Human Rightsგააჩნია რა გიყვარს....
თუ ხელოვნება - ცხადია, რიიკსმუზეუმი. იქ ნახავ დიდი და მცირე ჰოლანდიელების უთვალავ შედევრს.
ახლა ეგ მუზეუმი რემონტზეა, მაგრამ ყველაფერი ძირითადი და უკვდავი ცალკე ფლიგელში აქვთ გამოფენილი.
წარუშლელი შტაბეჭდილებაა. თუ კარგად დაათვალიერებ (და თუ ხელოვნება გიყვარს
), ეგ შთაბეჭდილება სიკვდილამდე შენთან დარჩება და გულს გაგითბობს
მერე - ვან გოგის მუზეუმი (ისევ, თუ ფერწერა გიყვარს, რა თქმა უნდა
).
რემბრანდტის სახლ-მუზეუმი - ისევ თუ ფერწერა გიყვარს....
მერე - ტაძრები. უსასრულოდ თავისებური არქიტექტურაა, სხვა ევროპულისგან განსხვავებული, განსაკუთრებით ის, ქალაქის ცენტრში რომაა დომ სკვერზე, რატუშის გვერდით და ის, ვაგზალს რომ უყურებ, ხელმარჯვნივ რომ დგას. სადაც რემბრანდტია დაკრძალული (თუ სწორად მახსოვს).
ამის მერე - არხები!!! - უბრალოდ, გაისეირნე და ამსტერდამის არხები სასწაული რამაა, დიდი სილამაზეა... თვალს მოგჭრის
ბოლოს - თუ ბოზები გაინტერესებს - Red Lights District - Rose Boulevard. იქ ნახავ ყველა ასაკისა და გარეგნობის ნაშებს, პატარებს, ბებრებს, ლამაზებს, მახინჯებს, ყველა თავ-თავის ფანჯარაშია გამოფენილი და სიშიშვლის დემონსტრაციას ცეკვით ან პრანჭვა-გრეხვით ახდენს.
არ მოტყუვდე, არ შეხვიდე!!!
სიაფანდი სიამოვნებაა, ასე გონია, მექანიკურ თოჯინასთან იწექი 10 წუთი, თანაც ძ ვ ი რ ი ა ! (ყოველ ხელის გაფათურებაზე შეიძლება ცალკე თანხა მოგთხოვოს
)
მაგრამ სანახავად ლამაზია ეგ ყველაფერი, უჩვეულო და მიმზიდველი და გოიმ შთაბეჭდილებას არ ტოვებს.
სჯობს, თუ "სექსუალური" ამსტერდამი გაინტერესებს, აუცილებლად წადი Live Sex Show-ზე: ეგეთ რამეს სხვაგან ვერსად ვერ ნახავ!
და ბოლოს, თუ მსუბუქი ნარკოტიკებით დატკბობა გსურს, წადი Coffee Shop-ში.
ქუჩის drug-pusher-ებს ნუ გაეკარები. თუ პირველად ხარ, ადვილად შეიძლება რამე ისტორიაში გაეხვიო.
ყოველ შემთხვევაში, მე მაგ როჟებს ვერიდებოდი.
ხო, "ტიუსოში" არ შეხვიდე, ეგ ყველგან ერთნაირია და სადმე თუ გინახავს, ამსტერდამშიც იგივეა (ნუ ცოტა უფრო ბანძია )
ერთ კვირაზე ეს, რაც ჩამოგიწერე, + ძალიან გემრიელი საჭმელების სინჯვა ძველ კაფე-რესტორნებში (გირჩევ სწორედ ძველში შეიარო - უფრო გემრიელს და ტრადიციულს მიირთმევ) - ერთი კვირისთვის ეს სრუუუულიად საკმარისია.
P.S. ხო, რაც მთავარია, ველოსიპედს ერიდე ქუჩაში, ველოსიპედს! ეგ ეშმაკის მოგონილია!
This post has been edited by Johnnie Walker on 11 May 2006, 23:44