Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > არსენალი > სახლის დაცვა. ბინის გატეხვა


Posted by: mapshnik 6 Mar 2023, 01:31
მოკლედ ბინის გაქურდვები ყოველთვის იყო აქტუალური თემა, არ ვიცი სწორ განყოფილებაში თუ ვპოსტავ მარა მაინც ვიკითხავ. მაქსიმალურად მინდა დაცულად ვიგრძნო თავი. მიუხედავად იმისა რომ კარებს გასაღებებით ვკეტავ მაინც ვერ ვგრძნობ თავს კარგად. ასე მგონია ვიღაც მაინც შეეცდება ბინის გატეხვას. ჰოდა რამე ასეთი მინდა შევიძინო
https://m.media-amazon.com/images/I/61CAmcX7vtL._AC_SL1500_.jpg
home security alarm digital viewer camera მინდა შევიძინო რომ ნებისმიერი ადამიანი რომელიც ჩემს კარების წინ წამიერად გაჩერდება ავტომატურად დააფიქსიროს, მარა უმეტესობა ამ გეჯეტებისა ისე მუშაობს რომ მხოლოდ კარებზე ზარის დარეკვის მერე გატყობინებს რომ ვიღაც დგას და მერე დაუწყებს ფოტოს გადაღებას, მარა ქურდი როგორც წესი არ დააზარებს. ასევე მეორე მომენტია რო ქურდი ალბათ თავზე ჩამოიფარებს რამეს და ისე შეეცდება საქმის შესრულებას და არ მგონია ეგ ვარიანტი სწორი იყოს. რამე ისეთი სისტემა არ არსებობს? რომ როოგორც კი დაუწყებენ კარების გაღებას მაშინვე რომ სიგნალი ჩაირთოს? ან თქვენ მირჩიეთ როგორ მოვიქცე

Posted by: Harley Davidson 6 Mar 2023, 07:49
mapshnik
1 - იყიდე იარაღი. ფსიქოლოგიურად მოგიმატებს თავდაჯერებულობას.
2 - დააყენე კამერა, ის იმუშავებს, როგორც შემაკავებელი ფაქტორი.
3 - დამატებითი საკეტი დაამატე, დიდ დროს კარზე პოტენციური მძარცველი არ დახარჯავს.

Posted by: INKVISITOR 10 Mar 2023, 21:09
mapshnik
ჯერ ის უნდა გადაწყვიტო, ვის შეიძლება ჰქონდეს შენი ბინის მიმართ ინტერესი.
აქედან გამომდინარე უკვე იფიქრებ თუ რა გააკეთო მის წინააღმდეგ.

QUOTE
მარა ქურდი როგორც წესი არ დააზარებს

ცდები. გააჩნია რომელი ქურდი. იხ. პირველი აბზაცი.
QUOTE
ასევე მეორე მომენტია რო ქურდი ალბათ თავზე ჩამოიფარებს რამეს და ისე შეეცდება საქმის შესრულებას

აქაც ცდები. შეიძლება არაფერიც არ ჩამოიფაროს (მაგ. თუ ნარკომანია და ლომკაშია) და შეიძლება ისეთი გრიმი გაიკეთოს,
რომ საკუთარმა დედამ ვერ იცნოს.

QUOTE
რამე ისეთი სისტემა არ არსებობს? რომ როოგორც კი დაუწყებენ კარების გაღებას მაშინვე რომ სიგნალი ჩაირთოს?

რამდენიც გინდა. გერკონიანი გადამწოდით დაწყებული, "ფარდის" ტიპის მოძრაობის დეტექტორით დამთავრებული.



Posted by: ahavaG 11 Mar 2023, 13:24
mapshnik
QUOTE
ვერ ვგრძნობ თავს კარგად. ასე მგონია ვიღაც მაინც შეეცდება ბინის გატეხვას. ჰოდა რამე ასეთი მინდა შევიძინო

დენზე დააერთე კარი
შედეგი გარანტირებულია

Posted by: new_member_ 20 Mar 2023, 20:54
გამარჯობა,
ჩამოვწერ ჩემს მოსაზრებებს. შეიძლება შეირჩეს ერთი ან რამდენიმე.
გააჩნია, რა მდგომარეობაა, სახლი სად არის, რა უბანია..კორპუსია, კერძოა...

1. თუ კორპუსია - დაიკეტოს სადარბაზო და დაყენდეს საკეტები. დავთვალე კიდეც და თუ რაღაც სპციფიური შემთხვევა არ არის, 2000 ლარის ფარგლებში ჩვეულებრივ ეტევა გამჭოლი სადარბაზოს 2 კარი თავისი საკეტებიანად.

2. თუ კერძო სახლია და ეზოა - ჭიშკარი, წესიერი საკეტით+სახლზეც ნორმალური საკეტები.
(რატომღაც ხშირია შემთხვევა, რომ ჭიშკარი გარედანაც ჩვეულებრივ იღება და შესაბამისად, აზრს კარგავს მისი არსებობა)

3. კამერა ან მხოლოდ დომოფონი.
შეიძლება დაყენდეს რა თქმა უნდა, სადარბაზოს ცენტრალურ კარზე, ან კონკრეტულად ბინის კარზეც..როგორც მოხერხებადია

4. ბინის კარზე ნორმალური საკეტები.
მოერიდეთ სტანდარტულ, იაფფასიან საკეტებს, რომელიც წუთებში იღება ან ტყდება. კარგი იქნება, თუ დაამატებთ შიგნიდან პრიმიტიულ ურდულსაც, რომელიც ნამდვილად კარგი დამცველია ბინის მეპატრონის სახლში ყოფნის დროს მძარცველის შემოჭრის მცდელობისას.

5. ბინის/სახლის დაცვაზე "აყვანა" - არ ჯდება ყოველთვიური მომსახურება ძვირი.

6. იარაღის შეძენა გირჩიეს უკვე. მაგრამ ჩემი პირადი აზრით ჯერ ზოგად უსაფრთხოების ამბებს უნდა მიეხედოს.
თუ საქმე ისეა, რომ იარაღით გიწევს თავის დაცვა, მაქსიმალურად უნდა გააკეთო ყველაფერი, რომ შეიარაღებული შეტაკება აიცილოთ თავიდან. დიდი რისკია, რომ მძარცველი თქვენზე უკეთესი მსროლელი აღმოჩნდეს, ან უბრალოდ მეტად გაუმართლოს.
თუ მაინც გადაწყვეტთ, ჩემი აზრით, წმინდად თავდაცვის მიზნით ე.წ. დრაბავიკი/პომპა (ვინჩესტერს რომ ვეძახით ხალხში) უფრო კარგი და ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი პისტოლეტი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)