Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > რომელი უფრო ეკონომიურია


Posted by: didi bege 24 Nov 2010, 15:22
მოკლედ ასეთი ამოცანა დავისახე
მინდა შევიძინო რაც შეიძლება ეკონომიური და იაფად შესანახი მანქანა

(დიმიტრი გელოვანი მინდა რა smile.gif )

უპირატესობას მაინც ეკონომიურობას ვანიჭებ იმიტომ, რომ ნამეტანი შორს ვცხოვრობ სამსახურიდან

ფინანსები 4000 $

ვარიანტები :

1. ჰონდა ფიტ ;
2. ტოიოტა ვიტც
3. მაზდა დემიო
4. ოპელ კორსა
5. მიცუბიში კოლტი

და ა.შ.

მიხვდებით, რომ საჭეს მნიშვნელობა არა აქვს, იმიტომ, რომ ფინანსებში მიჭირს
არც კოლოფს

აბა მეგობრებო და ავტომცოდნეეებო, რომელს მირჩევთ და რატომ

პ.ს. ფიტი მოწმონს ძალიან მაგრამ ეს ვარიატორი მაშინებს , ნამეტანი უჭირთ მაგის გაკეთებაო
პ.პ.ს მანქანა მინდა <60-70K გარბენით , ანუ გარბენი ნაკლები მირჩევნია იყოს ვიდრე წელი

Posted by: srt-8 24 Nov 2010, 15:24
didi bege
ვიცს გირჩევ მე
1.0 smile.gif


Posted by: BMW_M3 24 Nov 2010, 15:28
ვიტზი რას გავს მაგის ხაფანგი დედა(*&_(&*-978
Fit-ს გირჩევ რომ შეხედავ რაღაცას გაქვს ზეთს უნდა შეცვლა დროზე და არაფერი არ ფუჭდება
40000-ზე ეცვლება მე მგონი

მე მაგას დავითრევ ალბათ, მეორე მანქანის პონტში თორე გამყიდა ბენზინმა

Posted by: dola28 24 Nov 2010, 16:05
BMW_M3
QUOTE
ვიტზი რას გავს მაგის ხაფანგი დედა(*&_(&*-978
Fit-ს გირჩევ რომ შეხედავ რაღაცას გაქვს ზეთს უნდა შეცვლა დროზე და არაფერი არ ფუჭდება
40000-ზე ეცვლება მე მგონი

მე მაგას დავითრევ ალბათ, მეორე მანქანის პონტში თორე გამყიდა ბენზინმა

ჩამიწყე ბანკში საქმე სადმეეეეეეეეე უფფფფფფფფფფფ
არ გინდა ფიტი? ხოდა მე კიდევ შენი მანქანა მინდაააააააააააა sad.gif((((((((((((

Posted by: ///M Power 24 Nov 2010, 16:05
QUOTE
2. ტოიოტა ვიტც

yes.gif








-------------------------

Posted by: bmw-zaza 24 Nov 2010, 16:15

QUOTE
2. ტოიოტა ვიტც




. ნუ ამ სიაში მე ამას ამოვირჩევდი მარა ისე ეგეც მაგარი სლეობააა....


ახალი სია რო შეადგინო არ გინდა?

Posted by: didi bege 24 Nov 2010, 16:17
QUOTE (bmw-zaza @ 24 Nov 2010, 15:15 )
QUOTE
2. ტოიოტა ვიტც




. ნუ ამ სიაში მე ამას ამოვირჩევდი მარა ისე ეგეც მაგარი სლეობააა....


ახალი სია რო შეადგინო არ გინდა?

მაშინ ასე დავსვათ საკითხი , ზემოთმოხსენებული ფინანსებში ყველაზე ეკონომიურ მანქანას რას მირჩევდით

Posted by: srt-8 24 Nov 2010, 17:02
didi bege

თუ დამიჯერებ, ტოიტა ვიცზე ეკონომიურს ვერაფერს იყიდი მაგ კლასში და მითუმეტეს მაგ ფასში
თან ძალიან ტევადია smile.gif

Posted by: ZAZ :spy: 24 Nov 2010, 17:15
QUOTE
1. ჰონდა ფიტ ;
2. ტოიოტა ვიტც
3. მაზდა დემიო
4. ოპელ კორსა
5. მიცუბიში კოლტი

ჰონდა ფიტ ჯობია სუყველას smile.gif ტოიოტაზე 1 ლიტრით მეტს წვავს, სამაგიეროდ როგორც მანქანა 1 თავით მაღლა დგას smile.gif
შენ თვითონ გატესტე ორივე მანქანა და ეგრე მიხვდები რომელი უკეთესია

Posted by: bazuka 24 Nov 2010, 18:23
QUOTE
4. ოპელ კორსა

აი ესაა ყველაზე იაფი შესანახი მანქანა

თერმოსტატი გამიფუჭდა და ნაწილი 10 ლარი შეცვლა 5 ლარი
ნაკანეჩნიკიც ასევე 2X10+5 ლარი, ამორტიზატორები მაქსიმუმ 40 ლარი
ამაზე იაფი ჟიგულიც კი არ ჯდება.

Posted by: IkaMac 24 Nov 2010, 18:52
QUOTE
4. ოპელ კორსა

იასნია ძალიან იაფი ნაწილები აქვს და არ ფუჭდება ხშირად, ეკონომიურია smile.gif smile.gif

Posted by: axlguns 24 Nov 2010, 20:15
didi bege
მეც ეგეთი არჩევანის წინაშე ვიდექი და ბოლოს ჰრვ ჩამოვიყვანე. 8 ლიტრზე მეტი არ დაუწვავს ქალაქში კონდეციონერით, კაროპკაზე კიდე თუ კარგ ზეთს ჩაასხამ არც ვარიატორი იქნება პრობლემური

Posted by: LaSKeN 24 Nov 2010, 20:24
QUOTE (didi bege @ 24 Nov 2010, 15:22 )
5. მიცუბიში კოლტი

რათქმაუნდა

რათ უნდა ამას ფიქრი

Posted by: dzvelo 24 Nov 2010, 23:49
ვიტზი არ გინდათ? 99 იანია 68კ გარბენით მილებში მარჯვენა რულით ავტომატიკა ყველაფერი საუკეთესო აქვს ზა პროსტა გარედან ა მისახედი შესაღებია რა

Posted by: didi bege 25 Nov 2010, 10:37
დიდი მადლობა რჩევებისთვის.
თქვენის ნებართვით იყოს ეს თემა აქ, მანქანას ალბათ გაზაფხულამდე მაინც არ შევიძენ და მანამდე დრო მაქვს ფიქრის და განსჯის

LaSKeN
რატო მაინდამაინც კოლტი რა უპირატესობაა აქვს სხვებთან შედარებით

axlguns

ისე ჰრვ-ზე მეც ვფიქრობ, მაგრამ ზემოთ მოცემულ ბიუჯეტში რამდენად ჩაეტევა არ ვიცი

IkaMac

იაფი შესანახი არის მაგრამ, საწვავს ცოტა ბევრს წვავსო გამიგია და რამდენად მართალია თუ იცით

Posted by: N^DREW 25 Nov 2010, 10:45
1. ჰონდა ფიტ - ნაწილების შოვნა გაგიჭირდება, თან კარობკა ვარიატორიაქ
2. ტოიოტა ვიტც - ესენი უფროა შემოყრილი
3. მაზდა დემიო - ცოტაა ქალაქში ეგეც
4. ოპელ კორსა - ყრია უიაფესია პროსტა ჟOPELია biggrin.gif
5. მიცუბიში კოლტი - ეგეც ცოტა დარბის

იაპოშკებზე ნაწილების პრობლემა არსებობს, რამე თუ გატეხე/დაამტვრიე გარედან ჩათვალე დაიტანჯები სანამ იშოვი. ან იშოვი ძაან ძვირად


Posted by: karlson 25 Nov 2010, 10:47
N^DREW
ხოდა მაშინ ვიაროთ ყველამ ოპელებზე ადრე რო იყო ყველას 21 რო ყავდა და გაგვიიოლდება ცხოვრებაც smile.gif

Posted by: N^DREW 25 Nov 2010, 10:50
karlson
მაგრამ ამ 5 მანქანიდან შეილება ნებისმიერი გამოდგეს და ასევე უვარგისი აღმოჩნდეს. ანუ გამოდგომაზეა მაინც ყველა მანქანა!

Posted by: LaSKeN 25 Nov 2010, 12:08
QUOTE (karlson @ 25 Nov 2010, 10:47 )
ხოდა მაშინ ვიაროთ ყველამ ოპელებზე ადრე რო იყო ყველას 21 რო ყავდა და გაგვიიოლდება ცხოვრებაც smile.gif

+1 lol.gif

Posted by: axlguns 25 Nov 2010, 13:29
didi bege
QUOTE
ისე ჰრვ-ზე მეც ვფიქრობ, მაგრამ ზემოთ მოცემულ ბიუჯეტში რამდენად ჩაეტევა არ ვიცი

წესით უნდა ჩაეტიო, 80 მდე გარბენით. 2კარაიანს.
ხო ცამოყავთ აქ ხალხს, მიწერე აბა.

Posted by: bazuka 25 Nov 2010, 20:41
didi bege
QUOTE
იაფი შესანახი არის მაგრამ, საწვავს ცოტა ბევრს წვავსო გამიგია და რამდენად მართალია თუ იცით

სხვაზე 1 ლიტრით მეტი თუ დაგიწვა 100კმ-ზე დიდი უბედურებაა ....

Posted by: didi bege 26 Nov 2010, 10:19
bazuka

დღეში საშუალოდ ალბათ ეგრე უნდა გავიარო 80 კმ მაინც , მეტი თუ არა, გამოდის თვეში სადღაც 50 ლარით მეტი ხარჯი, ჩემთვის მნიშვნელოვანია 50 ლარი სხვაობა, თუმცა ცხადია ალბათ გაუმართაობისას ოპელის შემთხვევაში 50 -ი კი არა შეიძლება 500 ლარით ეფად გამოხვიდე smile.gif

პრინციში გაზაფხულამდე დრო მაქვს და დავფიქრდები კიდე

პ.ს. ერთმა მეოგბარმა გადამრია ავტომატი კორსა 11 ლიტრამდე ადისო sad.gif მე მეეჭვება მაგრამ აგერ გკითხავთ გამოცდილ ხალხს მართალია მაგიი

Posted by: sparco654 26 Nov 2010, 10:36
მე სივიკს გირჩევ, eu კუზაოს, 4 კარიანი ჰეჩბეკი, ახალი მოდელია, საკმაოდ დახვეწილი, და რაც მთავარია ძალიან დიდი სალონით და დიდი საბარგულით, წვით კიდევ ფიტზე ნაკლბს წვავს

Posted by: Gianni 26 Nov 2010, 13:42
QUOTE
პ.ს. ერთმა მეოგბარმა გადამრია ავტომატი კორსა 11 ლიტრამდე ადისო


ნუ გეეჭვება ბრატ. ბევრი მექანიკა მინახია მასეთი მადით ქალაქში sad.gif

Posted by: bazuka 26 Nov 2010, 15:36
didi bege
QUOTE
პ.ს. ერთმა მეოგბარმა გადამრია ავტომატი კორსა 11 ლიტრამდე ადისო

ქალაქი ძალიან ფართო ცნებაა, ვიძაცას ლილო-ავლაბარი ჰგონია ქალაქი, ვიღაცას გლდანი-დიღომი და ვიღაცას კიდევ რუსთაველი-საბურთალო.
ამიტომაც ამ ვიღაც ვიღაცეებს ბენზინის ხარჯი სულ სხვადასხვა ექნებათ, როდესაც ლილოში ვმუშაობდი მაშინ 525 9 ლიტრს მიწვავდა "ქალაქში"
ეხლა დოლიძეზე ვმუშაობ, და 5 კილომეტრის გავლა ნახევარ საათში თუ მოვახერზე კაია, ამიტომაც ნებისმიერ შემთხვევაში საწვავის ხარჯი მინიმუმ 1.5-ჯერ მეტი იქნება, ჩემი 1.4 კორსაც 10-მდე წვავს სამსახური-სახლის რეჟიმში, მარა ერთხელმაინც რომ მომიწიოს ვარკეთილისკენ ან გლდანისკენ გასვლა ეგრევე 7-მდე Vამოდის.
ტრასაზე ერთხელ გავზომე წვა, ბოლომდე "გავაზაპრავკე" და 100კმ ის მერე 5.5ლ ჩაიმატა, ისიც ძალიან არაეკონომიურად ვიარე.
ასე რომ, გააჩნია ქალაქში სიარულს, თუ 1 საათი ბარნოვზე საცობში იდექი, რანაირად გაივლი ასეთ შემთხვევაში 6 ლიტრით 100კმ-ს ძაან მიკვირს.

Posted by: PIKNIKA 26 Nov 2010, 15:41
http://myauto.ge/car_details.php?car_id=2060269
მე ამას ავიღებდი დაუფიქრებლად smile.gif ამას რა ფიტს biggrin.gif

Posted by: didi bege 26 Nov 2010, 16:36
PIKNIKA
მაგარია ნამდვილად არ მაქვს გაზაფხულამდე ფული, თორემ მართლა დაფიქრდებოდა კაცი, გარბენიც კაია თან w მოდიფიკაციააა

bazuka
გეთანხმები ყველაფერში

პრინციპში ჩემი მარშრუტი იქნება რუსთვაი ვაკე, ანუ რო დაფიქრდეს კაცი თბილისის ძირითად საცობებს უნდა ავცდე

Posted by: Roger Waters P.F 26 Nov 2010, 16:43
ჰონდა ვიცი რომ მაგარია
ძაალიან მაგარია

Posted by: Gianni 26 Nov 2010, 16:43
QUOTE
რუსთვაი ვაკე


მაგ მარშუტით დავდიოდი მეც ერთი წელი ზუსტად და პიკის საათებში მიწევდა სულ, დილა საღამოს პროპკები იყო, ჯამში 80 კმ გამომდიოდა ორივე გზა და 10 ლ საწვავი მჭირდებოდა (ვენტო 2.0 აფტამატი") რაც 18-20 ლარის ბაზარი იყო, მაშინ როცა მარშუტკა დადის 1 ლარად biggrin.gif biggrin.gif

ძნელია გაუძლო ცდუნებას,მითუმეტეს ლუდის სეზონზე biggrin.gif დალევა რომ გიწევს biggrin.gif

Posted by: iloilo603 26 Nov 2010, 16:57
QUOTE (LaSKeN @ 24 Nov 2010, 20:24 )
QUOTE (didi bege @ 24 Nov 2010, 15:22 )
5. მიცუბიში კოლტი

რათქმაუნდა

რათ უნდა ამას ფიქრი

+5
ჰონდაც კაქი პიპოა


....................................................

Posted by: miha-miha587 26 Nov 2010, 19:26
რავი აბა ამ ფასში 4000 $ ესეთი მანქანების ყიდვა რავი აბა.
BMჭ 316 მექანიკა.
ჩემს ახლობელს ყავს 1992 წლიანი 4 კარიანი აგერ უკვე ორი წელი ხდება და არაფერი გაფუჭებია ჯერ. ბენზინს ქალაქში 8-9 ლიტრს წვავს. მოძრაობს ძირითადად ნუცუბიძე ვაკე ვერა პლეხანოვი და თანაც პიკის საათებში უწევს მოძრაობა.
ამ ფასად კი ბევრად უკეთესი მოგივა, კონდიციონერით და რამე./
თანაც მანქანაში იჯდები smile.gif

Posted by: __FLASH__ 26 Nov 2010, 19:29
QUOTE
2. ტოიოტა ვიტც

ეს არც უნდა დაგეწერა აქ.

ყველა ნაწილი ძვირი ღირს, ამორტიზატორები საერთოდ არ უვარგა (ოდნავ სიმძიმე და უფუჭდება)

Posted by: SmartBoy2212 26 Nov 2010, 19:51
Расход топлива в режиме 10/15, л/100км 4.3 ესე წერია დრომის კატალოგში და 10-15 კმ.სთ შემთხვევაში მოძრაობისას წვავს 4.3 ლიტრს? თუ რამე სხვანაირად იანგარიშება? ტრასა/ქალაქი როგორ გავიგო? ან რამე კარგი (რეალური) კატალოგი არ იცით?

Posted by: didi bege 29 Nov 2010, 10:15
QUOTE (miha-miha587 @ 26 Nov 2010, 18:26 )
რავი აბა ამ ფასში 4000 $ ესეთი მანქანების ყიდვა რავი აბა.
BMჭ 316 მექანიკა.
ჩემს ახლობელს ყავს 1992 წლიანი 4 კარიანი აგერ უკვე ორი წელი ხდება და არაფერი გაფუჭებია ჯერ. ბენზინს ქალაქში 8-9 ლიტრს წვავს. მოძრაობს ძირითადად ნუცუბიძე ვაკე ვერა პლეხანოვი და თანაც პიკის საათებში უწევს მოძრაობა.
ამ ფასად კი ბევრად უკეთესი მოგივა, კონდიციონერით და რამე./
თანაც მანქანაში იჯდები smile.gif

არ მაქვს გართულება მარკაზე ძრავებზე და ა.შ. smile.gif

მთავარია მანქანა იყოს "სვეჟი" , ხოლო ზემოთ მოხსენებულ ფინანსებში ზღაპარია დაბალგარბენიანი არათუ ბმვ-ს არამედ რაიმე სხვა ნორმალური ევროპული მანქანა

ასე რო ვეძალები იაპოშკებს smile.gif

მოკლედ ჰონდა ფიტ-ზე ვნახე ახლა ერთი საიტი, პლუს წიგნები და ვამუშავებ საფუძვლიანად smile.gif


Posted by: LEVAN_A 29 Nov 2010, 14:25
ან MITSUBISHI COLT-ი იყიდე ან HONDA FIT-ი ორივე კარგი მანქანაა

Posted by: doxaburi 3 Dec 2010, 12:43
QUOTE
რომელი უფრო ეკონომიურია, და იაფი შესანახი

QUOTE
ფინანსები 4000 $

ჰონდა სივიკი.
1.5 EVTEC ძრავით.
ტრასაზე 100 კმ-ზე 4 ლიტრსაც არ მიწვავს yes.gif

ფულიც დაგრჩება smile.gif

Posted by: shuka 3 Dec 2010, 23:29
3.000 ად იყიდე გოლფ III 1.8-2.0 ან ასტრა 1.8 ან რამე მზგავსი.
ჩადგი ახალი თაობის ბუნებრივი გაზის სისტემა თავის ბალონებით.
4000_ში ჩაეტევი და მაგარ ეკონომიას გააკეთებ. 100KM გავლა შეიძლება 5 ლარიც არ დაგიჯდეს.

Posted by: rezo_ozer 4 Dec 2010, 08:57
QUOTE (shuka @ 3 Dec 2010, 23:29 )
3.000 ად იყიდე გოლფ III 1.8-2.0 ან ასტრა 1.8 ან რამე მზგავსი.
ჩადგი ახალი თაობის ბუნებრივი გაზის სისტემა თავის ბალონებით.
4000_ში ჩაეტევი და მაგარ ეკონომიას გააკეთებ. 100KM გავლა შეიძლება 5 ლარიც არ დაგიჯდეს.

+1111
და იმ ჩამოთვლილი მანქანებიდან კორსა ჯობია. ნაწილები იაფია. იშვიათად ფუჭდება. თუ სვეჟ მანქანას დაითრებ ეკონომიური იქნება. და თU დედა აღარ ყავს შეიძლება 15 ლიტრაც დაწვას.
OPEL CORSA +11111111111

Posted by: dzvelo 4 Dec 2010, 16:12
QUOTE
OPEL CORSA +11111111111

+1 მეც ვემხრობი კორსას თან მაგ ფასში მაგარ კორსას იყიდი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)