პირველ რიგში მოგესალმებით
მე სულ რაღაც ახლახანს გავხდი ფორუმის აქტიური წევრი,თუმცა წლების განმავლობაში ვიყავი პასიური წევრის მდგომარეობაში,რაც იმას ნიშნავს,რომ უბრალოდ შემოვდიოდი და ვიღებდი ბევრ სასარგებლო ინფორმაციას და სხვადასხვა თემების შესახებ ვეცნობოდი კომპეტენტური ადამიანის რჩევებსაც..ეს არის სივრცე,რომელსაც აშკარად გააჩნია თავისი ფუნქცია და ამდენი წლის განმავლობაში მაინც ინარჩუნებს აქტუალობას,აქვს თავისი ისტორია..მოგეხსენებათ ყველა ჩვენგანს გვაქვს ცხოვრებაში ეტაპები,როდესაც ან პროგრესს განვიცდით,ან რეგრესს და ზოგჯერ სტატიკურ მდგომარეობას თავს დიდხანს ვერ ვაღწევთ,ასე მოხდა ფორუმის შემთხვევაშიც..მინდოდა ცალკე დამეპოსტა ამასთან დაკავშირებით,თუმცა როგორც ფორუმის ახალ წევრს,შიდა განაწესებიდან გამომდინარე რამდენადმე შეზღუდული მაქვს უფლებები,ამიტომაც მოდით აქ დავწერ..იმდენად სტატიკურ მდგომარეობაშია ირგვლივ ყველაფერი,რომ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ,თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად?რაღაც,რაც აგვამოძრავებს,რაც თავისი არსით იქნება გამოსადეგი ყველასთვის და საბოლოო ჯამში შეიკვრება ერთიანი "ქომუნითი" (უბრალოდ მიყვარს ეს სიტყვა :დ )..იდეები არის,უბრალოდ საჭიროა სწორი ტაქტიკა,მზაობა ამისთვის და რაც მთავარია საქმე ლაპარაკის ნაცვლად! ველოდები თითოეული თქვენგანის გამოხმაურებას