რატოა ეს თემა ჩაძირული?
სპოილერი.
პირველი მგს იყო ჩემთვის ეს ნაწილი და საერთოდ არაფერი ვიცოდი წინებზე.
მოკლედ, 46-ე ეპიზოდამდე მშვენივრად მიდიოდა თამაში. ძაან კარგი გეიმფლეი ქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ჩეფთერში ხშირად მეორდება ლოკაციები, არ მომბეზრდა მაინც.
ცოტა მოუხერხებელი იყო კასეტებით სთორის გადმოცემა, ბევრი დრო მიჰქონდა მაგათ მოსმენას
ძაან ცოტა გამოვტოვე მაინც.
თამაშის ჰაილაითები ჩემთვის იყო 45-ე მისია (ქუაიეთი
) და ეს სცენა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პროსტა წარმოდგენა დამეკარგა თამაშზე 46-ე მისიის მერე. რა საჭირო იყო, ვერ მივხვდი. მაგ ეპიზოდს რომ არ ეარსება საერთოდ, რამე დააკლდებოდა თამაშს? იმის უაზრო მცდელობად მომეჩვენა, რო ორიგინალური დასასრული ჰქონოდა. სინამდვილეში, უბრალოდ, უაზრობა გამოვიდა.
დღეს მგს-ს მთელ ისტორიას გავეცანი და ცოტა აზრზე მოვედი, კოჯიმას მიმართ ბრაზიც დამიცხრა ოდნავ
არ ვიცოდი სამწუხაროდ, რომ დანარჩენი ნაწილებიც აუცილებლად ნათამაშები უნდა მქონოდა. არადა, მითხრეს რომ ყველაფერს გავიგებდი მაინც მხოლოდ ამ ნაწილითაც. პროსტა გაგება ერთია და მოწონება მეორე. სანამ მთელ თაიმლაინს არ გავეცნობოდი, ყველაზე ცუდ თამაშად ვთვლიდი, რაც ოდესმე მითამაშია