Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > მთიულური ტანისამოსი


Posted by: Dinozo 29 Jul 2010, 01:01
იქნება ვინმემ გაიღოთ მოწყალება და მანახოთ სურათით, როგორია მთიულური ტანისამოსი? სურათი რომ მანახოთ, ან უბრალოდ ვინმეს რომ ეცვას , მეთვითონ მთიული ვარ და სამწუხაროდ არ ვიცი დაზუსტებით ფორმა, მე მხოლოდ ნახატი სურათებიდან ვიცი, არ დამცინოთ თორემ აგხანჯლავთ vik.gif gigi.gif

Posted by: RENE_Z 5 Aug 2010, 20:30
Dinozo
QUOTE
მთიულური ტანისამოსი



ეს სურათი ვნახე , არ ვიცი რამდენად გამოგადგება user.gif

Posted by: fffd1111 7 Aug 2010, 01:55
არ გამოდგება
ვინც ეგ სურათი დახატა მთიულებზე ჯიგრულად "კაიფობდა"

Posted by: RENE_Z 7 Aug 2010, 16:03
fffd1111
ეს ცხადია, ვიღაცამ დახატა თავისი წარმოდგენით, მაგრამ არ ნიშნავს რომ კაიფობდა

Posted by: RENE_Z 7 Aug 2010, 16:08
ეს არის ზოგადად ქართული ტანისამოსი სხვადასხვა კუთხის

Posted by: dariala 7 Aug 2010, 16:09
მართლაც რომ არ ვიცით როგორი იყო არც მთიულური და არც მოხეური ტანსაცმელი sad.gif
თუმცა შეიძლება ეს იმის ბრალიცაა რომ მთიულეთი და ხევი ნაკლებად იზოლირებული იყო მთავარი სამხედრო გზის გამო, ასეა თU ისეა უცნობია როგორ იმოსებოდნენ sad.gif

Posted by: RENE_Z 7 Aug 2010, 17:42
dariala
QUOTE
მართლაც რომ არ ვიცით როგორი იყო არც მთიულური და არც მოხეური ტანსაცმელი

მეც ვარ დაინტერესებული ძველი ქართული სამოსით და საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ არის ინტერნეტში.
თითო რაღაც ფოტოებს თუ ვიპოვი user.gif

Posted by: RENE_Z 7 Aug 2010, 17:49
კიდევ ვიპოვე ერთი ნახატი, მაგრამ ესეც არაა მთიულური sad.gif

Posted by: dariala 7 Aug 2010, 19:28
RENE_Z
მეც მიფიქრია მაგ საკითხზე და ერთ რაღაცას ვფიქრობ - იმ კუთხის ხალხი, რომელიც იზოლაციაში ცხოვრობდა უფრო ინახავს ტრადიციებს. ანუ მაგალითად ცნობილია ხევსურული ტალავარი - სხვაგან კი მხოლოდ ცალკეული სახეობებია შემორჩენილი, მაგალითად თუშური ქუდი, მთIულური ფაფახი, რაჭული ქუდი და ა.შ.
ამ ერთა ასიმილაციამ დაგვღუპა რაა smile.gif

Posted by: RENE_Z 7 Aug 2010, 20:27
სტატია ქართული სამოსის შესახებ


"ისევე როგორც სხვა ერების წარმომადგენლები, ქართველებიც უძველესი დროიდანვე, ორიგინალურად, თავისებურად იმოსებოდნენ. რასაც მრავალი მიზეზი განაპირობებდა. მკვლევართა აზრით, სხეულის ხელოვნური საფარის, ტანსაცმლის ფორმებს განსაზღვრავს ეთნიკური ნორმები და ეკოლოგიური პირობები, სამეურნეო მდგომარეობა და ხალხთა შორის კულტურულ-ისტორიული კავშირი. ადამიანმა ქვის ხანაში ისწავლა ტყავის დამუშავება, ნაჭრების ერთმანეთზე გადაბმის ხერხი. უფრო მოგვიანებით კი აითვისა ქსოვის ტექნიკა.

ტანსაცმლის პირველყოფილი სახეა შეუკერავი მოსასხამები და სხეულის გარკვეული ნაწილების დასაფარავი ნაჭრები. პირველიდან განვითარდა სამხრე, მეორიდან წელსქვედა სამოსელი. ფეხის უმარტივესი საფარავი საფუძვლად დაედო ფეხსაცმლის ფორმებს. ტანსაცმლის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა კლიმატურმა პირობებმა. ტროპიკულ ქვეყნებში დამკვიდრდა თეძოზე შემოსახვევი სამოსელი, ცივსა და არქტიკულ ქვეყნებში - ბეწვის ტანსაცმელი.
საზოგადოების განვითრების გარკვეულ ეტაპზე ერთმანეთს გაემიჯნა ქალის და მამაკაცის, გათხოვილი და გასათხოვარი ქალის, ყოველდღიური და სადღესასწაულო, რიტუალური, საქორწილო და სამგლოვიარო და სხვა ტანსაცმელი. გაჩნდა ტანსაცმლის პროფესიული და კლასობრივი სახეები.
ძველი ხალხებიდან სიშიშვლეს მხოლოდ ბერძნები არ ერიდებოდნენ, მაგრამ ბერძნულ გემოვნებას და ტრადიციებს ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობამ, ბიზანტიაში დაიწყეს მძიმე ქსაოვილისგან შეკერილი სამოსის ტარება, რაშიც ადამიანის სხეული გაუჩინარდა. სხეულის წარმომჩენი სამოსი უფრო მოგვიანებით გაჩნდა ევროპის ხალხებში, რასაც საფუძვლად დაედო ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან წამოსული ელემენტები-შარვალი და ხალათი.

მრავალი საერთო ელემენტი აქვს კავკასიელ ხალხთა სამოსელს. განსაკუთრებით მამაკაცის ტანსაცმელს, რომელიც ჩოხა-ახალუხით, შარვლით, ტყავის ფეხსაცმლითა და ქუდით არის დაკომპლექტებული და ვერცხლის იარაღით გაწყობილი. ქალის ტანსაცმელი უფრო რეგიონალური იყო, მაგრამ ყაბარდოელების, ჩერქეზების, ოსების და ქართველების კოსტიუმთა შორის სიახლოვე აქაც შეიმჩნევა. კავკასიას, კერძოდ საქართველოს, თავისი მდგომარეობისა და მდებარეობის გამო ურთიერთობა ჰქონდა ძველი და ახალი სამყაროს ქვეყნებთან. საბერძნეთი, რომი, ბიზანტია, ირანი, ოსმალეთი, დასავლეთ ევროპა, რუსეთი.) ამ კონტაქტების შედეგად ქართველმა ხალხმა აითვისა და შემოქმედებითად გაითავისა, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ცივილიზაციათა მიღწევები. ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი თვითმყოფადი კულტურა, კერძოდ ტანსაცმელი. საერთო კავკასიურ ტრადიციებთან ერთად ამ ფართო კავშირების კვალსაც ატარებს.
საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ სამოსელის დასამზადებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ სელის, კანაფისა და მატყლის ქსოვილებს. დასამაგრებლად და მოსართავად ხმარობდნენ ღილებს, ხრიკებს, ქინძისთავებს, ბალთა-აბზინდებს და ა.შ.

ქართული ტანსაცმლის ისტორიას არქეოლოგიურ მასალებთან ერთად ავსებს უცხოელ მოგზაურთა ცნობები, სადაც ქართველთა წინაპარი ტომების სამოსელზეა საუბარი. ფეოდალურ საქართველოში გავრცელებული სამოსელის ნიმუშების აღდგენა ხდება ძირითადად სტელებისა და ტაძრების ფასადების მიხედვით. ამ მასალას ემატება ფრესკების, ჭედური ხელოვნების ნიმუშების, საფლავის ქვების, ნუმიზმატიკის, მინიატურების, ისტორიული წყაროების, ლიტერატურული ძეგლების მონაცემები და უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერები. დადგენილია ფეოდალურ საქართველოში გავრცელებული სამოსელის სხვადასხვა სახეობები. სამეფო-სადედოფლო, საერისკაცო, სამოხელეო, სამღვდელთმოძღვრო, ბერული, ვაჭრული, სამხედრო, სამგზავრო ანუ საღარიბო, სადიაცო, სამამაცო. ასევე დანიშნულებით განსხვავებული ფორმები: საშინაო და საგარეო, საქორწინო, სამგლოვიარო. შესწავლილია ე.წ. სამოსელი ქუეშეთი და სამოსელი ზეითი. ხერხდება ტანსაცმლის ფორმათა მონაცვლეობის დადგენა სხვადასხვა ისტორიული ეპოქისთვის. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დამოწმებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელებული ტანსაცმლის სხვადასხვა კომპლექსი, რომლებიც ხანგრძლივად გამოყენების გამო საგრძნობლად დაშორდნენ თავდაპირველ სახეს.
უძველესი ფორმები შემოინახა მთამ, სადაც განსაკუთრებით საინტრესოა ქალის ტანსაცმელი. აქ გამოყენებული ორიგინალური ელემენტებისა და გაწყობის ხერხების მრავალფეროვნება ქართული ხალხური ჩაცმულობის განუმეორებელ კოლორიტს ქმნის. ასეთია ხევსურული, რაჭული, თუშური, მოხევური, აჭარული, ინგილოური და სხვა კომპლექსები. ქალის ხევსურული ტალავარი შედგება კვართისებრი თარგის კაბისგან. - სადიაცოსგან. რასაც ახლავს ზემოდან შემოსაცმელი ქართული გახსნილ სახელოებიანი ფაფანაგი, ან მოკლესახელოებიანი "ქოქოლო", ჩიხტისმაგვარი თავსაბურავი სათაურა და თავზე შემოსახვევი მანდილი. ფეხზე იცვამენ ყელიანი წინდის მსგავს თათებს. ან წინდა პაჭიჭს. ამ კომპლექსის ძირითადი ნიშანია ყველა ელემენტის ფერადი ნაქარგითა და ვერცხლის სამკაულით შემკობა.

თუში ქალის სამოსი სისადავით გამოირჩევა. ერთმანეთს ენაცვლება შავი, ლურჯი და თეთრი ფერები. ძირითადი ელემენტია შალის ერთიანი კაბა - ჯუბა პერანგისებური თარგით, დეკორაციული სახელოებით შედგენილი ტყავის სამოსელი სახელჩაქნეულა, თავზე დასადგომი კუჭურა, და მოსახური მანდილი. ფეხზე ნაქსოვი ჩითები. მოხევე ქალის ჩასაცმელი შეიცავს ისეთ ელემენტებს (კაბა, საგულე, რომელბიც წერილობით წყაროებში მოწმდება და წინ უსწრებს სარტყელ-გულისპირიან ქართულ კაბას. მამაკაცის ჩამულობაში მიუხედავად საგრძნობი ერთგვაროვნებისა, მაინც ხერხდება ზოგიერთი თავისებური კომპლექსის გამოყოფა. ასეთია ხევსურული ტალავარი, რომელშიც შედის ზედატანი, პერანგი, და შარვალ-ნიფხავი, ჩოხა, მრგვლად შეკერილი ნაბდის ქუდი, შიბით ნაქსოვი ფეხსაცმელი, თათები ან ქალამანი ჯღანი და სხვა.

ჩაქურა გავრცელებული იყო აჭარაში. გურიაში და ნაწილობრივ სამეგრელოში. აჭარული კომპლექსის ელემენტებია შალის მოკლე ზედატანი, კვატუჯა ჩოხაჭონია, შალისავე ფართოუბიანი და ხვანჯრით შეკრული შარვალი ჩაქურა, ორჯიბიანი და საყელოიანი ახალუხი ზუბუნი, განიერი და გრძელი კუბოკრული აბრეშუმის სარტყელი თოლა ბულუსი, ყაბალახი, ფეხსაცმელი ლაფჩინი და წინდა პაჭიჭები.

თარგის ორიგინალობითა და შესრუელბის ხელოვნებით კავკასიაში ბადალი არ მოეპოვება ხევსურულ ტალავარს, რომლის შემქმნელთაც იშვიათი ოსტატობით მოუნახავთა ორნამენტის შერჩევის, ფერთა შეხამებისა და სამკაულის მორთვის ხერხები. ქართლის და კახეთის ტანსაცმლის ტიპების მსგავსებას აღნიშავს ისტორიული წყაროები. ეს ტრადიცია მეოცე საუკუნის პირველ ნახევარშიც გრძელდება. აქ დამოწმებულია ტანსაცმლლის კომპლექსი, რომელიც კაბა-ახალუხის ერთიანობას ეფუძნება. ჩაცმულობის ამ ტიპმა მეცხრამეტე საუკუნისთვის უნიფიცირებული ფორმა მიიღო და ფართოდ გავრცელდა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, შედარებით ნაკლებად გურია-სამეგრელოში. ასევე გამონაკლისს შეადგენს მთის ზოგიერთი რეგიონი. ქართული ჩაცმულობა მეცხრამეტე საუკუნეში საქორწინო სამოსლის ერთადერთ სასურველ ფორმად იყო მიჩნეული და მას როგორც საზეიმო სამოსელს კავკასიაში მრავალრიცხოვანი მომხმარებელი ჰყავდა.

მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გაძლიერდა ევროპული გავლენა. ეს პროცესი პირველად ქალის სამოსელს დაეტყო ( გაქრა შეიდიში, ახალუხი, ქოშები.) 60 - იან წლებში ქალის კაბა ხაბარდიანი გახდა. 80 - იან წლებში კი გაჩნდა ქალის ახალი ტიპის კაბა, ახალი ტიპი პრინცესა, ანუ კუდინაი კაბა გარკვეული სახეცვლილებითურთ. მამაკაცის ჩასაცმელიდან მოკლე სამოსელი, ყურთმაჯიანი კაბა და ნაოჭიანი ახალუხი შეცვალა გრძელმა ჩოხა-ახალუხმა, ე.წ. ჩერქეზკამ. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გლეხობაში დაცული "ქართული ჩაცმულობა" აერთიანებდა "საქალო" ტანსაცმელში (საცვლების გარდა) კაბას, ქათიბს, თავსაბურავს-ჩიხტას თავსაკრავებითა და კოპით. ლეჩაქ-ბაღდადს, წინდებსა და ფეხსაცმელს. ქართული სარტყელიან-გულისპირიან კაბას ჰქონდა განსხვავებული მოქარგული და მძივებით შემკული გულისპირი და სარტყელი, რომლის დეკორი მცენარეული მოტივებისგან შედგებოდა.

საკაცო ტანსაცმელში შედიოდა საცვლები, შარვალ-ახალუხი, ჩოხა, ქამარი, ნაბდის პატარა ქუდი, ან ცხვრის ტყავის მრგვალი ქუდი. ტყავისავე ქალამანი და წუღა-მესტი, შალის წინდები და პაჭიჭები. ამ კომპლექსის ძირითადი ელემენტი იყო ჩოხა-ახალუხი. ქამარი ვერცხლის ნაწილებით იყო შემკული და ზედ ხანჯალი ეკიდა. ამ კომპლექსების გარდა არსებობდა ტანსაცმლის პროფესიული და სოციალური ნიშნით განსხვავებული სახეობანი. ასევე საგარეო, სადღესასწაულო, თუ სამგლოვიარო სამოსელი. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს მკელის სპეციალური ტანსაცმელი - სამკდილი. სახელოსნო ცენტრებში გავრცელებული მოქალაქის ტანსაცმელი, თბილისელი ყარაჩოხელების ტანსაცმელი, დასავლეთ საქართველოში დადასტურებული სამგლოვიარო სამოსელი-გაქა და სხვა. ხშირად დამოუკიდებელი მნიშვნელობით გამოიყოფა არა მხოლოდ კომპლექსები, არამედ ცალკეული ემენეტებიც, როგორიცაა მაგალითად სვანური ქუდი, (ნაბდის, მრგვალი), იმერული ფაფანაკი (მრგვალი ან ოვალური, კუთხეებამაღლებული და ოქრომკედით ნაქარგი, რომელიც თმაზე აფენია კაცებს), ხელოსნის ვერცხლის მთლიანი ქამარი (მსხვილგობაკებიანი), მონადირის ბანდულები (თასმებდახიდულძირიანი ქალამანი), მწყემსის გვაბანაკი (ნაბდის წამოსაცმელი, მოკლესახელოებიანი და თავზე წამოსადები), ზამთარში ჩასაცმელი გლეხური ქუდები ან საბეჭურები (ტყავი-გრძელი ქურქი, ტყაპუჭი-მოკლე ქურქი, ტყავკაბა-ტყავზე ქსოვილგადაკრული ქურქი. და ა.შ. ) ნაბადი და მრავალი სხვა. ქართული ჩაცმულობის ელემენტთა სიმრავლე მოწმობს დასამზადებელი მასალის ნაირფეროვნებას, გამოჭრის, კერვის, ქარგვისა და ა.შ. ოსტატობის მაღალ დონეს.
ევროპულმა ტანსაცმელმა რომელმაც საქართველოში მეცხრამტე საუკუნის მეორე ნახევარში მოიკიდა ფეხი, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში გაბატონებულ მდგომარეობას მიაღწია. დღეს ქართველები ჩაცმულობის მხრივ ორიგინალური და ინდივიდუალური სტილის მიმდევართა რიცხვში ითვლებიან."

იყო ადრე თემაც გახსნილი, მაგრამ რატომღაც არ აღმოჩნდა აქტუალური user.gif
http://forum.ge/?f=9&showtopic=33603102&st=0

Posted by: matusala_5 28 Aug 2010, 20:28
ყველა კუთხის ჩაცმულობა ძალიან საინტერესოა..
განსაკუთრებით ლაზი ქალის ჩაცმულობა მომეწონა უფრო სადა და ელეგანტურია,თუმცა ყველას თავისი ხიბლი გააჩნია...
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თითოეულ სამოსში თავისი იმ კუთხის ხასიათი.

Posted by: mtiuli444 2 Apr 2011, 14:01
http://forum.ge/?showtopic=33810734&st=585&hl=

40 გვერდზე ნახეთ.

Posted by: gmarta 2 Apr 2011, 20:35
ლაზი ქალის საკაიფო იყო მართლა..............

Posted by: kardinali100 12 Apr 2011, 17:21
მთიულური არის ზოგადად მთიელ ქართველთა სამოსელი დამატებული აქვთ მცირე ინდივიდუალური ელემენტები საერთოდ ძალიან ლამაზი და პრაქტიკული

Posted by: SVIRSKI444 15 Apr 2011, 21:39
QUOTE
kardinali100
Member



ჯგუფი: Registered
წერილები: 51
წევრი No.: 129212
რეგისტრ.: 24-March 11

  გამოგზავნილია: 12 Apr 2011, 17:21#24935279 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მთიულური არის ზოგადად მთიელ ქართველთა სამოსელი დამატებული აქვთ მცირე ინდივიდუალური ელემენტები საერთოდ ძალიან ლამაზი და პრაქტ


Posted by: Penelope18 24 Apr 2011, 14:17
მართლაც ძალიან ლამაზია.ძველად ქართველები აშკარად უკეტესი დიზაინერები იყვნენ:

Posted by: mcenare-99 29 Apr 2011, 03:31
dariala
QUOTE
მეც მიფიქრია მაგ საკითხზე და ერთ რაღაცას ვფიქრობ - იმ კუთხის ხალხი, რომელიც იზოლაციაში ცხოვრობდა უფრო ინახავს ტრადიციებს. ანუ მაგალითად ცნობილია ხევსურული ტალავარი - სხვაგან კი მხოლოდ ცალკეული სახეობებია შემორჩენილი, მაგალითად თუშური ქუდი, მთIულური ფაფახი, რაჭული ქუდი და ა.შ.
ამ ერთა ასიმილაციამ დაგვღუპა რაა

ხევსურეთი ჩაკეტილი იყო უფრო, ბართან ურთიერთონა მაკლებად ჰქონა, თან გეოგრაფიული მდგომარეობაც ეხმარებოდა ამ ყველაფერში, ჯერ კიდევ 50-იან წლებში იარაღ ასხმულები დადიოდნენ, ამიტომაც ბევრი რამ შემორჩა

Posted by: SPIRIT CRUSHER 29 Apr 2011, 03:39
QUOTE
მართლაც ძალიან ლამაზია.ძველად ქართველები აშკარად უკეტესი დიზაინერები იყვნენ:

ორი აზრი არაა

Posted by: dariala 29 Apr 2011, 11:36
QUOTE (mcenare-99 @ 29 Apr 2011, 03:31 )
dariala
QUOTE
მეც მიფიქრია მაგ საკითხზე და ერთ რაღაცას ვფიქრობ - იმ კუთხის ხალხი, რომელიც იზოლაციაში ცხოვრობდა უფრო ინახავს ტრადიციებს. ანუ მაგალითად ცნობილია ხევსურული ტალავარი - სხვაგან კი მხოლოდ ცალკეული სახეობებია შემორჩენილი, მაგალითად თუშური ქუდი, მთIულური ფაფახი, რაჭული ქუდი და ა.შ.
ამ ერთა ასიმილაციამ დაგვღუპა რაა

ხევსურეთი ჩაკეტილი იყო უფრო, ბართან ურთიერთონა მაკლებად ჰქონა, თან გეოგრაფიული მდგომარეობაც ეხმარებოდა ამ ყველაფერში, ჯერ კიდევ 50-იან წლებში იარაღ ასხმულები დადიოდნენ, ამიტომაც ბევრი რამ შემორჩა

კი, გეთანხმებით smile.gif მარტო ქართულ ყოფაში კი არა - ხევსურული სამოსი - მსოფლიოს ფონზეც კი გამორჩეულია ჩემი მოკრძალებული აზრით. თანაც ყველა ფერს და ყველა ორნამენტს რომ ცალკე დატვირთვა აქვს და ეს ყველაფერი ერთიანობაში შედევრი რომაა აი ეს love.gif
ჩემი ოცნებაა ხევსურული კაბა მქონდეს და მას მხოლოდ ეროვნულ დღესასწაულებზე ჩავიცვამდი. მაგრამ როგორც ვიცი ძალიან ძვირი ჯდება არა შეკერვა? smile.gif

Posted by: mcenare-99 29 Apr 2011, 12:25
dariala
QUOTE
თანაც ყველა ფერს და ყველა ორნამენტს რომ ცალკე დატვირთვა აქვს და ეს ყველაფერი ერთიანობაში შედევრი რომაა აი ეს

ხევსურეთში არსებული პიქტოგრამებია ზოგიერთი მასზე გამოსახული
QUOTE
ჩემი ოცნებაა ხევსურული კაბა მქონდეს და მას მხოლოდ ეროვნულ დღესასწაულებზე ჩავიცვამდი. მაგრამ როგორც ვიცი ძალიან ძვირი ჯდება არა შეკერვა?

გააჩნია როგორი გინდა, თავისუფლებაზე არის ერთი სამკერვალო იქ 150 ლარიდან იწყება ფასები როგორც ვიცი

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: dariala 29 Apr 2011, 13:52
mcenare-99
მართლა? ჩემმა მეგობარმა შეაკერინა, ოღონდ ვაჟის და 2000 ლარი გადაიხადა. მაგრამ აი საოცრებაა რა. ისეთი ფერებია - სუნთქვა შეგეკვრება biggrin.gif

Posted by: mcenare-99 29 Apr 2011, 14:02
dariala
QUOTE
მართლა? ჩემმა მეგობარმა შეაკერინა, ოღონდ ვაჟის და 2000 ლარი გადაიხადა. მაგრამ აი საოცრებაა რა. ისეთი ფერებია - სუნთქვა შეგეკვრება

შეკვეთებით არის გააჩნია როგორი გინდა, ძალიან რთული საკეთებელია და არ მიკვირს ფასები , მარა 2000 ლარი არ ვიცი პირველად მესმის biggrin.gif

Posted by: mtiuli444 29 Apr 2011, 23:59
QUOTE
შეკვეთებით არის გააჩნია როგორი გინდა, ძალიან რთული საკეთებელია და არ მიკვირს ფასები , მარა 2000 ლარი არ ვიცი პირველად მესმის 

არაა გასაკვირი ტალავარი კი არა კაი ნაღდი ჩოჰა ღირს ეგრე თავისი ყველაფრით.

Posted by: tamunak 15 May 2011, 23:44
ვინმემ ხომ არ იცით სად შეგვიძლია ასე 10მა ადამიანმა ნორმალურ ფასში, ნორმალურ მასწავლებელთან 1 თვეში დავდგათ რომელიმე ქართUლი ცეკვა??????

გთხოვთ მიპასუხოთ რა ძალიან მჭირდება!!!!

Posted by: Bobgure 29 Jul 2011, 23:10
სად შეიძლება შეძენა , და რა ფასებში ?

Posted by: anushka_anushka 1 Aug 2011, 12:46
თუში ქალის სამოსი სისადავით გამოირჩევა. ერთმანეთს ენაცვლება შავი, ლურჯი და თეთრი ფერები. ძირითადი ელემენტია შალის ერთიანი კაბა - ჯუბა პერანგისებური თარგით, დეკორაციული სახელოებით შედგენილი ტყავის სამოსელი სახელჩაქნეულა, თავზე დასადგომი კუჭურა, და მოსახური მანდილი. ფეხზე ნაქსოვი ჩითები. მოხევე ქალის ჩასაცმელი შეიცავს ისეთ ელემენტებს (კაბა, საგულე, რომელბიც წერილობით წყაროებში მოწმდება და წინ უსწრებს სარტყელ-გულისპირიან ქართულ კაბას. მამაკაცის ჩამულობაში მიუხედავად საგრძნობი ერთგვაროვნებისა, მაინც ხერხდება ზოგიერთი თავისებური კომპლექსის გამოყოფა. ასეთია ხევსურული ტალავარი, რომელშიც შედის ზედატანი, პერანგი, და შარვალ-ნიფხავი, ჩოხა, მრგვლად შეკერილი ნაბდის ქუდი, შიბით ნაქსოვი ფეხსაცმელი, თათები ან ქალამანი ჯღანი და სხვ

Posted by: pragmaticc 30 Aug 2011, 19:31
dariala
QUOTE
აი საოცრებაა რა. ისეთი ფერებია - სუნთქვა შეგეკვრება

ეგ დიზაინია და თან ძაან მაგარი.
კარგის შეფასება-დაფასება იძულებითი იზოლაციის გარეშეც შეიძლება და რა შუაშია აქ ასიმილაცია სხვა ერებთან??? rolleyes.gif


Posted by: S_A_B_A_82 2 Sep 2011, 21:41
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: Bobgure 22 Sep 2011, 17:15
dariala
იქნებ დადო რაც შეაკერინა იმ სამოსის ფოტო . კარგი იქნება

Posted by: marianitchen 22 Sep 2011, 19:05
QUOTE (Bobgure @ 22 Sep 2011, 17:15 )
dariala
იქნებ დადო რაც შეაკერინა იმ სამოსის ფოტო . კარგი იქნება

სამწუხაროდ ფოტოები არ მაქვს, თორემ სიამოვნებით )))
ჩვეულებრივი ტალავარია, ოღონდ იმათთან შედარებით რაც მე მინახავს ამას უფრო მდიდარი ორნამენტული დეკორი აქვს.
ხო ნუ dariala მე ვარ და ამიტომ გპასუხობთ biggrin.gif

ვაიმე ეს ბოლო პოსტის პირველი ფოტო რა საოცრებაა love.gif
pragmaticc
QUOTE
კარგის შეფასება-დაფასება იძულებითი იზოლაციის გარეშეც შეიძლება და რა შუაშია აქ ასიმილაცია სხვა ერებთან??? 

იმ შუაშია, რომ თვითმყოფადობა და ინდივიდუალიზმი დავკარგეთ, ანუ შუაში კი არა თავშია )))

Posted by: moonbayer 28 Sep 2011, 18:18
marianitchen
QUOTE
იმ შუაშია, რომ თვითმყოფადობა და ინდივიდუალიზმი დავკარგეთ, ანუ შუაში კი არა თავშია )))


Posted by: Bobgure 13 Oct 2011, 17:00
მე ვნახე ტალავარი რუსთაველზე 500 ლარი ღირდა , ძალიან ლამაზი და მძივებში მოქარგული, ხარისხიანი ნამუშევარი იყო. სხვებიცი იყო ცოტა ნაკლებ ფასებში მარა ეგ საუკეთესო იყო იქ.

Posted by: maiako_mao 10 Aug 2017, 11:08
მაქვს ძველი ტალავარი - მამაკაცის პერაგი ნაჭრელა. ყდაზე მოქსოვილი ტილო და ნაჭრელა თავისთავად. მინდა გავყიდო, თუ დაინტერესდებით შემეხმიანეთ აქ.

Posted by: Zorbegaaa 31 Aug 2017, 19:56
ნამდვილი, ავთენტური ქართული სამოსი რომელია? დალინკეთ ფოტოები, რომელიც რეალურად სუხიშვილებს არ შეუქმნიათ და რომელიც მეოცე საუკუნეში არ შექმნილა? რასაც ახლა გვაჯერებენ როგორც ძველ ქართულად

Posted by: karlsoni 1 Sep 2017, 05:33
ჩვეულებრივი ქართული ტანისამოსი იქნებოდა. . . .
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, მხოლოდ ხევსურები განირჩეოდნენ სპეციფიკური, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ტალავარით.
ფშავლების, მოხევეების, მთიულების და თუშების ტანისამოსი მეტ-ნაკლებად ახლოს იყო ზოგად ქართულ ტანისამოსთან. . . .
დიდი არაფერი განსხვავება.

Posted by: perpetua2 16 Sep 2017, 19:58
QUOTE
 მთიულური ტანისამოსი, მთიულური ტანისამოსი

ფ ბ ზე ვნახე , იქნებ ვინმეს გამოადგეს
https://www.facebook.com/pg/Embroidered-paintings-113686055370581/photos/?tab=album&album_id=1414049598667547

Posted by: world-miracle 4 Dec 2017, 15:34
ულამაზესია.... არამარტო ქართული, ნებისმიერი ეროვნული სამოსი. .................

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)