ვიშნუს იკონოგრაფია:
ვიშნუს გამოსახვა არაერთგვაროვანია, თუმცა ხშირად მას ერთნაირადაც გამოსახავენ. აღვწერ ყველაზე ხშირად გამოხატულ გამოსახულებას:
ვიშნუ ხშირად გამოისახება არწივზე (გარუდზე) მჯდომი. მას აქვს ერთი სახე და ოთხი ან მეტი ხელი. მას გამოსახავენ ლურჯ ფერში, ხოლო მისი სამოსი ყოველთვის ყვითელია. მარჯვენა ხელებში მას უჭირავს ისარი, საჩხაკუნო (ჩოტკი) (აკშამალა) და კვერთხი (გადა) - ეს არის ძალაუფლების სიმბოლო, რომელიც უმაღლეც ცოდნას იძლევა; მარცხენა ხელებში - ტყავი, ნაჭერი და ცისარტყელა. მას ასევე უკავია ბორბალი (ჩაკრა) და კვერთხი (გადა). ჩაკრა წარმოადგენს სამყაროს ბრუნვას, ისევე როგორც დხარმის ბორბალი, დროის ბორბალი და პლანეტების ბრუნვა. ბორბალი წარმოადგენს ღვთიური გონის სიმბოლოს და უნარს გაანადგუროს და ხელახლა აღადგინოს სამყარო, რომლის ყოფაც ციკლურია, როგორც ბორბლის ტრიალი. ვიშნუსთან ხშირად ხატავენ ნიჟარასაც. ის ყოველივეს გაჩენას ნიშნავს პირველწყლებისგან, რადგანაც ის სპირალის ფორმისაა და წყლის ქმედების ამსახველია. გადურა გამოხატავს გონებას, რომელიც ყველა სხეულს მოსავს. არაფერია იმაზე სწრაფი და ძლიერი, როგორიც გონებაა.
ვიშნუს რვა ხელი გამოხატავს ქვეყნის ოთხ მხარეს და ოთხ სტიქიას - სანკხა (ნიჟარა) ნიშნავს ცას. ჩაკრა (ბორბალი) ნიშნავს - ჰაერს. გადა (სკიპტრა) - შუქს, ხოლო პადმა (ლოტოსი) - წყალს. ვიშნუს ხელის ჟესტი ნიშნავს ნუგეშს მორწმუნეთათვის. * * *
ჯერ კიდევ ვიშნუმდე ვარუნა და მისი შთამომავალი ინდრა ებრძოდნენ ბოროტ სულებს - ასურებს. ეს ბორროტი სულები ხცშირად სხვადასხვა ცხოველის სახიტაც გამოიხატებოდა.
მაგალითად, პირველ ფოტოზე გამოსახულ ცხოველს თხას ვამსგავსებ. სხვაგან მას უცნაური ფორმის ცხოველის ტანი აქვს. თავად ინდოელები მას bufalo demon - ს უწოდებენ.
* * *
buffalo demon - იგივე მაჰიშა მუდმივი პრობლემა იყო ღმერთებისთვის. ჯერ ინდრა, ღმერთების მეფე, შემდეგ კუმარა ციურ არმიათა მხედართმთავარი ცდილობდნენ მის შეჩერებას. ფუჭი მცდელობის შემდგომ ვიშნუს მოუხმეს საშველად. ვიშნუ შეებრძოლა მაჰიშას, რომელმაც ჯერ ნარასიმჰას (ლომკაცის). ხოლო შემდგომ ვარაჰას (ტახის) სახე მიიღო, მაგრამ ეს ბრძოლები ბოროტის დამარცხებით არ დამთავრებულა.
შივამ - უზენაესმა ასკეტმა, რომელიც ძალადობის გამო იყო შეწუხებული, გაახილა თავისი მესამე თვალი და ცეცხლი მიუშვა. თუმცა, ვერც შივას ცეცხლოვანმა მზერამ შეაჩერა მაჰიშას ბოროტება.
"ახლა მაჰიშას ვერაფერი შეაჩერებს: ის მალე დაეპატრონება სამყაროს და მთელი ქვეყანა მის დაკრულზე იცეკვებს," - სთქვა შემოქმედმა ბრაჰმამ.
"ასე არასოდეს მოხდება! ბუნება არ შეიძლება იყოს დაპყრობილი!" - თქვა ბრაჰმამ წინასწარმეტყველური ძალით. მისი ძალა გამოდის მის სხეულიდან ქალღმერთ ბრაჰმის სახით. ის ამხედრებულია გედზე და ხელთ სიბრძნის წიგნი უპყრია.
შივა
ქალღმერთი ბრაჰმი
ბრაჰმა
ბრძოლა მაჰიშასთან
* * *
ერთბაშად რამდენიმე ღმერთის ძალა გამოვლინდა ბოროტის დასაძლევად. მათ ქალების სახე მიიღეს. ინდრასგან გამოსული - ელვისმატარებელი სპილოზე ამხედრებული ინდრანი; კუმარასგან გამოსული ფარშევანგზე ამხედრებული შუბმომართული კაუმარი; ვიშნუსგან გამოსული არწივზე ამხედრებული ვაიშნავი, რომელსაც თითზე მბრუნავი დისკი ჰქონდა წამოცმული; ვარაჰასგან გამოსული ბასრეშვმოელვარე ვარაჰი; შივასგან გამოსული სამკაპით შეიარაღებული და ხარზე ამხედრებული შიავანი.
შვიდი შაქტი, ანუ შვიდი ძალა, ღვთიური სხეულებით გარემოცულნი და შიშის მომგვრელნი - მოუთოკავი, ველური, დაუოკებელი კოსმიური ენერგიით, იდგნენ მარტონი დემონთან პირისპირ.
ისინი ამაღლდნენ ზეცისკენ და ერთ დიდ სინათლედ შეერწყნენ ერთმანეთს. ნიჟარების, ზარების და დოლების ხმამ აავსო ჰაერი. სუნთქვაშეკრულნი ისინი უცქერდნენ ცაში მოელვარე დამაბრმავებელ ნათებას. ღვთიური შუქიდან მშვენიერი ქალღმერთი გამოჩნდა. "ვინ ხარ"? იკითხეს ღმერთებმა.
"მე ვარ დურგა, მიუწვდომელი", უპასუხა ქალღმერთმა. "მე ვარ პრაკრიტი, სუბსტანცია, რომელიც აძლევს ფორმას ყოველივეს. მე ვარ შაქტი, რომელიც აძლევს ძალას ყველა სულიერს იარსებონ, იგრძნონ, იფიქრონ და იმოქმედონ. მე ვარ მაია, ილუზია მიმზიდველი და მოუხელთებელი ცხოვრებისა."
დურგა
* * *
როგორც გავარკვიეთ უძველეს ტექსტებს წარმოადგენენ ვედები. როგორც კი მოხერხდა მათი ჩაწერა, გაჩნდა საჭიროება ჩაწერილიყო ვედების განმარტებებიც. სწორედ ვედების განმარტებას ეწოდება უპანიშადები.
სიტყვა ”უპანიშადა” სანსკრიტულად ნიშნავს - ”ის, ვინც გვერდით ზის” ანუ ”ახლოსმჯდომი”. როგორც ვიციც ვედების სწავლება მასწავლებლისგან მოსწავლეთვის მიმდინარეობდა ზეპირი გადაცემით, მოსწავლე კი მასწავლებლის გვერდით მჯდომად მოიაზრებოდა. სწორედ აქედან მოდის ეს სახელი.
უპანიშადებს ჰქონდათ დიალოგის სახე, (მასწავლებლისა და მოსწავლის). საკმაოდ დიდია მსგავსება სოკრატეს და პლატონის დიალოგთან, რომლის იდეები და პედაგოგიური მეთოდები საკმაოდ ახლოსაა მასთან.
http://www.realistika.ru/Libr/Upanishad/Upanishad.htmესეც უპანიშადების ტექსტის ბმული (რუსულად)
This post has been edited by დათიკო on 17 Jan 2007, 17:45