Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > სამკურნალო მცენარეები


Posted by: Sidonia 20 Nov 2005, 05:56
ამ თემაში დავწეროთ მცენარეებზე, და მათ სამკურნალო თვისებებზე.

მაგალითად:
ფარსმანდუკის ნაყენი ძალიან კარგია ჭრილობისათვის და განგრენის სამკურნალოდ.
* * *
ძირტკბილას ფესვები უებარი წამალია ხველებისათვის.

Posted by: Futurist 29 Nov 2005, 21:57
Sidonia
სხვათაშორის საინტერესო თემაა.

Posted by: TimeRider 29 Nov 2005, 22:03
სასაცილო ბალახი rolleyes.gif
აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, აქვს ზოგადად დამაწყნარებელ-გამამხიარულებელი ეფექტი gigi.gif

Posted by: Sidonia 29 Nov 2005, 22:21
კრაზანა

კრაზანა ხალხურ მედიცინაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პირველ ცნობებს მის სამკურნალო თვისებებზე იძლევა ჰიპოკრატე.

როგორც ფქვილის გარეშე შეუძლებელია პურის გამოცხობა ასევე შეუძლებელია კრაზანას გარეშე მრავალი დაავადების განკურნება. ასეთ შეფასებას აძლევას კრაზანას ხალხური მედიცინა.

მას ხალხურ მედიცინაში 99 დაავადების სამკურნალო ბალახს ეძახიან. ჩრდილოეთ ამერიკაში "წმინდა ჯონის ბალახს" უწოდებენ. მისი რუსული სახელწოდებაა "ზვერაბოი" და წარმოდგება ყაზახური "ჯებრაისაგან" რაც მომშუშებელს ნიშნავს.

იგი საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ძირითადათ გვხვდება მშრალ, გამეჩხერებულ ტყეებში. ტყის მდელოებზე, მინდვრის ნაპირებზე, ნასვენ მიწებზე ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლემდე.

ყვავი9ის ივნის-აგვისტოში. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. სამკურნალოდ გამოიყენება მწვანე მასა. (მიწის ზედა ნაწილი.) რომელსაც ყვავილობის დასაწყისში აგროვებენ.

გამოიყენება კუჭის წყლულის, კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის, "პოდაგრის", რადიკულიტის, რევმატიზმების, ბუასილის, ბავშვებში შარდშეუკავებლობის,ნერვული ავადმყოფობების, თირკმელის, საკვერცხეების სიმსიმნის და ჩიყვის სამკურნალოდ. აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს. ჰიპერტონიის (სისხლის მაღალი წნევის) სამკურნალოდ. ასევე კრაზანას ნაყენი გამოიყენება პირში სავლებად, გინგივიტების და სტომატიტების სამკურნალოდ. აგრეთვე კომპრესების სახით ინფექციურ იარებზე, სისხლდენის შესაჩერებლად, ჭრილობის შესახორცებლად.

ზეთი:
ერთ ნაწილ კრაზანას დაწვრილმანებულ ყვავილებს ათავსებენ ემალის ჭურჭელში. ასხავენ ორ ნაწილ ატმის, ნუშის ან ზეითუნის ზეთს და აყოვნებენ სამი კვირის განმავლობაში. ჭურჭელში მოთავსებულ მასას პერიოდულად ურევენ.
კრაზანას ზეთი გამოიყენება შეუხორცებელი ჭრილობების, წყლულებისა და ნაწოლების სამკურნალოდ. მას იყენებენ კუჭის წყლულის სამკურნალოდაც. თითო სუფრის კოვზი უზმოზე ან საჭმლის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ1-2 თვის განმავლობაში.

ნაყენი:
10 გრამ (1.5 სუფრის კოვზი) დაწვრილმანებულ კრაზანას ბალახს ათავსებენ ემალის ჭურჭელში. ასხამენ ერთ ჭიქა (200მლ) მდუღარე წყალს და თავდახურულ ჭურჭელს აცხელებენ მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთის განმავლობაში შემდეგ აგრილებენ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთს და წურავენ. მიღებული მონაცემების წონა ადუღებული წყლის დამატებით აჰყავთ 200 მლ-მდე.
ქრონიკული გასტრიტის შემთხვევაში 100 მლ ოდენობით იღებენ დღეში სამჯერ. ჭამის წინ 1-2 თვის განმავლობაში. დადებითად მოქმედებს აგრეთვე გულწვაზე და კუჭის წვენის მჟავიანობის ნორმალიზებაზე

Posted by: TimeRider 29 Nov 2005, 22:44
Sidonia
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ თუ სურათებს არ დადებ მაგ მცენარეებისას ისე რა აზრი აქვს? smile.gif

Posted by: Sidonia 29 Nov 2005, 22:48
TimeRider
აუ ხო მინდა რომ დავდო, მაგრამ ინტერნეტში ვერ ვნახე ვერსად და წიდნიდან ვერ ვასკანერებ sad.gif სკანერი არ მაქვს sad.gif

Posted by: TimeRider 29 Nov 2005, 22:56
Sidonia
კაი, მოგეხმარები, ფარსმანდუკი როგორაა რუსულად მიტხარი ერთი, კრაზანა კი ვანხე უკვე აგერაა smile.gif

Posted by: Sidonia 29 Nov 2005, 23:06
ეხლა ასე ვიზავ ჯერ-ჯერობით. ასკილი ხომ ყველამ იცით? smile.gif

ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. მისი რამოდენიმე სახესხვაობა და ფორმა გვხვდება ზღვისპირეთიდან სუბალპური ტყეების ჩათვლით. საქართველოში გავრცელებულია 25 სახეცვლილი ჯიში.
ასკილის ნაყოფი შეიცავს 18%-მდე ასკორბინის მჟავას, ც, ბ და კ ვიტამინებს. გარდა ამისა ფლავნოლურ გლუკოზებს, აგრეთვე 18 %-მდე შაქარს, 3.7%-მდე პექტინს, 1.8%-მდე ლიმონის, ვაშილისა და სხვა მჟჯავებს. ასკილის ფესვების ნახარში საუკეთესო საშუალებათაა მიჩნეული ყველანაირი ქვების გასახსნელად ორგანიზმში. ამავე დროს დამღუპველად მოქმედებს მალარიის გამომწვევ ბაქტერიებზე.

მის ნაყოფს იყენებენ გაციების, ჰიპერტონიის ავიტამინოზის, გემოფილიის, არტერიოსკლეროზის, ჭრილობებისა და ძვლების შეხორცების დასაჩქარებლად, ინფიცირებული ჭრილობებისა და საშვილოსნოდან სისხლდენისას. აგრეთვე თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს. აგრეთვე ასკილის ფოთლების ჩაი ძალიან კარგად მოქმედებს კუჭზე. აუმჯობესებს მის მოტორულ ფუნქციას. აწყნარებს კუჭის ტკივილებს. აგრეთვე კარგია კუჭაშლილობის დროს.

ასკილის ყვავილის გვირგვინის ფურცლებს თაფლში მოხარშულს ხმარობენ წითელი ქარის (ხალხში ეს დაავადება რუსული "როჟას" სახელწოდებითაცაა ცნობილი) სამკურნალოდ.

ფესვების ნახარშის ვანებს იკეთებენ ფეხებზე. ასკილის ნაყოფს იყენებენ აგრეთვე გულისა და თვალის სამკურნალოდ. აგრეთვე სისხლის დაავადებების დროს.

ნაყენი მზადდება შემდეგნაირად:
ერთ სუფრის კოვზ ასკილის ნაყოფს ასხავენ ერთ ჭიქა წყალს და ათ წუთს ადუღებენ. ერთი დღე-ღამის შემდეგ ნაყენი მზადაა დასალევად. სვავენ ნახევარ-ნახევარ ჭიქას დღეში ორ-სამჯერ. ბავშვებს 1/8-1/4-ს აძლევენ ერთ მიღებაზე

Posted by: Futurist 30 Nov 2005, 01:52
Sidonia
ქაცვზე იცი რამე?

Posted by: Sidonia 30 Nov 2005, 02:16
ქაცვი

ფშატისებრთა ოჯახს ეკუთვნის. ყვავის აპრილ-მაისში. ფოთლების გაშლამდე ან ერთდროულად. დამახასიათებელია ყოველწლიური უხვი მსხმოიარობა. ნაყოფი აგვისტო-ოქტომბრის განმავლობაში მწიფდება. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა სიმაღლეზე იზრდება ზღვის დონიდან.

მისი ნაყოფი შეიცავს 16.9-27.2 მგ % ვიტამინ ბე პირველს. 0.037-0.066მგ % ვიტამინ ბე მეორეს. 0.79მგ % ვიტამინ ბე მეექვსეს. 8 მგ % ვიტამინ ე-ს. 1.1-10.9% კაროტინს (ა პროვიტამინს)და ვიტამინ ფ-ს. ვიტამინებით კიდევ უფრო მდიდარია თესლი.

ნაყოფისგან 12%-მდე ცხიმს ხდიან, რომელიც მდიდარია ვიტამინებით და კანის ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს. ქაცვის ზეთს აქვს ჭრილობების შეხორცების და ტკივილგამაყუჩებელი თვისება. მას იყენებენ დამწვრობის, ეგზემის, დაზრობის(მოყინვა), ძნელადშეხორცებადი წყლულების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, დასხივებით გამოწვეული დაავადებების, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. მას პროფილაქტიკურ საშუალებად იყენებენ საყლაპავი მილის კიბოს დასხივების დროს მკურნალობისას ლორწოვანი გარსის დეგენერატიული ცვლილებების პროფილაქტიკისათვის. ნაყოფს ჭამენ როგორც ხილს. იყენებენ მურაბისათვის. მისგან აგრეთვე აკეთებენ კისელს, ღვინოს, ნაყენებს, სიროფს და სხვა.

ფოთლები 10%-მდე მთრიმლავ ნივთიერებას შეიცავს. ამიტომ მათი გამოყენება შეიძლება ტყავის გასათრიმლავად და შესაღებად. ნაყოფით ქსოვილებსა და მატყლს ყვითელ ფერად ღებავენ.

ქაცვის ზეთი გამოიყენეს კანის დაავადებების სამკურნალოდ. 1.5-2 მგ რაოდენობის კაროტინს უმატებენ 1 მლ ქაცვის ზეტს. ეგზემისა და სხვა დერმატოზოიდების წინააღმდეგ კარგი შედეგები იქნა მიღებული.

საყლაპავი მილის კიბოს დასხივებით მკურნალობისას ქაცვის ზეთს უნიშნავენ 2-3 კოვზს დღეში და 2-3 კვირის განმავლობაში.

ქაცვის ზეთი გამჭვირვალე ნარინჯისფერი სითხეა დამახასიათებელი სუნითა და გემოთი. ათავსებენ მუქი ფერის ფლაკონებში. 50-100-200 მლ ოდენობით და ინახავენ მჭიდროდ თავდახურულს სინათლისაგან დაცულ გრილ ადგილას.

ნაყოფთან შედარებით არანაკლები მნიშვნელობა შეიძინა ქაცვის ქერქმაც. ის გამოყობს ნივთიერებას ოქსიტრიფტამინს, რომელსაც სიმსიმნის საწინააღმდეგო თვისება გააჩნია. ასეთივე თვისება აქვს ქერქის სპირტზე ნაყენს.

Posted by: cesdeba 30 Nov 2005, 18:24
ოხრახუშის ნაყენი (და არა ნახარში) ძaლიან აკრგია სახეზე ანთებითი პროცესების ("პრიშჩიკები", გამონაყარი) ჩასახშობად.
მუხის ქერქის ნაყენი - გამოივლეთ პირის ღრუში ყოველ საღამოს. იდეალურია ღრილების ანთებისას.

სახლში მაქვს ათასნაირ გამხმარი ბალახ-ბულახი, გვირილა, ქრისტესისხლა, ფარსმანდუკი, მრავალძარღვა, ვერ ავითვისე გამოყენებაში. ბავშვობაში, კბილის და ყურის ტკივილისას მრავალძარღვას ფესვს გავირჭობდი ხოლმე მტკივან ყურში biggrin.gif

Posted by: Sidonia 30 Nov 2005, 18:49
მეც დიდ სიამოვნებას მანიჭებს სამკურნალო ბალახების მოგროვება smile.gif სპეციალურად მივდივარ ხოლმე ტყეში მათ მოსაგროვებლად smile.gif

გვირილას ნაყენი ძალიან კარგია თმის ცვენის დროს.

Posted by: PANTALONE 2 Dec 2005, 04:47
Sidonia
"ანისი" ქარტულად როგორ იქნება, და როგორ იცნობა, მაგი გეცოდინება შენ

Posted by: Sidonia 2 Dec 2005, 04:54
PANTALONE
სამწუხაროდ მისი ქართული მნიშვნელობა არ ვიცი. ქართულად რომ ვიცოდე ცნობას გასწავლიდი smile.gif ეხლა სძინავთ უკვე ჩემებს, ხვალ ვკითხავ ალბათ ეცოდინებათ smile.gif

Posted by: PANTALONE 2 Dec 2005, 05:23
Sidonia
ფოტოების ბანკი გაქვს? ბევრი რაღაცეები მაინტერესებს.

Posted by: Sidonia 2 Dec 2005, 05:28
PANTALONE
წიგნები მაქვს. თუ გინდა გათხოვებ. სამწუხაროდ ვერ მივაგენი საიტს სადაც ფოტოებს ვნახავდი

Posted by: PANTALONE 2 Dec 2005, 05:34
Sidonia
QUOTE
იგნები მაქვს. თუ გინდა გათხოვებ.

არ ვიცი. და მაგ წიგნების მიხედვით შეიძლება, მცენარის ამოცნობა? ერტი რუსული წიგნი მეცა მაქვს, მარა ფოტოები არა

Posted by: Sidonia 2 Dec 2005, 05:43
PANTALONE
ჩემთან არის ფოტოები smile.gif

Posted by: PANTALONE 2 Dec 2005, 05:45
Sidonia
მგონი მინდა. წიგნსა რა ქვია? სამკურნალო მცენარეებზეა მარტო? აი არომატულებზე არაა? ეთერზეთები და რამე

Posted by: Sidonia 2 Dec 2005, 05:49
PANTALONE
წიგნს ჰქვია "საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები" ისე რომ გითხრა ძალიან დიდი ინფორმაცია დევს თქო მოგატყუებ smile.gif

Posted by: PANTALONE 2 Dec 2005, 05:51
Sidonia
ოკაუ! შენ მაქიდან ისწავლე ცნობა?
ააააააააააა მოვრჩი შეკითხვები ვსო ვსო smile.gif))))

Posted by: Sidonia 2 Dec 2005, 05:54
PANTALONE
არა smile.gif მე დედაჩემმა მასწავლა smile.gif ბავშვობაში ტყეში დავდიოდით და ვაგროვებდით ხოლმე smile.gif სოფელში გავიზარდე და ბევრი რამის ცნობა ისე ვისწავლე, გაუცნობიერებლად smile.gif წიგნი თუ გინდა დამიპიემე და მოგცემ როცა გენდომება smile.gif

Posted by: PANTALONE 2 Dec 2005, 05:56
Sidonia
დაგიპიემებ. უცილობლად. მერე.

Posted by: blear_witch 2 Dec 2005, 11:06
ქაცვი იგივე აპლებიხაა.............

Posted by: zgarbi 2 Dec 2005, 13:34
Sidonia
მოაგროვე ყველა იმფორმაცია, სურათები და გამოეცი წიგნად! ოღონდ სურათი ისეთი უნდა იყოს ქე რო გავდეს ნამდვილს, აქამდე რაც წიგნი მინახია არც ერთი არც კი წააგავს ნამდვილს. ასე რომ დაიწყე! idea.gif

Posted by: cesdeba 2 Dec 2005, 15:53
იადიგარ დაუდი biggrin.gif

ისე, ანისი, ანისია, არა? მაგის ზეთს ვსვამ ხველებისას. user.gif
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Sidonia 2 Dec 2005, 16:07
zgarbi
QUOTE
მოაგროვე ყველა იმფორმაცია, სურათები და გამოეცი წიგნად! ოღონდ სურათი ისეთი უნდა იყოს ქე რო გავდეს ნამდვილს, აქამდე რაც წიგნი მინახია არც ერთი არც კი წააგავს ნამდვილს. ასე რომ დაიწყე! 

biggrin.gif გამაცინე ახალს ვერაფერს დავწერ biggrin.gif

კლდის დუმა

მიეკუთვნება სქელფოთლოვანთა ოჯახს. აქვს მომწვანო-თეთრი ყვავილები. იზრდება მშრალ და ქვიან ადგილებში. ტყის შუა და ზედა სარტყელში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. თაფლოვანი მცენარეა.

ნედლი, დანაყული კლდის დუმა კარგია მტკივნეულ სახსრებზე დასაფენად. ამავე მიზნით ხმელი ბალახის გამონახარშის ცხელი საფენებიც გამოიყენება. ზოგი ექიმბაში წინად კლდის დუმას ნაყენს უნაყოფო ქალებს ასმევდა. ამასვე ურჩევდნენ სუსტ სქესობრივ ქმედუნარიან კაცებს. ზოგჯერ სვავდნენ მკერდის არეში ტკივილების სამკურნალოდაც.

ჭრილობების და დამწვრობის კერებზე სუფთად გარეცხილ ნედლ ფოთლებს იდებენ. დანაყილი, ნედლი ფოთოლი უებარია მაზოლის მოსაცილებლად. ხანგრძლივი ხმარების შემთხვევაში მაზოლი უვნებელი ხდება, თეთრდება და ადვილად ვარდება კანის სიღრმიდან. კარგია ჩირქოვან ადგილებზე დასადებად. მთლიანად ამოაქვს ჩირქი.

ძირმაგარებისთვის და სხვა ჩირქოვანებისთვის აგრეთვე კარგია მრავალძარღვას და მაყვლის ფოთოლი
* * *
cesdeba
სად ნახე ეს სურათები? საიტის მისამართი იქნებ მითხრა smile.gif

ქრისტესისხლა ხომ არაა ეს ანისი? რაღაცით ჰგავს

Posted by: cesdeba 2 Dec 2005, 16:45
Sidonia
QUOTE
სად ნახე ეს სურათები?

google image-ში smile.gif

QUOTE
ქრისტესისხლა ხომ არაა ეს ანისი?
- არა, ქრისტესისხლას აშკარად უფრო ღია ფერის ფოთოლი აქვს და მგონი უფრო სხვა დანიშნულებისთვისაა.

Posted by: Sidonia 2 Dec 2005, 18:49
ქართული ყოჩივარდა.

მიეკუთვნება ფურისულისებრთა ოჯახს. ყვავის ადრე გაზაფხულზე. ყოჩივარდას ჩვენში გავრცელებული სახეობა შხამიანია და ყველა ცხოველს წამლავს, გარდა ღორისა. გამხმარი ტუბერი თავის ტოქსიკურობას კარგავს და მისი საჭმელად გგამოყენება შეიძლება.

ყოჩივარდა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ღვიძლისა და გინეკოლოგიური დაავადებების, ნევრალგიის. ფრონტიტისა და ჰაიმორიტის საწინააღმდეგოდ. ნედლი ფესვურის წყალზე ნაყენს ყურში იწვეთებენ ქრონიკული გამონადენების დროს. სისტემატიური თავის ტკივილის დროს ცხვირის ნესტოებშიო იწვეთებენ ფესვურის თბილ ნაყენს.

სასარგებლოა მენსტრუალური დარღვევის და მასთან დაკავშირებული აღზნებულობის დროს. აგრეთვე ნერვოლოგიის და გაზების დაგროვებით გამოწვეული ჭვალების შემთხვევაში.

ნაყენი:
ერთი სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფესვურა ორ ჭიქა წყალზე. ორი დღის დოზა.

სპირტიანი ნაყენი:

1 გ ნედლეული 100გ 70%-იან სპირტზე

Posted by: cesdeba 2 Dec 2005, 19:03
QUOTE
ყოჩივარდა

user posted image
user posted image

Posted by: PANTALONE 2 Dec 2005, 20:53
cesdeba
გუტ გუტ!
ქართული სახელიც გეცოდინება

Posted by: Sidonia 5 Dec 2005, 15:23
ცაცხვის ყვავილის ჩაი კარგია სიცხის დროს.

Posted by: forever`s_NEVER 7 Dec 2005, 13:35
Sidonia
ღვიძლისა და თირკმლისთვის სასარგებლო რა გვაქვს მწვანე აფთიაქში? rolleyes.gif

Posted by: Sidonia 7 Dec 2005, 14:54
forever`s_NEVER
კრაზანას ნაყენია კარგი, თირკმელისათვის ასევე ღვიძლისათვის smile.gif

ღვიძლისთვის ძალიან კარგია უკვდავას ნაყენი

Posted by: Kublicha 7 Dec 2005, 14:56
Sidonia
არ გეზარება? boli.gif

Posted by: Sidonia 7 Dec 2005, 14:59
Kublitrona
არა smile.gif ჩემი ჰობია ასე რომ ვთქვათ smile.gif
პ.ს ისე რამფერ ხარ ვაჟკაც? wink.gif

Posted by: Kublicha 7 Dec 2005, 15:01
Sidonia
ე.ი. გახსოვარ? 2kiss.gif
კარგად ვარ, შენ?


ისე ბოტანიკა ჩემი საყვარელი საგანი იყო, (73-ში, სკოლაში რომ ვსწავლობდი, ან 74 ში biggrin.gif )

Posted by: August 26 Sep 2007, 17:24
ხომ არ იცით ვინმემ ამ მცენარეს ქართულად რა ჰქვია?
ინგლისურად Calamus, რუსულად Аир ლათინურად Acorus calamus
http://en.wikipedia.org/wiki/Sweet_Flag

user posted image

ერთ-ერთი შემადგენელიაო თმის მკვებავებშიო, სანელებლებსა და რევმატიზმის წამლებშიო.

Posted by: PANTALONE 26 Sep 2007, 19:33
August
ტუ იშოვი მიმასწავლე მეც !



Posted by: August 26 Sep 2007, 20:54
ასე მითხრეს ტრიტომა უნდა ერქვასო.

Posted by: PANTALONE 26 Sep 2007, 21:11
Walt Whitman enjoyed the effects ...


8 დოლარიო. ვინმეს უცხოეთიდან ლაივ პლანთ გამოგიწერიათ?

Posted by: Solveig 26 Sep 2007, 21:19
August
QUOTE
ინგლისურად Calamus, რუსულად Аир ლათინურად Acorus calamus



კოთხოჯია ეგ..სავსეა მაგით დასავლეთი საქართველო, რიონის პირებში იცის.

Posted by: August 26 Sep 2007, 22:59
QUOTE (Solveig @ 26 Sep 2007, 20:19 )
August
QUOTE
ინგლისურად Calamus, რუსულად Аир ლათინურად Acorus calamus



კოთხოჯია ეგ..სავსეა მაგით დასავლეთი საქართველო, რიონის პირებში იცის.

Solveig,
შენ გაიხარე!
ის "ტრიტომა" რაღაც ნამეტანი ზაგრამანიცულად მოხვდა ყურს და ეს "კოთხოჯი" მშობლიურად ჟღერს. ასეც ჩავწერ.
პოლონურად ტატარაკ ჰქვიაო, რადგან თათრებმა შემოიტანესო.

Posted by: PANTALONE 6 Oct 2007, 17:10
მყავს აშვაგანდა სულ პაწია. ვერ ვამოწმებ სურათებით მართლა ისაა თუ არა. ვინმე იცნობთ?
დღეს მითხრეს განგრენა გავაჩერე მაგის ღეროს სპირტიანი ექსტრაქტითო/ რევიცი/ თან 3 დღეშიო/

კიდე ადაპტოგენი არის ძლიერი/



ამოიცნობთ ვინმე ფოტო რომ დავდო? ეჭვი მაქვს რომ სხვა მცენარეებს ვაზაკაზებ და სხვები მომდის.




ტიანშისთან არ ვთანამშრომლობ!

Posted by: tekla 20 May 2008, 17:31
--------------- განაახლეთ რა ეს თემა smile.gif

Posted by: PANTALONE 20 May 2008, 21:07
მე ვიყიდე აშვაგანდა აიურვედას მთავარი მცენარეაო/
ვინც მომცა მარწმუნებდა მამათილს განგრენა მოვურჩინე მაგის ტოტითო

Posted by: macaco-fast65 22 May 2008, 22:36
Sidonia
ძალიან კარგი თემაა.მეც ძალიან მიყვარს მცენარეები.მაინტერესებს სამკურნალო მცენარეების სესახებ ყველაფერი.
სადმე რომ მივდივარ ზოგჯერ მინდა კიდეც დავკრიფო და შევაგროვო,მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვცნობ ,რაზეც ძალიან
მწყდება ხოლმე გული.
ისე კი გამიგია რომ მცენარე რომელიც სამკურნალოდ უნდა გამოიყენო უნდა იცოდე სად დაკრიფო.ყველგან დაკრეფილი არ ვარგაო.

Posted by: Sidonia 23 May 2008, 12:14
აუ ეს როდინდელი თემაა biggrin.gif
---------------

Posted by: ფსიქიატრი 6 Apr 2009, 20:08
ვინმემ თუ იცით "ქრისტეს სისხლას " ეძახიან მცენარეა..
ყვითელი ყვავილი აქვს, იოდისფერ წვეთებს უშვებს რომ მოგლეჯ..
ახლა ამოდის..

რა სამკურნალო თვისებები აქვს, ან როგორ ვიხმაროთ
ან ლათინურად სახელი მაინც მერე გუუგლე ბიძაის ვკითხავ

Posted by: magn 6 Apr 2009, 22:14
ფსიქიატრი

ვინმემ თუ იცით "ქრისტეს სისხლას " ეძახიან მცენარეა..
ყვითელი ყვავილი აქვს, იოდისფერ წვეთებს უშვებს რომ მოგლეჯ..
ახლა ამოდის..

რა სამკურნალო თვისებები აქვს, ან როგორ ვიხმაროთ
ან ლათინურად სახელი მაინც მერე გუუგლე ბიძაის ვკითხავ

Chelidonium majus როგორც მახსოვს ნაღველმდენია, მაგრამ ძალიან ფრტხილად უნდა მოპყრობა იმიტო რომ ძალიან ძლიერია. სპირტხსნარის რამოდენიმე წვეთი უნდა გაზავდეს წყალში. პროპორციები აღარ მახსოვს. კიდევ მეჭეჭებს აქრობსო მისი წვენი.yes.gif კიდევ შეუძლია რარაცეები მაგრამ მე აღარ მახსოვს smile.gif

Posted by: A S T U 6 Apr 2009, 22:19
QUOTE
Chelidonium majus
http://skimed.ru/grasss8.htm

Posted by: ფსიქიატრი 7 Apr 2009, 09:49
magn
გაიხარეთ, იცოცხლეთ ასი წელი.smile.gif

Posted by: ფსიქიატრი 6 May 2009, 17:17
ეს რა მცენარეა ? თუ იციტ რამე სამკურნალოა ხომ არაა?

Posted by: magn 6 May 2009, 21:44
სვინტრი, სოლომონის ბეჭედი Polligonatum . სახსრების და სპაზმური ტკივილის საწინააღმდეგოდ

Posted by: erix from 4 Jun 2009, 20:27
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: basa-ttt 4 Jun 2009, 23:23
QUOTE
ვინმემ თუ იცით "ქრისტეს სისხლას " ეძახიან მცენარეა..
ყვითელი ყვავილი აქვს, იოდისფერ წვეთებს უშვებს რომ მოგლეჯ..
ახლა ამოდის..

იგი ფართოდ არის გავრცელებული ხალხურ მედიცინაში, მისგან მომზადებული ნაყენი გამოიყენება ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის სამკურნალო. მცენარის ყველა ნაწილი მომწავლელია და მისი ფოთოლი ყვავილი ღერო და ფესვი შეიცავს ალკალოიდებს. ძველ დროში მას მთიელები ჭრილობის შესახორცებლადაც იყენებდნენ, რაჭაში მეჭეჭებს კურნავენ ცოცხლად მოწყვეტილი მცენარის გამონადენი სითხით. ახალი რძიანა წვენი და თხევადი ექსტრაქტი, გლიცერინში გახსნილი, ფართოდ მოიხმარება მეჭეჭებისა და კოჟრების მოსაცილებლად. თანამედროვე მედიცინაში მისგან მზადდება პრეპარატები რომლებიც აფერხებს სიმსივნის ზრდას.
user posted image
Чистоте́л большо́й ანუ სიტყვასიტყვით - გამოდის "სუფთა ტანი" -
ეს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ ქრსტესისხლას წვენი აცილებს კანის გამონაზარდებს-
მეჭეჭებს, პაპილომებს - ანუ ასუფთავებს კანს...

ხოლო ლათინურად ეწოდება - лат. Chelidónium május — многолетнее травянистое растение семейства Маковые.

ლათინური სახელწოდება სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც "მერცხლების ბალახი" -
ანუ ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა შეამჩნიეს, რომ ქრისტესისხლა იწყებს ყვავილობას მერცხლების მოფრენისას და ჭკნება მათი გაფრენის მერე...

ცხოველები ამ ბალახს არ ჭამენ.
თუ ღორი ან ძროხა შეჭამს - იწამლება.
ერთადერთი ცხოველი, რომელსაც არ ვნებს ქრისტესისხლა - არის ლაქებიანი ირემი.
ქრისტესისხლა ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში -
ქრისტესისხლა შეიცავს ალკალოიდებს - ეს არის ორგანულ ნაერთტა ჯგუფი, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ტოქსიურობით -
ამიტომ ეს ბალახი ტოქსიურია.
მისი შხამები იწვევენ დამბლას და მოქმედებენ როგორც კრუნჩხვის გამომწვევი შხამები. აძლიერებენ ნერწყვდენას, მოქმედებენ ნარკოზისმაგვარად - ახდენენ ზემოქმედებას ორგანზმის ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე. მოკლედ "ნერვული შხამია".
ხალხურ მედიცინაში უკვე ვთქვით, რომ ძირითადად გამოიყენებოდა როგორც გარეგანი საშუალება - სიმსივნეებზე და ხორცმეტებზე "მოსაწვავად". მისი წვენი აცილებს ამ წამონაზარდებს. გარდა ამისა მოქედებს ნაღვლის ბუშტზე და ღვიძლზე. ამავე მიზნით გამიყენება ჰომეოპათიაშიც. საუკეთესო საშუალებაა სიყვითლეების დროს. გამოიყენება ღვძლსი სიმსვნეს დროსაც. ჰომეოპათიური Chelidonium სააინტერესო კიდევ იმით, რომ ჰომეოპათიაშI აღწერილია მისი ტიპაჟი -
ანუ როგორ ხასიათისაა ადამიანი, რომელიც ამ წამლსი პათოგენეზს შეესაბამება..

აღმოჩნდა რომ Chelidonium - ის ტიპის ადამიანი არის ნაღვლიანი, დარდიანი, აქვს მელანქოლია - და დეპრესია...
ამავე დროს კი იგი სწორედ ნაღველის შეგუბებისას გამოიყენება..
ჰოდა სიტყვა "ნაღვლიანი ადამიანი" - სწორედ ამ პრეპარატით დახმარებით იძენს ორმაგ მნიშვნელობას...


ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება კიბოს ადრეულ სტადიებზე.
ასევე ღვიძლის და ნ/ბ - ის სამკურნალოდ..

ბოლო წლებში ჩატარებული კვლევებთ დადასტურდა, რომ ეს მცენარე მოქმედებს კიბოს უჯრედებზე - ამიტომ მოწოდებულია იმისი გამოყენება კბოს ოპერაცის შემდგომ მეტასტაზების აცილების მიზნით.


გამოიყენება ქრისტესისხლა ასევ ფსორიაზის სამკურანლოდაც, კანს ტუბერკულოზის დროს. მსხვილი ნაწლავის პოლიპოზის დროს იგი შეუცვლელია -( უნდა დაილიოს და ასევე უნდა გაკეთდეს ადგილობრივ გამორეცხვები), ასევე საშვილოსნოს ყელის ეროზიისას. ხელს უწყობს წყლულების და ჭრილობების შეხორცებას. გამოიყენება ფერიმჭამელებზე, ეკზემებზე, ლიქენზე.

ბულგარელები ხალხურ ედიცინაში იყენებენ ასევე როგრც შარმდენს ასციტის დროს, ასევე დისმენორეის დროს, მალარისას, ასევე ნაღვლის ბუშტის კენჭის დროს,
მას აქვს ასევე ანთების საწინააღდეგო თვისებებიც... განსაკუთრებით ნაღვლის ბუშტის ანთების დროს.

არსებოსბ ცნობები, რომ სამკურნალო დოზაშო ქრისტესისხლა მოქმედებს წნევის მარეგულირებლად, ნევროზის სამკურნალოდ, ცალკეული ავტორები გამოიყენებენ მას ეპილეფსიის და ასთმის დროს.

ხიდაშელის მიხედვით ქრისტესისხლას სოკოსსაწინააღმდეგო თვისებებიც აქვს

Posted by: Kavkasia 5 Jun 2009, 23:02
Sidonia
QUOTE
ამ თემაში დავწეროთ მცენარეებზე, და მათ სამკურნალო თვისებებზე.

მაგალითად: ფარსმანდუკის ნაყენი ძალიან კარგია ჭრილობისათვის და განგრენის სამკურნალოდ.



TimeRider
QUOTE
ფარსმანდუკი როგორაა რუსულად


ფარსმანდუკი-Achillea millefolium-тысячелистник
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

გამოიყენება აგრეთვე ქრონიკული გასტრიტის, კოლიტის, შარდგამომყოფი გზების ანთებითი დაავადებების დროს.

Posted by: basa-ttt 5 Jun 2009, 23:23
ფარსმანდული შესანიშნავია სისხლდენების დროსაც.
იგი ზრდის შედედებას
ასევე აქვს ალერგიის და ანტების საწინააღმდეგო თვისებები.
ჭრილობების დროს იყენებდნენ ძველად.
ასევე გამოიყენება დღესაც ქალური დაავადებების დროს სისხლდენებისას, ღრძილების ანთებისას - გამოსავლებად,
კიდევ ბუასილის კვანძიდან სისხლდენისას...

Posted by: Kavkasia 6 Jun 2009, 00:38
აღმოსავლეთ საქართველოში ფარსმანდუკს თავყვითელას ეძახიან,რაჭაში და იმერეთში-კრავიკუდას, სვანეთში-მუღმურილ-ს. კახეთში უფრო მეტად ყვითელი ფერის მცენარეა გავრცელებული

http://www.radikal.ru


არის ასევე წითელიც

http://www.radikal.ru

საოცრად ლამაზია და გახმობის დროსაც ინარჩუნებს მკვეთრ ფერს love.gif love.gif

Posted by: RENE_Z 6 Jun 2009, 16:33
ალოე

გააჩნია ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატიკური თვისებები, აქტიურია სხვადასხვა მიკრობების: სტაფილოკო­კების, სტრეპტოკოკების, ნაწლავის და დიფტერიის ჩხირების მიმართ. ალოეს კარგი ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემხორცებელი თვისებები აქვს, გამოჰყავს რადიაციის პროდუქტები. ალოე ეხმარება ორგანიზმს ინ­ფექციებთან ბრძოლაში, კარგი ბიოსტიმულატორია, ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას.
ალოეს წვენი ამაღლებს იმუნიტეტს.
საფენების სახით ნედლ წვენს იყენებენ ჩირქოვანი ჭრილობების, ტროფიკული წყლულების, დამწვრობების, აბ­სცესების, ფურუნკულების სამკურნალოდ. თმის ცვენის დროს მას ღვინოსთან შერეულს იდებენ ან ალოესა და ძმრის ნარევით იბანენ თავს. ალოეს წვენის კომპრესები დასხივებით გამოწვეული თავის დერმატიტის დროს აუმჯობესებს ქსოვილის აღდგენას და თმის ზრდას.
ამჟამად ალოეს სხვადასხვა პრეპარატს თვალის პრაქტიკაში იყენებენ, ასევე იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და­ავადებების, ანემიის, დასხივების, პირის ღრუს ანთებითი დაავადებების და სხვ. დროს.
იყენებენ ფილტვების ტუბერკულოზის დროს, კლიმაქტერულ და პოსტკლიმაქტერულ პერიოდში, ამენორეის დროს. ექსტრაქტი გამოიყენება როგორც არასპეციფიკური საშუალება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლუ­ლის, ქალური დაავადებების, კანის ტუბერკულოზიური წყლულების, სკლეროდერმიის, პერიფერიული ნერვუ­ლი სისტემის ანთებითი დაავადებების დროს.
ალოეს წვენს ან ნედლ ფოთლებს გარეგანი გამოყენების დროს სამკურნალო ეფექტი აქვს დამწვრობების, ტროფი­კული წყლულის, ინფექციური დაავადების, ოსტეომიელიტის, აბსცესის, ფლეგმონის, მწერის ნაკბენის და ზოგი­ერთი სხვა დაავადების დროს. გამოიყენეთ საფენების (1-2ჩ.კ) და მოსხურების სახით ჭრილობებზე და დამწვრო­ბებზე.
მიიღეთ გასტრიტის, ენტერიტის, კუჭშეკრულობის დროს 1 ჩ.კ. 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 3 კვირიდან 2 თვემდე.
ალოე რეკომენდებულია როგორც საფაღარათო საშუალება. ამ მიზნით ალოე ასე მზადდება: 150 გრ. ალოეს ფოთ­ლებს (ეკლიანი კიდეები მოაჭერით) დააქუცმაცეთ ხელით და დაასხით 300 გრ. ცხელი თაფლი (თალი ადუღებამ­დე არ მიიყვანოთ). დააყენეთ დღე-ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ გააცხელეთ, გაწურეთ და მიიღეთ 5-10 გრ. დილით, ჭამამდე 1 საათით ადრე.
მწვავე რინიტის განვითარების შესაჩერებლად ჩაიწვეთეთ ალოეს წვენი თითოეულ ნესტოში 5-8 წვეთი დღეში 3-ჯერ 3-5 საათის ინტერვალით. ნედლი ფოთლების წვენი გამოიყენება ნევრალგიის, თავის ტკივილის და სხვა დაავადებებისას. ასევე საჭმლის მოუნელებლობის დროს და მენსტრუაციის დასარეგულირებლად _ 8-10 წვეთი ერთ ჯერზე.
მიიღეთ ალოეს წვენი 1 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.-ით ადრე ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტ­გოჯა ნაწლავის წყლლულოვანი დაავადების, ანემიის, ბრონქიალური ასთმის დროს, დიზენტერიის შემდეგ და ინფექციური დაავადებების წინაამღდეგ ორგანიზმის იმუნიტეტის ასამაღლებლად.
დასუსტებული ავადმყოფებისთვის და ბავშვებისთვის შემდეგი მკვებავი მასა მოამზადეთ: 100 გრ. ალოეს წვენი, 500 გრ. კაკალი, 300 გრ. თაფლი და 3-4 ლიმონის წვენი. მიიღეთ 1 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.-ით ადრე.
ალოეს ექსტრაქტს თვალის დაავა­დებებისას, ბლეფარიტის, კონიუნქტივიტის, პიგმენტური რიტინიტის, თვალის ნერვის ატროფიის დროს იყენე­ბენ.

Posted by: macaco-fast65 6 Jun 2009, 16:42
ეს ალოე სამკურნალოა ?მე მგონი ეს დეკორატიულია.მეორეა სამკურნალო,მხოლოდ 5 წლის უნდა იყოს .

Posted by: RENE_Z 6 Jun 2009, 16:46
macaco-fast65
მე როგორც ვიცი სამი წლიდან ალოე უკვე სამკურნალოდ ითვლება
* * *
პ.ს. ვინაიდან და რადგანაც ალოეს სამშობლო სამხრეთ აფრიკაა, ჩვენთან ღია გრუნტში არ იზრდება, ამიტომ აქ თითქმის ყველა სახეობა დეკორატიულად ითვლება. იგი ჩვენში უფრო ოთახის მცენარედ ითვლება, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც არ კარგავს თავის სამკურნალო თვისებებს

Posted by: macaco-fast65 6 Jun 2009, 17:32
RENE_Z
ააააა,მე ესთი მაქვს და უკვე 5 წელზე მეტისაა და ყველა მთხოვს ტოტს და მეუბნებიან ხოლმე 5 წლიდან წამლად კარგიაო.

http://www.radikal.ru



კარგად არ ჩანს ,ძალიან დიდია .

Posted by: RENE_Z 6 Jun 2009, 20:04
macaco-fast65
QUOTE
უკვე 5 წელზე მეტისაა და ყველა მთხოვს ტოტს და მეუბნებიან ხოლმე 5 წლიდან წამლად კარგიაო.

ჰო, საკმაოდ დიდი ჩანს, შეგიძლია პატარა ამონაყარები თუ აქვს, გადარგო და ასე გაამრავლო smile.gif

Posted by: macaco-fast65 6 Jun 2009, 20:56
RENE_Z
კი გავამრავლე,სხვებსაც ბევრი მივეცი.ცალკე ქოთნებში ვეღარ ვრგავ ,ზამთარში ადგილი აღარ მაქვს ხოლმე.

Posted by: RENE_Z 21 Jun 2009, 18:43
დაფნა

დაფნის ფოთოლი უნიკალური სამკურნალო საშუალებაა. ის მდიდარია ფიტონციდებით, ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებით, მთრიმლავი ნივთიერებებითა და სხვა სასარგებლო ნაერთებით. მას ორგანიზმიდან წიდის გამოდევნისა და იმუნიტეტის ამაღლების საოცარი უნარი აქვს.

დაფნა მეტად სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით, ტუბერკულოზით, სახსრის პათოლოგიით დაავადებულთათვის. წარმატებით გამოიყენება სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების) და საზოგადოდ პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროსაც (რეკომენდებულია დაფნის ფოთლებისა და ღეროს ღეჭვა).

დაფნა არომატს, სამკურნალო თვისებებსა და სხვა ღირებულებებს გამხმარიც ინარჩუნებს.
პროფილაქტიკისთვის დაფნის ნაყენის მიღება ყველას შეუძლია. მის გამაჯანსაღებელ ეფექტში დარწმუნდებით - გაგიადვილდებათ სუნთქვა, მოძლიერდებით, ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.
ნაყენის მომზადების წესი: აიღეთ 5 გ დაფნის ფოთოლი (ეს დაახლოებით 15 ფოთოლია), ჩაუშვით 300 გ წყალში, წამოადუღეთ და დაახლოებით 5 წუთს დატოვეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ თერმოსში გადაასხით და 3-4 საათს გააჩერეთ. ბოლოს გადაწურეთ და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით, მაგალითად, თითო სადილის კოვზი.

Posted by: RENE_Z 24 Sep 2009, 13:14
QUOTE
სამკურნალო მცენარეები, და მათი სამკურნალო თვისებები


ეს თემა არ უნდა ჩაიძიროს!

თუ ვინმემ იცით სამკურნალო მცენარეებზე, დაწერეთ smile.gif))

კალანხოე (Kalanchoe)

კალანჰოე ჩვენში ცნობილია, როგორც ოთახის დეკორატიული მცენარე.

კალანხოე მოეკუთვნება მსუქანისებრთა ოჯახს. სამკურნალოდ გამოიყენება მისი ფოთლები და ახალგაზრდა ღეროებიდან მიღებული წვენი. იგი შეიცავს: ფლავონოიდებს, მრავალ ნივთიერებებს, ვიტამინებს ც და პ -ს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს.

იგი ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობულ თვისებებს, აჩქარებს შეხორცებას და ასევე აქვს თვისება გაანთავისუფლოს ჭრილობა ნეკროზული ნაწილებისაგან.
ფართოდ გამოიყენება სტომატოლოგიაში და ქირურგიაში.
მისგან ამზადებენ მალამოს, რომელიც გამოიყენება გაძნელებული ჭრილობების შესახორცებლად.
მისი სპირტის ხსნარი გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერების და სხეულზე კაპილარების გასაფერმკრთალებლად.
ასევე კ ა ლ ა ნ ხ ო ე ს სქელ ფოთოლს ჭრიან სიბრტყეზე და იდებენ მეჭეჭზე. ზოგჯერ მხოლოდ 3-4 პროცედურაა საჭირო მეჭეჭების მოსაცილებლად.
უებარი საშუალებაა გაციების, ხველების და სურდოს დროს, უნდა ჩაიწვეთოთ ცხვირში რამდენიმე წვეთი ახლად გამოწურული კალანხოეს წვენი.

http://www.radikal.ru

Posted by: Sidonia 25 Sep 2009, 00:43
ქაცვი გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 2500 მ სიმაღლემდე. გვხვდება მდინარის ნაპირებზე, მთის ფერდობებზე ერთნაირად კარგად იტანს როგორც ზაფხულის სიცხეს, ასევე ზამთრის ყინვასაც.
ამზადებენ ქაცვის მწიფე ნაყოფს. ნაყოფის შეგროვებას აწარმოებენ ხელით, ჩამობერტყვით,ტოტების დამტვრევით (რაც ცხადია აჩანაგებს ქაცვის ბუჩქებს) ან სპეციალური, მოღუნულბოლოებიანი მავთულის პინცეტის საშუალებით და ათავსებენ სპეციალურ ტარაში. ახლადშეგროვილ ნაყოფს ინახავენ არაუმეტეს 3 დღისა გრილ, ბნელ ადგილას, ხოლო გაყინულს – ექვსი თვის განმავლობაში.
ქაცვის ნაყოფი მდიდარია პოლივიტამინებით, დიდი რაოდენობითაა მასში შაქარი (თითქმის 4%), ორგანული მჟავები (2,6%), ვიტამინები B1, B2, C, A, E, P, კაროტინი, თიამინი, რიბოფლავინი, ასევე მდიდარია ვიტამინებით ქაცვის თესლიც.
ქაცვის ქერქში ნაპოვნია სეროტონინი, რომელზედაც წარმოებს ცდები, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებაზე.
ხალხურ მედიცინაში ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ნაყოფს ნახარშის სახით იყენებდნენ კუჭის დაავადების დროს, ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ, ხოლო თესლის ნახარშს – როგორც საღაფარათო საშუალებას. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ, დამწვრობის დროს ხალხურ მედიცინაში ხმარობენ სხვადასხვა წესით სახლში გამოხდილ ქაცვის ზეთს.
მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ქაცვის ზეთი, მოწითალო-ნარინჯისფერი ბლანტი სითხე, რომელიც მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ბევრი ავტორის ცნობით ქაცვის ზეთი ხელს უწყობს უჯრედების ეპითელიზაციის პროცესს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რის გამოც მას ხშირად იყენებენ დამწვრობის, ტროფიკული წყლულის, ნაწოლების, დაჩირქებული ჭრილობების სამკურნალოდ. ეფექტურია მისი მიღება ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტების, ანუსის ნახეთქების, კატარალური და ატროფირებული პროქტიტების, ბუასილის და პაროდონტიტების მკურნალობის დროს.
გამოიყენება გინეკოლოგიაშიც.
ქაცვის ზეთს უნიშნავენ ავადმყოფებს დასალევად საყლაპავი მილის დასხივებისას, სიმსივნეთა მკურნალობის დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის პარალელურად. თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ მთელი კურსის მანძილზე და მისი დამთავრების შემდეგაც 2-3 კვირის განმავლობაში.
ქაცვის ნაყოფის ნახარშს, რომელსაც კუჭის დაავადების დროს სვამენ, ამზადებენ შემდეგნაირად: 3 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით 0,5 ლ ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წთ ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, დაუმატეთ თაფლი (ნატურალური) გემოვნებით და მიიღეთ როგორც ჩაი 2-3 ჭიქა დღეში (უმჯობესია უზმოზე).
ტოტების და ფოთლების ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ ერთი სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფოთლები და ტოტები, დაასხით ცივი წყალი 0,5 ლ, ადუღეთ 5 წთ-ის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. გააცივეთ 30 წთ, გაწურეთ და მიიღეთ ერთ ჯერზე. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.
ნაყოფისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენება როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება. 2 სუფრის კოვზ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 2-4 სთ-ით მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. დალიეთ 150 მლ 2-ჯერ დღეში ჭამის წინ, დილას და საღამოს. ასევე შეიზილეთ თავის კანში საღამოს ყოველდღიურად.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის დროს სვამენ ქაცვის ზეთს (1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-4 კვირის განმავლობაში). მკურნალობის პირველი 3-4 დღის მანძილზე ძლიერდება გულძმარვა, მჟავე ბოყინი. ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად ქაცვის ზეთში, მიღებამდე, გაურიეთ 2% სოდის ხსნარი 1/4 ჭიქა, კარგად შეანჯღრიეთ და ისე მიიღეთ. სისტემატური მიღების დროს მცირედ ან სრულად ქრება ტკივილი, ძმარვა, ბოყინი. კუჭის მჟავიანობაზე ქაცვის ზეთი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს.
საზოგადოდ, ქაცვის მიღების დროს გვერდითი მოვლენები არ შეინიშნება. ქაცვის ზეთის მისაღებად გაჭლეტილ, წვენგამოწურულ მასას დაასხით ასეთივე რაოდენობით მზესუმზირის რაფინირებული ზეთი (უმჯობესია ზეითუნისა). ნარევი შედგით ჰაერღუმელში წყლის აბაზანით და გააჩერეთ იქ 24 სთ-ის განმავლობაში 60 გრადუს ტემპერატურაზე. უფრო მაღალი ტემპერატურის დროს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები იშლება და მიღებულ ზეთს ეკარგება სამკურნალო თვისებები. შემდეგ შეგრილებული ნარევი გაწურეთ. თუ გინდათ მიიღოთ უფრო დიდი პროცენტული შემადგენლობის ქაცვის ზეთი, წვენგამოწურულ ახალ მასას დაასხით უკვე მიღებული ქაცვის ზეთი და იგივე პროცედურა გაიმეორეთ. ორი, სამჯერადი გამეორებით მიიღება მაღალი ხარისხის ქაცვის ზეთი. შეინახეთ გრილ ადგილას, ბოთლებში. ერთი კვირის შემდეგ ზეთი გაფილტრეთ.

Posted by: Sidonia 25 Sep 2009, 00:47

ვარდკაჭაჭა გვხვდება მდელოებში, ბალახოვან, მიტოვებულ, დაუმუშავებელ ადგილებში, გზის პირებსა და დასახლებულ ადგილებში.
ნედლეულად იყენებენ ფესვებს, იშვიათად მიწისზედა ნაწილს.
ფესვებს ამზადებენ სექტემბერ-ოქტომბერში, ან ადრე გაზაფხულზე. უმჯობესია წვიმის შემდეგ, რადგან ნიადაგი სველია და მცენარე მიწიდან ადვილად ამოდის. ნედლეულს აშრობენ საშრობებში ან ღუმელებში. გამომშრალი ფესვი გადაღუნვისას ტყდება. მცენარის მიწისზედა ნაწილებს აგროვებენ ივნის-აგვისტოში და მზეზე აშრობენ.
ვარდკაჭაჭას ფესვის შემადგენლობაში შედის ინულინი და მწარე ნივთიერებების კვალი. ფოთლებში - ლაქტონები, ტრიტერპენები, ყვავილებში - კუმარინის გლიკოზიდი.
ვარდკაჭაჭა ერთ-ერთი ყველაზე კარგი სამკურნალო მცენარეა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების სამკურნალოდ, იგი აძლიერებს ნაღვლის სეკრეციას. განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა პორტალური სისხლის მიმოქცევის არეში შეგუბების დროს, რადგან მას არამარტო შარდმდენი მოქმედება აქვს, არამედ აუმჯობესებს გულის მუშაობასაც. ასეთ შემთხვევებში ნახარშს შემდეგნაირად ამზადებენ: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს (ფესვები და მიწისზედა ნაწილები) ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელ წყალს, ახურავენ თავსახურს, ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 20-30 წთ-ით. შემდეგ აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე 10-15 წთ, გადაწურავენ, ავსებენ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. იღებენ 1/3 ჭიქას 3-ჯერ დღეში.
ვარდკაჭაჭა გამოიყენება როგორც ნაღვლმდენი, საჭმლის მონელების მარეგულირებელი და სისხლში შაქრის რაოდენობის შემამცირებელი საშუალება. იგი აძლიერებს კუჭ-ნაწლავის წვენის სეკრეციას და პერისტალტიკას, მადის აღმძვრელია. ზოგიერთი მკვლევარის მონაცემების მიხედვით 200-300 გ ნედლეულის მიღების შემედგ სისხლში შაქრის რაოდენობა იკლებს 18-44%-ით. ვარდკაჭაჭას ფესვი მდიდარია ინულინით და ამიტომ აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.
ვარდკაჭაჭას პრეპარატებს ხშირად იყენებენ როგორც მადის აღმძვრელ კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებელ საშუალებას. განსაკუთრებით გასტრიტების, კოლიტების, ენტერიტების დროს; ამისათვის ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელ წყალს, ახურავენ თავსახურს, ათავსებენ წყლის აბაზანში 15 წუთით. აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურავენ. იღებენ 1/3-1/2 ჭიქას ჭამის წინ.
ვარდკაჭაჭას ხშირად ხმარობენ როგორც საერთო გამამაგრებელ, სისუსტის საწინააღმდეგო საშუალებას. ამ დროს ნაყენებსა და ნახარშებს იღებენ რეგულარულად ჭამის წინ.
სისხლნაკლებობის დროს სვამენ მცენარის ახალ წვენს რძესთან ერთად (1 სუფრის კოვზი წვენი, 1/2 ჭიქა რძე) 3-4-ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში.
ბევრგან ვარდკაჭაჭას სპეციალურად აშენებენ სალათების მოსამზადებლად შაქრიანი დიაბეტის დროს დიეტური მკურნალობისათვის.
ხალხურ მედიცინაში ცნობილია მისი დამამშვიდებელი მოქმედება, ამიტომ, ვარდკაჭაჭას გამოყენებას ურჩევენ ნერვული აღგზნების, ისტერიკის, იპოქონდრიის დროს, თუმცა მისი მოქმედების ეფექტი კატაბალახასა და შავბალახას მოქმედებას ვერ უტოლდება.
ვარდკაჭაჭას ნაყენებს იყენებენ კანზე გამონაყარის, ფერიმჭამელების, ძირმაგარების დროს. ძლიერი ნაყენები და ნახარშები გამოიყენება ძველი ჩირქოვანი ჭრილობების, წყლულებისა და ეგზემის სამკურნალოდ. დიათეზის დროს ბავშვებს უკეთებენ მის აბაზანებს.
ვარდკაჭაჭას ფესვებისაგან იღებენ ფრუქტოზას და სპირტს. მისგან შესაძლებელია ნატურალური ყავის შემცველის მიღება. ამისთვის ნაჭრებად დაჭრილ ფესვებს ხალავენ და შემდეგ ფქვავენ. ფესვებისაგან მიღებულ ფხვნილს ურევენ ნატურალურ ყავას. საუკეთესო თანაფარდობაა 3:1 (3 წილი ყავა, 1 წილი ვარდკაჭაჭა). შეიძლება მომზადდეს ვარდკაჭაჭას სასმელი შემდეგნაირად: 1 სუფრის კოვზი ფხვნილი 0,5 ლ წყალზე. ადუღებენ 2-3 წთ და შემდეგ ფილტრავენ.
შუა აზიაში უძველესი დროიდან კანის ჩირქოვან დაავადებებს, ძველ წყლულებს, სირსველს მკურნალობენ ვარდკაჭაჭას ნაცრით.
ავიცენას მიხედვით ვარდკაჭაჭას საფენები კარგი საშუალებაა ქვეწარმავლების, მორიელის, კრაზანებისა და ხვლიკების ნაკბენის დროს.

Posted by: Sidonia 25 Sep 2009, 00:54
ორკბილას აგროვებენ აყვავებამდე ან ყვავილობის დასაწყისში. ამ დროს ჭრიან თოთო კენწეროებსა და ფოთლებს, ხოლო გვიანი შეგროვების დროს ჭრიან მხოლოდ გვერდითი ტოტების წვეროებს. აშრობენ ჩრდილში, სხვენზე ან ფარდულებში თხელ ფენად გაშლილს. გამხმარ ნედლეულს ინახავენ მშრალ, ბნელ ადგილას, ქაღალდის პარკებში. შენახვის ვადა ორი წელია.
ორკბილა შეიცავს ფლავონოიდებს, კუმარინებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ლაქტონებს, ამინებს, დიდი რაოდენობით მანგანუმს.
ორკბილას ახასიათებს ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები. მას ფართოდ იყენებენ დიათეზიანი ბავშვების სამკურნალოდ აბაზანების სახით.
ხალხურ მედიცინაში ორკბილას იყენებენ როგორც სუსტ შარდმდენ და ოფლისმომგვრელ საშუალებას, აგრეთვე სასუნთქი გზების დაავადების დროსა და მადის მომგვრელ საშუალებას. ზოგჯერ მას ხმარობენ რაქიტის, ნიკრისის ქარების, ღვიძლის დაავადების დროს. ორკბილას ახასიათებს სუსტი დამამშვიდებელი თვისება.
ორკბილას ნაყენის მოსამზადებლად 10 გრ (3 სუფრის კოვზი) ბალახი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და გააცხელეთ მდუაღერ წყლის აბაზანაში 15 წუთი, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი შეავსეთ საწყის მოცულობამდე ანადუღარი წყლით (200 მლ), მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ოფლის და შარდმდენ საშუალებად ორკბილას ნაყენი შემდეგნაირად მზადდება: 1 სუფრის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 10 წუთი და მიიღეთ 2-3-ჯერ დღეში თითო სუფრის კოვზი. ასეთივე სახით მომზადებულ ნაყენს თუ გააჩერებთ 10-12 საათს თბილ ადგილას და შემდეგ 1/3-1/2 ჭიქას მიიღებთ 2-3-ჯერ, იგი კარგი სისხლგამწმენდი საშუალებაა.
აბაზანებისათვის ყოველ 10 ლიტრ წყალზე იღებენ 1 ჩაის ჭიქა ნაყენს, საზოგადოდ, ნაყენს ინახავენ გრილ ადგილას არაუმეტეს ორი დღე-ღამისა.

Posted by: Sidonia 25 Sep 2009, 00:58
ურთხელისებრთა ოჯახის 20-25 (32) მ სიმაღლის ორსახლიანი ხეა 1,5 მეტრამდე დიამეტრითა და მოწითალო-მოყავისფრო თხელი ქერქით. ზემოდან მუქმწვანე, ქვემოდან ბაცი, ბრტყელი, ხაზურა და შიშველი წიწვები 2-3,5 სმ სიგრძისა და 2-2,5 მმ სიგანისაა. მისი სქესგაყოფილი ყვავილები ცალ-ცალკე გაბნეულია ვარჯში. თესლი შემოხვეულია წითელი ხორცოვანი საჭმელად ვარგისი თესლით, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება და ტკბილი წვენით ივსება.
საქართველოში ურთხელი საკმაოდ ფართო არეალითაა წარმოდგენილი, მაგრამ რაოდენობრივად მეტად მცირეღა შემორჩა, საუკუნეების განმავლობაში დაუზოგავი გაძლიერებული ექსპლუატაციის გამო. ამჟამად ყველაზე დიდი რაოდენობით იგი მხოლოდ ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში შემორჩა 100 ჰექტარ ფართობზე. მდ. ალაზნის ზემოწელში, პანკისის ხეობაში.
ზღვის დონიდან გვხვდება 1500 მეტრ სიმაღლემდე, მაგრამ ოპტიმალური ზრდა მას 1200 მ სიმაღლის ფარგლებში ახასიათებს.
მიუხედავად საკმაოდ ვრცელი არეალისა, ამჟამად გადაშენების ზღვარზე მდგომი მცენარეა და ენერგიულ დაცვას საჭიროებს. საუცხოოა გამწვანებისათვის.
საჭმელად ვარგისია როგორც რბილი თანათესლი, ასევე თესლის გულიც, რომელიც 30-38 (11-12)% ზეთს შეიცავს.
ქერქისგან ხდიან წებოს. ყლორტები და წიწვები წამლავს ცხენს, ჯორს და სახედარს. მსხვილფეხა რქოსანი საქონლისთვის ყლორტები და წიწვები ნაკლებ ტოქსიკურია. მათ ადრე დასავლეთის ქვეყნებში საკვებად აძლევდნენ მეწველ საქონელს წველადობის გაზრდის მიზნით. წიწვებს იყენებდნენ გულის სამკურნალოდ და წყლისადმი შიშის დასაოკებლად.

Posted by: Sidonia 25 Sep 2009, 01:02
სამკურნალოდ გამოიყენება ახალგაზრდა ფოთლიანი ყლორტები. ისინი შეიცავენ ალკალოიდის მსგავს ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, სპირტებს, ქოლინს, ამინომჟავებს და სხვა.
ფითრის ყლორტებს აგროვებენ გვიან შემოდგომით, როდესაც ძირითადი მცენარის ფოთლები ჩამოცვივა. აშრობენ საშრობებში ან თბილ ნაგებობებში, წინასწარ ამტვრევენ 5-10 სმ სიგრძის ნაჭრებად.
ფითრის სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს იყო ცნობილი. ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ როგორც სისხლისაღმდგენ, შემკვრელ საშუალებას, ხმარობენ აგრეთვე ეპილეფსიის სამკურნალოდ.
ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ ფითრის ფოთლების ექსტრაქტი დაბლა სწევს არტერიულ წნევას და შესაძლებელია მისი გამოყენება ჰიპერტონული დაავადების საწყის სტადიაში. ასეთივე შედეგი აღინიშნება კლიმაქტერული ჰიპერტონიით დაავადებულთა მკურნალობის დროსაც.
ნაყენის მოსამზადებლად 15 გრ ფოთოლი მოათავსეთ მომინაქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩიას ჭიქა მდუღარე წყალი. ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით, შემდეგ გადმოიღეთ, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში.
ნახარშის მისაღებად 6-8 გრ ფოთოლი მოათავსეთ მომინაქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 20-30 წთ-ის განმავლობაში, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10-15 წთ, შემდეგ დოლბანდზე გადაწურეთ და შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.

Posted by: RENE_Z 25 Sep 2009, 09:16
ოხრახუში

ოხრახუშის ფოთლები და თესლი შეიცავს ეთერზეთს, კაროტინს, ვიტამინ C-ს.
ხალხურ მედიცინაში ოხრახუში გამოიყენება როგორც შარდმდენი გულისა და თირკმელების დაავადებების, შარდის ბუშტის ანთების, მუცლის შებერილობის, მენსტრუაციული ციკლის დარღვევის დროს.
ოხრახუშის წვენი ლიმონის წვენთან შერეული გამოიყენება ჭორფლის მოსაცილებლად.


Posted by: RENE_Z 25 Sep 2009, 09:19
ისპანახი

ისპანახის უმი ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს, ამიტომ რეკომენდებულია მისი გამოყენება სალათებში. მოხარშვის შედეგად ორგანული ნივთიერებები გადაიქცევა არაორგანულად და წარმოქმნის უხსნად მარილებს. ამიტომ მიღება ეკრძალებათ თირკმელით, ღვიძლითა და პოდაგრით დაავადებულ ადამიანებს.
ისპანახის ცოცხალი წვენი სტაფილოს წვენში შერეული უხდება ნაწლავებს, განსაკუთრებით შეკრულობის დროს.
მოხარშული ისპანახის კერძი უნდა მივირთვათ გამზადებისთანავე ან შევინახოთ მაცივარში, რადგან თბილ ადგილზე მასში წარმოიშობა აზოტოვანი ნაერთები


Posted by: RENE_Z 25 Sep 2009, 09:23
კამა

კამა სანელებელი, არომატული სუნის მქონე მცენარეა. მისი თესლი შეიცავს ეთერზეთს, ცხიმოვან მჟავას, ფოთლებში ვიტამინი C და კაროტინია.
კამის ფოთოლი ნაყენის სახით გამოიყენება ჰიპერტონიული დაავადების I და II სტადიის სამკურნალოდ. ეს მცენარე სასარგებლოა ნაწლავების შებერილობის დროს, აქვს შარდმდენი მოქმედებაც


Posted by: RENE_Z 25 Sep 2009, 09:27
ხახვი
კვებითი ღირებულებით ის მესამე ადგილზეა, ჭარხლისა და ოხრახუშის შემდეგ. შაქარი კი მასში საზამთროზე მეტია, ოღონდ შაქარი ეთერზეთებით არის "შენიღბული". სწორედ ეთერზეთები აძლევენ მას დამახასიათებელ გემოს და გვაღვრევინებენ ცრემლებს
მინერალური ნივთიერებები მასში საკმაოდ მრავლადაა, აღმოჩენილია 18 (!). განსაკეთრებით დიდი რაოდენობითაა კალიუმი და ფოსფორი.
საკმაოდ შთამბეჭდავია ვიტამინების რაოდენობაც. მაგალითად C ვიტამინი 10 მგ %. ეს უფრო მეტია ვიდრე გოგრასა და ყურძენში, რომ არაფერი ვთქვათ ბროწეულზე, მსხალსა და ლეღვზე... თუ რგოლებად დავჭრით და რაიმე კერძს ასე უმად მოვაყრით C ვიტამინის შემცველობა მასში კიდევ უფრო გაიზრდება.
ხახვის სარგებლიანობა იმდენად მაღალია, რომ არსებობს მისი მოხმარების სამედიცინო ნორმებიც კი, მოზრდილმა ადამიანმა ის წელიწადში 7 კგ უნდა მიირთვას.
ხახვში ასევე ბევრია ფიტონციდები (ნივთიერებები რომლებიც ებრძვიან ვირუსებს).ამიტომ ხახვი გვეხმარება გაციებისას. მისი წითელი და იასამნისფერი სახეობებისაგან მომზადებული წვენი და ფაფა დამღუპველად მოქმედებენ სოკოზეც კი.
ხახვისაგან ამზადებენ პრეპარატებს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის.


Posted by: RENE_Z 25 Sep 2009, 09:30
კომბოსტო

კომბოსტოს ფოთლების შემადგნელობაში უამრავი სასარგებლო ნივთიერებები შედის, რომლებიც შენარჩუნდება მხოლოდ მწნილში, მოხარშვის დროს ზოგიერთი ვიტამინი იშლება. თუ ცოცხალი სახით კომბოსტო სასარგებლოა სიმსუქნისა და წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ, მოხარშული და მოშუშული სახით კი პირიქით, მავნებელია.
კომბოსტოს წვენს თაფლთან ერთად ღებულობენ ძლიერი ხველისა და ხმის დაკარგვის დროს.


Posted by: RENE_Z 25 Sep 2009, 09:34
ნიახური


საკვები და სამკურნალო მიზნისათვის იყენებენ ნიახურის ფოთლებსა და ძირებს, რომელიც შეიცავს ვიტამინებს (C, B1, B2, PP), კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, ნატრიუმს.
ხალხური მედიცინა ნიახურის მიღებას ურჩევს ქრონიკული შეკრულობის, თირკმელების დაავადების, დერმატიტის, ალერგიული გამონაყრის შემთხვევაში. გამოიყენება უმი ან ნახარშის სახით.



Posted by: RENE_Z 25 Sep 2009, 09:37
ნიორი


ხალხურ მედიცინაში ნიორს იყენებენ გრიპის, მალარიის, ანგინის, პირის ღრუს ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. ნივრის წვენი კარგია მეჭეჭების მოსაცილებლადაც.
ნივრის მიღება ეკრძალებათ კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, გულის დაავადებების დროს.


Posted by: RENE_Z 25 Sep 2009, 09:42
ბარდა


ბარდა პარკოსანთა ოჯახის მცენარეა. მისი თესლი შეიცავს 50%-მდე სახამებელს, 1,5% ცხიმებს, 2% ცილებს. მწვანე მარცვლებში ბევრია ვიტამინები (A, B1, B2, C, PP), ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი.
ხალხურ მედიცინაში ბარდას თესლების ნახარში გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლის კენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, ამავე მიზნით იღებენ ბარდას ფოთლების ნახარშსაც. ფოთლებს იღებენ ყვავილობის პერიოდში და აშრობენ ჩრდილში.
ბარდას მარცვლების ფქვილისაგან მომზადებული ცხელი საფენები გამოიყენება ფურუნკულის (ძირმაგარას) სამკურნალოდ.


Posted by: RENE_Z 25 Sep 2009, 09:46
ბოლოკი

საკვები კულტურა-ბოლოკი კარგად ინახება და მთელი წლის განმავლობაში არ კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს. იგი შეიცავს: ცილას, სახამებელს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს (B1, B2, C, PP), ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, ფიტონციდებს, ეთერზეთებსა და სხვა.
ბოლოკი მადის აღმძვრელია, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აქვს ნაღველმდენი და შარდმდენი თვისებები. განსაკუთრებით სასარგებლოა შავი ბოლოკი. თაფლში შერეული შავი ბოლოკის წვენი კარგი ამოსახველებელი საშუალებაა ბრონქიტის, ყივანახველას დროს, ბოლოკი შლის კენჭებს თირკმელებსა და შარდის ბუშტში. გახეხილი ფაფა გარეგანი სამკურნალო საშუალებაა სახსრების ანთების, რევმატული და პოდაგრული ანთებების, რადიკულიტის, ეგზემის დროს.
ბოლოკის სპირტიანი ნაყენი გამოიყენება სახის კანის გასაწმენდად (ჭორფლის მოცილებისათვის).
ბოლოკის მიღება არ შეიძლება წყლულოვანი დაავადებების, ჰიპერაციდული გასტრიტის, ნაწლავების ანთების, ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაავადებების დროს.


Posted by: RENE_Z 25 Sep 2009, 09:51
კიტრი


კიტრი შეიცავს წყალს, ნახშირწ###ბს, ცილებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს (B1, B2, PP), რკინას, ფოსფორს, მაგნიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, კალიუმს. იგი აუმჯობესებს მადას, აადვილებს ცხიმებისა და ცილების შეწოვას, აქვს ნაღველმდენი, შარდმდენი და საფაღარათო თვისება. კიტრის წვენი სახიდან აშორებს ჭორფლსა და პიგმენტურ ლაქებს.

Posted by: RENE_Z 25 Sep 2009, 09:56
პომიდორი
პომიდორი შეიცავს მრავალ სასარგებლო ნივთიერებას: ლიმონის მჟავას, სხვადასხვა ვიტამინს (A, B1, B2, P, K), ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, კარგია ათეროსკლეროზით დაავადებულთათვის.
პომიდორის მიღება ეკრძალებათ კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის და ელენთის დაავადებების დროს.
პომიდორი აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას და ამცირებს ქოშინს, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მეცნიერები, რომლებმაც ბრონქული ასთმითა და ფილტვების სხვა პათოლოგიით დაავადებული 2,5 ათასი ადამიანი გამოიკვლიეს. მეცნიერებმა შეისწავლეს ურთიერთკავშირი კვების ხასიათსა და ფორსირებულ ამოსუნთქვას შორის, რომელიც ბრონქების გამტარობას ასახავს.
პომიდვრით მდიდარი დიეტა საგრძნობლად ამსუბუქებს დაავადებული ფილტვების მქონეთა მდგომარეობას, ამცირებს ქოშინს. მედიკოსები ასეთი ეფექტის მიზეზად მიიჩნევენ ბოსტნეულში არსებულ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე მინარევებისგან იცავს.

Posted by: RENE_Z 25 Sep 2009, 10:00
სალათი

სალათი განსაკუთრებულ ფასეულობას იძენს როდესაც საქმე ეხება მასში შემავალ ფოლაცინს. ეს ვიტამინი იკარგება თერმული დამუშავებისას. ღვიძლში, ხორბალსა და ჭვავის ფქვილში ის უხვადაა, მაგრამ ამ პროდუქტებს უმად ვერ მიირთმევ, ხოლო გაცხელებისას ფოლაცინის 80% იკარგება. სხვა საქმეა ფოთლოვანი კულტურები და მათ შორის სალათი. ამ ვიტამინის სახელწოდებაც მოდის ლათინური "ფოლიუმ"-იდან, რაც ფოთოლს ნიშნავს.
ფოლაცინი ყველასათვის აუცილებელია, ის ერითროციტების ფორმირებისთვისა, შაქრის ათვისებიშტვის არის საჭირო. განსკუთრებით მნიშვნელოვანი კი მომავალი დედებისათვის და ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვისაა.
კუჭ-ნაწლავის დაავადებებთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია ფოლაცინისა და ბეტა-კაროტინის (პროვიტამინი A) ერთობლიობა. ბეტა-კაროტინი კი სალათში ისეთივე რაოდენობითაა როგორც ამ ვიტამინის სხვა მნიშვნელოვან წყაროში ტკბილ წიწაკაში. სალათი შეიცავს ბევრ ორგანულ მჟავებს, რომელთა ნაწილი თავის მხრივ ებრძვის პათოგენურ მიკროორგანიზმებს.

Posted by: Sidonia 25 Sep 2009, 11:20
ბზინდა ყვავილობს ივნის-აგვისტოში, თესლი კი სექტემბერ-ოქტომბერში შემოდის.
იზრდება გზის პირებზე, საძოვრებზე, ბაღებსა და მინდვრებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
აგროვებენ აბზინდას ფოთლებსა და აყვავებულ წვეროებს, ყვავილობის დაწყებამდე ან ყვავილობის დასაწყისში: აყვავებულ ნორჩ წვეროებს (გაუხეშებული ღეროების გარეშე) ჭრიან დანით. აშრობენ ჩრდილში (სხვენზე, ფარდულში) კარგი ვენტილაციის პირობებში ქაღალდზე თხელ ფენად გაშლილს, ხშირად აბრუნებენ. გამხმარი ნედლეულის შენახვა უმჯობესია ქაღალდის პარკებში; შენახვის ვადა 2 წელია.

აბზინდას ნედლეული შეიცავს ეთერზეთს 2%-მდე, რომლის შემადგენლობაში შედის ტუიოლი, ტუიონი, პინენი, კადინენი, ფელანდრენი და სხვა.
გარდა აღნიშნულისა, აბზინდას ბალახი შეიცავს ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას, ლაქტონებს. მწარე ნივთიერებები ანაბზინტინი და აბზინთინი განაპირობებენ მის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას.
ჯერ კიდევ ავიცენა აბზინდას ხმარობდა როგორც მადის მომგვრელ საშუალებას, ხოლო სალერნოს სკოლაში მას იყენებდნენ ზღვის ავადმყოფობის დროს. ხალხურ მედიცინაში

აბზინდას იყენებენ გაზების დაგროვების საწინააღმდეგოდ, ჭიების დასაყრელად, სისხლნაკლებობის დროს. მისი ნაყენი კარგი საშუალებაა პირის ღრუში გამოსავლებად არასასიამოვნო სუნის დროს.
მედიცინაში აბზინდის პრეპარატებს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების სტიმულირებისათვის, ნაღვლის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და კუჭის წვენის სეკრეციის გასაძლიერებლად.

უნდა გახსოვდეთ, რომ აბზინდას ხანგრძლივი და დიდი დოზებით გამოყენება არ შეიძლება, რადგან იწვევს პირღებინებას, მოწამვლას.

მომზადების წესი

აბზინდას ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 10 გრ (ორი სუფრის კოვზი) გამხმარი ბალახი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე და მოათავსეთ მდუღარე წყლის აბაზანაში, ადუღეთ 15 წთ, შემდეგ გააჩერეთ 45 წთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე (1 ჩაის ჭიქა). შეინახეთ გრილ ადგილას არა უმეტეს 2-3- დღე-ღამისა. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.
მრგვალი ჭიების დასაყრელად იკეთებენ აბზინდას ნაყენის ოყნას.
შესაძლებელია აბზინდას ჩაის მომზადებაც: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ აბზინდას დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წთ, გადაწურეთ, მიიღეთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ნახევარი საათით ადრე ჭამის წინ.
ავიცენა მიუთითებდა, რომ აბზინდას ნახარშის ორთქლი აყუჩებს ყურის ტკივილს, ხოლო მისი დალევა ღვინის სმის წინ აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, ნაბახუსევზე, იგი კარგ შედეგს იძლევა თვალების ანთების დროსაც. ღვიძლზე, კუჭზე გაკეთებული აბზინდის საფენების დადება ამცირებს ტკივილს ამ ორგანოებზე, ხოლო მისი წვენი ძმართან ერთად შველის სოკოთი და კონიოთი მოწამვლის შემთხვევაში.


Posted by: RENE_Z 25 Sep 2009, 16:32
ჭარხალი

წითელი ჭარხლით მკურნალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჭარხალს წარმატებით იყენებდნენ თავიანთ პრაქტიკაში ავიცენა, ჰიპოკრატე, გალენუსი, პარაცელსიუსი, დიოსკორიდე და სხვანი. ანტიკური საბერძნეთის ექიმები ჭარხლის წვენით მკურნალობდნენ ანემიას, საჭმლის მომნელებელი

ტრაქტისა და ლიმფური სისტემის პათოლოგიებს. ამ სამკურნალო საშუალებას უძველესი დროიდან იყენებდნენ არაბები და სპარსელებიც. აღმოსავლური მედიცინის საუნჯეში ჭარხლის წვენით მკურნალობის არაერთი საინტერესო რეცეპტია შემონახული. ჭარხლის წვენის უნიკალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღირებულებას ვიტამინების შემცველობა, კალიუმის, იოდის, რკინის, ცილებისა და უჯრედისის კომბინაცია განსაზღვრავს. ის მდიდარია ბეტაინით, ბეტანინით, P1 ვიტამინით, წმენდს ორგანიზმს წიდებისა და მავნე ქოლესტერინისგან, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ნივთიერებათა ცვლას, მიკროცირკულაციას, ამაგრებს სისხლძარღვებს. ამ თვისებების გამო ჭარხლის წვენი ძველთაგანვე გამოიყენება ალერგიულ რეაქციათა, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიული დაავადების, ღვიძლის, სახსრების, ფარისებრი ჯირკვლის, სისხლის სხვადასხვა პათოლოგიის სამკურნალოდ. უკანასკნელი ათწლეულის გამოკვლევებით დადგენილია, რომ წითელ ჭარხალში შემავალი ბეტაინი და ბეტანინი აუმჯობესებს ცილების შეთვისებას და აქტიურად მონაწილეობს ქოლინის წარმოქმნაში. ქოლინი აძლიერებს ჰეპატოციტების (ღვიძლის უჯრედების) ფუნქციას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, აწესრიგებს ორგანიზმში ცხიმოვან ცვლას, ხელს უწყობს კაპილარების განმტკიცებას. ჭარხალში შემავალი ძნელად მოსანელებელი უჯრედისის, პექტინებისა და ორგანული მჟავების წყალობით (საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მათი გადაადგილებისდა კვალად) აბსორბირდება (შეიწოვება და იბოჭება) და ორგანიზმიდან გამოიყოფა მიკრობული წარმოშობის მავნე, შხამიანი ნივთიერებები, მძიმე მეტალთა მარილები, რადიაქტიური იზოტოპები, ჭარბი ქოლესტერინი და ორგანიზმისთვის არასასურველი მრავალი სხვა ნივთიერება. დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდებულია რეგულარულად, დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1/4 ჭიქა ჭარხლის წვენის მიღება. სასურველია, წვენი უშუალოდ მიღების წინ გამოწუროთ - ახალგამოწურული წვენი ბევრად უფრო სასარგებლოა. იგი ორგანიზმს ავსებს 2,5-ჯერ მეტი აქტიური ჟანგბადითა და ორვალენტიანი რკინით, რომელიც ასე აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისთვის. თუმცა აღსანიშნავია ერთი ფაქტორიც: ჭარხლის ახალგამოწურულ წვენს ზოგიერთის ორგანიზმი ვერ იღებს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, მკურნალობა მცირე დოზით (1 ჩაის კოვზით) დაიწყოთ და თანდათანობით გაზარდოთ 1 ჭიქა დღიურ ულუფამდე. ახალგამოწურული წვენის აუტანლობის შემთხვევაში (თუ თავბრუხვევამ, გულისრევამ, წნევისა და პულსის ვარდნამ, ზოგადმა სისუსტემ შეგაწუხათ), გირჩევთ, გაწურული წვენი 1-2 საათით მაცივარში დააყოვნოთ და ამის შემდეგ მიირთვათ. კარგია ასევე 150-200 გრამი მოხარშული ჭარხლის რეგულარული მიღება სადილად. ეს ბოსტნეული, გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

Posted by: RENE_Z 25 Sep 2009, 16:42
სტაფილო

შეიცავს: C, B1, B2 ვიტამინებს, α-, β-, γ-, ε- კაროტინოიდებს, ეთერზეთებს, კუმარინებს,ლიკოპინს,ორგანული მჟავებს ,პანთოთენის მჟავას, ფიტოენს, ფიტოფლუინს, ლავონოიდებს, ფურანოქრომონებს, შაქრებს, ცხიმებს,ცხიმოვანი ზეთებს.
სტაფილო – ფ, ს, უ, ლ, ზზ და ი ჯგუფის ვიტამინების, კალიუმის მინერალური მარილების, რკინის, თუთიის, იოდის, ფრუქტოზისა და კაროტინის დიდი შემცველობის წყალობით, ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა.
სტაფილოს მედიცინა ძირითადად კაროტინის მისაღებად იყენებს;
იღებენ ვიტამინების ნაკლებობისას;
ნაყოფებისა და თესლებისაგან ამზადებენ პრეპარატს " დაუკარინი". მას იყენებენ კორონარული უკმარისობის, სტენოკარდიული შეტევების და ათეროსკლეროზის დროს;
რიგი მონაცემებით წვენს აქვს სპაზმოლიტური, ქვების დამშლელი თვისებები.
იყენებენ პიელონეფრიტის, ქოლეცისტიტის, სანაღვლე გზების დისკინეზიის დროს
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ბეტა–კაროტინი ფ ვიტამინად გარდაიქმნება, რომელიც ახალგაზრდა ქალების ჯანმრთელობისათვის მეტად საჭიროა. ეს უძლიერესი ანტიმჟანგავი ორგანიზმს დაბერებისა და გადაღლისაგან იცავს. სტაფილო აუცილებელია ორსულებისათვის, რომელთაც ჯანმრთელი შვილის გაჩენა სურთ. ეს ძირხვენი მეტად სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანის სიმშრალე, ფრჩხილებისა და თმის მტვრევა აწუხებს. სტაფილო სისხლს წმენდს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რითაც გულ–სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარებას ამცირებს.
მსოფლიოს ყველა ექიმის რეკომენდაციაა ყოველდღიურად სტაფილო ჭამოთ ან უზმოზე სტაფილოს ახალგამოწურული წვენი დალიოთ. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ახლომხედველობის, კონიუნქტივიტის, ბლეფარიტისა და თვალების სწრაფად დაღლის დროს. სტაფილოს ერთ–ერთი სამკურნალო თვისება ისაა, რომ თვალის ბადურას ამაგრებს.
ამერიკელი მეცნიერების ბოლო გამოკვლევებით, სტაფილო შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერება ფალკარინოლს, რომელიც კიბოს უჯრედების განვითარებას ერთი მესამედით აბრკოლებს. ხოლო სტაფილოს ახალგამოწურულ წვენს სამკურნალო, გამაახალგაზრდავებელი და მატონიზირებელი ეფექტი აქვს. ღრძილების გასამაგრებლად მეტად სასარგებლოა სტაფილოს ღრღნა, ხოლო სტომატიტის დროს – პირის ღრუში სტაფილოს წვენის გამოვლება. ეს ბოსტნეული რეკომენდებულია ცისტიტის, კუჭში შეკრულობის, ბუასილისა და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს. მას ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებები გამოაქვს და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
სტაფილო ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, ციკლის სტაბილიზაციასა და მენსტრუაციის აღდგენაზე ეფექტურად ზემოქმედებს. სტაფილოს წვნიანი მეტად სასარგელბოა ბავშვებისათვის, რომელთაც კბილები ამოსდით.
შენიშვნა: ნაწლავების ანთების, კუჭის წყლულისა და გასტრიტის გამწვავების პერიოდში უმი სტაფილოს გამოყენება რეკომენდებული არ არის!


Posted by: RENE_Z 25 Sep 2009, 16:49
გოგრა


ნაყოფის რბილობიდან სამრეწველო დანიშნულებით იღებენ კაროტინოიდებს .
კაროტინის მისარებად გოგრას აცლიან თესლებს და წინასწარ ასილოსებენ. გოგრის მზა სილოსი იკეთებს ზედა მკვრივ ფენას, რომელიც შეიცავს 250-350 მგ/კაროტინს . ამ მასას აცუცმაცებენ გადაიტანენ და ქიმიური რეაქციით გამოყოფენ კაროტინს.
გოგრის ნაყოფი, გარდა კაროტინოიდებისა შეიცავს C, B1, B2, B3, B6, PP ვიტამინებს, K, Ca, Fe, Cu, Zn, Ng მარილებს, აზოტოვან შენაერთებს, პექტინებს, სახამებელს, შაქრებს, ცხიმოვან ზეთს, ჰემიცელულოზას.
ფოთლებსა და ყვავილებში აღმოჩენილია ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა რამდენიმე ჯგუფი,
თესლები შეიცავს :ვიტამინ E-ს, ლინოლის მჟავის ტრიგლიცერიდებს, მინოშენაერთ კუკურბიტინს, ნახშირწ###ბს, ოლეინის მჟავის ტრიგლიცერიდებს, ორგანული მჟავებს, პალმიტინის მჟავის ტრიგლიცერიდებს, სტეარინის მჟავის ტრიგლიცერიდებს, ფისოვანი ნივთიერებებს, ფიტოსტერინs კუკურბიტოლს, ცხიმოვანი ზეთს.
გოგრისგან ამზადებენ ნაყოფის რბილობის ზეთოვან ხსნარს;
იღებენ კრისტალურ კაროტინს;
გამოიყენება წყლულების, ეგზემის, დამწვრობის, ჩირქოვანი იარების სამკურნალოდ, ასევე შარდდამდენად, შეშუპეპების, ღვიძლისა და თირკმელების დაავადების დროს.
თესლი შეიცავს კუკურბიტინს, რომელსაც ანტიჰელმინთური მოქმედება ახასიათებს..

Posted by: RENE_Z 25 Sep 2009, 16:53
კარტოფილი

კარტოფილის გორგლები შეიცავს 70-80% წყალს, 24% სახამებელს, 2% ცილოვან ნივთიერებებს, 0,3 ცხიმს, ვიტამინებს: C, A, B1, B2, B6, PP. კარტოფილის ცილა ძალიან სასარგებლოა, ადვილად შეიწოვება ორგანიზმში. მას შეიცავს მხოლოდ კარტოფილის გორგლის კანი. ამიტომ "მუნდირით" მოხარშული კარტოფილის ჭამა კარგია გულის სისხლძარღვთა დაავადების დროს.
კარტოფილის გორგლების ცოცხალი წვენი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ. ხოლო გახეხილი ფაფა კანის დამწვრობასა და ეგზემას უხდება.


Posted by: RENE_Z 25 Sep 2009, 17:04
ლობიო

მწვანე ლობიოს პარკები შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, მრავალ აუცილებელ ამინომჟავას.
ხალხურ მედიცინაში ლობიოს ხმელი პარკების ნახარშს ღებულობენ ჰიპერტონიის, თირკმელისა და შარდის ბუშტის დაავადების, ქრონიკული რევმატიზმის, გულ-სისხლძარღვოვანი წარმოშობის შეშუპების, თირკმელკენჭოვანი დაავადებისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.
თირკმელში კენჭებს შლის ლობიოს გამხმარი ყვავილების ჩაის მიღება.

Posted by: RENE_Z 25 Sep 2009, 17:12
კაკალი მკურნალი

კაკალი არა მარტო გემრიელი საკვებია, არამედ მკურნალიც.
სამკურნალოდ გამოიყენება ნიგოზი, მწვანე ნაყოფი, ფოთლები, ნაჭუჭი, წეგო, უღელი და ზეთი. კაკლის ფიტონციდური და ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისებები ხელს უშლის სტაფილოკოკების, დიზენტერიის, ტიფის და ტუბერკულიოზის ჩხირების გამრავლებას, კურნავს ყველა სახის სოკოვან დაავადებას
სწორედ ფიტონციდური თვისებების წყალობით, იქ, სადაც კაკლის ხე დგას, ვერ მრავლდება ბუზი და ჩირჩილი.
ც ვიტამინით მდიდარი კაკლის ფოთლის ჩაი (50 გრამი 1 ლიტრ წყალზე) რეკომენდირებულია კანის დაავადებების, ჭიების, კუჭ-ნაწლავის, კატარის, ათეროსკლეროზის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის სამკურნალოდ და იმუნიტეტის ასამაღლებლად.
ნიგოზი, მთრიბლავი ნივთიერების წყალობით, კურნავს კუჭ-ნაწლავის ტრაქის ანთებას. შეიცავს რკინას, სპილენძს, კობალტს, თუთიას, ვიტამინ ბ6-ს, კალციუმს, ფოსფორს, ხელს უწყობს ზრდას, სასარგებლოა ანთების დროსაც.
იოდით მდიდარი ნიგვზის წყლის ნახარში რეკომენდირებულია ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სამკურნალოდ.
გთავაზობთ რეცეპტს:
კოლიტის დროს: პატარა მაიონეზის ქილაში ჩაყარეთ 3ს/კ ნიგვზის უღელი შეავსეთ არყით თავდახურული გააჩერეთ ერთი კვირა.
10წვეთი ნაყენი გახსენით 1ს/კ წყალში და მიიღეთ 3-4ჯერ დღეში, მკურნალობის კურსია 1-2 თვე.
შაქრის დონის დასაწევად (დიაბეტის დროს)- 1ჩ/ჭ წვრილად დაჭრილი კაკლის ფოთოლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 3ჩ/ჭ მდუღარე წყალი და თავდახურული გააჩერეთ 0.5 საათი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ისევ გააჩერეთ 6 საათი. გაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ნაყენი ჭამიდან 30-40 წუთის შემდეგ.
ართრიტის დროს: 2ს/კ კაკლის წეგოს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20 წუთი და ნაყენი წაისვით მტკივნეულ სახსრებზე.
ხალხურ მედიცინაში პოპულარობით სარგებლობს ნორჩი ნაყოფისა და 100-160 გრადუსზე დისტილირებული ნავთის ნაყენი, რომელიც გამოიყენება არა მარტო სახსრების, არამედ მეტასტაზების და სიმსივნის სამკურნალოდ:
დაჭრილი ნორჩი კაკლით გაავსეთ მინის ქილა და პირამდე შეავსეთ დიდტილირებული ნავთით. მჭიდროდ დახურული 21 დღე გააჩერეთ ბნელ ადგილას, შემდეგ გაწურეთ ორფა მარლაში, ჩაასხით მინის ბოთლში და შეინახეთ ბნელ ადგილას. თავდაპირველად მიიღეთ 5-6 წვეთი ნაყენი დილა საღამოს და ყოველ დღე დაამატეთ თითო წვეთი, აიყვანეთ 15 წვეთამდე. გააგრძელეთ კიდევ 10 დღე 15 წვეთის მიღება, შემდეგ შეამცირეთ ყოველდღე თითო წვეთი და დაიყვანეთ 5 წვეთამდე. მკურნალობა გრძელდება ერთი თვე.

Posted by: macaco-fast65 25 Sep 2009, 21:12
RENE_Z
საინტერესო მასალაა.


---------------------------------

Posted by: RENE_Z 27 Sep 2009, 00:26
ბადრიჯანი

(Solanum melongena)
მისი სამშობლოა აღმოსავლეთი ინდოეთი.
შეიცავს (%-ობით): 7,1-11 მშრალ ნივთიერებას, 2,7 - 4 შაქარს, 0,6-1,4 ცილას, 0,1-0,4 ცხიმს, აგრეთვე კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მარილებს
დიეტოლოგები ბადრიჯანს უმაღლეს შეფასებას აძლევენ.ბადრიჯნის ხშირი მოხმარება სამკურნალო ეფექტს იძლევა, ვინაიდან მას აქვს თვისება სისხლში შეამციროს ქოლესტერინის რაოდენობა, აფერხებს გულ სისხლძარღვთა დაავადების, ათეროსკლეროზის და ღვიძლის დაავადების განვითარებას.
ბადრიჯანი ნაკლებადკალორიულია, მას ურჩევენ ხანშიშესულ ადამიანებს და მათ, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს. ბადრიჯანი აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას და ხელს უწყობს წყლის ცვლას ორგანიზმში. ამას გარდა მას აქვს ანტიანთებითი მოქმედება, იცავს ღვიძლს ცხიმოვანი დაგროვებისაგან, აძლიერებს ინსულინის თვისებას, შეამციროს სისხლში შაქრის შემცვლელობა, ააქტიურებს ერითროციტების წარმოქმნის პროცესს.
ბადრიჯანი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს და ნატრიუმს, ამის გამო იგი ეფექტურია, როგორც ოფლმდენი და შარდმდენი საშუალებაც.
ბოლო დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბადრიჯნის კიდევ ერთი უნიკალური თვისება. თურმე ბადრიჯნის ხშირი მოხმარება დადებითად მოქმედებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობაზე, არეგულირებს წყალმარილოვან ბალანს, ახასიათებს ანტისიმსივნური მოქმედება,ორგანიზმიდან გამოდევნის რადიონუკლიდებს, ამიტომ მისი მოხმარება რეკომენდებულია მათთვის, ვინც ცხოვრობს რადიოაქტიურ ზონებში.

Posted by: RENE_Z 27 Sep 2009, 00:31
ატამი

ატმის შემადგენლობა:წყალი-8%. შაქარი--4,5%, ნახშირწ###ბი-7%, მჟავეები-1%, აზოტური ნივთიერებანი-0,5% და ნაცარი-0,7%.ატამი შეიცავს Aვიტამინს-0,62 ყოველ 100 გრამზე, და C ვიტამინს 12-20 მგ.
ატმის გამოყენებას ურჩევენ დისპეპსიის წინააღმდეგ.შაქრისა და ნახშირწ###ბის შემცველობის გამო,ატამს კარგად იტანს ნაწლავი,ის საჭმლის მონელებას კი არ აძლიერებს,არამედ პირიქით საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას აძლიერებს და მით ხელს უწყობს ძნელად მოსანელებელი და მსუქანი საჭმლის მონელებას.ატმის კურკიდან მზადდება ატმის ზეთი,რომელიც მედიცინაში ნუშის კურკის ზეთის შემცვლელი



Posted by: RENE_Z 27 Sep 2009, 00:38
რეჰანი

ერთწლიანი ბოსტნეული მცენარეა, გვხვდება ველურად მოზარდიც. მის სამშობლოდ სამხრეთ აზია ითვლება. ოთხწახნაგოვანი სწორმდგომი ღერო აქვს. ფოტლების ქვემო ზედაპირზე ცხიმოვანი ჯირკვლები აქვს. ყვავილები თეთრია. მცენარე მთლიანათ არომატული სუნის მქონეა. საჭმელში იხმარება როგორც სანელებელი. მას შაშკვლავს უწოდებენ. სამედიცინო წყაროებში ის მოხსენებულია აგრეთვე ჰარიობის და ჰრილობის სახელწოდებით. "იადიგარ დაუდში" ვხვდებით განმარტებას: ჰრილბ, რეჰანი�. რეჰანი გამოყენებული იყო თვალის სნეულების მკურნალობისთვის: ვინცა ესე ჰარიობი დანაყოს და გაცრას და ვარდის წყალშიგა ამოსურიმს და ამის წვენი კაცს თვალში ჩააწუროს, მწოედ კაი არის თეთრს გაუქარვებს და სინათლეს მისცემს სამკურნალოდ იხმარებოდა აგრეთვე რეჰანის თესლი და წყალი. ეს მცენარე კეთილსურნელოვან მცენარეებს ეკუთვნის და, ამის გამო გამოყენებული იყო ახლად გამოჯანსაღებული ადამიანისათვის სასუნებლად.
ფიქრობდნენ აგრეთვე, რომ რეჰანის წასმა ხელს უწყობდა თმის ზრდას: ვინცა რეჰანი დანაყოს და ახლის ერბოთი მოხარშოს და თავზედა შეიცხოს, თმა გაუგრძელოს.
რეჰანის თესლი გვხვდება კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო წამლების შემადგენლობაში, რომელიც წარმოადგენდა სურნელოვან წასასმელ წამალს და იხმარებოდა კბილების და ღრძილების გამოსაწმენდად.


Posted by: macaco-fast65 27 Sep 2009, 10:58
RENE_Z
გაიხარე ასეთი კარგი მასალისათვის.სად არ წამიკითხავს სამკურნალო მცენარეების შეასხებ,მაგრამ მაინც ძალიან საინტერესოდ წერ ყველაფერს.

Posted by: RENE_Z 27 Sep 2009, 14:28
macaco-fast65

QUOTE
გაიხარე ასეთი კარგი მასალისათვის.სად არ წამიკითხავს სამკურნალო მცენარეების შეასხებ,მაგრამ მაინც ძალიან საინტერესოდ წერ ყველაფერს.


გმადლობ, ასეთი გულთბილი შეფასებისთვის. მეც ეხლახანს დავინტერესდი მცენარეების სამკურნალო თვისებებით. 2kiss.gif
და ბევრი საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინე smile.gif

Posted by: RENE_Z 27 Sep 2009, 14:36
macaco-fast65


ნელნელა დავდებ, თუ კიდევ რამე საინტერესოს ვიპოვი smile.gif))


ქინძი

ქინძი (Coriandrum sativum) — ერთწლოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახიდან (Apiaceae). ქინძის სამშობლოდ მიიჩნევა ხმელთაშუაზღვისპირეთი, სადაც გვხვდება ველური სახით.
ქინძის მწიფე ნაყოფში 50-მდე კომპონენტია გამოვლენილი. იგი შეიცავს: α- და β- პინენს , აციკლურ მონოტერპენებს, ბორნეოლს, გერანილაცეტატს, გერანიოლს, ეთეროვან ზეთს (0,7-1,5% ), თიმოლს, კამფენს, კაპრინის მჟავას, კუმარინულ ნივთიერებებს, ლაურინის მჟავას, ლიმონენს, ლინალილაცეტატს, ლინალოოლს (50-80% ), ლინოლის მჟავას, მთრთილავ ნივთიერებებს, მირისტინის მჟავას,მირცენს, ოლეინის მჟავას,პალმიტინის მჟავას,საბინენს, ტერპინენს, ფელანდრენს, ფენოლურ ნივთიერებებს, ფისოვან ნივთიერებებს, ფლავონოიდურ ნივთიერებებს,ქაფურს და სხვა.
ოფიცინალური მედიცინა ქინძის ნაყოფებს იყენებს: ბუასილის სამკურნალო, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, მეტეორიზმის საწინააღმდეგო, ნაღვლის დასადენ, საჭმლის მონელების ხელშემწყობ, ტკივილგამაყუჩებელ, ქსოვილების გრანულაციის ხელშემწყობ, ჭრილობების შემახორცებელ ნაკრებებში, გამონაცემებსა და ნაყენებში. თესლი და ეთერზეთი შედის არაერთი პრეპარატის შემადგენლობაში.

ქართული ემპირიული მედიცინა მას კიდევ უფრო ფართო თერაპიული დიაპოზით იყენებს: გახანგრძლივებული მენსტრუაციის, თვალის დაავადებების, მეხსიერების გასაუმჯობესებლად, მშობიარობის შემდგომ, ნერვული გადატვირთვისას, რევმატიული ტკივილების, ქათმის სიბრმავისა და სხვ. დროს.





Posted by: RENE_Z 28 Sep 2009, 01:27
ვაშლი

ვაშლი (Malus), ხე და ბუჩქოვან მცენარეთა გვარი ვარდისებრთა (Rasaceae) ოჯახისა.
ცნობილია 10 ათასზე მეტი ჯიში, მათგან საქართველოშია 200.
ვაშლის კულტურული ჯიშების ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა), მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), პექტინს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, ვიტამინებს (A, B, C), წყალს (83-90%) და სხვა.
ვაშლი შეიცავს ასევე E ვიტამინს, თუთიასა და სპილენძს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც საუკეთესოდ მოქმედებს ფილტვებზე. მათ ვინც კვირაში ორზე მეტ ვაშლს მიირთმევს, ასთმით დაავადების რისკი 32% ნაკლები აქვს.
ვაშლით მდიდარი დიეტა საგრძნობლად ამსუბუქებს დაავადებული ფილტვების მქონეთა მდგომარეობას, ამცირებს ქოშინს. მედიკოსები ასეთი ეფექტის მიზეზად მიიჩნევენ ხილში არსებულ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე მინარევებისგან იცავს.

რომელი ვაშლია სასარგებლო?
ამობენ, რომ მჟავე ვაშლი ტკბილზე სასარგებლოა. ანტონოვკის ტიპის ვაშლებში გაცილებით მეტია ს ვიტამინი, ვიდრე ტკბილ ჯიშებში. მაგრამ მჟავე ვაშლის ხშირმა გამოყენებამ, შეიძლება, გამოიწვიოს ქრონიკული გასტრიტი , ამიტომაც მომატებული სიმჟავის გამო უმჯობესია ტკბილი ვაშლი ამოირჩიოთ. ყვითელი ან წითელი ჯიშის ვაშლი გამოირჩევა კალიუმის მაღალი შემცველობით, რაც ძალზე სასარგებლოა გულის დაავადებისა და არტერიალური წნევის შემთხვევებში. ალერგიულებს უფრო მწვანე ვაშლი გამოადგებათ, რადგან იშვიათად იწვევს ალერგიულ დაავადებებს.

უზმოზე ერთი ფინჯანი ყავის ნაცვლად თუ ვაშლს მიირთმევთ, ტვინი და ორგანიზმი უფრო სწრფად გამოფხიზლდება და ტონუსში იქნება.

• თუ შაკიკის (მიგრენი) პირველი სიმფტომების დროს ვაშლს მიირთმევთ, თავის ტკივილის შეტევას თავიდან აიცილებთ.

• ძილის წინ ერთი ცალი ვაშლის მირთმევა მშვიდი და უშფოთველი ძილის გარანტიაა.

• ვაშლის დანით გარჩევა არაჩვეულებრივი ვარჯიშია . . . ტვინისთვის!


• თუ დღეში 3 ცალ ვაშლს მიირთმევთ, ადრეული დაბერება არ დაგემუქრებათ.

ვაშლი შეიცვას უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, მაგალითად: მასში არსებული დიდი რაოდენობით რკინა სისხლნაკლებობისგან დაგიცავთ. 8-ჯერ უფრო მეტ იოდს შეიცავს ვიდრე ბანანი და 13-ჯერ უფრო მეტს ვიდრე ფორთოხალი. გარდა ამისა ვაშლი განსაკუთრებით სასარეგბლოა იმ ადამიანისთვის რომელსაც მაღალი წნევა აწუხებს, ვინაიდან მას ორგანიზმიდან ზემეტი სითხე და მარილი გამოაქვს. ის დაბალ კალორიული ხილია და სწორედ ამიტომ იდეალური საშუალებაა დიეტის დროს. თუმცა, თუ ადამიანს კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს უმჯობესია ვაშლი მოთუშულ ვარიანტში მიიღოს, ვინაიდან ვაშლის სიმჯავემ შეიძლება კუჭის ტკივილები გამოიწვიოს.



Posted by: RENE_Z 28 Sep 2009, 01:31
მსხალი

მსხლის შემადგენლობა:წყალი 76-83%, შაქარი 6-13%, აზოტური ნივთიერებანი 0,30%, თავისუფალი(უნთავრესად ვაშლის) მჟავა 0,1-0,2%, პექტინური ნივთიერებანი -3,54%, ნაცარი-0,3%. მსხალი შეიცავს ვიტამინებს: A ვიტამინის ნიშნებს, C ვიტამინს 10 მგ ყოველ 100 გრამზე
და B ვიტამინის ნიშნებს.
შემკვრელი თვისება აქვს ველური ჯიშის მსხალსაც,რომელიც ჭარბად შეიცავს ტანინს.მსხალს დიდი გამოყენება აქვს მცენარეული დიეტის რეჟიმის დროს,განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში,მსხალს კარგად ითვისებს ორგანიზმი.ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

Posted by: RENE_Z 28 Sep 2009, 01:38
ქლიავი

ქლიავის შემადგენლობა: წყალი-82%, შაქარი-3,5%, ნახშირწ###ბი--4,5%, მჟავები-1,5%, აზოტური ნივთიერებანი-0,5%, უჯრედისი-5,0%, ნაცარი-0,6%.
ქლიავი შეიცავს A ვიტამინს
ზომიერი რაოდენობით 0,02-2,14 მგ, C ვიტამინს 6 მგ.
როგორც დიეტური და თერაპიული საშუალება, ქლიავი დიდ როლს თამაშობს უძველესი დროიდან. ამჟამად ქლიავი, შაქრის,ნახშირწ###ბისა და მარილების ორგანული ნივთიერების შემცვლელობის გამო ნაჩვენებია რევმატიზმით, ნიკრისის ქარით,არტერიოსკლეროზით და თირკმელების სნეულებით დაავადებულებისათვის. უზმოზზე მიღებული ქლიავი ხელს უწობს ნაწლავის გაწმენდას და შარდის დენას,თუ ქლიავის მიღებას ნაწლავის მდგომარეობა არ აბრკოლებს.

Posted by: RENE_Z 28 Sep 2009, 01:42
გრეიფრუტი

ქართულ ციტრუსებში გრეიფრუტს მოკრძალებული ადგილი უკავია ფორთოხლის, მანდარინის და ლიმნის შემდეგ, მაგრამ თავისი სასარგებლო თვისებებით მას ღირსეული მეტოქეობა შეუძლია გაუწიოს ბევრ ხილს. მისი ნაკლები პოპულარობა განპირობებულია მომჟავო-მომწარო გემოს გამო. გრეიფრუტის ნაყოფი შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს C, P, B ჯგუფისას, კალიუმს და მაგნიუმს. აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას, აუმჯობესებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობას, აღაგზნებს მადას, ახდენს საჭმლის მონელების სტიმულირებას. სანამ ზედმეტი კილოგრამების დაკლებას დიეტით შეეცდებით, მოსინჯეთ გრეიფრუტი. მის კანქვეშ და ნაყოფის თხელი აფსკი შეიცავს ნივთიერება ნარინგინს, რომელიც მეცნიერთა აზრით აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ააქტიურებს ღვიძლის მოქმედებას, შედეგად ცხიმის წვას, რის გამოც გრეიფრუტის რეგულარული მიღებისას ბუნებრივად ქრება ზედმეტი კილოგრამები.
ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეიმს გერდის გამოკვლევით გრეიფრუტის პექტინი ისევე მოქმედებს, როგორც ქოლესტერინის შესამცირებელი ცნობილი პრეპარატები. ამ ხილის გლიკოზიდები და ვიტამინები აკეთებს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას და ამცირებს არტერიალურ წნევას.
გრეიფრუტის ერთი ნაყოფი ადამიანის C ვიტამინზე დღიურ მოთხოვნილებას ფარავს. მასში შემავალი ბიოფლავონოიდები ელასტიურს ხდის სისხლძარღვებს, თავიდან გვაცილებს სისხლჩაქცევებს.
როგორც სხვა ყვითელ-ნარინჯისფერი ნაყოფები, გრეიფრუტიც აუმჯობესებს განწყობას, ამხნევებს, ორგანიზმზე ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, ძალას მატებს ფიზიკური და გობრივი გადაღლისას, აუმჯობესებს მეხსიერებას.
თუ განიცდით მუდმივ დაღლილობას, თავს გრძნობთ დამტვრეულად, ავადმყოფად და ეს გამოწვეულია საფუარის სოკო კანდიდათი (Candida) , რომელსაც იმუნური სისტემა გამოჰყავს წონასწორობიდან, შესაძლოა ამ ვერაგ მტერს მოერიოთ გრეიფრუტის კურკებით. სულ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს მათი ანტიბიოტიკური ზემოქმედება რვაასამდე ბაქტერიაზე.
სალათებზე გრეიფრუტის წვენის მოსხმით თქვენ ორმაგ ეფექტს მიიღებთ. თაფლში მოზელილი გრეიფრუტის ნაყოფი 1:1 შესანიშნავი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია.

Posted by: RENE_Z 28 Sep 2009, 01:46
ანანასი

ტროპიკული ხილის მეფე, ასე უწოდებენ ანანასს და არც თუ ტყუილად. იგი შეიცავს თითქმის ყველა ვიტამინს და მინერალურ ნივთიერებას.
ანანსის სამშობლოდ ითვლება ბრაზილია. კოლუმბი მოიხიბლა ამ ერთდროულად გირჩისა და ვაშლის მსგავსი ხილით. დღემდე შემორჩა ინგლისურ ენაში სახელწოდება "pineaple" -გირჩვაშლა.
ანანასის მომჟავო-ტკბილი ქარვისფერი რბილობი სასიამოვნო საჭმელია, ხოლო სასიამოვნოზე მეტად სასარგებლოა, ანანასის რბილობში 87% წყალია, 12-15% ფრუქტოზა, ორგანული მჟავები, B ჯგუფის ვიტამინები, PP, პროვიტამინი A, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, თუთია, რკინა, სპილენძი, მარგანეცი, იოდი.
ანანასისი ნაყოფის ან წვენის მიღება დადებითად მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვალზე, ასტიმულირებს კუჭნაწლავის მოქმედებას, ამცირებს სისხლის წნევას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, გვეხმარება ზედმეტი წონის დაკლებაში. განსაკუთრებული პოპულარობა ანანასს ბოლო დროს მოუტანა მის რბილობში ბრომელაინის- ფერმენტების ნარევის აღმოჩენამ, რომელიც შლის ცილებს.



Posted by: RENE_Z 28 Sep 2009, 01:51
ასკილი

ასკილის ნაყოფი წარმოადგენს ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატს. რბილობი შეიცავს ასკორბინის მჟავას (ვიტამინი С), რიბოფლავინს (ვიტამინი B2), ბეტა-კაროტინს (პროვიტამინი A), ფილოქინონს (ვიტამინი K), ბიოფლავონოიდებს (ვიტამინი P), ხოლო თესლი – ტოკოფეროლებს (ვიტამინი E), კაროტინს, სხვადასხვა მჟავებს.
ხალხურ მედიცინაში ასკილის ნაყოფს იყენებენ სურავანდის, კუჭის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღველის დაავადების დროს.
თესლის ნახარშს სვამენ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში.
სამედიცინო პრაქტიკაში ასკილის ნაყოფი გამოიყენება ავიტამინოზის დროს, აგრეთვე როგორც ნაღველმდენი საშუალება, ბოლო ხანებში იყენებენ სკლეროზის საწინააღმდეგოდ. ნაყოფში დიდი რაოდენობით არსებული ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას სისხლში, ასკილი ასევე გამოიყენება ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც.
უნდა გვახსოვდეს, რომ ასკილის ნაყოფის ნახარშების ან ნაყენების გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუშვებელია მათთვის, ვისაც აქვს თრომბოფლებიტები.
ასკილის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი (20 გრ) დაქუცმაცებული ნაყოფი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ. გადმოიღეთ და გააჩერეთ 24 საათი, შემდეგ გაწურეთ, დალიეთ 1/4-1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში.
ასკილის თესლის ნახარშის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. აადუღეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე, დადგით გასაცივებლად 2 საათი, გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში, ჭამის წინ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს.
ფესვების ნახარში გამოიყენება შარდის ბუშტის ანთების შემთხვევაში, იგი მადის მომგვრელი და კარგი შემკვრელი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს. 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი (მომინანქრებულ ჭურჭელში), ადუღეთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე, დადგით 2 საათი გასაცივებლად, გაწურეთ. დალიეთ 1/2 ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ასკილის ნაყოფი გამოიყენება სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთად ნაკრებებში, ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა სისხლნაკლებობა, ავიტამინოზი, სხვადასხვა სახის სისხლდენები.

Posted by: RENE_Z 28 Sep 2009, 01:59
პიტნა (ბაღის) - Mentha Piperita L

ბაღის პიტნა ტუჩოსანთა ოჯახის წარმომადგენელია.
მცენარე ეთერზეთებს შეიცავს. ფოთლებში იგი 2,7 პროცენტამდეა, ყვავილედებში კი - 6 პროცენტამდე, მედიცინაში პიტნისაგან მიღებული მენთოლი ნევრალგიურ ტკივილგამაყუჩებლად გამოიყენება გარეგანი ხმარებით, აგრეთვე შაკიკის, კბილის ტკივილის დროს. ანტისეპტიკურ საშუალებად გამოიყენება სურდოს, ხახის კატარის, ბრონქიტის და ბრონქოექტაზიის დროს.
მენთოლის მიღება რეკომენდებულია სტენოკარდიის, კუჭის ტკივილის დროს, მას ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი სპაზმოლიტური და ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია. იწვევს კორონალური ძარღვების რეფლექსურ გაგანიერებას.
პიტნის ფოთლების ნაყენი და მიქსტურა გამოიყენება როგორც გულისრევის და პირღებინების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.
ბაღის პიტნა უპირატესად კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის (მწავე გულძმარვისა და ბოყინის) დროს გამოიყენება, იმ შემთხვევაში, თუ მას კუჭის შეკრულობა არ ერთვის თან. ასეთ დროს შემდეგ ნარევს იყენებენ: ბაღის პიტნის ფოთოლი 15 გ. წყლის სამყურა 2 გ. ფარსმანდუკის ყვავილები 15 გ. კამის თესლი 15 გ. კრაზანა 30 გ. ამ ნარევის 2 სუფრის კოვზს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს და 2 საათის განმავლობაში თბილ ღუმელში დგამენ, ფილტრავენ და ერთი დღის განმავლობაში ყლუპ-ყლუპობით სვამენ. ამავე ნარევს იყენებენ სხვა სახის გასტრიტების დროსაც.
კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობისას, კუჭშეკრულობის თანდართვით, შემდეგ ნარევს იყენებენ: ბერულა - 15 გ. ფასმანდუკის ყვავილები 20 გ. კრაზანა 30 გ. ბაღის პიტნა 20 გ. გვირილის ყვავილები 10 გ. მატიტელა 15 გ. კამის თესლი 10 გ. კვლიავის თესლი 10 გ. სვიის გირჩაკები 5 გ. ხეჭრელის ქერქი 20 გ. კატაბალახას ფესვები 10 გ. ამ ნარევის 4 სუფრის კოვზს (თითოეული კოვზი თავდადგმით სავსე) ასხამენ 1 ლ მდუღარე წყალს და მთელი ღამე თბილ ღუმელში დებენ. დილით უზმოზე სვამენ 1 ჭიქას, დანარჩენს კი 4 ჯერზე მთელი დღის განმავლობაში, ყოველი ჭამიდან თითო საათის გასვლის შემდეგ.
მარტო პიტნას გულისა და ფილტვების დაავადებების, განსაკუთრებით ფილტვებიდან სისხლღებინების შემდეგ სამკურნალოდ იყენებენ. პიტნის ფოთოლს უხვსისხლიანი მენსტრუაციისას იყენებენ შემდეგნაირად: 20 გ ფოთოლს 500 გ მდუღარე წყალს ასხამენ, 2 საათს დგამენ და შემდეგ აძლევენ ავადმყოფს დასალევად.
პიტნის წვეთებს აძლევენ კუჭაშლილობის, კუჭნაწლავების სპაზმების, კუჭში ჭრის შეგრძნების და გულისრევის შემთხვევებში.
მენთოლი სისხლძარღვების შევიწროებას ახდენს სურდოს დროს. ამ მიზნით იგი შედის პრეპარატ ბორმენთოლის, პეკტუსინის და ინგაკამფის შემადგენლობაში.
პიტნის ზეთს კბილის პასტასა და ფხვნილს უმატებენ.
შაქრის ნატეხზე დასხმულ 2-4 წვეთს უნიშნავენ კუჭის არეში ტკივილებისას. ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს 1 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ. გაწურულ და დატკბილულ ნაყენს ყლუპ-ყლუპობით სვამენ ერთი დღის განმავლობაში. ფოთოლის ფხვნილს (იმდენს რასაც დანის წვერი აიღებს) 1-2ჯერ იღებენ დღეში.



Posted by: RENE_Z 28 Sep 2009, 02:03
მოცვი

მოცვი – დატოტვილი ბუჩქია მოცვისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 50 სმ-მდე.
მოცვის ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, ლაქტოზა), აქტიურ ნივთიერებებს (კატეხინები და ანტოციანები) კაროტინებს, პექტინებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ვაშლის, ლიმონის, რძის მჟავებს.
ფოთლები შეიცავენ 7-20% სათრიმლავ ნივთიერებებს, ჰიდროქინონს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას, არბუთინს და სხვა.
ხალხურ მედიცინაში მოცვის ნაყოფის ნახარში და ნაყენი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების – გასტრიტების, ენტეროკოლიტების, დროს. განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა მისი გამოყენება ბავშვებში, როგორც შესაკვრელი საშუალება. მოცვის წვენი და მისი ნახარში გამოიყენება ყელში გამოსავლებად ანგინის, ღრძილების, პირის ღრუს ანთების, ხოლო მისი საფენები დამწვრობის, კანზე გამონაყარის დროს. მოცვს ახასიათებს ანტისეპტიკური თვისება და ამიტომ გამოიყენება სტომატიტების დროს. ნედლ ნაყოფს იღებენ ქრონიკული შეკრულობის, კუჭის მჟავიანობის დაქვეითების, დიზენტერიის დროს. მოცვის ნაყოფი აუმჯობესებს სიბნელეში მხედველობას.
ფოთლების ნახარშს იყენებენ დიაბეტის საწყისი ფორმის სამკურნალოდ. უმჯობესია მისი ნარევის გამოყენება თუთის ფოთლებთან ერთად. მოცვის ფოთლების ნახარში კარგი საშუალებაა სისხლის წნევის დასაწევად. ნედლი ნაყოფი გამოიყენება დიაბეტის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარისა და სხვა იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევითაა გამოწვეული.
მოცვის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1-2 ჩაის კოვზ ნაყოფს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 4-5 სთ, დალიეთ 1/4 ჭიქა 5-6-ჯერ დღეში. ნახარშის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ მანამდე, სანამ 1 ჭიქა არ დარჩება. გადაწურეთ და მიიღეთ თბილი 1/4 ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
კუჭის აშლილობის დროს 2 ჩას კოვზ ნაყოფს დაასხით 300 მლ ცივი წყალი, გააჩერეთ 8 საათი, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
კუჭის აშლილობის დროს რამდენიმე ცალ ნედლ მოცვს კარგად ღეჭავენ და გარკვეული დროის შემდეგ პატარა ინტერვალებით ყლაპავენ. კუჭის ტკივილის დროს მოცვის სპირტიანი ნაყენის 10-12 წვეთს ასხამენ შაქრის ნატეხს. სპირტიანი ნაყენის მოსამზადებლად 8 სუფრის კოვზი ნაყოფი მოათავსეთ შუშის ქილაში, დაასხით არაყი და რამდენიმე თვე გააჩერეთ. ქრონიკული რევმატიზმის დროს სვამენ ნახარშს. 40 გრ ნაყოფს ხარშავენ 200 მლ წყალში 20 წუთი, სვამენ 5-6 სუფრის კოვზს დღეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
დიაბეტის დროს ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 3 სუფრს კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთი. სვამენ ამ რაოდენობას ერთი დღის განმავლობაში თითო ჭიქას 3-ჯერ დღეში.
დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება აგრეთვე ერთნაირი რაოდენობით აღებული მოცვის ფოთლებისა და ლობიოს პარკისაგან (ხმელი პარკები) დამზადებული ნახარში.



Posted by: RENE_Z 28 Sep 2009, 13:04
წიწაკა

წიწაკა
(Piper)
მისი სამშობლოა ტროპიკული ამერიკა
არსებობს წიწაკის 700 მდე სახეობა.
С ვიტამინის შემცვლელობით წითელი წიწაკა წინ უსწრებს ისეთ ნაყოფს, როგორიცაა მაგალითად ლიმონი. წითელი წიწაკა ღირშესანიშნავია, იმითაც, რომ იგი შეიცავს ნივთიერება - კასპაიცინს, რაც აძლევს წიწაკას ცხარე გემოს. სწორედ ამ ნივთიერების რაოდენობის მიხედვით განსხვავდება წიწაკები თავისი გემოს და სიცხარის მიხედვით. არსებობს ძალიან ცხარე და ე.წ. ტკბილი წიწაკები. ტკბილი წიწაკების სახეობაა მაგალითად, ბულგარული წიწაკა. მწიფე ნაყოფი იღებს მუქ წითელ შეფერილობას.
100 გრ. წითელი წიწაკა შეიცავს 150-250 მგ. ვიტამინ С, აღსანიშნავია, რომ ადამიანისთვის დღიური ნორმა ვიტამინი С, რაოდენობა არის დაახლოებით 100 მგ.
წიწაკას გააჩნია ანტიჰისტამინური თვისება, ამიტომ გამოიყენება, როგორც სუნთქვის შესამსუბუქებელი საშუალება. იგი მდიდარია კაროტინით და В ჯგუფის თითქმის ყველა ვიტამინით, განსაკუთრებით В1 და В2.
წითელი წიწაკა შეიცავს ასევე სასარგებლო სახაროზას, ეთერზეთებს, აზოტურ ნივთიერებებს, კალიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს და წარმოიდგინეთ სილიციუმს. აღსანიშნავია, რომ სილიციუმის ნაკლებობა ადამიანის ორგანიზმში იწვევს დეპრესიას.
წითელ წიწაკაში ბეტა კაროტინის და ვიტამინ С შემცვლელობა ეხმარება ორგანიზმს, თავიდან აიცილოს სიმსივნური წარმონაქმნები.
მწვანე წიწაკა მდიდარია р- კუმარის და ქლოროგენული მჟავებით, რომლებიც ხელს უშლიან სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. ამიტომ მისი გამიყენება დადებითად მოქმედებს ონკოლოგიურ ავადმყოფებზე.
როგორც ცხარე, ასევე ტკბილი წიწაკა სეიცავს ლიკოპინს, ეს ნივთიერება აფერხებს სიმსივნურ განვითარებას და ასევე იცავს ადამიანს გულის დაავადებებისაგან.
წიწაკით მკურნალობენ ასევე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევებს და წყლულს, მას გააჩნია თვისება ორგანიზმიდან გამოდევნოს ნიტროქსიდები - პოტენციური კანცეროგენები.




Posted by: Sidonia 29 Sep 2009, 23:45
აცხვი შესანიშნავი თაფლის მომცემი მცენარეა.
ნედლეულად ამზადებენ ცაცხვის ყვავილებს, თანაყვავილედის ფოთლებთან ერთად. ყველაზე საუკეთესო დრო მათი დამზადებისთვის არის მაშინ, როდესაც ნახევარზე მეტი ყვავილები გაშლილია. შეგროვება უნდა დაიწყოთ მხოლოდ მშრალ ამინდში, დღის საათებში, რათა ყვავილებზე ნამი არ იყოს. ცაცხვი ყვავილობს 10-15 დღე, ამიტომ არ უნდა დაიგვიანოთ. შეგროვილ ყვავილებს აშრობენ თხელ ფენად გაშლილს ჰაერზე ჩრდილში, ან საშრობებში ან საშრობებზე 25-30 გრადუს ტემპერატურაზე. არ უნდა გამოაშროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყვავილები ჩამოცვივდება. მშრალი ნედლეული შეიძლება შეინახოთ 2 წლის განმავლობაში.
ცაცხვის ყვავილები შეიცავენ ეთერზეთს, ჰესპერიდინს, ტილიაცინს, საპონინებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას. ეთერზეთის შემადგენლობაში ნაპოვნია ფარნეზოლი.
ცაცხვის ყვავილი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ნახარშებისა და ნაყენების სახით როგორც ოფლმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი საშუალება. იყენებენ აგრეთვე ნერვული აღგზნების, კრუნჩხვების, უძილობის, თირკმელების, ღვიძლის ჰიპერტონული დაავადების დროს. ძალზე ეფექტურია ცაცხვის ყვავილების ჩაი გაცივების შემთხვევაში. მისი ნახარშები იხმარება აგრეთვე ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, მწვავე ბრონქიტების დროს. გამოიყენება აგრეთვე პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად ანთებითი პროცესებისა და ანგინის დროს. ცაცხვის ყვავილები შედის ასევე ყელში გამოსავლები სხვადასხვა ნაკრებების შემადგენლობაში.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება აგრეთვე ცაცხვის ფოთლების, ქერქისა და დაქუცმაცებული კვირტების ლორწოვანი ნახარშები ცხელი ან სველი საფენების სახით დამწვრობის, წყლულების, სარძევე ჯირკვლის ანთების, ბუასილის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარების დროს.
გაცივების დროს 2 სუფრის კოვზ ყვავილს ამზადებენ როგორც ჩაის, ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 20 წუთი, რის შემდეგ ნაყენი მზადაა გამოსაყენებელად. ან 1-2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ყვავილს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ადუღებენ 10 წუთი, გადაწურავენ და იღებენ 2-3 ჭიქას საღამოს.
თირკმელების, ღვიძილსა და ჰიპერტონული დაავადების დროს ცაცხვის ჩაი უნდა მიიღოთ 3-ჯერ დღეში 1/2 ჭიქა.

Posted by: Sidonia 29 Sep 2009, 23:50
ნედლეულის სახით აგროვებენ გვირილის ყვავილებს, მხოლოდ მაშინ როდესაც ენისებრ ყვავილებს ჰორიზონტალური მდგომარეობა უკავიათ. სამკურნალო გვირილის გარდა გვხვდება სხვა სახეობის გვირილებიც, რომელთა შეგროვება და გამოყენება დაუშვებელია. სხვა სახეობის გვირილების ყვავილსაჯდომები არ არის ღრუ, ხოლო კალათები უფრო დიდი ზომისაა, დაახლოებით 12 სმ-მდე დიამეტრისა.
გვირილას ყვავილედი შეიცავს 0,2-0,8% ეთერზეთს, სპაზმოლიტური ქმედების გლიკოზიდ-აპიგენონს, ამიტომ მას ხმარობენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ნაწლავების სპაზმების დროს. ეთერზეთის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებს წარმომადგენენ ქამაზულენი და პროქამაზულენი.
მედიცინაში გვირილას ყვავილების ნაყენს იყენებენ ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად პირის ღრუს დაავადებების (სტომატიტები და სხვა), ტონზოლიტებისა და ანგინის დროს. გვირილას უნიშნავენ მწვავე და ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტების, ენტეროკოლიტების საწინააღმდეგოდ, ღვიძლისა და ნაღვლის სადინარი გზების დაავადების დროს. გვირილას პრეპარატები ამცირებენ ნაღვლის სადინარების სპაზმებს, აძლიერებენ ნაღვლის გამოყოფას, ამცირებენ ანთებით პროცესებს. ნაწლავების სპაზმებისა და მეტეორიზმისას იყენებენ გვირილის დამამშვიდებელ ჩაის.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების, მეტეორიზმის, ფაღარათის, ნაღვლის სადინარების დაავადების დროს აიღეთ 10 ჩაის კოვზი გვირილას ყვავილი, დაასხით 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) ცივი ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 8 სთ, გაწურეთ. შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ერთი ულუფა ნაყენი მიიღეთ 1-2 დღის განმავლობაში.
ნიკრისის ქარისა და რევმატიული ტკივილების საწინააღმდეგოდ იკეთებენ გვირილის ყვავილების აბაზანებს.
ბუასილის დროს გვირილას იყენებენ გარეგან საშუალებად. აიღეთ 2-3 სუფრის კოვზი გვირილას ყვავილი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ კარგად თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ. ამ ნაყენს ხმარობენ აგრეთვე თვალების მოსაბანად. თვალების ანთებითი პროცესების დროს.
გვირილას დიდი გამოყენება აქვს კოსმეტიკაში.


Posted by: RENE_Z 30 Sep 2009, 02:27
ყურძენი (ლათ. Vítis)

დღევანდელ მსოფლიოში ბევრი ფიქრობს, რომ ყურძნის და ღვინის სამშობლო საქართველოა.
ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება.
ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი – გარეული ვაზი-კრიკინა (უზურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშიც არის შეტანილი.
ამპელოთერაპიის (ყურძნით მკურნალობის) შესახებ დღეს ბევრი იწერება.
ყურძნის წიპწის სამკურნალო თვისებები, ძირითადად, განპირობებულია მასში შემავალი ფლავონოიდური ნაერთებით, რომლებიც ამცირებენ ანთებით პროცესებს, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას; ეს კი იწვევს ისეთი ავადმყოფობის შემსუბუქებას, როგორიცაა ართრიტი, დიაბეტი და დამბლით გამოწვეული მდგომარეობა. გარდა ამისა, ფლავონოიდები უკავშირდებიან კოლაგენს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში უჯრედების განახლებას, გაახალგაზრდავებას, მოქნილობასა და სხეულის სრულყოფას.
ყურძნის მარცვლები შეიცავენ შაქარს გლუკოზის სახით.ასევე 0,5 დან 1,4 % ღვინის, ვაშლის და სხვა ორგანულ მჟავებს, 0,3-0,5 % მინერალურ ნივთიერებებს, კერძოდ, ფოსფორს, რკინას, კალციუმს და სხვ.
0,15-0,9 % ცილოვან ნაერთებს, 0,3-1 % პექტინს, ასევე ვიტამინ A( კაროტინს), B1(თიამინს, ანევრინს), B2(რიბოფლავინს), С(ასკორბინის მჟავას), В6(ადერმინს), და Р(ციტრინს).
ყურძენს იყენებენ სამკურნალოდ ნივთიერებათა ცვლის და ძალების აღსადგენად. ასევე ანგინის, პირის ღრუს წყლულის და ხველის შესამსუბუქებლად. ყურძნის წვენი გამოიყენება, როგორც შარდმდენი და საფაღარათო საშუალება.
ამ უნიკალურ მცენარეში ბევრი სასარგებლო მიკროელემენტი, ვიტამინი და მინერალური მარილებია, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, იგი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ყურძენი ასევე რეკომენდებულია სისხლნაკლულობის დროს, რადგან ხელს უწყობს ერითროციტების წარმოქმნას და ამაღლებს ჰემოგლობინს.
სამკურნალოდ გამოიყენება ყურძნის წიპწებიც და ფოთოლიც.
წიპწებში აღმოჩენილია აქტიური ნივთიერება პოლიფენოლი, რომელსაც გააჩნია თვისება შეაკავშიროს თავისუფალი რადიკალები. როგორც ცნობილია ეს უკანასკნელი არის მიზეზი დაბერების და ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნის. ყურძნის ფოთოლს კი გააჩნია ბაქტერიციდული თვისება, ყურძნის ფოთლების ნაყენით მკურნალობენ კანის ჩირქოვან დაავადებებს, ასევე ივლებენ ყელს ანგინის დროს.
ყურძნისგან მზადდება ღვინო. ღვინით მკურნალობას ეწოდება ენოთერაპია.
ღვინო რთული შემადგენლობის პროდუქტია, რომელიც უამრავ სამკურნალო თვისებების მქონე კომპონენტს შეიცავს. ის ორგანიზმს ამარაგებს მაკრო და მიკროელემენტებით, ვიტამინებით, ამინომჟავებით... მდიდარია მთრიმლავი, საღებავი, პექტინოვანი, ფენოლური ნივთიერებებით (800-ზე მეტი კომპონენტით!). ორგანიზმში მოხვედრისას ღვინის შემადგენელი კომპონენტები ცალკეულად თუ კომპლექსურად განაპირობებენ: კარდიო და რადიოპროტექტორულ, ბაქტერიოციდულ, ანტიოქსიდანტურ, ანტივირუსულ, ანტისტრესულ, ანტისიმსივნურ და სხვა მოქმედებებს. ღვინო ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტსა და ტონუსს, ეხმარება საჭმლის შეთვისება-მონელებაში, გამოაქვს ტოქსინები, ხელს უწყობს შარდში შაქრის კონცენტრაციის შემცირებას, რის გამოც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს დიაბეტით დაავადებულებზე. ღვინის მცირე დოზით მიღება აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ახდენს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების ფიზიოლოგიურ ნორმაზე დაბალანსებას.





Posted by: RENE_Z 30 Sep 2009, 02:34
იფანი

ზეთისხილისებრთა ოჯახის.
ტანმაღალი ხეა (30-45 მ).
ახალგაზრდა ღერო ნაცრისფერქერქიანია, ერთწლიანი ყლორტები კი მწვანე.
ყვავილები ჯგუფებადაა განლაგებული, მათ ჯამი და გვირგვინი არ გააჩნიათ. ყვავილის ფოთლების გაშლამდე. უფრო ხშირად წვერში ამოკვეთილი ან თავბლაგვი, ხაზურა, წვერისაკენ ოდნავ გაფართოებული, ფრთა ნაყოფი 30-45 მმ სიგრძისაა. ბუნებრივად მთაში 1800 მ სიმაღლემდეა გავრცელებული.
ხალხურ მედიცინაში ქერქი და ნაყოფები გამოიყენება ციებ-ცხელების, წყალმანკის, დიზენტერიისა და პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ. ქერქს შავ, ყავისფერ და ლურჯ საღებავად იყენებენ. მოუმწიფებელ ნაყოფებს საჭმელად ძმარსა და მარილში ამწნილებენ. ქერქის დაფნის ნაწილის ნახარშს ძლიერ შარდმდენ და ციებცხელების საწინააღმდეგო საშუალებად თვლიდნენ. იგი წინათ (ქერქი) ქინაქინის ქერქადაც კი იყო ცნობილი აფხაზეთში. ფოთლებს რევმატიზმის წინააღმდეგ ხმარობდნენ.
ბულგარეთის მედიცინაშიი სამკურნალოდ იფნის ფოთლები და ქერქი გამოიყენება.
ფოთლები ფლაონურ გლიკოზიდ ქვერციტრინს, მანიტს, ტანინსა და ინოზიტს, აგრეთვე მცირე რაოდენობის ეთერზეთს შეიცავს, ქერქი კი გლიკოზიდ ფრაქსინს, ტანინსა და მანიტს.
ფოთლები რეკომენდებულია სახსრების რევმატიზმის, ღვიძლის, სიყვითლის, თირმკლის კენჭის სამკურნალოდ. მასვე იყენებენ ამოსახველებელ, ჭიისდამდენ და საფაღარათო საშუალებად. ჭრილობებზე ურჩევენ დანაყილი ფოთლის ფაფისებრი მასის დადებას. ქერქსაც ასეთსავე სამკურნალო თვისებებს მიაწერენ. ორივე სახის ნედლეული ცხელი ნაყენის სახით მიიღება: 3 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს 2 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ და 10 წუთს დგამენ (ერთი დღე-ღამის დოზა).



Posted by: RENE_Z 30 Sep 2009, 14:10
მაყვალი


მაყვალი ბუჩქოვანი (ან ნახევარბუჩქოვანი) მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან,ყვავილობს მაისიდან აგვისტომდე, ნაყოფი მწიფდება ივლის-ოქტომბერში.
სამკურნალოდ გამოიყენება მაყვლის ნაყოფი, ფოთლები და ფესვები. მაყვლის ნაყოფი შეიცავს 3-5% შაქარს (გლუკოზას და ფრუქტოზას), 1,5%-მდე ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), სათრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს, უჯრედისს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ასევე ბევრია მასში კალიუმის მარილები, სპილენძი, მანგანუმი. ფოთლები შეიცავს სათრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ C-ს, ორგანულ მჟავებს, უმნიშვნელო რაოდენობით ეთერზეთს;
მაყვლის ფოთლებისაგან მზადდება ძალზე სასარგებლო და სასიამოვნო ჩაი.
მაყვლის მწიფე ნაყოფი და წვენი გამოიყენება წყურვილის მოსაკლავად, ციებისა და მაღალი ტემპერატურის დროს. მწიფე ნაყოფი გამოიყენება როგორც საღაფარათო საშუალება კუჭში შეკრულობის დროს, ხოლო მკვახე – როგორც შემკვრელი.
ნედლი ნაყოფისაგან დამზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში ითვლება გამამაგრებელ და დამამშვიდებელ საშუალებად კლიმაქსური ნევროზების დროს.
ადრე, გამომშრალი ნაყოფის ნაყენები და ნახარშები გამოიყენებოდა როგორც ოფლსადენი და შარდსადენი საშუალება. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ასეთი მოქმედება გააჩნია ფოთლების ნახარშსაც, რომელსაც იყენებენ გაცივების დროს.
ნაყენი ასე შეიძლება მომზადდეს: 1 სუფრის კოვზ ფოთლებს დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭქა) მდუღარე წყალი, გაჩერეთ 4 საათი, მიიღეთ 1/2 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ 20-30 წუთით ადრე.
ხალხურ მედიცინაში ფოთლების ნაყენს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს, როგორც ამოსახველებელ საშუალებას, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების, ანგინის, ფარინგიტის დროს გამოსავლებად. ფოთლების ნახარშის საფენებს იყენებენ სირსველით დაზიანებული ადგილების, ეგზემის, ქრონიკული წყლულების, ძველი ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.
მაყვლის ფოთლების შემკვრელი თვისების გამო მის ნახარშს (1:10) იყენებენ კუჭიდან სისხლის დენის, კუჭის აშლილობის დროს. ასეთი წესით მომზადებულ ნახარშს სვამენ 1-2 სუფრის კოვზს 3-4-ჯერ დღეში.

Posted by: macaco-fast65 1 Oct 2009, 10:40
RENE_Z
ძალიან საინტერესოდ წერთ ყველაფერს ,მიუხედავად იმისა რომ ათასგან მაქვს წაკითხული,აქ დიდი სიამოვნებით ვკითხულობ .მადლობა რომ ასე კარგად ასურათებ. 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: RENE_Z 1 Oct 2009, 14:16
macaco-fast65
QUOTE
ძალიან საინტერესოდ წერთ ყველაფერს ,მიუხედავად იმისა რომ ათასგან მაქვს წაკითხული,აქ დიდი სიამოვნებით ვკითხულობ .მადლობა რომ ასე კარგად ასურათებ.

დიდი მადლობა ! user posted image
ვცდილობ მოვიძიო საინტერესო ინფორმაციები, მაგრამ მგონი აქ ჩვენს გარდა არავინ არ შემოდის user posted image
არავის არ აინტერესებს! user posted image

Posted by: flyer 1 Oct 2009, 16:52
QUOTE
კრაზანა

QUOTE
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ თუ სურათებს არ დადებ მაგ მცენარეებისას ისე რა აზრი აქვს?

user posted image

Posted by: lola_keta 1 Oct 2009, 16:57
RENE_Z
მე შემოვდივარ ვკითხულობ და გავდივარ smile.gif smile.gif smile.gif ასე რომ გააგრძელე რააა 2kiss.gif

Posted by: RENE_Z 1 Oct 2009, 22:29
lola_keta

QUOTE
მე შემოვდივარ ვკითხულობ და გავდივარასე რომ გააგრძელე რააა


კარგი, მაშინ გავაგრძელებ მოძიებას rolleyes.gif
2kiss.gif smile.gif ))))

Posted by: Kavkasia 1 Oct 2009, 22:33
RENE_Z
QUOTE
არავის არ აინტერესებს!



ძალიან საინტერესო და კარგი თემაა, მეც ყოველთვის შემოვდივარ და ვკითხულობ
up.gif up.gif

Posted by: RENE_Z 1 Oct 2009, 22:39
ბროწეული - Punica Granatum


ბროწეულისებრთა ოჯახში შედის. საკმაოდ ტანმაღალი (1-5 მ) ხშირტოტებიანი ეკლოვანი ბუჩქია. ნაყოფი კი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება.ბროწეულის ნაყოფის კანსა და ღერო-ტოტების ქერქს ტყავის შავად შესაღებად ხმარობდნენ. ნაყოფის კანისა და ძაღას (რკინის შაბიამანი) მეშვეობით შესაძლოა შავი მელნის დამზადება.
ბროწეულის ნაყოფს ნედლად იყენებენ. წვნისაგან, რომელიც 8-19% შაქარს, 0,3-9% ლიმონის მჟავას, ტანინსა და C ვიტამინს
სამკურნალოდ ნაყოფის კანი, ღეროს, ტოტებისა და ფესვების ქერქი გამოიყენება პარაზიტი ლენტური ჭიების წინააღმდეგ. აგრეთვე შემკვრელ საშუალებად კუჭ-ნაწლავის აშლილობისას. მის შემადგენლობაში არსებული ალკალოიდი პლეტერინი სწრაფად იწოვება ორგანიზმში და ტოქსიკურ მოვლენებს იწვევს.
ხალხური მედიცინა ბროწეულის ნაყოფის კანს კარგ შემკვრელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებად თვლის კუჭაშლილობის, დიზენტერიის (ჩვენში დიზენტერიის საწინააღმდეგოდ მას არაეფექტურად თვლიან), კუჭნაწლავის ანთების დროს. იყენებენ ნახარშს: 2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ნაყოფის კანი, ერთ ჭიქა წყალზე. ადუღებენ ნელ ცეცხლზე 15 წუთს (2 დღის დოზა). ბროწეულის ღეროსა და ფესვების ქერქს ეფექტურ საშუალებად მიიჩნევენ სოლიტერის წინააღმდეგ


Posted by: RENE_Z 1 Oct 2009, 22:43
ევკალიპტი - Eucalyptus globulus Labill

ევკალიპტი მარადმწვანე ხეა, მირტისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 50-70 მ, ძლიერი ფესვთა სისტემით და სწორი ტანით. ქერქი ხის ტანსა და ღერებზე გლუვია, მონაცრისფრო-თეთრი, ღეროს წვერებისაკენ მოცისფრო ელფერით. გარე კანი ექერქება. ძველი ქერქის ნარჩენები ყოველთვის შეიძლება შეამჩნიოთ ტანის ზემო ნაწილზე, როკებს შორის, ტოტებზე. ყლორტები ოთხკუთხაა, წახნაგოვანი. ყლორტები, ისევე როგორც ფოთლები, დაფარულია ცვილისებრი, მომწვანო-მონაცრისფრო ნაფიფქით. ევკალიპტის ახალგაზრდა ტოტების ფოთლები განლაგებულია მოპირისპირედ, უყუნწოა ან მოკლეყუნწიანი, კვერცხისებური ან მოგრძო-კვერცხისებური ფორმის, ფოთლის ძირთან გულისებრი მონაკვეთით, წვეროსაკენ წამახვილებული, თხელი და მკვრივი. მონაცრისფრო-მწვანე, მოცისფრო ელფერით. სიგრძით - 7-16 სმ, სიგანით 1-9 მ. ძველი ტოტების ფოთლები მორიგეობითია, ყუნწიანი მზის მიმართ წახნაგითაა განლაგებული, წაგრძელებულ-ლანცეტისებრი. იშვიათად ფართო-ლანცეტისებრი, უმეტესად ნამგალივით მოღუნული ფორმის. სქელი, ტყავისებრი, მონაცრისფრო-მწვანე, სიგრძით 10-30 სმ, სიგანით 3-4 სმ. კოკორი კონუსურია, ოთხწახნაგოვანი, ბორცვაკიანი, სიგრძით 2-3 სმ. ყვავილსაჯდომი მოკლეა, ან თითქმის მჯდომარე, მარტოული ყვავილებით, რომლებიც ფოთლის უბეებშია განლაგებული.
ევკალიპტი ყვავილობს შემოდგომით 3-5 წლის ასაკში, ნაყოფი მწიფდება ყვავილობიდან 1,5-2 წლის შემდეგ.
ევკალიპტი გავრცელებულია აჭარისა და აფხაზეთის ზღვისპირა რაიონებში, ნედლეულად ამზადებენ ევკალიპტის ფოთლებს და ერთ ან სამწლიან ყლორტებს. აშრობენ ჩრდილში, სტელაჟებზე, 10 სმ სისქეზე გაფენილს, კარგი ვენტილაციის პირობებში, ხშირად აბრუნებენ.
ევკალიპტის ფოთოლი შეიცავს 1%-ზე მეტ ეთერზეთს, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილია ცინეოლი. ასევე შედის მის შემადგენლობაში სათრიმლავი ნივთიერებები.
ევკალიპტის ფოთლებს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ლარინგიტების, ახალი ინფექციური ჭრილობების, ქალის სასქესო ორგანოების ანთების დროს. გარდა ამისა, ევკალიპტის ფოთლებისაგან დამზადებული პრეპარატები იხმარება პლევრიტის, პნევმონიის, დამწვრობის, ფლეგმონის, ტროფიკული წყლულის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.
ფოთლებისაგან ნახარშის მოსამზადებლად 10 გ (2 სუფრის კოვზ) დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წთ. შემდეგ გააცივეთ 10 წუთი, გადაწურეთ დოლბანდზე, ხმარების წინ შეანჯღრიეთ. იხმარება ინფექციური ჭრილობების დასამუშავებლად. აღნიშნული კონცენტრაციის ნახარში გამოიყენება აგრეთვე ფლეგმონების, ასცესების, ჩირქოვანი გასტრიტების, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ხმარობენ, აგრეთვე, ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს ინგალაციისათვის.
ევკალიპტის ზეთი, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება, გამოიყენება ყელში სავლებად და ინჰალაციისათვის.
ხალხურ მედიცინაში ევკალიპტს ხმარობენ როგორც ნერწყვის და კუჭის წვენის გამოსაყოფ საშუალებას, ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს. ამისათვის 1 სუფრის კოვზ ევკალიპტის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1/2 ლიტრი მდუღარე წყალი. მიღებული ცხელი ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ 3-ჯერ დღეში თითო ღვინის ჭიქა ჭამის წინ.



Posted by: RENE_Z 1 Oct 2009, 22:49
მრავალძარღვა - Plantago major

მრავალძარღვა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან.
მრავალძარღვა გავრცელებულია მთელს საქართველოში გზის პირებზე, ბილიკებზე, ეზოებში, ბაღებში, საერთოდ – ტენიან ნიადაგებში. მთაში გვხვდება თითქმის 2500 მ-მდე ზღვის დონიდან.
ამზადებენ მრავალძარღვას ფოთლებს. ფოთლები მოკლე ყუნწებით იჭრება ყვავილობის პერიოდში. არ შეიძლება მთელი როზეტის მოჭრა, რადგან, ამას მივყევართ მრავალძარღვას განადგურებამდე. მიზანშეწონილია ფოთლების შეგროვება მშრალ ამინდში, უნდა შეგროვდეს საღი, დაუავადებელი ფოთოლი. აშრობენ ჩრდილში.
მრავალძარღვას ფოთლები შეიცავს გლიკოზიდ აეკუბინს. ნაპოვნია მათში ალკალოიდის ნიშნები, სათრიმლავი ნივთიერებები მცირე რაოდენობით. ვიტამინი K, პროვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, ფლავონოიდები, ლიმონის მჟავა. თესლი შეიცავს სტეროიდულ საპონინებს, პროტეინს, ამინომჟავებს.
მრავალძარღვას ჯერ კიდევ X საუკუნეში იყენებდნენ არაბეთსა და სპარსეთში. ძველი ბერძნული და რომაული მედიცინა რეკომენდაციას უწევდა მრავალძარღვას თესლს დიზენტერიის სამკურნალოდ.
ავიცენა მიუთითებდა, რომ მრავალძარღვას საფენები კარგად მოქმედებენ სპილოს დაავადების დროს, ხელს უშლიან მის განვითარებას და ამცირებენ შეშუპებას. მისი წვენის ჩაწვეთება ყურში აყუჩებს ტკივილს, ხოლო ფესვის, ანუ ღეროს ღეჭვა, ან მისი ნახარშის გამოვლება პირის ღრუში კარგია კბილის ტკივილის დროს.
ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვას იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ტუბერკულოზის, აგრეთვე საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების (გასტრიტების, წყლულოვანი დაავადების, კოლიტების და სხვა) შემთხვევაში. მცენარის ფოთლებში არსებული ფიტონციდები განაპირობებენ მის ანტიმიკრობულ მოქმედებას. მრავალძარღვას ნაყენი და ფოთლების წვენი ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას. კარგად გარეცხილი ფოთოლი გამოიყენება ჩირქოვან ჭრილობებსა და ძირმაგარებზე დასაფენად კომპრესის სახით.
მრავალძარღვას ფოთლებისაგან ამზადებენ ნახარშებს, ნაყენებს. 30 გრ მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა წყალი. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი, როგორც ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტების, ყივანახველის, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზის დროს.
10 გრ (2 სუფრის კოვზი) მშრალი დაქუცმაცებული მრავალძარღვა მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე, ადუღეთ წყლის აბაზანაში 30 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ 10 წთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ. დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ საწყისი მოცულობის მიღებამდე ანადუღარი წყლით (200 მლ-მდე). მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 5-10 წთ-ით ადრე ჭამის წინ 3-4-ჯერ დღეში.
ცხელი ნაყენის მისაღებად 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 10 წთ, დალიეთ 1 სთ-ის განმავლობაში ყლუპებთ (სადღესამისო ნორმა).
ახალი ფოთლებისაგან წვენის მისაღებად კარგად გარეცხილი ფოთლები წვრილად დაჭერით, დაჭყლიტეთ, გამოწურეთ, მიღებულ წვენს შეურიეთ იმავე რაოდენობის თაფლი (1:1), ადუღეთ 20 წთ-ის განმავლობაში, მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ დილას – უზმოზე და საღამოს – ჭამის წინ. შეინახეთ თავდახურული, გრილ, ბნელ ადგილას.



Posted by: abelo 1 Oct 2009, 22:54

ძალიან კარგი თემაა,
პატარა წვლილს შევიტან და
ერთ საინტერესო ლინკს დავდებ სამკურნალო მცენარეებზე smile.gif

http://ecopharm.sangu.ge/index.htm

Posted by: RENE_Z 1 Oct 2009, 22:56
ტყის მარწყვი - Fragaria vesca

ტყის მარწყვი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ნაყოფი მწიფდება ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში.
ტყის მარწყვი გავრცელებულია ტყეებში, ტყის პირებში, მდელოებში, მშრალ ბალახოვან ფერდობებზე და ბუჩქნარებში.
ნედლეულად იყენებენ ნაყოფს, ფოთლებს და ფესვებს. ნაყოფს აგროვებენ სრული სიმწიფის დროს. ფოთლებს კრეფენ ყუნწების გარეშე ყვავილებისა და ნაყოფის დამწიფების პერიოდში. ფესვებს აგროვებენ შემოდგომით, აცილებენ წვრილ ფესვებს და აშრობენ.
ტყის მარწყვის ქიმიური შემადგენლობა არ არის კარგად შესწავლილი. შედარებით კარგად არის შესწავლილი ნაყოფის ქიმიური შემადგენლობა. მასში დიდი რაოდენობით შედის შაქარი (9,5%-მდე, ორგანული მჟავები, პექტინი (1,5%) დასათრიმლავ ნივთიერებები (0,4%-მდე), ვიტამინები: B, C, კაროტინი, ეთერზეთი, მიკროელემენტები, მათ შორის რკინა, მანგანუმი, სპილენძი, ქრომი.
ფოთლებში აღმოჩენილია სათრიმლავი ნივთიერებანი, ვიტამინი C (250-280 მგ %), ალკალოიდის კვალი და გლიკოზიდი ფრაგარინი. ფესურებსა და ფესვებშიც ნაპოვნია სათრიმლავი ნივთიერებები (9,4%-მდე).
ტყის მარწყვის ხილი ნაყოფი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია. იგი, როგორც სამკურნალო საშუალება, გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, ათეროსკლეროზის, კუჭის წყლულის, გასტრიტების, ატონური გაუვალობის, ანემიის, ნიკრისის ქარის და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შემთხვევაში. არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ცნობილმა ბოტანიკოსმა კარლ ლინეიმ თავი ნიკრისის ქარისაგან განიკურნა ტყის მარწყვის ნაყოფით.
ნაყოფისა და ფოთლების ნაყენს იყენებენ ნაღვლისმდენ საშუალებად. მას გააჩნია აგრეთვე დიურეტიკული მოქმედების უნარი. ნაყოფის წვენს, ნაყენს და ნახარშს აქვს ოფლმდენი თვისებები, უკლავს წყურვილის სურვილს, აუმჯობესებს ჭამის მადას. ნაყოფის წვენს იყენებენ გარეგან საშუალებად წითელი ქარის დაავადებების დროს, პატარა ჭრილობების, ეგზემისმაგვარი მდგომარეობის, კანზე ლაქების, ჭორფლისა და ფერისმჭამელების მოსაცილებლად. ამ დროს დღეში იღებენ 4-6 სუფრის კოვზ ახალ წვენს. შეიძლება ნაყენის დასამზადებლად გამოყენებული იქნეს გამშრალი ნაყოფი და ფოთლები. ერთ ჭიქა ნაყენს იღებენ ერთი დღის განმავლობაში.
ტყის მარწყვის ფოთლების ნაყენს იღებენ როგორც ოფლმდენ, ნიკრისის ქარის საწინააღმდეგო საშუალებას, აგრეთვე თირკმელში და ღვიძლში ქვების, ავიტამინოზის, საშვილოსნოდან სისხლის დენისა და გაცივების დროს.
ხალხურ მედიცინაში იყენებენ აგრეთვე ფესვების ნახარშებსაც, ფაღარათების, თირკმელში და შარდის ბუშტში კენჭების არსებობის, კანის დაავადებების და სისხლისდენის დროს. ახალი ფოთლები ჭრილობის შესახორცებელი კარგი საშუალებაა.
ტყის მარწყვის ნაყენის მისაღებად აიღეთ 1 სუფრის კოვზი მარწყვის ფოთლები და ფესვები, დაასხით 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) ცივი, ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 6-8 სთ, გაწურეთ და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ გასტრიტების, მსხვილი და წვრილი ნაწლავების ანთების, ფაღარათების დროს.

Posted by: RENE_Z 1 Oct 2009, 23:08
ჟოლო - Rubus Idaeus


ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.
ნაყოფი შეიცავს 10 პროცენტამდე შაქარს, 2 პროცენტამდე ორგანულ მჟავას, C, A, B ვიტამინებს.
გაციების დროს ოფლის მოდენის მიზნით დასალევად ამზადებენ : 2 სუფრის კოვზ ხმელ ნაყფოს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, 20 წუთის შემდეგ ფილტრავენ და 2-3- ჭიქას სვამენ 1-2 საათის განმავლობაში .
ფოთლების ნახარშს ხალხურ მედიცინაში იღებენ ხველის, ყელის ტკივილის, ციებ-ცხელების დროს, ხოლო გარეგან სახმარად იყენებენ ფერისმჭამელებისა და მუწუკების მოსაცილებლად. ყვავილების ნახარშით კი წითელ ქარსა და თვალის ანთებას მკურნალობენ. ახალდშეგროვილი ნაყოფების ჭამას ურჩევენ ეგზემის მკურნალობისათვის.
ტიბეტის მედიცინაში ფოთლების ან ნაყოფების გამონახარშს ურჩევენ ნევრასთენიის, ნევრიტის დროს და სიცხის დამწევ საშუალებად.
ჟოლოს ფოთლები რეკომენდებულია, როგორც შემკვრელი საშუალება კუჭაშლილობის დროს. გააჩნია სიცხის საწინააღმდეგო თვისებაც კუჭ-ნაწლავის კატარის დროს; მასვე უწერენ კუჭში სისხლჩაქცევის, მენორარგიის, სასუნთქით ორგანოების დაავადებისა და კანზე გამონაყარის სამკურნალოდ.
ყველა ამ შემთხვევაში : 2 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთლებს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს (გაციებისას სვამენ ცხელ მდგომარეობაში).
მასვე იყენებენ პირსა და ყელში გამოსავლებად ღრძილებისა და ყელის ტკივილის სამკურნალოდ.





Posted by: RENE_Z 1 Oct 2009, 23:19
კოწახური - Berberis Vulgaris


მჟავე, სასიამოვნო გემოს ნაყოფი.
ფოთლები შეიცავენ 120 მგ /პროცენტამდე ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C-ს), ნაყოფმსხმოიარობისას კი დაახლოებით 40 მგ/ პროცენტ ვიტამინ E-ს. გარდა ამისა ფოთლებშია ალკალოიდები, მათ შორის ბერბერინი, რომელიც სისხლის წნევას დაბლა სწევს, იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას და აძლიერებს ნაღვლის დენას. ფოთლის ნაყენს სისხლდენის შესაჩერებლად და ღვიძლის დაავადების დროს იყენებდნენ, ფოთლებს იყენებენ მარინადის მოსამზადებლადაც.
ფესვებისგან, რომელიც 2-5 პროცენტ ალკალოიდებს შეიცავს, იღებენ პრეპარატ ბერბერინს, რომელსაც ქრონიკული ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს იყენებენ.
მწვანე ნაყოფები შაბთან ერთად მატყლის, სელის ქსოვილსა და ქაღალდს ვარდისფრად ღებავს, ფესვები კი მატყლსა და ტყავს ყვითლად ღებავს.
კოწახურის ფოთლის ნაყენი 40 პროცენტ სპირტზე 1:10-ზე შეფარდებით (1 ნაწილი წვრილად დაჭრილი ფოთოლი 10 ნაწილ სპირტზე) მიიღება ღვიძლისა და ნაღველსადინარების დაავადებებისას 25-30 წვეთი დღეში სამჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში.
ხალხური მედიცინა სამკურნალოდ კოწახურის ფესვებს, ღეროს და ტოტების ქერქს იყენებს. კოწახურის პრეპარატები ქინინის მსგავსად სიცხის დამწევად მოქმედებს. მასვე გააჩნია სედატიური და მიკრობსაწინააღმდეგო თვისებები. კოწახურის ფესვები და ქერქი (ალკალოიდები) რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, სიყვითლის, თირკმლებისა და საშარდე ბუშტის ანთების, განსაკუთრებით ნიკრისის ქარის, რევმატიზმის და წელკავის (წელის გაშეშების) დროს.
მიღება ხდება წყლიანი ნაყენის სახით: ნახევარი ჩაის კოზ დაქუცმაცებულ ქერქს ან ფესვებს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს. საჭიროების შემთხვევაში დღეში 2 ჭიქა გამონაწვლილს სვამენ.
ხალხურ მედიცინაში რეკომენდებულია აგრეთვე ნაყოფის გამონახარში ელენთის დაავადების და კუჭის სპაზმების დროს, ფოთლების გამონახარში კი სურავანდის, კუჭაშლილობის და დიზენტერიის წინააღმდეგ.



Posted by: RENE_Z 2 Oct 2009, 01:39
ჩაი


ჩაი - ყველაზე პოპულარული სასმელია მსოფლიოში წყალის შემდეგ. ნებისმიერი ჩაი, ეს იქნება შავი თუ მწვანე წარმოადგენს ანტიოქსიდანტს.
ჩაი პირველად ნახსენებია 770 წ. ჩვ.წ.აღრ. ჩინელი ჩჯოუ-გუნის წიგნში, სადაც აღწერილია ჩაის სასარგებლო თვისებები. ჩაიში დაახლოებით 300 სასარგებლო ნივთიერებაა აღმოჩენილი.
ჩაის შემადგენლობაში შედის: ფენოლის ნაერთები, კატეხინები, პექტინური ნივთიერებები, სპირტი, მჟავები(ქარვამჟავა, ლიმონმჟავა, რძემჟავა), ამინომჟავები, პურინის წარმოებული( კოფეინი, გუანინი, ადენინი, თეოფილინი, თეობრომინი,) პიგმენტები, ვიტამინები, ფერმენტები, მინერალური და არომატული ნივთიერებები, აგრეთვე ცილები, ცელულოზა, სახამებელი, ზოგიერთი მინერალური ნივთიერება, ცხიმში ხსნადი ვიტამინები და სხვა.
შავს და მწვანე ჩაის გააჩნია სხვადასხვა ექსტრაქტული ნაერთები. ცნობილია, რომ მწვანე ჩაიში უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებაა.
ჩაი შეიცავს 15—30% მთრმილავ ნივთიერებას ტანინს
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთი ფინჯანი ჩაი შეიცავს 40 მგ. კოფეინს, მაშინ, როდესაც ერთ ფინჯან ახლადმოდუღებულ ყავაში კოფეინი 85 მგ.ია
ჩაი – უნივერსალური სასმელია, როგორც ხალხში ამბობენ „ასი დაავადების წამალი“. ჩაის სამშობლოში - ჩინეთში თავდაპირველად ჩაი გამოიყენებოდა, როგორც წამალი, და შედარებით გვიან დაიწყეს მისი გამოყენება, როგორც ჩვეულებრივი სასმელი.
ჩაის ხშირი გამოყენება ჯანმრთელობის საწინდარია;
ჩაი იცავს გულს ინფარქტისგან და სხვადასხვა დაავადებისგან.
ჩაი ამაგრებს სისხლძარღვებს და კაპილარებს,ხდებიან რა ისინი უფრო მოქნილი და ელასტიურები.
მწვანე ჩაი შლის ცხიმოვან დანალექებს ორგანიზმში და ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას და ლიპიდების წარმოქმნას სისხლძარღვების კედლებზე ორგანიზმში.
ჩაი ხელს უწყობს სისხლის მომოქცევას, აფართოვებს და წმინდავს ტვინის და გულის სისხლძარღვების კაპილარებს.
ჩაი აწესრიგებს არტერიულ წნევას
ჩაი შეიცავს უნიკალური რაოდენობის ერთად თავმოყრილ ვიტამინებს, მიკროელემენტებს და ცილების ნაერთებს.
ჩაი -არაჩვეულებრივი ოფლმდენი საშუალება გაციების დროს.
მწვანე ჩაი ყველაზე უკეთ კლავს წყურვილს და იცავს ორგანიზმს სიცხისგან.
ჩაის ახასიათებს მკვეთრად გამოხატული მთრმილავი, ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედება.
ჩაი ანეიტრალებს ტოქსინებს. კუჭში თრგუნავს და სპობს სხვადასხვა ტიპის ბაქტერიებს.
ჩაი შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს (ფტორი, კალციუმი, ფოსფორი და სხვა.) რომელიც აუცილებელია ძვლების და კბილების ფორმირებისთვის.
ჩაი უებარია კბილის ტკივილის დროს, და ასევე პირის ღრუში აქრობს არასასიამოვნო სუნს.
ჩაი ასევე არის შარდმდენი, მისი რბილი მოქმედება ამავე დროს არ აღიზიანებს ნერვულ სისტემას და თირკმელებს
ჩაის ახასიათებს სისხლისშემაჩერებელი, ანტიანთებითი და ანტიბაქტერიული მოქმედება. მაგარი ჩაით შეიძლება ჭრილობის მობანვა.ის ადეზინფიცირებს და აჩქარებს შეხორცებას.
ჩაის იყენებენ დამწვრობის დროს, და რაც მნიშვნელოვანია, ძლიერი დამწვრობის დროსაც.
ჩაი რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკის დროს.
ჩაის აქვს თვისება ორგანიზმიდან გამოდევნოს რადიოაქტიური ნივთიერებები, ტოქსინები, ქიმიური ნივთიერებები და პრეპარატები, მათ შორის ნარკოტიკული და ალკოჰოლი.
ჩაი აძლიერებს ფილტვების ვენტილაციას, აიოლებს სუნთქვას, ძალიან სასარგებლოა ბრონქიტების, ტრაქეიტების და ფილტვების ანთების დროს.
ცხელი ჩაი სურდოს და გაციების დროს უებარი საშუალებაა. სასარგებლოა მისი მიღება ანგინის, ტონზილიტების და სხვა ცხვირ-ხახის დაავადებების დროს.
ჩაის უნიკლური თვისებაა ასევე ის, რომ იგი მხედველობას აუმჯობესებს, ამაგრებს ნერვულ სისტემას, აძლიერებს რეაქციის სისწრაფეს, ხელს უწყობს მეხსიერების ამაღლებას, აიოლებს ახალი ინფორმაციის ათვისებას.
* * *
თავშავას ჩაი
1 სუფრის კოვზ მშრალ თავშავას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 10 წთ ან წამოადუღებენ. სვამენ ჩაის სახით. ძალიან სასარგებლო, გემრიელი და არომატული ჩაია.
თავშავა არეგულირებს არტერიულ წნევას, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, იყენებენ სასუნთქი გზების გაციების დროსაც.

ცაცხვის ყვავილების ჩაი
1 სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. (უმჯობესია თერმოსში). 20 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით. ეს ნაყენი არომატული და სასიამოვნოა.
ცაცხვის ყვავილების ნაყენი გამოიყენება გაციების დროს. აქვს ოფლმდენი, ანტიმიკრობული, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.

კუნელისა და ძახველის ჩაი
კუნელისა და ძახველის მწიფე ნაყოფებს ჩეჩქვავენ, ათავსებენ თერმოსში. თითო სუფრის კოვზ ორივე ნაყოფს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. დილით გაწურავენ და ღებულობენ ჩაის სახით.
კუნელი და ძახველი უხდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, აქვს დამამშვიდებელი და წნევის დამგდები მოქმედება.

ასკილის ჩაი
ასკილის მწიფე ნაყოფებს ჩეჩქვავენ. ღამით თერმოსში ასხამენ მდუღარე წყალს (1 სუფრის კოვზ ასკილზე 1 ჩაის ჭიქა). დილით მიირთმევენ თბილი სახით.
ასკილის ნაყოფში არის c ვიტამინი, ამიტომ მისი ჩაის ხშირი მიღება შესვენებებით ამაღლებს იმუნიტეტს.
თუ სისხლში მომატებულია პროთრომბინი, ასკილის ჩაის მიღება არ შეიძლება!

კრაზანას ჩაი
კრაზანა მიჩნეულია ბუნებრივ ანტიბიოტიკად. ადუღებენ 5 წთ. (1 ს.კ. ბალახი 1 ჩაის ჭიქა წყალზე) ღებულობენ ჩაის სახით.
კრაზანას ჩაის მიღება 2 კვირის განმავლობაში, აქრობს ანთებებს ორგანიზმში, არეგულირებს კუჭის წვენის მაღალ მჟავიანობას, წმენდს ნაღვლის ბუშტს.

პიტნის ჩაი
1 სუფრის კოვზ პიტნას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 10-15 წთ. ღებულობენ ჩაის სახით.
პიტნას აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. ღებულობენ კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს.

დეკას ჩაი
დეკას 1-2 ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს და ადუღებენ 10 წთ. ღებულობენ ჩაის სახით.
დეკას აქვს შარდმდენი მოქმედება და იყენებენ თირკმელების დაავადებების, ჰიპერტონიის დროს.

კომშისა და ალუბლის ფოთლების ჩაი
კომშისა და ალუბლის ფოთლებს ადუღებენ 5 წუთით. უმატებენ ცოტა ლიმონის წვენს და მიირთმევენ დილა-საღამოს ჩაის სახით.
ეს ჩაი პროთრომბინს აქვეითებს სისხლში. ამიტომ მისი მიღება 1 კვირაზე მეტ ხანს არ შეიძლება ანალიზის გარეშე.

ჟოლოსა და მოცვის ფოთლების ჩაი
ჟოლოსა და მოცვის ფოთლებს ხარშავენ 2-3 წუთით. 20 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით.
ამ მცენარეთა ფოთლებს აქვს ოფლმდენი, სიცხის დამწევი მოქმედება და ღებულობენ გაციების დროს.

მარწყვის ფოთლების ჩაი
მარწყვის ხმელ ფოთლებს ხარშავენ 5 წუთით და ღებულობენ ჩაის სახით.
მარწყვის ფოთლებს აქვს ორგანიზმიდან მარილების გამომდენი და ელენთის სამკურნალო თვისებები.

ურცის ჩაი
1 სუფრის კოვზ ურცს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. 10 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით.
ურცი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, იყენებენ აგრეთვე სასუნთქი გზების გაციების დროს.

ჭინჭრის ჩაი
ჭინჭრის გამხმარ ფოთლებს ასხამენ მდუღარე წყალს და წამოადუღებენ 1-2 წუთით.
ჭინჭარი წნევას მაღლა სწევს და უხდებათ ჰიპერტონიკებს. წმენდავს სისხლს. ამაღლებს იმუნიტეტს, აჩერებს სისხლდენებს მთელ ორგანიზმში.

მატიტელას ჩაი
1 სუფრის კოვზ მშრალ, მატიტელას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს, ხარშავენ 5 წუთით და სვამენ ჩაის სახით.
მატიტელას აქვს ღვიძლის ფუნქციის აღმდგენი მოქმედება, ამიტომ იყენებენ ბოტკინის დაავადების დროს და შემდგომ პერიოდში, უხდება კუჭ-ნაწლავისა და თირკმელების დაავადებებს. ორგანიზმიდან გამოაქვს მარილები.

ბეგქონდარას ჩაი
1 სუფრის კოვზ ბეგქონდარას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. 20 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით. არის არომატული და სასიამოვნო ჩაი.
ბეგქონდარა უხდება თირკმელებსა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს, იყენებენ აგრეთვე სასუნთქი გზების გაციების დროსაც.

სამკურნალო ჩაის სახით მისაღებად შევარჩიეთ ისეთი მცენარეები, რომელთაც სასიამოვნო გემო და არომატი აქვთ. რადგან მათ სამკურნალო დანიშნულებაც გააჩნიათ, თითოეული მცენარის ჩაის მიღება სასურველია 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ უნდა შეიცვალოს მცენარე.

Posted by: goga_ivana 2 Oct 2009, 02:16
ინდური კანაფის სამკურნალო თვისებებზე დაწერეთ რამე თუ შეიძლება.

Posted by: RENE_Z 2 Oct 2009, 02:26
goga_ivana

აქ არის ამაზე თემა, შეგიძლია გაეცნო

http://forum.ge/?f=19&showtopic=34002833

Posted by: goga_ivana 2 Oct 2009, 11:01
დიდი მადლობა.RENE_Z. სამწუხაროდ თემა დაუხურავთ. ეტყობა ჯერ არ არის ქართული საზოგადოება იმისთვის, რომ ღიად იმსჯელონ ამ მცენარის ლეგალიზაციაზე. აბიდნა და?

Posted by: RENE_Z 3 Oct 2009, 09:06
ბალი


ბალი (Cerasus avium), ალუბლის გვარის ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა.
ნაყოფი შეიცავს 10-15% შაქარს (გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა), 0,2-1,1% მჟავას (უმთავრესად ვაშლისას), А, С, Р და В ჯგუფის ვიტამინებს. ასევე ფოსფორს, კალციუმს და რკინას. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. ბალში გაცილებით მეტი ნახშირწჱლებია, ვიდრე ალუბალში.
ბალი ასტიმულირებს თირკმელების და ღვიძლის მუშაობას, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.
ბალი შეგიძლიათ შეუზღუდავად მიიღოთ გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს - ის, ალუბლისგან განსხვავებით, არ იწვევს გულძმარვას და კუჭის წვენის მჟავიანობის მომატებას. თავის ტკივილის დროს რბილობი შეგიძლიათ ათქვიფოთ და ეს ფაფა 10-15 წუთით დაიდოთ შუბლზე.
თუ მიდრეკილი ხართ სიმსუქნისკენ და გიყვართ ჭამა, ჭამის წინ 50-100 გრამი ბალი მიიღეთ- ის იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას, თუმცა კალორიებით ღარიბია.
გარდა ამისა, ბალი შეიცავს ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელ ნივთიერებებს. დაბოლოს, ბალსა და ალუბალს აქვთ სუსტი შარდმდენი ეფექტი და შეგიძლიათ, წნევის დასაწევად გამოიყენოთ.
ბალი გამოიყენება სისხლნაკლულობს დროს, ასევე თუ არის კანთან დაკავშირებული პრობლემები., მაგ.ფერისმჭამელები,საქმე იმაშია, რომ სახეზე გამონაყარი და ფერიმჭამელები წარმოიქმნებიან ძირითადად ორგანიზმის დაბინძურების გამო, ხოლო ბალი ასუფთავებს კუჭს და წმინდავს ორგანიზმს. მას ასევე გამოაქვს ორგანიზმიდან შხამები და ტოქსინები. უებარი საშუალებაა მათთვის, ვისაც აქვს კუჭისშეკრულობასთან დაკავშირებული პრობლემები.


Posted by: RENE_Z 3 Oct 2009, 09:09
ალუბალი


ალუბალი (Cerasus), მერქნიანი მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა.
ალუბლის ნაყოფი შეიცავს ორგანულ მჟავებს(ვაშლის,ლიმონის, ქარვის, სალიცილის და სხვა.)მინერალურ ნივთიერებებს, მიკროელემენტებს (კალციუმს,რკინას,ფოსფორს,მაგნიუმს, კალიუმს,სპილენძი,პექტინებს 11%,ფერმენტებს, А, С и РР ვიტამინებს, ფიოლის მჟავას0,8-2,4% ,7,3-17,5% შაქარს, 0,15-0,88% მთრიმლავ ნივთიერებას, ასევე:
1. B ჯგუფის ვიტამინებს. ისინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, უნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს, ამაგრებს თმასა და ფრჩხილებს.
2. A ვიტამინს - საჭიროა მხედველობისათვის, ძვლებისა და კბილების სიმაგრისთვის.
3. ფოლიუმის მჟავას და რკინას - აუცილებელია სისხლის შემადგენლობის ნორმალიზებისთვის.
4. C ვიტამინს - იცავს ორგანიზმს ვირუსებისა და ინფექციებისგან, ამაგრებს გულს, სისხლძარღვების კედლებს.
ალუბლის მთავარი სიმდიდრე კი კუმარინები გახლავთ. ეს ნივთიერებები საჭიროა ორგანიზმისთვის ტონუსის შესანარჩუნებლად. ამ ხილს ურჩევენ ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობისგან დასუსტებულ ადამიანებს.
ალუბლის ნაყოფი და ფოთლები ნატურალური ანტიბიოტიკებია. მათში უხვად არის ფიტონციდები - ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას. ბოსტნეულის მწნილის მომზადებისას ალუბლის რამდენიმე ფოთოლი დაამატეთ - თქვენი ნახელავი მთელი ზამთარი არ გაფუჭდება.
ღვიძლისა და თირკმლის პრობლემების დროს კარგია ალუბლის წვენი - 1 ჭიქა ყოველ დილით.
თუ შეკრულობა გაწუხებთ, სასარგებლოა ნაყოფიც და წვენიც. გაციებისა და ყელის ტკივილის დროს გამოგადგებათ შემდეგი რეცეპტი: 1 კგ ალუბალს დაასხით 1 ლ მშრალი წითელი ღვინო და 5-10 წუთი ადუღეთ. შემდეგ გემოვნებისამებრ დაამატეთ შაქარი. მიიღეთ დღეში 50 მლ 1-2-ჯერ.
ყორადღება! ალუბლის კურკა შეიცავს ნივთიერება ამიგდალინს (0,85%), რომელმაც შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს.




Posted by: RENE_Z 3 Oct 2009, 09:13

თუთა


თუთა, თუთის ხე, ბჟოლა (Morus), ფოთოლმცვივანი ხეებისა და იშვიათად ბუჩქების გვარი თუთისებრთა ოჯახისა.
გვარი შეიცავს 24-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამირიკის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, ნაწილობრივ აფრიკაში.
საქართველოში იზრდება თუთის 2 სახეობა თეთრი თუთა (Morus alba) და ხართუთა (Morus nigra).
თუთის შემადგენლობა:წყალი-89,76%, გლუკოზა-9,19%, თავისუფალი მჟავები,უმეტესად ლიმონისა და ვაშლისა-1,86%, აზოტოვანი ნივთიერებანი-0,39%, პექტინი,ცხიმები,მარილები და ალოე-20,30%, უხსნადი წნ.-1,25%, ნაცარი-0,57%.
შავი თუთის წვენი შეიცავს 20-25 გრ ლიმონის მჟავას ერთ ლიტრზე.შავი თუთა თეთრისგან იმით განსხვავდება,რომ შეიცავს ორჯერ მეტ რკინას:შავი თუთა რკინას შეიცავს 6,32% რაოდენობით,თეთრი კი 3,93%.
ქართულ ხალხურ მედიცინაში წითელ თუთას იყენებენ ფაღარათის დროს,როგორც შარდსადენ საშუალებას.თუთის ნაყოფის ნახარშს ხმარობენ გამოსავლებად ყელის დაჩირქების დროს.


Posted by: RENE_Z 3 Oct 2009, 09:17
ლეღვი

ლეღვი (Ficus carica), სუბტროპიკული მცენარე თუთისებრთა ოჯახის ფიკუსის გვარისა. ლეღვი მეჩხერად დატოტვილი ხეა.
ლეღვი ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე აზიაში, ირანსა და ჩრდილოეთ-დასავლეთ ინდოეთში, კულტივირებულია მრავალ ქვეყნებში.
მშრალი ლეღვის კალორიულობა მაღალია და 50-77% შაქარს შეიცავს. საქართველოში ლეღვი ძველთაგანვე ცნობილია და ფართოდაა კულტივირებული.
ლეღვის ნაყოფი ნაზია, დიდხანს არინახება, ჯიშისა და სიმწიფის კვალობაზე იგი შეიცავს (%-ობით): 12-23 შაქარს, 0,5-4,2 პექტინოვან ნივთიერებებს, 3,4-7,4 უჯრედისს.
უმწიფარი ნაყოფის საკვებად გამოყენება არ შეიძლება, უფრო მეტიც - სახიფათოა. ლეღვი შეიცავს დიდი ოდენობით B და C ვიტამინებს, აგრეთვე - პროვიტამინ A-ს, მინერალურ ნივთიერებებს: რკინას, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ბრომს, გოგირდს, ცოტაოდენ დარიშხანს, აგრეთვე - პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს, ყველაზე დიდი ოდენობით კი შაქრებს. თუ დაკრეფილ ნაყოფს ჭურჭელში მოვათავსებთ და რამდენიმე ხანს მზის ქვეშ დავდგამთ, მასში შაქრის რაოდენობა მოიმატებს, შესაძლოა 30-40%-საც კი მიაღწიოს. თუ მას ძირითად საკვებთან ერთად მივირთმევთ, ის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტიმულაციას მოახდენს, მადას გაგვიძლიერებს, ხელსაყრელ პირობებს შექმნის საკვების მოსანელებლად და აუთვისებელი ნარჩენების გამოსაყოფად. ამრიგად, ლეღვი კარგი საშუალებაა კუჭის გასაწმენდ-გასასუფთავებლად. მის ნაყოფში არსებული თესლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ერთგვარი ცოცხის როლს ასრულებს - ინტენსიურად გამოდევნის დაგროვილ წიდას და ნივთიერებათა ცვლის ორგანიზმისთვის უვარგის პროდუქტებს. ლეღვი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. შეიცავს ფერმენტ ფიცინს, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლძარღვოვანი თრომბოზების მკურნალობაზე. ლეღვი სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისა და სისხლნაკლებობის დროსაც, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებას, კარგი ეფექტი აქვს ბუასილის, სხვადასხვა გენეზის შეკრულობისა და კოლიკის (მუცლის ღრუს ორგანოებში მოვლითი ტკივილის) დროს. ნაყოფს აქვს ოფლმდენი მოქმედება. ის ოფლთან ერთად ორგანიზმიდან ჭარბ ცხიმს, ტოქსინებსა და მარილებსაც გამოდევნის. შესაბამისად, სასარგებლოა ართრიტით დაავდებულთათვის. ლეღვის ახალმოკრეფილი ნაყოფი კლავს წყურვილს და გამაგრილებელი ეფექტით გამოირჩევა, ხელს უწყობს ტემპერატურის დაქვეითებას მაღალი სიცხის დროს, გადიდებული ელენთის დაპატარავებას. რძეში მოხარშულ ლეღვს ხალხური მედიცინა წარმატებით იყენებს მშრალი ხველისა და სახმო იოგების შეშუპების სამკურნალოდ, თუმცა ლეღვი უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებითი პათოლოგიებით დაავადებულთათვის.



Posted by: RENE_Z 3 Oct 2009, 09:32
ზეთისხილი - Olea Europaea

ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქი.
მისი ნაირგვარი ჯიშები არსებობს, ამიტომ მათი ნაყოფებისგან დამზადებული, ე.წ. ზეითუნის ზეთი სხვადასხვა სახისაა. ზოგი ჯიში გამოიყენება საჭმელი ნაყოფის დასამზადებლად, ზოგიც ზეთის გამოსახდელად.
მოშავო ნაყოფის კურკა ოვალური ან მომრგვალოა. ნაყოფი მდიდარია მაღალხარისხოვანი საჭმელი ზეთით.
ზეთი გამოიყენება რბილ გამხსნელ საშუალებად საჭმლის მომნელებელი ორგანოებისა და კენჭოვანი დაავადებების დროს.
ხალხური მედიცინის მონაცემებით რევმატიზმის მკურნალობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს შემდეგი საშუალება: იღებენ კარგსაცობიან სქელკედლიან ბოთლს. მასში ასხამენ 154 გრ ხის ზეთს . შემდეგ ყრიან ათიდან ოცამდე წითელ წიწაკას, იმისდა მიხედვით თუ რა სიმაგრის ნაყენის მიღება სურთ. ყოველივე ამას ამატებენ 150 გრ. კარგად გაწმენდილ სუფთა ნავთს, ანჯღრევენ და ცხრა დღეს დგამენ თბილ ადგილას, ყოველდღე ანჯღრევენ, ამ ნარევით იზელენ მტკივნეულ ადგილს ღამღამობით. დღისით იცვამენ თბილ შალის გრძელ საცვალს და შალის წინდებს.
იმავე ავტორის მიხედვით ჭრილობების სწრაფი შეხორცებისათვის ხალხი წარმატებით იყენებს შემდეგი შემადგენლობის მალამოს: 100 გრამი პროვანსული ზეთი, 8 გრამი ყვითელი სანთელი, 5 გრამი თეთრი სანთელი, 20 გრამი ფიჭვის გამაგრებული ფისი (კოლოფანი), 1 გრამი საკმეველი, 1 სუფრის კოვზი უმარილო კარაქი. კოლოფანი და საკმეველი თუ ნატეხებადაა მას ფხვნილად აქცევენ. ნარევს პატარა მომინანქრებულ ქვაბში ათავსებენ და 10 წუთს ადუღებენ ნელ ცეცხლზე. გამუდმებით ურევენ და ქაფს ხდიან (აცილებენ), გაგრილების შემდეგ მინის ქილაში გადააქვთ. მალამოს დოლბანდის ან სხვა რომელიმე თხელი ქსოვილის სუფთა ნაჭერზე უსვამენ და ჭრილობას ადებენ. ხალხს ეს მალამო ძალიან ეფექტურმომქმედად მიაჩნია.
ჭრილობის შესახორცებლად გაცილებით უფრო მარტივი შემადგენლობის მალამოსაც იყენებენ. ორ ნაწილ ხის ზეთზე (შესაძლოა პროვანსული ზეთის გამოყენებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ხის ზეთი უფრო მიღებულია) ერთ ნაწილ ფუტკრის ცვილს (სანთელს) იღებენ. ამ ნარევის კარგად ადუღებით მიიღება მალამო, რომელსაც ჭრილობაზე სცხებენ და თუ საჭიროა, სახვევს ადებენ.
ღვიძლის გადიდებისა და ტკივილების დროს იღებენ, ერთ ჭიქა პროვანსულ კარგ ზეთსა და 1 1/4 ჭიქა გრეიპფრუტის წვენს. ნარევს ღამღამობით იღებენ, ჭამიდან ორი საათის შემდეგ, მაგრამ დალევამდე წინასწარ ოყნას იკეთებენ. ნარევის მიღების შემდეგ მარჯვენა მხარეზე წვებიან. დილით ოყნას იმეორებენ. პროცედურას იმეორებენ 4-5 დღის შემდეგ საჭიროების კვალობაზე.
ნაღვლის ბუშტში კენჭების საწინააღმდეგოდ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე იღებენ ზეთს. პირველად იღებენ 1/2 ჩაის კოვზს და თანდათანობით ზრდიან დოზას 1 ჩაის ჭიქამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 2-3 კვირის განმავლობაში გრძელდება.
ყურში მოხვედრილი მწერის ან უწვრილესი კენჭის უმტკივნეულო ამოღებისათვის ყურში თანდათანობით აწვეთებენ პროვანსულ ზეთს. ყურში შეჭრილი მწერი ზეთში ამოტივტივდება.

Posted by: RENE_Z 3 Oct 2009, 09:37
ბაბუაწვერა Taraxacum officinale Wigg

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახისა, 5-50 სმ.
ფოთლები და ყვავილები კაროტინოიდებს შეიცავენ. ფესვებში აღმოჩენილია: სტერინი, ინულინი, ნიკოტინის მჟავა, ფისები, კა­უჩუკი და ცხიმი.
ბაბუაწვერას ფესვებს და ბალახს იყენებენ როგორც მადის მომგვრელ საშუალებას, ასევე იყენებენ ანაციდური გასტრიტის დროს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციის მოსამატებლად.
ფესვებს იყენებენ როგორც ნაღვლმდენ და შარდმდენ საშუალებას.
უნიშნავენ კუჭში შეკრულობის, დიაბეტის, თირკმლის ჭვალის, ნიკრისის ქარის, ეგზემის, ფერისმჭამელების, ათეროსკლერო­ზის დროს.
ბაბუაწვერას ფესვების ნაყენი: 10 გრ. დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 200 მლ. მდუღარე, დააყენეთ 2 საათის გნმავლობაში, გა­წურეთ, მიიღეთ 50 მლ. 4-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.-ით ადრე ათეროსკლეროზის, გასტრიტის, ანემიის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის, თირკმელების, შარდის ბუშტის დაავადებების დროს, ასევე ნიკრისის ქარის, ალერგიის, კანზე გამონაყარის დროს. ბა­ბუაწვერას ფესვების და ბალახის ნაყენი: აიღეთ 10 გრ. დაქუცმაცებული ფესვები და ბალახი, დააყენეთ 400 მლ. გაცივებული ანა­დუღარი წყლით 10-12 საათის განმავლობაში, გაწუღეთ. მიიღეთ 50 მლ. 4-6-ჯერ დღეში ჭამის წინ ათეროსკლეროზის, ჰიპო- და ავიტამინოზის, ანემიის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, გასტრიტის, კოლიტის, ღვიძლის, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირ­კვლის დაავადებების, კუჭში სპასტიკური ტკივილის, თავის ტკივილის, ცუდი მადის, კუჭში შეკრულობის, ნიკრისის ქარის, ალერგიის დროს.
ბაბუაწვერას ყვავილების და ბალახის ნახარში: აიღეთ ოც-ოცი გრამი ბაბუაწვერას ყვავილი და ბალახი, დაასხით 400 მლ. წყალი, ადუღეთ 10 წთ.-ის განმავლობაში, დააყენეთ 30 წთ., გაწურეთ. მიირეთ 50 მლ. 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ ღვიძლის, თირკმე­ლების, შარდგამომყვანი გზების ანთებითი დაავადებების დროს.
ბაბუაწვერას ყვავილების ნახარში: 10 გრ. ყვავილს დაასხით 200 მლ. წყალი, ადუღეთ 15 წთ., დააყენეთ 20-30 წთ., გაწურეთ. მიი­ღეთ 1 ს.კ. 3-4-ჯერ დღეში უძილობის, ჰიპერტონიული დაავადების, მეტეორიზმის, კუჭში შეკრულობის, ჭიების დროს.
ბაბუაწვერას ფესვების და ბალახის ნახარში: აიღეთ ოცდაათ-ოცდაათი გრამი ბაბუაწვერას ხმელი ბალახი და ფესვები, დაასხით 1 ლ. წყალი და ადუღეთ 15 წთ., დააყენეთ 45 წთ., გაწურეთ. მიიღეთ 100 მლ. 3-ჯერ დღეში ფურუნკულოზის და კანზე გამონაყა­რის, ავიტამინოზის, საერთო სისუსტის (როგორც მატონიზირებელი საშუალება) დროს, ასევე გასტრიტის (კუჭის წვენის დაბა­ლი მჟავანობა) დროს.
ბაბუაწვერას ფესვების ნახარში: 3 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 2 ჩ.ჭ. მდუღარე, ადუღეთ 15 წთ., გაწურეთ, მიიღეთ 1 ჩ.ჭ. 2-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ბაბუაწვერას ფოთლების წვენი: ბაბუაწვერას ნედლი ფოთლები კარგად გარეცხეთ ცივი წყლით 5 წთ.-ის განმავლობაში, წყალი გა­დაასხით, ფოთლები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მიიღეთ 50 მლ. 2-ჯერ დღეში გასტრიტის, საერთო სისუსტის, სიყვითლის, შარდის ბუშტის ანთების, ანემიის დროს. ნაყენი წაისვით კოჟრებზე, მეჭეჭებზე, ჭორფლზე, პიგმენტური ლაქებზე.
ბაბუაწვერას მალამო: 5-10 გრ. დაქუცმაცებული ფესვი და ბალახი დააყენეთ 50 მლ. მცენარეულ ზეთზე 10 საათის განმავლობაში. წაისვით დამწვრობებზე, ნაწოლებზე.
ბაბუაწვერას ფხვნილის მალამო და თაფლი კურნავს ეგზემას.
ბაბუაწვერას ფხვნილი: ბაბუწვერას ხმელი ფესვები დააქუცმაცეთ ყავის საფქვავში. მიიღეთ 1,5-2 გრ. 3-ჯერ დღეში ათეროსკლე­როზის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს. დაიყარეთ დაჩირქებულ ჭრილობებზე, წყლულებზე, დამწვრობებზე, მოყი­ნულ ადგილებზე, ნაწოლებზე.

Posted by: RENE_Z 3 Oct 2009, 09:47
კომში, ბია (Cydonia)

ჩვეულებრივი კომში (Cydonia oblonGa).
მრავალწლოვანი მცენარის გვარი ვარდყვავილოვანთა ოჯახისა.
კომშის საშუალო ქიმიური შემადგენლობა:წყალი-80,10%, შაქარი-10,32%, აზოტური ნივთიერებანი-0,41%, უხსნადი ნივთიერებანი-15,43%, ვაშლის მჟავა-0,27%, მთრიმლავი ნივთიერებანი--0,03%, უჯრედისები-2,58%, ნაცარი-0,35%.კომში შეიცავს C ვიტამინს 10-20 მგ 100 გრამ ნაყოფზე.
კომშის გარსი შეიცავს ლორწოს და მთრიმლავ ნივთიერებებს,გული-ზეთს 15 %,ცილოვან ნივთიერებას ,ფერმენტ ემულსინს და გლუკოზის ემიგდალინს.ხალხურ მედიცინაში კომშს იყენებდნენ ფაღარათის წინააღმდეგ და შარდსადენად.კომშს ფართე გამოყენება ქონდა ყველა დროში უმთავრესად კიჭნაწლავის ტრაქტის დაავადებათა დროს.
კომში ერთ-ერთი ბუნებრივი პოლივიტამინია. ამ მხრივ ის არ ჩამოუვარდება ვაშლსა და მსხალს. კომში მდიდარია A, C, B, P ვიტამინებით, აზოტოვანი ნივთიერებებით, ორგანული მჟავებით, შაქრით. გარდა ამისა, კომშში უხვად არის მიკროელემენტები, არომატული, პექტინური და მთრიმლავი ნივთიერებები, რომლებიც ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევიან. კომშის მწიფე ნაყოფი მდიდარია შაქრებით - გლუკოზით, ფრუქტოზით, საქაროზით. შეიცავს ასევე ვაშლის, ღვინის და ლიმონის მჟავებს.
კომშს ოდითგანვე იყენებდნენ სამკურნალოდ. მოხარშულ ნაყოფს აჭმევდნენ, ხოლო ნახარშს ასმევდნენ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს კუჭ-ნაწლავის მოტორიკის გაძლიერების მიზნით. დღეს ფიტოთერაპევტები აღნიშნავენ, რომ კომში კარგია გულის აჩქარების, სისუსტის, ფაღარათის დროს, აქვს ამომფენი, შარდმდენი, სისხლდენისა და ღებინების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება. სწორედ ამიტომ სვამენ კომშის თესლის ლორწოვან ნახარშს სისხლიანი ხველის, საშვილოსნოდან სისხლდენის, ფაღარათის დროს. ნახარშს გარეგანადაც იყენებენ: კოსმეტოლოგიაში - კანის დასარბილებლად, თვალის დაავადებების დროს - საფენებისთვის, ანგინის შემთხვევაში - ყელში გამოსავლებად. კომშის ნაყოფის ჩაი გულის დაავადებების დროს შარდმდენ ეფექტს ავლენს. აღარაფერს ვამბობთ მისი გულების ნახარშის ეფექტურობაზე ხველის დროს, რაც თითქმის საყოველთაოდ არის ცნობილი.
კომშის უმი ნაყოფი მდიდარია რკინით - ერთ კილოგრამში მისი შემცველობა 30 მილიგრამია, რის გამოც კომში ეფექტური საშუალებაა ანემიის დროს.
კომში კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება. ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის მისგან ნიღაბი მზადდება: ათქვეფილ ცილას წვეთწვეთობით უნდა დავუმატოთ თანაბარი რაოდენობის ოდეკოლონი, ქაფურის სპირტი და კომშის წვენი. ეს ნიღაბი კანს ხავერდოვნებასა და სიგლუვეს სძენს.

Posted by: RENE_Z 7 Oct 2009, 16:29
საზამთრო


საზამთრო (Citrullus) ერთი ან მრავალწლოვანი მცენარეა გოგრისებრთა ოჯახისა.
ამ სითბოსმოყვარული მცენარის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. საზამთროს ნაყოფში შედის: შაქრები (უმთავრესად ფრუქტოზა), B1, B2, PP ვიტამინები, ასკორბინის და ფენოლის მჟავები, კაროტინი, პექტინოვანი ნივთიერებები, უჯრედანა. თესლი შეიცავს ზეთს.
საზამთროს ნაყოფის რბილანა გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და კარგად კლავს წყურვილს
საზამთროს შიგთავსი შეიცავს კარგად მოსანელებელ ბუნებრივ შაქარს, რომლის დიდ ნაწილს შეადგენს ფრუქტოზა და გლუკოზა, მცირეს – სახაროზა. მასში შედის აგრეთვე ვიტამინები, კაროტინი, პექტინის ნახევრადსახარინები, უჯრედისები და მიკროელემენტები: კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ნატრიუმი, კალციუმი, ფოსფორი და სხვა. საკვები ნივთიერების ასეთი მდიდარი ასორტიმენტი სასიკეთოდ მოქმედებს გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე, შიდა სეკრეციის ჯირკვლებზე, ხელს უწყობს კუჭ–ნაწლავის მიკროფლორის აქტიურობის ამაღლებას.
საზამთრო შეჰყავთ დიეტაში ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს (ციროზი, ბოტკინის დაავადება), შეკრულობის, პოდაგრის, ართრიტების, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, კორონარული უკმარისობისა და ანგინის დროს. რადგანაც საზამთრო მდიდარია რკინით, რომელიც აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის, ის გამოიყენება ანემიის დროს. იგი მეტად სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის, საჭმლის მონელების დროს, აჩქარებს ქოლესტერინის გამოყოფას.
სახალხო მედიცინაში საზამთრო გამოიყენება როგორც შარდმდენი თირკმლისა და სისხლძარღვოვანი წარმოშობის შეშუპების დროს. ის აგრეთვე სასარგებლოა უროლოგიური დაავადებების – ცისტიტის, ნეფრიტის, პიელონეფრიტის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზამთრო შეიცავს კალიუმს, რომელიც სხვა შარდმდენი სამკურნალო წამლების მიღების დროს ორგანიზმიდან გამოიყოფა.
საზამთროს შიმშილობა
ორგანიზმის საერთო გაწმენდის დროს გამოიყენება საზამთროს შიმშილობა, როცა 3–4 დღის მანძილზე ვღებულობთ მხოლოდ საზამთროსა და შავ პურს. შარდის ინტენსიური გამოყოფით ამ პროცედურის დროს სუფთავდება თირკმელები და შარდგამომყოფი გზები, ამ დროს გამოიყოფა სილა და წვრილი ქვები. საზამთროს შიგთავსი გამოიყენება აგრეთვე მისი დადებით დაზიანებულ ადგილებზე ფსორიაზის და ეგზემის დროს. კანის მოვლისა და მისი გაახალგაზრდავების მიზნით იყენებენ საზამთროს შიგთავსს ანდა წვენის ნიღბებს. მისი წვენით გაჟღინთეთ რამდენიმე ფენად დაკეცილი მარლა, რომელსაც შემდეგ დაიდებთ სახეზე ან კისერზე. 20 წუთის შემდეგ მარლის საფენი აიღეთ, კანი ჩამოიბანეთ, გაიმშრალეთ პირსახოცით და წაისვით სახის საცხი.
საინტერესო ფაქტები:
– საზამთრო – ერთადერთი ლიდერია ლიკოპენის შემცველობით, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია;
– საზამთრო შედგება 92% წყლისაგან;
– საზამთროს ორი ნაჭერი შეიცავს ვიტამინი ს–ს დღიური ნორმის ნახევარს;
– საზამთროს შესამოწმებლად ნიტრატების შემცველობაზე, საკმარისია მისი ერთი ნაჭერი ჩავუშვათ ჭიქა წყალში. საზამთრო ნიტრატებით შეღებავს წყალს წითლად ანდა ვარდისფრად, ხოლო "სუფთა" საზამთრო წყალს ამღვრევს.

შაკიკის შემოტევა გაგივლით, თუ ქორფა საზამთროს ქერქს შიგა მხრიდან საფეთქლებსა და შუბლზე 20-30 წუთით დაიდებთ და შეიკრავთ.

საზამთროს არანაკლებ ეფექტური ჭიის წამალია, ვიდრე გოგრის თესლი. პარაზიტების სასიკვდილო საშუალება რომ დაამზადოთ, საზამთროს გამხმარი თესლი, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, შეურიეთ რძე. პროპორციით 1:10. ძირითად კვებას შორის დღეში ორჯერ 2 ჭიქა მიიღეთ.


Posted by: RENE_Z 7 Oct 2009, 16:33
ნესვი

ნესვი, ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის Cucumis-ის გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. ნესვის სამშობლოდ ითვლება შუა და მცირე აზია. (Cucumis melo). სითბოს მოყვარული მცენარეა, უძლებს გვალვას. კარგად ხარობს 25-30°C ტემპერატურაზე. ნაყოფი ძვირფასი საკვები და დიეტური პროდუქტია. დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს (16-18%-ზე მეტს), C ვიტამინს (60 მგ-მდე), კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებას და მინერალურ მარილებს.
ნესვის უჯრედები შესანიშნავად წმენდს ნაწლავებს. მის შემადგენლობაში შემავალი რკინისა და ფოლის მჟავა ჰემოგლობინს მნიშვნელოვნად ამაღლებს და განსაკუთრებით კარგია სისხლნაკლებობის დროს.

ყვითელი ჯიშის ნესვი მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც ადამიანის ორგანიზმის შიგნით A ვიტამინად გარდაიქმნება და მხედველობის ორგანოებისთვისაა განსაკუთრებით სასარგებლო.


Posted by: RENE_Z 7 Oct 2009, 16:50
ჭინჭარი - Urtica urens

ჭინჭარი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ჭინჭარი ხარობს როგორც მშრალ, ასევე ნესტიან ადგილებში, ოღონდ, ყოველთვის ნოყიერ ნიადაგში, სახლებთან, ღობეების ძირში, გზის პირებში, ტყეებში.
ნედლეულად იყენებენ მხოლოდ ფოთლებს, ღეროებისა და ყვავილების გარეშე. მათ აგროვებენ ივნის-აგვისტოში აყვავებული მცენარეებიდან. ყვავილობის მერე ჭინჭარი კარგავს სამკურნალო თვისებებს.
ჭინჭარს აგროვებენ ხელთათმანით, ჭრიან ნამგლით ან ცელით. დამჭკნარი ნედლეული აღარ ისუსხება და შეიძლება ღეროდან ფოთლების მოცილება შიშველი ხელით.
ზემოთ აღნიშნული ჭინჭრის გარდა გვხვდება სხვა სახეობის ჭინჭარიც, რომლის თესლები ძალიან მცირე ზომისაა, ფოთლებიც შედარებით პატარაა, ოვალური, კიდეები უფრო ღრმად ჩაჭრილი და ბლაგვკბილებიანია. მისი ნედლეულად გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.
ჭინჭრის წვენს იყენებენ თირკმელებში კენჭის წარმოშობის თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე შარდსადენი გზების ინფექციური დაავადების მკურნალობის დროს.
თმის ცვენის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1,5 სთ, გაწურეთ შეიზილეთ ნაყენი ახალადდაბანილ და გამშრალ თმაში კვირაში ერთხელ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ჭინჭარს იყენებენ ქრონიკული ვარიკოზული წყლულებისა და სისხლნაკლებობის დროს.




Posted by: RENE_Z 15 Oct 2009, 16:03
ლიმონი (Citrus limon)

მრავალწლოვანი მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარე ციტრუსოვანთა გვარის ტეგანისებრთა ოჯახისა.
მისი სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია.
ლიმონის ნაყოფი შეიცავს (%-ობით): მჟავებს (უმთავრესად ლიმონის) — 3,5—8,1, შაქრებს — 1,9—3, C ვიტამინს — 45—140 მგ 100 გ-ში, აგრეთვე P და B ვიტამინებს, პექტინოვან ნივთიერებებს, რკინის მარილებს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს.

ხალხურ მედიცინაში მას ჭრილობების მოსაშუშებლად, დიფტერიის, სიყვითლის და შეშუპების საწინააღმდეგოდ ხმარობენ, მცენარის სამშობლოში კი სწამდათ, რომ ეს მცენარე ადამიანს შავი ჭირისგან იცავდა, გველის ნაკბენისგან კურნავდა. ლიმონს უბადლო სამკურნალო სასუალებად მიიჩნევენ ფილტვების დაავადებების და ინტოქსიკაციის დაროს.

ვისაც შინ აქვს ლიმონის ხე არასოდეს გახდებიან ავად, ამტკიცებენ მედიკოსები.

ლიმონის წვენს იყენებენ ხველების დროს, წყურვილის მოკვლის დროს, საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების, იმუნური სისტემის გაძლიერების, ნივთიერებათა მოწესრიგების მიზნით. კარგი ეფექტი აქვს მას პოდაგრას, შარდკენჭოვანი დაავადებებისა და ჰიპოაცდიური გასტრიტის დროს. ლიმონის წვენის წყალხსნარით მკურნალობენ ბუასილს, ხოლო ქლორთან მის ნარევს განგრენის სამკურნალოდ იყენებენ.
კანის სოკოვანი დაავადებების დროს ქავილს სწორედ ლიმონის წვენი დაგიამებთ.
შაქარში მოხარშული ლიმონის ქერქი საჭმლის მომნელებელ პროცესებს არეგულირებს. შეეცადეთ დაიცვათ ჯანმრთელობის საყოველთაოდ ცნობილი წესი _ “დღეში თითო ლიმონი”.
ლიმონი სამკურნალო პრაქტიკაში ავიტამინოზებისა და ცხელებით მიმდინარე დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენება. წყალში განზავებული მისი წვენი რეკომენდებულია სავლებად ანგინის დროს. დაშაქრული რბილობი და ქერქი უნდა მიირთვათ ქრონიკული ტონზილიტის, ანგინის, პაროდონტოზისა და რევმატიზმის დროს. ლიმონი უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც კუჭის მომატებული მჟავიანობა ან კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგია აქვს.
ლიმონის წვენი ინიშნება ათეროსკლეროზის, კუჭნაწლავის ტრაქტის, შარდ _ კენჭოვანი დაავადების, ნივთიერერებათა ცვლის დარღვევის, ბუასილის ციებ _ ცხელების დროს. დაამატეთ 0,5 ლიმონის წვენი 0,5 ჩ.ჭ ცხელ წყალში. მიიღეთ 2_3 ჯერ დღეში, წყალში გახსნილი. ლიმონი სასარგებლოა ანგინას, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს გამოსავლებად, ასევე გამოიყენება გარეგანად კანის სოკოვანი დაავადებების დროს.




Posted by: macaco-fast65 15 Oct 2009, 22:18
RENE_Z
გაიხარე ,ასე ლამაზა,დაწვრილებით რომ წერ ,სად არ წამიკითხავს,მაგრამ მსიამოვნებს შენი ნაწერის წაკითხვა. 2kiss.gif

Posted by: RENE_Z 22 Oct 2009, 13:15
macaco-fast65
QUOTE
გაიხარე ,ასე ლამაზა,დაწვრილებით რომ წერ ,სად არ წამიკითხავს,მაგრამ მსიამოვნებს შენი ნაწერის წაკითხვა.

გმადლობ! 2kiss.gif smile.gif )))
ყველგან ვეძებ სასარგებლო ინფორმაციას, ზოგს ჩვენს საიტებზე, ზოგსაც ვთარგმნი,
ისე რომ მომავალშიც კიდევ დავდებ რამე საინტერესოსhttp://smiles.geo-samyaro.com/smile.129522.html

Posted by: RENE_Z 3 Nov 2009, 19:49
მანდარინი
მარადმწვანე სუბტროპიკული ხეხილოვანი მცენარე Citrus-ის გვარის ტეგანისებრთა ოჯახისა.
შეიცავს 3-10% შაქრებს, 0,9%-1%-მდე მჟავებს (უმთავრესად ლიმონის), 23-55 მგ% C ვიტამინს და სხვა
კანი მდიდარია პექტინოვანი ნივთიერებებით, ეთეროვანი ზეთებითა და გლიკოზიდებით
მანდარინი ციტრუსთა ოჯახის წარმომადგენელია. თავისი ნათესავებისაგან მან მემკვიდრეობით მიიღო С ვიტამინის დიდი მარაგი. გარდა ამისა, ეს ნარინჯისფერი ხილი შეიცავს D ვიტამინს, რომელიც რაქიტის საწინააღმდეგო თვისებით გამოირჩევა და К ვიტამინს, რომელიც განაპირობებს სისხლძარღვების ელასტიურობას. რაც შეეხება ნიტრატებს, ისინი მანდარინში არასდროს არ არის, ვინაიდან ეს მავნე ნივთიერება ვერ ”ხარობს” ლიმონმჟავასთან ერთად.
მანდარინის გემოს განსაზღვრა ერთი შეხედვითაც კი შეიძლება. ყველაზე მჟავეა საშუალო ზომის, ოდნავ დაბრტყელებული ფორმის, უნშიუს ჯიშის მანდარინი. მას არა აქვს კურკები. დიდი ზომის, მსხვილკანიანი სანტრას ჯიშის მანდარინი ადვილად იფცქვნება, მაგრამ შეიძლება სიტკბო აკლდეს.
მანდარინი შეიძლება გამოყენებული იქნას სამკურნალო მიზნით:
1. მანდარინის წვენი დიეტური და სამკურნალო სასმელია. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის (ახლშობილებისათვისაც კი) და ავადმყოფი ადამიანებისათვის;
2. მაღალი ტემპერატურის დროს მანდარინი კლავს წყურვილის გრძნობას;
3. მანდარინს იყენებენ ასთმისა და ბრონქიტების სამკურნალოდ. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ფენოლიკურ ამინომჟავას, რომელსაც ეწოდება სინეფრინი. ეს კარგად ცნობილი შეშუპების და შეგუბების საწინააღმდეგო საშუალებაა. ლორწოსაგან ფილტვების გასათავისუფლებლად რეკომენდებულია ყოველ დილას ერთი ჭიქა მანადრინის წვენის დალევა;
4. ბრონქიტებისა და ტრაქეიტების დროს ხველას არბილებს და ხელს უწყობს ამოხველებას მანდარინის გამხმარი კანის ნაყენი და ნახარში წყალზე (1:10);
5. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობს ფაღარათით, ძალიან სასარგებლოა ცოცხალი მანდარინი და მისი ახლადგამოწურული წვენი;
6. მანდარინის კანი შედის სამკურნალო მცენარეების ნარევებში, რომელსაც იყენებენ მადისა და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი მწარე ნაყენების დასამზადებლად. მიიღება 10-20 წვეთის ოდენობით, კვებამდე 15-30 წუთით ადრე;
7. მადის სტიმულაციისათვის რეკომენდებულია მანდარინის გამხმარი კანისაგან დამზადებული ნაყენის მიღება იგივე დოზით;
8. დიდი რაოდენობით მანდარინის წვენის მიღება ჰელმინთების (ჭიების) წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებაა;
9. მანდარინის ნაყოფი, როგორც დიეტური პროდუქტი, ზამთრის პერიოდში ორგანიზმს გააჯერებს ვიტამინებით;
10. მანდარინს აქვს სურავანდის საწინააღმდეგო მოქმედება, მადის აღმძვრელია და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
11. მანდარინში შემავალი ეთერზეთები აუმჯობესებენ გუნებ-განწყობას;
12. დიაბეტის დროს მანდარინის კანის ნახარში ხელს უწყობს სისხლში შაქრის რაოდენობის დაქვეითებას. ამ მიზნით საჭიროა 3 ცალი ნაყოფის კანი ვადუღოთ 1 ლიტრ წყალში 10 წთ-ის განმავლობაში. ნახარში უნდა შევინახოთ მაცივარში გაუწურავად და მივიღოთ ყოველდღიურად;
13. მანდარინი და მანდარინის კანი მისი ფიტონციდური თვისებების გამო ანტიმიკრობულ მოქმედებას ავლენს;
14. მანადარინის წვენი შეიძლება გამოყენებული იქნას გარეგანად სახმარად რძიანას დროს;
15. მანდარინის წვენი და ნაყოფი ეფექტურია დიზენტერიის დროს;
16. კლიმაქტერული პერიოდის ჭარბი სისხლდენების დროს მანდარინს იყენებენ როგორც სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებას;
17. კანის დაავადებების დროს მანდარინში არსებული ფიტონციდების მოქმედება იმდენად მძლავრია, რომ მანდარინის ახლადგამოწურული წვენი კლავს ზოგიერთი სახის სოკოს (ტრიქოფიტია, მიკროსპორია). სოკოთი დაზიანებული კანისა და ფრჩხილების სამკურნალოდ საჭიროა მრავალჯერადად იქნას შეზელილი მათში მანდარინის ნაყოფისაგან და კანისგან მიღებული წვენი.
მიუხედავად სამკურნალო თვისებებისა, მანდარინს შეუძლია ავნოს ადამიანს. იგი აღიზიანებს თირკმელებს და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს, ენტერიტების, კოლიტების, ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს, ასევე ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და მწვავე ნეფრიტის შემთხვევაში.


Posted by: abelo 6 Nov 2009, 16:05
RENE_Z

შეგიძლია დამეხმარო?

სამკურნალო მცენარეებში შემავალი ნივთიერებები მჭირდება.
ანუ ვთქვათ 100 გრ ასკილის ნაყოფი რა რაოდენობის ასკორბინის მჟავას, პექტინს, მთრიმლავ ნივთიერებას... შეიცავს.

ცხრილის სახით თუ გეგულება სადმე, იქნებ ლინკი დადო.
არა აქვს მნიშვნელობა რა ენაზე იქნება.

Posted by: RENE_Z 6 Nov 2009, 16:35
abelo
QUOTE
სამკურნალო მცენარეებში შემავალი ნივთიერებები მჭირდება.
ანუ ვთქვათ 100 გრ ასკილის ნაყოფი რა რაოდენობის ასკორბინის მჟავას, პექტინს, მთრიმლავ ნივთიერებას... შეიცავს.

ცხრილის სახით თუ გეგულება სადმე, იქნებ ლინკი დადო.
არა აქვს მნიშვნელობა რა ენაზე იქნება.


ასეთი ცხრილი არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ლინკები დავდო, სადაც არის ბევრი ინფორმაცია სამკურნალო მცენაარეებზე

http://www.vmiretrav.ru/perechen.html
http://wander.org.ru/adv_Berries.html
http://www.florets.ru/tselebnye-svoistva/poleznye-rasteniya.html
http://www.vmiretrav.ru/pizhrast/kalorii.html
http://www.provisor.com.ua/archive/1999/N20/lek_rast.htm

Posted by: abelo 7 Nov 2009, 22:04
RENE_Z
დიდი მადლობა საინტერესო ლინკებისთვის smile.gif


Posted by: pernata 8 Nov 2009, 00:44
საინტერესო საიტი ვიპოვე ამ თემაზე
http://mkurnali.ge/index.php?option=com_encyclopedia&task=category&id=1&Itemid=351

Posted by: RENE_Z 10 Nov 2009, 03:22
pernata
QUOTE
საინტერესო საიტი ვიპოვე ამ თემაზე
http://mkurnali.ge/index.php?option=com_en...id=1&Itemid=351


ამ საიტზეც ვნახე ბევრი საინტერესო მასალა

Posted by: nami1423 15 Nov 2009, 00:06
QUOTE
მგონი აქ ჩვენს გარდა არავინ არ შემოდის

არ მიგვატოვო, კიდევ შემოვდივარ და კიდეც ვკითხულობ, მართლაც საინტერესოდ წერ ყველაფერს, წიგნებიდან ვერ გაიგებ, რა მცენარეა up.gif

Posted by: RENE_Z 16 Nov 2009, 12:58
nami1423
QUOTE
არ მიგვატოვო, კიდევ შემოვდივარ და კიდეც ვკითხულობ, მართლაც საინტერესოდ წერ ყველაფერს, წიგნებიდან ვერ გაიგებ, რა მცენარეა


არ მიგატოვებთ 2kiss.gif მოუცლელობის გამო ხშირად ვერ შემოვდივარ, ამიტომ, ჯერჯერობით მარტო ლინკებს დავდებ, smile.gif საინტერესო ქართული საიტების
rolleyes.gif


http://ecopharm.sangu.ge/
http://herbstem.narod.ru/
http://icttraninglela.blogspot.com/
http://medgeo.net/category/encyclopaedia/01_herbs/
http://mevlo6.blogspot.com/

Posted by: RENE_Z 18 Nov 2009, 21:46
აბაზანები სამკურნალო მცენარეებისაგან

უკანასკნელ წლებში ფართო გავრცელება ჰპოვა სამკურნალო მცენარეთა ნახარშისაგან მომზადებულმა აბაზანებმა. აბაზანის მიღების დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ფართოვდება ფორები, რის შედეგადაც სამკურნალო მცენარეების აქტიური ნივთიერებები იოლად აღწევენ კანში და მოქმედებენ როგორც ადგილობრივად, ასევე მთელს ორგანიზმზე.

სამკურნალო მცენარეთა ნახარში შეიძლება მომზადდეს შემდეგნაირად: იღებენ 1 კგ წვრილად დაჭრილ მცენარეს, ასხამენ 3 � 4 ლიტრ ცივ წყალს და აჩერებენ 5 � 10 წუთი; შემდეგ დგამენ ცეცხლზე და ხარშავენ 5 წუთის განმავლობაში. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ ნახარშს აჩერებენ 5 წუთი, გაფილტრულ ნახარშს ასხამენ აბაზანისათვის განკუთვნილ წყალში.

სამკურნალო მცენარეთა აბაზანის მიღება შეიძლება კვირაში ერთხელ, 20 � 30 წუთის განმავლობაში. აბაზანას ავსებენ წყლით, ამატებენ სამკურნალო მცენარის ნახარშს და წვებიან ისე, რომ თავი და გულის არე წყლის ზემოთ იყოს. აბაზანის მიღებამდე აუცილებელია ტანის დაბანა წყლითა და საპნით, რათა კანის ზედაპირს მოსცილდეს დამცავი მჟავა - ტუტოვანი აპკი და გაიოლდეს აქტიური ნივთიერებების შეღწევა ორგანიზმში. სამკურნალო აბაზანის მიღების შემდეგ სუფთა წყალი აღარ უნდა გადავივლოთ.

აბაზანის მიღება არ შეიძლება უშუალოდ ჭამის შემდეგ, რადგან ირღვევა საჭმლის მონელების პროცესი, დამატებით იტვირთება გულ - სისხლძარღვთა სისტემა; აბაზანის მიღების დროს შარდის ბუშტი და ნაწლავი დაცლილი უნდა იყოს.



განვიხილოთ აბაზანის ზემოქმედება ცალკეული სამკურნალო მცენარის გამოყენებისას:



პიტნა - ეფექტურია გაცივებისას; მისი ორთქლი აფართოებს სასუნთქ გზებსა და აუმჯობესებს სუნთქვას. გარდა ამისა, პიტნა ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ხსნის ქავილს.



როზმარინი და აბზინდა - აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას, ახდენენ მატონიზირებენ მოქმედებას ნერვულ და გადაღლილ ადამიანებზე, დადებითად მოქმედებენ დანაოჭებულ კანზე.



გვირილასა და სვიას - აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებენ კანის მდგრადობას ინფექციებისადმი და ხელს უწყობენ ახალი უჯრედების წარმოქმნას. ამ მცენარეთა ნახარშისაგან მომზადებული აბაზანები განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი, ანთებითი კანისათვის.



ცაცხვის ყვავილებისაგან მომზადებული აბაზანები აძლიერებენ ოფლის გამოყოფას. ამშვიდებენ ნერვულ სისტემას; რეკომენდებულია უძილობის დროს.



სალბი და მუხის ქერქი ავიწროებენ ფორებს; გამოიყენება ცხიმიანი კანისა და ჭარბი ოფლიანობის დროს.



მინდვრის შვიტა ან მინდვრის ბალახების ნარევი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გამოიყენება, დამჭკნარი, მოდუნებული კანის შემთხვევაში.



ღვიისა და ბარამბოს აბაზანები დამაშვიდებლად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე, ხსნიან დაძაბულობას.



ზამბახისა და წიწვის აბაზანებს აქვთ მატონიზირებელი მოქმედება; გამოიყენება გადაღლილობისა და გამოფიტვის დროს.



ფარსმანდუკის (მელიკუდა, წყლულის ბალახი, ყვავისკუდა) აბაზანები კარგია მშრალი და დამსკდარი კანის დასარბილებლად.



ველური წაბლი - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს კანის კაპილარების კედლების მდგრადობას.



გულყვითელა (ნარგიზელა) - აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას. გამოიყენება ყველა იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ეპითელიზაციის დაჩქარება; აქვს ასევე მატონიზირებელი ზემოქმედება.



ქატოს აბაზანები (ხორბალი, შვრია, სიმინდი, ნუში) დამამშვიდებლად მოქმედებენ ანთებით კანზე; არბილებენ გაუხეშებულ კანს, ხსნიან ქავილს.



კანზე სასიამოვნო არომატულ და გამაცოცხლებელ ეფექტს ახდენს პიტნის, ბარამბოს, როზმარინის, ღვიის, კვლიავის აბაზანები.



სასურველია ვიცოდეთ აგრეთვე სამკურნალო მცენარეთა საერთო ჯგუფის შესახებ, რომლებიც გამოიყენება კოსმეტიკაში.



ეთერზეთებით მდიდარი სამკურნალო მცენარეებია: პიტნა, ბარამბო, ლავანდი, გვირილა, სალბი, როზმარინი, ცაცხვი, ფარსმანდუკი; ისინი აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას, აფართოებენ კანის სისხლძარღვებს - კანი წითლდება და თბება. ორგანიზმზე ახდენენ მასტიმულირებელ ზემოქმედებას. ხასიათდებიან ანტისეპტიკური მოქმედებითაც.



საპონინებით მდიდარი სამკურნალო მცენარეებია: ველური, წაბლი, მიხაკი, ძირტკბილა, ფურისულა, ენდრონიკა. ეს მცენარეები აძლიერებენ კანის შემწოვ უნარს, არბილებენ ეპიდერმისს.



სალიცილის მჟავით მდიდარი სამკურნალო მცენარეებია: ტირიფის ქერქი, ბაღის ია, გულყვითელა. მაღალი კონცენტრაციის დროს მოქმედებენ ანტისეპტიკურად; შედარებით დაბალი კონცენტრაციისას - დადებითად მოქმედებენ ანთებით და აქერცლილ კანზე.



მთრიმლავი ნივთიერებებით მდიდარი სამკურნალო მცენარეებია: მუხის ქერქი, არყი, ველური წაბლი, ჭანგა, სალბი, ფარსმანდუკი. ეს მცენარეები ავიწროებენ კანის ფორებს, ამცირებენ ოფლდენას. აძლიერებენ კანის ადვილად ანთებადი ნაწილების რეზისტენტობას.



ლორწოვანი ნივთიერებებით მდიდარი სამკურნალო მცენარეებია: სელის თესლი, ბალბა, ვირისტერფა, ისლანდიური ხავსი, ბირკავა. ისინი ადვილად და თანაბრად ნაწილდებიან კანზე, იცავენ მას მექანიკური გაღიზიანებისაგან. ამცირებენ ტკივილსა და წვას.



მინერალური მარილებით მდიდარი სამკურნალო მცენარეებია: ჭინჭარი, კამა, არყი, გვირილა, ბაბუაწვერა. ეს მცენარეები კანს უზრუნველყოფენ მნიშვნელოვანი ელემენტებით, არეგულირებენ კანის წყლის ბალანსსა და იცავენ მას გაუწყლოვნებისაგან.


http://ecopharm.sangu.ge/meurn_dagegmva/abazanebi_samk_mc.htm

Posted by: macaco-fast65 23 Nov 2009, 17:22
RENE_Z
გაიხარე,ალბათ სად აღარ წამიკითხავს და სად აღარ მომისმენია,მაგრამ შენ თემას სიამოვნებით ვკითხულობ ,და რამოდენიმეჯერ თანაც გულისყურით.

Posted by: RENE_Z 2 Jun 2010, 02:32
ბარამბო

ლათინური სახელი
Melissa officinalis


ბარამბო (Melissa officinalis), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. ღერო და ფოთოლი შებუსული აქვს. თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილები ფოთლის იღლიაში ყვავილედადაა შეკრებილი. კვერცხისებრი ფოთლის ორივე მხარე დაფარულია ეთეროვანი ზეთის შემცველი მბრწყინავი ჯირკვლებით, რომელიც მცენარეს ლიმონის სუნს აძლევს. ველურად იზრდება ევროპის სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ აფრიკაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში - მთის ქვედა სარტყელში ტყის პირებსა და ბუჩქნარებში. ეთერზეთოვანი და თაფლოვანი მცენარეა. იყენებენ პარფიუმერიასა და ხალხურ მედიცინაში.
ბარამბოს ახასიათებს ტკივილდამაყუჩებელი, ჰიპოტენზიური, სპაზმოლიზური, სედაციური მოქმედება.
იგი შედის აღნიშნული მოქმედების სამკურნალო ჩაის შემადგენლობაში. დიდი პოპულარობით სარგებლობს გერმანული პრეპარატი ნოვო-პასიტი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ბარამბოს ფოთლები.
ბარამბოს ფოთლების სასიამოვნო სურნელების გამო მას იყენებენ კულინარიასა და პარფიუმერიაში.
ასევე გამოიყენება:
ბარამბოს ნაყენი: 1 ს.კ. ბალახს დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი, დააყენეთ 40 წთ., გაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში ჭამის წინ ყველა სახის ნერვული დაავადების, კუ­ჭის ნევროზის, შიშების, დეპრესიის და სხვ. დროს.
ღრძილების დაავადებების და კბილის ტკივილის დროს ნაყენი ან ნახარში გამოსავლებად გამოიყენეთ, კომპრესები კი _ სახსრების რევმატიული ტკივილის, კონტუზიის, წყლულის და ფურუნკულოზის დროს.
ბარამბოს ბალახის ნაყენი: 15 გრ. ბალახს დაასხით 180 მლ. მდუღარე, თბილად შეფუთეთ და დააყენეთ 1 სათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ ეს დოზა 3-4-ჯერ დღეში მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს.
ბარამბოს სპირტზე ნაყენი: 1 ს.კ. ბალახს დაასხით 100 მლ. სპირტი ან 1 ჩ.ჭ. არაყი, დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 15 წვეთი 3-ჯერ დღეში კუჭ-ნაწლავის დაავადების და მუცლის შებერვის დროს.
ბარამბოს წვენს ყვავლობამდე მოკრეფილი ფოთლებიდან წურავენ, იყენებენ თავბრუსხვევის, დაღლილობის და ქოშინის დროს. მიიღეთ 5-6-ჯერ დღეში 40-60 წვეთი 1 ჩ.კ. თაფლთან და რძესთან ერთად.
1 ჩ.კ. ბარამბოს წვენს 1 ჩ.ჭ. მდუღარეზე იყენებენ ოყნის სახით ბუასილის გამწვავების და კუჭში შეკრულობის დროს.
მიიღეთ 10-15 წვეთი ბარამბოს ეთერზეთი გულისცემის და გულის ტკივილის დროს. ასევე როგორც ოფლმდენი წამალი და საშუალება, რომელიც არეგულირებს მენსტრუა­ციას.
ბარამბოს ბალახის ფხვნილს (1,8-3,7 გრ. ერთ ჯერზე) იყენებენ კრუნჩხვების, იპოქონდრიის, მშობიარობის შემდგომი სისუსტის, გაძლიერებული გულისცემის დროს.
ბარამბოს ნედლი ყვავლებიდან ჩაის ამზადებენ. ცივი სახით მას როგორც გამაგრილებელ სასმელს სვამენ, ხოლო ცხელი სახით _ როგორც ოფლმდენ საშუალებას. იგი აუმჯო­ბესებს ნივთიერებათა ცვლას და ამცირებს თაბრუსხვევას.



Posted by: aseaisea 4 Jul 2010, 14:07
ევკალიპტი კუჭის დაბალი მჟავიანობისას გამოიყენება ხო? იქნებ მიპასუხოთ

Posted by: RENE_Z 4 Jul 2010, 16:05
QUOTE (RENE_Z @ 1 Oct 2009, 22:43 )
ევკალიპტი - Eucalyptus globulus Labill

ევკალიპტი მარადმწვანე ხეა, მირტისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 50-70 მ, ძლიერი ფესვთა სისტემით და სწორი ტანით. ქერქი ხის ტანსა და ღერებზე გლუვია, მონაცრისფრო-თეთრი, ღეროს წვერებისაკენ მოცისფრო ელფერით. გარე კანი ექერქება. ძველი ქერქის ნარჩენები ყოველთვის შეიძლება შეამჩნიოთ ტანის ზემო ნაწილზე, როკებს შორის, ტოტებზე. ყლორტები ოთხკუთხაა, წახნაგოვანი. ყლორტები, ისევე როგორც ფოთლები, დაფარულია ცვილისებრი, მომწვანო-მონაცრისფრო ნაფიფქით. ევკალიპტის ახალგაზრდა ტოტების ფოთლები განლაგებულია მოპირისპირედ, უყუნწოა ან მოკლეყუნწიანი, კვერცხისებური ან მოგრძო-კვერცხისებური ფორმის, ფოთლის ძირთან გულისებრი მონაკვეთით, წვეროსაკენ წამახვილებული, თხელი და მკვრივი. მონაცრისფრო-მწვანე, მოცისფრო ელფერით. სიგრძით - 7-16 სმ, სიგანით 1-9 მ. ძველი ტოტების ფოთლები მორიგეობითია, ყუნწიანი მზის მიმართ წახნაგითაა განლაგებული, წაგრძელებულ-ლანცეტისებრი. იშვიათად ფართო-ლანცეტისებრი, უმეტესად ნამგალივით მოღუნული ფორმის. სქელი, ტყავისებრი, მონაცრისფრო-მწვანე, სიგრძით 10-30 სმ, სიგანით 3-4 სმ. კოკორი კონუსურია, ოთხწახნაგოვანი, ბორცვაკიანი, სიგრძით 2-3 სმ. ყვავილსაჯდომი მოკლეა, ან თითქმის მჯდომარე, მარტოული ყვავილებით, რომლებიც ფოთლის უბეებშია განლაგებული.
ევკალიპტი ყვავილობს შემოდგომით 3-5 წლის ასაკში, ნაყოფი მწიფდება ყვავილობიდან 1,5-2 წლის შემდეგ.
ევკალიპტი გავრცელებულია აჭარისა და აფხაზეთის ზღვისპირა რაიონებში, ნედლეულად ამზადებენ ევკალიპტის ფოთლებს და ერთ ან სამწლიან ყლორტებს. აშრობენ ჩრდილში, სტელაჟებზე, 10 სმ სისქეზე გაფენილს, კარგი ვენტილაციის პირობებში, ხშირად აბრუნებენ.
ევკალიპტის ფოთოლი შეიცავს 1%-ზე მეტ ეთერზეთს, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილია ცინეოლი. ასევე შედის მის შემადგენლობაში სათრიმლავი ნივთიერებები.
ევკალიპტის ფოთლებს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ლარინგიტების, ახალი ინფექციური ჭრილობების, ქალის სასქესო ორგანოების ანთების დროს. გარდა ამისა, ევკალიპტის ფოთლებისაგან  დამზადებული პრეპარატები იხმარება პლევრიტის, პნევმონიის, დამწვრობის, ფლეგმონის, ტროფიკული წყლულის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.
ფოთლებისაგან ნახარშის მოსამზადებლად 10 გ (2 სუფრის კოვზ) დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წთ. შემდეგ გააცივეთ 10 წუთი, გადაწურეთ დოლბანდზე, ხმარების წინ შეანჯღრიეთ. იხმარება ინფექციური ჭრილობების დასამუშავებლად. აღნიშნული კონცენტრაციის ნახარში გამოიყენება აგრეთვე ფლეგმონების, ასცესების, ჩირქოვანი გასტრიტების, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ხმარობენ, აგრეთვე, ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს ინგალაციისათვის.
ევკალიპტის ზეთი, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება, გამოიყენება ყელში სავლებად და ინჰალაციისათვის.
ხალხურ მედიცინაში ევკალიპტს ხმარობენ როგორც ნერწყვის და კუჭის წვენის გამოსაყოფ საშუალებას, ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს. ამისათვის 1 სუფრის კოვზ ევკალიპტის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1/2 ლიტრი მდუღარე წყალი. მიღებული ცხელი ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ 3-ჯერ დღეში თითო ღვინის ჭიქა ჭამის წინ.

aseaisea


QUOTE
ევკალიპტი კუჭის დაბალი მჟავიანობისას გამოიყენება ხო? იქნებ მიპასუხოთ


ეს სტატია ნახე

yes.gif

Posted by: avgusta 23 Aug 2010, 13:54
გასახდომად გამოიყენება ტურმე არვიცი სცორედ ვცერ ტუარა სახელ"კავკაზსკი ზიმნიკ" ხან ზიმნიკს ედზახიან მაინტერესებს ვინმე ტუ იციტ რაიმე... ან სცორე დასახელება რომ ვნახე ინტერნეტსჰიც..მადლობტ

Posted by: pernata 25 Aug 2010, 00:33
avgusta
ეს გინდა, მგონი:
ЗИМНИК - Копытень, подорешник, белокопытник, блакотник, волосатик, грыжник
Копытень грузинский - ხარისჩლიქა - Asarum ibericum Stev

გაითვალისწინე:
"საერთოდ გათვალისწინებულია ხარისჩლიქას ძლიერი ტოქსიკურობა, ამიტომ მისი პრეპარატების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის გამოწერითა და მისი უშუალო მეთვალყურეობით. ხარისჩლიქას თვითნებური გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია." - წყარო - http://mzareuli.ucoz.com/blog/kharischlika_asarum_ibericum_stev_kopyten_gruzinskij/2010-04-11-13

Posted by: avgusta 1 Sep 2010, 00:53
pernata
")
ძალიან დამეხმარე,ბევრჯერ ვეძებდი ინტერნეტში ვერვიპოვე სახელი არვიცოდი ზუსტი..
ნაცნობმა მასწავლა მისთვალწინ დამ დაიკლო 18 კილოო..
თუმცა კატეგორიულად გამაფრთხილა ერთ ჭიქა ადუგებულ წყალზე დანის წვერით უნდა ჩაყაროო...
ორი კვირის მანდძილზე შემდეგ უნდა დაისვენოო 10 დგე და დოზა მოაუმატო ნელნელაო მარილის კოვზამდეო
მაგრამ რატქმაუნდა , გავითვალისწინებ შენ მითითებს,
გაცევანი სტატიებსაც...
მადლობთsmile.gif

Posted by: aseaisea 1 Sep 2010, 10:47
რა კარგი პოსტებია , ბევრი არ მქონდა წაკითხული და ძალიან დავინტერესდი. ხომ არ იცით, ბარამბოს აბაზანა ძილის წინ ჯობს თუ დილით?

Posted by: Georgian1313 1 Sep 2010, 11:25
ძალიან საინტერესო თემაა, წარმატებები smile.gif

Posted by: belveder 1 Sep 2010, 11:40
QUOTE
ეთერზეთებით მდიდარი სამკურნალო მცენარეებია: პიტნა, ბარამბო, ლავანდი, გვირილა, სალბი, როზმარინი, ცაცხვი, ფარსმანდუკი


Posted by: pernata 1 Sep 2010, 14:18
aseaisea
QUOTE
ბარამბოს აბაზანა ძილის წინ ჯობს თუ დილით?

ნებისმიერი აბაზანის მიღება, მგონი ყველა ვარიანტში საღამოს ჯობია - ადუნებს, მითუმეტეს, ბარამბო სედატიურია.
avgusta
QUOTE
მადლობთ

გაამოს smile.gif გაგახდუნოს, უფრო სწორად smile.gif

Posted by: avgusta 27 Oct 2010, 00:38
დზალიან საინტერესო ტემაა და რატომგაც ნაკლებად აინტერესებს ხალხს ..არადა ატასნაირი ქიმიური ცალებიტ "გაჩყიპვას" არჯობია ვიცოდეტ როდის რაა სასარგებლო smile.gif

Posted by: RENE_Z 6 Nov 2010, 20:47
QUOTE
ძალიან საინტერესო თემაა, წარმატებები


მეც მომწონს!
მართლა საინტერეო თემაა, ოღონდ სიდონია სად დაგვეკარგა ნეტავი? user.gif


Posted by: avgusta 6 Nov 2010, 22:10
RENE_Z
სიდონია კიარა არავინ შემოდის : ( რითიახისნება ეეს

tuk.gif

არადა ყველაზე ჟანსაღი თემაააა love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: RENE_Z 8 Nov 2010, 17:23
avgusta
QUOTE
არადა ყველაზე ჟანსაღი თემაააა


კი, გეთანხმები love.gif

ეხლა ვნახე ინფორმაცია ყავის სამკურნალო თვისებების შესახებ

მაშ ასე: ყავა love.gif

ყავის ხის სამშობლო არის არაბეთი – ეთიოპია საიდანაც იგი ადამიანმა ძველთაგანვე მთელ ეკვატორულ აფრიკაში და არაბეთის ნახევარკუნძულზე გაავრცელა. მოგვიანებით მისი თესლი ევროპელებმა მთელ პლანეტაზე გაავრცელეს. ამჟამად ყავის ხის კულტურა ძალიანაა განვიტარებული ყველა ტროპიკულ კლიმატიან ქვეყანაში. ყავის მსხვილ მწარმოებლებად გვევლინებიან ბრაზილია, კოლუმბია, ტროპიკულო აფრიკის ქვეყნები, ინდონეზია, ინდოეთი.

ყავის ხის სასაქონლო ნაწილი, რისთვისაც მისდევენ მის მოშენებას, არის გარსისგან გაწმენდილი თესლები, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ ყავის მარცვლებს ვუწოდებთ.

ყავაში ფასობს ფიზიოლოგიურად აქტიური კოფეინი, ყავის გემო და არომატი. სასიამოვნო სპეციფიური გემოს და არომატის მისაღებად ყავის მარცვლებს ხალავენ, თანაც ამით კოფეინი არ იშლება. მოხალულ მარცვლებში არის შაქრები (2,8%), ყავის მთრიმლავი მჟავა (4,7%-მდე), აზოტური ნივთიერებები ((13,9-მდე) კოფეინი (1,24%-მდე), ცხიმი (14,4%-მდე), უმნიშვნელო რაოდენობით მერკაპტანები, ფენოლური შენაერთები, პირიდინი, ძმარმჟავა და სხვა შენაერთები. შაქარი მოხალვისას კარამელდება, წარმოწმნის კარამელინს, რომელიც ყვის ნაყენს მუქ ყავისფრად შეფერავს. ყავას დამახასიათებელ არომატს აძლევს ეგრეთწოდებული კაფეოლი. იგი წარმოიქმნება მარცვლების მოხალვის დროს, ასევე მოხალვის დროს ყავის თესლში მნიშვნელოვანი რაოდენობით წარმოიქმნება PP ვიტამინი – ნიკოტინმჟავა, რომელიც თავისუფალ მდგომარეობაში არსებობს და ადვილად გადადის ყავის ნაყენში. ერთ ფინჯან ყავაში არის მოზრდილი ადამიანის სადღეღამისო დოზის დაახლოებით მესამედი PP ვიტამინი.

ყავის სამკურნალო თვისებები

ევროპაში ყავის სამკურნალოდ გამოყენების პირველი მითითებანი გაჩნდა 1592 წელს. თავდაპირველად ევროპელ ექიმთა უმეტესობა ყავის სასმელს წინასწარშექმნილი ცუდი აზრით ეკიდებოდა, მაგრამ მალე მათ ყავის გამოყენება ფართოდ დაიწყეს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, უმი მარცვლებისაგან ჩვეულებრივ ნაყენს ამზადებდნენ და შემდეგ მას იყენებდნენ ციებ-ცხელების, თავის ტკივილის, ყივანახველის, კატარული მდგომარეობის, ნიკრისის ქარისა და ართრიტის დროს. უფრო ფართოდ გამოიყენეოდა მოხალული ყავის ნახარშები ან ნაყენები. მაგარ ნახარშს, ლიმონის წვენთან არეულს, იყენებდნენ ციების დროს. მე-18 საუკუნიდან ყავის მარცვლებს იყენებენ ჰომეოპათიაში. არც თუ იშვიათად, ყავას უნიშნავენ საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა მოწამვლის დროს, შაკიკისა და ზოგიერთი ფუნქციონალური ნერვული მოშლილობის დროს. ასევე ქალებს მენსტრუალური ტკივილი დროს ურჩევენ მიიღონ ყავა, რადგან კოფეინი ხსნის სპაზმებს და აფართოებს სისხლძარღვებს, რაც საბოლოოდ აყუჩებს კიდეც ტკივილს. განსაკუთრებით მტკიცედ დამკვიდრდა პრაქტიკაში მაგარი ყავის დანიშვნა, როგორ საუკეთესო მატონიზირებელი საშუალება სისუსტის შემთხვევაში. ყავაში შემავალი კოფეინის წყალობით ჩნდება სიმხნევის გრძნობა, ქრება გონებრივი დაღლილობა და თვლემა, მნიშვნელოვნად იოლდება და ღრმავდება აზროვნება, აქტიურდება მეხსიერება და ემოციური შთაბეჭდილებების აღქმა.

ყავა საოცრად დადებითად მოქმედების მოწამვლის დროს. ამ შემთხვევაში კუჭის ამორეცხვის შემდეგ რეკომენდებულია დაზარალებულს მივცეთ 1-2 ფინჯანი ყავა, მისი მთრიმლავი ნივთიერებები კუჭისა და ნაწლავის ლორწოვან გარსზე დადებით გავლენას ახდენენ, შეუძლიათ დალექონ და წინააღმდეგობა გაუწიონ შხამიანი ნივთიერებების ნარჩენების შეწოვას. გარდა ამისა, კოფეინი მოწამვლის დროს ტონუსს აძლევს ორგანიზმს და აძლიერებს გულის შესუსტებულ მოქმედებას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროსაც იყენებენ ყავას სამკურნალოდ. მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობს ფაღარათის შეწყვეტას და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას. ამ შემთხვევაში იყენებენ არა მარტო შავ ყავას, არამედ მისგან მომზადებულ ჟელეს, მუსსა და კისელს. ხანდახან ყავის დახმარებით უწყვეტენ შეუცერებელ პირღებინებას ფეხმძიმე ქალებს.

მცდარია შეხედულება, იმის შესახებ, რომ 1-2 ფინჯანი მაგარი ყავა აფრთხობს ძილს და აფხიზლებს ნასვამ ადამიანს. გამოკველევების თანახმად, ყავა ალკოჰოლის მოქმედების დროს გვევლინება არა მისი ანტაგონისტი, არამედ უფრო როგორც მისი მოკავშირე.

ხანდახან ყავის გამოყენება შეიძლება როგორც ჭრილობის შემახორცებელი დამხმარე საშუალება. გვირჩევენ, რომ დაბეჟილობა და ჭრილობები (მათ შორის ჩირქოვანიც) მოვბანოთ კარბოლკისა და კალიუმის მანგანუმმჟავის 2-3% –იანი ხსნარით და დავაყაროთ წვრილად დაფქული ყავა. ჭრილობა უნდა დავბანოთ არა ნაკლებ 2-ჯერ დღეში. ყავის ფხვნილით დაფარული ფენა ხელს უწყობს ჭრილობის ზედაპირის გამოშრობას და უფრო სწრაფ შეხორცებას.

წყარო: http://barcelonismo.wordpress.com/2010/09/...

Posted by: woodhouse 27 Jun 2011, 16:05
გამარჯობათ,
მაინტერესებს ხომ არ იცით რა მცენარეა "მატიკელა ბალახი", რაღაც არ მსმეია ასეტი რამ.

და კიდევ მაინტერესებს თუ არის საქართველოში "ბოროვაია მატკა" ჰქვია რუსულად, ორტილიასაც ეძახიან მგონი. გინეკოლოგიური დაავადებების და უშვილობის დროს სვავენო. მადლობთ smile.gif

Posted by: biznespro 27 Jun 2011, 23:19
მე ვიცი ერთი სამკურნალო მცენარე "სიზმურესკი" მთაში ამოდის ფეხის გულებზე უნდა წაისვა და მაგრად ასვენებს ორგანიზმს ვინმეს თუ უცდია სიზმურესკის გამოყენება?

Posted by: pernata 27 Jun 2011, 23:36
woodhouse
QUOTE
მაინტერესებს ხომ არ იცით რა მცენარეა "მატიკელა ბალახი", რაღაც არ მსმეია ასეტი რამ.

და კიდევ მაინტერესებს თუ არის საქართველოში "ბოროვაია მატკა" ჰქვია რუსულად, ორტილიასაც ეძახიან მგონი. გინეკოლოგიური დაავადებების და უშვილობის დროს სვავენო. მადლობთ

ლესელიძის დასაწყისშია მწვანე აფთიაქი და იქ გეტყვიან. ან ვალდორფის კლინიკაში სანზონაში.

* * *
woodhouse
QUOTE
მაინტერესებს ხომ არ იცით რა მცენარეა "მატიკელა ბალახი", რაღაც არ მსმეია ასეტი რამ.

და კიდევ მაინტერესებს თუ არის საქართველოში "ბოროვაია მატკა" ჰქვია რუსულად, ორტილიასაც ეძახიან მგონი. გინეკოლოგიური დაავადებების და უშვილობის დროს სვავენო. მადლობთ

ლესელიძის დასაწყისშია მწვანე აფთიაქი და იქ გეტყვიან. ან ვალდორფის კლინიკაში სანზონაში.

Posted by: abelo 28 Jun 2011, 00:09
woodhouse
QUOTE
აინტერესებს ხომ არ იცით რა მცენარეა "მატიკელა ბალახი", რაღაც არ მსმეია ასეტი რამ.


მატიტელას გულისხმობთ?

მატიტელა - Polygonum aviculare - Горец птичий


Posted by: woodhouse 28 Jun 2011, 11:21
QUOTE
მატიტელა - Polygonum aviculare - Горец птичий


ძალიან დიდი მადლობა

Posted by: moxetialetemo 1 Sep 2011, 10:55
რა კარგი თემა ახლა ჩაუჯდები და წავიკიტხავ, მეც დასმაინტერესა და ახლა მინდა ვისწავლო ჯერ მცეწნარეების ცნობა, ერთ ადამიანს მოველაპარაკე უკვე რომელიც მასავლის მცენარეების ცნობას.

Posted by: kotelnikovi 1 Sep 2011, 22:46
თუ დადებთ სურათებით დადეთ ხოლმე რა, თორე ისე რა აზრი ააქვს თუ შეგხვდა ბუნებაში და ვერ მიხვდი რომელი რა არის

Posted by: moxetialetemo 1 Sep 2011, 23:37
kotelnikovi
ხო სუარტები აუცილებელია.... მე კერ ცნობას ვწავლობ სურატებს და დასახლებებს კი დავდებ მე რაც ვიცი ჯერ....
* * *
http://www.facebook.com/media/set/?set=a.240787975948816.71847.100000528471638 ეს არის ჯერ სულ =))

Posted by: RENE_Z 2 Sep 2011, 08:50
QUOTE
მატიტელა - Polygonum aviculare - Горец птичий


ჩვეულებრივი მატიტელა

ფართოდ გავრცელებული სარეველაა. გვხვდება გზის პირებში, ეზოებში. იგი განეკუთვნება მატიტელასებრთა ოჯახს. ერთწლიანი პატარა მცენარეა წვრილი ფესვებით და დატოტვილი, მიწაზე გართხმული ღეროთი.
მცენარეს იყენებენ აგრეთვე ღვიძლის ფუნქციონალური უკმარისობისა და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი ტოქსიკური პროდუქტების გამოსაყოფად. აგრეთვე, როგორც ანტისეპტიკურ, სპაზმოლიტურ, ტკივილგამაყუჩებელ, ოფლმდენ, სიცხის დამწევ, ამოსახველებელ, ჭიის საწინააღმდეგო და ჭრილობების შემახორცებელ საშუალებას.
მატიტელას ხმარობენ გაცივებით გამოწვეული ავადმყოფობების, ბრონქიტების, პნევმონიის, პლევრიტის, ბრონქული ასთმისა და ფილტვების ტუბერკულოზის დროს. მის ნაყენსა და ნახარშს იყენებენ საშვილოსნოს ატონიით გამოწვეული სისხლის დენისა და ბუასილის დროს.
მატიტელას გამოყენება არ შეიძლება თირკმელებისა და შარდის ბუშტის მწვავე ანთებების დროს.
სასუნქი ორგანოების დაავადების, ფილტვების ტუბერკულოზისა და ყივანახველის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მატიტელა, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და ადუღეთ თავდახურული 15 წთ-ის განმავლობაში წყლის აბაზანაში. გააცივეთ 1-2 სთ, გაწურეთ. დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თთო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ ჭამის წინ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისა და დიზენტერიის დროს 1 სუფრის კოვზი მატიტელა მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლ ცხელი წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თავდახურული, 10 წუთის განმავლობაში. გააცივეთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (0,5 ლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. დალიეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

Posted by: avgusta 4 Sep 2011, 01:15
RENE_Z
მცენარეთ მცოდნევ დეკაზე თუ გსმენია რაიმე
რატო ჭკნება ეს თემა ხო ყველაზე ჯანსაღიააააა

Posted by: RENE_Z 4 Sep 2011, 19:17
avgusta
QUOTE
მცენარეთ მცოდნევ დეკაზე თუ გსმენია რაიმე

მცენარეთმცოდნე არ ვარ, smile.gif
ინტერნეტში ვპოულობ ხოლმე საჭირო ინფორმაციას

დეკა ანუ Rhododendron causasicum
მანანასებრთა ოჯახის მარადმწავნე ბუჩქია.


http://10pix.ru/

ყვავილის შეფერილობით განარჩევენ რამდენიმე სახესხვაობას. სიმაღლით 1-1,5 მეტრს აღწევს. ფოთლები მოგრძო ფორმისაა, ტყავისებრი. ქვედა მხარეს მოკლე ბუსუსები აქვს. ყვავილები ზარის ფორმისაა, ფერად ყვითელი ან თეთრი, ზოგჯერ მოვარდისფრო. ნაყოფი ხუთბუდიანი კოლოფია. გავრცელებულია სუბალპურ და ალპურ ზონებში. გვხვდება ხშირ დეკიანებად ქვეტყის სახით. ფოთოლი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.
საქართველოში როდოდენდრონის რამდენიმე სახეობა გვხვდება. დეკას გარდა აღსანიშნავია როდოდენდრონ ფლავუმ-იელი და როდოდენდრონ პონტიკუმ-შქერი.
იელი შხამიანია და ხშირია მოწამლვები იელის თაფლისგან.
დეკა(თოვლის ვარდსაც უძახიან) ძალიან სასარგებლო მცენარეა, რომელიც საქართველოს მთაში გვხვდება. ძალიან მდიდარია ანტიოქსიდანტებით.
მისი ექსტრაქტების დადებითი ეფექტი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ცდებითაა დადასტურებული. ხსნის დაღლილობას, თავისუფალი რადიკალების შემხვეჭია. აქვს ანტიბაქტერიული ეფექტიც. როგორც ამტკიცებენ ანტიქოლესტერინული საშუალებაცაა. აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას თავის ტვინზე.
საერთოდ, როდოდენდრონები შხამიანი მცენარეებია, მათი ფოთლების ნაყენი სამკურნალო თვისებებისაა, ოღონდ მათი მიღება მხოლოდ მცირე დოზებით შეიძლება. დეკა შარდმდენია და წნევის დაწევისათვის გამოიყენება.


QUOTE
რატო ჭკნება ეს თემა ხო ყველაზე ჯანსაღიააააა

არავის არ აინტერესებს და ალბათ იმიტომ user.gif

Posted by: avgusta 5 Sep 2011, 12:31
RENE_Z

მადლობთ მადლობთ
მართლაც არმომაფიქრდა ინტერნეტში მენახა ..smile.gif)))
თუშეთში ცოტა პატარა ფოთლებით იყო თან გაგვაფრთხილეს ხშირად არშეილება დალევა გამაბრუებელი ეფექტი აქვსოოოო
ჩემთვის როგორც ჩაის მოყვარულისთვის სიახლე იყო მთის პიტნათ წოდებული -ბექთქონდარა - თურმე ძალიან სასარგებლო თვისებები აქვს...

Posted by: Twilight_fun_Rati 5 Sep 2011, 13:23
დაფნის ფოთოლზე რა იცით ? მაგის ნახარში ყოფილა კარგი ფეხებისთვის მგონი.

Posted by: RENE_Z 5 Sep 2011, 19:21
Twilight_fun_Rati
QUOTE
დაფნის ფოთოლზე რა იცით ?

ადრე მახსოვს დავწერე დაფნაზეც ,წინა გვერდებს გადახედე

http://forum.ge/?f=72&showtopic=33622945&st=60

Posted by: RENE_Z 25 Sep 2011, 21:08
შინდი (ლათ. Córnus)

სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს. მის შემადგენლობაში შემავალი ფიტონციდების სიჭარბე დამღუპველად მოქმედებს ტიფის, დიზენტერიისა და სხვა ინფექციურ დაავადებათა გამომწვევებზე. შინდი ნაყოფი რეკომენდებულია გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადების) დროს.
შინდის ნაყოფი რეგულარულად უნდა იყოს ჩართული რაციონში ეგზემისა და კანის სხვადასხვა დაავადების დროს. პექტინების დიდი ოდენობით შემცველობის გამო შინდის ნაყოფი აჩქარებს ორგანიზმის გაწმენდას მეტაბოლიზმის ცალკეული პროდუქტებისგან, ხელს უწყობს შარდისა და მჟაუნმჟავას გამოდევნას.
შინდით მკურნალობენ პოდაგრას, სისხლნაკლებობას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. ანემიის, ვიტამინების ნაკლებობის, ორგანიზმის დასუსტების (ზოგადად იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში) დროს აუცილებელია შინდი როგორც ცოცხალი, ასევე ხმელი ნაყოფის მიღება.
შინდის ნაყოფი ნაჩვენებია ღვიძლისა და თირკმელების დაავადებათა დროს.

სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა შინდის ფოთლებიც. ნაყენი გამოიყენება როგორც ნაღველმდენი, შარდმდენი და შაქრის დამწევი საშუალება . რევმატიზმისა და პოლიართრიტის სამკურნალოდ რეკომენდებულია შინდის ფესვებისა და ქერქის ნახარში - ერთ ჩაის კოვზ ნედლეულს ერთ ჩაის ჭიქა წყალში 15 წუთის განმავლობაში ადუღებენ, აყოვნებენ 2 საათს, გადაწურავენ და დღეში სამჯერ სვამენ ორ სადილის კოვზს.შინდი სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. მათ რეგულარულად უნდა მიირთვან ნაყოფის ახალგამოწურული წვენი, თავდაპირველად - 50-70 გრამი ჭამამდე 30 წუთით ადრე, თუ კარგად აიტანეს, დოზა თანდათანობით ერთ ჭიქამდე უნდა გაზარდონ. შინდის ფესვები და ქერქი შეიცავს გლიკოზიდ კორინს, რომელიც მალარიის საწინააღმდეგო საშუალებაა. თუ ავადმყოფს ცხელება აქვს, მას შეიძლება შინდის ახალგამოწურულ წვენთან ერთად მცენარის ნაყოფისა და ყვავილების ნაყენიც დავალევინოთ. ნაყოფის ახალგამოცლილი, დაქუცმაცებული და ოდნავ მოხალული კურკების ნაყენით ნახეთქებს მკურნალობენ. შინდის ნაყენი ხსნის ტუბერკულოზურ ინტოქსიკაციას, წელის ტკივილს, ამაგრებს და აჯანსაღებს შარდის ბუშტს.შინდი ეკოლოგიური თვალსაზრისითაც გამოირჩევა - ჰაერს მავნე ბაქტერიებისა და მწერებისგან წმენდს. ძველად თურმე შინდისგან სამკურნალო ტყლაპს ამზადებდნენ: გახეხილ ნაყოფს ასხამდნენ ბრტყელ ფორმებზე და ჯერ მზეზე, შემდეგ კი ღუმელში აშრობდნენ, მიღებულ ფირფიტებს ახვევდნენ და ინახავდნენ. ამ ტყლაპით ჩირქოვან ჭრილობებს ახვევდნენ - სწრაფად აშუშებდა.






Posted by: MaShiko-MuSicology 27 Sep 2011, 21:10
QUOTE
ვისაც შინ აქვს ლიმონის ხე არასოდეს გახდებიან ავად, ამტკიცებენ მედიკოსები.


იგულისხმება, რომ ხშირად მიირთმევს და ვიტამინების რაოდენობას შეივსებს? smile.gif
სახლშიც გვაქვს (ორი) და ეზოშიც, ეტყობა არ ვიღებთ საკმარისი რაოდენობით.


ეს - ნახევრად ხუმრობითsmile.gif ძალიან მიყვარს ლიმონი, უმაგისოდ ჩაის ვერ ვსვამ, ამიტომ ზაფხულისთვის გამოსავალი ვიპოვე, გაგიზიარებთ, თქვენ უკეთ იცით ფოთლების ეს კომბინაცია შესაბამისობაშია თუ არა (ყოველ შემთხვევაში, არ მოვუწამლივართsmile.gif),

თუ შესაბამისობაშია, მე დავამატებ, რომ ძალიან გემრიელიცაა:
აიღეთ ლიმონის სამი მოზრდილი ფოთოლი, ჟოლოს 5-7 ფოთოლი, ატმისა და ალუბლის - 2-2, პიტნის - 2-3. დაანაკუწეთ ხელით და ჩაყარეთ მოზრდილ, დაახლ.ლიტრიან ჩაიდანში, დაასხით მდუღარე წყალი და 10 წუთით შეფუთეთ ისე, რომ ორთქლი არ გაუვიდეს. smile.gif


Posted by: zindiosama 12 Oct 2011, 18:49
გამარჯობათ პატივცემულო მონაწილეებო
აწი მე მგონი მცენარეების დასახელებები დამჭირდება რო ვთარგმნო ხოლმე რუსულიდან და დამეხმარეთ ხოლმე ო'კეი?

ეხლა რა მაინტერესებს
любисток რაის მცენარეა? ანუ ქართულად როგორაა?

Posted by: MITIATO 12 Oct 2011, 19:16
zindiosama
QUOTE
любисток

ცისკარა biggrin.gif ანუ მთის ნიახური


Posted by: zindiosama 13 Oct 2011, 13:04
MITIATO
გმადლობ. ბარემ ესენიც მითხარი:

Дудник და
клевер

Posted by: MITIATO 13 Oct 2011, 16:06
zindiosama
QUOTE
Дудник

ანგელოზა
QUOTE
клевер

სამყურა
რამეს თარგმნი? smile.gif

Posted by: zindiosama 13 Oct 2011, 16:39
MITIATO
QUOTE
zindiosama QUOTE Дудник

ანგელოზა QUOTE клевер

სამყურა რამეს თარგმნი? smile.gif

მადლობა. ხო ვთარგმნი რაცხა საშIნელებას sad.gif

Posted by: zindiosama 17 Oct 2011, 12:25
MITIATO
ერთი მითხარი мирра როგორაა?

Posted by: MITIATO 17 Oct 2011, 12:47
zindiosama
QUOTE
мирра როგორაა?

მე მგონი, რომ კომიფორა.
მირონის ხესაც ეძახიან, მაგრამ მეცნიერული სახელია თუ არა, ზუსტად არ ვიცი.

Posted by: zindiosama 17 Oct 2011, 12:59
MITIATO
მეცნიერების დედაც... მირონის ხეს დავწერ up.gif

Posted by: zindiosama 9 Nov 2011, 14:05
MITIATO
ერთი შენ გახარებას ესეც მითხარი матка боровая როგორაა? ლექსიკონში ვერ ვიპოვე

Posted by: MITIATO 9 Nov 2011, 14:35
zindiosama
QUOTE
матка боровая როგორაა?

ორტილია.

Posted by: zindiosama 9 Nov 2011, 15:39
MITIATO
QUOTE
zindiosama QUOTE матка боровая როგორაა?

ორტილია.

ჯიგარი ხარ. up.gif ეს მეცნიერული სახელია თუ ქართულადაც მასეა?

Posted by: MITIATO 9 Nov 2011, 16:11
zindiosama
ლათინურად ქვია ასე, მაგრამ ქართულადაც ასე ეძახიან. საქართველოში არ იზრდება და...

Posted by: zindiosama 9 Nov 2011, 17:22
MITIATO
ბარემ ისიც გეცოდინება кокковая флора როგორაა
აუ შამიკიკინა ამ თარგმანმა რა... help.gif

Posted by: MITIATO 9 Nov 2011, 17:30
zindiosama
კოკების ფლორა ან კოკური ფლორა.
კოკი ბაქტერიის სახეობაა. ჰოდა, იმათი ფლორა.

რას თარგმნი ასეთს?

Posted by: zindiosama 9 Nov 2011, 18:44
MITIATO
რაღაც პრეზენტაციებია ნანობიოლოგიურ თემებზე მაგათი დედაც... mad.gif

Posted by: zindiosama 11 Nov 2011, 15:08
MITIATO
горец многоцветковый როგორაა ჰა?

Posted by: MITIATO 11 Nov 2011, 15:53
zindiosama
QUOTE
горец многоцветковый როგორაა ჰა?

არ ვიცი. sad.gif
QUOTE
горец
-მატიტელაა, მაგრამ მრავალყვავილა მატიტელა ქვია ამ მცენარეს თუ არა წარმოდგენა არ მაქვს.

Posted by: zindiosama 11 Nov 2011, 17:43
MITIATO
QUOTE
горец
-მატიტელაა, მაგრამ მრავალყვავილა მატიტელა ქვია ამ მცენარეს თუ არა წარმოდგენა არ მაქვს.

არა უშავს, მასე დავწერ და იმათმა არკვიონ

Posted by: bakabaka 11 Nov 2011, 19:03
მრავალძარღვა უებარია ანთებითვის

Posted by: zindiosama 18 Nov 2011, 13:23
MITIATO
ერთი მითხარი орех брозиловский როგორაა?
ნუ орех რო კაკალია გასაგებია. მაგრამ ეს брозиловский რაღა ჯანდაბაა ერთი?

Posted by: Jaguar paw 18 Nov 2011, 13:27
zindiosama
QUOTE
орех брозиловский

spy.gif იქნებ და орех бразильский? biggrin.gif

Posted by: MITIATO 18 Nov 2011, 13:34
zindiosama
QUOTE
орех бразильский?
-ია yes.gif
და ბრაზილიური კაკალია.


Posted by: zindiosama 18 Nov 2011, 14:11
Jaguar paw
QUOTE
орех брозиловский

spy.gif იქნებ და орех бразильский? biggrin.gif


აააა... გასაგებია. брозиловский ეტყობა ძველებურადაა
thaanks love.gif

Posted by: RENE_Z 28 Nov 2011, 13:25
ძალიან მიყვარს კარალიოკი love.gif
რაც გავიგე ხურმა-კარალიოკის შესახებ smile.gif

ხურმა (ლათ. Diospyros)
ნაყოფში უხვად არის ბეტა–კაროტინი(პროვიტამინი A), რომელიც ამ რაოდენობით არის მხოლოდ მწიფე ბულგარულ წიწაკაში, გოგრაში, პომიდორში და სტაფილოში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეგულარული მიღება ნარინჯისფერი და წითელი ფერის ხილის და ბოსტნეულის საგრძნობლად აფერხებს ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას ორგანიზმში.აღსანიშნავია რომ მწიფე ხურმაში უფრო მეტი სასარგებლი ნივთიერებებია.
ხურმის და კარალიოკის ნაყოფში ორჯერ უფრო მეტი რაოდენობის საკვები ბოჭკოებია, ვიდრე ვაშლში, ბევრი C და D ჯგუფის ვიტამინები, გლუკოზა და ფრუქტოზა(18%), ასევე იგი შეიცავს ანტიოქსიდანტებს , რომლებიც აფერხებენ ორგანიზმის უჯრედების დაბერებას. საკვები ღირებულებებით იგი უთანაბრდება და ლეღვს და ყურძენს, იდეალურია დიეტის დროს. ხურმა ანუ კარალიოკი(პრინციპში ერთი და იგივეა) შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რაც მას ხდის ძალიან მნიშვნელოვანს მათთვის, ვისაც აწუხებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, მით უფრო, რომ ხურმას გააჩნია რბილი შარმდენი თვისება, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ ნატრიუმს და ამცირებს შეშუპებას. მისი ყოველდღიური მიღებით შეგიძლიათ შეამციროთ ან სულაც უარი თქვათ შარდმდენი პრეპარატების მიღებაზე(ამის მაგივრად მიირთვათ საშუალოდ დღეში 3–4 ც. ხურმა). გლუკოზა და ფრუქტოზა, რომელიც ასევე უხვადაა მწიფე ხურმაში, აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას.
ასევე აღსანიშნავია, რომ ხურმა მდიდარია მაგნიუმით. ამ ელემენტის დეფიციტს ორგანიზმში ბევრი განიცდის, განსაკუთრებით ზამთარში. მისი ნაკლებობის გამო ადამიანს უვითარდება თავის ტკივილი, დეპრესიული მდგომარეობა, უძილობა, სპაზმები და უნებლიე მოძრაობები, რაც წარმოიქმნება სტრესის, დაძაბული სამუშაოს, ხმაურის, ელექტრომაგნიტური გამოსხივების თუ სხვა გამაღიზიანებელი ფაქტორების გამო. სხვათაშორის მაგნიუმის მარილებს აქვს თვისება ხელი შეუშალოს კენჭების წარმოქმნას თირკმელებში. ვისაც აქვს მიდრეკილება შარდკენჭოვანი დაავადებებისადმი ურჩევენ მიირთვან ხურმა.
კალიუმის და მაგნიუმის გარდა ეს ნაყოფი შეიცავსრკინას და ფოსფორს, ეს მინერალები აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისთვის, ამის გამო ჯერ კიდევ ძველ დროიდან სისხლნაკლულებს და დაუძლურებულებს ურჩევდნენ ხურმის მიღებას.
ხურმა შეიცავს პექტინებს, რაც ხდის მას შეუცვლელს დიეტური კვების დროს და მოუწესრიგებელი კუჭნაწლავის შემთხვევაში. მას გააჩნია ასევე ანტიმიკრობული თვისეები.
მიზანშეწონილია დღეში 150–170 გრ(2–3ცალი) მწიფე ხურმის მიღება.
ხურმის მიღება დიდი რაოდენობით არ არის მიზანშეწონილი ვისაც აწუხება კუჭის ატონია, შეკრულობა, ასევე სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, მასში შემავალი დიდი რაოდენობით სახაროზის გამო.




Posted by: zindiosama 27 Dec 2011, 18:32
ხალხო, ერთი ეს მითხარით, bromeliads როგორაა ქართულად ხო არ იცით?

Posted by: MITIATO 27 Dec 2011, 19:07
zindiosama
ბრომელიისებრნი.
ოჯახია მთელი.

Posted by: Jaguar paw 27 Dec 2011, 20:19
zindiosama
QUOTE
ხალხო, ერთი ეს მითხარით, bromeliads როგორაა ქართულად ხო არ იცით?

ბრომელიისებრნი yes.gif
მაგრამ სამკურნალო მცენარეებია? spy.gif

Posted by: zindiosama 28 Dec 2011, 14:20
Jaguar paw
MITIATO
გმადლობთ.
აზრზე არა ვარ სამკურნალოა თუ არა. უბრალოდ ინერციით აქ შემოვედი
და ისე რა მცენარეა ისეთი? აქ წერია (ანუ რასაც ვთარგმნი - იქ) რომ ხის ტოტებზე იზრდებაო

Posted by: Jaguar paw 28 Dec 2011, 14:50
zindiosama
QUOTE
და ისე რა მცენარეა ისეთი? აქ წერია (ანუ რასაც ვთარგმნი - იქ) რომ ხის ტოტებზე იზრდებაო

ეპიფიტია, ანუ სხვა მცენარეებზე და ხეებზე იზრდება. ფესვებით მერქანზე მაგრდება, საიდანაც გამოწოვს მინერალებს და წყალს. მაგალითად:

user posted image

Posted by: MITIATO 28 Dec 2011, 16:29
zindiosama
მცენარეების ოჯახია მთელი. ერთი მცენარე არ არის. სხვათა შორის, ანანასიც მაგ ოჯახიდანაა.

Jaguar paw
QUOTE
ფესვებით მერქანზე მაგრდება, საიდანაც გამოწოვს მინერალებს და წყალს.

no.gif
სხვა მცენარეებს, უბრალოდ, საყრდენად იყენებენ. სინათლის წყაროსთან ახლოს რომ იყვნენ უფრო.
ეპიფიტები პარაზიტები არ არიან.

Posted by: Jaguar paw 28 Dec 2011, 16:32
MITIATO
QUOTE
სხვა მცენარეებს, უბრალოდ, საყრდენად იყენებენ. სინათლის წყაროსთან ახლოს რომ იყვნენ უფრო.
ეპიფიტები პარაზიტები არ არიან.

ეპიფიტი აუცილებელი არაა პარაზიტი იყოს no.gif biggrin.gif

Posted by: MITIATO 28 Dec 2011, 16:38
Jaguar paw
QUOTE
ეპიფიტი აუცილებელი არაა პარაზიტი იყოს

მეც ეგ ვთქვი. biggrin.gif
აუცილებელი კი არა, არ არიან პარაზიტები.


Posted by: Jaguar paw 28 Dec 2011, 16:40
MITIATO
QUOTE
მეც ეგ ვთქვი. biggrin.gif
აუცილებელი კი არა, არ არიან პარაზიტები.

აააა, უი user.gif

Posted by: zindiosama 28 Dec 2011, 17:51
Jaguar paw
QUOTE
ეპიფიტი აუცილებელი არაა პარაზიტი იყოს no.gif biggrin.gif

და რით განსხვავდება ეპიფიტი პარაზიტისგან?

Posted by: MITIATO 28 Dec 2011, 18:47
zindiosama
QUOTE
და რით განსხვავდება ეპიფიტი პარაზიტისგან?

პარაზიტები წყალს და მინერალურ ნივთიერებებს ართმევენ იმ მცენარეს, რომელზეც პარაზიტობენ. მაგ. ფითრი. ფოტოსინთეზის უნარი აქვს და ორგანულ ნივთიერებებს თვითონ ქმნის. ზოგიერთი წყალსაც ართმევს და ორგანულ ნივთიერებებსაც. მაგ. აბრეშუმა.
ეპიფიტები მარტო საყრდენად იყენებენ სხვა მცენარეებს, რომ უფრო ახლოს მივიდნენ სინათლის წყაროსთან. სხვას არაფერს ართმევენ.

Posted by: avgusta 30 Dec 2011, 13:23
ვინმე მცოდნე ექიმი თუ ხართ ლიმონზე და ნიორზე მაინტერესებდა რამდენი შეილება დღის მანძილზე ..

Posted by: RENE_Z 30 Dec 2011, 21:14
QUOTE (RENE_Z @ 15 Oct 2009, 16:03 )
ლიმონი (Citrus limon)

მრავალწლოვანი მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარე ციტრუსოვანთა გვარის ტეგანისებრთა ოჯახისა.
მისი სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია.
ლიმონის ნაყოფი შეიცავს (%-ობით): მჟავებს (უმთავრესად ლიმონის) — 3,5—8,1, შაქრებს — 1,9—3, C ვიტამინს — 45—140 მგ 100 გ-ში, აგრეთვე P და B ვიტამინებს, პექტინოვან ნივთიერებებს, რკინის მარილებს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს.

ხალხურ მედიცინაში მას ჭრილობების მოსაშუშებლად, დიფტერიის, სიყვითლის და შეშუპების საწინააღმდეგოდ ხმარობენ, მცენარის სამშობლოში კი სწამდათ, რომ ეს მცენარე ადამიანს შავი ჭირისგან იცავდა, გველის ნაკბენისგან კურნავდა. ლიმონს უბადლო სამკურნალო სასუალებად მიიჩნევენ ფილტვების დაავადებების და ინტოქსიკაციის დაროს.

ვისაც შინ აქვს ლიმონის ხე არასოდეს გახდებიან ავად, ამტკიცებენ მედიკოსები.

ლიმონის წვენს იყენებენ ხველების დროს, წყურვილის მოკვლის დროს, საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების, იმუნური სისტემის გაძლიერების, ნივთიერებათა მოწესრიგების მიზნით. კარგი ეფექტი აქვს მას პოდაგრას, შარდკენჭოვანი დაავადებებისა და ჰიპოაცდიური გასტრიტის დროს. ლიმონის წვენის წყალხსნარით მკურნალობენ ბუასილს, ხოლო ქლორთან მის ნარევს განგრენის სამკურნალოდ იყენებენ.
კანის სოკოვანი დაავადებების დროს ქავილს სწორედ ლიმონის წვენი დაგიამებთ.
  შაქარში მოხარშული ლიმონის ქერქი საჭმლის მომნელებელ პროცესებს არეგულირებს.  შეეცადეთ დაიცვათ ჯანმრთელობის საყოველთაოდ ცნობილი წესი _ “დღეში თითო ლიმონი”.
ლიმონი სამკურნალო პრაქტიკაში ავიტამინოზებისა და ცხელებით მიმდინარე დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენება. წყალში განზავებული მისი წვენი რეკომენდებულია სავლებად ანგინის დროს. დაშაქრული რბილობი და ქერქი უნდა მიირთვათ ქრონიკული ტონზილიტის, ანგინის, პაროდონტოზისა და რევმატიზმის დროს. ლიმონი უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც კუჭის მომატებული მჟავიანობა ან კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგია აქვს.
ლიმონის წვენი ინიშნება ათეროსკლეროზის, კუჭნაწლავის ტრაქტის, შარდ _ კენჭოვანი დაავადების, ნივთიერერებათა ცვლის დარღვევის, ბუასილის ციებ _ ცხელების დროს. დაამატეთ 0,5 ლიმონის წვენი 0,5 ჩ.ჭ ცხელ წყალში. მიიღეთ 2_3  ჯერ დღეში, წყალში გახსნილი.  ლიმონი სასარგებლოა ანგინას, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს გამოსავლებად, ასევე გამოიყენება გარეგანად კანის სოკოვანი დაავადებების დროს.

avgusta
QUOTE
ვინმე მცოდნე ექიმი თუ ხართ ლიმონზე და ნიორზე მაინტერესებდა რამდენი შეილება დღის მანძილზე ..

ექიმი არ ვარ, მაგრამ ხშირად ვკითხულობ ინფორმაციას სამკურნალო მცენარეებზე,
ადრე მახსოვს დავწერე ლიმონზე
მგონი დღეში ერთი ლიმონი არ გავნებთ smile.gif
http://forum.ge/?f=72&showtopic=33622945&st=135

Posted by: RENE_Z 30 Dec 2011, 21:31
avgusta
რაც შეეხება ნიორს smile.gif

ნიორს ახასიათებს ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური, ანტივირუსული აქტივობა. ნედლეულის ბოლქვიდან ამზადებენ ნაყენს, რომელსაც უნიშნავენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების (მეტეორიზმი, ატონია), ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის დროს. იგი ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების გაჩენას, აწესრიგებს იმუნურ სისტემას. არის ანტითრომბული, ანტიბლასტური, ჰიპოგლიკემიური, ჰიპოლიპიდური საშუალება და სხვ.
უხსოვარ დროში ძველი ბერძნები ნიორს წმინდა მცენარედ მიიჩნევდნენ და თილისმასავით მუდამ ყელზე ეკიდათ. მათი რწმენით, ამით თავს იცავდნენ ეპიდემიებისგან, დევნიდნენ ბოროტ სულებს...

ნიორს დღესაც არ დაუკარგავს "ღირსება"... არცთუ დიდი ხნის წინ გერმანიაში გამოაცხადეს ნივრის წელი, იტალიასა და ესპანეთში მთავარი სანელებელია (ამატებენ ყველა კერძს, გარდა დესერტისა), საფრანგეთში ყოველ აგვისტოს თვეში აწყობენ ნივრის დღესასწაულს.

ნიორი უნიკალური მკურნალია, ალიცინის შემცველობის წყალობით - ბუნებრივი ანტიბიოტიკია. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ალიცინი აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას და სისხლის ლიპიდურ შემადგენლობას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ამაღლებს იმუნიტეტს, ასტიმულირებს ტვინის მუშაობას, ხსნის სტრესს და ორგანიზმს იცავს კიბოსაგან.

ნიორი ასევე შეიცავს ბევრ A (მხედველობას აუმჯობესებს), PP (გვიცავს სტრესებისა და უძილობისაგან), D (ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას) და B ჯგუფის (მონაწილეობენ ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაში) ვიტამინებს.

ნიორში ისევე, როგორც ხახვში ბევრია ბაქტერიციდული ნივთიერება - ფიტონციდები, რომლებიც სპობენ ავადმყოფობის გამომწვევ ვირუსებს.
ცნობისთვის: ნიორი 6000 წლისაა, მისი სამშობლოა შუა აზია.

XIX ს-ის ბოლოს ევროპაში გამოაქვეყნეს ეგვიპტური პაპირუსები, რომელიც დაწერილი იყო 1550 წ. ჩვ.წ.აღ-მდე. მათში ნივრის საფუძველზე შექმნილი 22 სხვადასხვა რეცეპტია აღწერილი.

ნივრისა და ნივრით შეზავებული კერძების ჭამის შემდეგ, მისი უსიამოვნო სუნის გასაქრობად დაღეჭეთ ოხრახუში, ილი ან დარიჩინი, კარგია ყავის მარცვლებიც.

ოქროს წესია, რასაც ზომიერად მოვიხმართ, ყველაფერი სასარგებლოა smile.gif

Posted by: avgusta 31 Dec 2011, 10:13
RENE_Z
დიდი მადლობა ძალიან საინტერესოდ წერთ პასუხსsmile.gif))

Posted by: RENE_Z 13 Feb 2012, 19:43
avgusta
QUOTE
დიდი მადლობა ძალიან საინტერესოდ წერთ პასუხს

არაფრის, გაიხარეთ! 2kiss.gif smile.gif

გამახსენდა რომ ლობიოზე არ მაქვს დაწერილი, ეხლა მოვიძიე ინფორმაცია, რაც შეეხება ლობიოს love.gif

http://www.10pix.ru/


ლობიო (Phaseolus), ერთ- და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მოიცავს 150-ზე მეტ სახეობას, რომლებიც ამერიკის, აზიისა და აფრიკის ტერიტორიაზე იზრდება. ჩვეულებრივი ლობიო ამერიკიდან ევროპაში შემოიტანეს XVI საუკუნეში.
ლობიო მდიდარია ცილებით, ამინომჟავებით, ნახშირწყლებით, სახამებლით, ლიმონის, ვაშლის, ჟოლოს მჟავებით, კაროტინით, B1, B2, B6, PP, C, E ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავათი, ფლავონოიდებით, კალიუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, განსაკუთრებით გოგირდით, რომელიც აუცილებელია ნაწლავების ინფექციის, რევმატიზმის, სახსრების, ბრონქების დაავადების სამკურნალოდ. ლობიოში არსებული რკინა უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას აძლიერებს, რაც ინფექციების მიმართ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს. თუთია აძლიერებს ტვინის მუშაობის პროცესს; სპილენძი მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში; ფოსფორი სხვა ელემენტებთან ერთად ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოდენას.

ამ პარკოსნის შემადგენლობაში შედის არგინინი – ინსულინის მსგავსი ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას.

ლობიო მამაკაცურ პოტენციას ზრდის. როგორც მეცნიერები ამბობენ, ისინი, ვინც რეგულარულად მიირთმევენ ლობიოსგან მომზადებულ კერძებს, მშვიდები და გაწონასწორებულები არიან, რადგან ლობიო დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

გარდა ამისა, ლობიო აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, შეგიძლიათ ლობიოს დიეტა დაიცვათ. ლობიოს ჩინელები სასარგებლო პროდუქტად მოიხსენიებენ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 1280 წელს. ლობიოს კერძები ძალიან პოპულარული იყო ანტიკურ ხანაშიც. ხოლო ძველი რომაელები ლობიოს ფქვილს იყენებდნენ კოსმეტოლოგიაში.
ლობიო საუკეთესო დიაბეტური საკვებია, სასარგებლოა ტუბერკულოზის მკურნალობის დროს. ლობიოს აქტიური კომპონენტები საუცხოოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, მისი კერძები რეკომენდებულია ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზისა და გულის რიტმის დარღვევისას.
ლობიოში შემავალი თუთია აწესრიგებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, სპილენძი კი ააქტიურებს ადრენალინისა და ჰემოგლობინის გამომუშავებას; ლობიო ხელს უწყობს წონაში დაკლებას, დადებითად მოქმედებს შარდსასქესო ორგანოების ფუნქციაზე, აუმჯობესებს პოტენციას, წმენდს და ხელს უწყობს თირკმლებში ქვების დაშლას, შარდის ბუშტიდან ქვების გამოდევნას და ანთებითი პროცესის ჩაქრობას. აქვს ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობული თვისება. აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას. მწვანე ლობიო შარდმდენია, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. რეკომენდებულია ნიკრისის ქარის დროს.
http://www.10pix.ru/




Posted by: avgusta 13 Feb 2012, 20:01
RENE_Z
ლობიოზე რათუნდა რაიმეს დაწერა ჩვენი ერის გადამრჩენელია არ გახსოვთ wink.gif sa.gif (ვხუმრობ)
ყველას ეგონა რომ ლობია საქართველოდან გავრცელდა //იქნებ მართლაც ესეა smile.gif))
როგორ არარის აქტიუერი ეს თემა ძალიან მიკვირს..ვინმე ფიტოთერაპევტიც რომ გვეხიამებოსდეს ვიმსჯელებდით უფრო ბევრს.
.წინაპრები რითი მკურნალობდნენ თუარა მცენარეებით..
აი მე მაგალითად ვხშირად ვსვავ გვირილის.კრაზანის.მუხის ქერქის ნახარშს ლიმნით უშაქროდ ..

Posted by: RENE_Z 13 Feb 2012, 20:31
avgusta
QUOTE
ყველას ეგონა რომ ლობია საქართველოდან გავრცელდა //იქნებ მართლაც ესე

არ ვიცი, ჩემი ინფორმაციით ლობიო ამერიკიდან ევროპაში შემოიტანეს XVI საუკუნეში smile.gif
QUOTE
როგორ არარის აქტიუერი ეს თემა ძალიან მიკვირს..ვინმე ფიტოთერაპევტიც რომ გვეხიამებოსდეს ვიმსჯელებდით უფრო ბევრს.

გეთანხმები smile.gif
QUOTE
მე მაგალითად ვხშირად ვსვავ გვირილის.კრაზანის.მუხის ქერქის ნახარშს ლიმნით უშაქროდ

გვირილა და კრაზანა ძალიან სასარგებლოა თაფლით, მუხის ქერქზე ვიცი,კუჭის შემკვრელი მოქმედება ახასიათებს smile.gif

Posted by: avgusta 14 Feb 2012, 05:06
RENE_Z
კიდევ რას გვირჩევდით ექიმოოოოო wink.gif
მაგალითად უძლილობისას რა მცენარე გვრის მშვიდ ძილს ..

Posted by: MITIATO 14 Feb 2012, 20:09
avgusta
QUOTE
უძლილობისას რა მცენარე გვრის მშვიდ ძილს ..

კატაბალახა, პიტნა.

Posted by: RENE_Z 15 Feb 2012, 19:11
avgusta
QUOTE
მაგალითად უძლილობისას რა მცენარე გვრის მშვიდ ძილს ..

დამასწრო MITIATOმ, მეც უნდა დამეწერა კატაბალახა smile.gif

კატაბალახა არის ძალიან ცნობილი და ეფექტური მცენარეული სამკურნალო საშუალება,
რომლის პრეპარატებს-ექსტრაქტს, ნაყენს სპირტზე იყენებენ
ნერვული აგზნების,
უძილობის,
გულსისხლძარღვთა სისტემის ნევროზის დროს და სხვა.
http://www.aversi.ge/main_jurnal.php?lang=geo&id=2391&cat_id=2

Posted by: avgusta 16 Feb 2012, 01:03
მეგონა ბარამბოს დაასახელებდით
RENE_Z
MITIATO

Posted by: RENE_Z 16 Feb 2012, 19:16
QUOTE (RENE_Z @ 2 Jun 2010, 02:32 )
ბარამბო

ლათინური სახელი
Melissa officinalis


ბარამბო (Melissa officinalis), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. ღერო და ფოთოლი შებუსული აქვს. თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილები ფოთლის იღლიაში ყვავილედადაა შეკრებილი. კვერცხისებრი ფოთლის ორივე მხარე დაფარულია ეთეროვანი ზეთის შემცველი მბრწყინავი ჯირკვლებით, რომელიც მცენარეს ლიმონის სუნს აძლევს. ველურად იზრდება ევროპის სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ აფრიკაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.  საქართველოში - მთის ქვედა სარტყელში ტყის პირებსა და ბუჩქნარებში. ეთერზეთოვანი და თაფლოვანი მცენარეა.  იყენებენ პარფიუმერიასა და ხალხურ მედიცინაში.
ბარამბოს ახასიათებს ტკივილდამაყუჩებელი, ჰიპოტენზიური, სპაზმოლიზური, სედაციური მოქმედება.
იგი შედის აღნიშნული მოქმედების სამკურნალო ჩაის შემადგენლობაში. დიდი პოპულარობით სარგებლობს გერმანული პრეპარატი ნოვო-პასიტი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ბარამბოს ფოთლები.
ბარამბოს ფოთლების სასიამოვნო სურნელების გამო მას იყენებენ კულინარიასა და პარფიუმერიაში.
ასევე გამოიყენება:
ბარამბოს ნაყენი: 1 ს.კ. ბალახს დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი, დააყენეთ 40 წთ., გაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში ჭამის წინ ყველა სახის ნერვული დაავადების, კუ­ჭის ნევროზის, შიშების, დეპრესიის და სხვ. დროს.
ღრძილების დაავადებების და კბილის ტკივილის დროს ნაყენი ან ნახარში გამოსავლებად გამოიყენეთ, კომპრესები კი _ სახსრების რევმატიული ტკივილის, კონტუზიის, წყლულის და ფურუნკულოზის დროს.
ბარამბოს ბალახის ნაყენი: 15 გრ. ბალახს დაასხით 180 მლ. მდუღარე, თბილად შეფუთეთ და დააყენეთ 1 სათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ ეს დოზა 3-4-ჯერ დღეში მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს.
ბარამბოს სპირტზე ნაყენი: 1 ს.კ. ბალახს დაასხით 100 მლ. სპირტი ან 1 ჩ.ჭ. არაყი, დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 15 წვეთი 3-ჯერ დღეში კუჭ-ნაწლავის დაავადების და მუცლის შებერვის დროს.
ბარამბოს წვენს ყვავლობამდე მოკრეფილი ფოთლებიდან წურავენ, იყენებენ თავბრუსხვევის, დაღლილობის და ქოშინის დროს. მიიღეთ 5-6-ჯერ დღეში 40-60 წვეთი 1 ჩ.კ. თაფლთან და რძესთან ერთად.
1 ჩ.კ. ბარამბოს წვენს 1 ჩ.ჭ. მდუღარეზე იყენებენ ოყნის სახით ბუასილის გამწვავების და კუჭში შეკრულობის დროს.
მიიღეთ 10-15 წვეთი ბარამბოს ეთერზეთი გულისცემის და გულის ტკივილის დროს. ასევე როგორც ოფლმდენი წამალი და საშუალება, რომელიც არეგულირებს მენსტრუა­ციას.
ბარამბოს ბალახის ფხვნილს (1,8-3,7 გრ. ერთ ჯერზე) იყენებენ კრუნჩხვების, იპოქონდრიის, მშობიარობის შემდგომი სისუსტის, გაძლიერებული გულისცემის დროს.
ბარამბოს ნედლი ყვავლებიდან ჩაის ამზადებენ. ცივი სახით მას როგორც გამაგრილებელ სასმელს სვამენ, ხოლო ცხელი სახით _ როგორც ოფლმდენ საშუალებას. იგი აუმჯო­ბესებს ნივთიერებათა ცვლას და ამცირებს თაბრუსხვევას.

avgusta

ბარამბო არგამოიყენება, როგორც საძილე საშუალება, გამოიყენება უფრო როგორც ტკივილგამაყუჩებელი

Posted by: avgusta 17 Feb 2012, 21:04
RENE_Z
ბარამბო იგივე მელისა არარის..

Posted by: RENE_Z 18 Feb 2012, 00:05
avgusta
QUOTE
ბარამბო იგივე მელისა არარის..


yes.gif

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9D

Posted by: avgusta 18 Feb 2012, 14:03
RENE_Z

ბარამბო მემგონი აბაზანებისთვის უფრო სჯობს..რადგან ძილის წინ რო დავლიე მძიმე სიზმრები ვნახე და რათქმაუნდა მაგას დავაბრალეე wink.gif smile.gif

Posted by: RENE_Z 18 Feb 2012, 16:44

avgusta
QUOTE
ბარამბო მემგონი აბაზანებისთვის უფრო სჯობს..რადგან ძილის წინ რო დავლიე მძიმე სიზმრები ვნახე


სამკურნალო აბაზანებზეა, მგონი გამოგადგება smile.gif


        სამკურნალო მცენარეთა ნახარში შეიძლება მომზადდეს შემდეგნაირად: იღებენ 1 კგ წვრილად დაჭრილ მცენარეს, ასხამენ 3- 4 ლიტრ ცივ წყალს და აჩერებენ 5 10 წუთი; შემდეგ დგამენ ცეცხლზე და ხარშავენ 5 წუთის განმავლობაში. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ ნახარშს აჩერებენ 5 წუთი, გაფილტრულ ნახარშს ასხამენ აბაზანისათვის განკუთვნილ წყალში.

        სამკურნალო მცენარეთა აბაზანის მიღება შეიძლება კვირაში ერთხელ, 20 - 30 წუთის განმავლობაში. აბაზანას ავსებენ წყლით, ამატებენ სამკურნალო მცენარის ნახარშს და წვებიან ისე, რომ თავი და გულის არე წყლის ზემოთ იყოს. აბაზანის მიღებამდე აუცილებელია ტანის დაბანა წყლითა და საპნით, რათა კანის ზედაპირს მოსცილდეს დამცავი მჟავა - ტუტოვანი აპკი და გაიოლდეს აქტიური ნივთიერებების შეღწევა ორგანიზმში. სამკურნალო აბაზანის მიღების შემდეგ  სუფთა წყალი აღარ უნდა გადავივლოთ.

          აბაზანის მიღება არ შეიძლება უშუალოდ ჭამის შემდეგ, რადგან ირღვევა საჭმლის მონელების პროცესი, დამატებით იტვირთება გულ - სისხლძარღვთა სისტემა; აბაზანის მიღების დროს შარდის ბუშტი და ნაწლავი დაცლილი უნდა იყოს.


          განვიხილოთ აბაზანის ზემოქმედება ცალკეული სამკურნალო მცენარის გამოყენებისას:


        პიტნა - ეფექტურია გაცივებისას; მისი ორთქლი აფართოებს სასუნთქ გზებსა და აუმჯობესებს სუნთქვას. გარდა ამისა, პიტნა ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ხსნის ქავილს.


    როზმარინი და აბზინდა - აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას, ახდენენ მატონიზირებენ მოქმედებას ნერვულ და გადაღლილ ადამიანებზე, დადებითად მოქმედებენ დანაოჭებულ კანზე.


        გვირილასა და სვიას - აქვთ ანთების საწინააღმდეგო  მოქმედება, აძლიერებენ კანის მდგრადობას ინფექციებისადმი და  ხელს უწყობენ ახალი უჯრედების წარმოქმნას.  ამ მცენარეთა ნახარშისაგან მომზადებული  აბაზანები განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი, ანთებითი კანისათვის.


      ცაცხვის ყვავილებისაგან მომზადებული აბაზანები აძლიერებენ ოფლის გამოყოფას. ამშვიდებენ ნერვულ სისტემას; რეკომენდებულია უძილობის დროს.


        სალბი და მუხის ქერქი ავიწროებენ ფორებს; გამოიყენება ცხიმიანი კანისა და ჭარბი ოფლიანობის დროს.


    მინდვრის შვიტა ან მინდვრის ბალახების ნარევი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გამოიყენება, დამჭკნარი,  მოდუნებული კანის შემთხვევაში.


    ღვიისა  და ბარამბოს აბაზანები  დამაშვიდებლად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე, ხსნიან დაძაბულობას.


        ზამბახისა და წიწვის აბაზანებს აქვთ მატონიზირებელი მოქმედება; გამოიყენება გადაღლილობისა და გამოფიტვის დროს.


    ფარსმანდუკის (მელიკუდა, წყლულის ბალახი, ყვავისკუდა) აბაზანები კარგია მშრალი და დამსკდარი კანის დასარბილებლად.


    ველური წაბლი -  აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს კანის კაპილარების კედლების მდგრადობას.


      გულყვითელა (ნარგიზელა) - აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას. გამოიყენება ყველა იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ეპითელიზაციის დაჩქარება;  აქვს ასევე  მატონიზირებელი ზემოქმედება.

        ქატოს აბაზანები (ხორბალი, შვრია, სიმინდი, ნუში) დამამშვიდებლად მოქმედებენ ანთებით კანზე; არბილებენ გაუხეშებულ კანს, ხსნიან ქავილს.

      კანზე სასიამოვნო არომატულ და გამაცოცხლებელ ეფექტს ახდენს პიტნის, ბარამბოს, როზმარინის, ღვიის, კვლიავის  აბაზანები.

სასურველია ვიცოდეთ აგრეთვე სამკურნალო მცენარეთა საერთო ჯგუფის შესახებ, რომლებიც გამოიყენება კოსმეტიკაში.

        ეთერზეთებით მდიდარი სამკურნალო მცენარეებია: პიტნა, ბარამბო, ლავანდი, გვირილა, სალბი, როზმარინი, ცაცხვი, ფარსმანდუკი; ისინი აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას, აფართოებენ კანის სისხლძარღვებს - კანი წითლდება და თბება. ორგანიზმზე ახდენენ მასტიმულირებელ ზემოქმედებას. ხასიათდებიან  ანტისეპტიკური მოქმედებითაც.

      საპონინებით მდიდარი სამკურნალო მცენარეებია: ველური, წაბლი, მიხაკი, ძირტკბილა, ფურისულა, ენდრონიკა.  ეს მცენარეები აძლიერებენ კანის შემწოვ უნარს,  არბილებენ ეპიდერმისს.

      სალიცილის მჟავით მდიდარი სამკურნალო მცენარეებია: ტირიფის ქერქი, ბაღის ია, გულყვითელა. მაღალი კონცენტრაციის დროს მოქმედებენ ანტისეპტიკურად; შედარებით დაბალი კონცენტრაციისას -  დადებითად მოქმედებენ ანთებით და აქერცლილ კანზე.

მთრიმლავი ნივთიერებებით მდიდარი სამკურნალო მცენარეებია: მუხის ქერქი, არყი, ველური წაბლი, ჭანგა, სალბი, ფარსმანდუკი. ეს მცენარეები ავიწროებენ კანის ფორებს, ამცირებენ ოფლდენას. აძლიერებენ კანის ადვილად ანთებადი  ნაწილების რეზისტენტობას.

ლორწოვანი ნივთიერებებით მდიდარი სამკურნალო მცენარეებია: სელის თესლი, ბალბა, ვირისტერფა, ისლანდიური ხავსი, ბირკავა. ისინი ადვილად და თანაბრად ნაწილდებიან კანზე, იცავენ მას მექანიკური გაღიზიანებისაგან. ამცირებენ ტკივილსა და წვას.

მინერალური მარილებით მდიდარი სამკურნალო მცენარეებია: ჭინჭარი, კამა, არყი, გვირილა, ბაბუაწვერა. ეს მცენარეები კანს უზრუნველყოფენ  მნიშვნელოვანი ელემენტებით, არეგულირებენ კანის წყლის ბალანსსა და იცავენ მას გაუწყლოვნებისაგან.

Posted by: avgusta 19 Feb 2012, 13:49
RENE_Z
ძალიან დიდი მადლობა საინტერესო პასუხებისთვის..
რამაინტერესებს იცი ..
რომელიმეს თუ იყენებ ნდობის თვალსაზრისით სად იძენ მცენარეებს ..smile.gif
და
მცენარეული შამპუნები ან საპნები თუ არსებობს ჩვენთან გაყიდვაში..

Posted by: RENE_Z 19 Feb 2012, 20:46
avgusta
QUOTE
რომელიმეს თუ იყენებ ნდობის თვალსაზრისით სად იძენ მცენარეებს

ძირითადად რაც მინდა ხოლმე, აფთიაქში ვყიდულობ smile.gif
QUOTE
მცენარეული შამპუნები ან საპნები თუ არსებობს ჩვენთან გაყიდვაში

კი, როგორ არა, დოლივას გერმანული ფირმაა შემოსული, ძალიან კარგი მცენარეული შამპუნები აქვს , უნდა ნახო ეტიკეტზე ეწერება herbal shampoo smile.gif

Posted by: avgusta 24 Feb 2012, 01:03
RENE_Z
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
დიდი მადლობააა მცენარეთ მცოდნევ (ვფიქრობ რა გკითხო კიდევ wink.gif )

Posted by: papunaleo 18 Mar 2012, 16:33
გამარჯობათ სად შეიძლება მოვიპოვო ინფორმაცია ყურძნის წიპწის შესახებ ვერსად ვერ ვნახე ზალიან გთხოვთ დამეხმაროთ

Posted by: RENE_Z 18 Mar 2012, 16:42
papunaleo
QUOTE
გამარჯობათ სად შეიძლება მოვიპოვო ინფორმაცია ყურძნის წიპწის შესახებ ვერსად ვერ ვნახე ზალიან გთხოვთ დამეხმაროთ



ყურძნის წიპწის სასარგებლო თვისებები ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში.

შუა საუკუნეებში ის ფართოდ გამოიყენებოდა ხმელთაშუაზღვისპირეთის კულინარიაში, ფრანგულ და იტალიურ კოსმეტოლოგიაში.


ყურძნის წიპწისაგან მიიღება ზეთი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.


მას უწოდებენ „ახალგაზრდობის ჰორმონს“, რადგან შეიცავს ბიოფლავონოიდებს, რომელიც სტრუქტურულად ჰგავს ქალის ჰორმონს – ესტროგენს, რომელიც არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას, ხელს უწყობს თმის ზრდას, კოლაგენის სინთეზს და აფერხებს დაბერების პროცესებს.


ყურძნის წიპწის ზეთი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამაგრებს სისხლძარღვებს, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, რეგენერაციული, სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, თირკმელში კენჭის წარმოქმნას, ათეროსკლეროზის და სიმსივნის განვითარებას.


ყურძნის წიპწაში შემავალი ანტიოქსიდანტი – პროციანიდი, რეზვერატროლი, ვიტ.E, A, C ათავისუფლებს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისაგან და აუმჯობესებს იმუნიტეტს.




ყურძნის წიპწის ზეთი მდიდარია: ვიტამინებით – E, A, C, B1, B2, B3, B6, B9, B12 და მიკროელემენტებით – კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, რკინა – რომელიც გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.


ზეთის 70%–ს შეადგენს ლინოლეის მჟავა – ომეგა–6, რომელიც ატენიანებს კანს და აუმჯობესებს კანის რეგენერაციულ პროცესებს.


ყურძნის წიპწის ზეთს აქვს მსუბუქი კონსისტენცია, ამიტომ ის წარმატებით გამოიყენება, როგორც ცხიმიანი ისე კომბინირებული კანისათვის. ყურძნის წიპწის ზეთი აუმჯობესებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, ის აფართოებს ფორებს და აძლევს კანს ჯანსაღ შესახედაობას.


ყურძნის წიპწის ზეთი აუმჯობესებს თავის კანის სისხლისმიმოქცევას, კანი ახალგაზრდავდება და უმჯობესდება ფოლიკულების ფუნქციონირება.


დიდი რაოდენობით მასში შემავალი ვიტ. E აღადგენს და იცავს თავის კანს და თმის ბოლოებს.

ყურძნის წიპწის ზეთი გამოიყენება თმის ზრდის სტიმულაციის, მისი ბზინვარების მიზნით, თმის მტვრევადობისას. შემთბარ ზეთს შეიზელენ თავის კანში უშუალოდ თავის დაბანვის წინ.


ყურძნის წიპწის ზეთი გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვადასხვა თმის ნიღბების შემადგენლობაში.

კოსმეტოლოგიაში ის გამოიყენება კანის დამატენიანებელ და რეგენერაციულ კრემებში, ასევე შამპუნებში – უსიცოცხლო და დაზიანებული თმისათვის.


განსაკუთრების სასარგებლოა ყურძნის ზეთი თმის შეღებვის და ქიმიური დახვევის შემდეგ. მისი ნიღბების რეგულარული გამოყენება აღადგენს თმის დაზიანებულ სტრუქტურას, კვებავს თმას და აძლევს ბზინვარებას.

წყარო: http://magicdoctor.ge/blog/?p=7600

Posted by: papunaleo 18 Mar 2012, 16:56
RENE_Z მადლობა ეგ მეცც ვნახეე უფრო მაინტერესებსს უარყოფითი და დადებიI თვისებები )))))))))

Posted by: RENE_Z 18 Mar 2012, 18:13
papunaleo
QUOTE
მეცც ვნახეე უფრო მაინტერესებსს უარყოფითი და დადებიI თვისებები

ქართულად სამწუხაროდ ვერ ვნახე ინფო,
რუსულად ბევრია, დალინკე косточка виноградная
აბა აქ ნახე, შეიძლება გამოგადგეს:
http://www.health777.ru/vinograd.html


Posted by: buka79 18 Mar 2012, 18:55
ძალიან საინტერესო გვერდია.ეს თემა ყველასთვის საინტერესო იქნება.მე პირადად ფიტო თერაპია ყოველთვის მაინტერესებდა და მე თვითონაც ძალიან ბევრჯერ შემიგროვებია სამკურნალო მცენარეები განსაკუთრებით ყაზბეგში.

Posted by: papunaleo 18 Mar 2012, 19:31
RENE_Z გაიხარეე))))))))))))

Posted by: nano_nano 20 Mar 2012, 16:46
ტიბეტური სოკოს შესახებ თუ იცით ვინმემ რაიმე? smile.gif

Posted by: nanukina 26 Mar 2012, 15:10
QUOTE (RENE_Z @ 18 Mar 2012, 16:42 )
papunaleo
QUOTE
გამარჯობათ სად შეიძლება მოვიპოვო ინფორმაცია ყურძნის წიპწის შესახებ ვერსად ვერ ვნახე ზალიან გთხოვთ დამეხმაროთ



წყარო: http://magicdoctor.ge/blog/?p=7600

ამ ბმულში საუბარია ყურძნის წიპწის ზეთის მნიშვნელობაზე თმისათვის, რომლის დროსაც ის გამოიყენება გარეგანი სახით (თმის ნიღბებში), ასეთ შემთხვევაში რაიმე გვერდითი მოვლენები გამორიცხულია. ამავე ბმულში საუბარია მის მნიშვნელობაზე ორგანიზმისათვის, რომლის დროსაც ის ინიშნება შიგნით მისაღებად (დასალევად).
მაგრამ შეგახსენებთ, მისი დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მიერ, რადგან მისმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისხლის შედედების დაქვეითება, არტერიული წნევის მომატება და სხვა.

Posted by: Serafit 20 Jul 2012, 03:06
RENE_Z
გამიხარდა, ჩემი პოსტი რომ გაოგადგა ყავაზე, მაგრამ ბმულიც მიგეწერა, არ იქნებოდა ურგო.
არ მინდა გუგლის სანქციები, არაფრის გამო.
http://wp.me/pZMtt-cW

Posted by: MITIATO 20 Jul 2012, 12:04
Serafit
QUOTE
გამიხარდა, ჩემი პოსტი რომ გაოგადგა ყავაზე, მაგრამ ბმულიც მიგეწერა, არ იქნებოდა ურგო.

ჩავამატე ბმული.

QUOTE
არ მინდა გუგლის სანქციები, არაფრის გამო.

რა სანქციები? ups.gif

Posted by: Serafit 20 Jul 2012, 15:17
MITIATO
დიდი მადლობა :*
უჰ ბევრი, სეოშნიკებმა ამიხსნეს, თვალები შუბლზე ამივიდა biggrin.gif

ბარემ აქვს დავწერ, არ ვიცი გაქვთ თუ არა ეს ინფორამცია წინა გვერდებზე.
მოკლედ, საქართველოში უხვადაა მრავალწლიანი მცენარე, ვარდკაჭაჭა, რომლის გამხმარი ღეროების და ფესვების ნაყენი უებარია გაციების დროს, ჭრილობების, ანთებების და ა.შ.
ნაღვლმდენი საშუალებაცაა. ნაყენში ცხელი ჩაის ვარიანტს ვგულისხმობ smile.gif
თუ დაგაინტერესებთ, დაწვრილებით მოგწერთ, დამზადების წესებს.

Posted by: RENE_Z 20 Jul 2012, 17:24
Serafit
QUOTE
გამიხარდა, ჩემი პოსტი რომ გაოგადგა ყავაზე, მაგრამ ბმულიც მიგეწერა, არ იქნებოდა ურგო

რომელი პოსტი? eek.gif
თქვენს ამ მითითებული საიტზე არ შევსულვარ ნამდვილად, ინფორმაციისთვის ძირითადად სხვადასხვა წყაროებს ვიყენებ, ვიკიპედიის ჩათვლით, რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველასთვის.
ამ შემთხვევაში მიუთითეთ რომელ პოსტს გულისხმობთ და განმარტეთ რომელი ნაწილია თქვენი, თუ შეიძლება, ნამდვილად არ მინდა სანქციები დაგეკისროთ user.gif

Posted by: mia_nano 20 Jul 2012, 17:38
RENE_Z
გადაღლილობის დროს წიწვის აბაზანებზე წერდი და იქნებ დაწვრილებით დამიწერო როგორ და რა დოზებით უნდა? 2kiss.gif

Posted by: RENE_Z 20 Jul 2012, 18:31
mia_nano
QUOTE
გადაღლილობის დროს წიწვის აბაზანებზე წერდი და იქნებ დაწვრილებით დამიწერო როგორ და რა დოზებით უნდა?



ნაძვის წიწვის სასარგებლო თვისებები მდგომარეობს იმაში, რომ ის
შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს,ვიტამინებს , მიკროელემენტებს, მინერალურ მარილებს და მთრმილავ ნივთიერებებს, დადებით ზემოქმედებას ახდენს კანზე, სასუნთქ გზებზე, გულის, სისხლძარღვთა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
წიწვის აბაზანები განსაკუთრებით სასარგებლოა გაციების და ნერვოზის დროს.
აბაზანასთან ერთად სასარგებლოა მისი მიღება ჩაის სახით, იგი გამოდევნის ორგანიზმიდან შლაკებს, ტოქსინებს და შხამებს. თუ გავითვალისწინებთ რომ ბევრი დაავადება , მათ შორის სიმსუქნე გამოწვეულია სწორედ შლაკების დაგროვებით, მისი მიღება შეიძლება გახდომის მიზნითაც.
აფთიაქში ძირითადად იყიდება წიწვის ექსტრაქტი , რომელსაც მოჰყვება ინსტრუქცია, მაგრამ ე.წ. ნატურალური სახით შეიძლება მომზადდეს ნაყენი, ვიღებთ ნაძვის წიწვებს, გირჩებს, ტოტებს, (აბაზანისთვის საჭიროა ერთ კილოგრამამდე) ვასხავთ წყალს და 30 წუთი ვადუღებთ (შეფარდებით 1:7), შემდეგ 12 საათი ვაცდით და შემდეგ ვამატებთ თბილ აბაზანაში. წყალი არ უნდა იყოს 40 გრადუსზე ცხელი, აბაზანის მიღება სასურველია ძილის წინ 10-15 წუთის განმავლობაში.
ნებისმიერი სამკურნალო მცენარე უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნელებით,
ვინაიდან ზოგიერთ მცენარეს ახასიათებს უკუჩვენებაც.
მაგალითად არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ წიწვის ექსტრაქტის გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება მათთვის, ვისაც აწუხებს ონკოლოგიური დაავადებები და ათეროსკლეროზი

წყარო:
http://chudovanna.ru/xvojnaya-vanna


Posted by: bazroba 21 Aug 2012, 17:33
RENE_Z
QUOTE
კ ა ლ ა ნ ხ ო ე ს სქელ ფოთოლს ჭრიან სიბრტყეზე და იდებენ მეჭეჭზე

ვერ გავიგე სად აქვს კალანჰოეს ისეთი სქელი სისქე, რომ სიბრტყეზე გავჭრათ? მითუმეტეს თუ კალანჰოე დეგრემონაა...

Posted by: lexa 1 Nov 2012, 15:22
nano_nano
QUOTE
ტიბეტური სოკოს შესახებ თუ იცით ვინმემ რაიმე?

კამბუჩაზე ამბობ? kombucha
ეს ყველაფრის წამალია და ვინც ამას სვავს 100 წლისაც კი ჯანზეა
https://www.google.nl/search?q=kambucha&oq=kambucha&sugexp=chrome,mod=0&sourceid=chrome&ie=UTF-8#hl=en&spell=1&q=kombucha&sa=X&psj=1&ei=jFqSUK99pp3QBceDgNAC&ved=0CBwQvwUoAA&bav=on.2,or.r_gc.r_pw.r_qf.&fp=9d40781e5921ba5&bpcl=37189454&biw=1280&bih=857

ძალიან კარგ თემას მივაგენი
მე მუდამ მცენარეებით ვსარგებლობ


ქინზძე წავიკიტხე და არ წერია მანდ ამიტომ ვიტყვი, ეს საოცარი მცენარეა, მას ორგანიზმიდან ტოქსინები გამოყავს(ტყვია და მსგავსები)
მაგრამ მისი მიღება ბევრი არ შეიძლება!!!!!!!!!!



პ.ს არა, ტიბეტური სოკო კეფირის გრანულებია, ძალიააან სასარგებლოა
https://www.google.nl/search?q=kambucha&oq=kambucha&sugexp=chrome,mod=0&sourceid=chrome&ie=UTF-8#hl=en&q=tibetan+mushroom+benefits&revid=514478887&sa=X&psj=1&ei=jVuSUJXKMPOa1AXlu4HYDA&ved=0CBcQ4QIoAA&bav=on.2,or.r_gc.r_pw.r_qf.&fp=9d40781e5921ba5&bpcl=37189454&biw=1280&bih=893 yes.gif
Facts about Tibetan kefir grains:

The strongest natural remedy against any allergy;
The strongest and harmless natural antibiotic of our days;
Cures liver disease, gallbladder, dissolves gall bladder stones;
Completely clears the organism from slag, and takes out of the body all exchange products, including salts, heavy metals, radionuclides, and the exchange of alcohol products, chemical antibiotics, kidney stones, pathogene microorganisms;
Lowers effect in levels of LDL cholesterol,
Treats diseases of gastrointestinal tract as gastritis, pancreatitis and also exacerbation of ulcer treats, stomach ulcers and 12 - Duodenal colorectal;
Identifies a number of anti-antibiotics from diseases of internal organs;
Gives the total cure from Candida;
Over 2-3 years strong hypertension is getting cured;
Stops the growth of cancer cells;
Speeds up the process of healing bruises;
Controlling psoriasis and eczema;
Influence effectively treatment of inflammatory diseases;
Has anti-tumour properties, reduce the size of tumours;
Treats heart disease, suspends calcination blood vessels, cleans blood vessels;
Regulates state of fatigue and wear body, boosts energy;
Enhances immune system;
Helps to relieve lung infections;
Helps to normalise metabolism and loose weight by breaking the fat globules down, normalises appetite;
Has youthful effect on the skin and on body cells, suspends aging cells.
Strengthen the hair;
Parodontosis cures;
Helps to lessen the effects of taken pharmaceutical antibiotics, cleans the body from antibiotics taken;
Restores the microflora in digestive system;
Lowers blood sugar and blood lipid levels, normalises blood pressure;
Alleviate symptoms of diarrhea and chronic constipation;
Relaxing effect on the nervous system;
Helps from sleep disorders, depression, and ADHD (attention deficit hyperactivity disorder);
Increases domestic reserves and tone the body, improves memory, attention;
Relieves all intestinal disorders, promote bowel movement;
Reduce flatulence and create a healthier digestive system;
Kefir is suitable for people that are allergic to lactose.

Posted by: nigini 13 Dec 2012, 14:01
დიდი მადლობ ასეთი კარგი, საინტერესო და საჭირო ინფორმაციების მოწოდებისთვის

Posted by: mia_nano 13 Dec 2012, 19:28
lexa
რატომ არ შეიძლება ბევრი ქინძი? მე ბლომად ვუკეთებ სადილს, არ ვადუღებ ისე, ანუ ცოცხლად...
და იმ სოკოს შეძენა სად შეიძლება?

Posted by: Makena 1 5 Jan 2013, 12:17
QUOTE (forever`s_NEVER @ 7 Dec 2005, 13:35 )
Sidonia
ღვიძლისა და თირკმლისთვის სასარგებლო რა გვაქვს მწვანე აფთიაქში?  rolleyes.gif

ღვიძლის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს მცენარე ბაყაყურა, იგი შეიცავს სილიმარინს რომელიც ღვიძლის უჯრედების სტაბილიზაციას და რეგენერაციას ახდენს, ხასიათდება ძლიერი ანტიოქსიდაციური თვისებებით, საუკეთესო საშუალებაა ინტოქსიკაციის დროს, სოკოთი მოწამვლის დროს ძალიან კარგად მოქმედებს სოკოს შხამის გასანეტრალებლად.
როგორც წესი მისგან ნახარშს ან სპირტოვან ნაყენს ამზადებენ და ისე სვავენ.

ბაყაყურაზე უკვე რამდენიმე სერიოზული კვლევა ჩატარდა და მისი ღვიძლზე სასიკეთო მოქმედება მრავალმხრივი მეცნიერული კვლევებითაც დადასტურდა, შესაბამისად უკვე წამლის სახითაც ამზადებენ მრავალ ქვეყანაში მაგ: გერმანიაში დამზადებულ ბაყაყურას ,,ლეგალონი" ჰქვია, იგი კაფსულებშია დაფასოებული, მისი ყიდვა საქართველოში აფთიაქებშიც შეიძლება. იგი ფართოდ გამოიყენება როგორც ღვიძლის აღმდგენი მას ასევე ა, ბ და ც ჰეპატიტების სამკურნალოდაც იყენებენ.

Posted by: MITIATO 5 Jan 2013, 13:21
ლამაზი სურათი მაქვს ბაყაყურასი და გავაფორმებ თემას. biggrin.gif

http://www.radikal.ru

ლათინური სახელი ვისაც აინტერესებს_Silybum marianum

Posted by: Makena 1 5 Jan 2013, 19:51
MITIATO
ლამაზი ფოტოა. ერთი შეხედვით ეკლიანი და საშიში მცენარეა, არადა
მართლა ლამაზად გამოიყურება ამ ფოტოზე smile.gif

Posted by: Makena 1 8 Jan 2013, 14:46
QUOTE (nano_nano @ 20 Mar 2012, 16:46 )
ტიბეტური სოკოს შესახებ თუ იცით ვინმემ რაიმე? smile.gif

nano_nano
სახელი რა ქვია მაგ ტიბეტურ სოკოს?

Posted by: RENE_Z 10 Jan 2013, 23:08
MITIATO
QUOTE
ლამაზი სურათი მაქვს ბაყაყურასი

ძალიან ლამაზი სურათია, კარგი იქნება თუ გვეცოდინება მისი სამკურნალო თვისებები:

ბაყაყურა ღვიძლის დაავადებების ძლიერი სამკურნალო საშუალებაა. ექიმი-დერმატოლოგები ხშირად უნიშნავენ მას ვიტილიგოთი, ფსორიაზით და ფერისმჭამელებით დაავადებულებს.
ამ მცენარის ფესვების ნახარში ამშვიდებს კბილის ტკივილს (პირის ღრუში გამოვლება), ბაყაყურას დაფქული თესლი ამცირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს, კურნავს ვარიკოზს. კუჭის მოქმედების მსუბუქი დარღვევების დროს რეკომენდებულია ბაყაყურას სპირტიანი ნაყენი, რომელიც ხელს უწყობს ნაღველის გამოდევნას და ამშვიდებს სპაზმებს.

გახსოვდეთ! ბაყაყურა არარეკომენდებულია ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
ნეგოს (უკვდავა) აქვს განსაკუთრებული სამკურნალო თვისება - ხელს უწყობს ნაღვლის დენას.
გთავაზობთ რეცეპტს: 3-3 ჩ/კ ნეგოს ყვავილისა და სამყურას ფოთლების, 2 ჩ/კ ქინძის თესლის ნარევს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურული 20 წუთი, გაფილტრეთ, გააგრილეთ და სვით 1/2-1/2 ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსია 2 კვირა. პროფილაქტიკის მიზნით შეიძლება კურსი წელიწადში 2-ჯერ გაიმეოროთ.

ყოველდღიურად კაკაოს მიღება დადებითად მოქმედებს სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე, კაკაოს ფლავონოლები 2-ჯერ ზრდის მათი აღდგენის შესაძლებლობას. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს გამაჯანსაღებელ დიეტაში ეს პროდუქტი აქვეითებს სისტოლურ არტერიულ წნევას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, მაგრამ პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის, ღვიძლისა და თირკმლების დაავადებისას კაკაო არარეკომენდებულია.

ესპანელმა ნეიროფსიქოლოგებმა დაადგინეს: ყავა, რომელიც იდეალური მატონიზებელი საშუალებაა, ტვინის მუშაობას გააუმჯობესებს, თუ შაქრით მივირთმევთ. თურმე, გლუკოზა და კოფეინის ერთობლიობა ააქტიურებს ტვინის მუშაობას, ყურადღებას, კონცენტრაციასა და მეხსიერებას, აუმჯობესებს აზროვნების, შემეცნების, განსჯისა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ასე რომ, მიირთვით შაქრიანი ყავა, რადგან უშაქროს ასეთი ეფექტი არა აქვს.


http://www.kvirispalitra.ge/medicina/11832-icith-thu-ara-rom.html

Posted by: avgusta 18 Feb 2013, 20:30

ბირკავა (репейная масла)-ვინმეს ხოარ გსმენიათ ან გამოგიყენებიათ თმის ცვენის საწინააღმდეგოდ..

Posted by: ninavia 19 Feb 2013, 15:23
avgusta ბირკავა არის ანტიმიკრობული, ანთების და ჭიის საწინააღმდეგო, მატონიზირებელი, შარდმდენი,სისხლდენის შემაჩერებელი,ანტისაფაღარათო და სიმსივნისსაწინააღმდეგო. თმის ცვენისთვის კარგია ჭინჭრის ან დაფნის ნახარში.

Posted by: avgusta 19 Feb 2013, 16:41
ninavia
არავინ გამომეხმაურა და ეს წუთია შევიძინე, თან აწერია "პროწივ ვიპადენია ვალოს "..smile.gif)
ჭინჭარს ველოდები ამოვიდეს..დაფნას შედეგი არქონდა..
თქვენი აზრით არშეილება თმებზეც რო გამოვიყენო ავნებს რაიმეს..

Posted by: ninavia 20 Feb 2013, 15:31
avgusta - იყიდე ფიტომალის შამპუნი, ძალიან კარგია, მცენარეულია.აჩერებს თმის ცვენას და შეიცავს ათამდე მცენარის ნაკრებს. 5-ლარამდე ღირს და სანზონაში მეტროს მეორე მხარეს მარკეტში იყიდება. ყველგან არ არის. მე მაგან მიშველა ბევრი ექსპერიმენტების შემდეგ .

Posted by: avgusta 22 Feb 2013, 02:06
ninavia
დიდი მადლობააა
ჭინჭარზე ვიცი სპირტზე მზადდება..ნიღაბია თმებისთვის..
მეუფრო ესეთ ბუნებრივ საშველებებს ვიყენებ....

Posted by: berobero 22 Feb 2013, 13:33
http://pix.ge/

Posted by: RENE_Z 23 Feb 2013, 19:39
ყველა მცენარე "ფლობს" ჯანმრთელობის საიდუმლოს


გერმანიაში გაცივებას მკურნალობენ ხახვის ვაჟინით. ფიტონციდებით მდიდარი ხახვი აძლიერებს ორგანიზმის დამცველ ძალებს და ინფექციებთან ბრძოლის უნარს.

წვრილად დაჭრილ ხახვს დააყარეთ შაქარი და რამდენიმე საათი გააჩერეთ თბილ ადგილას. გამოყოფილი წვენი გადაწურეთ და დალიეთ თითო ჩ/კ დღეში 3-5-ჯერ, ჭამის შემდეგ.
შვეიცარიაში პოპულარულია გვირილის ყვავილის (ანთებსაწინააღმდეგო ეფექტი აქვს) ინჰალაცია. ის განსაკუთრებით სასარგებლოა სურდოს, ტრაქეიტისა და ბრონქიტის დროს.
მდუღარე წყალში ჩაყარეთ ერთი მუჭა გვირილის ყვავილი, გააჩერეთ რამდენიმე წუთი, თავზე გადაიფარეთ პირსახოცი და 10-15 წუთი ისუნთქეთ ორთქლი.

დაიხსომეთ! ორთქლი ცხელი უნდა იყოს, მაგრამ არა ისეთი, რომ დაგწვათ.
დანიაში გაცივებას მკურნალობენ ჩ ვიტამინით მდიდარიასკილის პიურეთი. ასკილში ჩ ვიტამინი 2-ჯერ მეტია, ვიდრე შავ მოცხარში და 8-ჯერ მეტი, ვიდრე ლიმონში.
თესლგამოცლილი ასკილის ნაყოფი ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი და ადუღეთ, ვიდრე დარბილდება. შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპში, დაამატეთ შაქარი (2კგ ნაყოფზე საჭიროა 150-200გ შაქარი), კარგად აურიეთ და მიიყვანეთ დუღილამდე.

შვედეთში პირშუშხათი მკურნალობენ ყელის ტკივილს. მას აქვს ძლიერი ზოგადგამაჯანსაღებელი, ანთებსაწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ვირუსსაწინააღმდეგო თვისებები.
ყელის ტკივილის დროს 1 ს/კ გახეხილ პირშუშხას ფესვებს დაასხით 100მლ ანადუღარი გაცივებული წყალი და გამოივლეთ ყელში დღეში 4-5-ჯერ, ჭამის შემდეგ.
ხველების დროს კი პირშუშხას ახალი ფესვების წვენს დაასხით წყალი (1:10), დაამატეთ გემოვნებით თაფლი და დალიეთ.

კორეაში გაცივების სამკურნალო უებარ საშუალებად მიაჩნიათ ქათმის ბულიონი, რომელიც უხვად შეიცავს თუთიას. ეს მიკროელემენტი საჭიროა ფაგოციტების წარმოსაქმნელად, რომლებიც ანადგურებენ მიკრობებსა და ვირუსებს და აჩქარებენ გამოჯანსაღების პროცესს, აძლიერებენ იმუნიტეტს.
ბრაზილიაში გაცივების დროს სვამენ ევკალიპტის ჩაის. ეთეროვანი ზეთები და ცინეოლი, რომლებსაც ევკალიპტის ფოთლები შეიცავენ, გამოდევნიან ფილტვებიდან ლორწოს და აუმჯობესებენ ცხვირით სუნთქვას.

ევკალიპტის რამდენიმე ფოთოლს (შეიძლება გამხმარიც) დაასხით ცხელი წყალი, დაამატეთ ლაიმას წვენი და პიტნის 2-3 ფოთოლი.
გაცივებისა და ხველების დროს სასარგებლოა თაფლიანი რძე, ხველების დროს - ვირისტერფას ნახარში, სიცხის დროს - წყალში გახსნილი ძმრით დაზელვა. კოჭა აადვილებს სუნთქვას, წითელი ხახვი ანტისეპტიკური და ანტიბიოტიკურია, კამის ზეთი აძლიერებს იმუნიტეტს. ინჰალაციისთვის გამოიყენეთ პიტნა, ევკალიპტი, ლავანდა, სალბი, ჭინჭარი და ლიმონი.
ხველების დროს - ხორცსაკეპში გატარებულ 2 ცალ ლიმონს დაამატეთ 100 გ თაფლი. მიიღეთ თითო ჩ/კ ჭამის შემდეგ.
შაკიკის დროს: თუ დაბალი წნევა გაწუხებთ, მიიღეთ ლიმონიანი ყავა.

კამა
კუჭის შეკრულობის (ყაბზობის) დროს კამის ზეთი ასტიმულირებს ნაწლავებს, შველის ყაბზობას (დააწვეთეთ არა უმეტეს 10 წვეთი შაქრის ნატეხზე).

შავი ბოლოკი
გაცივებისა და გრიპის დროს შავ ბოლოკს ამოაჭერით გული, ჩადეთ შიგ თაფლი. გამოყოფილი 1 ს/კ წვენი მიიღეთ საათში ერთხელ.

წითელი ხახვი
ყურის ტკივილის (ოტიტის) დროს დღეში 3-ჯერ ყურში ჩაიდეთ ხახვის წვენში გაჟღენთილი ბამბის ტამპონი.

ქოლესტერინის მომატებისას გულსისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის ყოველდღე შეჭამეთ ნახევარი ხახვი.
ქათმის ბულიონი აუმჯობესებს ბრონქების გამავლობას, ათხელებს ნახველს და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მის გამოდევნას.

კომბოსტო
უზმოზე 100 მლ კომბოსტოს წვენის მიღება, ასუფთავებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ნაწლავებიდან გამოდევნის ტოქსინებსა და წიდებს.
ართრიტის დროს ღამით სახსრებზე დაიდეთ კომბოსტოს ფოთოლი და შეიხვიეთ შალით.



http://www.kvirispalitra.ge/medicina/15772-yvela-mcenare-qflobsq-jamrthelobis-saidumlos.html

Posted by: avgusta 24 Feb 2013, 00:22
--კამაზე ---წავიკითხე დიეტური მცენარეა თურმეეეე..რო მოგშივდება უნდა შეახრამუნოო ო და შიმშილის გრძნობაც გაქრებაოო..
ვცადე, საკმაოდ რთული დასაგემოვნებელი ყოფილა ვითომ სიფრიფანა მცენარე..

საკამათო თემას შემოვიტან : რომელია კამა და რომელია ცერეცო..
(ოიიი გუუგლში კამა არ ჩაწორით ; ) :DDDD

ეს ცერეცოა..

















Posted by: Naniko1 26 Feb 2013, 17:33
თმისთვის რომელ მცენარეებს მირჩევთ? ზაფხულში ვაკეთებდიხოლმე სოფელში პიტნის, გვირილის და ჭინჭრის ნყენს და დაბანის შემდეგ ვივლებდი და მომწონდა. კიდევ რომელი მცენარეებია სასარგებლო ასე რომ გავაკეთო????

Posted by: avgusta 27 Feb 2013, 20:48
Naniko1
დაფნის ნახარშიც კარგია
ჭინჭარი ყველას ჯობია

Posted by: avgusta 23 Apr 2013, 14:06
იმბირი
ხომარ იცით ვინმემ რამდენად სასარგებლოა..ან უკუჩვენებები ხომარ აქვს??

Posted by: MITIATO 23 Apr 2013, 14:41
avgusta
QUOTE
საკამათო თემას შემოვიტან : რომელია კამა და რომელია ცერეცო..


გარეგნულად კი გვანან ერთმანეთს, მაგრამ ცერეცო არის ერთწლიანი მცენარე. მისი ლათინური სახელი Anethum graveolens-ია.
აბსოლუტურად სხვანაირი გემო აქვს კამასთან შედარებით.

კამა არის მრავალწლიანი მცენარე. ერთ ადგილას რომ ჩათესავ ყოველ წესლ ამოდის და ამოდის ბუჩქივით. ლათინური სახელი Foeniculum vulgare.

ძალიან გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე,რომ თბილისში ორივეს კამას ეძახიან.
სურათებს კი ავტვირთავდი, მაგრამ ერთი შეხედვით გვანან ერთმანეთს.





Posted by: avgusta 23 Apr 2013, 15:16
MITIATO
ერთი უფრო ხასხასა მწვანეა მეორე უფრო ბუთქუნა და მუქია..მემგონი გემოც განსხვავდება
დასავლეთში კამას უწოდებენ ცერეცოს ან პირიქით..

კამა. укроп. Dill

http://www.radikal.ru


ცერეცო. фенхель. Fennel.

http://www.radikal.ru

აბა იპოვეთ 10 განსხვავებაა ; ):DDD

Posted by: MITIATO 23 Apr 2013, 16:13
avgusta
QUOTE
მემგონი გემოც განსხვავდება

მე მგონი კი არა აბსოლუტურად სხვადასხვა გემო აქვთ. biggrin.gif

QUOTE
დასავლეთში კამას უწოდებენ  ცერეცოს ან პირიქით..

იმერეთში კამას კამას ვეძახით და ცერეცოს_ცერეცოს. biggrin.gif

ახლა შევხედე სურათებს და
QUOTE
укроп
არის ცერეცო
QUOTE
фенхель
არის კამა

Posted by: avgusta 24 Apr 2013, 11:47
MITIATO
მართლა ხშირად ყოფილა კამათი მაგსაკითხზე რომელია კამა და ცერეცო ..
დასავლეთში უფრო ცერეცოს იყენებენ ხო ესეა??
ძალიან სასარგებლოა კამა ..ბავშვებისთვისაც განსაკუთრებულად ბუნებრივი სამკურნალო მცენარეა..

აი ჯანჯაფილი მაინტერესებდა ვინმემ ხომარ გამოიყენა ..

Posted by: MITIATO 24 Apr 2013, 13:13
avgusta
QUOTE
დასავლეთში უფრო ცერეცოს იყენებენ  ხო ესეა??

საჭმელში ცერეცოს ხმარობენ. yes.gif
ძირითადად მწნილებში, საწებლებში და ახალი კარტოფილის შეწვისას.
კამა უფრო სამკურნალო მცენარეა. ბავშვობაში, ალბათ ყველას გვაქვს დალეული კამის წყალი. biggrin.gif


QUOTE
ხშირად  ყოფილა კამათი მაგსაკითხზე  რომელია კამა და  ცერეცო ..

არ ვიცი რა არის საკამათო.
ცერეცო ერთწლიანი მცენარეა, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი როგორ თესავენ ყოველ გაზაფხულზე. ერთწლიანი მცენარეა укроп (ლათ. nethum graveolens).
კამა მრავალწლიანია და სამკურნალო. ეს არის Фе́нхель იგივე Укроп аптечный (ლათ. Foeniculum vulgare).

Posted by: Tatra 8 May 2013, 20:21
Тысячелистник როგორაა ქართულად მითხარით რა თუ იცით ვინმემ.
არც ლექსიკონშია და არც ქართულ ვიკიპედიაში...

Posted by: MITIATO 8 May 2013, 21:42
Tatra
QUOTE
Тысячелистник როგორაა ქართულად მითხარით რა თუ იცით ვინმემ.


ფარსმანდუკი. smile.gif

Posted by: Tatra 12 May 2013, 19:45
MITIATO
დიდი მადლობა smile.gif
აფთიაქში ვიკითხე და ვერ მიპასუხეს...


Posted by: _sofa_ 10 Jun 2013, 19:09
მეგობრებო ნედლი სალბის ფოთლიტ არ შეიძლება ნაყენი დავაყენო და მივიღო?

Posted by: SamaraT 10 Jun 2013, 19:12
აგერ არის ჩამონათვალი (ავთანდილ კურდღელაძე. ტელ: 593338001)
წამლები:
1) ბარამბო - ნევროზი, უძილობა, შიშები.
2) მეოხი - კუჭნაწლავის პრობლემები.
3) სალბუნი "უებარი" - მრავალფროფილიანი სამკურნალო საშუალება.
4) ვიზარინი - სისხლის გამწმენდი.
5) გიზი - ხველებისაგან
6) ანსტოგენი - ანგინა, სტომატიტი, გინგივიტი,
7) ნაჟური - ნერვული აღზნებადობა
8) ქსირიანი - პირის ღრუს დაავადებები
9) აპოდოქსი - კბილის ტკივილისათვის.
10) ვარაზი - გარეგანი ტკივილგამაყუჩებელი.
11) სასოება - ახანგრძლივებს ახალგაზრდობას და რე რემისიის პერიოდს ქრონიკული დაავადებების დროს.
12) რაფაელი - საშარდე გზებისა და წიანმდებარე ჯირკვლის სამკურნალო საშუალება.
13)მარაკი - ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სამკურნალო საშუალება.
14) გულგანი - აუმჯობესებს ავადმყოფის გუნება-განწყობილებას.

სამკურნალო საშუალებებს თან ახლავს ანოტაციები.
ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებები მაღალეფექტურია, უსაფრთხოა, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები.
აღნიშნული პრეპარატებიდან საავადმყოფოს მიერ აპრობირებულია "უებარი, მეოხი, ბარამბო.


Posted by: akkai 4 Sep 2013, 20:08
ბექობის ქონდარი და დეკა ჩამომატანინეს ჩემებმა თუშეთიდან...ზუსტი დამზადების წესი არ ვიცით.


ხო ვერ დამეხმარებით ვინმე?

Posted by: ostensible999 28 Nov 2013, 05:47
თავშავა და გვირილა სად შეიძლება შევიძინო ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: iasagi 28 Nov 2013, 10:35
ჩემი მეგობარი მუშაობს სადოქტოროზე სამკურნალო მცენარეების კუთხით , სადოქტოროს ეს მიმართულება შესთავაზეს იმიტომ რომ კარგი ბიოლოგია , მაგრამ ვერ ხვდება რა შეიძლება იყოს პერსპექტიული , ანუ მოკლედ არ იცის რა გამოიკვლიოს და გაქვთ იდეები რა შეიძლება გამოიკვლიოს?
ამასთან კარგ ლაბორატორიასა და წამლის ქარხნებში , შეუძლია სტაჟირება , კვლევებზე დაკვირვება, პროექტების გაკეთება

გმადლობთ

Posted by: Pleiades 24 Feb 2014, 15:02
QUOTE (avgusta @ 23 Apr 2013, 14:06 )
იმბირი
ხომარ  იცით ვინმემ  რამდენად  სასარგებლოა..ან უკუჩვენებები ხომარ აქვს??

კაი დროს კი გპასუხობ, მაგრამ ახლა ვნახე და მაინც იქნებ გამოგადგეს.. smile.gif)))


იმბირი (რუსულად) ქართულად არის ჯანჯაფილი, იგივე კოჭა (Ginger- ინგლისურად)


ჯანჯაფილი ერთ-ერთი უძველესი საკაზმია. ჯანჯაფილის ფესვი, როგორც სანელებელი, უძველესი დროიდანაა ცნობილი. მის სამშობლოდ ითვლება ჩრდილოეთ ინდოეთი. მის შესახებ წერდა ჯერ კიდევ კონფისიუსი ჩვ. ერამდე 500 წლის წინ. მას მწარე გემო აქვს და მიაკუთვნებენ ე.წ. ”ცხელ” სანელებლებს. ამასთან გამხმარ ჯანჯაფილს უფრო მწარე გემო აქვს. მის არომატს განაპირობებს მასში ეთერზეთების არსებობა (1,2-3%), ხოლო სიცხარეს - ფენოლის მგავსი ნივთიერება - გინგეროლი.

მედიცინაში ჯანჯაფილი გამოიყენება რევმატიზმისა და ოსტეოართრიტის სამკურნალოდ. ის აუმჯობესებს მადას, ასევე სისხლის მიმოქცევას.
ჯანჯაფილი მდიდარია მაგნიუმის, კალციმისა და ფოსფორის მარილებით, С, В1, В2 და А ვიტამინებით. გარდა ამისა, ჯანჯაფილი შეიცავს რკინას, თუთიას, კალიუმსა და ნატრიუმს.
ჯანჯაფილი მიეკუთვნება მცენარეული წარმოშობის სამკურნალწამლო საშუალებების რიცხვს, რომლებიც ასტიმულირებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესს, მას იყენებენ კრუნჩხვების, გულისრევისა და პირღებინების, ”ზღვის ავადმყოფობის ” დროს, ასევე ნაწლავების ატონიისა და ანთების დროს. ქალებში შეუძლია შეამციროს მენსტრუაციის თანმხლები სპაზმები და გულისრევა. გამოიყენება გაცივების, ხველების, გრიპის, ასთმის დროს. შეიძლება გამოყენებული იქნას ტემპერატურის დაქვეითების მიზნით, ასევე შაკიკის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ჯანჯაფილი უძველესი დროიდანაა ცნობილი, როგორც პოტეციის ასამაღლებელი საშუალება.
ჯანჯაფილის საშუალებით შეიძლება ვებრძოლოთ დაღლილობის, მოთენთილობის, აპათიის სიმპტომებს, რაც ასე აქტუალურია დღეისათვის. ადგილობრივად შეიძლება გამოყენებული იქნას კუნთების, სახსრების ტკივილისა და შეშუპების, ასევე იოგების დაჭიმულობის დროს.
ფართოდ არის ცნობილი ჯანჯაფილის დიეტური თვისებები. ის ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და შესაბამისად გეხმარებათ გახდომაში. ამ კუთხით, ა.შ.შ-ში, იაპონიასა და ჰოლანდიაში ჩატარდა კვლევები, რომელთა შედეგებიც ერთხმად ადასტურებს მის სასარგებლო თვისებებს მეტაბოლიზმის ზრდის კუთხით. აღნიშნული კვლევების მიხედვით, მას გააჩნია ანტიდეპრესიული თვისებები. ასევე, დამატებით, მას შეუძლია გულისრევის შეგრძნების მოხსნა, აქვს ანტიბაქტერიული და სედატიური ეფექტი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი მიღება არ არის რეკომენდირებული ალერგიული ადამიანებისთვის(ვინც ალერგიულია მასში შემავალი ნივთერებების მიმართ), კუჭის წყლულის და გასტრიტის დროს, ღვიძლის დაავადებების დროს, სისხლდენებისკენ მიდრეკილებისას და ჰემოროისას, მაღალი წნევის, ინფარქტის, ინსულტის და იშემიური დაავადებების დროს, ასევე, ორსულების და მეძუძური დედებისთვის.

ყურადღება! განსაკუთრებით, ჯანჯაფილის მიღება არ შეიძლება იმ ქალებისათვის, რომლებსაც ერთხელ უკვე ქონდათ სპონტანური აბორტი.

Posted by: avgusta 25 Feb 2014, 17:39
akkai
დეკას მოფრთხილებით მოიპყარით მცირედი დოზებით სვავენ ჩაის სახით...


ostensible999
პსპ ან თამარ მეფეზე მცენარეულ აფთიაქებში.

------------------------

აქ თემაში არავინარის პირდაპირი შეხება რომ ქონდეს მცენარეებით მკურნალობასთან...?????????
ბევრგან წაიკითხავთ გამოყენების წესს მაგრამ უფრო აჯობებს გამოცდილებით მიხედვით გამოვიყენოთ.

საჭმელი სოდის და თაფლი დარიჩინით დიეტის ბუმია...
ვინმეს უცდია რა შედეგები აქვს..?

Posted by: სერაფიტი 25 Feb 2014, 17:49
Pleiades
QUOTE
ყურადღება! განსაკუთრებით, ჯანჯაფილის მიღება არ შეიძლება იმ ქალებისათვის, რომლებსაც ერთხელ უკვე ქონდათ სპონტანური აბორტი.


ეს პირველად წავიკითხე.
როგორც წესი, რეპროდუქციული სისტემისთვის სასარგებლო პროდუქტადაა მიჩნეული.
სადაც ჩამოთვლილია ხოლმე პროდუქტები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ქალის დაორსულებაზე, ჯანჯაფილი მითითებულია ხოლმე.

Posted by: avgusta 26 Feb 2014, 22:48
სერაფიტი
საფრთხილოა დოზები.
მაგრამ ისიც საკითხავია რამდენად "ნამდვილი" იმბირი იყიდება ჩვენთან,,,

Posted by: სერაფიტი 28 Feb 2014, 13:17
avgusta
QUOTE
ისიც საკითხავია რამდენად "ნამდვილი" იმბირი იყიდება ჩვენთან,,,


თვითონ ფესვები (თუ ძრები) რომ იყიდება ხოლმე ბაზარში, ეგ არაა ნამდვილი?
ანუ ფხვნილი და ა.შ. გასაგებია, რომ მინარევი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეს ძირები როგორ უნდა "გააყალბო"?

Posted by: avgusta 28 Feb 2014, 16:28
სერაფიტი
არის ესეთი მცენარე "კავკაზსკი ზიმნიკ"ქვია ძალიან დიდი ამბები იყო გასახდომი ცმენარეა უკუ ჩვენებების გარეშე..
ერთ ძველ აფთიაქში ვიყიდე დიდის ამბით..
თურმე ჩვენთან საერთოდ არშემოდიოდა ნადვილი არც მცენარე არც ფესვები..ექიმბაშმა თქვა იმდენად ძვირიაო 2-3 ლარი ნადვილი არანაირად არეღირებაო..
ხოდა მეც მას მერე სხვა მცენარეებსაც ეჭვით უყურებ..
გვირილის და რომელიც ვიცი მათ გარდა..

Posted by: Maiko274 8 Jul 2014, 14:22
ჩიყვის დროს რა დავლიოთ, კაკლის უღელი და ქრისტესისხლა ვიცი

Posted by: -miss-you- 19 Jul 2014, 14:46
დახმარება მჭირდება.. აი ეს ალოე როგორ გადავამრავლო ხომ არ იცით ??
user posted image

ალოე – მისი სამკურნალო თვისებები >>
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: MITIATO 19 Jul 2014, 15:29
-miss-you-
QUOTE
ალოე როგორ გადავამრავლო

შვილები მოაშორე ან თავი წაამტვრიე და მერე მიწაში დააფესვიანე.
ძალიან ადვილია.

Posted by: -miss-you- 19 Jul 2014, 17:55
MITIATO
მადლობა smile.gif გაიხარე
:*

Posted by: bazroba 12 Aug 2014, 18:35
არარაფინირებული მარილი სად იშოვება მეგობრებო?

Posted by: chipmunck 27 Sep 2014, 03:01
ამ მცენარეს ქართულად რა ჰქვია ხომ არ იცით?

https://www.google.ge/search?q=%D1%82%D0%B0%D0%B2%D0%BE%D0%BB%D0%B3%D0%B0&biw=1366&bih=677&tbm=isch&tbo=u&source=univ&sa=X&ei=gHQkVOL9B-G8ygO9-YG4Ag&ved=0CBkQsAQ#imgdii=_

Posted by: MITIATO 27 Sep 2014, 21:39
chipmunck

ქაფურა ქვია.

Posted by: chipmunck 27 Sep 2014, 22:13
MITIATO

უი ქაფურა? საინტერესოააა, მადლობააა wink.gif

Posted by: kikva_98 13 Oct 2014, 23:50
მაინტერესებს ამ მცენარის სახელი და სამკურნალო თვისებები )) როგორც ვიცი სიტხის გამწოვია smile.gif smile.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: RENE_Z 24 Oct 2014, 09:52
kikva_98
QUOTE
მცენარის სახელი და სამკურნალო თვისებები

ჟენშენს გავს

ყველაზე ცნობილი ადაპტოგენი – ჟენშენი. „სიცოცხლის ფესვი“, სიტყვასიტყვით „ადამიანი-ფესვი“.
ჟენშენი ასტიმულირებს ქსოვილების სუნთქვას, ენდოკრინულ და ნერვულ სისტემას;
მრავალწლოვანი ბალახოვანი სამკურნალო მცენარე არალიისებრთა ოჯახისა. ფესვი მთავარღეძიანია, ხორცოვანი, მოთეთრო-ნაცრისფერი ან მოყვითალო, მცირედ დატოტვილია და ადამიანის სხეულს ჰგავს.ღერო სწორია, მისი სიმაღლეა დაახლოებით 50 სმ. ველური ჟენშენი იშვიათი რელიქტური მცენარეა.
ყვავილობს ივლისში, ნაყოფი მწიფს აგვისტო-სექტემბერში. ფესვი იწონის 400 გ. მისგან დამზადებულ პრეპარატს (სპირტიანი ნაყენი, ფხვნილი, ტაბლეტი) იყენებენ მედიცინაში, როგორც მასტიმულირებელ და ტონუსის მომცემ საშუალებას. ველური ჟენშენი ძალიან ნელა იზრდება, ზღვრული ასაკი 100 წელს და ზოგჯერ მეტსაც აღწევს.
აუმჯობესებს გულისცემას, ამაღლებს რადიაციისადმი მედეგობას. გამოიყენება ფიზიკური და გონებრივი დაღლისას,
ხანგრძლივი დაავადებების შემდეგ, სისხლის შემცირებული წნევის, ნევრასთენიის, დეპრესიის, მომატებული ოფლიანობის,
ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, იმპოტენციის დროს. ჟენშენი ახანგრძლივებს სიცოცხლის ხანგრძლივობას და ახალგაზრდობას.
ჟენშენის ნაყენი ინიშნება 15-20 წვეთი 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 2 კვირის განმავლობაში.
თუ ჟენშენის ფესვებს დაუმატებთ ყურძნის წვენს, არაჩვეულებრივი თვისებების ნაყენს მიიღებთ.
ის კურნავს მეხსიერების გაუარესებას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ებრძვის გულის დაავადებას,
აყუჩებს ტკივილებს, განსაკუთრებით კი ართრიტის დროს. ნაყენი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ. შეიძინეთ აფთიაქში ჟენშენის ფესვი,
დააქუცმაცეთ და ერთი სუფრის კოვზს შეურიეთ ორი სუფრის კოვზი ყურძნის წვენი. მიიღეთ დილას, უზმოზე, 20-30 წვეთი, დღეში ერთხელ.

წყარო http://www.mary.ge/988-bbbbebbb-vbbbyebbyebbbb-bbbbbv-vbbbyebbyebbbb-bbbbbv-bbbbbbbbbbbbb-vbbbbbbbb-bbbbbv.html

Posted by: RENE_Z 24 Oct 2014, 10:08
წაბლი

წაბლის ყველა ნაწილი - ფოთოლი, ყვავილი, ქერქი, ტოტები, ნაყოფი სასარგებლოა
წაბლი კვებითი და სამკურნალო თვალსაზრისით მეტად სასარგებლო პროდუქტია. ის საფრანგეთში განსაკუთრებული ნუგბარია , ქვეყნის სიმბოლოსა და ნაციონალურ პროდუქტს წარმოადგენს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომცსაფრანგეთში წაბლს ყოველწლიურად საგანგებო ნაციონალურ დღესასწაულს უძღვნიან. წაბლი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ის არ იზრდება, მაგრამ როგორც ძვირფასი იმპორტირებული ნაყოფი სუპერმარკეტებში ყოველთვის გამოფენილია სეზონურად.
წაბლი სუბტროპიკული (თბილი და ტენიანი) კლიმატის პირობებში გავრცელებული მცენარეა. გვხვდება როგორც ევროპასა და აზიაში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში.
უნიკალური კლიმატური პირობების წყალობით საქართველოშიც ფართოდ არის გავრცელებული. ყველასათვის კარგად ცნობილი ფრთიანი გამონათქვამი _ "მოხარშული წაბლი არ გნებავს" - იმის დამადასტურებელია, რომ ჩვენში წაბლის გემო კარგად იციან, როგორც საუკეთესო ნუგბარს ოდითგანვე იცნობენ და აფასებენ!
წაბლს ღუმელში ბრაწავენ, ხარშავენ ან უმად მიირთმევენ. ევროპაში ფართოდ იყენებენ ტორტების, ნამცხვრების, ნაყინის, კანფეტებისა და სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის წარმოებაში. მშრალ ნაყოფს ფქვავენ და ხორბლის ფქვილს უმატებენ. ზოგიერთ ქვეყანაში წაბლი მეორე პურად არის აღიარებული. გამოიყენება ყავის შემცვლელად, საშობაო კერძების მოსამზადებლად.
წაბლი მართლაც რომ უნიკალური მცენარეა. მისი ყველა ნაწილი _ ფოთოლი, ყვავილი, ქერქი (მერქანი), ტოტები, ნაყოფი მდიდარია სასარგებლო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი ნაყენი და ნახარში, ასევე სპირტიანი ნაყენი.
ნიგვზის, ნუშისა და მიწის თხილისაგან (არაქისი) განსხვავებით წაბლის ნაყოფი ბევრად ნაკლებცხიმიანია (2 %-მდე). სამაგიეროდ გაჯერებულია სახამებლით (60 %), შაქრებით (15 %), ცილებით (6 %), მინერალური ნივთიერებებით, უჯრედისით, A, C და B ჯგუფის ვიტამინებით. უმი წაბლის დიდი რაოდენობით ჭამა არ არის რეკომენდებული სათრიმლავი ნივთიერებების უხვად შემცველობის გამო.
წაბლის ფოთლები მდიდარია გლიკოზიდებით, პექტინებით, ფლავონოიდებით, ზეთებით, სათრიმლავი ნივთიერებებითა და K ვიტამინით. ფოთლების ნაყენი და ნახარში ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება შინაგანი სისხლდენების დროს როგორც სისხლის შემაჩერებელი საშუალება.
წაბლი დიდხანს არ ინახება, მალფუჭებადია. გამომშრალი ნაყოფის ნახარში, ისევე, როგორც ფოთლების ნაყენი, რეკომენდებულია ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პათოლოგიების სამკურნალოდ.
წაბლი განსაკუთრებით სასარგებლოა ვენების ვარიკოზული გაგანიერების, მწვავე და ქრონიკული თრომბოფლებიტის, წვივის ტროფიკული წყლულის და პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს (ქვემო კიდურების სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, არტერიიტი, წვრილი სისხლძარღვების თრომბოემბოლია). ხალხურ მედიცინაში ახალი წაბლი ქრონიკული ფაღარათისა და მალარიის სამკურნალო საშუალებაა.
100 გრამი წაბლი 180 კილო კალორიას შეიცავს.
წაბლი ეკრძალებათ მათ, ვისაც აწუხებს:
• სისხლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი,
• საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ესა თუ ის პათოლოგია, (გარდა ამისა, კუჭ-ნაწლავიდან ან ფილტვებიდან ფარული სისხლდენის რისკჯგუფში იმყოფება).

წყარო
http://www.mkurnali.ge/fitotherapia2/samkurnalo-mcenareebi/5344-tsablis-yvela-natsili-fotholi-yvavili-qerqi-totebi-nayofi-sasargebloa.html



Posted by: Patagonia 14 Jan 2015, 19:31
ნაღვლის ბუშტის მკურნალობა/პროფილაქტიკისთვის რომელ სამკურნალო მცენარეულს გამოიყენებენ?
არ დაიზაროთ, მიპასუხეთ plz

Posted by: MITIATO 14 Jan 2015, 20:05
Patagonia
QUOTE
ნაღვლის ბუშტის მკურნალობა/პროფილაქტიკისთვის


ვარდკაჭაჭა ვიცი მე.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 Jan 2015, 20:06
Patagonia
QUOTE
ნაღვლის ბუშტის მკურნალობა/პროფილაქტიკისთვის რომელ სამკურნალო მცენარეულს გამოიყენებენ?
არ დაიზაროთ, მიპასუხეთ plz

http://www.mlk.ge/178.html

Posted by: Patagonia 14 Jan 2015, 20:40
MITIATO
QUOTE
ვარდკაჭაჭა ვიცი მე.

M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
http://www.mlk.ge/178.html


დიდი მადლობა yes.gif

Posted by: krakadzil 23 Jan 2015, 14:04
დროზერა მიქსოტროფია?.................

Posted by: ani433 22 Feb 2015, 23:13
ჟენშენის დამზადების რეცეპტი სად ვნახო? ორი ვერსია ვნახე და რომელია სწორი როგორ დავაზუსტო? და ერთ მცენარეულ აფთიაქში ვნახე პარკში დევს 50 გრამი ჟენშენის გამხმარი ფესვები პატარა ზომის და ეს უნდა მოიხარსოს ნახევარ ლიტრ 40% არაყშიო და მაინტერესებს რამდენად სწორეა და თუ იცით სად იყიდება ჟენშენის ფესვი რომ ვნახო სხვაგანაც და დავაზუსტო

Posted by: pilo772 12 Mar 2015, 17:01
მსურს შევიძინო სტევია. ან თავად მცენარე უკვე გახარებული ქოთანში, ან მარცვალი მაინც რომ დავთესო და ჩემით გავახარო იქნებ
მირჩიეთ რა ვქნა? სად ვიშოვო ეს თბილისში?

Posted by: dzaocom 14 Mar 2015, 22:41
pilo772
მეც ვეძებდი სტევიას აქ მაგრამ არავის აქვს. თან თესლით გახარების შანსი ძალიან ცოტაა, ასე რომ ჯობს ნერგი ნახო სადმე. შეგიძლია გამოწერო თესლები მაგრამ ჯერ მომხმარებლების შეფასებები გადაიკითხე.

Posted by: pilo772 16 Mar 2015, 16:09
dzaocom
გამოვიწერე ინტერნეტიდნ, ველოდები როდისმოვა. ნერგი სად ვიშოვო? sad.gif საერთოდ არავინ არ ამბობს ვინმეს რამე სადმე აქვს თუ არა

Posted by: dzaocom 17 Mar 2015, 00:49
pilo772
ადრე ქონდათ გრინგარდენზე გასაყიდი ნერგები, ახლა აღარ უდევთ. თესლები გამოწერე? თუ გაიხარებს შემატყობინე, მეც გამოვიწერ.

Posted by: pilo772 17 Mar 2015, 09:28
dzaocom
QUOTE
ადრე ქონდათ გრინგარდენზე გასაყიდი ნერგები, ახლა აღარ უდევთ. თესლები გამოწერე? თუ გაიხარებს შემატყობინე, მეც გამოვიწერ.

ოკ გეტყვი smile.gif

Posted by: Tropical 21 Mar 2015, 10:57
ani433
QUOTE
ერთ მცენარეულ აფთიაქში ვნახე პარკში დევს 50 გრამი ჟენშენის გამხმარი ფესვები


რომელ აფთიაქში ნახე?
ვეძებ ჟენშენის ფესვებს ან ჩაის, ძალიან სასარგებლო მცენარეა

Posted by: xatovani-vani 8 Dec 2015, 15:05
ხალხო დაფქვილი კურკუმა სად შეიძლება შვიძინო იქნებ იცით ვინმემ? და საერთოდ თუ შემოდის საქართველოში ეგ???

Posted by: avgusta 24 Dec 2015, 09:04
xatovani-vaniკარფურში ...

Posted by: xatovani-vani 24 Dec 2015, 12:57
avgusta
მადლობა, მითხრეს უკვე smile.gif

Posted by: Ashik 1 Jan 2016, 23:42
იმუნური სისტემის გასამაგრებელი და მასტიმულირებელი მცენარეული საშუალებები რომელი იცით?

Posted by: irakli333 2 Jan 2016, 02:45
ბავშვობაში მახსოვს მცენარე იყო თბილისის ზღვბასთან. დიდი ფესვი ქონდა. მიწის ვაშლს ეძახდნენ. მახსოვს მეც ვჭამდი და არაფრის გემო არ ქონდა. უფრო სწორედ აი ვერ ავხსნი როგორი გემო ქონდა. თითქოს არაფრის და თითქოს წაბლის. ინტერნეტში ვერ ვპოულობ. რა სურათებსაც მიგდებს, არცერთი არაა. biggrin.gif გამახსენდა ეხლა რატომღაც biggrin.gif

სოკოვანი დაავადებები სამკურნალოდ რა მცენარეებია ცნობილი და როგორია მათი გამოყენების მეთოდები?

Posted by: MITIATO 2 Jan 2016, 20:09
Ashik

QUOTE
იმუნური სისტემის გასამაგრებელი და მასტიმულირებელი მცენარეული საშუალებები რომელი იცით?

ეგეთი ერთი ექინაცეა მახსენდება.

irakli333
QUOTE
სოკოვანი დაავადებები სამკურნალოდ რა მცენარეებია ცნობილი და როგორია მათი გამოყენების მეთოდები?

ნიორი და მუხის ქერქის ნაყენი.
ნიორი დაზიანებულ ადგილას უნდა დაიდო და ცოტა ხანი გააჩერო და მუხის ქერქის ნაყენის აბაზანაში დაზიანებული კიდური ჩადო და გააჩერო.
რამდენად ეფექტურია, არ ვიცი.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Jan 2016, 15:14
MITIATO
QUOTE
ეგეთი ერთი ექინაცეა მახსენდება.

ან ჩემზე არ ჭრის ან დიდი უსარგებლო მცენარეა

Posted by: MITIATO 3 Jan 2016, 16:36
M-A-S-E-R-A-T-I

ო, სისულელეა ეს იმუნომოდულატორები და იმუნოსტიმულატორები. ახლაა მოდაში, თორემ.
ჯანსაღი ცხოვრების წესი და კარგი კვება ყველაზე კარგად მოქმედებს იმუნიტეტზე.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Jan 2016, 17:04
MITIATO
QUOTE
ო, სისულელეა ეს იმუნომოდულატორები და იმუნოსტიმულატორები. ახლაა მოდაში, თორემ.
ჯანსაღი ცხოვრების წესი და კარგი კვება ყველაზე კარგად მოქმედებს იმუნიტეტზე.

თუ ძლიერი პრეპარატების შემდეგ იმუნიტეტის მომატება გინდა არამედიკამენტოზური გზით კარგი რამეა მაგრამ ალბათ ხანგრძლივი, ეხინაცეას ნაყენი სულ პატარა შუშაში 21 ლარი ღირს ალბათ მე ვერ გავაკეთე წესიერად rolleyes.gif

Posted by: MITIATO 3 Jan 2016, 17:32
M-A-S-E-R-A-T-I

ადამიანის იმუნიტეტი ძალიან რთული და საათივით აწყობილი მექანიზმია.
როგორც წესი, თვითონაც კარგად არეგულირებს ხოლმე თავის თავს ხელსაყრელ პირობებში.

Posted by: avgusta 3 Jan 2016, 22:17
"კალენდულა"თუ გამოგიყენებიათ ვინმეს კანისთვის??

Posted by: Ashik 4 Jan 2016, 00:07
გულისთვის და სისხლძარღვებისთვის რომელი მცენარეებია სასარგებლო?

ბოლო დროს თავის ტკივილებს ვუჩივი, ერთი-ორჯერ დავაკვირდი რომ წნევა მივარდება მგონი.
ნევროპათოლოგთან რომ მივედი მირჩია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება. ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ ერთადერთი რაც ექიმმა მითხრა, რომ დახედა პასუხს, თავში კაპილარებს ცოტათი უჭირთო ჟანგბადის მიწოდება, რაც ცოტათი ადრეა ჩემი ასაკისთვის.

დავაკვირდი, რომ ყოველდღე სადილის წინ წითელი ღვინის სმა ეგრევე მიხსნის თავის ტკივილს.
რა იქნება წნევისთვის, სისხლძარღვებისთვის, გულისთვის სასარგებლო მცენარეები?

Posted by: avgusta 4 Jan 2016, 00:30
Ashik
სასმელით ყოველ დღე არ ღირს ჯანგბადის მიწოდება ..
ძალიან ეფექტური მცენარეული წამალია
"ბილობა"
და
"ბილობა რიცი"
უფრო ძლიერია

ექიმმა მირჩია და გამოვცადე საკუთარ თავზე ...





Posted by: Ashik 4 Jan 2016, 01:22
avgusta

QUOTE
სასმელით ყოველ დღე არ ღირს ჯანგბადის მიწოდება ..


"ჟანგბადის მიწოდება" არ ვიცი, მაგრამ სუფთა წითელი ღვინო დღეში ერთი ჭიქა კარგად მოქმედებს აშკარად.

QUOTE
"ბილობა"


სად იშოვება ეგ?

Posted by: avgusta 4 Jan 2016, 01:26
Ashik

ყოველ დღე ერთ ჭიქას მეორეს მოთხოვნაც მიემატება wink.gif


პსპ და ალბათ სხვებშიც იყიდება ...


Posted by: Universe 4 Jan 2016, 02:15

OFFTOPIC:
Ashik
QUOTE
თავში კაპილარებს ცოტათი უჭირთო ჟანგბადის მიწოდება

ვარჯიშები არ გიცდია? სუნთქვითი ვარჯიში, იოგა.


Posted by: Ninelku 4 Jan 2016, 04:32
MITIATO
QUOTE
იმერეთში კამას კამას ვეძახით და ცერეცოს_ცერეცოს. 

ჯერ კიდევ ხუთიოდე წლის წინ თბილისშიც ასე იყო.
ახლა კამას იშვიათად თუ წააწყდები. ყველგან ცერეცოს ჰყიდიან და
კამას კი ეძახიან.

Posted by: Ashik 4 Jan 2016, 10:48
avgusta

QUOTE
ყოველ დღე ერთ ჭიქას მეორეს მოთხოვნაც მიემატება


rolleyes.gif

Universe

QUOTE
ვარჯიშები არ გიცდია? სუნთქვითი ვარჯიში, იოგა.


არ მაქვს ახლა მაგის საშუალება...

Posted by: Universe 4 Jan 2016, 15:08
Ashik
სუნთქვით ვარჯიშებს რა საშუალება უნდა?..

სისხლში ჟანგბადის მომატებისთვის
1. მივიღოთ ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები:
ვაშლი, ხახვი, მოცვი, მოცხარი, მწვანე ჩაი, წითელი ყურძნის წვენი, შავი შოკოლადი, ნიორი, კომბოსტო, ბროკოლი, კოჭა(ჯანჯაფილი), ჩაი, ყავა, ოხრახუში, ციტრუსები, პამიდორი, ყურძნის წიპწის ზეთი, როზმარინი, პიტნა, კიტრი, ბაზილიკუმი, კაკაო, სატაცური, სელი...
ეს ცხრილიც ნახე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


2. ვისუნთქოთ სუფთა ჰაერით, გავანიავოთ ოთახი, სადაც გვიწევს ყოფნა, დღის განმავლობაში, საძინებელი - დაძინების წინ, ასევე მანქანით მგზავრობისას მანქანა უნდა განიავდეს.

3. ვიტამინ F- ით მდიდარი საკვები (მაგ. ავოკადო, ნიგოზი, სოია)

4. სუნთქვითი ვარჯიშები: ჩავისუნთქოთ ღრმად, ამოვისუნთქოთ და ა.შ. იოგას სუნთქვითი ვარჯიშები, დიდი დრო არ უნდა.

Posted by: avgusta 4 Jan 2016, 16:27

Ashik


რასგვეჩხუბები კიმარა ...wink.gif biggrin.gif


მოგაწოდეთ სასარგებლო აზრები
შენ კი მგონი ღვინო გირჩევნია ....



არა მართლაც სასარგებლოა ნატური თუარის ნამდვილად ...


უბრალოდ მუდმივად ხოვერ დალევ ყოველ დღე ...

Posted by: Ashik 4 Jan 2016, 17:30
Universe

QUOTE
სუნთქვით ვარჯიშებს რა საშუალება უნდა?..


იოგას ვარჯიშები სწორად უნდა გააკეთოს ადამიანმა და ასევე სუნთქვითი ვარჯიშებიც. მე კი ეს არ ვიცი და როგორ უნდა. და იოგაზე სიარულს თანხა უნდა, რომლის საშუალებაც ახლა არ მაქვს, ეს ვიგულისხმე.

QUOTE
ეს ცხრილიც ნახე


გმადლობ.

QUOTE
ვისუნთქოთ სუფთა ჰაერით


თბილისი და სუფთა ჰაერი... აი, როცა გამოვცვლი საცხოვრებელს...

avgusta

QUOTE
რასგვეჩხუბები კიმარა ...


QUOTE
შენ კი მგონი ღვინო გირჩევნია ....


დალეული მქონდა და... biggrin.gif

Posted by: Universe 4 Jan 2016, 18:00
Ashik
სულ არ გინდა იოგა. დილით უბრალოდ აერობიკა რომ გააკეთოო (საბავშვო ბაღში რასაც გვაკეთებინებდნენ თუნდაც) + სუნთქვას მიაქციო ყურადღება: ღრმად ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, და სანამ დაიწყებ დილით ადრე ოთახი გაანიავე. შუადღითაც გაანიავე, საღამოთიც, კარგი იქნება.

როცა დაღლილობას იგრძობ მაშინაც ბევრი ჰაერი ჩაისუნთქე...

ვაშლი კარგია რადგან რკინას შეიცავს, რკინა სისხლში ჟანგბადის ათვისებას უწყობს ხელს, ასევე მაგნეზიუმი და ცინკიცო.


ასე ერთი სასწაულმოქმედი მცენარე არ არსებობს. სასარგებლო მცენარეებთან, საკვებთან ერთად ფიზიკური აქტივობაც საჭიროა (დიდი დატვირთვის გარეშეც მოქმედებს)


პ.ს წითელი ყურძნის წვენი კარგიაო biggrin.gif

მოდერ, გადახვევა გამოვიდა, მაგრამ არ წაშალო იქნებ.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 4 Jan 2016, 18:07
Universe
QUOTE
მოდერ, გადახვევა გამოვიდა, მაგრამ არ წაშალო იქნებ.

არა პირიქით საინტერესო იყო biggrin.gif

Posted by: avgusta 4 Jan 2016, 21:24
Ashik
შეგერგოს შეგერგოს


რადგან ხუმრობა გაიგე
ტვინს ჯანგბადი კარგად მიეწოდებოდა რაც აზროვნებას უწყობს ხელს ..wink.gif


ვარჯიშებიც ძალიან სასარგებლოა უბრალოდ ფეხით სეირნობაც კი ..

Posted by: marika777marika 16 Jan 2016, 17:20
მოგესალმებით!
ხომ არ იცით წითელი ფერის შარდი რას ნიშნავს? არც ამღვრეულია და არც რაიმე უცხო სუნი ახასიათებს, არის ძალიან გამჭვირვალე წითელი ფერის შარდი. რაც წავიკითხე ცისტიტის ნიშნები უნდა იყოს, მაგრამ არც ტკივილები მაქვს და არც დამახასიათებელი სიმპტომები მახასიათებს რაც წავიკითხე მკურნალი.გე-ზე, უბრალოდ მესამე დღეა შარდი არის წითელი ფერის და ცოტა შევშინდი.

Posted by: dzaocom 20 Jan 2016, 12:40
marika777marika
ბევრი მიზეზი აქვს. თუ ჭარხალს ან მსგავს წითელ ბოსნტნეულს იღებთ დიდი რაოდენობით ეგ იწვევს ფერის შეცვლას, რაც ნორმალურია. მაგის გარდა ბევრი რამ ახდენს გავლენას შარდის ფერზე. თუ არ გაივლის ცოტა ხანში ჯობს ექიმს ესტუმროთ.

Posted by: Universe 30 Jan 2016, 14:47
ალოეს, როგორც იცით, ხშირად იყენებენ სამკურნალოდ, მაგრამ ახალგაზრდა არ უნდა იყოს (3წ. და მეტი).
ხომ არ იცით, ასაკთან ერთად რა ცვლილებებია მცენარეში?

Posted by: 1715 6 Jan 2017, 22:13
левзея - ხომ ვერ მეტყვით ეს მცენარე ქართულად როგორ იქნება და მისი ნაყენის ყიდვას სად მოვახერხებ ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 6 Jan 2017, 22:20
1715
QUOTE
левзея - ხომ ვერ მეტყვით ეს მცენარე ქართულად როგორ იქნება და მისი ნაყენის ყიდვას სად მოვახერხებ ?


ასეთი ნაყენები იყიდება ნებისმიერ მსხვილ სააფთიაქო ქსელში და უმჯობესია რუსული სახელით იკითხო ასე უფრო მიახვედრებ https://ru.wikipedia.org/wiki/Рапонт

Posted by: avgusta 6 Jan 2017, 22:58
Universe
აი სასმელს ხოარ აქვს უფრო მეტი თვისებები და ფასით რაცუფრო ძველია ,ისეა ალოეც,ნივთიერებები უფრო შემდგარია და ეფექტურად მოქმედებს..
***
1715

იშვიათი და უცნობი მცენარეა,რისთვისა სასარგებლოю
ძალიან გავს репейнию ორივანდი.ბირკავა.

Posted by: 1715 7 Jan 2017, 09:51
როგორ ავხსნა მოკლედ ადაპტოგენებია რა, ტონუსისთვის, კარგია ასევე ტესტესტერონის მოსამატებლად და მძიმე დატვირთვის შემდეგ ძალების აღსადგენად...

ეს 2 მაინტერესებს მე და როგორც ჩანს არავინ იცის

левзея იგივე маралий корень

ან მეორე Элеутерококк

Posted by: avgusta 7 Jan 2017, 22:02
1715

ინტერნეტში დანიშნულება წავიკთხე საინტერესო მცენარეა,სხვა ქვეყნებში სამკურნალოდ ცდილობენ მცენარეები გაურიონ რაც ჩევნთან ჯერ არ არის დანერგილი "ექიმბაშების"გარდა..
როგორც დაინტერესებული სამკურნალო მცენარეებით,ყველას მოუწოდებ ან ძალიან ბევრს გამოკითხოს ააან ძალიან ფრთხილად გასინჯოს საწყისისთვის..
და ყველაზე მნშვნელოვანი რამდენჯერმე სხვა მცენარე ძალიან ცნობილ მწვანე აფთიაქებში შეზენილი სულაც არ აღმოჩნდა ნამდვილი..
левзея იგივე маралий корень ერთი და იგივეა ეტყობა..

იკითხეთ უკვე აფთიაქებში??

Posted by: 1715 8 Jan 2017, 08:56
avgusta

კი პეესპე ავერსი და ჯიპისიში არ აქვთ , არც ფარმა სახლში : (

Posted by: presbiteri 8 Jan 2017, 09:46
QUOTE (1715 @ 7 Jan 2017, 09:51 )
როგორ ავხსნა მოკლედ ადაპტოგენებია რა, ტონუსისთვის, კარგია ასევე ტესტესტერონის მოსამატებლად და მძიმე დატვირთვის შემდეგ ძალების აღსადგენად...

ეს 2 მაინტერესებს მე და როგორც ჩანს არავინ იცის

левзея იგივე маралий корень

ან მეორე Элеутерококк

Magat orives saferavshi moxarshuli deviasili jobia. Fesvi grovdeba gvian shemodgomit. Yvavilic dzalian lamazia. Daaxloebit miniaturul mzesumziras gavs. Deviasili dagugle mokled.

Posted by: avgusta 8 Jan 2017, 18:41
1715

ორი ვარიანტია
ან ძალიან სასარგებლოპა და არ შემოაქვთ
ანნ აკრძალულია მიზეზებისდაგამოო

Posted by: მოისარი 6 Jul 2017, 17:40
გამარჯობა
საძილე საშუალებად რა მცენარეები შეიძლება გამოვიყენო, რომლებსაც სახლში გავზრდი?

Posted by: ირმაკო 11 Nov 2017, 17:13
ბარამბო მცენარე სად შემიძლია რომ მოვიპოვო? ტყეში? ან რომელ რეგიონშია , თუ უნდა დავთესო?

Posted by: pilo772 11 Nov 2017, 17:59
ირმაკო
ჩემს სოფელში კახეთში სარეველად მეზრდება, უყვარს ღობის ირა ქვიანი და მოჩრდილული ადგილები smile.gif
თუ დათესავ კარგს იზავ, საკმაოდ სასიამოვნო არომატიანი სასმელი კეთდება მაგით smile.gif

Posted by: dzaocom 12 Nov 2017, 19:06
ირმაკო
ყველგან არის საქართველოში გავრცელებული მაგრამ ადგილ-ადგილ, ასე ტყეში რომ გახვიდეთ არამგონია იპოვნოთ. ნერგი გინდათ თუ თვითონ ბალახი? თუ ჩაისთვის გინდათ მწვანე აფთიაქში იყიდება

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)