#55227812 · 10 Sep 2019, 12:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ანა, სანგარში ვარ ახლა დაჭრილი და ალბათ 15 წუთში სისხლით დავიცლები, ცოტაც მოითმინე, სულ სხვა აპრილიდან, ერთად გაფრინდება შემზარავი წლები, მალე იქნება, თუ ცოტა უფრო გვიან, წლები გიწამლებენ დროის ვეზირები, ვკვდები შენზე ფიქრში, შიში რას მიქვია, როცა უკვდავებას მსხვერპლად ვეწირები? ვიცი მოგასკდება ცრემლის ნიაღვარი, თვალებს დაგიკოცის მზიან ტუჩებს მოგბანს. ყველა გაჭირვებას მიწა მიაყარე ყველა მონატრებას ბევრი უჩემობა, ჰოდა გაივლის ჩემი აგვისტო და, (ვნება მიწიერი წარსულს რატო ძალავს.) სულ სხვა ჩამოგიკრეფს აპრილს ატმის რტოდან და ჩემს სამარესთან მოსვლას აგიკრძალავს. ახლა მატიანე ჩემს ბედს ინაწილებს, სადღაც მიწას ავცდი გზათა გამრუდებით... ტყვიამ მომაცილა ტყვია მიმაცილებს, ცრემლით მოვდივარ და ცრემლით დავ... .... ... .... ... ... ...(ბრუნდები)
ავტორი გენრი დოლიძე (აგვისტოს ომი)
--------------------
http://www.iaragi.com/
LMT SPM-14; SA M1911 Mil-Spec; Kel-Tec SUB-2000 Gen2; Smith & Wesson Model 49; Walther TPH; FN Browning M1922; Vz.27 (CZ-27); Vz.61 (CZ-61S); Vz.58 (CZ-858 4V); Glock 19 Gen4; Beretta M-71; АПС (Стечкин); ПСМ; ТТ-33; ПМ (Макаров); Вепрь-КМ (ВПО-136).
|