Lacrimosa_როგორც გითხარი სისხლდენა თუა ეს უტყუარი ნიშანია პაროდონტის დაავადებების (თუ საჭმელი გაგეჭედა ან "შეირჭე" რამე და მაგიტო მოგდის ამაში არ აგერევა რათქმაუნდა, ანუ თუ ერთჯერადი გაღიზიანება არაა )
დანარჩენი სიპტომები გეტყვი მარა ეს სიმპტომები პაროდონტის დაავადების 100% მიმანიშნებელი არაა
კბილების აწეული მგრძნობელობა
შეშუპება
ნადები
ცუდი სუნი პირიდან
სიწითლე
ეს სიმპტომები რაც შენ შეიძლება შენიშნო, დანარჩენი უკვე სტომატოლოგის პრეროგატივაა:
აუცილებლად უნდა გადაიღო ორთოპანტომოგრამა და მის საფუძველზე კეთდება პროგნოზი
თუ გაქვს რაიმე სომატური დაავადება? (სრული ანამნეზი)
თუ ღებულობ რაიმე მედიკამენტებს? რომელს და რა დოზით?
თუ ხარ რომელი ქვემოთ ჩამოთვლილ ჯგუფში:
პუბერტატული პერიოდი, დიაბეტი, ორსულობა, მენოპაუზა
თუ გაქვს პათოლოგიური ჯიბეები? თითოეულ კბილზე ყველა მხარეს ცალცალკე დგინდება რა სიღრმის ჯიბეებია და მკურნალობის ტაქტიკა ამის მიხედვით ირჩევა.
თუ არ გაქვს მაშინ არც არაფერი
როგორი თანკბილვა გაქვს? ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს... ესეც სტომატოლოგმა უნდა ნახოს...
რა შეგიძლია გააკეთო შენ: დილა საღამოს იხეხო კბილები, იხმარო სავლები, კბილის ფლოსები და კბილთაშორის ჯაგრისები
უდიდესი მნიშვნელობა აქვს კბილთაშორისი სივრცის ჰიგიენას, ამიტომ აუციელბლად უნდა იხმარო კბილთაშორის ჯაგრისები და ფლოსები
მემგონი ყველაფერი დავწერე თუ არა გამახსენდება კიდევ
)