Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჭიდაობა და საბრძოლო ხელოვნება > ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებში


Posted by: Rammstein 17 Oct 2017, 19:31
17 ოქტომბერს, ზაგრებში სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებში.

user posted image

ისტორია

ძიუდოში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 1974 წელს რიოში ჩატარდა. წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება საიუბილეო, რადგან მეოცედ იმართება.

საქართველოს აღნიშნული ტურნირის 10 გამარჯვებული ყავს.

ვლადიმერ დგებუაძე (1990)
ზაზა დაბრუნდაშვილი (1990)
გიორგი ვაზაგაშვილი (1994)
გიორგი რევაზიშვილი (1994)
გრიგორ მამრიკიშვილი (2000)
ზურაბ ზვიადაური (2000)
ლაშა გუჯეჯიანი (2004)
ვარლამ ლიპარტელიანი (2008)
ავთანდილ ჭრიკიშვილი (2010)
ბექა ღვინიაშვილი (2013, 2015)

საქართველო 2017 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე

-55: ვანო ნინიაშვილი, ჯაბა პაპინაშვილი (17.10)
-66: ბაგრატ ნინიაშვილი (18.10)
-73: ტატო გრიგალაშვილი (18.10)
-81: ლუკა მაისურაძე, ტრისტან მოსახლიშვილი (19.10)
-90: გიორგი ჩიქროვანი, იმედა გოგოლაძე (19.10)
-100: ონისე სანებლიძე (20.10)
+100: გელა ზაალიშვილი (20.10)

-57: ეთერ ლიპარტელიანი (18.10)
-63: მარიამ ჭანტურია (19.10)
-78: სოფიო სომხიშვილი (20.10)

ბადეები: http://www.ippon.org/wc_jun2017.php
Live: http://www.ippon.tv

ძირითადი შეხვედრები: 12:00
ფინალური ბლოკი: 18:00

popcorn.gif

Posted by: bernabeu7 17 Oct 2017, 20:19
კეთილის იყოს ჩემი პოსტი ამ თემაში, ოქრო მოგვეგოს რაც მთავარია.

Posted by: ძამა 17 Oct 2017, 22:39
ამ ტურნირზე არ ვთამაშობთ პროგნოზობანას ?????????
აქაც ისეთივე პრიზებია როგორც დიდებში????

Posted by: JorgeFonseca 17 Oct 2017, 22:44
ძამა
QUOTE
ამ ტურნირზე არ ვთამაშობთ პროგნოზობანას ?????????

no.gif

QUOTE
აქაც ისეთივე პრიზებია როგორც დიდებში????

რა პრიზებს გულისხმობ საპრიზო ფონდს? ეგ მცირეა მაგრამ ჩვენთან საკაიფო ბონუსებია ახალგაზრდებშიც და კადეტებშიც ევროპა მსოფლიოზე biggrin.gif

First place
Gold medal and 2,000 US$ (judoka: 1,600 US$ and coach 400 US$)
Second place
Silver medal and 1,400 US$ (judoka: 1,120 US$ and coach 280 US$)
Third places (x2)
Bronze medals and 800 US$ for each (judoka: 640 US$ and coach 160 US$)
ტურნირის საპრიზო ესაა

Posted by: ძამა 17 Oct 2017, 22:51
QUOTE
First place
Gold medal and 2,000 US$ (judoka: 1,600 US$ and coach 400 US$)
Second place
Silver medal and 1,400 US$ (judoka: 1,120 US$ and coach 280 US$)
Third places (x2)
Bronze medals and 800 US$ for each (judoka: 640 US$ and coach 160 US$)

რა არი ვერ გაიმეტეს მეტი ახალგაზრდებისთვის???? facepalm.gif facepalm.gif
მსოფლიოა ბოლო-ბოლო, ის ხო არ არი, რაღაც კოლმეურეობის ჩემპიონატი?!!

Posted by: miishooo91 17 Oct 2017, 23:37
ძამა

სამაგიეროდ ჩვენი სპორტის სამინისტრო ურიცხავს მერე 20 და 30 ათასებს smile.gif ღმერთმა შეარგოთ ოღონთ კი მედლები დადონ და.

Posted by: ძამა 17 Oct 2017, 23:40
QUOTE


სამაგიეროდ ჩვენი სპორტის სამინისტრო ურიცხავს მერე 20 და 30 ათასებს  ღმერთმა შეარგოთ ოღონთ კი მედლები დადონ და.

ძალიანაც კარგი , თუ ესეა მაგას რა ჯობია,
უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ ჯიგრებს

Posted by: JorgeFonseca 17 Oct 2017, 23:53
ძამა
"ახლანდელი თანხები საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N39 დადგენილებითაა განსაზღვრული. ამ დოკუმენტით, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი 34 000 ლარს იღებს, რასაც გუნდურში კიდევ 68 ათასი ემატება (ოღონდ ეს თანხა გუნდის ყველა წევრზე ნაწილდება). მეორე პრიზიორის შემთხვევაში ეს ნიხრები ასეთია: 25 500 და 51 000 ლარი, მესამეზე - 17 000 და 34 000 ლარი.

ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე ეს ნიხრები ასეთია: ოქროს მედალზე - 25 500 და 51 000 ლარი, ვერცხლზე - 17 000 და 34 000 ლარი, ბრინჯაოზე - 8 500 და 17 000 ლარი."

შარშანდელი სტატიიდან არის.. მოტივაციის პრობლემა არ ექნებათ ნაღდად biggrin.gif მწვრთნელების პრობლემა უფრო იყო ევროპაზე და ვნახოთ მსოფლიომდე თუ იქცა გუჯეჯიანი ხაბარელად sad.gif არადა გუჯეჯიანსაც ვერ ვერჩი ძმაო რაც იცის მძიმე წონაა და მძიმეებს კი დაადებინა ორივეს მედალი biggrin.gif

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 01:30
იმედი მაქვს ორ-სამ მედალს ავიღებთ. ოქროზე საუბარი არარეალურად მიმაჩნია სამუწხაროდ.

Posted by: MickeyLL 18 Oct 2017, 01:39
ბექასნაირი იუნიორი არ ყოფილა არავინ ჯერ საქართველოს ნაკრებში!! კაცებშიც იგივე ბექა გვინდა!!

Posted by: otia-83 18 Oct 2017, 08:26
წარმატებები ბიჭებს და გოგონებს!

1-2-3 მედალი იქნება ალბათ, ოქრო მეეჭვება, მაგრამ არც გამორიცხულია.

ბაგრატ ნინიაშვილი
ლუკა მაისურაძე
ონისე სანებლიძე
გელა ზაალიშვილი

ეთერ ლიპარტელიანი
სოფიო სომხიშვილი

ამათგან ველი 2 მედალს (ვერცხლ-ბრინჯაოს) + თუ ოქრო დავდეთ უფრო ალბათ სოფიოს ან ზაალიშვილის კისერზე იქნება ეგ ამბავი, უფრო სოფიოსი.

Posted by: Dennis Bergkamp 18 Oct 2017, 11:01
წინა ევროპაზეც ავღნიშნე, რომ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თაობაა. საკუთარ თავს უნდა გადაახტნენ რომ ოქრო დაიდოს.

სომხიშვილს აქვს ყველაზე კარგი შანსი, თუმცა არ არის აშკარა ფავორიტი. თან ასაკითაც პატარაა.

წარმატებები ჩვენს ახალგაზრდებს.

ქიფინგ ფინგერს ქროსდ :დ

Posted by: ძამა 18 Oct 2017, 11:25
სხვა ქვეყნით მოასპარეზე ქართველები გვყაავს ?

Posted by: otia-83 18 Oct 2017, 11:25
სანებლიძეს მეტოქე რომაა "ადამიანი" რას წარმოადგენს? ძლიერია?

Posted by: miishooo91 18 Oct 2017, 11:54
otia-83

QUOTE
სანებლიძეს მეტოქე რომაა "ადამიანი" რას წარმოადგენს? ძლიერია?


წელს ევროპის ფინალი წააგო კოწოევთან.

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 12:01
წიქორა ზაგრებშია და რატომ არ გამოდის ვერ მივხვდი...წონის ჩაბარება არ არის აშკარად პრობლემა biggrin.gif

user posted image

Posted by: gamoige 18 Oct 2017, 12:04
პდფ ფაილი რო იყო ადრე ვინ ვის შემდეგ გამოდიოდა არ მოგვეპოვება?

Posted by: JorgeFonseca 18 Oct 2017, 12:05
gamoige
http://judolive01.lb.judobase.org/www.judo-world.net/ijf/world/wc_jun2017/tta_pdf_show_all_contests.php

წიქორა დავიჯერო მარტო გუნდურისთვის წაიყვანეს? ევროპის მედალმა ვერ უშველა? biggrin.gif

Posted by: gamoige 18 Oct 2017, 12:07
ისე ჩვენში დარჩეს და მაისურაძე-გრიგალაშვილის გარდა სამომავლოდ არცერთის იმედი არ მაქვს.. იმ სასტუმროსთან მაქვს შეხება სადაც შეკრება გაიარეს და იმენა ბარდაგია..
yes.gif

Posted by: miishooo91 18 Oct 2017, 12:10
gamoige

ცოტა უფრო დაწვრილებით თუ შეიძლება smile.gif და ის ზემოთხსენებული ორი კაცი კარგად იქცეოდნენ?

Posted by: ძამა 18 Oct 2017, 12:40
ჯაპანელ გენკის 18-იდან ყველა მოგება აქვს,,
აჰა მეცხრამეტეც მოიგო biggrin.gif

Posted by: JorgeFonseca 18 Oct 2017, 12:41
კოგას რა ვაზარი მისცეს lol.gif გამოშტერდა შელდონა biggrin.gif ბოლოს კი გააპრავა კაიო ხო ვაზარის ეძახიან დღეს ამასო მაგრამ რეალურად შენელებული კადრის მერეც ვერ დაინახა ვაზარი biggrin.gif პროსტა უტყდება ხოლმე მთლად გადავლა მსაჯებისთვის და კიო კაცო არ ვედავებიო მაგრამ მე მომეჩვენა რო არ იყოო biggrin.gif

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 12:46
ხო არ გავდა ვაზარს...ისე კი ჯობდა კოგა მთელი შეხვედრა, მაგრამ რავი აბა ჯანში პრობლემები აქვს ასაკიდან გამომდინარე

Posted by: ძამა 18 Oct 2017, 12:47
ერთი ჩაიდანური ვაპროსი მაქვსsmile.gif
აი ხო არი წონაში გაორება, თეორიულად შესაძლებელია ოთხი, ხუთი ან თუნდაც მთელი ნკრები გაიყვანონ 1 წონაში? lol.gif lol.gif და თუ არი შესაძლებელი მაქსიმუმ ვის და რამდენი გამოუყვანია??? lol.gif

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 12:49
QUOTE (ძამა @ 18 Oct 2017, 11:47 )
ერთი ჩაიდანური ვაპროსი მაქვსsmile.gif
აი ხო არი წონაში გაორება, თეორიულად შესაძლებელია ოთხი, ხუთი ან თუნდაც მთელი ნკრები გაიყვანონ 1 წონაში? lol.gif lol.gif და თუ არი შესაძლებელი მაქსიმუმ ვის და რამდენი გამოუყვანია??? lol.gif

ორია მაქსიმუმ დასაშვები ერთ წონაში.

მგონი ერთმანეთს ემთხვევა პაპინა და ნინიაშვილი

Posted by: JorgeFonseca 18 Oct 2017, 13:09
ვანო დიდად არ მომეწონა მაგრამ პირველი შეხვედრა იყო მაინც და იმედია აჭიდავდება ;დ

აი პაპინამ სრულფასოვანი რევანში დადო ძალიან მაგრად გადაუარა ფრანგს smile.gif და დროის გაყვანის საუკეთესო მაგალითიც აჩვენა იმედია მისი თანაგუნდელებიც მიბაძავენ ამ მხრივ ;დ

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 13:11
QUOTE (JorgeFonseca @ 18 Oct 2017, 12:09 )
ვანო დიდად არ მომეწონა მაგრამ პირველი შეხვედრა იყო მაინც და იმედია აჭიდავდება ;დ

აი პაპინამ სრულფასოვანი რევანში დადო ძალიან მაგრად გადაუარა ფრანგს smile.gif და დროის გაყვანის საუკეთესო მაგალითიც აჩვენა იმედია მისი თანაგუნდელებიც მიბაძავენ ამ მხრივ ;დ

ეგრეც ვერ იტყვი...კლასნად ეჭიდავებოდა და ვაზარი-იპონიც მოუხია....პაპინა რა ცქვიტია მოკლედ gigi.gif

Posted by: otia-83 18 Oct 2017, 13:12
დავძლიეთ პირველი ეტაპი. ორივე კარგად იყენებს ჩახტომილს, მაგრამ პაპინას სუნთქვა-გამძლეობის პრობლემა აქვს. არ იცის ეტყობა ძალების სწორად გადანაწილება. 2 წუთის მერე უკვე აღარ გამოიყურებოდა კარგად, რამდენჯერმე გდებასაც გადაურჩა. ბოლოს ჩახტომილები კი კარგად გამოიყენა დროის გასაყვანად+კონტრად. ნინიაშვილი ჯერჯერობით მომეწონა up.gif

Posted by: JorgeFonseca 18 Oct 2017, 13:15
Rammstein
პარტერის ამბავში ვთQვი.. დასაწყისშივე შემაშინა ნამეტანი ამერიკელმა smile.gif)) და ეს კიდე როცა შანსი ქონდა არც ეჩალიჩებოდა დიდად sad.gif


Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 13:15
QUOTE (otia-83 @ 18 Oct 2017, 12:12 )
დავძლიეთ პირველი ეტაპი. ორივე კარგად იყენებს ჩახტომილს, მაგრამ პაპინას სუნთქვა-გამძლეობის პრობლემა აქვს. არ იცის ეტყობა ძალების სწორად გადანაწილება. 2 წუთის მერე უკვე აღარ გამოიყურებოდა კარგად, რამდენჯერმე გდებასაც გადაურჩა. ბოლოს ჩახტომილები კი კარგად გამოიყენა დროის გასაყვანად+კონტრად. ნინიაშვილი ჯერჯერობით მომეწონა up.gif

აი კაცურად სად ნახე პაპინას დაღლა ? ნახევარი წუთით ადრე რომ მახრჩობელაზე ლეკურივით უვლიდა მანდ ? gigi.gif ან ფრანგის ილეთის მცდელობა სად ნახე. ასეთი დომინანტური ჭიდაობა დიდი ხანია არ მინახავს.

Posted by: JorgeFonseca 18 Oct 2017, 13:21
2-2 შიდოები მიაწვა ჯაპანს გურბანლი გაიყვანა და მოიგო biggrin.gif დიდებში ვერაფერს იზამს ეს.. მხოლოდ ჯანის ხარჯზე მეტოქეს შიდოებს კიდებს ეგ არის და ეგ მთელი გურბანლის ჭიდაობა და დიდებში არ იქნება 2-3 წლით დიდი მეტოქეზე ასე რომ არა მგონია ამისგან რამე დადგეს :დ

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 13:22
ისე მაჯებიდან ჩახტომა რამდენჯერ სცადა დაამუღამეთ ?

პაპინას მომზადებულია აშკარად ეტყობა biggrin.gif

Posted by: otia-83 18 Oct 2017, 13:41
Rammstein
ერთხელ იყო მომენტი მესამე წუთის ბოლოს ფეხ აწეულები იყვნენ ორივე და ფრანგს მიწოლა რომ მოეხერხებინა დააგდებდა ვაზარზე. ბოლოს კი თითქოს დაღლილი მომეჩვენა. მგონია, რომ ზედმეტად ბევრი ენერგია მიახარჯა ამ ფრანგს. ეს ენერგია მომდევნო შეხვედრებში უფრო გამოადგებოდა.

ღმერთმა ქნას ვცდებოდე.

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 13:45
აზერები რა დღეში არიან...ჯერ ჯაპანი გააგდო გურბანლიმ, ახლა რა მაგარ კორეელს მოუგო ჰუსეინოვმა

Posted by: miishooo91 18 Oct 2017, 13:47
http://www.ippon.org/wc_jun2017.php

ქართველია ვითომ? spy.gif

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 14:20
ისევ ემთხვევიან ერთმანეთს.

აბა ვნახოთ რას იზამს პაპინა ჯაპან ბრაზილიელთან

Posted by: JorgeFonseca 18 Oct 2017, 14:35
ეს ის იშვიათი შემთხვევაა მსაჯებმა რო გვიჯიგრეს biggrin.gif როგორც ყოველთვის არანაირი ტაქტიკა არ გვაქ 'ცანცარა' მეტოქეების წინააღმდეგ..
* * *
კარგია რო ორივე გავიდნენ love.gif მაგრამ იქნება მოვიფიქროთ მაგ ცანცარების წინააღმდეგაც რამე ტაქტიკა საცოდაობაა ასე შიდოების ლოდინი.. სხვა მეტოქესთან პირიქით ჯაბას მისცემდნენ 3 შიდოს ეხლა ეს ბრაზილიელი იყო და ეკიდათ biggrin.gif

Posted by: gamoige 18 Oct 2017, 14:39
QUOTE (miishooo91 @ 18 Oct 2017, 12:10 )
gamoige

ცოტა უფრო დაწვრილებით თუ შეიძლება smile.gif და ის ზემოთხსენებული ორი კაცი კარგად იქცეოდნენ?

კი ბატონო, რეჟიმისტი ბიჭები არიან, თავის დროზე ჭამა, ძილი, ვარჯიში და ა.შ yes.gif

Posted by: otia-83 18 Oct 2017, 14:47
აბა ვნახოთ მონღოლთან პაპინა, ილეთები სჭირდება, თორე მონღოლის თუ აჯაჯგურა ხეირი არ იქნება მაქედან. იმედია სისწრაფეში დაჩაგრავს და დააგდებს. ნინიაშვილს არ უნდა გაუჭირდეს წესით ნახევარ-ფინალში გასვლა.
* * *
აზერებს შიდოს ცოცხალი თავით არ აძლევენ. ჰა-ჰა ბოლო წამზე მიუგდონ არაფრისმთქმელი შიდო sad.gif ნინიაშვილმა ეს ბღლარძუნა გარბანლიც უნდა გაიფინოს პოლის ტილოსავით.


იქნებ ქართული ფინალიც. ჰააა smile.gif love.gif sa.gif war.gif

Posted by: Lotkinski 18 Oct 2017, 14:59
QUOTE
იქნებ ქართული ფინალიც. ჰააა


კაი ეხლა ნუ დაფრინავ ოცნებებში biggrin.gif

Posted by: JorgeFonseca 18 Oct 2017, 15:07
აი ამ გდებაზე ხო არ ვდაობ ძმაო smile.gif საღოლ კოგა საღოლ მაგარი ბიჭია
* * *
გენაცვალე ვანო ესეც პირველი 1/2 ფინალი! იქით თემაში ვივარაუდე რო გავიდოდა 1/2 ფინალში და იმედია გურბანლისაც მოჭიმავს კიდევ ერთხელ!!!

Posted by: MickeyLL 18 Oct 2017, 15:16
მაგარია ნინიაშვილი მტკივნეულზეც სულ მუშაობს ნევაზაში!!

Posted by: iverieli 18 Oct 2017, 15:18
ვა საღოლ ბიჭებს ორივე ნახევარფინალშია bis.gif bis.gif

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 15:19
გაძუყნა პაპინამ ის მონღლი...ცვეტში გაძუყნა

Posted by: bernabeu7 18 Oct 2017, 15:23
თფუ, თფუ თვალი არ ეცეთ რა კარგად მიდიან

Posted by: otia-83 18 Oct 2017, 15:25
პაპინას მეორე გდება თუ არ იყო იპონი აბა მაშ რაღაა იპონი?! გააუბედურა მონღოლი, ორივე ბეჭზე ერთდროულად დაუცა მაინც და მაინც ორი ბეჭი და კუდუსუნი უნდა ეხებოდეს ტატამს ერთდროულად, რომ იპონი აწიონ?

Lotkinski
QUOTE
კაი ეხლა ნუ დაფრინავ ოცნებებში

მე უფრო მაგრად ვაწვები ეხლა ამ ოცნებას yes.gif

პირველ შეხვედრაში აშკარად შევცდი პაპინას დაღლილობაზე რომ დავწერე. ვაღიარებ user.gif მაგარ ფორმაშია.


ნინიაშვილთან რა მაგრად მუშაობდა ის უნგრელი პარტერში, ორჯერ დაუძვრა ხელის მტკივნეულიდან და + კინაღამ იქით მოგუდა ორივეჯერ. ძაან სახიფათოა ეგ კისერზე ფეხების მოჭერა, საძილე არტერიას კეტავს ეგრევე და იძინებს კაცი. ყოჩაღ რომ გაუძლო ვანომ.

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 15:29
QUOTE (otia-83 @ 18 Oct 2017, 14:25 )
მე უფრო მაგრად ვაწვები ეხლა ამ ოცნებას yes.gif

აი ხო გამოვშტერდები ჩვენთვის ისტორიულად ყველაზე სუსტ წონაში მსოფლიოზე ქართული ფინალი რომ დაიდოს.

ორივეს ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავს. ყურბანლიმაც და ნარბაიევმაც უფრო ძლიერი მეტოქეები დაყარეს
* * *
რა მალე მოუწია კაცო რა არის ეს

.................

Posted by: Lotkinski 18 Oct 2017, 15:41
აუ ბიჭოოოოოოოოოოოოოო sad.gif რა შათლახია ეს გურბანლი, რატო იჩქარა ვანომ, რატო

Posted by: gamoige 18 Oct 2017, 15:41
აუუუუ ეს აზერები როგორ მაღიზიანებენ რააა აზზე არ არიან ამ ჭიდაობის და მიაწექი მოაწექით იგებენ

ან რა მალე მოუწია ნინიაშვილს რა იყო ეს

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 15:43
ნინიაშვილმა დაუშვა შეცდომა თუ შეეშინდა არ ვიცი...კაი შესაკრავი პოზიცია მიიღო, შეეშინდა და ცალმხრივზე დადგომა სცადა. თავისით გაიჩალიჩა.

Posted by: otia-83 18 Oct 2017, 15:43
ძაან ეშინოდა მესამე შიდოსი. პირელივე პასიურობაზე მისცემდნენ და მაგიტომ.

ძაან ბანძი, მონღოლური ჯაჯგურა სტილი ავს მაგ ყურბანლის

Posted by: iverieli 18 Oct 2017, 15:51
კარგია ჯაბა გავიდა ფინალში. ვანოს არ გაუმართლა. მთავარია არ მოდუნდეს და ბრინჯაოსთვის ბოლომდე დაიხარჯოს

აზერები ნახე რა დღეში არიან, ორივე წონაში ფინალშია

Posted by: otia-83 18 Oct 2017, 15:51
მაგარია პაპინა თავის ძმაზე ბევრად კარგი ძიუდოისტი შეიძლება გამოვიდეს მისგან smile.gif

ამან მაინც გააგოროს აზერი smile.gif

Posted by: MickeyLL 18 Oct 2017, 15:51
საღოლ პატარა პაპინას, მაგარ ფორმაშია, არ იღლება ტიპი!! გურბანლის ფიზიკურ ძალას როგორ გაუძლებს ვნახოთ, სისწრაფით და ტექნიკურობით უნდა მოიგოს რა!!

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 15:52
რა იჩალიჩა პაპინამ...მანდ თავზე გადასვლა მეგონა და რომ არ მოხსნეს უკვე მოიგო-მეთქი...

ფიზიკაში დაჩაგრა ყაზახი..გდებამდე აშკარად ჩავარდა

Posted by: otia-83 18 Oct 2017, 15:55
ფინალური ბლოკი რომელზე იწყება?

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 15:59
QUOTE (otia-83 @ 18 Oct 2017, 14:55 )
ფინალური ბლოკი რომელზე იწყება?

18:00

...............................
* * *
user posted image

მურტალი ეპიზოდი იყო biggrin.gif

Posted by: Dennis Bergkamp 18 Oct 2017, 16:06
ეს გურბანლი რაც თავი მახსოვს სულ ახალგაზრდებში ჭიდაობს. ნინიაშვილს ხომ ქონდა მაგისთვის მოგებული. გატეხა sad.gif

თან ორმაგად გატეხა, რომ ვერ ვუყურებ sad.gif

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 16:17
იმიტომაა ძიუდოში ვერაფერს ვერ განსაზღვრავ წინასწარ....19 წლის არის პაპინა და წლევანდელ წლამდე არსად არ ჩანდა.

ამასობაში კოგაც მოჭიმა ჰუსეინოვმა.

Posted by: bvb 18 Oct 2017, 16:21
მგონი მოსახსნელი იყო პაპინა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა როდესაც მსაჯები ჩვენ დაგვეხმარნენ და იმედია შევირგებთ ბოლომდე ამ საჩუქარს

Posted by: frager 18 Oct 2017, 16:26
ხო აშკარად თავზე დატრიალებას გავს.

Posted by: Lotkinski 18 Oct 2017, 16:29
QUOTE
გავს.


გავს კი არა ეგაა smile.gif ძალიან გამიკვირდა პაპინას არ მოხსნა. ისე გურბანლისთან შანსი უფრო პაპინას აქვს ჩემი აზრით ვიდრე იმ ყაზახს. მოკლედ ფინალური ბლოკის დროს გზაში ვიქნები, ასე რომ უჩემოდ უქომაგეთ.

Posted by: otia-83 18 Oct 2017, 16:30
აი საერთოდ არ დატრიალებულა თავზე. საერთოდ არ გამოუყენებია თავი გდებისგან თავის ასარიდებლად.

ჰაერშივე დატრიალდა და მხოლოდ ბოლო მომენტშიღა შეახო თავი, მაშინ როცა უკვე შემოტრიალებული იყო.

თავის დადების შემდეგ სხეულის ტრაექტორია არ შეცვლილა.

სწორად განსაჯეს მსაჯებმა old.gif

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 16:43
QUOTE (otia-83 @ 18 Oct 2017, 15:30 )
აი საერთოდ არ დატრიალებულა თავზე. საერთოდ არ გამოუყენებია თავი გდებისგან თავის ასარიდებლად.

ჰაერშივე დატრიალდა და მხოლოდ ბოლო მომენტშიღა შეახო თავი, მაშინ როცა უკვე შემოტრიალებული იყო.

თავის დადების შემდეგ სხეულის ტრაექტორია არ შეცვლილა.

სწორად განსაჯეს მსაჯებმა old.gif

ერთადერთი რაც ამ გადაწყვეტილებას აპრავებს, გვერდულად წავიდა თავის დარტყმის შემდეგ, მაგრამ თავი დაარტყა ფაქტია..საერთოდ უნდა ამოიღონ ეს წესი ისეთ ბუნდოვნებას ქმნის. ისე დიდი ხანი უყურებდნენ და ღვინიაშვილისგან განსხვავებით ზერელედ არ მიდგომიან საქმეს. უბრალოდ ეგ ყაზახი აზერი, ჯაპანი ან რუსი რომ ყოფილიყო არ დაფიქრდებოდნენ ისე მოგვხსნიდნენ.

Posted by: miishooo91 18 Oct 2017, 16:46
კაროჩე მე მახსოვს ნაგლიაშვილი რომ ახალგაზრდებში გადმოვიდა პირველ წელს მაშინ მოუგო ევროპაზე ამ გურბანლის. ეხლა ნაგლიაშვილი რამხელა და სადაა და ეს ყურბანლი ისევ ახალგაზრდებშია. თან ნაგლი 66-ში ავიდა და ეს ისევ 55-შია. 100% გადაკედებული აქ მინიმუმ 3 წელი, შეიძლება მეტიც.

ხო კიდე პაპინაშვილის მოგვერდი მონღოლთან ძალიან მაგარი იყო.

Posted by: GioNage 18 Oct 2017, 16:55
QUOTE
კაროჩე მე მახსოვს ნაგლიაშვილი რომ ახალგაზრდებში გადმოვიდა პირველ წელს მაშინ მოუგო ევროპაზე ამ გურბანლის. ეხლა ნაგლიაშვილი რამხელა და სადაა და ეს ყურბანლი ისევ ახალგაზრდებშია. თან ნაგლი 66-ში ავიდა და ეს ისევ 55-შია. 100% გადაკედებული აქ მინიმუმ 3 წელი, შეიძლება მეტიც.

ერთი წლით არის ნაგლიაშვილზე დიდი, 2013შიც შეხვდენენ კადეტების მსოფლიოს ნახევარფინალში და იქ ამან მოუგო, მერე ფინალში ბეგოც დაგვიმარცხა (იმედია, დღეს ვერ იზამს იგივეს). რა ამის ბრალია, რომ ნაგლიაშვილმა პროგრესი ვერ განიაცადა და კლასის ნაცვლად წონაში მოიმატა. იგივე ითქმის ბეგლარიშვილზეც სამწუხაროდ, რომელიც გაცემული ავანსების 50%საც კი ვერ ამართლებს. ამას კადეტების მსოფლიო თავში არ ავარდნია და შედეგების კეთება დაიწყო ჯერ ახალგაზრდებში, დარწმუნებული ვარ დიდების ტურნირებზეც მისცემენ შანსს. გაცილებით უკეთესად მუშაობენ ახალგაზრდა ძიუდოისტებთან ჩვენი მეზობლები, ჩვენზე გაცილებით პროფესიონალურად!! უბრალოდ, იმედია, პაპინაშვილის ნიჭი გადასძალავს, ამის გამოცდილებას და უკეთეს მწვრთნელებს.

Posted by: otia-83 18 Oct 2017, 16:58
Rammstein
QUOTE
ერთადერთი რაც ამ გადაწყვეტილებას აპრავებს, გვერდულად წავიდა თავის დარტყმის შემდეგ, მაგრამ თავი დაარტყა ფაქტია.

თავის შეხების მერე ტრაექტორა არ შეცვლილა, რა მიმართულებითაც მიდიოდა შეხებამდე იგივე მიმართულებით დასრულდა გდება.

ღვინიაშვილი კიდე თავის შეხების მერე 180 გრადუსით შემოტრიალდა.

მართლა ძაან ბუნდოვანი და უაზრო წესია. ყველა ადამიანს შეუძლია თავისი ინტერპრეტაცია დადოს, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს სხვა და სხვანაირი ინტერპრეტაცია. gigi.gif

Posted by: miishooo91 18 Oct 2017, 17:08
GioNage

QUOTE
ერთი წლით არის ნაგლიაშვილზე დიდი,


თუ 1 წლით არის ნაგლიაშვილზე დიდი ახალგაზრდებში რა უნდა მაშინ? ups.gif

კარგი მივხვდი რაც იგულისხმე მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები. აგერ 60 კილოში იჭიდავა თბილისში ზედაზენის თასი და 18 წლის ნადირაძემ მოუგო... თავად განსაჯეთ რა დონის ტალანტია და დიდებში რას იზავს 60-ში.

Posted by: otia-83 18 Oct 2017, 17:19
GioNage
QUOTE
ნაგლიაშვილმა პროგრესი ვერ განიაცადა და კლასის ნაცვლად წონაში მოიმატა.

როგორც შორიდან ჩანს, საქართველოში ან არ იციან არაფერი სპორტული კვების, რეჟიმის და დიეტოლოგია-ფიზმომზადების შესახებ, ან კიდევ ძალიან მოძველებული ინფორმაცია აქვთ ამ მიმართულებაზე. ისედაც დარდიმანდი ხალხი ვართ, ერთიანად გავიგიჟებთ თავს, ვიშრომებთ ვივარჯიშებთ, რაღაც შედეგს მივაღწევთ და მერე ერთიანადვე ავუშვებთ აღვირს და ვეშვებით თავდავიწყებით გულაობაში, აღარავის ახსენდება რეჟიმი, წონის კონტროლი, ნუტრიცია, ძილის გრაფიკი,. მიდის სმა, განსხვავებულების ჭახუნი, ღამის კლუბებში გრიალი, სიგარეტი, ჩილიმი, ლუდი, ვისკი და 2 კვირის მერე რომ გამოიფხიზლებენ აღმოაჩენენ, რომ თურმე წონაში 15 კილო აქვთ მომატებული. მერე ისევ თავის მოგიჟიანება, შრომა, შიმშილი, ბევრი სირბილი საწვიმარი ლაბადებით, ყოველივე ამის მერე მაინც რომ ვერ დადიან საჭირო წონამდე შეჯიბრის წინა ღამეს უარეს საშინელებას უშვრებიან სხეულს და სითხისგან ცლიან ფაქტიურად.

კიდევ მაგარ შედეგებს აკეთებენ ჩვენები, ამ ყველაფრის მიუხედავად.

დუიე მახსოვს ოლიმპიური ჩემპიონი, რომ გახდა მეორე დღეს სიდნეის პლაჟზე დარბოდა და ვარჯიშობდა, ჯერ კარიერა არ დამიმთავრებიაო.

ჩვენს ტვინებშია რევოლუცია მოსაწყობი პირველ რიგში. ბავშვობიდანვე. ამას მარტო მწვრთნელი ვერ შეძლებს, მწვრთნელმა, ექიმმა და მშობლებმა ერთად უნდა იზრუნონ ამაზე და ბავშვიც პატარაობიდანვე მიაჩვიონ სწორ რეჟიმს.

Posted by: JorgeFonseca 18 Oct 2017, 17:39
otia-83
QUOTE
აი საერთოდ არ დატრიალებულა თავზე. საერთოდ არ გამოუყენებია თავი გდებისგან თავის ასარიდებლად.

ჰაერშივე დატრიალდა და მხოლოდ ბოლო მომენტშიღა შეახო თავი, მაშინ როცა უკვე შემოტრიალებული იყო.

თავის დადების შემდეგ სხეულის ტრაექტორია არ შეცვლილა.

სწორად განსაჯეს მსაჯებმა

100% yes.gif აშკარად იქამდე შეტრიალდა სანამ თავს შეახებდა ტატამს biggrin.gif

Rammstein
QUOTE
უბრალოდ ეგ ყაზახი აზერი, ჯაპანი ან რუსი რომ ყოფილიყო არ დაფიქრდებოდნენ ისე მოგვხსნიდნენ.

100% ესეც biggrin.gif

Posted by: GP&GP 18 Oct 2017, 18:56
შელდონას რგორ ჩახლეჩია ხმა. ძლივს ლაპარაკობს. ცოტა მაინც დაასვენონ ცოდოა კაცი

Posted by: bernabeu7 18 Oct 2017, 19:18
ეს რა იყო, რა ამის დედა ვატირე, რა დროს წამოუვიდა ხელიდან სისხლი

Posted by: Lotkinski 18 Oct 2017, 19:19
სულ ასე უაზროდ რატო ჩქარობს ეს ბავშვი, მსოფლიოს მედლის ფასად დაუჯდა ეს უაზრო მოქმედება sad.gif დასანანია

Posted by: rolexa 18 Oct 2017, 19:21
აუ მაგრად გამიტყდა... თითქოს ჩვენ მიგვყავდა ჭიდაობა...

Posted by: JorgeFonseca 18 Oct 2017, 19:29
ოქროოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!! 50 წლის გურბანლი დამარცხებულიააააააააააააააააააააააააააააააააააააააა love.gif

Posted by: bvb 18 Oct 2017, 19:29
საღოლ პატარა პაპინას, გაძუყნა გურბანლი!

Posted by: bernabeu7 18 Oct 2017, 19:30
არიიიიიისს ყოჩაღ პაპიიიიიინ, მაგარი ხარ!!!!!!

Posted by: rolexa 18 Oct 2017, 19:31
დიდი პაპინაც მევასება... მაგრამ... ამას თავის ძმაზე უკეთესი მომავალი ექნება...

Posted by: Lotkinski 18 Oct 2017, 19:31
კაი ბიჭი, კაია როცა დღე ოქროთი დასრულდება smile.gif გილოცავთ

Posted by: miishooo91 18 Oct 2017, 19:31
ბოლოს ცოტა დაიღალა მაგრამ მგელია რა, გდების ინსტიქტი აქვს რასაც ჰქვია, ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია შექმნას საფრთხე. გილოცავთ ხალხო მსოფლიო ჩემპიონობა 55 კილოში სუპერ შედეგია smile.gif ყურბანლი უშანსოდ იყო ერთი ნორმალური შეტევა ვერ გაუკეთა smile.gif

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 19:32
მსოფლიო ჩემპიონიიიიიიი...... !!!

Posted by: miishooo91 18 Oct 2017, 19:35
ბრინჯაოებიც პაპინას დამარცხებულებმა მოიგეს. ესეიგი დღეს უძლიერესი იყო ჯაბა და დაიმსახურა. 60 კილოს მომავალზე დიდებში მგონი აღარ ღირს ნერვიულობა smile.gif

Posted by: Lotkinski 18 Oct 2017, 19:36
საკაიფოდ ეჭიდავა, ფუყეა ეს გურბანლი. ვულოცავ ჯაბას და ყველას, ვისაც გაუხარდა. აბა ოქროს იმედი არ გვაქვსო ვინ იძახდა? biggrin.gif იკისრეთ ეხლა ხო ავაღებინე ჯაბას ოქრო

Posted by: bernabeu7 18 Oct 2017, 19:36
კი ის არის რომ ჯაბას ამირანისგან გასნხვავებით კომპლექსები არ აქვს.

Posted by: Dennis Bergkamp 18 Oct 2017, 19:39
ყოჩეღ ჯაბა. გენაცვალე. აუ რა გაასწორა ბიჭო.

მეორე ვაზარი რა კლასნად, მაგრამ სასაცილოდ აუღო lol.gif როგორ დაუდგა ბიჭო

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 19:49
ბოლოს გაგვიტარეს მსაჯებმა, მაგრამ მანამდე ორი შიდო საერთოდ არ ეკუთვნოდა პაპინას, მაქსიმუმ ერთი. რა ნაგლად არ ტოვებდა ეგ ახვარი მსაჯი ტატამს, ყურში ელოდა რაღაცის თქმას. ნინიაშვილი ყურბანლიზეც ეგ მსაჯობდა და ცოტა "უცნაურად" არიგა მანდაც შიდოები ადრე. იმან უშველა პაპინას, რომ ეგ შიდოები დაუმსახურებლად მიიღო, თორემ რა შრომა ეყრებოდა წყალში. იმაზე ვიღადავე კიდევ ხაზთან რომ იდგა და გუჯეჯამ რომ უთხრა შედი ბიჭო რას მიდგეხარ აქო biggrin.gif არადა რეალურად რომ მივუდგეთ ყურბანლის ერთი გდებაც არ შეუსრულებია მთელი შეხვედრა.

Posted by: miishooo91 18 Oct 2017, 19:57
სად ხართ ხალხო კაცმა მსოფლიო მოიგო ზედაზენის თასი ხომ არა biggrin.gif ისე მე და გოჩა გამოველაპარაკეთ საკლუბოზე ორი სიტყვით, ჭიდაობა შევუქეთ და წარმატებაც ვუსურვეთ.

Posted by: JorgeFonseca 18 Oct 2017, 19:59
miishooo91
აუ რა კაიფი იქნება ეხლა ყველა რო სასწაულ ფორმაში გაიჩითოს მსოფლიოზე biggrin.gif გუჯეჯიანი უნდა ავიტაცოთ ხელში აეროპორტში biggrin.gif კი დაგვიჯდება ძვირად მაგრამ თუ დაიმსახურებს კაცი... boli.gif

Posted by: Scoffield 18 Oct 2017, 20:02
გუჯეჯიანი სუსტი მაინც იყოს მინიმუმ 6-7 კაცი დაგვჭირდება, ჰაერში ასაგდებად biggrin.gif

გილოცავთ ჯაბას ოქროს რა მოულოდნელად გამოჩნდა ისე,თან გვიან დაიწყო შედეგების კეთება


+ქულები აიღო დიდების მსოფლიო რეიტინგში.

Posted by: Dennis Bergkamp 18 Oct 2017, 20:02
QUOTE
ეგ შიდოები დაუმსახურებლად მიიღო


მეორე შიდო ეკუთვნოდა ისე. ნახევარი საათი იდგა ლამის თავდახრილ მდგომარეობაში.

ყოჩაღ რა ამ ბიჭს, საერთოდ არ ჩანდა და ბრახ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ახალგაზრდებში, თან დამსახურებულად კითხვის ნიშნების გარეშე. up.gif

Posted by: bernabeu7 18 Oct 2017, 20:03
აბა თუ გამოიცნობთ ხვალ 52-ში ვინ გახდება ჩემპიონი? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: miishooo91 18 Oct 2017, 20:04
JorgeFonseca

ვნახოთ აბა გრიგალაშვილმა ჰეიდაროვი გააგოროს და მართლა ასატაცებელი იქნება გუჯეჯა biggrin.gif გული მწყდებოდა როცა ევროპის მერე ამ თაობას სუსტს უწოდებდნენ, ჩემდა გასაკვირად საკმაოდ გამოცდილი უზერებიც კი. არადა ძალიან ძლიერი თაობაა და იმედია ამას მომდევნო დღეებშიც დაგვანახებენ smile.gif

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 20:06
QUOTE (Dennis Bergkamp @ 18 Oct 2017, 19:02 )
QUOTE
ეგ შიდოები დაუმსახურებლად მიიღო


მეორე შიდო ეკუთვნოდა ისე. ნახევარი საათი იდგა ლამის თავდახრილ მდგომარეობაში.

ყოჩაღ რა ამ ბიჭს, საერთოდ არ ჩანდა და ბრახ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ახალგაზრდებში, თან დამსახურებულად კითხვის ნიშნების გარეშე. up.gif

ხო მაგრამ ყურბანლი ჩავლებასაც არ უღებდა ისე აწვებოდა, ეს კიდევ ასწრებდა ჩავლებას და უხტებოდა.

მგონი ტატამიდან ვერ გამოვიდა...ისე იდგა კვარცხლბეგზე გეგონებოდა კიდევ ერთხელ დაუდგება სამივესო gigi.gif

Posted by: JorgeFonseca 18 Oct 2017, 20:09
სუგიმოტოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!
* * *
miishooo91
კაი თაობაა რაის სუსტი კაცო ბევრი ნიჭიერი ბიჭია.. რაღაც სუპერსთარი არ ყავთ მაგრამ ისე ძალიან კარგად არის კონკურენციის მხრივაც საქმე ახალგაზრდებშI იმედია დიდებშიც გადაყვებათ :დ გრიგალაშვილმა შიშით არ იჭიდავოს ეგაა ნ1 დავალება წაგება მოგება არ ვიცი მაგრამ ისე რო იჭიდავოს როგორც გუნდურზე (რო ლიჟბი არ დამაგდოსო) მაგრად გამიტყდება

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 20:12
ჯერ ახალგაზრდულზე აჯობა ამ ბიჭმა კოგას და ახლა მსოფლიოზეც გაუსწრო. დიდი ჯახები იქნება ამათ შორის მომავალში. იმედია პაპინაც შეუერთდება.

Posted by: frager 18 Oct 2017, 20:16
QUOTE (bernabeu7 @ 18 Oct 2017, 20:03 )
აბა თუ გამოიცნობთ ხვალ 52-ში ვინ გახდება ჩემპიონი? biggrin.gif biggrin.gif

ვაა ეხა შევამჩნიე უმცროსი აბე

Posted by: Dennis Bergkamp 18 Oct 2017, 20:18
QUOTE (miishooo91 @ 18 Oct 2017, 20:04 )
JorgeFonseca

ვნახოთ აბა გრიგალაშვილმა ჰეიდაროვი გააგოროს და მართლა ასატაცებელი იქნება გუჯეჯა biggrin.gif გული მწყდებოდა როცა ევროპის მერე ამ თაობას სუსტს უწოდებდნენ, ჩემდა გასაკვირად საკმაოდ გამოცდილი უზერებიც კი. არადა ძალიან ძლიერი თაობაა და იმედია ამას მომდევნო დღეებშიც დაგვანახებენ smile.gif

იმედია კიდევ რამდენჯერმე გამახსენებენ იმ პოსტს საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი givi.gif

Posted by: rolexa 18 Oct 2017, 20:54
QUOTE
გუჯეჯიანი სუსტი მაინც იყოს მინიმუმ 6-7 კაცი დაგვჭირდება, ჰაერში ასაგდებად


Scoffield
ჰაერში ასაგდებად კი ეყოფა მაგდენი... მაგრამ მერე დასაჭერად 2-ჯერ მეტია საჭირო)))

Posted by: otia-83 18 Oct 2017, 21:03
ვახ გილოცავთ ხალხო და პირველ რიგში პაპინას ვულოცავ. მაგრად მიხარია პირველი შეხვედრის მერე არასწორი დასკვნა რომ გამოვიტანე smile.gif ხვალაც ვეცდები იგივეს იქნებ პირიქით ვთარსავ smile.gif

მაგარი ბიჭია პაპინა, ილეთის დაოწინააღმდეგის გრძნობა აქვს მაგარი. ფსიქოლოგიურადსც ყოჩაღია, შენარჩუნებაზე ტაქტიკურ ჭიდაობასაც გამოცდილების დაგროვებასთან ერთად დახვეწავს. მე ცირეკიძის ადგილას მომავალ წელს უკვე ვაჭიდავებდი დიდებში რამდენიმე ტურნირს.

Posted by: _R@uL_ 18 Oct 2017, 21:42
გილოცავთ გილოცავთ! გაასწორა მაგრად!

პაპინას ვულოცავ!

Posted by: miishooo91 18 Oct 2017, 21:52
ისე თვენი აზრით როგორ ჯობია მომავალ წელს 55-ში დარჩეს და ახალგაზრდულ ტიტულებზე გააკეთოს აქცენტი თუ 60-ში ავიდეს რომ ადაპტაცია გაიაროს რათა მერე დიდებში რომ გადავა არ გაუჭირდეს და დროც არ დაკარგოს?

Posted by: JorgeFonseca 18 Oct 2017, 22:30
miishooo91
QUOTE
ისე თვენი აზრით როგორ ჯობია მომავალ წელს 55-ში დარჩეს და ახალგაზრდულ ტიტულებზე გააკეთოს აქცენტი თუ 60-ში ავიდეს რომ ადაპტაცია გაიაროს რათა მერე დიდებში რომ გადავა არ გაუჭირდეს და დროც არ დაკარგოს?

ეგ უნდა დამეწერა ;დ მე ვფიქრობ უპრიანი იქნება თუ 60-ში აიყვანენ და იქ იჭიდავებს ახალგაზრდულ ტურნირებს რადგან 20 წლის რო გახდება მგონი 55-ის ტიტულები არაფერს აღარ მისცემს (პრემიების გარდა:დ) და ჯობს ადაპტაცია გაიაროს უკვე 60-ში + ამას 1-2 ოუფენზეც რო გამოიყვანონ დიდებში არ იქნება ურიგო

Posted by: gunnera 18 Oct 2017, 22:31
მთელი დღე მხოლოდ აქ ვკითხულობ კომენტარებს და ვინმე ხო ვერ მიმასწავლით სად ვნახო ფინალის ჩანაწერი smile.gif))

Posted by: Rammstein 18 Oct 2017, 22:36
QUOTE (miishooo91 @ 18 Oct 2017, 20:52 )
ისე თვენი აზრით როგორ ჯობია მომავალ წელს 55-ში დარჩეს და ახალგაზრდულ ტიტულებზე გააკეთოს აქცენტი თუ 60-ში ავიდეს რომ ადაპტაცია გაიაროს რათა მერე დიდებში რომ გადავა არ გაუჭირდეს და დროც არ დაკარგოს?

მაქსიმალურად შეინარჩუნოს 55 და დიდებში დაიწყოს 60. ახლა რომ ძალით აწიონ 60-ში კარგად მეყოლეთ მერე, სულ ზევით ზევით მაღლა და მაღლა.

Posted by: miishooo91 18 Oct 2017, 22:43
gunnera

https://www.youtube.com/watch?v=82cxqUh7Yp0

მგელი.
user posted image

Posted by: JorgeFonseca 18 Oct 2017, 23:12
Rammstein
QUOTE
მაქსიმალურად შეინარჩუნოს 55 და დიდებში დაიწყოს 60. ახლა რომ ძალით აწიონ 60-ში კარგად მეყოლეთ მერე, სულ ზევით ზევით მაღლა და მაღლა.

და მერე 2 წელი ადაპტაცია up.gif biggrin.gif ამ წონით არ დაუშვებენ კაცო 60-ში რო იჭიდავოს და შეეჩვიოს მაგ წონის მოწინააღმდეგეებს? biggrin.gif ნუ თუ არ დაუშვებენ მაშინ იჭიდავოს რამდენი კილოცაა იმდენში თუ არადა 55-57 კილოთიც გამოვიდეს 60-ში ვინ უშლის.. საქართველო ხო აქვს მგონი დიდებში ნაჭიდავები თუ სწორად მახსოვს 60-ში

თან სიმაღლეში ნაღდად არ დაიჩაგრება და ჯანზე ვნახოთ.. 20 წლის რო 55 იჭიდავებს კიდე რავი ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ sad.gif გურბანლი 15 წელია ჭიდაობს აგერ ახალგაზრდებში მაგრამ ჩვენ ხო უფრო დიდი მიზნები გვაქვს ჯაბასთვის დასახული biggrin.gif

Posted by: tavadze 18 Oct 2017, 23:17
მშვენიერი დასაწყისია. მეც გილოცავთ და ყოჩაღ პაპინას. იმედია, მთელი გუნდია ასე მოცოცხლებული და მომდევნო დღეებშიც წარმატებით გამოვლენ.

Posted by: gunnera 18 Oct 2017, 23:39
miishooo91

მადლობაა. სცვა დღეებშიც დაგელინკოს საოქროვე ვიდეობი ჩემთვის

Posted by: ძამა 19 Oct 2017, 09:42
ეხლა ვუყურე ჩანაწერს, ნუ ვიცოდი რო ჩემპიონი გახდა და არ ვნერვიულობდი თორე გული ხო გამისკდებოდა ნერვიულობით, მეორე შიდოს შემდეგ,,
..
ქგრაჯილეიშენ ხალხნო jump.gif jump.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: miishooo91 19 Oct 2017, 12:24
ჰეიდაროვს რა მურტალი ბადე აქვს smile.gif ჯერ იაპონელი, მერე კორეელი, მერე სავარაუდოდ ყაზახი ტალანტი ჰამზა დიდარი და ეს ყველაფერი ნახევარფინალამდე.

Posted by: ძამა 19 Oct 2017, 12:36
QUOTE
ჰეიდაროვს რა მურტალი ბადე აქვს  ჯერ იაპონელი, მერე კორეელი, მერე სავარაუდოდ ყაზახი ტალანტი ჰამზა დიდარი და ეს ყველაფერი ნახევარფინალამდე.

კი მაგრამ მაინც მოიგებს ალბათ, ნეტა ვცდებოდე და გრიგალმ მოიგოს, მაგას რა ჯობია,,,,
..
ეგ აბე იმის და არი არა???? და მაგათი ბიძაც თუ მამა იყო კიდე ხო ვიში კლასი
* * *
დამაჯერებლად გადავლახეთ ეგ ტური

Posted by: miishooo91 19 Oct 2017, 12:50
კარგი იყო გრიგალა, ევროპაზე ამასთან ცოტა გაუჭირდა ეხლა კი მარტივად მოუგო.

Posted by: _R@uL_ 19 Oct 2017, 12:52
QUOTE
მშვენიერი დასაწყისია. მეც გილოცავთ და ყოჩაღ პაპინას. იმედია, მთელი გუნდია ასე მოცოცხლებული და მომდევნო დღეებშიც წარმატებით გამოვლენ.

+1

Posted by: otia-83 19 Oct 2017, 13:00
კარგი იყო გრიგალა. შემდეგსაც მოიგებს მარტივად ჩემი აზრით და მერე კი მოუწევს ოფლის ღვრა. იმ რუსთან განსაკუთრებით, ყოჩაღი ვინმე ჩანს.

Posted by: miishooo91 19 Oct 2017, 13:06
otia-83

QUOTE
იმ რუსთან განსაკუთრებით, ყოჩაღი ვინმე ჩანს.


ტატომ გუნდურში მოუგო მაგ რუსს ევროპაზე smile.gif

Posted by: otia-83 19 Oct 2017, 13:39
miishooo91
QUOTE
ტატომ გუნდურში მოუგო მაგ რუსს ევროპაზე

იმედია ეხლაც გააგორებს. და გავა ნახევარ ფინალში smile.gif მანამდეც უნდა იყოჩაღოს თავისთავად.

Posted by: frager 19 Oct 2017, 13:46
QUOTE (ძამა @ 19 Oct 2017, 12:36 )
[/QUOTE]
..
ეგ აბე იმის და არი არა???? და მაგათი ბიძაც თუ მამა იყო კიდე ხო ვიში კლასი
* * *

ხო ეგაა, ბიძა ყავთ ტადაჰირო ნომურა 3 გზის ოლიმპიური ჩემპიონი.და თვითონ ამ ნომურას ბიძაც ტოიოკაზო ნომურაც ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონია. მოკლედ მაგარი ოჯახია რა givi.gif givi.gif

Posted by: Worldwide 19 Oct 2017, 14:12
QUOTE
ხო ეგაა, ბიძა ყავთ ტადაჰირო ნომურა 3 გზის ოლიმპიური ჩემპიონი.და თვითონ ამ ნომურას ბიძაც ტოიოკაზო ნომურაც ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონია. მოკლედ მაგარი ოჯახია რა

+
მდააა... ამდენი ოქრო ოლიმპიადაზე ნებისმიერ ოჯახს კიარადა ქვეყანას შეშურდება...

Posted by: ძამა 19 Oct 2017, 14:28
QUOTE
ხო ეგაა, ბიძა ყავთ ტადაჰირო ნომურა 3 გზის ოლიმპიური ჩემპიონი.და თვითონ ამ ნომურას ბიძაც ტოიოკაზო ნომურაც ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონია. მოკლედ მაგარი ოჯახია რა 

რა არი, რამ გაადელათ ასე ეგ საჯიშეები gigi.gif gigi.gif

Posted by: gamoige 19 Oct 2017, 14:49
ტატო კარგად მიიწევს მარა ეს ჰეიდაროვი ნაბოზარია რააა რანაირად უნდა მოუგოს მაგას mad.gif

Posted by: miishooo91 19 Oct 2017, 14:56
gamoige

როგორც პაპინაშვილმა მოუგო გუშინ გურბანლის smile.gif მწრთვნელების ხმა გესმოდათ? ჯაბას სულ უყვიროდნენ მარცხენა ხელი გაუთიშე და ვერაფერს ვეღარ გიზავსო და აგერ შედეგიც. იმედია ჰეიდაროვზეც საფუძვლიანად აქვთ ნამუშევარი.

ცოტა ბრაზილიელის მეშინია ჩვენთვის უხერხული სტილი აქვს აი რუსს კი ადვილად მოუგებს მგონია smile.gif

Posted by: otia-83 19 Oct 2017, 15:09
miishooo91
QUOTE
ცოტა ბრაზილიელის მეშინია ჩვენთვის უხერხული სტილი აქვს აი რუსს კი ადვილად მოუგებს მგონია

ხო, რუსს პირველ ტურში ეტყობა ძაან სუსტი შეხვდა, ეხლა კი გასძვრა სიქა. ის ბრაზილიელი კიდე ჯიუ-ჯიცუშია აშკარად ნავარჯიშები, მაგარი სახიფათო ტიპია.
* * *
user posted image

8-9 წლისამ გადაიღო ეტყობა ბოლო სურათი

Posted by: ძამა 19 Oct 2017, 15:50
ყოველთვის ერთ დროზე რატო უწევს ჩვენებს რა მაგის დედაც ....................

Posted by: Rammstein 19 Oct 2017, 16:10
ეთოს დავემშვიდობეთ.

უნდა მოუმატოს ბაგრატამ თორემ ასე გაუჭირდება.

Posted by: bernabeu7 19 Oct 2017, 16:32
აბეს დააკვირდით როგორ გაუჭიმა ხელი

Posted by: Rammstein 19 Oct 2017, 16:40
QUOTE (JorgeFonseca @ 18 Oct 2017, 22:12 )
Rammstein
QUOTE
მაქსიმალურად შეინარჩუნოს 55 და დიდებში დაიწყოს 60. ახლა რომ ძალით აწიონ 60-ში კარგად მეყოლეთ მერე, სულ ზევით ზევით მაღლა და მაღლა.

და მერე 2 წელი ადაპტაცია up.gif biggrin.gif ამ წონით არ დაუშვებენ კაცო 60-ში რო იჭიდავოს და შეეჩვიოს მაგ წონის მოწინააღმდეგეებს? biggrin.gif ნუ თუ არ დაუშვებენ მაშინ იჭიდავოს რამდენი კილოცაა იმდენში თუ არადა 55-57 კილოთიც გამოვიდეს 60-ში ვინ უშლის.. საქართველო ხო აქვს მგონი დიდებში ნაჭიდავები თუ სწორად მახსოვს 60-ში

თან სიმაღლეში ნაღდად არ დაიჩაგრება და ჯანზე ვნახოთ.. 20 წლის რო 55 იჭიდავებს კიდე რავი ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ sad.gif გურბანლი 15 წელია ჭიდაობს აგერ ახალგაზრდებში მაგრამ ჩვენ ხო უფრო დიდი მიზნები გვაქვს ჯაბასთვის დასახული biggrin.gif

ახლა ჯაბა იქნება სადღაც 58 კილო. 2 წელიწადში როგორც მინიმუმ 3 კილოს ისედაც მოიმატებს ბუნებრივად და დიდებში გადავა 61 კილო. ყველაზე ოპტიმალური წონით, დაემსგავსება ნაგაიამას და სმეტოვისნაირ ძიუდოსიტებს, რომელთა კოზირიც ჯანი არ არის, მაგრამ 4-5 კილო დაკლებულ ძიუდოისტებს სისწრაფეში აფარჩაკებენ. ჯაბამაც სისწრაფით მოიგო ყველა შეხვედრა, თორემ ჯანში ყველა ჯობდა.

Posted by: miishooo91 19 Oct 2017, 16:47
ძალიან მაგარი შეხვედრა ჩაატარა ტატომ, ტაქტიკურად დაჩაგრა ძლიერი ბრაზლილიელი და შანსი არ მისცა smile.gif

Posted by: otia-83 19 Oct 2017, 16:47
უფ დაიღალა, მაგრამ ტაქტიკურად ძაან მაგრად ეჭიდავა. შანსი არ ქონდა საერთოდ ბრაზილიელს.

მთავარია დასვენება მოასწროს. ეხლა ხშირ ხშირად მოუწევს გამოსვლა.

Posted by: Dennis Bergkamp 19 Oct 2017, 16:48
პარტერში რომ ჭიდაობდა კარგად ის ბავშვი სად დაიკარგა? ტალახაშვილი?

Posted by: ძამა 19 Oct 2017, 16:51
გამსოვსაც დავაგდებდით მაგრამ ახლა უფრო მარტივად მოვუგებთ ამ მოლდაველს..
ისე მეგონა აპატიებდნენ, ისეთი ქვეყნიდან არი რო მაგათთვის ყველაფერი შეიძლება

Posted by: otia-83 19 Oct 2017, 16:52
აი თავზე დატრიალების კლასიკური მაგალითი, ამას თუ გაატარებდნენ და დაქცეულა მართლა მსოფლიო.

გაუმარტივდა მგონი ცოტა საქმე ტატოს, მთავარია დასვენება მოასწროს და ამ მოლდაველსაც მალე მოუყომაროს. ჰეიდაროვთან დასვენებული ტატო გვინდა.

Posted by: Rammstein 19 Oct 2017, 16:54
QUOTE (otia-83 @ 19 Oct 2017, 15:47 )
უფ დაიღალა

ნუ აკერავ კაცო შენ ამათ დაღლის იარლიყს gigi.gif იქით ორი ვაზარი გაუკეთა და აქეთ ერთი შიდო არ მიუღია ტიპს, ბოლო წამებში შებოჭვაზე ჩალიჩობდა დაჟე.

Posted by: otia-83 19 Oct 2017, 16:56
Rammstein
QUOTE
ნუ აკერავ კაცო შენ ამათ დაღლის იარლიყს

კარგადა მაქვს დაცდილი givi.gif

Posted by: Rammstein 19 Oct 2017, 16:58
ბრაზილიელები არ არიან სახუმარო მეტოქეები. ეს ბიჭი ბრაზილიის პირველი ნომერი იყო, მეორე ნომერმა კი ჰოიაკი მოსვა ცოტა ხნის წინ

Posted by: miishooo91 19 Oct 2017, 17:02
QUOTE
პარტერში რომ ჭიდაობდა კარგად ის ბავშვი სად დაიკარგა? ტალახაშვილი?


პირველ წელს ვერ დამკვიდრდა ნაკრებში იმედია წელს იზავს რამეს, ტექნიკური არსენალით პაპინაშვილს არ ჩამოუვარდება.


QUOTE
ბრაზილიელები არ არიან სახუმარო მეტოქეები. ეს ბიჭი ბრაზილიის პირველი ნომერი იყო, მეორე ნომერმა კი ჰოიაკი მოსვა ცოტა ხნის წინ


ძლიერი ბიჭი იყო ცალსახად მაგრამ ტატომ გადავლებებით გათიშა საერთოდ, ვერ იჭიდავა იმან თავისი ჭიდაობა.

Posted by: solo-solo 19 Oct 2017, 17:08
რა კარგი ბიჭია გრიგალაშვილი და ჰეიდაროვთან წასაგებად როგორ მენანება, არადა რა გინდა რომ ქნა.

Posted by: ძამა 19 Oct 2017, 17:11
შენ შEმოგევლეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე,,,
აი რატომღაც უიმედოდ ვიყავი ბოლოწამებში

Posted by: otia-83 19 Oct 2017, 17:13
მეტი სითამამე ჰმართებს ბაგრატს, ვერ რისკავდა ილეთის გაკეთებას.

Posted by: zedela88 19 Oct 2017, 17:14
კაი ფეხი მქონია რამდენი ხანია ძიუდოსთვის არ მიყურებია და დღეს რასაც ვუყურე ჯერჯერობით ვიგებთ სულ (ქალების არ მიდევნებია თვალი) ტატო მაგარ ხოდზეა იმედია ამას ადვილად მოიგებს და მერე ის წყეული

Posted by: Rammstein 19 Oct 2017, 17:15
QUOTE (otia-83 @ 19 Oct 2017, 16:13 )
მეტი სითამამე ჰმართებს ბაგრატს, ვერ რისკავდა ილეთის გაკეთებას.

ორივემ თავიანთი ჯგუფის ფავორიტები გამოაგდეს. ეგრე გააგრძელეთ ბიჭებო

Posted by: GP&GP 19 Oct 2017, 17:16
აგერ უზნაძეც გაიჩითა ... თურქეთის ყველა ნაკრებების მწვრთნელი

Posted by: miishooo91 19 Oct 2017, 17:16
QUOTE
რა კარგი ბიჭია გრიგალაშვილი და ჰეიდაროვთან წასაგებად როგორ მენანება, არადა რა გინდა რომ ქნა.


ასაკი, კლასი, გამოცდილება ყველაფერი ჰეიდაროვისკენაა. ისე ტატომ 73 თუ დაიჭირა და ბევრს არ იკლებს შემდეგ წელს უკვე არამარტო ახალგაზრდულში უკვე დიდებშიც გაიწევს მედლებზე. ჯერ 17 წლისაა და ძალიან მაგრად მოუმატებს კიდევ.

Posted by: otia-83 19 Oct 2017, 17:17
ჰამზასთან წააგებს ჰეიდაროვი შიდოებით (რაც არ უნდა საოცარი იყოს) ერთს ორი ხელით შეკვრისთვის მისცემენ, ერთს ფეხში წავლებისთვის და ერთსაც გარეთ გასვლისთვის. boli.gif

Posted by: miishooo91 19 Oct 2017, 17:20
ბაგრატზე ვიტყვი ერთი-ორ სიტყვას. რატომღაც მგონია რომ ცხოვრებაში ძალიან წყნარი, მორიდებული და ზრდილობიანი ტიპია ხოლო ტატამზე არ ჰყოფნის სპორტული სითავხედე, ჟილკა, სინაგლე თუ რაც გინდათ ის დაარქვით. აი მას ზაალიშვილის ხასიათები რომ ჰქონდეს ტატამზე დამიჯერეთ გაცილებით ბევრს მიაღწევდა აქამდე.

Posted by: Rammstein 19 Oct 2017, 17:32
QUOTE (otia-83 @ 19 Oct 2017, 16:17 )
ჰამზასთან წააგებს ჰეიდაროვი შიდოებით (რაც არ უნდა საოცარი იყოს) ერთს ორი ხელით შეკვრისთვის მისცემენ, ერთს ფეხში წავლებისთვის და ერთსაც გარეთ გასვლისთვის. boli.gif

gigi.gif

.............................

Posted by: GP&GP 19 Oct 2017, 17:33
ჰამზამ კარგად დაიწყო, მაგრამ მერე დაკარგა კონცენტრაცია ...

Posted by: ძამა 19 Oct 2017, 17:34
რა კაი ბავშვია გრიგალა რა,, ეეეხხხ ფინალში მაინც ყოლოდა ის

Posted by: otia-83 19 Oct 2017, 17:36
აუ ძაან მაგარი ბიჭია ტატო რაა.

იქნებ შაჰაბასიც გააგოროს. sa.gif sa.gif

Posted by: ძამა 19 Oct 2017, 17:38
აქაც შერეულია ხო გუნდურში??????????????????????????????????????????????

Posted by: Rammstein 19 Oct 2017, 17:38
კარგად მიუყვება გრიგალა თავის საქმეს. იმედია ჰეიდაროვთანაც ასე ვაჟკაცურად იჭიდავებს და არა იმ სიმახინჯეს, რასაც ევროპაზე აკეთებდა.

Posted by: ძამა 19 Oct 2017, 17:48
ბაგრატამ დადოს რა ოქრო მაგის დედაც ჯეკ და გრიგალამ ბრინჯაო

Posted by: otia-83 19 Oct 2017, 17:50
ბიჭებო ვაჟებში ვინც კი გვყავს წაყვანილი ყველა მონაწილე ნახევარ ფინალში გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე smile.gif


გუჯეჯიანის აეროპორტში აბურთავებაზე ვინ ლაპარაკობდა? ვარჯიშობთ სიმძიმეების აწევაში?


ძაან მაგარი შედეგია ძაან! up.gif up.gif

Posted by: Rammstein 19 Oct 2017, 17:51
გრიგალასავით კლასნად ვერ ჭიდაობს, მაგრამ შანსს არ აძლევს მეტოქეს და დროც ჭკვიანურად გაყავს.

მითუმეტეს კარგნინის გავლაც არ არის ისეთი რთული, როგორიც ჰეიდაროვის

Posted by: solo-solo 19 Oct 2017, 17:53
სასწრაფოდ ჯავადოვი გააქრეთ და ოქროს შანსიც იქნება.

Posted by: ძამა 19 Oct 2017, 17:57
QUOTE
სასწრაფოდ ჯავადოვი გააქრეთ და ოქროს შანსიც იქნება.

მოაგბინე ბრაზილიელთან და აზერის ატვეჩაი ვარ biggrin.gif
...................
ისე მანუკიანიც საკაიფოდ უბერავს, ვერცხლი მისია დღეს

Posted by: Rammstein 19 Oct 2017, 17:58
4 კაცი მსოფლიოზე 1/2 ფინალში...ხუმრობთ ?



ეს აბე არ არის ნორმალური biggrin.gif

Posted by: GP&GP 19 Oct 2017, 18:03
QUOTE (otia-83 @ 19 Oct 2017, 17:50 )
ვარჯიშობთ სიმძიმეების აწევაში?

GUJEJIANI LASHA (GED) - BLAS RICARDO (GUM) BEIJING 2008
https://pp.userapi.com/c638716/v638716915/5a4a/OYzXtvW2UVQ.jpg

Posted by: solo-solo 19 Oct 2017, 18:08
სხვა გზა არ დარჩათ, გაფრთხილებას მოგვიგონებენ.

Posted by: _R@uL_ 19 Oct 2017, 18:09
უხ ამის დედა ვატირე რა

==================================

Posted by: JorgeFonseca 19 Oct 2017, 18:09
რამდენი ჩავარდნა გაუტარეს ჰეიდაროვს lol.gif ფუ თქვენი დედას **********

Posted by: ძამა 19 Oct 2017, 18:11
მაგარია რაგრიგალა,, ყოჩაღღღღ
ასე გააგრძელე შEმოგევლე

Posted by: solo-solo 19 Oct 2017, 18:12
QUOTE
რამდენი ჩავარდნა გაუტარეს ჰეიდაროვს

დამატებითშიც?

Posted by: miishooo91 19 Oct 2017, 18:12
მე კმაყოფილი ვარ. არაფერი დაუთმო გრიგალაშვილმა თავისზე 3 წლით დიდ ლამის უკვე დიდებში შემდგარ სუპერსტარ ჰეიდაროვს. ეხლა მთავარია ბრინჯაო დადოს smile.gif

Posted by: _R@uL_ 19 Oct 2017, 18:12
ჰეიდაროვს დაღეჭავს მომავალში....მაგრად გაუმართლა ბოლოს აზერბაიჯანელს.... არ იყო წასაგები! არა!

Posted by: GP&GP 19 Oct 2017, 18:12
ფაქტიურად მოიგო ტატომ ........................

Posted by: gamoige 19 Oct 2017, 18:13
გითხარით რააა უნაბოზვრესია ეს ჰეიდაროვი, გურბანლის როგორ ადარებთ,იმასთან შედარებით რინერია ეს ჩემისგადანგრეული

Posted by: bvb 19 Oct 2017, 18:13
მაინც ყოჩაღ რა გრიგალაშვილს, ასე თუ გააგრძელა ზრდა დიდი დრო არ დარჩა ჰეიდაროვის დაგდებამდე

Posted by: Scoffield 19 Oct 2017, 18:14
ფიზიკაში დაიღალა თორემ ჰეიდაროვს მოჭიმავდა sad.gif

ახლა ბაგრატამ აიღოს იქნებ ნანატრი ოქრო sad.gif

ესპოსიტოსთან იმ 10 წამს ვერ ვინელებ რა sad.gif

როგორც ზებედას 3 წამს და ა.შ sad.gif (აქ ბევრი ნერვიულობა მოგვიწია)

Posted by: Rammstein 19 Oct 2017, 18:15
სიტყვები არ მყოფნის გრიგალასთვის.

ჰეიდაროვი ასეთი გაბერილი დიდებშიც არ მინახავს....ტიპი დააკვდა ამ ბრძოლას.

Posted by: _R@uL_ 19 Oct 2017, 18:15
Scoffield
QUOTE
ფიზიკაში დაიღალა თორემ ჰეიდაროვს მოჭიმავდა

ვითომ? თითქოს დამატებითშიც ჰეიდარაზე ბევრად ხოდზე იყო

Posted by: otia-83 19 Oct 2017, 18:16
აუ რა მაგრად იჭიდავა გრიგალამ.

ძირითად დროში ნაღდად ეკუთვნოდა ჰეიდაროვს შიდო, მაგრამ დამატებითში არ ვარ დარწმუნებული.

გუნდი ტაქტიკურად ძალიან მაგრად არის მომზადებული, მეტოქეებზე მორგებულ ტაქტიკას ჭიდაობენ.

მოემაება ჯანი ტატოს და ამასაც აჯობებს დარწმუნებული ვარ, 3 წლით უფროსთან ჭიდაობა ამ ასაკში თან წონის ერთ-ერთ ლიდერთან დიდებშიც, არაა სახუმარო საქმე.

Posted by: solo-solo 19 Oct 2017, 18:16
ისე ბაგრატამ ჯავადოვთან ფინალში წაგებას მირჩევნია აქვე წააგოს, ოღონდ შემდეგ ბრინჯაო აიღოს.

Posted by: _R@uL_ 19 Oct 2017, 18:18
ვააახ კინაღამ ბაზილეს საფირმო ილეთზე წამოეგო ნინიაშვილი

Posted by: JorgeFonseca 19 Oct 2017, 18:21
solo-solo
არა ძირითადში გაუტარეს 3 ჩავარდნა.. ევროპაზე რო ეჭიდავებოდა მორიდებულად ეხლა მაგრა შეუტია ტატომ და მომეწონა smile.gif ტატო არანაკლები ტალანტია (თუ მეტი არა) ვიდრე ჰეიდაროვი

ბაგრატამ უსაზიზღრესად იჭიდავა გეგონება დააძალა ვინმემ ტატამზე გამოსვლა smile.gif

Posted by: _R@uL_ 19 Oct 2017, 18:22
აჯობა ბრაზილიელმა ულაპარაკოდ......



==================

Posted by: otia-83 19 Oct 2017, 18:23
ამან თუ სულ ესე მორიდებულად იჭიდავა არაფერი გამოვა. ყველა ფავორიტთან ეშინოდა ილეთის ცდა.

Posted by: gamoige 19 Oct 2017, 18:23
ეხლა წააგებს ჯავადოვი და ბრინჯაოსაც ვერ ავიღებთ lol.gif lol.gif

Posted by: solo-solo 19 Oct 2017, 18:24
ყველაზე ძალიან როგორი წაგებაც მეზიზღება, ზუსტად ისე წააგო ბაგრატამ - მეტოქე ფაფხურობდა, ილეთის იმიტაციას ქმნიდა, ეს კიდე იდგა და უყურებდა, სულ ფეხებზე ეკიდა. ასეთ წაგებას 15 წამში იპონით ან 3 ვაზარით წაგება მირჩევნია.
miishooo91
QUOTE
ბაგრატზე ვიტყვი ერთი-ორ სიტყვას. რატომღაც მგონია რომ ცხოვრებაში ძალიან წყნარი, მორიდებული და ზრდილობიანი ტიპია ხოლო ტატამზე არ ჰყოფნის სპორტული სითავხედე, ჟილკა, სინაგლე თუ რაც გინდათ ის დაარქვით.

მგონი მართლა ამაშია საქმე.

Posted by: miishooo91 19 Oct 2017, 18:24
რასაც ვამბობდი ზუსტად ისე წააგო ბაგრატამ. თუ ეს კომპონენტი არ გააუმჯობესა მაშინ დიდ შედეგებზე გაწევა გაუჭირდება.

Posted by: Rammstein 19 Oct 2017, 18:24
ახლოც როცა არ ჭიდაობ უნდა იცოდე, რომ ყოველთვის ასე გეფართხალება მოწინააღმდეგე და მოგიგებს შიდოთი.

მარილი აკლია ორივე ძმას

Posted by: Dennis Bergkamp 19 Oct 2017, 18:24
ძალიან ცუდად იჭიდავა ბაგრატამ sad.gif საერთოდ ილეთის მსგავსის მცდელობაც კი არ ჰქონია.

ტატოზე გამიტყდა მაგრად, ეომა ჰეიდაროვს. იმედია ბრინჯაოსთვის მოიკრებენ ძალებს.

ისე რავა ვთქვა და სუსტად შერაცხულმა ნაკრებმა, პირველი ოთხი წონიდან 4 ნახევარფინალი დადო.

მართალია სამი წავაგეთ მაგრამ მაინც ძალიან კარგი შედეგია

Posted by: ძამა 19 Oct 2017, 18:26
იასნია მისცემდნენ გაფრთხილებას აბა რას იზამდნენ,,
ეეეხხხ გავმაზეთ ფინალი,,,,
.
ტატოს კიდე ბადესი მაინც გამართლებოდა მაგის დედა ვატირე,,,
საფინალო ბიჭი იყო რა, თუშის რო ვბალეშიკობდი სუნთქვა შეკრული რინერთან, აი დაახლოებით ეგეთი ვიყავი ჰეიდაროვთან სხვატკაზე

Posted by: GP&GP 19 Oct 2017, 18:26
ძაან გადაღლილობა დაეტყო ბაგრატას ... ერთი ნორმალური მცდელობაც ვერ მოუხერხა ბრაზილიელს

Posted by: Rammstein 19 Oct 2017, 18:32
გამოცდილება აქვს კარგნინს...დიდების ტურნირებს ჭიდაობს ხშირად და აფერისტობით აჯობა

Posted by: Dennis Bergkamp 19 Oct 2017, 18:41
ბრაზილიელიც რომ ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტდა ფაქტია. თავით მიხტოდა სულ ფეხებში, მაგრამ იმიტაციას ქმნიდა აშკარად და პო ფაქტუ გაიმარჯვა.

Posted by: _R@uL_ 19 Oct 2017, 18:47
QUOTE
მართალია სამი წავაგეთ მაგრამ მაინც ძალიან კარგი შედეგია

100%


ყოველთვის მევასებოდა გუჯეჯიანი! როგორც სპორტსმენი, როგორც კომენტატორი biggrin.gif (რაღაც ტურნირებზე ხო იჩითებოდა ხოლმე) და როგორც მწვრთნელიც!

Posted by: Lotkinski 19 Oct 2017, 19:25
ბავშვია ბაგრატა, ამას არ უნდა ვამბობდე, მარა ძაან ისეთია რა, აი რუსებს რომ აქვთ გამოქმა ნი რიბა ნი მიასაო. უმარილო, უემოციო და უინტელექტო ტიპია

Posted by: _R@uL_ 19 Oct 2017, 19:29
გილოცავთ მეგობრებო ბრინჯაოს!
==============================

წარმატებული თაობა გვყოლოდეს ყოველთვის!

Posted by: Dennis Bergkamp 19 Oct 2017, 19:30
გილოცავთ ბრინჯაოს.

გდება არ გაუშვია ისე ბაგრატს. ესეც უნდა აღინიშნოს

Posted by: GP&GP 19 Oct 2017, 19:30
რა იყო ეს? რაღაცა აურიეს მსაჯებმა biggrin.gif

Posted by: solo-solo 19 Oct 2017, 19:31
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: miishooo91 19 Oct 2017, 19:32
გილოცავთ ბრინჯაოს smile.gif სხვა რა უნდა ვთქვა... გდება არ გაუშვია მაგრამ თვითონაც რომ უჭირს გდების გაკეთება? არადა ასეთი რამ ადრე არ ჭირდა.

Posted by: _R@uL_ 19 Oct 2017, 19:32
QUOTE
რა იყო ეს? რაღაცა აურიეს მსაჯებმა 

ბაზარი არაა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: GP&GP 19 Oct 2017, 19:42
სად გაქრა JorgeFonseca ? იქნებ ერთი საქებარი სიტყვა წამოცდეს მსაჯობის მიმართ ...
* * *
ამ კორეელი კიმების შეხვედრამ ბირთვული ომი არ გამოიწვიოს ნეტავ ...

Posted by: Lotkinski 19 Oct 2017, 19:51
QUOTE
ამ კორეელი კიმების შეხვედრამ ბირთვული ომი არ გამოიწვიოს ნეტავ ...


ვსიო, კიმ ჩენ *ირი გაისვრის ამ საღამოს რაკეტას biggrin.gif

ბაგრატას ვულოცავ ბრინჯაოს

Posted by: bernabeu7 19 Oct 2017, 20:14
ყოჩაღ ტატო, მართლა მაინტერესებს რას აპროტესდებდნენ ბრაზილიელები?

Posted by: _R@uL_ 19 Oct 2017, 20:15
ეს სპორტის ულამაზესი და უმაგრესი სახეობა, ხანდახან რა სასაცილო არის ხოლმე ამ უაზრო მსაჯობის და მსაჯების ხელში!
გილოცავთ მორიგ ბრინჯაოს! მომავალი ნათელია! და მიხარია მაგრად!

Posted by: GioNage 19 Oct 2017, 20:15
მომეჩვენა თუ მსაჯებმა გვიჯიგრეს? ჭიდაობით სულ ჯობდა ტატო, მაგრამ პირველი ვაზარი საეჭვო იყო. ყოჩაღ გუნდს, არ ვიცი მძიმე წონები რას იზამენ, მაგრამ ეტყობა კარგად მოემზადნენ.

Posted by: bvb 19 Oct 2017, 20:17
რა ჟილკით იჭიდავა, პრაქტიკულად არ გაჩერებულა ტატო. ძალიან მაგარი შედეგია 17 წლის ბიჭისთვის ბრინჯაო!!!

ევროპა ერთი თვის წინ არ იყო?! გუნდის ასეთი გარდასახვა მე ჯერ არ მინახავს ან მაშინ რა ჭირდათ ან ახლა ასეთი რა ფორმაში შევიდნენ რომ დაბალ წონებში 4 კაციდან სამმა მედალი აიღო მსოფლიოზე...

Posted by: JorgeFonseca 19 Oct 2017, 20:18
GP&GP
QUOTE
სად გაქრა JorgeFonseca ? იქნებ ერთი საქებარი სიტყვა წამოცდეს მსაჯობის მიმართ ...

facepalm.gif ძალიან მძიმე შემთხვევაა.. ისე ფონსეკას გუშინ "წამოცდა" შენი საყვარელი მსაჯების მიმართ საქებარი სიტყვები როცა დაიმსახურეს.. დღეს ვერაფერი მაგდაგვარი ვერ ვნახე და სხვისი არ ვიცი ვინ რა დაინახეთ საქებარი
* * *
GioNage
არ იყო საეჭვო პროსტა გვიან დაუფიქსირეს biggrin.gif იმ ბრუნზე მისცეს საერთოდ იპონს ითხოვდა ტატო თვითონ givi.gif

Posted by: miishooo91 19 Oct 2017, 20:36
ინფორმაცია გვინდა ეხლა ბევრს იკლებს თუ არა გრიგალაშვილი ან უადვილდება თუ არა დაკლება. თუ ბევრს იკლებს დაადგება ეგეც მჭედლიშვილი, კირაკოზაშვილი, კაციაშვილის გზას....
* * *
https://www.sportall.ge/tcidaoba/dziudo/110774-eqskluzivi-jaba-papinashvili-yvelaferi-gavakethe-gamarjvebisthvis.html

მომავალში, ეროვნული ნაკრებიდანაც იქნება შენს მიმართ დაინტერესება. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, კი შენი მთავარი კონკურენტი შენი ძმა იქნება. შეძლებ მის ჩანაცვლებას?
- არა მგონია ჯერ, ძალიან ხშირად ვსპარინგობთ ერთმანეთში და ჩემზე ძლიერია.

Posted by: Rammstein 19 Oct 2017, 20:56
QUOTE (bernabeu7 @ 19 Oct 2017, 19:14 )
ყოჩაღ ტატო, მართლა მაინტერესებს რას აპროტესდებდნენ ბრაზილიელები?

რადა გდების საპირისპირო მხარეს არ ჩავუტრიალებივარ და ჩემი ილეთი დავასრულეო...არადა ეგ ჩატრიალება არ ყოფილა, ტატომ ფეხი გამოკრა და გდებაც მის დაწყებულად ითვლება ულაპარაკოდ.

Posted by: _R@uL_ 19 Oct 2017, 21:01
დღეს მგონი მსაჯები ჩვენკენ არიან!


ეხ...რა უნდა ეხლა ჰეიდაროვს ფინალში ამის დედა ვატირე...თმები შეუკრია თან biggrin.gif

Posted by: Rammstein 19 Oct 2017, 21:07
უი ახლაღა აღმოვაჩინე, რომ კადეტების ევროპაზე ვერცხლი ტატოს კიარა საბა გრიგალაშვილა აუღია.

არადა მაგ თაობაში ვინც მედალი დადო არცერთისგან არ ისმის რამე ახალი.

Posted by: Solveig 19 Oct 2017, 21:11
miishooo91
QUOTE
რა მგონია ჯერ, ძალიან ხშირად ვსპარინგობთ ერთმანეთში და ჩემზე ძლიერია.

ლუხუმას ვეღარ აჯობებს ვითომ?

Posted by: GP&GP 19 Oct 2017, 21:58
QUOTE (_R@uL_ @ 19 Oct 2017, 21:01 )
დღეს მგონი მსაჯები ჩვენკენ არიან!



კი ეგრე იყო ნაღდათ.
ზოგიერთი პათოლოგიურად განწყობილის გარდა - ალბათ ბევრი შეამჩნევდა ამას

Posted by: ZEUS 19 Oct 2017, 22:14
საღოლ ტატოს. იმედია მალე ჩაანაცვლებს გიგანს. ნუ გიგანს რა ჩანაცვლება უნდა, მაგრამ მაინც...

Posted by: JorgeFonseca 19 Oct 2017, 22:17
QUOTE
ზოგიერთი პათოლოგიურად განწყობილის გარდა - ალბათ ბევრი შეამჩნევდა ამას

თუ რამე გინდა პირდაპირ მითხარი თორე წყნარად აღარ დავილაპარაკებ მერე ასეთ გადაძახილ-გადმოძახილებზე smile.gif)))))))) წეღან დავიკარგე თურმე მაგ უაზრო კომენტარის მერე ეს მოაყოლე და ან PM წამო თუ რამე გინდა ან არც პირდაპირ არც ირიბად აღAრ შემეხო გირჩევ ))))

Posted by: miishooo91 20 Oct 2017, 00:06
"ბეგლარაშვილს დასაკლებიც ბევრი აქვს - თურმე 66-საც კი სცდება. ის მოზარდია და ზედა წონაში მისი გადანაცვლება დროის საკითხი იყო. ჩანს, ეს დრო უკვე დადგა."

ეს ხალხი რანაირად ადის ამხელა წონაზე პირდაპირ სასწაულია. ჩემთვის ამოუხსნელ ფენომენად რჩება რანაირადაა ბეგლარაშვილი 68 კილო, გიგაური 83 კილო, უდესიანი 75 კილო, სანებლიძე 105 კილო... უდიდესი ტალანტის მქონე ბიჭები არიან მაგრამ სიმაღლით აშკარად პატარები არიან თავიანთი წონებისთვის. ვნახოთ სანებლიძე რას იზავს ამ მსოფლიოზე

Solveig

QUOTE
ლუხუმას ვეღარ აჯობებს ვითომ?


ამ ეტაპზე არ გვეჩქარება არსად და უახლოეს 2 წელიწადში აჯობებს.

Posted by: otia-83 20 Oct 2017, 00:52
miishooo91
QUOTE
ეს ხალხი რანაირად ადის ამხელა წონაზე პირდაპირ სასწაულია.

არასწორი კვება, რეჟიმი და ფიზ მომზადება. ამ სამი კომპონენტის ხარჯზე შეუძლებელია წონის დაჭერა.

ვულოცავ ბიჭებს ბრინჯაოს, ძალიან მაგარი შედეგია. პირველი დღეების გადმოსახედიდან თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ მწვრთნელებმა გუნდი ზუსტ დროს გაიყვანეს პიკზე. ამაში ევროპის ცუდი ფორმაც ეხმარებათ ირიბად. არავინ ელოდა ამ ბიჭებისგან ესეთ ჭიდაობას. ვნახოთ მაღალი ეონებიც იგივენარ ფორმაში თუ არიან.

Posted by: JorgeFonseca 20 Oct 2017, 06:37
QUOTE
ის მოზარდია და ზედა წონაში მისი გადანაცვლება დროის საკითხი იყო

არ ვეთAნხმები! biggrin.gif მოზარდობა არაფერ შუაშია ისეთი სისწრაფით იმატებენ ესენი წონას

Posted by: Scoffield 20 Oct 2017, 08:29
ახლა ახალ წელზე ნახეთ როგორ მოიმატებენ biggrin.gif

Posted by: otia-83 20 Oct 2017, 12:06
თქვენთანაც გაჭედა? გაითიშა ჩემთან ვიდეო

Posted by: ძამა 20 Oct 2017, 12:18
ეს გოგოლაძე არაფერ თავში არ ყოფილა
.................
არა ჩემთან არ ჰქონია ხარვეზი

Posted by: Worldwide 20 Oct 2017, 12:19
გოგოლძემ საშინლად იჭიდავა sad.gif დამსახურებულად წააგო...

Posted by: ძამა 20 Oct 2017, 12:25

ახლა გაითიშა biggrin.gif


გადავედი იპონ ორგიდან- ტვ-ზეsmile.gif

Posted by: Dennis Bergkamp 20 Oct 2017, 12:31
საურს ეგრე ძალიან ჯობდა გოგოლაძე, რომ ყველგან ის წაიყვანეს? ბოლოს კი მოუკლო, მაგრამ არ ჭიდაობდა ცუდად, მახსოვს. ეგრე უსახელოდ არ აგებდა ხოლმე ყოველ შემთხვევაში.

აუ ონისე რა კარგი იყო 90-ში sad.gif როგორ გრძნობდა ჭიდაობას, რა კონტრები ქონდა. როგორ მოიმატა ასე, რომ 100-შიც უჭირს წონის დაჭერა. იმის ნახევარიც არ არის რა.

Posted by: miishooo91 20 Oct 2017, 12:34
Dennis Bergkamp

საურზე ამბობ თუ გველესიანზე? საური წელს გადმოვიდა ახალგაზრდებში და გაუჭირდა პირველ წელს ნაკრებში დამკვიდრება.

Posted by: ძამა 20 Oct 2017, 12:38
და ეგ გოგოლაძეა 90-ში პირველი ნომერი?????////

Posted by: miishooo91 20 Oct 2017, 12:40
ძამა

QUOTE
და ეგ გოგოლაძეა 90-ში პირველი ნომერი?????////


ამ მომენტში ახალგაზრდებში 90-ში არის 4 გამორჩეული ძიუდოისტი გველესიანი, გოგოლაძე, სიდამონიძე, ჩიქოვანი. ამათგან გამოკვეთილი პირველი ნომერი არცერთი არაა. მე უპირატესობას ჩიქოვანს ვანიჭებ smile.gif

Posted by: ძამა 20 Oct 2017, 12:46
ლუკამ თუ არ მოუმატა, არ გამოვა ასე არაფერი,
არადა წინა ტურნირზე რა დამაჯერებლად გამოიყურებოდა

Posted by: Worldwide 20 Oct 2017, 13:07
ხელი სტკიოდა ჩიქოვანს თითქოს... sad.gif

Posted by: Dennis Bergkamp 20 Oct 2017, 13:14
ვერ ვუყურებ ისევ სამსახურიდან sad.gif დომინიკელთან როგორ წავაგეთ?

მეგრელების ერთადერთი იმედი ძიუდოში smile.gif

Posted by: miishooo91 20 Oct 2017, 13:16
Dennis Bergkamp

ძლიერია ეგ დომინიკელი. წელს უფროსებში პანამერიკული თამაშები მოიგო, მარგიანმა წელსვე გაჭირვებით მოუგო ოქროს დროში.



Posted by: Dennis Bergkamp 20 Oct 2017, 13:24
miishooo91

საურზე ვამბობ, ერთად ხომ გადმოვიდნენ ეგ და ჩიქოვანი?

Posted by: Rammstein 20 Oct 2017, 13:26
-90კგ-ის კურატორი ვინ არის თუ იცით ?

ევროპაზე და მსოფლიოზე ორივეგან სამარცხვინოდ მოამზადა გუნდი

Posted by: miishooo91 20 Oct 2017, 13:26
Dennis Bergkamp

კი ერთად გადმოვიდნენ და ვერ დაიმკვიდრა წელს ნაკრებში ადგილი.

Posted by: JorgeFonseca 20 Oct 2017, 13:27
90-ის გაორებას ვერ მივხვდი ნამდვილად.. ჯობდა სხვა წონა გაეორებინათ და აქ მარტო ერთი კაცი წაეყვანათ

ჩიქოვანს ვინც მოუგო ის დიდებში გამოდის და მართლა კაი ბიჭია ტოთთან მახსოვს წელს მსოფლიოზე ბოლო წამებზე გაუშვა გდება მაგრად იბრძოლა

Posted by: otia-83 20 Oct 2017, 14:21
ეჰ, ერთ დროს ჩვენი საუკეთესო წონა, რა ცუდ დღეშია sad.gif

ერთადერთი არასტაბილური ღვინიაშვილი დაგვრჩა და 81-დან პორტირებული ჭრიკი, რომელიც რამეს იზავს თუ არა ამ წონაში კაცმა არ იცის. ახალგაზრდებიდანაც ვინც იმედისმომცემი იყო 105 კილო გამხდარა უკვე თურმე.

მაგარი მიხედვა სჭირდება ამ წონას.

Posted by: Dennis Bergkamp 20 Oct 2017, 14:28
QUOTE (otia-83 @ 20 Oct 2017, 14:21 )
ეჰ, ერთ დროს ჩვენი საუკეთესო წონა, რა ცუდ დღეშია sad.gif

ერთადერთი არასტაბილური ღვინიაშვილი დაგვრჩა და 81-დან პორტირებული ჭრიკი, რომელიც რამეს იზავს თუ არა ამ წონაში კაცმა არ იცის. ახალგაზრდებიდანაც ვინც იმედისმომცემი იყო 105 კილო გამხდარა უკვე თურმე.

მაგარი მიხედვა სჭირდება ამ წონას.

მარგიანი სათვალავში არ გყავს, არადა მსოფლიოს ბრინჯაო დადო ბიჭმა smile.gif

Posted by: JorgeFonseca 20 Oct 2017, 14:36
კარგი იყო ლუკა love.gif აზიის ჩEმპიონია ეს ბიჭი კადეტებში

Posted by: miishooo91 20 Oct 2017, 14:38
აი ეს ბელგიელიც გაიაროს და ატვეჩაი ვარ რომ ლუკა ფინალში გავა tongue.gif

Posted by: MickeyLL 20 Oct 2017, 14:47

otia-83

QUOTE

ეჰ, ერთ დროს ჩვენი საუკეთესო წონა, რა ცუდ დღეშია


ბექაური იმედისმომცემი ბიჭია, იმედია ეგ მაინვ გაუწევს კონკურენციას მომავალში ბექას, თორე ბექა არ ინდომებს!!!

Posted by: JorgeFonseca 20 Oct 2017, 14:51
არ ვიცი ძმაო ეს გოგო რო ვერ დადგეს დიდი ჯუდოკა ვერ ვაპატიებ ვერავის! biggrin.gif სასწაული გოგოა ეს რა გააკეთA love.gif

Posted by: gamoige 20 Oct 2017, 14:51
ჭანტურიამ რა ქნააააა wow.gif wow.gif wow.gif

Posted by: ძამა 20 Oct 2017, 14:52
ესეც ულამაზესი იპონიი lol.gif lol.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: gamoige 20 Oct 2017, 14:59
ისე ყველაზე მაგრად ეს ბიჭი მაიმუნობდა და აჰა შედეგიც smile.gif

არაფერი პირადული biggrin.gif

Posted by: bernabeu7 20 Oct 2017, 15:00
ახლები ვინც წაიყვანეს ყველა ცუდად გამოვიდა
მოსახლიშვილი ფეხზე ვერ იდგა 2 წუთის მერე

Posted by: Dennis Bergkamp 20 Oct 2017, 15:04
ვერმეერი თუ გაიარა ჭანტურიამ კარგი შანსები აქვს შემდეგ. აბა მიდი მარიამ.

Posted by: otia-83 20 Oct 2017, 15:10
Dennis Bergkamp
QUOTE
მარგიანი სათვალავში არ გყავს

ესკუზი! წარუმატებლობასაც დავიწყებია მარგიანი. pop.gif წარმატებები მას.

მარიამის ბრუნი საოცრება იყო!


81+ წონები ჯერჯერობით არ მომწონს!

Posted by: Rammstein 20 Oct 2017, 15:17
გუჯეჯა დააყენონ რა ყველას სეკუნდანტად...
* * *
ეს კასე ძაან გამოცდილია ახალგაზრდების კვალობაზე....თან ქართველებს გვიმწარებს სულ

Posted by: otia-83 20 Oct 2017, 15:49
5 წუთის მანძილზე არც ერთი ილეთის მცდელობა არ ჰქონია.

ფაქტიურად წასაგებად გავიდა sad.gif რაღას აწვალა ის კაცი, გაჰყოლოდა გდებაზე და თვითონაც დაისვენებდა და ისიც.

Posted by: miishooo91 20 Oct 2017, 15:50
რაც ეხლა მაისურაძის შეხვედრაში მოხდა ესაა ანტიძიუდოს წახალისება და მეტი არაფერი. რეალურად ქართველების ჯინზე ბრუნზე კი არ უნდა იყვნენ ჩაციკლული რომ ძალისმიერი ილეთია და ძიუდოს ეწინააღმდეგებაო. აი ბელგიელის ვითომ სუტემი და ჩახტომილები არის რეალურად ანტიძიუდო და ჯობია იჯფ-მ მაგ ორი ილეთის წინააღმდეგ გაამკაცროს წესები smile.gif

Posted by: Rammstein 20 Oct 2017, 15:53
რაც არ უნდა მოიგოს ახალგაზრდებში, ჩემი ფეხები გამოვა ამ კასესგან...ყველაზე მეტად ამას ვერ ვიტან, დიდებში რამდენიმე ტურნირს იჭიდავებენ და ამ ბოზურ ილეთების იმიტაციებს სწავლობენ მარტო, მერე გამოუცდელ ახალგაზრდებზე გამოაქვთ, რომლებიც საჭიდაოდ არიან გასული.

ეს არ ამართლებს მაისურაძეს. აიღებ ჩავლებას და წადი რა ბლიად ილეთზე რას უყურებ როდის ჩაგივარდება. პაპინას და გრიგალაშვილს აქვთ მარტო საბრძოლო ჟინი. ნინიაშვილი და მაისურაძე ერთი კატეგორიაა.

დავრჩით დღეს მედლის გარეშე. იმედია ხვალ ვიზამთ რამეს

Posted by: otia-83 20 Oct 2017, 16:13
გარედან არ დაიწყო ეხლა ამ ჰოლანდიელმა გდება? რატო ჩაუთვალეს იპონი ვერ მივხვდი. sad.gif

Posted by: bvb 20 Oct 2017, 19:50
დღეს რა თქმა უნდა კარგი გამოსვლა არ გვქონია, თუმცა ისიცაა რომ ჩიქოვანიც და მაისურაძეც ფინალისტებთან დამარცხდნენ. ცუდია რომ შედეგი ვერ დადეს, თუმცა ამისგან ტრაგედიის შექმნა ალბათ არ ღირს. მარიამის მომგებიც ფინალში გავიდა, თან ის ასაკითაც გაცილებით პატარაა სხვებთან შედარებით. ხვალ სანებლიძის იმედი უფრო მაქვს ვიდრე ზაალიშვილის, დინამიკაში თითქოს სანებლიძე უმატებს ხარისხობრივად, ეჩვევა წონას და გელა პირიქით, ვერაფერს ვერ გვთავაზობს, გამძლეობა ისევ არ უვარგა და მეეჭვება თუნდაც ბრინჯაო დადოს, მით უმეტეს საკმაოდ რთული ბადე აქვს

Posted by: Rammstein 20 Oct 2017, 20:12
QUOTE (bvb @ 20 Oct 2017, 18:50 )
დღეს რა თქმა უნდა კარგი გამოსვლა არ გვქონია, თუმცა ისიცაა რომ ჩიქოვანიც და მაისურაძეც ფინალისტებთან დამარცხდნენ. ცუდია რომ შედეგი ვერ დადეს, თუმცა ამისგან ტრაგედიის შექმნა ალბათ არ ღირს. მარიამის მომგებიც ფინალში გავიდა, თან ის ასაკითაც გაცილებით პატარაა სხვებთან შედარებით. ხვალ სანებლიძის იმედი უფრო მაქვს ვიდრე ზაალიშვილის, დინამიკაში თითქოს სანებლიძე უმატებს ხარისხობრივად, ეჩვევა წონას და გელა პირიქით, ვერაფერს ვერ გვთავაზობს, გამძლეობა ისევ არ უვარგა და მეეჭვება თუნდაც ბრინჯაო დადოს, მით უმეტეს საკმაოდ რთული ბადე აქვს

გეთანხმები...წინა დღეებისნაირი კენჭისყრა რომ გვქონოდა მგონია რომ ერთ მედალს მაინც გამოვკრავდით ხელს.

ახალგაზრდებში ან განთესვის სისტემა უნდა ჩამოაყალიბონ ნორმალურად, ან ჭიდაობის რეპეშაჟებს მიმართონ. იგივე მაისურაძე, რომელმაც ევროპაზე ვერცხლი დადო რატომ უნდა შეხვედროდა კასეს, რომელიც დიდებში იგებს ტურნირებს

Posted by: Rammstein 20 Oct 2017, 23:49
მე კი გამომიკეთა ამ კომენტარმა ხასიათი

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


Posted by: miishooo91 21 Oct 2017, 01:06
Rammstein

არაუშავს, მე ჩიქოვანის იმედი მაქვს მომავალ წლებშიც. თავისზე 2 წლით დიდთნ წააგო თან საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში. 2 წელი კიდევ აქვს საჭიდაო ახალგაზრდებში და დადებს შედეგს დარწმუნებული ვარ. ერთადერთი რაც არ მომწონს მასში არის ის რომ ჩახტომით კისრულებს მოუკლო, არადა საკმაოდ ეფექტურად ასრულებდა მაგ ილეთს.

Posted by: clockclock1 21 Oct 2017, 11:02
QUOTE (miishooo91 @ 21 Oct 2017, 01:06 )
მე ჩიქოვანის იმედი მაქვს მომავალ წლებშიც. თავისზე 2 წლით დიდთნ წააგო თან საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში.

100-ში გადადის ჩიქოვანი ახალი სეზონიდან
ახლაც ძალიან გაუჭირდა დაკლება

Posted by: miishooo91 21 Oct 2017, 11:12
clockclock1

გრიგალაშვილზე გვითხარი 2 სიტყვა, ბევრს იკლებს? ეგეც ხომ არ აპირებს წონის შეცვლას? ან კიდევ ვინ აპირებს წონის შეცვლას?

Posted by: clockclock1 21 Oct 2017, 11:24
QUOTE (miishooo91 @ 21 Oct 2017, 11:12 )
გრიგალაშვილზე გვითხარი 2 სიტყვა, ბევრს იკლებს? ეგეც ხომ არ აპირებს წონის შეცვლას? ან კიდევ ვინ აპირებს წონის შეცვლას?

გრიგალაშვილს ნაკლებად,ქარელში ვარჯიშობს და არ მაქვს ისეთი შეხება.
მე როგორც ვიცი არ უწევს ბევრის დაკლება,თავისი მწვრთნელი ამბობს უეჭველი გააჩერებს ამ წონას ბოლომდეო yes.gif
პაპინა,ბეგლარა,გაზაშვილი,მაისურაძე,ჩიქოვანი უეჭველად გადადიან yes.gif

Posted by: JorgeFonseca 21 Oct 2017, 12:33
ეჰ ონისე ბექას შემცვლელად განიხილებოდა ადრე sad.gif ცუდია რო მიუშვა წონა და დაიკარგა სულ მთლად..

იმედია მძიმეში მაინც არ გადავა
* * *
კარგი ხარ სოფო love.gif ჩილელსაც უნდა დაადოს

Posted by: Rammstein 21 Oct 2017, 13:01
ონისე არის კლასიკური მაგალითი იმის, რომ წონის შენარჩუნება ვარჯიშის და მომზადების განუყოფელი ნაწილია.

კარგად დაიწყეს მძიმეებმა..

Posted by: bernabeu7 21 Oct 2017, 13:20
ეჰ კაი რა რა უზროდ წააგო. რატო ცდილობს ეს ბიჭი ყველას ძალაში შეეჯიბროს?

Posted by: Rammstein 21 Oct 2017, 13:24
რა გინდა ბიჯო ამსისხო კაცს ეჭიდავები ვაზარს უგებ...დისტანციაზე დაუდექი და ეჩალიჩე ამ ცერებზე..

Posted by: JorgeFonseca 21 Oct 2017, 13:39
ოჰოოოოოოოოოოოოოო რა უქნა smile.gif))))))

Posted by: Rammstein 21 Oct 2017, 13:46
ყველაზე მაგარი გდებები გოგოებმა აკეთეს.

დაუმარცხებელი არ ჩანს ეგ ყაზახი აზიის ჩემპიონი და ვნახოთ აბა

Posted by: JorgeFonseca 21 Oct 2017, 20:02
რას უშვება ტასოევი ჰეგის smile.gif)))))) მერამდენედ ბიჭო მერამდენედ მოიფიქრეთ რამე მწვრთნელი არ გყავს შე უპატრონო cry.gif


* * *
პირველი წუთის მერე ფეხზე ვერ იდგა ტიპი შებოჭილიც ყავდა და მაინც ვერ დაიჯერა რო შეეძლო ტასოევის დამარცხება facepalm.gif

ისე ტასოევს რო შიდოები არ მისცეს მსაჯების მოყვარულები კი ვერ დაინახავდნენ მაგას მაგრამ ალბათ ნორმალური ხალხისთვის ყველაფერი გასაგები იყო biggrin.gif შელდონამაც კი გაჭედა შიდო სად არისო smile.gif)))

Posted by: Solveig 21 Oct 2017, 20:28
QUOTE
ტასოევი ჰეგი

ამ წყვილის მომდევნო წლები მაინტერესებს ერთობ biggrin.gif

Posted by: JorgeFonseca 21 Oct 2017, 22:28
Solveig
QUOTE
ამ წყვილის მომდევნო წლები მაინტერესებს ერთობ

არა მგონია ტასოევმა რამე ქნას დიდებში biggrin.gif ავსტრიელს უფრო კარგი კარიერა ექნება მგონია მაგრამ თუ ერთმანეთს შეხვდნენ მოუგებს ხოლმე ტასოევი givi.gif

Posted by: ZEUS 22 Oct 2017, 13:26
მეორე ტატამზე იწყება რამოდენიმე წუთში. ეს ნიდერლანდები კარგი გუნდია?

Posted by: JorgeFonseca 22 Oct 2017, 13:41
ეთოს ვაზარი კი მისცეს ჰოლანდიელს და მერე ეთოს მოგონილი მეორე შიდოც მიამატეს მაგრამ ნუ ხართ დაუნახავები და აღიარეთ რო მსაჯები ჩვენსკენ არიან ამ მსოფლიოზე love.gif
* * *
ჯანი და ენერგია აღარ გაქ ხო??? 35 წამი დარჩა წააგე ეს დედა აფეთქებუული ვაზარი წააგე რა
* * *
ესეც ტალანტი ზაალიშვილი lol.gif კარგით რა smile.gif))))))))) წიქორიძე მეტს მიაღწევს დარწმუნებული ვარ

Posted by: Scoffield 22 Oct 2017, 14:05
სასწრაფოდ ნატურალიზება თორემ ვისაც ოდნავ მაინც აქვს განვითარებული ქალთა ძიუდო მოგვიგებს.

QUOTE
ესეც ტალანტი ზაალიშვილი  კარგით რა ))))))))) წიქორიძე მეტს მიაღწევს დარწმუნებული ვარ

+1000000000000000000

ზაალიშვილმა წავიდეს ჩილიმის მოწევა გააგრძელოს

Posted by: Rammstein 22 Oct 2017, 14:15
მაისურაძემ დაამტკიცა, რომ მედლისთვის კარგად იყო მომზადებული, გელამ პირიქით.

Posted by: ZEUS 22 Oct 2017, 14:16
მოკლედ. სულ რომ ქალებშიც ვგლიჯავდეთ, მაინც მაგარ ლეღვობაა ეს შერეული გუნდური. ქულების და ვაზარების თვლა.
ჭადრაკია თუ ძიუდო ეს დედამოდღნული?!

Posted by: Rammstein 22 Oct 2017, 14:22
არადა მაისურაძემ რა მაგარი რაღაც იკისრა. მეთქი მოვიგეთ, მაგრამ რა ქნეს მძიმე წონებმა.

გრიგალაშვილმა რა იპონი დადო, ერთადერთი გდებაა დღეს რომელიც გამონაკლისის სახით განმეორებით აჩვენა ოპერატორმა.

Posted by: GP&GP 22 Oct 2017, 14:32
თუ განუმარტავენ მწვრთნელები გოგონებს (განსაკუთრებით), რომ
როცა გუნდურში ქულების დათვლას ასე დიდი მნიშვნელობა აქვს,
თუ მაინც აგებ, ასე ადვილად არ უნდა "არიგო" ეს იპონები.
ეთოს, ბოლო წამზე დაჭერისას, წინააღმდეგობაც არ უცდია ისე დაურტყა ხელი და იპონი მისცა- იფიქრა მაინც წაგებულიაო.

Posted by: ძამა 22 Oct 2017, 14:38
მსაჯი და ბარბოზა დაძმობილდნენ, მაგრამ ფრანგს ეკიდა მაინცsmile.gifsmile.gifsmile.gif
რა ნაგლები არიან ეგ ჩემისჩემები

Posted by: GP&GP 22 Oct 2017, 14:47
აღსანიშნავი შემთხვევაა გუნდურში ფრე და "გოლდენ სკორი" კენჭის ყრით.
მსაჯებიც დაიბნენ ...
user posted image

Posted by: Rammstein 22 Oct 2017, 15:09
QUOTE (GP&GP @ 22 Oct 2017, 13:47 )
აღსანიშნავი შემთხვევაა გუნდურში ფრე და "გოლდენ სკორი" კენჭის ყრით.
მსაჯებიც დაიბნენ ...
user posted image

დაღუპა იმ ბრაზილიელმა გუნდი..პირდაპირ იპონზე რომ დავარდნილიყო იგებდა ბრაზილია.

Posted by: Dennis Bergkamp 22 Oct 2017, 15:15
ერთ-ერთი ყველაზე უაზრო გადაწყვეტილება, ქალებისა და კაცების შერეული გუნდური down1.gif

ლუწი მონაწილე გუნდურში, აი რომელ დებილ თავში უნდა მოგივიდეს ესეთი მარაზმი. ძალიან დიდი იმედი მაქვს ოლიმპიადის შემდეგ შეიცვლება.

Posted by: Solveig 22 Oct 2017, 15:31
QUOTE
აღსანიშნავი შემთხვევაა გუნდურში ფრე და "გოლდენ სკორი" კენჭის ყრით.
მსაჯებიც დაიბნენ ...

კიდეც ბევრჯერ დაიბნევიან და კიდევ ბევრ უსამართლობას ვნახავთ, თუ არ მოაცილებენ მაგ იდიოტობას.
ვის მოუვიდა თავში საერთოდ.


Posted by: Rammstein 22 Oct 2017, 15:49
უნდა ამოიღონ სასწრაფოდ...მსოფლიოზე და ევროპაზე იყოს ცალ-ცალკე და ოლიმპიადაზე შეურიონ რო რამე და გადაულოცონ ჯაპანებს ოქრო.

რამდენი წონის ძიუდოისტი რჩება მშრალზე. ამას დამატებული ნატურალიზებები დაიწყება და გეოგრაფიის გაფართოვება, რაზეც ამდენი ხანი ჩალიჩობდნენ, დასამარდება. კიდევ ძალიან ბევრი შეხვედრაა, თითოეული შეხვედრა ნაკლებად პრინციპულია და სანახაობაც იკლებს. სენსაციები არ ხდება.

მოკლედ გაიტანონ გრელანდია სანამ დროა

Posted by: GP&GP 22 Oct 2017, 16:55
ერთი დადებითი ისაა, რომ ანგარიშის ხუთამდე ასვლის მერე შეხვედრას აღარ აგრძელებენ

Posted by: miishooo91 22 Oct 2017, 18:10
"ქართველი ქალი სპორტისთვის შექმნილი არსება არ არის, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რაშიც გინდა იმაში ჩამომართვით. ეს ვენ ყვალამ ვიცით მაგრამ ღმამაღლა ამის თქმა აზიურობად და სიქაჯედ ითვლება. მოჭიდავე ქრთველი ქალი მით უმეტეს. გუნდურს ჩვენ ვერ მოვიგებთ ვერასდროს"

ამ კომენტარს გადავაწყდი biggrin.gif

ქალი მე ვიცი კუხნაში! vik.gif და ნუ ნასკის გამხდელადაც გამოდგება როცა ქმარი მთვრალი მოვა სახლში smile.gif

Posted by: JorgeFonseca 22 Oct 2017, 20:32
miishooo91
QUOTE
"ქართველი ქალი სპორტისთვის შექმნილი არსება არ არის, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რაშიც გინდა იმაში ჩამომართვით. ეს ვენ ყვალამ ვიცით მაგრამ ღმამაღლა ამის თქმა აზიურობად და სიქაჯედ ითვლება. მოჭიდავე ქრთველი ქალი მით უმეტეს. გუნდურს ჩვენ ვერ მოვიგებთ ვერასდროს"

ამ კომენტარს გადავაწყდი

facepalm.gif

არადა კარგი მწვრთნელების და სწორი მუშაობის შემთხვევაში ბევრს მიაღწევენ ჩვენი კადეტები smile.gif იაპონიას მოვუგეთ გუნდურში ბოლო ბოლო და ჭანტურიამ ისეთ მეტოქეს მოუგო თან რავი smile.gif სოფიოც არ იქნებოდა უშანსოდ ტრავმა რო არ ქონოდა..

საერთოდ არ მესმის 2 მწვრთნელი რატოა ყველა ასაკობრივში ყველა გოგოსთან? მეტი მწვრთნელი არ მოიძებნა ქალებში? biggrin.gif მოცრაძე და თენაძე დაყვებიან ყველგან ყველა ასაკობრივს და ეროვნულს

Posted by: Rammstein 22 Oct 2017, 21:00
გელას ევარგა რა და რა ძლიერი გუნდის გამოგდება შეგვეძლო

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)