უფრო ბევრი მოლოდინი მქონდა ამ წიგნზე და სულ სხვა მოულოდნელ რამეში გამაოცა )
ადრეც მქონდა ეჭვები თუ რატომ ვერ მოხერხდა 40 წლის წინ მაგ წიგნის თარგმნის დაწყებული საქმე ბოლომდე მიყვანილი.
ვფიქრობდი რომ როგორც მაკარიუსის შემთხვევაში ქართველების და ქართული თავად-აზნაურობის ასევე სასულიერო პირთა არასასურველი წარმოჩენის გამო ასევე "მეგრული ზამაროჩკების" გამო.
ეს ორივე გაამართლა ჩემი მოლოდინები
თუმცა მას მოულოდნელად 3 სხვა ფაქტორი მოემატა:
1. სააკაძის ღალატობის აშკარა მტკიცებულებები.
2 . ქართველთა გაქრისტიანების ამბავი სადაც წმ. ნინო სომეხია და სომხეთში დაბადებული ტყვეა.
3. დადიანი თეიმურაზის და ლუარსაბის და ალექსანდრეს ფონზე საკმაოდ კარგ პიროვნებადაა ასახული .
სამწუხაროდ იტალიური ორიგინალური ტექსტი განსაკუთრებით ტოპონიმიკის და ადგილობრივი სახელების და გვარების ამსახველი თითქმის არ ჩანს .ასევე ზაპოროჟიეს კაზაკები შეცდომით "წითურებად" აქვს თარგმნილი (Rossi)
მთარგმნელის აზრით წიზთურებს ასე ეძახდნენ რადგან წითელი სამოსები ეცვათო. და ის რომ Rossi იგივე რუსი , როსი , რუსეთია არ უფიქრია.
ჯერ მარტო 10-15% დავათვალიერე .