#56374599 · 2 Jun 2020, 22:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ. თქვენი რჩევა მჭირდება. საქმე შემდეგში მდგომარეობს. სოფელში დგას დიდი სახლი რომელიც თავიდან ბოლომდე არის გაყოფილი ორ ტოლ ნაწილად. ერთ მხარეს ცხოვრობს პაპაჩემი მეორე მხარეს მისი ძმა. ეს სახლი პაპაჩემის მამის აშენებულია მაგრამ იმის მერე პაპაჩემმა ბევრი რამ მიუმატა თავის ნაწილში ააშენა გაარემონტა და ასე შემდეგ. პაპაჩემი იქ დაბადებული გაზრდილია სტუდენტობის დროს წამოვიდა თბილისში მერე ჯარში იმსახურა ჯარიდან დაბრუნების შემდეგ დაოჯახდა რამდენიმე წელი ცხოვრობდა თბილისში ისე რომ სოფელთანაც კავშირი არ გაუწყვეტია ჩადიოდა და იქაურობას უბლიდა ამუშავებდა და ასე შემდეგ. მერე კი ისევ იქ გადასახლდა და დღემდე იქ ცხოვრობს. ეს სახლი აქამდე რათქმაუნდა გაუფორმებელი იყო უბრალოდ ყველამ იცოდა რომ მისი ნაწილი მას ეკუთვნოდა და ამაზე არც არავინ ფიქრობდა რომ გაეფორმებინა. ახლა სრულიად შემთხვევით გავიგეთ რომ ეს მთლიანი სახლი პაპაჩემის ნაწილიანად მის ძმიშვილს აქვს გაფორმებული და ყველაზე საინტერესო ის არის რომ ამაზე სიტყვაც კი არავის უთქვამს გაიფორმეს ჩუმად და ჩვენ ორი წლის მერე გავიგეთ შემთხვევით. სახლი გაფორმებულია საკომლო ამონაწერის საფუძველზე სადაც პაპაჩემი მოხსენებული საერთოდ არ არის.როგორ მოვიქცე არ ვიცი თქვენი რჩევა მჭირდება იქნებ დამეხმაროთ. მადლობა ყურადღებისთვის.
This post has been edited by AGONIA on 2 Jun 2020, 22:54
|