გამარჯობათ, მოკლედ ზუსტად არვიცი სამშენებლო ენაზე რას ეძახით მაგრამ დაახლოებით ასეთი რაღაცის აწყობა მინდა, უბრალოდ მინდა კომერციული საქმიანობისთვის და მაქსიმალურად იყოს მორგებული მინი ოფისის სტანდარტებს, რაც გულისხმობს გაყვანილობების, გათბობა გაგრილების სისტემების დაყენებას და ა.შ, ანუ ზამთარ-ზაფხულ ადამიანმა რომ შეძლოს შიგნით ჯდომა და მუშაობა.. როგორც მიხვდით მჭირდება კომერციული საქმიანობისთვის.. ბორბლებზე იქნება თუ არა მაგას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.. უბრალოდ შერჩეული მაქვს ადგილი(მიწაა ცარიელი ამ ეტაპზე მანდ) და მანდ მინდა ამ ჩემი ობიექტის ჩადგმა და საქმის დაწყება.. მოკლედ თქვენგან მაინტერესებს სად შეიძლება მსგავსი რაღაცის შოვნა, ყიდვა, ქირაობა ან ვის შეიძლება მივმართო აწყობის თაობაზე?