forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ხელნაკეთი ნვთების გაყიდვა ონლაინ, სარფიანად, ევროპასა და ამერიკაში, ეთსის საშუალებით
აპოლდა
ამაზონელი


****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 984
წევრი No.: 85765
რეგისტრ.: 2-March 09

  გამოგზავნილია: 30 Apr 2019, 14:44  #54584692      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით,

ცოტათი შემცირდა აქტივობა ჩვენს განყოფილებაში, ამიტომ შევეცდები ახალი თემით მივიქციო თქვენი ყურადღება smile.gif საქართველოში უამრავი ადმაიანია და თითქმის თითოეულ ჩვენგანს მოეძებნება ახლობელი, ვინც ხელნაკეთი ნივთების შექმნითა და გაყიდვით არის დაკავებული. მე, როგორც ამაზონზელი, ვყიდი მასიური მოხმარების პროდუქციას ამაზონზე, მაგრამ მაქვს მეორე მიმართულებაც - საერთაშორისო პლატფორმა ეთსი (www.etsy.com). საიტი, რომელიც უშუალოდ ხელნაკეთი ნივთების გასაყიდად არის შექმნილი. პირადად მე, გერმანელ პარტნიორებთან ერთად, საკმაოდ აქტიურად ვყიდი პროდუქციას, ვიცი ქართველებიც, რომლებიც საკმაოდ კარგ თანხას გამოიმუშავებენ ეთსიზე ხელნაკეთი ნივთების გაყიდვით, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ყველა დუმს. მე დავარღვევ ამ დუმილს smile.gif

ეთსიზე შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი პროდუქცია. თითოეული პროდუქტის დადება 20 ცენტი ჯდება, რაც პრაქტიკულად არაფერია (50 განცხადებას 10 დოლარი ჭირდება). ეთსის შემთხვევაში თქვენ ხსნით ონლაინ მაღაზიას. მერწმუნეთ, ხშირ შემთხვევაში მსგავს ვირტუალურ მაღაზიას არანაკლები მოგება მოაქვს, ვიდრე რეალურ უძრავ ქონებას. ხოდა სად ვიყავი ? ხო, ეთსიზე არ იფიქროთ, რომ 1-წ პროდუქტის დადებით წარმატებას მიაღწევთ ! არამც და არამც ! საჭიროა მინიმუმ 50 + პროდუქტი, რომ გაყიდვები დაიწყოს. მნიშვნელოვანია :

1. სათაურში კივორდები სწორად იყოს გაწერილი, თორემ ვერავინ იპოვის ჩვენს განცხადებას
2. თქვენს მაღაზიას დაარქვით ის სახელი, რომელიც დაკავშირებულია თქვენს პროდუქტთან
3. ნუ დაინანებთ ლოგოში თანხას
4. ნუ დადებთ მაღაზიაში ყველაფერს, შეარჩიეთ ნიშა და იმუშავეთ ამ ნიშის მიხედვით
5. ,,ტაგები: (თეგები) გაწერეთ სწორად
6. თითოეულ ლისტინგს გაუკეთეთ სეო ოპტიმიზაცია
7. ამატეთ ყოველ კვირაში მინიმუმ 2-3 პროდუქტი
8. გადაიღეთ პროფესიონალურთან მიახლოებული სურათები.
9. უპასუხეთ წერილებს აქტიურად
10. იყავით მომხმარებლებთან ლოიალურები


გაყიდული პროდუქციის თანხის მიღება ხდება პეიპალის საშუალებით. გადასახადებს ვიხდით ჩვეულებრივი ქართული ბარათით. მთავარია დავდოთ მაღალი ხარისხის პირველი სურათი, რათა ადამიანი შემოვიდეს ჩვენს განცხადებაში.
გაგზავნა ხდება საქართველოს ფოსტით. თუკი ამანათი 250 გრამამდეა, დაახლოებით 10 დოლარი ჯდება გაგზავნა. ნუ რათქმაუნდა ძვირია, მაგრამ ეთსიზე იმდენად ძვირი ღირს ხელნაკეთი პროდუქცია,რომ მაინც მომგებიანია საქმიანობა.

https://etsy.me/2GEddK9 ეს სარეგისტრაციო ლინკია. ეთსი ახალ რეგისტრანტებს აძლევს საშუალებას ამ ლინკით, მიიღონ 40 უფასო განცხადება, ანუ 40 განცხადებაში იმ 20 ცენტსაც არ გადაიხდით. ზუსტად 40 უფასო განცხადებას მივიღებ მეც. ამ ლინკის გარეშე სამწუხაროდ, ვერც ერთი ვერაფერს მივიღებთ yes.gif

ეს ძაიან მცირე და მოკლედ ინფორმაციაა. ამ საკითხზე ლექციებიც სიკლი ჩავატრე ტექნოპარკში და ძსლიან კმაყოფილი ვარ შედეგით.

დავამატებ ვიდეოებსაც ნელნელა.

ეს ფბ გვერდია, საკმაოდ ბევრი და კარგი ინფორმაციაა ატვირთული, გირჩევთ გადახედოთ და მოიწონოთ:
https://www.facebook.com/GeorgiaEtsy/

ესეც იუთუბ არხი: https://www.youtube.com/channel/UC1BMzmlgAK...ETaJAxzg/videos

რეკლამა აკრძალულია ფორუმზე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საინფორმაციო ვიდეოები დევს და არა კომერციული შეთავაზებები აქტიურად ამ რესურსებზე, თავს უფლებას მივცემ, რომ გაგიზიაროთ.


გისურვებთ წარმატებებს.


--------------------
Ich bin ein Mensch gewesen und das heißt ein kämpfer sein !

pytgon
პუარო


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1434
წევრი No.: 198995
რეგისტრ.: 3-March 15

გამოგზავნილია: 3 May 2019, 14:05  #54600293      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აპოლდა
კარგი თემაა , ამოსაქაჩია
QUOTE
გერმანელ პარტნიორებთან ერთად, საკმაოდ აქტიურად ვყიდი პროდუქციას


უშუალოდ უცხო ადამიანებთან მიხვედი წინადადებით? თუ ნაცნობობით გახვედი?

ანუ იმის თქმა მინდა რომ მე ვისაც არავინ მყავს ხელოვანი , რო მივიდე ვინმესთან და შევთავაზო ეს წინადადება შენს ნაწარს გავიტან აქთქო, რატო უნდა დამთანხმდეს? თვითონ გაიტანს
ან რა გარანტიაა რო თუ კარგად წავიდა მისი ნაწარმი უარი მითხრას უკვე მე და თვითონ შეეცადოს გაყიდოს მერე

ხოარსჯობს გადამყიდველი ვიყო და კავშირი არ დავამყარო ხელოვანთან (მაგრამ მის გარეშე მის ნივთს ვერ დავდებ)

ანუ ამ მხრივ რა სტრატეგია გაქვს?

მხედველობაში მაქვს თინეიჯერები ვისაც ფბ გვერდი აქ ონლაინ ყიდის თავის ნაწარმს

ეგ უფრო ბაზრობაზე გამოტანილი ნივთების პატრონებთან შეიძლება გააკეთო

This post has been edited by pytgon on 3 May 2019, 15:06


--------------------
თავაზიანად გიპასუხო თუ პატიოსნად?
borbolia777
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1160
წევრი No.: 106226
რეგისტრ.: 29-November 09

გამოგზავნილია: 4 May 2019, 11:06  #54604147      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წარმატებებს გისურვებთ! დაიწყეთ ჯერ გაყიდვები?
shuma89
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8296
წევრი No.: 71598
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 5 May 2019, 19:14  #54611033      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
მოვინიშნები ამ თემაში
. . .. .
..........


--------------------
პიზდაგალზებს აქვთ ეგ


მაგას აუწევ და Fსიო ვეღარავინ გეწევა
polemos0108
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 130
წევრი No.: 128896
რეგისტრ.: 18-March 11

გამოგზავნილია: 6 May 2019, 20:56  #54616868      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სასარგებლო თემაა. ამას ვეძებდი. მაგ ლექციაზე დასერება მინდოდა და ვერ მოვასწარი. ერთი კითხვა მაქვს. ხომ არ იცი 250 გრამზე მეტი თუა პროდუქტი რა ღირს გაგზავნა?


რჩევები გაგვიზიარეთ. სიახლეები დაამატე ხოლმე როგორ წავა გაყიდვები.
პ.ს. როგორ გადავიღოთ პროფესიულთან მიახლოებული ფოტო?


--------------------
[IMG]http://s018.radikal.ru/i526/1206/b7/32cfba34ce93.jpg[/IMG]
აპოლდა
ამაზონელი


****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 984
წევრი No.: 85765
რეგისტრ.: 2-March 09

გამოგზავნილია: 7 May 2019, 15:45  #54620655      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
pytgon


დიდი მადლობა თემით დაინტერესებისათვის. ესეიგი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია უშუალოდ იმ ადამიანმა, ვინც ხელნაკეთ ნივთებს ქმნის", თავად გაიტანოს პროდუქცია საზღვარგარეთ. საინტერესოა საევე უბრალოდ ჩვეულებრივი კომერსანტისათვის, რომლესაც შეუძლია აირჩიოს ხელნაკეთი ნივთები შექმნას მაღაზია და ჩვეულებრივად ივაჭროს. თუკი პატენტი არ აქვს ადამიანს ნამშევარზე აღებული, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია მსგავსი პროდუქციის ტ=ყიდვა შემდგომი გაყიდვის მიზნით, ასევე, ბევრი ხელოვანი იქნება, ვინც სიამოვნებით დათანხმდება საკუთარი ნამუშევრების გაყიდვას მსოფლიოში ჩემი აზრით.

polemos0108


კი, მე ჩავატარე ეგ ლექცია, ძალიან ბევრი იყო მსურველი და სამუწხაროდ ცოტამ შეძლო დასწრება, მაგრამ არაუშავს, კიდევ იქნება მომავალში ჩემი აზრით. 250 გრამზე მეტი თუა, აქვეა კალკულატორი საფოსტო და თითოეულ გრამზე შეგიძლია ნახო: http://gpost.ge/?site-lang=ka&site-path=he...lc/&calc=abroad

თუ საინტერესო იქნება თემა და გვექნება კითხვები, სიამოვნებით გაგიზიარებთ ინფორმაციას, გუშინ მივიღე პირველი გაყიდვა ვირტუალური პროდუქტის, 25 ევრო გადმომირიცხეს, ველოდები შემდეგ ნაბიჯებს, მემგონი შევძლებ გავაგრძელო კარგი გაყიდვები. შედეგებს სიამოვნებით გაგიზიარებთ.

ფოტოს რაც შეეხება, იდეალური საიტია მაგისთვის: http://fotofuze.com ნუ სხვებიც არის, მაგრამ ჯერ ეგ რომ მოსინჯო, ნორმალური იქნება.

This post has been edited by აპოლდა on 7 May 2019, 15:47
Lilith
¡ŋ ђθς ş¡ģŋθ ұ¡ŋςəş


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9997
წევრი No.: 370
რეგისტრ.: 8-October 01

გამოგზავნილია: 8 May 2019, 18:38  #54628060      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
აპოლდა
ვახ, შენ გაიხარე, კარგია თავად თუ წარმატებულად ართმევ ამ საქმიანობას თავს და კიდევ უკეთესი ამ ყველაფერში სხავასაც რომ ეხმარები! გაიხარე და ღმერთმა ხელი მოგიმართოს შენს საქმიანობაში!
* * *
QUOTE
გაგზავნა ხდება საქართველოს ფოსტით. თუკი ამანათი 250 გრამამდეა, დაახლოებით 10 დოლარი ჯდება გაგზავნა.

იცი რა მაინტერესებს, ეს მსოფლიოს მასშტაბით ფასია, თუ მარტო ევროპა? აშშ-ში რაიმეს გამოგზავნაც მაგდენი ჯდება?


--------------------
აფრენით ყველა ვაფრენთ შე კაცო, ასაფრენი ბილიკების მეტი რა გვაქვს, დასაფრენი ბილიკები თქვი შენ... (c) gia1970
В.И. Ленин
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1275
წევრი No.: 138287
რეგისტრ.: 11-November 11

გამოგზავნილია: 8 May 2019, 19:22  #54628240      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საფოსტო კალკულიატორი.
შეგიძლიათ თქვენთვითონ გამოთვალოთ გზავნილის ღირებულება.

https://www.gpost.ge/?site-lang=ka&site-pat...lc/&calc=abroad
trendygirl.me
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2584
წევრი No.: 212353
რეგისტრ.: 7-January 16

გამოგზავნილია: 8 May 2019, 19:36  #54628307      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lilith

აშშ და აზია ყველაზე ძვირია……..

აპოლდა
ამაზონელი


****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 984
წევრი No.: 85765
რეგისტრ.: 2-March 09

გამოგზავნილია: 9 May 2019, 00:24  #54629871      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lilith

ეჰ, ეს წერილი სულ მინდოდა პირადში მომეწერა, თუმცა ეხლა აქ დავწერ. არ ვიცი რამდენად გახსოვს, თუმცა ზუსტად 4 წლის წინ მოგწერე, მაშინ დაბნეული ვიყავი, მინდოდა ელექტრონულ კომერციაში ჩავრთულიყავი და შენ მოგწერე. შენ არაერთი საკმაოდ ვრცელი წერილი დამითმე (შენობით იმიტომ გწერ, რომ როგორც მახსოვს თავად მითხარი, შენობით მიმართვის ფორმა უკეთესიაო smile.gif ) შენი წერილები არაერთხელ წავიკითხე, არაერთხელ, გავიაზრე სათითაოდ და მუშაობა დავიწყე.
დღეს თავს წარმატებულ კომერსანტად ინტერნეტ სფეროში ნამდვილად ვერ მოვიხსენიებ, ძალიან კარგად ვხედავ და მესმის, რამდენი შრომა მაქვს მომავალში გასაწევი, რამდენი მიმართულება, ნიუანსი მაქვს სასწავლი, დასახვეწი, რამდენად ბევრი მაქვს საკუთარ თავზე საშრომი, თუმცა ერთი რამ ვიცი: ამ ჩემს მოკრძალებულ და ნამდვილად ძალიან მცირე, თუმცა ჩემთვის საკმაოდ სასიხარულო მიღწევებში უდიდესი როლი აქვს შენს წერილებს და უდიდესი როლი გაქვს პირადად შენ. არასოდეს შეგხვედრივარ, თუმცა უამრავი მადლობა მაქვს გულში გადახდილი შენთვის ყველაფრისათვის smile.gif მეკითხებიან უამრავ ნიუანსს ამაზონზეც, იბეისა და ეთსიზეც და ცოტა რომ მეზარება ელემენტარულის ახლიდან ახსნა, შენს მაგალითს ვიხსენებ და ვფიქრობ, რომ შეიძლება რაღაც დონეზე სხვასაც გამოადგეს ჩემი პატარა და მოკრძალებული რჩევა თუ ინფორმაცია ზუსტად ისე, როგორც ერთ დროს მე გამომადგა შენი დიდი გამოცდილების გაზიარება.


ხო, ძალიან ოფტოპიკი რომ არ გამომივიდეს, კითხვასაც ვუპასუხებ smile.gif 28 ლარია როგორც წესი ევროპაზე, 36 ლარი ამერიკაზე, თუკი ამანათი მცირე ზომისაა, ანუ სიგრძე 34 სმ, სიაგნე 24 სმ, სისქე: 5 სმ. ხოლო წონა 240 გრამამდეა. ეს მცირე პაკეტი 2 კილოგრამამდე არის დასაშვები, უფრო დიდი ამანათების შმეთხვევაში, უკვე ,,გზავნილის" გრაფა გვჭირდება და იქ უკვე გაცილებით მაღალი ფასებია.

ეს მცირე პაკეტის გრაფა: http://gpost.ge/?site-lang=ka&site-path=he...d&thing=package ( 1 კლასი ჯობია, ,,თრექინგს" იძლევიან, მეორე უფრო იაფი გამოდის ,,მარივი" მაგრამ დაკარგვის რისკი ძალიან იზრდება)
ეს კიდევ ჩვეულებრივი ამანათის გრაფაა : http://gpost.ge/?site-lang=ka&site-path=he...ad&thing=parcel
trendygirl.me
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2584
წევრი No.: 212353
რეგისტრ.: 7-January 16

გამოგზავნილია: 9 May 2019, 07:53  #54630919      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყოველთვის გააგზავნეთ დაზღვეულით, იმიტომ რომ ოდნავ უფრო ძვირია, მაგრამ ჩადის ბევრად ჩქარა. მაგალითად ფინეთში დაზღვეული ჩავიდა 2 დღეში….

JoePistone
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 155
წევრი No.: 243168
რეგისტრ.: 29-May 18

გამოგზავნილია: 9 May 2019, 12:02  #54631548      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავფიქსირდები...............................................
neo>
^^


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1889
წევრი No.: 226782
რეგისტრ.: 8-December 16

გამოგზავნილია: 9 May 2019, 18:07  #54633557      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
დავფიქსირდები...............................................



--------------------
რატომ მისტერ ანდერსონ, რატომ?
აპოლდა
ამაზონელი


****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 984
წევრი No.: 85765
რეგისტრ.: 2-March 09

გამოგზავნილია: 9 May 2019, 18:13  #54633586      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
JoePistone
neo>


დაფიქსირებას, აი ლინკი: https://etsy.me/2GEddK9 40 ერთეული განცხადება უფასოდ გექნებათ თქვენც და მეც, დარეგისტრირდით, მეც მოგეშველებით და წარმატებები გაგვიზიარეთ biggrin.gif 2kiss.gif 2kiss.gif აგერ, ფბ გვერდზე მომწერა გოგონამ, დავრეგისტრირდი და მაშინვე მივიღე პირველი შკევთა კანადიდანო, ხოდა თქვენც ცადეთ ! yes.gif yes.gif yes.gif
trendygirl.me
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2584
წევრი No.: 212353
რეგისტრ.: 7-January 16

გამოგზავნილია: 9 May 2019, 20:39  #54634145      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეტსის იბეი ჯობია იცოდეთ, ბევრად დიდი დაფარვა აქვს. ეტსიზე ძირითადად ანანისტი ხალხი შედის, ანუ როჟები რომელიც კონკრეტიკას ეძებენ, მაგალითად 1957 წლის 5 დეკემბერს გამოშვებულ მწვანე ტუალეტის ქაღალდს. იბეიზე კიდე უფრო უბრალო, მაგრამ უფრო ფულიანი ხალხი ჩითავს.

პ.ს. ჩემი გაყიდვების უმეტესობა მოდის ამერიკაზე და ჩინეთზე smile.gif ამერიკელებს იმიტო მოწონთ რო ამერიკულ სტილშია, ჩინელებს კიდე მგონი ამერიკული გონიათ, ჯორჯიას გარტყმაში არ არიან smile.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0210 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]