ეგ ინდუქციური პლიტები კი დაბალი სიხშირეა... 20-25 კჰც-ზეა, მქონდა ეგეც ზავადსკოი 2 კვტ-იანი და იმდენი ექსპერიმენტები ვატარე გაასხა ვიხადნოიმ ტრანზისტორმა ...
20 კჰც კი დაბალი სიხშირეა მაგრამ საერთო ჯამში არცეთი ელექტრომაგნიტური ველი არ მოქმედობს დადებითად ცოცხალ ორგანიზმზე, მასე არც მუდმივი მაგნიტები არის სასურველი სულ ხელში გქონდეს, ეხლა სისხლს არ გაგითეთრებს მაგრამ 24 საათი ხელში გეკავოს არც ეგ მოგცემს სასურველ შედეგს.. გამიგრძელდა საუბარი ცოტა..
ინდუქციურ პლიტას სენსორიც უყენია გამოვურთე სენსორი ვატარე ექსპერიმენტები .
ტაფას როგორც კი მოაცილებ 2 სანტიმეტრზე 1.5 სანტიმეტრიც კი ყოფნის საკმარისია...... საერთოდ ძალა არ აქვს ინდუქციას ტაფა ცივდება. ასე რომ ძალიან ახლოს აქვს ძლიერი ველი და ამ ველის ზემოქმედებით აცხელებს ლითონსაც... ასე რომ სულაც არ არის საჭირო პლიტაზე კასრულის თუ ტაფის დადგმის მერე მეორე ოთახში გავიდეთ....
რაც შეეხება მარგი ქმედების კოეფიციენტს, პირდაპირი კავშირი აქვს მაგნიტურ ველს ლითონთან მთლიან განიკვეთზე და და არა მის კონკრეტულ რომელიმე ზედაპირზე ამიტომ ცხელდება სწრაფად ეფექტურად ვიდრე გაზის და ელექტრო სპირალის შემთხვევაში და აქედან გამომდინარე დანახარჯი ენერგიაც მინიმალურ დროში გაძლევს ეფექტს, იგივეა როგორც მიკლო ტალღური ქურო ოღონდ დაბალ სიხშირეზე.
გაზზე ეხლა არ გამომითვლია მაგრამ ზუსტად 2 კვტ-ზე გათვლილი ელექტრო ქულაზეც დავდგი 2 ლიტრი წყალი და მეორე იგივე რაოდენობის წყალი შემოვდგი ინდუქციურ ქურაზე, დროში განსხვავება საგრძნობლად იყო.... გაზზე გამოთვლა არ ვიცოდი და ეხლა მაგის თვალა აღარ დავიწყე..
ასევე აკეთებენ გათბობასაც ინდუქციურის მეშვეობით..... მე ვცადე წყალზე და ცირკულიაციაზე პატარა სიმძლავრის მატორიც დავუდგი, მაგ დროს ექსპერიმენტზე დავწვი ზუსტად ჩემი ინდუქციური ქუროს სქემაც, მერე ვნახე სვარკის ინვერტორზე ინტერნეტზე გაკეთებულებიც, მოვსინჯე და გამოვიდა სამი სვარკის ინვერტორი მაქვს და ერთ-ერთი გადავაკეთე... რა თქმაუნდა დენიც საკმაოდ წაიღო ეხლა ზუსტად ვეღარ მოვასწარი გაზთან მიმართებაში საერთო ჯამში ეკონომიური გამოდიოდა თუ ძვირი აქაც გამისხა ინვერტორმა...
ამ ინვერტორზეც ბევრი ვატარე ექსპერიმენტები... მაგრამ ვფიქრობ რომ წყალზე გათბობა არ ივარგებს ჯერ ერთი ლითონი რომელსაც აცხელებ მალე ჟანგდება მუდმივად წყალში არის და პლიუს კიდე აცხელებ დროთა განმავლობაში ალბათ დაკარგავს სიმხურვალეს ჟანგი შეჭამს ლითონს და სიმხურვალეს დაკარგავს ამიტომ ლითონის ჰაერზე გაცხელება ალბათ უფრო ეფექტურია ვიდრე წყალში...
რავი თუ ვინმეს რამე გაინტერესებთ გეტყვით მე ამ ინდუქციაზე საკმაო ექსპერიმენტები მაქვს ჩატარებული...
This post has been edited by procesora on 28 Sep 2016, 01:22