#51211986 · 26 Aug 2017, 00:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ibo
QUOTE | ადვილი საშოვნელია ჯიშიანი ქართული ძროხები |
არ არის ადვილი საშოვი. ქართული საქონელი გადაჯიშებულია და აღარ არის ფასეული. ქართულს თუ იყიდი, როგორც დავწერე ხელოვნური განაყოფიერების გზით უნდა გააუმჯობესო. სიმენტალიც და შვიციც ძალიან კარგი ჯიშებია. შეგიძლია მაგათი სპერმით გაანაყოფიერო.
QUOTE | ნახევრად ბაგური, ზაფხულში საძოვარზე ყოფნას და ზამთარში ბაგურს ნიშნავს?
|
ზაფხულში საძოვარზე ყოფნას საძოვარი შორს თუ არ არის. საღამოთ საძოვრიდან ფერმაში მოყვანის შემდეგ ფერმაში უნდა კვებო დამატებით. მარტო საძოვარი არ კმარა. ზამთარში ბაგური თავისთავად.
QUOTE | ზაფხულში საძოვარზე სიარულით რამდენს მოიწველიან საშუალოდ? |
წველა კვებაზე არის დამოკიდებული და საქონლის ჯიშზე. მარტო საძოვარით 15 ლიტრამდე მოიწველის, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება კარგი წველა რადგან ბუნებრივი ბალახი მალე ხმება.
|