forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (81) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> უპატრონო ძაღლების პრობლემა
shota_deida
shdei


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10369
წევრი No.: 2704
რეგისტრ.: 16-September 03

  გამოგზავნილია: 28 Nov 2004, 23:05  #815662      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბატონ ზურაბთან მაქვს ერთი შეკითხვა - ოდნავ უცნაურად კი ჟღერს..მაგრამ ასეთი ისტორიაა - ჩვენს უბანში ძაღლების დამჭერები კი არსებობენ, მაგრამ შეგვექმნა პრობლემა ზოგიერთი ბუნების ვაიდამცველის გამო - რამდენჯერმე მოვიდნენ და აპირებდნენ ამ ცხოველებისგან ჩვენს განთავისუფლებას...არ დასცალდათ - ზემოთხსენებული ვაიდამცველები, უშუალოდ, ე.წ. ბომჟების ან ცალკეული პირების სახით (მაგ. დედები, რომლებსაც უაზრო არგუმენტები მოჰყავთ, თითქოს მათი შვილები თამაშობენ ამ ცხოველებთან) გამოდიან და სკანდალს აწყობენ ამასთან დაკავშირებით.სწორედ რომ ამ ხალხის გამოა, რომ ბოლო დროს მანქანა აღარ დადის აქ და ვართ ასე...საღამოს ვერ გამოივლი - ძაღლების უფრო გეშინია უკვე ვიდრე ყაჩაღების და ძაღლები კი მასიურად არიან - იქნება ერთი 10-15 და მეტიც.იყო კბენის შემთხვევებიც.აი ასეთი რამეა.ყველაფერთან ერთად, დილის 7 საათზე კვირა დღეს ან 3 - 4 საათზე შუაღამით რომ ატყდება ძაღლი და თავს გაბეზრებს და არ გაძინებს, როგორი ასატანია?იმათ დისციპლინამდე კი გვიკლია რაღაც, მაგრამ აი აზერბაიჯანში ერთ ძაღლს არ ნახავ კაცი ქუჩაში.ხო და აი რა უნდა ვქნათ?''მივაწვეთ'' დამჭერებს, რომ გაგვანთავისუფლონ თუ დავრჩეთ ასე?
* * *
ხო, სხვათა შორის, ერთი უცნაური რამ გამახსენდა - სანამ ედუარდ შევარდნაძე გადადგებოდა, ბატონი პრეზიდენტი, ტრადიციისამებრ, დადიოდა აქა-იქ და შეკრებებს მართავდა უბნებში.უცნაურია, რომ არც ერთმა არ უთხრა ამ პრობლემაზე, არა და რამდენი ოჯახი ცხოვრობს აქ, სადაც პატარა ბავშვებია.
:::
მიხარია, რომ თქვენ ფორუმს სტუმრობთ ხოლმე, ეს ნამდვილად სწორი და გამართლებული ნაბიჯია იმისათვის, რომ კარგად გაიგო, რაზე ფიქრობს შენი ხალხი და რა ადარდებს მას.
* * *
QUOTE
ბატონი პრეზიდენტი, ტრადიციისამებრ, დადიოდა აქა-იქ და შეკრებებს მართავდა უბნებში.


უკაცრავად, იმჟამად მომავალი პრეზიდენტი ვიგულისხმე..smile.gif
Chameleon
vilivliveet


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7091
წევრი No.: 1588
რეგისტრ.: 14-January 03

გამოგზავნილია: 28 Nov 2004, 23:38  #815728      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
shota_deida
გეთანხმები , მართლაც რომ ეს პრობლემა გადასაწყვეტია .
ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს ევროპულ ქალაქში , მით უმეტეს რომ დედაქალაქში . მაგალითად მე რომ სხვა ქვეყანაში ჩავიდე და არ ვიცოდე ამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ რამე , როცა მოწანწალე ძაღლების ჯგუფი შევნიშნო აშკარად უარყოფითი განწყობა დამეუფლება ქალაქის მიმართ (უფრო სწორად ქალაქის მართველობის მიმართ). მემგონი თბილისში ჩამოსულ უცხოელებიც ასე იფიქრებენ .
თვითონ ამ ძაღლებით გამოწვეულ პრობლემებზე არაფერს ვამბობ .

ასე რომ ბატონო ზურაბ მემგონი ეს პრობლემა საკმაოდ ყურადსაღებია
მიხეილ რძე
ასტამურ ტანიას სიძე wannabe


*******
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 15587
წევრი No.: 4499
რეგისტრ.: 4-March 04

გამოგზავნილია: 28 Nov 2004, 23:55  #815770      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
shota_deida
ეჰ, არ მეგონა რომ ძაღლების დამჭერები (ე.წ. ბომჟების ლექსიკონით -ჟივოდიორები) ოდესმე ასე შემეცოდებოდნენ. საწყლები, რა დღეში ჩააგდეს ვაიქართველმა ვაიდამცველებმა. აი-აი-აი.

QUOTE
''მივაწვეთ'' დამჭერებს, რომ გაგვანთავისუფლონ თუ დავრჩეთ ასე?

საკითხავი ეს არის.

პ.ს. ისე, არსებობს განსხვავება ბუნების დაცვასა და ცხოველთა დაცვას შორის. wink.gif


--------------------
არ გაუშვა ტრუსიკს ხელი!
Misha_Zia
კიპიტრიალი!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4034
წევრი No.: 6808
რეგისტრ.: 12-October 04

გამოგზავნილია: 29 Nov 2004, 00:09  #815798      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნუცუბიძის პლატოზე ძაღლები უკვე ჯოგებად დადიან 10-15 ცალი.
თანაც უამრავი ლეკვებია კიდე...
სასტიკად კი ჟღერს აი ასე ერთი ხელის მოსმით ძაღლების განადგურება, მარამ როცა საჭიროა, უნდა გაკეთდეს.
ხო, ბუნების დამცველებს შევახსენებ, რო ქათმის გრიპის დროს 1 მილიონზე მეტი ქათამი განადგურდა გაცილებით ცივილიზებულ ქვეყნებში ვიდრე საქართველოა, იმიტომ რომ საჭირო იყო.
ეს ისე, ცნობისთვის....


--------------------
Free your mind!
მიხეილ რძე
ასტამურ ტანიას სიძე wannabe


*******
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 15587
წევრი No.: 4499
რეგისტრ.: 4-March 04

გამოგზავნილია: 29 Nov 2004, 00:41  #815888      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სულ ტყუილად მიწერია ბუნების და ცხოველთა დამცველებს შორის განსხვავების შესახებ.
აი მაგალითს მოვიყვან. დავუშვათ, არსებობს მცენარე, რომელსაც პირობითად თრიაქოვან იას დავარქმევ. ბუნების დამცველებმა დაადგინეს, რომ ეს ია ენდემურია და ის არათუ მხოლოდ საქართველოში, არამედ მარტო ნუცუბიძის პლატოს პირველ და მეორე მიკრორაიონის არსებულ ხრამებს შორის ხარობს. ასევე დაადგინეს, რომ არსებობისთვის ეს ია საჭიროებს იმ ნივთიერებებს, რომელიც მრავლად არის ეზოს ძაღლების ფეკალურ მასებში. ხოლო ძაღლების დაჭერასა და მათი რუსთავის სოსისების კომბინატის ნედლეულის განყოფაში ტრანსპორტირებით უშუალოდ საფრთხე ემუქრება თრიაქოვანი იის მომავალს. ანუ, ამ დამცველებს ეს ძაღლები სულ ფეხზე ეკიდებოდათ, რომ არა ია. ანუ ია-მცენარე-ფლორა-ბუნების დაცვა; ძაღლი-ცხოველი-ფაუნა, ცხოველთა დაცვა.

Chameleon
მესმის შენი. მაგრამ შენ ასევე უნდა გესმოდეს, რომ ევროპულ ქალაქებში მაწანწალა ძაღლების არქონა არა ჟივოდიორების უმაღლეს პროფესიონალიზმს არამედ ძაღლებისადმი დამოკიდებულებას უკავშირდება.

ჰო რა უნდა ვთქვა. მოვთხოვოთ მერს ჟივოდიორებისთვის "მერსედესის" ახალი ძაღლსაჭერი მანქანების ყიდვა (ასეთ დაკვეთას რომ მიიღებენ შტუტგარტული ავტოინდუსტრიის გიგანტის მესვეურები, ცოტა კი გამო%^&ვდებიან, მაგრამ განა მაგაზეა) , მათი პა-ვიშეი-პრაგრამე აღჭურვა, ჩვენ კი ვჭამოთ რუსთავის სოსისი და გვიხაროდენ ცხოვრება.
sharlot
ბი-ბი-ლო


*******
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 12833
წევრი No.: 1960
რეგისტრ.: 21-March 03

გამოგზავნილია: 29 Nov 2004, 15:46  #817281      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq
ამ თემის გახსნა მეც მინდოდა ,მერე გადავიფიქრე მაგრმა რადგან გახსნილია დავწერ.
QUOTE
...საღამოს ვერ გამოივლი - ძაღლების უფრო გეშინია უკვე ვიდრე ყაჩაღების და ძაღლები კი მასიურად არიან - იქნება ერთი 10-15 და მეტიც.იყო კბენის შემთხვევებიც.

იგივე სიტუაციაა ჩემს უბანშიც (და შოტა დეიდას უბნელი ნამდვილად არ ვარ). და მგონი ყველგან კიდევ.
რაც შეეხება ბომჟებსა და შვილების ბინძურ (აბა მათ დაბანასა და აცრაზე ვინ ზრუნავს) ძაღლებთან თამაშით კმაყოფილ დედიკოებს, მათთან ბრძოლის მეთოდებზე ვერ ვფიქრდები. თუმცა ერთი ის შეიძლება რომ სპეციალური სამსახურები იჭერდნენ ყველა ძაღლს რომელსაც არ გააჩნიათ პასპორტი ან საყელური მაინც. თუ ვინმე იტყვის რომ ძაღლი მისია (რასაც ხშირად სჩადიან გულჩვილი დეიდები) უნდა წარმოადგინოს ამ ძაღლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

დანარჩენი კი მართლა მისახედია. 2 წლის წინ ჩემმა აღშფოთებამ ძაღლების სიმრავლის გამო პიკს რომ მიაღწია გადავრეკე 09-ში, გავიგე შესაბამისი ორგანიზაციის ტელეფონი და დავიწყე რეკვა. ჯერ ნუგზარი (ასე ჰქვია ჩემი უბნის ძაღლების რისხვას) შვეულებაში იყო. მერე მანქანა არ იყო მწყობრში. და 3 თვის შემდეგ როგორც იქნა გაკეთდა. მაგრამ სულ რაღაც 3-4 ძაღლი დაიჭირეს. მე კიდევ არ მოვეშვი რეკვას და კიდევ 3 თვე დამჭირდა ჩემი უბნის (ნუ ყოველ შემთხვევაში სადაც მე მიწევს სიარული) გასაწმენდად. მაგრამ ეს ძაღლები მაინც მრავლდებიან. მე მგონი არსებული პერსონალი და ტექნიკა ცოტაა ამ საქმისათვის. ან საქმე კეთდება ისე, ჩათვლისა და მოვალეობის მოხდის მიზნით.

და კდიევ ამ ფორუმზე იყო თემა, სადაც აღწერილი იყო დაჭერილი ძაღლების წამებით სიკვდილი. მაინტერესებს რა მოსდით ძაღლებს დაჭერის შემდეგ. თუ ხოცავენ ახლა თავს წამოყოფენ ცხოვლეთა უფლებების დამცველები. მაგრმა ჩემს უფლებას ვინ დაიცავს? იმ უფლებას რომ არ ვიყო დაკბენილი.


--------------------
[IMG]http://raichu.de/avatare/animiert/0077.gif[/IMG] მძლავრად დიაგონალზე !
shota_deida
shdei


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10369
წევრი No.: 2704
რეგისტრ.: 16-September 03

გამოგზავნილია: 29 Nov 2004, 17:01  #817438      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბოლოს და ბოლოს მართლა, საკუთარი თავი ბუნებაზე მაღლა არ უნდა დავაყენოთ?ვგულისხმობ იმას, რომ მეგაპოლისში ვცხოვრობთ და აქ უნდა იყოს ყველაფერი ისე, როგორც ქალაქს შეესაბამება.ტყე და სოფელი სხვა რამ არის და იქ სხვა კანონებია.ქალაქი უნდა ჰგავდეს ქალაქს ისე, რომ მართლა არ შეგვრცხვეს..ყველას, ვინც ტოპიკს გამოეხმაურა, დიდი მადლობა.და იმედს ვიტოვებ რომ ამ კვირაში ბატონი ზურაბი წაიკითხავს ამას...
Lexo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5345
წევრი No.: 149
რეგისტრ.: 20-June 01

გამოგზავნილია: 29 Nov 2004, 23:29  #818486      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
shota_deida, ბ-ნი ზურაბი ალბათ თვითონ გაგცემს პასუხს, თუმცა ნება მომეცი ერთი-ორი კომენტარი გავაკეთო:

უპირველეს ყოვლისა, გეთანხმები რომ მაწანწალა ძაღლები ქალაქში არ უნდა არსებობდნენ, მაგრამ საქმე იმაშია რომ მათი ფიზიკური განადგურებით პრობლემა არ იხსნება - ეს მეცნიერულად არის დამტკიცებული. რაც უფრო მეტს ამოხოცავ, მით უფრო გამრავლდებიან. და სხვათა შორის, ის "ბუნების ვაიდამცველები" (მათ შორის თქვენი მონა-მორჩილი) დიდი ხანია ხელისუფლებას სთხოვენ შეიცვალოს მაწანწალა ცხოველთა კონტროლის მექანიზმები. მაწანწალა ცხოველთა პრობლემა შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ მათი შობადობის შეზღუდვის გზით. ეს ისე, შესავლის სახით.
QUOTE
ჩვენს უბანში ძაღლების დამჭერები კი არსებობენ, მაგრამ შეგვექმნა პრობლემა ზოგიერთი ბუნების ვაიდამცველის გამო - რამდენჯერმე მოვიდნენ და აპირებდნენ ამ ცხოველებისგან ჩვენს განთავისუფლებას...არ დასცალდათ - ზემოთხსენებული ვაიდამცველები, უშუალოდ, ე.წ. ბომჟების ან ცალკეული პირების სახით (მაგ. დედები, რომლებსაც უაზრო არგუმენტები მოჰყავთ, თითქოს მათი შვილები თამაშობენ ამ ცხოველებთან) გამოდიან და სკანდალს აწყობენ ამასთან დაკავშირებით.

შენს უბანში არსებულ სიტუაციას არ ვიცნობ, მაგრამ მოდი მედლის მეორე მხარესაც შევხედოთ - ის მეთოდები, რომლებსაც ეს ძაღლმჭერები იყენებენ (ხერხემლის გადამტვრევა და ა.შ.), არის ყოვლად ბარბაროსული. ხშირად მიჰყავთ პატრონიანი ძაღლებიც (თუ როდესმე ძაღლი გაგიზრდია, მიხვდები ეს რას ნიშნავს). ხშირად ეს სისასტიკე ბავშვების თვალწინ ხდება. ზოგიერთი მაწანწალა ძაღლი მართლაც საფრთხეს უქმნის გარშემო მყოფებს და მათი იზოლაცია აუცილებელია, მაგრამ ეს ისე არ უნდა ხდებოდეს როგორც ახლა ხდება. და კიდევ, რატომ მიგაჩნია იმ დედების არგუმენტი უაზროდ? ჩემი ბავშვი რომ ძაღლთან თამაშობდეს და მის წასაყვანად ძაღლმჭერები მოვიდნენ, გარწმუნებ, ყველანაირად ხელს შევუშლიდი ამაში (თუ რა თქმა უნდა ძაღლი საფრთხეს არ უქმნის გარშემო მყოფებს).
QUOTE
საღამოს ვერ გამოივლი - ძაღლების უფრო გეშინია უკვე ვიდრე ყაჩაღების და ძაღლები კი მასიურად არიან - იქნება ერთი 10-15 და მეტიც.იყო კბენის შემთხვევებიც.

გეთანხმები რომ ეს პრობლემაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: პრობლემა უნდა გადაწყდეს ჰუმანური და ეფექტური გზით, და არა უაზრო და უნაყოფო ხოცვა-ჟლეტით.
QUOTE
აზერბაიჯანში ერთ ძაღლს არ ნახავ კაცი ქუჩაში.

აზერბაიჯანი, საქართველოსგან განსხვავებით, ცხოველთა დაცვის ევროპული კონვენციის წევრია და სხვა ვალდებულებები აკისრია. იგრძენი განსხვავება.
QUOTE
ნუცუბიძის პლატოზე ძაღლები უკვე ჯოგებად დადიან 10-15 ცალი.
თანაც უამრავი ლეკვებია კიდე...
სასტიკად კი ჟღერს აი ასე ერთი ხელის მოსმით ძაღლების განადგურება, მარამ როცა საჭიროა, უნდა გაკეთდეს.

მასე ერთი ხელის მოსმით პრაღაში გაანადგურეს ძაღლები 80-იან წლებში, მაგრამ სულ ცოტა ხანში ვირთხების შემოსევის გამო საბჭოთა კავშირიდან შეიყვანეს ძაღლები. ეკოსისტემა recycle bin არ არის ერთი ხელის მოსმით მოასუფთავო.
QUOTE
რაც შეეხება ბომჟებსა და შვილების ბინძურ (აბა მათ დაბანასა და აცრაზე ვინ ზრუნავს) ძაღლებთან თამაშით კმაყოფილ დედიკოებს

მოდი რა ნუ განვაზოგადებთ. მირჩევნია ჩემი შვილს თანაგრძნობა ჰქონდეს და ბინძურ ძაღლს მოეფეროს, ვიდრე მათ ხოცვა-ჟლეტაზე თვალი დახუჭოს. ბინძურები უსახლკარო ბავშვებიც არიან, მაგრამ ამის გამო მათ მარწუხებით არ იჭერენ და ელექტროშოკით თუ დუბინკით არ ხოცავენ.
QUOTE
ერთი ის შეიძლება რომ სპეციალური სამსახურები იჭერდნენ ყველა ძაღლს რომელსაც არ გააჩნიათ პასპორტი ან საყელური მაინც

ცივილიზებულ ქვეყნებში გავრცელებულია მეთოდი TNR (Trap-Neuter-Release). ანუ მაწანწალა ცხოველებს იჭერენ, უკეთებენ სტერილიზაციას (რაც მათ უკარგავს გამრავლების უნარს), უკეთებენ აცრებს, და აბრუნებენ გარემოში. ამას რა თქმა თან სდევს განუკურნებლად დაავადებული და გარშემო მყოფთათვის საშიში ცხოველების იზოლაცია.
QUOTE
მაგრამ ეს ძაღლები მაინც მრავლდებიან. მე მგონი არსებული პერსონალი და ტექნიკა ცოტაა ამ საქმისათვის. ან საქმე კეთდება ისე, ჩათვლისა და მოვალეობის მოხდის მიზნით.

მრავლდებიან და უფრო გამრავლდებიან კიდეც. არსებული პერსონალი და ტექნიკა კი არა, მეთოდები უნდა შეიცვალოს.

ისე მეც მაინტერესებს ბ-ნი ზურაბის აზრი ამ თაობაზე, მით უმეტეს რომ ამ საკითზე რამდენჯერმე გვქონია შეხვედრა რიგი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად.


--------------------
http://twitter.com/lexokhubulava
Elendill
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5881
წევრი No.: 6230
რეგისტრ.: 1-September 04

გამოგზავნილია: 29 Nov 2004, 23:44  #818529      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ras erchit ver gavige rogorc vxedav aravistvis araperi ar daushavebiat.
isini xom ar gkbene? tqvenc nu kbent tavianti gasachiric ekopat.

ise am problebis arsi anti sanitariashi mdgomareob. nagvis problema rom mogvardes erti 70% shemcirdeba mati raodenoba.
es rac sheexeboda upatrono dzaglebs, ai upatrono katebze ras itkvit magari shemacuxeblebi arian. mgat gulistvis orjer maxoxiala chema dzaglma quchashi, ara da ac ise susti adamiani var.
eg sul araperi da marshi aprilshi game ver vidzineb iseti chxavilia quchashi.
ase rom daanebet dzaglebs tavi da mixedet katebs.


--------------------
The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time. (c)

shota_deida
shdei


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10369
წევრი No.: 2704
რეგისტრ.: 16-September 03

გამოგზავნილია: 29 Nov 2004, 23:49  #818537      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Lexo
ფიზიკურ განადგურებაზე მე პირადად არც მქონდა საუბარი

ვაიდამცველებში ვიგულისხმე ის ჩემი სამეზობლო, რომელიც ვიგულისხმე ანუ მაწანწალები, რომლებიც იქექებიან სანაგვეებში

მერე ერთი რამე - ჩემს შვილს გავიყვანდი მე პირადად იქიდან, სადაც ძაღლს ეთამაშება და პლუს კიდევ ისე გავზრდიდი რომ ბინძურ ძაღლთან არ ითამაშებდა..მითუმეტეს ისეთთან, რომელსაც ეტყობა, რომ ბინძურია...

უპატრონო ძაღლები არის საზოგადო პრობლემა.სანამ ჩვენ აქ ვბჭობთ, ვარგა თუ არ ვარგა, ყველა ცალკეულ უბანში ასეთი ჯოგები დადიან და ხალხს უშავებენ..არც მიფიქრია, რომ რეალურად რამე მექნა ძაღლისთვის ცუდი, მაგრამ, ელემენტალურად, მინდა, რომ წესიერ პირობებში ვიცხოვროთ...არსად არ წერია, რომ აი ასე ათობით ძაღლმა უნდა იბოდიალოს ქუჩაში და კორპუსთან და ა.შ...

პ.ს. კიდევ ერთხელ ვამბობ - ყოველგვარი ჰუმანური მეთოდების მომხრე ვარ..მახსოვს 86 თუ 87 წელს გუდაურში ვიყავი და ოხრად იყო დიდი კაციჭამიამაგვარი ძაღლები (მეცხვარე არა, იასნია, უპატრონო უჯიშო) და არავინ იყო მომკითხავი...იძულებულები იყვნენ უფროსები (ანუ ''დიდები''), რომ მიემართათ მილიციისათვის...მილიციამ არაო, არაო...და მაინც ადგა და ძაღლები დახვრიტა...არავის უნდოდა, მაგრამ ასეთი სიტუაცია წარმოიშვა იქ, სადაც არავინ იყო მომკითხავი და საქმის გამკეთებელი...
Lexo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5345
წევრი No.: 149
რეგისტრ.: 20-June 01

გამოგზავნილია: 30 Nov 2004, 00:57  #818723      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE
ფიზიკურ განადგურებაზე მე პირადად არც მქონდა საუბარი

shota_deida, მაგ ძაღლმჭერები რომ წაიყვანენ, უმოწყალოდ დახოცავენ და ფიზიკური განადგურება მეტი არაფერია.
QUOTE
მერე ერთი რამე - ჩემს შვილს გავიყვანდი მე პირადად იქიდან, სადაც ძაღლს ეთამაშება და პლუს კიდევ ისე გავზრდიდი რომ ბინძურ ძაღლთან არ ითამაშებდა..მითუმეტეს ისეთთან, რომელსაც ეტყობა, რომ ბინძურია...

აუ ცინიზმში არ ჩამომართვა ძალიან გთხოვ და მაინტერესებს ისე თუ გაზრდიდი რომ ბინძურ ადამიანს (მათხოვარს, უსახლკარო ბავშვს, ქუჩაში დავარდნილ უმწეოს) არ მიკარებოდა? გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ მე პირადად ზედმეტი სტერილურობა no-no.
QUOTE
უპატრონო ძაღლები არის საზოგადო პრობლემა.სანამ ჩვენ აქ ვბჭობთ, ვარგა თუ არ ვარგა, ყველა ცალკეულ უბანში ასეთი ჯოგები დადიან და ხალხს უშავებენ..არც მიფიქრია, რომ რეალურად რამე მექნა ძაღლისთვის ცუდი, მაგრამ, ელემენტალურად, მინდა, რომ წესიერ პირობებში ვიცხოვროთ...არსად არ წერია, რომ აი ასე ათობით ძაღლმა უნდა იბოდიალოს ქუჩაში და კორპუსთან და ა.შ...

შე კაცო, ჩვენც ("ბუნების ვაიდამცველებს") გვინდა წესიერ პირობებში ცხოვრება, და სრულიად რეალური, ეფექტური და ცივილური გზები ვიცით ყოველივე ამის მისაღწევად, მაგრამ რატომღაც ისე გამოდის რომ ჩვენ "ვერ ვართ კარგად" და ცხოველების ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტის მომხრეები კი მართლები არიან...
Dungeons_Of_Darkness
Master of Disharmony


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1490
წევრი No.: 2366
რეგისტრ.: 26-June 03

გამოგზავნილია: 30 Nov 2004, 01:55  #818871      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq
აუ კარგით რა...უსახლკარო ძაღლები ყველგან დადიან. და არ ვარ უშიშარი და ღამ-ღამობით ხშირად არ მსიამოვნებს ამ 10-15ძაღლიან ჯგროსთან ჩავლა, მაგრამ...იმია გაფიქრება, რომ ჩემი არშიშობის გამო ცოცხალ არსებას (თანაც 90 პროცენტში სრულიად უვნებელს) რაღაც სადისტურად მოკლავენ...არა, გმადლობთ. ან უნდა შემოიღონ ნორმალური მეთოდები, როგორც ლექსომ ჩამოთვალა, ან ისევ შიშით ბოდიალი მირჩევნია.
პ.ს. ერთი შემთხვევაც არ მქონია არც მე, არც საახლობლოში, რომ ვინმე მაწანწალა ძაღლს დაეკბინა. სამაგიეროდ, რამდენიმეჯერ, ლამისაა, შემჭამა სრულიად პატრონიანმა ჯიშიანმა საყვარლობამ, რომლის პატრონიც ძაღლის გაწვრთნის აზრზეც არაა. ან რა წესია მყეფარე და ღრენია ძაღლებს რო უპავადოკოდ დაატარებენ.
და თხოვნა მერიას - იქნებ, მიხედოს ამ ცხოველებს (ოღონდ ჟივოდერები და სოსიები არ გვინდა, რამდენი წელია სოსისისთვის არ შემიხედავს მაგის გამო) ნორმალური მეთოდებით. ჩატარდეს რაღაც აცრები, შემოწმებები, სტერილიზაცია ბოლოსდაბოლოს.

This post has been edited by Dungeons_Of_Darkness on 30 Nov 2004, 01:56


--------------------
-|-Take me from the hordes of the living into the blessed darkness-|-
getso
London


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3483
წევრი No.: 263
რეგისტრ.: 9-August 01

გამოგზავნილია: 30 Nov 2004, 02:15  #818931      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
იმდენი ზაღლია ქალაქში არსად არ დაეტევიან ეგენი, რამე უნდა აშენონსმაგათი თავშესაფარი, ასევერ გაანადგურებ ყველას, ამისატVის კიდევ ბიუჯეტიდანდიდი ფული ქინება გამოსაყოფი, ამას არავინ არ მიხედავს ჯერ.


--------------------
[I][B][COLOR=red][SIZE=14][FONT=Times] http://forum.ge/?showtopic=33577233[/FONT][/SIZE][/COLOR][/B][/I]
shota_deida
shdei


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10369
წევრი No.: 2704
რეგისტრ.: 16-September 03

გამოგზავნილია: 30 Nov 2004, 10:04  #819139      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Dungeons_Of_Darkness

შენ არ გქონია, ზურიკელას ჰქონია!!(მე, ბებია, ილიკო და ილარიონი)lol.gif
Misha_Zia
კიპიტრიალი!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4034
წევრი No.: 6808
რეგისტრ.: 12-October 04

გამოგზავნილია: 30 Nov 2004, 10:28  #819162      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lexo
ბევრ რამეში მართალი ხარ, მაგრამ შენ რასაც იძახი(სტერილიზაცია და ასე შემდეგ) მაგას ჯერ ერთი :
1)სჭირდება უამრავი ფინანსები(რატომღაც მგონია რო სტერელიზაცია განადგურებაზე ძვირი დაჯდება)
2) სტერელიზებული ცხოველის უკან გარემოში დაბრუნება
3) იმ ანეკდოტის არ იყოს, მერე რა რო დაკოდილი იქნება. საშიშროება მოდის იქიდან რომ არ გიკბინოს, და არა რომ არ მოგ%^&&^%. smile.gif
ასე რომ, ბარბაროსობაა თუ არა მე განადგურების მომხრე ვარ!

ხო მართლა,ძირს სოსისები! wink.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (81) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0530 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]