ტაქტიკური wargame სერიები Close Combat გამოდის 1996 წლიდან. ამ სერიების თამაშებიდან უმეტესი ნაწილი არის მეორე მსოფლიო ომზე და ყველაზე ახალი არის 2014 წლის Gateway to Caen (მომავალი სერია Close Combat: The Bloody First წელს გამოვა), რომელიც 1944 წლის ივნისში ნორმანდიის სანაპიროსთან ახლოს მდებარე ქალაქ კანზე ბრიტანული შენაერთების შეტევაზე და გერმანული ნაწილების თავდაცვაზეა.
სერიების ყველა თამაში არის ძალიან რეალისტური და ტაქტიკური და აერთიანებს სტრატეგიული რუკის turn-based ნაწილს ტაქტიკური ბრძოლების real-time ნაწილთან. არის სინგლ პლეიერიც და მულტიპლეიერიც.
2:23-დან იწყება ბრძოლა
ძალიან საინტერესო სათამაშოა და რეალობის ნამდვილ შეგრძნებას იძლევა. სინგლ პლეიერში დიდი დინამიური კამპანიაა უამრავი ბრძოლით და ისტორიული სიზუსტით, მულტიპლეიერი კიდევ ძალიან აზარტულია ტაქტიკურობის გამო.
Gateway to Caen-ს ვინმე თუ თამაშობთ, დაწერეთ და ვითამაშოთ ხოლმე მულტიპლეიერი. ვინც არ თამაშობთ მაგრამ გაინტერესებთ ტაქტიკური და რეალისტური თამაშები, 20$ ღირს
სტიმზე ან
დაკრეკილი შეგიძლიათ გადმოწეროთ და სინგლ პლეიერში დატესტოთ და თუ გაგისწორდებათ მერე იყიდოთ სტიმზე და ვითამაშოთ.
This post has been edited by Tornikee on 10 Jan 2016, 23:37