https://www.facebook.com/photo?fbid=9565752...516918770433968მოდით ვისაუბროთ, ვილი სანიოლზე მწვრთნელზე, რომელმაც პირველად შეძლო საქართველოს ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრა. უამრავი კრიტიკის და პესიმიზმის მიუხედავად, ფრანგმა სპეციალისტმა, არასრულ 4 წელში, გუნდი ტაქტიკურად მთლიანად შეცვალა. სანიოლი არ ერიდებოდა ექსპერიმენტებს და თამამ გადაწყვეტილებებს. წარმოგიდგენთ მისი წარმატების 7 მთავარ ფაქტორს:
1 ტაქტიკა 3-5-2 და ოთარ კაკაბაძე - . სამმცველიანი წყობა ჩვენი ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი იდენტობა გახდა. სანიოლის პირველი რევოლუციური გადაწყვეტილება იყო კაკაბაძის მარჯვენა ცენტრალურ მცველად გამოყენება, რამაც ოთარის დაცვითი სქილები უმაღლეს დონემდე აიყვანა და თავის პოზიციაზე დაბრუნების შემდეგ ნაკრების დაცვის საყრდენ მამოძრავებელ ძალად აქცია.
2 ლევან შენგელია და გიორგი წიტაიშვილი - ფრანგი სპეცილისტი წლების მანძილზე საფრანგეთის ნაკრების განაპირა მცველი და ლიდერი გახლდათ და ვის თუ არა მას, ყველაზე უკეთ შეუძლია ლატერალების აღმოჩენა. წლების განმავლობაში პრობლემულ მარცენა მცველის პოზიციაზე, მარჯვენა შემტევის გამოყენება პირველად გიორგი წიტაიშვილით სცადა, რომელმაც არანორმალური სამუშაო გასწია ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. მისი საგოლე გადაცემებით ბუდუ ზივზივაძე და ხვიჩა კვარაცხელია მარაგდებოდნენ. გიორგის ფორმის დაკარგვის შემდეგ კი იგივე შანსი სანიოლმა ლევან შენგელიას მისცა, რომელმაც საოცარი ნახევარფინალური პერფორმანსი გვაჩვენა.
3 ჩაკვეტაძე - სანამ გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდში პოზიციას შეიცვლიდა, პირველი ეს სწორედ ვილი სანიოლმა გარისკა. გიორგი სამ ცენტრალურ ნახევარმცველში გამოიყენა და მას სრული თავისუფლება მისცა. ჩაკვე შეტევებს ორივე ფლანგიდან დირიჟორობს, რამაც ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეპასე გახადა (10 საგოლე გადაცემა). მოგვიანებით გიორგი ახალ პოზიციაზე, ჩემპიონშიფშიც გატესტეს და ფიზიკური გამძლეობის დახვეწის შემდეგ ნამდვილ მონსტრს ვიღებთ.
4 კვარა 2 ფორვარდში - ნეაპოლურ პირველ სეზონში, კვარაცხელია გამოკვეთილი გარემარბი იყო. სპალეტი მის ფორვარდად გამოყენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. სანიოლმა კი ორ ფორვარდიანი სქემაში ხვიჩას თავისუფალი მხატვრის ფუნქცია მისცა, რამაც შედეგი მაკედონიასთან და შოტლანდიასთან საშინაო შეხვედრებში სწრადად გამოიღო. ხვიჩა ორივე ფლანგიდან დამანგრეველი გახდა. მიმდინარე სეზონში კი ნაპოლის სამივე მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ხვიჩას სანაკრებო მატჩებში უყურეს და მისი ცენტრში მეტად გამოყენება დაიწყეს.
5 კიტეიშვილი მცველების წინ - ოთარ კიტეიშვილს საწყის წლებში ხშირად იყენებდნენ მოედნის ცენტრში. შემდეგ ვაისი ძირითადად 10-იანის და მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ტვირთავდა. დანიასა და შვეიცარიასთან საშინაო შეხვედრებში სულაც ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სანიოლმა კიტეიშვილის ეს კომპონენტი კიდევ უფრო დახვეწა და მას "რეჯისტას" პოზიცია შეურჩია. შტურმის ლიდერი ნახევარ ფინალში და ფინალში მცველების წინ მოქმედებდა და ყველა შეტევის დაწყებას დირიჟორობდა.
6 ქოჩორაშვილი - როგორ იქნა ქოჩორაშვილს სანაკრებო დებიუტის შანსი სწორედ სანიოლის ხელში მიეცა. საწყის მატჩებში სადებიოტო ნერვიულობა ეტყობოდა. თუმცა პირველ შეხვედრებში გიორგი მცველებს წინ ჩამშლელის პოზიციაზე იდგა, ხოლო ფინალურ 2 შეხვედრაში 6-იანის პოზიცია დაიკავა და მოედნის ორივე მხარე თანაბრად აითვისა.
7 გუნდურობა და სულისკვეთება - სანიოლის მთავარი იარაღი ეს უკანასკნელი აღმოჩნდა. ესპანეთთან 7-1 განადგურების შემდეგ, გუნდის საოცარი მობილიზება, საბრძოლო განწყობის დაბრუნება და გადამწყვეტ მომენტში კონცენტრაცია და წნეხის თავიდან არიდება შეძლო.
შედეგად ვილი ჩვენთვის მღერის: საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა