გამარჯობა.
ერთ-ერთ ვაკანსიების საიტზე შევქმენი ანგარიში, მივუთითე ყველაფერი, თუმცა განაცხადი არსად არ შემიტანია. გუშინ დამიკავშირდნენ რაღაც კომპანიიდან და თვითონ შემომთავაზეს გასაუბრებაზე მისვლა. ამ პოზიციისთვის გამოცდილება არ მაქვს საერთოდ (ნუ დიდად არც სხვა პოზიციისთვის), ამიტომაც საკმაოდ მეუცნაურა, რა უნდათ ვერ ვხვდები
ამ კომპანიის ვაკანსია რომ გადავამოწმე, მთლად არც ისეთი დაბალი ხელფასი არ აქვთ მითითებული, ნორმალური გრაფიკია.
მაინტერესებს, თქვენ ხომ არ გქონიათ ასეთი შემთხვევა? ღირს თუ არა გასაუბრებაზე გასვლა?
რამდენი ხანია უდევთ ეს ვაკანსია და ნუთუ ისე გაუჭირდათ, რომ არავინ შეიტანა განაცხადი და არავინ არ მოეწონათ, რომ ვიღაც სრულიად უცხოს, რომელსაც რეზიუმე არ გაუგზავნია და გამოცდილების არმქონეს უკავშირდებიან?