Flasher> ეკლესიის მნიშვნელობა ქართველი ერისათვის
ნამდვილად გადამეტებულია.
> სამების ეკლესია დასავლეთიდან ნასესხები ფულით არ შენდება!
ქართველებს სხვა ფული არ აქვთ! ქვეყანას მილიარდობით ვალი აქვს. ყველა ფირმა რომელიც კი მუშაობს საქართველოში, ამ ვალების ხარჯზე მუშაობს. დასავლეთმა კრედიტების გამოყოფა რომ შეწყვიტოს, ეგრევე თითქმის ყველა გაკოტრდება. ასე რომ, თქვენ დღეს თბილისში პურს რომ ყიდულობთ, სადღაც შვეიცარულ ბანკში სათანადოდ მინუსი გეწერებათ. ამ მინუსის დაფარვა კი ისევ ჩვენ შთამომავლობას მოუწევს. ამიტომ ვიძახი, რომ ყველა ადამიანმა უნდა დაუკვირდეს, თუ დაში "აგდებს" ფულს. მე აქ არა მარტო ეკლესიების მშენებლობაზე მწყდება გული. იგივე არაა, სიგარეტს რომ ყიდულობთ? ეს ფული მიდის ამერიკაში, ანუ, ისინი ჩვენ გვაძლევენ სესხს, მერე კი გვყიდიან სიგარეტს.
მითუმეტეს რომ თვით ამერიკა თავის ქვეყანაში ყველაზე უფრო ძლიერად ებრძვის მწეველობას. ქართველები კი აბოლებენ და აბოლებენ შვილიშვილების ხარჯზე.
Int3lig3nt> მით უმეტეს ასეთ სიწმინდეებზე საუბარი!
ჩემთვის ეს არაა სიწმინდე.
> ყველას თავისი მოეკითხება!
ნეტა ვისგან?
[LoD]-Bagra> შენ იცი რომ X-XI ს.ს-ის მიჯნაზე დაშლილმა, დანგრეულმა, მშიერმა, დაპყრობილმა და აწიოკებულმა საქართველომ რა ტაძრები ააშენა ?
შენ იცი, რომ ჩვენ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ? საქართველო მემგონი X-XI ვეღარ გასცდა.
> მაშინდელ ქართველ ხელისუფლებს ამ ეკლესიების ასაშენებელი თანხები რომ მიერიგენ-მოერიგებინათ და რამდენიმე ათასის კუჭი ორიოდე დღით ამოეყორათ
მაშინდელ ქართველ ხელისუფლებას ინდუსტრია რომ აეშენებინათ, ახლა ამერიკაზე უკეთ ვიცხოვრებდით. რა შუაშია კუჭების გაძღობა? ქვეყანაში არაა გზები, საერთოდ მთელი ინფრასტრუქტურა დაშლილია, არ არსებობს განათლების სისტემა, არ არის ინდუსტრია, მაგრამ არის რამოდენიმე ათასი ეკლესია. ამიხსენით, რითია ის ძველი ეკლესიები ახლებზე უფრო ცუდი? და რა აუცილებელია ამ დროს მაინცდამაინც ეკლესიაში ფულის ჩაყრა?
> ან ვიქნებოდით დღეს ბურიატების და მონღოლების დონეზე ან საერთოდ აღარ ვიქნებოდით....
მე არ ვიძახი, იმ დროს ეს ცუდი საქმე იყოთქო! რატომ მაბრალებთ ასეთ რაღაცას?!
მე მხოლოდ ვიძახი, ყოველი სიტუაცია სხვანაირია. ყოველთვის უნდა გადახედო, რა მჭირდება ამჟამად უფრო, ანუ დასვა პრიორიტეტები და ჯერ ეს პრიორიტეტები შექასრულო. ეკლესიის მშენებლობა კი არანაირ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგანაც ჩვენ გვაქვს ბევრი "კარგი" ეკლესია, მაგრამ არ გვაქვს სხვა ყველაფერი!
> მაგ ტაძრებს უმადლოდე რომ დღეს ქართველი გქვია !
ჯერ ერთი, მე არ ვარ ძველი ტაძრების უმადური!
მე ძალიან კარგათ მესმის თუ რა ფუნქცია შეასრულეს მათ საქართველოს ისტორიაში. მაგრამ მე ვარ ახალი ტაძრების უმადური, რადგანაც ახლა ისინი სულ სხვა ფუნქციას ასრულებენ. გარდა ამისა, მე სულაც არ მეამაყება, ქართველი რომ ვარ. პირიქით. ამ ერმა თავისი ხელით დაანგრია აშენებული ქვეყანა. ქართველების უმეტესობა ნაციონალისტები და ფუნდამენტალისტები წარმოადგენენ. თანაც ყველას რატმოღაც ზეადამიანი ჰგონია თავი!
სამაგიეროდ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ეგრევე იწყება ტირილი: "ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ყველა გვჩაგრავს, ვაი რა გვეშველება, ვაი რაღა ვქნათ..."
სხვათა შორის მეც თბილისში რომ ვცხოვრობდი, თქვენნაირად ვფიქრობდი. მერე აქ წავიკითხე მაქიაველი და მივხვდი რომ ასე არაა საქმე.
> მოიცა ანუ ხალხის მიერ შეწირული ფულით თუ აშენდა ეკლესია მაშინ შენი აზრით ეს ფული ნასესხია,
კი. ზემოთ დავზერე რატომ.
> ჯობია ისევ ხალხს დაუბუროთ ???
არა! ამ ფულით უნდა ის აშენებულიყო რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ახლა კი უკვე გვიანაა.
> თუ ხვდები რა სისილელე გამოგდის ???
მე ყველაფერს ვხვდები. შენ როდის მიხვდები?
> და ჩემი პირადი საქმეა რას ან ვის შევწირავ ფულს და ამის უფლება ნებისმიერს გააჩნია ხოლო შენ კიდევ იძახი რომ ამას რატომ შესწირედ იმისთვის შეგეწირათო.
რა თქმა უნდა თქვენი ყველას პირადი საქმეა, მაგრამ რა ნამუსით წერთ ჩემ ქართველობაზე რაღაცეებს, როდესაც თვითონ ქვეყნის აშენებას ტაძრის აშენება ამჯობინეთ?!
პჩილა_მაია> მაგრამ ჯერ ერთი სამების ტაძარი ივანიშვილმა დააფინანსა თითქმის 100%.
ჯერ ერთი, მე არ ვიცი, ივანიშვილი ვინაა და როგორ აშენდა ტაძარი, მაგრამ ვიცი რომ უმარავი სხვა ეკლესიაც შენდება. ისინიც ივანიშვილმა დააფინანსა? და საერთოდ, ვინაა ეგ ივანიშვილი? ტელევიზორში (ინტერნეტში) მოვისმინე, თითქოსდა შევარდნაძემ დაიწყოო მისი მშენებლობა. ასე არ მოხდა?
მეორე, ის თითქმის 0% ვინ გადაიხადა? და რამდენი იყო სინამდვილეში ეს თითქმის 0%?
> მე მგონი დამეთანხმები რომ ეს იყო მისი სურვილი და ამ სურვილში ცლილებების შეტანა ჩვენი საქმე არაა
დაგეთანხმები.
> მითუმეტეს როდესაც ეგ ადამიანი ათ მაგდენს სხვა ბევრ რაციონალურ საქმეში დებს.
მაგალითად? როგორც ვთქვი, თბილისში არ ვცხოვრონბ. იქნებ ვინმემ მომიყვეს ივანიშვილის გმირობანი?
> ეგეთი ყველა დასაჭერია.
100%
> ესეთმა ადამიანებმა ეკლესიას თუ არ შესწირეს ფული რაიმე სასიკეთო საქმეს გააკეთებენ საერთოდ.
ეკლესიის შენებლობა კარგი საქმე გგონია?
> ნუ რაც შეეხება ადამიანებს რომლებიც საკუთარ ლუკმა-პურს იკლებენ და ეკლესიას სწირავენ. რა მოგახსენო. ყველამ თავისი საქმისა თვითონ უდნა იცოდეს. თუ ის ამაში ჰპოვებს ხსნას გაუშვი რა იფრინოს...
კი მაგრამ, ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმა რატომ უნდა გადაიხადონ იმ ლუკმა პირის თანხა, მითუმეტეს პროცენტებით, მან ასე გულკეთილად ეკლესიას რომ შესწირა?