#58397677 · 24 Sep 2021, 11:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | მელია [ 55 ] [67.07%] კალაძე [ 15 ] [18.29%] გახარია [ 12 ] [14.63%] |
მელიას მოწინავობა ფორუმ შედევრია. ჩემთვის საინტერესოა კალაძე-გახარიას ბალანსი. თუ ჩავთვლით. რომ რეალურად, მელია და პარჭყა-პურჭყა კანდიდატები ერთობლივად 30%-ს გაქაჩავენ, მაშინ კალაძე აიღებს დაახლოებით 38%, გახარია 32%-ს (ცდომილება 5%). ხოლო მეორე ტურში რა მოხდება, წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ასე რომ ძალიან საინტერესო არჩევნები გველის. პესიმისტებს შევახსენებ, რომ თბილისი არ არის არც ჩხოროწყუ და არც მარნეული, სადაც მმართველ პარტიას სასწაულების მოხდენა შეუძლია. თბილისი და თბილისელები განსაზღვრავენ ხოლმე საქართველოს მომავალს. თბილისში იწყება ყველა დიდი ცვლილება, რომელსაც შემდგომ მთელი საქართველო აიტაცებს.
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|