#51131330 · 12 Aug 2017, 10:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ მწარმოებლიდან უნდა იყიდო, უნდა აუცილებლად მოგცეს. 1 საქონლის ვეტერინარული სერტიფიკატი, თუ რა საქონელია, ვისგან და რისგან არის დამზადებული. 2 ანგარიშ ფაქტურა, სადაც იქნება ჩამონათვალი იმ საქონლის რისი შემოტანაც გინდა. საქონლის ზომის ერთეულით ნეტო-ბრუტოთი, რაოდენობით, შეფუთვის სახით და ფასით. შემდეგ მიდიხარ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, იქ არის დეპარტამენტი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი საბუთების მიხედვით გაძლევს შემოტანაზე ნებართვას. ამის შემდეგ რს.გე. ზე აკეთებ ამ ნებართვის საფუძველზე ფიტო-ვეტის წინასწარ შეტყობინებას, ეს შეგიძლია გააკეთო შემოტანამდე რამდენიმე დღით ადრეც. მერე ისევ რს.გე ზე ავსებ გეზის ანუ საზღვარზე შემოსვლის განცხადებას იმპორტზე. მწარმოებელმა ასევე უნდა მოგცეს საქონლის ადგილწარმების საბუთი, რომელსაც ჰქვია სტ1. თუ გაქვს ეს საბუთი, განბაჟებისას დღგ 18 პროცენტის მეტს არ იხდი, ხოლო თუ არ გაქვს განბაჟების მარჟა შეიძლება 30% გახდეს. თუ საქონელი მოდის მათი ტრანსპორტით, უნდა მოგცენ საბუთი რომელსაც ჰქვია смრ(ცმრ) სადაც მითითებულია სატრანსპორტო საშუალების მარკა, სახელმწიფო ნომერი. უნდა გქონდეს მწარმოებლისგან დეკლარაცია, თუ რასაქონელი მოგყიდა-რომელი კოდით. ამ ყველა საბუთების ჩამონათვალი უნდა ატვირთო როგორც ზევით დავწერე რს.გე ზე გეზის განყოფილებაში. მერე უნდა დაელოდო მათგან პასუხს შემოტანის ნებართვაზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში პასუხს მოყვება ცე ნომერი. შემომტანმა ადამიანმა რომელიც ტვირთს თან ახლავს, ეს იქნება მძღოლი, ან და სხვა პასუხისმგებელი პირი უნდა იცოდეს ეს ცე ნომერი და მაგ ნომერს ეუბნები საზღვარზე და შემოგიშვებენ. მერე ჩვენი მესაზღვრეები გაგიბაჟებენ საქონელს და შემოიტან. თუ ვიღაცისგან იყიდე ტვირთი და არანაირი საბუთი არ გაქვს, მოადგები შენი მანქანით საზღვარს და ამ შემთხვევაში რა როგორ ხდება უკვე არ ვიცი. სხვამ დაწეროს ვინც იცის. ერთი ეგ ვიცი რომ განბაჟება საქონლის ღირებულების 30% ნაკლები არ დაჯდება. თუ საქონელს შენახვისას და გადაადგილებისას ჭირდება მაცივარი, მაშინ უნდა შემოიტანო მაცივარი მანქანით.
|