ვა ალეიქუმა ვა სალამ,
უამრავი თემა იხსნება და ყოველთვის წერენ კარგ წიგნებზე. მოდი იყოს ერთი თემა სადც თავ მოვუყრით წიგნებს და ავტორებს, რომელთა წაკითხვაც უბრალოდ არ ღირს.
ამ იდეამდე მივედი ნარჩნების კითხვის დროს.
ტომ პეროტა არის ავტორი. სერიალიც გადაიღეს ამაზე. დაიმონ ლინდელოფს მოსწონს დისტოპიური სერიალები. ლოსტიც თავის დროზე მაგისი იყო.
მოკლედ ასეთი უღიმღამო წიგნის მნახველი არ ვარ. შინაარსი არის შემდეგი; დედამიწაზე 14 ოქტომბერს გაუჩინარდება ადამიანთა ნახევარი, უბრალოდ აორთქლდებიან და არავინ იცის რატომ. დარჩენილები ვარდებიან სრულ ნიჰილიზმში და დეპრესიაში. ან ავტორს გონია რომ ასეთია კაცობრიობის ბედი და მაინცდამაინც ნიჰილიზმში უნდა ჩავარდე. არიან რელიგიური ექსტრემისტები, ახალგაზრდობა რომელმაც აღარ იცის რა ქნას და ა.შ. მოვლენები ვითარდება გრივების ოჯახის გარშემო:
კევინი - მეწარმე, ექიმი , ლიდერი.
ლორი - კევინის ცოლი, რომელიც რელიგიურ ორგანიზაცია დამნაშავე ნარჩენებს შეუერთდება.
ჯილი - კევინის შვილი, რომელიც უფროსი სკოლის მოსწავლეა და დარახუნობს აღმა-დაღმა,
ტომი - მეორე შვილი, რომელიც უიეჯის კლანს, ასევე რელიგიურ ორგანიაზაციას შეუერთდება და ეგეც დაბოდიალობს.
ეს დამანშავე ნარცნებეი იცვამენ თეთრ ფერს და მუდამ სიგარეტს ეწევიან. ანუ სიაგრეტი არის მათი სიმბოლო. გუშაგებს ეძახიან თავიანთ თავს და ვალდებულება აქვთ აღებული ადამიანებს არ დაავიწყონ რაც მოხდა. მუდამ ჩუმად არიან და ყველას აკონტროლებენ. ანუ სექსის დროსაც წამოგადგებიან თავზე სიგარეტით პირში და ამ დროს დამნაშავედ უნდა იგრძნო თავი, რომ არსებობ.
აირს უენის კლანი . უენი არის ადამიანი რომელსაც ქონდა უნიკალური თვისება: სხვისი უარყოფითი ემოცია შთაენთქა. ერთადერთი შვილი გაუქრა და ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. თავიდან იწყებს ღოგორც კეთილი და დამხმარე ადამიანი და მერე იშოვის მაყUთს, 6 არასრულწოვანთან დაწვება და ერთერთმა შვილი უნდა გაუჩინოს, რომელიც მერე სამყაროს გადაარჩენს.
თავზე გადაიჯვავს მოკლედ და ბოლოს დაიჭEრენ.
ტომი - სწორედ ეს ტომი გაყვება უენის ერთ-ერთ თინეიჯერ ცოლს ქრისტიანს, რომელიც ფეხმძიმედაა.
ჯილი - ამ გოგოსი ვერაფერი გავიგე. გარდა იმისა რომ ეიმისთან მეგობრობს, რომელიც ყველასთან წვება და ჯილის მამას კევინსაც ეჩალიჩება
მოკლედ 2ხ2 სცენარია. იოლი საკითხავი: დიაგონალზე წაიკითხავ. ელემენტარული ფრაზები და მარტივი დიალოგები. ზედაპირზე ღრმად არ ჩადის არსად. წინასწარ ხვდები რა მოხდება.
ეს არის წიგნი, რომელზეც თამამად შემიძლია გიხრათ რომ ჯერ სერიალი გადაიღეს და მერე სერიალის მიხედვით დაწერეს წიგნი.
ასევე: მგონია მოზარდობისას ან არავინა ძლევდა პეროტას ან ეგ იყო საუკეთესო რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა. ან თვლის რომ ყველა თავში სექსის ჩაკვეხება ორიგინალურია. მთელ წიგნში ჰა და ჰა 1-2 სასაცილო ფრაზა იყოს და კარგი მომენტი აღწერილი.
სუფთა ჰბიოს სერიალის სცენარია. წიგნი აიღე და პირდაპირ გაუშვი ეკრანზე: არანაირი ადაპტაცია არ უნდა.
დასასრულის დიდი ხვითო არ არის: ქრისტინი და ტომი გაიქცევიან ფეხშიშველა ადამიანებთან ერთად სასექსაოდ. ჯილი ვისაც ჯილი უყვარს მაგას აეკიდება. ლორა ნარჩენების სექტაში დაწინაურდება და სად მიყავთ თვითონაც არ იცის. კეივინი და ნორა ერთად გაეძრობიან.
მანამდე: ქრისტინი მიატოვებს ბავშვს, რომელიც უეინისგან ეყოლება და ტომს შეაჩეჩებს. ტომი უვლის და მერე ტომიც მიატოვებს ბავშს და ეგეც ქრისტინის საძებნელად გაიქცევა. ამ ბავშს იპოვის ნორა და მიუყვანს კევინს: ნახე ვინ ვიპოვეო.
ანუ განადგურებულ სამყაროში, ბავშვი რომელიც ყველამ მიატოვა არის ხსნის იმედი და ა.შ.
ჯერ ეს დასასრული და მერე სიგარეტის მოწევა, რომ რაღაცის ნიშანია. აი საიდან უნდა მოგაფიქრდეს? საერთოდ რატომ თარგმნეს ეს წიგნი? მურაკამიზე იოლი საკითხავი თუ რამე არსებობდა არ მეგონა :დ
მოკლედ ამ წიგნს თუ სადმე მოკარით თვალი; არ გაეკაროთ. უამრავ დროს დაზოგავთ.
https://www.imdb.com/title/tt2699128/https://en.wikipedia.org/wiki/The_Leftovers_(novel)
Smile man . . . God loves you . . . .
Don't want to die? Don't be born . . .
If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .
"De Woch fangt scho guat o "