ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
"უდანაშაულო" ხელისუფლების პირობებში, ანუ ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას, თუ რა გადაწყვეტილებები გამოიტანა დამოუკიდელმა სასამართლომ, მგონი მნიშვნელოვანია
)
გასაგებია რომ ჩვენი სასაამრთლო არ არის დამოუკიდებელი მაგრამ სტრასბურგშიც მოისყიდა ბრძენმა კაცცმა მოსამართლეები?
1- გვირგვლიანი საქმე
http://www.supremecourt.ge/files/upload-fi...0girgvliani.pdfმცირე ამონარიდიი:
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების თანახმად, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, სანდრო გირგვლიანი წელს ზემოთ გააშიშვლეს და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მას მჭრელი, წვეტიანი და ტარიანი იარაღით, შესაძლოა დანით, მრავალრიცხოვანი ჭრილობები მიაყენეს. პროკურატურისა და სასამართლოების მიერ დადგენილ იქნა, რომ ეს ქმედებები ოქროყანის სასაფლაოზე შს სამინისტროს ოთხმა მოსამსახურემ ჩაიდინა. ერთადერთი შესაძლო ლოგიკური დასკვნა, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ამ ორი დადგენილი ფაქტიდან გამომდინარე, ის არის, რომ ბოროტმოქმედებმა, ოქროყანის სასაფლაოზე, ჯერ გააშიშვლეს სანდრო გირგვლიანი, რომელიც, თავისთავად, ადამიანის მიმართ განზრახ, დამამცირებელი მოპყრობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს, ხოლო შემდეგ, ჯგუფის, მინიმუმ, ერთმა წევრმა დაიწყო მისი სასტიკად წვალება დაუდგენელი მჭრელი იარაღის გამოყენებით. ( ეს იმათთვის, ვინც ამბობს, ცოცხალი იყო და ხევში გადაიჩეხა და გარდაიცვალაო)
ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემის არსი არა იმდენად ბოროტმოქმედთათვის თავდაპირველად შეფარდებული სასჯელის ზომაში მდგომარეობს, რამდენადაც შემდგომში ამ სასჯელის აღსრულების წესში. სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ 2008 წ. 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ესოდენ შემზარავ დანაშაულში მსჯავრდებული სახელმწიფო მოხელეების შეწყალება და მათთვის სასჯელის დარჩენილი ვადის განახევრება. ამის შემდეგ, თითქოს შეწყალების ასეთი ზომა არ ყოფილიყო საკმარისად მიმტევებლური, 2009 წ. 5 სექტემბერს, სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის რეკომენდაციით და შესაბამისი შიდა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულები პირობით ვადამდე გაათავისუფლეს.
ესეც "უდანაშაულო" პრეზიდენტზე რას ამბობს სტრასბურგი
2-ვაზაგაშვილის საქმე -
https://gyla.ge/ge/post/zurab-vazagashvilis...O.11DyIoE8.dpbsსაქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2006 წლის 2 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლი გაუხსნეს ზურაბ ვაზაგაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს იმ დროს, როდესაც ისინი ზურას მართვის ქვეშ მყოფი მანქანით კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. პოლიციელების მიერ მანქანის მიმართულებით 70-ზე მეტი ტყვია იქნა ნასროლი მიუხედავად იმისა, რომ მანქანიდან გასროლას ადგილი არ ჰქონდა. ვაზაგაშვილი და მასთან ერთად მყოფი ა.ხ. ადგილზე გარდაიცვალნენ საკონტროლო გასროლის შედეგად, ხოლო მესამე მგზავრი გადარჩა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ ვერ შეძლო, დაედგინა ვაზაგაშვილის სხეულზე მოხვედრილი ტყვიების ზუსტი რაოდენობა მიყენებული დაზიანებების სიმძიმის გამო.
წინამდებარე საქმეზე ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა და განმარტა, რომ ეროვნულ დონეზე მიმდინარე პროცესების დროს სასამართლოებმა ცხადად აღნიშნეს, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელები ოფიციალური სტატუსით მოქმედებდნენ, შესაბამისად, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა სახელმწიფოს შეერაცხებოდა.
3-ნოდარ გოგოლაძის საქმე -
https://on.ge/story/40879-%E1%83%A1%E1%83%A...%83%9C%E1%83%90დამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნოდარ გოგოლაძის წამებისა და არადამიანური მოპრყობის საქმეზე საქართველო გაამტყუნა. სასამართლომ ქვეყანას მომჩივანისთვის 6 000 ევროს გადახდა დააკისრა.
საქმეში გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ მომჩივანი არის საქართველოს სოფელ რთველში მცხოვრები, 1986 წელს დაბადებული ნოდარ გოგალაძე. ის ჩივის პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მისი დაპატიმრების შემდეგ და ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობაზე. მისი საქმის გამოძიება რვა წლის განმავლობაში გაგრძელდა და შემდეგ შეწყდა.
საქმე ეხება ბორჯომის პოლიციის მიერ მის დაპატიმრებას 2008 წლის 13 თებერვალს და მის მოხვედრას თბილისის ნომერ მეხუთე საპყრობილეში. მას თავის არეში კოპი და ცხვირის არეში სიწითლე ჰქონდა.
"მომჩივანი თავიდან ამბობდა, რომ არ ჩიოდა პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობაზე, თუმცა თბილისის მერვე საპყრობილეში გადაყვანის შემდეგ მან პროკურორს უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხუთმა პოლიციელმა მას თავის არეში ურტყა", — წერია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.
4-მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №18996/06, 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება -
https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/179494პირველ ეპიზოდთან მიმართებით ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 9 ოქტომბერს დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა პოლიციის მხრიდან მომჩივნის არასათანადო მოპყრობის გამო, აგრეთვე, ამავე მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოძიების არარსებობის გამო.
5-.მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №21571/05, 2017 წლის პირველი ივნისის გადაწყვეტილება
საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ორივე მომჩივანი დააკავეს 2004 წელს და ბრალი დასდეს საქართველოს პარლამენტის წევრთან (კ.გ.) დაკავშირებულ თავდასხმაში.ეროვნულმა სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო, მათ შორის, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობისთვის.
კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა, რომელიც ეხება 2004 წლის 13 მაისს მომჩივან დავით მინდაძის წამებას პოლიციელების მიერ, რაც გამოიხატებოდა სასტიკ ცემასა და მის მიმართ ელექტროშოკის გამოყენებაში. მე-3 მუხლის დარღვევა დადგინდა, აგრეთვე, 2004 წლის 13 მაისის წამების ფაქტის გამოძიების არაეფექტიანობის გამო
სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა 28 000 ევროს გადახდა მინდაძის და 16 000 ევროს გადახდა ნემსიწვერიძის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით; ასევე, 4 800 ევროს გადახდა ორივე მომჩივნის სასარგებლოდ ხარჯების ასანაზღაურებლად
6- მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №35254/07, 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება
მომჩივანი ნიკო მახარაძე, რომელიც დაავადებული იყო ტუბერკულოზით, დააკავეს 2006 წლის მარტში ნარკოტიკების შენახვისა და კანონიერი ქურდობის ბრალდებით. მან გაასაჩივრა დაპატიმრება იმ საფუძვლით, რომ, პატიმრობის პირობებიდან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული წარმოადგენდა არაპროპორციულად მკაცრ ღონისძიებას, თუმცა, მისი საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შემდეგ მომჩივანი მოთავსებულ იქნა ციხის საავადმყოფოში. 2006 წლის ივლისში მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 2007 წლის აპრილში უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული განაჩენი ძალაში დატოვა. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოზის გათვალისწინებით, მომჩივანმა მოითხოვა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ციხეში შესაბამისი მედიკამენტების არარსებობის გამო, რაც არ დაკმაყოფილდა 2008 წლის ივლისში. პატიმრობის პერიოდში მომჩივანმა ორჯერ გამოაცხადა შიმშილობა. მომჩივნის მდგომარეობა გაუარესდა და იგი 2009 წლის იანვარში გარდაიცვალა.
ზემოაღნიშნული დარღვევების გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა მეორე მომჩივნის (გარდაცვლილის მეუღლის) სასარგებლოდ 15 000 ევროს გადახდა მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად
7-მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №39726/04, 2014 წლის 30 სექტემბრის მომჩივანმა, ბატონმა სულხან მოლაშვილმა, 2004 წლის 27 ოქტომბერს მიმართა ევროპულ სასამართლოს. საჩივარში მითითებული ფაქტების თანახმად, 2000 წლის 30 მაისიდან 2004 წლის 4 იანვრამდე მომჩივანს ეკავა კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლის 4 იანვარს, მომჩივანმა სთხოვა საქართველოს პარლამენტს, დაეკმაყოფილებინა მისი განცხადება კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებგანჩინებაა
გამოძიებით ირკვევა, რომ 2004 წლის 22-23 აპრილის ღამეს მომჩივანს აუხვიეს თვალები, ლიფტით აიყვანეს სამმართველოს რომელიღაც სართულზე, ერთ-ერთ ოთახში და 40-50 წუთის განმავლობაში აწამებდნენ, კერძოდ, ზურგზე ადებდნენ გახურებულ საგნებს, მოითხოვდნენ ბრალის აღიარებას და ბიუჯეტის სასარგებლოდ იმ ფულის გადახდას, რომელსაც გამოძიება მომავალში მოსთხოვდა.
კიდევ ერთი საქმე იყო ეხლა ბოლოს, 2008 წელს აგვისტოში რომ მოკლეს სამხედრო, უბრალოდ ვერ ვიხსენებ
ეს და კიდე ათობით და ასობით საქმე იყო დამოუკიდებელი სასაამრთლოს მიერ განხილული და შეფასებული. ეს იყო რეჟიმი ,რომელიც შეთანხმებულად, პრეზიდენტი-სასაამრთლო-პროკურატურა-ძალოვნები - მოქმედებნენ და არეკეტებდნენ ბიზნესებს , აწამებდნენ და კლავდნენ ხალხს, ქუჩებში და ციხეებშიც,
10 ათას პატიმარზე, 57,55,48, 42,60,58 ადამიანი კვდებოდა 2012 წლამდე, ხოლო შემდგომ ეს რიცხვი ფაქტობრივად 3 ჯერ შემცირდა
ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ რუსთავი 2- ის საქმე, როდესაც დიდი ზარ-ზეიმით ემზადებოდა ნაციონალური მოძრაობა ზეიმისთვის, რუსთავი 2 -ის შენობაში და საბოლოოდ დამარცხდნენ
p.s - ამ თემით საბოლოოს იმის თქმა მინდა, რომ გზები დააგო და შუქი ჩაგვირთო ამიტომ ვაპათიოთ დანაშაულები, ეგრე არ მოსულა
ამ თემაშიც, ნაც-სექტის წარმოამდნელები გაიძახიან უდანაშაულოა მიშა, უდანაშაულოა მერაბიშვილი , ახალაია, უგულავა და ა.შ
ეს არის დაცინვა...
გამოვიდეს , აღიაროს, მოიხადოს ბოდიში შეცდომებზე, დანაშაულებზე, ითხოვოს პატიება გარდაცვლილთა ოჯახებისგან, ნაწამები ხალხისგან, ითხოვოს პატიება და მერე შესაძლეებლია ვისაუბროთ პატიებაზეც და გარეთ გამოსვლაზეც
)
მე პირადად ( ჩემთვის უშუალოდ არაფერი დაუშავებია) ვაპატიებ მხოლოდ მაშინ, თუ პატიებას ითხოვს , ათმაგად გამაღიზიანებელია მიშას, დედამისის და მისი სექტის წაროამდგენლების გამოსვლები, უდანაშაულოა, არაფერი არ ჩაუდენია ,გზები დაგიგოთ და დანაშაულები გაიქვითება მაგით და ა.შ