Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ონლაინ შოფინგი > საფოსტო გზავნილის განბაჟება!♦ ♦ ♦ ♦ VOL 4 ♦ ♦ ♦ ♦

Posted by: temo_777 31 Jul 2022, 01:02
მოკლედ გადავწყვიტე დეტალურად აღვწერო საბაჟო საკითხები. ერთი და იგივე კითხვის თავიდან აცილების მიზნით, შევეცდები წინასწარვე ერთ პოსტში ჩავატიო ყველა ის კითხვა, რაც აწუხებდათ წინა თემაში ყოველ გვერდზე მომხმარებლებს. იმედია, ამ პოსტის გადაკითხვა მაინც არ დაეზარებათ.
წინა თემების ლინკები:

https://forum.ge/?f=5&showtopic=34394902

https://forum.ge/?f=5&showtopic=34880268

https://forum.ge/?f=5&showtopic=35170393

ძირითადად ნივთი ექვემდებარება განბაჟებას:
თუ გზავნილის ღირებულება აღემატება 300 ლარს,
თუ 4-5 ან მეტი (ეს ცოტა სადავო საკითხია, ცოტა ქვევით დეტალურად გავშიფრავ) ერთნაირი ნივთი დევს გზავნილში ან გზავნილის წონა აღემატება 30 კგ-ს.

14/05/2022-დან განსაბაჟებელ ამანათებს დღგ-სთან ერთად ემატება გაფორმების საფასური.
300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე - 20 ლარი;
3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე - 100 ლარი;
10 000 ლარზე მეტი ღირებულების საფასურზე - 300 ლარი.
მაგ თანხას იხდით წინასწარ, მანამ სანამ გამოიტანთ ამანათს, ისე არ გამოგატანენ.
აქ შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩარიცხული თანხა
https://eservices.rs.ge/app/BalanceOperations
(rs.ge-ზე უნდა იყოთ რეგისტრირებული)

გარდა მაგისა საბაჟოს მხრიდან გამკაცრდა რეგულაციები.
ახალი საბაჟო რეგულაციის მიხედვით, შესაძლოა - განბაჟებას დაექვემდებაროს ნებისმიერი ღირებულებისა და სახეობის ამანათი, მათ შორის პირადი მოხმარების ნივთებიც, თუკი ჩამოტანილი ამანათების რაოდენობა წელიწადში 200 ერთეულს აღემატება.
თუმცა კანონმდებლობაში არაფერი შეცვლილა.ისევ ისეა როგორც ადრე იყო და არც არაფერია ნახსენები ამ 200 ერთეულზე. არაოფიციალურად ასე ვთქვათ გავრცელებულია "ჭორი". გამოდის რომ ისევ მომხმარებლის უფლებების დარღვევასთან გვაქვს საქმე. არა აქვთ მაგის უფლება, თუმცა აკეთებენ მაგას.
მე გირჩევთ რომ თუ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, გაასაჩივროთ შემოსავლების სამსახურში.

დავუბრუნდეთ ნივთების რაოდენობას.როგორც აღვნიშნე, ნივთების რაოდენობა ცოტა სადავო საკითხია. ძირითადად ასეა, უმრავლეს გადამზიდს ასე აქვს მითითებული3-4-5 ერთნაირი ნივთი, თუმცა კანონმდებლობაში არაფერი წერია ამ საკითხზე.შესაბამისად კანონის მიხედვით თუნდაც 5ერთნაირი ნივთი იყოს,თუ ეკონომიური საქმიანობისთვის არაა განკუთვნილი არავის ააქვს უფლება რომ დაბეგროს! ზოგ გადამზიდს 3-4 ნივთზეც უწერია, რომ ექვემდებარება განბაჟებას. შესაბამისად, ჩვენს გაუგებარ ქვეყანაში ვერ გაიგებ საბოლოოდ რაშია საქმე. ნივთს როგორც უნდათ, ისე გაატარებენ საბაჟოზე. შეიძლება 7 ერთნაირი ნივთი იყოს, მაგრამ არ განაბაჟონ,და განაბაჟონ 1 ცალი მხოლოდ.
მოკლედ, როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ, ხოლო რაც შეეხება კანონმდებლობას, აგერ:

"იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, აგრეთვე 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;
"

ახლა დეტალურად გავშიფროთ, რას ნიშნავს "თუ გზავნილის ღირებულება აღემატება 300 ლარს"?

ამ შემთხვევაში იგულისხმება ნივთის პროდუქციის თვითღირებულება ტრანსპორტირების და სხვა რაიმე თანხის გარეშე
მაგალითად: თუ ნივთი ღირდა 120$ + შიპინგი ქონდა 20$, შესაბამისად, ნივთს არ მოუწია განბაჟება, 1 Aug 2016 კურსის მიხედვით (2.3479). ახლა უკვე სხვა კურსია, და შესაბამისად დაითვლით მიმდინარე კურსის მიხედვით.შიპინგი არ ითვლება, გინდ 80$ იყოს მაინც. ნივთი დადეკლარირდება როგორც 120$ (და არა 140$)
და იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის სუფთა ღირებულება ცდება 300 ლარს, მაგას ზემოდან დაემატება + შიდა შიპინგი + წონის გადასახადი, ამ ყველაფერს +18% და დეკლალირების საფასური 5-12 ლარი. (ზოგ გადამზიდთან უფასოა) საქ. ფოსტაში როგორც მახსოვს 20 ლარია
ბაჟის გადახდა ხორციელდება დეკლარაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

ახლა კი პატარა კითხვა-პასუხი რაც ხშირად აინტერესებს ხოლმე იუზერებს

1) რომელი ბანკის კურსის მიხედვით ითვლება დღგ-ს (საბაჟო) გადასახადი და როდის ხდება დათვლა?

დათვლა ხდება ამანათის საბაჟოზე შემოსვლის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით.(უფრო სწორედ, როდესაც დაიბეჭდება დეკლარაცია ამანათის შემოსვლიდან)
https://nbg.gov.ge/monetary-policy/currency
მაგალითად, თუ ნივთის შეძენის დღეს კურსი იყო 2.3479 და ნივთი ღირდა 125$ ყველანაირი შიპინგების გარეშე, გავიდა 2 კვირა ჩამოვიდა ნივთი და კურსმა შეადგინა 2,5 მაგ შემთხვევაში გადაიხდით სახელმწიფო ბაჟს (18%) იმიტომ, რომ ნივთის ღირებულება გადაცდა 300 ლარს და საბაჟომ გაგიკეთათ სიურპრიზი givi.gif
თუმცა არის ერთი გამონაკლისი კიდევ:
დეკლარაციის მომზადება შეგიძლიათ ამანათის ჩამოსვლიდან 30 დღის განმავლობაში, სიტყვაზე იმისთვის თუ ელოდებით კურსის დაკლებას, რომ არ მოგიწიოთ განბაჟება,მაგრამ ზოგიერთი გადამზიდი წინასწარ ითხოვს ამაზე ინფორმაციის მიწოდებას, და + არ უნდა იყოს დეკლარაცია დაბეჭდილი.
ანუ უნდა აცნობოთ წინასწარ გადამზიდს რომ რომ ელოდებით სიტყვაზე კურსის ცვლილებას.
ესეც კანონი:

მუხლი 8. საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ

საქონლის საბაჟო ღირებულებისა და იმპორტის გადასახადის ოდენობის განსაზღვრისას უცხო ქვეყნის ვალუტა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;

ბ) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.

2) თუ სხვადასხვა გადამზიდებით გამოვიწერე ერთ სახელზე, თუნდაც ერთი და იგივე ონლაინ მაღაზიიდან და ჯამში ნივთების ღირებულება აღემატება (ცალ-ცალკე კიდევ არა) 300 ლარს, მომიწევს თუ არა განბაჟება?

არა.
სხვადასხვა გადამზიდთან შეძენილ ნივთებს თუნდაც ერთ სახელზე და ერთ საიტზეც ვერანაირად ვერ მოუწევს განბაჟება
იმიტომ რომ ერთ რეისში ის ვერანაირად ვერ მოხვდება.
მაგ. თუ usa2georgia-სგან გამოიწერეთ 280 ლარიანი ნივთი და სიტყვაზე usshop-თან კიდევ 280 ლარიანი ერთი და იგივე დროს, ნივთს არ შეეხება განბაჟება!!!!

3) თუ სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებიდან გამოვიწერე ნივთები ერთ სახელზე, ერთ გადამზიდზე და ერთი და იგივე დროს (რა თქმა უნდა თუ ცალ-ცალკე არ აღემატება 300 ლარს) მოუწევს თუ არა განბაჟება??

არა, არ მოუწევს განბაჟება სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებიდან გამოწერილ ნივთებს, თუ სიტყვაზე ცალ-ცალკე არ აღემატება 300 ლარს.(ერთ რეისში გამოგზავნილ ამანათებზეა ლაპარაკი)
P.S ზოგიერთ გადამზიდს უწერია თავიანთ გვერდზე: "მეგა მარკეტები, ერთიანი გადახდის სისტემით, (amazon, eBay) ითვლება ერთ მაღაზიად."
როგორც იტყვიან ხოლმე bull·shit
user posted image

არაა ეს მართალი, ადრე ვითომ მასე თვლიდნენო როგორც მითხრა ერთ-ერთმა გადამზიდმა. მაგრამ წარმოიდგინეთ იბეი და ამაზონი როგორ უნდა იყოს ერთი და იგივე მაღაზია.
სავარაუდოდ, 18% რომ გატენონ, უბრალოდ ეს ამბავი მგონია!

გავაგრძელოთ. კიდევ რა კითხვებია ხოლმე მოვიფიქროთ

4) რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნივთის ღირებულება არ აღემატება 300 ლარს?
და შემთხვევით ან თუნდაც განგებ ჩავწერთ დეკლარირებაში სხვა თანხას? ან საერთოდ არ ჩავწერთ?

არც, არაფერი არ მოხდება!!!
საერთოდ ნივთი ითვლება არადეკლარირებადად თუ არ აღემატება 300 ლარს!!!
მაგრამ თუ ჩაწერთ სხვა თანხას (ან საერთოდ არ ჩაწერთ) დიდი ალბათობით გააჩერებენ და მოგთხოვენ ინვოისს!
(ისედაც სწორ თანხებზე 90% მაინც ითხოვენ
ასე რომ სჯობს ნებისმიერ შემთხვევაში დაადეკლარიროთ თქვენი ნივთი

5) რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნივთის ღირებულება აღემატება 300 ლარს და განგებ ჩავწერთ სხვა თანხას განბაჟების თავიდან აცილების მიზნით? (თუნდაც შემთხვევით,არა აქვს მნიშვნელობა)

ოო აქ არის რაც არის
ნუ პრინციპში ალბათ დიდი არაფერი. პატარა ჯარიმაა (გააჩნია შემცირებული თანხის ოდენობას )
ზოგს რომ გონია ნივთის ღირებულების 100% და 200% გაათმაგებული ასე არაა.
არავინ მოგატყუოთ!
შემცირებული თანხის 40%-ს იხდით პირველ ჯერზე.
თუ, რა თქმა უნდა, 3000 ლარზე მეტი არა ღირს ნივთი. ხოლო განმეორებით ქმედებაზე შემცირებული თანხის 100%-ს ჩაგახუტებთ საბაჟო.
მოკლედ და გასაგები ენით რომ ვთქვათ ვიხდით ზევიდან გადასახდელი დღგ-ს 40%-ს პირველ ჯერზე, ხოლო მეორე შემთხვევაზე 100%-ს. დაგიღეჭავთ ამასაც მაგალითის საფუძველზე, თუ ნივთი ღირდა 130$, (და იმ კურსით უწევდა განბაჟება) დაადეკლარირეთ 70$-ად,ჩამოვიდა ნივთი, გააჩერა საბაჟომ, გაიგო რეალური ღირებულება და გაჯარიმებთ შემდეგნაირად: 130$+ აქაური წონის გადასახადი+18%= სადღაც ვთქვათ 1კგ-იანი ამანათი ჩავთვალოთ, ეგ გამოდის 130$ +8$=138$-ის 18%=24.84$ და მაგ 24.84$-იდან გადაიხდით პირველ ჯერზე 40%-ს ანუ -9.93$-ს (ოღონდ ლარებში ეგ ყველაფერი) და მეორე ჯერზე 100%-ს ანუ 24.84$-ს.
ესეც ჩვენი საგადასახადო კოდექსი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717

"4. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
6. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით."

6) შეიძლება თუ არა რამენაირად თავი ავარიდო განბაჟებას?

არაკანონიერად ვერანაირად!
99% დაიწვებით. ის კი არა ერთი პერიოდი იბეიზე ნაყიდ ნივთებს item number-ის საშუალებით აგდებდა და როდესაც ითხოვდენენ ინვოისის გადაგზავნას, შესაბამისად fake ინვოისებსაც ხვდებოდნენ ზუსტად მაგ item number-ის საშუალებით. (პრინციპში ახლაც აგდებს,უბრალოდ აღარ დავწერ როგორ)
ასე რომ დაიწვებით!!! და არ გირჩევთ ინვოისის გაყალბებას!
ინვოისს თუ არ გადაუგზავნით და თუ შეამჩნიეს, რომ უეჭველი შეცვლილი ინვოისია, საბაჟო ექსპერტიზა დაადგენს ფასს (თავიანთ სასარგებლოდ) და ისე განაბაჟებენ.

7) აქვთ თუ არა უფლება ინვოისის არდაკმაყოფილების შემთხვევაში მოითხოვონ ექაუნთის გახსნა?

მოგეხსენებათ ალბათ, ვინც იწერთ ხოლმე ამანათებს ხშირად ონლაინ მაღაზიებიდან შედარებით უფრო დაბალ ფასებში ვიდრე მასე ღირს, 100%-იდან 100-ვესთვის მოუთხოვიათ ექაუნთის გახსნა.

კატეგორიულად არა აქვთ უფლება ექაუნთის შემოწმების სასამართლოს გარეშე!!!
აი ჯერ მივიდეს საქმე სასამართლომდე და მერე გამახსნევინონ ექაუნთი, ძირითადად ფსიქოლოგიური პრესში ყავხარ მაგ დროს, დაახლოებით ისეთი, როდესაც მაგალითს მოვიყვან და საკრედიტო ოფიცრები რომ ადგებიან სახლში უკანონოდ და 1000 სისულელეს რომ ემუქრებიან და საბოლოოდ ვერაფერს ვერ აკეთებენ. თუმცა უმრავლესობას სჯერა ეს და მაინც ემორჩილებიან!

რისთვისაა აბა ეს კონსტიტუცია და მუხლები???

მუხლი 6
1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.

მუხლი 20
1. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია.აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

მუხლი 40
1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ჯერ დამიმტკიცოს რომ მე ვარ მატყუარა და დამნაშავე, წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები და მერე მომთხოვოს ექაუნთის გახსნა.
მხოლოდ ესე ეჭვის საფუძველზე და ჰარი-ჰარალეზე არაა მოსული რაღაცის დაბრალება და + კიდე დაბრალებაც კანონით ისჯება.

მუხლი 41
2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

8) ითვალისწინებს თუ არა საბაჟო გიფტ კარტებს და დისკაუნტ კოდებს?? ან კიდე მსგავს ფასდაკლებებს.

გააჩნია შემთხვევას!
ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ეს!
რა სახით არის წარმოდგენილი ინვოისში,როგორი გიფტ კარტაა და ასე შემდეგ,
თუ მაგალითად თქვენ იყიდეთ სპეციალურად 50$-იანი გიფტ ბარათი, ნივთი ღირდა სიტყვაზე 170$ და თქვენ გადაიხადეთ 120$ +50$ გიფტ ბარათით, მაგას არ ჩათვლიან,უნდა დადეკლარირდეს როგორც 170$ და გადაიხდით ჩვეულებრივად დღგ-ს რა თქმა უნდა.
როგორც ასეთი გიფთ კარტას არ ითვალისწინებენ არასდროს. რაც შეეხება ფასდაკლებას, კუპონს და ასე შემდეგ, ეგ ითვლება.
მაგ. თუ ნივთი ღირს 130$, და მაღაზიას აააქვს ფასდაკლება ან კუპონი, რის შედეგადაც ღებულობთ სიტყვაზე 85$-ს, მაშინ უნდა დადეკლარირდეს 85$. და დაითვლება შესაბამისი კურსის მიხედვით.
კიდევ გააჩნია ინვოისს, როგორი სახით არის წარმოდგენილი. მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე subtotal-ში რა არის მითითებული. საბტოტალში თუ ნივთის ღირებულება 300 ლარზე მეტი არაა, მაშინ წესით არ უნდა დაგაკისრონ საბაჟო გადასახადი.
თუ იბეიზე მაგალითად make offer-ით 180$-იან ნივთზე დაგთანხმდათ 90$ზე, შესაბამისად დაადეკლარირებთ 90$ და არა 180-ს.
რაც შეეხება საჩუქარს, საჩუქარიც ბაჟდება მიუხედავად იმისა რომ თქვენ არაფერი გაქვთ გადახდილი.
თუ, რა თქმა უნდა, არა აქვს ინვოისი გამოყოლებული რომელიც ადასტურებს რომ 300 ლარზე ნაკლები ღირს.

9) როგორ შეიძლება განბაჟების გადახდა ონლაინ?
მაგალითად შეგიძლიათ შეხვიდეთ შემოსავლების სამსახურის გვერდზე და იქიდან გადაიხადოთ:
https://www.rs.ge/ePayments?cat=3&tab=1
საფოსტო გზავნილები-ის გვერდზე შეიყვანთ სრულ ტრეკინგს! (აუცილებლად სრულს როგორც გიწერიათ ფურცელზე, ისე არ ამოაგდებს) და მიყვებით.
გადასახდელ თანხას გიჩვენებთ ყოველთვის, მიუხედავად იმისა გადახდილი გაქვთ თუ არა!

კიდევ 1 სასარგებლო ლინკსაც ჩავაგდებ, რომელიც მოგვაწონდა ამ იუზერმა: https://forum.ge/?showuser=266566
თუ გაინტერესებთ რამდენი გაქვთ დავალიანება, რაიმე ვალი გიფიქსირდებათ თუ არა, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ შემოსავლების სამსახურის გვერდზე, და ავტორიზაციის გავლის შემდგომ გაგიხსნით ამ ლინკს. მანდ გამოჩნდება რამდენი გაქვთ ვალი, აგრეთვე ბალანსზე რამდენია და ასე შემდეგ
https://eservices.rs.ge/Accounting.aspx

user posted image

პ.ს.
არ დააჩაგვრინოთ თავი საბაჟოს! mad.gif

user posted image

Posted by: David-22 31 Jul 2022, 14:50
ასეთი დეტალური პირველი პოსტია მარა მაინც 900 ჯერ იკითხავენ ერთიდაიგივეს

Posted by: Vladimer1994 31 Jul 2022, 15:37
David-22
კიი გარდაუვალია ამის წინა პოსტიც ასე იყო ვრცლად მარა პირველ გვერდს არავინ კითხულობს როგორც ჩანს biggrin.gif

Posted by: temo_777 31 Jul 2022, 16:31
QUOTE
ასეთი დეტალური პირველი პოსტია მარა მაინც 900 ჯერ იკითხავენ ერთიდაიგივეს

პირადად მე ვინც აქ დაწერილს ხელმეორედ კითხულობს, პასუხს აღარ ვცემ უმეტეს შემთხვევაში.
კარგი იქნება ანალოგიურად მოიქცეს სხვაც.
მერე ისწავლიან კითხვას. ))

Posted by: სანი 1 Aug 2022, 10:46
პარასკევს ღამე გადავიხადე ის 20 ლარი და რამდენ ხანში შევძლებ გატანას? დღეს წესით ვერა?

Posted by: temo_777 1 Aug 2022, 10:50
სანი
გადახდილ ქვითარს მეილზე აგზავნი გადამზიდთან. და მერე შეძლებ გატანას.

Posted by: სანი 1 Aug 2022, 11:03
temo_777
მეილზე მომივიდა განაცხადის ფორმა შეავსეო და ავუტვირთე ქვითარი. იმ მომენტში სტატუსი მუშავდება ბანკში ეწერა ტრანზაქციას

ვსო აისახა ჩამოსულებში
მარა პიზდეც, დოკუმენტების 12 ლარი + დამატებითი უსაფრთხოების 14 ლარი lol.gif

Posted by: Vladimer1994 1 Aug 2022, 13:23
QUOTE
დოკუმენტების 12 ლარი + დამატებითი უსაფრთხოების 14 ლარი

საღორეთია უკვე მანდ smile.gif მალე გამოიტანე სანამ საწყობის ფულიც დაუმატებიათ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: temo_777 1 Aug 2022, 13:36
Vladimer1994
QUOTE
საღორეთია უკვე მანდ  მალე გამოიტანე სანამ საწყობის ფულიც დაუმატებიათ

ნუ აშინებ ხალხს გუდიანი კაცით zombie.gif

Posted by: Arcbell 5 Aug 2022, 17:30
რაღაც ნივთის გამოწერა მინდა და საიტს უწერია, რომ თუ ბაჟის გადასახადი გეკისრება ადგილობრივი კანონმდებლობით, ამ შემთხვევაში კურიერი რომ ჩაგაბარებთ ნივთს, კურიერთანვე გადაიხდითო.
რამდენად შესაძლებელია ეს? შეიძლება, რომ მართლა ასე იყოს, ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? თუ ნებისმიერ ვარიანტში მაინც შენით ავსებ დეკლარაციას და შენით იხდი RS-ზე?

Posted by: ikooki 6 Aug 2022, 14:17
განბაჟების ტანხა ინტერნეტბანკიდან რო გადავიხადო შეიძლება?
გზავნილის ნომერი სად უნდა მივუთითო , თუ პირადი ნომერი საკმარისი იქნება?

Posted by: n-i-c-k 8 Aug 2022, 16:36
ikooki
კი შეგიძლია , გზავნილისი ნომერი დანიშნულების ველში მიუთითე .

Posted by: BGL 11 Aug 2022, 12:26
სალამი,
ებაის ანგარიშის გახსნას მთხოვენ და გავუხსნა თუ შევაფასებინო ნაბო@ზრებს?

Posted by: sevastopol 11 Aug 2022, 13:57
BGL
გახსენი და ანახე რაც გადაიხადე.

თვითონ რომ შეაფასონ უაზროდ დიდ თანხას დაგისვამენ.

Posted by: BGL 11 Aug 2022, 14:12
ვუთხარი რომ ჩემი არაა და ვერ გავხსნი. რას შეაფასებენ ამხელას? მერე ხო შემიძლია გასაჩივრება.

Posted by: დათიკო 11 Aug 2022, 19:02
ეს ახალი 20 ლარიანი გადასახადი რა ოხრობა მოიგონეს ბიჭო?!
ადრე ვაბაჟებდი ჩვეულებრივად, ვიხდიდი საბუთების მომზადების თუ რაღაც მსგავსის საფასურს 12 ლარს უსა2 ში და მერე 18% ს.
ეხლა ცალკე გადამახდევინეს 20 ლარი რაღაც 201 დადგენილების თანახმად. mad.gif

Posted by: sevastopol 12 Aug 2022, 12:48
დათიკო
კი, ეგ რამდენიმე თვეა მასეა უკვე.

Posted by: system1ka 12 Aug 2022, 23:39
გამარჯობა მეგობრებო, ამ რთული მდგომარეობის გათვალისწინებით უკრაინიდან (კიევიდან) რომელიმე გადამზიდს ჩამოაქვს ამანათები?

Posted by: ROBERY 16 Aug 2022, 11:56
მოკლედ 200 ამანათის "მითი" პრაქტიკაზე დავადასტურე
2021 ივლისის ბოლოდან ამ წლის ივლისის ბოლომდე მქონდა 200 ამანათი, ჩემს სახელზე არ გამომიწერია 2 თვე არაფერი, ჰოდა ახლა გამოვწერე, ჩამოვიდა და არ მოუწია განბაჟება biggrin.gif

Posted by: L1nux 16 Aug 2022, 12:08
QUOTE (ROBERY @ 16 Aug 2022, 11:56 )
მოკლედ 200 ამანათის "მითი" პრაქტიკაზე დავადასტურე
2021 ივლისის ბოლოდან ამ წლის ივლისის ბოლომდე მქონდა 200 ამანათი, ჩემს სახელზე არ გამომიწერია 2 თვე არაფერი, ჰოდა ახლა გამოვწერე, ჩამოვიდა და არ მოუწია განბაჟება biggrin.gif

უბრალოდ 2 თვე არ გამოიწერე არაფერი და შეგეშვნენ თუ პახოდუ ,უკანასკნელ 1 წელიწადში აღარ გაქვს 200 ამანათი გამოწერილი, ჩამოცდი რიცხვს და მაგ პონტში?

Posted by: ROBERY 16 Aug 2022, 12:15
QUOTE
უბრალოდ 2 თვე არ გამოიწერე არაფერი და შეგეშვნენ თუ პახოდუ ,უკანასკნელ 1 წელიწადში აღარ გაქვს 200 ამანათი გამოწერილი, ჩამოცდი რიცხვს და მაგ პონტში?

კი ივლისის 29-ში მიწევდა ჩამოცდომა 200-ზე, დღეს ჩამოვიდა ჩემი ამანათი საღ-სალამათი

Posted by: L1nux 16 Aug 2022, 13:42
QUOTE (ROBERY @ 16 Aug 2022, 12:15 )
QUOTE
უბრალოდ 2 თვე არ გამოიწერე არაფერი და შეგეშვნენ თუ პახოდუ ,უკანასკნელ 1 წელიწადში აღარ გაქვს 200 ამანათი გამოწერილი, ჩამოცდი რიცხვს და მაგ პონტში?

კი ივლისის 29-ში მიწევდა ჩამოცდომა 200-ზე, დღეს ჩამოვიდა ჩემი ამანათი საღ-სალამათი

მე 217ზე ვარ ახლა,ტვინი მეღრძო იმის გამოთვლაში როდის გაუვა ჯადო და ჩამოცდება რაოდენობას,
სა$ვეთი სუფთა რა, რატო უნდა ვეხვეწო სვებს გამოწერებზე,როცა არ ვიწერ გსაყიდად რა :@

Posted by: Cypher 17 Aug 2022, 12:38
საბაჟოს 20 ლარი რა ანგარიშზე უნდა გადავრიცხო და დანიშნულებაში რა მივუთითო ხომ არ იცით?

Posted by: სანი 17 Aug 2022, 14:30
დეკლარირებაში ნაკლები თანხა რო ჩავუწერო, როგორ ამოწმებენ მერე მაგას? მიხვდებიან?

Posted by: sevastopol 17 Aug 2022, 16:07
სანი
თუ ძაან საეჭვოდ არ ჩაწერ ნაკლებ თანხას, 99% არ ამოწმებენ.

Posted by: სანი 17 Aug 2022, 16:14
sevastopol
ხო , იმიტო რო 1-2ჯერ გამიტარეს biggrin.gif 110 ფუნტიანს ჩავუწერე 92$
ეხლა 350$იანი ვიდეობარათი მინდა ვიყიდო და იმედია გაატარებენ ამასაც , ამასაც 90$ ჩავუწერ givi.gif

Posted by: sabasaba24 17 Aug 2022, 16:18
სანი
უეჭველი გაგიჩერებენ მითუმეტეს ვიდეო კარტას , მაზერებს მიჩერებენ ხოლმე და მაგასაც ნახავენ არ გირჩევდი.

Posted by: სანი 17 Aug 2022, 16:20
sabasaba24
რანაირად ნახავენ, ყუთში ხო დევს
დედაპლატა გამოვატარე , პროცესორი და ყურსასმენები

Posted by: sabasaba24 17 Aug 2022, 16:30
სანი
მძიმე ნივთი რომაა ეჭვს აიღებენ . პლატები ბევრჯერ გაუჩერებიათ ჩემი 1.5კგ ზემოთ რაც იყო .

Posted by: sevastopol 17 Aug 2022, 16:45
Cypher
707017021

თრექინგის ჩაწერა არ დაგავიწყდეს

სანი
დედაპლატა მქონდა ამერიკიდან გამოგზავნა მეგობარმა, $50 მაზერი იყო მაქსიმუმ, შიგნით ცპუ იდო ი7 10 თაობა და რამები 2x8gb მაქსიმუმ $40 მაგათი ფასი. მაზერი $80 დაითვალეს, რამები $60. ცპუ ი7 10 თაობა ვაფშე ვერ დაინახეს და არ ჩათვალეს ფასში (არადა სოკეტში იდო ჩვეულებრივად). $80 დეკლარირებული $120-ად დაინაგარიშეს და მაგაზე დამაჯარიმეს, მოიტყუეო.

მეორე იყო გპუ $540 გადახდილი ინვოისი ბესტ ბაის ეგ გამოგზავნა ახლობელმა და ეს ფასი არ გაქვს შენ გადახდილი იბეიზე $1200 ღირსო. მე გადავურიცხე $650 გამოგზავნის და ბარათის + პიცის ფული და ეგ რო ვანახე კაი ჯანდაბასო, მაგაში დავკარგე მთელი დღე გეზში ჯდომით.

მძიმე თუა მართლა მაგას აჩერებენ. გონიათ რადგან მძიმეა ანუ ძვირი უნდა ღირდეს. მარტო ცპუს არ აჩერებენ რომ ჩამოიტანო. კვება გამიჩერეს რამდენჯერმე კიდევ მძიმე რომ იყო ისიც ძვირიანი ეგონათ.

ვისაც ველაპარაკე შიგნით ყველა ერთმანეთზე უარესი გაუნათლებელი იყო ტექნიკის საკითხში. პროსტა საიტებზე შედიან და იქ ნახულობენ ფასებს ან იბეიზე. ჩემ გვერდზე ი3 ლეპტოპი იყო 4გბ და მაგაზე მკითხა ახლა ეს 300 ლარზე მეტი როგორ არ უნდა ღირდესო...

Posted by: narcoTOURIST 17 Aug 2022, 17:04
თემა შემეშალა

Posted by: Cypher 17 Aug 2022, 20:49
sevastopol
QUOTE
707017021

თრექინგის ჩაწერა არ დაგავიწყდეს

მადლობა

Posted by: L1nux 18 Aug 2022, 18:01
Camex - ; ))
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: sevastopol 18 Aug 2022, 19:40
L1nux
რა სისულელეა, ნეტა რომელმა ჭკვიანმა უფროსმა მოუგონა smile.gif

Posted by: Gogla1990 19 Aug 2022, 00:46
QUOTE
გაცნობებთ რომ 20 აგვისტოდან, მანქანის ხუფის (ე.წ კაპოტის) და ბამპერის ტრანსპორტირება ამერიკიდან დაითვლება ფიქსირებული ფასით 300$. დეტალებთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

ეგ იგივეა მარჟვენა საჭიანები რომ არ აკრძალეს და ბაჟი გაათმაგეს, ლოგიკას რომ ცდება ჩამოყვანა, ამათაც არ აკრძალეს, უბრალოდ იმხელა ფასი მოხიეს აღარავინ ჩამოიტანს biggrin.gif

Posted by: L1nux 19 Aug 2022, 10:13
ჩინეთიდან კიდევ მესმის,ისეთაც ჩეპეა და ალბათ ბევრი ტენიდა,მარა ამერიკისგან რაღა უნდათ:/ ან 300$ რა ამბავია ტო :/
უზამარმაზარი თანხაა :/
მითუმეტეს ახლა ხო იყიდეს ბოინგი...
ტვირთებს თუ არ მოემსახურა,ტარიფი თუ არ დააგდო აბა რას გვახარეს ასე biggrin.gif

Posted by: narcoTOURIST 19 Aug 2022, 12:10
QUOTE
Camex

თან თავისი თვითმფრინავი დაითრიეს და პილოტების კაბინაში 2/3 კაპოტი რომ მიაყუდონ რა მოხდება რომ?

Posted by: L1nux 19 Aug 2022, 13:39
QUOTE (narcoTOURIST @ 19 Aug 2022, 12:10 )
QUOTE
Camex

თან თავისი თვითმფრინავი დაითრიეს და პილოტების კაბინაში 2/3 კაპოტი რომ მიაყუდონ რა მოხდება რომ?

კაბინაში მიაყუდონ არ მიგულისხმია, სატვირტო განყოფილება არ არის?აქამდე როგორ ჩამოდიოდა? დიდი ადგილი მიაქვს მესმის,მარა 300 რა არის :/

Posted by: tri-polchika 20 Aug 2022, 10:10
მოკლედ ქართული განბაჟების კანონი პირდპირ გაიძულებს რომ ის დაარღვიო biggrin.gif
ორი პირადი გზავნილლი მომივიდა ის ნივთები რასაც მოიცავს ეს გზვანილები იყო პირადი სარგებლობისთვის ზოგი ხელზე ნაყიდი ზოგი ქვითარი არის მაგრამ იბეიზე ჩემს სახელზე არ არის გამოწერილი.
ეხლა მთხოვენ მე დავუნიშნო ექსპაერტიზა და მე ავუნაზღაურო ამ ექსპერტიზის ხარჯი, ანუ გამოდის რომ მე უნდა გადავუხადო იმათ ფული რომ მევე გამყვლიფონ თავიანთი აბსოლიტურად სუბიექტური ექსპერტიზით
biggrin.gif ვინმემ იცის რა დამიჯდება ეს ექსპერტიზა?
არადა მინდოდა პატიოსნად განმებაჟებინა biggrin.gif
ამ წამს მომივიდა შეტყობინება რომ საბაჟო პროცედურის გასავლელად დარჩენილი მაქვს 15 დღე წინააღმდეგ შემთხვევაში ის გადავა სახლემწიიფო საკუთრებაში. biggrin.gif
ვააახ ახია ჩემზე აწი ჩემს ფეხებს განვაბაჟებ რამეს აქ.

Posted by: sevastopol 20 Aug 2022, 13:30
tri-polchika
30 ლარი ჯდება ექსპერტიზა. თუ განბაჟება არ მოუწევს, უკან გიბრუნებენ მგონი.

Posted by: tri-polchika 21 Aug 2022, 02:41
sevastopol
მადლობა გაიხარე

Posted by: sevastopol 22 Aug 2022, 20:13
პროტეინის განბაჟებაზე ლიმიტი როგორ არის ხომ არ გახსოვთ? მგონი 500 ლარამდე თუ რაღაც არის ხომ სტანდარტული 300-ის ნაცვლად?

Posted by: narcoTOURIST 22 Aug 2022, 22:13
sevastopol
QUOTE
პროტეინის განბაჟებაზე

საიდან იწერ?
მე მინდა ახლა გამოწერა, სავარაუდოდ თურქეთიდან გამოვიწერ

Posted by: პითონი 22 Aug 2022, 22:22
QUOTE (sevastopol @ 22 Aug 2022, 20:13 )
პროტეინის განბაჟებაზე ლიმიტი როგორ არის ხომ არ გახსოვთ? მგონი 500 ლარამდე თუ რაღაც არის ხომ სტანდარტული 300-ის ნაცვლად?

საიდან ეგ ინფო?
პირველად გავიგე

* * *
narcoTOURIST
https://www.muscleandstrength.com/

Posted by: sevastopol 22 Aug 2022, 22:59
პითონი
მასე მახსოვდა რაღაც.

narcoTOURIST
https://www.muscleandstrength.com/

კაკრას აქედან გამოვწერე, ორ იენქსზე გავაგზავნე

https://www.muscleandstrength.com/store/carnivor.html 4ლბს-ზე 4ლბს გჩუქნის

https://www.muscleandstrength.com/store/bpisports-isohd-whey-protein.html ამაზე 2 ცალს ყიდულობ $120-ად

Posted by: narcoTOURIST 23 Aug 2022, 09:38
პითონი
sevastopol
გაიხარეთ up.gif

Posted by: ოჩოპინტრე 26 Aug 2022, 14:12
ბიჭებო (და გოგონებო) ექაუნთის გახსნის უფლება თუ აქ საბაჟოს, ხო არაფერი შეცვლილა მაგ მხრივ?

Posted by: sevastopol 26 Aug 2022, 15:08
ოჩოპინტრე
უფლება არაფრის არ აქვთ, პროსტა შენ გაძლევენ შანს დაამტკიცო რომ მაგ ფასად გაქვს ნაყიდი რაღაც. უფლება იქნებოდა შენს გარეშე რომ ნახონ და შენს გარეშე ვერ ნახავენ ვერაფერს.

Posted by: ოჩოპინტრე 26 Aug 2022, 20:43
QUOTE (sevastopol @ 26 Aug 2022, 15:08 )
ოჩოპინტრე
უფლება არაფრის არ აქვთ, პროსტა შენ გაძლევენ შანს დაამტკიცო რომ მაგ ფასად გაქვს ნაყიდი რაღაც. უფლება იქნებოდა შენს გარეშე რომ ნახონ და შენს გარეშე ვერ ნახავენ ვერაფერს.

გაიხარე smile.gif
...................

Posted by: Gogla1990 27 Aug 2022, 00:33
ოჩოპინტრე
არა, არ ხარ ვალდებული შენი უდანაშაულობა ამტკიცო

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ოჩოპინტრე 27 Aug 2022, 06:05
Gogla1990
alk.gif
................................
* * *
გაჩერების უფლება რამდენი ხანი აქვთ ნეტა საბაჟოზე? საშემოსავლო ითხოვს ექაუნთის გახსნასო მარა არავის დაურეკია საშემოსავლოდან.

Posted by: Anin 28 Aug 2022, 23:51
ესეიგი მაისის მერე არაფერი გამომიწერია ჩემი ექაუნთით. წინა კვირას გამოვწერე იქნებ ამდენი დროის შემდეგ არ განაბაჟონოთქო და მომივიდა მაინც მესიჯი განბაჟება უწევსო. ესეიგი ერთი თუ გაგაწითლეს არც გამოწერების შემცირება შველის და არც დროის გასვლა smile.gif
რამდენი ხანი უნდა გავიდეს რომ ამომაგდონ სიიდან?

Posted by: Gogla1990 29 Aug 2022, 00:32
ოჩოპინტრე
QUOTE
გაჩერების უფლება რამდენი ხანი აქვთ ნეტა საბაჟოზე?

2 კვირა
QUOTE
საშემოსავლო ითხოვს ექაუნთის გახსნასო მარა არავის დაურეკია საშემოსავლოდან

როგორ ეკადრებათ, არც დარეკავენ, შენ თუ არ მოიკითხე გავა 1 თვე და შეიტყაპუნებენ ამანატს biggrin.gif
გადამზიდავ ფოსტას მიაწექი, მაგათ ჩამოაქვთ, ფულს მაგათ უხდი და საქმეც მაგათთან გაქვს, თუ რამე დასაზუსტებელია ან სანახავი, მაგათთან უნდა გაარკვიო smile.gif

Posted by: narcoTOURIST 29 Aug 2022, 08:58
Anin
QUOTE
ესეიგი მაისის მერე არაფერი გამომიწერია ჩემი ექაუნთით. წინა კვირას გამოვწერე იქნებ ამდენი დროის შემდეგ არ განაბაჟონოთქო და მომივიდა მაინც მესიჯი განბაჟება უწევსო.

ვაა, რა ცუდია, მეც მასე ვიყავი და ახლა გამოვუშვი რამოდენიმე ამანათი ჩემ სახელზე.

ისე ამ განბაჟებების მერე ჩამომივიდა ერთი ამანათი და აღარ მოუწია, RS-ზე შევამოწმე მაშინ ამანათების რაოდენობა ერთი წლის მანძილზე და ჯამში 200 ამანათი აღარ მქონდა, ვიფიქრე რომ ამის გამო აღარ მოუწია.
მაგრამ მე თან 3 განცხადება მქონდა დაწერილი, რომ არ ვეწევი ეკონომიკურ საქმიანობას, შეიძლება ამანაც იმოქმდა არ ვიცი.

ახლა დავითვალე და 4 ამანათს ველოდები ჩემ სახელზე, 2 არის სილქფოსტი, თუ მოუწია განბაჟება დეკლარაციის დამზადება 14.77 ლარი ღირს მანდ, ანუ 14.77 * 2, ერთი ამანათი ინექსში, მანდ 5 ან 7 ლარი ღირს და ერთი ამანათი ოკიფოსტში, მანდ არ ვიცი რა ღირს დეკლარაციის დამზადება.
ნუ თვითონ დღგს გადასახადიც დაემატება facepalm.gif

ვიღაცამ კი დაწერა, რომ წელიწადის განმავლობაში 200 ამანათის ნაკლები ქონდა და აღარ მოუწია განბაჟება, რავი მეც მაგიტომ გამოვიწერე

Posted by: ოჩოპინტრე 29 Aug 2022, 14:52
Gogla1990
გაიხარე გოგლა, მივალ საშემოსავლოში.

Posted by: sevastopol 29 Aug 2022, 17:31
ოჩოპინტრე
საშემოსავლოში კი არ უნდა მიხვიდე, უნდა მიხვიდე ლასარეში, აეროპორთან როა მანდ და მანდ ზიან მეორე სართულზე.

Posted by: ოჩოპინტრე 29 Aug 2022, 23:14
QUOTE (sevastopol @ 29 Aug 2022, 17:31 )
ოჩოპინტრე
საშემოსავლოში კი არ უნდა მიხვიდე, უნდა მიხვიდე ლასარეში, აეროპორთან როა მანდ და მანდ ზიან მეორე სართულზე.

ვახ კაცო, ესე იგი რამდენი ამანათს გამიჩერებენ აეროპორტში უნდა ვირბინო, ესენი ჩამადენინებენ რაღაცას ისე ვატყობ gigi.gif

Posted by: Gogla1990 29 Aug 2022, 23:22
ოჩოპინტრე
QUOTE
გადამზიდავ ფოსტას მიაწექი, მაგათ ჩამოაქვთ, ფულს მაგათ უხდი და საქმეც მაგათთან გაქვს, თუ რამე დასაზუსტებელია ან სანახავი, მაგათთან უნდა გაარკვიო

და არა ლასარეში იარო
წესით ასეა, თუ ფოსტამ დაიკიდა ან ტრაკი არ აქვთ, მაშინ დარეკე ლასარეში და კითხე რა უნდათ ან რის საფუძველზე ხარ ვალდებული ან შენი პირადი ინფორმაცია გაანდო, ან გახვიდე ადგილზე

Posted by: ოჩოპინტრე 29 Aug 2022, 23:33
QUOTE (Gogla1990 @ 29 Aug 2022, 23:22 )
ოჩოპინტრე
QUOTE
გადამზიდავ ფოსტას მიაწექი, მაგათ ჩამოაქვთ, ფულს მაგათ უხდი და საქმეც მაგათთან გაქვს, თუ რამე დასაზუსტებელია ან სანახავი, მაგათთან უნდა გაარკვიო

და არა ლასარეში იარო
წესით ასეა, თუ ფოსტამ დაიკიდა ან ტრაკი არ აქვთ, მაშინ დარეკე ლასარეში და კითხე რა უნდათ ან რის საფუძველზე ხარ ვალდებული ან შენი პირადი ინფორმაცია გაანდო, ან გახვიდე ადგილზე

ბარამი მეუბნება საშემოსავლოში უნდა მიხვიდე და შენ თვითონ გაუხსნა ექაუნთიო biggrin.gif მივალ და თუ მანდ არ ქნეს დავრეკავ მერე ლაზარეს თუ რაღაც იხრობა lol.gif
* * *
ბარდაგში ვცხოვრობთ ძმაო, ეს ქვეყანა ხო არ არი biggrin.gif
მივედი საშემოსავლოში, რა ექაუნთიო, რა ამაზონიო, რის იბეიო, საიმში არ იყვნენ, ცხელ ხაზზე დარეკეო.
დავრეკე ცხელ ხაზზე, ჩვენ პრობლემა არა გვაქო, გადამზიდმა უნდა მოგიგვაროთო.
მივწერე ისევ ბარამს, ეხლა მეუბნება ლასარეში უნდა ახვიდეო, მეთქი რუსთავიდან სად ვიარო აეროპორტში, იქნება დისტანციურად მომიგვაროთ მეთქი.
კარგიო, მომცა ნომერი, დავრეკე, ვიდეო გამოაგზავნეო ექაუნთში რო შედიხარო და იქნება დაგეხმაროო.
გავუგზავნე.
ეხლა ველოდები lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: narcoTOURIST 30 Aug 2022, 15:32
Anin
QUOTE
ესეიგი ერთი თუ გაგაწითლეს არც გამოწერების შემცირება შველის და არც დროის გასვლა

გუშინ შემოვიდა ბრიტანეთიდან ამანათი და დაუბეგრავი იყო, დღეს ჩვეულებრივად გამოვიტანე

რაოდენობაზე არის (ჩვენი ვარაუდით 200 ამანათი)
თუ RS.ge-ს აქაუნთი გაქვს შეგიძლია ნახო რამდენი ამანათი გაქვს ბოლო ერთი წლის მანძილზე.
შეიძლება ძალიან ბევრი ქონდა გამოწერილი და ჯერ არ გასულა ის 200 ამანათი და მაგიტომ ისევ მოგიწია განბაჟება.

ბოლო 2 ამანათი აღარ დამიბეგრეს

user posted image

Posted by: SNOW CAT 30 Aug 2022, 17:35
ვინმემ ხომ არ იცით განსაბაჟებელ ამანათს როდის მომცემენ 27 რიცხვში ჩამოვიდა და მაგის მერე დევს საბაჟოზე
ყველანაირი დოკუმენტი რაც მთხოვეს ავუტვირთე

Posted by: narcoTOURIST 30 Aug 2022, 17:52
QUOTE (camex)
ძვირფასო მომხმარებელო,

გაცნობებთ რომ 1 სექტემბრიდან დეკლარაციის დამზადების საფასური იცვლება.
ფიზიკური პირისთვის დეკლარაციის საფასური ხდება 10 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 20 ლარი.

აბა რა გინდოდათ, თვითმფრინავის საწვავი იცით რა ღირს?

Posted by: trendygirl.me 31 Aug 2022, 19:31
მე ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით ამ განბაჟების "200 ამანათის ლიმიტთან" დაკავშირებით და სხვადასხვა კორიდორებთან.

ჩემს გარშემო ეს პრობლემა ვისაც შეექმნა, ყველა იყო/არის სპეის კარგოს მომხმარებელი. მხოლოდ მათ, ვინც ერთხელ მაინც ისარგებლა ამ გადამზიდავით, შეექმნათ ეს პრობლემა. უფრო მეტს გეტყვით. ერთერთი არხისთვის კეთდებოდა სიუჟეტი ამანათების გამოწერაზე, ხოდა სპეციალურად დავარეგისტრირეთ სხვადასხვა ხალხი სხვადასხვა გადამზიდავზე, თან ისეთი ხალხი, ვისაც გარანტირებულად არაფერი არ ქონდა გამონაწერი და განბაჟებული და ეგეთი. სპეისკარგო შეხვდა ჩვენს ასაკიან მძღოლს, რომელიც იმდენად შორს არის ინტერნეტისგან და გამოწერებისაგან რო მეილი კი არ აქვს, მარა რო ქონოდა, მეილ.რუ -ზე ექნებოდა biggrin.gif მის სახელზე სატესტოდ გამოვწერეთ 10 იუანიანი ბრელოკი მანქანის. ჰოდა ჰოი საოცრებავ, მესიჯი მოდის, თქვენი ამანათი გაჩერდა საბაჟოზე და განბაჟება უწევს, ატვირთეთ ინვოისიო. დავიკიდეთ ეხლა 10 იუანიანი ბრელოკის გამო არ ღირდა ჩალიჩად თან ჩვენი საწყალი მძღოლი ამასობაში გარდაიცვალა sad.gif (დიაბეტი ქონდა და ინსულტმა დაარტყა). ეს კაი, გავიარეთ. აბა მოდი თქო მე დავრეგისტრირდები სპეის კარგოზე, ხოდა ჰოი საოცრებავ, სერია 2 - ზუსტად იგივე, თქვენი ამანათი გაჩერებულია საბაჟოს მიერ, ბლა ბლა. მეც დავიკიდე, სატესტო რაღაცა იყო და არ მქონდა მაგისი დარდი და თავი. გავიდა ამასობაში 2 თვე და კამექსით ამერიკიდან გამოვწერე განსაბაჟებელი ნივთი, ავტვირთე ჩვეულებრივ ინვოისი როგორც არის მარა ჩემი ფეხები - არამარტო "დერეფანში" მოვხვდი, არამედ განბაჟების საფასურიც კი წინასწარ გადამახდევინეს და საბუთი ამატვირთინეს და 200 დოლარიანი ნოუთბუკიც 2 კვირა გამიჩერეს. არადა, არც 200 ამანათი გამომიწერია ბოლო 1 წლის განმავლობაში და არც 20 - ზოგადად იშვიათად ვიწერ ჩემს სახელზე რამეს. ასე რომ, უფრთხილდით სპეის კარგოს, რაღაცაშია მანდ საქმე....

Posted by: narcoTOURIST 31 Aug 2022, 21:20
trendygirl.me
თავიდან მეც მქონდა მაგათზე ეჭვები, მაგრამ ისეთებს მოუწიათ განბაჟება, ვინც საერთოდ არ იცოდა ეს სფეის კარგო smile.gif

ფაქტია რომ ჩემი უაზრო განბაჟებები მაქედან დაიწყო smile.gif

ძლივს მოვიშორე, მაგრამ მხოლოდ ამანათით ვიწერ ჩემ სახელზე, მანდ დოკუმენტაციის დამზადება არის უფასო

Posted by: Cadmus 31 Aug 2022, 21:46
მეკიდე პირიქით ადამიანი ვიცი ვისაც მაღაზია აქვს და სფეისი რაღაცებს მაიმუნობს და 1000 % განსაბაჟებელს არ ანბაჟებინებენ biggrin.gif

Posted by: narcoTOURIST 31 Aug 2022, 22:18
Cadmus
ადრე ეგრე მაიმუნობდა ერთი ფოსტალონში, რაც გინდა გამოიწერეო smile.gif კონტრაბანდაა

Posted by: Anin 31 Aug 2022, 23:19
narcoTOURIST
200 სცდება ნამდვილად ბევრი გამოწერები მაქვს მაგრამ როდიდან იწყება ახალი წლის ათვლა?
თუ წინა წლის აგვისტოდან დღემდე არ უნდა ასცდეს 200?

Posted by: trendygirl.me 31 Aug 2022, 23:22
ოჰ თქვენც ახალი თქვით რამე.
ერთი მაღაზია ვიცი, ტიპს 20-30 ლეპტოპი ჩამოაქვს როგორც "პირადი ტვირთი" და არ ანბაჟებს biggrin.gif

Posted by: narcoTOURIST 31 Aug 2022, 23:46
Anin
QUOTE
200 სცდება ნამდვილად ბევრი გამოწერები მაქვს მაგრამ როდიდან იწყება ახალი წლის ათვლა?

სავარაუდოდ საბაჟოზე შემოსვლის დღემდე ითვლიან 200 ამანათს, რამოდენიმე მომხმარებელმა შევამოწმეთ უკვე

trendygirl.me
QUOTE
ოჰ თქვენც ახალი თქვით რამე.
ერთი მაღაზია ვიცი, ტიპს 20-30 ლეპტოპი ჩამოაქვს როგორც "პირადი ტვირთი" და არ ანბაჟებს

ეგეც არ არის ახალი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, 10 წელია ნათესავი მიგზავნის ამანათებს ნიუ იორკიდან ბარამით, თითო ამანათში მინიმუმ 1000$-ის ნივთები დევს, ერთხელაც არ გაუჩერებიათ, პირადი ამანათებია smile.gif

Posted by: _kutaiseli_ 1 Sep 2022, 11:06
trendygirl.me
QUOTE
ჩემს გარშემო ეს პრობლემა ვისაც შეექმნა, ყველა იყო/არის სპეის კარგოს მომხმარებელი. მხოლოდ მათ, ვინც ერთხელ მაინც ისარგებლა ამ გადამზიდავით, შეექმნათ ეს პრობლემა. უფრო მეტს გეტყვით. ერთერთი არხისთვის კეთდებოდა სიუჟეტი ამანათების გამოწერაზე, ხოდა სპეციალურად დავარეგისტრირეთ სხვადასხვა ხალხი სხვადასხვა გადამზიდავზე, თან ისეთი ხალხი, ვისაც გარანტირებულად არაფერი არ ქონდა გამონაწერი და განბაჟებული და ეგეთი. სპეისკარგო შეხვდა ჩვენს ასაკიან მძღოლს, რომელიც იმდენად შორს არის ინტერნეტისგან და გამოწერებისაგან რო მეილი კი არ აქვს, მარა რო ქონოდა, მეილ.რუ -ზე ექნებოდა  მის სახელზე სატესტოდ გამოვწერეთ 10 იუანიანი ბრელოკი მანქანის. ჰოდა ჰოი საოცრებავ, მესიჯი მოდის, თქვენი ამანათი გაჩერდა საბაჟოზე და განბაჟება უწევს, ატვირთეთ ინვოისიო. დავიკიდეთ ეხლა 10 იუანიანი ბრელოკის გამო არ ღირდა ჩალიჩად თან ჩვენი საწყალი მძღოლი ამასობაში გარდაიცვალა  (დიაბეტი ქონდა და ინსულტმა დაარტყა). ეს კაი, გავიარეთ. აბა მოდი თქო მე დავრეგისტრირდები სპეის კარგოზე, ხოდა ჰოი საოცრებავ, სერია 2 - ზუსტად იგივე, თქვენი ამანათი გაჩერებულია საბაჟოს მიერ, ბლა ბლა. მეც დავიკიდე, სატესტო რაღაცა იყო და არ მქონდა მაგისი დარდი და თავი. გავიდა ამასობაში 2 თვე და კამექსით ამერიკიდან გამოვწერე განსაბაჟებელი ნივთი, ავტვირთე ჩვეულებრივ ინვოისი როგორც არის მარა ჩემი ფეხები - არამარტო "დერეფანში" მოვხვდი, არამედ განბაჟების საფასურიც კი წინასწარ გადამახდევინეს და საბუთი ამატვირთინეს და 200 დოლარიანი ნოუთბუკიც 2 კვირა გამიჩერეს. არადა, არც 200 ამანათი გამომიწერია ბოლო 1 წლის განმავლობაში და არც 20 - ზოგადად იშვიათად ვიწერ ჩემს სახელზე რამეს. ასე რომ, უფრთხილდით სპეის კარგოს, რაღაცაშია მანდ საქმე....

და სფეის კარგო რა შუაშია... პერსონალური მებაჟე უზით საბაჟოზე? lol.gif facepalm.gif

Posted by: Okinawa-Matsuzakaya 1 Sep 2022, 11:14
QUOTE (trendygirl.me @ 31 Aug 2022, 19:31 )
მე ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით ამ განბაჟების "200 ამანათის ლიმიტთან" დაკავშირებით და სხვადასხვა კორიდორებთან.

ჩემს გარშემო ეს პრობლემა ვისაც შეექმნა, ყველა იყო/არის სპეის კარგოს მომხმარებელი. მხოლოდ მათ, ვინც ერთხელ მაინც ისარგებლა ამ გადამზიდავით, შეექმნათ ეს პრობლემა. უფრო მეტს გეტყვით. ერთერთი არხისთვის კეთდებოდა სიუჟეტი ამანათების გამოწერაზე, ხოდა სპეციალურად დავარეგისტრირეთ სხვადასხვა ხალხი სხვადასხვა გადამზიდავზე, თან ისეთი ხალხი, ვისაც გარანტირებულად არაფერი არ ქონდა გამონაწერი და განბაჟებული და ეგეთი. სპეისკარგო შეხვდა ჩვენს ასაკიან მძღოლს, რომელიც იმდენად შორს არის ინტერნეტისგან და გამოწერებისაგან რო მეილი კი არ აქვს, მარა რო ქონოდა, მეილ.რუ -ზე ექნებოდა biggrin.gif მის სახელზე სატესტოდ გამოვწერეთ 10 იუანიანი ბრელოკი მანქანის. ჰოდა ჰოი საოცრებავ, მესიჯი მოდის, თქვენი ამანათი გაჩერდა საბაჟოზე და განბაჟება უწევს, ატვირთეთ ინვოისიო. დავიკიდეთ ეხლა 10 იუანიანი ბრელოკის გამო არ ღირდა ჩალიჩად თან ჩვენი საწყალი მძღოლი ამასობაში გარდაიცვალა sad.gif (დიაბეტი ქონდა და ინსულტმა დაარტყა). ეს კაი, გავიარეთ. აბა მოდი თქო მე დავრეგისტრირდები სპეის კარგოზე, ხოდა ჰოი საოცრებავ, სერია 2 - ზუსტად იგივე, თქვენი ამანათი გაჩერებულია საბაჟოს მიერ, ბლა ბლა. მეც დავიკიდე, სატესტო რაღაცა იყო და არ მქონდა მაგისი დარდი და თავი. გავიდა ამასობაში 2 თვე და კამექსით ამერიკიდან გამოვწერე განსაბაჟებელი ნივთი, ავტვირთე ჩვეულებრივ ინვოისი როგორც არის მარა ჩემი ფეხები - არამარტო "დერეფანში" მოვხვდი, არამედ განბაჟების საფასურიც კი წინასწარ გადამახდევინეს და საბუთი ამატვირთინეს და 200 დოლარიანი ნოუთბუკიც 2 კვირა გამიჩერეს. არადა, არც 200 ამანათი გამომიწერია ბოლო 1 წლის განმავლობაში და არც 20 - ზოგადად იშვიათად ვიწერ ჩემს სახელზე რამეს. ასე რომ, უფრთხილდით სპეის კარგოს, რაღაცაშია მანდ საქმე....

1 ვარიანტი ისაა რომ დილეტანტი და ოროსანი ხარ ამ საკითხში

2 ვარიანტი ისაა რომ კონკურენტის გაბოროტებული ბოტი ხარ

პადობნი ლეღვობა არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო

Posted by: UR82060 4 Sep 2022, 15:59
QUOTE (trendygirl.me @ 31 Aug 2022, 19:31 )
მე ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით ამ განბაჟების "200 ამანათის ლიმიტთან" დაკავშირებით და სხვადასხვა კორიდორებთან.

ჩემს გარშემო ეს პრობლემა ვისაც შეექმნა, ყველა იყო/არის სპეის კარგოს მომხმარებელი. მხოლოდ მათ, ვინც ერთხელ მაინც ისარგებლა ამ გადამზიდავით, შეექმნათ ეს პრობლემა. უფრო მეტს გეტყვით. ერთერთი არხისთვის კეთდებოდა სიუჟეტი ამანათების გამოწერაზე, ხოდა სპეციალურად დავარეგისტრირეთ სხვადასხვა ხალხი სხვადასხვა გადამზიდავზე, თან ისეთი ხალხი, ვისაც გარანტირებულად არაფერი არ ქონდა გამონაწერი და განბაჟებული და ეგეთი. სპეისკარგო შეხვდა ჩვენს ასაკიან მძღოლს, რომელიც იმდენად შორს არის ინტერნეტისგან და გამოწერებისაგან რო მეილი კი არ აქვს, მარა რო ქონოდა, მეილ.რუ -ზე ექნებოდა biggrin.gif მის სახელზე სატესტოდ გამოვწერეთ 10 იუანიანი ბრელოკი მანქანის. ჰოდა ჰოი საოცრებავ, მესიჯი მოდის, თქვენი ამანათი გაჩერდა საბაჟოზე და განბაჟება უწევს, ატვირთეთ ინვოისიო. დავიკიდეთ ეხლა 10 იუანიანი ბრელოკის გამო არ ღირდა ჩალიჩად თან ჩვენი საწყალი მძღოლი ამასობაში გარდაიცვალა sad.gif (დიაბეტი ქონდა და ინსულტმა დაარტყა). ეს კაი, გავიარეთ. აბა მოდი თქო მე დავრეგისტრირდები სპეის კარგოზე, ხოდა ჰოი საოცრებავ, სერია 2 - ზუსტად იგივე, თქვენი ამანათი გაჩერებულია საბაჟოს მიერ, ბლა ბლა. მეც დავიკიდე, სატესტო რაღაცა იყო და არ მქონდა მაგისი დარდი და თავი. გავიდა ამასობაში 2 თვე და კამექსით ამერიკიდან გამოვწერე განსაბაჟებელი ნივთი, ავტვირთე ჩვეულებრივ ინვოისი როგორც არის მარა ჩემი ფეხები - არამარტო "დერეფანში" მოვხვდი, არამედ განბაჟების საფასურიც კი წინასწარ გადამახდევინეს და საბუთი ამატვირთინეს და 200 დოლარიანი ნოუთბუკიც 2 კვირა გამიჩერეს. არადა, არც 200 ამანათი გამომიწერია ბოლო 1 წლის განმავლობაში და არც 20 - ზოგადად იშვიათად ვიწერ ჩემს სახელზე რამეს. ასე რომ, უფრთხილდით სპეის კარგოს, რაღაცაშია მანდ საქმე....

3 სხვადასხვა გადამზიდით ვიწერ, ბოლო რამდენიმე ამანათი სფეისკარგოთი გამოვიწერე, 150 ამანათს აცდენილი ვარ მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა spy.gif

ზოგადად ამხელა დაუსაბუთებელი პოსტი ერთი კომპანიის წინააღმდეგ საეჭვოა facepalm.gif

Posted by: jorjevanelle 4 Sep 2022, 17:40
დრამები გამომრჩენია boli.gif
მე მჯერა,ისეთი აბსურდები ხდებოდა ეგ ორმხრივი შეთანხმების შედეგად მოგონილი ფანდია.

Posted by: _kutaiseli_ 5 Sep 2022, 10:55
QUOTE (jorjevanelle)
ისეთი აბსურდები ხდებოდა ეგ ორმხრივი შეთანხმების შედეგად მოგონილი ფანდია

სფეისკარგფო ყოფილა ბოსი მაშინ, მებაჟეებს თუ ეგრე უთანხმდება და ვისაც უნდა აწითლებს biggrin.gif

Posted by: sevastopol 5 Sep 2022, 13:53
მეგობრებო, არანაირი 200 ლიმიტი არ არსებობს.

თუ ხშირად იწერთ და საეჭვოდ ერთნაირ ნივთებს, თვლიან რომ ამას გასაყიდად იწერთ. მეც ვიწერ რაღაცეებს გასაყიდად მაგრამ ასე ყოველდღე არ ვუზივარ რაღაც საიტს რო დაიდება და 10-ცალს გამოვწერ. ზუსტად ეგაა მიზეზი, კვირაში 10ჯერ რომ იწერთ და მერე ჩამოგდით გული გწყდებათ გვიჩერებენ ამანათებსო...

Posted by: Vladimer1994 5 Sep 2022, 17:10
QUOTE
მეგობრებო, არანაირი 200 ლიმიტი არ არსებობს.

ჩემ შემთხვევაში დატესტილია biggrin.gif 200 რომ გავცდი ზედიზედ 7 რეისი გამიბაჟდა
წინა წელს მაგალითად უმიზეზოდ რომ გამიბაჯდა 250 ლარიანი იმის მერე მეორე დღეს 3 ამანათ ჩამოვიდა სხვადფასხვა კომპანიებში
მაგრამ ჩემ სახელზე იყო ყველა ანუ რა გამოდის წინა დღეს ვაჭარი ვიყავი და მეორე დღეს არაა? biggrin.gif ალოგიკურია
მაგრამ ხომ ჩამოვიდა არ გაბაჟდა smile.gif წელს კიდე 200 ის ზემოთ რაც იყო ყველა გაბაჟდა
8$ ანი 1 ცალი თერმოპასტა გააბაჟეს biggrin.gif 200 იანი ლიმიტი დამტკიცებულია biggrin.gif

Posted by: narcoTOURIST 5 Sep 2022, 19:11
sevastopol
QUOTE
მეგობრებო, არანაირი 200 ლიმიტი არ არსებობს

https://forum.ge/?showtopic=35243400&view=findpost&p=59554199

მაშინ აქ რა ფენომენთან გვაქვს საქმე?

ჩემთანაც როგორც კი 200 ამანათზე ნაკლები დააფიქსირდა, მაშინვე აღარ მომიწია განბაჟება

Posted by: Amigo2 10 Sep 2022, 17:54
ერთი რამ მაინტერესებს თუ კი იცის ვინმე საქართველოში პირდაპირ რო გამოვიწერო ნივთი ალიექსპრესიდან და აღემატებოდეს 300 ლარს. თუ კი სელერი დაწერს დაბალ ფასს ამანათზე განბაჟება რო არ მოუწიოს ჩემი მითითების გარეშე. საბაჟო რა უნდა ქნას? ან საერთოდ შეიძლება ისე გაძვრეს განბაჟების გარეშე? ჩვენ იქ დეკლარაციას ხო არ ვავსებთ. მე კი მინდა კანონის ფარგლებში ყველაფერი შევასრულო. მსმენია რო ყოფილა ასეთი შემთხვევები. იქნებ ვინმე დამეხმაროს

Posted by: sabasaba24 10 Sep 2022, 19:06
Amigo2
99 პროცენტი გაგიჩერებენ მითუმეტეს თუ მობილური იქნა. საქ პოსტით თუ ჩამოიტან ტან. იყო დრო ჩინურ ბრენდებს ხალხი არ ცნობდა და დასცინოდა მაშინ კიდე გაძვრებოდი ეხლა ეჭვს აიღებენ. ეგ კი არა ამერიკიდან პირველად გამოვიწერე მობილური ინვოისიც წინასწარ ავტირთე და მაინც გააჩერეს.

Posted by: Amigo2 10 Sep 2022, 19:13
QUOTE (sabasaba24 @ 10 Sep 2022, 19:06 )
Amigo2
99 პროცენტი გაგიჩერებენ მითუმეტეს თუ მობილური იქნა. საქ პოსტით თუ ჩამოიტან ტან. იყო დრო ჩინურ ბრენდებს ხალხი არ ცნობდა და დასცინოდა მაშინ კიდე გაძვრებოდი ეხლა ეჭვს აიღებენ. ეგ კი არა ამერიკიდან პირველად გამოვიწერე მობილური ინვოისიც წინასწარ ავტირთე და მაინც გააჩერეს.

ესეგი თუნდაც კანონიერად გინდოდეს გადახდა და არ მალავ ფასს და ასე შემდეგ მაინც გაგაწვალებენ. რამდენიხანს მერე გრძელდება ეს საბაჟო პროცედურები.?

Posted by: sabasaba24 10 Sep 2022, 21:09
Amigo2
საქ ფოსტაზე უფრო დიდი შანსია რომ გაგიჩერონ ვიდრე კერძო გადამზიდზე. თუ ფასში დაეჭვდნენ ინვოისის მიუხედავდ დაგიბარებენ ლაზარეში გეტყვიან ექაუნთი გვანახა სად იყიდეო.

Posted by: Amigo2 10 Sep 2022, 22:05
QUOTE (sabasaba24 @ 10 Sep 2022, 21:09 )
Amigo2
საქ ფოსტაზე უფრო დიდი შანსია რომ გაგიჩერონ ვიდრე კერძო გადამზიდზე. თუ ფასში დაეჭვდნენ ინვოისის მიუხედავდ დაგიბარებენ ლაზარეში გეტყვიან ექაუნთი გვანახა სად იყიდეო.

კარგი მადლობა, მაინც ვერ მივხვდი რეალურ თანხას არ ვმალავ, თუ მომთხოვეს შემიძლია ამონაბეჭდი ვაჩვენო.რაც შეეხება ჩემ ექაუთნში ჩემს გარდა არავის ესაქმება. მოკლედ დაველოდები როგორ განვითარდება ეს თემა.

Posted by: narcoTOURIST 14 Sep 2022, 15:46
RS-ის აქაუნთში რაღაც ახალი დაიწერა და რა არის?

user posted image

ეს კატეგორია "მცირე" რა არის?

Posted by: trendygirl.me 14 Sep 2022, 18:53
ეხლა მოგიყვებით სევდიან ისტორიას smile.gif
რომელიც ჯერ გრძელდება და ვიღაცა გადაიკუზება საბაჟოზე.
სილკპოსტით ტაობაოდან გამოვწერე:

ერთი ცალი ჭიქის გასათბობი უსბ -ზე - 4 ლარი
პატარა ჯიბის ვენტილატორი - 3 ლარი
პულსოქსიმეტრი 2 ცალი - ცალი 3 ლარი
თმის ფენი სამგზავრო - 2 ცალი - ცალი 4 ლარი
ცხვირში თმის საპარსი - 1 ცალი - 5 ლარი

სულ ჯამში გამოვიდა 4+3+6+8+5= 26 ლარი. რაც მქონდა დეკლარირებული.

ხოდა მირეკავენ გუშინ, საბაჟოდან ვართო, თქვენი ამანათი გააჩერა მებაჟემ, არ ჯერა დეკლარაციის, ხოდა მობრძანდით ლასარეში, 202 ოთახში, იქ გაგვიხსენით ჩვენს კომპიუტერზე ექაუნთი, გვაჩვენეთ და მერე გამოგატანთო. მეთქი რო არ მოვიდე და არ გავხსნა, იმიტო რო კანონი არ მავალდებულებს? მაშინ ვერ მიიღებ ამანათსო, ჩამოგართმევთო. ძველბიჭურად და ნაგლად მელაპარაკა ტიპი. კაი მეთქი, აბა ვნახოთ, ვისი აჯობებს.

დავრეკე შემოსავლებში ცხელ ხაზზე, ვიყავი 21 ნომერი, მარა გმირულად გავუძელი. თან ყველა საუბარი ჩაწერილი მაქვს, რაზეც ვაცნობე ოპერატორებს.

ვეკითხები ოპერატორს (სახელი გვარი მითხრა), მეთქი ასე და ასე დამირეკეს, მე როგორც ვიცი, არანაირი კანონი არ მოითხოვს სადმე მივიდე და რამე ვამტკიცო, პირიქით, აქეთ უნდა დამიმტკიცონ რო რაღაცას ვიტყუები და რა ხდება თქო? უიო, მე არაფერი არ ვიციო, მოდით საბაჟო კონტროლზე გადაგრთავთო.

კიბატონო, გადამრთო. იქ ვიღაცა ქალბატონი იყო, სახელი გვარი არაფრისდიდებით არ მითხრა. მეთქი ასე და ასე მთხოვენ, კანონდარღვევას მაიძულებენ თქო, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, უდანაშაულობის პრეზუმპცია და ასე შემდეგ და რა ხდება თქო?

კიო, მებაჟეს აქვს უფლება შეიტანოს ეჭვი და გთხოვოთო ექაუნთის ჩვენებაო. მეთქი აბა სად, რომელ კანონში წერია ეგ? არ ვიციო სად წერია მარა მასეაო. ანუ მეთქი თქვენც მონაწილეობთ ამ თაღლითურ სქემაში, მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპოვების მიზნით, რო მერე ექაუნთით რაღაცეები იმაიმუნოთ, ეგრე გამოდის თქო?

აქ ცოტა დაიზმენდა და მეო ეგეთი არაფერი არ მითქვიაო, მეო რა ვქნაო, რასაც მეუბნებიან იმას ვამბობო, იურიდიულ დეპარტამენტს მიმართეთო.

ისევ დავრეკე ცხელ ხაზზე, ლარისა ივანოვნა კი არა, იურიდიული დეპარტამენტი მინდა თქო. ეგ დეპარტამენტი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და წერილი მოიწერეთო. ოკ თქო.

ეხლა გამზადებული მაქვს ოფიციალური წერილი, რომელსაც გავგზავნი შემოსავლებში, კითხვით, თუ რომელი კანონის თუ დადგენილების საფუძველზე მთხოვენ მისვლას და ექაუნთის გახსნას, როცა არცერთ ცნობარში თუ კანონში ასეთი რამე არ წერია?

სავარაუდოდ, პასუხი არ იქნება, ამიტომაც ა ვამზადებ დოკუმენტებს სასამართლოში სარჩელის შესატანად. ამისათვის ველაპარაკე ნაცნობ იურისტს, ავიღე ამონაწერი სილკნეტიდან შემომამვალი ზარების ნუსხით, თან ვურთავ ამ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს და ვაპირებ ვუჩივლო საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა, სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება და კიდე დოხუია მუხლებით (იურისტმა მითხრა, ეხლა ნომრები ზეპირად არ მთხოვოთ კანონების).

ინფორმაციას მოგაწოდებთ მისი განახლების მიხედვით smile.gif

Posted by: HTC-エド 16 Sep 2022, 03:54
ბრატცი დატცი
"დამატებით დანიშნულება" ში მხოლოდ თრექინგ კოდი ჩავწერო ?
და ხომ სწორად ვიხდი ?
user posted image

Posted by: trendygirl.me 16 Sep 2022, 12:14
დავარეგისტრირე საქმე smile.gif

ოოო დედამოუა აფუსფუსდნენ
3მა კაცმა დამირეკა უკვე
საიდან მოიტანეთ, ჩვენ არ ვითხოვთო ეგეთ არაფერსო, რა მოსვლა ,რა ექაუნთის გახსნაო tongue.gif

Posted by: temo_777 16 Sep 2022, 12:28
QUOTE
დავარეგისტრირე საქმე

სად დაარეგისტრირე?
სარჩელი შეიტანე?

Posted by: trendygirl.me 16 Sep 2022, 12:45
კი, ელექტრონულად.
საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღდეგ ბრძოლის სამმართველოში.

მოკლედ, ვიღაცა საბაჟოს უფროსის მოადგილემ თუ ვიღაცა ეგეთმა დამირეკა და ვიდეო და მოსვლა არანაირად არ არის საჭირო, საიდან მოიტანეთო. მეთქი აგერ ჩაწერილი მაქვს ნომერი, დრო, ვინც დამირეკა (ტელეფონის საუბარი არ ჩავიწერე თქო, იმიტომ რომ ვიცი რო უკანონოა), თან მე რიგით მომხმარებელმა, საიდან უნდა ვიცოდე ან ლასარე რა არის, ან მანდ 202 ოთახში რა ხდება თქო? ხოო მართალი ხართო, გადამზიდავის ბრალი იქნება, ეგ ოხრები, არ ტვირთავენ ხოლმე ინვოისსო biggrin.gif

Posted by: Raven 16 Sep 2022, 12:45
ფიქსირ, საინტერესოა..............................

Posted by: trendygirl.me 16 Sep 2022, 12:50
ამ წუთას გადამზიდავიდანაც დამირეკეს biggrin.gif
ჩვენო რა შუაში ვართო, ჩვენ რასაც გვეუბნებიან, იმას ვაკეთებთო tongue.gif
ეტყობა გადამზიდავსაც შეუდეს საგამოძიებოდან tongue.gif

Posted by: temo_777 16 Sep 2022, 13:49
QUOTE
კი, ელექტრონულად.
საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღდეგ ბრძოლის სამმართველოში.

ანუ სასამართლომდე არ მისულხარ.
ჩავინიშნავ მაგ დეპარტამენტს ))

Posted by: narcoTOURIST 16 Sep 2022, 18:23
trendygirl.me
QUOTE
საიდან მოიტანეთ, ჩვენ არ ვითხოვთო ეგეთ არაფერსო, რა მოსვლა ,რა ექაუნთის გახსნაო

up.gif

წარმატებები zombie.gif

Posted by: trendygirl.me 16 Sep 2022, 23:39
გადავგზავნე ინვოისები და აბა ვნახოთ biggrin.gif
თუ რამეა მაგ ქალბატონის ნომერიც მაქვს biggrin.gif
CLIR -ით დამირეკა მარა მე დავახვედრე აქედან ANTI-CLIR biggrin.gif

Posted by: jorjevanelle 17 Sep 2022, 00:19
trendygirl.me
არანაირი კანონით არ აქვს არავის უფლება,სასამართლო მოთხოვნის გარეშე შენი პირადი მონაცემების გასაჯაროება მოგთხოვონ,ეგეც მარტო მაშინ როცა სისხლის სამართლის დანაშაულია და ეჭვია რაიმე მიმოწერა არსებობდეს რაც გამოძიებას გამოადგება, რა ამანათი და რა განბაჟება და აქაუნთის გახსნა... ძალიან მიხარია რასაც აკეთებ. boli.gif

Posted by: programmer1997 17 Sep 2022, 00:24
სალამი მეგობრებო მომაქვს ტელეფონი ამრიკიდან, ვფიქრობ რო ავუტვირთო სხვა ინვოისი დეკლარაციაში რათა ავცილდე განბაჯებას, მაინტერესებს რამდენადა დიდია შანსი რო გაჩერონ?

პლიუს როგორი კონტროლის მექნიზმი აქვთ რითი ახდენენ იდენთიფირებას ნივთების რომლებიც შეესაბამება განბაჟებას?

ან ატარებენ თუ არ სკანერში ?

ეს 200 ამანთი არმგინია იმიტო რო ერთი ექაუნთით 3 ჯერ ვიწერდი და გამაჩერეს მომთხოვეს ექაუთის გახსნა

Posted by: jorjevanelle 17 Sep 2022, 00:27
programmer1997
ტელეფონებს და ეგეთებს კვალში უდგანან არ ქნა მსგავსი რამ. თუ ჩვენ გვაქვს უსამართლობაზე პრეტენზია,ნურც ჩვენ მოვექცევით უსამართლოდ.
* * *
trendygirl.me
სუ რო ტრაკზე გაიხეს ვინმე CLIRიანს არ ვუპასუხებ, ჩემი რეალური ნომერი რომელიც სულ მუშაობს მარტო მშობლებმა,ორმა მეგობარმა და უსა2ჯორჯაიმ იცის. biggrin.gif ჯერ ეგრე რო გირეკავს ეგეც კანონდარღვევაა smile.gif

Posted by: programmer1997 17 Sep 2022, 00:38
jorjevanelle

როგორ ხვდებიან რო ტელეფონია და არა მანქნის ნაწილი?
ან პირობითად 1500 დოლარიანი ნივთი რო 700 დავადეკლარირო მაინც გამომეკიდებიან თუ ჯანდაბას რასაც იხსის იყოს ეგო იტყვიან და იმის მიხედვით დამჩარჯავენ?

Posted by: jorjevanelle 17 Sep 2022, 02:10
programmer1997
სკნერში გადის მეგობარო ამანათები ყველაფერი კარგად ჩანს. როგორც ბარგს ატარებენ ეგრე. რომ ყიდულობთ მსგავსი ფასის პროდუქტს,მზად უნდა იყოთ განბაჟებისთვისაც. საბაზრო ფასით შეაფასებენ უმეტესად მაღალი ფასით და მაინც განგაბაჟებინებენ, ასევე ჯარიმა შემცირებული თანხის 18% და შეფასების 30 ლარი.

Posted by: programmer1997 17 Sep 2022, 07:43
jorjevanelle

იმდენჯერ ისეთი ნივთი გამიტარებია რო რავიცი ზოგადათ მეც გადასახადების გადამხდელი ვარ და მომხრე

მაგრამ ამ შემთხვევაში ძვირიან ნივთი მომაქვს და მაგიტომ ვფიქრობ,საინტერესოა ყველას სკანერაში ატარებენ ან შეიძლება გაატარონ და გაუშვან რა მექანიზმია საბაჟოზე მაგრათ მაინტერესებს.

Posted by: trendygirl.me 17 Sep 2022, 08:40
ვიცი ეგ ყველაფერი, კანონების შესახებ და ასე შემდეგ.
ერთი რჩევა ჩემი ნაცნობი იურისტისგან:
როდესაც რეკავთ საჯარო სამსახურში სერვისებში
მას შემდეგ რაც ოპონენტი გაგეცნობათ, თუ არ გაგეცნოთ - კითხეთ გვარი სახელი თანამდებობა - გაქვთ ამისი უფლება. (თუ გეუბნებათ უარს, შეახსენეთ რომ ეს კანონდარღვებაა და შემდეგი ზარი უკვე გენინსპექციაში იქნება.)
ეუბნებით - ბატონო/ქალბატონო ეს და ეს, მე ვარ ეს და ეს, ვრეკავ ამა და ამ საკითხზე, გაცნობებთ, რომ ჩვენი საუბარი იწერება, რის შესახებაც გაცნობებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ჯადოსნურად მოქმედებს ყველა დონის საჯარო მოხელეზე, დატესტილია არაერთჯერ.

Posted by: jorjevanelle 17 Sep 2022, 13:06
trendygirl.me
მშვენიერი boli.gif
არავინ დამირეკოთ,დამიმესიჯეთ biggrin.gif

Posted by: L1nux 17 Sep 2022, 15:27
QUOTE (trendygirl.me @ 14 Sep 2022, 18:53 )
ეხლა მოგიყვებით სევდიან ისტორიას smile.gif
რომელიც ჯერ გრძელდება და ვიღაცა გადაიკუზება საბაჟოზე.
სილკპოსტით ტაობაოდან გამოვწერე:

ერთი ცალი ჭიქის გასათბობი უსბ -ზე - 4 ლარი
პატარა ჯიბის ვენტილატორი - 3 ლარი
პულსოქსიმეტრი 2 ცალი - ცალი 3 ლარი
თმის ფენი სამგზავრო - 2 ცალი - ცალი 4 ლარი
ცხვირში თმის საპარსი - 1 ცალი - 5 ლარი

სულ ჯამში გამოვიდა 4+3+6+8+5= 26 ლარი. რაც მქონდა დეკლარირებული.

ხოდა მირეკავენ გუშინ, საბაჟოდან ვართო, თქვენი ამანათი გააჩერა მებაჟემ, არ ჯერა დეკლარაციის, ხოდა მობრძანდით ლასარეში, 202 ოთახში, იქ გაგვიხსენით ჩვენს კომპიუტერზე ექაუნთი, გვაჩვენეთ და მერე გამოგატანთო. მეთქი რო არ მოვიდე და არ გავხსნა, იმიტო რო კანონი არ მავალდებულებს? მაშინ ვერ მიიღებ ამანათსო, ჩამოგართმევთო. ძველბიჭურად და ნაგლად მელაპარაკა ტიპი. კაი მეთქი, აბა ვნახოთ, ვისი აჯობებს.

დავრეკე შემოსავლებში ცხელ ხაზზე, ვიყავი 21 ნომერი, მარა გმირულად გავუძელი. თან ყველა საუბარი ჩაწერილი მაქვს, რაზეც ვაცნობე ოპერატორებს.

ვეკითხები ოპერატორს (სახელი გვარი მითხრა), მეთქი ასე და ასე დამირეკეს, მე როგორც ვიცი, არანაირი კანონი არ მოითხოვს სადმე მივიდე და რამე ვამტკიცო, პირიქით, აქეთ უნდა დამიმტკიცონ რო რაღაცას ვიტყუები და რა ხდება თქო? უიო, მე არაფერი არ ვიციო, მოდით საბაჟო კონტროლზე გადაგრთავთო.

კიბატონო, გადამრთო. იქ ვიღაცა ქალბატონი იყო, სახელი გვარი არაფრისდიდებით არ მითხრა. მეთქი ასე და ასე მთხოვენ, კანონდარღვევას მაიძულებენ თქო, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, უდანაშაულობის პრეზუმპცია და ასე შემდეგ და რა ხდება თქო?

კიო, მებაჟეს აქვს უფლება შეიტანოს ეჭვი და გთხოვოთო ექაუნთის ჩვენებაო. მეთქი აბა სად, რომელ კანონში წერია ეგ? არ ვიციო სად წერია მარა მასეაო. ანუ მეთქი თქვენც მონაწილეობთ ამ თაღლითურ სქემაში, მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპოვების მიზნით, რო მერე ექაუნთით რაღაცეები იმაიმუნოთ, ეგრე გამოდის თქო?

აქ ცოტა დაიზმენდა და მეო ეგეთი არაფერი არ მითქვიაო, მეო რა ვქნაო, რასაც მეუბნებიან იმას ვამბობო, იურიდიულ დეპარტამენტს მიმართეთო.

ისევ დავრეკე ცხელ ხაზზე, ლარისა ივანოვნა კი არა, იურიდიული დეპარტამენტი მინდა თქო. ეგ დეპარტამენტი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და წერილი მოიწერეთო. ოკ თქო.

ეხლა გამზადებული მაქვს ოფიციალური წერილი, რომელსაც გავგზავნი შემოსავლებში, კითხვით, თუ რომელი კანონის თუ დადგენილების საფუძველზე მთხოვენ მისვლას და ექაუნთის გახსნას, როცა არცერთ ცნობარში თუ კანონში ასეთი რამე არ წერია?

სავარაუდოდ, პასუხი არ იქნება, ამიტომაც ა ვამზადებ დოკუმენტებს სასამართლოში სარჩელის შესატანად. ამისათვის ველაპარაკე ნაცნობ იურისტს, ავიღე ამონაწერი სილკნეტიდან შემომამვალი ზარების ნუსხით, თან ვურთავ ამ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს და ვაპირებ ვუჩივლო საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა, სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება და კიდე დოხუია მუხლებით (იურისტმა მითხრა, ეხლა ნომრები ზეპირად არ მთხოვოთ კანონების).

ინფორმაციას მოგაწოდებთ მისი განახლების მიხედვით smile.gif

ეგრე უნდათ, არ უნდა შეაერჩინო მსგავსი არაფერი, თან ჩვენს კომპიუტერშიო ხომ?

ეგ ნაწილიც განსაკUტრებით გაუმძაფრეთ, პირად მონაცმებთან წვდომის მოპოვების კუთხით.

ხო 200-ს 3 ამანთით ჩამოვცილდი, (მანამდე უბრალოდ არ მიცდია) გავიდა 4 თვე. არ მოუწია ფლეშკას განბაჟება ...

Posted by: trendygirl.me 17 Sep 2022, 16:47
კი მაგ ნაწილზე იმ ქალბატონს წყნარი ტონით მაგრამ საკმაოდ სერიოზული კითხვები დავუსვი.
ესაო ისაო, ეგო მოსვლაო, თქვენთვისო რო გაადვილდესო და ჩქარა გატარდეს ამანათიო, იმიტოო რო ინვოისს აყალბებენო ხშირადო და ზოგი ვიდეოსაც აყალბებსო smile.gif
მეთქი ანუ თქვენ, საბაჟოს თანამშრომელი, ოფიციალურად მეუბნებით დავარღვიო კანონი და დავუშვა მესამე პირის წვდომა პირად მონაცემებზე, სასამართლოს დადგენილების გარეშეო?
მეო ეგეთი არაფერი არ მითქვიაო, თანო მე იურისტი არა ვარო, საიდან უნდა ვიცოდე ეგეთებიო smile.gif
ანუ რა გამოდის თქო, ვკითხე, საბაჟოს მაღალი რანგის თანამშრომელი არ იცნობს მეთქი საქართველოს კონსტიტუციას? ხომ არ არის აუცილებლობა, დადგეს საკითხი თქვენი სამსახურეობრივი შესაბამისობის შესახებ თქო? biggrin.gif
რაც გინდათ ის ქენითო smile.gif

ისე ერთი რაც დადებითია, ყველა მაქსიმალურად ზრდილობიანად და კულტურულად მელაპარაკა, გარდა იმ პირველი მებაჟისა, რომლის ზარსაც არ ველოდებოდი თორე მაგასაც ვაჯახებდი "თქვენი ზარი იწერება" -ს biggrin.gif

თან ისიც გასათვალისწინებელია რო 100% მართალი ვარ და ვერანაირ გაყალბებაში და მაიმუნობაში ბრალს ვერ დამდებენ.

პ.ს. 200 ამანათის განბაჟება არის ბულშით.
ჯერ ხო დაგიწერეთ, ცხოვრებაში პირველად გამოწერილი ბრელოკი გაუჩერეს კაცს.

მეორეც, ვემსახურები რამდენიმე მსხვილ მომხმარებელს, ეხლა დავითვალე, წელს ერთისთვის მაქვს 400 -ზე მეტი და მეორესთვის - 700 -ზე მეტი ამანათი გამოწერილი. არასდროს არაფერი გაუჩერებიათ.

Posted by: L1nux 17 Sep 2022, 19:46
QUOTE (trendygirl.me @ 17 Sep 2022, 16:47 )

196,რომ გახდა გამოვწერე და არ განაბაჟეს,როდის და რატომ ითხოვენ ხ .ევო .ზ
მეორე კრუგზე რომ მომიწევს განაბჯებანი,მერე უკვე აღარ დავზადნავ

Posted by: RedShark 19 Sep 2022, 11:40
200 ლარიანი ამანათი რა პონტში დაუქვემდებარეს განბაჟებას? mad.gif
სად მივიდე, ვის ვაგინო? vik.gif

პ.ს. ინვოისი საიდან უნდა მივიღო?

Posted by: trendygirl.me 19 Sep 2022, 12:03
მივესიყვარულე დილიდან საბაჟოს, მეთქი აბა რა ხდება?
ინვოისი არაა ატვირთულიო.
სილკპოსტმა - შაბათსვე ავტვირთეთო

ეხლა რომელს შთავუდო? tongue.gif

Posted by: L1nux 19 Sep 2022, 12:36
QUOTE (RedShark @ 19 Sep 2022, 11:40 )
200 ლარიანი ამანათი რა პონტში დაუქვემდებარეს განბაჟებას? mad.gif
სად მივიდე, ვის ვაგინო? vik.gif

პ.ს. ინვოისი საიდან უნდა მივიღო?

აქ ჩვენ 2$ ნივთებზე ვტირით დ აშენ 200 იანი გიკვირს? biggrin.gif

Posted by: RedShark 19 Sep 2022, 12:56
QUOTE (L1nux @ 19 Sep 2022, 12:36 )
QUOTE (RedShark @ 19 Sep 2022, 11:40 )
200 ლარიანი ამანათი რა პონტში დაუქვემდებარეს განბაჟებას?  mad.gif
სად მივიდე, ვის ვაგინო?  vik.gif

პ.ს. ინვოისი საიდან უნდა მივიღო?

აქ ჩვენ 2$ ნივთებზე ვტირით დ აშენ 200 იანი გიკვირს? biggrin.gif

ამ ბოლო დროს დაიწყეს ეტყობა, წლებია ონლაინ ვყიდულობ რაღაცეებს და ესეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია.

პ.ს. განბაჟება არასოდეს გამიკეთებია, ინვოისი ატვირთეო გადამზიდავმა მომწერა და ეგ ინვოისი სად უნდა ავიღო?

Posted by: temo_777 19 Sep 2022, 12:59
RedShark
რომელი გადამზიდით გამოიწერე?

Posted by: RedShark 19 Sep 2022, 13:00
QUOTE (temo_777 @ 19 Sep 2022, 12:59 )
RedShark
რომელი გადამზიდით გამოიწერე?

ინექსით

Posted by: DRAKONI 19 Sep 2022, 13:48
ერთი ეს მითხარით, მცირეფასიანი ნივთი რომ ჩამოვიტანო გინდ უსათი, გინდ ამანათით, რომელსაც ნამდვილად არ ეკუთვნის განბაჟება (მაგალითად 10-15 დოლარი ღირს).
ამას მაინც უნდა დეკლარირება?
და დეკლარირებაში კიდევ ფული უნდა გადაიხადო?
კიდევ რა ხარჯებიო აქვს გადამზიდავს?

Posted by: jorjevanelle 19 Sep 2022, 20:02
DRAKONI
დეკლარირებაში გადამზიდის საიტზე თრექინგ კოდით ამანათის დეკლარირება იგულისხმება, ფასი , სახეობა, საიტი და ა.შ. ფასიანი დეკლარირება მხოლოდ განსაბაჟებელ ამანათებზეა.

Posted by: Vladimer1994 19 Sep 2022, 20:28
QUOTE
RS-ის აქაუნთში რაღაც ახალი დაიწერა და რა არის?

ეს კატეგორია "მცირე" რა არის?

ეგ მცირე მეც დამაწერეს და რა უბედურებაა? biggrin.gif ხო არ გაგირკვევია biggrin.gif

Posted by: narcoTOURIST 19 Sep 2022, 20:34
Vladimer1994
QUOTE
ეგ მცირე მეც დამაწერეს და რა უბედურებაა?  ხო არ გაგირკვევია

არა, შეიძლება ვინც 200-ზე მეტს გადავიდა ეგ სტატუსი აქვთ, არ ვიცი

"მცირე მეწარმე" იგულისხმება ნეტა?

იმ 200-ის მერე 3 ამანათი მივიღე და არაფერი, ნუ ახლა 150-იც აღარ მექნება, 3 თვე მქონდა პაუზა, ახლა კიდე 2 ამანათს ველოდები ჩემ სახელზე, და ვნახოთ რა იქნება

Posted by: DRAKONI 19 Sep 2022, 20:40
jorjevanelle
QUOTE
დეკლარირებაში გადამზიდის საიტზე თრექინგ კოდით ამანათის დეკლარირება იგულისხმება, ფასი , სახეობა, საიტი და ა.შ. ფასიანი დეკლარირება მხოლოდ განსაბაჟებელ ამანათებზეა.

მადლობა.

Posted by: Vladimer1994 19 Sep 2022, 22:40
narcoTOURIST
ხო მეც შემცირებული მაქ ჩემ სახელზე biggrin.gif ბაჟი რასაც უეჭ უწევს ის მოდის ჩემსაზე biggrin.gif

Posted by: trendygirl.me 20 Sep 2022, 00:17
მე არააქტიური მიწერია, ასე რომ, დაიკიდეთ biggrin.gif

Posted by: jorjevanelle 20 Sep 2022, 13:51
"მცირე"მეც დამაწერეს და "უმოქმედო" ისედაც მეწერა.
მცირე და უმოქმედო თქვენ გაბიათ თუ კაია biggrin.gif

ეგ სტატუსი "მცირე" სავარაუდოდ ნიშნავს რო მცირე რაოდენობით იწერ. რაღაც ლიმიტს თუ გადააჭარბებ ალბათ შეიცვლება. boli.gif

Posted by: Gogla1990 20 Sep 2022, 22:20
სერიოზულად გადაიჯვეს, სანამ ალიყურს არ ააწნავს ვინმე არ მოისვენებენ, ტიპები იბეის ექაუნთს + ფეიფალის ექაუნთის გახსნას ითხოვენ უკვე, ცოტა ხანში საბანკო ანგარიშს და ფეისბუქის პაროლსაც მოითხოვენ lol.gif

Posted by: Werner Voss 21 Sep 2022, 02:37
რაღაც ჭპღრ ბრიტანული საიტიდან გამოვიწერე 2 სხვადასხვა ნივთი ერთ დღეს ცალ-ცალკე, ხოდა არც თრექინგი მომცა ამ საიტმა და არც ინვოისი და ეხლა გადამზიდის საიტზე ვერ ვხვდები რომელი რომელია და როგორ დავადეკლარირო?

განბაჟება არ უწევს, ერთის ფასი 20 ფუნტია, მეორესი 40 ფუნტი, რო დავადეკლარირო და ერთის ფასი მეორეს ჩავუწერო შეცდომით მაშინ რა მოხდება?

Posted by: Gogla1990 21 Sep 2022, 02:42
Werner Voss

თუ გინდა ორივეზე 40 ჩაწერე და ვერავინ ვერ შემოგედავება, 80 ფუნტზე მაინც არ მოგიწევს განბაჟება თუ რამე სასწაული ბნედვა არ დაემართა უცაბედად ჩვენს ლარს biggrin.gif

Posted by: programmer1997 21 Sep 2022, 16:44
user posted image

გილოცავთ smile.gif)

Posted by: Werner Voss 21 Sep 2022, 18:27
Gogla1990
QUOTE
თუ გინდა ორივეზე 40 ჩაწერე და ვერავინ ვერ შემოგედავება, 80 ფუნტზე მაინც არ მოგიწევს განბაჟება თუ რამე სასწაული ბნედვა არ დაემართა უცაბედად ჩვენს ლარს

მეც მაგი ვიფიქრე, მაგრამ კამექს რო დავურეკე ზუსტად არის საჭირო თანხის გაწერაო, სურათს გადავუღებთ აქ საბაჟოზეო და რაღაც აბდა უბდა

მასე ვიზამ ორივეს 40 ს ჩავუწერ

Posted by: Gogla1990 21 Sep 2022, 22:37
Werner Voss
QUOTE
კამექს რო დავურეკე ზუსტად არის საჭირო თანხის გაწერაო

მთავარია არ მოიტყუო გასაბაჟებელზე, თორე როდესაც არ ბაჟდება 1 დოლარიანზე 50 დოლარს დავწერ და ვერავინ ვერ შემომედავება

Posted by: amg63 23 Sep 2022, 15:40
გამარჯობა ხალხო, 110 ევროიანი ნივთი გამოვიწერე, რომელზეც ვრცელდებოდა 10 ევროიანი ვაუჩერი, მაგრამ ინვოისში 110 ევროა მაინც მითითებული. 100 ევრო გადავიხადე რეალურად და დეკალრირების დროს მაინც 110 ევრო უნდა მივუთითო? განბაჟებას ვერ ავცდები?

Posted by: Okinawa-Matsuzakaya 23 Sep 2022, 16:16
amg63

ვაუჩერი როცა ვრცელდება ტოტალში უნდა ეწეროს ფასდაკლებული ფასი

Posted by: _kutaiseli_ 25 Sep 2022, 12:04
უსამ განბაჟება 16 ლარი გახადა, გილოცაავთ

Posted by: narcoTOURIST 25 Sep 2022, 14:35
amg63
QUOTE
გამარჯობა ხალხო, 110 ევროიანი ნივთი გამოვიწერე, რომელზეც ვრცელდებოდა 10 ევროიანი ვაუჩერი, მაგრამ ინვოისში 110 ევროა მაინც მითითებული. 100 ევრო გადავიხადე რეალურად და დეკალრირების დროს მაინც 110 ევრო უნდა მივუთითო?

ზუსტად იგივე შემთხვევა მქონდა და აქ მირჩიეს რომ სრული თანხა ჩამეწერა, აანუ ვააუჩერის გარეშე, განბაჟება მაინც უწევდა, 100 დოლარი იყო და 10 დოლარი აკლებოდა, ავტვირთე ინვოისი და 100-ად დავადეკლარირე, როცა ჩამოვიდა საიტზეც და საბაჟოზე იყო მითითებული 90$, ანუ ავტომატურად ჩაასწორეს

Posted by: temo_777 25 Sep 2022, 14:43
amg63
QUOTE
გამარჯობა ხალხო, 110 ევროიანი ნივთი გამოვიწერე, რომელზეც ვრცელდებოდა 10 ევროიანი ვაუჩერი, მაგრამ ინვოისში 110 ევროა მაინც მითითებული. 100 ევრო გადავიხადე რეალურად და დეკალრირების დროს მაინც 110 ევრო უნდა მივუთითო? განბაჟებას ვერ ავცდები?

ვაუჩერი ითვლება,
გიფთ ბარათი არ ითვლება.

ანუ წერ 100-ს

Posted by: Skelton 28 Sep 2022, 19:58
გამოწერილიას სტატუსი პირველად ვნახე ნივთზე და წესით ხო ჩამოსულებს აჩვენებს რს ზე

user posted image

Posted by: Gogla1990 28 Sep 2022, 20:22
ან დღეებში უნდა გავიდე ლასარეში, ახლა ვფიქრობ, როგორ შევძლო ნერვების მოთოკვა მსგავს იდიოტებთან და ჯარიმა ან ციხე არ ავიკიდო lol.gif

Posted by: narcoTOURIST 28 Sep 2022, 20:26
Skelton
QUOTE
გამოწერილიას სტატუსი პირველად ვნახე ნივთზე და წესით ხო ჩამოსულებს აჩვენებს რს ზე

ეს ნიშნავს რომ კომპანიას აქვს ატვირთული ამანათების სიები საბაჟოზე, თუ რეისი არ ჩამოვიდა გაქრება საიტიდან

ჩამოსული უნდა დაიწეროს

* * *
Gogla1990
რას გედავებიან?

დაბრუნდა ედიკას დრო რა, 50$ რომ უნდა გაგემაზა ორბის სალაროებში რომ ამანათი გამოგეტანა lol.gif

Posted by: Gogla1990 28 Sep 2022, 20:40
narcoTOURIST
QUOTE
რას გედავებიან?

იბეის და ფეიფალის ექაუნთები გაგვიხსენიო, არ გვჯერა ორდერისო, არადა ვისაც ორი ნივთი მაინც აქვს იბეიზე ნაყიდი, ყველა მიხვდება რომ ორდერი სწორია და 50 დოლარიან ნივთში მე 150-ს არ გადავიხდიდი lol.gif

ცოტა შემაყოფინეო და ბრახ მერე ისხვილებენ, ჯერ იყო გადამზიდავებთან ამოწმებდნენ ორდერებს, მერე იბეი/ამაზონის ექაუნთის მოთხოვნა დაიწყეს, ეხლა ფეიფალიც ნებავთ, ცოტა ხანში ელ.ფოსტის და ფეისბუქის გახსნასაც მოგთხოვენ, იქნებ რამე მისწერე გამყიდველს და ორდერი შეაცვლევინეო lol.gif

Posted by: jorjevanelle 28 Sep 2022, 23:57
Gogla1990
არ აქვთ მაგის უფლება კანონით, იჩივლე. boli.gif
* * *
რატომ არ აშუქებს ამას არავინ? ესე რო ახორციელებენ ზეწოლას ადამიანებზე? რის საფუძველზე ხდება ეს ზეწოლა? რატომ ლახავენ ადამიანის და ზოგადად მომხმარებლის უფლელებს? გადამზიდებს რატომ აქვთ ჩარგული მიწაში თავები? ჩემი აზრით საჭიროა ამ ყველაფრის გასაჯაროება,ტელევიზიების მოწვევა, საბაჟოზე ღია დისკუსია და ინტერვიუები. უკანონო ქმედებაა. ადამიანის უფლებები უხეშად იღვევა. მითუმეტეს აქ არაერთხელ დაიწერა რომ მსგავსი წესი თვითონ საბაჟოს არ აქვს. ვიღაც პერძო პირის ხუშტურია და ნაწნავით არ გამომათრევინოს თავი თავისუფლების მოედანზე.

მებაჟე ოფიცერმა ნონამ რომ ტყუილად დამაჯარიმა 2020ში ეგ არ დამვიწყებია smile.gif და ამისთვის აუცილებლად მოვთხოვ პასუხს ადრე თუ გვიან. ტიპმა ავსტრალიური და ამერიკული დოლარი ვერ გაარჩია და აქ ფეიფალის აკაუნტი გახსენიო,კუბოს გაგიხსნით. smile.gif
წვდომას ითხოვენ ფაქტიურად შენს პირად ინფორმაციაზე,რაც ყოვლად დაუშვებელია.
ისედაც გაუბედურებული ქართველი ხალხის დასტრესვას,ჯობს მილიონი რუსი რო შემოენძრა ეგ აკოტროლონ რა შემოაქვთ საზღვარზე. smile.gif არ გამაფრეიოთ ბიჯო საერთოდ.
* * *
ვინც იტყუება და თქვენ გამო პატიოსან მომხმარებლებსაც შარში გვხვევნ, თქვენც მიგაყოლებთ.
* * *
ვინ არიან ესენი ტოო სიმონ. ნუ ითმენთ ნურაფერს საერთოდ. boli.gif
* * *
"მხევლის წიგნი" მახსენდება სულ ჩვენ ცხოვრებაზე.
* * *
გული მტკივა რა, როგორ ყველა მტრულადაა ერთმანეთის მიმართ განწყობილი. ამიტომ ვერ ვვითარდებით და 100 წელში საერთოდ აღარ იარსებებს საქართველო. ან უფრო მალეც. რა ფეიფალი მანახე და რა ამაზონი,სად გაგონილა ეგეთი რამე. აბსურდი.
* * *
ბარემ ნუდები ჩაგვიყარეო ეგეც გვითხრან.

Posted by: temo_777 29 Sep 2022, 14:27
Gogla1990
გადამაზიდი ვინაა?

Posted by: Gogla1990 30 Sep 2022, 22:30
jorjevanelle

ვიცი, მაგრამ იმდენად იდიოტები სხედან ყველა ინსტანციაზე, რომ მაგათთან ჭიდილში შეიძლება ნერვებმა მიმტყუნოს, ამიტომ ვცდილობ ლოკალურად მოვაგვარო ხოლმე პრობლემა biggrin.gif

temo_777
ბარამი, როგორც შევატყვე უთანხმოება აქვთ მაგათ და საბაჟოს თანამშრომლებს

Posted by: temo_777 30 Sep 2022, 22:39
Gogla1990
QUOTE
ბარამი,

რია კომპანიებთანა გაქვს საქმე biggrin.gif

გაწიეე ფუუუ, ქიხიააა lol.gif

Posted by: Gogla1990 1 Oct 2022, 00:12
temo_777

რავი რა წყალში ჩავვარდე, საითაც გავიქეცი იქით წავიქეცი lol.gif

ისევ დიდებულ და საშინელ უსას მივადგე? givi.gif

Posted by: jorjevanelle 1 Oct 2022, 18:05
Trendygirl.meს ბანი დაადეს,მომწერა და მთხოვა ჩემი ისტორიის გაგრძელება დაპოსტეო.

ა ბატონი: boli.gif

"როგორც გახსოვთ, მთხოვეს მეც ექაუნთის გახსნა, რასაც მოყვა ჩემს მიერ განცხადების დაწერა შსს-ში და მერე მებაჟეების უფროსების დარეკვები და დაზადვნები. ამაზე თემაში დაწერილი მაქვს კიდეც. მოკლედ, დამთანხმდნენ იმაზე, რომ ინვოისებს გადავუგზავნიდი და არაფერს არ ვაჩვენებდი.
გადავუგზავნე, ნახეს შეამოწმეს, ხოდა ეხლა მოდავება დაიწყეს, ინდ მეწარმე ხარ და მგვ სერტიფიკატი უნდა გქონდესო. მაგაზე ვაჯახე ამონაწერი, რო მე არ მეხება და კანონს არღვევთ და კიდე მივმართავ შსს -სო. შეიწერეს, მაგრამ მაგარი ზუბი გაუჩნდათ ჩემზე და ეხლა მიმტკიცებენ, კომერციული ტვირთია და 39 ლარი უნდა გადაიხადო განბაჟებისო. ამაზე მოვითხოვე დამოუკიდებელი ექსპერტიზა და თან სასამართლოში შემაქვს საქმე, მორალური ზიანის, ბიზნესის ხელშეშლის და ასე შემდეგ საკითხებით..."

Posted by: temo_777 2 Oct 2022, 11:34
Gogla1990
ვაი გავეყარე და ვუის შევეყარეო,
ეგრეა მანდ givi.gif

Posted by: =ლაშა= 4 Oct 2022, 09:55
გაბნაჟებაზე პრაქტიკა არ მაქვს და PDF ფაილი იბეიდან როგორ გავაკეთო..სქრინი ჩაუგდე და არა პდფ გვინდაო..

Posted by: temo_777 4 Oct 2022, 11:34
=ლაშა=
ორდერ დეტალებში რომ შეხვალ მერე: printer friendly page. დააწექი,
მერე ctr+p და შეინახე ეგ ფაილი. პრინტს რომ დააწვები მერე აირჩევ.

Posted by: =ლაშა= 4 Oct 2022, 11:37
temo_777
მადლობაა................

ვერ გავიგე რამდენი მაქ გადასახდელი განბაჟების..სად წერია

Posted by: jorjevanelle 4 Oct 2022, 19:57
=ლაშა=
საქონლის ღრებულება თუ 254 ლარია რატომ განბაჟებინებენ? ფასი შიფინგიანად ხომ არ გქონდა მითითებული ორდერში? ამ საბუთის მიხედვით არ გეკუთვნის განბაჟება

Posted by: narcoTOURIST 4 Oct 2022, 20:52
=ლაშა=
QUOTE
ვერ გავიგე რამდენი მაქ გადასახდელი განბაჟების..სად წერია

დღგ-ში ან იმპორტში უნდა ეწეროს

user posted image

254 ლარიანს რატომ უწევს განბაჟება?
ეკონომიკურ საქმიანობას გედავებიან?

Posted by: Skelton 4 Oct 2022, 21:29
20 ლარი როა გადასარიცხი, როდის ირიცხება ეგ რს ზე რო აისახება თუ მანამდე

Posted by: narcoTOURIST 4 Oct 2022, 22:05
QUOTE
20 ლარი როა გადასარიცხი, როდის ირიცხება ეგ რს ზე რო აისახება თუ მანამდე

ეგ მეც მაინტერესებს, ერთმა მთხოვა 300$-ანი ნივთის გამოწერა, მაგრად ეჩქარება და უეჭველი ვიცი როცა ჩამოვა, შემჭამს, ამიტომ წინასწარ მინდა რომ ვიცოდე biggrin.gif

Posted by: jorjevanelle 4 Oct 2022, 22:38
Skelton
რო აისახება მგონი მაშინ, უ რო შემოვიდა რსზე და შევედი უსას შპროდილში დამხვდა გადაიხადეო,კოდი არ მახსოვს.

Posted by: Gogla1990 4 Oct 2022, 22:43
=ლაშა=
QUOTE
ვერ გავიგე რამდენი მაქ გადასახდელი განბაჟების..სად წერია

მაგ სქრინს თუ დავუჯერებთ არც არაფერი

Skelton
narcoTOURIST
QUOTE
20 ლარი როა გადასარიცხი, როდის ირიცხება ეგ რს ზე რო აისახება თუ მანამდე

არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, თუმცა ჯობია ამანათი რომ ჩამოვა და გადამზიდი დეკლარირებას გააკეთებს, მას შემდეგ მოხდეს მაგ 20 ლარის გადარიცხვა

Posted by: lika1313 5 Oct 2022, 02:11
ხალხო, როგორც ჩანს ჩემი სახელით მოხდა ნივთის გამოწერა და საბაჟომ დამაკისრა საბაჟო გადასახადი გარკვეული თანხა. გადის თვეები და აღმოვაჩინე რომ ჩემს ყველა ქონებას ყადაღა ადევს იმის გამო, რომ საბაჟო გადასახადი არ გადავიხდე დათქმულ დროს. რეალურად არაფერი გამომიწერია, არაფერი შემიძენია, მაგრამ მოსაკრებელი ჩემს სახელზეა. რა ვქნა ? გქონიათ მსგავსი შემთხვევა ? ეს ყველფერი გავიგე შემთხვევით, არავის შეუტყობინებია ჩემთვის არაფერი.

Posted by: temo_777 5 Oct 2022, 10:22
lika1313
თუ განსაბაჟებელი იყო, თქვენი სახელით რანაირად გაიტანეს ნივთი?
დაუკავშირდით ლასარეს, ეგენი მონახავენ რომელი გადამზიდით იყო გამოწერილი, გადამზიდი კიდე სავარაუდოდ გაარკვევს ყველაფერს, შეიძლება ჩანაწერებიც ამოიღონ ნივთის გატანის მომენტში

Posted by: narcoTOURIST 5 Oct 2022, 11:06
lika1313
სავარაუდოდ ვიღაცამ არასწორად შეიყვანა თავისი პირადი ნომერი და მერე დაიკიდა ეს ამანათი, ან შეიძლება გაიტანა კიდევაც, და დღგ არ გადაიხადა, მე მგონი პირველ რიგში ჯობია გაარკვიო რა კომპანიით ჩამოვიდა ეს გზავნილი.

დარეგისტრირდი RS.ge-ზე შენი პირადი ნომრით, მანდ "ზოგად ინფორმაციაში" არის საფოსტო გზავნილები, სადაც ნახავ ამანათის ტრეკინგ ნომერს, აგრეთვე მანდვე იქნება იმ გზავნილის დეკლარაციის დოკუმენტაცია

ტრეკინგ ნომერს შეიყვან აქ - https://www.rs.ge/ParcelSearch?cat=4&tab=1
და გაიგებ კომპანიის სახელს, რომელმაც ჩამოიტანა ეს ამანათი.

მერე უკვვე დაუკავშირდები ამ კონპანიას და გაარკვევ რა მოხდა, მერე უკვე მიხვალ საგადასახადოში ან ლასარეში

აუცილებლად გაგვაგებინე რა გაირკვევა!
წარმატებები!

Posted by: jorjevanelle 5 Oct 2022, 15:21
რაცხა ნამეტანი დაუჯერებელი სცენარია. boli.gif

Posted by: =ლაშა= 5 Oct 2022, 18:40
jorjevanelle
narcoTOURIST
კი კი გავარკვიე..სულ გავითიშე და შიპინგიც მიუთითე ფასთან ერთად და 322 ლარი გამოდიოდა მარა უსა2 მა ვერაფერს შევცვლით განბაჟება გიწევსო..კაი ჯანდაბას ეგ 60ლ გადავიხდი თქო მარა მერე ესეთი ინვოისი მომწერესეს..როგორც ჩანს გამინულელს..

Posted by: narcoTOURIST 5 Oct 2022, 19:02
=ლაშა=
საბაჟომ გაგინულა, აბა უსა2ჯეომ თავიდანვე ხომ გითხრა რომ არ ვიზამთო

Posted by: =ლაშა= 5 Oct 2022, 20:03
narcoTOURIST
ხო როგორც ჩანს.. 20ლ კი გადავიხადე biggrin.gif

Posted by: narcoTOURIST 5 Oct 2022, 20:32
=ლაშა=
ეგ ხო საერთოდ მარაზმი მოიგონეს ეს 20 ლარი

Posted by: Gogla1990 5 Oct 2022, 21:00
=ლაშა=
QUOTE
20ლ კი გადავიხადე

რა გეჩქარებოდა თუ ჯერ დეკლარირება არ იყო გაკეთებული smile.gif

ახლო მომავალში თუ გექნება რამე გასაბაჟებელი, კი გაქვს წინასწარ გადახდილი, არაუშავს biggrin.gif

Posted by: sevastopol 6 Oct 2022, 00:21
=ლაშა=
უსა2ჯეო მაინც გადაგახდევინებდა რადგან დეკლარაცია მაინც დაიბეჭდა, მაგრამ ამ შემთხვევაში იბეჭდება "ნულოვანი დეკლარაცია".

Posted by: temo_777 6 Oct 2022, 07:23
sevastopol
20 ლარი არაა დეკლარაციის, ეგ საბაჟოს თემაა.
დეკლარაცია 16 ლარი ღირს უსა-ზე

Posted by: L1nux 6 Oct 2022, 12:25
აუ რა ჩათლახობაა განBაჟება ხომ მიწევს და მიწევს + ამას ზემოდან დამატებული ის მომსახურების საფასური 100 ლარი რა ამბავია ?! ტელეფონს რომ ყიდულობ მთელი 100 ლარი ამაში უნდა შვლიპო? რატო, ვისთვის?

Posted by: sevastopol 6 Oct 2022, 14:46
L1nux
ჰო, რას ვიზამთ. მაგრამ ხალხი კი იწერს გიჟივით და ყველას ფეხებზე კიდია ხმის ამოღება.

Posted by: L1nux 6 Oct 2022, 15:11
QUOTE (sevastopol @ 6 Oct 2022, 14:46 )
L1nux
ჰო, რას ვიზამთ. მაგრამ ხალხი კი იწერს გიჟივით და ყველას ფეხებზე კიდია ხმის ამოღება.

თან საუაბრი იყო ელექტრონული სერვისების წახალისებაზე, თითქოს,წინასწარ დეკლარირებაზე და ა.შ.
აბა სადაა წახალისება და შეღავათები.
რით გააპრავეს ეს თანხები გახსოვთ ვინმეს?

Posted by: sevastopol 6 Oct 2022, 16:10
L1nux
ჰო, ელექტრონულ სერვისებს გამოიყენებს ხალხიო. smile.gif

Posted by: L1nux 7 Oct 2022, 13:20
QUOTE (sevastopol @ 6 Oct 2022, 16:10 )
L1nux
ჰო, ელექტრონულ სერვისებს გამოიყენებს ხალხიო. smile.gif

და კალმით ხომ არ ავსებდნენ აქამდე?
ხომისედაც ასიკუდაზე შედიოდნენ? მისვლით ვინ მიდის მსგავს თემაზე, მაქსიმუმ სახმელეთო ,ტერმინალზე რომ გაჩერდება, და ისიც წიანსწარ უკვე დადეკალრირებულია

Posted by: sevastopol 7 Oct 2022, 19:59
L1nux
კი, ალბათ ის იგულისხმეს 20 ლარს რს-ის საიტიდან გადაიხდიანო და რავიცი, აქვთ ეგ სერვისი საერთოდ?

Posted by: radiotavi 11 Oct 2022, 19:51
გამომიგზავნეს ამანათი და ინვოისს ვერ გაგიჯეთებ ინგლისურადო, ანუ ჩინურადაა ინვოისი და რამდენად დაშვებულია ამ ფორმით ან რამე გზა არ არის? ასევე რამე სხვა დოკუმენტი საჭიროა ინვოსის გარდა?

Posted by: RedShark 11 Oct 2022, 23:05
radiotavi
QUOTE
გამომიგზავნეს ამანათი და ინვოისს ვერ გაგიჯეთებ ინგლისურადო, ანუ ჩინურადაა ინვოისი და რამდენად დაშვებულია ამ ფორმით ან რამე გზა არ არის?

ტაობაოზეა ეგ ინვოისი?
ქრომის ტრანსლეიტით გადათარგმნე ინგლისურად და დასქრინე.
ჩემი ასე მიიღეს.

QUOTE
რამე სხვა დოკუმენტი საჭიროა ინვოსის გარდა?

არა.

Posted by: L1nux 12 Oct 2022, 17:11
user posted image
გამარჯობა მეგობრებო, აბა რას ფიქრობთ? როგორც ჩანს ეს არის,
როცა გადამზიდავმა ამანათის შესახებ ინფო ,პირველად დეკლარაცია გადაგზავნა საბაჟოზე, მაგრამ რეალურად არ ჩამოსულა ჯერ,ან კონტროლი არ გაუვლია...
12/10 უწერია parcel searchზე ჩემს ამანათს,მაგრამ არ ჩამოსულაო ჯერ და იქ გამოწეროლებში მაქვს

Posted by: jorjevanelle 12 Oct 2022, 17:34
L1nux
ნიშნავს რომ გადამზიდმა სიები ატვირთა

Posted by: L1nux 12 Oct 2022, 20:50
QUOTE (jorjevanelle @ 12 Oct 2022, 17:34 )
L1nux
ნიშნავს რომ გადამზიდმა სიები ატვირთა

ხო, მეც მაგას ვამბობ.
წინასწარ იშვიტად ტვირთავენ თან.
parcel search ში არასწორი თარიღი წერია ხოლმე, სიების მიხედვით რა თარიღიცაა და ჩამოსული გგონია.
არც ესაა 100%იანი თემა,მარა ცოტა მეტი ინფო გაქვს რა.

Posted by: narcoTOURIST 12 Oct 2022, 21:15
L1nux
QUOTE
წინასწარ იშვიტად ტვირთავენ თან

რავი სულ წინასწარ იტვირთება მანდ სიები, ძალიან ბევრჯერ მინახავს ეს სტატუსი

Posted by: lika1313 12 Oct 2022, 21:35
QUOTE (narcoTOURIST @ 5 Oct 2022, 11:06 )
lika1313
სავარაუდოდ ვიღაცამ არასწორად შეიყვანა თავისი პირადი ნომერი და მერე დაიკიდა ეს ამანათი, ან შეიძლება გაიტანა კიდევაც, და დღგ არ გადაიხადა, მე მგონი პირველ რიგში ჯობია გაარკვიო რა კომპანიით ჩამოვიდა ეს გზავნილი.

დარეგისტრირდი RS.ge-ზე შენი პირადი ნომრით, მანდ "ზოგად ინფორმაციაში" არის საფოსტო გზავნილები, სადაც ნახავ ამანათის ტრეკინგ ნომერს, აგრეთვე მანდვე იქნება იმ გზავნილის დეკლარაციის დოკუმენტაცია

ტრეკინგ ნომერს შეიყვან აქ - https://www.rs.ge/ParcelSearch?cat=4&tab=1
და გაიგებ კომპანიის სახელს, რომელმაც ჩამოიტანა ეს ამანათი.

მერე უკვვე დაუკავშირდები ამ კონპანიას და გაარკვევ რა მოხდა, მერე უკვე მიხვალ საგადასახადოში ან ლასარეში

აუცილებლად გაგვაგებინე რა გაირკვევა!
წარმატებები!

თაღლითობა აღმოჩნდა, ტიპი ეწეოდა გარკვეულ მომსახურებას, რისთვისაც ასე ვთქვათ კლიენტებს სთხოვდა პირადობის მოწმობებს რომელსაც უღებდა ფოტოებს ორივე მხრიდან და გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით სხვადასხვა პიროვნების სახელით იწერდა რაღაცეებს, პლიუს ამ ყველაფერში ეხმარებოდა თვითონ გადამზიდი კომპანია სადაც მუშაობდა თავისივე ახლობელი. საბოლოოდ მაგარი თაღლითური სქემა აღმოჩნდა, დაიწყო გამოძიება.

Posted by: narcoTOURIST 13 Oct 2022, 00:43
lika1313
ვაა მაგარია, გილოცავ! up.gif

შეგიძლია რომ გადამზიდი კომპანია დაწერო? rolleyes.gif

Posted by: Vladimer1994 14 Oct 2022, 13:53
QUOTE
ახლო მომავალში თუ გექნება რამე გასაბაჟებელი, კი გაქვს წინასწარ გადახდილი, არაუშავს

20 ლარი წინასწარ მომთხოვეს ისე არ იბეჭდებაო რამე შეიცვალა ? smile.gif 1 თვის წინ განვაბაჟე იმის მერე რამე შეიცვალა კანონში? საბაჟოს ფიქსირებულ 20 ლარი ბოზური წილი
* * *
QUOTE
შეგიძლია რომ გადამზიდი კომპანია დაწერო?

მართლა რომ საინტერესოა რომელი გადამზიდია biggrin.gif

Posted by: sevastopol 14 Oct 2022, 15:54
Vladimer1994
კი, შეიცვალა.

Posted by: Vladimer1994 14 Oct 2022, 16:31
sevastopol
ვაა და რა პირობებია გატანიდან 30 დღე ეგეც? და მთავარ სახაზინოზე რომ დაჯდეს არაო ? biggrin.gif ყოველ გადახდაზე 1 ლარს ჭამენ საკომისიოს

Posted by: sevastopol 14 Oct 2022, 23:51
Vladimer1994
კი, შეიცვალა.

Posted by: temo_777 14 Oct 2022, 23:59
რა შეიცვალა,ზუსტად დაწერეთ რომ ჩავასწორო პირველი გვერდი

Posted by: sevastopol 15 Oct 2022, 00:33
temo_777
ანუ ის რომ 300 ლარიდან 3000 ლარამდე 20 ლარი უნდა გადაიხადოს და 3000 ლარიდან მაღლა 100 ლარი თავიდანვე და მერე რომ ბეჭდავენ დეკლარაციას.

Posted by: temo_777 15 Oct 2022, 08:47
sevastopol
QUOTE
ანუ ის რომ 300 ლარიდან 3000 ლარამდე 20 ლარი უნდა გადაიხადოს და 3000 ლარიდან მაღლა 100 ლარი თავიდანვე და მერე რომ ბეჭდავენ დეკლარაციას.

ეგ თავიდანვე ეგრე არ იყო როგორც კი შემოიღეს ეგ წესი?
მე მეგონა აღარ იყო საჭირო წინასწარ 20 ლარის გადახდა.
ვლადიმერმა ამაბნია )))
ეგ კი მიწერია.

Posted by: Vladimer1994 15 Oct 2022, 12:59
QUOTE
=ლაშა=
QUOTE
20ლ კი გადავიხადე

რა გეჩქარებოდა თუ ჯერ დეკლარირება არ იყო გაკეთებული

მე რა შუაში ვარ აგერ აქ დაწერეს რომ წინასწარ რატომ გადაიხადე დეკლარაციამდეო biggrin.gif ამ ტექსტიდან გაამომდინარე დეკლარაციის მერე გადაგეხადა 20 ლარიო და რავი მე
biggrin.gif მეგონა წინასწარ აღარ იყო 20 ლარი და ეგ ვიკითხე შეცვალეს თუ არაათქვა biggrin.gif

Posted by: temo_777 15 Oct 2022, 13:08
Vladimer1994
ჯოოო, ეგ იმიტომ დაწერეს რომ განსაბაჟებელი არ იყო ეგ ნივთი საერთოდ )) და საერთოდ არ უწევდა განბაჟება მაგას biggrin.gif

Posted by: Vladimer1994 15 Oct 2022, 13:25
lika1313
QUOTE
შეგიძლია რომ გადამზიდი კომპანია დაწერო?

ხომ არ გვეტყოდი ვინ იყო smile.gif მათგან თავი შორს რომ დავიჭიროთ smile.gif

Posted by: narcoTOURIST 15 Oct 2022, 14:06
Vladimer1994
QUOTE
ხომ არ გვეტყოდი ვინ იყო

მეც მაგრად მაინტერესებს, ახლა ის რომ აღმოჩნდეს, ისედაც შორს რომ ვართ biggrin.gif

Posted by: Vladimer1994 15 Oct 2022, 14:09
QUOTE
მეც მაგრად მაინტერესებს, ახლა ის რომ აღმოჩნდეს, ისედაც შორს რომ ვართ

ამდენ ამანათს აქრობენ ხოლმე biggrin.gif და ეგეთი ხრიკებიც რომ დაუდასტურდეთ სულ გავგიჟდები მე იცით ვისაც ვაძლევ ხმას biggrin.gif
ფინანსური მომდევს დასახელებას თუ დავწერ biggrin.gif

Posted by: narcoTOURIST 15 Oct 2022, 15:41
Vladimer1994
მეც რატომღაც მაგაზე მაქვს ეჭვი, მაგრამ ვნახოთ

კიდე ერთზე მაქვს ეჭვი, აგვისტოდან რომ ვერ ჩამოუტანა ხალხს ამანათები

Posted by: Vladimer1994 15 Oct 2022, 16:41
QUOTE
კიდე ერთზე მაქვს ეჭვი, აგვისტოდან რომ ვერ ჩამოუტანა ხალხს ამანათები

biggrin.gif P და U biggrin.gif

Posted by: narcoTOURIST 15 Oct 2022, 16:44
Vladimer1994
ფ ან უ biggrin.gif

Posted by: Vladimer1994 15 Oct 2022, 22:08
QUOTE
ფ ან უ

მართლა რომ ფუუუ biggrin.gif

Posted by: L1nux 16 Oct 2022, 12:38
3კ ლარამდე 20 ლარია გადასახდელი მეგობრებო? სანამ დეკლარანტი ინებებს შევსებას ,მინდა ასახული დავახვედრო,დღესვე მინდა გადავრიცხო
რა თანხაზე რამდენია მაპოვნინეთ რა

Posted by: narcoTOURIST 16 Oct 2022, 12:47
L1nux
QUOTE
3კ ლარამდე 20 ლარია გადასახდელი

QUOTE
14/05/2022-დან განსაბაჟებელ ამანათებს დღგ-სთან ერთად ემატება გაფორმების საფასური.
300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე - 20 ლარი

Posted by: L1nux 16 Oct 2022, 12:49
QUOTE (narcoTOURIST @ 16 Oct 2022, 12:47 )
L1nux
QUOTE
3კ ლარამდე 20 ლარია გადასახდელი

QUOTE
14/05/2022-დან განსაბაჟებელ ამანათებს დღგ-სთან ერთად ემატება გაფორმების საფასური.
300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე - 20 ლარი

გაიხარე,

ისე დღემდე ვერ გამიგია რატომ ემატება ეს.

ან წარმოდგინე ძLივს შეკარე,იყიდე ტელეფონი, ისედაც ხომ საკმარისი 18% გემატება და ზემოდან კიდევ 100 უნდა გაჯახონ :@

Posted by: narcoTOURIST 16 Oct 2022, 12:53
L1nux
QUOTE
ისე დღემდე ვერ გამიგია რატომ ემატება ეს.

ქართული ოცნების ხარკი

Posted by: Vladimer1994 16 Oct 2022, 14:30
QUOTE
ქართული ოცნების ხარკი

ნუ ალამაზებ რეალობას biggrin.gif ბოზური წილია ეგ

Posted by: Vladimer1994 17 Oct 2022, 18:42
QUOTE
ფ ან უ

5კ დაუსვეს ანგზე და ჩუმადაა biggrin.gif ნწ ნწ ნწ

Posted by: narcoTOURIST 17 Oct 2022, 18:58
Vladimer1994

უეჭველი lol.gif

Posted by: gs1905 20 Oct 2022, 00:15
QUOTE
14/05/2022-დან განსაბაჟებელ ამანათებს დღგ-სთან ერთად ემატება გაფორმების საფასური.
300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე - 20 ლარი

გამოვიწერე ორი ტელეფონი, ერთი ტრეკინგ კოდით ჩამოდის, ანუ ერთ ყუთშია ორივე და ამ შემთხვევაში 20 ლარი ემატება თუ 40 ლარი (20 ლარი თითო ნივთს)?

P.S. გადამზიდის საიტზე აი მასე დავადეკლარირე:
user posted image

Posted by: sabasaba24 20 Oct 2022, 00:24
gs1905
20 ლარი მხოლოდ...

Posted by: Lasha244 20 Oct 2022, 21:56
ამ 20ლარზე როა საუბარი,სად უნდა ვნახო ეგ? ანუ გადახდა სად უნდა განხორციელდეს?

Posted by: Lasha244 22 Oct 2022, 14:22
ხალხო ეს 20 ლარი რო უნდა გადარიცხო წინასწარ რა კოდზე ირიცხება და მერე სად უნდა გავაგზავნო ეს ინფო დაწერეთ რა

Posted by: Gogla1990 22 Oct 2022, 17:59
Lasha244
QUOTE
ეს 20 ლარი რო უნდა გადარიცხო წინასწარ რა კოდზე ირიცხება

707017021
QUOTE
სად უნდა გავაგზავნო ეს ინფო

გადამზიდავს უნდა აჩვენო რომ დეკლარაციის გაკეთება დაიწყონ

Posted by: Lasha244 22 Oct 2022, 20:10
Gogla1990

QUOTE
გადამზიდავს უნდა აჩვენო რომ დეკლარაციის გაკეთება დაიწყონ

გასაგებია. და ეს რიღასი კოდია აბა? 101001000 drug.gif

Posted by: Gogla1990 22 Oct 2022, 20:12
Lasha244
QUOTE
ეს რიღასი კოდია აბა? 101001000

ეს სახაზინო კოდია რაზეც განბაჟების თანხა უნდა გადარიცხო
* * *
70 დოლარიანი ნივთი გააჩერეს შემოწმებაზე, აუქციონზე მოგებული რომელიც გარკვევით იკითხება რომ 70 დოლარადაა გაყიდული, ლინკიც მითითებულია, ორდერიც ატვირთული facepalm.gif

Posted by: LedZepp 24 Oct 2022, 16:43
გამარჯობა, ჩინეთიდან ლეპტოპის ელემენტის ტრანსპორტირება თუ არის შესაძლებელი რომელიმე გადამზიდით?

Posted by: narcoTOURIST 24 Oct 2022, 17:20
LedZepp
წესით სახმელეთოთი ჩამოიტან, მაგალითად silkpost.ge, 25-30 დღეში ჩამოდის.

მობილურის ელემენტები ჩამომიტანია უპრობლემოდ

გამოწერამდე დაუკავშირდი და დააზუსტე, რომ მერე სიურპრიზები არ იყოს

Posted by: Fed 25 Oct 2022, 04:21
გამარჯობათ
ამერიკაში ებაიდან გამომიწერა ჩემმა ძმამ რაღაც მანქანის ნაწილი
ვეღარ მოდის თვითონ და ჩემს უსა2გორგიას მისამართზე რომ გააგზავნოს ეს ნაწილები ყუთით. როგორ უნდა მივუთითო განბაჟების ამბავი? პირადი გზავნილია ან ფასი როგორ გაიგებენ რა ჩავწერო ვერ გავიგე
როგორ შვებით ესეთ დროს?

Posted by: sevastopol 25 Oct 2022, 14:30
Fed
ეგ ინვოისი ატვირთე და შეიძლება საბაჟომ მიიღოს და მაგ ფასით დაგითვალონ.

Posted by: maxouni 30 Oct 2022, 08:48
ჩამომივიდა 500 დოლარიანი მამქანის ნაწილი, ჩეულებრივად დავადეკლარირე და გამოვიტანე,აგრამ აღმოჩნდა რომ დეტალი არ მუშაობს, ვუჩივლე ებაიზა გამყიდველს და 400$ უკან მიბრუნებენ, ანუ გამოდის რომ რელურად გზავნილი 100$ ღირს. დეკლარირებული კი მაქვს მაგრამ გადახდილი არ მაქვს და თუ ვინმემ იცოთ, შეიძლება ახლა ხეკლარაციის კკოტრქტირება რაკი ფასი დაკორრქტირდა?

Posted by: gs1905 1 Nov 2022, 08:08
განბაჟების თანხის გადახდისთვის ისევ 30 დღე გვაქვს ისევ? ჰო არაფერი არ შეცვლილა ამ მხრივ?

Posted by: sevastopol 1 Nov 2022, 14:46
maxouni
მომსახურების სააგენტოში დარეკე და გეტყვიან. მგონი 50 ლარი ღირს მაგის შეცვლა.

gs1905
კი.

Posted by: nerve 1 Nov 2022, 23:02
დღგ გადახდლილი მაქვს თუ არა როგორ შევამოწმო?

Posted by: Vladimer1994 1 Nov 2022, 23:17
nerve
ექაუნთი უნდა გქონდეს ისე ვერ ნახავთ sad.gif
https://eservices.rs.ge/Accounting.aspx

Posted by: narcoTOURIST 2 Nov 2022, 19:14
მოკლედ ვინც იცის - იცის, ვინც არა - მაისის თვეში დაიწყეს მასიური დაბეგრვები, მათ შორის მეც შემექმნა პრობლემები, დავწერე ბევრი განცხადება, "შევანელე" გამოწერები და დავარეგისტრირე ოჯახის წევრი, ბოლო ორი გავაკეთე საბაჟოს მუშაკების რეკომენდაციებით და რჩევით.

დღეს დაუკავშირდნენ ოჯახის წევრს ვის სახელზეც ვიწერ, საბაჟოდან ვართო, ბევრი გამოწრები გაქვთო და ეს ყველაფერი პირადი მოხმარებისთის არისო? ოჯახის წევრმა - კი, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არისო, თუ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევითო, მაშინ ინდმეწარმედ უნდა დარეგისტრირდეთო, თქვენ 500 ლარის გამოწერები გაქვთო ამ წელიწადშიო და ა.შ.

მოკლედ სიტყვაზე გენდობითო, რომ არ ეწევით კომერციულ საქმიანობას და მასეც ავღნიშნავთო

სად აღნიშნავს, რას აღნიშნავს მე არ ვიცი

დავითვალე და ამ აქაუნტზე მქონია მხოლოდ 27 ამანათი, ჯამში 500 ლარის, რამე საეჭვო არის?

ანუ ადამიანმა თვეში 100 ლარის ნივთები თუ გამოწერა, ეგრევე ბარიგა გამოდის?

ისევ დაიწყეს თუ სტადარტული პროცედურაა?

Posted by: Gogla1990 3 Nov 2022, 00:30
3 სხვადასხვა მისამართზე ნაყიდი ამანათი 1 მისამართზე მივიდა, მე ერთის ფასი მქონდა მითითებული
რომ ჩამოვიდა და გააჩერა საბაჟომ, დავურეკე გადამზიდავს და ავუხსენი სიტიუაცია, ორდერებიც გადავუგზავნე, ვუთხარი რომ თანახმა ვიყავი განბაჟებაზეც + ჯარიმაზეც, მთავარია საბაჟოზე არ მატარონთქო

მაგრამ რა გინდა რომ ჰქმნა, მაინც მარბეინეს ლასარეში და მაწერინეს განცხადებები რომ ექსპერტს ვითხოვ და ჯარიმა დამიწერეთთქო lol.gif

Posted by: temo_777 4 Nov 2022, 11:55
Gogla1990
QUOTE
3 სხვადასხვა მისამართზე ნაყიდი ამანათი 1 მისამართზე მივიდა

და რატომ მივიდა 1 მისამართზე?
ვინ იყო გადამზიდი? ვერ გაუტრაკე მერე? biggrin.gif

Posted by: Gogla1990 4 Nov 2022, 12:15
temo_777

გადამზიდი არაფერ შუაში იყო, გამყიდველი იყო ერთი, 2-2 დღის ინტერვალით ვიყიდე სხვადასხვა მისამართზე, შიპინგებიც სათითაოდ გადავიხადე, ამან მიჯიგრა და ერთ ყუთში ჩადო სამივე biggrin.gif

Posted by: temo_777 4 Nov 2022, 12:22
Gogla1990
მაშინ გახსენი იბეიზე ქეისი biggrin.gif
2 სხვადასხვა მისამართი თუ გაქვს მითითებული რა პონტში აგზავნის ერთ მისამართზე biggrin.gif
გახსენი ქეისი იმაზე რომელზეც არ მივიდა )))

Posted by: Gogla1990 4 Nov 2022, 13:14
temo_777
თრექინგი ერთი მისცა, ეგრეც რომ არ იყოს რა გამოვა? მიღებულ ამანათზე დავიწყო ჩივილი? biggrin.gif

Posted by: temo_777 4 Nov 2022, 13:21
Gogla1990
ორდერები როგორ გააერთიანა ერთად თუ სხვადასხვა მისამართი ქონდა?
ჩატში მიწერე იბეის

Posted by: Gogla1990 4 Nov 2022, 13:28
temo_777
სათითაო ორდერებით იყო, უბრალოდ ერთ ყუთში სამივე ამანათი
QUOTE
ჩატში მიწერე იბეის

აზრი?
რატომ ვკარდო დრო იმ საქმეზე, რომელზეც არაფერი გამოვა smile.gif

Posted by: Lasha244 7 Nov 2022, 20:13
განბაჟების თანხას 101001000 ამ სახაზინო კოდზე ვიხდით ხო?
და დამატებით აღწერაში რაღAც ნომერი მიუთითეო მითხრეს და ვერ გავერკვიე ნორმალურად smile.gif

Posted by: Gogla1990 7 Nov 2022, 20:53
QUOTE
განბაჟების თანხას 101001000 ამ სახაზინო კოდზე ვიხდით ხო?

კი
QUOTE
დამატებით აღწერაში რაღAც ნომერი მიუთითეო

ამანათის თრექინგ ნომერი

Posted by: Lasha244 7 Nov 2022, 22:30
Gogla1990

3 ამანათი მაქვს მიღებული და თრექინგი როგორ :დ

Posted by: Gogla1990 7 Nov 2022, 22:50
Lasha244
რომელიღაც ერთ თრექინგზე კეთდება დეკლარირება და იმას მიუთითებ, 100 ამანათი რომ გამოწერო ერთდროულად 100 ცალ დეკლარაციას კი არ მოამზადებენ და სათითაოდ გადაიხდი ყველას biggrin.gif

Posted by: Lasha244 8 Nov 2022, 10:14
Gogla1990

QUOTE
რომელიღაც ერთ თრექინგზე კეთდება დეკლარირება და იმას მიუთითებ, 100 ამანათი რომ გამოწერო ერთდროულად 100 ცალ დეკლარაციას კი არ მოამზადებენ და სათითაოდ გადაიხდი ყველას

დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი მივუთითე,როგორც უსამ მითხრა რავი,გადავიხადე უკვე biggrin.gif

ის საშემოსავლოს 20 ლარი გადახდილი მაქვს წინასწარ და დეკლარაციაში კიდევ წერია 20 ლარიო და რაუნდათ? biggrin.gif თუ დავიკიდო

ეგ რომ არ გადამეხადა ისე ვინ გამომატანდა მამენტ ნივთებს lol.gif

Posted by: sevastopol 8 Nov 2022, 15:28
Lasha244
ეგ დაიკიდე. 20 ლარი აღარ უნდა გადაიხადო მანდ.

პროსტა შეგიძლია 101001000-ზე შეიტანო თანხა და არც ჩაწერო მიზეზი.

რეალურად შენს ბალანსზე შეგაქვს თანხა და როცა დრო მოდის რს თვითონ აჭრის მაგ თანხას და ძაან კიდიათ ახლა იქ დანიშნულებაში რას ჩაწერ.

Posted by: Lasha244 8 Nov 2022, 15:44
sevastopol

QUOTE
ეგ დაიკიდე. 20 ლარი აღარ უნდა გადაიხადო მანდ.

პროსტა შეგიძლია 101001000-ზე შეიტანო თანხა და არც ჩაწერო მიზეზი.

რეალურად შენს ბალანსზე შეგაქვს თანხა და როცა დრო მოდის რს თვითონ აჭრის მაგ თანხას და ძაან კიდიათ ახლა იქ დანიშნულებაში რას ჩაწერ.

მადლობა გამოხმაურებისთვის love.gif გადავიხადე ყველაფერი როგორც საჭირო იყო და დაზუსტება მინდოდა უბრალოდ...

Posted by: gs1905 8 Nov 2022, 20:58
ამ საიტზე გადავიხადე (ჩავწერე ტრეკინგ კოდი და ბარათით გადავიხადე).

https://www.rs.ge/ePayments?cat=3&tab=1

ჰო სწორად გავაკეთე ყველაფერი?

Posted by: Gogla1990 8 Nov 2022, 21:05
gs1905
QUOTE
ჰო სწორად გავაკეთე ყველაფერი?

ეგრე ვიხდი წლებია, ასე რომ კი

Posted by: Skelton 10 Nov 2022, 18:38
ორ ამანათზე უნდა გადავიხადო განბაჟება ერთ უწევს 204.92 და მეორეს 162.47. რს რო მინდა გადახდა და ვწერ თრექინგს 315 ლარს მიჩვენებს გადასახადს არადა ბევრა მეტი გამოდის და იქნებ გამარკვიოთ. რომლის ნომერიც არ უნდა ჩავწერო იგივეს აჩვენებს

Posted by: sevastopol 10 Nov 2022, 19:46
Skelton
პირდაპირ 101001000-ზე გადარიცხე რამდენიც გამოდის ორივესი ზუსტად და ვსო...

Posted by: sonyrock 11 Nov 2022, 11:57
QUOTE
5) რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნივთის ღირებულება აღემატება 300 ლარს და განგებ ჩავწერთ სხვა თანხას განბაჟების თავიდან აცილების მიზნით?

შემცირებული თანხის 40%-ს იხდით პირველ ჯერზე.
თუ, რა თქმა უნდა, 3000 ლარზე მეტი არა ღირს ნივთი

თუ 3000-ლარზე მეტია რეალური ღირებულება სხვანაირად აჯარიმებენ ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: SACHKHERE 18 Nov 2022, 16:27
გამატჯობათ, ალიექსპრესიდან მინდა ნივთის გამოწერა რომელიც ღირს 309 ლარი და მოუწევს განბაჟება თუ გამოძვრება? ალიექსპრესიდან გამოწერილზე ხო დეკლარაცია არ ივსება და როგორ განისაზარვრება?

Posted by: tothetop 19 Nov 2022, 17:18
პროდუქციის შემოტანისას იმპორტის გადასახადი 12% ცალკეა და ამას კიდევ ემატება დღგ-ს 18% ?
ანუ მაგალითად უცხოეთში შევიძინე 5000 ლარის პროდუქცია, განბაჟებისთვის რა სახის გადასახადები მექნება გადასახდელი და რამდენი?

Posted by: sevastopol 20 Nov 2022, 01:16
tothetop
100 ლარი დეკლარაციის საფასური + 5000 ლარის 18%. და მარტო 5000-დან არ ითვლიან 18%-ს, ამატებენ ჩამოტანის საფასურს და იმის 18%-ს ითვლიან ერთიანად.

Posted by: narcoTOURIST 20 Nov 2022, 09:25
tothetop
QUOTE
პროდუქციის შემოტანისას იმპორტის გადასახადი 12% ცალკეა და ამას კიდევ ემატება დღგ-ს 18% ?

თუ უწევს რა თქმა უნდა ემატება, ოღონდ ყველაფერს არ ემატება იმპორტის გადასახადი.

ბიჟუტერიას და პლასტმასის ნაწარმს უეჭველი ემატება იმპორტის გადასახადი, კიდე კებელებს ემატება იმპორტის გადასახადი.

ეს რაც მე ვიცი, დანარჩენი გაარკვიე საგადასახადოში ან საბაჟოზე.

ეს არის პლასტმასის ბოთლის და ტანსაცმლის დეკუმენტაცია, ტანსაცმელზე არ არის იმპორტის გადასახადი.

user posted image

ეს კი ბიჟუტერიის

user posted image

Posted by: tothetop 20 Nov 2022, 14:08
sevastopol
narcoTOURIST
QUOTE
100 ლარი დეკლარაციის საფასური + 5000 ლარის 18%. და მარტო 5000-დან არ ითვლიან 18%-ს, ამატებენ ჩამოტანის საფასურს და იმის 18%-ს ითვლიან ერთიანად.

ვთქვათ პროდუქცის ღირებულება არის 5000 ლარი და ტრანსპორტირება ჯდება 2000 ლარი, მაშინ გადასახდელი იქნება:
1) დეკლარაცის საფასური 100 ლარი
2) იმპორტის გასახადი 5000-ის 12% ანუ 900 ლარი
3) დღგ 18%, რომელიც ანგარიშდება შემდეგნაირად: 5000 + 900 + 2000= 7900 და ამ 7900-ის 18 % ანუ 1422.
ანუ განბაჟებისთვის მთლიანობაში გადასახდელი მექნება 2422 ?

Posted by: sevastopol 20 Nov 2022, 15:13
tothetop
ასე იმპორტის გადასახადი რომ ეკუთვნოდეს დამატებით მასეთი ნივთი არ გამომიწერია და ვერ გეტყვი.

სჯობს დარეკო შემოსავლებში და გეტყვიან დეტალუად ან ლაივ ჩათში მიწერე იქაც გიპასუხებენ.

Posted by: natia_natia9 21 Nov 2022, 10:46
გამარჯობა. იბეიდან მაქვს გამოწერილი 2 ტელეფონი, სხვადასხვა სელერისგან. მოყვება ერთ რეისს. თითოს ფასია 900$. ცალ-ცალკე უნდა ავტვირთო 20-20 ლარიანი ქვითარი თუ 100 ლარიანი უნდა ავტვირთო, რაკი ჯამში 3000 ლარს ცდება?

Posted by: _kutaiseli_ 21 Nov 2022, 11:37
natia_natia9
QUOTE
გამარჯობა. იბეიდან მაქვს გამოწერილი 2 ტელეფონი, სხვადასხვა სელერისგან. მოყვება ერთ რეისს. თითოს ფასია 900$. ცალ-ცალკე უნდა ავტვირთო 20-20 ლარიანი ქვითარი თუ 100 ლარიანი უნდა ავტვირთო, რაკი ჯამში 3000 ლარს ცდება?

ერთ რეისზე თუა, ანუ 1800 დოლარისაა და 100 ლარიანი ქვითარი დაჭირდება, რადგანაც 3000 ლარს ცდება

Posted by: natia_natia9 21 Nov 2022, 11:54
_kutaiseli_
_kutaiseli_
მადლობა, მეგობარო.

Posted by: sonyrock 22 Nov 2022, 13:40
დეკლარაციის 100 ლარს ნივთვის ჩამოსვლამდე იხდით, თუ გამოტანის შემდეგ ?

სად უნდა გადავიხადო ?

Posted by: sevastopol 22 Nov 2022, 14:39
sonyrock
მანამდე იხდი. სახაზინო კოდია 707017021

Posted by: Firework 25 Nov 2022, 14:52
ამას განმაბაჟებინებენ? https://a.co/d/9BzE4Rk
givi.gif givi.gif

Posted by: programmer1997 26 Nov 2022, 13:09
სალამი მეგობრებო

შევიძინე ტელეფონი traid in გავაკეთე მინდა გავაგზავნო ძველი ამერიკაში რომელი კომაპანია აგზავნის ხომ ვერმიმვასწავლით?

მადლობა

Posted by: Firework 26 Nov 2022, 13:18
programmer1997
ბარამი და საქართველოს ფოსტა მირჩიეს მაგრამ ფასებს რომ გადავხდე არ მიღირდა

Posted by: programmer1997 26 Nov 2022, 13:29
რამდენი მოგთხოვეს რა ფასები აქვთ ?

Posted by: Firework 26 Nov 2022, 15:03
programmer1997
კალკულატორი აქვთ საიტზე

Posted by: tornikeeeee 26 Nov 2022, 15:22
მიმდინარეობს საბაჟო პროცედურები, პროცესი საშუალოდ 2-4 დღეს მოითხოვს. გთხოვთ დაელოდოთ შეტყობინებას ელ-ფოსტაზე.

უკვე რამდენიმე დღეა ამას მიწერს და რა ჯობია ახლა მივწერო და ვკითხო რაშია საქმე თუ ორშაბათამდე დაველოდო, დეკლარაციის თანხა გადამხდილი მაქვს

Posted by: sabasaba24 26 Nov 2022, 15:39
tornikeeeee
სამუშაო დღე ეწერება უსა-ზე თუა საუბარი. ერთ კვირას უეჭველი მოანდომებენ თუ ყველაფერი გადახდილი და ატვირთული გაქვს

Posted by: tornikeeeee 26 Nov 2022, 16:06
sabasaba24
უსა არის, რაც მომთხოვეს ყველაფერი მაქვს ატვირთული

ორშაბათისთვის არის რაიმე შანსი მორჩნენ ამ ყველაფერს ?

Posted by: sabasaba24 26 Nov 2022, 16:46
tornikeeeee
შაბათ კვირა უქმეა , არ მგონია მოასწრონ

Posted by: sonyrock 26 Nov 2022, 22:24
sonyrock
მადლობა

old.rs.ge-ზე ამანათის თრექინგი მივუთითე da ბარათით გადავიხადე განბაჟების, მაგრამ ისევ მიჩვენებს თანხას თრექინგს რომ ვწერ
დრო უნდა უბრალოდ, თუ სულ მასე უნდა იყოს? biggrin.gif

Posted by: Lasha244 27 Nov 2022, 14:43
sonyrock

QUOTE
old.rs.ge-ზე ამანათის თრექინგი მივუთითე da ბარათით გადავიხადე განბაჟების, მაგრამ ისევ მიჩვენებს თანხას თრექინგს რომ ვწერ
დრო უნდა უბრალოდ, თუ სულ მასე უნდა იყოს?

დრო უნდა, შეიძლება 2 კვირა გავიდეს და მაინც მასე ეწეროს. მთავარია რომ გადაიხადე და დანარჩენს თვითონ მოუვლიან.

Posted by: berghof 27 Nov 2022, 20:03
გამარჯობა, თანხა ზემდეტი მქონია ჩარიცხული როგორც ჩანს ხაზინაში, პარასკევს შევიტანე რაც წერია გადასახდელი 178.35, ბლოკირებულებში აღარაა ინტერნეტ ბანკში თანხა მაგრამ აქ მაინც მიჩვენებს გადასახდელს, ნორმალურია?

Posted by: Rene Adler 27 Nov 2022, 23:23
გერმანიიდან ვიყიდე ნივთი რომელიც მისამართზე გაგზავნით ღირდა 106€, ანუ შიპინგის გარეშე 100€, ამ 106€ დავუმატოთ პეიპალის ტაქსი და მოკლედ ჯამში გადავიხადე 110€. რამენაირად დავამტკიცებ რო ნივთის რეალური ღირებულება 100€-ა, თუ არ ამცდება განბაჟება? გამყიდველს ვერაფერს მოვთხოვ, ჩვეულებრივ სახლიდან გაყიდა მეორადი ნივთი და პეიპალიდან მაქვს პირდაპირ 110€ გადარიცხვის ინვოისი. გამყიდველთან პირადში მინაწერ მონაწერი გამოდგება მტკიცებულებად?? მადლობა წინასწარ

Posted by: Lasha244 28 Nov 2022, 10:02
Rene Adler

სამწუხაროდ ინვოისი აღარ იცვლება. ნივთის ფასი + შიპინგი ითვლება ჩვეულებრივად....

Posted by: Rene Adler 28 Nov 2022, 12:27
Lasha244
მადლობა. ერთსაც ვიკითხავ: ამ 20 ლარს წინასწარ ვიხდი? წამოსულია უკვე რეისი, თუ რო ჩამოვა მერე. ინექსით მაქვს გამოწერილი. პირველად მიწევს განბაჟება, წინა გვერდებს კი გადავხედე, მაგრამ ნორმალურად ვერ გავიგე

Posted by: sabasaba24 28 Nov 2022, 12:57
Rene Adler
ჯობია წინასწარ გადაიხადო დეკლარაციის მომზადებისას რომ არ შეფერხდე

Posted by: Lasha244 28 Nov 2022, 13:34
Rene Adler

QUOTE
მადლობა. ერთსაც ვიკითხავ: ამ 20 ლარს წინასწარ ვიხდი? წამოსულია უკვე რეისი, თუ რო ჩამოვა მერე. ინექსით მაქვს გამოწერილი. პირველად მიწევს განბაჟება, წინა გვერდებს კი გადავხედე, მაგრამ ნორმალურად ვერ გავიგე

კი,თუ წამოსულია გადაიხადე უკვე.

Posted by: PAINKILLER 28 Nov 2022, 14:02
QUOTE (sabasaba24 @ 28 Nov 2022, 12:57 )
Rene Adler
ჯობია წინასწარ გადაიხადო დეკლარაციის მომზადებისას რომ არ შეფერხდე

არაფერი წინასწარ გადახდა არ უნდა, რომ ჩამოვა საბაჟოზე მერე შეუძლია გადაიხადოს

ეგ კი არა, თუ დღევანდელი კურსით განბაჟება უწევს, შეუძლია რომ დეკლარაცია არ გააკეთებინოს საბაჟოზე შემოსვლიდან 30 დღის განმავლობაში, შეიძლება კურსი ისე დაეცეს რომ 300 ლარზე ქვემოთ ჩამოვიდეს ნივთის ღირებულება და იმ დღეს თუ გააკეთებს დეკლარაციას საბაჟოს ასცდება და ნულოვანით გაუტარებენ, მაგ შემთხვევაში 20 ლარის გადახდაც არ სჭირდება, სრულიად გათავისუფლდება ნებისმიერი გადასახადისგან

QUOTE
გერმანიიდან ვიყიდე ნივთი რომელიც მისამართზე გაგზავნით ღირდა 106€, ანუ შიპინგის გარეშე 100€, ამ 106€ დავუმატოთ პეიპალის ტაქსი და მოკლედ ჯამში გადავიხადე 110€. რამენაირად დავამტკიცებ რო ნივთის რეალური ღირებულება 100€-ა, თუ არ ამცდება განბაჟება? გამყიდველს ვერაფერს მოვთხოვ, ჩვეულებრივ სახლიდან გაყიდა მეორადი ნივთი და პეიპალიდან მაქვს პირდაპირ 110€ გადარიცხვის ინვოისი. გამყიდველთან პირადში მინაწერ მონაწერი გამოდგება მტკიცებულებად?? მადლობა წინასწარ

Rene Adler

პეიპალის ინვოისშიც არ ჩანს შიფინგი რამდენია? ან ეგ პეიპალის ტაქსი ამანათის ღირებულებასთან რა შუაშია? ეგ არის პეიპალის მომსახურების გადასახადი და ნივთის ღირებულება მაგასთან არანაირი კავშირში არ არის

* * *
QUOTE (berghof @ 27 Nov 2022, 20:03 )
გამარჯობა, თანხა ზემდეტი მქონია ჩარიცხული როგორც ჩანს ხაზინაში, პარასკევს შევიტანე რაც წერია გადასახდელი 178.35, ბლოკირებულებში აღარაა ინტერნეტ ბანკში თანხა მაგრამ აქ მაინც მიჩვენებს გადასახდელს, ნორმალურია?

შაბათ-კვირას ხაზინა არ მუშაობს, არც ბანკთაშორისი გადარიცხვები არ ხდება, შესაბამისად ვერც აისახებოდა შენი ჩარიცხვა smile.gif

Posted by: david1990 29 Nov 2022, 11:43
საბოლოოდ რამდენი მექნება გადასახდელი?
საბაჟოს 18% + 20 ლარი + დოკუმენტაციის მომზადება 16 ლარი(უსა2-ზე) + ტრანსპორტირების + 2% უსა2-ის დაზღვევის ?
* * *
საბაჟოს 18% + 20 ლარი ამ სახაზინო კოდზე უნდა გადავიხადო? 101001000
ან აქედან ხომ? https://www.rs.ge/ePayments?cat=3&tab=1
მთლიანად გამოჩნდება ხომ დავალიანება 18% +20 ლარი? თუ ცალცალკე უნდა გადავიხადო?

Posted by: sevastopol 29 Nov 2022, 14:53
david1990
20 ლარს მანამდე იხდი რომ ჩამოვა 707017021 კოდზე.

Posted by: david1990 29 Nov 2022, 19:28
sevastopol
როგორც მივხვდი, რომ ჩამოვა ამანათი, პირველ რიგში ვიხდი ტრანსპორტირების ინვოისს(1.წონის თანხას, 2.დამატებითი უსაფრთხოების სერვისის საფასურს და 3.საბაჟო დოკუმენტაციის მომზადების თანხას)
საბაჟო დოკუმენტაციას რომ მოამზადებს უსა2, მერე მომწერს, რომ 20 ლარია გადასახდელი 707017021-ზე და გადახდის შემდეგ ამანათსაც გავიტან.
18%-ს კი 1 თვის ვადაში გადავიხდი 101001000-ზე.

Posted by: PAINKILLER 30 Nov 2022, 14:22
QUOTE
საბაჟო დოკუმენტაციას რომ მოამზადებს უსა2, მერე მომწერს, რომ 20 ლარია გადასახდელი 707017021-ზე და გადახდის შემდეგ ამანათსაც გავიტან.

david1990

სანამ 20 ლარიანს არ გადაიხდი, საბაჟო დეკლარაციას არ გაამზადებენ, ანუ ჯერ 20 ლარიანი უნდა გადაიხადო 707017021 კოდზე

QUOTE
18%-ს კი 1 თვის ვადაში გადავიხდი 101001000-ზე.

კი, მასეა

უფრო მეტიც, შეგიძლია უკვე ჩამოსულ ამანათზე დეკლარაცია გააკეთებინო 30 დღის ვადაში, თუ 300 ლარის მიდამოებშია ამანათის ფასი, მაგ 1 თვეში შეიძლება კურსი ისე დავარდეს რომ განბაჟება არც შეეხოს

და ეგ 20 ლარიც არ გექნება გადასახდელი wink.gif

თუ უეჭველი გასაბაჟებელია, ანუ 300 ლარს ბევრად აჭარბებს, მაშინ სჯობია ეგ 20 ლარიანი წინასწარ გადაიხადო, როგორც კი საბაჟოზე შემოვა ამანათი (იქამდე აზრი არა აქვს, იქნებ დაიკარგა ან რაღაც სხვა პრობლემაა)

Posted by: david1990 30 Nov 2022, 15:53
PAINKILLER
კი, ბევრად ცდება 300 ლარს.
გასაგებია, ე.ი. ზოგადად 30 დღე შეიძლება არ გადავიხადო 20 ლარი, მაგრამ დეკლარაციას არ დაამზადებენ და ამანათის მიღებაც გაიწელება...
საიდან გავიგებ, საბაჟოზე რომ შემოვა? უსა2-ის აქაუნთში "ჩამოსული" სტატუსი რომ ექნება?

ეს მომწერა უსა2-მა:
ტრანსპორტირების ინვოისი მოიცავს, წონის თანხას, დამატებითი უსაფრთხოების სერვისის საფასურს და საბაჟო დოკუმენტაციის მომზადების თანხას.

საბაჟო დოკუმენტაციის დამზადების შემდეგ მიიღებთ ზუსტ ინვოისს და გადახდის შემდეგ შეგეძლებათ ამანათის გატანა.

დღგ-ს თანხას იხდით დეკლარაციაში მითითებულ ვადამდე.
განსაბაჟებელი ამანათის დღგ ანგარიშდება: თვითღირებულების, ტრანსპორტირების თანხის და შიდა shipping-ის საფასურის ჯამის 18%-ით.
საბაჟო დოკუმენტაციის დამზადების შემდეგ მიიღებთ ზუსტ ინვოისს და გადახდის შემდეგ შეგეძლებათ ამანათის გატანა.

Posted by: დუჩა 1 Dec 2022, 19:45
ერთი ჩაინიკური კითხვა მაქვს,
იბეიდან რო გამოვიწერო ჩემი ექაუნთით, სხვის სახელზე რეგისტრირებული გადამზიდის ექაუნთზე.
გადამზიდზე ვინცაა რეგისტრირებული ის ამბაჟებს ხო?

Posted by: sevastopol 1 Dec 2022, 20:25
დუჩა
კი, რა თქმა უნდა...

Posted by: დუჩა 1 Dec 2022, 23:28
QUOTE (sevastopol @ 1 Dec 2022, 20:25 )
დუჩა
კი, რა თქმა უნდა...

up.gif
alk.gif

00000990000000

Posted by: gfs001 3 Dec 2022, 14:29
მოგესალმებით, ვინც ერკვევით რჩევა მინდა.
ebay-ზე ნაყიდი მაქვს მეორადი მობილური 200$ რომელსაც არ მოყვება ინვოისი, მეორე ექაუნთიდან იგივე მოდელი ვიზუალურად ანალოგიური მდგომარეობის მეორე მობილურიც მაქვს ნაყიდი 100$-ად რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო სელერი ვერ მიგზავნის და თანხა უკან უნდა დამიბრუნოს თუმცა სანამ თანხას დამიბრუნებს შევთავაზე რომ არ იჩქაროს შეკვეთის გაუქმება რადგან ინვოისის გამოყენება მინდა. მაინტერესებს დეკლარაციისთვის რომ 100$-იანი ინვოისი გამოვიყენო რამდენად სარისკოა? როგორც ვფიქრობ item number არ ეწერება ამანათზე თუმცა tracking ან სელერის დასახელება შეიძლება არ დაემთხვეს ეტიკეტზე.

Posted by: sevastopol 3 Dec 2022, 15:23
gfs001
რომ გააჩერონ და ანგარიშის გახსნა რომ მოგთხოვონ მერე ნახავენ იქ თრექინგსაც სწორედ...

მთავარია თრექინგი ემთხვეოდეს და დალშე კიდიათ.

Posted by: gfs001 3 Dec 2022, 18:21
QUOTE (sevastopol @ 3 Dec 2022, 15:23 )
gfs001
რომ გააჩერონ და ანგარიშის გახსნა რომ მოგთხოვონ მერე ნახავენ იქ თრექინგსაც სწორედ...

მთავარია თრექინგი ემთხვეოდეს და დალშე კიდიათ.

თრექინგის ჩასწორება მგონი სელერს შეუძლია უნდა მივწერო, ანუ თრექინგი თუ დაემთხვა სხვა დეტალები არ იქნება პრობლემა

Posted by: sevastopol 3 Dec 2022, 22:40
gfs001
იბეის ინვოისში თრექინგი არ ჩანს. მეილზე რომ გიგზავნიან დაიშიფაო მანდ ჩანს თრექინგი მარტო.

Posted by: david1990 5 Dec 2022, 11:15
sevastopol
ამაზონის ინვოისშიც არ ჩანს თრექინგი და უსა2-ზე, ხო ეგ უნდა ავტვირთო განსაბაჟებელ ამანათზე? ეგ და პირადობის ორივე მხარე ავტვირთე.
300 ლარზე ნაკლები რაცაა, იმაზე არაფრის ატვირთვა არ უნდა ხო?

Posted by: Lasha244 5 Dec 2022, 11:50
david1990

QUOTE
ამაზონის ინვოისშიც არ ჩანს თრექინგი და უსა2-ზე, ხო ეგ უნდა ავტვირთო განსაბაჟებელ ამანათზე? ეგ და პირადობის ორივე მხარე ავტვირთე.

კი,მასეა ზუსტად.

QUOTE
300 ლარზე ნაკლები რაცაა, იმაზე არაფრის ატვირთვა არ უნდა ხო?

300 ლარზე ნაკლები რაც არის,იმაზე არაფრის ატვირთვა არ გჭირდება ცხადია.

Posted by: badzudzu 5 Dec 2022, 21:38
გამარჯობა,

სახაზინო კოდზე ჩარიცხე 20 ლარიო და ეხლა არასამუშაო საათებია და იქნებ თქვენ მითხრათ

რს.გე -ს გვერდიდან იხდი როგორ მოვიძიე
https://www.rs.ge/ePayments?cat=3&tab=1

მაგრამ როცა თრექინგ კოდს ვწერ "გზავნილი არ მოიძებნა!" და უნდა დაველოდო სანამ მოძებნის თუ?

Posted by: Gogla1990 5 Dec 2022, 21:40
badzudzu
QUOTE
"გზავნილი არ მოიძებნა!" და უნდა დაველოდო სანამ მოძებნის თუ?

დეკლარირება გააკეთა გადამზიდავმა?

Posted by: badzudzu 5 Dec 2022, 21:53
QUOTE (Gogla1990 @ 5 Dec 2022, 21:40 )
badzudzu
QUOTE
"გზავნილი არ მოიძებნა!" და უნდა დაველოდო სანამ მოძებნის თუ?

დეკლარირება გააკეთა გადამზიდავმა?

ჯერ ტვირთი აეროპორტშიაოო,
და
"საბაჟო მოსაკრებელი 20 ლარი ჩარიცხეთ 707017021 სახაზინო კოდზე და ქვიტარი ატვირთეო", ასეთი სმს მაქვს მეტი ინფო არ მაქვს

ინტ. ბანკითაც ეხლა ვნახე და შეიძLება გადარიცხვა, მაგრამ ან დანიშნულებაში ხომ არ უნდა მივუთითო თრქინგი, თუ დაველოდო სანამა რს,ჯე ზე მოიძებნება?

Posted by: Gogla1990 5 Dec 2022, 22:05
badzudzu
QUOTE
ჯერ ტვირთი აეროპორტშიაო

დაელოდე გააკეთონ დეკლარირება, გამოიტანე ამანათი და განბაჟების გადახდას მერეც შესძლებ, 30 დღე გაქვს ვადა

Posted by: badzudzu 5 Dec 2022, 22:09
20 ლარიანი მოსაკრებელია, რომელიც დეკლარაციათან ერთად უნდა გადაიხადო, ესე მივხვდი:

"საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ სახაზინო კოდზე: 707017021
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გზავნილის დეკლარაციის პროცესის დასრულებისთვის, სავალდებულოა მიმღებმა პირმა (მიუხედავად იმისა ფიზიკური თუ იურიდიული პირია ის), საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოადგინოს წინასწარ. "

განბაჟების თანხა მერეაა

Posted by: LedZepp 5 Dec 2022, 23:20
გამარჯობა, ამანათების ასახვაზე ამერიკის საწყობში სტანდარტულზე დიდი დრო ჭირდება თქვენთანაც ეს დღეები?

Posted by: Gogla1990 5 Dec 2022, 23:31
LedZepp

გადაიკითხე 1-2 გვერდი და მიხვდები biggrin.gif

https://forum.ge/?f=5&showtopic=35250415

Posted by: Ras_al_Ghul 6 Dec 2022, 10:29
სასტავ, მოკლედ მაინტერესებს თურქეთიდან რაიმე გამარტივებულია ან ლიმიტია გაზრდილი განბაჟების? givi.gif

დავუშვათ ამანათებია ჩამოსული, რომლის საერთო ღირებულება მეტია 300 ლარზე, მაგრამ ტრანსპორტირების თანხა გადახდილია და გამოიტანა ჩვეულებრივ ოფისიდან ეს ამანათები. ამ შემთხვევაში რა ხდება? givi.gif

Posted by: narcoTOURIST 6 Dec 2022, 10:59
Ras_al_Ghul
QUOTE
დავუშვათ ამანათებია ჩამოსული, რომლის საერთო ღირებულება მეტია 300 ლარზე

ერთი საიტიდან არის ყველა ამანათი და ერთი რეისით ჩამოვიდა?

QUOTE
გამოიტანა ჩვეულებრივ ოფისიდან ეს ამანათები. ამ შემთხვევაში რა ხდება?

პოსლეზე არ მუშაობენ კომპანიები და მაინც შეამოწმოს RS.ge-ზე არ ქონდეს დღგ გადასახდელი

Posted by: david1990 6 Dec 2022, 15:25
Lasha244
მადლობა. რამდენიმე წლის წინ კი გამომიწერია, მაგრამ დამავიწყდა, როგორ ვაკეთებდი biggrin.gif

ინტერნეტ ბანკით 20 ლარის გადახდისას, 707017021 - ამ სახაზინო კოდზე, დანიშნულებაში თრექინგი უნდა ჩაიწეროს?

Posted by: Ras_al_Ghul 6 Dec 2022, 15:28
narcoTOURIST
QUOTE
ერთი საიტიდან არის ყველა ამანათი და ერთი რეისით ჩამოვიდა?

კი ტრენდიოლიდან, ტანსაცმლები.

რავი განბაჟების გარეშე როგორ გამოატანდნენ givi.gif ჩემი ნივთი რო იყოს, არაგანსაბაჟებელსაც კი შემიმოწმებენ lol.gif

Posted by: sevastopol 6 Dec 2022, 16:04
david1990
კი უნდა ჩაწერო თრექინგიც

Posted by: PAINKILLER 6 Dec 2022, 17:28
QUOTE (badzudzu @ 5 Dec 2022, 21:53 )
QUOTE (Gogla1990 @ 5 Dec 2022, 21:40 )
badzudzu
QUOTE
"გზავნილი არ მოიძებნა!" და უნდა დაველოდო სანამ მოძებნის თუ?

დეკლარირება გააკეთა გადამზიდავმა?

ჯერ ტვირთი აეროპორტშიაოო,
და
"საბაჟო მოსაკრებელი 20 ლარი ჩარიცხეთ 707017021 სახაზინო კოდზე და ქვიტარი ატვირთეო", ასეთი სმს მაქვს მეტი ინფო არ მაქვს

ინტ. ბანკითაც ეხლა ვნახე და შეიძLება გადარიცხვა, მაგრამ ან დანიშნულებაში ხომ არ უნდა მივუთითო თრქინგი, თუ დაველოდო სანამა რს,ჯე ზე მოიძებნება?

არასამუშაო საათებში არ ჩაირიცხება, მაგრამ გადახდის ქვითარი შეგიძლია გადაუგზავნო გადამზიდის დეკლარანტს და მეორე დღეს გაგიკეთებს დეკლარაციას

ან დილითვე ჩარიცხე და მაშინვე აისახება და ნახავენ დეკლარანტებიც, მაგ შემთხვევაში ქვითარი არც უნდა დაგჭირდეს

დანიშნულებაში უნდა მიუთითო ტრეკინგი რა თქმა უნდა

პრინციპში უკვე მეორე დღეა და უკვე გამოტანილიც უნდა გქონდეს ამანათი biggrin.gif

Posted by: david1990 6 Dec 2022, 17:29
sevastopol
მადლობა, 2-3 დღეში კი უნდა ჩამოვიდეს და მაგ დროისთვის გადავიხდი.

Posted by: MKBHD 6 Dec 2022, 18:05
1 რეისით რო ჩამოვიდეს 2-3 თრექინგი და ჯამში 300 ზე მეტი ლარის იყოს შეიძლება რო განბაჟება მომთხოვონ? ცალ-ცალკეა ნივთებია სხვადასხვა თრექინგებით, დაიგვიანა ყველამ და შეიძლება ერთი რეისით გამოუშვას ამანათმა

Posted by: Rene Adler 6 Dec 2022, 18:21
MKBHD
როგორც წესებში უწერიათ ერთი საიტიდან არ უნდა იყოს გამოწერილი 300 ლარზე მეტი ღირებულების ნივთები ერთ რეისზე.

Posted by: david1990 7 Dec 2022, 14:24
უსა2-ში რომ შევედი პირადობის ორივე მხარის ფოტოები ატვირთვა მომთხოვა....
ამანათის ქვევით კი ეს წერია:
მიმდინარეობს საბაჟო პროცედურები, პროცესი საშუალოდ 2-4 დღეს მოითხოვს. გთხოვთ დაელოდოთ შეტყობინებას ელ-ფოსტაზე. ხოდა თვითონ მომწერენ რომ 20 ლარია გადასახდელი თუ უკვე უნდა გადავიხადო?

Posted by: Lasha244 7 Dec 2022, 14:33
david1990

QUOTE
უსა2-ში რომ შევედი პირადობის ორივე მხარის ფოტოები ატვირთვა მომთხოვა....
ამანათის ქვევით კი ეს წერია:
მიმდინარეობს საბაჟო პროცედურები, პროცესი საშუალოდ 2-4 დღეს მოითხოვს. გთხოვთ დაელოდოთ შეტყობინებას ელ-ფოსტაზე. ხოდა თვითონ მომწერენ რომ 20 ლარია გადასახდელი თუ უკვე უნდა გადავიხადო?

გადაიხადე ახლავე ის 20 ლარი და პირადობის ფოტოებიც ატვირთე,თორემ გაგეწელება უფრო პროცესი.

Posted by: david1990 7 Dec 2022, 15:50
Lasha244
გადავიხადე და ეს ქვითარი უნდა გავუგზავნო თუ რა გავაკეთო?
* * *
უსა2-მა მომწერა, რომ ინფორმაციის განახლებას დაელოდეო ექაუნთში....

Posted by: Datvex7 14 Dec 2022, 16:52
სალამი,14ში ჩამოვიდა ამანათი საქართველოში,სავარაუდოდ ხვალიდან იქნება გატანა შესაძლებელი,ეს 20 ლარი რომ გადავიხადო მითითებულ კოდზე მხოლოდ თრექინგ კოდი მივუთითო დანიშნულებაში? სმს არ მომსვლია რო გადავიხადო უბრალოდ მიჩვენებს რომ განსაბაჟებელია

Posted by: sevastopol 16 Dec 2022, 00:01
Datvex7
კი, ეგრე უნდა ქნა და ეგ სქრინი მერე შენ გადამზიდს ჩაუგდო.

Posted by: Gogla1990 16 Dec 2022, 23:43
გამარჯობა

ვიყიდე ნივთი (2 წყვილი) რომლის ღირებულებაა 220$
გადის რამოდენიმე დღე და სელერი მწერს, რომ შეცდომით 2 ცალის მაგივრად გამომიგზავნა 1 ცალი, იხდის ბოდიშს და თანხის ნახევარს აბრუნებს (აღარ მქონია სტოკში და ვერ გამოგიგზავნიო)

ეხლა ისმის კითხვა, ღირს დეკლარირების ჩასწორება 110 დოლარად თუ არ ავიტკივო ზედმეტად აუტკივარი თავი და გადავიხადო 220-ს განბაჟება?
თან ამ კურსზე 110 დოლარზე არც მიწევს განბაჟება და კაი 100-120 ლარის გაჩუქება არ მიწევს rolleyes.gif

Posted by: david_888 16 Dec 2022, 23:47
Gogla1990
ჩაასწორე კაცო, რო დაგირეფანდებს ნახევარს ეგ ორდერში აისახება ასე რომ თუ მოგთხოვენ ანახებ

Posted by: Gogla1990 16 Dec 2022, 23:49
david_888

მოითხოვენ უეჭველი და საბაჟოზე სირბილი არ მინდა, წინაზეც ამთხარეს ნერვებზე და არ მინდა წელს მაინც ეგენი კიდევ ვნახო lol.gif

Posted by: narcoTOURIST 16 Dec 2022, 23:49
Gogla1990
არარსებული ნივთის განბაჟება არ შეიძლება!

მე ჩავასწორებდი

მიწერე სელერს ჩაგისწოროს ინვოისი და აუტვირთე ჩასწორებული

Posted by: Gogla1990 16 Dec 2022, 23:57
narcoTOURIST
დავრეკავ ორშაბათს შემოსავლებშიც და გადამზიდავთანაც, ვნახოთ რას იტყვიან yes.gif

Posted by: david_888 16 Dec 2022, 23:59
Gogla1990
QUOTE
მოითხოვენ უეჭველი და საბაჟოზე სირბილი არ მინდა, წინაზეც ამთხარეს ნერვებზე და არ მინდა წელს მაინც ეგენი კიდევ ვნახო

რავიცი მე როდესაც დამირეფანდეს ხომე ნაწილი ეგრევე აისახა ხოლმე ორდერში

Posted by: Gogla1990 17 Dec 2022, 00:00
david_888
ხო, Order total $110.00 ბოლოში ასეა ჩემთანაც

Posted by: narcoTOURIST 17 Dec 2022, 00:03
Gogla1990
QUOTE
ხო, Order total $110.00 ბოლოში ასეა ჩემთანაც

აბა მაშინ რა პრობლემაა?

რომელი კომპანიაა? ვერ ადეკლარირებ შენით?

Posted by: Gogla1990 17 Dec 2022, 00:08
narcoTOURIST
QUOTE
რომელი კომპანიაა? ვერ ადეკლარირებ შენით?

usshop, გამოგზავნილებშია უკვე და მე ვეღარ ჩავასწორებ
დავურეკავ ხვალ და ჩავასწორებინებ, არც ეგ უნდა იყოს პრობლემა

Posted by: MKBHD 21 Dec 2022, 16:19
2 განსაბაჟებელი ნივთი უნდა ჩამომივიდეს და ეს 20-20 ლარი ჩამოსვლამდე რო გადავიხადო rs-ზე რამე პრობლემა ხო არ იქნება? გადახდისას უწერიათ რო
QUOTE
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული სერვისით თქვენს მიერ გადარიცხული თანხის სახაზინო ანგარიშზე ასახვა შეიძლება მოხდეს 2 სამუშაო დღის დაგვიანებით.

ისედაც აგვიანებს ჩამოსვლას და არ მინდა კიდე გაიწელოს გამოტანა
და მონიშნული კოდის მაგივრად უნდა ჩავწერო 707017021 ხო?
user posted image

Posted by: sevastopol 21 Dec 2022, 16:32
MKBHD
კი, 707017021-ზე უნდა ჩარიცხო 20 ლარი და თრექინგი ჩაუწერო.

მარა ჯობია პირდაპირ ბანკის აპლიკაციიდან გადარიცხო რომ მერე პდფ-იც ამოპრინტო და გადამზიდს ჩაუგდო.

Posted by: MKBHD 21 Dec 2022, 16:44
sevastopol
მობაილ ბანკში გადახდებში ვეძებდი წეღან არ მახსოვდა ბიუჯედში ადარიცხვას რო ცალკე გრაფა ქონდა,

დღესვე არ ვაპირებ გადახდას (ჯერ არც გამოგზავნილა ამერიკიდან) მარა ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე რო გადავიხადო პროსტა გავუგზავნი ამონაწერს გადამზიდს და ეგაა ხო? ნივთის საბაჟოზე შემოსვლამდე გადახდილი რო იქნება მერე მტკიცება არ დამჭირდეს რისია და სად წავიდა მაგიტო ვიკითხე იდეაში

Posted by: sevastopol 21 Dec 2022, 16:49
MKBHD
სანამ ჩამოვა მანამდე ვრიცხავ ხოლმე მე და მერე ქვითარის პდფ-ს ვუგზავნი ხოლმე.

შენზეა დამოკიდებული როდის გადაიხდი მარა სანამ არ გადაიხდი მაგას და პდფ-ს არ გაუგზავნი იქამდე დეკლარაციას არ დაგიბეჭდავენ.

Posted by: MKBHD 21 Dec 2022, 16:55
sevastopol
ხო ეგრე ვიზავ რო უაზროდ არ გაიწელოს კიდე გამოტანა, მადლობა

Posted by: Vladimer1994 23 Dec 2022, 14:15
PAINKILLER
გაუმარჯოს ამ ბოზურ წილს რომ ვრიცხავთ ( 20 ლარზეა საუბარი ) რს ზე სად იმალება ? :დ
მაგალითად 101001000 ზე რომ რიცხავ რს აცც ზე ხომ ხედავ ბალანსზე რომ გიჯდება ეს 20 ლარი სად ჯდება biggrin.gif ან ვის ჯიბეში?

Posted by: narcoTOURIST 23 Dec 2022, 14:23
Vladimer1994
QUOTE
ვის ჯიბეში?

ღარიბას ჯიბეში ან მისი შვილის ამერიკული სასწავლებლის ანგარიშზე love.gif

Posted by: Vladimer1994 23 Dec 2022, 14:27
narcoTOURIST
ვაა მე მეგონა კაკავას ჯიბეში მიდიოდა biggrin.gif შემოსავლების უფროსის
* * *
temo_777
https://eservices.rs.ge/app/BalanceOperations
ახალი ლინკი ვიშოვე smile.gif სადაც ისახება ის ბოზური წილი 20 ლარს რომ გადაიხდი biggrin.gif

Posted by: Firework 23 Dec 2022, 16:15
ეს წინასწარ შეტანა რაღაა, ისე მაინც გააკეთონ რომ ბოლოს ვიხდიდეთ მთლიანად facepalm.gif

Posted by: Lasha244 23 Dec 2022, 17:52
Firework

QUOTE
ეს წინასწარ შეტანა რაღაა, ისე მაინც გააკეთონ რომ ბოლოს ვიხდიდეთ მთლიანად

ესეაო წესიო,სხვანაირად ხელს არ მოვკიდებთ დეკლარაციასო boli.gif

Posted by: Evelini 24 Dec 2022, 01:18
QUOTE (temo_777 @ 31 Jul 2022, 01:02 )
მოკლედ გადავწყვიტე დეტალურად აღვწერო საბაჟო საკითხები. ერთი და იგივე კითხვის თავიდან აცილების მიზნით, შევეცდები წინასწარვე ერთ პოსტში ჩავატიო ყველა ის კითხვა, რაც აწუხებდათ წინა თემაში ყოველ გვერდზე მომხმარებლებს. იმედია, ამ პოსტის გადაკითხვა მაინც არ დაეზარებათ.
წინა თემების ლინკები:

https://forum.ge/?f=5&showtopic=34394902

https://forum.ge/?f=5&showtopic=34880268

https://forum.ge/?f=5&showtopic=35170393

ძირითადად ნივთი ექვემდებარება განბაჟებას:
თუ გზავნილის ღირებულება აღემატება 300 ლარს,
თუ 4-5 ან მეტი (ეს ცოტა სადავო საკითხია, ცოტა ქვევით დეტალურად გავშიფრავ) ერთნაირი ნივთი დევს გზავნილში ან გზავნილის წონა აღემატება 30 კგ-ს.

14/05/2022-დან განსაბაჟებელ ამანათებს დღგ-სთან ერთად ემატება გაფორმების საფასური.
300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე - 20 ლარი;
3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე - 100 ლარი;
10 000 ლარზე მეტი ღირებულების საფასურზე - 300 ლარი.
მაგ თანხას იხდით წინასწარ, მანამ სანამ გამოიტანთ ამანათს, ისე არ გამოგატანენ.

გარდა მაგისა საბაჟოს მხრიდან გამკაცრდა რეგულაციები.
ახალი საბაჟო რეგულაციის მიხედვით, შესაძლოა - განბაჟებას დაექვემდებაროს ნებისმიერი ღირებულებისა და სახეობის ამანათი, მათ შორის პირადი მოხმარების ნივთებიც, თუკი ჩამოტანილი ამანათების რაოდენობა წელიწადში 200 ერთეულს აღემატება.
თუმცა კანონმდებლობაში არაფერი შეცვლილა.ისევ ისეა როგორც ადრე იყო და არც არაფერია ნახსენები ამ 200 ერთეულზე. არაოფიციალურად ასე ვთქვათ გავრცელებულია "ჭორი". გამოდის რომ ისევ მომხმარებლის უფლებების დარღვევასთან გვაქვს საქმე. არა აქვთ მაგის უფლება, თუმცა აკეთებენ მაგას.
მე გირჩევთ რომ თუ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, გაასაჩივროთ შემოსავლების სამსახურში.

დავუბრუნდეთ ნივთების რაოდენობას.როგორც აღვნიშნე, ნივთების რაოდენობა ცოტა სადავო საკითხია. ძირითადად ასეა, უმრავლეს გადამზიდს ასე აქვს მითითებული3-4-5 ერთნაირი ნივთი, თუმცა კანონმდებლობაში არაფერი წერია ამ საკითხზე.შესაბამისად კანონის მიხედვით თუნდაც 5ერთნაირი ნივთი იყოს,თუ ეკონომიური საქმიანობისთვის არაა განკუთვნილი არავის ააქვს უფლება რომ დაბეგროს! ზოგ გადამზიდს 3-4 ნივთზეც უწერია, რომ ექვემდებარება განბაჟებას. შესაბამისად, ჩვენს გაუგებარ ქვეყანაში ვერ გაიგებ საბოლოოდ რაშია საქმე. ნივთს როგორც უნდათ, ისე გაატარებენ საბაჟოზე. შეიძლება 7 ერთნაირი ნივთი იყოს, მაგრამ არ განაბაჟონ,და განაბაჟონ 1 ცალი მხოლოდ.
მოკლედ, როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ, ხოლო რაც შეეხება კანონმდებლობას, აგერ:

"იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, აგრეთვე 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;
"

ახლა დეტალურად გავშიფროთ, რას ნიშნავს "თუ გზავნილის ღირებულება აღემატება 300 ლარს"?

ამ შემთხვევაში იგულისხმება ნივთის პროდუქციის თვითღირებულება ტრანსპორტირების და სხვა რაიმე თანხის გარეშე
მაგალითად: თუ ნივთი ღირდა 120$ + შიპინგი ქონდა 20$, შესაბამისად, ნივთს არ მოუწია განბაჟება, 1 Aug 2016 კურსის მიხედვით (2.3479). ახლა უკვე სხვა კურსია, და შესაბამისად დაითვლით მიმდინარე კურსის მიხედვით.შიპინგი არ ითვლება, გინდ 80$ იყოს მაინც. ნივთი დადეკლარირდება როგორც 120$ (და არა 140$)
და იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის სუფთა ღირებულება ცდება 300 ლარს, მაგას ზემოდან დაემატება + შიდა შიპინგი + წონის გადასახადი, ამ ყველაფერს +18% და დეკლალირების საფასური 5-12 ლარი. (ზოგ გადამზიდთან უფასოა) საქ. ფოსტაში როგორც მახსოვს 20 ლარია
ბაჟის გადახდა ხორციელდება დეკლარაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

ახლა კი პატარა კითხვა-პასუხი რაც ხშირად აინტერესებს ხოლმე იუზერებს

1) რომელი ბანკის კურსის მიხედვით ითვლება დღგ-ს (საბაჟო) გადასახადი და როდის ხდება დათვლა?

დათვლა ხდება ამანათის საბაჟოზე შემოსვლის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით.(უფრო სწორედ, როდესაც დაიბეჭდება დეკლარაცია ამანათის შემოსვლიდან)
https://nbg.gov.ge/monetary-policy/currency
მაგალითად, თუ ნივთის შეძენის დღეს კურსი იყო 2.3479 და ნივთი ღირდა 125$ ყველანაირი შიპინგების გარეშე, გავიდა 2 კვირა ჩამოვიდა ნივთი და კურსმა შეადგინა 2,5 მაგ შემთხვევაში გადაიხდით სახელმწიფო ბაჟს (18%) იმიტომ, რომ ნივთის ღირებულება გადაცდა 300 ლარს და საბაჟომ გაგიკეთათ სიურპრიზი givi.gif
თუმცა არის ერთი გამონაკლისი კიდევ:
დეკლარაციის მომზადება შეგიძლიათ ამანათის ჩამოსვლიდან 30 დღის განმავლობაში, სიტყვაზე იმისთვის თუ ელოდებით კურსის დაკლებას, რომ არ მოგიწიოთ განბაჟება,მაგრამ ზოგიერთი გადამზიდი წინასწარ ითხოვს ამაზე ინფორმაციის მიწოდებას, და + არ უნდა იყოს დეკლარაცია დაბეჭდილი.
ანუ უნდა აცნობოთ წინასწარ გადამზიდს რომ რომ ელოდებით სიტყვაზე კურსის ცვლილებას.
ესეც კანონი:

მუხლი 8. საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ

საქონლის საბაჟო ღირებულებისა და იმპორტის გადასახადის ოდენობის განსაზღვრისას უცხო ქვეყნის ვალუტა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;

ბ) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.

2) თუ სხვადასხვა გადამზიდებით გამოვიწერე ერთ სახელზე, თუნდაც ერთი და იგივე ონლაინ მაღაზიიდან და ჯამში ნივთების ღირებულება აღემატება (ცალ-ცალკე კიდევ არა) 300 ლარს, მომიწევს თუ არა განბაჟება?

არა.
სხვადასხვა გადამზიდთან შეძენილ ნივთებს თუნდაც ერთ სახელზე და ერთ საიტზეც ვერანაირად ვერ მოუწევს განბაჟება
იმიტომ რომ ერთ რეისში ის ვერანაირად ვერ მოხვდება.
მაგ. თუ usa2georgia-სგან გამოიწერეთ 280 ლარიანი ნივთი და სიტყვაზე usshop-თან კიდევ 280 ლარიანი ერთი და იგივე დროს, ნივთს არ შეეხება განბაჟება!!!!

3) თუ სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებიდან გამოვიწერე ნივთები ერთ სახელზე, ერთ გადამზიდზე და ერთი და იგივე დროს (რა თქმა უნდა თუ ცალ-ცალკე არ აღემატება 300 ლარს) მოუწევს თუ არა განბაჟება??

არა, არ მოუწევს განბაჟება სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებიდან გამოწერილ ნივთებს, თუ სიტყვაზე ცალ-ცალკე არ აღემატება 300 ლარს.(ერთ რეისში გამოგზავნილ ამანათებზეა ლაპარაკი)
P.S ზოგიერთ გადამზიდს უწერია თავიანთ გვერდზე: "მეგა მარკეტები, ერთიანი გადახდის სისტემით, (amazon, eBay) ითვლება ერთ მაღაზიად."
როგორც იტყვიან ხოლმე bull·shit
user posted image

არაა ეს მართალი, ადრე ვითომ მასე თვლიდნენო როგორც მითხრა ერთ-ერთმა გადამზიდმა. მაგრამ წარმოიდგინეთ იბეი და ამაზონი როგორ უნდა იყოს ერთი და იგივე მაღაზია.
სავარაუდოდ, 18% რომ გატენონ, უბრალოდ ეს ამბავი მგონია!

გავაგრძელოთ. კიდევ რა კითხვებია ხოლმე მოვიფიქროთ

4) რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნივთის ღირებულება არ აღემატება 300 ლარს?
და შემთხვევით ან თუნდაც განგებ ჩავწერთ დეკლარირებაში სხვა თანხას? ან საერთოდ არ ჩავწერთ?

არც, არაფერი არ მოხდება!!!
საერთოდ ნივთი ითვლება არადეკლარირებადად თუ არ აღემატება 300 ლარს!!!
მაგრამ თუ ჩაწერთ სხვა თანხას (ან საერთოდ არ ჩაწერთ) დიდი ალბათობით გააჩერებენ და მოგთხოვენ ინვოისს!
(ისედაც სწორ თანხებზე 90% მაინც ითხოვენ
ასე რომ სჯობს ნებისმიერ შემთხვევაში დაადეკლარიროთ თქვენი ნივთი

5) რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნივთის ღირებულება აღემატება 300 ლარს და განგებ ჩავწერთ სხვა თანხას განბაჟების თავიდან აცილების მიზნით? (თუნდაც შემთხვევით,არა აქვს მნიშვნელობა)

ოო აქ არის რაც არის
ნუ პრინციპში ალბათ დიდი არაფერი. პატარა ჯარიმაა (გააჩნია შემცირებული თანხის ოდენობას )
ზოგს რომ გონია ნივთის ღირებულების 100% და 200% გაათმაგებული ასე არაა.
არავინ მოგატყუოთ!
შემცირებული თანხის 40%-ს იხდით პირველ ჯერზე.
თუ, რა თქმა უნდა, 3000 ლარზე მეტი არა ღირს ნივთი. ხოლო განმეორებით ქმედებაზე შემცირებული თანხის 100%-ს ჩაგახუტებთ საბაჟო.
მოკლედ და გასაგები ენით რომ ვთქვათ ვიხდით ზევიდან გადასახდელი დღგ-ს 40%-ს პირველ ჯერზე, ხოლო მეორე შემთხვევაზე 100%-ს. დაგიღეჭავთ ამასაც მაგალითის საფუძველზე, თუ ნივთი ღირდა 130$, (და იმ კურსით უწევდა განბაჟება) დაადეკლარირეთ 70$-ად,ჩამოვიდა ნივთი, გააჩერა საბაჟომ, გაიგო რეალური ღირებულება და გაჯარიმებთ შემდეგნაირად: 130$+ აქაური წონის გადასახადი+18%= სადღაც ვთქვათ 1კგ-იანი ამანათი ჩავთვალოთ, ეგ გამოდის 130$ +8$=138$-ის 18%=24.84$ და მაგ 24.84$-იდან გადაიხდით პირველ ჯერზე 40%-ს ანუ -9.93$-ს (ოღონდ ლარებში ეგ ყველაფერი) და მეორე ჯერზე 100%-ს ანუ 24.84$-ს.
ესეც ჩვენი საგადასახადო კოდექსი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717

"4. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
6. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით."

6) შეიძლება თუ არა რამენაირად თავი ავარიდო განბაჟებას?

არაკანონიერად ვერანაირად!
99% დაიწვებით. ის კი არა ერთი პერიოდი იბეიზე ნაყიდ ნივთებს item number-ის საშუალებით აგდებდა და როდესაც ითხოვდენენ ინვოისის გადაგზავნას, შესაბამისად fake ინვოისებსაც ხვდებოდნენ ზუსტად მაგ item number-ის საშუალებით. (პრინციპში ახლაც აგდებს,უბრალოდ აღარ დავწერ როგორ)
ასე რომ დაიწვებით!!! და არ გირჩევთ ინვოისის გაყალბებას!
ინვოისს თუ არ გადაუგზავნით და თუ შეამჩნიეს, რომ უეჭველი შეცვლილი ინვოისია, საბაჟო ექსპერტიზა დაადგენს ფასს (თავიანთ სასარგებლოდ) და ისე განაბაჟებენ.

7) აქვთ თუ არა უფლება ინვოისის არდაკმაყოფილების შემთხვევაში მოითხოვონ ექაუნთის გახსნა?

მოგეხსენებათ ალბათ, ვინც იწერთ ხოლმე ამანათებს ხშირად ონლაინ მაღაზიებიდან შედარებით უფრო დაბალ ფასებში ვიდრე მასე ღირს, 100%-იდან 100-ვესთვის მოუთხოვიათ ექაუნთის გახსნა.

კატეგორიულად არა აქვთ უფლება ექაუნთის შემოწმების სასამართლოს გარეშე!!!
აი ჯერ მივიდეს საქმე სასამართლომდე და მერე გამახსნევინონ ექაუნთი, ძირითადად ფსიქოლოგიური პრესში ყავხარ მაგ დროს, დაახლოებით ისეთი, როდესაც მაგალითს მოვიყვან და საკრედიტო ოფიცრები რომ ადგებიან სახლში უკანონოდ და 1000 სისულელეს რომ ემუქრებიან და საბოლოოდ ვერაფერს ვერ აკეთებენ. თუმცა უმრავლესობას სჯერა ეს და მაინც ემორჩილებიან!

რისთვისაა აბა ეს კონსტიტუცია და მუხლები???

მუხლი 6
1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.

მუხლი 20
1. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია.აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

მუხლი 40
1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ჯერ დამიმტკიცოს რომ მე ვარ მატყუარა და დამნაშავე, წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები და მერე მომთხოვოს ექაუნთის გახსნა.
მხოლოდ ესე ეჭვის საფუძველზე და ჰარი-ჰარალეზე არაა მოსული რაღაცის დაბრალება და + კიდე დაბრალებაც კანონით ისჯება.

მუხლი 41
2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

8) ითვალისწინებს თუ არა საბაჟო გიფტ კარტებს და დისკაუნტ კოდებს?? ან კიდე მსგავს ფასდაკლებებს.

გააჩნია შემთხვევას!
ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ეს!
რა სახით არის წარმოდგენილი ინვოისში,როგორი გიფტ კარტაა და ასე შემდეგ,
თუ მაგალითად თქვენ იყიდეთ სპეციალურად 50$-იანი გიფტ ბარათი, ნივთი ღირდა სიტყვაზე 170$ და თქვენ გადაიხადეთ 120$ +50$ გიფტ ბარათით, მაგას არ ჩათვლიან,უნდა დადეკლარირდეს როგორც 170$ და გადაიხდით ჩვეულებრივად დღგ-ს რა თქმა უნდა.
როგორც ასეთი გიფთ კარტას არ ითვალისწინებენ არასდროს. რაც შეეხება ფასდაკლებას, კუპონს და ასე შემდეგ, ეგ ითვლება.
მაგ. თუ ნივთი ღირს 130$, და მაღაზიას აააქვს ფასდაკლება ან კუპონი, რის შედეგადაც ღებულობთ სიტყვაზე 85$-ს, მაშინ უნდა დადეკლარირდეს 85$. და დაითვლება შესაბამისი კურსის მიხედვით.
კიდევ გააჩნია ინვოისს, როგორი სახით არის წარმოდგენილი. მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე subtotal-ში რა არის მითითებული. საბტოტალში თუ ნივთის ღირებულება 300 ლარზე მეტი არაა, მაშინ წესით არ უნდა დაგაკისრონ საბაჟო გადასახადი.
თუ იბეიზე მაგალითად make offer-ით 180$-იან ნივთზე დაგთანხმდათ 90$ზე, შესაბამისად დაადეკლარირებთ 90$ და არა 180-ს.
რაც შეეხება საჩუქარს, საჩუქარიც ბაჟდება მიუხედავად იმისა რომ თქვენ არაფერი გაქვთ გადახდილი.
თუ, რა თქმა უნდა, არა აქვს ინვოისი გამოყოლებული რომელიც ადასტურებს რომ 300 ლარზე ნაკლები ღირს.

9) როგორ შეიძლება განბაჟების გადახდა ონლაინ?
მაგალითად შეგიძლიათ შეხვიდეთ შემოსავლების სამსახურის გვერდზე და იქიდან გადაიხადოთ:
https://www.rs.ge/ePayments?cat=3&tab=1
საფოსტო გზავნილები-ის გვერდზე შეიყვანთ სრულ ტრეკინგს! (აუცილებლად სრულს როგორც გიწერიათ ფურცელზე, ისე არ ამოაგდებს) და მიყვებით.
გადასახდელ თანხას გიჩვენებთ ყოველთვის, მიუხედავად იმისა გადახდილი გაქვთ თუ არა!

კიდევ 1 სასარგებლო ლინკსაც ჩავაგდებ, რომელიც მოგვაწონდა ამ იუზერმა: https://forum.ge/?showuser=266566
თუ გაინტერესებთ რამდენი გაქვთ დავალიანება, რაიმე ვალი გიფიქსირდებათ თუ არა, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ შემოსავლების სამსახურის გვერდზე, და ავტორიზაციის გავლის შემდგომ გაგიხსნით ამ ლინკს. მანდ გამოჩნდება რამდენი გაქვთ ვალი, აგრეთვე ბალანსზე რამდენია და ასე შემდეგ
https://eservices.rs.ge/Accounting.aspx

user posted image

პ.ს.
არ დააჩაგვრინოთ თავი საბაჟოს! mad.gif

user posted image

რიგში ჩაყენება როგორ ხდება ეგეც გეცოდინება , (საფოსტო გზავნილები ➡️ონლაინ გზავნილები) ადრე მგონი ეწერა "რიგში ჩაყენება" ახლა ვეღარსად ვპოულობ help.gif help.gif

Posted by: david1990 24 Dec 2022, 11:07
საკვებ დანამატებზე განბაჟება უწევს? ომეგა 3 და ა.შ. 300 ლარზე ნაკლებიც რომ იყოს? სადღაც წავიკითხე რომ 18% + 12% უნდაო.

Posted by: sevastopol 24 Dec 2022, 15:16
david1990
არა, არაფერი არ უწევს.

Posted by: david1990 24 Dec 2022, 18:34
sevastopol
ოკ, გაიხარე wink.gif

Posted by: ikooki 24 Dec 2022, 19:58
ამანათი კვირაზე მეტია საბაჟოზე გაჩერებული
განბაჟება არ უწევს, დეკლარაციაც სწორად იყო შევსებული და რა უნდათ?
ჩამომტანი კომპანია ამბობს ჩვენ ვერაფერს ვიზამთ დაველოდოთო, ინვოისი გამაგზავნინეს და რამდენი ხანი უნდა ველოდო?

Posted by: narcoTOURIST 24 Dec 2022, 20:17
ikooki
QUOTE
ჩამომტანი კომპანია ამბობს

რომელი კომპანიაა?

დროზე მოიკითხე, ერთმა დაწერა აქ, რომ ისე გაიწელა, რომ ბოლოს სახელმწიფოს გადაეცა ნივთიო.

30 დღე გაუწელეს, აქაუნთის ვიდეოს ითხოვდნენ საბაჟოდან და კომპანიამ არ მიაწოდა დროულად, თუ საბაჟომ არ ნახა, მოკლედ შარია

Posted by: ikooki 24 Dec 2022, 20:30
QUOTE
რომელი კომპანიაა?

კამექსი

Posted by: narcoTOURIST 24 Dec 2022, 20:44
ikooki
QUOTE
კამექსი

არა ის სხვა იყო, კივიფოსტი მგონი, ყოველ შემთხვევაში ყოველ დღე შეაწუხე კამექსი.

რომ გაჩერდა ინვოისი აუტვირთე და ეგ იყო, აქაუნთის გახსნას ხომ არ ითხოვენ?

Posted by: ikooki 24 Dec 2022, 21:09
narcoTOURIST
ინვოისი გამოგვიგზავნეო და ჩვენ გადავუგზავნითო საბაჟოს
აქაუნთის გახსნა არ მოუთხოვიათ

Posted by: narcoTOURIST 24 Dec 2022, 21:14
ikooki
ეგეთი სიტუაცია მქონდა 2 წლის წინ ინექსში, მივაბი ინვოისი და 5 დღეში გამოვიტანე, ახლა არ ვიცი რა ვადებია

ყურადღებით იყავი, ყოველ დღე დაურეკე და კითხე ამანათის სტატუსი, ძალიან თუ გაიწელა, მიდი ლასარეში, იქნებ მანდ გაარკვიო რა უნდათ

Posted by: L1nux 25 Dec 2022, 13:14
მეგობრებო, ვუბრუნები 200 ამანათის რიცხვს ნელ-ნელა.
მარა რა ვქნა, ხან ტანსაცმელი,ხან კალვიატურა, ხან ფილტრები, საერთოდ ყველაფერს ვიწერ რა...
ამ 200ს რამე ეშველა? 200ის ზემოთ შეგეშვნენ ვინმეს?

Posted by: david_888 25 Dec 2022, 13:21
L1nux
მოგიწევს განბაჯება თუ ისევ შესნ სახელზე გამოიწერ,მარა რა ძალა გადგას გამოწერე სხვის სახელზე, ოჯახის წევრების

Posted by: L1nux 26 Dec 2022, 09:43
david_888
ანუ ვერერანაირად ვერ ვიცილებთ ისევ თავიდან ხომ? სხვის სახლზეც ვიწერ ხოლმე, ხშირად ვიწერ რა, გროვდება საკმაოდ, წარმოდგინე ჩაისაც და ჩიპსებსაც ვიწერ და ადის რაოდენობა ზემოთ

Posted by: sevastopol 26 Dec 2022, 22:04
L1nux
ტყუილია ეგ 200-ის ამბავი.

პროსტა ვინც ხშირად იწერდა ეგენი შეიყვანეს რაღაც ცალკე სიაში ვისაც პატარ-პატარა ფბ გვერდები და ბიზნესები აქვთ და მაგათ მოთხოვეს განბაჟება. smile.gif

Posted by: Vladimer1994 26 Dec 2022, 23:40
QUOTE (sevastopol @ 26 Dec 2022, 22:04 )
L1nux
ტყუილია ეგ 200-ის ამბავი.

პროსტა ვინც ხშირად იწერდა ეგენი შეიყვანეს რაღაც ცალკე სიაში ვისაც პატარ-პატარა ფბ გვერდები და ბიზნესები აქვთ და მაგათ მოთხოვეს განბაჟება. smile.gif

რატომაა ტყუილი აგერ მე 200 ზემოთ 7 განმიბაჟეს 1 ცალი პაკეთში და ზოგი 8 დოლარი ზოგი 30 იყო ყველა სხვადასხვა რეისი
ახლა 140 ამდე ჩამოვაგდე ყველა რეისზე მიდევს 3 ნივთი და არ მიბაჟდება ანუ დამთხვევაა? biggrin.gif მითუმეტეს რომ მაისამდე სულ ვიწერდი გაუჩერებლად
ეხლა ერთდროულად 2 კომპანიით ვიწერ ( საბოლოოდ ჩემ ბაზაში ხო ხვდებიან ) რომ არ თქვა სხვადასხვა კომპანია და ეგაო მიზეზი smile.gif
მაგრამ არ მიბაჟდება არცერთი რეისი არ გამიშვია ყველაზე იდო

Posted by: acm777 27 Dec 2022, 00:59
გამარჯობა,
განბაჟებაზე მაინტერსებს:
თუ არასწორად არის თანხა მითითებული,
მაგალითად 200 დოლარი ღირს ნივთი და ჩავწერე 90,
ჯარიმას ვიხდი მხოლოდ არასწორად დადეკლარირებული 40 % თუ მთლიანად უნდა გადავიხადო (40%ჯარიმა + 200*18%განბაჟების )
ასევე მექნება თუ არა გადასახდელი:
საბაჟო მოსაკრებელი 20 ლარი 707017021,
უსას დეკლაირების თანხა+უსას დაზღვევის თანხა გადასახდელი ?

Posted by: L1nux 27 Dec 2022, 23:39
QUOTE (sevastopol @ 26 Dec 2022, 22:04 )
L1nux
ტყუილია ეგ 200-ის ამბავი.

პროსტა ვინც ხშირად იწერდა ეგენი შეიყვანეს რაღაც ცალკე სიაში ვისაც პატარ-პატარა ფბ გვერდები და ბიზნესები აქვთ და მაგათ მოთხოვეს განბაჟება. smile.gif

200სს როგორც კი ჩAმოვცდი შემეშვნენ ეგრევე, ხშირად ,საკამოდ ხშირად ვიწერ.
დაჟე ჩიპსებსაც ,ჩაისაც, ყვეალფერს ვიწერ რა. არ მინდა აქ ცეცხლის ფასის გადახდა.ვისაც ფეიჩები აქვთ ისინი ისედაც სხვების სახლეზე იწერენ და ჩAლიჩობენ,უმეტესმა ნაწილმა კი გააკეთა უკვე შპს ან ი.მ
და მე რიგით მომხმარებელს შემეშვან :@

მესმის,რომ სხვა პირობებსაც ამოწმებს მაგათი ალგორითმი,მაგრამ სავარუადოდ ცალკე პრიობაა 200ს გადაცდა თუ არა ...,ვნახოთ აბა 200 ზე რას იზამს ჩემთან

Posted by: sevastopol 28 Dec 2022, 22:54
acm777
იხდი $200-ს განბაჟებას 18%

და $200-90=$110-ის 40%-ის 18%-ს ჯარიმის სახით.

საბაჟო მოსაკრებელი 20 ლარი 707017021,
უსას დეკლაირების თანხა+უსას დაზღვევის თანხა გადასახდელი ესეც ყველაფერი გექნება მერე გადასახდელი.

+ ექსპერტიზის 30 ლარი მგონი.

Posted by: Vikus 29 Dec 2022, 09:16
მოკლედ ასეთი თემაა. ვყიდულობ ნივთს, რომელიც ღირს 110$.
ძალიან ახლოს არის 300 ლართან, უცბად რომ აიწიოს გზაში დოლარმა და განბაჟება მოუწიოს, როგორ მოვიქცე?
ნამდვილად არ მინდა დამიყოვნონ საბაჟოზე დიდხანს.

Posted by: Lasha244 29 Dec 2022, 11:51
Vikus

QUOTE
მოკლედ ასეთი თემაა. ვყიდულობ ნივთს, რომელიც ღირს 110$.
ძალიან ახლოს არის 300 ლართან, უცბად რომ აიწიოს გზაში დოლარმა და განბაჟება მოუწიოს, როგორ მოვიქცე?
ნამდვილად არ მინდა დამიყოვნონ საბაჟოზე დიდხანს.

დიდი ალბათობაა იმისა რომ გაგიჩერონ და განგაბაჟებინონ. იმიტომ რომ ჩვენი გადამზიდები თიბისი ბანკის შესყიდვის კურსით ანგარიშობენ. რაც დღევანდელი მდგომარეობით 300 ლარზე მეტი გამოდის...

Posted by: narcoTOURIST 29 Dec 2022, 12:15
Vikus
QUOTE
მოკლედ ასეთი თემაა. ვყიდულობ ნივთს, რომელიც ღირს 110$.
ძალიან ახლოს არის 300 ლართან, უცბად რომ აიწიოს გზაში დოლარმა და განბაჟება მოუწიოს, როგორ მოვიქცე?
ნამდვილად არ მინდა დამიყოვნონ საბაჟოზე დიდხანს.

მეგობარს ჩემი აქაუნთიდან გამოვუწერე ფეხსაცმელი, 108$ ღირდა, არც გამიგზავნია მაგისთვის ინვოისი და ჩვეულებრივად მიიღო ერთი კვირის წინ ინექსით.
გავაფრთხილე თუ გაგიჩერეს, მერე გამოგიგზავნი ინვოისს თქო და გუშინ შემხვდა უკვე ეცვა ის ფეხსაცმელი smile.gif

Posted by: Vikus 29 Dec 2022, 13:30
Lasha244
QUOTE
დიდი ალბათობაა იმისა რომ გაგიჩერონ და განგაბაჟებინონ. იმიტომ რომ ჩვენი გადამზიდები თიბისი ბანკის შესყიდვის კურსით ანგარიშობენ. რაც დღევანდელი მდგომარეობით 300 ლარზე მეტი გამოდის...

მადლობა. 100%?
მაშინ არ მიღირს, 2.76 აქვს თიბისის კურსი, 108.7$ გამოდის ზღვარი sad.gif
სელერს მივწერ, იქნებ დამიკლოს. ოფერი რომ გამოვაშვებინო 2-3$-ით ნაკლები, ინვოისში დაკლებული ფასი გამოჩნდება თუ ორიგინალი ფასი?

narcoTOURIST
QUOTE
მეგობარს ჩემი აქაუნთიდან გამოვუწერე ფეხსაცმელი, 108$ ღირდა, არც გამიგზავნია მაგისთვის ინვოისი და ჩვეულებრივად მიიღო ერთი კვირის წინ ინექსით.
გავაფრთხილე თუ გაგიჩერეს, მერე გამოგიგზავნი ინვოისს თქო და გუშინ შემხვდა უკვე ეცვა ის ფეხსაცმელი

108-ზე არ უწევს კი. მეც ჩამომივიდა თითქმის ზუსტად მაგ ფასში ამანათი 2-3 კვირის წინ

Posted by: temo_777 29 Dec 2022, 14:17
Lasha244
QUOTE
იმიტომ რომ ჩვენი გადამზიდები თიბისი ბანკის შესყიდვის კურსით ანგარიშობენ

არავინ არ ანგარიშობს რომელიმე კომერციული ბანკის კურსით.ბანკის კურსით ანგარიშობენ ტრანსპორტირების ღირებულებას და არა დღგს. დღგ იანგარიშება ეროვნულის კურსით ჩამოსვლის დროს.
წერია თემის დასაწყოსშივე ყველაფერი მაგაზე/.

Posted by: Werner Voss 29 Dec 2022, 14:23
Vikus
QUOTE
მოკლედ ასეთი თემაა. ვყიდულობ ნივთს, რომელიც ღირს 110$.
ძალიან ახლოს არის 300 ლართან, უცბად რომ აიწიოს გზაში დოლარმა და განბაჟება მოუწიოს, როგორ მოვიქცე?
ნამდვილად არ მინდა დამიყოვნონ საბაჟოზე დიდხანს.

20 თეთრის გამო მომიწია ერთხელ ფეხსაცმლის განბაჟება, რო გამოვიწერე 280 ლარი გამოდიოდა და რო ჩამოვიდა იმ დღის კურსით 300 ლარი და 20 თეთრს აარტყა

დაანგარიშება ჩამოსვლის დღის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ხდება

Posted by: Lasha244 29 Dec 2022, 14:28
temo_777

QUOTE
არავინ არ ანგარიშობს რომელიმე კომერციული ბანკის კურსით.ბანკის კურსით ანგარიშობენ ტრანსპორტირების ღირებულებას და არა დღგს. დღგ იანგარიშება ეროვნულის კურსით ჩამოსვლის დროს.

უსა ეგრე ანგარიშობს და კიდევ ბევრი.

Vikus
QUOTE
მადლობა. 100%?
მაშინ არ მიღირს, 2.76 აქვს თიბისის კურსი, 108.7$ გამოდის ზღვარი

მიწერე ან დაურეკე და გაარკვიე გადამზიდთან...

Posted by: temo_777 29 Dec 2022, 15:07
QUOTE
უსა ეგრე ანგარიშობს და კიდევ ბევრი.

უსადან 12 წელია ჩამომაქვს და არ ანგარიშობს მასე. smile.gif
და არც დანარჩენი

Posted by: Vikus 29 Dec 2022, 15:23
ახლა მივწერ ამანათს და გავარკვევ. დავწერ აქაც.

Edit: თბს კურსით ითვლიან ტრანსპორტირების საფასურს, ნივთის ღირებულება ითვლება საზღვარზე შემოსვლისას მყოფი ეროვნული ბანკის კურსით

Posted by: Rene Adler 3 Jan 2023, 12:37
გამარჯობა, პირველად მომიწია განბაჟების თანხის გადახდა 64,92 ეწერა, ზუსტად ეს თანხა გადავრიცხე პირდაპირ საქართველოს ბანკის აპპით და მერე რს-ზე რო შევამოწმე მიწერს გადასახდელი 65-იო. შეიძლება ამ 8 თეთრის გამო პრობლემა იყოს რამე? გადავრიცხო ეგაც ცალკე, თუ დავიკიდო? ან როგორ შევამოწმო აისახა თუ არა ეს ჩარიცხული თანხა, არის რაიმე საშუალება? მადლობა

Posted by: Gogla1990 3 Jan 2023, 19:15
Rene Adler

რს-მა დამრგვალება იცის ხოლმე, ხან ნაკლებისკენაც ამრგვალებს, არ უნდა იყოს პრობლემა, რაც ეკუთვნოდა ამანათს ის გადაგიხდიათ, რაში უნდა მოგედაონ smile.gif

QUOTE
როგორ შევამოწმო აისახა თუ არა ეს ჩარიცხული თანხა, არის რაიმე საშუალება?

რს-ზე პირად პროფილში შედით (თუ არ გაქვთ გააკეთეთ რეგისტრაცია) და იქ აჩვენებს დავალიანება თუ არსებობს (ასახვას 2-3 დრე შეიძლება დასჭირდეს)

Posted by: Rene Adler 3 Jan 2023, 23:20
Gogla1990
მადლობა დიდი. გავერკვიე ცოტა ჩემითაც. 65-ს მიწერდა ზუსტად გადასახდელს, რს-ზე მინუს 0.08 თეთრი მიჩვენებს ახლა, გადავრიცხე 20 თეთრიც ცალკე ამჯერად თიბისითი და 20 თეთრის გადარიცხვაში საკომისიო 90 თეთრი წაიღო lol.gif
მეც კაი ტიპი ვარ გადამერიცხა თავიდანვე 65, ვითომ 8 თეთრი "დავზოგე".

Posted by: MKBHD 3 Jan 2023, 23:31
30 ში გადავიხადე და ეხლაც არაა განულებული რს-ის პირად გვერდზე მიწერს რო 27 მდე მაქ გადასახდელი biggrin.gif ოპერატორი (ჩატში) კიდე მეუბნება რო გადახდილია და დავალიანება არ ფიქსირდება (პირადი ნომრით რო შეამოწმა)

Posted by: jorjevanelle 4 Jan 2023, 02:37
MKBHD
მანდ არ ნულდება როგორც ვიცი. დაიკიდე.

Posted by: Gogla1990 5 Jan 2023, 22:37
კიდევ ექაუნთი გაგვიხსენიო facepalm.gif

მე კი მშვიდად ვხვდები, მაგრამ ვინმეს გამოსტყუებენ ესენი რამეს ერთხელაც იქნება lol.gif

Posted by: hyacinthhh 6 Jan 2023, 13:13
სალამი ყველას. მოკლედ, ტელეფონი გამოვწერე იბეიდან და რამდენადაც საშიშია, იმდენად მინდა ვცადო სხვა თანხა მივუთითო და დეკლარირებაში საერთოდ სხვა ნივთის მითითება სჯობს, 100 დოლარად თუ იყოს ტელეფონი?

Posted by: temo_777 6 Jan 2023, 13:22
Gogla1990
გადამზიდი ინექსი? biggrin.gif

Posted by: Gogla1990 6 Jan 2023, 15:14
temo_777

არა, შევეშვი ინექსს საერთოდ
ბარამი
სავარაუდოდ ამათაც დავემშვიდობები smile.gif

Posted by: temo_777 6 Jan 2023, 15:33
QUOTE
ბარამი

rolleyes.gif ups.gif

არ გეპატიება biggrin.gif

Posted by: Gogla1990 6 Jan 2023, 16:15
temo_777

დაბალი ფასი აქვთ და ცოტა მძინე წონიან ამანათებზე კაი სხვაობა გამოდის, მაგიტომ ვარ დღემდე მაგათთან biggrin.gif

Posted by: temo_777 6 Jan 2023, 16:20
Gogla1990
6.55$ 1 კგ ხო? თუ 60სმ-ზე პატარაა.

ნუ კი ფასი ნამდვილად კარგია

Posted by: Gogla1990 6 Jan 2023, 16:58
temo_777
QUOTE
6.55$ 1 კგ ხო?

კი, დიდ წონებზე კაი სხვაობა გამოდის 8 და 9 დოლართან შედარებით

Posted by: sabasaba24 6 Jan 2023, 17:58
Gogla1990
temo_777
ბარამი უნდა გამოიყენო აქედან გასაგზავნად ან მანქანის ჩამოსაყვანად თუ ბევრი მოყავს ადამიანს

Posted by: sevastopol 13 Jan 2023, 14:29
ვისაც 300 ლარამდე გამოგიწერიათ და განბაჟება მოგთხოვეს

მეგობარმა მთხოვა რაღაც 5 ნივთის გამოწერა 3 ერთნაირია და 2 ერთნაირი და მოთხოვეს განბაჟება. მაინტერესებს რომ დაწეროს საჩივარი რამდენად შველის და თუ გქონიათ გამოცდილება? ლასარეში მისვლა ძაან არ მინდა მაგის გამო...

Posted by: samtrediel90 18 Jan 2023, 22:50
გამარჯობა
20 ლარი უნდა გადავიხადო და დანიშნულებაში რომელი ტრეკინგი ჩავწერო? ონლაინ მაღაზიის საიტზე რომელი ტრეკინგიცაა მითითებული,მოკლე, თუ დეკლარაციაში რაც უწერიათ, ერთი 40 ციფრიანი ტრეკინგი?

Posted by: Skelton 18 Jan 2023, 22:56
samtrediel90

გადამზიდავის საიტზე რაც წერია ის ჩაწერე

Posted by: iraklito3333 18 Jan 2023, 23:51
sevastopol
sevastopol
3 კიარა აგერ 1 ნივთი გამოვწერე და ადრე გაქო მასეთი გამოანწერი ოდეზღაცო და მაგას მანბაჟებინებენ 250 ლარამდე უწევს ნივთს biggrin.gif
წელიწადში 38 ნივთიმაქ ჩამონატანი,
ეგ კიდე არსად წერია ჯერ 200 ნივთზე არცერთ კანონში

აზრი აქ 0 მაგათთან შედავებას, რასაც უნდათ და როცა უნდათ გაატარებენ კომერციულში და ვერავინ ვერაფერს ვერ გახდება მაგათთან

Posted by: samtrediel90 19 Jan 2023, 00:46
QUOTE (Skelton @ 18 Jan 2023, 22:56 )
samtrediel90

გადამზიდავის საიტზე რაც წერია ის ჩაწერე

მადლობა up.gif
......................

Posted by: Firework 19 Jan 2023, 00:56
iraklito3333
250 ლარიანს განბაჟებინებენ? ვთქვათ რომ დარეგისტრირდე როგორც მეწარმე მაშინ ხო არ მოუწევს განბაჟება? და გაყიდვაში რომ გაატარო 1% არ გექნება მხოლოდ გადასახდელი? რატომ აკეთებენ მასე ვერ ვიგებ smile.gif

Posted by: _R@uL_ 21 Jan 2023, 19:58
მეგობრებო, მოკლედ ერთი ამანათი არასოწრად დავადეკლარირე და მომწერეს რომ განსაბაჟებელიაო და რეალურად იყო განსაბაჟებელი და განვაბაჟე...მაგის შემდეგ რა ამანათიც არ ჩამოვიტანე, ყველაფერზე მთხოვენ ინვოისს და მანბაჟებინებენ...მიუხედავად იმისა 20 ლარია ღირებუელბა თუ 200 ლარი....ხოდა რა თემაა?
usa2georgia-ზე ვიწერ ხოლმე ყველაფერს....

ანუ ვითომ ერთხელ რომ არასწორად დავადეკლალირე, მაგის მერე რაღაც პირობითად შავ სიაში მოვხვდი და აწი ყოველთვის ყველაფერი უნდა განვაბაჟო??

Posted by: narcoTOURIST 21 Jan 2023, 20:17
_R@uL_
ზოგადად ბევრს იწერ?
ბოლო ერთი წლის მანძილზე 200-ს ამანათზე მეტი გექნება გამოწერილი?

Posted by: grizly2 25 Jan 2023, 20:24
გამარჯობა მეგობრებო, usa2-დან გამოვიწერე ნივთი, განბაჟება უწევდა 200ლარამდე და ისე გამოვიტანე არ გადამიხდია, ერთ თვეში გადაიხადეო და დამავიწყდა, გადამიცდა ერთ თვეს...
საურავს რამდენს დამაკისრებენ ხო ვერ მეტყვით?

Posted by: temo_777 25 Jan 2023, 21:54
grizly2
შედი რს ზე შენს პროფილში და მანდ გამოჩნდება რამდენია თანხა

Posted by: Firework 26 Jan 2023, 01:54
temo_777
დარეგისტრირებული ვარ რს ზე და რამდენი ამანათი მაქვს გამოწერილი ეგ რომელ განყოფილებაში ფიქსირდება ხომ ვერ მეტყვი

Posted by: MKBHD 26 Jan 2023, 02:33
grizly2
Rs-ზე პირად გვერდზე რო შეხვალ მარცხნივ ზედა კუთხეში მენიუ ჩამოშალე და ჩანართში "ბუღალტერია" მეოთხეა "აღრიცხვა ანგარიშდება / დღგ-ს დაბრუნება" შედი და დაგიწერს რამდენია გადასახდელი, თუ სწორად მახსოვს გადაცილებულ დღეზე 1 თეთრია თუ რაღაც ესეთი მიზერული. მანდვეა გადახდის ბმულიც მარა ცოტა ურევს ეგ საიტი, (ზედმეტობა მიწერია 278 ლარი და გადასახდელიც 278 ლარი biggrin.gif უკვე 1 თვეა) რო ჩარიცხავ დარეკე ცხელ ხაზზე ად დააზუსტებინე ოპერატორს რომ შენ სახელზე აღარ ფიქსირდება გადასახადი

Firework
Rs-ზე პირად გვერდზე რო შეხვალ მარცხნივ ზედა კუთხეში მენიუ ჩამოშალე და ჩანართში "პირადი სივრცე" -> "ზოგადი ინფორმაცია" -> და მარცხნივ ჩამონათვალშია "საფოსტო გზავნილები"

Posted by: Firework 26 Jan 2023, 10:57
MKBHD
გაიხარე, თვითონ თუ აგნებენ ნეტა smile.gif

Posted by: PAINKILLER 26 Jan 2023, 11:33
QUOTE
Rs-ზე პირად გვერდზე რო შეხვალ მარცხნივ ზედა კუთხეში მენიუ ჩამოშალე და ჩანართში "პირადი სივრცე" -> "ზოგადი ინფორმაცია" -> და მარცხნივ ჩამონათვალშია "საფოსტო გზავნილები"

MKBHD

"ზოგადი ინფორმაცია" კი არა ყველაზე მეტი პირადი ინფორმაცია მანდ არის მგონი smile.gif ძაან ცუდი საიტი აქვს შემოსავლების სამსახურს

Posted by: MKBHD 26 Jan 2023, 13:26
QUOTE
ძაან ცუდი საიტი აქვს შემოსავლების სამსახურს

საშინელებაა მართლა, არეულია თან რაღაც ინფორმაციები პირად გვერდზე ერთს აჩვენებს და პროსტა ძებნაში რო ნახო სხვას biggrin.gif (პირადი გვერდის ინფო არასწორია ამ დროს)

საღოლ იმ ოპერატორებს ვინც ზეპირად იცის ეგ საიტი biggrin.gif

Posted by: grizly2 26 Jan 2023, 18:54
temo_777
MKBHD
მადლობა დიდი <3

Posted by: Skelton 1 Feb 2023, 09:55
user posted image

ეს დავალიანება არაა ხო? რს ზე მიჩვენებს .

Posted by: პითონი 1 Feb 2023, 10:37
Skelton
არაა წესით.
ჩემიც ზედმეტობააა.
არადა შევედი და წითლად დამხვდა - დავალიანების შესახებ თუ რაღაც ეგეთი

Posted by: Firework 1 Feb 2023, 10:45
Skelton
უი მეც მეც მაქ -1 ლარი. ვერ გავიგე რა ხდება

Posted by: narcoTOURIST 1 Feb 2023, 11:31
პითონი
QUOTE
არადა შევედი და წითლად დამხვდა - დავალიანების შესახებ თუ რაღაც ეგეთი

ეგ ყველასთან ეგრეა - ვერ ისწავლეს კრეტინებმა ფერების დაყენება mad.gif

user posted image

user posted image

Posted by: temo_777 1 Feb 2023, 11:36
QUOTE
უი მეც მეც მაქ -1 ლარი. ვერ გავიგე რა ხდება

ზედმეტობა გაქვს 1 ლარი ალბათ.

როცა იხდი უნდა გადაიხადო დამრგვალებული თანხა შენს სასარგებლოდ.
116.95 თუ არის, უნდა შეიტანო 116. + საკომისიო.

Posted by: sevastopol 1 Feb 2023, 15:04
narcoTOURIST
კი, თვალში მეც ცუდად მომხვდა ეგ წითლად და მივხვდი რომ პროსტა ისევ *ლეები მუშაობენ რს-ში და დავიკიდე. smile.gif

Posted by: FatalFighter 4 Feb 2023, 00:08
ბიჭებო, არასწორი თანხა ჩავწერე დეკლარაციაში, მოვინდომე მოკლედ ისე ჩამოტანა ძვირიანი ნივთის და საბაჟოზე გამიჩერეს. წავიკითხე პირველი პოსტი თემოს დაწერილი, ბევრი რამე გავიგე ახალი, მაგრამ კითხვები დამრჩა კიდე ჰოდა ახლა რა მაინტერესებს თუ გაქვთ ესეთი გამოცდილება, იბეის აუქციონზე მოგებული ნივთია, შიგნით არანაირი ინვოისი არ დევს, უბრალოდ ნივთის სახელით დაძებნიან რეალურ ღირებულებას თუ? დაველოდო მაგათ ან ჩამომტანი კომპანიის კონტაქტს თუ ჯობს მივადგე ლასარეს? და ერთი კითხვაც, რამდენი ნივთიც დაიტოვეს უეჭველი ყველა ნივთს შეამოწმევენ? biggrin.gif

Posted by: mavne.zura 4 Feb 2023, 21:57
FatalFighter
იმვოის მოითხოვენ და იქედან აითემ ნამბერით შეამოწმებემ რეალურ ფას.თუ არ ატვირთავ დანიშნავენ ექსპერტიზას შეაფასებენ ნივთს და ისე დაგაჯარიმებენ , ექსპერტიზის თანხასაც შენი იხიდი. ერთ რეისში თუ არის ყველას შეამოწმწბენ.

Posted by: FatalFighter 4 Feb 2023, 22:14
mavne.zura
მადლობა, ავუტვირთე ჰო ინვოისი, დამირეკა გადამზიდმა

Posted by: iraklito3333 6 Feb 2023, 15:42
საფოსტო გზავნილების განბაჟების გადასახადის ელექტრონულად გადახდა

აქ ტრეკინგით როცა იხდი, სხვის სახელზე რომ არის ამანათი და ჩემი საბანკო ბარათით გადავიხადო ხოარაა პრაბლემა ხო ჩვეულებრივად დაფიქსირდება

Posted by: sevastopol 6 Feb 2023, 16:21
iraklito3333
არ იქნება პრობლემა, უბრალოდ იმის პირადობის 101001000-ზე შეაქვს მაგას თანხა რეალურად. შენი საბანკო ბარათი სულ ფეხებზე კიდია ვინ იხდის. smile.gif

Posted by: HCl 10 Feb 2023, 12:42
trendygirl.me
ბრავო...

შენსავით უნდა მიაწვეს ყველა, ###ზე რომ კიდიათ სხვისი წვალება...

Posted by: samtrediel90 12 Feb 2023, 20:20
QUOTE
საფოსტო გზავნილების განბაჟების გადასახადის ელექტრონულად გადახდა

რამდენიმე დღეა ვცდილობ გადახდას და ვერ ვიხდი რამე პრობლემა აქ მაგ საიტს თუ რა ხდება?

user posted image

Posted by: sevastopol 12 Feb 2023, 23:29
samtrediel90
მეც ეგ ამომიგდო, 101001000-ზე ჩარიცხე თანხა უბრალოდ.

Posted by: Oracle Corporation 15 Feb 2023, 02:09
გამარჯობა, მოკლედ ესეთი სიტუაციაა, ორი რაღაც გამოვიწერე, მთლიანობაში 300 ლარს აცდა ცოტათი, გამოვიტანე და ერთერთი ამანათი ის არ არის რაც ვიყიდე, ანუ შეეშალა სელერს აღწერაში, მივწერე და თანხა დამიბრუნა ნაწილი, ეხლა გამოდის, რომ ორივე ნივთის ღირებულება ჯამში აღარ აჭარბებს 300 ლარს, ამ შემთხვევაში რა ხდება? ჯერ არ გადამიხდია საბაჟოს თანხა.

Posted by: Firework 15 Feb 2023, 02:24
Oracle Corporation
უფრო გამოცდილი გირჩევს მაგრამ მგონი განცხადება უნდა დაწერო და იქნებ აღარ გადაგახდევინონ

Posted by: Vladimer1994 27 Feb 2023, 13:55
QUOTE (samtrediel90 @ 12 Feb 2023, 20:20 )
QUOTE
საფოსტო გზავნილების განბაჟების გადასახადის ელექტრონულად გადახდა

რამდენიმე დღეა ვცდილობ გადახდას და ვერ ვიხდი რამე პრობლემა აქ მაგ საიტს თუ რა ხდება?

user posted image

სანამ ბარათის მონაცემებამდე მიხვალ ინტერნაციონალს ნიშნავს და არ გახდევინებს
საქართველოს ბანკი ან თბს უნდა აირჩიო პირველივე გრაფაში

Posted by: konstantinyus 1 Mar 2023, 13:35
გამარჯობა,
თუ გადამზიდის შეცდომით, პროდუქტი გამოგატანეს მოსაკრებელის გადახდის და შესაბამისი დოკუმენტის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ გატანის პროცესში, ამ თემაზე დაუსვით კითხვა, აქვთ თუ არა უფლება, 30 დღის გასვლის შემდეგ მოგთხოვონ პროცედურის გავლა? რს_ზე არაფერი ფიქსირდება.

Posted by: sevastopol 1 Mar 2023, 14:30
konstantinyus
საბოლოოდ შემოსავლები მოგადგება და თავი უნდა აიტკიო.

Posted by: გიორგი XII 3 Mar 2023, 16:13
გამარჯობა , მოკლედ ესეთი ამბავია. ნიუეგიდან გამოვწერე კომბო კომპიუტერის ნაწილების სამი ნაწილი ერთად რომლის ღირებულება იყო 800 დოლარი მაგრამ ფასდაკლებებით და კუპონებით დამიჯდა 500 დოლარი. საქმე იმაშია რომ ეს კომბო (3 ნაწილი) დამიშიფეს ორ ყუთში, პირველ ყუთში ჩადეს ორი ნაწილი და მეორეში ერთი. ეხლა მინდა დეკლარირება და ინვოისის ატვირთვა უსა2ჯორჯიაზე. საქმე ისაა რომ სუბტოტალში ჩანს თანხა ჩემი გადახდილი 500 დოლარი მაგრამ სათითაოდ ნივთების ფასი არის 800 დოლარამდე და ამის გამო რომ ორ ყუთად დაშიფეს ვერ ვხვდები როგორ უნდა განვაბაჟო..ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

Posted by: sonyrock 3 Mar 2023, 16:53
გიორგი XII
ნიუეგმა 1 თრექინგი მოგცა, უსა2გე-ზე კიდევ 2 თრექინგით შემოვიდა ?

Posted by: jorjevanelle 3 Mar 2023, 16:57
გიორგი XII
ჩვეულებრივად განაბაჟებ ცალცალკე დაადეკლარირე ფასის მიხედვით, შეატყობინე უსას მაინც შემთხვევის შესახებ იმეილით. არ იქნება პრობლემა

Posted by: გიორგი XII 3 Mar 2023, 17:28
jorjevanelle
sonyrock

მადლობა გამოხმაურებისთვის. საქმე ისაა რომ ნიუეგმა მომცა ორი თრექინგი, ზუსტად ეგაა პრობლემა რომ ცალცალკე განბაჟება არ მაწყობს იმიტომ რომ ესე კონკრეტულად რომელიმე ნივთს არ დაკლებია ფული იმენა კომბოს დააკლდა და ტოტალშიც ეგრე ჩანს ხოდა ვერ ვიგებ რას რა ფასი უნდა მივუთითო. მაშინ მომიწევს რეალური სეილის გარეშე ფასების მითითება ორივე ბოქსზე

Posted by: jorjevanelle 3 Mar 2023, 17:31
გიორგი XII
მაგდენი აღარ ვიცი ტოტალში რაც ჩანს ეგრე ბაჟდება წესით. ფასდაკლების კუპონები და პრომო კოდები არ ითვლება. საიტზე როცაა ფასდაკლება ეგ კი. დაურეკე და გაესაუბრე უსას.

Posted by: Vladimer1994 3 Mar 2023, 18:34
QUOTE (გიორგი XII @ 3 Mar 2023, 16:13 )
გამარჯობა , მოკლედ ესეთი ამბავია. ნიუეგიდან გამოვწერე კომბო კომპიუტერის ნაწილების სამი ნაწილი ერთად რომლის ღირებულება იყო 800 დოლარი მაგრამ ფასდაკლებებით და კუპონებით დამიჯდა 500 დოლარი. საქმე იმაშია რომ ეს კომბო (3 ნაწილი) დამიშიფეს ორ ყუთში, პირველ ყუთში ჩადეს ორი ნაწილი და მეორეში ერთი. ეხლა მინდა დეკლარირება და ინვოისის ატვირთვა უსა2ჯორჯიაზე. საქმე ისაა რომ სუბტოტალში ჩანს თანხა ჩემი გადახდილი 500 დოლარი მაგრამ სათითაოდ ნივთების ფასი არის 800 დოლარამდე და ამის გამო რომ ორ ყუთად დაშიფეს ვერ ვხვდები როგორ უნდა განვაბაჟო..ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

ნაცნობი თემაა sad.gif ისე მაგარ ფასებს აგდებენ მაგ კომბოებზე
საბაჟო იშვიათად თუ ითვალისწინებს მაგ საკითხს სამწუხაროდ კიდით ზოგჯერ ეს კუპონები და ფასდაკლებები sad.gif

Posted by: გიორგი XII 3 Mar 2023, 18:45
Vladimer1994
ანუ სჯობს რეალურად ნივთების ფასები რაც არის მივუთითო

Posted by: Vladimer1994 3 Mar 2023, 18:50
QUOTE (გიორგი XII @ 3 Mar 2023, 18:45 )
Vladimer1994
ანუ სჯობს რეალურად ნივთების ფასები რაც არის მივუთითო

რავი თუ დაარწმუნებ მებაჟეს რომ არ ატყუებ და ფასდაკლებით გაქ ნაყიდი
რაც ცოტა რთულია მიუთითებ რაც მიეცი მაგრამ biggrin.gif თუ ვერ დაარწმუნე შეიძლება
ფასის მოტყუებისთვის რამე გაგიჩალიჩონ მაგალითად ექსპერტიზაზე გაშვება ფასის დადგენისთვის

Posted by: Evelini 3 Mar 2023, 23:46
ძალიან კარგი პოსტია, ინფორმაციული . გავლილი მაქვს ეს ყველა თემა და გადამეორებასავით იყო ჩემთვის.
ის თუ იცით, როდესაც გაგალურჯებენ, რაღაც ვადის მერე ისევ გაგამწვანებენ თუ არა?
* * *
QUOTE (გიორგი XII @ 3 Mar 2023, 18:45 )
Vladimer1994
ანუ სჯობს რეალურად ნივთების ფასები რაც არის მივუთითო

გადახდის ქვითარს მოგთხოვენ, ანუ ინვოისში მითითებული თანხა და ქვითარი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს

Posted by: Vladimer1994 4 Mar 2023, 01:32
QUOTE (Evelini)
ძალიან კარგი პოსტია, ინფორმაციული . გავლილი მაქვს ეს ყველა თემა და გადამეორებასავით იყო ჩემთვის.
ის თუ იცით, როდესაც გაგალურჯებენ, რაღაც ვადის მერე ისევ გაგამწვანებენ თუ არა?

თუ სწორად მივხვდი ხშირი გამომწერი ხარ და 200 ლიმიტს გასცდი და ყველაფერი გინბაჟდება ხო ? smile.gif
ცოტახანი უნდა მოეშვა დაიწიოს გამოწერილების რაოდენობამ ( rs.ge ) ზე დარეგისტრირდი და ნახავ რამდენი გაქ გამოწერილი

Posted by: გიორგი XII 4 Mar 2023, 17:03
მორიგი ნუბური კითხვა მაქვს,

გაბნაჟება როდის უნდა გაკეთდეს ნივთის?

Posted by: MKBHD 7 Mar 2023, 03:42
ვერ გავთვალე კარგად და 300 ლარზე მეტის ნივთები ჩამოვა სავარაუდოდ ერთ რეისზე, 8-10 ის შუალედში მიდის სამივე ამანათი საწყობში, რა ჯობია რომელიმეს დავაკლო სადღაც 10 დოლარი, თუ რომელიმეს სხვა საიტი მივაწერო? (ამაზონია ყველა)

Posted by: Firework 7 Mar 2023, 05:46
QUOTE (გიორგი XII @ 4 Mar 2023, 17:03 )
მორიგი ნუბური კითხვა მაქვს,

გაბნაჟება როდის უნდა გაკეთდეს ნივთის?

პირველი გვერდის პირველ პოსტში წერია

Posted by: პითონი 11 Mar 2023, 16:05
სალამი.
მოკლედ ამანათი გამიჩერეს საბაჟოზე (პირველად მოხდა)

უსა2გეორგია არის გადამზიდი და მითხრეს, რომ საბაჟომ ახლიდან მოითხოვა ინვოისი (რომელიც ატვირთული მქონდა).
ნივთის ფასი 300 ლარზე ნაკლებია, თუმცა იბეიზე ვიყიდე და ზოგადად მეტი ღირს. (მე იაფად მოვიგე, ნუ 300 ლარამდე)
უსას მიერ გამოგზავნილ ლინკზე ავტვირთე ახლიდან ინვოისი და ასევე ავტვირთე თბს ბარათით გადახდის ინვოისიც.
როდის რა იქნება არ ვიცითო, საბაჟო როდესაც მოგვწერს ჩვენც დაგიკავშირდებითო.
1- რას უნდა ველოდო? ნუ როგორც ვიცი ექაუნთის გახსნა, ვიდეოს გადაგზავნა და ა.შ.
2- თუ ამან არ გაჭრა და მომთხოვეს მაინც განბაჟება, მინდა, რომ გავასაჩივრო. ნაღდად კანონს არღვევენ და მაგიტომ (200 ნივთზე მეტიც არ გამომიწერია, 2014 წლიდან სულ 90 ნივთი მაქვს გამოწერილი;დ ხოდა, ეს გასაჩივრეება სად ხდება და რა პროცედურებია ვისაც გაგიკეთებიათ?

user posted image

ეს დროში გაწელვა არის კიდევ ძალიან ცუდი, რადგან ვზარალდები და ასევე იბეიზე გადის გასაჩივრების ვადაც.
ანუ დაზიანებული ნივთი, რომ ჩამოვიდეს ვერაფერს ვეღარ გავხდები smile.gif

ერთი სარჩელი ამათკენაც გასაგზავნია, რომ დაალაგონ ყველაფერი წესიერად.

Posted by: გიორგი XII 11 Mar 2023, 18:12
საზახინო კოდზე გადახდის დროს 20 ლარს რომ ვიხდით თრექინგ კოდს სად ვუთითებთ დამატე ით ინფორმაციაში?

Posted by: OpticaLiLLusion 11 Mar 2023, 18:27
პითონი

Იბეის ისეთი ინვოისი მიეცი სადაც აითემ ნომერი ჩანს და თუ რეალურად 300 ზე ნაკლებია 4-5 დღეში აიღებ ალბათ, არ დაჭირდებათ ვიდეო, მთავარია ოფერით არ გქონდეს ნაყიდი smile.gif

Posted by: პითონი 11 Mar 2023, 19:59
OpticaLiLLusion
ოფერია.
ეგეთი ინვოისი აქვთ.
თუმცა ოფერის გარეშეც 300-ზე ნაკლებია, 100$ ეწერა ფასი.

Posted by: გიორგი XII 11 Mar 2023, 20:52
პითონი

20 ლარის გადახდისას თრექინგ კოდი სად იწერება?

Posted by: Ras_al_Ghul 11 Mar 2023, 21:02
გიორგი XII
მე ეგ ვაბშე არ დამიწერია არსად. ამანათმა არაფერი არ გინდაო ვაბშე. პროსტა გადავიხადე და ვსიო.

Posted by: პითონი 11 Mar 2023, 21:07
გიორგი XII
აზრზე არ ვარ. იმედია არც მომიწევს გარკვევა:დდდ

Posted by: Firework 12 Mar 2023, 00:30
QUOTE (პითონი @ 11 Mar 2023, 19:59 )
100$ ეწერა ფასი.

მაშინ არ არის სანერვიულო. ინვოისი და ტელეფონის სქრინ რექორდერითაც შეგიძლია 30 წამიანი ვიდეო გადაიღო item number ანახე, დახასიათება, სურათები უცებ და ეგაა. დაახლოებით 1 კვირა მოგიწევს ლოდინი სანამ განიხილავენ.
* * *
QUOTE (OpticaLiLLusion @ 11 Mar 2023, 18:27 )
პითონი

Იბეის ისეთი ინვოისი მიეცი სადაც აითემ ნომერი ჩანს და თუ რეალურად 300 ზე ნაკლებია 4-5 დღეში აიღებ ალბათ, არ დაჭირდებათ ვიდეო, მთავარია ოფერით არ გქონდეს ნაყიდი smile.gif

ისე item number ით გაყიდული ნივთის ნახვა სად შეიძლება?

და ბესთ-ოფერი რომ იყოს 300 ლარზე მეტი ღირებულების და ნაკლებად იყიდო მოგედავებიან?

Posted by: პითონი 12 Mar 2023, 11:11
Firework
იბეის და თბს გადახდის ინვოისი ავტვირთე, ვიდეოც გავუგზავნე უსას და ვნახოთ აბა.

ძებნის გვერდით advanced რომ არის მანდ შედი და სოლდ და ქომფლეითედ აითემები მონიშნე.

Posted by: გიორგი XII 12 Mar 2023, 19:34
გუშინ ტვინი რო #####ანი 20 ლარზე გადავიხადე და ეხლა კურსი ისეა რო აღარ მოუწია განბაჟება :დ სად წავა ეგ 20 ლარი ეხლა?

Posted by: Ras_al_Ghul 12 Mar 2023, 20:13
გიორგი XII
საბაჟოზე შემოსვლისას რა კურსი იყო მაგით იანგარიშება, არა?

Posted by: sevastopol 13 Mar 2023, 14:06
გიორგი XII
თუ თქვენ მომსახურების საფასურებისათვის განკუთვნილ კოდზე (707017021) ზედმეტად გიფიქსირდებათ თანხის გადახდა, თქვენი ავტორიზებული გვერდიდან შეგიძლიათ მოითხოვოთ თანხის დაბრუნება. ამისათვის შედიხართ თქვენ გვერდზე>>სისტემაში შესვლა >>განცხადებები>>ახალი განცხადების რეგისტრაცია>>მომსახურების ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ>>,შეავსეთ განცხადების ველები და შემდეგ გადააგზავნეთ.

თუ არ ხართ ელექტრონულ მომხმარებლად დარეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე და არ გაქვთ ავტორიზებული გვერდი, დარეგისტრირება შესაძლებელია ვიდეო ზარის საშუალებით. მოცემულ შემთხვევაში, https://eservices.rs.ge/Registration.aspx ბმულზე შეავსებთ შესაბამის ველებს და გაააქტიურებთ ღილაკს ”რეგისტრაცია”.

ელ.გვერდით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ აქტივაციის განხორციელების შემდეგ. აქტივაცია შესაძლებელია განახორციელოს ვიდეო ზარის საშუალებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პირველადი რეგისტრაციისას ვიდეო ზარის საშუალებით აქტივაცია შესაძლებელია მხოლოდ Internet Explorer და Mozilla Firefox ინტერნეტ ბრაუზერებით.

Posted by: 11-F 13 Mar 2023, 14:24
QUOTE
Internet Explorer

lol.gif
მაიკროსოფტმა სპეც. აფდეითები დააგზავნა ეგ რო გაექრო ვინდოუსებიდან. გამოქვაბულში ზიან ეგ ჩემისები facepalm.gif

Posted by: Vladimer1994 13 Mar 2023, 14:38
https://eservices.rs.ge/app/BalanceOperations

ამ ლინკზე იქნება შენი ბალანსი biggrin.gif სამომავლოდ კი გამოგადგება თუ ვერ გამოიტანე biggrin.gif

Posted by: პითონი 14 Mar 2023, 11:38
QUOTE (პითონი @ 11 Mar 2023, 16:05 )
სალამი.
მოკლედ ამანათი გამიჩერეს საბაჟოზე (პირველად მოხდა)

უსა2გეორგია არის გადამზიდი და მითხრეს, რომ საბაჟომ ახლიდან მოითხოვა ინვოისი (რომელიც ატვირთული მქონდა).
ნივთის ფასი 300 ლარზე ნაკლებია, თუმცა იბეიზე ვიყიდე და ზოგადად მეტი ღირს. (მე იაფად მოვიგე, ნუ 300 ლარამდე)
უსას მიერ გამოგზავნილ ლინკზე ავტვირთე ახლიდან ინვოისი და ასევე ავტვირთე თბს ბარათით გადახდის ინვოისიც.
როდის რა იქნება არ ვიცითო, საბაჟო როდესაც მოგვწერს ჩვენც დაგიკავშირდებითო.
1- რას უნდა ველოდო? ნუ როგორც ვიცი ექაუნთის გახსნა, ვიდეოს გადაგზავნა და ა.შ.
2- თუ ამან არ გაჭრა და მომთხოვეს მაინც განბაჟება, მინდა, რომ გავასაჩივრო. ნაღდად კანონს არღვევენ და მაგიტომ (200 ნივთზე მეტიც არ გამომიწერია, 2014 წლიდან სულ 90 ნივთი მაქვს გამოწერილი;დ ხოდა, ეს გასაჩივრეება სად ხდება და რა პროცედურებია ვისაც გაგიკეთებიათ?

user posted image

ეს დროში გაწელვა არის კიდევ ძალიან ცუდი, რადგან ვზარალდები და ასევე იბეიზე გადის გასაჩივრების ვადაც.
ანუ დაზიანებული ნივთი, რომ ჩამოვიდეს ვერაფერს ვეღარ გავხდები smile.gif

ერთი სარჩელი ამათკენაც გასაგზავნია, რომ დაალაგონ ყველაფერი წესიერად.

მოკლედ დავრეკე ლასარეში და მომცეს ეს ნომერი - 2261112

დავურეკე და ავუხსენი სიტუაცია. თვითონ ამ გოგონამ არ იცოდა დეტალები.
შეიძლება წითელ დერეფანში მოხვდაო და გადაამოწმებენ ინვოისს და გამოგატანენო.
მაგას დიდი ხანი არ ჭირდებაო...
თუმცა რავიცი პარასკევს გადავაგზავნე ეგ და ასევე ინვოისი მანამდეც მქონდა ატვირთული.
იმედია მართლა მალე გამომატანენ და არ დაჭირდებათ 20 წელი.
სხვა რა მოვიმოქმედო ჯერ არ ვიცი.
უსააა გადამზიდი და ჩვენ ყველაფერი მივაწოდეთ, საბაჟოს უნდა დაველოდოთო...

Posted by: iraklito3333 14 Mar 2023, 11:48
პითონი
პითონი
პითონი
უსა2 ყველაზე საშინელი მომსახურება აქ მაგდროს ( ზოგადად ყველადროს ) როცა საბაჟო არ იჯერებს ინვოისის სისწორეს, მაგდროს პირდაპირ ლასარეში გიშვებს უსა2 როცა სხვა გადამზიდებს ვიდეოს გადაღების საშვალება აქვთ და უგზავნიან საბაჟოს და იქ წასვლა არ გიწევს

უსა2 არის საშინელებათა ფილმის ბოროტი პერსონაჟი lol.gif

Posted by: პითონი 14 Mar 2023, 11:51
iraklito3333
ლინკი გამოუშვეს სადაც ინვოისი ატვირთეო მIთხრეს.
იბეის ინვოისიც ავტვირთე ახლიდან და თბს გადახდის ინვოისიც.
ასევე ეკრანის ჩანაწერი გავაკეთე და უსას გავუგზავნე მეილზე...
ვნახოთ რა იქნება

Posted by: iraklito3333 14 Mar 2023, 11:53
პითონი
პითონი
პითონი
მე მივედი ეხლა ლასარეში და გამაოტარეს
უსა2 ვიდეო გადაღებაზე უარს ამბობ, ეგეთი რამე არ არსებობს და არავის არააქო კინაღამ დამბლოკეს რო გავუტრაკე lol.gif სუფთა ხისთავიანები არიან მანდ მათ სასიკეთოდ

ამანათზე ვიდეოს ვიღებ რორამე და მაშინვე გვარდება პრობლემა, ვინ ივლის ლასარეში
კამექსზეც ეგრე ვიდეო გადავიღე

Posted by: პითონი 14 Mar 2023, 12:07
iraklito3333
ლასარეში რა იკითხე, როგორ მიხვედი და რა მოიმოქმედე მითხარი აბაა biggrin.gif
მეც მომიწევს ალბათ მისვლა.
პარასკევს მოვახერხებ წესით

Posted by: temo_777 14 Mar 2023, 12:09
iraklito3333
მე გადაგზავნილი მაქვს უსასთვის ვიდეო.
ჩვეულებრივიად მიიღეს

Posted by: iraklito3333 14 Mar 2023, 13:04
temo_777
temo_777
temo_777
ცოტაც და მბლოკავდნენ ისე ვესაუბრე შეურაწყოფად მიიღეს
ვიდეოს გადაღებაზე პირდაპირ მარილზე გამიშვეს ფაქტია თან არაერთხელ rolleyes.gif ჩემი ჯინი თუ აქვთ და არ ვევასები ეგ სხვა საკითხია biggrin.gif

პითონი
არაფერია ისეთი, მიდიხარ 202 ოთახში არის ეგდა ტელეფონშივე აჩვენე ეგ ინვოისი სულ ეგაა

ან გაუტრაკე მაგ უსა2 ს და კეთილი ინებონ და მიაწოდონ ვიდეოსკრინი ყველაფერი რო ეზარებათ უზარმაზარი თანხა რო დაადონ ადამიან მაგის გარდა givi.gif facepalm.gif

Posted by: პითონი 14 Mar 2023, 13:55
iraklito3333
მივწერე უსას ეხლა მეილზე, რომ გაუგზავნეთ საბაჟოს ეგ ვიდეო თორემ 1 თვე მალოდინებენ თქო.
დაველოდები პარასკევამდე, თუარადა მივალ ლასარეში მერე უკვე.
* * *
QUOTE (პითონი @ 14 Mar 2023, 13:55 )
iraklito3333
მივწერე უსას ეხლა მეილზე, რომ გაუგზავნეთ საბაჟოს ეგ ვიდეო თორემ 1 თვე მალოდინებენ თქო.
დაველოდები პარასკევამდე, თუარადა მივალ ლასარეში მერე უკვე.

დაელოდე ბრატ, რიგიაო.
წინასწარ ვერ ჩაგწერთO ;დ

Posted by: Skelton 14 Mar 2023, 22:44
მალეოთი ვაპირებ განსაბაჟებელი ამანათი ჩამოტანას. რადგან სხვა ყველა მოცულობით მითვლიდა ესენი ვარჩიე. ხოდა რა მაინტერესებს ამათ რაღაცა სხვანაირად აქვთ განბაჟების დეკლარაცია და იქნებ ვისაც უსარგებლია მოკლეთ მითხრათ რო არ გამჭედონ მერე.

Posted by: _kutaiseli_ 15 Mar 2023, 11:36
QUOTE (Skelton)
სხვანაირად აქვთ განბაჟების დეკლარაცია

ყველას ერთნაირად აქვს, სხვანაირად რას ნიშნავს?

Posted by: გიორგი XII 15 Mar 2023, 17:08
რს ზე რომელ თრექინგს ვწერთ რაც უსაზეა დამატებული მაგით არ ეძებს ნივთს, გზავნილი არ მოიძებნაო

Posted by: Skelton 15 Mar 2023, 18:47
_kutaiseli_

გავარკვიე რაც მინდოდა

Posted by: RoBoT 16 Mar 2023, 19:45
იქნებ დამაკვალიანოთ. განბაჟების საფასური სახაზინო კოდით გადავიხადე საქართველოს ბანკის აპლიკაციიდან 10-100-1000ზე. ტრეკინგის მითითება არვიცოდი თუ უნდოდა და შარში ვარ? why.gif

Posted by: _R@uL_ 19 Mar 2023, 14:02
მეგობრებო გამარკვიეთ რა კაცურად...
ეხლა რამდენი მაქვს გადასახდელი?
56.7 ლარი თუ 988.7 ლარი?

Posted by: temo_777 19 Mar 2023, 14:12
RoBoT
QUOTE
ტრეკინგის მითითება არვიცოდი თუ უნდოდა

არანაირად არაა საჭირო ტრეკინგის მითითება.
მთავარია მიუთითო ვის ანგარიშზე ირიცხება.

_R@uL_
წესით 988

Posted by: Vikus 19 Mar 2023, 14:13
_R@uL_
ახლა გაქვს დავალიანება 56.7₾.
დანარჩენი 932₾ დაგერიცხება კიდევ, ჯამში 988₾ უნდა გქონდეს ბალანსზე, რომ ჩამოგაჭრას

Posted by: buenos 21 Mar 2023, 16:37
$115 ნივთი + შიდა ტრანსპორტირება არ მიწევს ხო დღევანდელი დღით განბაჟება? 300 ლარზე ნაკლები გამოდის დღევანდელი კურსით.
გადამზიდის ტრანსპორტირებაც ხომ არ უნდა დაემატოს?

Posted by: jorjevanelle 21 Mar 2023, 16:39
buenos
როცა ცდება 300 ლარს ნივთის ფასი მაშინ ემატება სხვა ხარჯები,ისე არა.

Posted by: Ras_al_Ghul 21 Mar 2023, 16:40
QUOTE
$115 ნივთი

ზღვარზეა და ზუსტად იმ დღეს როცა ჩამოვა რეისი რა კურსი იქნება არავინ იცის ;დ

Posted by: buenos 21 Mar 2023, 19:44
jorjevanelle
QUOTE
როცა ცდება 300 ლარს ნივთის ფასი მაშინ ემატება სხვა ხარჯები,ისე არა.

ანუ ნივთი 100 დოლარი რომ ღირდეს ამერიკაში და ამერიკული შიპინგი $50 - არ ექვემდებარება განბაჟებას? მე მახსოვდა item + shipping განსაზღვრავდა ამას.

Posted by: Ras_al_Ghul 21 Mar 2023, 20:40
buenos
ნივთის ღირებულება აიღება და არა შიფინგის ხარჯი. იმენა ნივთი რა ღირს ეგ.

მაგალითად ყიდულობ 100$იან ნივთს და სწრაფად მიტანა გაქვს არჩეული რომელიც ღირს +30$, ეგ ნივთის ღირებულებაში არ შედის.
მხოლოდ 100$ია ფასი.

Posted by: buenos 21 Mar 2023, 21:55
QUOTE
ნივთის ღირებულება აიღება და არა შიფინგის ხარჯი. იმენა ნივთი რა ღირს ეგ.

ლოგიკურია. პროსტა ადრე აქ სადღაც წავიკითხე შიდა შიპინგიანად არ უნდა გადაცდეს ზღვარსო და ამიტომ ვიკითხე.
შიპინგის გარეშე კი ეტევა 100შიც smile.gif

Posted by: _R@uL_ 22 Mar 2023, 14:58
მოკლედ 200 ამანათის თემა ნაღდია....

ჩამოვცდი ეხლა 200 ამანათს....გამოვწერე და ჩამომივიდა ნივთი...ხოდა უკვე გამანაწილებელ ჰაბშიაო ინექსზე წერია...რს-ზეც რომ შევდივარ დაუბეგრავი აწერია სტატუსს...ხოდა წესით რავი აღარ განბაჟდება ხო?
რო გადავთვალე 192-ე ამანათია ბოლო 365 დღეში

Posted by: PAINKILLER 22 Mar 2023, 15:44
QUOTE (Ras_al_Ghul @ 21 Mar 2023, 16:40 )
QUOTE
$115 ნივთი

ზღვარზეა და ზუსტად იმ დღეს როცა ჩამოვა რეისი რა კურსი იქნება არავინ იცის ;დ

ჩამოსვლის დღის კურსი არაფერს შუაშია განბაჟებასთან, საბაჟოზე შემოსვლის დღიდან 30 დღეში შეგიძლია დეკლარაციის გაკეთება და იმ დღის კურსით დაითვლიან როცა დეკლარაციას გაამზადებინებ, თუ არ იქნება გასაბაჟებელი ნულოვანი განაკვეთით გამოუშვებენ smile.gif
* * *
QUOTE (iraklito3333 @ 14 Mar 2023, 11:48 )
პითონი
პითონი
პითონი
უსა2 ყველაზე საშინელი მომსახურება აქ მაგდროს ( ზოგადად ყველადროს ) როცა საბაჟო არ იჯერებს ინვოისის სისწორეს, მაგდროს პირდაპირ ლასარეში გიშვებს უსა2 როცა სხვა გადამზიდებს ვიდეოს გადაღების საშვალება აქვთ და უგზავნიან საბაჟოს და იქ წასვლა არ გიწევს

უსა2 არის საშინელებათა ფილმის ბოროტი პერსონაჟი lol.gif

აუ ეგ არ ვიცოდი, კიდევ კარგი არასოდეს გამომიყენებია U2G თორემ უეჭველი სასამართლოში ვუჩივლებდი biggrin.gif

Posted by: Ras_al_Ghul 22 Mar 2023, 15:49
PAINKILLER
QUOTE
საბაჟოზე შემოსვლის დღიდან 30 დღეში შეგიძლია დეკლარაციის გაკეთება

ეგ რანაირად როცა რეისის ჩამოსვლისას გაქვს დეკლარაცია შესადგენი ყველა გადამზიდავთან givi.gif

Posted by: PAINKILLER 22 Mar 2023, 15:53
QUOTE
ეგ რანაირად როცა რეისის ჩამოსვლისას გაქვს დეკლარაცია შესადგენი ყველა გადამზიდავთან

Ras_al_Ghul

ჩამოსვლისას არანაირი დეკლარაცია არ გაქვს შესადგენი, ეგ ვინ თქვა? საბაჟოზე შემოსვლიდან 30 დღის ვადა გაქვს

მქონია რამდენიმე შემთხვევა რომ განბაჟების ზღვარს 1-2 ლარით ან თეთრებით სცდებოდა და დაველოდე კურსის დაწევას და ისე გამოვიტანე, ნულოვანი დეკლარაციით smile.gif

ამანათის დეკლარირებას თუ გულისხმობ, ეგ საბაჟოზე შემოსვლამდე უნდა გააკეთო

Posted by: Ras_al_Ghul 22 Mar 2023, 15:55
PAINKILLER
სანამ გადამზიდთან დეკლარაციას არ შეადგენ ხომ ვერ გაიტან?

Posted by: PAINKILLER 22 Mar 2023, 15:57
QUOTE
სანამ გადამზიდთან დეკლარაციას არ შეადგენ ხომ ვერ გაიტან?

Ras_al_Ghul

ხოდა არ შეადგენ და არც გაიტან, სანამ კარგი კურსი არ დაჯდება biggrin.gif

Posted by: Ras_al_Ghul 22 Mar 2023, 16:02
PAINKILLER
QUOTE
ხოდა არ შეადგენ და არც გაიტან, სანამ კარგი კურსი არ დაჯდება

lol.gif lol.gif ეგრე კი ;დდდ ჩამოსულ ნივთს ისე ველოდები ხოლმე კიდე მაგას მალოდინე ახლა ;დდდდდ

Posted by: narcoTOURIST 22 Mar 2023, 16:03
_R@uL_
QUOTE
რო გადავთვალე 192-ე ამანათია ბოლო 365 დღეში

არ უნდა გადათვლა, აქ დააყენე 2022-ზე და დაგიწერს რამდენი ჩანაწერი მოიძებნა

user posted image

Posted by: RoBoT 28 Mar 2023, 13:49
PAINKILLER
აქაც შენ ხარ? lol.gif

Ras_al_Ghul
მეც მასე ვიცოდი რომ შიპინგის ღირებულება შედის იმ 300 ლარში. ბევრი ითემია ისეთი რომ ფასი დაკლებული აქვს და შიპინგი მომატებული.

Posted by: Firework 28 Mar 2023, 15:53
ათვლა იანვრიდანაა? 199 რო მქონდეს დეკემბერში, იანვარში 0 დან იწყება ისევ ათვლა? givi.gif

Posted by: Vladimer1994 28 Mar 2023, 18:32
QUOTE (Firework @ 28 Mar 2023, 15:53 )
ათვლა იანვრიდანაა? 199 რო მქონდეს დეკემბერში, იანვარში 0 დან იწყება ისევ ათვლა? givi.gif

არა დაცოცავს როგორც მივხვდით biggrin.gif 2022 28 მარტიდან 2023 28 მარტამდე მაგალითად smile.gif

Posted by: 11-F 28 Mar 2023, 18:53
დღეიდან უკან უნდა გადათვალო ერთი წელი.

Posted by: xx3xx 27 Apr 2023, 14:54
ამანათი გამოვწერე რომელიც საქართველოშიც აგზავნის და მაგის 15$ გადავიხადე ზემოდან
DHL დან დამირეკეს რომ 20 ლარი სახელმწიფოს უნდა გადაუხადო გაფორმების საფასური და 40 ლარი ჩვენ უნდა მოგვცეო დეკლარაციის მომზადებისო, სხვანაირად ვერ მიიღებ ამანათს და უკან გავაგზავნითო და შიგხოარააქვთ რა 40 ლარი ? ეგრეა მართლა?

Posted by: narcoTOURIST 27 Apr 2023, 14:58
QUOTE
40 ლარი ჩვენ უნდა მოგვცეო დეკლარაციის მომზადებისო

wow.gif

Posted by: xx3xx 27 Apr 2023, 15:36
ჯერ 300 ლარის დედას###### და მერე ამ ### ფულების გადახდის 15$(shipping)+20+40+18% გამოვიდა 200 ლარი
ამანათის 2ც ღირებულება არის 558 ლარი + 15$ Shippig
ცალცალკე უნდა გამომეწერა რა sad.gif
ამ მთავრობის დედას###### mad.gif

Posted by: 11-F 27 Apr 2023, 21:39
დჰლ-საც კარგი მადა ჰქონია, 40 გელა დეკლარაციაში drug.gif

Posted by: stopcovid 27 Apr 2023, 23:54
xx3xx
QUOTE
მიიღებ ამანათს და უკან გავაგზავნითო და შიგხოარააქვთ რა 40 ლარი ? ეგრეა მართლა?

ეგრეა თუ განბაჟება უწევს. აქაურ კომპანიას რომელიც dhl-ის ამანათებს ემსახურება თვით dhl-ზე დიდი მადა აქვს.

Posted by: 11-F 28 Apr 2023, 11:48
დეკლარაცია საქფოსტაშიც ეგრე ჯდება მგონი drug.gif

Posted by: temo_777 28 Apr 2023, 12:24
QUOTE
დეკლარაცია საქფოსტაშიც ეგრე ჯდება მგონი

ადრე 20 ლარი იყო დეკლარაცია მანდ

Posted by: sevastopol 1 May 2023, 00:30
xx3xx
და 300 ლარზე მეტი გამოდიოდა ისედაც და რატო ცალცალკე არ გამოწერე...

Posted by: iraklito3333 11 May 2023, 18:59
აქ ხოარიცით, დრონი გამოვწერე DJI MINI 3 PRO რომელიც არის 249 გრამი და არ ვრცელდება არანაირი რეგულაცია, ნუ ზომის გათვალისწინებით
ამანათმა ეგო უნდა განაბაჟო საბაჟოზეო, რაღაც ფურცელს გაგატანთო და იქ ხდება განბაჟებაო

როგორ ხდება და რამე საწვალებელია თუ იცით?

Posted by: 11-F 11 May 2023, 22:05
QUOTE
DJI

ეგ პროფესიონალურია ხომ? მაგიტო შეუკიკინეს. არ იქნება სათამაშო rolleyes.gif

Posted by: iraklito3333 11 May 2023, 22:20
QUOTE (11-F @ 11 May 2023, 22:05 )
QUOTE
DJI

ეგ პროფესიონალურია ხომ? მაგიტო შეუკიკინეს. არ იქნება სათამაშო rolleyes.gif

სათამაშოა მა რაარის, 249 გრამია და არსად არუნდა რეგისტრირება, არანაირი შეზღუდვა არააქვს

საქ კანონმდებლობით 250 გრამის მქონე არცერთ დრონზე არ ვრცელდება შეზღუდვა, მარა სალობიეში ვცხოვრობთ კანონი არა შვანცკი biggrin.gif

Posted by: 11-F 11 May 2023, 22:22
iraklito3333
გაუხმეთ თავები, რაღაც მაიმუნობა მოიგონეს ალბათ.
* * *
QUOTE
კანონმდებლობით

შეიძლება უბრალოდ მინისტრის ბრძანება იდოს სადმე მიჩქმალული drug.gif

Posted by: narcoTOURIST 11 May 2023, 22:32
iraklito3333
QUOTE
სათამაშოა მა რაარის, 249 გრამია და არსად არუნდა რეგისტრირება, არანაირი შეზღუდვა არააქვს

საქ კანონმდებლობით 250 გრამის მქონე არცერთ დრონზე არ ვრცელდება შეზღუდვა, მარა სალობიეში ვცხოვრობთ კანონი არა შვანცკი

ბატარეას გაუძლიერებ და აღარ იქნება სათამაშო smile.gif

ისე ძლიერ ბატარეაზე აღარ აწერია 249 გრამი

Posted by: 11-F 11 May 2023, 23:19
დრონი და ბინოკლი ვეღარ გიყიდია ადამიანს, რა ქვეყანაა ჩემი... facepalm.gif

Posted by: marimari11 13 May 2023, 01:27
აუ მგონი არასწორად გადავიხადე განბაჟება.
სახაზინო კოდი 707017021 მივუთითე და მგონი ეს 101001000 უნდა მიმეთითებინა ხო?
დეკლარაციის დამზადების 20 ლარი აქ გადავიხადე 707017021 და მაგიტომ ესს მივუთითე.

სადმე ონლაინ არ შეიძლება ვნახო რამდენი მაქვს გადასახდელი?

ფოსტამ ფურცელი რომ გამომატანა, სადაც ეწერა ყველაფერი, დავკარგე facepalm.gif

ხო კიდე აქ 707017021 ზედმეტი 20 ლარი მაქვს გადახდილი და უკან გადმოგირიცხავენო და როგორ უნდა გადმომირიცხონ?

Posted by: Lasha244 13 May 2023, 11:51
marimari11

20 ლარს იხდი ამ კოდზე 707017021

განბაჟების თანხას იხდი ამ კოდზე 101001000

რს.გე დარეგისტრირდი და მანდ ეწერება ყველაფერი,რამდენი გაქვს ზედმეტობა გადახდილი,
რამდენი გაქვს დავალიანება და ა.შ yes.gif

Posted by: marimari11 13 May 2023, 14:22
QUOTE (Lasha244)
რს.გე დარეგისტრირდი და მანდ ეწერება ყველაფერი,რამდენი გაქვს ზედმეტობა გადახდილი,

ჩემ თანამშრომლის სახელზეა drug.gif
აუუ
ჯანდაბა
95 ლარი მაქვს გადარიცხული.

Posted by: baracuda 14 May 2023, 15:30
გამარჯობათ.
სანშენებლო ისტრუმენტებზე და მასალებზე არის რაღაც იმპორტის გადასახადი 12%

მაინტერესებს თუ იცით ვინმემ, თუ არ აღემატება 300 ლარს მანც იხდი ამ გადასახადს?

Posted by: NucLeaR 14 May 2023, 18:44
გამარჯობათ, ერთი კითხვა მაქვს, განსაბაჟებელი ამანათი გამოვწერე ებაიდან, ხოლო მეორე იაფიანი ნივთი სხვა საიტიდან, ეს ორი ნივთი ერთ რეისზე დაჯდა და ამ მეორე იაფიანზეც მომიწევს განბაჟების გადახდა?

Posted by: iraklito3333 14 May 2023, 18:56
QUOTE (narcoTOURIST @ 11 May 2023, 22:32 )
iraklito3333
QUOTE
სათამაშოა მა რაარის, 249 გრამია და არსად არუნდა რეგისტრირება, არანაირი შეზღუდვა არააქვს

საქ კანონმდებლობით 250 გრამის მქონე არცერთ დრონზე არ ვრცელდება შეზღუდვა, მარა სალობიეში ვცხოვრობთ კანონი არა შვანცკი

ბატარეას გაუძლიერებ და აღარ იქნება სათამაშო smile.gif

ისე ძლიერ ბატარეაზე აღარ აწერია 249 გრამი

ხო აკუმილატორს დაუყენებ კიდე ))))

ყოველთვის 249 გრამი იქნება, მასეთია ბატარეა რომ არ აცდეს მაგ გრამობას

ეხლა თუ რამეს კუსტარულად მანქანის აკუმილატორს გამოაბამ კიბატონ, ჩაინაპადვალედიშენს givi.gif

Posted by: 11-F 14 May 2023, 19:16
iraklito3333
QUOTE
ეხლა თუ რამეს კუსტარულად მანქანის აკუმილატორს გამოაბამ კიბატონ, ჩაინაპადვალედიშენს

biggrin.gif
ერთი ასეთი ფსნჩრის საპარსს ამუშავებს ნახევარი საათი და რამდენიმე ცალი დრონსაც გააფრენს და ვერტალიოტსაც biggrin.gif

user posted image

Posted by: iraklito3333 14 May 2023, 19:22
QUOTE (11-F @ 14 May 2023, 19:16 )
iraklito3333
QUOTE
ეხლა თუ რამეს კუსტარულად მანქანის აკუმილატორს გამოაბამ კიბატონ, ჩაინაპადვალედიშენს

biggrin.gif
ერთი ასეთი ფსნჩრის საპარსს ამუშავებს ნახევარი საათი და რამდენიმე ცალი დრონსაც გააფრენს და ვერტალიოტსაც biggrin.gif

user posted image

იფრინოს ბატონო მთლად კაი gigi.gif

კიდეკაი დჯი ოფიციალური წარმომადგენლობა არ კითხულობს აქ თორე აგვივყანდნენ სამუშაოდ მანდ givi.gif

Posted by: 11-F 14 May 2023, 19:25
iraklito3333
QUOTE
კიდეკაი დჯი ოფიციალური წარმომადგენლობა არ კითხულობს აქ თორე აგვივყანდნენ სამუშაოდ მანდ givi.gif

ოღონდაცა რა... გვეშველოს იქნებ, კარქი ხელფასები იქნება biggrin.gif

Posted by: NucLeaR 14 May 2023, 19:52
გამარჯობათ, ერთი კითხვა მაქვს, განსაბაჟებელი ამანათი გამოვწერე ებაიდან, ხოლო მეორე იაფიანი ნივთი სხვა საიტიდან, ეს ორი ნივთი ერთ რეისზე დაჯდა და ამ მეორე იაფიანზეც მომიწევს განბაჟების გადახდა?

Posted by: Vladimer1994 15 May 2023, 00:05
QUOTE (NucLeaR @ 14 May 2023, 19:52 )
გამარჯობათ, ერთი კითხვა მაქვს, განსაბაჟებელი ამანათი გამოვწერე ებაიდან, ხოლო მეორე იაფიანი ნივთი სხვა საიტიდან, ეს ორი ნივთი ერთ რეისზე დაჯდა და ამ მეორე იაფიანზეც მომიწევს განბაჟების გადახდა?

კი ფასები და წონები ყველაფერი დაჯამდება და განბაჟდება sad.gif მიუხედავად იმისა რომ ის სხვა საიტზეა შეძენილი

Posted by: abcdefg_1 15 May 2023, 08:54
მოგესალმებით, ძალიან გთხოვთ გამარკვიეთ რა, მოკლედ ოჯახის წევრი ცხოვრობს გერმანიაში და იქიდან უნდა გამომიგზავნოს მეორადი ნივთები აქ გასაყიდად. ამ შემთხვევაში რა ხდება, საიდან უნდა ავიღო ინვოისი გერმანიაში როცა ოჯახებისგან უნდა ჩაიბარო საქონელი ან მე როგორ უნდა მივანიჭო განბაჟების ფასი როცა მეც არ ვიცი მისი ამჯამინდელი ღირებულება ? მოკლედ ამ მეორად საქონელზე ან კანონმდებლობა ან გამოცდილება რომ გამიზიაროთ დიდად დამავალებთ!

Posted by: buenos 20 May 2023, 11:49
ვთქვათ ნივთი ნაყიდია $150 (აშშ-ში). არის ინვოისი ფასით და ყიდვის თარიღით. გამოიგზავნა ამერიკიდან, ამერიკაში ხმარებიდან 1 წელიწადში. რა თანხა უნდა მიუთითო გადამზიდთან? 150 ხო ვერ დაწერ, ახალი ხომ აღარაა. აქვს რამე ფორმულა საბაჟოს ასეთი შემთხვევებისთვის? მაგალითდ 150 - 30% პირველ წელს აკდება ფასს, ყოველ შემდეგ წელს 20%, etc..

Posted by: Vladimer1994 21 May 2023, 15:05
QUOTE (buenos @ 20 May 2023, 11:49 )
ვთქვათ ნივთი ნაყიდია $150 (აშშ-ში). არის ინვოისი ფასით და ყიდვის თარიღით. გამოიგზავნა ამერიკიდან, ამერიკაში ხმარებიდან 1 წელიწადში. რა თანხა უნდა მიუთითო გადამზიდთან? 150 ხო ვერ დაწერ, ახალი ხომ აღარაა. აქვს რამე ფორმულა საბაჟოს ასეთი შემთხვევებისთვის? მაგალითდ 150 - 30% პირველ წელს აკდება ფასს, ყოველ შემდეგ წელს 20%, etc..

biggrin.gif არა მეგობარო ეგეთი არ აქვს ის კი არაა მეორადი რომ იყიდო და ექსპერტს შეაფასებინო შეიძლება ახლის ფასი ჩაგიწეროს
ახლო მდებარე ფასს გეტყვიან რა 15-20-30% smile.gif

Posted by: daniretaxe 22 May 2023, 18:48
მინდა რომ დუბაიდან ჩამოვუტანო ხალხს ნივთები, რომ შემოვიტან საზღვარზე მათ სახელზე როგორ ვადეკლარირებ? ან 300 ლარიანზე ძვირი ნივთი რომ არის განბაჟების ათვლა ეგრევე იწყება, თუ მე რომ გადავცემ ონლაინ შემიძლია შევავსო განაცხადი და მერე?

Posted by: 1GIO1 22 May 2023, 19:38
daniretaxe
QUOTE
მინდა რომ დუბაიდან ჩამოვუტანო ხალხს ნივთები, რომ შემოვიტან საზღვარზე მათ სახელზე როგორ ვადეკლარირებ?

შენ თუ აპირებ რო პირადად ჩაფრინდე და წამოიღო მასე სხვის სახელზე ვერ განაბაჟებ

Posted by: giorgi_psp3000 23 May 2023, 00:59
3.1 ლარით ავცდი განბაჟებას up.gif

Posted by: რერე 26 Jun 2023, 11:40
გამარჯობა მეგობრებო!

იბეიდან მაქვს ნივთი გამოწერილი და ნივთის ღირებულება არის 365$ +82$ Shipping + 30$TAX. იმედია 365 დოლარის 18% გადამახდევინებენ ხო?

Posted by: 2:58 26 Jun 2023, 11:51
QUOTE
იმედია 365 დოლარის 18$ გადამახდევინებენ ხო?

no.gif ეგ ყველაფერი შეიკრიბება (დეკლარირებისასვე სრული თანხა უნდა მიუთითო თორე ჯარიმას აიკიდებ) + მაგას წონის/ჩამოტანის ფული დაემატება და მაგის 18%-ს გადაიხდი + 20 ლარს ხაზინაში

Posted by: რერე 26 Jun 2023, 12:57
QUOTE (2:58 @ 26 Jun 2023, 11:51 )
QUOTE
იმედია 365 დოლარის 18$ გადამახდევინებენ ხო?

no.gif ეგ ყველაფერი შეიკრიბება (დეკლარირებისასვე სრული თანხა უნდა მიუთითო თორე ჯარიმას აიკიდებ) + მაგას წონის/ჩამოტანის ფული დაემატება და მაგის 18%-ს გადაიხდი + 20 ლარს ხაზინაში

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif ეგ რა წესია ვერ გავიგე. ამერიკაში მე ტაქსები გადავიხადე ესენი რაშუაში არიან? შიპინგში ფული გადავიხადე რო მალე მისულიყო მისამართზე ან მანდ რაშუაში არიან? რატო თვლიან მაგას? ნუ ეგ კაკრას გასაგებია ამათი დედაც #####ან მე)

მადლობა gigi.gif

Posted by: narcoTOURIST 26 Jun 2023, 13:44
რერე
საქართველომდე ტრანსპორტირების თანხაც დაემატება და მაქედან დაითვლება 18%

შიპინგის დამატება მაგარი სისულელეა, მაგრამ იქაური ტაქსების დათვლა საერთოდ მარაზმია mgun.gif

Posted by: temo_777 26 Jun 2023, 13:56
QUOTE
(დეკლარირებისასვე სრული თანხა უნდა მიუთითო თორე ჯარიმას აიკიდებ)

არასდროს მიმითითებია დეკლარირებაშI სრული თანხა, მაშინაც კი როდესაც უწევდა განბაჟება.
და არც არასდროს არ დავუჯარიმებივარ.
ვწერ ნივთის ღირებულებას, ვტვირთავ ინვოისს. და დანარჩენს თვითონ კრიბავენ

Posted by: HarrisonHill 14 Jul 2023, 15:09
ლასარეში თავის კომპიუტერში ითხოვენ ექაუნთის გახსნას? არ მინდა მაგათ კომპიუტერზე არაფრის შეყვანა biggrin.gif

Posted by: narcoTOURIST 14 Jul 2023, 15:50
HarrisonHill
QUOTE
არ მინდა მაგათ კომპიუტერზე არაფრის შეყვანა

რატომ?
ჰაკერები კიარ არიან biggrin.gif

Posted by: Skelton 14 Jul 2023, 16:42
HarrisonHill

ერთხელ მქონდა შემთხვევა რო უნდა მივსულიყავი მანდ მაგრამ მერე გადამზიდს გავუგზავნე ვიდეო გახსნა საიტის და ორდერის ჩვენება. ამან გაჭრა.იკითხე იქნებ შენთანაც გამოვიდეს და არ მოგიწიოს მისვლა.

Posted by: HarrisonHill 14 Jul 2023, 21:15
QUOTE (Skelton @ 14 Jul 2023, 16:42 )
HarrisonHill

ერთხელ მქონდა შემთხვევა რო უნდა მივსულიყავი მანდ მაგრამ მერე გადამზიდს გავუგზავნე ვიდეო გახსნა საიტის და ორდერის ჩვენება. ამან გაჭრა.იკითხე იქნებ შენთანაც გამოვიდეს და არ მოგიწიოს მისვლა.

ჰო, მომწერა გადამზიდმა ვიდეოები გამოგზავნეო და გავუგზავნე, მაგრამ ვიფიქრე ლასარეში მისვლით უფრო მალე მოვაგვარებდი. რამდენ ხანში მიიღეს გადაწყვეტილება?
* * *
სამი ამანათი შემიჩერეს, ერთი რეისით ჩამოვიდა სხვადასხვა საიტებიდან. სამივეს შეჩერებულია აწერია, მარა ამანათის პანელში ორი ჩამოსულებშია, ერთი "ახალ ამანათებში" და რა ხდება ნეტა gigi.gif

Posted by: Skelton 14 Jul 2023, 22:16
HarrisonHill

გადაგზავნის დღესვე ოფისში იყო და ავიღე

Posted by: Firework 15 Jul 2023, 04:18
user posted image
ტაობაოზე ასეთი ნივთი გიყიდიათ? გადახდის დროს აკლდება ფასი და აღარ უწევს განბაჟება

Posted by: MKBHD 12 Sep 2023, 10:34
707017021 - აქ გადასახდელ 20 ლარს როდის ვრიცხავ გამახსენეთ რა? ამანათის ჩამოსვლამდე რო თუ ჩამოსვლის მერე?

Posted by: jorjevanelle 12 Sep 2023, 14:11
MKBHD
ჩამოსვლამდე და ტვირთავ ინვოისებთან ერთად.

Posted by: MKBHD 12 Sep 2023, 14:21
ჯორჯევანელლე
QUOTE
ჩამოსვლამდე და ტვირთავ ინვოისებთან ერთად.

მადლობელი sa.gif

Posted by: somnambuli 13 Sep 2023, 14:49
საშინელი გამოცდილება მაქვს, ამანათი გამოვუწერე მეგობარს, მეგობრის სახელზე ჩამოვიდა.
ჰოდა 260 ლარიანი იყო ეს ნივთი, ინვოისს არ ენდო მებაჟე და ექაუნთი გამახსნევინეს, ვიდეო გადაუღეს სადაც გამოჩნდა, რო მსგავსი სახეობის სხვა ნივთებიც მქონდა შეძენილი მანამდე. ადგნენ და მეგობარს დააკისრეს განბაჟება, აბაჟებინებენ. რა ჯანდაბა, პასუხს ვერავინ მცემს რატომ, ჩადი ლასარეს ტერმინალში 202 ოთახშიო. ვინაა დასავლეთიდან იქ ჩამსვლელი. ტელეფონიც არ აქვთ, არც მისაწერი რომ ელემენტარული პასუხი გაგვცენ.
მოგი@₾&ანთ სახელმწიფო წყობა, მთავრობა და დირექტორები, თქვენი დამყარებული განუკითხაობა ვატირე მე. კორუმპირებული მენეჯმენტის ბუდეა, უბრალო ხალხზე ტეხენ ჯოხს და ბობოლებს მილიონობით ტვირთს არ აბაჟებინებენ.
მოგიდღანტ ღარიბა და კობახა. დაგიმატეთ მდინარაძე ზემოდან.

Posted by: F3RRAR1 13 Sep 2023, 15:05
QUOTE
მებაჟე

QUOTE
ლასარე

ჩვენი ცოდვით რატო მეხი არ დაეცემა და დაბუგავს იქაურობას facepalm.gif

Posted by: MKBHD 14 Sep 2023, 21:09
QUOTE (somnambuli)
რო მსგავსი სახეობის სხვა ნივთებიც მქონდა შეძენილი მანამდე. ადგნენ და მეგობარს დააკისრეს განბაჟება

facepalm.gif პიზდეცია რა , რაში გააკეთონ ფული აღარ იციან.
კიდე 1 მიზეზი დაემატა სიას თუ რატო არ მიყვარს სხვებისთვის ნებისმიერი ნივთის გამოწერა biggrin.gif

Posted by: somnambuli 15 Sep 2023, 09:52
MKBHD
ვულოცავ მებაჟეს, მან მოიგო ერთ თვიანი ულიმიტო გინება ოჯახის წევრების მიმართ <3

Posted by: TecTec 22 Oct 2023, 02:06
გამარჯობა, კითხვა მაქვს მაინტერესებს მცირე მეწარმედ თუ დავრეგისტრირდები - 300 ლარამდე ნივთებს რომლებსაც როგორც წესი არ უწევთ განბაჟება უნდა განვაბაჟო? თუ ეგ ნივთები გასაყიდად მინდა.
და თუ არ უნდა განვაბაჟო, როგორც ბოლოს აღმოჩნდა 200 ამანათზე რომ არის შეზღუდვა ანუ 200 ამანათის ზემოთ წლის განმავლობაში თუ გაქვს გამოწერილი ყველაფერს რონგანბაჟებინებენ.
როგორც მცირე მეწარმე თუ ვიქნები დარეგისტრირებული მაგ შემთხვევაში ეგ შეზღუდვა როგორ მუშაობს - ძალიან დამავალებთ თუ ვინმე კომპეტენტური ამ საკითხში დამაკვალიანებთ -
ან ვის უნდა მივმარყო რა სპეციალობის ადამიანს რომ ეგ ამბავი კარგად ამიხსნას ?
ძაან ბუნდივანია ყველაფერი,

მადლობა წინასწარ თუ ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდება და დახმარებას შეძლებს

Posted by: NucLeaR 22 Oct 2023, 12:30
რა ხდება საბაჟოზე ხალხი დაამატეს თუ ყველა ამანათს რანაირად ამოწმებენ, აქამდე დისტანციურად მაინც აგვარებდი საქმეს.

Posted by: Firework 22 Oct 2023, 18:13
TecTec
ბუღალტერს უნდა მიმართო მაგ კითხვებით და გაგცემს პასუხს

მე როგორც ვიცი მცირე მეწარმედ რომ დარეგისტრირდები 300 ლარამდეც მოგიწევს განბაჭება

Posted by: Cadmus 22 Oct 2023, 19:20
ის ცვლილება, რომ საჯარიმო ამანათები დისტანციურად ვეღარ დაიწერება.
ადგილზე უნდა მივიდეს პატრონი შემოსავლებში.

Posted by: sabasaba24 22 Oct 2023, 19:48
Cadmus
სადმე კანონში წერია მსგავსი თუ მებაჟის პირად სურვილზეა ეგ ?

Posted by: Cadmus 22 Oct 2023, 19:51
QUOTE (sabasaba24 @ 22 Oct 2023, 19:48 )
Cadmus
სადმე კანონში წერია მსგავსი თუ მებაჟის პირად სურვილზეა ეგ ?

კანონის დონეზე არა ეგენ იროგორც ვიცი მასეტი რეგულაციებია რომლებიც იცვლება პერიოდულად

მე მაგლაითად როგორც გადამზიდის წარმოამადგნელი მაგალითად უყველაზე მინიალურს იმას ვაწვები ,რომ როდესაც მოხარების ამანთი გაწითლდა (დაექვედმებარა ანბაჟEბას) ან გაყვითლდა (დაექვემდებარა დამტებით შემოწმებას) მაგაზე მომხარებელს თვითონ რს -მა გაუგზავნოს მესიჯი ეხლა მაგას ჩვნე გადამზიდები ვაკეთებთ help.gif

Posted by: sabasaba24 22 Oct 2023, 19:52
Cadmus
თუ არ გამოცხადდა პირი რა ხდება ეგეთ ამანათზე ? ანუ როდემდე აქვთ უფლება ეგრე რომ გააჩერონ?

Posted by: sevastopol 23 Oct 2023, 11:55
sabasaba24
1 თვე აქვთ უფლება.

Posted by: giorgi_psp3000 28 Oct 2023, 15:01
ერთ რეისზე 3 ნივთი მოხვდა, დეკლარაციის დროს შიპინგიანად მქონდა შევსებული ფასები და 300 ლარს გადაცილებულა ჯამში ყველა, სმს რომ მივიღე განბაჟებასთან დაკავშირებით მერე დავაკვირდი, შიპინგების გარეშე 260 ლარი გამოდის, არის რამე შანსი განბაჟება რომ გააუქმონ? გადამზიდს გავუგზავნე ინვოისები.

Posted by: sevastopol 28 Oct 2023, 17:10
giorgi_psp3000
ნულოვანი დეკლარაცია დაიბეჭდება და 20 ლარს მაინც გადაიხდი.

Posted by: giorgi_psp3000 30 Oct 2023, 19:15
sevastopol
მოკლედ დეკლარანტის მომსახურების 5 ლარის გადახდა მომიწია მხოლოდ ინექსში, განბაჟების დეკლარაციის ფასის ჩასწორების.

Posted by: Takobako 11 Nov 2023, 11:24
ჯარიმა დეკლარაციაში თანხის შემცირებაზე (ონლაინ ყიდვა/გადამზიდი კომპანიით ჩამოტანა), როდესაც ნივთს განბაჟება უწევს, პირველ ჯერზე ჯარიმა იმპორტის თანხის 40%-ია თუ 100? , ონლაინ ყიდვისას საფორსტო გზავნილში გადის და 100 %-იაო.....

Posted by: sevastopol 11 Nov 2023, 16:03
Takobako
100%მდე გაზარდეს, ადრე იყო 40%.

Posted by: natia_natia9 4 Dec 2023, 12:18
QUOTE (somnambuli @ 13 Sep 2023, 14:49 )
საშინელი გამოცდილება მაქვს, ამანათი გამოვუწერე მეგობარს, მეგობრის სახელზე ჩამოვიდა.
ჰოდა 260 ლარიანი იყო ეს ნივთი, ინვოისს არ ენდო მებაჟე და ექაუნთი გამახსნევინეს, ვიდეო გადაუღეს სადაც გამოჩნდა, რო მსგავსი სახეობის სხვა ნივთებიც მქონდა შეძენილი მანამდე. ადგნენ და მეგობარს დააკისრეს განბაჟება, აბაჟებინებენ. რა ჯანდაბა, პასუხს ვერავინ მცემს რატომ, ჩადი ლასარეს ტერმინალში 202 ოთახშიო. ვინაა დასავლეთიდან იქ ჩამსვლელი. ტელეფონიც არ აქვთ, არც მისაწერი რომ ელემენტარული პასუხი გაგვცენ.
მოგი@₾&ანთ სახელმწიფო წყობა, მთავრობა და დირექტორები, თქვენი დამყარებული განუკითხაობა ვატირე მე. კორუმპირებული მენეჯმენტის ბუდეა, უბრალო ხალხზე ტეხენ ჯოხს და ბობოლებს მილიონობით ტვირთს არ აბაჟებინებენ.
მოგიდღანტ ღარიბა და კობახა. დაგიმატეთ მდინარაძე ზემოდან.

მეც გამიკეთეს ეგრე და ჩემს ძმას განაბაჟებინეს ამანათი, რომელსაც განბაჟება არ უწევდა. ზუსტად იმავე მიზეზით და ზუსტად ეგრე.

Posted by: Dovi 11 Dec 2023, 05:43
სალამი, აქ ვიკითხავ თუ შეიძლება
ფიზიკურმა პირმა რომ სისტემატიურად 100+ ერთგვაროვანი ნივთები იწეროს უცხოეთიდან, შეიძლება რამე პრობლემა შეექმნას საგადასახადოსთან?
განბაჟებას არ ვგულისხმობ. თავისთავად განბაჟებით. კომერციულ საქმიანობად ჩაითვლება? თუ არ აინტერესებთ ეგ საბაჟოზე?

Posted by: Skelton 11 Dec 2023, 12:29
Dovi

ვისაც ზოგადად ბევრი გამოწერა უფიქსირდება მერე ურეკავ და ტვინს ღუნავენ რო რამენაირად საბაჟო გადასახადი გადაახდევინონ. შენ მითუეტეს 100 ერთნაირს იწერ.

Posted by: sevastopol 11 Dec 2023, 12:41
Dovi
3 ერთნაირზე გამიჩერეს და განბაჟება მომთხოვეს (მანქანის ემბლემა იყო, ჩემთივს გამოვწერე და ჩემი ორი მეგობრისთვის).

სისტემატიურად თუ გამოწერ, მოგთხოვენ სისტემატიურად განბაჟებას და ბოლოს გეტყვიან ინდ მეწარმედ დარეგისტრირდიო ალბათ რადგან როგორც ჩანს ეწევი საქმიანობასო.

Posted by: Dovi 11 Dec 2023, 13:59
Skelton
sevastopol
მადლობა მეგობრებო. საბაჟოს ვიხდი ისედაც. განბაჟებაზე არ მაქვს აქცენტი.
ანუ ფიზიკური პირი რომ ვარ და კომერციულ საქმიანობას რომ ვეწევი ეგრევე რამე ჯარიმას ხომ არ ავიტყამთქო. (საბაჟოს პრეროგატივა თუა საერთოდ მაგის დადგენა ეს ნივთები რა მიზნით შემომაქვს)

QUOTE
ბოლოს გეტყვიან ინდ მეწარმედ დარეგისტრირდიო

იმედია მაქსიმუმ ეს იქნება

Posted by: Anin 13 Dec 2023, 14:17
გამარჯობა,

საბაჟოზე გაჩერებულ ამანათზე თუ მოითხოვეს ექაუნთის გახსნა და თუ არ მიხვალ და არ გახსნი რა ხდება ამ შემთხვევაში?

Posted by: Skelton 13 Dec 2023, 19:36
Anin

არ გამოგატანენ და მერე უკვე დრო რო გავა დაიტოვებენ . შეგიძლია ვიდეო გადაუღო. ერთხელ რო გამიჩერეს ეგრე ავცდი საბაჟოზე მისვლას

Posted by: natia_natia9 13 Dec 2023, 19:55
Anin
არ გამოგატანენ ამანათს, მე მქონდა მსგავსი შემთხვევა, 1 თვე რომ გავა თითოეულ გადაცილებულ დღეზე 50 ლარია ჯარიმა sad.gif

Posted by: Anin 13 Dec 2023, 21:18
როგორც გამიგია სახელმწიფო საკუთრებაში გადადის, ჯარიმის შესახებ არ ვიცოდი sad.gif

Skelton
ვიდეო გადამზიდს გადაუგზავნეთ თუ პირდაპირ საბაჟოს? საბაჟოს თანდასწრებით არ მაწყობს ექაუნთის გახსნა, ვიდეოს კი გადავუღებ

* * *
ინვოისები და ყველაფერი ატვირთულია თან მცირე თანხიანი ნივთია და რატომ ითხოვენ ვიდეოს და ექაუნთის გახსნას ვერ ვხვდები.

Posted by: natia_natia9 13 Dec 2023, 22:33
Anin
ნივთის განადგურებაზე შეგიძლია დწერო განცხადება შემოსავლების სამსახურში, თუ გაწყობს, ჯარიმების გადახდა არ მოგიწევს, არც განბაჟების, ოღონდ იმავე გადამზიდავით ვერ ისარგებლებ და ნივთსაც დაკარგავ.

გადამზიდ კონპანიასთან გააგზავნე ეგ ვიდეო, წესით უნდა გაჭრას, მარა მაგათ რას გაუგებ. მე ერთხელ მისვლა დამჭირდა, ერთხელაც გადამზიდთან გაგზავნილმა ვიდეომ გაჭრა, ვერ გაიგებ. როგორც უნდათ ისეა cry.gif

Posted by: Anin 13 Dec 2023, 22:43
natia_natia9
ისე გაგზავნილ ვიდეოს არ იღებდნენ. გადამზიდი კომპანიის თანდასწრებით უმდა გახსნაო. გავუხსენი და ვნახოთ მგონი აღარ იქნება პრობლემა
მადლობა

Posted by: natia_natia9 14 Dec 2023, 07:16
Anin
კი, მეც გამიკეთეს ერთხელ ეგრე, ჩემი გაგზავნილი ვიდეო არ მიიღეს, გადამზიდთან მიდი და იქ გახსენიო biggrin.gif როგორც უნდათ ისე აკეთებენ.

Posted by: Skelton 14 Dec 2023, 12:54
მე გადამზიდს გავუგზავნე და იმათმა შემდეგ საბაჟოს აჩვენეს. შეგიძლია გადამზიდთან მიხვიდე და იმათმა გადაუღონ შენ ტელეფონზე.

Posted by: MWS 14 Dec 2023, 15:12
გამარჯობა,
საქართველოს ფოსტით როცა იღებ ამანათს, დეკლარირება როგორ უნდა გაუკეთო?

Posted by: lUnkNown 22 Dec 2023, 09:24
გამარჯობა

დეკლარაციის 20 ლარს მე ვერ გადავიხდი სხვის მაგივრად ? როგორ უნდა გადავიხადო და სად ? ონლაინ ვერ გადავიხდი ?

Posted by: temo_777 22 Dec 2023, 11:55
sevastopol
QUOTE
100%მდე გაზარდეს, ადრე იყო 40%.

არის სადმე ინფო მაგაზე კანონში?
თუ იცი რამე დამილინკე, და ჩავასწორებ თემაშივე.

Posted by: Desmond Miles 22 Dec 2023, 12:00
QUOTE (lUnkNown @ 22 Dec 2023, 09:24 )
გამარჯობა

დეკლარაციის 20 ლარს მე ვერ გადავიხდი სხვის მაგივრად ? როგორ უნდა გადავიხადო და სად ? ონლაინ ვერ გადავიხდი ?

გადამზიდის ოპერატორი დაეხმარება.
ჩემი ნივთი სხვამ გაიტანა და ის ფულიც სხვამ გადაიხადა.

Posted by: lUnkNown 25 Dec 2023, 18:23
Desmond Miles
მადლობა

რომელ სახაზინო კოდზე შემაქვს ეგ 20 ლარი?

Posted by: Desmond Miles 25 Dec 2023, 22:21
lUnkNown
QUOTE
რომელ სახაზინო კოდზე შემაქვს ეგ 20 ლარი?

707017021

Posted by: ikooki 27 Dec 2023, 15:14
განბაჟების თანხას რო ვიხდი დანიშნულებაში რა ჩავწერო? პირადი ნომერი თუ თრექინგ კოდი?

Posted by: natia_natia9 27 Dec 2023, 16:16
ikooki
მე-6 გრაფაში რაც წერია იმას ვწერ ხოლმე მე.

Posted by: PatnosD 1 Jan 2024, 17:42
ხალხო საბაჟო მუშაობას როდის აგრძელებს? 28-ში ჩამომივიდა ნოუთბუქი, ეგრევე გადავიხადე ის 20 ლარი რახან ყვითელ ოთახში მოხვდა და იმის მერე ველოდები და ველოდები. usa2georgia რამაც ჩამოიტანა ვიცი რო 3-ში აგრძელებს მარა საბაჟო როდის იწყებს არ ვიცი.

Posted by: Cadmus 4 Jan 2024, 13:06
QUOTE (PatnosD @ 1 Jan 2024, 17:42 )
ხალხო საბაჟო მუშაობას როდის აგრძელებს? 28-ში ჩამომივიდა ნოუთბუქი, ეგრევე გადავიხადე ის 20 ლარი რახან ყვითელ ოთახში მოხვდა და იმის მერე ველოდები და ველოდები. usa2georgia რამაც ჩამოიტანა ვიცი რო 3-ში აგრძელებს მარა საბაჟო როდის იწყებს არ ვიცი.

საბაჟო იდეაში არასდროს ისნვებს
მაგრამ ეს მხოლოდ იდეაში.

Posted by: Desmond Miles 8 Jan 2024, 13:54
..................................

Posted by: Anin 14 Jan 2024, 11:54
კომერციული მიზნით ჩამოგაქვს ნივთი თუ პირადი მოხმარების ამას როგორ მიხვდება საბაჟო? და ასევე რამდენია ჯარიმა თუ მაინც აღმოაჩინეს?

Posted by: J24 14 Jan 2024, 13:20
QUOTE
კომერციული მიზნით ჩამოგაქვს ნივთი თუ პირადი მოხმარების ამას როგორ მიხვდება საბაჟო?

პირველად რომ გამოწერე რაღაცა შენს სახელზე ფაილს შექმნიდნენ მონაცემთა ბაზაში. 25-ჯერ უთოს რომ გამოიწერ არავინ დაიჯერებს რომ ოჯახისთვის გინდა.

Posted by: MKBHD 16 Jan 2024, 10:38
საიტიდან ვერ ვიწერ ორდერის pdf-ს და განბაჟებისთვის სქრინი რო ავუტვირთო ან ფეიფალის გადახდის მეილი წავა?

Posted by: sevastopol 16 Jan 2024, 11:23
MKBHD
კი, ოღონდ ეცადე თრექინგიც ჩანდეს ან ორი ატვირთე სადაც თრექინგიც ჩანს.

Posted by: MKBHD 16 Jan 2024, 14:09
sevastopol
QUOTE
კი, ოღონდ ეცადე თრექინგიც ჩანდეს ან ორი ატვირთე სადაც თრექინგიც ჩანს.

ჯერ უცნაური ხო ისაა საიტის pdf ვერსიად შენახვისას ნივთს და ფასს რო არ აჩვენებს და მერე ის რო თრექინგიც არსად არ წერია biggrin.gif order shipped მელი რაც მოვიდა იქიდან რო track my order-ზე რო გადავალ მარტო იქ ჩანს თრექინგი biggrin.gif

Posted by: sevastopol 16 Jan 2024, 15:07
MKBHD
მე მეილზე რომ მოდის დაიშიფაო, იქაც არის ხოლმე მერე ხანდხან ორდერი და მაგას ვტვირთავ მაგრამ გინდ თრექინგი არ ჩანდეს 99% კიდიათ მაინც თუ არ გააჩერეს შესამოწმებლად.

Posted by: Skelton 17 Feb 2024, 12:11
რომელი გადამზიდი კომპანიები ამზადებენ უფასოდ საბაჟო დეკლარაციას ხო არ იცით? ერთი სფეისკარგო ვიცი და კიდე ხო არაა

Posted by: sabasaba24 17 Feb 2024, 13:01
Skelton
ამანათი.ჯი ამზადებს სფეის კარგო ფასიაანია

Posted by: narcoTOURIST 17 Feb 2024, 19:24
Skelton
QUOTE
რომელი გადამზიდი კომპანიები ამზადებენ უფასოდ საბაჟო დეკლარაციას

Amanati.ge და Moveasy.ge

QUOTE
ერთი სფეისკარგო ვიცი

არ ვიცი საიდან გაქვს ეს ინფო, მაგრამ ნამდვილად არ არის უფასო!
7 ლარი ღირს დოკუმენტაციის დამზადება, 2022 წლის მაისში ეგრე იყო, ახლა შეიძლება მეტიც იყოს

Posted by: Skelton 17 Feb 2024, 21:21
წონის ფულს ვიხდიდი ზოგადად და რამე დამატებითი არ ყოფილა ვთქვათ დოკუმენტის. გააძვირეს და მაგიტო გადავდივარ ისეთზე რო ნორმალური იყოს საბაჟო საკითხებში. მემგონი ყველა აწევს ფასს ცოტა ხანში ამერიკაზე.

Posted by: narcoTOURIST 17 Feb 2024, 23:57
Skelton
QUOTE
წონის ფულს ვიხდიდი ზოგადად და რამე დამატებითი არ ყოფილა ვთქვათ დოკუმენტის

კარგად ჩახედე მაგათ ინვოისებში
7 ლარი დამატებული აქვთ smile.gif

ძველ ინვოისებს აღარ მაჩვენებს ახალი საიტი, დავდებდი სქრინშოტებს

აქ ერთიც მიმტკიცებდა რომ მაგათთან უფასოა დოკუმენტაციის დამზადებაო, ყოველ შემთხვევაში მე არასოდეს არ გადამიხდიაო, დავუწერე ინვოისზე, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია ამ თემაზე givi.gif

Posted by: Skelton 18 Feb 2024, 13:23
უფასო რომც ჰქონოდეთ მაინც ვაპირებ სხვაზე გადასვლას. კადმუსა შორსაა თორე მაგითი გამოვწერდი.

Posted by: CarpeDiem 26 Feb 2024, 10:59
გამარჯობა,

თქვენი დახმარება მჭირდება დეკლარაციის სწორად შევსებისთვის.

საწოლი გამოვიწერე (თურქეთიდან).

საწოლის ფასი სცდება 300 ლარს და არის 4000 TL. ამას დამატებული თურქეთის დღგ და კიდევ დამატებული შიდა შიპინგის საფასური. ჯამში გადავიხადე 6000 ლირა.

დეკლარაციაში ვუთითებ 4000 ლირას, თუ 6000 ლირას?

კანონში როგორ წერია და მებაჟე როგორ იანგარიშებს?

არ შემეშალოს რამე. თან, ზედმეტის ტყუილად გადახდაც, რა საჭიროა. მაგრამ, კანონის ფარგლებში, როგორც წესი და რიგია, ისე უნდა ჩავწერო.

და, კიდევ, თანხა დოლარში ჩამომეჭრა. დოლარი მივუთითო დეკლარაციაში, თუ ლირა, როგორც ინვოისში წერია?

წინასწარ დიდი მადლობა რჩევისთვის.

წარმატებები ყველას!

Posted by: Ras_al_Ghul 26 Feb 2024, 21:25
CarpeDiem
მე როგორც ვიცი ნივთის ღირებულება იწერება ინვოისში და არა რაიმე დამატებითი გადასახადები.

Posted by: mixo3d 18 Mar 2024, 22:28
გამარჯობათ მეგობრებო, ერთი კითხვა მაქვს. ორი კომპ ნაწილის გამოწერა მინდა , ერთი არის ამაზონზე და მეორე newegg-ზე . ორივეს ფასი ერთად აღემატება 300ლარს, ვთქვათ ვიყიდე და ორივე ჩამოდის ერთი და იგივე რეისით ( მაგ უსა2გეორგიათი ან მალეო) , მომიწევს თუ არა განბაჟება? მგონი რადგან სხვადასხვა მაღაზია ამ შემთხვევაში არ უწევს?

Posted by: Skelton 18 Mar 2024, 23:58
წესით არ უწევს წერია კიდეც პირველ გვერძე. თუმცა ჩვენი საბაჟოდან გამომდინარე მაინც ცალ-ცალკე მისამართზე გაუშვი გირჩევ. usa2 არ გაეკარო. დაგითვლიან მოცულობით და დიდი თანხას გადაგახდევინებენ ზონაში.

Posted by: david_888 19 Mar 2024, 01:05
mixo3d
არ ჯამდება სხვადახვა მაღაზიებიდან

Posted by: mixo3d 19 Mar 2024, 11:03
მადლობა მეგობრებო პასუხისთვის, ვიფიქრე ხომ არ შეიცვალა ინფორმაცია პირველი გვერდის პოსტიდან

Posted by: Maggiee29 23 Mar 2024, 16:46
გამარჯობა,

თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ.

ასოსიდან გამოვიწერე ამანათი, საერთო ჯამში გადავიხადე 77 ფუნტი, დაახლოებით 265 ლარი.

არის რამდენიმე ნივთი, ერთ-ერთის ორიგინალი ღირებულება იყო 90ფუნტი და ფასდაკლებით ვიყიდე 33 ფუნტად. ამ შემთხვევაში მაინც მოუწევს განბაჟება? თუ რაც ჯამურად მაქვს გადახდილი მაგის მიხედვით ხდება შეფასება?

Posted by: Firework 23 Mar 2024, 18:03
Maggiee29
თუ თავიანთი ფასდაკლებაა ჩვეულებრივ რაც გადაიხადე ის უნდა ჩაწერო.

მხოლოდ კუპონი თუ გამოიყენე და მასე დააკლდა მაგ შემთხვევაში არ ითვალისწინებენ ფასდაკლებას. პირველ გვერდზე წერია დეტალურად

Posted by: chelo123 15 Apr 2024, 10:28
აი საბაჟოს გადახდა რო არ მისწორდება ეგრე არაფერი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: computermania 17 Apr 2024, 14:43
გამარჯობა, იქნებ ვინმეს გქონდათ მსგავსი ქეისი და გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება.
ებაიდან გამოვიწერე ტელეფონი რომელსაც უწევს განბაჟება , თუმცა სელერს შეეშალა და სხვა რამე გამოაგზავნა (თავადაც ვერ მებნება რა დევს ამანათში) ჩემი ტელეფონი კი თავიდან უნდა გამოგზავნოს.

ეხლა ეს გაურკვეველი ნივთი მოდის საქართველოს მიმართულებით, დეკლარაცია ვერ შევავსე რადგან არ ვიცი შიგთავსი და არც მისი ფასი.
გადამზიდი მეუბნება საბაჟოზე გაიხსნება და გავიგებთ რა ნივთია და იმის მიხედვით საბაჟო შეაფასებსო .

ხომ არ იცით რამდენად რეალურად აფასებენ საბაჟოზე ან რამე გართულებებს ხომ არ უნდა ველოდე ? იქენბ სხვა უკეთსი გზა მასწავლოთ როგორ მოვიქცე ?

წინასწარ მადლობა !

Posted by: Anin 22 Apr 2024, 22:22
გამარჯობა, ხომ არ იცით 90 ფუნტიან ნივთზე განბაჟებას თუ ვიხდი?

Posted by: Cadmus 22 Apr 2024, 23:13
QUOTE (Anin @ 22 Apr 2024, 22:22 )
გამარჯობა, ხომ არ იცით 90 ფუნტიან ნივთზე განბაჟებას თუ ვიხდი?

წესით არა რადგან დღევანდელი კურსით 296.71 ლარი გამოდის

Posted by: Anin 23 Apr 2024, 00:04
Cadmus
მადლობა,

შიფინგი 5 ფუნტია და დეკლარაციის დროს უნდა მივათვალო თუ 85 ჩავწერო

Posted by: Firework 23 Apr 2024, 15:34
QUOTE (Anin @ 23 Apr 2024, 00:04 )
შიფინგი 5 ფუნტია და დეკლარაციის დროს უნდა მივათვალო თუ 85 ჩავწერო

თუ 85 ღირს ნივთი და შიფინგი 5 მაშინ 85 უნდა ჩაწერო.

თუ 300 ლარს სცილდება ვთქვათ 100 ფუნტია და 5 შიპინგი მაშინ 105 უნდა ჩაწერო.

Posted by: Anin 23 Apr 2024, 18:57
Firework
მადლობა პასუხისთვის, თუ შიფინგს არ ჩავთვლით არ მოუწევს განბაჟება მაგრამ კიდევ ერთი პრობლემა ის არის რომ ნივთი 300 ლარზე მეტი ღირდა თუმცა სელერმა ფასი დააკლო იბეიზე და რეფანდი გამიკეთა, იმედია საწყის თანხას არ ჩათვლიან და რაც ბოლოს total ში წერია იმის მიხედვით დაიანგარიშებენ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)