Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > საჩივრის შეტანა


Posted by: tatuline 12 Jan 2018, 23:37
გამარჯობათ,

არვიცი ეს თემა იყო თუ არა გახსნილი, ამ განყოფილებაში არასოდეს დამიპოსტავს. მოკლედ მაინტერესებს როგორ ხდება სარჩელის შეტანა სასამართლოში, რა ეტაპებია , რამდენია ადმინისტრაციული გადასახადი და რამდენად მიზანშეწონილია საზღვარგარეთიდან ჩივილი, მექნება თუ არა შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში მე ავარჩიო გასაჩივრების თარიღი? თუ მხოლოდ აპლიკაცია უნდა შევავსო და ამის საფუძველზე გადაწყდება?
მადლობა წინასწარ, იქნებ ვინმეს გამოგიცდიათ და დამეხმაროთ ცოტა რომ გამარკვიოთ როგორ ხდება და ღირს თუ არა საერთოდ...

Posted by: კვაზი-იურისტი 13 Jan 2018, 14:50
სასამართლოში სარჩელის შეტანა თქვენ შეგიძლიათ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. სარჩელს გააჩნია თავისი ფორმა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. შეგიძლიათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდიდან გადმოიწეროთ შესაბამისი სარჩელის ფორმა და ფონტები და შეავსოთ სარჩელი, ხოლო შემდეგ ამოაპრინტეროთ და შეიტანოთ სასამართლოში. სარჩელი და თანდართული დოკუმენტები(ასეთის არსებობის შემთხვევაში) შედგენილი უნდა იყოს იმდენ ასლად, რამდენიც მოპასუხეა. სარჩელს ასევე უნდა დაურთოთ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი(თუ თქვენ სარჩელში არ გაქვთ მითითებული ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლები). ამ ყველაფრის შემდეგ შეგიძლიათ მიხვიდეთ სასამართლოში და სარჩელი ჩააბაროთ სასამართლოს კანცელარიას. სასამართლო კანცელარია ამოწმებს დაცულია თუ არა სარჩელის შევსების/შეტანის ფორმალური მოთხოვნები. თუ ყველა ფორმალური მოთხოვნა დაცულია, მაშინ კანცელარია რეგისტრაციაში ატარებს სარჩელს.
* * *
მას შემდეგ, რაც სასამართლოს კანცელარიამ რეგისტრაციაში გაატარა სარჩელი, აღნიშნული სარჩელის მიღებიდან 5 დღის ვადაში მოსამართლე გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების ან განუხილველად დატოვების შესახებ...

რაც შეეხება "გასაჩივრების ვადას".. სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების მიერ დადგენილი ვადების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენთვის არასასურველი შედეგები..

Posted by: tatuline 15 Jan 2018, 16:30
კვაზი-იურისტი
ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისთვის,

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)