Gode
ასტეროიდი ბ612
ჯგუფი: Members
წერილები: 8313
წევრი No.: 1340
რეგისტრ.: 19-October 02
|
#1414995 · 23 May 2005, 19:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბევრი ვიფიქრე ღირდა თუ არა ამ პოსტის გახსნა, მაგრამ იმდენად გადამრია უკვე ამ ჯგუფმა, რომ რა ვქნა, ვიღაცას ხომ უნდა ვუთხრა და თქვენ გეტყვით. წინასწარ მექნება დიდი თხოვნა, სისულელეებისა და ოფტოპიკებისაგან თავი შეიკავეთ, თუ ვინმეს მართლა რამე გექნებათ სათქმელი თქვით, თუ არა და სულ ნუ წაიკითხავთ ჩემს ნაბოდიალებს..... მოკლედ დავიწყოთ: ყველაფერი საიდან დაიწყო? ხო... ყველაფერი შორიდან დაიწყო, 3 წლის წინ ჩემმა გიტარის მასწავლებელმა მომასმენინა პირველად ეგ ჯგუფი და ნუ.... ვერ გავიგე, ნეტავ ეგრევე დარჩენილიყო გაუგებარი... მერე გავიგე და ნელ-ნელა შევედი ეშხში... წელიწადნახევრის წინ მათი არსებული ალბომების დიდი ნაწილი უკვე ჩემს კომპიუტერში განთავსდა შეიძლება ითქვას სერიოზულად შევირყიე ამ ჯგუფზე, მაგრამ ვიყავი ჩემთვის, წყნარად, არავის არაფერს ვუშავებდი, ვუსმენდი ძალიან კმაყოფილი, ვეძებდი პეტრუჩის სოლო ალბომებს და ვცხოვრობდი მეტ-ნაკლებად ბედნიერად.... ორი კვირის წინ ხელში ჩამივარდა ჯგუფის 2004 წლის სამდისკიანი კონცერტი - Live At Budokan.... ( ეგ დღე დაიქცეს და დაიწვას! ) ჯერ დისკის ჩასადებმა დამაინტრიგა, სურათები, იეროგლიფები.... ნუ ჩავდე.... გეკითხებით მე თქვენ, რატომ არ დაუჯდა ჩემს CD-ს ლაზერი? რატომ არ დამეწვა ვინჩესტერი? ან გამაძლიერებელი?... არა! არცერთი არ გაფუჭებულა და აი აქამდე ხოშიანად მუშაობენ.... იმ დღეს 3-ის მეტჯერ ვერ მოვასწარი მომესმინა კონცერტისთვის.... და დაიწყო.... ეხლაც მაგას ვუსმენ და ვიცი კიდე დიდხანს ვერ შევეშვები, თუ შევეშვი ოდესმე ალბათ ისევ იმიტომ რომ Dream Theater-ი უფრო გენიალურ რამეს ჩაწერს და იმაზე გადავალ... ორი სიტყვით: ამ ჯგუფმა დედა მო&%^&^$ა მთელს როკ-მუსიკას, დაუკრა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა აქამდე დაკრულიყო, დაუკრა ისიც, რაც ახლა შეიძლება იკვრებოდეს და ისიც რაც მომავალი 20-25 წლის მანძილზე დაუკვრელი დარჩება... ძალიან მარტივი მტკიცებულება ამისა: კონცერტის მეორე დისკი, მეორე კომპოზიცია: Instrumedley 12 წუთი და 15 წამი, აი ამ ერთმა, ერთადერთმა კომპოზიციამ მთლიანად დაიტია თავის თავში ყველაფერი... ჯერ მთელი ამათი დისკოგრაფია, მერე ყველა აქამდე არსებული იდეა თუ ნოვაცია.... შესაძლო ემოცია და მუსიკალური ხასიათი... 12 წუთსა და 15 წამში ჩემი აზრით საერთოდ მთელი სიცოცხლეა ჩატეული, არათუ როკ მუსიკა... სასაცილოც კია ილაპარაკო რომელიმე წევრზე ცალკე და თქვა, რომ პარტნოი მაგარი დრამერია, რომ ისეთი მრავალფეროვნება აქვს რიტმების, შეიძლება გულს ცემა დაავიწყდეს საერთოდ, რომ პეტრუჩი ისეთი დონის ტექნიკას ფლობს, რომ მის დაკრულ პასაჟზე შენ გტკივა თითები, რომ ისეთი აზროვნებით გამოირჩევა, როგორც არცერთი თანამედროვე გიტარისტი.... რომ ჯო მვენგი ლამისაა პეტრუჩის სოლოებს ბასზე უკრავს, რომ კლავიშზე ისეთი პარტიები სრულდება, მოგინდება მთელი ჯგუფი გაჩუმდეს და კლავიშის სოლო დარჩეს, ვეძებ რამე ჩავარდნას, რაიმე ხარვეზს, ლაფსუს მინდა რომ ვიპოვო და ვერ ვპოულობ სამ დისკიან კონცერტს ერთ ამოსუნთქვაზე ურკავენ და რაც უფრო ეშხში შედიან უფრო და უფრო მაგიჟებენ.... არ ვიცი ხალხო, ალბათ მეტყვით რომ ვაჭარბებ, რომ ასეც არ შეიძლება, რომ გამივლის.... როგორ დაგიჯეროთ? როგორ დაგიჯეროთ, როცა თუნდაც მარტო იმ ერთი კომპოზიციით ყველას და ყველაფერს დასცინეს, აღარ დატოვეს არაფერი რაც შეიძლება დაუკრა, ან მოიფიქრო.... ან მე ვარ არანორმალური, ან ესენი, აბა ამიხსენით, როგორ შეიძლება დღეში 25-30-ჯერ მოუსმინო ერთი და იგივეს და კიდე არ გეყოს? კიდე გინდოდეს?.... საერთოდ ვეღარაფერს ვეღარ ვუსმენ, იმდენად პრიმიტიული და მარტივი მეჩვენება ყველაფერი ამ მუსიკის მერე რომ... რა 70-თიანები, რის ზეპელინები და ფარფლები, რის მეიდენი და ჯუდასები, რა მეტალიკა, რის თული..... ყველაფერი ერთად გადაყარეს სადღაც ჯანდაბაში.... აღარ დარჩა, აღარც ემოცია, აღარც თეორია, აღარც ტექნიკა, აღარაფერი აღარ დარჩა რაც აქ არ არის!!!!! აღარც სტილი აღარ დარჩა, რაც ამ მუსიკაში არ დაიკრა, აღარც მიმდინარეობა... რა პროგრესივ მეტალი რის პროგრესივ მეტალი, მთელი მეტალი და როკი აღარ ყოფნით, ვეღარ ეტევიან ეს ოხრები ჩარჩოებში და წესებში, გაფრენა უნდათ, მარა რომც არ მიფრინავენ?.... სერიოზულად დეპრესიაში ვვარდები უკვე ამათი სმენით,არა იმიტომ, რომ მუსიკაა დეპრესიული, არამედ იმიტომ, რომ ვხვდები რა გენიალობას ვუსმენ, ვხვდები,რომ მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს ვხვდები, რომ ეს ჩემთვის მიუწვდომელია, შეუცნობადია, გაუგებარია, ვერ შევეხები, ვერ შევიგრძნობ.... იმდენად დიდია, რომ ყველაფერი დაპატარავდა და ერთ წერტილში მოიყარა თავი... არადა თავსაც ვერ ვანებებ, დღეს მთელი დღეა ამას ვუსმენ და დარჩენილი დღეც ამას მოვუსმენ.... გთხოვთ, გევედრებით, გემუდარებით, ღვთის გულისთვის, არ იყიდოთ ეს დისკი, თუ უკვე იყიდეთ არ მოუსმინოთ, თუ უკვე მოუსმინეთ და ჩემსავით არ ხართ, დროზე მოიშორეთ თავიდან და საერთოდ დაივიწყეთ ეს ჯგუფი... ალბათ სამყაროსთვის ჯერ ადრეა ასეთი მუსიკა, ძალიან ადრეა.... ჩემთვისაც ადრეა და მაგიტომაა ასეთ დღეში რომ ვარ..... სპეციალურად ველოდე მთელი ორი კვირა, ვიფიქრე გამივლისთქო, მაგრამ ამაოდ, ასეთი რამე არ დამმართვნია და არ ვიცი კიდე თუ დამემართება... ცოტა შევირყიე რა მგონი ჭკუიდან... მართლა დარწმუნებულივ არ, რომ უახლოესი 20-25 წლის მანძილზე ამაზე მეტი არ დაიკვრება, უბრალოდ შეუძლებელია, წარმოუდგენელია.... ამ ჯგუფს კი ისევ თვითონვე თუ აჯობებენ... Dream Theater-ზე უკეთ მხოლოდ Dream Theater-ი თუ დაუკრავს.... ხო, ვითომ მომეშვა?... არა, არ მომეშვა... მაპატიეთ, რომ აგაფორიაქეთ, მაგრამ რა ვქნა.... ეხ, რატომ არ ვარ სერიოგას ფანი?... დედას გეფიცებით მშურს მაგ ხალხის, დადექი სპორტის სასახლეში და იქნიე ხელები.... კიდე იცით რა მაგიჟებს? ის მაგიჟებს, რომ ვიცი, ისე ჩავძაღლდები ამათი ხილვა არ მეღირსება.... თუმცა ამაზე მეტი რაღა უნდა ვნახო, მუსიკას ვუსმენ და.... და ვხედავ!!!!!! ვხედავ ამის დედაც ვატირე!!!! კიდევ ერთხელ მაპატიეთ და კარგად იყავით, ამ კონცერტს კი ნუ მოუსმენთ....
P.S. მოდერატორთან პერსონალური ბოდიში, თუ საჭიროა შეგიძლია დამვორნო კიდეც უცენზურობისა და ზედმეტად ემოციურობისათვის, პრობლემა არაა.... წავედი ეხლა Dream Teater-ს მოვუსმენ.....
P.P.S თუ მანდამაინც გინდათ მოსმენა, ეგრევე ამით დაიწყეთ: Instrumedley - მეორე დისკი, მეორე კომპოზიცია, ამის მერე დანარჩენს შეიძლება ვეღარც მოუსმინოთ და ეგ ცოტა შვებაა...
--------------------
http://www.gode.ge შინაარსიანი ბლოგი
|