#61115250 · 26 Mar 2024, 14:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჰორიზონტი გვქონდა ტელევიზორი 90-იანებში. ლამფებიანი რა თქმა უნდა და ღამე ძაბვა 220 ვოლტის მაგივრად 130-140 ვოლტი იყო, ვერ ვრთავდი. ძაბვის რეგულატორი მქონდა ვოლტმეტრიანი, სატრიალებელი ღილაკით და 30 ვოლტის მეტს, ის ძაბვას მაღლა ვერ სწევდა, შესაბამისად მაინც ვერ ჩავრთე. შემთხვევით სახლში აღმოვაჩინე ტრასფორმატორი 110 / 220 -ზე და დავიწყე ექსპერიმენტები. ეს, როგორც 110-ს ამაღლებდა 220 -ზე, ასევე 220 დაჰყავდა 110-ზე. შევაერთე შტეფსელში 110 -ის მხრიდან და 140 თუ 150 ვოლტი ავაწევინე შესაბამისად 240-250 ვოლტამდე. ძაბვის რეგულატორი შევაერთე და ძაბვა დაბლა დავაწევინე 220-მდე. მეშველა! ერთხელ ღამე ჩამძინებია და 2 თუ 3 საათზე გამეღვიძა. ტელევიზორი უკვე ნაპერწკლებს ყრიდა. ქსელში ძაბვა 180 - მდე ასულა და შესაბამისად ჩემი კომბინაციით ძაბვა უკვე ძალიან მაღლა იყო ასული.
1994 წელს ეგ ტელევიზორი გამიფუჭდა. გამოსახულება გაუქრა, ხმა დარჩა. პატარა ტელევიზორი გვქონდა, ანტიკვარი, 60-იანი წლების რეკორდი, მრგვალი ეკრანით. ამას ხმა არ ჰქონდა, სამაგიეროდ აჩვენებდა. ტელევიზორს სად იყიდდი ახალს, გარემონტებას დრო უნდოდა, თან ფეხბურთია მსოფლიო ჩემპიონატი. დავდგი ერთად ორივე და ვუყურებ. ამ პატარა რეკორდს მინუსი აქვს(სხვა უამრავ მინუსთან ერთად)- 40-50 წუთში ჩართვიდან, ბოლს უშვებს. ტაიმებს შორის ვთიშავ, ვასვენებ, უკან ვენტილიატორი მაქვს მიდგმული ვაგრილებ. ფინალია, ბრაზილია იტალია. ფრე დამთავრდა ძირითადი, დამატებითიც და პენალტებზე მიდგა საქმე. ლამის ყინულებს ვაყრიდი ზემოდან რეკორდს.
|