“ქართული სპორტის ქომაგები” – ეს არის ენთუზიაზმითა და პატრიოტიზმით გამსჭვალული ადამიანების ჯგუფი,, რომელიც მოწოდებულია საქართველოში გულშემატკივრობის კულტურის დასახვეწად და ასამაღლებლად.
ჩვენი მიზანია, რომ სტადიონზე იქნება თუ დარბაზში, ყველგან, სადაც ჩვენი საყვარელი გუნდი იასპარეზებს, მივიდეთ და გავამხნევოთ ჩვენი სპორტსმენები მთელი თამაშის მანძილზე. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენთან გაწევრიანებულ თითოეულ ადამიანს ევალება, არ დაზოგოს თავი, არ დაზოგოს ხმის იოგები, იმისათვის რომ გულშემატკივრობა არენაზე იყოს გრანდიოზული და შთამბეჭდავი... იმისათვის, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა, კალათბურთელებმა, მორაგბეებმა (თუ სხვა სპორტის წარმომადგენლებმა) იგრძნონ ჩვენი თანადგომა და მაქსიმალურად დაიხარჯონ შედეგის მისაღწევად.
ყველაფერს კი საფუძველი კი 2010 წლის 11 სექტემბერს ჩაეყარა. როდესაც, გაზეთ ,,მსოფლიო სპორტის’’ ინტერნეტ საიტზე მომხმარებელთა მიერ გამოთქმული ინიციატივის შედეგად “მუშტაიდის” ბაღში შევიკრიბეთ და დავსახეთ გეგმები, თუ რა ფორმით უნდა დაგვეჭირა მხარე ჩვენი სპორტსმენებისთვის. ჩვენ შორის იყვნენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლები. ასაკი 14-50 წლამდე მერყეობდა. დაიწერა გამამხნევებელი შეძახილები, რომლებსაც თავდაპირველად რეპეტიციებზე ვაჟღერებდით. ცარიელ სტადიონზე ბევრისთვის ღიმილის მომგვრელი და ერთი შეხედვით უცნაური ხალხის იქამდე გაუგონარი შეძახილების წარმოთქმა ‘’ქომაგებს’’ პესიმიზმის საშუალებას არ გვაძლევდა.
უფრო მეტი ეფექტის შესაქმნელად გადავწყვიტეთ ყველას შეგვეძინა თეთრი ფერის მაისურები. თავდაპირველად 15 ლარი დავდეთ ყველამ, რომლის ნაწილი სწორედ მაისურების დამზადებას მოხმარდა, ნაწილი კი ბანერების და ჩვენი დროშების ყიდვას. სლოგანად ავირჩიეთ ,,ბრძოლა, ჟინი, თავდადება, მოგვიტანეთ გამარჯვება"... ჩვენ ჩვენს სპორტსმენებს ვთხოვთ სწორედ ბრძოლას, ჟინსა და თავდადებას, რომელიც გამარჯვებას მოგვიტანს.
ჩვენთან გაწევრიანება ძალიან მარტივია. ოფიციალური ფორმის მისაცემად admin@worldsport.ge ამ იმეილზე უნდა გამოგზავნოთ თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, სკაიპის ან ფეისბუქის მისამართი. რაც შეეხება ჩვენთან საკონტაქტო საშუალებებს : როგორც უკვე აღვნიშნე ჩვენი გაერთიანების იდეა, "მსოფლიო სპორტის" ინტერნეტ საიტზე წარმოიშვა. აღნიშნული გაზეთის რედაქცია დღემდე ჩვენს საინფორმაციო მხარდაჭერას განაგრძობს და შესაბამისად ჩვენზე ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ
http://www.worldsport.ge/ ამ ვებ-გვერდზე ,,ქართული სპორტის ქომაგების'' განყოფილებაში. ასევე
http://www.facebook.com/pages/ქართ...107966629264188 ფეისბუქის აღნიშნულ მისამართზე. საკონტაკტო ტელეფონის ნომრები 855 999 222 ბასა, 855 53 87 33 ამირანი , 877 999 118 როინი, 898 356 653 ბექა.
ჩვენი საბანკო რეკვიზიტები შემდეგია :
პროკრედიტ ბანკი
ორგანიზაციის დასახელება : ქართული სპორტის ქომაგები
ანგარიშის ნომერი : GE39PC0263600100014173
ბანკის კოდი : 404396952
ჩვენი მაისურის დიზაინი ამჟამად ამგვარი ფორმისაა
* * *
მთავარი სამზადისი კი 8 ოქტომბრის, საქართველო – მალტისთვის საფეხბურთო დაპირისპირება გახლდათ. საგულშემატკივროდ ავირჩიეთ 26 სექტორი ( ვინაიდან და რადგანაც, 26 სექტორიდან სტადიონის ხილვადობა საკმაოდ კარგია და ამასთანავე აღნიშნულ სექტორზე სხვა სექტორებთან შედარებით უფრო იაფი ღირს ბილეთის ფასი ) და წინასწარ 270 ბილეთი დავჯავშნეთ. თამაშამდე, ქალაქში, ღია ავტობუსით და საკუთარი ავტომობილებით მოვაწყვეთ გრანდიოზული მსვლელობა, საფეხბურთო გარემოს შესაქმნელად. აღნიშნულის შემდეგ 2 საათით ადრე გადავინაცვლეთ სტადიონის მიმართულებით და დავიკავეთ ჩვენი სექტორის ადგილები. პირველივე სტუმრობა წარმატებული აღმოჩნდა და ჩვენმა ბიჭებმა 1-0 გაიმარჯვეს მეტად დრამატულ მატჩში. ამასთანავე, ჩვენი ქომაგობა მხოლოდ 2 ტაიმს არ გაგრძელებულა და შეხვედრის დასრულების შემდეგ გასახდელთანაც შევიკრიბეთ, საიდანაც კვლავ ვაგუგუნებდით ჩვენს შეძახილებს ( რაც მომავალში ტრადიციად იქცა და ყველა შეხვედრის შემდეგ სპორტსმენებს ამგვარად ვუხდიდით მადლობას ).
ამის შემდეგ კი იყო 17 წლამდელ ფეხბურთელთა შესარჩევი ეტაპის დაპირისპირებები. საბედნიეროდ ჩვენი სტუმრობა და ქომაგობა აქაც შედეგიანი აღმოჩნდა და ჩვენი ნაკრების მიერ გამართულ არც ერთ შეხვედრაში არ დავმარცხებულვართ.
საქართველო 2 – 1 პოლონეთი
საქართველო 1-1 ინგლისი
საქართველო 1 – 0 შვედეთი
საფეხბურთო შეხვედრების შემდეგ უკვე რაგბის თამაშებზე გადავედით და ჩვენს გმირ ბიჭებს დავუდექით გვერდში მაქსიმალურად. გამთენიისას დავხვდით 20 წლამდელ მორაგბეებს აერორპორტში, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში თანატოლი რუსეთის ნაკრები დაამარცხეს.ამის შემდეგ შემოდგომის ტესტ-მატჩებში საქართველოს ნაკრებმა ჯერ კანადას უმასპინძლა ხოლო შემდეგ აშშ-ს ეროვნულ ნაკრებს. ბედის ირონიით და ჩვენი ბიჭების მონდომებით აქაც გამარჯვებულები გამოვედით ...
საქართველო - კანადა
საქართველო - აშშ
* * *
საშინაო შეხვედრების გარდა ჩვენი ნაკრების წევრები გასვლით თამაშებსაც მართავდნენ. გასაგები მიზეზების გამო კი ჩვენ მხოლოდ ტელეეკრანთან მოგვიწია შეკრება და იქიდან მხარდაჭერის გამოხატვა. ამ ხრივ გამორჩეული გახლდათ ბარ-რესტორანი ,,კალიფსო'', რომელიც ჩვენს მასპინძლობას დიდი ყურადღებით ეკიდებოდა და უკმაყოფილონი არც ჩვენ ვტოვებდით იქაურობას. გავიმარჯვეთ სლოვენიასთან, სომხეთთან, პორტუგალიასთან. სლოვენიასთან წარმატებული თამაშის შემდეგ არ დავიზარეთ და ბიჭებს აეროპორტში დახვედრით მადლობა გადავუხადეთ.
2011 წლის სარაგბო მატჩებზე პირველი დაპირისპირება უკრაინასთან გახლდათ. რა თქმა უნდა აქაც გვერდში ვედექით მორაგბეებს და ამჯერად უკვე ლოკომოტივის სტადიონიდან ვამხნევებდით ბიჭებს. უკრაინისა და ესპანეთის ძლევის შემდეგ ჩვენთან კონტაქტზე (თავიანთი ინიციატივით) გამოვიდა კომპანია ,,ნატახტარი''. რუმინეთის მატჩისთვის ,,ნატახტარი კასრის'' სპონსორობით დამზადდა 100 ერთეული ,,ქომაგის'' მაისური, რომელიც ჩვენს წევრებს უსასყიდლოდ დავურიგეთ. ''ლოკომოტივზე'' სტუმრობა ამჯერადაც ფეხბედნიერი აღმოჩნდა და ჩვენმა ნაკრებმა დიდი ძალისხმევის შედეგად სძლია "მუხის ფოთლებს".
აღნიშნულ შეხვედრამდე კი იმავე კომპანია ,,ნატახტარი კასრის'' ხელშეწყობით დავხვდით ჩვენს მორაგბეებს აეროპორტში და შემდეგ დავესწარით მათ ვარჯიშსაც.
,,ქართული სპორტის ქომაგებსა'' და კომპანია ,,ნატახტარს'' შორის თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდა, ამჯერად უკვე კომპანია ხორვატიასთან შეხვედრისთვის ვემზადებოდით. გადავწყვიტეთ 26 მარტს, 26-ე სექტორში მოგვეხდინა მთელი საქართველოს მობილიზება. ამისთვის ჩვენი ორგანიზაციის წევრების ორი ჯგუფი გაემართა რეგიონებში.. მოვიარეთ როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ქალაქები. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით მოვახდინეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან შეხვედრა, სადაც შევთანხმდით ტრანსპორტირების უზრუნველყოფაზე. პარალერულად ვხვდებოდით გულშემატკივრებს, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ეკიდებოდა აღნიშნული შეხვედრისთვის მზადებას. კომპანია ,,ნატახტარის'' მიერ დამზადდა 1060 ერთეული ,,ქომაგის'' მაისური, რომელიც კვლავ უსასყიდლოდ დაურიგდა, როგორც რეგიონის, ასევე თბილისელ გულშემატკივარს. 26-ში კი, როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის კოლონამ მცხეთის შემოსასვლელთან მოიყარა თავი. გრანდიოზულ მსვლელობაში დაახლოებით 50 მდე ავტობუსი, ავტომობილი თუ ,,მარშუტკა'' იღებდა მონაწილეობას. მსვლელობამ რესპუბლიკის მოედანზე დაასრულა მოძრაობა, ამის შემდეგ კი ფეხით გადავინაცვლეთ სტადიონის მიმართულებით. სტადიონზე კი კვლავ მორიგი წარმატება გველოდა.. პირველად ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიის მანძილზე მოვუგეთ მსოფლიო რეიტინგის ათეულში მყოფ ნაკრებს.. ჩვენ კი უკვე 1429 - ნი ვიყავით.. ეს არც თუ ისე მცირე რიცხვია, მით უმეტეს მას შემდეგ რაც თავდაპირველ შეხვედრაზე მხოლოდ 15 იოდე ადამიანი იყო.