ესეიგი ეს თემა უნდა გავაღვიძო
მოიდა ღვინიანი სოუსები .... აბა მსურველებო მიირთვით
სოუსი "შარმი" .... შამპანიურით და ამბებით
სოუსი „შარმი“
6-8 კვერცხის გული
5 კბილი ნიორი
2/3 ჩაის ჭიქა (240 გრამიანი) ზეითუნის ზეთი
1 ჭიქა (240 გრამიანი) თეთრი მშრალი ღვინო
ძირა
შავი და წითელი წიწაკის ნაზავი
მარილი
მომზადების წესი:
კვერცხის გულები გავთქვიფოთ ძირასთან და მსხვილად დაჭყლეტილ ნიორთან ერთად ერთად ... დავამატოთ ზეითუნის ზეთი და ავთქვიფოთ კარგად .... როცა მასა შეიკვრება ნელნელა დავასხათ ღვინო და მოვურიოთ ნელი სიჩქარით ... შემდეგ დავამატოთ წიწაკის ნაზავი და მარილი გემოვნებით
ეს სოუსი შეიძლება გამოიყენოთ შემწვარ ღორის ან ძროხის ხორცთან ცივ მდგომარეობაში ... და სურვილის მიხედვით შეიძლება შეათბოთ კიდეც
ესეც სოუსი "პიკანტური"
სოუსი „პიკანტური“
400 გრამი ბულიონი
150 გრამი თეთრი სოკო (ქამა)
4 ჩ.ჭ. შამპანიური
1 კონა პრასი
100 გრამი კარაქი
2 სუფრის კოვზი ფქვილი
0,5 ჩ.კ. მუსკატის კაკალი
ჯანჯაფილი (имбирь) გემოვნებით
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. სოკოს დავასხათ ბულიონი .... წამოვადუღოთ და დაბალზე დავუწიოთ ცეცხლი .. ასე დავტოვოთ 15 წუთი
2. პრასი დავჭრათ დავასხათ შამპანიური და ვადუღოთ სანამ მასა არ შემცირდება 1/3-ით
3. კარაქი გავადნოთ ცალკე ქვაბში .... დავამატოთ ფქვილი, ნელნელა ვურიოთ და დავტოვოთ ცეცხლზე მანამდე, სანამ ეს მასა არ მიიღებს რძიანი ყავის ფერს ....
ფქვილიან მასაში (ისე რომ არ გადმოვდგავთ ცეცხლიდან) ნელნელა ჩავამატოთ სოკოს და ბულიონის ნაზავი .... ამ დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგან ოდნავ შხეფებს გაიკეტებს
შემდეგ დავამატოთ შამპანიურის და პრასის მასა და 10-15 წუთით დავტოვოთ ნელ ცეცხლზე
ბოლოს დავამატოთ ჯანჯაფილი, მუსკატი და მარილი
სუფრაზე უნდა მივიტანოთ ხორცზე მოსხმული სასურველია ცხელ მდგომარეობაში
ჰოი, წმინდაო საცოდაობავ, უწიგნური პოვარი უნდა გერქვას შენ! ... ©CZ88
შენ თუ შენი თავი ვარსკვლავი გგონია, მაშინ მე ცა ვარ და მაგრად მკიდიხარ
ისე დაგაიგნორებ, საკუთარ არსებობაში შეგეპარება ეჭვი :დდ