#29202164 · 14 Jan 2012, 20:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თქვენ წარმოიდგინეთ , როდესაც აბორტი ფეხმძიმობის მე-12 კვირაში კეთდება, იყენებენ მაშისმაგვარ, მარყუჟის ფორმის მქონე დანას, რათა მოხდეს ბავშვის სხეულის ნაწილების დანაწევრება. სპეციალური დასანაწევრებელი კაუჭით ხდება ბავშვის ხერხემლის გადატეხვა. ამ დროს ბავშვის ძვალს უკვე დაწყებული აქვს კალცინირება და სხვაგვარად, ვერ გააკეთებენ აბორტს. და ყოველივე ამის შემდეგ, როგორ არ უნდა აღიქვა აბორტი- როგორც მკვლელობა, ადამიანის სიცოცხლის მოსპობად?
შეიძლება, აბორტის გაკეთებას გამართლებაც მოუნახო. თქვა სნეული ბავშვი იყო, ან დედის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდაო, მაგრამ იმას რატომ არავინ ფიქრობს , რომ სწორედ ხშირი აბორტის შედეგად იბადებიან ავადმყოფი ბავშვები, რომ სწორედ ეს ხშირი აბორტი ხდება სახიფათო დედის ჯანმრთელობისთვისაც.
ინფორმაციის ნაკლებობის, სქესობრივი გაუნათლებობის ბრალია ის, რომ ბევრი აზრზე არ არის რას ნიშნავს-აბორტი...
This post has been edited by kristiii777 on 14 Jan 2012, 20:12
--------------------
I have decided to stick with love. Hate is too great a burden to bear. Martin Luther King, Jr
Don't let your sins turn into bad habits. Saint Teresa
This is the very perfection of a man, to find out his own imperfections. Saint Augustine
"Errare humanum est, ignoscere divinum."
|