ლენა სამი კარებიდან ერთ ერთს ირჩცევს. შუა. იქ რაღაც ავეჯის საწყობივით. თეთრი მტვრიანი ფარდებია გადაფარებული. ზოგან ეს ფარდები ჩამოცვენილია . ავეჯი გატენილია წიგნებით. თარო და კარადიდან წიგნებ პირდაპი იატაკზეა გადმოყრილი. ზოგი ისე გდია თითქოს გამწარებით დაახეთქეს გაქვავებულ ლინოლიუმს. გინახავთ მოკლული კაცი როგორ პოზაში ვარდება? ნებისმიერი მაგალითი გაიხსენეთ. აი ეგრე დაასახიჩრა ვიღაცამ ზოგიერთი წიგნი.
- ეხლა ყველა დარვინის ჰერბარიუმს ეძებს. მთელს ლოლას სალონში,- ესმის წიგნების გროვის ქვემოდან.
- თქვენც მის მოსაძებნად მოგაგზავნეს თუ ფეხი შემოგიცდათ? ლოლას ზოლებიანნ კატას ხომ არ გაურბიხართ ? - წიგნებით ჩაღუნული თაროების უკნიდან ლუღლუღებს სუსტი ხმა.
- ნუ ცახცახებთ. ჩვენთან აქ თბილია. წიგნები იცავენ სიცივისგან. კარგი თბიოზოლატორია.
დრო და დრო წიგნის გროვების ფერდი იშლება და მიკრო ზვავი ბრუგუნებს.
ზოგგან ვიღაცეებს უკვე წიგნის კოლონების შენება დაუწყიათ , გადარჩევის მიზნით.
-ვერ ვიტან მაგ ზოლებიანს. - წამოიძახა ენციკლოდიების ტომებმა.სამი ფალანგა მომაკვნიტა . მაგრამ მეც კარგად ვურტყი. ბაც ბაც აბერტოტი . ორმაგი აბერკოტი,- წიგნებიდან წელამდე უსუსური მოხუცი წამოიმართა მუქ პალტოში, ულვაშემით. თან ხელებს იქნევს და წარმოსახვით ფოცხვერს უნგრევს სახეს. .
* * *
ცოტაც და წერასაც ვისწავლი. მანამდე ბოლომდე იდეალური ვერ იქნება ჩემი ტექსტი.
დაელოდეთ ეს წიგნი ყველაფერზეა.
ეპიზოდები უფრო სწრაფად ითხზვება ვიდრე ჩაწერა შემიძლია. და მერე თეთრ ფურცწლზე წერის დროც მოდის .
* * *
- კატები ამყარებენ აქ წესრიგს. ეგ არის ლოლას პოლიცია . -ვიღაც ახალი ამოძვრა წიგნების გროვიდან. ისიც შავ კოსტუმში. ისიც თეთრი მოხუცი. ძირს კატები, ძირს ლოლა, ძირს კანიბალიზმი.
- კანიბალიზმი?- თვალები დააჭყიტა ლენამ
-
(ვჭამ და გავაგრძელებ) რაღა კანიბალიზმზე დამიძახეს
* * *
- კაპილიარიზმი... კაპიტალლიზმი. ერთგვარი მეტაფორაა. კაპიტალიზმი კანიბალიზმის ან კანიბალოზმი კაპიტალიზმის.- დაბნევით იწყებს და რიხიანად ამთავრებს ბერიკაცი.
დიახ დიახ. - ეხლა უკვე მუჭს უბაკუნებს გაშლილ ხელის გულს. - დიახ დიახ. როგორც კაპიტალიზმის ასევე ...
- დიახ დიახ კაპიტალიზმი, კაპიტალიზმი. ტარაკნებივით მოძვრებიან წიგნებიდან მუქ პიჯაკიანი ჩია მოხუცები.
- რა ჯანდაბა ხდება?
15 ნიკოლა ტესლა სიბერეში წარმოიდგინეთ ზოგს სათვალე გაუკეთეთ ზოგს ქუდი დაახურეთ. ზოგს გაზეთი შეუკეცავს იღლიაში. ერთი უკვე კითხულობს და მომენტს ელოდება ახალი ამბავი სხვებს მოუყვეს წინგამოწეული ნიკაპით.
მელოტი ტალავერიანი მოხუცები რამდენიმეა.
ზოგს ნაქსოვი წინდები აცვია საახაწლო ირმებით. ერთს მატყლის საბანი მოუფარებია. აქაურობისათვის შეუსაბამოდ სუფთა და ჩაის ჭიქა უჭირავს თავდაჯერებულად. ზომბებივით ყევრლა მხრიდან მოცოცავენ წიგნების გროვებიდან ამომძვრალი მოხუცი . მოხუცები ერთმანეთთან ისე დადგნენ თითქოს ერთმანეთს მხარში ამოუდგნენო. მეორე ისიც იფიქრა ლენამ ფოტოს გადასაღებად ხომ არ იკრიბებიან ძველი კლასელებიო. მაგრამ ეგ აზრი უარყო, რადგან ნაკლებად სავარაუდოა ამდენ კლასელს ამხელა ასაკამდე მოეღწია.
მერე.იფიქრა სიმღერის გუნდი ხო არაა სარეპეტიციოდ შეკრებილიო. წიგნებზე უხმო ნაბიჯებით დადიოდნენ ყანყალით. სავარაუდოდ ესენი ასფალტზეც ესე ივლიან.
- დიახ დიახ კაპიტალიზმს გულისხმობდა.
- თქვა თქვა. კაპიტალიზმი თქვა თავიდანვე,- ერთმა გაუსწორა მეორეს