Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > კულინარია > მწვანე ჩაი. |
Posted by: SPC 24 Mar 2007, 22:42 |
იცით რა მაინტერესებს? შეიძლება თუ არა დღეში დიდი დოზით მწვანე ჩაის მიღება? ( დღეში 5-7 ჭიქა) |
Posted by: mtvareuli 25 Mar 2007, 00:58 |
დიდი დოზით არაფერი ვარგა... ზოგადად.... |
Posted by: აღასპერი 25 Mar 2007, 04:29 |
SPC დიდი დიზით ჩაის მიღება, არაა რეკომენდებული. ის, მასზე დამოკიდებულს გხდის გარკვეული პერიოდის შემდეგ...ამას თეიზმი ეწოდება და, თავისთავად, არაა დადებითი მოვლენა. კოფეინიზმი დსა თეიზმი კოფეინური ტოქსიკომანიის სახეებია. მისი ხანგრძლივი და ხშირი მიღების შედეგად ვითარდება ფიზიკური დამოკიდებულება, რასაც დეპრესიის, ზილიანობის, ჰიპოტენზიის განვითარება ახლავს... მაგრამ შენ მწვანე ჩაი თქვი და......თვითონ მწვანე ჩაის განსაკუთრებულ თვისებებზე არ ვარ ინფორმირებული |
Posted by: SPC 25 Mar 2007, 11:43 |
გმადლობთ...... 4 ჭიქა ალბათ ასე თუ ისე ნორმალურია , |
Posted by: BadbadGirl 25 Mar 2007, 13:34 |
SPC მგონი დამოკიდებულია როგორი წნევა გაქვს. მე პირადად დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ(ასე 2 ლიტრამდე ვსვავდი დღეში) რამოდენიმე თვეში საშინლად ვიგრძენი თავი. ანუ ჩემი ისედაც დაბალი წნევა, საერთოდ მიწასთან გასწორდა , დამეწყო თავის თკივილები და თავბრუს ხვევები. ახლა დანახვა აღAრ მინდა მწვანე ჩაის ჯასმინიანს ხანდახან კი მივეპარები ხოლმე |
Posted by: totia 25 Mar 2007, 21:55 | ||
ეს თუ დიდი რაოდენობაა და დაენ><ა ინგლისს |
Posted by: Breaky 25 Mar 2007, 22:14 |
SPC მწვანე ჩაი არის ძლიერი შარდმდენი და შეიძლება ჰიპოკალემია გამოიწვიოს. შენთვითონ უნდა დაარეგულირო მისი მიღების რაოდენობა იმის მიხედვით, თუ როგორ შარდმდენ ეფექტს ახდენს შენზე. მე დამემართა ეგრე, დღეში 2 ლიტრა მწვანე ჩაის ვსვავდი და იმისთანა შარდმდენი ეფექტი ქონდა, უკაცრავად და ტუალეტიდან გამოსული არ ვიყავი, რომ ისევ შევრბოდი. ხოდა ერთი კვირის თავზე წნევა ამივარდა იმხელაზე, ცხოვრებაში რომ არ ამვარდნია. ხოდა ექიმმა რომ გამომკითხა, ეგრე მითხრა, რომ არ შეიძლება მაგდენი მწვანე ჩაის სმა, თუ ეგეთი ეფექტი აქვს შენზეო. არადა ვიცი ადამიანი, რომელიც ასევე უზომოდ სვავს მწვანე ჩაის, მაგრამ მასზე ასეთი ძლიერი შარდმდენი ეფექტი არ მოუხდენია, მშვენივრად გრძნობს თავს. ხოდა, ამიტომ შენთვითონ უნდა დაარეგულირო ჩაის მიღების რაოდენობა მისი ეფექტის მიხედვით. |
Posted by: KAM_M_MILA 26 Mar 2007, 15:38 | ||
ეს მართალია, მაგრამ კვებითი რეჟიმით შეიძლება დაარეგულირო ყველაფერი. ისე, იაპონლები ამბობენ, დღეში მინიმუმ 10 ჭიქა უნდა დალიოო. რაც შეეხება მაგათ კვების რეჟიმს, მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი სწორი და ჯანმრთელი კვება. ასე, რომ მე ვუჯერებ იაპონლებს. |
Posted by: totia 26 Mar 2007, 19:18 | ||
და რატომ ააქვთ იაპონელებს კუჭის კიბო პანტაპუნტით ???? თან ამბობენ კუჭის კიბოს განვითარებაში ერთ ერთი პირველი ადგილი სწორ კვებას უკავიაოოოოოოო!!!!! |
Posted by: KAM_M_MILA 26 Mar 2007, 19:58 | ||
totia
ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ეს კი ვიცი, იაპონიას ერთ-ერთი ბოლო ადგილი უჭირავს ონკოლოგიური დაავადებების გავრცელების მხრივ, რის მიზეზადაც სახელდება ზღვის პროდუქტებით მდიდარი საკვები+მწვანე ჩაი |
Posted by: iverson 26 Mar 2007, 20:04 |
მე კიდე ის ვიცი რომ იაპონელ ქალებს კლიმაქსი ემართებათ გვიან იმიტორო მწვანე ჩაის სვავენ და გვიან ბერდებიან ფიზიკურად |
Posted by: totia 26 Mar 2007, 20:11 |
KAM_M_MILA ონკოლოგიაში ლიტაბზორის კეთებისას ფრაზას წავაწყდი : "კუჭის კიბო იაპონიაში ნაციონალური ტრაგედია გახლავთ" დაახლოებით ასე ჟღერდა! ჩაი ზოგადად კარგი ანტიოქსიდანტია ასე რომ შეიძლება კიბოს პრევენციის არსენალში ჩავსვათ და თAნ ვსვათ და ვსვათ შესაბამისად ვფსათ და ვფსათ ზატო კიბო არ გაგვიჩნდება |
Posted by: Ireksito 22 Apr 2007, 15:08 |
ხო მართლა შეიძლება დაწეროთ კონკრეტულად რა ეფექტი აქვს მწვანე ჩაის ჯანმრთელობისთვის? ანუ ზომიერად მიღებას ვგულისხმობ....... რას უხდება და ასე შემდეგ. გამიგია ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნისო........ |
Posted by: aposha 22 Apr 2007, 15:31 |
SPC აქ ვინც წერს, ან საერთოდ არ სვამს მწვანე ჩაის ან ვინც სვამს იმენნა სკდება. ხალხო, ყველაფერში ზომიერებაა ყველაზე კარგი მდგომარეობა. დილას და საღამოს დალიეთ ნორმალური ზომის ჭიქით და ხოშიანად იქნებით. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მის ხარისსხს, ყველა არ ვარგა. |
Posted by: SnowFlakes 22 Apr 2007, 15:39 |
ჩემს მეგობარს თირკმელებმა რომ შეაწუხა ექიმმა ჩვეულებრივი ჩაი ამოუღო რაციონიდან და მწვანე ჩაი დაუნიშნა. ოღონდ არ ვიცი რამდენს სვამდა. |
Posted by: (c)TG 22 Apr 2007, 16:43 | ||
KAM_M_MILA
მეც ვუჯერებ იაპონელებს, მაგრამ მაგათი ჭიქა რა ზომისაა ხომ იცით, სათითე ნამდვილი! 10 იაპონური ჭიქა = 5 ნამდვილ ბარაქიან ჩაის ჭიქას * * * მწვანე ჩაის იაპონური დოზა ვიპოვე არც ისე სათითე ყოფილა... |
Posted by: KAM_M_MILA 22 Apr 2007, 22:08 |
©TG ჩემი 3 ჭიქა ჟასმინიანი მწვანე ჩაი=იაპოშკების 10 ჭიქას |
Posted by: revolutie 22 Apr 2007, 22:21 |
მწვანე ჩაი არის სიცოცხლის ელექსირი!!! 2 ლიტრა არ ვიცი და 1 ლიტრა ცუდი არ უნდა იყოს!!!! ოღონდ ღამე ბევრს ნუ დალევთ, არარ დაგეზინებათ |
Posted by: Darkthrone 27 Apr 2007, 07:19 |
საერთოდ როგორც გამიგია მწვანე ჩაი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დალიო არც მცირე არც დიდი დოზით |
Posted by: (c)TG 27 Apr 2007, 11:04 |
Darkthrone ეგ სად გაიგე? აქამდე მხოლოდ კარგი მსმენოდა მწვანე ჩაიზე, თან ამ ეტაპზე შავ ჩაის ვერ ვსვამ (კოფეინის გამო) და მწვანე ჩაიზე ვარ გადასული |
Posted by: duda-e 27 Apr 2007, 13:55 |
ზომიერება!!!!! არ არსებობს წამალი რომელიც გაგაახალგაზრდებს ან გაგაცოცხლებს. ჭარბად მიღებული სასარგებლო არაფერი არ არის |
Posted by: Darkthrone 27 Apr 2007, 15:36 |
©TG okay ჯერ იქიდან დავიწყებ რომ ჩინეთის გარდა ნამდვილი მწვანე ჩაი არსად არ არის. ნამდვილი ბრენდი რომ იყოს რამდენიც გინდა იმდენი დალიე. მაგაში ნამდვილად დაგერწმუნები და მართლაც რომ კარგი თვისებები აქვს მწვანე ჩაის. გამოკვლევებმა დაადგინეს რომ კიბოს უჯრედების წარმოქმნას ამცირებს და ხოლესტეროლს აგდებს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილი მწვანე ჩაი. რაც შემოდის საზღვარგარეთ, თუნდაც საქართველოში როგორც ვიცი ნაგავია და მაგიტო ვთქვი რომ არ შეიძლება მისი დალევა. |
Posted by: (c)TG 27 Apr 2007, 15:47 |
Darkthrone ჩინურ ჩაის ვყიდულობ (ყოველ შემთხვევაში ასე მგონია ) 11 ლარს ვაძლევ 100 გრამში და ეგეც თუ ნამდვილი მწვანე ჩაი არაა, დავღუპულვარ |
Posted by: psychosophie27 30 Apr 2007, 08:20 |
Darkthrone ნუ აინტრიგებ ხალხს ©TG როგორ არ შემოდის ნამდვილი მწვანე ჩაი აბა ეხლა ჩინელები ყველაფერზე წავლენ ფული რომ გააკეთონ ისე 11 ლარი 100 გრამში ძალიან ბევრია. მწვანე ჩაი და საერთოდ ჩინური საქონელი უფრო იაფი უნდა ღირდეს |
Posted by: tatala_t 21 May 2007, 16:41 |
როგორ უნდა დავაყენო მწვანე ჩაი? |
Posted by: margusha 21 May 2007, 16:50 |
Darkthrone რა მწვანე ჩაი არსად არ არის ჩინეთის გარდა?, ესე გამოდის რომ ჩაი არ არსეობს საერთოდ? მთელი ცოვრება შევარდნაძე გურულ მწვენე ჩაის სვავდა და არა მგონია რამე ფალსიფიცირებული დაელია. მწვანე ჩაი არის ჩვეულებრივი დაუმუშავებელი ჩაის ფოთლები. |
Posted by: (c)TG 21 May 2007, 18:07 | ||
tatala_t
1. აადუღე წყალი 2. გამოავლე ცხელი წყალი რაში აპირებ დაყენებას (მე ჭიქაში ვაყენებ, წუწაობის თავი არ მაქვს, მაგრამ თუ სტუმრები მყავს და მარიაჟობა მინდა, მაშინ tea-pot-ში). ერთნაირად უნდა გათბეს ჩაის ქოთანია თუ რაც არის. 3. ჩაყარე მწვანე ჩაი და დაასხი 65-დან 80 გრადუსამდე ცხელი წყალი ანუ სადღაც 5 წუთი გააჩერე ადუღების მერე უცეცხლოდ 4. დააყენე 1-დან 3 წუთამდე, მეტი არ უნდა მწვანე ჩაის თორემ მწარდება და მავნებელიაო ასე მითხრეს |
Posted by: karaoke 21 May 2007, 18:25 | ||
უშაქროდ მაგარი მწვანე ჩაი მაგარია . მიდი მიაწექი თუ ფული გაქვს სვი რამდენიც გაგეხარდება . არავის დაუჯერო არ ბვარგაო ვარგა კიარა მაგრად უხდება ადამიანს . |
Posted by: Mr-President 5 Apr 2008, 16:18 | ||
სად იყიდება მწვანე ჩაი? |
Posted by: chupa82 5 Apr 2008, 18:33 |
რომელია კარგი ხარისხის მწვანე ჩაი, რომელიც ჩვენს სუპერმარკეტებში იყიდება? * * * რომელია კარგი ხარისხის მწვანე ჩაი, რომელიც ჩვენს სუპერმარკეტებში იყიდება? |
Posted by: mtvareuli 5 Apr 2008, 21:17 | ||
Darkthrone
ეგეთ რაღაცას რომ ამბობთ, ისიდ მოაყოლეთ ხოლმე რის საფუძველზე ამბობთ ლინკი ან რამე სხვა წყარო |
Posted by: Macy 6 Apr 2008, 23:06 |
NTV-ზე ვუყურე ადრე გადაცემას, სადაც ჩაის კულტურაზე იყო ლაპარაკი. იქ ერთმა იაპონელმა ქალმა ბრძანა (რომელიც ჩაის სპეციალისტი თუ რაღაც ეგეთი იყო), რომ დღეში მაქსიმუმ ნახევარი ლიტრა ერთი სახეობის ჩაის მიrთმევა შეიძლება, ზოგი მაგდენიც არაო. ანუ თუ ძალიან გიყვართ ჩაი სხვადასხვა სახეობებით უნდა ჩაანაცვლოთ დღის განმავობაში. |
Posted by: tikope 8 Apr 2008, 14:25 |
მეც ვსვამ მწვანე ჩაის, მაგრამ ერთმა ახლობელმა ექიმმა მითხრა,რომ კალიუმს გამოდევნის ორგანიზმიდან და პერიოდულად უნდა შეისვენოო, ისე გასახდომად ვსვამდი,ყოველ დილით უზმოზე ერთ ჭიქას ნახევარ ლიმონთან ერთად და უკაცრავად და ქვიშა გამოიდევნებოდა, მაგარი გამწმენდია დუეტში.ისე ზომიერებას მეც ვეთანხმები |
Posted by: italiana1 8 Apr 2008, 20:50 |
tikope მეც ეგ ინფორმაცია მაქვს, რომ კალიუმი თუ კალციუმი გამოაქვს,მაგრამმმმმმმმმმმმ ეს მხოლოდ დიდი რაოდენობით მიღებას. ბევრი წამიკითხავს, რომ მწვანე ჩაი ძალიან სასარგებლოა. კარგია გასახდომად, კლავს სიმსივნის უჯრედებს, სასარგებლოა დიაბეტიანებისთვის,კარიესის საწინააღმდეგოა,არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები და რადიაცია, რომელსაც საკვებიდან ვიღებთ. სასარგებლოა და განსაკუთრებით ქალებისთვის აუცილებელია დღეში მინიმუმ 2 ფინჯანი,მაქსიმუმ 4:) |
Posted by: Mr-President 8 Apr 2008, 21:32 |
ვინმემ იცის მომზადების წესი? |
Posted by: italiana1 8 Apr 2008, 22:12 |
Mr-President ბევრი არაფერია საჭირო. ერთჯერადს სჯობს დასაყენებელი მწვანე ჩაი. დილით ჩაყარე ჩაი, დაასხი მდუღარე და ფერი დააყენე.მტელი დღის განმავლობაში გამოიზოგე ეს ფერი,ანუ ფინჯანში ფერი+მდუღარე წყალი. ღამე გამოვლილი ჩაის ფერი იგივეა რაც გველის შხამი, ეს რომელიღაც ჟურნალში წავიკითხე. ხოდა ყოველდღე ახალი უნდა დააყენო. |
Posted by: Mr-President 8 Apr 2008, 22:16 | ||||||
italiana1
დასაყენებელი ვიყიდე...
რა პროპორციით?
გაიხარე. |
Posted by: italiana1 8 Apr 2008, 22:34 |
დაახლოებით 2 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი. წყალი ნახევარი ლიტრი, ანუ 2-3 ჩაის ჭიქა |
Posted by: NITSA_144 8 Apr 2008, 22:46 | ||
Mr-President
სად იყიდე? ნამდვილია ? თუ როგორც არის? რა ვიცი ზოგმა ყალბიაო.......... კარგი ხარისხის მწვანე ჩაი სად იყიდება? მგონი 100 გრ 11 ლარი ძალიან ძვირია არა? ყავა არ არის სასარგებლო/ მარტო მავნეა? |
Posted by: italiana1 8 Apr 2008, 22:48 | ||
ყავას ბევრ უარყოფითთან ერთად აქვს რაღაც სარგებელი, მაგრამ მწვანე ჩაისთან ახლოს ვერ მოვა |
Posted by: Mr-President 8 Apr 2008, 22:55 | ||
NITSA_144
მხოლოდ ფასით ნუ ვიმსჯელებთ. პოპულში ვიყიდე და კარგიაო, მითხრეს. მართლა არ დამილევია ეგეთი არასდროს, მიუხედავად იმისა რომ 20 წელია ჩაიზე ვარ ფაქტიურად. მართლა ძალიან კარგია. რომ ვსვამ, მამშვიდებს. 2.40 ლარი მივეცი. კარგი სუნი აქვს. |
Posted by: NITSA_144 8 Apr 2008, 23:02 | ||
italiana1
მე დილით ყავა თუ არ დავლიე ვერ ვფხიზლდები და მერე სახლსი რომ მოვდივარ ვსვამ და ენერგიაზე მოვდივარ, საერთოდ დაბალწნევიანი ვარ და შეიზლება რომ ყავა მწვანე ჩაით ჩავანაცვლო? ნუ რა თქმა უნდა სასარგებლო რაც არის ის მირჩევნია! Mr-President სპასიბა! პოპულში წავალ და ვიყიდი, მე თუ არა სხვა მაინც დალევს.... ხო, კიდევ რა მაინტერესებს ბავშვებისთვის შეიძლება მწვანე ჩაი? წნევას ხომ არ აუთამაშებს? |
Posted by: karaoke 9 Apr 2008, 11:19 |
ერთი კითხვა მაქვს . მწვანე ჩაის უძახიან ადრეულად დაკრეფილ ჩაის თუ პიტნას? მოკლედ მინტ აწერია მწვანე ჩაიებს . ხოდა საშინლად ვერ ვიტან პიტნას. |
Posted by: bee-mine 9 Apr 2008, 13:38 |
....... რა მეშველება სულ ჩაის ვსვავ , so i am an addict already?? karaoke არა მწვანე ჩაი და პიტნა საერთოდ სხვადასხვა რამეებია. და მინტ რომელსაც აწერია ეგ არის მწვანე ჩაი +პიტნა. (2 in 1) ყველაზე კარგია დასაყენებელი მწვანე ჩაი იყიდო ყველანაირი შენარევების გარეშE აი მწვანე ჩაის ფოთლები (Camellia sinensis) >> |
Posted by: _Anano_ 9 Apr 2008, 13:40 |
karaoke მწვანე ჩაი არის მწვანე, ეს არ არის პიტნა, უბრალოდ ჩაის სახეობაა ისევე როგროც შავი ჩაი, უბრალოდ მისი ფოთლები მწვანეა.... |
Posted by: titiko 9 Apr 2008, 13:44 |
Greenfield ის მწვანე ჩაის ვსვავ დასაყენებელს..მშვენიერია... |
Posted by: bee-mine 9 Apr 2008, 14:08 | ||
_Anano_
you think black tea is made from black leaves? საერთოდ ერთი და იგივე ფოთლებისგან კეთდება სხვადასხვა ჩაები, განსხვავება არის level of oxidation ანუ ამ ფოთლების დამუშავებაში (სხვადასხვა დროს კრეფენ თან) მწვანე ჩაის აქვს მინიმალური ოქსიდაცია (თუ როგორცაა ქართულად).. და შავ ჩაის აქვს მაქსიმალური, მაგიტომაც არის სხვაობა მერე ფერში და გემოში. თორე Camellia sinensis ქვია იმ მცენარის სახეობას რომლისგანაც სხვადასხვა ჩაებს აკეთებენ. . მწვანე ჩაი შეიცავს 1/4 ყავის კოფეინის დოზას. შავი ჩაი მეტს.. |
Posted by: italiana1 9 Apr 2008, 19:43 | ||
NITSA_144
დილით ჩაიც კარგად აფხიზლებს, მასშიც არის კოფეინი მაგრამ მცირე დოზით. თუ ჩაით ჩაანაცვლებ ყავას, ეგ უკეთესია შენი ჯანმრთელობისათვის |
Posted by: titiko 9 Apr 2008, 22:51 | ||
italiana1
შავი ჩაი კი,მწვანე არა მგონია... |
Posted by: italiana1 9 Apr 2008, 23:08 |
titiko შავ ჩაიში უფრო მეტია რა თქმა უნდა, თუმცა მწვანეშიც არის და თუ ჯანმრთელი გინდათ იყოთ დალიეთ ხალხო,რა პრობლემაა |
Posted by: KAM_M_MILA 10 Apr 2008, 14:30 | ||
მე აჰმადის ჟასმინიან მწვანე ჩაის ვსვამდი, შემდეგ Greenfield ვცადე, მაგრამ აჰმადი ბევრად უკეთესი იყო, ჩემი გემოვნებით. |
Posted by: Zotz 10 Apr 2008, 16:43 | ||
bee-mine
ვერაფერი გავიგე?! აბა რატომ აწერია ყველა ჩაის მწვანე, მაგალითად გრინFილდის ჩაის სხვადასხვა არომატებით მწვანე აწერია ყველას და სხვადასხვა მცენარეების არის. (არის მალინის, ჟასმინის და ათასგვარი სხვა) |
Posted by: zen 10 Apr 2008, 21:55 | ||
მეც მაგას ვსვამ, მაგრამ ძლიერი სურნელი და გემო არა აქვს... შარშან ქართული მწვანე ჩაი იშოვა ჩემმა დამ ნაცნობისგან და უფრო კარგი იყო. |
Posted by: bee-mine 10 Apr 2008, 23:12 | ||
არა მე სულ სხვა რამე დავწერე იქ.. და შენ რასაც ურევ გეტყვი ეხლავე. ეგ ჩაები სხვადასხვა მწვანე ჩაი კი არ არის უბრალოდ არის მწვანე ჩაის + სხვადასხვა არომატები. ანუ შენარევებია სხვადასხვა . მწვანე ჩაი ერთი კონკრეტული მცენარის ფოთლებისგან კეთდება, და ეს ჩაის ფოთლები თავის თავად არ არის რა თქმა უნდა ჟოლოს არომატიანი და ა.შ. ხოდა ამ ფოთლებს მერე უმატებენ ჟოლოს ექსტრაქტს ან რასაც გინდა.. ანუ ეგ ცალკე ემატება. ეხლა გაიგე? ნუ ისევე როგორც შავი ჩაი.. არ გინახავს არომატიზირებული?? ეგ ხო არ ნიშნავს რომ ჩაი ეგეთივე იზრდება მიწიდან |
Posted by: Zotz 11 Apr 2008, 14:07 | ||
bee-mine
ააა, ხო გავიგე, მე მეგონა მაგ: მალინის ჩაი მალინის ფოთლებისგან იყო, უბრალოდ ნედლი ფოთლებისგან და იმიტომ ერქვა მწვანე და ა.შ.! |
Posted by: mtvareuli 11 Apr 2008, 16:17 |
http://en.wikipedia.org/wiki/Green_tea http://en.wikipedia.org/wiki/Potential_effects_of_tea_on_health http://www.umm.edu/altmed/articles/green-tea-000255.htm |
Posted by: Mr-President 11 Apr 2008, 17:26 |
3 დღეა ვსვამ უკვე.... კაი რაღაცაა.... ყოველ დილით ვაყენებ თავიდან... |
Posted by: miriani777 11 Apr 2008, 17:32 |
ძალიან მაგარია იცით? სიმსივნუურ წარმონაქმნებს უშლის ხელს, აგრეთვე ანდომებს ადამიანს ანუ აგზნებადობას იწვევს დიდი რაოდენობით სმა. |
Posted by: kopa 11 Apr 2008, 19:14 |
რა თქმა უნდა ჩაი ჯობია ყავას. იშვიათად ყავა დავლიო. |
Posted by: chupa82 11 Apr 2008, 21:27 | ||
მომეწონა მეც მართლა სასიამოვნო დასალევია |
Posted by: tikope 12 Apr 2008, 22:04 |
უზმოზე მწვანე ჩაიში ჩაწურული ლიმონი , და კენჭები და სილაქვიშა გამოიდევნება ორგანიძმიდან , კარგა ხანი ვსვამდი და მაგარია |
Posted by: Mr-President 13 Apr 2008, 03:55 | ||
miriani1987
მე არ უნდა დავლიო მაშინ. |
Posted by: miriani777 13 Apr 2008, 04:11 |
Mr-President მასე გამოდის ............................................................................................... |
Posted by: Troy_ 13 Apr 2008, 04:21 |
და თეთრ ჩაიზე რას იტყვით? ამბობენ ეგეც მწვანესავით ძალიან სასარგებლოა, თანაც უფრო არომატული და გემრიელია. |
Posted by: miriani777 13 Apr 2008, 05:01 |
Troy_ პირველად მესმის.......................................... |
Posted by: Troy_ 13 Apr 2008, 05:07 |
ეხლა ვნახე რაღაცეები ინტერნეტში. დაახლოებით მწვანე ჩაის პონტია, პროსტა კიდევ უფრო დაბალი კოფეინის შემცველობით http://en.wikipedia.org/wiki/White_tea მე გემოთი თეთრი ჩაი უფრო მისწორდება ვიდრე მწვანე, აშკარად უფრო არომატულია. მაგრამ პრინციპში გვანან ერთმანეთს. აი კიდევ რარაც მოვჩხრიკე: White tea is the most subtle of all the varieties of tea, using only the finest tea leaves from each bush with a minimal amount of processing. Considered by most connoisseurs to be the apotheosis of tea, white tea has yet to make a significant impact on Western culture. This will soon change, with new studies showing that white tea is 10% more effective in improving immune health than its green cousin. მოკლედ უჯოკრავს მწნავეს |
Posted by: NITSA_144 21 Apr 2008, 22:50 | ||
Mr-President chupa82
მეც ვიყიდე თქვენი ეშხით , დანიურ სახლში იყო მხოლოდ ერთი სახეობის, რა ვის\ცი, აწერია ნატურალურიო და 100%-იანი კაი ჩაიო და რა ვიცი. მაგრამ მე მგონი უსაქროდ უნდა დალიო ხო? შაქარი საშინელება ყოფილა ჯანმრთელობისთვის და ... უსაქროდ საშინელი გემო აქვს, მიჭირს დალევა. დილაობით ყავა უნდა ჩავანაცვლო მწვანე ჩაით. აბა ლიმონი და თაფლი რომ დავუმატო ხომ არ დაკარგავს კარგ თვისებებს? |
Posted by: Mr-President 21 Apr 2008, 22:55 | ||||
NITSA_144
ლამის 20 წელია შაქრიან ჩაის ვსვამ და ცოცხალი ვარ.... მართლა არ ვარგა შაქრიანი ჩაი? ვინ გითხრა?
ხო, ცოტა მომწარო გემო აქვს, მაგრამ სასიამოვნო დასალევია. |
Posted by: NITSA_144 21 Apr 2008, 23:29 | ||
Mr-President
აუ, ტუ ჯანსაღი კვება გინდა , და ვიცი რომ სწორედ ამისკენ მიისწრაფი, შაქარი უნდა ამოიღო....... ექიმები საქარს ეძახიან თეთრ სიკვდილს, ეგ ორგანიზმის სისხლაძარღვებში ილექება და ძნელად ან თითქმის არ გამოიდევნება და ძალიან ცულია მოკლედ, ნატურალური თაფლით დალიე თუ გინდა , ოღონდ შაქარი არა! მართლა საშინელება ყოფილა, ნუ შენ ახალგაზრდა ხარ და მასე მწეველებიც ცოცხლები არიან და ა.შ. მაგრამ ეგ მაგას ვერ ამართლებს, ტკბილი თუ გიყვარს ხილით და ესეთი რამეებით შეივსე მოთხოვნილება, ყველაზე კარგია ნატურალური თაფლი.. თაფლი პური და კარაქი საუკეთესო გასასუქებელი საშუალებაა ვისაც ჭირდება რათქმა უნდა..... ოღონდ ინტენსიურად და ბლომად უნდა ჭამო. მაგრამ აი, მწვანე ჩაისთან არ ვიცი ეს სამი კომპონენტი მწვანე ჩაი, თაფლი(მე წაბლის მიყვარს ძალიან) და ლიმონი. მგონი კარგი უნდა იყოს, რა ვიცი........ აუ, ვინმემ თუ იცით კაკაოს თვისებები მავნე ან სასარგებლო დაწერეტ რა. მე ვერ მოვიძიე, ბავშვებს უყვარს ძაალინ...... |
Posted by: Mr-President 21 Apr 2008, 23:36 | ||||||||
NITSA_144
ანუ რაც შაქარს შეიცავს არ უნდა ვჭამო? არც ნამცხვარი?
ჩაის ამის მეტს არაფერს ვაყოლებ.
ვგიჟდები...
მომიწევს მაშინ მეც თაფლით დატკბობა. |
Posted by: italiana1 22 Apr 2008, 21:40 |
NITSA_144 მწვანე ჩაი მართლა მწარეა და შეგიძლია მხოლოდ 1 კოვზი შაქრით დაატკბო და გემოს ოდნავ უცვლის. თაფლითაც შეგიძლია მაგრამ ასე ვეღარც თაფლის გემოს გაიგებ და ვერც ჩაის შაქარზე ბევრი წამიკითხავს და სასურველია, რომ მინიმალური რაოდენობით მივიღოთ |
Posted by: NITSA_144 22 Apr 2008, 22:22 | ||
italiana1 სახარინით რომ ცავანაცვლოთ შეიძლება/ მე გავიგე რომ უკალორიულოა მაგრამ მგონი არ შეძლებაო Mr-President
ანუ ეს იმას ნისნავს რომ ჯანსაღი საკვები ტუ გინდა ეგეთი რამეები არ არის სასურველი, თუ ტკბილი გიყვარს ქისმისი, ხკბილი ხილი და ეგეტეი უნდა მიიღო, კიდევ ტაფლია ზალიან სასარგებლო, ანუსეიზლება რარაც მმენტში ორგანიზმი არ იყოს სუსტოი და ნამცხვარმა არ გავნოს, მაგრამ თუ საკვებიდან სარგებელს ელი, ნამცხვარის სარგებლიანობის რა გითხრა..... |
Posted by: italiana1 22 Apr 2008, 22:54 |
NITSA_144 სახარინზე არ ვიცი ნამდვილად.არ ვარ კომპეტენტური. ისე, უშაქრო ჩაი - ჯანმრთელობაა |
Posted by: NITSA_144 22 Apr 2008, 22:59 | ||
italiana1
ხო, ეგრეა, ყველა ვარიანტში უსაქრო ჯობია, იმიტომ რომ ძალიან მავნეაო, ეს საქარიო, სისხლძარღვებს ზალიან ვნებსო, და არ გამოიდევნებაო, მერე ორგანიზმიდანო, არადა მე შოკოლადები ძალიან მიყვარს და რა მეშველება? ესე იგი ეგეც მავნეა........ ისა და რა მაინტერესებს, უკოფეინო ყავები რომ იყიდება ის რომ დავლიო, მაინც მავნეა? |
Posted by: Anorexia 26 Apr 2008, 02:48 | ||||||||||
tikope
ოჰო, მე ცოტა მეტს ვაკეთებ... თითქმის ყოველ დილას ვიწყებ თაფლიან-ლიმონიანი მწვანე ჩაით რომელშიც გახსნილია ყვავილის მტვერი... ჩაის რაოდენობა 0,5 ლიტრა. ამის მერე 1-2 საათი არაფერს ვჭამ, მერგება კარგად და თავს შესანიშნავად ვგრძნობ დღის ასეთი დასაწყისის შემდეგ. თანაც ყვავილის მტვერი შესანიშნავი ბუნებრივი აფროდიზიაკია, განსაკუთრებით კაცებისთვის ოღონდ თაფლიც და ყვავილის მტვერიც თბილ ჩაიში უნდა გაიხსნას (ასე 40 გრადუსი) თვისებები რომ არ დაუქვეითდეთ. Heylis NITSA_144
სანამ სისხლძარღვებში შეაღწევს ხელოვნური შაქარი, მანამდე სჭირდება კალციუმის და სხვა ნივთიერებების მიერთება. ჰოდა ამ კალციუმს ძვლებიდან და კბილებიდან იღებს ორგანიზმი... ამიტომ მარტო კევის ღეჭვაც არ შველის ტკბილის ჭამის შემდეგ, ხელოვნური შაქარი მაინც აჩენს კარიესს... შაქარი რომელიც ხილშია და თაფლში ბუნებრივად შეიცავს ყველა საჭირო ნივთიერებას რომელიც აუცილებელია სისხლძარღვებში შესაწოვადაც და ასათვისებლადაც.
არ არის კარგი ერთად, ვერ ეწყობა, ცუდად მოინელება... პური, ფაფები (ჰერკულესი, ბრინჯი...) ვერცერთი სახის ტკბილს (თაფლსაც) ვერ ეწყობა (განცალებული კვება), იჟოგები აღარ გაგიკვირდეთ. გემოთი იცოცხლე კაია...
დესერტად ნუ გამოიყენებ, უფრო შეგერგება Troy_
მადლობა ეს არ ვიცოდი... |
Posted by: NITSA_144 26 Apr 2008, 13:50 | ||||
Anorexia
ეს რაოდენობა ბევრია ჩემთვის, და მერე ლიმონი არ გაშიებს ძალინა? მე 2 სთ ვერ გავძლებ უჭმელი სამსახურში. 2 სთ კი არა დაჟე 4სთ........
ეს არაა, ანუ თეორიაში გასაგებია მაგრამ სად შოულობ, ფუტკრებს ატერორებ? თავიდა თაფლად აღვიქვი......... შიკოლადი რომ დავაყოლო მაგ ნაზავს რა უჭირს? დაბალი წნევიანი ვარ და ნეტა ეს მწვანე ჩაი ბოლოს ხპომ არ მომიღებს? ყავის ნაცლვლად მინდა გამოვიყენო......... და რატომ ასეთ კაი კაცს ასეთი საშინელი ავატარი და ნიკი? |
Posted by: Anorexia 26 Apr 2008, 21:34 | ||||||||||
NITSA_144
მე რომ მიფიქრია ჩემი იმიჯის შეცვლაზე შენ არ გიფიქრია მაგდენი ეს ავატარი შეესაბამება ჩემს პოსტებს პოლიტიკის განყოფილებაში, სიტუაციაა ასეთი იქ ბევრს ვგონივარ რომ ჩემი ავატარისნაირი ვარ მაგრამ სინამდვილე სხვანაირია რბილად რომ ვთქვათ ნიკი კი აქედან მოდის http://en.wikipedia.org/wiki/Anorexia_Nervosa_%28band%29
იმათგან ვშოულობ ვინც თვითონ ატერორებს ფუტკრებს ფუტკარი მანდედან აკეთებს თაფლს. ნებისმიერ თაფლის მაღაზიაში აქვთ მაგრამ ხარისხიანის შოვნა ძნელია...
სითხის დალევა უზმოზეა ყველაზე ეფექტური. მერე მონელებას შეიძლება შეუშალოს ხელი. ნახევარს მხოლოდ ლიმონით ვსვავ, მეორეში ურევ დანარჩენებს. ეს ნაყენი იმდენად კონცენტრირებულია სხვადასხვა ვიტამინებით, მინერალებით და ფერმენტებით რომ კარგახანს არ მოგშივდება. მაგრამ ჭამა მაინც აუცილებელია ძნელია როცა მუშაობ ასეთი რეჟიმი დაიცვა. მაშინ უნდა ჭამო როცა კუჭი ცარიელია. მე როგორც დავაკვირდი მტვრის გარეშე სწრაფად გადადის კუჭიდან, ნახევარ საათში მგონი. მტვერი უბრალოდ შეიძლება დაღეჭო ჭამის წინ (ან 15 წუთით ადრე). სრულად უნდა გადნეს პირში, ძაან მაგარი რაღაცაა, გემო დამოკიდებულია ყვავილებზე...
შოკოლადი საჭმელია, მცირე რაოდენობის სითხესთან შეიძლება, ნახევარ ლიტრასთან პრობლემაა
შოკოლადი კოფეინს შეიცავს, ყავას ჩაანაცვლებს. მეც დაბალი წნევისკენ მაქვს მიდრეკილება მაგრამ მეტნაკლებად სწორად ვიკვებები, სითხესაც ბლომად ვიღებ და პრობლემები არ მექმნება. მალე აქ გავხსნი თემას განცალებულ კვებაზე და მერე ნახე ჩემს ნიკზე კაიფი |
Posted by: NITSA_144 26 Apr 2008, 22:39 | ||||||||||
Anorexia
მიმასწავლე რა....... ფიჭა კიდევ სხვაა და ყვავილის მტვერი სხვა? მე მარტო ფიჭა და თაფლი ვიცოდი ფუტკრის და მაგაზე არც მიფიქრია........
სწორი კვება დაბალ წნევას არაფერს არ შველის, ნუ ძაან გამკაცრებულზე არ ვარ მაგრამ ნორმალურად ვიკვებები მაგრამ ეგ მაინც მაწუხებს.....
ეგ განყოფილება სათაურს საერთოდ არ შეესაბამება, მე კაი ხნის წინ მივხვდი და შევეშვი, ძალიან სუსტი დისკუსია მიდის ხოლმე...... ნუ რა ვიცი, კაცია და გუნება.......
აბა თემა? |
Posted by: Anorexia 28 Apr 2008, 13:37 | ||||||||
NITSA_144
დაბალ წნევასაც და ყველა სხვა პრობლემასაც შველის ორგანიზმის მომარაგება საჭირო ნივთიერებებით. დაბალი წნვა ზოგიერთი ვიტამინის ნაკლებობაც იწვევს, მარილის ნაკლებობაც და ბევრი სხვა მიზეზიც... ისე რთული პრობლემაა...
ყვავილის მტვერი ყვავილის მტვერია ის რაც ფუტკრებს მიაქვთ 'სახლში'
მაგი PM_ში, იმათი მომსახურეობით არ ვარ დიდად კმაყოფილი და არ გავუკეთებ რეკლამას...
მითუმეტეს თუ ასეთ ინტრიგანულ თემებს ხსნიან http://forum.ge/?showtopic=33844963&view=findpost&p=9376352 |
Posted by: mtvareuli 28 Apr 2008, 14:42 |
თემას ნუუ გადაუხვიეთ . |
Posted by: lel_tbeli 2 Aug 2010, 14:28 |
აქ ვიღაცამ დაწერა მწვანე ჩას დაყენებისას მხოლოდ 2-3 წუთია საჭირო, თორემ მერე მწარდება და მავნებელიაო და მართალია??? მწვანე ჩაის მე არ ვაყენებ ხოლმე, ერთჯერად ჩაის პაკეტებს ვიყენებ, ხოდა როდესაც ჭიქაში ამ პაკეტს ადუღებულ წყალს ვასხამ, ეგრევე ვტოვებ ხოლმე )) გაცივებამდე და დალევამდე, შესაბამისად სულ მუქ და მწარე ჩაის ვსვამ და მავნებელია მართლა?? არადა წლებია მგონი მწვანე ჩაით ვარსებობ და დღეში მინიმუმ 2, 3 დიდ ჭიქას ვსვამ ხოლმე უშაქროდ (( |
Posted by: mariamiani 26 Mar 2012, 20:58 |
მე როგორც ვიცი მწვანე ჩაი ჩვეულებრივი ჩაია უბრალოდ მისი დამუშავების ტექნოლოგიაა ხვა როგორც წითელი და შავი ჩაი... ასე რომ როგორც ღვინო არსებოს სხვადასხვა ქვეყნოს,ყველა ერთამნეთისგან აგსხვავდება გემოთი და სუნით ისე იქნება ჩაი... |
Posted by: loveway 27 Mar 2012, 22:31 | ||
+1 მოკლედ თუ სახლიდან გასვლას არ აპირებ დღეში 5 ჭიქაც მოჟნა მარა თუ სახლიდან გასვლას აპირებ დღეში 2 ჭიქაც კაია 3 ზედმეტი :| წონაში დაიკლებ პახოდუ |
Posted by: XlargeXsmall 8 Apr 2012, 22:56 |
აქ ვიღაცას ეწერა მწვანე ჩაი მარტო ჩინეთშიაო და მერე ზოგიერთმა დაცინა კიდეც. 2 თვე ჩინეთში ვიცხოვრე. ნამდვილ მწვანე ჩაის, იმპერატორები რომ სვავდნენ იქაც ბევრი ჩინელი ვერ ყიდულობას და 100 გრამი მინიმუმ 40 დოლარი ღირს. იყიდება მხოლოდ ვაკუუმში დაპრესილი, რომ გადმოყრი 10 მარცვალს და დაასხავ წყალს გაფუვდება, გაიშლება და ხდება სულ მწვანე ცოცხალი მთლიანი ფოთოლივით. აქ მართლა ნაგავი შემოდის და შევარდნაძე რასაც სვავდა ნამდვილ მწვანე ჩაისთან შეხება არ აქვს. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ნამდვილი მწვანე ჩაი მხოლოდ ჩინეთში მოდის და ძვირი ღირს. დღეს ათასი ვაჭარი დადის ჩინეთში. აბა დააბარეთ და გეტყვის ჩაის ყიდვას ბოტასებს გიყიდიო გეტყვის, იმიტომ რომ ჩაი ძვირია |
Posted by: Kuntuniani 9 Apr 2012, 13:49 | ||
და ორიგინალთან ყველაზე მიახლოებულის შოვნა სად შეიძლება ? საქართველოში არა? |
Posted by: merciamercia 10 Apr 2012, 14:43 | ||
აქ ხალხს მწვანე ჩაი და შავი ჩაი სხვადასხვა ხის ნაყოფი გონია ერთიდაიგივეა ხალხნო,უბრალოდ მწვანე არის დაუმუშავებელი ჩაის ფოთლები და ამტომაცაა
მე გურიიდან და სამეგრელოდან მიგზავნიან და ძალიან კმაყოფილი ვარ უბრალოდ ჩინური ჩაი ალბათ ხარისხით ჯობს |
Posted by: takisha 21 Feb 2013, 13:03 |
ახლა დავიწყე დაახლოებით 2 კვირაა, უფრო გასახდომად უშაქროდ.. თავიდან ძლივს სვამდი, მაგრამ რამდენიმე დღეში ისე მივეჩვიე, რომ ახლა აღარ შემიძლია.. მართლა შევჯექი.. და გასახდომად თუ ვინმეს დაგილევიათ, ეგ როგორ მოქმედებს? იმით რომ ცხიმებს წვავს, თუ იმით , რომ ჭამის სურვილს გაკარგვინებს? მე გურიელის მწვანე ჩაის ვსვამ, და უკეთესს თუ მირჩევდით, ისეთს, რომელზეც ასე ყოველდღე მიგვიწვდება ხელი, მადლობელი დაგრჩებით.. და ვსვავ დაახლოებით 4-5 ჭიქას, დიდი რაოდენობით არცაა სასარგებლო, წავიკითხე სადღაც ამასწინათ ) |
Posted by: badass loli 4 Jun 2014, 00:17 |
თუ სახლში ვარ, 1 ლიტრა უშქრო, ცივ მწვანე ჩაის ვსვამ უპრობლემოდ. ძალიან მივეჩვიე მეც |
Posted by: Patagonia 30 Apr 2016, 12:35 |
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « ჩვენს მარკეტებში არსებული მწვანე ჩაის ფირმებიდან, რომელია შედარებით უკეთესი, მტვერივით წვრილი პროდუქცია რომ არ უყრიათ პაკეტებში? |
Posted by: merciamercia 30 Apr 2016, 15:30 | ||
Patagonia
Twinings ეს არის ყველაზე Kარგი ქარხნული დაფასოებული რაც მიყიდია... |
Posted by: Patagonia 30 Apr 2016, 17:06 | ||
merciamercia
მეც მაქვს ნაყიდი ერთი-ორჯერ Twinings მაგრამ არ მახსოვს როგორი იყო, უფრო გრინფილდს ვყიდულობდი და ამოვიდა ყელში, ძალიან წვრილად დაფასოებულია. ახლა აჰმადი ვიყიდე და ეს უფრო მსხვილია, რა ვიცი, კიდევ უკეთესს ვეძებ. |
Posted by: ninaka111 29 May 2016, 11:38 |
,,გურიელი" მწვანე ჩაი ჟასმინით ნორმალურია. რაც შეეხება რაოდენობას, 2-3 ფინჯანზე მეტი არ შეიძლება დღეში, რადგან მწვანე ჩაი შარდმდენია და მისი დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს. ექიმები გვირჩევენ, რამდენ ფინჯან ჩაისაც დავლევთ დღეში იმდენი ჭიქა წყალი უნდა დავამატოთ წყლის ყოველდღიურ ნორმას. |
Posted by: Patagonia 29 May 2016, 13:48 |
merciamercia ქართული მწვანე ჩაი ვიყიდე, შემოქმედი. რასაც ქვია ყველას გადაუჯოკრა წვრილი და მტვერი კი არ იყო სხვებივით, მსხვილი და თითქმის მთლიანი ფოთლებით გირჩევთ ყველას. http://www.picz.ge http://www.picz.ge * * * მწვანე ჩაის მომზადების წესი არის ასე: ვადუღებთ წყალს, რომ ადუღდება, ერთი ან ორი წუთი ვაცლით (ძაან ქაფქაფა არ შეიძლება) და შემდეგ ვასხამთ ჭიქაში სადაც ერთი კოვზი ჩაი გვაქვს ჩაყრილი. თავზე დავახურავთ რაიმეს, პატარა თეფშს ან რამეს, ვუცდით 3 წუთი და შემდეგ გადავღვრით. ამის შემდეგ თავიდან ვასხამთ წყალს და 3 წუთი ვაჩერებთ თავზე გადახურულ მდგომარეობაში. ბოლოს გადმოვასხამთ სხვა ჭიქაში და და ეგაა. |
Posted by: merciamercia 29 May 2016, 17:03 | ||
ზუსტად ეგეთ მწვანე ჩაის ვყიდულობ მე, ოღინდ ასაწონს და მართლა ყველას ჯობია რაც აქ მიყიდია... ეგ შეფუთვით სად იყიდე? მე 100 გრამ ასაწონს ვყიდულობ 5 ლარად, გურიის მწვანე ჩაია... |
Posted by: Patagonia 29 May 2016, 17:36 | ||
merciamercia
ეგეც 100 გრამია და თუ არ ვცდები 4.40 ღირს, გუდვილში ვიყიდე, მაგრამ დიდ მარკეტებშიც არის. კი, მართლა რომ კარგია რა. სუფთა ნაყენი გამოდის რომ ვასხამ, მტვერი და ნაგავი არ მოყვება. |
Posted by: ninaka111 29 May 2016, 18:02 |
აუცილებლად გავსინჯავ. (Y) დაყენების წესი ცოტა უცნაური კი ჰქონია. რამდენი წელია მწვანე ჩაის აქტიური მომხმარებელი ვარ და არასოდეს მომიმზადებია ჩაი ასე (პირველი ნაყენის გადაღვრას ვგულისხმობ)... |
Posted by: Patagonia 29 May 2016, 19:21 |
კი პირველი უნდა გადაიღვაროს, ნაყენის გაწმენდა ქვია მაგას. პირდაპირაც შეიძლება დაილიოს მაგრამ გასუფთავებული ჯობია. ჩინელები ასე სვამენ. |
Posted by: merciamercia 30 May 2016, 00:35 | ||
Pირველი ნაყენის გადაღვრა მგონია სასარგებლო რაღაცეებსაც წაიღებს |
Posted by: Patagonia 30 May 2016, 09:55 | ||
merciamercia
არა, წარმოიდგინე რომ სულ მცირე 15-ჯერ შეგიძლია იმავე ფოთლებისგან მიიღო ნაყენი ისე რომ არ დაკარგავს სასარგებლო თვისებას, ანუ 15 ფინჯანი ჩაი შეგვიძლია მოვამზადოთ ერთი პორცია ჩაის ფოთლებისგან |
Posted by: ninaka111 30 May 2016, 17:53 | ||
შავი ჩაიც ყოფილა ,,შემოქმედი" და როგორია, ხომ არ გაგისინჯავთ ვინმეს? |
Posted by: Patagonia 3 Jun 2016, 18:55 | ||
ninaka111
კი პარალელურად ეგეც ვიყიდე, უგემრიელესია, ძველი დროინდელი გემო გამახსენა |
Posted by: Solveig 4 Jun 2016, 20:00 |
merciamercia Patagonia ninaka111 ჯანმრთელობისა და მედიცინის განყოფილებასთან რა შუაშია მწვანე ჩაის დაყენების წესი? * * * კულინარიის განყოფილებაში გადავიტან და იქ განაგრძეთ დაინტერესებულებმა. |
Posted by: merciamercia 4 Jun 2016, 21:26 | ||
მე რა ვიცი ეგ ვინც გახსნა ამ განყოფებაში იმას კითხე |
Posted by: Estrella 7 Mar 2018, 22:43 |
გამარჯობა. რას ფიქრობთ ასაწონ მწვანე ჩაიზე? როგორც თქვეს ქართულიაო, გურულიო. 100გრ. = 3 GEL მწვანე ჩაის თვისებები ექნება ნეტავ? და რაღაც ინდური მწვანე ჩაი ვნახე, ეგეც ასაწონი, 1კგ. = 100 GEL * * * მე Ahmad Tea-ს ვსვამ ხოლმე, მომბეზრდა სულ ეგ და ეგ. |
Posted by: rostislav-pere 3 Apr 2018, 16:14 |
უგემრიელესი მწვანე ჩაი ნამდვილად რძეა |
Posted by: NorthSea 3 Apr 2018, 18:27 |
მწვანე ჩაო კარგია, მაგრამ გამომშრალი და არა პაკეტებით. იმჰო, იყიდება უკვე მრავალნაირი. თვითონაც შეგიძლიათ მარტივად გააკეთოთ. გამოაშროთ სურნელოვანი საკვები ბალახი, ცაცხვის ფოთლები ან თუნდაც ჭინჭარი. საოცარ შედეგს მიიღებთ. |
Posted by: max-14 7 Apr 2018, 17:48 | ||
როგორ ყენდება ჩაი,როგორც ჩვეულებრივი ჩაის ნაყენი? |
Posted by: NorthSea 11 Apr 2018, 13:32 | ||||
ფოთლები შეცდომით მიწერია. ყვავილები ვიგულისხმე ) კიი, ჩაივით. 2 სუფრის კოვზ ყვავილს დაასხი 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერე 20 წუთი, რის შემდეგაც ნაყენი მზადაა გამოსაყენებლად. ან 1-2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხი 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღე 10 წუთი, ან შენ როგორც გეხერხება |
Posted by: perry 13 Apr 2018, 17:32 | ||
ჭინჭარიც? რა საინტერესოა. ვცდი აბა . |
Posted by: nia4u 13 Apr 2018, 21:55 | ||
ჭინჭარი არ გამისინჯავს, მაგრამ ჟოლოს ფოთლები და ვარდის ფურცლები მართლა ძლიან გემრიელია ამ ბოლო დროს, აქტიურად ვიღებ გვირილის ჩაის და ძალიან მომწონს |
Posted by: NorthSea 14 Apr 2018, 11:46 |
perry nia4u ჭინჭრის ჩაი ევროპის სუპერმაკეტებში ბევრგანაა. მგონი ყველა მცენარისგან რაც იჭმევა შეიძლება ჩაის დამზადება Nettle tee დაგუგლეთ და ბევრნაირს ნახავთ |
Posted by: gege85 13 May 2018, 15:55 |
.................................................. |
Posted by: FCX 25 May 2018, 11:52 | ||
საინტერესოა. ანუ პირველ წყალგამოცლილი უკეთესია? რაც შეეხება მის რამოდენიმე გამოყენებას, არამგონია სახლში დამზადებულმა მწვანე ჩაიმ შეინარჩუნოს მე-4 და მეტჯერ წყლის გამოცვლის შემდეგ თუნდაც გემო.. ვერ გეტყვით არ მიცდია თუ თემას არ გავაოფებ - გურიაში, სახლის პირობებში დამზადებული ჩაი ჩემთვის ნომერ პირველია ! თუ დედაჩემის გაკეთებულია - ეგ უკვე მწვერვალია |
Posted by: სუბლიმაძია 31 May 2018, 12:25 |
რომელი ფირმის დასაყენებელ მწვანე ჩაის მიირთმევთ? ორჯერ შევიძინე რაღაც გაურკვეველი წარმოშობის და არცერთი არ მომწონს. |
Posted by: Master_Nick 13 Jul 2018, 16:54 |
საოცარი მწვანე ჩაი |
Posted by: Ziggy Pop 15 Jul 2018, 01:59 |
Master_Nick ამ ბრენდის ყველაფერი საოცარია. ადრე მაჩუქეს და თბილისში იყიდება სადმე? |
Posted by: Tibidabo 15 Jul 2018, 05:18 | ||
სუბლიმაძია
ლიპტონის კარგია |
Posted by: Master_Nick 15 Jul 2018, 16:38 |
Ziggy Pop კი ჭავჭავაძეზე კაფე პომოდოროსიმოს გვერდით არის პალე დე ტეს ჩაის მაღაზია, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო |
Posted by: Ziggy Pop 16 Jul 2018, 00:43 |
Master_Nick ვაა, კარგი რამე მითხარი. ფასი? |
Posted by: max-14 16 Aug 2018, 17:29 |
როგორ დავაყენო მწვანე ჩაი სწორად? რომ დავასხავ ადუღებულ წყალს -გარკვეული დროის შემდეგ ეს ძველი გადავღვარო და ახლი დავასხა?ასე მირჩიეს,რამდენად მართალია? |
Posted by: geo570ge1997 21 Aug 2018, 16:24 |
მიყვარს ძალიან მწვანე ჩაი <3 |
Posted by: LOLZ 28 Feb 2019, 02:11 |
მწვანე ჩაი ლაიმით ვიპოვე დღეს და https://www.facebook.com/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%98-418062468336937/, აქსის პალასში, ცინცაძის 12. |
Posted by: FCX 6 May 2019, 15:49 |
Master_Nick ფასი თუ გახსოვს? კიდე იყიდება? |
Posted by: Master_Nick 8 May 2019, 07:53 |
FCX ფასი ნამდვილად აღარ მახსოვს, მაღაზია მუშაობს და ექნებათ დიდი ალბათობით. |
Posted by: NinjaRacer 10 Nov 2021, 21:44 |
მართლა უუგემრიელესია შენით დაყენებული. 3 წუთში პირველი უნდა გადაასხა და მეორეც 3 წუთი გააჩერო. 2 კოვზი საკმარისია. მადლობა ვინც ეს დაწერეთ ძილის წინ არ უნდა დალიო ალბათ. |
Posted by: kriketi-1985 22 Nov 2021, 23:22 |
მწვანე ჩაის ვერ დავუმუღამე რატომღაც. ვიცი, რომ დონეობაა მწვანე ჩაის სმა, მაგრამ მაგის ხათრითაც ვერ დავლევ. |
Posted by: max-14 1 Dec 2021, 22:12 |
მეოთხე თვეა სისაურის მაღაზიაში ვყიდულობ,100 გრ 10-12 ლარი ღირს,რავიცი ცუდი არაა თითქოს |
Posted by: Delfistyaosani 15 Dec 2021, 15:16 |
max-14 ერთხელ palais des thes გასინჯე და სერიოზულ დირკას გაიჩენ ჯიბეზე რეკომენდაცია მწვანეებში Paris for her, fleur de geisha შავებში the des lords, Noir N25, pathivara gold (ეს ბოლო ნამეტანი ძვირია მარა ცოტას ყიდვა და იშვიათად დალევა ღირს) |
Posted by: masai11 15 Dec 2021, 17:55 |
მწვანე ჩაიში რომ შაქარს უშვებიან თუ გინახავთ ასეთი ხალხი და რას ფიქრობთ მათზე? ყველაზე კვალიფიციურები ჩაის, მათ შორის მწვანე და სხვა საჯანმრთელო სორტების საკითხებში, ჩემი აზრით არიან ჩინელები. |
Posted by: Master_Nick 16 Dec 2021, 11:38 | ||
ჩინელებთან შედარებით ჩაის საკითხებში, იაპონია ბევრად წინ არის. შაქარი ჩაიში, ჩაის შეურაცხყოფაა. |
Posted by: masai11 16 Dec 2021, 11:50 | ||
Master_Nick
ვერ დაგეთანხმები. რამდენი სახის ჩაის ასხვავებენ და ამზადებენ იაპონელები? |
Posted by: Master_Nick 16 Dec 2021, 14:18 |
masai11 რაოდენობა ხომ არ არის მთავარი? მთავარი ხარისხია. ამ პირამიდის წვერი, გვეუბნება რომ მსოფლიოში წარმოებული ჩაის მხოლოდ 0.5% ია უმაღლესი ხარისხის. ამ 0.5% ში კი იაპონური ჩაი ლიდერობს. მწვანე და თეთრი ჩაის კუთხით იაპონელებს ტოლს ვერავინ დაუდებს. |
Posted by: masai11 16 Dec 2021, 14:47 |
Master_Nick ჩაის კულტურა, მისი სასარგებლო თვისებები და სამედიცინო დანიშნულება, ეს ყველაფერი ჩინური კულტურის ნაწილია, რომელმაც დიდი გავლენა იქონია იაპონურ კულტურაზე. ე.წ. "ოქროს ჩაიც", თეთრ ჩაის ჯობია სასარგებლო თვისებებით და სწორედ ჩინელებმა "შექმნეს" იგი. ისე როგორც თეთრი ჩაი. მე ვთვლი რომ, მათ შორის გასტრონომიული კულტურაც, ჩინელებს უფრო მაღალი დონის და დახვეწილი აქვთ, ვიდრე იაპონელებს. |
Posted by: LOLZ 29 Aug 2022, 02:21 |
კარგი ჩაის მაღაზიები სად არის თბილისში? მწვანე ჩაის ახალ არომატებს ვეძებ. ჩაიმანიას, სისაურების, ხურჯინის გარდა. ერთჯერადი პაკეტების არა. არც სუპერმარკეტებში არსებული სტანდარტული შეფუთვები მინდა |
Posted by: Trump 29 Aug 2022, 10:08 |
მწვანე ჩაი ხო ყველაზე დაბალი დონის/ხარისხის ჩაია იდეაში. |