#54693407 · 21 May 2019, 20:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე4 კვირაა საერთოდ არ გავკარებივარ არაფერს.. არც თამბაქოს და არც მოსაწევს. არადა ღორივით ვეწეოდი 17 წელი ორივეს. როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ერთ დღეს ისე უბრალოდ გადავწყვიტე სავარჯიშოდ წასვლა.. ვიფიქრე მეთქი გავირბენ ცოტასთქო რა. ხოდა 200 მეტრიც ვერ ვირბინე.. ამეშალა ნერვები საკუთარ თავზე და ძალიან გაბრაზებული მოვედი სახლში.. ბოლი ამდიოდა ისე ვიყავი გაბრაზებული საკუთარ თავზე და რაც კი სიგარეტთან ასოცირდებოდა, თამბაქო, ქაღალდები, სანთებელა, ფილტრები, მოსაწევები და ა.შ ყველაფერი გადავყარე ნაგავში.. ეგეც არ ვიკმარე და სამზარეულოში რაც კი shit food მქონდა ეგენიც ზედ მივაყოლე. შედეგად კი მე4 კვირაა დავრბივარ უკვე და 200 მეტრიდან 4კმზე ვარ უკვე ასული და ასე ჯანსაღად ცხოვრებაში არ მიჭამია მემგონი არასდროს. სუპერმარკეტში ვდგავარ ხოლმე და რასაც ვყიდულობ იმის შემადგენლობას ვკითხულობ და ვადარებ ერთმანეთს. როცა დილის 3:30ზე ვწვებოდი ხოლმე დასაძIნებლად და მერე სამსახურში სიგარეტგაჩხერილი მივდიოდი ხოლმე რამდენიმე საათში ძილნაკლული, ეხლა 10:30ზე უკვე მძინავს და დილით 5:30ზე სანამ სარბენად წავალ ლანჩს ვიმზადებ სამსახურში წასაღებად.. არადა ადრე ლანჩის წაღება კი არა საბვეის სენდვიჩებით, კოკა კოლებით და ათასი სხვა ###ობით ვივსებდი მუცელს.. :puke:
სიგარეტის დედას ######! სხვას რო ყველაფერს თავი დავანებო მარტო იმიტო ვარ ბედნიერი რომ დილით ზოოპარკის სუნი აღარ ამომდის პირიდან.
This post has been edited by Roy on 21 May 2019, 20:06
--------------------
Мягким хуем дисциплину не построишь!
|