერად და ყველა ექთნის გასვლის მერე რომ დავიღალე ძახილით კარი კარგად დახურეთთქო-ვდგებოდი ეს ნაოპერაციები რის ვაივაგლახით და მე თვითონ ვკეტავდი კარს. თან თავბედს ვიწყევლიდი რატო არ ვთქვი თავიდანვე სხვაგან შევეშვითქო. მოკლედ ოთახზე ძალიან ნეგატიური ვარ და არ გავაგრძელებ წუწუნს biggrin.gif
4. კვება სიმართლე ვთქვა სრულიად საკმარისი იყო ჩემთვის. ვერც ვჭამდი ბოლომდე და ძალიან წუხდებოდა რუსი მზარეული იყო. ეგონა არ მომწონდა და ყველა მოსვლაზე მეკითხეობდა რამე ხო არ გინდა სხვანაირად გავაკეთო რო შეჭამოო smile.gif <3
5. ნუ პერსონალი საერთო ჯამში ძალიააააან კარგი! თვითონ ამირანიდან დაწყებული, ერთდაერთი 1 ბავშვის მომვლელი არ მომწონდა! ბავშვებს კოჭავდა საშინლად. მაისის ბოლოს ტანსაცმლის გარდა შალის პლედსა და პილიონკაში კოჭავდა ბავშვებს. 1 ბავშვი მყავს ძალიან ცხელი-მარტივად ოფლიანდება და ნასიცხები გაუჩინა. მერე ვთხოვე ნუ კრავთქო. თან ვერ იძინებდა შეკოჭილი. აქეთ დამიწყო ჭკუის დარიგება ნუ მიხსნიო, რამდენჯერ შევკრაო. მეთქი გამოყრილი აქვს კისერში შეხედეთქო და ეგ ნასიცხიაო და გასწავლიან მოვლასო. მეთქი სწავლას ვინ გთხოვს. ვიცი რაცაა და იმიტო გეუბნები ნუ კრავთქო. მოკლედ ვიჩხუბეთ რასაც ქვია. მერე ცვლა რომ შეიცვალა ძაან კარგი გოგო მოვიდა და იმან დაუმატა კიდევ რასკოჭავ ხედავ რა დღეშიაო და გამიხსნა ორივე ბავშვი. გარდა მაგისა 1 კალათაში აწვენდნენ ორივეს და ვერ ეტეოდნენ და მაგაზე ვბრაზდებოდი გაკვეხებულები რომ იყვნენ საწყალი ბავშვები.
6. ბავშვის ყველაფერი წაღებული მქონდა. ნუ პლედები და პილიონკები მაინც თავისი იხმარეს. ბოთლები, საწოვარები და ტანსაცმელი ჩემი იყო

მნახველებს რომ არ უშვებენ დიდი ხნით ერთის მხრივ მართლა რთულია, მაგრამ იმდენად დასვენება მჭირდებოდა მთელი რიგირ მიზეზების გამო რომ დიდად არ ვწუხდი. ერთადერთი ქმრის ყოფნა კი მინდოდა უფრო მეტი ხანი.

მოკლედ შემდეგ ჯერზე თუ ისევ მანდ აღმოვჩნდი -მაგ პალატაში ცხვირს არ შევყოფ. დერეფანში მირჩევნია წოლა. არადა ისე მალე მიწევს მეორეს გაჩენა... ქორიძის ნაკერის დამსახურება იქნება თუ ბოლომდე მშვიდობით მივედი


* * *
ჩაჩავას და ჰერას (ნოდარი) გამოცდილებების გაზიარება მაინტერესებს მეც... საკეისროების შემთხვევაში განსაკუთრებით. ნოდარმა ნარკოზზე უარი უთხრა ეხლა თანამშრომელს sad.gif არადა უნარკოზოდ ცუდად გავხდები-ვერაფრით ვერ გავუძლებ

Posted by: north 19 Apr 2017, 09:34
happy-go-lucky
Unico
fly30

მადლობა გოგოებო



Posted by: italiashka 19 Apr 2017, 11:38
ბაიებზე რა აზრის ხართ ხალხო? smile.gif

Posted by: addicted 20 Apr 2017, 16:08
ketiL
მადლობა ამომწურავი ინფოსთვის, ჯან. სახლი მართლა შავ სიაში მყავს შეყვანილი გენდერული დისკრიმინაციის გამო biggrin.gif


ახალ გაგუაში თუ იცით რას გვახვედრებენ და რა მიგვაქვს?

Posted by: trendy 20 Apr 2017, 16:10
addicted
QUOTE
რა მიგვაქვს?

მუცელი
QUOTE
რას გვახვედრებენ

ბავშვს))
როდის ელოდები?

Posted by: addicted 20 Apr 2017, 16:16
trendy
QUOTE
რა მიგვაქვს?

მუცელი


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
23 მაისიო, მაგრამ 90% საკეისრო მომიწევს და პირველ ნახევარში ჩაბარდება პროექტი biggrin.gif

Posted by: minions 20 Apr 2017, 16:22
kuncula
QUOTE
ჩაჩავაში ავიყვანე სოფო თამაზაშვილი და არავის გყოლიათ? მე ზოგადად ძალიან პანიკიორი ვარ და მშვიდი ქალიაო, ეგ იყო ძირითადი კრიტერიუმი

უსაყვარლესი ადამიანი და ექიმია, არ ინანებ ნამდვილად.
ერთი კვირის წინ დავესწარი მშობიარობაზე, სოფო იყო ექიმი და ძალიან მომეწონა. მაგის ხათრით დავფიქრდი მეორე ბავშვი ჩაჩავაში ხო არ გავაჩინოთქო.

Posted by: Mafanya 21 Apr 2017, 21:33
ketiL
QUOTE
ჩაჩავას და ჰერას (ნოდარი) გამოცდილებების გაზიარება მაინტერესებს მეც... საკეისროების შემთხვევაში განსაკუთრებით. ნოდარმა ნარკოზზე უარი უთხრა ეხლა თანამშრომელს sad.gif არადა უნარკოზოდ ცუდად გავხდები-ვერაფრით ვერ გავუძლებ


საკეისრო შესთავაზა ნარკოზის გარეშე? eek.gif

Posted by: Ninito_ 21 Apr 2017, 21:36
Mafanya
სპინალურით ალბათ biggrin.gif
ან გრეის ანატომია ექნებოდა ნანახი იმ ექიმს biggrin.gif

Posted by: blblbl 21 Apr 2017, 22:39
Ninito_
QUOTE

ან გრეის ანატომია ექნებოდა ნანახი იმ ექიმს

ვაიმე lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: nopiahopi 21 Apr 2017, 23:49
Ninito_
QUOTE
გრეის ანატომია ექნებოდა ნანახი იმ ექიმს

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

სად გაგახსენდა biggrin.gif

Posted by: Ninito_ 21 Apr 2017, 23:54
sopiasopi
მაგ სერიას რა დამავიწყებს biggrin.gif

Posted by: saddasai 24 Apr 2017, 16:43
ზაზა სინაურიძესთან ხო არ გიმშობიარიათ ვინმეს? გამოცდილების გაზიარება მჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად)))

Posted by: LTB1948 24 Apr 2017, 17:40
saddasai
კატასტროფუი ფასები რომ აქვს? აპარტამენტები ტოკიო, ნიუ იორკი და ა.შ?

ჩვეულებრივი, არაექსკლუზიური პალატები თუ აქვს ხომ არ იცით? ეგება და ადამიანური ფასი ღირდეს. 1250$ ღირს მგონი ექსკლუზიურ პალატებში მშობიარობა.

სინაურიძე კი კარგი სპეციალისტია, როგორც მსმენია.

Posted by: ოჩოპინტრე8 24 Apr 2017, 17:52
LTB1948
QUOTE
ჩვეულებრივი, არაექსკლუზიური პალატები თუ აქვს ხომ არ იცით?

კი აქვს , როგორ არა, ფასები ზუსტად არვიცი, მაგრამ აბსოლუტურად მოკვდავი smile.gif)

Posted by: saddasai 24 Apr 2017, 18:21
QUOTE (LTB1948 @ 24 Apr 2017, 17:40 )
saddasai
კატასტროფუი ფასები რომ აქვს? აპარტამენტები ტოკიო, ნიუ იორკი და ა.შ?

ჩვეულებრივი, არაექსკლუზიური პალატები თუ აქვს ხომ არ იცით? ეგება და ადამიანური ფასი ღირდეს. 1250$ ღირს მგონი ექსკლუზიურ პალატებში მშობიარობა.

სინაურიძე კი კარგი სპეციალისტია, როგორც მსმენია.

კი აქვს ჩვეულებრივი პალატებიც და ზაზას აყვანა 500ლარი ჯდება. დაახლოებით 1500ლარი ა საბოლოო ჯამში. დღეს ვიყავი ზაზასთან და ძალიან ამომწურავად ამიხსნა ყველაფერი.

Posted by: tikako6 24 Apr 2017, 21:32
მეც ზაზასთან ვიყავი დღეს,მაგრამ ფასებზე არ მილაპარაკია
saddasai
იქნებ დაწერო დეტალები ან ხომ არ გინახია პალატები რა სიტუაციაა

Posted by: saddasai 24 Apr 2017, 21:45
კი ვნახე. პინეოს მიმღები არ მომეწონა, ძალიან ცუდი და ნელი მომსახურეობა ჰქონდათ. პალატები ძალიან ნორმალური, სუფთა და ჩვეულებრივია. პინეო ლაქშერის პალატებიც ვნახე, ვერ ვიტყვი აღვფრთოვანდითქო, ფასთან შედარებით დიდი არაფერი. ჩვეულებრივი სუფთა და ოწესრიგებულია და გაკრულია ნიუ-იორკის, ტოკიოს და ჟენევას პლაკატები. თუმცა განსხვავება ის იყო რომ პინეო ლაქშარიში თავს დაგტრიალებენ და ქვეოთ დიდად არ წუხდებიან. რაც შეეხება ზაზა სინაურიძეს ძალიან დაწვრილებით ამიხსნა ყველაფერი, შემპირდა რომ მშობიარობა არ მეტკინებოდა(ეს ალბათ მომატყუა,მაგრამ კარგი ტყუილი იყო). პინეოში მშობიარობა ერთკაციანში 1000ლარი ჯდება,გაუტკივარრბის ფასი არ მიკითხავს და ზაზას აყვანა 500ლარია. პინეო ლაქშერი 1250$ და ამ ფასსი შედის ზაზას აყვანაც და გაუტკივარებაც. წყალში მშობიარობას თუ გადაწყვეტ ემატება 200$.

Posted by: tikako6 24 Apr 2017, 21:51
მიმღებში ზედახორა იყო,რა თქმა უნდა მაღლა მეოთხეზე გაცილებით კარგი სიტუაციაა,რაღაც სურათი დევს მათ ფეისბუქზე ერთი პალატის და არ მომეწონა,ეხოზეც ისეთი ამბავი იყო არც რიგი,ზოგი მიდის მერე მოდის მე ვიყავიო დ. ა.შ

Posted by: LTB1948 25 Apr 2017, 09:54
saddasai
შეგიძლია საიტი დამიწერო? ჩემი ოჯახის ახლოებელია და ვიცი, რომ გულისყურით მომეკიდება. საიტს ვნახავ და მერე ჩემებს დაველაპარაკები თუ ღირს შეწუხება

Posted by: just smile19 25 Apr 2017, 13:18
გოგოებო კლინიკა ღია გულში თუ გიმშობიარიათ?

Posted by: saddasai 25 Apr 2017, 16:00
QUOTE (LTB1948 @ 25 Apr 2017, 09:54 )
saddasai
შეგიძლია საიტი დამიწერო? ჩემი ოჯახის ახლოებელია და ვიცი, რომ გულისყურით მომეკიდება. საიტს ვნახავ და მერე ჩემებს დაველაპარაკები თუ ღირს შეწუხება

მგონი არ აქვთ საიტი, ადრე მეც ვეძებდი. ფეისბუქის გვერდი აქვს ოღონ პინეო ლაქშერის. https://www.facebook.com/pineo.luxury/ აი ეს არის
* * *
ხომ არ იცით ჯანმრთელობის სახლში ქორიძესთან საკეისრო კვეთა რა ჯდება? და კიდევ მაინტერესებს ქორიძე ძალიან უხეშია? და ნახვის საათები როდემდეა? ლუქსი თუ არსებობს სადაც ღამეც დატოვებენ ვინმეს?

Posted by: italiashka 26 Apr 2017, 10:19
მოკლედ სამშობიაროზე ჩამოვყალიბდი, გაგუა ცალსახად. ეხლა ექიმი მირჩიეთ smile.gif)))))))))))))
და მანდ თუ იცით, ყველა ექიმის აყვანა 280 ლარია თუ სხვადასხვა ექიმის აყვანა სხვადასხვა ფასი ღირს?

Posted by: Dreamer_ta 26 Apr 2017, 10:58
saddasai
1665 + წინასაკეისრო ანალიზები 300ლარამდე. უხეში არ არის , სერიოზული კაცია უბრალოდ smile.gif ნახვის საათები 2იდან 8მდე და ვერავის დაიტოვებ

Posted by: wkna 26 Apr 2017, 11:31
saddasai

ქორიძესთან ჩემმა ახლობელმა გააცინა მაგ სამშობიაროში ძალიან კმაყოფილია

Posted by: just smile19 26 Apr 2017, 20:36
italiashka

QUOTE
მოკლედ სამშობიაროზე ჩამოვყალიბდი, გაგუა ცალსახად. ეხლა ექიმი მირჩიეთ smile.gif)))))))))))))
და მანდ თუ იცით, ყველა ექიმის აყვანა 280 ლარია თუ სხვადასხვა ექიმის აყვანა სხვადასხვა ფასი ღირს?


მეც გაგუაში ვაპირებ. როდის ელოდები?

მაგ კლინიკაში მგონი ყველა კარგია biggrin.gif მეგობრების გამოცდილებით გაგუა, თინა გაგუა და მახარაშვილი. სხვა არ ვიცი ვინ ყავთ. მე დათოსთან ვაპირებ და დათოს აყვანა ღირდა 280,
დანარჩენი 250. ახალ კლინიკაში არ ვიცი თუ შეიცვალა ფასი

Posted by: Fallen Angie 28 Apr 2017, 15:31
ჰერა და გაგუას შორის ვერ ავარჩიე biggrin.gif
არადა, სადაც გადავწყვეტ იქ მინდა ვიარო კონსულტაციებზეც, გამოკვლევებზეც და ა.შ.

ორი უმთავრესი კრიტერიუმი:
ღამე ქმრის დარჩენა შეიძლებოდეს
საკეისროზე დასწრება შეიძლებოდეს

ორივეგან მოჟნა? mo.gif

Posted by: italiashka 28 Apr 2017, 15:39
just smile19
QUOTE
მეც გაგუაში ვაპირებ. როდის ელოდები?

მაგ კლინიკაში მგონი ყველა კარგია  მეგობრების გამოცდილებით გაგუა, თინა გაგუა და მახარაშვილი. სხვა არ ვიცი ვინ ყავთ. მე დათოსთან ვაპირებ და დათოს აყვანა ღირდა 280,
დანარჩენი 250. ახალ კლინიკაში არ ვიცი თუ შეიცვალა ფასი

მე ველოდები 1 ივნისს, smile.gif
იქით კვირაში მივალ და ზუსტად გავიგებ ფასებს smile.gif
პაატა მახარაშვილს ვფიქრობ მე.

Posted by: anuka2009 28 Apr 2017, 17:10
Fallen Angie
ამ ეტაპზე პირობებით გაგუა სჯობს, ბევრად.

Posted by: Fallen Angie 28 Apr 2017, 17:12
anuka2009
QUOTE
ამ ეტაპზე პირობებით გაგუა სჯობს, ბევრად.

ეს ლუქსები ბევრი აქვთ?
თუ 1 ცალია მარტო და შეიძლება რო მივიდე არ იყოს თავისუფალი და 4 კაციანში შემაგდონ? )))))

Posted by: nat7 28 Apr 2017, 17:15
italiashka
პაატა მახარაშვილი არის ძალიან კარგი პროფესიონალი + ადამიანი ერთი ხმა ჩემგან მას

Posted by: fixyou1 28 Apr 2017, 23:21
Fallen Angie
ჰერაში საკეისროზე არ ასწრებენ ზუსტად ვიცი

Posted by: blblbl 29 Apr 2017, 01:14
Fallen Angie
ლუქსი თუ თვისუფალი არაა,როგორც წესი სხვა პალატას ალუქსებენ ასე ვთქვათ და მაინც მარტო ხარ.

Posted by: just smile19 29 Apr 2017, 09:36
italiashka

QUOTE
იქით კვირაში მივალ და ზუსტად გავიგებ ფასებს


დაწერე რა მერე ფასები love.gif

Posted by: annastasya 29 Apr 2017, 12:32
გაგუას კლინიკაზე ვიტყვი ერთ ორ სიტყვას,იქნებ ვინმეს გაინტერესებდეთ..
ახალ გაგუაში გავაჩინე ჩემი გოგო და ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით.
მიუხედავად იმისა,რომ გადასვლის პირველი დღე იყო და ყველა ძალიან დაბნეული იყო smile.gif)
ერთადერთი რაც ვერ მოაწესრიგეს ჩემი იქ ყოფნისას ,მნახველების ამბავი იყო,მაგრამ ეგეც დროის ფაქტორია ალბათ.

პერსონალით კმაყოფილი ვარ.

გაგუა მყავდა აყვანილი და მინდა ავღნიშნო,რომ არ მეგონა ასე ყურადღებით და გულისხმიერებით თუ მომიდგებოდა.რომ ამბობენ ხოლმე,ბებიაქალის როლი ძალიან დიდიაო ლამის მეანზე მეტსაც აკეთებსო,მე ვერც მივხვდი ბოლო წუთამდე ვინ იყო ბებიაქალი smile.gif)) იმდენად პირველი წუთიდან ბოლომდე თავად დავითი და მისი თანაშემწე მარიამი იყვნენ ჩემთან,გაოცებული ვიყავი სასიამოვნოდ smile.gif)

ბოლო ,დაბადების წუთები ისე ტკბილად მახსენდება ახლა.. ყველა,მთელი ბრიგადა ერთვებოდა თითოეული ბავშვის დაბადებაში.შემოვიდნენ ბებიაქალები,დავითი,მარიამი,ორი უსაყვარლესი რეზიდენტი,პაატა მახარაშვილი,და მორიგე მეანი (სახელი გვარი არვიცი)..ჩემი გოგოს დაბადება და მათი გულახდილად ბედნიერი სახეები და მოლოცვები არასდროს დამავიწყდება smile.gif

Posted by: Msnana 29 Apr 2017, 13:23
გაგუა საკეისროს როგორ აკეთებს? თუ მასთან მხოლოდ ბუნებრივად მშობიარობა ღირს?

Posted by: anuka2009 29 Apr 2017, 13:37
Fallen Angie
არა, რა 1 ლუქსი. 100 კაციანი საწოლ ფონდი აქვთ smile.gif არ გექნება 1 ადგილიანის პრობლემა.

Posted by: italiashka 29 Apr 2017, 14:01

annastasya

QUOTE
ერთადერთი რაც ვერ მოაწესრიგეს ჩემი იქ ყოფნისას ,მნახველების ამბავი იყო,მაგრამ ეგეც დროის ფაქტორია ალბათ.


ამაში რას გულისხმობ? ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რო ქმარი დამიტოვონ იქ და იმედია ამაზე პრობლემა არ შემემნება

Posted by: annastasya 29 Apr 2017, 14:26
italiashka
არა დატოვებაზე არანაირი პრობლემა არ ყოფილა,ჩემი მეუღლეც ჩვეულებრივად რჩებოდა.

აი ნახვის საათები საერთოდ გაურკვევლად იყო და შიგნიდან იღებოდა კარი,ხოდა ხან ვის უშვებდნენ გოგოები და ხან ვის.უნდა გავამხილო ერთხელ მეც შემოვაპარე ჩემი ნათესავი biggrin.gif
ნუ მე კიდევ ერთიან პალატაში ვიყავი და სხვას მაინც არ ვაწუხებდი ,ორიანში ნამდვილად არ მესიამოვნებოდა სხვისი სტუმრების მიდიმოდი...

Posted by: blblbl 29 Apr 2017, 16:13
Msnana
ძალიან კარგად,ნაკერი თითქმის აღარც გეტყობა რაღაც პერიოდუს მერე და საეღტოდ მეანი თუ აკრგია ის ორივე მხრივ უდნა იყოს პროფესიონალი,თუ მარტო ბუნებრივსია ან საკეისროში აკრგი,ის ვერ იქნება კარგი ექიმი ჩემი აზრით

საკეისროზე გაგუას დათანხმებაა უბრალოდ რთული ჩვენების გარეშე,თუმცა ეგეც მოგვარებადია

Posted by: LTB1948 29 Apr 2017, 17:17
გოგოებო გაგუას ახალ კლინიკაში ნეონატალური განყოფილება აქვთ? ანუ ნაადრევებს თუ იღებენ და ბავშვებზე ზეონატალური ზრუნვისთვის თუ აქვთ საჭირო არჭურვილობა?

Posted by: anuka2009 29 Apr 2017, 17:23
LTB1948
კი გაუკეთებიათ ახლა. ძვირადღირებული აპარატურა შეუძენიათ.ნეონატოლოგი ყავთ მაქ ნინო კამკამიძე ძალიან კარგი.

Posted by: Fallen Angie 30 Apr 2017, 20:05
მადლობა გოგოებო.
ესეიგი გაგუასკენ ვიხრები უკვე თითქმის 100%-ით. ერთადერთი ის დამრჩა გასარკვევი საკეისროს დროს თუ შეიძლება დასწრება.

Posted by: saddasai 1 May 2017, 19:07
ხო არ იცით კარგი მეანი, რომელიც მარტივად თანხმდება მოთხოვნილ საკეისროს და თან ნდასწრება შეიძლება?

Posted by: nat7 2 May 2017, 11:52
annastasya
აი ეგ ამბავი რომ ქმარი დატოვეს პალატაში ცოტა გამიკვირდა ნამდვილად. ჩემი აზრით ცოტა უსიამოვნოა ეგ ფაქტი. მეც და ყველა ქალს რათქმაუნდა უნდა რომ ამ მომენტში ქმარი გვერდით ყავდეს, მაგრამ 2 დღე ნამდვილად არაა ის დრო, რომ ვერ გადზლო ისე და მერე კი გეყოლება სახლში რამდენი ხანიც გინდა. უბრალოდ იქ იმდენი უხერხული სიტუაცია ექმნებათ ქალებს რომ სულაც არაა ჩემი აზრით საჭირო ყველაფერში ჩავაყოფინოთ კაცს ცხვირი sleep.gif sleep.gif sleep.gif

Posted by: Fallen Angie 2 May 2017, 11:55
nat7
QUOTE
აი ეგ ამბავი რომ ქმარი დატოვეს პალატაში ცოტა გამიკვირდა ნამდვილად. ჩემი აზრით ცოტა უსიამოვნოა ეგ ფაქტი. მეც და ყველა ქალს რათქმაუნდა უნდა რომ ამ მომენტში ქმარი გვერდით ყავდეს, მაგრამ 2 დღე ნამდვილად არაა ის დრო, რომ ვერ გადზლო ისე და მერე კი გეყოლება სახლში რამდენი ხანიც გინდა. უბრალოდ იქ იმდენი უხერხული სიტუაცია ექმნებათ ქალებს რომ სულაც არაა ჩემი აზრით საჭირო ყველაფერში ჩავაყოფინოთ კაცს ცხვირი     

spy.gif
მემგონი წარსულს ჩაბარდა ის დრო ქმარს მაკიაჟის გარეშე რო არ უნდა დანახვებოდი თურმე spy.gif
ან ეგეთი კაცი რა საჭიროა ყველაფერი თუ შეულამაზე და სული უბერე, არიქა რამე არ ეზედმეტოსო spy.gif

Posted by: takotatuli1989 2 May 2017, 11:56
Fallen Angie
ეგაა მაგათი მთავარი სიახლე ერთდროულად 24 ნაადრევად გამოკჩეკილ ბაოს შეუძლიათ შესთავაზონ სრული მომსახურება...

Posted by: italiashka 2 May 2017, 12:00
QUOTE (nat7 @ 2 May 2017, 11:52 )
annastasya
აი ეგ ამბავი რომ ქმარი დატოვეს პალატაში ცოტა გამიკვირდა ნამდვილად. ჩემი აზრით ცოტა უსიამოვნოა ეგ ფაქტი. მეც და ყველა ქალს რათქმაუნდა უნდა რომ ამ მომენტში ქმარი გვერდით ყავდეს, მაგრამ 2 დღე ნამდვილად არაა ის დრო, რომ ვერ გადზლო ისე და მერე კი გეყოლება სახლში რამდენი ხანიც გინდა. უბრალოდ იქ იმდენი უხერხული სიტუაცია ექმნებათ ქალებს რომ სულაც არაა ჩემი აზრით საჭირო ყველაფერში ჩავაყოფინოთ კაცს ცხვირი  sleep.gif  sleep.gif  sleep.gif

ვისთვის როგორ...
ორსულობასაც ბევრი უხერხულობა ახლავს, პირადად ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. მაშინ საერთოდ ამ 9 თვის განმავლობაში ქმართან არ უნდა ვიცხოვროთ, რომ რამე თვალში არ ეუცხოოს smile.gif
და საერთოდაც, მშობიარობიდან 40 დღე ბოსელში ხომ არ გადავსახლდე იმას ვფიქობ. givi.gif

ჩემთვის დიდი იმედი და დიდი დახმარება იქნება ქმარი რომ იქნება ჩემს გვერდით.

Posted by: nat7 2 May 2017, 12:05
Fallen Angie
არა რათქმაუნდა არ ვარ იმის მომხრე რომ უნდა ულამაზო ყველაფერი ქმარს. მტერი ვარ მაგ ამბის. მე სხვა ქალებს ვგულისხმობ ზოგი წყლებს რომ ღვრის და ზოგი კიდევ ისეთი შეშლილია სახეზე რომ შეხედო აღარ მოგინდება არაფერი. მაგაზე ვამბობ თორემ საკუთარ ქმართან თუ ალამაზე ყველაფერი სულ არ გინდა ეგეთი

Posted by: Fallen Angie 2 May 2017, 12:07
nat7
QUOTE
არა რათქმაუნდა არ ვარ იმის მომხრე რომ უნდა ულამაზო ყველაფერი ქმარს. მტერი ვარ მაგ ამბის. მე სხვა ქალებს ვგულისხმობ ზოგი წყლებს რომ ღვრის და ზოგი კიდევ ისეთი შეშლილია სახეზე რომ შეხედო აღარ მოგინდება არაფერი. მაგაზე ვამბობ თორემ საკუთარ ქმართან თუ ალამაზე ყველაფერი სულ არ გინდა ეგეთი

ქმარს თუ დარჩენის უფლებას აძლევენ ესეიგი ერთ-კაციან პალატაში ხარ, აბა 4-კაციანში ვინ დატოვებს.
ასე რომ არ აქვს შეხება არც წყლების დაღვრებთან და არც სხვა ქალების სახეებთან lol.gif
მაგ პრინციპით აბა სანახავადაც არ უნდა მოვიდეს სამშობიაროსი, დერეფანში რა შეხვედება ვინ იცის

Posted by: blblbl 2 May 2017, 12:12
nat7
არა ამრთლა გგონია რომ სხვა ქალებიც რომ არიან პალატაში იქ ტოვებ ქმარს კაცო? biggrin.gif სადაც ქმარი რჩება იქ მნხოლოდ შენდ ა ქმარი ხართ

Posted by: nat7 2 May 2017, 12:12
Fallen Angie
აბა შენ იცი, მშვიდობიან მომშობიარებას გისურვებ

Posted by: blblbl 2 May 2017, 12:13
Fallen Angie
კი შეიძლება საკეისროზეც და ფიზიოლოგიურზე,ნუ გაგუა ასწრებს,კიარადა პირქით მომხრეა,სხვა არ ვიცი

Posted by: Fallen Angie 2 May 2017, 12:15
blblbl
QUOTE
კი შეიძლება საკეისროზეც და ფიზიოლოგიურზე,ნუ გაგუა ასწრებს,კიარადა პირქით მომხრეა,სხვა არ ვიცი

ვაიმე მართლა? biggrin.gif biggrin.gif
მე რო დავრეკე გაგუაში არ შეიძლებაო მითხრეს sa.gif
აუ ძაან ჩამოუყალიბებელი ვარ :/
იმდენ რამეზე ვფიქრობ, რო აი ამეხადა ტვინი user.gif
ხო კაი ექიმია გაგუა?
ყველა ექიმზე იმდენ საშინელებას ყვებიან , რო მოუსმინო ვერავისთან მიხვალ ადამიანი user.gif

Posted by: annastasya 2 May 2017, 12:24
nat7
და სხვა ქალებთან ჩემი ქმარი რა შუაშია? biggrin.gif ერთკაციანში ვიყავით,ბავშვიც სულ ჩვენთან იყო და ვფიქრობ,რომ ამან განაპირობა ის რომ დღემდე იდეალურად ვუგებთ პატარას და არავის მიხმარება არ გვიწევს ბავშვთან დაკავშირებით smile.gif
სამშობიარო ბლოკ პალატაც ინდივიდუალური იყო..

Posted by: blblbl 2 May 2017, 12:54
Fallen Angie
მე პირადად სხვა ექიმს არც განვიხილაც და რავიცი : როგორც თქვი ყველა ექიმს ჰყავს უკმაყოფილო პაციენტი და ყველაზე ისმის საშინელებები

Posted by: Fallen Angie 2 May 2017, 12:58
blblbl
QUOTE
მე პირადად სხვა ექიმს არც განვიხილაც და რავიცი : როგორც თქვი ყველა ექიმს ჰყავს უკმაყოფილო პაციენტი და ყველაზე ისმის საშინელებები

შენ ჩემს ოფიციალურ მრჩევლად უნდა დაგნიშნო მშობიარობის საკითხებში lol.gif lol.gif
წინაზეც რამდენი რამე მირჩიე biggrin.gif

ჯერ ძაან ადრეა სამშობიაროზე ფიქრი, მაგრამ მინდა, სადაც გავაჩენ იქ ვიარო კონსულტაციებზეც და ამ კვირაში უნდა მივიდე და მივალ პირდაპირ გაგუაში რა.
ვეცდები დავითანხმო საკეისროზე დასწრებაზე და თუ არ გამოვა რას ვიზამ, ჯობია დარწმუნებული ვიყო ხარისხში, ვიდრე ჩემი სურვილის გამო სადღაც არც ისე კარგ ექიმთან გავაჩინო biggrin.gif

ხო ჩემზე არ მოქმედებს ეს ჭორები. ამ დღეებში მომხდარა კიდე რაღაც და იმ ხალხისაც მესმის, ახლობლები და ნათესავები არიან და ეძებენ რაღაც მიზეზს, ან ვინმეს რომ დააბრალონ. ჯერ არც არსებობს ექიმი, რომელსაც ცუდი შემთხვევა არ ჰქონია და ასე გარედან ვერ გეცოდინება გარემოებები, პირველ რიგში თვითონ ნერვიულობენ და განიცდიან, სხვა თუ არაფერი მათ რეპუტაციაზე მოქმედებს.

Posted by: anuka2009 2 May 2017, 14:03
Fallen Angie
QUOTE
მე რო დავრეკე გაგუაში არ შეიძლებაო მითხრეს

რას ამბობ, გაგუა იყო პირველი ვინც ეგ წესი შემოიღო, პირიქით აქეყ აძალებდა მამებს დასწრებას. smile.gif მაგაზე არ იდარდო smile.gif

Posted by: addicted 2 May 2017, 16:28
Fallen Angie
შეიძლება, დღეს ვიყავი ექიმთან და ვკითხე, ხომ არაფერი შეცვლილა და ქმარი ხომ ჩვეულებრივ იქნება ჩვენს გვერდითთქო და კიო smile.gif

Posted by: Fallen Angie 2 May 2017, 16:35
anuka2009
addicted
დავწყნარდი გოგოებო biggrin.gif მადლობა biggrin.gif


addicted
შენ როდის აჩენ?
საკეისროს იკეთებ ხო?

Posted by: addicted 2 May 2017, 16:49
Fallen Angie
არვიცი :დ
36 კვირაზე გასწორდა, ახლა ისევ სიგრძეზეა. ექიმმა დაველოდოთ და თუ არ გასწორდება მეტი რა გზაა საკეისროო smile.gif
თან მინდა მე ეს საკეისრო, თან არა :დ
მეზარება ჭინთვები biggrin.gif

Posted by: Fallen Angie 2 May 2017, 16:52
addicted
მე ბოლო წამზე გადამიწყვიტა დავარაშვილმა საკეისრო და ჭკუაზე არ ვიყავი სიხარულისგან biggrin.gif
თავიდან შემართებით ვიყავი და აი წყლები რო დავღვარე ძაან შემეშინდა უკვე ამ ჭინთვების და ტკივილის biggrin.gif
პროსტა შენით თუ გააჩენ ძაან მალევე წამოხტები ჩიტივით biggrin.gif
საკეისროს მერე ეგრე ყოჩაღად ვერ იქნები, მარა სამაგიეროდ ყველა თავზე გევლება და შეგიძლია შეიფერო დედოფლობა lol.gif
მოკლედ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე biggrin.gif

Posted by: addicted 2 May 2017, 17:14
Fallen Angie
ხო, მაგის მეშინია ზუსტად :დ ანანოზე მეორე დღეს ხოდზე ვიყავი, ოპერაცია რომ გავიკეთე კიდევ 1 თვე წელში ვერ ვიშლებოდი biggrin.gif

მოკლედ არვიცი, რაც იქნება იქნება, მაინც ჩემი გასაჩენია ეს ბავშვი biggrin.gif

Posted by: Fallen Angie 2 May 2017, 17:19
addicted
კარგ რაღაცას გასწავლი biggrin.gif
საკეისროს მერე სამშობიაროში ოთხად მოკეცილი დავდიოდი, ეს მუცელიც ხო ექაჩება ქვევით და ჭიმავს ნაკერს და ვერ ვიშლებოდი biggrin.gif
გამოწერისას ექიმმა მითხრა ქამარი იყიდე რას იტანჯებიო biggrin.gif გამიზომა თვითონ გარშემოწერილობა და ამის მიხედვით იყიდეო.
იცი როგორ დავისვენე, საერთოდ ვერ ვგრძნობდი რო ჭრილობა მქონდა, გავიშალე ეგრევე biggrin.gif

მე ძაან მეშინია ფიზიოლოგიურის, დიდი იმედი მაქვს, პირველი რომ საკეისრო გავიკეთე საკმარისი მიზეზი იქნები საიმისოდ, რომ მეორეც საკეისრო გამიკეთონ biggrin.gif

Posted by: blblbl 2 May 2017, 17:24
addicted
გოგო ინდივიდუალურია ეგეც,ზოგი იმ დღესვე ციტივითაა ვერ გაიგებ რა ,პაატა გადაწყვიტე?

Posted by: Mafanya 2 May 2017, 20:25
blblbl
QUOTE
ზოგი იმ დღესვე ციტივითაა ვერ გაიგებ რა

გარფილდი დამითაგეთ

მომკალით თუ გინდა მაგრამ საკეისროზე ქმრის დასწრება რაღაც არ მომწონს იდეა. ხელებგაშლილი წევხარ დაბმული-გახლართული სისტემებში და გადასხმებში, სისხლები და გაფატრული მუცელი ალბათ ყველა ვარიანტში ჩანს ოთახში შესვლა-გამოსვლის დროს და საბოლოო ჯამში არც თუ ისე სასიამოვნო სანახაობაა, თუ გავითვალისწინებთ რომ კაცების უმეტესეობას ნემსისაც ეშინია. მოკლედ არ შემიყვანია ჩემი ქმარი ორ საკეისროზე და არც მომავალში არ შევიყვან ალბათ.

Posted by: anuka2009 2 May 2017, 23:11
Mafanya
თავთან სვამენ, რა სისხლები smile.gif

Posted by: Fallen Angie 3 May 2017, 03:04
Mafanya
ჰო და ძაან თუ თხოვს ქმარი სკალპელსაც დაასმევიმებენ )))))))
ნემსის რო ეშინია ეგეთი კაცი არც უნდა შეიყვანო, იქით თუ მოსასულიერებელი გახდა )))
და სისხლები და ჩეხაობები არ ჩანს ისედაც

Posted by: Ninito_ 3 May 2017, 10:18
Mafanya
არ ჩანს გოგო არაფერი, ფარდას აფარებენ და თავთან გიზის, რა სისხლები

Posted by: kudriashka7 7 May 2017, 00:08
სალამი გოგოებო ყველას
მე 27 კვირის ვარ, ჯერ 3 თვე დამრჩა წინ. მაგრად შემაშინა გაგუას ამბებმა... აღარ ვიცი სად ვიმშობიარო..

Posted by: Mafanya 7 May 2017, 07:45
anuka2009
QUOTE
Mafanya
თავთან სვამენ, რა სისხლები smile.gif

Ninito_
QUOTE
რ ჩანს გოგო არაფერი, ფარდას აფარებენ და თავთან გიზის, რა სისხლები

ვაიმე მაგდენს კი ვხვდები მეც, მაგრამ ოთახიდან გასვლისას თვალები უნდა დახუჭოს თუ როგორაა? smile.gif რაღაც არ შემიმჩნევია საოპერაციოდან კარებამდე ფარდა ყოფილიყო გაჭიმული biggrin.gif

Fallen Angie
QUOTE
ჰო და ძაან თუ თხოვს ქმარი სკალპელსაც დაასმევიმებენ )))))))

ძალიან ორიგინალურად ხუმრობთ!

Posted by: Ninito_ 7 May 2017, 08:42
Mafanya
რომ მორჩება ოპერაცია მერე გაყავთ, სისხლები არ ჩანს
და ისე მე არც ფიზიოლოგიურზე დასწრების იდეა მხიბლავს , მაგრამ ბევრს ფსიქოლოგიურად ეხმარება ძალიან ქმრის ყოფნა ორივე შემთხვევაში და რატომაც არა

Posted by: mashusha 7 May 2017, 08:50
Mafanya
სისხლების დანახვა სულაც არაა საჭირო იმისთვის რომ ცუდად გახდე. როცა იცი სად ხარ და რა მანიპულაციებს ატარებენ, საკმარისია უკვე. მერე იქ სულ მოძრაობაა, იმას აწვდიან ,ამას ართმევენ და აშშ როცა წევხარ, ვერ ხედავ, მარა, ვინც ზის და შეუზღუდავია მოძრაობაში, ის დაინახავს

Posted by: Ninito_ 7 May 2017, 11:45
mashusha
თუ მონდომებული არაა ადამიანი, ვერაფერს დაინახავს. თორემ მე მასე მთელ ჩემ საკეისროს ვუყურე , იმიტომ რომ გვერდზე კარი იყო რომელსაც დაბურული შუშა ქონდა და ყველაფერი ჩანდა კარგად. მაინტერესებდა და ვუყურე . რომ არ მქონოდა სურვილი არ გავიხედავდი საერთოდ
და თავთან ვინც გიზის შეუზღუდავი როგორაა მოძრაობაში, იცის რომ არ შეიძლება ადგომა და მეორრ მხარეს გასვლა და როცა გარეთ უშვებენ მაგ დროს ან დამთავრებულია ყველაფერი, ან აფარებენ რამეს და ვერ ხედავს მაინც. ისე კი ოპერაციაზე რომ შედის ადამიანი , მაგდენი ეცოდინება რომ ჰოუმლენდის საყურებლად არ ეპატიჟებიან

Posted by: ოჩოპინტრე8 7 May 2017, 13:30
ფიზიოლოგიურის დროსაც მშვენივრად ჩანს სისხლები, მაგრამ უძლებენ ვაჟკაცურად , ვისაც სურვილი აქვს რათქმაუნდა smile.gif)

Posted by: Mafanya 8 May 2017, 08:46
ჰოდა რაზეც ყველა ვთანხმდებით ეს არის რომ სისხლების გარეშე не обойтись და მე იმას ვამბობ რომ არ მომწონს ეგ იდეა სისხლებში და გაუბედურებულ/გალურჯებულ მდგომარეობაში მიყუროს თქო, ვისაც მოწონს შეიყვანოს ვაახ
ფიზილოგიურზე დასწრებას სხვა მორალური მნიშვნელობა აქვს, მაგ დროს პროცესში მონაწილეობაა ფაქტიურად და საკეისროზე ქმრის დასწრების საჭიროებას ვერ ვხედავ მოკლედ

kudriashka7
QUOTE
სალამი გოგოებო ყველას
მე 27 კვირის ვარ, ჯერ 3 თვე დამრჩა წინ. მაგრად შემაშინა გაგუას ამბებმა... აღარ ვიცი სად ვიმშობიარო..

ნუ იფიქრებთ მაგაზე, ყველაფერი ხდება, ერთეული შემთხვევებს საკუთარ თავზე ნუ წარმოიდგენ. თუ ფიზილოგიური ორსულობა გაქვს რისკების გარეშე ხომ კარგი, თუ არადა მაშინ ეცადე ნაკლებად გაპიარებული ყურადღებიანი ექიმი შეარჩიო.
ამ "ტიტულოვანმა" ექიმებმა სულ გააფრინეს მე რომ ვუყურებ

Posted by: .ნინო 11 May 2017, 02:52
Mafanya
გეთანხმები, მორალურად დედას ნაკლებად სჭირდება მაგ დროს ქმარი. ბავშვს უფრო სჭირდება მამა. მე ქორიძესთან გავიკეთე საკეისრო და სანამ მე მკერავდნენ, ჩემი პატარა მამიკოს გულზე ნებივრობდა :-) ოღონდ სხვა ოთახში და არა საოპერაციოში

Posted by: happy-go-lucky 17 May 2017, 16:15
ცემი ქმარი დაწყებულ ოპერაციაზე შემოიყვანეს, ხოოდა ცუდად გახდა, რომ კიტხო სისხლების დანხვაზეო. მართლაც როგორც ვიცი როცა იჭრება მუცელი, ისეთი სიმძლავრიოთ იღვრება სისხლი,.. ალბათ ჩანს სადრაც რა .. მარა სისხლი სულ არ უნდოდა, რო შემოვიდა, როგორხარო და ცუდად ვკვდები მეთქი, მაგფ აპსუხზე, როგორ იქნებოდა))

ახლახანს დავესწარის აკესიროს გაგუაში, ძველ გაგუშაი, და ფეხზე ვდიექი, იმ მოწკუპულ ოთახში და საერთოდ არაფერი დამიანხავს სისხლის მაგვარი. მარა მაგარი არასასიამოვნო იყო, რომ შEმიყვანეს, ქალი იწვა მაგდიაზე ეგრევე, შიშველი, ჯერ არაფერი ჰქონდა აფარებული, და ბეტადინს უსმევდნენ მუცელზე, ძაან საშინელი სანახავი იყო, გაჭრისთვსი რო ამზადებდნენ .. მარა რო დაოწყო ნამდვიალდ არარ ცანდა სისხლები.. (პ.ს. ვიდეო უნდა გადამეღო ბავშვის ამოყვანის, და აღმოჩნდა მეხსიერება აღარ იყო ტეელფონშDი, ეს არავის დაგემართოთ, ძაან მწარე იყო biggrin.gif )

Ninito_
ჩაჩავაშიც ეგრე იყო, ჩანდა კარადის მინაში ყველაფერი, ნუ მე არ ვცდილობდი დანახვას, ხან ეთანი ეფარებოდა, ხან როცა ცანდა გვერდით ვხიედებოდი.

Posted by: nikala_papa 25 May 2017, 22:24
გთხოვთ არ დაიზაროთ და უცებ მიპასუხოთ: მშობიარობა რა ჯდება ანუ რამდენის გადახდა უწევს გარდა დაზღვევისა?? ანუ წვრილმანები ც მაინტერესებს

Posted by: italiashka 25 May 2017, 22:40
nikala_papa
სახელმწიფო 500 ლარს აფინანსებს, საკეისროზე 800. თუ არსებობს ისეთი სამშობიარო სადაც რომელიმე (თუნდაც 4 კაციანი პალატა ჯდება 500) ლარი, არაფრის დამატება არ დასჭირდება. ზოგადად ფასები ჩემი დაკვირვებით იწყება 700 ლარიდან, ამას ემატება გაუტკივარება საშუალოდ 150 ლარი, თუ დასჭირდა მშობიარეს.

ექიმის აყვანა ცალკე ხარჯია და 250-500 ლარებში მერყეობს.

Posted by: nikala_papa 25 May 2017, 23:30
Didi madloba italiashka ანუ ამის გარდა არაფერი ზედმეტი თანხის გადახდა მიწევს?!? კაია წინასწარ ვემზადებით და ვცდილობ ყველაფერი გავიგოთ

Posted by: cucacuciko 23 Jun 2017, 17:08
სადმე არ დევს პოლი სამშობიარო კლინიკებზე, რო ვნახო? ჯერ ვერც მე გადავწყვიტე სად ვიმშობიარო sad.gif

Posted by: DiTrIx 3 Jul 2017, 19:08
გოგოებო იმედის კლინიკაზე მითხარით რა smile.gif ვინმე კმაყოფილი ხაართ?

Posted by: GvanTsa1212 3 Jul 2017, 20:18
DiTrIx
იმედის კლინიკის ვიპს 10დან 10ით შევაფასებდი smile.gif

Posted by: L_i_L_i 11 Jul 2017, 15:47
რაც გადავიკითხე სოსოს აქებენ და ჰერას კლინიკას და არის კიდევ რაიმე უკეთესი?

და საზღვარგარეთ თუ გიმშობიარიათ ვინმეს. რატომღაც ამის შიში მაქვს

Posted by: .ნინო 12 Jul 2017, 13:42
DiTrIx

რატომღაც არ მომწონს, აი რაიმე კონკრეტული მიზეზის გარეშე. რომ მივედი, არ მომეწონა და წამოვედი...

ჩემმა 3მა მეგობარმა იმშობიარა მანდ და კმაყოფილები არიან. თუმცა იმათი მონაყოლიდან არის წვრილმანები, რომელიც მე არ მომეწონებოდა...


* * *
L_i_L_i

მე პირადად ქორიძე და ჯანმრთელობის სახლი ბევრად მირჩევნია... უფრო ყურადღებიანი პერსონალი ყავთ, მარტო ინდივიდუალური პალატებია. თუნდაც მარტო იმიტომ ვგრძნობ იქ თავს უფრო დაცულად, რომ მესამე დღეს სახლში არ მიშვებენ ნაკეისრალს...

5 დღე თავი სასტუმროში მეგონა ისე მივლიდნენ... და ამ ყველაფრის შემდეგ, ფასი მაინც ნაკლებია, ვიდრე ჰერაში.


Posted by: MELO_MELO 12 Jul 2017, 15:22
.ნინო
ნინო, ქორიძე უფრო იაფია ვიდრე სოსო?

რაღაც, არ მგონია..

Posted by: blblbl 12 Jul 2017, 15:23
.ნინო
QUOTE
ფასი მაინც ნაკლებია, ვიდრე ჰერაში.

დარწმუნებული ხარ?ჯან სახლი ერთერთი ძვირი სამშობიაროა ჩაჩავას და პინეოს შემდეგ

Posted by: maiakh 12 Jul 2017, 15:26
.ნინო
5 დღე რა ამბავია, თუ სიცხე არ აქვს ადამიანს და ყველაფერი ნორმაშია 5 დღე ნამეტანია. მე პირიქით 2 დღეში რო გამოვეშვი უფროოკმაყოფილი ვიქნებოდი, უფრო მეტიც, მეორე დილასვე სიამოვნებით წამოვცუნცულდებოდი სახლში biggrin.gif

Posted by: just smile19 12 Jul 2017, 19:42
გოგოებო გაგუაში თუ დადიხართ რომელიმე და 35 + კვირის ორსული ხართ, შემეხმიანეთ biggrin.gif

ან ვინც უკვე იმშობიარეთ, გაგუაში

Posted by: chixuaxua 12 Jul 2017, 20:58
.ნინო
აუ რამდენიმემ დაწერა ჯანსახლზე ისე ვიყავი როგორც სასტუმროშიო, სასტუმროსავით მივლიდნენო და ა.შ.
ხოდა რა იგულისხმება მაგაში? biggrin.gif
მეც მანდ გავაჩინე და ნუ რავიცი, პერსონალი კი ყურადღებიანია მარა მეტი არაფრით გადავრეულვარ. პალატები და ინფრასტრუქტურა სხვებს გაცილებით უკეთესი აქვთ, ყველაფერს სიძველე დაკრავს ჯანსახლში

Posted by: italiashka 12 Jul 2017, 22:26
just smile19
მე ვიმშობიარე 6 კვირის წინ smile.gif

Posted by: .ნინო 13 Jul 2017, 00:03
maiakh

ბუნებრივად გააჩინე? მე საკეისრო გავიკეთე და ნამდვილად არ ვიყავი მეორე დღეს სახლში წამოსვლის ხასიათზე. მით უფრო, რომ ძალიან რთულად შეიკუმშა ჩემი საშვილოსნო...

chixuaxua
რა ვიცი, მაინცდამაინც მომთხოვნი არ ვარ. ჩემთვის უმთავრესი სისუფთავეა... ძალიან მოწესრიგებული ოთახებია, ყოველდღე ალაგებდნენ. მასაჟისტი მოდის და ვარჯიშებს გასწავლის... საჭმელიც მომწონდა... ბავშვი როცა მინდოდა, ჩემთან იყო, როცა დაინახავდნენ, რომ მეძინებოდა ან რამე, მიყავდათ... დერეფანშიც კი არავინ ხმაურობდა, არადა 5 მშობიარე ვიწექით... ექიმების ყურასღებაზე და მოვლაზე აღარაფერს ვამბობ...
* * *
blblbl
MELO_MELO

ლუქსს თუ აიღებ, რომ მარტო იყო, მაშინ იაფი გამოდის.

Posted by: Ninito_ 13 Jul 2017, 00:20
blblbl
ჩაჩავას და პინეოს ადარებ გოგო? biggrin.gif ეგ ორი კოსმოსშია გაჭრილი
1665 ლარი ღირს საკეისრო და ყველაფერი შედის მაგაში.
ჰერაში ერთიანი პალატა ექიმის აყვანით 1550 ლარიო და ლუქსი უფრო მეტი
იმედშიც ლუქსს თუ ვიპს იგივე ფასი აქვს და მგონი გაგუაშიც

პინეოსაც იგივე ფასები აქვს, დოლარში ოღონდ biggrin.gif

Posted by: Female User 13 Jul 2017, 14:23
1კაციანი პალატები მხოლოდ ჰერაშია? ლუქსებს არ ვგულისხმობ

Posted by: KOMBAT 14 Jul 2017, 11:58
Ninito_
QUOTE
ჩაჩავას და პინეოს ადარებ გოგო?  ეგ ორი კოსმოსშია გაჭრილი

QUOTE
პინეოსაც იგივე ფასები აქვს, დოლარში ოღონდ 



პინეოს აქვს 2 ვარიანტი - ერთი ეგ ცაში აჭრილი ფასები, მესამე სართულზე

და მეორე "მოკვდავთა სამშობიარო" :დდ

ჰოდა მანდ ვაპირებ მე და გადასარევი ფასებია რავიცი

1კაციანი პალატა 850 ლარი ღირს

უბრალოდ იმ "ზედა" სართულოს უფრო აპიარებენ და რეკლამებია და ბლაბლა თორემ :დდ

Posted by: Ninito_ 14 Jul 2017, 12:09
KOMBAT
ზედა სართულზე მაქვს ლაპარაკი, პინეო ლაქშერი რომ ქვია

Posted by: KOMBAT 14 Jul 2017, 12:17
Ninito_
QUOTE
ზედა სართულზე მაქვს ლაპარაკი, პინეო ლაქშერი რომ ქვია



ჰო ჰოდა ანუ მოკვდავთათვისაც ჰო არსებობს თქო, მგონი ზოგმა არც იცის :დ
რომ ვიძAხი მანდ უნდა ვიმშოიარო მეთქი, ისე იმყურებენ საიდან გაქვს მაგდენი ფულიო :დ

Posted by: just smile19 14 Jul 2017, 13:08
italiashka

QUOTE
მე ვიმშობიარე 6 კვირის წინ


გილოცავ პირველ რიგში love.gif

რამდენ საწოლიან პალატაში იყავი და ნუ პირობები კია კარგი, მაგრამ ზოგადად კმაყოფილი ხარ?

გაუტკივარება გაიკეთე?

და ერთიც- თუ ეხოზე კარგადაა ყველაფერი, კარდიოტოკოგრაფიას ყველას უკეთებენ 35 კვირაზე?

ცოტა ბევრი კითხვა გამომივიდა
biggrin.gif

Posted by: italiashka 14 Jul 2017, 13:30
just smile19
QUOTE
ცოტა ბევრი კითხვა გამომივიდა

მკითხე რამდენიც გინდა biggrin.gif
QUOTE
გილოცავ პირველ რიგში 

მადლობა :*
QUOTE
გაუტკივარება გაიკეთე?

არა biggrin.gif ერთადერთი ანესთეზიოლოგზე ვარ გაბრაზებული, ისეთი შთაბეჭდილება დაგგვრჩა მეც და ქმარსაც, რომ ძალით მტენიდა გაუტკივარებას, ბოლოს მაგის ჯინაზე არ გავიკეთე biggrin.gif

QUOTE
რამდენ საწოლიან პალატაში იყავი და ნუ პირობები კია კარგი, მაგრამ ზოგადად კმაყოფილი ხარ?

1 საწოლიანში ჩვეულებრივში, ანუ ლუქსი და ვიპი არა.
ჩვეულებრივად მაძლევდნენ ქმრის დატოვების საშუალებას. ისედაც, მნახველებზე სიმკაცრე არაა, თუ რათქმა უნდა კარანტინი არა...
ყველაფრით ვარ ძალიან კმაყოფილი, მთლიანობაში 10 ქულიდან 9 ქულაზე შევაფასებდი.
რასაც ვეუბნებოდი, ყველაფერს 10 იანზე ასრულებდნენ, საჭმელი კარგია, თუმცა საღამოს კვება არაა საკმარისი (1 პატარა კარტოფილის ღვეელი+ჩაი)
პედიატრები ძალიან ყურადღებიანები არიან. ბავშვს გაიყვანენ ღამე თავისთან, ოღონდ შენ უნდა უთხრა.
ცოტა ძუძუთი კვებაზე აქვთ ძალიან გაჭედილი, რამაც მე დისკომფორტი შემიქმნა, არ მქონდა რძე და თითქოს დამნაშავედ მაგრძნობინებდნენ თავს, მეტი არაფერი.
მე პაატა მახარაშვითან ვიმშობიარე. ცოტა მკაცრია (ცოტა), მაგრამ ძალიან დროულად მიიღო ჩემ შემთხვევაში გადაწყვეტილება, რამაც საბოლოო ჯამში გართულებები აგვაცილა თავიდან.
პაატასაც 9/10, იმ ერთ ქულას იმიტომ ვაკლებ, რომ ცოტა უფრო რბილი შეიძლებოდა ყოფილიყო.
მთლიანობაში ძალიან კარგი გუნდი ყავთ, ერთ მუშტად არიან შეკრულები და ერთი გადახედვით ხვდებიან რას გულისხმობენ.
ის ანესთეზიოლოგი რჩება მარტო შავ ლაქად.
თვითონ გაგუაც ძალიან ყურადღებიანია, რამდენჯერმე შემოვიდა მშობიარობისას.
მოგნებების თემაში ბოლოდან 3-4 გვერდზე მიწერია ვრცელი მოგონება და გადაიკითხე, უფრო დეტალურად წერია.
QUOTE
და ერთიც- თუ ეხოზე კარგადაა ყველაფერი, კარდიოტოკოგრაფიას ყველას უკეთებენ 35 კვირაზე?

მე საერთოდ არაფერი არ გამაკეთებინა, უპრობლემო ორსულობა მქონდა.
36 კვირაზე რომ მივედი, გულისცემას მოუსმინა და ხელით გამსინჯა, ექო 1 კვირით ადრე მქონდა გაკეთებული.
მერე 38 კვირაზე გავიკეთე ჩემი ნებით, ექიმს არ მოუთხოვია.

Posted by: just smile19 14 Jul 2017, 20:58
italiashka

QUOTE
მოგნებების თემაში ბოლოდან 3-4 გვერდზე მიწერია ვრცელი მოგონება და გადაიკითხე, უფრო დეტალურად წერია.


ცრემლები მომადგა biggrin.gif

აუ მე გაუტკივარებას ყველა ვარიანტში ვაპირებ. გაუტკივარების იმედად ძაან მშვიდად ვარ, ისე კიდევ შემეშინდება biggrin.gif

გაგუასთან დავდივარ და გაგუასთანვე ვაპირებ მშობიარობას, მაგრამ გაგუას გარდა რამდენი ექიმი და ექთანია და ეგენი მაინტერესებდა.
კარგია, მშვიდად წავალ, მაგრამ იმედია ყველა კარგია და გამართლებაზე არაა biggrin.gif

მადლობა ამომწურავი პასუხისთვის
2kiss.gif love.gif love.gif


Posted by: italiashka 15 Jul 2017, 10:58
just smile19
მანდ ყველა კარგია, და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არაა.. ვისაც კი უმშობიარია მანდ, უმეტესობაასე ამბობს.
პროფესიონალიზმის თვალსაზრისით
აუ ბლოკში ერთი ასაკოვანი ბებო იყო სანიტარი, სახელი არ მახსოვს.ისეთი კაი ტიპი იყო, მაგრად დამეხმარა მომენტებში. ჯიგარი ქალია

Posted by: Female User 15 Jul 2017, 11:03
მე გაგუაში ის არ მომწონს რო პრახადნოი დვორია და ნომერში ვისაც როგორც უნდა ისე შემოვა. მე არავის შემოშვებას არ ვაპირებ, უბრალოდ ზოგისთვის პირდაპირ თქმა შეიძლება მომერიდოს, ამიტომ მირჩევნია თუ კლინიკას დავაბრალებ. ნუ კი მაინც არ მაინტერესებს არავისი აზრი და არ შემოვუშვებ მარა რატომ ავიტკიო ზედმეტად აუტკივარი თავი. ნომერშიც აუცილებლად მარტო უნდა ვიყო რომ სხვასთან შემომსვლელთან არ მქონდეს შეხება

Posted by: tam-tam-tam 15 Jul 2017, 21:51
QUOTE (chixuaxua @ 12 Jul 2017, 20:58 )

მეც მანდ გავაჩინე და ნუ რავიცი, პერსონალი კი ყურადღებიანია მარა მეტი არაფრით გადავრეულვარ. პალატები და ინფრასტრუქტურა სხვებს გაცილებით უკეთესი აქვთ, ყველაფერს სიძველე დაკრავს ჯანსახლში

აბსოლუტურად გეთანხმები

მეც ჯანმრთელობის სახლში ვიმშობიარე და დავწერ ჩემს გამოცდილებას ამ სამშობიაროსა და ამირან ქორიძეზე, შეიძლება ვინმეს დაეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში

საკეისრო არ ვიცი, მაგრამ ფიზიოლოგიური მშობიარობა ამირანთან არ ღირს. სანამ ჭინთვები არ დამეწყო და ბლოკში არ გადამიყვანეს, არ შემოვიდა. რამდენჯერმე ვითხოვე დაუძახეთთქო და ბებიაქალი ბლოკში დამონტაჟებულ კამერაზე მიმითითებდა, აი იქიდან გიყურებსო. კონკრეტული ექიმის გამო და მისი იმედით რომ მიდიხარ სამშობიაროში, მერე მისგან ცოტა მეტი ყურადღება გჭირდება, ვიდრე კამერიდან ყურებაა.... ბოლოს შემოვიდა, მაგრამ ჯობდა არ მოსულიყო. ფაქტობრივად ყველაფერი მეორე ექიმმა, ზურა მურღულიამ გააკეთა. ჩაჭრა დამჭირდა და ნაკერიც ზურამ დამადო. ამირანმა გამსინჯა რომ შემოვიდა და მერე ძირითადად უტაქტო კომენტარებით იყო დაკავებული, რომ ქალებს გაჭინთვაც კი არ შეგვიძლია და ასე შემდეგ... მიყვირა კიდევაც, როდესაც შევამჩნიე ძლივს მოსული ისევ წასვლას აპირებდა, ვთხოვე არ წახვიდეთთქო და ამაზე მიყვირა... მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მშობიარობისთვის ნერვები არ ყოფნის. არ შეუძლია ისედაც შეშინებულ მშობიარეს ადამიანურად დაელაპარაკოს.

პალატები ნორმალურია, მაგრამ საშხაპე საერთოდ არ აქვს. პატარა საპირფარეშოში არის ტრაპი და იქ უნდა დაიბანო. ჩემს პალატაში ტრაპი გაჭედილი იყო, წყალი არ გადიოდა და სხვა პალატების საპირფარეშოებში მივყავდი, როდესაც დაბანა მჭირდებოდა. როგორც გავიგე კიდევ ერთი პალატა იყო იგივე პრობლემით. გაყვითლებულ ნიჟარაზე აღარაფერს ვამბობ, ამას აიტან 3 დღე, მაგრამ თბილისში ერთ-ერთ ძვირადღირებულ კლინიკაში არ ველოდი ასეთ პირობებს (1550 ლარი ღირს მშობიარობა + 150 გაუტკივარება)

ერთადერთი რაც მომეწონა პერსონალია. ექთნები და სანიტრები საკმაოდ ყურადღებიანები იყვნენ, მეც და ბავშვსაც კარგად გვივლიდნენ.

მაღალი ფასი ყოველთვის მაღალ ხარისხს არ ნიშნავს სამწუხაროდ....


Posted by: Lemon Curd 15 Jul 2017, 22:37
tam-tam-tam
QUOTE
ძირითადად უტაქტო კომენტარებით იყო დაკავებული, რომ ქალებს გაჭინთვაც კი არ შეგვიძლია და ასე შემდეგ... მიყვირა კიდევაც, როდესაც შევამჩნიე ძლივს მოსული ისევ წასვლას აპირებდა, ვთხოვე არ წახვიდეთთქო და ამაზე მიყვირა...


აუ მაპატიეთ, შემოგეჭერით, მაგრამ გავცოფდი ეს რომ წავიკითხე ეხლა. რამდენის უფლებას აძლევენ პროსტა თავს, წამოაწვინე ერთი და თვითონ ამშობიარე. უტაქტო ხეპრე
ასეთ ადამიანს რა უნდა ელაპარაკო

Posted by: north 15 Jul 2017, 23:07
tam-tam-tam
+1

მეც მსგავსი და უარესი გამოცდილება მაქვს მაგ კაცთან დაკავშირებით. ძალიან მიკვირს როცა რეკომენდაციას უწევენ ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე.

Posted by: ketiL 15 Jul 2017, 23:24
chixuaxua

მეც არ ვარ ჯან სახლის პირობებით გადარეული.მთავარი მიზეზი და ერთადერთი ქორიძეა-რის გამოც მაგ სამშობიაროს არ ვშორდები.
ნუ პალატები გამართლებაზეა სადმოხვდები.მარცხენა მხარის ოთახები საშინელება უფროა ვიდრე კომფორტული(ნუ მე1 პალატაში ვიყავი და არავითარი კომფორტი გარდა იმისა რომ 1 კაციანი ოთახია არ იყო.კარიც კი არ იკეტებოდა და დავიღალე იმის ძახებით ექთანი რო გადიოდა კარი კარგად დაკეტეთქო) ნუ მარჯვენა მხარის პალატების კარი რომ ღია იყო-ვხედავდი რომ უკეთესი ოთხები იყო.

ფასებს რაც შეეხება-შარშან საკეისრო კვეთა 1665 ლ ღირს + 300 ლარამდე ანალიზები იყო და წელს როგორც თქვეს(მე ჯერ არ მივსულვარ ანალიზებზე) წინასაკეისრო ანალიზები 500 ლარამდე გაიზარდა. ანუ 2165 გამოდის და ნუ რა ვიცი,ჩაჩავაში მაგ ფასად არის 1 ადგილიანი ოთახი და არ მგონია უარესი პირობები იყოს ვიდრე ჯან სახლში. მე კიდევ აღვნიშნავ რომ ქორიძის ღირებულება მიღირს მანდ მისლვად და ეგაა smile.gif მეტი არაფერი

Posted by: Ninito_ 15 Jul 2017, 23:34
ketiL
ჩაჩავაში ექიმის აყვანის ემატება ოღონდ

500 ლარი რა ამბავია კაცო, რას აკეთებენ ასეთს

აუნრეებს წერთ ჩემ ამირანზე sad.gif გული დამწყდა

Posted by: ketiL 15 Jul 2017, 23:38
ხო ნუმე დაამატებ რომ საკეისროს ჩვენება მქონდა და მაგიტომ მივედი თორემმაგის უტაქტობაზეც ვეთანხმები ყველას smile.gif)

Ninito_
მემაპატიე smile.gif)))პირადი არაფერი

Posted by: Ninito_ 15 Jul 2017, 23:46
ketiL
რა გაპატიო კაცო biggrin.gif
ნუ მე უხეშობა არ მიგრძვნია, მაგრამ არც ღიმილად დაღვრილა, ნუ ეგ ნაკლებად მაღელვებს, მთავარია ოპერაცია გააკეთოს კარგად

Posted by: ketiL 15 Jul 2017, 23:50
Ninito_
კი ეგ დამოკიდებულება მაქვს მეც

Posted by: sopho_94 16 Jul 2017, 00:00
Ninito_
QUOTE
აუნრეებს წერთ ჩემ ამირანზე  გული დამწყდა

აუ მეეც sad.gif მე კარგად მომექცაა და პირიქით ძალიან მომწონს

Posted by: chixuaxua 16 Jul 2017, 00:13
აი ყველა სიტყვა მჯერა, რასაც ამირანზე წერთ. გამკეთებელია. კიდე კაი საკეისრო დამჭირდა, მაგის მინიმალური კონტაქტით

Posted by: Dreamer_ta 16 Jul 2017, 02:00
ketiL
რა 500 კაცო biggrin.gif თებერვალში გავიკეთე და 290ლარი გადავიხადე ანალიზებში.

ჯანსახლის პირობებზე გეთანხმებით რაც დაწერეთ , მეც მარტო პერსონალი მომეწონა.

2იდან 8მდე რომ იყო მნახველები მაგან მომკლა sad.gif 8საათი რომ ახლოვდებოდა ცუდად ვხდებოდი ჩემი ქმარი რომ უნდა წასულიყო biggrin.gif

Posted by: Ninito_ 16 Jul 2017, 08:50
Dreamer_ta
აუ აბა მე ნახევარ საათში უკან ვუშვებდი ქმარსაც და დედასაც biggrin.gif
ეგრე ძალიან მარტო ყოფნა არ მდომებია არასდროს

Posted by: Mafanya 16 Jul 2017, 10:14
ჩემი მოკრძალებული აზრით თუ ნორმალური ფიზილოგიური მშობაირე ხარ, ჯობია ჩვეულებრივი ექიმი აიყვანო, არც ყურადღება მოგაკლდება და რამე რომ იყოს, სამშობიაროში ყოველთვის არის ერთი წამყვანი გამოცდილი რომელიც ჩაერევა რამე რომ იყოს.
საკეისროზე რა თქმა უნდა გარისკვა არ ღირს. მე პირველი რომ უნდა გამეჩინა, ვიყავი ამირანთანაც, 36 კვირაზე, აყვანაც მინდოდა, ბავშვი ჯდომით იყო და მაინტერესებდა ფიზილოგიურად მშობიარობის ვარიანტი თუ იყო და ა.შ. მაგრამ არც მისმენდა, ანალიზებითაც არ დაინტერესებულა. ვინც მიცნობს, დაადასტურებს რომ მილიონ კითხვას არ ვსვამ და ტვინი ბურღი არ ვარ, ცუდ ხასიათზე მივუსწარი როგორც ჩანს, ამიტომ დავანებე თავი და წამოვედი.

Posted by: Ninito_ 16 Jul 2017, 10:21
Mafanya
ნორმალური ფიზიოლოგური თუა მორიგეც კმარა ჩემი აზრით. იმიტომ რომ მაგ დროს მაინც ბებიაქალია მთავარი

Posted by: Mafanya 16 Jul 2017, 10:45
Ninito_
ნუ რომ კმარა ბაზარი არაა, მაგრამ როცა გაქვს ის 300 ლარი თუ რამდენიცაა ექიმია აყვანა და პრიორიტეტია ყურადღება და სერვისი, მაგ შემთვევას ვამბობ.

Posted by: italiashka 16 Jul 2017, 13:50
chixuaxua
QUOTE
აი ყველა სიტყვა მჯერა, რასაც ამირანზე წერთ. გამკეთებელია. კიდე კაი საკეისრო დამჭირდა, მაგის მინიმალური კონტაქტით

სადაც საკეისროს დროს ხელში ურტყამს პაციენტს, ფიზიოლოგიურის დროს მათრახით რო არ ადგას მიკვირს biggrin.gif

Posted by: chixuaxua 16 Jul 2017, 13:58
italiashka
არა რაც დაწერეს ზემოთ გოგოებმა რავიცი რა...
მეანი მშობიარობის დროს გიყვიროდეს ჭინთვები არ იცითო და კიდე გთრგუნავდეს biggrin.gif
მარა მეორეს მხრივ ორი ნაცნობის ფიდბეკი მქონდა ამირანის ფიზიოლოგიურზე და უხეშობა არ უხსენებაათ

Posted by: cucacuciko 16 Jul 2017, 14:26
ვინც ჰერაში იმშობიარეთ, თქვენც დაწერრეთ თქვენი გამოცდილება და შეფასებები. ძალიან დამეხმარებით.

Posted by: just smile19 17 Jul 2017, 10:01
italiashka

QUOTE
მანდ ყველა კარგია, და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არაა.. ვისაც კი უმშობიარია მანდ, უმეტესობაასე ამბობს.


ფასებიც სხვა კლინიკებთან შედარებით ნორმალურია. ექიმის კონსულტაციიდან დაწყებული, ეხო. ანალიზები და ა.შ.
გაგუას აყვანა 280 ლარი ღირს. სხვა კლინიკაში, სხვა ექიმზე მითხრეს, აყვანა 800 ღირსო biggrin.gif
ლამის ვკითხე ჭინთვების გარეშე ამშობიარებს მეთქიი biggrin.gif

Female User

QUOTE
მე გაგუაში ის არ მომწონს რო პრახადნოი დვორია და ნომერში ვისაც როგორც უნდა ისე შემოვა. მე არავის შემოშვებას არ ვაპირებ, უბრალოდ ზოგისთვის პირდაპირ თქმა შეიძლება მომერიდოს, ამიტომ მირჩევნია თუ კლინიკას დავაბრალებ. ნუ კი მაინც არ მაინტერესებს არავისი აზრი და არ შემოვუშვებ მარა რატომ ავიტკიო ზედმეტად აუტკივარი თავი. ნომერშიც აუცილებლად მარტო უნდა ვიყო რომ სხვასთან შემომსვლელთან არ მქონდეს შეხება


ერთ ადგილიანი პალატებიც ხოა, მაგრამ რამდენიმე ადგილიანში მიღების საათები აქვთ. 2 საათის განმავლობაში მგონი. მაგრამ არ ვიცი პალატაში შედიან თუ პაციენტი გამოდის გარეთ. დავაზუსტებ მაგას, ახლა ჩემი ნათესავი წევს ორიანში და ვკითხავ


Posted by: Female User 17 Jul 2017, 11:02
just smile19
მე ერთხელ ისე შევედი კაცი შვილს არაფერი უკითხავს და არც არავინ შემხვედრია

Posted by: ketiL 17 Jul 2017, 12:41
Dreamer_ta
აი მომავალი მშობელთა კლუბის გოგოებიდან იყო მისული და დაუჯდა ეგრე თორემ ხომ არ დაწერდა smile.gif) აი მე პარასკევს ან შაბათს მივიდივარ და კი გავიგებ რაცდამიჯდება smile.gif)

Posted by: italiashka 17 Jul 2017, 13:29
just smile19
QUOTE
ფასებიც სხვა კლინიკებთან შედარებით ნორმალურია. ექიმის კონსულტაციიდან დაწყებული, ეხო. ანალიზები და ა.შ.
გაგუას აყვანა 280 ლარი ღირს. სხვა კლინიკაში, სხვა ექიმზე მითხრეს, აყვანა 800 ღირსო
ლამის ვკითხე ჭინთვების გარეშე ამშობიარებს მეთქიი

ყველა ექიმის აყვანა 280 ლარია, ადრე იყო სხვა ექიმების 250 და დატო 280, ეხლა ყველა 280 biggrin.gif

Posted by: Tamu123tamu 17 Jul 2017, 14:01
just smile19
დაახლოებით ერთი წლის წინ 2ადგილიანში და ისე არ უშვებდნენ, უნდა გასულიყავი მნახველთან. მხოლოდ 1ადგილიანში ან ლუქსში უშვებენ, მაგრამ ყველას არა. მაგალითად, ჩემს მეგობართან არ შეგვიშვეს, მეუღლე და დედაო მხოლოდო, დაუძახეს და ისე მივაწოდეთ რაღაცეები. ნუ რავიცი ეხლა თუ შეიცვალა რამე ამ ახალში არ ვიცი.

Posted by: italiashka 17 Jul 2017, 14:05
Tamu123tamu
QUOTE
დაახლოებით ერთი წლის წინ 2ადგილიანში და ისე არ უშვებდნენ, უნდა გასულიყავი მნახველთან. მხოლოდ 1ადგილიანში ან ლუქსში უშვებენ, მაგრამ ყველას არა. მაგალითად, ჩემს მეგობართან არ შეგვიშვეს, მეუღლე და დედაო მხოლოდო, დაუძახეს და ისე მივაწოდეთ რაღაცეები. ნუ რავიცი ეხლა თუ შეიცვალა რამე ამ ახალში არ ვიცი.

ეხლაც ეგრეა. მე 1ადგილიანში ვიყავი, დერეფნის ბოლოში იყო სტუმრების ოთახი და იქ გადიოდნენ გოგოები, ბავშვებიც გაყავდათ. რო ვსეირნობდი მაშინ დავინახე biggrin.gif

Posted by: Tamu123tamu 17 Jul 2017, 14:08
italiashka
ჰოო ანუ ასე რომ შედი-გადი იყოს ნამდვილად არაა.

Posted by: tikako6 18 Jul 2017, 06:17
მე ვიმშობიარე პინეო ლაქშერში givi.gif ,მგონი ჩაჩავა უფრო ძვირიაა ზუსტად არ ვიცი,მე არ გადამიხდია ის თანხა რაც სინამდვილეში ღირდა და აქედან გამომდინარე ალბათ ისე ვერ შევაფასებ როგორც საჭიროა,თუ გაქვთ ნანახი სერიალი კერძო პრაქტიკა,აი მასეთი სიტუაციაა,ყველა პალატა ერთადგილიანია თავსი აბაზანით,რომ ვთქვა რომ რამე გრანდიოზულია მოვიტყუები,ნუ არი სხვა პალატებიც ნოუ იორკი და ა.შ,სურათებით ვიცი და უფრო დიდია,აქვს მისაღები და მგონი სამზარეულოც.5 ჯერადი კვება იყო,ძალიან კარგი პერსონალი ყავთ,ორი ბებია ქალი ყავთ,ორივე არაჩვეულებრივი,ყურდღებიანი,მოკლედ რისი თქმა მინდა,ჩემი აზრით ყველა სამშობიარო მსგავსი უნდა იყოს,უბრალოდ რომ გააკეთებ მოვლა უნდა,ჩვენთან მოვლის ხარისხი საშინელებაა,მგონი ყველაფერს ერთი ტილოთი წმინდავენ,მდიდარი რომ ვყოფილიყავი ალბათ გადავიხდიდი,მაგრამ მოკვდავთათვის ძვირია,უბრალოდ კარგი გაკეთებულია და უფრთხილდებიან და უვლიან ამ ყველაფერს,აი ჩაჩავა როგორია შევადარო თუ არა არ ვიცი,ესეც იგივე ფასია თუ მეტი არა
ხო კიდევ ზაზა არ გასულა რომ დამეწყო ტკივილები,ისეთი დადებითი ტიპია,რომ ის სიმშვიდე შენზეც გადმოდის,ბებია ქალი და ზაზა ორივე ერთნაირად იღებდა მონაწილეობას მშობიარობაში,იქვე მშობიარობ,რაც ჩემთვის საკმაოდ კომფორტული იყო,არსად არ დაგატარებენ,მაგ.საბერძნეთში ვიმშობიარე და რომ გამომიყვანეს ბლოკიდან სადღაც გზაში დამაგდეს ადგილი არ იყო პალტებში facepalm.gif

Posted by: KOMBAT 18 Jul 2017, 12:16
tikako6


აუ რატო გამშობიარეს მანდ უფასოდ? smile.gif))

მეც პინეოში ვაპირებ, ოღონდ მოკვდავებში. აყვანას არ ვაპირებ არავის, თუ ბოლო მომენტში მაინცდამაინც საკეისრო არ დამჭირდა.

და ზაზა შემხვედრია ბევრჯერ ექოზე შემოდის ხოლმე და ვაიმე შეყვარებული ვარ შორიდან მართლა რა მაგარი ტიპია <33 თუ ავიყვან ვინმეს, მაგას ავიყვან

Posted by: tikako6 18 Jul 2017, 12:42
KOMBAT
არა რა უფასოდ biggrin.gif დაფინანსება სახელმწიფოსგან და კიდო ახლობლობა და რა ვიცი,გადახდით გადავიხადე მხოლოდ არა მაგდენი,მე არ ვიცოდი მაგდენი თუ ღირდა მანდ,ვერ ვიფიქრე რადგან ძალიან მოკვდავი ხალხი ვნახე მისაღებში ანუ დაბლა,მაღლა სხვა სამყაროა lol.gif დაბლა აზზე არ ვარ რა ხდება ან როგორი პალატებია

Posted by: KOMBAT 18 Jul 2017, 13:42
tikako6

ანუ მაგდენი ახლობლობის პონტში არ გადაგახდევინეს ჰო? მოკვდავის ფასი გადაიხადე ? :დ რა გენაღვლება! მე ზემოტაც ვყოფილვარ დასათვალიერებლად და ქვემოთაც, ცა და დედამიწაა :დდდ

Posted by: tikako6 18 Jul 2017, 14:38
KOMBAT
ცა და დედამიწაააა lol.gif lol.gif კი მოკვდავური ფასით ვისარგებლე gigi.gif jump.gif

Posted by: Diamond Girl 18 Jul 2017, 17:26
დღეს გამოვედი ჯან. სახლიდან,წინა საკეისრო ანალიზები არ გაძვირებულა,ტყუილებს ნუ წერთ.350 ლარამდე გადავიხადე,ისევე როგორც 5 წლის წინ,საკეისროს თანხაც იგივეა 1665 ლარი. მე კლინიკას ნუნუკას გამო და ქორიძის გამო არ ვშორდები,ისე ეხლანდელი გადმოსახედიდან ადრე უფრო კარგი სიტუაცია იყო,ექთნების მხრივ და კომფორტის მხრივ.მახსოვს ადრე ჯაგრისები და კბილის პასტები, ასევე თავიანთი საფენები იყო პალატებში,ნუ მართალია მაღალი ხარისხის არა,მაგრამ მაინც იყო.ეხლა არა,არც ჯაგრისი დამხვედრია,არც კბილის პასტა,საფენიც კიდეც 2 ცალი მომცეს,მე მაინც ჩემი მქონდა წაღებული ყველაფერი.3 სართულზე დამაწვინეს,თან მზიან მხარეს,2 სართულზე იყო ადგილი მაგრამ არ გადამიყვანეს,რატომღაც დაბანის უფლება არ მომცეს,არადა პირველ ჯერზე მახსოვს ვიბანავე მეორე დღესვე,ისეთი სიცხე იყო ოთახში დამაყარა ტანზე,ვეღარ ვწვებოდი ნასიცხისგან.გამოვთქვი უკმაყოფილება და არ მოეწონათ. რამდენიმე ექთანი არ მომეწონა,მეგონა მათი ვალი მქონდა... ძირითადი ნაწილი ყურადღებიანი და კარგია.ასევე თუ ბუნ.კვებაზე უნდა გყავდეთ ბავშვი,თქვენ უნდა იყოთ ყურადღებით გართულებები არ დაგეწყოთ,არავინ არ აგიხსნის რა და როგორ,ერთი მასაჟისტი ყავთ რონელიც ჯობია არ მიიკაროთ და საკუთარი მასაჟისტი შეიყვანოთ,ეგ ძაან დიდი მინუსია ჩემი აზრით.
მოკლედ შევაჯამებ, თუ საკეისროს იკეთებთ ამირანი ისევ თავის სიმაღლეზეა.პლუს-მინუსები აქვთ,მაგრამ ოპერაცია კეთდება მაღალ დონეზე,რაც მთავარია,ბავშვიც სუფთა და ჩაწკრიალებული გამოგყავთ.

Posted by: ketiL 18 Jul 2017, 23:24
Diamond Girl
შარშანაც ეგრე იყო. 2 საფენი გეკუთვნის მეტი არაო (მეც ჩემი მქონდა საბედნიეროდ, მაგრამ რომ არ მქონოდა არავის გავუფრთხილებივარ წინასწარ) და კიდევ სუფთად კი ყავდათ ბავშვი მაგრამ ისე კოჭავდნენ ნასიცხებმა მთელ ტანზე დააყარა და ვჩხუბობდი ნუ კრავთქო და აი 1 მომვლელი ლამის გავწიწკნე შუაზე და მაინც ვერ გავაგებინე რომ არ შეეფუთა ბავშვი. რომელი საუკენეა.პილიონკაში და სქელ შალის პლედში ტანსაცმლიანი ბავშვი გაკოჭო მაისის 25ში...
* * *
ჩაჩავაში რომელ ექიმს ექიმს გაუწევდით რეკომენდაციას საკეისროზე? 21ში უნდა მივიდე თუ ქორიძე ფადავწყბიტე წინასაკეისრო ანალიზებზე და რაღაც ვერ ჩამოვყალიბდი facepalm.gif

Posted by: MELO_MELO 19 Jul 2017, 07:41
QUOTE
რაც მთავარია,ბავშვიც სუფთა და ჩაწკრიალებული გამოგყავთ.


“რაც მთავარია“ მკლავს.. იმის ფონზე რაც დაწერე ბავშვსაც თუ არ უვლიან, სამშობიაროა თუ ჩხაკუნა პაპას დუქანი? სხვა ბევრი კარგი მეანიც არის გოროდში, ქორიძის გამო ესენი არ აიტანო ადამიანმა, რავი..

Posted by: blblbl 19 Jul 2017, 11:10
MELO_MELO
QUOTE
ჩხაკუნა პაპას დუქანი?

ვაიმე lol.gif lol.gif lol.gif lol.gif სულ მესმის ეს რაღაც ადგილი,რომ უიაფესია ყვლაფერი,უგემრიელესი და ბევრი ,სულ მაინტერესებს როგორია და ვერ მივაღწიე გულიც არ მიმიწევს lol.gif lol.gif

Posted by: chixuaxua 19 Jul 2017, 12:43
ვა მე ერთი შეკვრა ოლვეისი ჩამახუტეს ჯანსახლში, ჩემიც მქონდა წაღებული მარა მაინც biggrin.gif
ისე მაინტერესებს, მე რომ სიცხე არ მქონია, ნაკერი არ გამპრობლემებია და მალევე დავიწყე ჩვეულებრივი ცხოვრება ჩემი ორგანიზმის დამსახურებაა თუ ქორიაზის smile.gif) იმიტო რო მეორეზე კარგი პურობებიც მინდა რა. მერებრა რო ხუთი დღე ვარ მარტო

Posted by: tikako6 19 Jul 2017, 13:15
MELO_MELO
blblbl


QUOTE
ჩხაკუნა პაპას დუქანი


მე ვიფიქრე რაც მოადგა პირზე იმას შეადარათქო lol.gif lol.gif სად არის ტერიტორიულად დაწერეთ რა დამაინტერესა wink.gif biggrin.gif

Posted by: blblbl 19 Jul 2017, 13:35
tikako6
კახეთის გზატკეცილზე,ზუსტად სად არ ვიცი არასდროს მინახავს ,უბრალოდ ხალხი აღფრთოვანებულაი საწმლის სიმრავლით და სიიაფით biggrin.gif

Posted by: nailart 19 Jul 2017, 14:45
ჩხაკუნა პაპას დუქანი არის კახეთის გზატკეცილზე. იაფია და უხვი, რადგან სოფლის ნობათით მარაგდებიან. კონტინგენტი დადის ისეთი, რომ აკოფი უნდა გათხარო , ჩაწვე და მიწა მიიყარო.

Posted by: nino_sh 19 Jul 2017, 15:17
chixuaxua
QUOTE
ნაკერი არ გამპრობლემებია და მალევე დავიწყე ჩვეულებრივი ცხოვრება ჩემი ორგანიზმის დამსახურებაა თუ ქორიაზის 

მე გამიპრობლემდა ნაკერი, 3 ჯერ ვიყავი მისული და არცერთხელ არ შემახვედრეს პირადად-მორიგე ვინც იყო ის მიმუშავებდა. ახლაც მოწითალო მოყავისფროდ მემჩნევა და თან უშნოდ-3 წელი გავიდა უკვე


ხოდა კიდე თვალით არ მინახავს ოპერაციის შემდეგ საერთოდ

Posted by: chixuaxua 19 Jul 2017, 16:23
nino_sh
ხო არც ჩემთან შემოსულა smile.gif და სულ მაინტერესებს ამისთანა რა ოპერაციებბს აკეთებს სხვა რო ვერ ჯობნის biggrin.gif

Posted by: blblbl 19 Jul 2017, 16:25
nailart
არა რა უნდა წავიდე ერთხელ,იმდენად ხშირას მესმის,რომ არ ვნახო არ არსებობს biggrin.gif

Posted by: tikako6 19 Jul 2017, 16:48
nailart
დიდი მადლობა.
ავყირავდი სიცილისგან lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Dreamer_ta 19 Jul 2017, 17:49
QUOTE (chixuaxua @ 19 Jul 2017, 12:43 )

ისე მაინტერესებს, მე რომ სიცხე არ მქონია, ნაკერი არ გამპრობლემებია და მალევე დავიწყე ჩვეულებრივი ცხოვრება ჩემი ორგანიზმის დამსახურებაა თუ ქორიაზის smile.gif) იმიტო რო მეორეზე კარგი პურობებიც მინდა რა. მერებრა რო ხუთი დღე ვარ მარტო

მეც ასე ვარ ზუსტად და ქორიძის დამსახურ3ბა მგონია biggrin.gif იმიტომ რომ ძალიან პანიკა ვარ და ტკივილს ვერ ვუძლებ ოდნავადაც და რავი ორგანიზმმა თუ ჩართო ემერჯენსი საკეისროს მერე არვიცი smile.gif
მეორეს რომ დავაპირებ ჯანსახლი აღარ მინდა sad.gif მაგრამ იქამდე დიდი დროა და იმედია გადავწყვეტ სხვასთან biggrin.gif

Posted by: chixuaxua 20 Jul 2017, 17:53
Dreamer_ta
ტკივილის გაძლება რა შუაშია ნაკეართან და სიცხესთან, ნუ იკნინებ დამსახურებას lol.gif

Posted by: Future_mom 21 Jul 2017, 15:35
არც სიცზე მქონია, არც ნაკერს შევუწუხებივარ,ლამაზადაც გამჭრა და შემკერა, პრინცესის დონის მომსახურეობაც მქონდა, ყოველდღეც მნახულობდა მეანი და იუმორიც არ დაუშურებია biggrin.gif სუ არ მინდა ეგეთი ქორიძე biggrin.gif ჩემი ნოდარა მირჩევნია ყველას biggrin.gif

Posted by: MELO_MELO 21 Jul 2017, 16:51
tikako6
blblbl
გოგოებო, რეალურად არსებობს, მე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ რღაცნაირად უხარისხოობის დროს შედარებისთვის დუქანს ვიყენებ სიტყვას, რას ვერჩი არ ვიცი და ეს ჩხაკუნა პაპა სიმძაფრისთვის დსვამატე smile.gif
* * *
Future_mom
ჰერაზე ყვები ხო?

ჩემი სოსოს გამო თუ გავრისკავ მეოთხე საკეისროს მხოლოდ.. ქორიძე იყოს და იბღვიროს..

ვინმე ამ ორ მესნს შორის განსხვავებას თუ დსმსნახებს ქორიძის სასარგებლოდ, გადავხედავ პოზიციებს smile.gif))

Posted by: Ninito_ 21 Jul 2017, 17:14
Future_mom
MELO_MELO
ჰერაში ირაკლი მაჭარაძეზე რას მეტყვით?
ფოტოები ვნახე და ნოდარი სტალინს გავს და სოსოც არ მონეწონა დიდად და ეს ირაკლი მესიმპატიურა biggrin.gif
ერთერთ ვარიანტად განვიხილავ ჰერას საჭიროების შემთხვევაში

Posted by: MELO_MELO 21 Jul 2017, 17:20
Ninito_
არ მქონია შეხება ირაკლისთან.. ნოდარის გარეგნობა გაზინებს, ზორბაა რაღაცნაირად smile.gif))

==
ჩემ სოსოს რა დაუწუნე, რა, ჰა? smile.gif)))

Posted by: Ninito_ 21 Jul 2017, 17:21
MELO_MELO
ფოტოებში არ მომეწონა, ძაან შავია lol.gif
ნუ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, ფოტოებით არ ვაფასებ biggrin.gif
თუ დამჭირდა მივალ და გავიცნობ სამივეს

Posted by: blblbl 21 Jul 2017, 17:23
MELO_MELO
გოგო ვიცი რომ არსებობს და იმდენისგან მესმის,ძაან მაინტერესებს ,პროსტა შორს არის და მეზარება წასვლა biggrin.gif იმენა დუქანი იქნება ,მაგრამ ეს ინტერესი რომ არ დავიკმაყოფილო არარსებობს biggrin.gif
* * *
Ninito_
QUOTE
ფოტოები ვნახე და ნოდარი სტალინს გავს და სოსოც არ მონეწონა დიდად

ძაან გამეცინა lol.gif lol.gif lol.gif lol.gif მანდ სოო ჰყავთ კიდე მეორე,ულამაზესიაო როგორც ამბობნე,ის ნახე აბა biggrin.gif

Posted by: Future_mom 21 Jul 2017, 17:27
MELO_MELO
კიი ჰერაზეე love.gif

Ninito_
სტალინი lol.gif არადა ძაან საყვარელია biggrin.gif ირაკლი არ ვიციი, ეგეც კაი წითელია biggrin.gif

http://www.vidal.ge/doctors/irakli-verulasvili
ეს ნახე აბა

Posted by: Ninito_ 21 Jul 2017, 17:31
Future_mom
ეს გაგუაშია biggrin.gif
სილამაზით კი არ ვარჩევ კაცო biggrin.gif

Posted by: clairdelune 21 Jul 2017, 17:36
Future_mom
ძალიან მომეწონა ნოდარი, ძალიან დადებითი ტიპია, გაკვირვებული იყო როგორ გიყვართ საკეისროებიო biggrin.gif

Posted by: MELO_MELO 21 Jul 2017, 17:49
Ninito_
უიმე, ეტყობა ზედმეტად დაზაგრული იყო თორე ზედმეტად სიმპათიურია, რავი smile.gif)))

Posted by: Future_mom 21 Jul 2017, 17:52
Ninito_
განწყობისთვის biggrin.gif ფიზიოლოგიურის დროს რო ეპრანჭები თან biggrin.gif
clairdelune
აუ ხოო, ძაან ბულკიაა love.gif ოქტომბრისთვის უნდა მივაკითხო))

Posted by: Ninito_ 21 Jul 2017, 18:32
Future_mom
რაის ფიზიოლოგიური, მესამე საკეისროა
MELO_MELO
მივაკითხავ სექტემბერში, მანამდე უფრო მეცოდინება რა და როგორ მინდა

Posted by: Future_mom 21 Jul 2017, 18:37
Ninito_
ძაან მეცინება, რო ვწერდი ვიფიქრე შევასწოროთქო biggrin.gif ვიციი ზოგადად რაა))

ისე საკეიაროს დროს მაინც დალაგებული სახით ხარ, და აი ფიზიოლოფიურზე თუ მოქმედებს მეანი საინტერესოა

Posted by: Ninito_ 21 Jul 2017, 18:46
Future_mom
რავიცი ალბათ გკიდია, რა დროს მეანია biggrin.gif

Posted by: Future_mom 21 Jul 2017, 18:59
Ninito_
რაღაცნაირი ინტერესი მაქვს, მე ვერ გავრისკავ მარა სხვას მინდა დავესწრო biggrin.gif

Posted by: .ნინო 21 Jul 2017, 19:32
აუ, რეებს წერთ ქორიძეზე, ლამის გადავიფიქრე მეორე მაგასთან :-D

ჰერა არ ვიცი, მაგრამ ჩემი ნაცნობებიდან ვისი ნაკეისრალიც მინახავს, ყველაზე ნორმალური ჩემია. არადა საშინელი კანი მაქვს. უბრალო ნაკაწრიც მიჩირქდება. ამხელა ჭრილობა კი უპრობლემოდ გადავიტანე. გამაყრუებელიც მარტო პირველ ღამეს გავაკეთებინე. მუცელიც ისეა დაჭიმული, როგორც მანამდე და ნაკერიც უწვრილეს ვარდისფერ ძაფს ჰგავს...

ქორიძე მეც არ მინახავს საკეისროს მერე, მაგრამ მორიგე ექიმები მსინჯავდნენ დღეში რამდენჯერმე. ძუძუს მიცემაშიც დამეხმარნენ 8 თვის წინ. არაფრით დამანება იმ გოგომ თავი, სანამ არ დარწმუნდა, რომ კარგად მოვიხერხე ბავშვი და თავიც კარგად ჩავუდე... 2 დღე მამოწმებდნენ როგორ ვაჭმევდი, ცოტა თავიც მომაბეზრეს :-D

აბაზანა ნამდვილად პატარაა, მაგრამ რა პრობლემაა ტრაპზე დაბანა, არ ვიცი...

თანაც ერთი ჩემი მეგობარი მეუბნება ეხლა, 3საკეისრო აქვს გაკეთებული. ნაკერების გამო ბავშვს ვერ ათვალიერებენ და ვაგინალურ ეხოს მიკეთებენ ყველა ჯერზეო... რომ კითხო, მაგარი ექიმი ყავს...

Posted by: Diamond Girl 21 Jul 2017, 20:12
Me minaxula koridzem sakeisros mere,xom kargad xaro.vtvli rom sakeisros gamo mand misvla namdvilad girs,imitom rom saimedo xelshi xar da bavshvic aseve saimedod gyavs.bevri plus-minusebi iyo ,rac mgonia ar unda yofiliyo roca amxela tanxas ixdi,magram chemtvis mainc prioritetuli operaciis saimedooba da bavshvis usafrtxoebaa.

Posted by: addicted 21 Jul 2017, 20:46
თვენახევრის წინ გავაჩინე გაგუაში.
1 კაციანი პალატა მქონდა აღებული. ფაქტიურად სასტუმროში ვიყავი :დ
ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე, ნაკერები არ მქონია და სხვა რაღაცეებს ვერ შევაფასებ, გაგუა როგორც ადრე, ახლაც ყოველ დილით დადის შემოვლაზე და გამოკითხვას ატარებს, რამე პრობლემა ხომ არ იყო, ან პრეტენზია ხომ არ აქვს მშობიარეს.
ბავშვის საფენებს იყენებდნენ ჰაგის ელიტ სოფტს, დამატენიანებელი და ტაკოს კრემი - ბიოლაინი. ჩემთვის არ ვიცი რა ბრენდის საფენები იყო, მაგრამ ზედაპირი ჰიპოალერგიული ქონდა და ძალიან კარგი ფაქტია ეგ.
მე მახარაშვილი მყავდა აყვანილი, 12 საათი ვმშობიარობდი თითქმის და ყოველ 15 წუთში პაატა, ან ბებიაქალი, ან უმცროსი ექიმები შემოდიოდნენ და ბავშვის გულის ცემას ამოწმებდნენ, გასინჯვით მხოლოდ პაატა მსინჯავდა.
მოკლედ, არანაირი პრეტენზია არ მქონია, გადაგვყვნენ თან მეც და ბავშვსაც. 8 წლის წინანდელ გაგუას ხარისხს რამდენჯერ აღემატებიან არ ვიცი smile.gif

ერთადერთი კვებაზე მქონდა შენიშვნა რომ მანის მარილი ჰქონდ და მე ტკბილი მიყვარს :დ და ტელევიზორი მარტო ქართულ არხებს იჭერდა :დ
პ.ს უფასო ვაიფაი არის

Posted by: ketiL 22 Jul 2017, 11:13
გუშინ ჩავაბარე წინსაკეისროები ქორიძესთან და 313 ლ დამიჯდა. გაძვირებული მართლა არაა.
დანარჩენი 29ში ეინ მელოდება და ვნახოთ. უხასიათიბას რაც შეეხება -გუშინაც ლამის ვიჩზუბეთ biggrin.gif 39 კვირის ბოლომდე არ მიკეთებდა საკეისროს და ძლივს გადმოვაწევინა 1 კვირა. ნუ ცალსახად ვეთანმხმები რომ სჯობს ბავშვი ბოლომდე განვითარდეს და დასრულდეს მანამ, სანამ ამის შესაძლებლობაა მაგრამ გამიჭირდა გამეგებინებინა, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა ეხლა...

Posted by: mziako 24 Jul 2017, 19:23
Ninito_
ჯან სახლში გიფინანსებს მესამე საკეისროს სახელმწიფო?

Posted by: Ninito_ 24 Jul 2017, 20:03
mziako
არ ვიცი ჯერ, ნუ ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი სად გავიკეთებ, მაგრამ ბევრისგან გავიგე რომ რადგან უკვე რისკებთანაა კავშირში მესამე საკეისრო, ყველა სამშობიაროში არ ფინანსდებაო და უნდა გავარკვიო

Posted by: mziako 24 Jul 2017, 20:57
Ninito_
ხო მეც ესე ვიცი და მაგიტომ გკითხე. სადაც რეანიმაციაც აქვთ იქ აფინანსებენ მარტო

Posted by: just smile19 24 Jul 2017, 21:31
addicted

QUOTE
თვენახევრის წინ გავაჩინე გაგუაში.


აუ იცი რა მაინტერესებს, სამშობიაროში რა დამხვდება, ნივთებს ვგულისხმობ.
და თუ იცი, ნივთების მხრივ არის განსხვავება 1 კაციან და 4 კაციან პალატებს შორის?

Posted by: Hypotenuse 25 Jul 2017, 00:41
Ninito_
არადა სოსო ლაივში უფრო სიმპათიურია ვიდრე ფოტოებზე biggrin.gif მეორე სოსოც მანდ იყო ჩემს დროს, ეს ეხმარებიდა ღოღობერიძეს

Posted by: mziako 25 Jul 2017, 01:20
Hypotenuse
სიმპატიურის რა გითხრა და სიმშვიდის განსახიერება კია სოსო და რაღაცნაირად გადმოგდის ეს სიმშვიდე მაგრამ თითებზე იმხელა თმებიაქვს მე თავზე არ მაქვს მაგხელა smile.gif)))))))))) შეიკრიჭოს მაინც :0 ეს ნოდარის ულვაშებიც კიდევ smile.gif) ნაცნობებიდან ვერავინ ეტყვის ნეტა რომ არ უხდება?

Posted by: ketiL 25 Jul 2017, 02:04
QUOTE
მაგრამ თითებზე იმხელა თმებიაქვს მე თავზე არ მაქვს მაგხელა )))))))))) შეიკრიჭოს მაინც :0 ეს ნოდარის ულვაშებიც კიდევ

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: mkgnmc 2 Aug 2017, 00:15
დავარაშვილთან ვინც იმშბიარეთ, შტაბეჭდილებები იქნებ დაწეროთ. პირობები, ფასები, სიტუაცია, ანესთაზიის რამდენად კმაყოფილი ხართ?

Posted by: del desierto 7 Aug 2017, 08:33
ჯანმრთელობის სახლზე კიდევ ერთი “ფიდბექი“ თუ ვინმეს გამოადგება.
3 აგვისტოს გავიკეთე საკეისრო, დღეს ვეწერები. მეორე საკეისრო ამ გადასახედიდან უფრო მარტივი მეჩვენა, რთულად არც პირველი გადამიტანია, მაგრამ ეხლა მეორე დღეს დაუხნარებლად ავდექი, ბევრიც ვიარე, სპინალურის მერე ფეხებში მგრძნობელობა რომ ბრუნდებოდა, პირველზე გამიჭირდა ატანა და ეხლა არც მიგრძვნია, თუმცა, საშვილოსნო უფრო ნელა და მტკივნეულად იკუმშებოდა და რომ ვეღარ ავიტანე, გავაკეთებინე გამაყუჩებელი.
თვითონ ოპერაცია, რავი, ყველაფერი იდეალურად. ანესთეზიოლოგი თეა იყო, მშვიდად, წყნარად ამიხსნა კიდევ ერთხელ პროცედურები. ოპერაცია სულ სიმღერ-სიმღერით გააკეთეს ქორიძემ და მურღულიამ. ნუ, ეხლა დიდად უწი პუწი რომ არ არის ქორიძე, ყველამ იცის, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია ჩემთვის. ნახვითაც რა ვიცი, კონდიციონერი იყო მისაღებში გაფუჭებული და ერთი იმის სანახავად რომ ჩამოვიდა მაშინ მოვკარი თვალი დდდდდ
სხვა ექიმები და მომსახურე პერსონალი, ყველა კარგი, ცუდს ვერავიზე და ვერაფერზე ვიტყვი.
სამი წლის წინანდელთან შედარებით მომეჩვენა, რომ ბუნებრივ კვებაზე დიდად ორიენტირებული აღარ არიან, რადგან ჩემთვის ეს მეორე იყო და ხსენიც და რძეც მალე წამომივიდა, პრობლემა არ შეუქმნია, მაგრამ თუ ვინმეს უნდა, რომ ბუნებრივზე ჰყავდეს, თვითონ უნდა იყოს უფრო ყურადღებით smile.gif
ეს ხუთი დღე კი პრინციპში მართლა დასვენებაა აქ ყოფნა, ღამეც ისვენებ, ბავშვი გინდა შენ გეყოლება, გინდა გაიყვანენ.
მეც რაღაც იმ ხმაურიან ოთახში მოვხვდი გზის მხარეს მესამე სართულზე. ოთახი ძაან დიდი და კარგია, მაგრამ ამ მატარებლის ჩახჩახი და ტრასიდან ხმა ღამე ძაან გრუზია.
კიდევ აშკარად ეკონომიას აკეთებენ რა რაღაცეებზე: პაკეტები, ჰიგიენის ნივთები...ყველას თავისი კი მიაქვს, მაგრამ რაღაც ქამრების შემოჭერა იგრძნობა.smile.gif))
საჭმელი ტრადიციულად გემრიელი. საზიზღარი რძის ფაფაც კი ვჭამე, არადა ბავშვს რომ ვუკეთებ სახლში, გემოსაც ვერ ვუსინჯავ.
პერსონალი ისე სულ წუწუნებს ხელფასებზე, ყოველ დღე ეს თემა მესმოდა. იმედია, მალე ბუნტს არ მოუწყობენ ქორიძეს.
ერთ მშობიარეს დაურეკავს და უკითხავს, რა ტემპერატურაა თქვენთან სამშობიაროშიო და ღადაობდნენ, ხალხი უკვე რის მიხედვით არჩევსო.
ანუ თვითონაც ხვდებიან, რომ თანამედროვე კონკურენციის პირობებში მომხმარებელი უფრო პრეტენზიული გახდა და აუწყობენ ფეხს იმედია.
მთლიანობაში კმაყოფილი ვარ ყველაფრით .

Posted by: GvanTsa1212 7 Aug 2017, 16:19
QUOTE
რომ ბუნებრივ კვებაზე დიდად ორიენტირებული აღარ არიან

იგივე მინდა ვთქვა იმედის შემთხვევაშიც ...
2 წლის წინ აგიტაციები მესმოდა 24 საათი, ამჯერად ერთხელ მკითხეს და მანდ დამთავრდა ყველაფერი smile.gif

სამაგიეროდ, ამჯერად 24 საათიანი აგიტაციები იყო აცრების აუცილებლობასთან დაკავშირებით ( + ჩემი ერთი ხმა) ...
ერთმა დედამ არ გაუკეთა ბავშვს და ჯერ ხომ დისერტაციები უკითხეს და მერე სამასი ათას ფურცელზე მოაწერინეს ხელი ...

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 7 Aug 2017, 18:53
mkgnmc

მე ვიმშობიარე 1,3 წლის წინ და ეხლა მეორესაც მანდ ვაპირებ.. თვითონ კლინიკა ახალია და სისუფთავე იყო, ფასები ზემდეტად ძვირია ჩემი აზრით.. პერსონალი ნორმალური, არც ძაან გადაყოლილები და არც უყურადღებო, თვითონ დათოზეც იგივე შთაბეჭდილება დამრჩა - არც გავგიჟებულვარ და არც რამე კონკრეტულით უკმაყოფილო არ ვარ..
უბრალოდ მგონია რომ ფასი სხვა კლინიკებთან შედარებით ძვირი არის და რამდენად ამართლევს თავს არვიცი, უბვრალოდ ჩემთან ძალიან ახლოს არის და მოსახერხებელია ამიტომ..
ანესთეზია ფაქტიურად ვერ ვიგრძენი, ძაან კარგად გამიკეთეს და არც მერე მქონია რამე დისკომფორტი.. მშობიარობის მოგონებებში მიწერია დეტალურად და გადახედე თუ გინდა ან თუ რამე კონკრეუტლი გაინტერესებს მომწერე და გიპასუხებ

Posted by: Spin 8 Aug 2017, 00:50
QUOTE (mkgnmc @ 2 Aug 2017, 00:15 )
დავარაშვილთან ვინც იმშბიარეთ, შტაბეჭდილებები იქნებ დაწეროთ. პირობები, ფასები, სიტუაცია, ანესთაზიის რამდენად კმაყოფილი ხართ?

მეც მაინტერესებს. არავის უმშობიარია დავარაშვილთან? ან ახლობელს, ან ნათესავს? ერთი ადამიანიც კი ვერ ვიპოვე მანდ რომ ემშობიაროს eek.gif

Posted by: chixuaxua 8 Aug 2017, 04:50
del desierto
ეგაა რა, სიძველე იგრძნობა ჯან სახლში
სიამოვნებით ვიმუშავებდი მაგის რებრენდინგზე love.gif

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 8 Aug 2017, 10:24
Spin

აგრე ვარ smile.gif დავწერე მოკლედ და თუ კიდე რამე გაინტერესებთ მკითხეთქო

Posted by: iratta_26 8 Aug 2017, 10:40
გოგოებო ზალდასტანიშვილზე რა აზრის ხართ?

Posted by: ოჩოპინტრე8 8 Aug 2017, 12:06
mkgnmc
Spin
65 - ე გვერდზე გვიწერია დავარაშვილზე მე და mCvanE_shteFsEli_ - ს, გადახედეთ აბა smile.gif

Posted by: del desierto 8 Aug 2017, 18:05
GvanTsa1212
საინტერესოა, რატომ შეიცვალა ასე მიდგომა. სამი წლის წინ მეც მკითხეს, ვაპირებდი თუ არა ბუნებრივ კვებას, სანამ საკეისროს გამიკეთებდნენ, საბუთების შევსებისას, წინასაკეისრო ანალიზებში შედიოდა ასევე მამოლოგის კონსულტაციაც და ეხლა სიტყვაც არ დაუძრავთ.

chixuaxua

თან რაღაცნაირად გული დამწყდა, ძაან მარტივი ხერხებით შეუძლიათ ამ ყველაფრის გამოსწორება, მაგრამ თანხის ჩადება არ უნდათ, ალბათ. კარგ ფეისბუქის გვერდსაც გაუმართავდა კაცი. smile.gif)



Posted by: chixuaxua 8 Aug 2017, 21:54
del desierto
ზოგადად ქორიძეს ძალიან ავტორიტარული მართვის სტილი აწვს, ორგანიზაციის განვითარების ენაზე პიონერული ხელმძღვანელია.
ტერორი და შიში აქვთ თანამშრომლებს მისი, რადაც არ ვამართლებ არანაირად.

Posted by: Future_mom 9 Aug 2017, 01:36
iratta_26
მშობიარობის მოგონებებში მეწერა ბოლოს წინა გვერდზე, ეხლა თემა ვეღარ ვიპოვე biggrin.gif მგონი ბრუციანი ვარ biggrin.gif

Posted by: italiashka 10 Aug 2017, 10:52
გაგუაში სერიოზული აგიტაციაა ძუძუთი კვების. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი რძე რომ არ მქონდა smile.gif
ერთადერთი ცუდი მოგონება (ანესთეზიოლოგის საშინელ ქცევას თუ არ ჩავთვლით) ეგ იყო smile.gif

Posted by: iratta_26 10 Aug 2017, 11:52
Future_mom
მე მოვძებნი აბა smile.gif

Posted by: mkgnmc 10 Aug 2017, 22:35
italiashka
რა ქნა ანესთეზიოლოგმა? გაუტკივარებით იმშობიარე თუ საკეისრო სპინალურით?

Future_mom
მადლობა, გადავიკითხე თქვენი პოსტებიsmile.gif
* * *
italiashka
რა ქნა ანესთეზიოლოგმა? გაუტკივარებით იმშობიარე თუ საკეისრო სპინალურით?

Future_mom
მადლობა, გადავიკითხე თქვენი პოსტებიsmile.gif

Posted by: iratta_26 11 Aug 2017, 13:10
Future_mom
მეც ვერ ვნახე ის თემა...

Posted by: Future_mom 11 Aug 2017, 14:26
iratta_26

https://forum.ge/?f=97&showtopic=34761236&st=1065

ძველ პოსტებში მოვძებნეე ))

Posted by: iratta_26 11 Aug 2017, 15:19
Future_mom
წეღან დაპოსტეს და გამოჩნდა ჩემთან smile.gif წავიკითხე შენი მოგონება.

Posted by: marianela 23 Aug 2017, 15:09
გოგოებო პინეო როგორი სამშობიარია, მეანები როგორი ჰყავთ? ჩვეულებრივ პალატებში როგორი სიტუაციაა? ყველაფერი მაინტერესებს, ვინც იცით დაწერეთ რა. მადლობა

Posted by: kristi16 23 Aug 2017, 15:20
marianela
პინეოში თუ სწორად მახსოვს კომბატმა გააჩინა, ფბ ჯგუფში ხო ხარ დაწერე მანდ უფრო ნახავს , როგორც მახსოვს კმაყოილი იყოო

Posted by: marianela 23 Aug 2017, 15:37
kristi16
კაი, მადლობააა)

Posted by: Mrs Raycher 30 Aug 2017, 14:25
გოგოებო, საკეისროზე შეიძლება მეუღლის დასწრება თუ იცით ან გქონიათ პრაქტიკაში?

Posted by: MmSs 30 Aug 2017, 14:51
Mrs Raycher
კი,როგორ არ შეიძლება,იმედია ოპერაციის ყურება არ უნდა,უბრალოდ გასამხნევებლად,რომ გედგას თავთანsmile.gif

Posted by: Mrs Raycher 30 Aug 2017, 15:12
MmSs


ჰო, რა თქმა უნდა. თორე მე ისეთი მშიშარა ვარ sad.gif

დღეს ჩემმა ერთმა ნაცნობმა გაიკეთა ჰერაში საკეისრო და უარი უთხრეს დასწრებაზე. მუცლის ღრუ იჭრება და ყველაფერი სტერილური უნდა იყოს და უცხო პირები აკრძალულიაოsad.gif

და იმიტომ ვიკითხე, ვინმე თუ დასწრებია საკეისროს

Posted by: blblbl 30 Aug 2017, 15:48
Mrs Raycher
არანაირი პრობლემა არაა,ექიმის ნებაზეა დამოკიდებული მხოლოდ

Posted by: MmSs 30 Aug 2017, 15:50
Mrs Raycher
მეც ჰერაში ვიმშობიარე პირველზე და გაუტკივარება არ გამიკეთეს,ცოტა უცნაურები არიან,შენ ექიმს შეეკითხე,ჩემ დას უნდოდა დასწრებოდა ჩემს საკეისროს,მაგრამ მე ვთქვი უარი...

Posted by: Mrs Raycher 30 Aug 2017, 15:53
blblbl

MmSs


მადლობა გოგოებო. ჯერ მშობიარობამდე კიდევ 2 თვე მაქვს მაგრამ ყველაფრისთვის მინდა მზად ვიყო. არც ის ვიცი საკეისრო დამჭირდება თუ არა, მაგრამ მაგასაც ვკითხულობ მერე უცებ გული რომ არ გამისკდეს.

ასეთი პანიკიორი რომ არ ვიყო რა კარგი იქნებოდა... sad.gif

ისტერიულად მეშნია მშობიარობისაც და საკეისროსიც sad.gif

Posted by: kristi16 30 Aug 2017, 18:48
Mrs Raycher
ჰერაში როგორც ვიცი არ ასწრებენ საკეისროზე ,მაინც გაარკვიე წინასწარ ..

Posted by: MmSs 30 Aug 2017, 18:56
Mrs Raycher
პირველია?არ უნდა გეშინოდეს
მე ორივე გამოცდილი მაქვს,მიუხედავად იმისა,რომ არ მჭირდებოდა საკეისრო და ჩემი ექიმი ცდილობდა გადავეფიქრებინე,ისეთი პანიკიორი ვარ მეც,საიკეისროც მაგიტომ გავიკეთე,ტკივილების მეშინოდაsmile.gif
შენ არუნდა გეშინოდეს,რადგან ინდივიდუალურია საკეისროც და ფიზიოლოგიურის,შეიძლება ისე გააჩინო ვერც გაიგო,რაც უფრო კარგია ბავშვისთვისაც და დედისათვისაც...
წარმატებები:*

Posted by: joy30 31 Aug 2017, 09:08
Mrs Raycher
4 თვის წინ გავიკეთე საკეისრო გაგუაში ქმარი დაესწრო. თვითონ შესთავაზა გაგუამ ჩემ ქმარს დასწრება. ნუ გეშინია ადვილი არ არის რათქმაუნდა ,მაგრამ შეუძლებელიც არაფერი არაა. მთავარია კარგი ექიმი .როგორც კი შიში ამიტანდა სულ ჩემს პატარასთან შეხვედრაზე ვფიქრობდი და ძალა მემატებოდა. წარმატებები

Posted by: Mrs Raycher 31 Aug 2017, 09:26
MmSs

joy30

კი, პირველია smile.gif რატომღაც მგონია რომ ფიზიოლოგიურ მშობიარობას უფრო ადვილად გავქაჩავ, ეს გაჭრა და ნაკერები ძალიან მაშინებს.

აქამდე არასოდეს არ მქონია ექიმთან შეხება კაბინეტის იქით, მაქსიმუმ სისხლის ანალიზი თუ მაქვს გაკეთებული და მილების გამტარიანობა გავიკეთე ერთხელ ეგაა და ეგ.

თან ზოგადად საავადმყოფოები მზაფრავს და იმიტომ მაქვს ასეთი განწყობა..

მადლობა გოგოებო, გამხნევებისთვის :*



Posted by: .ნინო 31 Aug 2017, 09:37
Mrs Raycher
თუ ჩვენება არ გაქვს, რა თქმა უნდა ბუნებრივი ჯობია. ცოტა მეტ ტკივილს უნდა გაუძლო, მაგრამ გაუტკივარებით არაფერი გაქვს საშიში... ორგანიზმიც უფრო მალე აღიდგენს ფუნქციებს...

საკეისროს მერე ელემენტარულად 6 თვე ვერც კი ივარჯიშებ, რომ ფორმა დაიბრუნო...

აქ მპოსტველებიდან სულ 2-3 თუ იქნება, ვინც საკეისრო ძალიან ადვილად გადაიტანა... ბავშვის "გამოყვანის" პროცესი ადვილია, მაგრამ მერე რეაბილიტაციას ძალიან დიდი დრო სჭირდება რა...

მთავარი ის ხომ არაა, რომ ტკივილი არ გქონდეს...

Posted by: Mrs Raycher 31 Aug 2017, 09:48
.ნინო


არ ვიცი , სიმფიზის ძვალი იყო გახსნილი 5.3 მმ ზე ერთი თვის წინ. ეხლა ვნახავ ეხოზე რომ მივალ რა მდგომარეობაშია. თუ არ გაიწია კიდე მშობიარობამდე სხვა ჩვენება საკეისროსი არ მაქვს. ერთი ესაა რამაც შეიძლება ხელი შემიშალოს ფიზიოლოგიურში ...

Posted by: .ნინო 31 Aug 2017, 09:51
Mrs Raycher

როგორც ვიცი მაგის გაწევა, გარკვეულ ზღვრამდე ნორმაა. თუ სწორად მახსოვს, 9მმ უნდა გაიწიოს მშობიარობამდე და 12მმ- მდე გადის უშუალოდ მშობიარობის დროს...

მე 15მმ მქონდა გაწეული 8 თვისას და მაგიტომ მომიწია საკეისრო.

Posted by: Mrs Raycher 31 Aug 2017, 09:54
.ნინო


ხო მეც მასე ვიცი, რაღაც დონემდე ნორმაა. ოღონდ ეს დონე ჯერ ვერ დავადგინე. ეს 5.3 ექიმს რომ ვაჩვენე ნორმააო მითხრა ჯერ-ჯერობითო და მერე ვნახოთო.

ნუ რაც იქნება იქნება, ბავშვს მუცელში ვერ დავტოვებ და ერთ-ერთი მეთოდით უნდა გავაჩინო biggrin.gif

Posted by: MmSs 31 Aug 2017, 10:16
.ნინო
QUOTE
საკეისროს მერე ელემენტარულად 6 თვე ვერც კი ივარჯიშებ, რომ ფორმა დაიბრუნო...

ფორმა საკეისროზე უფრო ადრე დავიბრუნე,ვიდრე ფიზიოლოგიურზე
დაკიდევ გამხდარისთვის ადვილია ნაკერების შეხორცება და პრობლემებიც ნაკლებია 4 გოგო ვიყავით პალატაში,მთელი ღამე გამაყუჩებლებს იკეთებდნენ ისე სტკიოდათ,ერთხელაც არ გამიკეთებია მე,სამაგიეროდ ფიზიოლოგიურზე 40დღე დაჯდომა არ შეიძლებოდა ნაკერების გამო,ასე,რომ ვერ გაიგებ წინასწარ,ჯობია გამოცადო და მერე მეორეზე უკვე გეცოდინება როგორ უნდა მოიქცეsmile.gif
QUOTE
მაგრამ მერე რეაბილიტაციას ძალიან დიდი დრო სჭირდება რა...

არაა ასე,ფიზიოლოგიურზე სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესი ავიკიდე, მეორე ბავშვის გაჩენას არც ვაპირებდი,შემეპარა და მთელი 9 თვე შიშებში გავატარე,ტკივილის დაწყების მეშინოდაsmile.gif

Posted by: Mrs Raycher 31 Aug 2017, 11:21
MmSs


მართალია, ყველაფერი ინდივიდუალურია, ზოგს როგორ გადააქვს და ზოგს როგორ. კიდე ალბათ იმაზეა დამოკიდებული ვის როგორ შეუძლია ტკივილის ატანა და ასე შემდეგ.

ჩემმა ორმა მეგობარმა იმშობიარა ეხლახანს, ორივემ საკეისრო გაიკეთეა. ერთი კვდებოდა ისე ცუდად იყო და მეორე ჩიტივით, საკეისროდან 10 წუთში ფეისბუქსზე მწერდა მშვენივრად ვარო

Posted by: MmSs 31 Aug 2017, 11:35
Mrs Raycher
შენ არ შეგეშინდეს ყველაფერი კარგად იქნება,მაგაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს,შვილს,რომ გულზე დაგაწვენენ...
ხელახლა იბადები მასთან ერთადsmile.gif

Posted by: Mrs Raycher 31 Aug 2017, 11:43
MmSs

მადლობა გამხნევებისთვის :*

Posted by: blblbl 31 Aug 2017, 13:16
QUOTE
საკეისროს მერე ელემენტარულად 6 თვე ვერც კი ივარჯიშებ, რომ ფორმა დაიბრუნო...

აღარ კრძალავენ 6 თვე,ჯან სასხლშის აეღტოდ მეროე დესვე ასწავლიან ვარჯიშებს რაც უდნა გაკეთონ,მსუბუქი ვარჯიში არ იკრძალება და 2_3 ნამდივლად არააქ ვინც პოსტავს 90% უადვილესად გადაიტანა საკეისრო

Posted by: მზე 2 Sep 2017, 22:12
აუ გოგოებო ბოლო 25 გვერდი გადავიკითხე და ვერ ჩამოვყალიბდი sad.gif რიგორც მივხვდი არჩევანი ჯობს ამათ შორის გავაკეთო:

- ჩაჩავა
- ჰერა
- იმედის კლინიკა
- გაგუა
- ჯანმრთელიბის სახლი (მაგრამ ვიზიტის საათების შეზღუდვის გამო ეს არ მინდა :/ )

ამათგან როგორც მივხვდი ჩაჩავა ყველაზე ძვირია. გაგუა ახალი გარემონტებული.
ვისაც უფრო მეტი გესმით, მოკლედ შედარებითი დახასიათება რომ დამიწეროთ შეგიძლიათ? user.gif

მაგალითად, იმედის კლინიკაზე კონკრეტული მიზეზები თუ რატო უნდა ავირჩიო ან არ ავირჩიო ვერ ვნახე :/

ჩაჩავაში ყურადღებიანები არიან?

ან გაგუაში? :|

ეხლა უნდა დავდგე აღრიცხვაზე და ბარემ იქ მინდა დავდგე სადაც საბოლოოდ ვიმშობიარებ user.gif

Posted by: Female User 2 Sep 2017, 23:11
მზე
დავარაშვილის კლინიკა?

Posted by: მზე 2 Sep 2017, 23:18
Female User
ბოლო 25 გვერდში ისე ცოტა-ჯერ ახსენეს და თან ერთ-ერთს ეწერა რო მაგას სხვები ჯობიაო რო გამოვრიცხე რავი. შევცდი? :დ

Posted by: Female User 3 Sep 2017, 00:21
მზე
აზრზე არ ვარ ჯერ. მეც ვერ გადამიწყვეტია. უბრალოდ რამდენიმემ ისეთმა მირჩია ვის აზრსაც ვითვალისწინებ და განხილვის სიაში მყავსsmile.gif

Posted by: მზე 3 Sep 2017, 13:17
Female User
მგონი მართალი ხარ. ეხლა დავაკვირდი (ინსტაგრამ ფოტოს :დ) და ჩემს ყოფილ თანამშრომელს წინა კვირას მანდ უმშობიარია და ამ გოგოს აზრს მეც პატივს ვცემ.
მაგრამ ჩემი დაზღვევის ხელშეკრულებით (იმედი ლ) ეგ პროვაიდერი არ ყოფილა, არც ჩაჩავა და ალბათ მაინც პროვაიდერს ავირჩევ, რო არ გაპრობლემდეს :/ მარა ნუ იქამდე ძაან შორი კია მარა მაინც biggrin.gif
აღრიცხვაზე სავარაუდოდ ავერსში დავდგები. იოლად მივალ ხოლმე :|

ესენი მითხრეს პროვაიდერებად:

- გაგუა
- ჰერა
- ბაიები
- ამირან ქორიძის კლინიკა
- მედ კაპიტალი
- დედაშვილობა
- შარაშიძის სახ. #1 სამშობიარო სახლი

ასევე დავრეკე და მითხრეს რო ამჟამად ვარ ჩართული საყოველთაოში მაგრამ იქით წლამდე შეიძლება შეიცვალოს, ბაზებს ყოველთვიურად ვაახლებთო

Posted by: wkna 4 Sep 2017, 13:16
დავარაშვილზე ვის გაქვთ გამოცდილება ? ჩემი რძალი აპირებს დღედღეზე ელოდება და... მაინტერესებს, მე პირადად რატომღაც კარგად ვარ განწყობილი...

Posted by: Female User 4 Sep 2017, 20:37
მზე
ოქტომბერ-ნოემბერში ვაპირებ დაზღვევის საკითხები გავარკვიო და მაგის მიხედვით რამდენიმე კლინიკაში ექსკურსიები მოვაწყო, რომ საბოლოოდ გადავწყვიტო

Posted by: მზე 5 Sep 2017, 17:46
Female User
დაწერე მერე შთაბეჭდილებები chups.gif

Posted by: marianela 5 Sep 2017, 23:53
ევექსის სამშობიაროზე იცით რამე?

Posted by: Karavadjo 12 Sep 2017, 15:36
მზე

საყოველთაოთი რა გვიფინანსდება?

Posted by: cucacuciko 12 Sep 2017, 20:33
დღეს 2 საათზე ვიმშობიარე ჰერაში და აღფრთოვანებული ვარ ყველას პროფესიონალიზმით. მე გირჩევთ ჰერას.

Posted by: Female User 12 Sep 2017, 21:01
cucacuciko
გილოცავთsmile.gif)) ისე მშვიდად დაწერე თითქოს მაღაზიაში კაბა იყიდე. ყოჩაღ!! თან უკვე აქ წერის თავიც რომ გაქვს

Posted by: cucacuciko 12 Sep 2017, 21:42
კი, იმიტომ, რომ იმაზე ბევრად მარტივი ყოფილა, ვიდრე ველოდი smile.gif

Posted by: Female User 12 Sep 2017, 23:21
cucacuciko
ძაან მაგარია. გაუტკუვარება? smile.gif ოხ ეგ სიტყვები როგორ მალამოდ მედებაsmile.gif))

Posted by: მზე 12 Sep 2017, 23:25
Karavadjo
500 ლარი ფიზიოლოგიური და 800 ლარი საკეისრო (ჩვენების არსებობის შემთხვევაში, თუ მოთხოვნით იკეთებ, მაშინ - 500)

ოღონდ უნდა გაარკვიო ხარ თუ არა პროგრამაში. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკე და პირადი ნომრით გეტყვიან გეკუთვნის თუ არა

Posted by: wkna 13 Sep 2017, 14:03
cucacuciko

ვისთან იმშობიარე ?

ჩემი რძალი მივიდა დღეს ჰერაში და ვნერვიულობ ძალიან....

Posted by: MARIMARI123 13 Sep 2017, 23:13
cucacuciko
მეც ჰერაში ვიმშობიარე პირველ ბავშვზე,მაშინ ვაკეში იყო ეგ სამშობიარო,მართლაც ყურადღებიანი მედპერსონალი ყავთ, მერე ჩემი ექიმი ჰერადან მეოთხე სამშობიაროში გადმოვიდა,ჩემი ახლობელია და არ მინდოდა შეცვლა ექიმის,მაგის გამო 6 დღე ჯოჯოხეთში გავატარე,არავის არვურჩევ მეოთხე სამშობიაროში მისვლას...

Posted by: marianela 14 Sep 2017, 01:11
makamariami
აუ რატოო, დაწერე რა უფრო დაწვრილებით.

Posted by: cucacuciko 14 Sep 2017, 05:29
ჰერაში ვიმშობიარე თაკო გოდუაძესთან. თავიდანვე მასთან დავდიოდი. გაუტკივარება ყოფილა ღმერთი smile.gif

Posted by: wkna 14 Sep 2017, 10:38
cucacuciko

კი გაუტკივარების ფანივარ, მაგან მიხსნა მეც biggrin.gif

ჩემმა რძალმა ჰერასი გააჩინა ღამე ირაკლი ჰყავდა აყვანილი ექიმი

Posted by: tweety86 14 Sep 2017, 10:56
wkna
cucacuciko
გიერთდებით გაუტკივარების ფან კლუბში smile.gif jump.gif

Posted by: MARIMARI123 14 Sep 2017, 13:54
marianela
მანდ აპირებ მშობიაობას?ვინაა შენი ექიმი?უყურადღებობა და ანტისანიტარია,ეს გაჭრილი ქალი ვასუფთავბდი საპირფარეშოს...
სამაგიეროდ უძლიერესი ანესთეზიოლოგი ყავთ,ჩემმა ექიმმა მის მორიგეობას დაამთხვია საკეისრო,ოჯერ გამიკეთა სპინალური და ნემსის ჩხვლეტაც ვერ ვიგრძენი,არც ტკივილები მაქვს,ზოგს მერე რომ აწუხბსხოლმე...
* * *
wkna
cucacuciko
მე არ გამიკეთეს გაუტკივარება,რამაც მაიძულა,რომ მეორეზე საკეისრო გამეკეთებინა.

Posted by: marianela 14 Sep 2017, 20:41
makamariami
ვაპირებდი მაგრამ მერე სხვაგან გადავწყვიტე ჩემს ნაცნობ ექიმთან. ჩემი მეგობარი აპირებს მანდ, აუ ანტისანიტარია რა უბედურებაა, როგორ ვერ ვიტან. ოხხ რაა.

Posted by: MARIMARI123 14 Sep 2017, 20:57
marianela
არ შეაშინოsmile.gif
იქნებ გამოსწორდა მაგ მხრივ,მე კაი ხნის წინ ვიმშობიარე

Posted by: Tamara1988 14 Sep 2017, 21:27
makamariami
მეოთხე სამშობიარო ანუ ახლანდელ "პინეოზე" ამბობ ხო? გაარემონტეს და შეცვალეს ყველაფერი სახელიც კი შეუცვალეს და არამგონი ეხლა ანტისანიტარია იყოს. მე მანდ ვარ აღრიცხვაზე. ბევრი ვნახე კმაყოფილი. smile.gif)))

Posted by: MARIMARI123 14 Sep 2017, 21:31
Tamara1988
უი,მართლაა?ეგ არც ვიცოდი,ძალიან სასიამოვნოა თუ გაარემონტეს...
ვისთან აპირებ მშობიარობას?

Posted by: takotatuli1989 14 Sep 2017, 21:41
Tamara1988
მანდ ლუქს პალატაზე მითხრეს სინაურიძესთან 1250 დოლარიდან იწყება ფასიო და 1 კაციანი პალატა სინაურიძის აყვანით და გაუტკივარებით რა ჯდება ხო არ იცი?

Posted by: Tamara1988 14 Sep 2017, 21:47
makamariami
მარინა არჯევანიშვილთან ვარ. . ისეთი ტკბილი ქალია მაგის გამო მივედი მანდ. და მგონი ბოლომდე მანდ დავრჩები smile.gif)))

takotatuli1989
აუ თაკო სიმართლე გითხრა არ ვიცი. ჯერ ფასებში გარკვეული არ ვარ. თებერვლამდე დიდი დრო მაქვს და არ მიკითხავს აქამდე.

Posted by: MARIMARI123 14 Sep 2017, 21:51
Tamara1988
თებერვალში ელოდები?smile.gif მეც თებერვალში ვარ დაბადებული,ჩემი შვილიცsmile.gif

რა დოლარებიო გადვირიე,ასე გაძვირდა???

Posted by: Tamara1988 14 Sep 2017, 21:55
makamariami
კი თებერვალში ველოდებიიი smile.gif)))). და პირველად მიხარია ზამთრის მოსვლააა smile.gif)))))

Posted by: MARIMARI123 14 Sep 2017, 21:58
Tamara1988
რა მაგარიააა love.gif

Posted by: wkna 21 Sep 2017, 12:54
ჰერაზე საშინელი უკმაყოფილო ვარ, როგორც უკვე დავწერე ჩემმა რძალმა იმშობიარა 14 რიცხვში და ბავშვი ჯერ ისევ ინტენსიურში ყავთ და ანტიბიოტიკებს უკეთებენ რადგან ბაქტერია შეხვდა სამშობიარო ბლოკიდან, ისე ვარ გაბრაზებული რა გავაკეთო აღარ ვიცი mad.gif
თან აყვანილი ყავდა ექიმი,კაცი იყო მეან გინეკოლოგი და უყურადღებო ადამიანი საშინლად mad.gif

Posted by: iratta_26 21 Sep 2017, 13:03
wkna
რომელი ექიმი ყავდა აყვანილი?

Posted by: wkna 21 Sep 2017, 16:17
iratta_26

სახელი ზუსტად არ მახსოვს, განყოფილების უფროსია მგონი ირაკლი თუ სხვა ქვია არ მახსოვს ახლა, გავარკვევ და დავწერ...

სამშობიარო ბლოკი არ აქვთ აშკარად მოწესრიგებული, ჩემს ძმიშვილთან ერთად, მესამე დღეს 3 ახალშობილი სიყვანეს ბაქტერიით კიდე :@

ასეთი უპასუხისმგებლობა არ ვიცი :@

რადგან ბავშვთა ინტენსიური განყოფილება აქვთ მაგის გამო იმედია სპეციალურად არ აკეთებენ რომ პაციენტები ყავდეთ, სხვა რა ვიფიქრო აღარ ვიცი sad.gif

Posted by: tweety86 21 Sep 2017, 16:28
wkna
სოსო ღოღობერიძე? არ გამიკვირდება

Posted by: iratta_26 21 Sep 2017, 17:43
wkna
რა ბაქტერია? რა ჭირს ახლა ბავშვს?

Posted by: wkna 21 Sep 2017, 17:46
tweety86


ირაკლი მაჭარაძე იყო ექიმი
* * *
iratta_26

ბაქტერია აქვს საშარდე გზის აღამავალი ინფექცია და ანტიბიოტიკებს უეკთებენ... კიდე რამდენიმე დღე უნდა გაუკეთონ.. კარგად არის ბავშვი,უბრალოდ 3 დღის ბავშვისთვის ანტიბიოტიკები ხო წარმოგდგენიათ რა ცუდია...

Posted by: iratta_26 21 Sep 2017, 18:18
wkna
დედისგან ხომარ აქვს? ნაცხის ანალიზი გაკეთებული ქონდა? რას გეუბნევათ ექიმი.

Posted by: tikako6 22 Sep 2017, 11:44
QUOTE
Tamara1988მანდ ლუქს პალატაზე მითხრეს სინაურიძესთან 1250 დოლარიდან იწყება ფასიო  და 1 კაციანი პალატა სინაურიძის აყვანით და გაუტკივარებით რა ჯდება ხო არ იცი? 

მე ვიმშობიარე მანდ,ეგ ლუქსი არაა,პირველი სამი სართული არის პინეო სამედიცინო ეკოსისტემა და პინეო ლაქშერი ეს მეოთხეზეა,მეოთხე როგორც ვიცი სინაურიძის არის და საერთოდ განსხვავდება დაბლა სართულებისგან,არის სრული კომფორტი და არაჩვეულებრივი პერსონალი,ზაზაც ძალიან ყურადღებიანი და მოკლედ მე იდეალურად მამშობიარა,აქ ფასები იწყება 1250 დოლარიდან,ზაზას აყვანა 500 ლარი ღირს,გაუტკივარება 150 და დაბლა როგორც ვიცი არის ერთ ადგილიანი პალატებიც,ფასი იყო 800 თუ არ მეშლება ან ცოტა მეტი,ლუქსი და რამე განსაკუთრებული არ არის,შენობა ახალი გარემონტებულია ,სისუფთავის ამბავში ნორმალური იყო დაბლა პირველზე,მაღლა პალატებში არ ვიცი რა ხდება smile.gif

Posted by: wuna 22 Sep 2017, 13:08
იმედის კლინიკაში ვის გიმშობიარიათ
კმაყოფილი ხართ??
* * *
ჰოკიდე რა მაინტერესებს
როცა წერენ ფრაიზლისთში მშობიარობის თანხას ეს მხოლოდ მშობიარობას ეხება?
რამდენი დღეც იქნები იმ დღეების საფასურიც უნდა იხადო?

Posted by: wkna 23 Sep 2017, 14:13
iratta_26


პირველი ბავშვი 2 თვის მოეშალა,იმის მერე ანალზიები გაიკეთა ყველაფერი რაც საჭირო იყო და ანუ არაფერი ჰქონდა... თან საკეისრო გაუკეთეს და ასე დედისგან ვერც დაბინძუდებოდა,არც ის თქვეს დედისგან არისო და რათქმაუნდა არც სამშობიაროს აბრალებენ... მაგრამ ამ ბავშვის გარდა კიდე იმდენი ბავსი შეიყვანეს ინფექციით ეგ გამიკვირდა და მაგიტომ ვაბრალებ სამშობიაროს...

ექიმი საავამდყოფოს საპირისპიროდ რათქმაუნდა რაფაერს იტყვის,პირდაპირ პასუხს არ გვცემს..


გთხოვთ ვინმეს თუ გაგიგიათ რომ ბავშვს სოსკის მაგივრად ექიმის გაბერილ ხელთათამანს აწოვებინებდნენ ? ჰერაში თურმე ეგრეა და გავგიჟდი

Posted by: iratta_26 23 Sep 2017, 14:16
wkna
QUOTE
გთხოვთ ვინმეს თუ გაგიგიათ რომ ბავშვს სოსკის მაგივრად ექიმის გაბერილ ხელთათამანს აწოვებინებდნენ ? ჰერაში თურმე ეგრეა და გავგიჟდი

ჰა? sleep.gif ეგ რაღა ჯანდაბაა. ვინ ნახა

Posted by: wkna 23 Sep 2017, 14:38
iratta_26

ისევ ჩემს ძმიშვილს ეხებაა, თურმე სოსკას დიდხანს არ იდებს და ექიმის ხელთათმანის თითები არის გაბერილი, შიგნით ბამბა უდევს და იმას უდებენ რომ ამას კარგად წოვენო და არ აგდებენო, და რას გადმოაგდებს იმხელა ხელთათმანს რამდენიმე დღის ბავშვი, გავგიჯდი რა გავაკეთო არ ვიციი sad.gif

Posted by: iratta_26 23 Sep 2017, 14:42
wkna
უკეთ არაა? როდის უნდა გაწერონ?

Posted by: wkna 23 Sep 2017, 15:40
iratta_26

კი უკეთ არის კიდევ კარგი და ოთხშაბათამდე ტოვებენ რადგან შარდის ანალიზი უნდა გაუკეთონ დათესონ ისევ, ერთი სული მაქვს მაქედან გამოვიყვანოთ ბავშვი...

არადა თავიდან ნორმალური ჩანდა ჰერა და ახლა უკვე ნადმვიალდ ცუდად ვარ განწყობილი sad.gif

Posted by: takotatuli1989 23 Sep 2017, 16:48
wkna
ვაიმე რეებს წერ მანდ ვაპირებ გაჩენას.. რო მივალ მეანთან მაგ ამბებს მოვიკითხავ და თუ არ მოწოვს სოსკას მოვითხოვ რო ჩემთან ყავდეთ რა უბედურებაა ეგ ხელთათამანი

Posted by: MARIMARI123 23 Sep 2017, 19:38
takotatuli1989
რა სისულელეა,არ შეგეშინდეს,ვიღაც დეგენერატი ექთანი იზამდა მაგას დაუკითხავად,შენი სოსკა წაიღე ან გამოიცხადე,არ ვაპირებ სოსკის მიცემასთქო...

Posted by: iratta_26 23 Sep 2017, 19:43
takotatuli1989
გული შემიწუხდა მეც sad.gif

Posted by: Future_mom 24 Sep 2017, 19:57
მსგავსი არაფერი მინახავს ჰერაში... და ეჭვი მეპარება სამშობიროს ბრალი იყოს. პატარას მალე გამოჯანმრთელება <3

Posted by: cucacuciko 24 Sep 2017, 22:19
12-ში გავაჩინე ჰერაში ბავშვი და ასეთი რამ არ შემიმჩნევია. პირიქით, ძალიან კმაყოფილი ვარ ჰერათი და მისი მომსახურებით.

Posted by: poet4ik 25 Sep 2017, 09:35
დილამშვიდობისა მამებო და დედებიც პოზიტიურ დღეს გისურვებთ, გაგუაში ხომ არ გააჩინეთ ან აჩენთ ვინმე რა.მდგომარეობაა დღეს დღეობით? ყურადღების და წესრიგის მხრივ და ფასებიც თუ იცით პალატიან საკეისროიან ფიზიოლოგიურიანად გამახარევთ, და თუ ვინმე იმყოფება და პალატის სურათი ექნება ხო კამფეტი ა

Posted by: wkna 25 Sep 2017, 10:35
გოგონებო არ მიონდა სეგაშინოთ, მეც რომ ბავშვს ველოდებოდი ყველაფერზე უფრო მეტად ემოციურად ვრეაგირებდი, უბრალოდ სამშოაბიარო ბლოკის ბრალი იყო ის ინფექცია რაც ჩემს ძმიშვილს აღმოაჩნდა და კიდევ ყოველდღიურად რამდენი ბავშვი ემატებოდა არ დამითვლია, ჩემი რძალი მეუბმებოდა ინტენსიურში უფრო მეტი ბავშვია ვიდრე სამშობიაროს ბავშვა პალატაშიო... ასე რომ არჩევანი თქვენზეა, ასეთ რამეს არც მე ველოდი მაგრამთურმე ხდება, კი ზუსტად ლურჯ ხელთათმანზე მაქვს საუბარი, პედისტრსაც უნახავს რომ ეგრე უდებდნნე და არაფერი უთქვამს, მთელ დღეს თითწმის იქ ატარებს ჩემი რძალი და იმისგან ვიცი ეს ამბავი... შემოწმებაზეც კი მივიდნენ რადგან ერთი ერთი ბავშვი ვინც ცუდად არის და უფრო დაუმძიმდა ჯანმრთელობა,ეს ვიდეო სადაც ბავშვს ამ საშინელებას აწოვებენ გადაუგზავნიათ შესაბამისი განყოფილებისთვის და მთელი დღე რამდნიმე ჯგუფი მისულა შემოწმებზე...

Posted by: poet4ik 25 Sep 2017, 11:28
ჰერას პალატის სურათები დამიდეთ რა, თამთას აკვიატება აქვს ჰერაში ვიაიპში მიდნაო და რა მდგომარეობაა მითხარით რა

Posted by: wkna 25 Sep 2017, 12:17
არ გინდათ ჰერა რა, იმდენი ბავშვი გადაიყვანეს ინტენსიურში ყველა ინფექციით და მაგიტომ ვაბრალებ სამშობიარო ბლოკს,ალბათ შესაბამისი კონტროლი არ ხდება...


რატომღაც დავარაშვილზე უფრო კარგად ვარ განწყობილი,ჰერაში საკმაოდ ფასი აქვს დავარაშვილს არ ჩამოუვარდება.

Posted by: Hypotenuse 25 Sep 2017, 12:56
რა ხელთათმანი???? მსგავსი არაფერი მინახავს მე ჰერაში :/

Posted by: Mrs Raycher 25 Sep 2017, 14:16
wkna

დიდი ფიქრის შემდეგ როგორც იქნა ჩამოვყალიბდი და ხვალ ჰერაში მივიდივარ რომ ღოღობერიძე ავიყვანო და ახლა აქ ამას ვკითხულობ sad.gif

როგორ მოვიქცე აღარ ვიცი sad.gif

Posted by: wkna 25 Sep 2017, 14:48
Mrs Raycher


ძალიან ვწუხვარ მაგრამ რაც მე დამემართა ლანცეტში 2 წლის წინ, იქ ვიმშობიარე და მაშინ რო ცუდად ვიყავი და არ ვუჩივლე კლინიკას იმის მერე თუ რამეს გადავაწყდები ასეთ მოუწესრიგებლობას ვერ გავჩუმდები აქ მაინც,სამწუხაროდ მეტი ძალა არ მაქვს რამე მოვიმოქმედო sad.gif
* * *
Hypotenuse

ინტენსიურზე მაქვს საუბარი...

Posted by: MELO_MELO 25 Sep 2017, 14:59
wkna
პატარას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, თუმცა:

რა, რა და სისუფთავე და სტერილურობა ნამდვილად დაცულია ჰერაში.. აი, ნამდვილად... რა გვარია ბავშვი, მომწერე თუ გინდა პირადში და თქვენ თუ არ გეუბნებიან არაფერს მე გაგირკვევთ რა ხდება და რატომ.

გაბერილი ხელთათმანი ედო პირში, დედამ გააპროტესტა, არ აუხსნენს არაფერი და მაინც გააგრძელეს ასე? რას ამბობს ექიმი რატომ გავაკეთეო? ეჭვი მაქვს წოვის რეფლქესი არ აქვს პატარას და ამით ახდენენ სტიმულირებას..

მესმის ემოციური ფონი, თუმცა თუ ფაქტები ხელთ არ გიჭირავთ არ გირჩევთ ასე ხელაღებით კლინიკის ან რომელიმე ექიმის დადანაშაულებას.

===
ხო,მე არაფერი ინტერესი არ მაკავშირებს ჰერასთან, გარდა იმისა, რომ 2 შვილი მანდ გავაჩინე და ვიცი რა და როგორ ხდება ხოლმე..

ნუ თუ ახლა ღოღობერიძე ისე გამოშტერდა რო ინტენსიურ პალატაში ახალშობილებთან არაპროფესიონალი მოხალისეები მუშაობენ,რომლებიც ბავშვს პირში ხელთათმანს ტენიან და მერე არ ვიცი რას აკეთებენ, აკვირდებიან ალბათ და ხორხოცობენ, მაშინ კიდე შეიძლება facepalm.gif

Posted by: blblbl 25 Sep 2017, 17:44
MELO_MELO
პინეოს სამსშობიაღოშიც მასე აწოვებენ ხელთათმანებსო,რაღაც აახალი მოდაა ეტყობა :დ

Posted by: wkna 26 Sep 2017, 11:15
MELO_MELO

სტერილურობასთან დაკავშირებით იმიტომ ვფიქრობ რომ მეორე დღეს 3 ბავშვი სეიყვანე სანალოგიურად ინფექციით და თვითონ ინტენსიურის ექიმი იყო გადარეული...

უბრალოდ ხელთათმანი არ მგონია მიზანშეწონილი იყოს რომ წოვოს ასეტმა პატარამ რადგან რა საღებავია და რას შეიცავს არავინ იცის...

თან ეს ხელთათმანი ისეთი ზომისაა რომ ბავშვს ჭამის შემდეგ გული რომ აერიოს ოდნავადაც კი ვერ შეძლებს ამის გადმოგდებას, მიზეზი რომ იკითხეს რატო აწოვებდნენ ხელთათმანს უთხრეს რომ ვერ აგდებს ამას მარტივად ბავშვი პირიდანო და წოვის რეფლექსთან არაფერ შუაშია,ანუ არაფერი უთქვამს მსგავსი... თან როცა ბავშვი მშვენივრად წოვს ძუძუსაც კი...

თავიდან მეც ძალიან კარგად ვიყავი განწყობილი სანამ ასე ახლო შეხება არ მქონდა, თან ჩემმა თანამშრომელმა 4 ბავშვი გააცინა მანდ საკეისროთი და ძან კმაყოფილი იყო, და ეხლა ასე რა მოხდა არ ვიცი... ბევრი დამთხვევაა...

Posted by: MELO_MELO 27 Sep 2017, 10:14
wkna
QUOTE
იმიტომ ვფიქრობ


QUOTE
არ მგონია მიზანშეწონილი იყოს


ამ ფორმატში გირჩევდი პოსტვას, როცა შენ თავად არ ხარ ექიმი..

დანარჩენი გაარკვიეთ იმედია და ახლა უკვე კარგადაა პატარა..

Posted by: wkna 27 Sep 2017, 13:44
MELO_MELO


არ ვარ ექიმი თუმცა ბევრი ექიმი ექიმი არ არის... ეს უფრო შეეფერება დღევანდელ საქართველოში არსებულ რეალობას... მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიტყვი...

პატარა კარგადაა უკეთესად თუმცა ჩემი აზრით ახლა უკვე წელავენ დროს რომ ბავშვი დიდხანს დატოვონ ინტენსიურში, ორშაბათს დილის საათებში არ აუღეს შარდის ანალიზი რომ დღეს პასუხი ყოფილიყო,და დღის მეორე ნახევარში აუღეს ანალიზისთვის შარდი და პასუხი იქნება მაგ მიზეზის გამო ხვალ გამოწერენ ალბათ, ანუ პასუხსაც არ ამობბენ გამოწერასთან დაკავშირებით... ბევრი ფაქტია რაც ასე ეწყობა ერთამნეთს და დღეს როცა ყველგან ვაწყდებით ექიმთან მიმართებაშიც ფაქტებს რომ ცდილობენ მაქსიმალურად ფინანსურად გაგწურონ და მერე გამოგიგშვან უკვე მსგავს ფაქტსაც ვუშვებ...

Posted by: joy30 27 Sep 2017, 16:11
wkna
გადავირიე რას ქვია ხელთათმანით აწოვებენ? კარგად წოვენო თუ ბოთლების სტერილიზაცია ეზარებათ.რავიცი რამდენიმე თვის წინ გაგუაში გავაჩინე მსგავსი რამე იქ ნამდვლად არ მინახავს მითუმეტეს სულ ბავშვთა ოთახში ვიყავი. რაც ყველაზე უფრო მომეწონა გაგუაში ეს ბავშვთა ძიძები იყვნენ. წვალობდნენ და ყველას აჭმევდნენ როგორც საჭიროა ისე.

Posted by: wkna 30 Sep 2017, 14:19
joy30

გაგუას მგონი ყველა პაციენტი კმაყოფილი ყავს,გაუმტკივარებაზეც ვინც მანდ იმშობიარა ძალიან კმაყოფილია...

აწოვებდნენ კი და პედისტრსაც არ ჰქონდა რეაქცია, საბედნიეროდ გამოვიყვანეთ ბავშვი გუშინ,კარგად არის ^^

Posted by: nopiahopi 30 Sep 2017, 17:54
wkna


QUOTE
გაგუას მგონი ყველა პაციენტი კმაყოფილი ყავს,გაუმტკივარებაზეც ვინც მანდ იმშობიარა ძალიან კმაყოფილია...



ჩემ გარშემო ყველაზე მეტი უკმაყოფილო პაციენტი გაგუას ყავს

Posted by: joy30 30 Sep 2017, 19:09
wkna
გილოცავთ , ცუდი ამბები წარსულს ჩაბარდა .აწი სულ ჯანმრთელად და გახარებულად ამყოფოს თქვენი პატარა.
*******
wkna
sopiasopi
არვიცი ალბათ ყველა კლინიკას და ექიმს ყავს კმაყოფილი და უკმაყოფილო პაციენტი, მაგრამ ხომ არის რაღაც საერთო სტანდარტი რაც უნდა გაკეთდეს.ვერ ხვდები ხელთათმანით რატომ უნდა აწოვონ ბავშვებს? ასე უადვილდებათო ესეიგი სახშიც ხელთათმანით ვაწოვო თუ რავქნა ხელთათმანს რომ შეეჩვევა? იმაზე აღარაფერს ვამბობ რამდენად შეიძლება ხელთთმანში შემავალი ნივთიერებების ახალშობილისთვის პირში ჩადება.

Posted by: მზე 1 Oct 2017, 18:21
პინეოზე რა აზრის ხართ?

ნუ გარდა იმისა რო ცეცხლის ფასი აქვს givi.gif

Posted by: Tamara1988 1 Oct 2017, 18:31
მზე
. ჯერჯერობით პინეოში ვარ.smile.gif აღრივხვაზე მანდ დავდექი ჩემი მეაინის გამო და მერე არ ვიცი რა იქნებაsmile.gif))) დიდი ალბათობით ბოლომდე მანდ დავრჩები თუ რამე არ შეიცვალა smile.gif

Posted by: მზე 1 Oct 2017, 19:40
Tamara1988
ვინაა შენი მეანი? ჯერ ანუ კმაყოფილი ხარ?

Posted by: Tamara1988 1 Oct 2017, 21:13
მზე
მარინა არჯევანიშვილი. მაგ ქალის გამო მივედი მანდ smile.gif))))) რავიცი ჯერჯერობით კლინიკასაც არაუშავსsmile.gif))

Posted by: wkna 2 Oct 2017, 14:06
joy30

დიდი მადლობა გაიხარე 2kiss.gif

sopiasopi


ჰერათიც ყველა კმაყოფილი იყო ჩემს გარშემო სანამ ასე ახლო შეხება არ გვქონდა...

Posted by: Female User 10 Oct 2017, 20:03
QUOTE

QUOTE
მე გაგუაში ის არ მომწონს რო პრახადნოი დვორია და ნომერში ვისაც როგორც უნდა ისე შემოვა. მე არავის შემოშვებას არ ვაპირებ, უბრალოდ ზოგისთვის პირდაპირ თქმა შეიძლება მომერიდოს, ამიტომ მირჩევნია თუ კლინიკას დავაბრალებ. ნუ კი მაინც არ მაინტერესებს არავისი აზრი და არ შემოვუშვებ მარა რატომ ავიტკიო ზედმეტად აუტკივარი თავი. ნომერშიც აუცილებლად მარტო უნდა ვიყო რომ სხვასთან შემომსვლელთან არ მქონდეს შეხება

QUOTE
მე ერთხელ ისე შევედი კაცი შვილს არაფერი უკითხავს და არც არავინ შემხვედრია


მეგობრებო არ მიყვარს მცდარი ინფო და ვინმე არ შეგიყვანოთ შეცდომაში მეშინია. ზემოთ რაც წერია ადრე მე დავწერე და მას მერე შემთხვევით გავარკვიე რომ ეგ ყველაფერი გაგუას კლინიკას კი არა ღუდუშაურს ეხებაა!!

Posted by: forumm 11 Oct 2017, 11:05
Davarashvilze ra icit? Datos ayvana micevs da mainteresebs ra mdgomareobaa mand. Servisi rogoria, palatebi, piradi moxmarebis nivtebi ra aqvt da a. Sh.

Posted by: VeronikaNikita 22 Oct 2017, 01:49
Mirchiet kargi kirurgi , sakeisro unda gaviketo da tan tyupebze , visac gaqvt gamocdileba

Posted by: VeronikaNikita 22 Oct 2017, 01:49
Mirchiet kargi kirurgi , sakeisro unda gaviketo da tan tyupebze , visac gaqvt gamocdileba

Posted by: chixuaxua 22 Oct 2017, 04:26
VeronikaNikita
ამირან ქორიძე, ჯანმრთელობის სახლში smile.gif ტყუპებზე არა, მაგრამ ისე გამიკეთა ოპერაცია არანაირი გართულება არ მქონია საერთოდ

Posted by: TinANNO 22 Oct 2017, 13:11
VeronikaNikita
დარახველიძესთან გავიკეთე ჩაჩავაში და ძალიან კმაყოფილი ვარ

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 22 Oct 2017, 22:45
forumm
QUOTE
Davarashvilze ra icit? Datos ayvana micevs da mainteresebs ra mdgomareobaa mand. Servisi rogoria, palatebi, piradi moxmarebis nivtebi ra aqvt da a. Sh.

პალატები არის 2 კაციანი, ნახევრადლუქსი (1 კაციანი სადაც შეიძლება კონკრეტულ საათებში მნახველის მიღება) და ლუქსი (სადაც შეგიძლია 1 ადამიანის დატოვება, თუ სწორედ მახსოვს მხოლოდ ქალის).. სისუფთავეა და კვებაც გემრიელი, მაგ კუთხით პრეტენზიები არამგონია ვინმეს ჰქონდეს. ჰიგიენის ნივთებს ყველაფერს გაძლევენ შენთვის, ერთადერთი ბავშვის ტანსაცმლის წაღება გჭირდება - მაგრამ ჩემი აზრით ჯობია საკუთარი ნივთები მაინც ჰქონდეს რომ იქ ყოფნისას უფრო კომფორტულად იგრძნო თავი. ცოტა ყურადღების კუთხით დავუწერდი უფრო მინუს ამ კლინიკას, მაგრამ სხვაგან არ ვყოფილვარ რომ სხვას შევადარო, შეიძლება იქაც იგივე სიტუაციაა, არვიცი.. თუ რამე კონკრეტული გაინტერესებს მომწერე და გიპასუხებ სიამოვნებით. შეგიძლია კიდე მოგონებებს გადახედო, მეც და რამდენიმე გოგოს გვიწერია მოგონებები ამ კლინიკაზე.

Posted by: Lemon Curd 26 Oct 2017, 20:40
გოგოებო, ჩაჩავაზე და დარახველიძეზე რამე შეგიძლიათ მითხრათ? კარგიც, ცუდიც, ყველაფერი მაინტერესებს.


mCvanE_shteFsEli_
აუ გთხოვ იქნებ დაწერო, ბავშვები ცალკე ყავთ თუ პალატაში ტოვებენ დედასთან?
და გაუტკივარებაზე როგორ არიან, სადღაც წერდნენ გოგოები წვეთოვანით მედგა ბოლომდეო და მანდ როგორ არის მაგ კუთხით?

Posted by: ნათია.0702 27 Oct 2017, 08:18
გოგოებო თემქაზე რომ ღია გულის კლინიკაა მანდ თუ გსგიჩენიათ ვიმმეს? მამუკა ნემსაძეა მანდ და საკეისროზე როგორია თუ იცით ვინმემ გამიზიარეთ თქვენი შეხედულებები

Posted by: window 27 Oct 2017, 11:50
ნათია.0702

ჩემმა მეგობარმა იმშობიარა მანდ მამუკა ნემსაძესთან ოღონდ იმან ბუნებრივად გააჩინა 4 კგ ბავშვი ყოველგვარი ჩახევების და ჩაჭრების გარეშე გააჩენინა და ძალიან კმაყოფილი იყო

Posted by: qetusiaaa_qetuu 27 Oct 2017, 12:03
ნათია.0702
ნემსაძეა ჩემი გინეკოლოგი.. აუ საუკეთესოა.. ფიზიოლოგუურად მამშობიარა 2წლის წინ და ისეთი ისტერიკა მჭირდა როგორ გამიძლო მიკვირს biggrin.gif
ღია გულზე რა გითხრა , მანდ ვარ კონსულტაციაზე და სისუფთავეა . სამშობიარო ბლოგზე ჯერ არაფერკ არ ვიცი ვერ გეტყვი მაგრამ მამუკა ძალიან კარგია

Posted by: ნათია.0702 27 Oct 2017, 12:44
qetusiaaa_qetuu
მეც მანუკასთან ვარ აღრიცხვაზე ძაან კმაყოფილი ვარ. უბრალოდ საკეისრო მიწრვს და ეგ როგორ აკეთებს ეგ მაინტერესებდა და პალატები და შიდა ამაბები მაინტერესებდა . ვიცი რომ მშობიარობაში ძაან მაგარია კარგის მეტი არაფერი მსმენია.
* * *
ნეტა შეიძლებოდეს ფიზიოლოგიურად ლ. სულ არ კინდა ეგ გაჭრა.

Posted by: anastaisia 27 Oct 2017, 16:19
გამარჯობა გოგოებო :* ახალ სიცოცხლეში ვაპირებ მშობიარობას ფიზიოლოგიურად, რა უნდა ვიცოდე წინასწარ მირჩიეთ, პირველია))

Posted by: Unico 27 Oct 2017, 19:06
QUOTE
გოგოებო, ჩაჩავაზე და დარახველიძეზე რამე შეგიძლიათ მითხრათ? კარგიც, ცუდიც, ყველაფერი მაინტერესებს.

მე ვიმშობიარე მარტში, ფიზიოლოგიურად.
დარახველიძე კარგია, ცოტა სერიოზული და მკაცრია, დინჯიც, მაგრამ საქმის მცოდნეა.
ბებიაქალი აყვანილი მყავდა, ეგუტიძე. აი, არ ვიცი რა სიტყვებით აღვწერო. ზედ გადამყვა და მეორეჯერაც მინდა მასთან, ეს ვიცი.
მედპერსონალი საშუალოა, არც ცუდია და არც გადასარევი. ნორმალური უფრო, თუ მომსახურებასაც გავითვალისწინებთ. ღამე როცა მჭირდებოდნენ, შემოდიოდნენ. იმ 3 დღის განმავლობაში მსინჯავდნენ და მამოწმებდნენ პერიოდულად. ზურაც ორჯერ იყო შემოსული სხვებთან ერთად.
მელოგინეთა კვება ჩაჩავაში არის სუპერ, საკმაოდ გემრიელი კერძები იყო.
არ მომეწონენ პედიატრები :დდდ ია დავითაიათი ვერ მოვიხიბლე. ვერც სხვა იქაური პედიატრით.

რაც შეეხება მნახველებს, მეტნაკლებად ცდილობდნენ რომ არ ეხმაურათ. მე არ შევწუხებულვარ, ალბათ იქნებიან ისეთებიც ვინც შეწუხდებოდნენ. მაგრამ არ ვიცი სამწუხაროდ.

რაც შეეხება სისუფთავეს. დღეში ორჯერ შემოდიოდა დამლაგებელი და ასუფთავებდა ოთახს. ტუალეტები დაწკრიალებული იყო, თუმცა ჩემთან აკლდა ერთჯერადი შამპუნი, რასაც არ შევუწუხებივარ.
ტელევიზორის ჩართვა შეიძლებოდა, ინტერნეტიც პალატაში იყო (სამშობიარო ბლოკში არ შემატანინეს, სამწუხაროდ), მნახველები დილის 10 საათიდან ღამის 10 საათამდე.

გაუტკივარებას რაც შეეხება, ზურას პაციენტი ვიყავი და სრული გახსნამდე გამიკეთეს. ჭინთვებს ვგრძნობდი, მაგრამ ასატანად.
მე ასე მითხრეს, რომ ჩაჩავაში ყველა მეანი არ თვლის საჭიროდ სრულ გახსნამდე გაუტკივარებას,. დაჟე ანესთეზიოლოგიც იზეთებოდა, რა საჭიროაო. მაგრამ ზურამ, მკაცრად, მიეცითო და დამიმატეს დოზა.

Posted by: Lemon Curd 27 Oct 2017, 19:56
Unico
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის.

რთული არ არის ახალ ნამშობიარებზე/ნაკეისრალზე ბავშვს რომ პალატაში გიტოვებენ? რომც არ იტიროს ღამით, მაინც ყურადღებით უნდა იყო, ასე მგონია ვერ ახერხებ დაიძინო, ძალები აღიდგინო.

Posted by: north 27 Oct 2017, 20:30
Lemon Curd
შენ თუ ეტყვი გაიყვანენ ჩაჩავაში. პირველი ღამე ნაკეისრალზეც რთულია და ფიზიოლოგიურზეც

Posted by: taktakuna 27 Oct 2017, 20:34
ნათია.0702
საუკეთესოა მამუკა საკეისროზე. კლინიკაზე ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცი რა ხდება

Posted by: Lemon Curd 27 Oct 2017, 21:10
north
აჰა გასაგებია, დიდი მადლობა.


უფ გადავიკითხე ეს თემა 2017 წლის დასაწყისიდან და შემეშინდა რაღაცნაირად smile.gif))

ჩაჩავა და საკეისრო მომინდა.

აუ სისულელეს ვკითხულობ ვიცი და მომიტევეთ smile.gif მაგრამ ხომ არ იცით, ჩაჩავაში საკეისროს შემთხვევაში ქმარს ეძახიან ქალის საწოლზე გადაყვანაში დასახმარებლად? აქ წავიკითხე ეგეც, ოღონდ რომელ სამშობიაროზე იყო არ ვიცი, და საშინლად წარმოვიდგინე ეგ პროცესი

Posted by: Ninito_ 27 Oct 2017, 21:47
Lemon Curd
ჰერაში იყო მგონი ეგ, მეც რაღაც ძაან ცუდი იდეა მგონია

Posted by: Lemon Curd 27 Oct 2017, 22:09
Ninito_
გული შემიწუხდა რომ წარმოვიდგინე sad.gif კარგია, თუ მხოლოდ ერთი სამშობიაროს "ნოუ ჰაუა" და სხვებიც არ ბაძავენ.

Posted by: Female User 28 Oct 2017, 13:59
QUOTE (ნათია.0702 @ 27 Oct 2017, 08:18 )
გოგოებო თემქაზე რომ ღია გულის კლინიკაა მანდ თუ გსგიჩენიათ ვიმმეს? მამუკა ნემსაძეა მანდ და საკეისროზე როგორია თუ იცით ვინმემ გამიზიარეთ თქვენი შეხედულებები

მამუკა ნემსაძეზე ცუდის მთქმელი მე ჯერ არ გამიგია, მაგრამ კლინიკას არ აქებდნენ, განსაკუთრებით ბავშვის მოვლას და ყურადღებას. მაგის გამო არ გადავწყვიტე, თორემ ნემსაძე ძალიან მინდოდა. ნერვების მოშლის თავი არ მაქვს მედპერსონალთან

Posted by: Ninito_ 31 Oct 2017, 22:40
ჩემ გამოცდილებასაც გაგიზიარებთ , ამჯერად მესამე საკეისროსთან დაკავშირებით.
პირველი ორი საკეისრო ჯანმრთელობის სახლში მაქვს გაკეთებული და ალბათ მესამეზეც მანდ მივიდოდი, რომ არა ორი გარემოება:
ერთი ის რომ საყოველთაო დაზღვევა არ აფინანსებს მესამე და შემდგომ საკეისრო კვეთას ისეთ კლინიკაში რომელსაც რეანიმაციული განყოფილება არ აქვს დედისთვის და ბავშვისთვის და ჯანმრთელობის სახლს არ აქვს რეანიმაცია და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი, საქმე მხოლოდ ფულში ხომ არაა, მართლაც რომ რამე გართულება მოყოლოდა, მინდოდა მშვიდად ვყოფილიყავი.
თავიდანვე ვიცოდი რისკების შესახებ, იმიტომ რომ პლაცენტა მქონდა სრული წინამდებარეობით რაც ისედაც საკეისროს ჩვენებაა და მითუმეტეს ჩემ შემთხვევაში. გარდა ამისა იყო რისკი რომ ამ პლაცენტის და საშვილოსნოს ნაწიბურის შეზრდა მომხდარიყო და ყველა ეხოზე მეუბნებოდნენ რომ დიდი რისკია საშვილოსნოს გარეშე დარჩეო.
ძალიან დიდხანს ვიფიქრე სად მივსულიყავი და ვისთან, ჯერ ჰერას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე რაღაც მიზეზების გამო და საბოლოოდ გადავწყვიტე გაგუას კლინიკა და ექიმი პაატა მახარაშვილი. პაატამ რომ ნახა ჩემი სიტუაცია, შემომთავაზა მილების გადაკეტვა, მაგრამ უარი ვუთხარი , თუმცა ვინაიდან ვიცოდი შესაძლო გართულებების შესახებ, ოპერაციის პროცესში რასაც საჭიროდ ჩათვლით ის გააკეთეთთქო ვუთხარი . 38 კვირაზე დავგეგმეთ საკეისრო, მაგრამ ჩემმა გოგომ არ მოიცადა და 37 კვირაზე სასწრაფო ოპერაცია გამიკეთეს. პირველ რიგში აღვნიშნავ რომ ანესთეზიოლოგი გიორგი ღონღაძე ყავთ სასწაული ! ისე გააკეთა სპინალური ანესთეზია, ვერ ვიგრძენი, სანამ არ მითხრა დაწექი სწრაფადო, მეგონა ჯერ არ ქონდა გაკეთებული .
ოპერაცია პაატასთან ერთად გამიკეთა ასაკიანი ექიმი იყო, თამაზი, თუ არ ვცდები ნიკოლეიშვილი გვარად. დიდი რაოდენობით სისხლი დავკარგე , ძალიან რთული ოპერაცია იყო და დიდხანს გაგრძელდა და როგორც თავად თქვეს, დიდი ძალისხმევა დაჭირდათ რომ შეენარჩუნებინათ საშვილოსნო, რის გამოც ვარ უზომოდ მადლიერი . ნებისმიერი სხვა ალბათ იფიქრებდა, რომ მესამე ბავშვია და ეყოფაო და არ იწვალებდა, ისე ამოიღებდა ყველაფერს .
მთელი ღამე დამტოვეს ინტენსიურში, წნევაც და ჰემოგლობინიც დაბალი მქონდა, სისხლის გადასხმაც დამჭირდა და დამტოვეს ამის გამო , თორემ სტანდარტულად 4-6საათში გადაყავთ პალატაში . ინტენსიურის ექთნებზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, ჯერ მარტო იმიტომ 5 წუთში ერთხელ წყალს რომ ვთხოვდი და დავარბენინებდი წინ და უკან , ეგ რომ აიტანეს biggrin.gif
მეორე დღეს უკვე პალატაში გადამიყვანეს, მე ერთადგილიანი მქონდა აღებული და შემეძლო დამეტოვებინა ვინც მინდოდა, მაგრამ არ დავიტოვე არავინ , მიუხედავად რთული ოპერაციისა ჩვეულებრივად ავდექი და დავდიოდი, ბავშვსაც ვუვლიდი ,სულ მე მყავდა , მხოლოდ გამოსაცვლელად და დასაბანად გამყავდა ბავშვთა ოთახში . მორიგე ექთნები და ექიმები, სანიტრები და ზოგადად მთელი პერსონალი იყო ძალიან ყურადღებიანი და თბილად განწყობილი. პაატა ყოველ დღე შემოდიოდა და მკითხულობდა და ზოგადად ყველა მოდიოდა და შენ არ იცი რა ოპერაცია გაგიკეთდაო და უკვირდათ მაინც რა ყოჩაღად ხარო .
მოკლედ მთლიანობაში მინდა ვთქვა რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით , თუ როდესმე მეოთხეს გაჩენას გადავწყვეტ, აუცილებლად ისევ პაატასთან მივალ .

ხო ასევე შედარებას გავაკეთებ ჯანმრთელობის სახლთან
რაც ყველაზე მეტად ჩანს და თვალში მოსახვედრია არის რემონტი, გაგუას ახალი შენობა და ახალი რემონტი იგებს მაინც რაც არ უნდა მეორეხარისხოვანი იყოს ეს ყველაფერი.
ასევე რაც ყველაზე მეტად მომეწონა გაგუაში, ბავშვის მოვლის პროცესში დედის ჩართულობა არის ძალიან მაღალ დონეზე. ჯანმრთელობის სახლში მაგალითად დაბანის და გამოცვლის დროს არ გვიშვებდნენ ბავშვთა ოთახში, არც პალატაში შეიძლებოდა გამოცვლა და დედა არ უნდა ჩარეულიყო და აქ პირიქით, აქტიურად იყო ყველა დედა ჩართული, ვინც არ იცოდა ასწავლიდნენ და ეხმარებოდნენ. სხვამხრივ რავიცი, გააჩნია მოთხოვნებს , ყველაფერი ინდივიდუალურია მაინც.
ძალიან ვრცელი პოსტი გამომივიდა და ცოტა არეულიც, მაგრამ სავარაუდოდ ბევრს დააინტერესებს და ამიტომ დავწერე

Posted by: taktakuna 1 Nov 2017, 19:22
Ninito_
გილოცავ პაწაწოს შეძენას, რა ყიჩაღი გოგო ხარ რა, მესამე გააჩინე და მეოთხეზევ გეფიქრება
2kiss.gif


Posted by: GvanTsa1212 3 Nov 2017, 17:44
Ninito_
გილოცავ :* :* :*
გამომრჩენია შენი მესამე სიყვარულიკი smile.gif
ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ

Posted by: happy-go-lucky 4 Nov 2017, 19:44
Ninito_
გილოცავ, გამომრჩა!
ჯანმრთელი გოგო გაგეზარდოთ


აქვე უნდა დავძინო რომ რაც ფორუმზე ვარ დარეგისტრირებული, გამოივეთილად მახსოვს შენინპოსტები ამირანზე და ჯან სახლზეsmile.gif)

Posted by: Ninito_ 4 Nov 2017, 19:48
happy-go-lucky
კარგის მეტი არაფერი მეთქმის ამირანზე და ჯანსახლზე <3

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)