Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > ლიტვა - ვილნიუსი


Posted by: ezgirl 22 Apr 2010, 10:40
მაინტერესებს რისი ნახვა შეიძლება, shoping-სად მოვაწყო, და ასე შემდეგ, მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს და მომწერეთ user.gif user.gif

Posted by: giorgitab 22 Apr 2010, 11:42
ezgirl
აქ ნახე აბა

http://forum.ge/?f=69&showtopic=33839933

Posted by: ქაფქიანა 22 Apr 2010, 12:20
ezgirl

როგორ მშურს შენი... cry.gif

აი ყველაზე მარტივი და საჭირო სიტყვები:

ლაბას-გამარჯობა

ლაბას რიტას-დილა მშვიდობისა

ლაბა დიენა-შუადღე მშვიდობისა (ჩვეულებრივ მისალმება შუადღის თორმეტიდან საღამოს 6-მდე).

ლაბას ვაკარას-საღამო მშვიდობისა.

იკი პასიმატიმო-ნახვამდის...

იკი-რუსული ,,პაკას" ვარიანტი. ოფიციალური შეხვედრებისას მისი გამოყენება უკულტურობის და ვულგარულობის მაჩვენებელია

ატე-რუსული ,,პაკას" ვარიანტი. ოფიციალური შეხვედრებისას მისი გამოყენება უკულტურობის და ვულგარულობის მაჩვენებელია.

თეიფ-დიახ.

იო-ჰო.

აჰა-კი.

ნიე-არა.

ქეიფ ტუ?-როგორ ხარ (შენ)

მან ლაბეი-კარგად ვარ (მე)

აჩუ-მადლობა.

აჩუ ლაბეი-დიდი მადლობა.

აშ-მე

ტუ-შენ

იის-ის (მამრ).

იი-ის (მდედრ).

მეს-ჩვენ.

იუმს-თქვენ.

იეს-ისინი.


დასაწყისისთვის მგონი საკმარისია, თუ კიდევ მოგინდება რამე, მითხარი და გეტყვი.

ჩემი მებერ თაითლიც ამ ენაზეა.

აუ როდის დავბრუნდები ლიტვაში ხელახლა... cry.gif

Posted by: ezgirl 22 Apr 2010, 12:28
ძააან კაი, მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს სად შეიზლება წასვლა, და იაფად სად ვიყიდო საჩუქრები მეგობართა ამალასbiggrin.gif:D:D

Posted by: ქაფქიანა 22 Apr 2010, 12:51
ezgirl

სად შეიძლება და უმსხვილესი სავაჭრო ცენტრებია ევროპა და აკროპოლისი. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი. რა უნდო იყოს, რომ აკროპოლისში ვერ იყიდო, თუ ახლა მაინცდამაინც ბოინგის ძრავებს არ ეძებ... biggrin.gif

რასაც ჰქვია ბაზარი, ბაზარი მდებარეობს რკინიგზის სადგურთან-გელეჟინკელიო სტოტის ტარგუს-აი ეს იკითხე...

რაც შეეხება სუვერინებს და ა.შ. ესენი შეიძლება იყიდო ციხესიმაგრის ქუჩაზე-პილიეს გატვე სუვენირუ ტარგუს. ესაა ძველი ქალაქის ყველაზე ცოცხალი და ხალხმრავალი, ქვეითთა ქუჩა. ულამაზესი და ათასგვარი კაფე-ბარებით, რესტორანებით და სუვერინებით მოვაჭრეებით სავსე... ჩვენებური შარდენი, მაგრამ გაცილებით უკეთ მოწყობილი...

ახლა რაც შეეხება ნახვას. პირველ რიგში უნდა ნახო კათედრა-არქიკათედროს აიკშტე. აუცილებლად უნდა ნახო გედემინოს გამზირი-გიადამინო პროსპეკტას. ეს ჩვენებური რუსთაველის ანალოგია.

უნდა ნახო აუცილებლად გედემინოს კოშკი, გიადამინო პიილს-კათედრის უკან ბორცვზე.

აუცილებლად უნდა ნახო წმინდა ანას კათედრალი-შვენტოი ონას კათედრალას. იქვე უნდა ნახო რუსული ტაძარი, რომელიც ქართულ არქიტექტურულ სტილშია შესრულებული. ამასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა-რუსეთის იმპერიის მმართველობაში მყოფ ვილნოს (ვილნიუსის) მმართველ გრაფ შუვაროვს სიზმარში გამოეცხადა სამხრეთის დიდი დედოფალი დინარა-პიეტუს დიჯოი კარალიენე დინარა, ანუ იგივე თამარ მეფე და უბრძანა ტაძრის აგება. ამანაც ტაძარი ქართულ სტილში ააგო.

აუცილებლად უნდა მოინახულო უჟუპისის რესპუბლიკა-ვილნიუსის ბოჰემური უბანი. უნდა გადაიღო სურათები უჟუპისის ანგელოზთან და უჟუპისის კონსტიტუციასთან.

აუცილებლად უნდა დაჯდე რესტორან ჩილიკაიმასში გერმანელების ქუჩაზე-ვოკეიჩიუ გატვე. აუცილებლად უნდა გასინჯო ლიტვური ლუდი-შვიტურიო ტამსუსი. ლიტვური ნაციონალური კერძი-ცეპელინაი. (კარტოფილის ცომში მხოარშული ხორცი) და ნივრიან ყველში შემწვარი პური- კეპტა დუონა. მანდ თუ იქნები, წადი წმინდა ნიკოლოზის ქუჩაზე-შვენტოი მიკალოიაუს გატვე და მოინახულე წმინდა ნიკოლოზის ეკლესია-შვენტოი მიკალოიაუს ბაჟნიჩია. მის ეზოში მდებარე სახლში შესვლის უფლებას თუ მოგცემენ და მესამე სართულზე თუ აგიშვებენ, ხელმარცხნივ მანსარდზე შეხვალ ბინაში, სადა მთელი 2007 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და გადაუღე სურათები და ჩამომიტანე. biggrin.gif

უნდა ნახო ძველი ქალაქი-სენამიესტის, პრეზიდენტის სასახლე და უნივერსიტეტი...

თუ შეძლებ, აუცილებლად უნდა მოინახულო ტრაკაის ციხე-სიმაგრე ტბაზე. ვილნიუსიდან ისეთივე დაშორებაზეა, როგორც მცხეთა და მცხეთისავით, პირველი დედაქალაქია.

თუ შეძლებ უნდა მოინახულო ლიტვის ქუთაისი-კაუნასი და ლიტვის ბათუმი-კლაიპედა. კლაიპედაში თუ მოხვდები, კურშიუს ნახევარკუნძულზე- კურშიუ ნერია რომ არ გადახვიდე ბორანით და დაბა ნიდა-ში რომ არ წახვიდე რუსეთის საზღვრისკენ, უბრალოდ მკრეხელობაა. კურშიუს ნახევარკუნძულზე აგრეთვე უნიკალური საზღვაო მუზეუმია...

ვილნიუსში კიდევ შეგიძლია ნახო საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი-თუ მოგინდება. საკმაოდ დამთრგუნველია-მაგრამ ღირს ნახვა...

თუ ფული გაქვს შეგიძლია ახვიდე ვილნიუსის ტელეანძაზე-ვილნიაუს ტელევიზიოს ბოკშტას და იქიდან მოწყობილ რესტორნიდან გადმოხედო ქალაქს. ულამაზესია. თუ არ გაქვს მაგდენი ფული და დაელოდე შაბათ-კვირას და ადი სავაჭრო ცენტრ ევროპის მაღლივ კოშკურის თავზე ლიფტით და იქიდან გადმოხედე ქალაქს სრულიად უფასოდ. ნუ იქ არავითარი რესტორანი არაა... biggrin.gif

რავი აბა, კიდევ თუ გაინტერესებს რამე, აგერ ვარ...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)