#55774288 · 29 Jan 2020, 13:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (TIROS A PUERTA @ 29 Jan 2020, 12:38 ) | გამარჯობა მეგობრებო,
ხომ არ შეგიძლიათ დამეხმაროთ, არის თუ არა საქართველოში სავალდებულო ხელშეკრულება გაფორმდეს აუცილებლად ქართულ ენაზე (ორენოვანიდან ერთ-ერთი მაინც). უცხოელ პარტნიორთან გვინდა ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ ინგლისურ და რუსულ ენებზე. რამე პრობლემა ხომ არ იქნება ამის გაკეთება? ვინმეს ხომ არ აქვს უფლება მოგვთხოვოს ან/და აგვიკრძალოს ასე მოქცევა?
მადლობა დახმარებისთვის.
P,S. თუ კანონსაც მიმითითებთ განსაკუთრებით დამავალებთ. |
გამარჯობა
გაჩნია რას ეხება ხელშეკრულება?
მაგალითად : თუ უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვას ან წილის ნასყიდობას ეხება მარეგისტირებელ ორგანოს უნდა წარეგდინოს ქართულ ენოვანი ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
ასევე უნდა გაითვალისწინოთ თუ ხელშეკრულების მარეგულრებელი სამართალი არის ქართული და დავის შემთხვევაში განხილვას ახდენს ქართული სასამართლო , დავის შემთხვევაში მოგიწევთ სასამართლოში წარადგინოთ ხელშეკრულების ნორატიული თარმანი ვინაიდან საქართველოში სამართლაწამოების ენა არის ქართული.
--------------------
ვაი დამარცხებულთ!
ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
|