https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1...A2%E1%83%94/94/გამოდის, რომ თანამედროვე მეცნიერებმა ქრისტეს დაბადების დასაბუთებულ თარიღს მიაკვლიეს: თუ იუპიტერის მთვარით გადაფარვას და მართლმადიდებლურ კალენდარს შევაჯერებთ ადვილად მივხვდებით, რომ ხარება მარიამისა იყო ძვ. წ. აღ. 6 წლის 7 აპრილს, ხარება ელისაბედისა და მოგვების მიერ ცისკრის ვარსკვლავის ხილვა იყო დაახლოებით 10 დღის შემდეგ - 17
აპრილს და ამ თარიღებიდან გამომდინარე, მართლმადიდებლური ქრისტეშობა: ძვ.
წ. აღ. 5 წლის 7 იანვარს (ახალი სტილით) და ძველი სტილით - 6 წლის 25
დეკემბერს ყოფილა.
არსებობს ორი ვერსია:პირველის ვერსიის მიხედვით ქრისტეს შობის თარიღი შეგნებულად დაამთხვიეს წარმართულ დღესასწაულს. რომაელები სატურნალიის დღესასწაულს აღნიშნავდნენ 17-დან 23 დეკემბრის შუალედში, რომელიც იყო რომაული ღვთაების - სატურნის საპატივცემულოდ. 274 წელს რომის იმპერატორმა ავრელიუსმა 25 დეკემბერს დაუმარცხებელი მზის (Sol Invictus) შობის დღესასწაული დააწესა. ამრიგად, 25 დეკემბერს სიმართლის მზის დღესასწაული ნელ-ნელა ანაცვლებდა წამართულ დღესასწაულს.წარმართული დღესასწაულის ქრისტიანულით ჩაენაცვლება არ იყო უცხო ქრისტიანობისთვის.ამის მაგალითად ბარბარობაც კმარა, ლობიანების გამოცხობა საქართველოში წარმართულ დღესასწაულს უკავშირდება, (მაშინ ხორციანი და ყველიანი კვერები იყო, ლობიო მოგვიანებით დამკვიდრდა, როცა ამერიკა აღმოაჩინეს).
"...ხორცისგულიან და ყველისგულიან კვერებს ამზადებდა. მაგრამ თანდათან,
ქრისტიანობის ზეგავლენით, დამყარდა რწმენა-წარმოდგენები იმის შესახებ, რომ
ბარბარობას მარხვაა და მარხვის გატეხვა ცოდვაა"(ვ. ბარდაველიძე. "ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან")
მეორე ვერსიის მიხედვით ებრაული კალენდრის ნისანის თვის 14 რიცხვი, რომაული კალენდრის 25 მარტის ექვივალენტია, ანუ იოანეს სახარების მიხედვით იესოს ჯვარცმის დღეა, ებრაელთა შორის გავრცელებული იყო შეხედულება, რჩეული ადამიანების - ისრაელის წინასწარმეტყველების დაბადების (ან ჩასახვის) და გარდაცვალების დღე
ერთი და იგივე უნდა ყოფილიყო. ამგვარი სიმბოლური კავშირის შესახებ წარმოდგენა ცნობილი იყო ავგუსტინესთვისაც (იხ. ავგუსტინეს ტრაქტატი სამების შესახებ) ამიტომ მიიჩნეოდა, რომ სწორედ ანგელოზის მიერ მარიამის ხარების დღე ზუსტად 25 მარტი, ანუ 25 მარტიდან 9 თვეს, თუ გადავთვლით, ლოგიკურად ქრისტეს დაბადების დღე 25 დეკემბერი გამოდის.